შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 12)


5-03-2024, 03:30
ავტორი ერკე
ნანახია 587

-მე ერთს შევპირდი რომ ვიხსნიდი, უნდა გავიქცე, შენ გაუყევი ამ ფერდობს, დაინახავ მწვანე კარს, შემდეგ ნარინჯისფერს მიაგნებ და მასში რომ შეხვალ სრულ სიბნელეში მოგიწევს გზის გაგნება, თვალი შეეჩვევა და ყველაფერს აღიქვამ, კლდის პირზე მიხვალ, იქიდან უნდა გადახტე და სწორედ ესაა დახსნის გზა. დაიმახსოვრე? ყველაფერი გამოგივა, მეც დაგეწევი არ ინერვიულო. წავედი, მიყვარხარ.
ხელი ძლიერად ჰკრა გუგამ ქებურიას და განზე გააგდო. ლუცოს მოგერიება კი საკუთარ თავზე აიღო. მის ძალებს ბლოკავდა ქებურიამდე რომ არ მიეღწია და კვლავ არ დაეჭირა, ცდილობდა ძლიერად მოეხმო მისი ძალის ფესვები და შეწინააღმდეგებოდა ყველაზე საზიზღარ არსებას, ვინც კი აქამდე შეხვედრია. ტალღა ძლიერად ესროლა ეშმაკს და მკერდში ძლიერად დაეჯახა. ლუცო წითელი საშინელი არსება იყო, ხუთი თუ ექვსი მეტრის სიმაღლის და სქელი მკლავებითა და ფეხებით. ტანი არასტანდარტულად წვრილი ჰქონდა ფეხებთან შედარებით, თუმცა ეს მის ძალასთან არაფერ კავშირში იყო. იმდენად ძლიერად მოხვდა გუგას ნასროლი ტალღა შექანდა და მცირე ხანს ცდილობდა თავის შეკავებას, თუმცა ამაოდ, და ზურგით თავის ქანდაკებებსა და პატარ-პატარა ქვის შენობებს დაეცა. შენობები ერთიანად დაიშალნენ და ქვის პატარა ნაფლეთებად იქცნენ.
გუგამ თვალებით ირაკლის გახედა ხო სამშვიდობოს მოასწრო გასვლაო, თუმცა ვეღარ დაინახა და ამან უფრო დაამშვიდა. ლუცო ზომაში ოდნავ დაპატარავდა და კვლავ გუგას ტალღებს დაეჯახა წამოდგომისას, თუმცა როდესაც გუგამ გაქცევა დააპირა ძლიერი ტკივილი იგრძნო მკერდში. თითქოს რაღაც უჭერდა, თითქოს ვიღაც ცდილობდა გულის საგულიდან ამოგლეჯას. კვლავ დააპირა გაქცევა, მაგრამ ფეხები აღარ მიჰყვებოდა, ცდილობდა წინ წაწევას, თუმცა ნაბიჯს ვერ დგამდა. უჭირდა მცირედი მოძრაობაც. ლუცოს თვალებს გაჰხედა ეშმაკივით რომ უელავდა და ხითხითებდა საზარლად.
-აქედან ვეღარ წახვალ ბატონო ექიმო. - დაუღრიალა ელვისებურად და მათრახივით ცხელი შანთი გადაუჭირა ვითარცა პირუტყვს.
-მე ყველაფერს შევძლებ. - საუბრობდა თავისთვის. - ყველაფერი გამომივა. გადაგარჩენ მია, აუცილებლად გიხსნი... ჩემი თავი ჯანდაბას, რამენაირად გავაღწევ, მთავარია ირაკლი გადარჩეს და მან მიაღწიოს სიცილიამდე. ირაკლია ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი ამ ჯაჭვში, ვის გარეშეც არაფერი გამომივა. ჩემ გარეშეც კი შეძლებს ირაკლი ყველაფერს რომ მოინდომოს, მხოლოდ ჩემი სხეული დასჭირდება. მთავარია ის გადარჩეს. - უმეორებდა საკუთარ თავს. - მთავარია ირაკლი გადარჩეს. - ორი ნაბიჯის გადადგმისას ისე დაიღალა, თითქოს ოც ტონიან ლოდს მიათრევს მხრებით. კვლავ ცდილობდა მოწინააღმდეგის მოგერიებას, თუმცა ძალა აღარ ჰყოფნიდა. ნელ-ნელა წინ კი არა უკან მიიწევდა და სულ მალე ლუცოსაც ჩაეხუტებოდა, თუმცა უეცრად ქარი ამოვარდა. ძლიერმა ქარმა მტვერი წითელ არსებას პირდაპირ თვალებში შეაყარა და გარკვეული ხნით დააბრმავა. როგორც კი მიხვდა გუგა რომ ვერაფერს ხედავდა და მისი მაგია უძლური იყო ამ დროს თავად დაესხა თავს. მაშინვე შეუბოჭა ხელები და ძლიერი მაგიით შეულოცა, რაც მის ირგვლივ დიდი ბარიერის აღმართვას ნიშნავდა, რომლიდანაც თავად ლუცო და ბელადი თავისი კვერთხით ერთად ვერ გამოაღწევდნენ, გარდა ამ შელოცვის აყრისა სხვა გამოსავალი არ იქნებოდა.
როგორც კი დარწმუნდა უსაფრთხოებაში ექიმი სასწრაფოდ გაიქცა და იმ სოფელს მიაშურა სადაც ულამაზესი ქალი, მია ეგულებოდა. დარწმუნებული არ იყო კვლავ დახვდებოდა თუ არა, დაელოდებოდა თუ არა, მაგრამ პირობას შესრულება უნდოდა და მისთვის დაბრუნდა. თვალებს ვერ უჯერებდა. შემზარავი სურათი დახვდა ადგილზე მისვლისას. მთელი სოფელი განადგურებულიყო, თითქოს დიდ ცეცხლოვან ბურთს გადაევლო მთლიანად. გადაეწვა და ნამსხვრევებად ექციაა დიდ რკინის ცეცხლმოკიდებულ ბურთს. სოფლის ნაცვლად მხოლოდ ნახშირი და აქა-იქ მიყრილი ქოხისა თუ ქვის ნამსხვრევები დახვდა, დანაწევრებას გადარჩენილი. ირგვლივ კი სულიერი არ ჭაჭანებდა. მიაბიჯებდა და აქეთ-იქით იყურებოდა, ოდნავ მოზრდილი კლდეებად ქცეული გორების უკან მაინც თუა ვინმე გამოვიდესო, მაგრამ არავინ გამოჩენილა, თავადაც არავინ დაუნახავს, სუნთქვაც კი არ გაუგონია ვინმესი. ცოცხალი ყველაფერი განადგურებულიყო ან გაქცევით უშველა თავს. დაიზაფრა გუგა, უსაშველოდ უყურებდა ყოველ ნაფლეთს და გული უკვდებოდა.
-მია... - ამოიგმინა მან და ცალი ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან. - მე დაგპირდი, თუმცა ვერ მოგისწარი. წარმოდგენაც არ მქონდა თუ ესეთი ბედი გელოდა... გველოდა. - შეასწორა ნათქვამი და ჩაიმუხლა. ხელით ცრემლი მოიწმინდა და ჩამუხლული გაქვავდა. ფიქრობდა მიას ბედზე, მათ ბედზე, თუ ოდნავი შანსი მაინც იყო იმისა რომ ერთად ყოფილიყვნენ მაშინვე თან რომ წაეყვანა და მარტო არ დაეტოვებინა... ფიქრობდა ყველა შესაძლო ვარიანტზე და მისი სახე არ ამოსდიოდა გონებიდან. ერთი წამით იფიქრა ამ განადგურებულ სამყაროში იმედის ნაპერწკალი გამოჩნდაო და ისიც უმალ ჩაიწვა. მთელი ცხოვრებაა მამის კვალს მიყვებოდა, პირადი ცხოვრებისთვის საერთოდ ვერ მოიცალა არც ჰქონდა სიცილიაში ამის საშუალება, არც სურვილი, რადგან სასტიკ სამყაროში იმდენად გულგრილი უნდა ყოფილიყავი რომ გადარჩენილიყავი, რამდენადაც სუნთქვა შეგეძლო თავისუფლად. ეს სხვაგვარი სამყარო იყო, სასტიკი და დაუნდობელი, სადაც ვერც ერთ ადამიანს, საკუთარ ძმასაც კი ვერ ენდობოდი ბოლომდე, სადაც ისე ჩაგასობდნენ დანას თვალს არ დაახამხამებდნენ, სადაც ისე ამოგიღებდნენ გულს, ჭამას არ გააგდებდნენ და ხარხარით შეეძლოთ ამის კეთება. ულმობელ სამყაროში თავადაც ულმობელი უნდა ყოფილიყავი ან რაღაცები გაგეწირა, დაგეთმო, უარი გეთქვა ბევრ რამეზე, რასაც ბედნიერების მოტანა შეეძლო. - თითქოსდა სიყვარული კარს მომადგა მე კი ხელის ჩაკიდების ნაცვლად ის უფსკრულში გადავაგდე. - ეუბნებოდა საკუთარ თავს, როდესაც რაღაც ხმა შემოესმა. ეს არ იყო კოცონის ცეკვა, ან სხვა რაიმე ბუნებრივი ხმა, ეს ტირილის ხმას ჰგავდა. თითქოს შორიახლოს ვიღაც მოთქვამდა. კარგად დაუგდო ყური ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ ცხადია კვლავ გაისმა. გაოგნდა, თუმცა გაუხარდა კიდეც რომ ვიღაც ცოცხალი გადარჩენილა და დაიძახა:
-ჰეი... არის აქ ვინმე?
პასუხი არ იყო.
-ჰეი... გესმით? თქვენი დახმარება შემიძლია. გამოჩნდით.
კვლავ პასუხის გარეშე. თავად დაიწყო ძებნა, თხრილებში, მოზრდილი ნანგრევების უკან და საბოლოოდ პატარა თექვსმეტიოდე წლის გოგონა აღმოაჩინა დამტვრეული ურმის უკან. იმედი გაუცრუვდა კვლავ რომ მია არ იყო, მაგრამ ხელი გაუწოდა ბავშვს და მისი დამშვიდება სცადა. თუმცა როგორც კი გოგონამ გუგა დაინახა გაუხეშებული ხელითა და ჭრილობებით მაშინვე შეკრთა და გაქცევა სცადა.
-მოიცა! არაფერს დაგიშავებ.
-რა ვიცი რომ იმათიანი არ ხარ ვინც აქაურობა მიწასთან გაასწორა?
-არა, მე აქ ერთი თქვენიანის გადასარჩენად მოვედი და ასე დამხვდა გაცამტვერებული. მიას იცნობ?
-დეიდა მია?
-დეიდა? ოჰო... - გაეღიმა გუგას და ბავშვს შეატყო რომ ცოტა იმედი მიეცა როგორც კი მიას სახელი გაიგონა მისი პირიდან.
-დიახ ვიცნობ. თუმცა მის მოძებნაში ალბათ ვერ დაგეხმარებით. ისე დაიფანტა ყველა, ვინ საით გაიქცა ვერ დავინახე.
-შენ რატომ დარჩი? - გაუკვირდა ექიმს.
-მე დავიკარგე... დედა დავკარგე, ჩემი ძმებიც, ვერ ვპოულობდი, ვცდილობდი სოფელში მეპოვნა მაგრამ როდესაც ყველა გაიქცა და მარტო დავრჩი აღარ ვიცოდი სად გავქცეულიყავი და აქ დავრჩი, იქნებ დაბრუნდნენ ჩემთვის-თქო.
-რა მოხდა აქ? რამდენი ხნის წინ მოხდა? რამდენი ხანია აქ ხარ ასე მარტო? - კითხვების ტალღებმა ბავშვი დააბნია, თუმცა ეცადა თანმიმდევრობით ეპასუხა.
-ჯერ გაგეცნობით, - დაიწყო გოგონამ. - მე ანასტასია მქვია. ჩვიდმეტი წლის ვარ, მყავს დედა და ექვსი ძმა. მამა ცოტა ხნის წინ გარცამეცვალა.
-ვწუხვარ.
-რაც მამა მომიკლეს მალევე მოვიდნენ ისინი, მისი ხალხი... მათ გადაგვიარეს, გადაგვთელეს და ცეცხლი წაუკიდეს ყველაფერს. თან ორი დიდი მონსტრი ეხლდათ, უზარმაზარი ტანის და წითელი მთლიანად.
„ლუცო აქ იყო?“
გაიფიქრა გუგამ და გონება დაძაბა.
„თუ სხვაც ბევრია აქ მისნაირი? ნუთუ გამრავლდა ეგ დედანატირები?“
-რამდენი ხანია არ ვიცი, მას შემდეგ რაც მამა მოკლეს, მალევე. მართალია მამაჩემი სასტიკი კაცი იყო, მაგრამ ის იყო ვისი შიშიც ჰქონდათ ასევე მათაც და სოფელს თავს ვერ ესხმოდნენ.
-როგორ მოკვდა მამაშენი? - ჩაეძია გუგა, თუმცა დაახლოებით ხვდებოდა.
-დუელში. ის აქ მოსულმა უცხომ მოკლა, არსაიდან. როგორ მინდა ხელში ჩამივარდეს ის კაცი და თავი საჭ....ტით გავუსრისო.
-სისასტიკით მამაშენს ხომ არ უნდა დაემსგავსო? - შეაჩერა გუგამ და სიტუაციის გამუხტვა სცადა. - მოგწონდა რასაც ის აკეთებდა? როგორც ექცეოდა თანამემამულეებს?
-ისინი იმას იღებდნენ რასაც იმსახურებდნენ. ყველა.
-ასე ლაპარაკი არ შეიძლება ანასტასია. დეიდა მიას რამე ხომ არ დაუბარებია შენთვის ან რაიმე ხომ არ იცი მის შესახებ რაც მის პოვნაში დამეხმარება? იქნებ შენს ძმებთან ერთადაა და ერთად მივაგნოთ მათ.
-არ ვიცი. ბოლოს რომ დავინახე იქით გარბოდა, - ხელით დასავლეთისკენ ანიშნა გოგონამ. - თუმცა დარწმუნებულიც არ ვარ რომ ის იყო, ჩემი ძმები კი საერთოდ ვერ დავინახე საით გაიქცნენ.
-მე წამომყევი კარგი? აქ მარტო როდემდე უნდა იყო, საშიშია... ხომ არ გშია?
გოგონამ თავი დაუქნია და გუგამ ხელი ჩაჰკიდა. იქ, სადაც იარაღის საწყობი უნდა ყოფილიყო, ახლა ნანგრევებიღა იყო, თუმცა ნანგრევებში კვლავ შეიძლებოდა საფანტისა და კარგი იარაღის პოვნა, რამდენიმე ქვა გადააგდო გუგამ, და ხელში სანადირო იარაღი აიღო, მხარზე გადაიკიდა და ასევე პატარა რევოლვერი თავდაცვისთვის. საკუთარი ძალების გამოყენება ხანდახან შეუფერებელი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ანასტასია და გუგა გზას მამა-შვილივით დაადგნენ. როდესაც ცოტა ტყის მაგვარ ადგილას შევიდნენ, სადაც მოშიშვლებული ხეები იყო მხოლოდ და მდინარე მომცრო ხმაზე ჩუხჩუხებდა ნადირი დაინახა გუგამ. ჩაიმუხლა, ფრთხილად მიუახლოვდა სასროლ დისტანციაზე, კარგად დაუმიზნა და ჩახმახს გამოჰკრა ხელი. პატარა ირემი მიწაზე უსულოდ დაეცა. შემდეგ ანასტასიას ცეცხლის დანთება ასწავლა და სადილიც ცოტა ხანში მზად იყო.
-მოგწონს? - ისხდნენ ცეცხლის პირას და ერთმანეთს უყურებდნენ.
-კი ძალიან გემრიელია. - აღნიშნა გოგონამ.
-ცოტა დავიტოვოთ და მოგვიანებით მივირთვათ. წინ დიდი გზა გვაქვს ასე მგონია.
-წავედით?
-არა... უკვე ბინდდება. მალე გადაადგილება საშიში იქნება, სჯობს ცეცხლი არ ჩავაქროთ, შენ დაიძინე და მე გიდარაჯებ.
ანასტასიამ ცაში ყურება დაიწყო, ვარსკვლავები მოჩანდა და მათ ითვლიდა.
-ერთი... ორი... სამი... ოთხი... ას ერთი... ას...ას... - ცოტა ხანში გოგონას ხმა აღარ ისმოდა. მხოლოდ მშვიდი სუნთქვის ხმა ესმოდა გუგას რაც საოცრად ამშვიდებდა. მართალია ეშინოდა იმის გააზრებაც კი რომ მან მოკლა მამამისი თუმცა იმედოვნებდა ეს საიდუმლოდ დარჩებოდა და გოგონას გულს არ ატკენდა. მოსწონდა გოგო, კარგად აღზრდილი ქალბატონი იყო, ფიქრობდა გუგა რომ მკვლელობას ვერ ჩაიდენდა და მხოლოდ გაბრაზებულ გულზე წამოსროლილი ფრაზა იყო ის უკანასკნელი რაც მამის მკვლელზე თქვა.
ყოველშემთხვევაში ამის დიდი იმედი ჰქონდა. რომ ახალი ბოროტება არ გააღვიძა ერთი ბოროტების განადგურებით.
„სამყარო სავსეა ბოროტებით. ბოროტება კი ფესვებს უფრო დიდი ბოროტებისგან იდგამს. მას ვერ ამოძირკვავ, ვფიქრობ უსაშველოდ დიდია ბოროტების არსი და ეს სადიზმი მუდამ იარსებებს. დღეს თუ ერთ ბოროტ სულს გაანადგურებ, აუცილებლად ეყოლება მას ადამიანი, ვისთვისაც ის ძვირფასი მაგალითი იყო და ხვალ უფრო დიდ ბოროტებას ჩაუდგამ საფუძველს, ერთი საშინელი სიცოცხლის მოსპობით.“
ფაჩუნის ხმა გაისმა. აქეთ-იქით მიიხედა, იარაღი მოიმარჯვა და დააკვირდა. მარცხნიდან მოესმა ახლა და იარაღი მიატრიალა. შემდეგ მარჯვნიდან, კვლავ მიატრიალა თავი და იარაღიც მას მიაყოლა. შემდეგ მიწყდა. ალბათ ქარი იყოო და დამშვიდდა.
-მოვკლავ მამა... აუცილებლად მოვკლავ.. - ანასტასია ალაპარაკდა ძილში. - შენს მკვლელს არ გავახარებ. დამიჯერე. მითხარი ვინ არის, ვინ ჩაიდინა ეს? რატომ არ მეუბნები მამა... მინდა ჩემთან იყო... არ წახვიდე... არა მამა... არ დამტოვო... გთხოვ...
გაჩუმდა. კვლავ შრიალის ხმა გაისმა ფოთლებში, თუმცა ისევ მიწყდა. გრძელი ღამე ელოდა. კვლავ რამდენჯერმე შემართა იარაღი, თუმცა ტყის მომცრო ცხოველი იყო, რაც საგანგაშოდ აღარ მიიჩნია. გათენდა, ანასტასიამ მაშინვე გაიღვიძა, თუმცა გუგა დახვდა მძინარე, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჩასძინებოდა.
თვალი მოატყუა და მალევე ადგა.
-რატომ არ გამაღვიძე?
-საყვარლად გეძინა. - უთხრა გოგონამ და თვალი ჩაუკრა. კვლავ მიირთვეს ნანადირევი და გზა განაგრძეს.
გაიარეს ფერდობი, გაცდნენ გამოქვაბულებს და რამდენიმე პატარა კვალი აღმოაჩინეს. ვიღაცებს ხანძარი დაენთოთ. ფეხის კვალიც იყო, მათ შორის ქალბატონისაც. ეს თივაში ნემსის ძებნას ჰგავდა, მაგრამ იმედი ჰქონდა ეს ქალბატონი მია იქნებოდა და ცოცხალს მიაგნებდა. ნაკვალევი ჩრდილოეთისკენ მიუთითებდა და გეზი შეცვალეს. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ კვლავ ნახეს ჩამწვარი ნახშირის კვალი.
-თავს როგორ გრძნობ? - სიარულისას გუგამ სცადა დალაპარაკება გოგონასთან და ცივი გამომეტყველება მიიღო პასუხად.
-კარგად ვიქნები, როცა შურს ვიძიებ.
-შურისძიება რომ საქმეს შველოდეს მეც დღესვე წავიდოდი და მამაჩემის მკვლელზე ვიძიებდი შურს.
-რატომ არ იძიე?
-რადგანაც შურისძიება მხოლოდ ცივად მირთმეული კერძია, რომელსაც გემოს ვერ ჩაატან. როცა მიხვდები რა ჩაიდინე მერე უკვე გვიან იქნება. შესაძლოა იფიქრო წამით, რომ მან დაიმსახურა სიკვდილი, მან დაიმსახურა უარესი, რადგან საყვარელი ადამიანი წაგართვა, მაგრამ ეს ამ სამყაროში ასე არ მუშაობს.
-აბა როგორ? განმანათლე ტვინიკოსო. - შეეპასუხა უხეშად და დაიღრიჯა.
-როგორ და, სამყარო იმას გაძლევს რისი ატანაც მხოლოდ შენ შეგიძლია. თუკი მან მამა წაგართვა ეს მხოლოდ ბალანსის შენარჩუნების მიზნით მოხდა და სამყაროს სჯერა რომ შენ ამას გაუმკლავდები და უფრო მეტად გაძლიერდები. არსებობს გამონათქვამი, ბრძენმა ხალხმა იცოდნენ ჩვენში: რაც არა გკლავს, გაძლიერებს.
-მეც გავძლიერდები, მოვიკრებ ძალას და შურს ვიძიებ. - კვლავ გაუტია გოგონამ.
-არა, არა... რას გელაპარაკები შვილო. მამაშენი სასტიკი კაცი იყო, როგორც თავად თქვი...
-კი, თუმცა ბალანსს იცავდა, როგორც თავად თქვი...
-ბალანსს?
-დიახ. ბალანსს ამ სამყაროსა და თქვენს სამყაროს შორის.
-შენ ეე... იცი?
-ყველაფერს მიყვებოდა მამა. თქვენს სამყაროშიც ნამყოფი ვარ, თუმცა საშინელებაა! არაფრად ვარგა!
-შენ ის სილამაზეები არ გინახავს, რასაც იქ შეხვდები. მართალია სიცილია საუკეთესო ადგილი ჯერ არ არის, მაგრამ ვაპირებ გავხადო, და აი მერე შეგიძლია გვესტუმრო.
-როგორ აპირებ? შურისძიებით?
-არა. შურისძიება გამოსავალი არ არის. თუმცა ის ადამიანია დამნაშავე, ვინც მთელი სოფელი, საშიშ ადგილად აქცია. ამის გამოსასწორებლად კი მას ბოლო უნდა მოეღოს. ამას შურისძიების გამო არ ვაკეთებ, ვაკეთებ მხოლოდ მთელი საზოგადოების კეთილდღეობისთვის და ეს ორი სხვადასხვა რამეა.
-მაინც ვერ მივხვდი. შური უნდა იძიო, თუმცა სოფლის გადასარჩენად? იქნებ მაგას მხოლოდ თავის დასამშვიდებლად ამბობ და სინამდვილეში მხოლოდ იმ კაცის მოკვლა გაქვს განზრახული ცოდვების გამო?
-რა ჭკვიანურად საუბრობ... - გაოგნდა გუგა და პირველად დაფიქრდა იმაზე თუ რაც თქვა ბავშვმა. „მხოლოდ ფანდია? თავის დასამშვიდებლად ვამბობ?“ გრძნობდა როგორ ერთმეოდა კოზირი ხელიდან და ბავშვისთვის ჭკუის სწავლების ნაცვლად აქეთ დააფიქრა.
-ჭკვიანი მამა მყავდა.
-ვწუხვარ.
-უკაცრავად?
-ეე... ვწუხვარ რომ გარდაიცვალა ნაადრევად.
-ის მოკლეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ... მოკლეს!
-ვწუხვარ რომ მოკლეს.
კოცონის კვალს კვლავ მიაგნეს.
-კოცონი სულ ახალია, ჯერ კიდევ ცხელია. ახლოს არიან. მია! - დაიყვირა მთელი ხმით ექიმმა. - მია! - კვლავ ამოუშვა ძლიერად ჰაერი ფილტვებიდან. - გამომყევი.. - მიმართა ბავშვს და ნაკვალევის მიმართულებით გაიქცა. გარბოდა რაც ძალა ჰქონდა, ბავშვიც მიჰყვებოდა. სუნთქვა უკვე ძალიან უჭირდა, აღარ შეეძლო მეტი, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა, სულ ცოტაც.. სულ ცოტაც... უმეორებდა საკუთარ თავს... ახლა დავეწევი... ახლა მივასწრებ... ბორცვს გაცდნენ და წინ მიმავალი რამდენიმე ადამიანთა ჯგუფი იხილეს. - მია! - კვლავ დაიყვირა გუგამ. ისინი შეჩერდნენ. მზეში ხელით მოიჩრდილეს და მორბენლებს გახედეს. გუგას უკვე ფეხი აერია ეცადა სირბილს, მაგრამ ერთმანეთში აებლანდა ფეხები და წინ გადაქანდა.
ხელები დაახვედრა და მუცელზე დაეცა, თუმცა თავი ქვას ოდნავ მაინც დაარტყა. ნელა ებინდებოდა გონება, თუმცა ყველაფერს ხედავდა. ხედავდა როგორ მორბოდნენ მის დასახმარებლად. მიაც დალანდა მათ შორის და რამდენიმე პატარა ბიჭი. დაინახა როგორ ჩაეხუტნენ ანასტასიას და მიხვდა, ღვთის სასწაულით მან მია იპოვა, გოგონამ კი მისი ოჯახი. სუნთქვა გაუხშირდა, გული აუჩქარდა და ხმის ამოღება უჭირდა. როგორც შეეძლო წამოდგა და სანამ ხმის ამოღებას შეძლებდა იქამდე სათქმელი სხვაგვარად წარმოთქვა და თავისი ძებნის ობიექტს, მთელი ქვეყნიერების უმშვენიერეს პრინცესას ბაგეზე ეამბორა. მისდა გასაკვირად ამბორითვე უპასუხეს და თან გოგონამ ამ კოცნაში მთელი გრძნობა ჩააქსოვა.
-მიყვარხარ. - თქვა გუგამ. - პირ... პირველივე...
-მეც მიყ...
-მოიცა, დამასრულებინე სანამ ყველაფრის თქმის გამბედაობა მყოფნის. პირველივე დანახვისთანავე რაღაც მუხტი ვიგრძენი ჩვენ ორს შორის. შენ ისე აღტაცებით მიყურებდი და მიხვევდი ჭრილობას თითქოს ჩემში რაღაც სხვა დაინახე და მეც ვიგრძენი რომ განსაკუთრებული ქალი იყავი. ვიგრძენი რომ მთელ სულს ამიფორიაქებდი და გულში შემოაღწევდი უნებურად. ასეც მოხდა. უკუვაგდე შენი შემოთავაზება რადგან ეს არ მინდოდა შენი ნებასურვილის გარეშე მომხდარიყო და ისე მოქცეულიყავი როგორც სხვა გკარნახობდა. - ამასობაში გოგონა ღიმილით უსმენს, თუმცა გუგა არც კი უყურებს ზედ რომ ეს დაინახოს. მიწას უყურებს რომ არ დაიბნეს და ყველაფერი ზუსტად ისე თქვას როგორც საჭიროა. - აქამდე პირველად ვნერვიულობ ასე, არასდროს მინერვიულია, არასდროს დავბნეულვარ, თვალებშიც ვერ გიყურებ ხედავ? მგონია რომ შენს უძირო თვალებში ჩახედვა ენას ამირევს და საერთოდ დამავიწყდება რის თქმასაც ვაპირებდი. მიყვარხარ მია, ვგრძნობ რომ რაღაც ნაწილი ჩემი მთლიანად დაიკავე და წაიღე. ვგრძნობ რომ ყველაფერი წამართვი, შენი სიყვარული ჩამინერგე გულში რომელიც აღმოცენდა და შენთვის ხარობს მხოლოდ. მე ნამდვილად არ ვიცი იმ სამყაროში გნახავ თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, შეგხვდები თუ არა ოდესმე აქედან რომ გაგიყვანო, იქნებ მეორე ბოლოში ხარ სადღაც უგონოდ... და ვერ გაურკვევიათ რა გჭირს, მაგრამ მინდა რომ წამომყვე. მინდა რომ დაგიხსნა აქედან, ეს არ არის ფიზიკური მდგომარეობა, მხოლოდ ემოციებს განიცდი და მეტს არაფერს. მინდა რომ შენთან გავატარო დარჩენილი ცხოვრება ამის უფლებას მომცემ? - გაჩერდა და ღრმად ამოისუნთქა ექიმმა როცა სათქმელი დაასრულა.
-კი. - დაუკრა თავი მიამ და გულში ჩაიკრა ყმაწვილი. - ყველაფრის უფლებას მოგცემ. აკი გითხარი შენი ვარ-თქო... ახლა სამუდამოდ.
კარავი გაშალეს ცალკე, კვლავ ბინდდებოდა და ერთად შევიდნენ ჯერ მია, შემდეგ კი გუგა შეუერთდა. ანასტასია დედამისი და ძმები ცალკე დაწვნენ. გუგამ თავის სამყაროზე ყველაფერს მოუყვა და რომ დაასრულა მიამ დაიწყო საუბარი.
-ხომ მომძებნი? ყველაფერს რომ მოაგვარებ.
-აუცილებლად!
-იმედია მეხსომები. მინდა რომ მახსოვდე.
-ხშირად ხდება რომ არაფერი ახსოვთ ხოლმე და ამას მეცნიერულად კლინიკურ სიკვდილსაც უწოდებენ, მაგრამ იმედია გეხსომება. მე დაგიმახსოვრებ და თავს გაგახსენებ... აუცილებლად გიპოვი. გპირდები.
-უკვე მჯერა. ერთი პირობა შეასრულე და მიპოვე. ვიცი მეორედაც გამოგივა. - გოგონამ აკოცა კვლავ და ვნებიანად ჩაიკრა გულში გუგა. ერთმანეთის პირისპირ შიშვლები იწვნენ. ერთმანეთის სურვილით იწვოდნენ და მოსახდენი უნდა მომხდარიყო.
-მეტკინება? - უეცრად იკითხა გოგონამ.
-არ გატკენ. - დაამშვიდა გუგამ და საბანი წაიხურეს.
დილით ადგომა გაუჭირდათ. კარვიდან გამოსულ გუგას ადგილზე აღარც ერთი არ დახვდა. ნაკვალევს თუ დაუჯერებდა საკუთარი ფეხით წასულან და არაფერი ცუდი არ მომხდარა ამიტომ მშვიდად გააღვიძა მია და მისთვის ნაცნობ გზას დაადგნენ. ხელი აღარაფერს უნდა შეეშალა მათთვის.
ჭიშკართან მისულებს უზარმაზარი წითელი არსება დახვდათ.
-ლუცო? - დაიღრინა გუგამ.
-აბა ასე მარტივად გაგიშვებდი მეგობარო?
გუგამ მაგიის გამოყენება სცადა, თუმცა როდესაც ხელი გაიწვდინა ლუცომ მისკენ გუგა დაიჭირა და ასწია. მთელი ტანით ეჭირა ერთი ხელით და ხელების გამოძრავებაც უჭირდა.
-აქ ვინ მოგიყვანიაო ეს ვინააო? - მეორე ხელით მია აიყვანა ისე რომ წინააღმდეგობაც ვერ გაუწია.
-კარგი, გეყო. მოდი შევთანხმდეთ. დავრჩები თუ მიას გაუშვებ.
-აჰ, მსგავსი ხრიკებით ვეღარ გამაცურებ ძმობილო.
-მე შენი ძმა არ ვარ. ირაკლი ქებურიაა ჩემი ძმა, რომელიც გავათავისუფლე და მალე შენს არსებობასაც დაეკარგება აზრი. სამყარო მთლიანად შეიცვლება და ფერფლად იქცევი დამიჯერე. ბოროტებაში არაფერი ყრია, სიკეთეა მხოლოდ მარადიული. სიყვარული და სიკეთე...
-რაო? - განრისხდა და უცნაურად დამანჭა სახე.
-სიყვარული...- კიდევ უფრო დაიღრინა ლუცომ. - სიკეთე. - თითქოს თავში დიდი აგური მოხვდაო ისე შეატრიალა. - სიყვარული. - გუგა მიხვდა ამ სიტყვების მოსმენა ტკივილს აყენებდა და დაუსრულებლად დაიწყო მათი თქმა, იქამდე სანამ ხელები არ გაეშვა და პირდაპირ უფსკრულში არ ჩაყარა ორივე. რამდენიმე წამით ჰაერში ლივლივებდნენ და ერთმანეთის ხელები ეჭირათ.
-მომძებნი? - ჰკითხა ქალმა.
-მოგძებნი ჩემო სიყვარულო. ჩემო აღმაფრენა. - გუგას თვალები უბრწყინავდა. თუმცა ყველაფერი წამიერად მოხდა. გაღვიძებისას უკვე ბუნდოვნად ახსოვდა, მაგრამ ძლიერი ტრავმა მიიღო.
უყურებდა მომღიმარ ქალს. რა წამს დაინახა ვიღაცამ წითელი გავარვარებული ხელი მოხვია და უფსკრულში ბოლომდე ჩაშვების ნება არ მისცა.
-არაა!!! - დაიღრიალა გუგამ, თუმცა ვეღარაფერს იზამდა. მია ახლად ნაპოვნი კვლავ დაკარგა და საკუთარ სამყაროში თვალები გაახილა.


პ.ს.
მაპატიეთ დავიგვიანე, თუმცა თქვენი მწირი კომენტარები იმასაც მაფიქრებინებს რომ არ კითხულობთ და არც გაინტერესებთ ამიტომ მგონი რამდენიმესთვის დავიგვიანე მხოლოდ. გამაგებინეთ აბა როგორ მოგწონთ?



№1  offline წევრი EllaTriss

რომ მგონია სრულდება მეთქი, მგონი არ სრულდება :დ
ან, არ მინდა რომ დასრულდეს, უფრო, ასე რომ დასრულდეს.
რაღაცნაირად მიასთან ის ძაფები დავინახე თავიდანვე და გუგა მის გარეშე არც კი ვიცი, საერთოდ რანაირადღა იქნება. ვერ ვსვამ იმ კონტექსტში, ნუ, უფრო სწორი იქნება იმ სამყაროში რომელიც უნდა.
რომ ბევრი აღარ ჩამეხლართოს, ბედნიერი ვერ იქნება ბედნიერ სიცილიაშიც კი, ამას ვამბობ.
ყველაფერს რომ აკეთებ და ბოლოს მაინც არაფერი გამოდის, ეს, მარტო აქ კი არა, რომ განვაზოგადოთ, ისეც მაგარი საშინელებაა, ამიტომაც უფრო ვერ მემეტება ასე მგონია.
თუმცა, მოვლენებს არ ვუსწრებ, ვნახოთ.
ირაკლის გამოჩენას სულ ველოდი ისე, მართლა.
ცოტა დამაკლდა.
ცოტას იმიტომ ვამბობ, რომ გუგაზე ისე გადავერთე, რატომღაც მგონია, ირაკლი გაცილებით უსაფრთხოა, ნუ,... ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ მაინც.
ისე, თავიდან მაგარი დეჟავუ მქონდა :დ
ბელადიდან ველოდი გაგრძელებას და, არ მომკლქთ, ბელადიც დამაკლდა.
2წუთი ვფიქრობ ხოლმე, ვინ რომელ სამყაროშია ჩარჩენილი რომ გავიხსენო ;
ზედმეტად საინტერესო რამეა ადამიანის გონება, ასეც, ისეც და კიდევ ისეც.

პ.ს. ფენტეზს მართლა უნდა მიჰყვე ისე, სხვაგვარად ცოდვა იქნება :დ
გუდ ლაქ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent