ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 9)
უკუნ სიბნელეში გაიღვიძა ექიმმა. ირგვლივ სრული სიჩუმე სუფევდა და ფეხებს ბრმად ადგამდა წინ. ცდილობდა გზა გაეკვლია და იმედოვნებდა სწორად მიდიოდა. აქ ადრეც ნამყოფი იყო, ბავშვობაში, ძალიან დიდი ხნის წინ, ხუთი თითივით არ იცოდა ეს ადგილი, თუმცა რაღაც მაინც გაეგებოდა და ახსოვდა. -ირაკლი? - დაუძახა და კედლებმა მოძრაობა დაიწყეს. ხმა, რომელიც ექოდ მთელ სივრცეში გაისმა, თუმცა პასუხი არ ჩანდა. სანუკვარ გრძნობებში გაწაფული მამაკაცი შეუჩერებლად ეძებდა უკვდავების წყაროს, სიბნელეს როგორც კი შეეჩვია თვალი რაღაცების დალანდვა დაიწყო, პატარ-პატარა საგნების, გაძვალტყავებული ხეიბარი ადამიანებისა და განწირული სულების. - ირაკლი. - უფრო მომთხოვნი გახდა მისი კილო, თუმცა ამაოდ. გარშემო უცხო ადამიანები ედებოდნენ და წაყვანას სთხოვდნენ, თუმცა არ შეეძლო, მას აუცილებლად უნდა ეპოვა ერთი კონკრეტული პიროვნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ეს ქაოსი წონასწორობას დაკარგავდა და წყალში ჩაიყრებოდა მცდელობა სამყაროს შველისა. -ირაკლი გამეცი ხმა! აქ ხარ? - პასუხი კვლავ არ ჩანდა. დიდი დერეფანი გაიარა, და ნარინჯისფერ კარს მიაგნო, საიდანაც ოდნავი სინათლის იმედი მოჩანდა. გაჭირვებით გააღო კარი და მკრთალმა სინათლემ თვალი მოსჭრა. დიდ გამოქვაბულს ჰგავდა, აკლდამას, სადაც ომის შემდეგ მორჩენილ გვამებს ყრიან და ავსებენ. ეს იყო წარწყმედილთა უკიდეგანო მავზოლეუმი. ყურადღებით ათვალიერებთა ყოველ კუთხეს, სადმე მკვდარივით არ ძინებოდა, მაგრამ ირაკლი არსად ჩანდა. - ჯოჯოხეთში არსებული ჯოჯოხეთი. - ჩაილაპარაკა თავისთვის და უეცრად მხეცის გრგვინვა შემოესმა. - დამწყვდეული პრინცი უნდა გადავარჩინო, როგორც ჩანს... ერთხელ მე ვიყავი ეს პრინცი, ახლა ირაკლი, ბედის ირონიაა არა? - თავის თავს ელაპარაკებოდა და ცდილობდა ამ საგიჟეთში თავად არ გაგიჟებულიყო. ესმოდა ტანჯული სულების კივილი, ისმოდა კოცონზე ხორცის წვის შუშხუნა ხმა, ცოტა სჭირდებოდა ადამიანს რომ გონება გადაბრუნებოდა ამ უღმერთო ადგილას. „ნარინჯისფერ კარს რა მოსდევს? როგორც მახსოვს თავიდან ყვითელ კარში ხვდებიან, ყველა იქ გროვდება და დახმარებას ამაოდ უცდის. უნდა ვცადო და მწვანე კარის მიღმა ყვითელს მივაგნო.“ - აქეთ-იქით იყურებოდა, თვალებს ჭუტავდა რომ მცირედი მაინც დაენახა და წინ მიიწევდა. უეცრად კივილით მისკენ ვიღაც გამოიქცა, ძლივს გაარჩია ხელში უზარმაზარი ნაჯახი ეჭირა და თავის მოსაკვეთად მოიწევდა მისკენ. მედგრად დაუხვდა ირაკლი სატანის ერთ-ერთ მოციქულს და მკლავი ასწია, ხელი მაგრად დაუჭირა, დაიხარა, შემოტრიალდა და მარტივი მოძრაობით გადაუგრიხა, ნაჯახი გაუვარდა და მეორე ხელი დაახვედრა ირაკლიმ, როგორც კი დაიჭირა მოიქნია და თავი გადაუჩეხა. ამის შემდგომ ის უკვალოდ გაქრა. „როგორც ჩანს ლუცომ გაიგო რომ აქ ვარ.“ - გაიფიქრა ირაკლიმ. – „აქაურობას სხვას ვერ ჩაუგდებს ხელთ, მიხვდა რომ სათანადო მოწინააღმდეგე შემოვიდა მის სამყოფელში და ცდილობს შემაჩეროს. საინტერესოა, მას ხო არ ყავს ჩემი ძმაც და მას ხომ არ უნდა ვესტუმრო?“ დაგვარჯული ბერიკაცი დაინახა, ხელები დასისხლიანებული და სრულიად უსუსური ჰქონდა, ვერაფრით იფიქრებდი რომ ეს ადრე საკმაოდ ძლიერი მეომარი იქნებოდა. ბერიკაცს მიუახლოვდა და ჰკითხა: - გამარჯობა ბერიკაცო, მწვანე კარს ვეძებ, ხომ ვერ მიმას... -პირდაპირ უნდა გაუყვე, იმ შენობას ხო ხედავ? მაღალი წვეტიანი შენობა რომაა... უნდა გასცდე მარჯვნივ მოუხვიო, შემდეგ ერთ პატარა ბუჩქს შენიშნავ, მანდ გაჩერდები და დაიძახებ: „ალაქასა, ბალაქასა, კარო გაჩნდი არაქასა.“ შენ წინ მწვანე კარი გამოისახება და მხოლოდ ოცდაათი წამი გექნება შიგნით შესასვლელად. -მადლობა ბერიკაცო. - თავი დაუკრა ექიმმა და გზა განაგრძო, როდესაც ზურგიდან დარტყმა იგრძნო. ძლიერად შექანდა და წინ გადავარდა, დატრიალებისას წამით შეავლო თვალი ბერიკაცს, რომელიც იერს იცვლიდა და იცინოდა. ექიმი წამოდგა, თავდასხმა მოიგერია, შემდეგ თავად შეუტია და წიხლით გადააგდო ბერიკაცი, როგორც კი დაეცა ზედ დაადგა და მუშტები იქამდე ურტყა, სანამ გონს არ დაკარგავდა. „იმედია კართან დაკავშირებით მაინც სიმართლე მითხრა. უფრო გაველურებულა აქაურობა, არავის ნდობა აღარ შეიძლება.“ მკვდართა სამეფოში პატარა ბუჩქს რომ მიადგა წარმოთქვა სიტყვები, რომელიც კაცმა შეასწავლა და დაელოდა. მაშინვე გამოისახა მწვანე კარი, იმდენად მძიმე იყო ძლივს შეაღო და შეაბიჯა, მის თვალწინ ახალი სამყარო გადაიშალა. აყვავებული მდელოებით, ჩიტების ჟღურტული ისმოდა და ადამიანთა მოლხენა. ნამდვილ, კარგ ადგილს ჰგავდა თავისი ბარებით, რესტორნებითა და შენობებით. ბავშვობის საშინელმა მოგონებებმა უფეთქა კვლავ. როგორ ეძებდა დახმარებას, მაგრამ ამაოდ. ყველას სთხოვდა შველას, ნაცნობ გარემოს წააწყდა, ერთ-ერთ ბარში, სახელად „გაშლილები“ - ში შევიდა რათა დახმარება ეთხოვა, დავიკარგე მიშველეთო, თუმცა არავინ უსმენდა, მიდიოდა გართობა და ჟრიამული, სიცილ-ხარხარი, დალევა და ზოგ ადგილებში ხმამაღალი ყვირილი და გაწევ-გამოწევაც. მაგიდების ტრიალი, მუშტი-კრივის ხმა და შეშინებული ბავშვი გარეთ გამოვარდა. არ ახსოვდა როგორ დააღწია ჯოჯოხეთს თავი და სატანის ხელში როგორ არ ჩავარდა, მაგრამ ახლა ყველა ღონე უნდა ეხმარა ირაკლის დასახსნელად. კვლავ გაისმა ნოსტალგიური ჰარმონიული გიტარის ხმები, პიანინოზე უკრავდა ვიღაც და თან მელოდიურ სიმღერას ღიღინებდა. ყურადღებით აკვირდებოდა ყველა შენობას და მათ შორის ვიწრო ქუჩას მიუყვებოდა. თითქოს უწყინარ ადგილს აგონებდა თავისი წარსულიდან, მაგრამ მაინც რაღაც ეეჭვებოდა. ადამიანები გარეთ გამომდგარი ბოღმიანად უმზერდნენ და ყველა უცნაურად აყოლებდა თვალს. გუგა არავის ტოვებდა ყურადღების გარეშე. არავის აშორებდა თვალს რომ თავდასხმა აერიდებინა თავიდან. უეცრად, როდესაც ბოლო სახლიდან ერთი კოუბოი გამოვიდა ყველამ შეშინებული მზერა მას მიაპყრო. ერთი დაუსტვინა გუგას დანახვისას და ექიმმა შენიშნა მის სტვენას და ყიჟინას ხალხის სახლებში შებრუნება მოჰყვა. მამაკაცი ძაღლივით იღრინებოდა. წინ გადაუდგა გუგას, მარცხენა ბუდიდან იარაღი ამოიღო და გუგას გადაუგდო, ბუდეც მოიხსნა და ისიც ფეხებთან მის წინ დაუგდო. მაშინვე გამოვარდნენ სახლიდან ქალბატონები და ბუდე დაუმაგრეს მამაკაცს, იარაღი ბუდეში ჩაუდეს და სეკუნდანტიც გვერდით ამოუდგა მღრენ მამაკაცს, რომლის ნაიარევიანი სახე სადიზმის მომასწავებელ, საშიშ გამოვლინებას ემსგავსებოდა. „ოჰო დუელი?“ - ცოტათი ფეხები აუკანკალდა გუგას. – „ეს რაღაც ახალია... იარაღთან საქმე არასდროს მქონია მითუმეტეს სამყაროს მიღმა, თუმცა მთავარი რწმენაა.“ - იარაღისკენ წაიღო ხელი და შეამოწმა მისი ვარგისიანობა. “ჩემი ძმისთვის... ეს დაბრკოლებანი უნდა გადავლახო, თუ მართლა ლუცოს ჰყავს და ბელადი მას ემორჩილება ყველაფერი გასაგები იქნება, ბარიერის არსებობაც და ეს ღვარძლი, სიბოროტე და ავხორცობა. ყველაფერს ფარდა აეხდება.“ იარაღი დატენილი იყო. ხელის კანკალით ჩააბრუნა ბუდეში და განაჩენს დაელოდა. ზურგით დადგნენ ერთმანეთისგან. გადაითვალეს ოცი ნაბიჯი და როდესაც გასროლის ხმა გაისმა ნიშნად დუელის დაწყებისა სწრაფად შემოტრიალდა გუგა, თუმცა მოწინააღმდეგეს სროლა ვერ დაასწრო და მისმა ტყვიამ ფერდში გაუარა, გაისროლა გუგამაც და წაიქცა. გონებას კარგავდა როდესაც დაინახა რომ მისმა ნასროლმა ტყვიამ მოწინააღმდეგეს ყელში უჩინა ადგილი და სისხლის ჩანჩქერმა იფეთქა მისგან. სანამ გაითიშებოდა, დაინახა როგორ დაეცა მორთხმით და პირქვე განუტია სული. „გონებას ვკარგავ? მეც?“ - ჩაეცინა და ბაკურის სიტყვები გაახსენდა. ექიმიც ბევრ სისხლს კარგავდა და ეს უბინდავდა გონებას, ბოლოს სიბნელეში ჩაიძირა. როგორც კი თვალი გაახილა, ულამაზესი გოგონა დასტრიალებდა, ჭრილობას უმუშავებდა, აჭმევდა და მასზე ზრუნავდა. -ვინ ხარ? - დაინტერესდა გუგა და გოგონას თვალებში ჩახედა. -მე მია ვარ. - დაუკრა თავი გოგონამ. -ვერ გამიგია, რატომ ზრუნავ ჩემზე. მე ხომ უცხო ვარ, თქვენი კაცი მოვკალი. - გაოცებით უყურებდა და ვერ იჯერებდა ექიმი ამ ყველაფერს, რადგანაც მისთვის ზრუნვა ახალი ხილი იყო, მხოლოდ ის ზრუნავდა ადამიანებზე, მას არავინ დახმარებია, არასდროს, მხოლოდ ერთეული შემთხვევები ძლივს მოსაგონრად რომ ჰქონდა შემონახული და გოგონას ბაგეებს, ლამაზ თვალებსა და მიხვრა მოხვრას აკვირდებოდა. „საოცარი ქალია.“ -შენ ჩვენი ტომის ლიდერი, დიდი საკუტ მაჰინი მოკალი, რაც ჩვენს ენაზე ღვთაებრივ ურჯულოს ნიშნავს. მისი ყველას ეშინოდა და ტერორში ვყავდით. ამიტომ ამით მადლიერებას გამოვხატავთ და შენი გადარჩენით ეს ვალი გადახდილია. - სპირტით მოსწმინდა ჭრილობიდან სისხლი და წვა იგრძნო ჭრილობის არეში. -დიდი მადლობა. თვალი რომ გავახილე ანგელოზი მეგონე და ვიფიქრე მოვკვდი. - გოგონას გაეცინა და მადლობა გადაუხადა, დარცხვენით თავი დახარა და თავისი საქმის კეთება განაგრძო. ბინტი შემოახვია და გარეთ გასვლა დააპირა. - ერთი წუთით... - დაუძახა ექიმმა. -გისმენთ. -რამდენი ხანია რაც გონზე არ ვარ? -მესამე დღეა. -რა? – „აქ როგორ გადის დრო არ ვიცი, მაგრამ უნდა ვიჩქარო.“ -დიახ, უკვე მესამედ გიცვლით სახვევს და თქვენ თავს როგორ გრძნობთ? -გაცილებით უკეთ, მადლობა. თქვენი დახმარება მჭირდება. სასწრაფოდ უნდა გავიდე აქედან, ჩემ მეგობარს უნდა დავეხმარო, გასაჭირშია. -ჯერ მოძლიერდით და მერე გაგწერთ. - გაეღიმა მიას და ხელებზე დაიხედა. -ამის დრო არ მაქვს. ძალიან გთხოვთ. ლუცოსთან უნდა მივიდე. - გოგონა შეცბა. თვალებში შიში აუკიაფდა და უცხო დიალექტზე დაიწყო საუბარი, შიშით სასწრაფოდ დატოვა ოთახი და გარეთ გავარდა. - რა ვთქვი ასეთი? - განცვიფრდა ექიმი და წამოდგომა სცადა. ოთახის კართან მივიდა და გარეთ გაიხედა. არავინ იყო, თითქოს ყველა წასულიყო ან არც არავინ ყოფილიყო. მაგიდებზე დახვავებული ჭუჭყიანი თეფშები იმას მოწმობდა რომ ცოტა ხნის წინ ესადილათ. გარეთ ფანჯრიდან რომ გაიხედა თოვდა. „საინტერესოა“ ჩაფიქრდა გუგა. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც სახლიდან უნდა გასულიყო გარეთ მიამ შეაჩერა. -სად მიდიხართ? - ჰკითხა ქალმა და გუგას მოტრიალებას დაელოდა. სიფრიფანა კაბა ეცვა, გამჭვირვალე, რის შიგნითაც ყველაფერი უჩანდა. გუგამ პირი დააღო და გაოგნებისგან ყბა ჩამოუვარდა. მიამ ჯერ კაბის ერთი ბოლო ჩამოიწია მხრიდან, შემდეგ მეორე და მოსაცმელი მთლიანაც ჩასძვრა. - დარჩით. მე მთელი დღე თქვენი ვარ. -რას აკეთებ მია? - გაოგნებისგან შეჰყვირა ექიმმა როდესაც მის შიშველ სხეულს ხედავდა. - კი საოცარი ქალი ხართ, საოცრად ლამაზი მაგრამ ეს ვერ შემაჩერებს. თქვენც ისეთივე ტყვეობაში ხართ? ძალით გაკეთებინებენ ამას? -არა... ჩემი ნებით გაძლევთ ჩემს თავს, ჩემს სხეულს მადლობის ნიშნად. -რა სისულელეა, ჩაიცვით მალე. სწრაფად! - გვერდით გაიხედა გუგამ, თუმცაღა სანამ ჩაიცვამდა რამდენჯერმე ცალი თვალი უნებურად ქალისკენ გაექცა. როგორც კი თვალი გაახილა მაშინვე მიიზიდა ამ საოცარმა ქმნილებამ და მის წინ შიშველი იდგა, ცდუნებას ძლივს უძლებდა. - მიზიდავთ, მომწონხართ მაგრამ ასე არა... ეს არაადამიანური მხეცური მოპყრობაა, ცივილიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ თქვენ კი რას სჩადით? გოგონამ თავი გადააქნია და ცრემლები თავისდაუნებურად წასკდა. -უნდა წავიდე მია. შენ ვერ დამეხმარები, დიდი მადლობა გადარჩენისთვის, მაგრამ მეჩქარება. შეგიძლია ხმა არ ამოიღო, მაგრამ უბრალოდ მანიშნო თუ ჩემი დახმარება გჭირდება... გოგონამ მორცხვად დაუქნია თავი. -გასაგებია, შენთვის დავბრუნდები. - ამაყად თქვა ექიმმა და კარიდან გავიდა. რამდენიმე საათის დაუღალავმა ხეტიალმა შედეგი გამოიღო. ყვითელ კარს მიაგნო და პირდაპირ მოუხმო ლუცოს. დაგვარჯული, ყოვლად შეუხედავი არსება, წითელი ცხვირით და ნიკაპით, საშინლად ამაზრზენი თვალებითა და ბელადისმაგვარი გამოხედვით წინ წარუდგა ექიმს. „აი თურმე რატომ აქვს ბელადს ასეთი სასტიკი სახე.“ - ფიქრობდა ექიმი. – „ის თავად ლუცოს მოციქულია, ან თავადაა ლუცო ბელადის სახით.“ აქამდე მას მკვდართა სამეფოს მოციქული, სიბოროტის ნამდვილი განსახიერება - ლუცო არ ენახა. ან შესაძლოა იმ პერიოდში, რაც ბავშვობაში აქ დაჰყო ნახა კიდეც, თუმცა იმდენად სტრესული იყო მისთვის გონებიდან ამოუვარდა. ახლა ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდებოდა და გრძნობდა რომ დასასრული ახლოს იყო. -გეცხადებით სურვილისამებრ ყმაწვილო, რა დაგრჩენიათ აქ, ამ უნაყოფო მიწებზე? - მისი ხმა ძლიერად ისმოდა. -ჩემ ძმას ვეძებ ლუცო და ის თუ შენ გყავს უნდა დამიბრუნო. -და რატომ უნდა გავაკეთო ეს? - ჩაეცინა მას. -რადგანაც სიცოცხლე ძალიან ძვირფასია შენთვის. თუ მას დამიბრუნებ არაფერს გავნებ და მე ჩაგბარდები. -არაფერს მავნებ? ჰაჰ... ნუთუ ფიქრობ რომ შენ ჩემთვის რამის დაშავება შეგიძლია? - გაოგნებით იკითხა ბელადის სახიანმა. -გეცოდინება ვინც ვარ და აქამდე როგორ მოვედი. გეცოდინება ვისი შთამომავალი ვარ და აქ ვისი იმედით ვარ მოსული... შენ ყველაფერს ხედავ, შენი თვალები ყველაფერს აკვირდება და ამიტომ გიჯობს დამიბრუნო ის რაც დავკარგე, ვის გამოც აქ მოვედი და უფრო ძვირფას სიცოცხლეს, ჩემს თავს გაბარებ. -აჰა... გასაგებია. მოდი გამოვიცნობ. ირაკლი ქებურიას გამო ხარ აქ ჩემთან მოსული... ვინ არის ის შენთვის? -მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ირაკლი აქ ხარ? -გუგა? - შორიდან მოდიოდა ნაცნობი ხმა. -არ შეშინდე იკა, გადაგარჩენ. აბა რას იზამ? დიდხანს გელოდო? - მიუტრიალდა ლუცოს და დაჟინებული მზერა შეანათა. ლუცომ განკარგულება გასცა. ირაკლი საპყრობილიდან გამოუშვეს და ნიშნის მოგებით შეხედა გუგას. - შენი სიცოცხლის სანაცვლოდ. -კარგი, გამომშვიდობების საშუალება მომეცით, და დამპირდით რომ მას დააბრუნებთ. -აუცილებლად. სწრაფად დაემშვიდობე და გამომყევი. - უბრძანა ლუცომ და თავისი დიდებული კვერთხი ხელში გამოსახა. გუგა არ ჩქარობდა, ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა ირაკლის და ირაკლიც ასეთივე ტემპით, დაღლილი, განადგურებული, ნელა მიიწევდა გუგასკენ. სახე უჭმელობისგან სულ დასუსტებოდა და თვალები ჩაშავებოდა უძილობისგან. -ირაკლი, შენ განსაკუთრებული ძალის პატრონი ხარ. ეს ნიჭი ჩვენ მამისგან გადმოგვეცა და ახლა ის უნდა გააღვიძო. - ძალზედ ჩუმად ელაპარაკებოდა, რომ ხმა სხვა დამსწრე საზოგადოებამდე არ მისულიყო, განსაკუთრებით მასთან ვინც ასე დაჟინებით უყურებდა. - ხელი ჩამჭიდე და თვალები მაგრად დახუჭე... ახლა კი წარმოიდგინე როგორ ფეთქდება აქაურობა. -რა? - ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა იკამ. -ახლა მეტს ვერაფერს გეტყვი, უნდა ვიჩქაროთ, მიდი... წარმოიდგინე და ერთად გავუშვათ ტალღა. ირაკლიმ საკუთარ თავში ძალის პოვნა სცადა. თვალები მაგრად დახუჭა, როგორც ეს გუგამ უთხრა. დაფიქრდა დიდ აფეთქებაზე, ხელები გაუხურდა, გაუვარვარდა და როდესაც ლუცო ყველაფერს მიხვდა და შესძახა: - „შეაჩერეთ!“ უკვე გვიანი იყო. აფეთქების ტალღა ორი მამაკაცისგან განსხეულდა და ირგვლივ ყველაფერი ცეცხლითა და მტვრით დაიფარა. -კითხვები მერე იკა, ახლა მოქმედების დროა. - გუგა ხელებიდან ტალღებს ისროდა და მოციქულებს, ზოგს წვავდა, ზოგს კი უბრალოდ შორით ისროდა და თავიდან იშორებდა. სცადა მიებაძა ირაკლისაც მისთვის, იგივე მოძრაობებით იმაზე ფიქრობდა რისი გამოტყორცნაც სურდა, თუმცა ირაკლის ხელიდან კი არა, მთელი სხეულიდან გამოსდიოდა ძლიერი ნათება, ცეცხლი, ან ქარიშხალი რომელიც ათასგვარად განტყორცნილი ჰაერში სწევდა მტერს და გასაქცევად ფორას იგებდნენ. როდესაც ყვითელ კარს გასცდნენ გუგა შეჩერდა. ირაკლის აუხსნა აქედან თავი როგორ უნდა დაეღწია. -მე ერთს შევპირდი რომ ვიხსნიდი, უნდა გავიქცე, შენ გაუყევი ამ ფერდობს, დაინახავ მწვანე კარს, შემდეგ ნარინჯისფერს უნდა მიაგნო და მასში რომ შეხვალ სრულ სიბნელეში უნდა იარო, თვალი შეგეჩვევა და დაინახავ ყველაფერს, და კლდის პირზე მიხვალ, იქიდან უნდა გადახტე ესაა დახსნის გზა. დაიმახსოვრე? ყველაფერი გამოგივა, მეც დაგეწევი არ ინერვიულო. წავედი, მიყვარხარ. *** -ერთი კვირა გავიდა. უკვე ნერვიულობას ვიწყებ. - ბოლთას სცემდა ნუგო. განმარტოებით, სადაც ირაკლი და გუგა ერთად ჰყავდათ დაწვენილი ლიდერები შეკრებილიყვნენ და ელოდნენ. - ნუთუ არ გამოვიდა? ნუთუ ჩვენი ექიმიც დარჩა და სრულ ქაოსში გადავეშვით? -დავიცადოთ. - თქვა ნოდარმა. - მჯერა გამოუვა. ასტრალიდან დაბრუნება მარტივი არაა, ყოველთვის არის დაბრკოლებები, რისი გადალახვაც მოუწევთ. -რა იცი? ნამყოფი ხარ? -არა, მაგრამ წამიკითხავს, მსმენია, ისევე როგორც თქვენ. -ხალხი უკვე შიმშილობს, საჭმელის მარაგი გვეწურება. - ბაკურიმაც ამოიღო ხმა. - როდემდე გავძლებთ გუგას გარეშე არ ვიცი. -მანამდე ჯგუფს შევკრავ და საკვების მოსატანად წავალ. - წამოდგა ნოდარი და გარეთ გასვლა დააპირა. - ფარხმალს არ დაყრის ჩვენი მეგობარი. და თუკი მიაგნებს მას, მათი ძალა გაერთიანდება და უფრო მეტად ექნებათ შანსი გამოღწევის. ნოდარი გავიდა და ახლა განმარტოებით ორნი დარჩნენ მოლოდინში. ბაკური ცდილობდა დალაპარაკებოდა გუგას, იქნებ რამე გაეგებინებინა მისთვის, მიეხვედრებინა საით წამოსულიყო და ხელი ჩაეჭიდა სიბნელეში, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. ჩახველების ხმა გაისმა. ღრმად ამოისუნთქა ვიღაცამ. ბაკურმა და ნუგომ გუგას შეხედეს, თუმცა ის უცვლელად იწვა მიწაზე, მზერა ირაკლიზე გადაიტანეს და დაინახეს როგორ იყურებოდა შეშინებული თვალებით კვლავ, თუმცა ამჯერად გონს მოდიოდა. -არის! - იყვირა ბაკურმა. - გამოვიდა! სადაა გუგა? -არ ვიცი... მითხრა დაგეწევიო, ვიღაც უნდა გადავარჩინოო. აზრზე არ ვარ, ეს რა იყო? სად ვიყავი... ამის... -ასტრალში. სამყაროში რასაც მკვდრების სამეფოს ვუწოდებთ. უკვე ვღელავ, რატომ დატოვე გუგა მარტო? -კარგი რა! - ნუგომ დაიცვა ირაკლი. - ჩვენი ექიმის ამბავი კარგად იცი, როგორი ჯიუტია, ვერაფერს გადაათქმევინებ. იკა რა შუაშია, დაველოდოთ. გვერდზე ოთახიდან ხმაური შემოესმათ. ყვირილისა და გინების ხმები. ქალები კიოდნენ და შეშინებულნი ყვიროდნენ. -რა ხდება? - გაოგნებისგან ირაკლი გახევდა. -ჯანდაბას! ბელადი! - შემოვარდა ნოდარი მათ გასაფრთხილებლად და მოწყვეტით დაეცა. ზურგში დანა ჰქონდა გაყრილი და აღარ სუნთქავდა. ნუგო მივიდა, პულსი შეუმოწმა და დანანებით თქვა: -მკვდარია. - თვალზე ცრემლი მოადგა, მაგრამ ამის დრო არ იყო, უნდა გაეღწიათ და გუგა და ირაკლი გაეყვანათ სასწრაფოდ, როცა ბელადი თავზე წამოადგათ. -გამარჯობა ხალხებო. - გაეცინა მას და სიძულვილის ენაზე რაღაც თქვა. - მოთმინებით ველოდი ამ დღეს. მოთმინებით ველოდი როდის ჩაგიგდებით ხელთ და ჩემი სვლა სწორად გავთვალე. - კვლავ გაეღიმა და ამ ღიმილში იყო რაღაც საზარელი, შემაძრწუნებელი. - შეიპყარით! დამქაშებმა შეიპყრეს ბაკური და ნუგო, ირაკლიც წინააღმდეგობას ვერ უწევდა, დასუსტებილიყო ამ უცნაურ სამყაროში მოგზაურობით. გუგა კი მძინარე მდგომარეობაში წაიყვანეს. ბელადი გამარჯვებული სახით, თავ აწეული მიაბიჯებდა წინ და დარწმუნებული იმაში რომ ხელს ვეღარავინ შეუშლიდა თავს ამაყად გრძნობდა. -გავანადგურე მტერი. - თქვა თავისთვის, ვინაიდან თავის მაჯლაჯუნებს უფლება არ ჰქონდათ რაიმე ეპასუხათ მისთვის თუ ამას თავად არ ეტყოდა. - ახლა მთელი სიცილია და მთელი სამყარო ჩემია. კვლავ შეხედა საცოდავ ოთხეულს და მძაფრად ახარხარდა. პ.ს. ოო, დაიძაბა სიტუაცია არა? ნეტავ რა მოხდება? ნუთუ ბოროტებას დარჩება სადავეები ხელთ? წარმოიდგინეთ ისეთ სამყაროში ვართ სადაც ზღაპრის არანაირი კრიტერიუმები არ ჯდება "ბოროტსა სძლია კეთილმან." ასე რომ ყველაფერი მოსალოდნელია, ყველაფერი შესაძლებელია... გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. ეს დამეხმარება უფრო მეტი მოტივაციით ვწერო და დაგახვედროთ შემდეგი თავი. მადლობა თქვენ :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.