შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილიდან სიყვარულამდე (6)


28-07-2022, 03:23
ავტორი iamnotreal
ნანახია 1 419

საშინლად ამეწვა მუცელი მის ამ ქმედებაზე. ნერვებს რატო მიშლის? თუმცა მის თავხედობას თავხედობითვე ვერ ვუპასუხებ უფრო გულკეთილი ადამიანი ვარ. კარი მივხურე. მივედი სანისთან და აივანზე კოქტეილით ხელში ქუჩაში მოსიარულე მანქანებსა და ხალხს ვაკვირდებოდი. სახლიდან მუსიკების ხმა ისმოდა. ქალაქის ხმაური და მუსიკა ისე სასიამოვნოდ ერეოდა ერთმანეთში რომ ხმის ამოღებაც კი აღარ იყო საჭირო. მის გვერდით ყველაფერი კარგად იყო. სიმშვიდეს ვგრძნობდი როგორც ყოველთვის. თითქოს არავინ არ იყო სახლში და მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
- რატომ დამპატიჟე?
- რას ნიშნავს რატომ…?
- მე და შენ არაფერი გვაკავშირებს. არც მეგობრები არ ვართ. და მაინც ასეთუისე შენთვის მნიშვნელოვან დღეს დამპატიჟე.
- ამაში ცუდი რა არის?
- ის რომ ამით მეტის იმედს მაძლევ ვიკა.
- მეტის?
- ხო მეტის. იმაზე მეტის ვიდრე მეგობრობაა. არ შემიძლია აქ ყველას თვალწინ ვიჯდე და გიყურო და გესაუბრო ისე თითქოს ჩვენშორის უბრალო მეგობრობაა.
- სერიოზულად იმაზე ბრაზდები რომ დაგპატიჟე და აქ ხალხია?
- არა! იმაზე ვბრაზდები რომ არ შემიძლია შენი ძმის თვალწინ ამ მოაჯირზე დაგაჯინო და გაკოცო.
- …
ნერწყვი ძვლივს გადავყლაპე….
წარმოვიდგინე როგორ მკიდებს ხელებს წელზე და მსვავს მოაჯირზე და მკოცნის… კარგი გამოფხიზლდი ვიკა.
- აი სად ყოფილხარ. პიცა მოიტანეს მგონი გაუღე კარი.
იკამ როგორც ყოველთვის ცუდ დროს შეგვაწყვეტინა. უსიტყვოდ დავხარე თავი და პიცისთვის კარი გავაღე. დავაფიქსირე რომ იკამ და სანიმ საუბარი დაიწყეს. თითქოს შეეწყვნენ კიდეც ერთმანეთს. 7 პიცა ხელში ძვლივს მეკავა. არავის გახსენებია ვიკას დახმარება. ერთმანეთზე დალაგებული პიცების გამო ვერც კი ვცედავდი სად მივდიოდი და უცებ ვიღაცამ გამომართვა. ამას მე ავიღებო და სამზარეულოში გაიტანა. ერთერთი კურსელი იყო. მერე მოვიდა და კოლა მომაწოდა. შემთხვევით მაგიდას გაკრა ფეხი და მე გადამესხა. ამაზე დაიბნა. უცებ ხელსახოცს სწვდა და მაისურზე ფათური დაიწყო გაწმენდის მიზნით. დენიელის ცქმუტუნს ვგრძნობდი. აღელვებული იყო. თითქოს ნერვიულობდა. ბოლოს ვერ გაუძლო და აივანზე ბიჭებთან გავიდა. თითქოს ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენა ან აწყენინა ისეთი გაბრაზებული ჩანდა. იკამ სანი გააცნო. თუმცა აღმოაჩინა რომ ერთმანეთს უკვე იცნობდნენ. გამახსენდა რომ სანიც გარეთ იყო და შეიძლებოდა ეჩხუბათ ამიტომაც სანის ხელი ჩავავლე და აივნიდან შიგნით შემოვიყვანე. ოთახში წავიყვანე და საწოლზე დავაჯინე.
- რადგანაც უკვე ნანახი გყავარ შიშველი არ ნიშნავს რომ კიდევ უნდა მიყურო. შეტრიალდი.
- როგორც იტყვით. ვერ მეტყვი აქ რატო მომიყვანე დასჯილი ბავშვივით?
- შენდა დენიელი დიდად ვერ უგებთ და არმინდა მარტო დაგტოვო.
თან ზედა გამოვიცვალე და მის წინ სკამზე ჩამოვჯექი.
- ნუღელავ მაგ ტიპის არ მეშინია და რომც იყოს სანერვიულო ჩემი თავის უფრო მეშინია რამე არ დავუშავო.
- არ ვღელავ არცერთზე. იმაზე ვღელავ რომ სახლი არ ამირიოთ.
- ხო აბა რა.
- ხო ზუსტადაც!
- თვალებში გეტყობა რო ღელავ. თუმცა ჯერ არვიცი რომელზე.
- რას გულისხმობ?
- არვიცი ჩემზე უფრო ნერვიულობ თუ დენიელზე. აშკარაა რომ რაღაცას წარმოადგენს თორე ისე აქ არ იქნებოდა.
- ჩემმა ძმამ ისე დაპატიჟა როგორც შენ შენი მეგობარი.
- ანუ შენი დაპატიჟებული არ არის?
- ხომარ ეჭვიანობთ ბატონო სანი?
- არა, ეგ საჩემო არარის. მაშინ ვიეჭვიანებ თუ მისგან რაიმეს ცდას შევამჩნევ ან რამე გრძნობებს.
- აღარ გაბედო და მეორედ ისეთ უხერხულობაში აღარ ჩამაგდო.
- აა აივანზე რაც გითხარი მაგაზე ამბობ?
- ხო.
- ზუსტად ვიცი წამიერად გული აგიჩქარდა და სიტყვები დაგავიწყდა.
- ეგ შენი საქმე არ არის.
ავდექი და გარეთ გასვლაზე ვანიშნე. მერე გავერთეთ ყველა ვცეკვავდით ვმღეროდით. ულამაზესი იყო იქაურობა . მთელი საღამო ვსვავდით და ვერთობოდით. და აი როგორც იქნა მოვიდა იმ ბავშვური სისულელის დროც. როცა დავიღალეთ სიმართლე თუ მოქმედების თამაში დავიწყეთ. ყველანი მისაღებში წრეზე ვისხედით. ზოგი დივანზე ზოგი იატაკზე ზოგი იდა ზოგი მაგიდაზე იჯდა. მოკლედ სალომ დაიწყო და მე მკითხა სიმართლე თუ მოქმედებაო.
მეც რათქმაუნდა მოქმედება ვუთხარი.
- კარაოკე გვიმღერე. მუსიკას ჩვენ ავარჩევთ.
- კიდევ კარგი სიმღერა გამომდის.
ავდექი და ჩავრთე მათ მიერ არჩეული მუსიკა. სახელად : misun — harlot
ვიმღერე თან ვიცეკვე და ყველა გავამხიარულე.
შემდეგ ავდექი და ერთერთ კურსელს ვკითხე. მან სიმართლე აირჩია. ამიტომაც ვკითხე მისი ყველაზე დიდი სამარცხვინო მოგონება რა იყო.
- ყველაზე სამარცხვინო ალბათ ის იყო რომ ბავშვობაში შიშველს მიყვარდა ძილი მიჩვეული ვიყავი. ერთხელ ნათესავებთან დავრჩით მე და დედა. იქ სხვა ბავშვებიც იყვნენ და დაწოლისას დედამ ყველას თვალწინ დამიწყო გახდა. თუმცა ეს მაშინ იყო სამარცხვინო ახლა ვამაყობ რადგან ყველაზე დიდი მე მქონდა….
ამაზე ყველას სიცილი აგვიტყდა. შემდეგ გადავიდნენ სხვებზეც. დაახლოებით 10 კითხვის შემდეგ ჯერი ლუკს ერთერთ ძმაკაცზე მიდგა. ისიც ადგა და დენიელს შეეკითხა. მან მოქმედება აირჩია.
- ამ ოთახში არსებული გოგონებიდან რომელიმე აირჩიე და ცრუ ქორწილი გაათამაშე 2 წუთი გაქვს იმისთვის რომ თან კაბა ფატა და ყველაფერი იპოვო ამ ოთახში. თუ არადა რაც ხელში შეგრჩება იმით მოგიწევთ დაქორწინება.
წამზომი ჩართეს და დენიელი წამოხტა. აქეთ იქით დაიწყო ყურება და უცებ წამებში რაღაც დააფიქსირა. სალოს ხელზე ყოველთვის უკეთია მინიმუმ 3 ბეჭედი და სამაჯურები. მივარდა და მოძრობა დაუწყო. შემდეგ გაიქცა და თეთრი გამჭვირვალე ფარდები ჩამოხსნა. ჩემს ძმას მისი კოსტუმის მსგავსი ჟილეტი წაართვა ჩაიცვა. ყვავილი რომ ვერ იპოვა კაკტუსი აიღო ქოთნით. მომვარდა ფეხზე წამომაყენა. თავზე ფარდა დამაფარა, ქოთანი შემომაჩეჩა. მერე იკას უთხრა მიდი შენ მოაცილე საკურთხევლამდე როგორც მამამო. ლუკა წამოხტა მე მოძღვარი ვიქნები დაგაქორწინებთო. და მორჩა წამზომი გამოირთო. და ჩართეს საქორწინო მუსიკა რის ფონზეც უნდა გამევლო მთელი მისაღები იმისთვის რომ დენიელამდე მივსულიყავი. ფარდის კაბა, ბუკეტის მაგივრად კაკტუსი ქოთნით და სალოს ბავშვური პლასტმასის ბეჭდები. როცა იკამ მიმაცილა დენიელს მიაძახა გული არ ატკინო თორე დაგმარხავო და ამაზე ყველას სიცილი აუტყდა მე კი გული მიფარფატებდა. რატომღაც მინდოდა ეს ყველაფერი მალე დასრულებულიყო. რადგან სანი ხედავდა და არმინდოდა თავი ცუდად ეგრძნო. მივედი და კაი მალე დაამთავრე იცოდეთქო ლუკას ვანიშნე. ლუკამაც მალე დაასრულა რაღაცის ბურტყუნი და ბოლოს ბეჭდები რომ გავუკეთეთ ერთმანეთს წამოიძახა ცოლქმრად გავხადებთ ახლა შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთსო.
წამიერად მედა დენიელმა ერთმანეთს შეშინებულებმა შევხედეთ. დენიელი უცებ პატარა გულუბრყვიკო ბავშვად გადაიქცა მორცხვ და სუსტ არსებად. საწყალი თვალებით მიყურებდა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ასეთი ჯერ არ მინახავს. მე გავჭედე რა კოცნათქო. მაგრამ ყველამ იკამაც კი ყვირილი დაიწყეს ერთხმად აკოცეთ აკოცეთო. მხოლოდ სანი იჯდა მშვიდად და სახეზე რაღაცნაირი ღიმილი ეხატა. თუთქოს უბრალოდ ძალით იღიმოდა. შევხედე დენიელს და სწრაფად ვაკოცე თუმცა კაკტუსი მკერდზე მიედო და შეერჭო. უცებ უკან დაიხია და დაიწუნუნა.
ამაზე ყველამ სიცილი დავიწყეთ.
იკამ მიაძახა
- აი ეგ მოგივა მართლა რომ აწყენინოო.
- ისევ კაკტუსით თუ მიზავ რამეს შენით არ გაქვსო
ამაზე ვითომ ჭიდაობა დაიწყეს და გაგვახალისეს. მეც გამეცინა. ორი წლის ბავშვებივით დაიწყეს ერთმანეთში ჭიდაობა. ბოლოს დენიელმა იკა ცუდად მოიგდო და ჩემი საყვარელი სუვენირი გადააგდეს. ბებოს ნაჩუქარი ცხენი და კოვბოი. კოვბოის თავი მოძვრა. ამაზე ორივე დაფრთხნენ და შეშინდნენ. თუმცა მე ხელში ავიღე თავიც და მეორე ნაწილიც. შევხედე და კოვბოის თავი სანაგვეში გადავაგდე. ელოდნენ რომ ვიჩხუბებდი თუმცა პირიქით.
- უთავო მხედარიც არ არის ცუდი.
ამაზეც სიცილი დავიწყეთ. ბიჭებმა კი ამოისუნთქეს.
იკა წამიერად გაქრა, ვეღარსად ვიპოვე. თვალებით ვეძებდი თუმცა შემდეგ სალომ ერთი ჭიქა მომაწოდა ნახე რა გავაკეთეო,თურმე რაღაცეები აურევია და ძლიერი კოქტეილი გააკეთა. ერთი ჭიქა ყველამ ჩავცალეთ და მაგის შემდეგ თავბრუ მეხვეოდა. თითქოს გემზე ვიყავი და აქეთ იქით ვირწეოდი. ძალიან ბევრი ვიცეკვეთ. გავერთეთ და საბოლოოდ ბევრუ ეამ გავაფუჭეთ თუმცა როცავგამეღვიძა ბოლო 1 საათი ისევ არ მახსოვდა. სალოსთანერთად სახურავზე ვუწექი. პლედი გვეფარა და ფეხები მოაჯირზე გვქონდა შემოლაგებული.
- სანი სად გაქრა ხოარ იცი?
- არვიცი მართლა. წასვლით არავინ გავიდოდა კარი ჩავკეტე რო მთვრალებჯ სადმე არ წასულიყვნენ.
- კარგი გიქნია მაგრამ აქ მოგვაგნებენ?
- ლუკამ ხო იცის აქ ამოსასვლელი, რო რამე მაგას გააღვიძებდნენ შენს მოსაძებნად.
- ხო მართლიხარ.
- ისე, დენიელთან რა ხდება?
- რაზე მეკითხები?
- კოცნაზერო მიდგა საქმე, რატო დაიბენით ორივე, უბრალოდ კოცნაა არაფერს ნიშნავს და ორივე ისე დაფრთხით თითქოს რაღაც დაგაბრალეს.
- არვიცი, წამიერად თავი ისე ვიგრძენი თითქოს მაგით დავაშავეთ.
- კოცნით?
- ნუ ხო, სანიც იქ იყო
- სანი პირიქით ღადაობდა ჩვენთანერთად.
- მართლა?
- ხო, არჩანს ეგ ეგეთი ბიჭი ეჭვიანობები დაგიწყოს ან რამე.
- აუ უნდა ვიპოვო რა
- მიდი კაი ოღონდ არ აილეწო ნელა ჩადი რა, მე ავალაგებ აქაურობას და ჩამოვალ.
- კაი წავედი.

ოთახის კარიც ღია ქონდა და ფეხები უჩანდა. კარის ზღურბლზე გავჩერდი და კედელს მივეყუდე. ცოტახნით ვუყურებდი როგორ ეძინა. მრცხვენოდა ასე რომ შემოვიპარე. ვფიქრობდი გავალ ისევ უკანთქო და რომ მივბრუნდი ჩემს ბედზე მხარი კარს გავკარი და ხმაურიანად მიიხურა ოდნავ. ამაზე სანის გაეღვიძა. თუმცა ოთახიდან სწრაფად გავარდი და ისევ ზევით ავედი სალომესთან. გული ამომივარდა და ძვლივს ვსუნთქავდი.
- რამოხდა გოგო მოჩვენება დაინახე?
- ნეტა ეგ დამენახა…. კინაღამ სანიმ გამომიჭირა როგორ ვუთვალთვალებდი მძინარეს…
- მძინარეს უთვალთვალებდი?
- კარგიიი რაააა. უბრალოდ …. წამით შევხედე და გამობრუნებისას ხმაურზე გაეღვიძა.
- ბეწვზე ხარ გადარჩენილი. დაჯექი ერთი კისერი არ მოიმტვრიო. მე ჩავალ ქვევითაც მივალაგებ და იცოდე აღარ დალიო! გაიგე????
- არის დედიკო.
გამიცინა და გაქრა. სახლი სავსე იყო მთვრალი ადამიანებით. ვის სად ეძინა არავინ იცოდა. გამთენია იყო, ყურსასმენები დავითრიე და ჩემი საყვარელი მუსიკა the rubens- ill surely die ჩავირთე. გაქრა ყველაფერი ირგვლივ. ულამაზესი ხედიიყო და მაინც მე მხოლოდ ცას ვუყურებდი და არაფერი ჩანდა. მთვარე სამად მელანდებოდა. გული მიგრძნობდა რომ ახლა დენიელი გამოჩნდებოდა მისი საფირმო მოულოდნელი გამოხტომით და ისევ ნერვებს მომიშლიდა. ასეც მოხდა. სუნამომ გაყიდა. შორიდან ვცნობ უკვე ამ ადამიანის მოახლოებას. გვერდით მომიჯდა და ცალი ყურსასმენი მომხსნა, თვითონ გაიკეთა და მერე ტელეფონი გაკომგლიჯა ხელიდან.
- კარგი მუსიკაა, ხმამაღალზე ჩავრთოთ.
სიტყვის თქმა არ შემეძლო რადგან რამე რომ მეთქვა დიდი სისულელე იქნებოდა სიტყვებს ერთმანეთზე ნამდვილად ვერ გადავაბავდი. ასერომ უბრალოდ ვუსმენდი ისევ ამ მუსიკას და თითქოს ნემსებზე ვიჯექით ორივე. არვიცოდით რა გვექნა. უცნაურად და უსიამოვნოდ ვიყავით. ალბათ იმიტორო მივეჩვიეთ რომ ყოველთვის ვკბენდით ერთმანეთს და ასე ხდებოდა დიდიხანი.
- ვიცი ახლა მთვრალი ხარ მაგრამ რაღაც მინდა გკითხო.

მითხრა ძალიან მშვიდად და აუღელვებლად.
- გისმენ.
- მაშინ როცა სასტუმროში ბიჭებთან ის უთანხმოებასავით მოხდა და შემდეგ აივანზე…
- როცა გააფთრებულ ცხოველს გავდი?
-ხო… ჩემი მართლა შეგეშინდა?
-….
ხმა ვერ ამოვიღე. არ ველოდი რო მას ასეთი რამ დააინტერესებდა ოდესმე. მეგონა რომ ყოველთვის ეკიდა სხვა რას ფიქრობდა მასზე ან რას გრძნობდნენ მის მიმართ.
- გთხოვ მიპასუხე.
- არვიცი
- როგორთუ არიცი?
- არვიცი დენიელ.
- რაც გაგიცანი იმდღიდან მოყოლებული შენი დაცვა მინდოდა ყველაფრისგან. არვიცი მართლა რატო მიჩნდება ამის სურვილი მაგრამ ასეა ვიკა. ამ სამყაროში და ჩემს ცხოვრებაში კიდე ერთხელ გამოჩნდა რაღაც რისი დაცვაც მინდა და რაც მინდა აყვავდეს გაიზარდოს, ჩემი დის გარდა არავიზე ასე არ მიზრუნია და ისიც ზუსტად შენსავით სულ ნერვებს მიშლიდა არვიცი ეს როგორ ავხსნა, საერთოდ სხვა შეგრძნება მაქ როცა შენ გხედავ მაგრამ იგივენაირად მერთვება ეს ინსტიქტი, რო უნდა დაგიცვა თუნდაც შენი თავისგან. შენი უგუნურებისგან. ვერ ხვდებოდი რომ იმ ბიჭებისგანაც გიცავდი. ვერც იმას ხვდებოდი რომ იმ ბიჭთან შიშველი იმისგამო აღმოჩნდი მისივე სახლში რომ უგუნური ხარ. თავი გაქვს დაკარგული გესმის? შენხელა გოგო არუნდა კარგავდეს თავის კონტროლს იმ დონეზე რო ვიღაცის სახლში იღვიძებდეს გზააბნეული. ის ბიჭი რომ კეთილიარ ყოფილიყო ხვდები ხო სხვა როგორ მოიქცეოდა? ვღიზიანდები კი რადგან მინდა გაგიფრთხილდე და შენ არ მაცდი რადგან ასე მგონია რომ მტრად აღმიქვამ ან ჩემი გეშინია, არვიცი…. უბრალოდ ვერც შორს ვიჭერ თავს შენგან და ვერც გიახლოვდები და ამაზე დიდი საშინელება არაფერია.

ადგა და წავიდა .



№1 სტუმარი სტუმარი სალი

ოუუუ, ამათგან რა წყვილი დადგებააა:)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent