შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 15)


4-05-2024, 15:35
ავტორი ერკე
ნანახია 552

გონებაში ჩურჩულის მაგვარი ხმა შემოესმა იკას, ცოტა შეშინდა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება აქაოდა ვინ მესაუბრებაო, თუმცა ვერავინ დაინახა. ამან გონება დააკარგვინა და ძმის დარტყმა ვერ მოიგერია დროულად. შემდეგ დარტყმას კი კაცურად გაუძლო და პირდაპირ სახე მიუშვირა.
„როცა ერთ ლოყაში გაგარტყამენ, მეორე უნდა მიუშვიროო, გვასწავლის უფალი.“
შემოესმა კვლავ ჩურჩულის მაგვარი ხმა, მაგრამ უკვე აღარ შეშინებია. გუგას დამაბნეველ ჯადოდ მიიღო და მუშტები მოუღერა.
-კაცურად გინდა ჩხუბი არა? როგორც კაცებს შეშვენის, კი ბატონო. რაღაც შენი ცემის ხასიათზე დავდექი ძმაო. - ირაკლი საუბრისას იღრინებოდა, განგებ საუბრობდა მკაფიოდ, ნელა, და ისეთ ფრაზებს იყენებდა როგორსაც ნამდვილი კაცი შეურაცხყოფად ჩათვლიდა. ეუბნებოდა გუგას რომ არარაობა იყო, უსუსური არსება, რადგან ძალებით ვერაფერს გახდებოდა და გადაწყვიტა ეს ქუჩური გარჩევით მოეგვარებინა, თუმცა თეოფილე სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა. ვაჟებს ეუბნებოდა რომ ჩხუბი არასწორი იყო, არ არგებდათ მათ და არანაირ სიკეთეს არ მოუტანდათ, თუმცა გუგა სიკეთისთვის ნამდვილად არ იბრძოდა და ეს ცხადად დააფიქსირა კიდეც, როდესაც მამასკენ ბოღმიანი მზერით გაიხედა და მისი გაჩუმება სცადა.
„უსახური არსების სახება მარად სიყვარულის კლდიდან გადავარდნას გამოიწვევს. გახსოვდეს ვინც არ უნდა იყო, ბოროტებას სისასტიკით ვერ დაამარცხებ... მათ გამწირეს, თუმცა პატიება ერთადერთი გამოსავალია რითიც მათ შეჩერებას შეძლებ.“
-პატიება? უკაცრავად და პატიების ადგილს აქ ვერ ვხედავ. - სიცარიელესთან საუბრისას უცნაურად შეხედა გუგამ.
-მგონი ჩემმა ძმამ სულ მთლად გაუბერა და ეს მომწონს.
-რას მიკეთებ გუგა?
-მე?
-ჰო... შენ. - ისეთი ბრაზი შეანთხია სახე გვერდით გასწია არ მომხვდესო.
-არანაირი ძალები, მხოლოდ მუშტებს ვეძალები. - გაიღიმა, თითქოს ძველი გუგა დაბრუნდაო წამით, თუმცა სახე კვლავ მოექუფრა და ასეთივე მზერა გაუხდა ირაკლისაც. არაფრით აპირებდა დათმობას და წიხლი ტერფში ჩაარტყა, რათა მოწინააღმდეგეს ფეხი დაცდენოდა და მუხლებით დაცემულიყო. როგორც კი ამის საშუალება მიეცა მუშტი ყბაში უთავაზა და საკმაო მანძილზე გადააგდო მისგან. გაოგნებული ექიმი ცოტა ხნით გაშეშდა. გაუნძრევლად იწვა მომცრო მაგიდის საფარზე, რომელიც ბრძოლისას მაგიდის დამტვრევისას იატაკზე გაიშალა და ჩაფიქრდა.
„მოდი, მოდი მეგობარო, გამიმხილე თუ რა გჭირდება და სანაცვლოდ ყველაფერს მოგცემ.“
-კი, მაგრამ ვინ ხარ? ვის ვესაუბრები? - იღრიალა მან და გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო, თითქოსდა სიმწრით გონებაც დაბინდოდა და უკვე ფიქრობდა რომ მასაც დარევია ბოროტების ხელი... იქნებ სწორედ ამით იწყება, გაგიჟებით? იქნებ ასე დაეწყო გუგასაც, ბელადსაც და ყველა მის წინამორბედს? იქნებ მეც მიტევს ბოროტების სამწყსო რომელსაც არაფრით არ უნდა დავნებდეო და მუშტები კვლავ შეკრა. - არაფერი მინდა თქვენგან... მომშორდით ბოროტების აჩრდილებო, თქვენი სიცოცხლე არაფერია...
„ბოროტება? გეშლება. მეც მათი მსხვერპლი ვარ და უკვალოდ გაქრობა არ მსურს. მინდა დაგეხმარო.“
-გამიმხილე ვინ ხარ?
„ჩემი სახელია... უფრო სწორედ იყო შიო შიოლაშვილი. მეტ...“
-მეტსახელად გოლიათი. - შემცბარმა აღარ დაასრულებინა.
„დიახ.“
-მორჩი ბუტბუტს და გავასწოროთ ანგარიში. - ექიმი კვლავ შეღონიანებული წამოდგა და ახლა წესების დარღვევას აპირებდა. თუმცა ირაკლი მიხვდა, დაასწრო და ელვა გამოტყორცნა ხელიდან, გუგას მარცხენა ხელის გულში მოხვდა და დაღი დაასვა.
-გაჩერდი, ძმაო. - თეოფილეც წამოდგა და გვერდით დაუდგა ირაკლის. - ხელს არ გახლებთ. მინდა რომ ეს შეწყვიტო.
-საშინელი აზრია... - თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა ისეთი გაღიზიანებით საუბრობდა. ერთი ჰოპ, დაიძახა გუგამ და მამა-შვილი საპყრობილეში აღმოჩნდნენ, სულ სხვა ადგილას, განსაკუთრებულ ციხესიმაგრეში, საიდანაც ალბათ გაღწევა რთული იქნებოდა... თუმცა მას კარგად არ ახსოვდა ბელადის მიერ იგივე ქმედება, რაც ირაკლისთვის უბრალო თამაში იყო. მასტერი კვლავ გარეთ იყო, კუთხეში შეშინებული მიწოლილიყო და ცდილობდა ჩუმად ყოფნას, რათა არ შეემჩნიათ. - თქვენ მერე მოგხედავთ, როდესაც ამის დრო მექნება. ახლა მთელ სამყაროს უნდა მივხედო და ჩემი გავხადო. - დასასრულს ისე ახარხარდა რომ კედლებიც დაიბზარა და კაცი, რომელიც მის გვერდით აღმოჩნდა, ყველა საიდუმლოს გასაღები, თან წაიყვანა.
-ვის ელაპარაკებოდი შვილო? - დაინტერესდა ბოლოჟამ თეოფილეც, თუმცა კარგა ხნის შემდეგ, რაც ერთად ჩაკეტილები აღმოჩნდნენ.
-გოლიათს.
-გოლიათს?
-ჰო მამა. და მგონი ვფიქრობ რომ ამ სამყაროს საიდუმლო მარტო მასტერმა არ იცოდა. მეუბნება რომ სწორედ ამ საიდუმლოებანის დამარხვის გამო მოკლეს და რომ ის ჩვენ დაგვეხმარება თუ ჯერ მას დავეხმარებით.
-და როგორ უნდა დავეხმაროთ?
-არსებობს სიცოცხლის ჭა, იქ სადაც დევები განისვენებენ... სწორედ ასე მითხრა. სიცოცხლის ჭა... დევები... რა ადგილია იქნებ იცოდე?
-ნამყოფი არ ვარ, თუმცა ვიცი. ძალიან საშიში ადგილია. ნუთუ იმას ითხოვს, რაც ამ წამს გავიფიქრე? - ხელის გული შუბლთან მიიტანა და ჩაფიქრებული კაცის იერი მიიღო.
-ზუსტად. სიცოცხლის დაბრუნება სურს და მისი ნეშტი უნდა ვიპოვოთ, შემდეგ კი ის იმ ჭასთან მივიტანოთ და სიცოცხლე დავუბრუნოთ მას.
-მგონი ვიცნობ ერთ ადამიანს ვინც ამაში დაგვეხმარება. იდუმალი ჯონი. ყველაფრის აფეთქება და ფრენების მოწყობა უყვარდა ხოლმე. ახლა გაიზარდა და არ ვიცი საერთოდ რას საქმიანობს თუმცა იქნებ დაგვეხმაროს...
-იქნებს ვერ ვენდობით მამა. - ხელი ჩაიქნია ირაკლიმ. - თან არც ტელეფონი გვაქვს, არც რადიო მიმღები და მას ვერაფრით დავუკავშირდებით. აქ ჩავრჩებით, და ვერ ვიხსნით სიცილიას. - ხელები ჩამოუშვა და დაიბღვირა. ეს სახის მიმიკა ძლიერ უხდებოდა კიდეც ირაკლის და ხშირად აბრაზებდნენ, რათა მსგავსი სახე მიეღო და ამით დამტკბარიყვნენ. რა თქმა უნდა ირაკლის აღარ ახსოვდა, თუმცა სახის ეს გამომეტყველება უცვლელი დარჩა და ამას ვერაფერს უზამდა. ზოგი რამ მიდის, ზოგი რამ რჩება.
-აი აქ ცდები. - გაიღიმა თეოფილემ და შემდეგ თავისთვის ჩაიცინა. ჩემს შვილებს ზუსტად ვიცი რაც შეეძლოთ, ყველაფერი. გუგას განკურნება დაჰყვა თავიდანვე ჩემსავით ნიჭად, მეგონა სხვა არაფერი თუმცა რაღაცები შეუძენია და უსწავლია, ან მერე აღმოაჩინა. შენ კი მავნებელი იყავი. ყველაფრის დალეწვა გიყვარდა გონებით, ტელეპათია იყო შენი ერთ-ერთი უნარი და შეგეძლო სხვა პიროვნება შენს ჭკუაზე გადმოგეყვანა ისე რომ ვერც მიმხვდარიყო ამას. მამაჩემს არ მოსწონდა, როდესაც სტუმრებსაც აგიჟებდი და ოთახში გგზავნიდა ხოლმე. შენ უნდა გაგევლო ჯერ მთელი სასტუმრო ოთახი, რომ კიბეებისკენ მოხვედრილიყავი სადაც გუგა დაგხვდებოდა და ის დაგცინებდა იმაზე რომ ოთახში გაატარებდი მთელ საღამოს. ეს უარესად გიშლიდა ნერვებს, უარესად გაღიზიანებდა და სასოწარკვეთილი ტირილით არბოდი ოთახისკენ. ამას ვგრძნობდი, თქვენს პაექრობას ვგრძნობდი პირველობისთვის და გუგას მოსწონდა როგორ ნებდებოდი. - თეოფილე გაჩუმდა და შვილს შეავლო თვალი. - არასდროს გიგრძვნია უცნაური შეგრძნება თითქოს იცოდი რასაც საუბრობდნენ შენს ზურგს უკან? ან ზუსტად იცოდი უცხო ოთახში პირველად შესვლისას ესა თუ ის ნივთი სად იდო?
-რაღაც მსგავსი მქონდა და დეჟავუს ვაბრალებდი. თითქოს უკვე მენახა ეს ოთახი აქამდე, წინა ცხოვრებაში ან რამე მსგავსი დამემართა. ვერ ვხსნიდი ბოლომდე, მაგრამ რაღაც გაურკვეველ ახსნის მოძებნას ვცდილობდი დასამშვიდებლად.
-აჰაა! - ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი. - სწორედ ეს გამოგვადგება ჩვენც. მე ვიცი რა შეეძლოთ მსგავსი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, როგორ პოულობდნენ შორი მანძილიდანაც კი საჭირო ტალღას და ზუსტად ისე ეკონტაქტებოდნენ მათ, როგორც შენ გოლიათი გელაპარაკება.
-დამცინი?
-სრულებით არა!
-მაშინ მიმითითე როგორ მოვიქცე. - დაბნეულად და გაურკვევლად უპასუხა ირაკლიმ.
-მოთმინება... მოთმინება და დრო გჭირდება.
ირაკლიმ თეოფილეს ყური აღარ ათხოვა და სივრცეს გახედა. მაღლა აიხედა და ვიღაცის ძებნა დაიწყო. თითქოს და უჩინარ არსებას ეძებდა, ვინც მის გარშემო დატრიალებდა ან მწერი დაინახაო.
-გოლიათო აქ ხარ? - დაელოდა პასუხს. - გოლიათო... - კვლავ უპასუხოდ დარჩა იგი. - ვაპირებთ შენს დახმარებას, თუმცა დრო დაგვჭირდება და ასევე დახმარებაც საწყის ეტაპზე. თუკი ყველაფერი იცი, ან გგონია რომ იცი იქნებ იმის შესახებაც მითხრა თუ რა ვარ... რა არსება ვარ? საერთოდ ვერ გამიგია ვერაფერი, ანომალია მგონია თავი.
„ამის ცოდნამ შესაძლოა კიდევ უფრო შეგაშინოს, თუმცა გეტყვი. - ხმა მის თავში კვლავ გამოჩნდა. - შენ უდიდესი ჰიპნოტისტის ელისონ აბულაძისა და საუკეთესო მკურნალის ქალაქში, რავენ ქებურიას შთამომავალი ხარ... შენს წინაპარში მხოლოდ მცირედი კვალი იჩინა თუმცა მეშვიდე თაობაში საგრძნობლად გაიზარდა შანსი რომ უძლეველი ადამიანი დაბადებულიყო საოცარი გამჭრიახობითა და დიდი ძალით. რაც შენში გამოვლინდა. უბრალოდ არ გაგიმართლა და გაიზარდე ისეთ სამყაროში, სადაც მსგავსი რამეები მხოლოდ ზღაპარში თუ წაეკითხათ და შენც მხოლოდ ახლა იწვრთნები... ჯერ კიდევ შენი ძალების მხოლოდ ხუთ პროცენტს იყენებ და ეს შესაძლებელია ნელ-ნელა უფრო გაიზარდოს.“
-ოჰო. - გაგულისდა ირაკლი. - ელისონ აბულაძე ვინაა მამა?
-ღმერთო ჩემო, მის შესახებ საიდან იცი?
-ახლა ხმამ მითხრა.
„შიომ“
შეუსწორა მან.
-შიომ მითხრა. კარგი ჰო! რა ბუტია ხარ! არ მეგონა მამა გარდაცვლილებსაც თუ გადაჰყვებოდათ ბუტიობის ნიჭი... - ხელები შეკრა და უმოქმედობისგან სკამზე ჩამოჯდა.
-ჩვენ არასდროს ვიცვლებით. კიდევ რა გითხრა? ელისონზე მეც მხოლოდ გადმოცემით თუ ვიცი, თუმცა ის საოცრად მაგიური იყო.
-მითხრა რომ მეშვიდე თაობა ვარ და მხოლოდ ხუთ პროცენტს ვიყენებ ჩემი შესაძლებლობების. აი რა მითხრა მან... ვერ ვგებულობ ვერაფერს მომკალი და ჩემი სტილი არაა...
-ვაუ, საოცარია. წარმოიდგინე ათი-თხუთმეტი პროცენტით რის გაკეთება შეგიძლია და როგორ ააღორძინებ მთელ სამყაროს, არამარტო სიცილიას სრული უნარებით. - მისკენ დაიძრა თეოფილე რომ ჩახუტებოდა მას თუმცა წამიერად ხელი აიქნია ირაკლიმ, არა თავიდან მოშორების მიზნად, არამედ ხელის ჩაქნევის, ყველაფრის მიტოვების მიზნით. რაც ამას მოჰყვა კვლავ გაოცებამ აიტანა ორივე. ძლიერი ელვასებრი ეფექტით გამჭვირვალე ტალღა გამოტყორცნა და მამამისი უკან მთელი ძალით გადააგდო. მართალია თეოფილეს მაშინვე გაუმთელდა ჭრილობები და არაფერი მოსვლია, მაგრამ ირაკლი მივარდა დასახმარებლად და წამოსაყენებლად. - არაფერია მამი, არაფერია. ყველაფერი კარგად მაქვს. ვფიქრობ დახმარება შენ გჭირდება სრული პოტენციალის დასაუფლებლად.
-არ მჭირდება. ხედავ? როცა საჭიროა მაშინ ჩნდება და თავის გზას პოულობენ ისინი.
-და ახლა საჭირო იყო? - გაეცინა თეოფილეს და გადაეხვია შვილს. - გისოსების განგრევას შეძლებ?
-ბოლოს ეს გუგასთან ერთად გავაკეთე.
-გასაგებია. მაშინ მას უნდა დაუკავშირდე ვიზეც ახლა ვსაუბრობდი. ჯონს დარწმუნებული ვარ ყველაფერი ექნება, რაც საჭიროა ჩვენს დასახმარებლად და გუგას თვალთახედვის არიდან მოცილებულ საპყრობილედან აუცილებლად გამოგვიყვანს.
-კარგი, მოდი ვცადოთ. - ფეხები მოკეცა და იოგას სტილში ჩაჯდა. ხელის გულები ერთმანეთს მიაბჯინა. - ფილმებში ასე იქცევიან ხოლმე. - გაოგნებული მამას მზერის მოსაშორებლად თავისი საქციელის ახსნას მოჰყვა.
-აა, თქვენთან რომ არის რაღაც ილუზიებს რომ ქმნიან და ვითომდა ადამიანების გასულელებას ცდილობენ, ამაზე მეუბნები ხომ? დააჯერონ ვიღაც უცხო პლანეტიდან ჩამოფრენილი გმირის არსებობაში, ან შავ კოსტუმში გამოწყობილი ტიპის, თავი გმირი რომ ჰგონია და ხალხის დახმარებასა თუ საკუთარი თავის გართობას შორის ზღვარი ვერ გაუყვია, ან იმ მცოცავ ბიჭუნაზე...
გაოგნებისგან პირი დააღო ირაკლიმ.
-კი, მაგრამ შენ... საიდან?
-არც ისეთი უცოდინარი ვარ თქვენი სამყაროსი. ყველაფერი შესაძლოა არ ვიცი და არც მეცოდინება მისი არსის, მაგრამ სქემა კარგად გავითავისე, ადამიანების აზროვნების წყალობით ვცდილობ ჩავწვდე სამყაროს საიდუმლოს და მივაგნო გასაღებს.
-გამოგდის?
-დაახლოებით. - თვალი ჩაუკრა თეოფილემ და ხელი სახეში გაარტყა.
-რა... რას აკე... - კვლავ მოხვდა ძლიერად, ამჯერად მუშტი, შემდეგ კი ფეხების ქნევაზე გადავიდა. ირაკლი გაოგნებული იდგა და ცდილობდა ამოეხსნა მამის საქციელი, ნუთუ სიცოცხლე მოჰბეზრებიაო და უეცრად უდიდესი ძალით კვლავ მოიქნია მამის სხეული და კედელს მიახეთქა. ამჯერად ისე რომ სხეული ცალკე გაიქნია, მისი სული კი ადგილზე დარჩა და თვალნათლივ ხედავდა როგორ უღიმოდა. - ეს გაუგებარია... ღმერთო... მოდი მოდი, შეგაერთებთ ან რამეს გიზამთ. - ხელი ჩასჭიდა მამას და სხეულთან მიიყვანა. თავიდან არაფერი მოხდა, მხოლოდ ახლო-ახლო იდგნენ ერთმანეთთან და სული სხეულთან კვლავ განშორებული იყო. - რამე ჯადოსნური სიტყვა უნდა ვთქვა თუ რა ვქნა? - უკვე გიჟს გავდა იკა. ვერ ხვდებოდა რა ექნა და როგორ მოქცეულიყო. - აბრაკა დაბრა, შაზამ გაიღე, ალილუია, - ყველაფერი ჩამოთვალა რაც იცოდა, თუმცა არაფერი გამოდიოდა. ვნებათაღელვის შეტევამ გვერდზე გაუარა და სტრესმა უმატა. შუბლი ოფლით დაენამა და ფიქრობდა, ვაითო მამა კვლავ მოვკალიო.
ირაკლიმ მიატოვა ყველაფერი, ფიქრი დაივიწყა, გააგდო ყველა გრძნობა გონებიდან და დატოვა სიტყვები მის გონებაში უაზროდ გამოკიდებული ჰაერში გაფანტულად. თვალები დახუჭა და ხელი ჩასჭიდა მამის სხეულს. ახლა ინსტიქტს ნაკარნახევად მოქმედებდა, თითქოს გონებაში გადაუტრიალდა ის ჭანჭიკი რითიც ყოველი მისი ქმედება იმართება. მის არაფიზიკურ სხეულსაც მოჰკიდა ხელი და გააერთიანა. თვალებით მაგრად დახუჭა, ძლიერად გაუჩნდა იმის სურვილი, რასაც ამდენი ხანი ცდილობდა და წამიერად თეოფილეს ხველების ხმა შემოესმა. გაახილა თვალი და სავსებით კარგად მყოფის დანახვაზე შვებით ამოისუნთქა.
-ესეც თუ შემეძლო არ ვიცოდი. მაპატიე.
-ტალღებს დაუკვირდი. ახლა სპეციფიკას მიხვდი.
-ნუთუ განგებ განმარისხე?
-კი, რათა რომელიმე ძალას თავი ეჩინა. - მხარზე ხელი დაჰკრა თავის ბიჭს და გისოსებს მიღმა დარაჯს ჰკიდა თვალი, რომელსაც უკვე თვლემდა.
„ცხოვრება სასტიკია. ის მაშინ გაჭერს წიხლს, როდესაც საერთოდ არ ელოდები და ძლიერად გაჩვენებს შენს სუსტ მხარეებს.“
-მორალის კითხვა ახლა არა რა გთხოვ. მამაჩემისგანაც მეყოფა. - გაგულისდა გამომძიებელი და თავისთვის სამხილებს ჩაუფიქრდა. თუმცა რა იყო აქ გამოსაძიებელი, თავის დროზე მოვიდა იმისთვის რომ საქმე გაეხსნა, თუმცა ტვინში ყველაფერი აერია: ძმა იპოვა, ბიძა, მამა... მის თავში ძალები აღმოაჩინა, რომელიც არც იცოდა თუ გააჩნდა... თავი სხვა სამყაროს ნაწილად დაიგულა და ძლევამოსილი სიყვარულის წინაშეც კი უძლური იყო. ლილიანა? არა... ახლა ზუსტად დაუდგა თვალწინ ლიკა და მისი საშინელი ხვედრი. ის იქ იყო, თავად კი აქ, სიცილიაში სიცოცხლეს სწირავდა და ბედ-იღბალს ეთამაშებოდა. ოჯახური ტირანიის მსხვერპლი აღმოჩნდა და არაფერი იცოდა თუ როგორ დაებრუნებინა იგი, როგორც თეოფილე დააბრუნა საიქიოდან. ტვირთი რომელიც მხრებზე ეწვა მძიმდებოდა და მძიმდებოდა, მეტად განიცდიდა ყველაფერს და ვინმესთან გაზიარების ნაცვლად გულში იკლავდა, რათა არავის შეეტყო მისი დარდი. ჩაკეტილი ადამიანი იყო, ცინიზმის ფუნქციაც დაჰკარგვოდა და მთლიანად სერიოზულ ადამიანად ქცეულიყო. გაახსენდა საკუთარი თავი სანამ მისი თავგადასავალი დაიწყებოდა. როგორ უყურებდა სამყაროს? მსუბუქად... თითქოს ის მხოლოდ პაიკი იყო, რომელიც ჭადრაკის დაფიდან გამოიქცა და ლაღად აგრძელებდა ცხოვრებას. უამრავი პარტნიორი გამოიცვალა სანამ მის საყვარელ ქალს არ აღმოაჩენდა, ვინც ძალზედ უცნაურად გაიცნო. უეცრად როდესაც მის ახლობელთან ერთ ქალთან ურთიერთკავშირს განიხილავდა ვულგარულად და მომაბეზრებლად, უეცრად სოციალურ ქსელში შეტყობინება ამოუვარდა უცხო ადამიანისგან, სრულიად უცხოსგან სიყვარულით სავსე ტექსტი მიუვიდა. პირი გაუშრა, სახე ოფლით დაეცვარა და დაბნეულობისგან ნახევარი საათის შემდეგ გაგზავნა, სიტყვა: „მეც“... როდესაც გააცნობიერა თუ რა გაგზავნა წაშლა სცადა, თუმცა უკვე გვიანი იყო, მისი ბორკილები მზად იყო რათა ხელებს შემოჭდობოდა და სამუდამოდ მიეჯაჭვა კლდესა შინა ამირანივით და მის სხეულს ყვავების ნაცვლად აწ უკვე მისი ცოლი დაჰფოფინებდა. სხვა ქალებისადმი გაცივდა, უემოციო გახდა და მხოლოდ ლიკუნას შემხედვარე გრძნობდა თავს ნამდვილ მამაკაცად.
„სიყვარულს ნამდვილად შეუძლია ყველაფრის გადაფარვა.“
თითქოსდა მისი ფიქრების დასტურად მიიღო შიოსგან ნათქვამი.
„ოდეს მოვკვდებოდე, სულ იმაზე ვფიქრობდი რომ ამ სამყაროში სიცივე და სიმწარე იმარჯვებდა. მკლავენ რათა განსხვავებული მნახეს, მათზე ტანად დიდი და ეს აღიზიანებდათ. ასეა კაცი. კაცი ასეა... მას სურს ერთ სტანდარტში ჩაჯდეს ყველა და ვინც ოდნავ წამოიმართება და მხრებში გასწორდება მას კლდის პირიდან აგდებენ.“
-ამის დრო არ გვაქვს, მოქმედების დროა და სასწრაფოდ გვჭირდება ამ კლიტის გასაღები. ხმაურიანად გასვლა აქედან არ მინდა. - თეოფილესკენ მიმართა მზერა, თუმცა თეოფილე მიხვდა რომ მას არ ესაუბრებოდნენ. - მე არ დავუშვებ კლდიდან გადამაგდონ. ტელეპათიაო თქვი არა? - ახლა მამამისს მიმართა. თეოფილეს თანხმობის მეტი რა დარჩენოდა. თვალები დახუჭა ირაკლიმ და მხოლოდ იმაზე დაიწყო ფიქრი რაც მის სურვილს წარმოადგენდა. ყველა სხვა უაზრო სიტყვა კვლავ გაფანტა, რაც თავში მოსდიოდა და გონება იმ მძინარე დარაჯისკენ მიმართა. გონებაში შეძრომის ნაცვლად თაროზე მდგარი ჭიქა გადმოაგდო და ნაწილებად დაამსხვრია. დარაჯი შეირხა, თვალები აახამხამა, ის იყო უნდა გაჰღვიძებოდა კიდეც, თუმცა ძილმა კვლავ სძლია და თავი მათ საპირისპირო მხარეს გადაატრიალა.
-მიდი, შენ ეს გამოგივა.
-ხმას ნუ იღებ. სიჩუმე მჭირდება. - თეოფილემ ხელები ასწია და საოცრად გაიღიმა. ამ კაცმა მგონი ღიმილის მეტი არაფერი იცისო გონებას მისწვდა ფიქრი ირაკლის და თავადაც ჩაეღიმა მამის ჟესტზე. თვალები კვლავ დახუჭა და კვლავ შეირხა დარაჯი. ამჯერად თვალებიც გაახილა და მათკენ მოტრიალდა. უეცრად თეოფილეს სურდა შვილისთვის ხელი მოეკიდა და მაშინათვე საკნის ბოლოსკენ გადაესროლა რათა დარაჯის ბინძური ხელი არ მიმწვდარიყო, თუმცა თავი შეიკავა როცა თვალებში ჩახედა.
-როგორც ჩანს შენმა ძმამ ეს ფაქტორი ვერ გათვალა, რადგანაც ამის შესახებ არაფერი იცოდა. - ჩურჩულებდა თეოფილე.
დარაჯი უახლოვდებოდა მათ. გასაღებების ხვეულას დასწვდა და ზუსტად ამოარჩია გასაღები რომელიც კარს აღებდა. კარი გაუღო მათ და კეთილი გზა უსურვა.
-მადლობა. - მხარზე დაჰკრა ხელი და უბრძანა ახლა კვლავ დასძინებოდა. დარაჯმა იგივე მდგომარეობაში დაიძინა, თითქოს არც ამდგარიყოს და ყველაფერს მშვიდად ჩაევლოს. თეოფილე და ირაკლი უდაბნოში აღმოჩნდნენ. - მოიცა, ისევ სიცილიაში ვართ?
-კი, უნაყოფო მიწებზე. აქ არავინ ცხოვრობს თუმცა ორიოდ მილში კვლავ აღმოვჩნდებით ჩვენს საყვარელ ადგილზე. მზად ხარ? - შესძახა მამაკაცმა და შვილს თვალებში შეხედა.
-აბა რა!
-დავიძარით. იმათ ხედავ? - ორ ფორმიან მამაკაცისაკენ გაიშვირა ხელი. - მათ არ უნდა დაგვინახონ, ჩაუნერგე სურათი რომელიც მათ უნდა დაინახონ და მარტივად გავიპარებით.
-მარტო ესენი არ არიან აქ. - თქვა ირაკლიმ. - მეორე სართულზე რამდენიმეს ფიქრები მესმის. ოთხი თუ ხუთი კაცია და ასევე ჩვენს ქვეშ ოცდაათამდე კაცის ღრიანცელი მესმის. მაგრამ ყველაფერი კარგად ჩაივლის წავედით.
ორი საათის ხეტიალის შემდეგ ჭას მიადგნენ სადაც სული განუტევა გოლიათმა და მისი ცხედარი, უფრო რაც მისგან დარჩა, ძვლების გროვა ტომარაში გაახვიეს და ზურგზე თეოფილემ მოიკიდა - ამას საკუთარი მხრებით ვზიდავ, შენ წინ გაგვიძეხიო. როგორც კი მათი გაქცევის შესახებ გაიგებდნენ, გათენებამდე კიდევ ხუთი საათი თუ იქნებოდა, ამასობაში ისინი უკვე სამშვიდობოს იქნებოდნენ, სიცოცხლის ჭის ძიებაში. თავგადასავლებით სავსე სამყარო ცოტა საშიშადაც გამოიყურებოდა, მაგრამ უშიშარი არც თეოფილე იყო და არც იკა. გასცდნენ დიდ გამოქვაბულებს, საიდანაც უზარმაზარი სირაქლემების გუნდის მოგერიება მოუწიათ. გაიარეს დაფლული ცხედრების ველი, სადაც ლეგენდის თანახმად ორიათასამდე კაცი იყო დამარხული მიწაში და ხშირად ღამ-ღამობით მათი სულები ამოდიოდნენ და იქაურობა ძალზე საშიში ხდებოდა. რამდენიმე კილომეტრში დევების ქანდაკებებსაც მიადგნენ და შესასვლელ ჭიშკართან შეყოვნდა თეოფილე.
ზღურბლს გადაბიჯებული ირაკლი მისკენ მოტრიალდა და შეყოვნების მიზეზით დაინტერესდა.
-აქ ამბობენ რომ დევების ქანდაკებებქვეშ დიდი ძალა იმალება. ვიღაცას უნახავს როგორ ცოცხლდებოდნენ ქანდაკებები და საზარლად ისმოდა მათი ღრიალი. აქ ახლომახლო ბევრი ოჯახი არ ცხოვრობს, მაგრამ ვინც ცხოვრობს მათ ეს ღრიალი არ აძინებთ ღამე.
-სრული სისულელეა. თუნდაც სიმართლე იყოს მამაჩემს ამის ეშინია?
-არა შვილო, უბრალოდ გაგაფრთხილე და წამიერი სისუსტის შეგრძნება მქონდა.
-ჩემი არ გეშინია და ამათი მითუმეტეს არ უნდა შეგეშინდეს. შევედით. - როდესაც თეოფილემაც შედგა ფეხი ჭიშკარი დაიკეტა და წინიდან დიდი ლოდით გადაიკეტა.
-ხომ გეუბნებოდი, რაღაც რიგზე არაა-თქო. - ირაკლიმ ქანდაკებებს შეხედა, რომელიც არ მოძრაობდნენ და სვლა განაგრძო. - აი ესეც სიცოცხლის ჭა. ძვლები ჩაყარე შიგნით.
დანიშნულებისამებრ მოიქცა გამომძიებელი. ხმები ესმოდა, ეუბნებოდნენ ასევე რა გაეკეთებინა და რა წარმოეთქვა სიცოცხლის ჭასთან რომ ემოქმედა.
„ახლა დაელოდე“
ბოლოჯერღა გააგონა ხმა გოლიათისა და მას შემდეგ აღარ გამოლაპარაკებია. იდგნენ ისინი უდრტვინველად და შედეგებს მოუთმენლად ელოდნენ, თუმცა ამაოდ. არაფერი ხდებოდა და თავში ხმები კი მიწყდა. ცდილობდა კვლავ დალაპარაკებოდა მას, რაღაც მაინც ეთქვა მისთვის, თუმცა ხმას არ იღებდა. იფიქრა დავკარგეო და საერთოდ ვეღარ გავიგებ ამ სამყაროს ჭეშმარიტების არსსო.
-რატომ ხდება ყოველთვის ასე?! - ჩაიდუდღუნა იკამ. - როდესაც მივდივარ ფინიშამდე, თითქოსდა რაღაც უნდა გამოვიდეს ყოველთვის რაღაც სირობას ვაწყდები. გგონია მინდა? გგონია მიხარია ეს ტანჯვა-წამება? ისე დავიღალე ამ ყველაფრით თითქოს მხრებით მეტარებინოს დიდი ტრაილერი, აღარ შემიძლია. - ხელი გააქნია და გვერდზე გადგა. სასოწარკვეთილებისგან კვლავ გასასვლელისკენ დაიძრა, მაგრამ გაახსენდა რომ ჩაკეტილი იყო და სხვა კარის ძებნა დაიწყო. - აზრი არ აქვს აქ ლოდინს არაფერი მოხდება. - შეუბღვირა თეოფილეს რომელიც კვლავ ჭის ფსკერს უყურებდა.
-მოხდება. - შეუხედავად უპასუხა მან. - შენ რომ იმდენი დრო აქ გაგეტარებინოს სიცილიაში რაც მე, მის ძალებს ირწმუნებდი და დაიჯერებდი.
ამ დროს თითქოსდა თეოფილეს პასუხად კაშკაშა სინათლე ამოვარდა ჭიდან. გაშტერდა ირაკლიც და ჭისკენ გააპარა თვალი. პროჟექტორივით ანათებდა ცის კიდემდე და ნათებასთან ერთად ხმაც ისმოდა ხრჭიალის. განგმირავი ღრიალის და ძვლების ჭახა-ჭუხის ხმაც ერთვოდა. თითქოს ვიღაცას კლავდნენ ქვევით და ამ სინათლეში არაფრის დანახვა არ შეიძლებოდა. ხმა ნელ-ნელა მათ უახლოვდებოდათ და მართალია ვერ ხვდებოდნენ რა ჩაიდინეს, ვინ გააღვიძეს, მაინც მოუთმენლად ელოდნენ გოლიათის გამოჩენას. თეოფილეც გაოგნებული იყო, რადგან მსგავსი სასწაული ჯერ არ ენახა. თავად კი აღუდგენია თითქმის გარდაცვლილი ადამიანი, ლამის საიქიოში მისული უკან დაუბრუნებია თუმცა ამდენი ხნის მკვდრის გაცოცხლებას პირველად შეესწრო.
შედარებით იკლებდა ათასი პროჟექტორის სინათლის ძალა. ფერმკრთალდებოდა და დღის შუქზე უფრო მეტად უფერული ხდებოდა. სიცოცხლის ჭიდან კი მოღიმარი კაცის სახება იხატებოდა, რომელიც ბედნიერი იყო სიცოცხლის დაბრუნებით. უყურებდა თავის სხეულს და ვერ იჯერებდა. ხელს იდებდა გულზე, იდებდა სახეზე და ხვდებოდა რომ ფიზიკურ სახებას იღებდა.
-უღრმესი მადლობა, მეგობრებო! - გაეღიმა პროცესის დასრულების შემდეგ, როცა დარწმუნდა რომ ეს ნამდვილად მოხდა. ჩაიმუხლა და ფეხებსაც შეეხო რითიც მიწას ეხებოდა, მიწას შეეხო და მუჭით აიღო, სახეზე წაისვა ბედნიერმა რათა სიცივე ეგრძნო მიწისა მეორე მხრიდან და არა დამპალ ყოფაში. - მადლობელი ვარ შენი, ირაკლი. - ხელი ჩამოართვა მას და გაუღიმა. ეს ღიმილი მისი იმდენად საოცარი იყო რომ თვალი ვერ მოსწყვიტეს მათ და მისი იერსახის დანახვისას სულ მთლად გაშტერდნენ. ეს იყო დიდი ტანის, უზარმაზარი ხელ-ფეხის პატრონი და ირაკლის ხელი მთლიანად მოიქცია ხელში, ლამის მკლავსაც გადაწვდა ჩამორთმევისას. მისი მხარ-ბეჭი აოცებდათ და გულუბრყვილო გამოხედვა რომელიც ბავშვს თუ ექნებოდა მხოლოდ. თუმცა საოცრად ლამაზი იყო, იმდენად უნაოჭო და გადატკეცილი სახე ჰქონდა, ცისფერი თვალები, ლამაზად გამოყვანილი წარბ-წამწამები და შუბლი ისეთი მორკალული ადამიანი კი არა ნამდვილი ოსტატი-მექანდაკის ნამუშევარს მოგაგონებდათ. დარწმუნებულნი იყვნენ უფალი ამაყობდა საკუთარი ქმნილებით ამ იდეალურად გამოყვანილი სხეულისა ყველა ნაწილი რომ ფაზლივით ზუსტად ჯდებოდა ერთმანეთში. და სამყარო ვინაიდან სწორედ ბოღმიანი და შურიანი ხალხით არს სავსე ზუსტად იცოდა უკვე რის გამო ჩააგდეს სიცილიაში, ჭაში, რის გამო გაიმეტეს იგი სასიკვდილოდ, ვინაიდან მისი სილამაზისა და აღნაგობის, მისი განსხვავებულობის შეშურდათ და ამ სამყაროში, ბელადის მოსვლის დღიდან, ამდენი სისასტიკის ქმნაში არც ეს გაუჭირდებოდათ. შეგროვდებოდა რამდენიმე ადამიანი და ვინაიდან მისი აწევაც გაუჭირდებოდათ სხვაგვარად მოიქცევდნენ წრეში და მუქარით ჩააგდებდნენ ჭაში.
-არაფრის. მოვიშოროთ ფორმალობა თავიდან და საქმეზე გადავიდეთ. ახალი სიცოცხლე გაჩუქეთ შენც გაგვიმხილე რა იცი სიცილიაზე, როგორ უნდა მოვიშოროთ ეს მოუშორებელი ჭირი, რამაც ჩემს ოჯახს ცხოვრება დაუნგრია?
-თქვენ... სიყვარული გადაარჩინეთ... თქვენ... სულისკვეთება გადაარჩინეთ... ამ სისასტიკეს დიდი ხანია ვებრძვი, თუმცა ბოლოს მახეში მომიმწყვდიეს და საბოლოოდ დავმარცხდი. თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა რომ ბრძოლა დასრულდა, ომი ჯერ დასრულებული არ არის.
-სიყვარული? - გაოგნდნენ მამა-შვილი და ერთხმად შესძახეს.
-დიახ, მე ამ სამყაროში სიყვარულს ვნერგავ და როდესაც გადააჭარბა სისასტიკემ მაშინ დაიწყო ჩემი დევნაც. ჩემი მახეში მომწყვდევა სურდა ბელადს რათა საბოლოოდ გაენადგურებინა ის ნაპერწკალი, რაც ადამიანებს სიყვარულით ავსებდა. მან ეს მოახერხა, თუმცა დროებით. თქვენ მე გჭირდებით, ამ სამყაროს გასაღები, რათა ეს სრულიად შეჩერდეს.
-ანუ შენ ხარ ბოლო გასაღები? სწორად გავიგეთ? - ჩაეძია თეოფილე.
-დიახ. მხოლოდ მე შემიძლია მათი განადგურება, ამ სისასტიკის მოშლა. შუშის დარბაზებში უნდა მივიდეთ სასწრაფოდ, ერთი დეტალი მჭირდება და საბოლოოდ შევძლებ მკვდართა საუფლოდან ამ უსასრულო ომის დასრულებას.
-საინტერესოა, იმედი მაქვს მართალს ამბობ და ეს ყველაფერი სიკეთით დაგვირგვინდება.
-მადლობა რომ მენდე ირაკლი. დიდი მადლობა!
-არაფრის. - თვალი ჩაუკრა დეტექტივმა და დაიძრნენ ჭიშკრისკენ. უეცრად ხმაური შემოესმათ.
დევები იღვიძებდნენ.
-ღმერთო ჩემო, დღისით? - გაოგნდა თეოფილე და გვერდით მყოფთ გადახედა. - ვთქვი რაღაც არ მომწონს-მეთქი.
-ნუ ღელავთ. - დაამშვიდა გოლიათმა, თუმცა თავადაც არ ჰქონია მშვიდი სახე.
დევები კვლავ დგებოდნენ თავიანთი სარკოფაგებიდან და მზის სინათლეს ეფარებოდნენ. უეცრად ბნელდებოდა, მზეს მთვარე ეფარებოდა და ნათელი ვარსკვლავი ცოტა ხნით თვალს ხუჭავდა, დასასვენებლად ემზადებოდა...

.......................
პ.ს.
მგონი დამეთანხმებით რომ ძაან გაგვეწელა არა?
ახალი გარემოებები ჩნდება და სულ სხვა მხარეს მიდის ჩვენი მოქმედების არეალი... თუმცა რის გოლიათია რომ არ დაბრუნებულიყო?! ესეც მორიგი თავი, ცოტა ჩახლართული თუმცა მდორედ მიედინება ჯერ მოვლენები, ეს იმიტომ რომ უფრო დაგაბნიოთ და ერთ თავში არ მოვაქციო ყველა საიდუმლო ამ ისტორიის... მინდა ნაწილ ნაწილ მოგაწოდოთ რომ სულ არ გადამერიოთ ერთბაშად. :დ
მადლობა რომ ხართ ჩემთან. ცოტა მეტი რო ყოფილიყავით უკეთესი, მაგრამ არ ვჩივი! <3 მიყვარხარ ელ <3


თან განებივრებთ ჩემი ბიჭის ფოტოებით.
მთლად შიო შიოლაშვილი არა, მაგრამ შიო მიდასი გახლავთ! რომელიც უზომოდ მიყვარს. <3



№1  offline წევრი EllaTriss

ასე მალე არ გელოდი, ნამდვილად ) (

აქ მე იმ ეტაპზე ვარ, რაღაც საოცრებები რომ აღარ უნდა გამიკვირდეს, წესით,
აღარც და ვეღარც თქო, ვამბობ და, მერე უცებ ჰაერში გაჩერებულ სულზე მიწერ, რომელიც ყველაფერთან ერთად იღიმის :დ
ირაკლი ,,კაი" ტიპია. ოღონდ მართლა.
ისეთ სამყაროშია, იუმორით ვერ წაიკითხავ, მაგრამ, ამ სულისა და სხეულის შეერთებას რომ ცდილობდა ჯადოსნური სიტყვებით, მაინც გამეცინა :დ
მანდ გავიფიქრე, მომენტებში ჰგონია, ზღაპარშია-თქო.
სირაქლემების მოგერიებაზე, ,,ამირანდარეჯანიანი" გამახსენდა :დ
რაც მე მაგის სწავლაზე ვიმარტვილე, ცხოვრებაში აღარ დამავიწყდება, ალბათ.
იქიდან მოყოლებული ვერ ვიტან ასეთ ჰიპერბოლიზებულ რაღაცებს, მაგრამ, ირაკლი ისეთია, გეფიცები უხდება. როგორ, რანაირად, არ ვიცი, ტიპაჟს უხდება. ჩემთვის მაინც ყველაზე ავთენტურია.
ამირანს არა :დ არც დარეჯანის ძეს და არც იმ მითიურს, შენ რომ ახსენე, დღესაც კლდეს რომაა მიჯაჭვული თავისი ჰუბრისის გამო.
ხოდა, იმას ვამბობდი, ირაკლი მირჩევნია ყველას თქო.
ბოლოს დაღლა რომ აღმოხდა,
,,ძლივს"-თქო, გავიფიქრე. რეალისტური ელფერმა დაჰკრა, რავარც იქნა :დ
გაცოცხლება კი მინდოდა, ვაღიარებ, მაგრამ, გოლიათი თუ გაცოცხლდებოდა, ეგ საერთოდ აღარ მიფიქრია, ბი სიურფრიზ.
თუმცა, ავად მოსული თუ არაა, ჯანდაბას კიდე. მთავარია ბოლოს ეგეც არ დეგრადირდეს (თუ გამიკვირდეს ეგეთი მერმისი!)
გუგას რაც შეეხება, გადამაყვარე იმდენი ჰქენ :დ
არადა, რა დრო იყო მაგის ლავსთორს რომ ვგულშემატკივრობდი :დ მოკლედ გაჰქრა და მოიცვა ბნელმა ყოველი.
მასთანაც რომ განათდებოდეს არ ვიტყოდი უარს. დამღალა ეგეთმა.
არ გადავირევი, ეშველოს და ჯანდაბას :დ

პ.ს ბავშვი არის უსაყვარლესი <3
აქ როგორ უხდება ხოლმე ეს ფოტოები.
♡ ვგიჟდები ბავშვებზე.♡

ისე, დასასრულ, ფრიად საინტერესო შეკითხვა მაქვს.
მაინც ვის დაარქვი შიო პირველად?
:დ
ან, იქნებ, ერთად...

პ.სს <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

EllaTriss
ასე მალე არ გელოდი, ნამდვილად ) (

აქ მე იმ ეტაპზე ვარ, რაღაც საოცრებები რომ აღარ უნდა გამიკვირდეს, წესით,
აღარც და ვეღარც თქო, ვამბობ და, მერე უცებ ჰაერში გაჩერებულ სულზე მიწერ, რომელიც ყველაფერთან ერთად იღიმის :დ
ირაკლი ,,კაი" ტიპია. ოღონდ მართლა.
ისეთ სამყაროშია, იუმორით ვერ წაიკითხავ, მაგრამ, ამ სულისა და სხეულის შეერთებას რომ ცდილობდა ჯადოსნური სიტყვებით, მაინც გამეცინა :დ
მანდ გავიფიქრე, მომენტებში ჰგონია, ზღაპარშია-თქო.
სირაქლემების მოგერიებაზე, ,,ამირანდარეჯანიანი" გამახსენდა :დ
რაც მე მაგის სწავლაზე ვიმარტვილე, ცხოვრებაში აღარ დამავიწყდება, ალბათ.
იქიდან მოყოლებული ვერ ვიტან ასეთ ჰიპერბოლიზებულ რაღაცებს, მაგრამ, ირაკლი ისეთია, გეფიცები უხდება. როგორ, რანაირად, არ ვიცი, ტიპაჟს უხდება. ჩემთვის მაინც ყველაზე ავთენტურია.
ამირანს არა :დ არც დარეჯანის ძეს და არც იმ მითიურს, შენ რომ ახსენე, დღესაც კლდეს რომაა მიჯაჭვული თავისი ჰუბრისის გამო.
ხოდა, იმას ვამბობდი, ირაკლი მირჩევნია ყველას თქო.
ბოლოს დაღლა რომ აღმოხდა,
,,ძლივს"-თქო, გავიფიქრე. რეალისტური ელფერმა დაჰკრა, რავარც იქნა :დ
გაცოცხლება კი მინდოდა, ვაღიარებ, მაგრამ, გოლიათი თუ გაცოცხლდებოდა, ეგ საერთოდ აღარ მიფიქრია, ბი სიურფრიზ.
თუმცა, ავად მოსული თუ არაა, ჯანდაბას კიდე. მთავარია ბოლოს ეგეც არ დეგრადირდეს (თუ გამიკვირდეს ეგეთი მერმისი!)
გუგას რაც შეეხება, გადამაყვარე იმდენი ჰქენ :დ
არადა, რა დრო იყო მაგის ლავსთორს რომ ვგულშემატკივრობდი :დ მოკლედ გაჰქრა და მოიცვა ბნელმა ყოველი.
მასთანაც რომ განათდებოდეს არ ვიტყოდი უარს. დამღალა ეგეთმა.
არ გადავირევი, ეშველოს და ჯანდაბას :დ

პ.ს ბავშვი არის უსაყვარლესი <3
აქ როგორ უხდება ხოლმე ეს ფოტოები.
♡ ვგიჟდები ბავშვებზე.♡

ისე, დასასრულ, ფრიად საინტერესო შეკითხვა მაქვს.
მაინც ვის დაარქვი შიო პირველად?
:დ
ან, იქნებ, ერთად...

პ.სს <3

მე კიდე ვგიჟდები შენს ასეთ კომენტარრბზე რო ჩამეღიმება ხოლმე და მანდომებს კიდევ დავწერო :დ რათა მორიგი კომენტარი მივიღო შენგან. ხო 2 დღე შემოვრჩი სახლში უქმად და რა მეკეთებინა ორი დღეა ვწერ :დდ ვერ გამაგდებინეს ცოლ შვილმა ლეპტოპი :დ
პირველად შიო ჩემ შვილს რა თქმა უნდა. 5 თვისაა უკვე :დდ გოლიათის გაცოცხლებას კი ვგეგმავდი მაგრამ სახელი დღეს მოვიფიქრე :დ ასე რომ ჯერ ჩემი შვილი იყოო პირველი შიო :დდ
კი უხდება ჩემი ბიჭის ფოტოები ჩემს ისტორიებს. უფრო მეტ ელფერს სძენს და მაგრძნობინებს მეტ პასუხისმგებლობას. ასევე წლების მერრ თუ შერჩა ეს ისტორია ამ საიტს და გადავხედავ კარგად გამახსენდება ამ წერის პროცესი. მადლობა ასეთი პუნქტუალობისთვის. ♡♡
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent