შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 16) დასასრული


2-06-2024, 18:13
ავტორი ერკე
ნანახია 1 053

თავისთავად აღვნიშნავ თქვენ წვლილს ამ იდეის განვითარებასა და დასრულებაშიც, ჯერ დაიწყეთ და დასკვნები ბოლოს გააკეთეთ, მინდა მოვისმინო თითოეულის აზრი და დასასრულს ერთად ვეზიაროთ. მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ნახვისთვის, კითხვისთვის.
ბედნიერ კითხვას გისურვებთ და ბედნიერ ზიარებას მაგიის სამყაროში!



..............................
შიო მხოლოდ და მხოლოდ დიდი და ტანადი ადამიანი არ ყოფილა. გაოგნებით უყურებდა მას ირაკლი და ასევე თეოფილეც როდესაც მისი ზომა კიდევ უფრო იზრდებოდა და ძალა კიდევ უფრო ემატებოდა.
და როდესაც თითქმის დევების ხელა გამხდარიყო მამა-შვილის დასაცავად მათ წინ გაიჭრა და ერთ ნახტომში მუშტის ძლიერი მოქნევით ქვის კაცუნას მის ფონზე სახის უმეტესი ნაწილი მოუნგრია. უზარმაზარმა არსებამ ყმაზე მოისვა ხელი, გაოგნებით გადმოხედა გოლიათს და ცალ თვალში შიში გაუკრთა. იქვე მოახლოებულმა მეორე არსებამ მხარი აუბა და ერთად შეუტიეს შიოს, თუმცა მარტივი მოძრაობით ერთის მოქნეული ფეხი, ხოლო მეორეს გამოქანებული მუშტი თავიდან აირიდა, მათ ზურგს უკან მოექცა და უეცრად უკნიდან დაესხა თავს.
-გამარჯობათ, მეგობრებო. - შეუღრინა, ორივეს თავზე ხელი გადაუსვა და ერთმანეთს შეახეთქა. დევები ნაწილ-ნაწილ დაიშალნენ და გაოგნებულ მამა-შვილთან თავის გასასამართლებლად ხმა არ ამოუღია. კვლავ სწორდებოდნენ და დგებოდნენ ქვის კაცები. დასახიჩრებულებიც ემზადებოდნენ გასაბრძოლებლად და სხვებიც ცოცხლდებოდნენ რათა მოხმარებოდნენ მათ.
-რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? - ჰკითხა თეოფილემ შიოს. - შეგვიძლია მაგიური ველი შევქმნათ რის აქეთაც ეს ქვის დემონები ვერ გადმოვლენ და სულ დაიშლებიან.
-მაიცათ, თუ ღმერთი გწამთ. ვერა ხედავთ რომ გართობა ახლა დავიწყე? - ჩაიქნია ხელი გოლიათმა და სირბილით მათკენ დაიძრა.
როდესაც შიოლაშვილი ებრძოდა დევკაცებს, თეოფილე და ირაკლი თავიანთ წარსულს, აწმყოსა და მომავალზე ფიქრობდნენ. ერთიანად ჩაეშვნენ იმ გონების კუნჭულში, სადაც სიცოცხლის ეს უთავბოლო ამოცანა იმალებოდა. რას გვიმზადებს მომავალი? რას უნდა ველოდოთ მათგან? საერთოდ წარმოვიდგენდით ასეთ განვითარებას?
„მე მოვკვდი, - ფიქრობდა თეოფილე. - იმედიც აღარ მქონდა რომ დავბრუნდებოდი, თუმცაკი ველოდი... არც კი მჯეროდა წინასწარმეტყველების რასაც ბაბუაჩემი თავის დროზე მიამბობდა. რომ შემეძლო უკან დავბრუნებულიყავი, რომ ეს შესაძლებელი იყო სიკვდილის დამარცხება, თუმცაღა მაშინ სულელის ნაბოდვარს ჰგავდა. არც კი მჯეროდა მსგავსი ფაქტების და ვერც ვიჯერებდი, მხოლოდ გართობა მსურდა და სისულელეების კეთება სხვა ბიჭებთან ერთად, ახლა კი შემომხედეთ, ერთხელ უკვე მოვკვდი, ჩემი პირველი შვილი, რომელიც საუკეთესოთა შორის საუკეთესო მეგონა ჩემს გვერდით დავიტოვე და მეორე გავაგდე, რადგანაც მასში ბოროტება და მეტისმეტი ქაოსი დავინახე, უფრო სწორედ დამანახეს. ახლა კი, ბიჭი რომელიც გავაგდე, დამიბრუნდა და შურის საძიებლად კი არა, ყველაფრის გამოსასწორებლად დაბრუნდა და ვაჟკაცი, ჩემი გუგა, რომელიც გმირი მეგონა ბოროტმოქმედად იქცა. საით მივყავართ ცხოვრებას? რა გველის...“
„წარმოუდგენელია მამის ამ მდგომარეობაში გაცნობა. - გოლიათს თვალს ვერ აშორებდა ქებურია და თავისთვის ჩაფიქრებული მამის გვერდით იდგა. მამასთვის ხელი მხარზე დაედო და ახლოს დამდგარიყო, რათა ძლივს ნაპოვნი ძვირფასი ადამიანი მისთვის ხელმეორედ არ დაეკარგა. - ბავშვობიდან არ მიყვარდა ზღაპრები და თავად გავხდი უდიდესი ზღაპრის მონაწილე სადაც მკვდრები ცოცხლდებიან, სატანას ვესაუბრებით, წითელ დემონს, გოლიათი დევებს ერკინება და დევები ქვებიდან სდგებიან. მე კი წარმოუდგენელ რამეებს ჩავდივარ და ჩემი შესაძლებლობები ჯერ ბოლომდეც არ მაქვს გამოკვლეული. იქნებ ერთი ხელის მოსმითაც შემეძლო მათი მტვრად ქცევა, თუმცა გაგვიმართლა რომ შიო ჩვენს გვერდით აღმოჩნდა და მისი გაცოცხლება შევძელით. ახლა ვიმედოვნებთ ყველაფერს უფრო მეტად მოეფინება ნათელი, მისგან რეალისტურ ახსნას მივიღებთ და დაგვეხმარება სამყაროს სრულფასოვან ადგილად ქცევაში, სადაც ბოროტება ასე უხეშად არ ერევა. თუმცა იქნებ... - თავი მიატრიალა თეოფილესკენ და მამის თვალებში ამოიკითხა თითქოს მისი ფიქრები ესმოდა. - სამყარო საიდანაც აქ აღმოვჩნდი, ისევ ისე აგრძელებს მდორედ დინებას, კვლავ იბრძვიან პოლიტიკოსები ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, ხალხის მოტყუებისთვის სჩადიან ყველაფერს. კვლავ ხდება მკვლელობები და ადამიანთა დასახმარებლადაც კვლავ მიისწრაფვის სასწრაფო სამაშველო გუნდი ყოველთვის როცა ეს საჭიროა. იქნებ ჩემი იქ არ ყოფნით საერთოდ არც არაფერი შეცვლილა და ეს ბრძოლა, რომელშიც ჩავები მუდამ მიმდინარეობს, კეთილთა და ბოროტთა ბრძოლა, წრიულად და დაუსრულებლად ხდება და ამის შეცვლა საერთოდაც შეუძლებელია. ვაი და გოლიათმა ზუსტად მსგავსი რამ გვითხრას, რომ ომი საჭიროებაა მშვიდობისთვის. მართალი იყო ალბერტა, ომის მოგება შესაძლებელია, მაგრამ მშვიდობას ვერასდროს მოიგებო, რომ ამბობდა და ახლა ძლიერ მეშინია... მეშინია რომ ეს გაუკვალავი ბილიკი არასდროს მიგვიყვანს სამშვიდობოს.“
გოლიათს თითქმის დაესრულებინა გართობა. სულ ეს ხართო? ეძახდა ქვის კაცებს და თან მუშტებს უღერებდა, თავისკენ იხმობდა როგორც კრივის დროს და ზუსტი მოძრაობით იგერიებდა მათ დარტყმებს. ბრძოლის შემხედვარე რინგზე მოჩხუბარ რამდენიმე ლაწირაკსა და ერთ მსოფლიო ჩემპიონს დაინახავდით. ეს ქმნილებები ამ საზღვრის გადალახვის მსურველებს უდგებოდნენ წინ, ძირითადად ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც სიმდიდრე, ძალაუფლება თუ მაგია აინტერესებდათ და ამ სურვილით შეპყრობილნი ცდილობდნენ სიცოცხლის ჭაში იმის პოვნას, რასაც სხვები ვერ იპოვიდნენ და საბოლოოდ ამ გამოქვაბულშივე იმარხებოდნენ. თუმცა ეს სხვა შემთხვევა იყო.
ახლა თავად სიყვარულს დაჰპირისპირებოდნენ დევები. თავად უსაზღვრო ძალას რაც ამ სამყაროში უფრო მეტი უნდა ყოფილიყო. უღონობისგან იმტვრეოდნენ, ნაცრად და ფერფლად იქცეოდნენ და საბოლოოდ ნადგურდებოდა მათი რასა ამ მზისგან დავიწყებულ ადგილას. თეოფილემ თითები გაატკაცუნა და სინათლე გამოსჭვიოდა მისი ხელიდან. მთელი გამოქვაბული განათდა და კიდევ დაინახეს დაახლოებით ორმოციოდე ქვის კაცი, რომელიც მწკრივში ჩალაგებულიყვნენ და შემდეგ რაუნდს უცდიდნენ. გოლიათი კი ხარხარებდა, ორმოცი ათასიც ვერაფერს იზამთ ჩემს წინააღმდეგ, ორმოცი რას გახდებითო და როგორც კი ხელი მოიქნია და ერთ ქმნილებას დაარტყა წაბარბაცდა, წაქცევის პირას მყოფი რაღაცას უნდა ჩამოყრდნობოდა და ხელი ძლიერ ჰკრა მის გვერდით მდგომს, ისიც წაბარბაცდა, მან მის გვერდით მდგომს უთავაზა სახეში წინასწარ მომზადებული მუშტი და მთლიანად წააგდებინა თავი, ისიც დაეცა და ასე ჩამწკრივებულნი ერთმანეთის მიყოლებით დომინოსმაგვარად დაიშალნენ.
შუშის დარბაზებთან მისულებს გოლიათმა ყველაფერი შეძლებისდაგვარად უამბო. უამბო როგორ გახდა ის სიყვარულით შობილი, როგორ აირჩიეს და სიყვარულის ქადაგებას როგორ მოჰყვა ხალხში. როგორ ცდილობდა ყველასთვის ესოდენ საოცარი გრძნობა ჩაენერგა და ბელადის მიერ დატყვევებული, გრძნობანაკლული ხალხი გამოეფხიზლებინა. მათ კი ის სასიკვდილოდ გაწირეს ვითარცა მორიგი მსხვერპლი. მას შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა და თავის დაცვა, თუმცა ადამიანები ისე ვერ ისწავლიდნენ და ვერ მიხვდებოდნენ სიყვარულის არსს, მათ სხვაგვარად სჭირდებოდათ დაენახათ და მათ ნებას ბოლომდე დაჰყვა. დაიჭირეს და ჯერ თილისმა ააცალეს ხელიდან. შემდეგ კი სასიკვდილოდ საჭმლისა და სასმლის გარეშე ერთ დამშრალ ჭაში ჩააგდეს. არ იღლებოდა ამ ამბის მოყოლით და გზაში სამჯერ მაინც მოჰყვა სხვადასხვა ვითარებაში.
-სად გავჩერდი? - იკითხავდა ხოლმე, თითქოს დაავიწყდა რომ ბოლომდე უამბო და კვლავ თავიდან იწყებდა თხრობას. - აქაც ბელადს საშინელი მცველი ჰყავდა მიჩენილი, მიდარტი. მწვანე ძაღლის მაგვარი თუმცა უფრო დიდი მონსტრი, რომელსაც ერთთავად მეც შეუძლია გადამყლაპოს და თქვენც ზედ მიგაყოლოთ. თუმცა თუ სწორ დროს შევარჩევთ შესაძლოა ძილში ავწაპნოთ ისე რომ ვერაფერი გაიგოს. მარტო შევალ. და თქვენ საჭიროებისამებრ მიხვდებით თუ დახმარება დამჭირდება.
თეოფილემ თავი დაუკრა უხმოდ. ირაკლიმ მგრძნობიარედ შეხედა.
-თუკი რაიმე დამემართება, ჩემზე მნიშვნელოვანი ის თილისმაა რომლის ხელში ჩაგდებაც მინდა.
-რა უნდა ვეძებოთ?
-რა არა, ვინ.
-ვინ?
-ჩემი ძმა. ჩემი ტყუპისცალი ძმა, რომელიც საპყრობილეში დიდი ხანია ბელადის მიერ არის გამომწყვდეული, ჩემგან განსხვავებით მას აპურებენ და ასმევენ და ის ცოცხლობს, თუმცა სრულ ტანჯვაშია. მას ძალა აქვს იმ კარიბჭის გაღების, რომელსაც მკვდართა და ცოცხალთა სამეფოს დამაკავშირებელ ღერძთან შეყავხართ და სადაც ბროლის ბურთის მოთავსებაა აუცილებელი. დაიხსომეთ, მნიშვნელოვანი სწორედ ისაა.
-და როგორ გავარჩიოთ, თქვენ ხომ ტყუპები ხართ?
-ოო, ამაზე არ მიფიქრია. თუმცა მიხვდებით, ტანით ჩემზე სულ ოდნავ მცირეა. - გოლიათს გაეცინა.
-რა ჰქვია.
-ანთეოზი.
-მოკლედ ეს პრეისტორიული სახელები მოდაშია თქვენთან თუ რა ხდება, ძმებო? - მხარზე ხელის დადება სცადა ირაკლიმ შიოსთვის თუმცა ვერ მიწვდა და მხოლოდ მკერდზე გამოუვიდა დარტყმა.
-შვილებს მშობლები არქმევენ სახელებს.
მცირე ხანში ანთეოზი და შიო შეხვედრის ადგილას გაჩნდნენ, ჩანჩქერთან. აქეთ-იქით იცქირებოდნენ ქებურია და თეოფილე და უეცრად ღრიალით საკანალიზაციო მილიდან ორი სხეული გამოფრინდა. მაღლიდან ვარდებოდნენ ძლიერი აჩქარებით და რამდენიმე წამში ფეხზე სწორად დადგნენ.
-გაიღვიძა?
-არა იქვე მივაძინეთ ჯიგრებო, მე მაგის. - დაიტრაბახა ერთ-ერთმა ძმამ, თუმცა მიხვდნენ რომ შიო არ იყო. ზუსტად იგივე ყვრიმალები, საუცხოო გამოხედვა, ზუსტი აღნაგობა და სიმაღლეც კი თანაბარი ჰქონდათ ძმებს, თუმცა საუბრის მანერა და ხმის ტემბრი განასხვავებდათ. ანთეოზი უკულტუროდ და ცოტა უხეშად საუბრობდა, როცა შიო ფაქიზად არჩევდა სიტყვებს.
ხმა აღარ ამოუღიათ. ერთადერთი მათ გაეცნო ანთეოზი და ეგ იყო. მას შემდეგ ჩუმად დაიძრნენ და უცნაურ ადგილას ამოყვეს თავი. კრისტალებით დაფარულ ძვირფას გამოქვაბულთან, რომელიც იმდენად ბრწყინავდა მზის შუქზე თვალს გჭრიდა და ფიზიკურად მისი დანახვა შეუძლებელი იყო. ზევიდან დაჰყურებდნენ ოთხივენი და ტკბებოდნენ მისი სიძვირფასით. შემდეგ ანთეოზი მიჰყვა ჩამავალ ბილიკს რომელიც ძალიან დამრეცი იყო და მცირე შეტოკებაც და შესაძლოა უზარმაზარი სიმაღლიდან გადავარდნილიყო ნებისმიერი, ამიტომაც აქეთ-იქით კლდის შვერილებს ეჭიდებოდნენ და ფრთხილად ჩადიოდნენ.
-მამა, რას ფიქრობ, - დაიწყო იკამ. - სად უნდა იყოს გუგა ახლა... რაღაც დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს ვნახეთ. ნეტავ ახლა როგორაა? როგორ გამოიყურება ან თუ ცდილობს მასში დაბუდებულ ეშმაკს ებრძოლოს?
-ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, შვილო. გუგა კარგი ბიჭი იყო, ყოველთვის სურდა სამყარო უკეთესობისკენ ექცია, მაგრამ ბოროტება გზაგამტარი ხიდივითაა. შესაძლოა არ გინდოდეს მისი დაუფლება, მაგრამ ისე დაგეუფლოს და ჩაგისახლდეს არც არაფერი გკითხოს, ამიტომ შენ ძმას ნუ დაადანაშაულებ მის ქმედებებში.
-მან მითხრა რომ მე და ის ვიყავით საჭირო, ორი კაცი რათა გადაგვერჩინა ეს ადგილი.
-კი ბატონო, - ჩაერთო შიო. - ორი ადამიანი სჭირდება და ორი გასაღები.
-ერთი მას აქვს.
-ვიცი.
-და როგორ აპირებ მის მოპოვებას?
-ის გვიგრძნობს, ნამდვილი ბოროტება რომ მის დასამხობად ვიბრძვით და თავად ჩავარდება ჩვენს დაგებულ ხაფანგში. - კმაყოფილებით თქვა შიომ.
-ხო, რა ჩემო ძმებო, დედა ეტირება ყველას ვინც ჩვენ, გოლიათ ძმებს დაუდგება წინ.
-ნამდვილად? - იჭვნეულად შეხედა ანთეოზს ირაკლიმ. - ამიტომ იყო ერთი ჭაში რომ მოკლეს მეორე კი შუშის დარბაზებში გამოამწყვდიეს.
-მაშინ ცალ-ცალკე ვიბრძოდით. ახლა ერთად ვართ, სტილი შევცვალეთ, ასევე ძალა უფრო მეტად შევიგრძენით.
-გასაგებია. - მოკლედ მოუჭრა გამომძიებელმა, რადგანაც კამათში აყოლა არ სურდა. როგორც კი დაბლა ჩავიდნენ და შენობასთან ახლოს მივიდნენ რაღაც ხმები შემოესმათ. გულის გამაწვრილებელი, გამკივანი ხმები არღვევდა უდაბნოს და სრულ სიბნელეში, ვინაიდან სიკაშკაშე თვალს უბნელებდა ოთხეულს, ეს ხმები უფრო საშიშად აღქმადი იყო. თუმცა ოთხეულიდან არც ერთი არ იდგა მსგავსი, ვისაც ეს საშიშად მოეჩვენებოდა და ხელებს თვალებზე აიფარებდა აქაოდა მიშველეთო. ანთეოზმა ხელები ერთმანეთს გადააჭდო, ისე ძლიერ ჩაჰკიდა ხელი-ხელს რომ მისი ძვლების ტკაცანი ესმოდათ. შემდეგ უეცრად გაუშვა, და რკალი მოხაზა მარჯვენა ხელით, მერე ხელის გული აჩვენა კრისტალებს და ისინი ჩაქრნენ, ქვის კარი ჭრიალით გაიღო და შიგნით შეუძღვა ბიჭებს.
-მობრძანდით. როგორც გითხარით ამდენ წლოვანი საპყრობილეში გდებისგან ბევრი რამ უკეთ გავითავისე.
ქვის სასახლეში შეაბიჯეს, გამოქვაბულივით იშლებოდა წინ გრძელი თაღოვანი გზა. ძვირფასი ქვებით იყო დაგებული იატაკიც, ლალისფერი წითელი ქვები ჩაელაგებინათ, ხოლო ზევით მწვანე ალმასით მოერთოთ მთელი სივრცე, ისე რომ ერთ პატარა ღრიჭოს ვერ იპოვიდით სხვა ქვით ნაკეთს. მცირე გზა რომ გაიარეს ხმები კვლავ განმეორდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ და იმაზე ფიქრობდნენ რომ გზის დასასრულს ბედნიერება ელოდათ, სამუდამო ბედნიერება. ერთი ჰქონდათ მიზანი და ყველამ გამოსცადა მარცხი ცალკე ბრძოლისას. ყველამ ირაკლის გარდა, თუმცა მათ უკვე იცოდნენ რომ ამხელა ძალას მარტო ვერ გაუმკლავდებოდნენ და ბედისწერამ ისინი შეჰყარა, როგორც ერთიანი გუნდი და ახლა იმედი უფრო მეტად გამოსჭვიოდა.
საშიშროება კიდევ უფრო ახლოვდებოდა. უჰაერობისგან სულიც ეკვროდათ, სიცხე მატულობდა და ღრმად შესვლისას მიზიდულობაც იცვლებოდა. ჯერ მცირედით დაიწყო, როდესაც ხტებოდნენ ატყობდნენ რომ უფრო მაღლა შეეძლოთ ახტომა, თუმცა რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ მიზიდულობა სულ გაქრა, ფეხებს ჰაერში ათამაშებდნენ და ცდილობდნენ გაეცურათ, ხელებით რამეს ჩასჭიდებოდნენ და ერთმანეთთან მჭიდროდ ყოფილიყვნენ. ეს ყველაფერი სრულ ქაოსს ქმნიდა, მათი ჩურჩულით ნათქვამიც ექოდ ისეთ ხმას გამოსცემდა რამდენიმე კილომეტრით მოშორებით იქ მყოფი ყველა გაიგებდა, თანაც გარკვევით. ამიტომ ცდილობდნენ ნაკლები ესაუბრათ და ბევრი ეფიქრათ, საკუთარ თავში ეპოვათ ის წერტილი, რომლითაც შეძლებდნენ დამშვიდებისკენ მოეწოდებინათ იგი.
მწვანე ალმასებიც უფერულდებოდა. თეთრ კრისტალებად იქცეოდა და ლალის ქვები კი ზურმუხტებად იცვლებოდა. როგორც ჩანსო, ფიქრობდა ქებურია, გამოქვაბულის ბოლოდან დაიწყეს დაგება და ზურმუხტი რომ აღარ ეყოთ ლალის მეწამული ქვებით განაგრძეს.
„საოცარია.“ - აფორიაქებას სიმშვიდე მოსდევდა, გაუწონასწორებელი სიმშვიდე რითაც სულის ძაფები ეკვეთებოდნენ ერთმანეთს. ქებურია ძლიერ მოხიბლულიყო ამ ქვებით და ამ ადგილით. თითქოსდა მოეჯადოებინა ვიღაცას და ამ ქვების მეტზე არაფერზე ფიქრობდა. სრულიად აღარ ახსოვდა წარსული სიამეები, მისი საქმენი საგმირონი და ათასი სხვა რამ. წარსული მე, რაც აქ მოსვლამდე იყო გადავიწყებოდა. ახსოვდა მხოლოდ აქ მომავალი მარშრუტი, ისიც ძლივს იხსენებდა და მხოლოდ იმის გახსენება შეეძლო როგორ დალეწა ავტომობილი და როგორ გადაარჩინა ექიმმა, როგორც მოგვიანებით გაიგო, საკუთარმა ძმამ. – „ღმერთო ჩემო, რატომ ცდილობს ეს ადგილი, დამავიწყოს ვინ ვიყავი სინამდვილეში. ნუთუ ჩემს დასაბრუნებელ გზებს სამუდამოდ მიჭრის?“
„საოცარია“. - ფიქრობდა თეოფილეც და ირგვლივ იყურებოდა, რათა სხვა ძალები არ მოპარებოდნენ მოულოდნელად და თავს არ დასხმოდნენ. მოულოდნელობის ეფექტი იმდენად დიდია ყველაზე ძლევამოსილ ადამიანსაც დააბნევს და შესაძლოა ვერაფერიც მოიმოქმედოს ამასობაში. გზად რამდენიმე შელოცვა ასწავლა ირაკლის, თუმცა ეს უკანასკნელი ისედაც აოცებდა მთელ სამყაროს მისი ძლიერებითა და ძლევამოსილებით, რადგანაც უსაზღვრო იყო გამომძიებლის შესაძლებლობები.
„საოცარია“. - გაიფიქრა გოლიათმა და ძმას გადახედა. იმდენად ხედავდა მართლაც საკუთარ ანარეკლს მასში, რომ თვითონვე უჭირდა აღქმა ეს მისი ძმა იყო, თუ სარკეში იყურებოდა. თითქოს ღიმილიც ერთი ჰქონდათ, თუმცა როცა მოუნდებოდა აშკარა სხვაობას ხედავდა და ეს შვებას ჰგვრიდა. იხსენებდა მათ ერთობლივ თავგადასავლებს. როგორ ცდილობდნენ მამისთვის თხოვნას სათამაშოდ ქურციკი მოეყვანათ სახლში, თუმცა თქმას ვერც ერთი ბედავდა. ხანდახან დედას ეუბნებოდნენ თავიანთ სურვილს რომ მამისთვის გადაეცა, მაგრამ მას სულ ავიწყდებოდა ან ელოდებოდა როდის ეტყოდნენ თავად ბიჭები. ახლა ხვდება, დედა დამოუკიდებლობისაკენ მოუწოდებდა მათ და ცდილობდა მეტი პასუხისმგებლობა აეღოთ საკუთარ ნათქვამსა თუ ნამოქმედარზე. ეს იყო მისი საუკეთესო გაკვეთილი რაც კი ახსოვდა. ფიქრები მუსიკალურ საკრავზე, რომელსაც ყოველდღე მეზობლის ბავშვის სახლში ხედავდა, არ ასვენებდა. სურვილი უამრავი ჰქონდა, მაგრამ ღარიბ ოჯახში გაზრდილი ვერაფრის თქმას ვერ ბედავდა მშობლებისთვის. იაზრებდა რა, რომ არ ჰქონდათ საშუალება და ერჩივნა ჩუმად ყოფილიყო. სხვები დასცინოდნენ, უქონელს და მათხოვარსაც კი ეძახდნენ თუმცა მარტოდ ყოფნის არ ეშინოდა, გაეცლებოდა მათ, ცალკე დაჯდებოდა ხის მორზე და ჩიტებს ესაუბრებოდა. წარმოსახვაში ბეღურები, შაშვები თუ მერცხლებიც პასუხობდნენ, ასევე ესაუბრებოდა ლურჯნისკარტას, რომელიც ხშირად ხვდებოდა და უეცრად წარმოსახვა რეალობად იქცა, როდესაც ამ უკანასკნელმა ნამდვილად ამოიდგა ენა.
-რას მომჩერებიხარ! - შესძახა უეცრად გოლიათს.
-რ...რა....რა.? უკაცრავად? - ჯერ 14 წლის იყო და საკუთარ თავში ჩაკეტვამ ან რაიმე სხვამ გარკვეული უნარები გააღვიძა მასში და ჩიტის ჭიკ-ჭიკის ნაცვლად მისი რეალური მეტყველება გაიგონა.
-რას მომაშტერდი-თქო! - უხეშად გაუმეორა ლურჯნისკარტამ.
-მომეწყინა ამქვეყნად მარტო სიარული.
-და რა გიყო? ფრთები შენ არ გაქვს რომ ჩემთან ერთად იფრინო...
-ვიცი. - მოწყენილმა უპასუხა და თავი ჩაქინდრა. ლურჯნისკარტას თითქოსდა გული მოულბა, შეეცოდა და მის გვერდით ჩამოჯდა.
-გინდა ფრენა გასწავლო?
-კი. - თვალები გაუბრწყინდა შიოს.
-კლდეს გეტყვი, სადაც უნდა მიხვიდე. თუ გაბედავ დაიჯერებ და გადახტები, გაფრინდები.
-არ მატყუებ?
-არა, ლურჯ ნისკარტს ვფიცავარ!
-მაშინ ჩემ ძმასაც ვეტყვი, მადლობა... - კიდევ უფრო გაუხარდა მას.
-არა! - მაშინვე იუარა ფრთოსანმა. - არავის უნდა უთხრა, ჩვენი საიდუმლო იყოს.
-კარგი. - ეჭვით შეხედა ჩიტს, თუმცა რას იზამდა, სიტყვა არავისთან დაუძრავს და ეს მოგონებები მხოლოდ მისი იყო. არავინ იცოდა რომ სიცილიაში ჩიტებსაც შეეძლოთ ლაპარაკი და არავინ იცოდა იმ კლდის შესახებ, ლურჯნისკარტიანმა რომ შეატყობინა. იმ კლდეზე შესაძლოა ყველა სიცილიელი ნამყოფი იყო, თუმცა საიდუმლო რაც მან იცოდა მხოლოდ მისი იყო. ეს მოსწონდა კიდეც და შეეძლო მთელი დღეები მარტო მჯდარიყო და არ ესმინა თანატოლების ქილიკი და დაცინვა.
„საოცარია“. - ფიქრობდა ანთეოზი, თუმცაღა აქ უკვე ნამყოფი იყო. მისი ისტორია კი იმ საიდუმლო დარაბასთან იწყება, თითქმის ბავშვი ჯერ კიდევ თერთმეტი წლისა, სოფლის ულამაზეს ქალს, მარიას რომ უთვალთვალებდა. ყველა მას ავსულ ქალად მოიხსენიებდა. ქალს ქუჩაში არ აჩერებდნენ ისე რომ ან ქვა არ ესროლათ მისთვის, ან რაიმეს დაშავება არ ეცადათ, თუმცა მარია ყოველთვის ცდილობდა დაძრომოდა მტარვალებს და საკუთარი თავის გადარჩენა პირველ რიგში მის კრედოდ ქცეულიყო. ანთეოზს აგიჟებდა ეს ქალი, პირველივე დანახვისას რაღაცამ დაატყვევა მასში და გრძნობდა რომ სხვა ქალს ვერ შეხედავდა, აღარ მოუნდებოდა სხვა არავინ. მართლაც ასე მოხდა, დღემდე სხვა ქალს არ გაჰკარებია, თუმცა მაშინ ყოველ საღამოს, როდესაც დაუძვრებოდა თავის ტოლ ამხანაგებს, საიდუმლოდ იმ დარაბას უახლოვდებოდა საიდანაც მისი სხეული ყველაზე კარგად ჩანდა, როდესაც ის წიგნს კითხულობდა, სამზარეულოში საქმობდა, ან თუნდაც საძინებელში სარკის წინ შიშვლდებოდა. ქოხს უახლოვდებოდა და ყველა ფანჯრიდან ჩუმად უცქერდა, იმ მომენტამდე როდესაც ფეხი ხის ტოტს დაადგა და ხმაურმა შეაკრთო ქალი. სასწრაფოდ ჩაიცვა და გარეთ გავიდა. სახლს შემოუარა და იქვე ჩაცუცქული პატარა ბიჭი დაინახა. შიში ცნობისწადილად შეეცვალა და ბავშვი სახლში შეიპატიჟა. მას შემდეგ ყოველდღე სტუმრობდა ქალს, უკვე თამამად, ღია კარშიც შეაბიჯებდა და სახელით მიმართავდა ქალს. მართალია მარია სულ მცირე ოცდახუთი წლით უფროსი იყო ანთეოზზე, თუმცა მას ეს არ ადარდებდა და არც მარია ფიქრობდა ამაზე. მარიას სიამოვნებდა კონტაქტი, საუბარი, წამოწვებოდნენ საწოლზე გულაღმა, ხელებს მკერდზე დაიწყობდნენ და ჭერში იმზირებოდნენ. წარმოიდგენდნენ მთვარეს, ვარსკვლავებს და ყველა თემაზე საუბრობდნენ. მარიაც მიუჩვეველი იყო ასეთ ურთიერთობას, ყველა ან დანით გამოეკიდებოდა, ან ქვის სროლით, რათა მისი არსებობა სამუდამოდ შეეწყვიტა. საზოგადოებისგან გარიყული იმდენად შეეკედლა ბიჭს რომ ერთი ღამეც ვერ იძინებდა მის გარეშე, თუ მის ხმას ვერ გაიგებდა, თუ ვერ დაინახავდა. ახსენდებოდა როგორ აკოცა ქალს და ბაგეები როგორ წამოუწითლდა ვნების ქარცეცხლში გახვეულს. მაშინ თოთხმეტის იყო. ბევრი ითმინა, თუმცა მას შემდეგ მარტო აღარ დაუტოვებია ქალი, არ ერიდებოდა მასთან ერთად ქუჩებში სეირნობას და არ აინტერესებდა არაფერი. ალქაჯი მოდისო ვინც დაიძახებდა ყველას თავად გამოეკიდებოდა და არც ერთი არ უჩერდებოდა, რადგანაც მისი ტანის ზომის შემხედვარე გარბოდნენ. მარია ხუთი წელი, სამი თვე და ოცდასამი დღე იყო მასთან, შემდეგ უკვალოდ გაქრა. მის ძებნაში დაკარგული დრო არაფრად არ ეჩვენებოდა, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნო.
წინ მიიწევდნენ. ბნელოდა. თეოფილემ კვლავ აანთო ჩირაღდანი ხელით და ირაკლიმაც მას მიჰბაძა. საკმარისი სინათლე იყო რომ გადაადგილებოდნენ თან კრისტალების ანარეკლიც მთელ გამოქვაბულს ანათებდა. შიო წინ მიდიოდა, ანთეოზი კი უკან ყოველი შემთხვევისთვის თავს იზღვევდნენ და მამა-შვილს, უძლეველ მაგებს იცავდნენ. მკვეთრი ხმა გაისმა, ვერ ხვდებოდნენ საიდან მოდიოდა, მის სიღრმიდან თუ შესასვლელიდან.
-ყველანი ყურადღებით იყავით. - სიჩუმე თეოფილემ დაარღვია. ირაკლის გადაეხვია მამა-შვილურად და ხელი ჩაჰკიდა. იმ წუთიდან სინათლე მეტად აბრდღვიალდა მათი ხელიდან. შიო წინაც იყურებოდა და უკანაც, ზევითაც იხედებოდა, თუმცა არაფერი დასხმიათ თავს. ბოლომდე გზა მშვიდობიანად გაიარეს და მიადგნენ საუცხოო ადგილს. მარცხნივ ჩანჩქერი ჩადიოდა და წყალი ისეთი ხმაურით ეხეთქებოდა კლდეებს ერთმანეთის ხმა აღარ ესმოდათ. შრიალებდნენ ჭადრები კლდის გარკვეულ ადგილებში ამოზრდილი და მათ წინ უზარმაზარი კედელი იყო, სინათლე იტყორცნებოდა მისგან, ხოლო მათ პირდაპირ ორი ბურთისმაგვარი ჭრილი ჰქონდა. მათ შუაში კიდევ გასაღების ჭრილი სადაც ის უნდა მოერგოთ. პრობლემა იმაში მდგომარეობდა რომ ეს გასაღები გუგას ჰქონდა და ასევე ბროლის ბურთიც მის ყელს ამშვენებდა, რაც ბელადს წაართვა. მეორე ბროლის ბურთი ხელთ ეპყრა თეოფილეს, შიო რაღაცას ელოდა. ერთი წამით არ ადუნებდა ყურადღებას და რაღაცის მოახლოებას გრძნობდა.
უეცრად ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნო, ძლიერი ბიძგი, რამაც მიწაზე დაანარცხა და ხელები დაუხვედრა მიწას. სასწრაფოდ გადმოტრიალდა და ანთეოზს მოკრა თვალი მზის სწორზე.
-მაპატიე, ძმაო. - უცოდველი გამომეტყველება მიიღო ანთეოზმა და წიხლი მაგრად ჩააჭირა შიოს. - თავისუფლებას შენზე ადრე შემპირდნენ.
-რას აკეთებ? - გაოგნებულიყო შიო და თეოფილეც მიტრიალდა მათკენ. შელოცვის ძალით ვერაფერი დააკლო გოლიათს თუმცა ოდნავ შებარბაცდა და შიომ ქვევიდან ამოსდო ხელი. ანთეოზს სახე მყისვე ეცვალა და ფეხებს შორისს მოჰკიდა ხელი.
-მაპატიე, ძამიკო, მაპატიე, ძალიან გთხოვ. - უკან უკან მიიწევდა ანთეოზი და შიოს განრისხებული სახის შემხედვარე იცოდა ბოლოს მოუღებდა ძმასაც კი თუ ხელში ჩაიგდებდა. - დამინდე, ძამიკო, შევცდი. მინდოდა თავისუფალი ვყოფილიყავი და ექიმი ჩემთან მოვიდა, თქვენამდე.
-გაპატიებ თუ მის გეგმებს მომიყვები, უკლებლივ.
-მირჩევნია მომკლა... თორემ ის მომკლავს!
-დაგიცავთ.
-არა.
-გპირდები შენ თავს არავის დავაჩაგვრინებ. - მშვიდად პასუხობდა, თითქოს უკვე ეპატიებინოს შიოს მისთვის.
-ნუ მპირდები იმას, რასაც ვერ შეასრულებ. - ბავშვობაშიც ჰქონდათ მსგავსი დიალოგები და შიოს ბავშვობის დროინდელი ანთეოზი წარმოუდგა თვალწინ. როგორ იწვა მის ფერხთით და შიო წამოდგომას ცდილობდა მისას.
-რით ვერ დაიხსომე რომ ვერც ბავშვობაში მიგერიებდი და ვერც ახლა მომერევი. ტყუილად დაჰპირდი მათ ამას ხომ ხვდებოდი?
-არ ვიცი, ვერაფერს ვხვდებოდი თავისუფლების გარდა. საპყრობილის კედლებმა სულ დამითრგუნა აზროვნების უნარი, მხოლოდ თავისუფლება მედგა თვალწინ.
-გგონია სიყვარულს მოერევი?
-მგონი თავში გაქვს ძალიან ავარდნილი, რაის სიყვარული, ძმაო... - უკან იხევდა ნელი ნაბიჯებით მთელი ეს დრო და შიო მისკენ მიიწევდა.
უეცრად შიომ სიარული შეწყვიტა და ნელ-ნელა წამოიმართა. ცოტა გამაღლდა, გაიზარდა, მაგრამ დაინახეს რომ კი არ მაღლდებოდა, ჰაერში იწეოდა და ფეხებმა მოძრაობა შეწყვიტეს. მას აქამდეც თუ შეეძლო ფრენა არც ანთეოზმა იცოდა, არავის უმხელდა დღევანდელ დღემდე შიო და სიყვარულის სახელით დაიწყო საუბარი შიომ.
-მე შენ მიყვარხარ, ძამიკო, მებოძა სიყვარულის ნიჭი რათა შენშიც დავნერგო. თუმცა თუ არ მიიღებ, ძალით ვერ მოგცემ მას. ეს ისეთი ძალაა, ყველაფერს რომ გაგაკეთებინებს და გულს გადაგაშლევინებს სხვისთვის.
-დამიჯერე... გთხოვ... არ გინდა... არაფერს გეტყვი... არ შემიძლია...
-ჩემო, ძამიკო... არაა!!! - იღრიალა შიომ თუმცა ვეღარ დაეხმარებოდა მას. ანთეოზი ჩანჩქერისკენ გაიქცა და გადახტა. დაინახა როგორ მიფრინავდა მშვიდად, ფრენის სურვილით აღტყინებული და როგორ გამოედო კლდის შვერილს. - ჩემი სულელი ძმა... ღმერთო ჩემო, ეს რა ჩაიდინა ჩემმა პატარა, საყვარელმა ძამიკომ... - მუშტები შეკრა და კლდეს დაანარცხა. კლდე შეზანზარდა.
მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა. ერთ წერტილს მიაშტერდა შიო და გრძნობდა რომ სამყარო თავზე ენგრეოდა. ამასობაში თეოფილე და ირაკლი ცდილობდნენ ამოეკითხათ ამ სამყაროს კიდევ ერთი საიდუმლოების ისტორია. ცდილობდნენ წაეკითხათ წარწერა დატანებული ამ კედელზე. ისეთ უცხო ენაზე ეწერა, თუმცა იეროგლიფებისა და სიმბოლოების გაშიფვრის მოყვარული გამომძიებელი ირაკლი ქებურია სწავლობდა მათ, ძველ დამწერლობას იხატავდა და ძველი ცხოვრების წესის გახსენების მცდელობაში, ძველი ცოდნის გახსენების მცდელობაში მათ გაშიფვრას როგორმე ახერხებდა.
-მგონი ლექსად წერია... რითმისთვის ბოდიში, მაგრამ აქ წერია:
„დაე ისწავლონ კითხვა მოსულთაც. დაე შეიგრძნონ ხიფათი თავთან. ვინც აქ გაივლის და ვინც აქ მოვა, ვეღარსად წავა. დანიშნულების ბოლო წერტილი, სხვა ვეღარაფრის ვერ მომწეველი, ვინც ბროლის ბურთებს ბუდეში ჩასვამს, აქ არის მისი სასუფეველი.“
-ეს რას ნიშნავს? - შეგულიანებით იკითხა შიომ.
-იმას რასაც ზუსტად გვეუბნება. - თქვა თეოფილემ. - ვინც ბროლის ბურთებს ბუდეში ჩასვამს აქ დაიმარხება.
-როგორ მეგონა რომ მარტივად იქნებოდა საქმე. - შიო გაოგნებით საუბრობდა. ამასობაში ჭინკები და ლაზები გამოჩნდნენ და დაკოდილი ჯარისკაცები, ბელადის დამქაშებიც, ლილიპუტა არსებები და ბოლოს გუგა მოჰყვებოდათ. ხმა მძაფრდებოდა. - ამ შტერფანდებს მე ავიღებ ჩემ თავზე. - ასე ეძახდა შიო იმ პატარა არსებებს, რომლებიც ბელადის მიერ იყვნენ დასახიჩრებულნი და სულით ხორცამდე ავად იყვნენ. - გუგა თქვენი იყოს ჯადომანებო. - გაღიმება სცადა შიოლაშვილმა, თუმცა ძლიერ გაუჭირდა. გაღიმებისას მაშინვე ანთეოზის სახე დაუდგა წინ და ვეღარ შეძლო.
-ეს დასასრულია! - თავმომწონედ უთხრა შვილს თეოფილემ. - მე გუგას შევაკავებ, შენ კი მას ბროლის ბურთი და გასაღები უნდა წაართვა, რათა ეს ფარსი სამუდამოდ დავასრულოთ.
-ხომ ხვდები რაზეც მიდიხარ?!
-კი, ყველაფერს ნათლად ვხვდები. საჭიროებისამებრ მე ვიქნები ვინც ბროლის ბურთს აქ ჩასვამს და თქვენ უნდა იცოცხლოთ.
-მეორე ადამიანიც დაგვჭირდება.
-ჭინკების მეტი რა არის.
-არა, მამა. ხვდები რომ ისინი ვერ გაუძლებენ.
გუგა მათკენ მოიწევდა ფრენით და ტალღისებური ელვა სტყორცნა მამა-შვილს. თეოფილემ მაშინვე დაბლოკა. და მანაც ძლევამოსილი იასამნისფერი ტალღა გასტყორცნა შვილის მისამართით, თუმცა ზიანის მიყენება არც უფიქრია, მან ის ელვა დაბლოკა რომელიც მეორედ ისროლა გუგამ. ექიმი ცდილობდა უფრო ძლიერად მიემართა მისკენ. ეს ლაზერების ან ცეცხლოვანი დრაკონების ომს ჰგავდა, ერთმანეთს ცეცხლით რომ ებრძვიან და რომელიც გადასწონის ის რომ რჩება ცოცხალი.
გუგას თვალები წითლად აენთო და სიმწრისგან ვეღარაფერს ხედავდა. ამ დროს ირაკლი შენიშნა ბუჩქების პირას რომ იმალებოდა და შეუმჩნევლად ცდილობდა მიახლოებას და მისკენაც გავარვარებული ცეცხლის ნაკადი მიუშვა. ირაკლის ზურგზე მიელამუნა და მთლიანად ამოუწვა მაისურიც და კანიც, წაიქცა და გაგორდა მაყვლის ეკლიან ბუჩქებში.
-აჰ... - აღმოხდა ტკივილისგან ქებუს.
თეოფილემ მეორე ხელითაც მიუშვა ელვა. დასაცავად ცეცხლი მოიხმო ექიმმა. ირაკლის გაუჭირდა წამოდგომა, თუმცა მაინც გაჭირვებით წამოდგა და ფრენით, (აღმოაჩინა რომ მასაც შესძლებია) ძმისკენ გაემართა. დაბლიდან ფეხში სწვდა და მთელი ძალით დაბლა გასტყორცნა. კლდეს დაახეთქა და მაშინათვე მიეჭრა. ხელით მოჭიდავესავით ძლიერ დაიჭირა და ძალების დაბლოკვას შეეცადა, თუმცა გუგამ ძლიერად მიუშვა დამანგრეველი ძაბვა და კედლისკენ გატყორცნა. ირაკლის მძიმე დაზიანებები მიეღო, თმებიც ყალყზე დასდგომია, ტანსაცმელი შემოეხა და დამწვრობები მთელ სხეულზე ნაფლეთებად ეტყობოდა.
-აი ასე, ჩემო ძმაო... დღეს დასრულდება შენი არსებობა და აქ განუტევებ სულს, თუკი საერთოდ გაგაჩნია!
ირაკლი წამოდგა. ბარბაცებდა, ფეხიც ასტკიებოდა და კოჭლობით მიიწევდა კედლისკენ.
-ჰეი! საით ძმობილო? საით გაგიწევია... ბროლის ბურთი ჯერ კიდევ მე მაქვს. - ნიშნის მოგებით შესძახა ირაკლის და როდესაც შემოტრიალდა ძმას თვალი ჩაუკრა. გუგამ მკერდზე დაიხედა და ბროლის ბურთი სადაც ეგულებოდა სიცარიელე დახვდა. ირაკლის გაეღიმა.
-ასე მარტივი იყო არა? ძმაო... - დაუღრიალა მან და ჯიბიდან ამოიღო მეორე ბროლის ბურთიც, რომელიც შეუმჩნევლად წააძრო კისრიდან. გუგამ ჯიბეც შეამოწმა და არც გასაღები არ ჰქონდა თან. სულ გადაირია, გაცოფდა და მისკენ სწრაფად გაფრინდა, თვალები გადმოკარკვლოდა და ეშმაკს დამსგავსებოდა იერით. ის იყო უნდა მიახლოებოდა, რომ თეოფილემ გააკავა მის მიერ შექმნილ მაგიურ ბუშტში. ამ შელოცვის დარღვევა მხოლოდ ძლიერი უკუშელოცვით თუ შეიძლებოდა და რომც სცოდნოდა ეს მის ბიჭს, მცირე ხანი მაინც დასჭირდებოდა განსახორციელებლად.
-მიდი ჩემო ბიჭო, მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვს... ეს უნდა გავაკეთოთ. - თეოფილეს თვალზე ცრემლი შენიშნა იკამ.
-მიყვარხარ მამა...
-მეც მიყვარხარ, ჩემო ბიჭო. სიგიჟემდე მიყვარხარ და არ მინდა შენი გაშვება.
-ვეღარ დამაბრუნებ არა?
თეოფილემ თავი გააქნია და ხელები კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა ერთმანეთს რათა მაგია გაეძლიერებინა. გუგა გამოღწევას ცდილობდა, კედლების დანგრევას ცდილობდა და ძლიერ უჭირდა.
გოლიათს შეხედა ქებურიამ.
-მზად ხარ იდეისთვის მოკვდე? და შეასრულო შენი პირობა?
-მზად ვარ. - თავი დაუკრა შიომ და რამდენიმე ჯუჯა კაცი ერთიანად მოისროლა და მათით სხვებიც შეაკავა. ირაკლიმ ბროლის ბურთი გადაუგდო და გასაღები კედლის ჭრილში ჩასვა.
-შესაძლოა ახლა ჩემი ძმა არ არის შენში ჩემო საყვარელო, - მიმართა გუგას და ცრემლით დაენამა თვალები. - თუმცა ძლიერ მიყვარხარ, ჩემო ბიჭო და იცოდე ყველას და ყველაფერს დავუდგები წინ შენ გამო... ოჯახს მიხედე, მამას მიხედე და ჩემი ლიკუნას გადარჩენის გზა მოძებნეთ. მეტს არაფერს ვითხოვ. - თვალწინ დაუდგა ქალი, რომელზეც აღმერთებდა და ყველაფერი გაიხსენა, მისი და ლიკას პირველი შეხვედრა, ის რომ სასტუმროს მენეჯერად მუშაობდა და სასტუმროს ფოიეში გვამი იპოვეს. გაახსენდა ამ გამოძიების დეტალები და ბოლოს პაემანი მასთან. ახსენდებოდა როგორ დარჩა ლიკუნას გასაღები სასტუმროში და მანქანით რომ მიჰყავდა იკას, თავისთან შესთავაზა დარჩენა, ისიც დასთანხმდა. დისტანციას მთელი ძალებით იცავდა გამომძიებელი მისდამი, თუმცა როდესაც შემთხვევით ფორთოხლის წვენი ლიკას პერანგზე გადაესხა და პერანგი ეთხოვა მას, მისი ტუჩებიც ისე გამომწვევად უყურებდნენ თავის ვნებებს საბოლოოდ დანებდა. ის ღამე საოცარი იყო მათთვის, საუცხოო ნეტარებაში გალია დრო და ამ დროის დასაბრუნებლად ყველაფერს მიცემდა... თუმცა იმაზეც თანახმა იყო, რომ ლიკა უბრალოდ კარგად ყოფილიყო და გაეგრძელებინა ცხოვრება მის გარეშე, თუნდაც არ ხსომებოდა მისი არსებობა. ზუსტად ისე, თითქოს არც უარსებია ირაკლის.
წამებში გაუელვა ყველა კოცნამ, ყველა საოცარმა ღიმილებმა და საწოლში კოტრიალმა. თვალწინ დაუდგა ლიკუნას გაბრწყინებული სახება და მისი ნათქვამი მიყვარხარ. ქორწილის დღე. სიგიჟის საათები.
თვალით ანიშნა გოლიათს და დაუფიქრებლად ერთდროულად ჩასვეს ბროლის ბურთები ბუდეებში და ირაკლიმ გასაღები გადაატრიალა.
წამით ყველაფერი განათდა. ირგვლივ მოცულმა სინათლემ თვალი დაუბნელა იქ მყოფთ. ისმოდა გუგას ღრიალი, თუმცა ეს მის ღრიალს არ ჰგავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ნათება, რომელიც თეთრად გასდევდა ყველაფერს გაქრა. კიდევ მცირე ხნით ვერ ხედავდნენ ვერაფერს, მხოლოდ განუწყვეტელი კივილი ისმოდა. როგორც კი თვალთა ხედვა დაუბრუნდა თეოფილეს ირაკლი და შიო ადგილზე ვეღარ იხილა. არც მათი სხეულები ჩანდა სადმე. ირგვლივ მიმოიხედა, ძებნა დაუწყო, ჩანჩქერს ხომ არ გაჰყვაო, თუმცა გოლიათის სხეულს შორიდანაც კი დალანდავდა. არსად იყვნენ.
გადახედა იქ მყოფ ხალხს და ვერავინ იცნო, დამქაშებს სახე გასწორებოდათ და პირვანდელი იერი დაბრუნებოდათ, ჯუჯები და სხვა ბოროტებისგან მოხმობილი არსებები აღარც კი ჩანდნენ. ბოლოს გუგას შეავლო თვალი, მისკენ დაიძრა და დარცხვენით მხარზე დაადო ხელი.
-შვილო, - მიმართა მას და წამოაყენა.

-მამა? - გაოგნებით შეხედა თეოფილეს. - რა ჩავიდინე, ეს ყველაფერი მე ჩავიდინე არა?
-არა, შვილო... შენ არაფერში გადანაშაულებ. არც შენი ძმა არ გადანაშაულებს, მას უყვარდი. - გუგამ თავი ხელებში ჩარგო და გულამოსკვნით დაიწყო ტირილი.
-ჩემი ბრალია! ჩემი სისუსტის ბრალია! იქ მე და იკა უნდა ვყოფილიყავით იმ კედელთან, მიუხედავად მსგავსი დასასრულისა!
-იმაზე უნდა იფიქრო, რომ ბედისწერის ნებამ რაღაც მიზნით დაგტოვა ცოცხალი.
-მაინც რა მიზნით?! - შეუღრინა გუგამ და საკუთარ თავში ხელები დაიშინა.
-გეყო, გეყო... თავს ნუ აყენებ ზიანს... აი, მაგალითად იმ მიზნით რომ გვახსოვდეს მათი ღვაწლი, რაც ჩაიდინეს და მსგავსი რამ არ დავუშვათ. ეს შენ გაბარია, შვილო.
-არ მინდა. საკუთარი თავიც კი მძულს!
რაც დრო გადიოდა უფრო მეტად უჭირდა გუგას ცხოვრების ამ დიდი ტვირთის ატანა. მუდმივად ზრუნავდა საკუთარ მამაზე, რადგანაც ძალების გარეშე უკვე მოკვდავნი გახდნენ, სათუთი გაუხდათ სხეულიც და საზრუნავი მოემატათ. სიცილიაში დაბრუნდა ძველი წეს ჩვეულება და სიცილ-ხარხარში ატარებდნენ დროს. სიყვარული გადაჰფენოდა მათ გულებს და ცხოვრებისეულ საშიშროებებს ვეღარც კი გრძნობდნენ.
-იცი რას ვფიქრობ? - ერთხელ დაისვა თეოფილემ შვილი წინ და თავისი მოსაზრება გაანდო. - ზუსტად ისე უნდა მომხდარიყო როგორც მოხდა, რათა ყველაფერი ისე დასრულებულიყო, როგორც ახლაა. გოლიათისგან სიყვარული ებოძა ხალხს, ირაკლისგან კი კომიკოსის ნიჭი, სიცილიც ამიტომ გამეფდა კვლავ სიცილიაში.
-სისულელეებს მოეშვი, მამა კარგი? - დაუყვავა გუგამ და თაროებისკენ გაიწია. - სახლში რა გვაქვს საჭმელი? ძალიან მშია...


დ ა ს ა ს რ უ ლ ი











***

მზე ნაპირს აცხუნებდა. ბობოქარი ტალღები ლივლივებდა, ირგვლივ კი ტალღის მჭერები დაფებზე სრიალებდნენ, ზოგი გასარუჯად წამოწოლილიყო, ზოგიც კი ცივ ნაყინსა თუ კოქტეილს შეექცეოდა. სიცილიის ნაპირზე განსაკუთრებული მხიარულება სუფევდა, თამაშობდნენ ხელბურთსა თუ სხვა შექცევით თამაშობანას და გრძნობდნენ რომ ხალასი მზის ქვეშ მათი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვნად გამოიყურებოდა.
სიცილიელებმა არ იცოდნენ უცხოობის შეგრძნება და თავისუფლად შეეძლოთ სრულიად უცნობ ადამიანთან საუბრის წამოწყება და გართობა. არ აკავებდათ ჯაჭვები და ბორკილები, ლაღები და თავისუფლები იყვნენ და სიგიჟის შეგრძნებას თან მოსდევდა სიხარულის დამატყვევებელი შეძახილები. მზეც კი იღიმისო, გამოთქმა ჰქონდათ მათ. სანაპიროზე უეცრად ერთი ქალბატონი გამოჩნდა, საუცხოო სილამაზით, თხელი მოხდენილი მწვანე საცურაო კოსტიუმი ეცვა და საუცხოო ჩალის ქუდს ატარებდა.
ამ ქალს მოხდენილი თეძოები ჰქონდა, საუცხოო ყვრიმალები და ულამაზესი მკერდი. მოდიოდა და თეძოებს ათამაშებდა სიარულისას. მხოლოდ პირდაპირ იყურებოდა და პლიაჟზე ფეხშიშველა მინავარდობდა, თუმცა ყველასგან უცხო იყო. თვალს აყოლებდნენ კაცები და მათ შორის ქალებიც. არავის ეცნობოდა, თუმცა ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა ხომ არ გეცნობაო, თუმცა უარის ნიშნად თავის ქნევით პასუხობდნენ. ისე მიჰქროდა თითქოს მთელი სამყარო თან მიჰყვებოდა და სიცილიის მკვიდრთ აგიჟებდა.
ვინ არ სცადა მასთან მიახლოება, თუმცა ზოგი ვერ ბედავდა ამ სილამაზის წინ აღმართვას და მის შეხებას.
სურათი იცვლება და უეცრად ქალბატონს ხელბურთის თამაშისას ბიჭი შემთხვევით გვერდს ჰკრავს და ერთად ეცემიან.
-მაპატიეთ, მის... ოუუ... - მის შემხედვარე სახე ეცვალა ბიჭს. გოგონა წამოაყენა და მისი სახელით დაინტერესდა.
-ლიკა.
-მე იკა, სასიამოვნოა. - ხელი გაუწოდა და კბილებამდე გაუღიმა გოგონას, ვისთვისაც ცხოვრება უფრო გამშვენიერებულიყო.
-წამოდი წავიდეთ. - იკა თავს ანებებს თამაშს და ლიკა ბარისკენ მიჰყავს.
შორიდან ორი მამაკაცი უყურებს წყვილს.
-როგორ ფიქრობ გვიცნობს?
-ვერა, შვილო. სჯობს ისე დავტოვოთ ყველაფერი როგორც არის. ისინი ბედნიერები იქნებიან.
-იმედი მაქვს. მეც მიყვარხარ, ძმაო. - მამაკაცებმა ჩუმად დატოვეს სანაპირო და თვალზე ცრემლმომდგართ იმედი მაინც ჰქონდათ... იმედი ბოლოს კვდება.


მ ა რ თ ლ ა დ ა ს ა ს რ უ ლ ი sunglasses



პ.ს.
მართლა მართლა დიდი, უდიდესი მადლობა ჩემს მკითხველს იმისთვის რომ მომდევდით ბოლომდე. იმედია ახლა მაინც არ დაიშურებთ თქვენ აზრს და პატარა ტყუილისთვის სორი :დ
კვლავ ერთი თვე მოგიწიათ ლოდინი, მაგრამ ეს დასასრულია... დიდი ხანი მოგვინდა არა? დაახლოებით ერთი წელია ვწერ, ჯერ ჩემი ბიჭი დაბადებულიც არ იყო. თუმცა ამად ღირდა, ჩემთვის ღირდა და კმაყოფილი ვარ. მინდა როგორც მკითხველს ნებისმიერ თემაზე გესაუბროთ, ნუ დაიშურებთ თქვეს შთაბეჭდილებებს. მადლობა ყველაფრისთვის.
ელას განსაკუთრებული მადლობა.
ვინც მუდამ გვერდში მედგა მართლა და მაძალებდა რომ მეწერა. მარტო ჩემი კი არა ელას დამსახურებაცაა რომ დავასრულე!



№1  offline წევრი EllaTriss

არ ვიცი საიდან დავიწყო, ყველაფერთან ერთად, დასასრულმა იმდენად დიდი ემოცია მოიტანა, ცოტა ხანს ხმა ვერც გონებაში ამოვიღე.
უაღრესად დიდი დოზით არსებული მისტიური ისე გაიცრიცა ბოლოს, სიტყვებით დახატულ კადრებშიც კი ცხადად გამოჩნდა ეს.
გულწრფელად, თავიდანვე ვიცოდი, რაღაც კათარზისის მსგავსი რომ მოხდებოდა ბოლოს და, არც შევმცდარვარ.
ორიგინალური იყო ეს ერთი წელი.
შესაგრძნობი, ტრაგიკული, მტკივნეულიც, ემოციური, თუმცა მაინც განსაკუთრებული და, დიდი ალბათობით განუმეორებელიც.
მე მგონია, რომ ასე ყველასთვის ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე სხვაგვარად.
ირაკლი უკვე იმდენად სავსე იყო შინაგანად ყველა ემოციით, არ ვიცი, ყველაფერი რომც შეენახა მის მეხსიერებას, შეძლებდა კი ისე თავისუფლად ყოფნას, თუნდაც ,,ნამდვილ" სიცილიაში, როგორც ახლაა თუ არა. ))
როგორც არ უნდა იყოს, ამ ფერის ტონალობა ჩემი თვალისთვის მაინც უფრო სასიამოვნოდ აღსაქმელია.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუგას არ თანავუგრძნობ.
მე ის ყოველთვის მიყვარდა და იცი ეს შენ. იმისიც ბოლომდე მჯეროდა, მართლა გადასხვაფერებული რომ არ იყო ის, ვინც მე მიყვარდა.
როგორც ამბობენ, იმაზე დიდი არაფერი მოგევლინებაო, რასაც ვერ გაუძლებ. როგორც არ უნდა იყოს, გუგაც გაუძლებს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი და მესმის, მართლა ძალიან მტკივნეულია ვერგაგებული სითბო.
იმის მიუხედავად, რომ ,,იქ" ცხოვრება ერთობ მრავალფეროვანი იყო, მე მაინც მჯერა, არც ახლა წავა მონოტონურობისაკენ.
ალბათ კიდევ ბევრჯერ დავფიქრდები მათზე, ბევრჯერ გავიხსენებ და,
შეგიძლია ეს შენს გამარჯვებად ჩათვალო.
ერთადერთი, სამწუხარო ალბათ ისაა, რომ არც ჩვენი, რეალური სამყაროა ია-ვარდით მოფენილი, თუმცა,
ალბათ მეტყვი, ისეთები აქვთ ნანახი და გამოვლილი, აქ რამ უნდა შეაშინოთ, ან რისიღა შეიძლება გაუკვირდეთო.
როგორც არის.
მთავარია შედგა.
დასასრულ,
მაინც ვერ ვითმენ და, ეგეც უნდა ვთქვა :დ
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მახსოვს, არ სიამოვნებდა ირაკლის, ლიკა იკას რომ ეძახდა და საერთოდ, რომ ვინმე ასე ეძახდა. პირველი თავის დასაწყის სტრიქონებშივე გვამცნე ეს.
ხოდა, ყველაზე მეტად მაინც მაგაზე დამწყდა გული, იკა-თი რომ გაეცნო შემდგომ.
ირაკლი ჯობდა.
თუ სპეციალურ ჰქენ და, იმ ირაკლის გაქრობაზე მაინც მიგვანიშნე ირიბად, ვგლოვობ, გული მომიკვდა, გუგაზე არანაკლებად მიყვარდა :დ
ხოლო თუ ეს ფაქტი საერთოდ აღარ გახსოვდა და, შემთხვევით ჰქენ, მაგაზე არ ვიცი, ალბათ ლოგიკური იქნება, ნერვები მომეშალოს და არ გაპატიო. ((

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

EllaTriss
არ ვიცი საიდან დავიწყო, ყველაფერთან ერთად, დასასრულმა იმდენად დიდი ემოცია მოიტანა, ცოტა ხანს ხმა ვერც გონებაში ამოვიღე.
უაღრესად დიდი დოზით არსებული მისტიური ისე გაიცრიცა ბოლოს, სიტყვებით დახატულ კადრებშიც კი ცხადად გამოჩნდა ეს.
გულწრფელად, თავიდანვე ვიცოდი, რაღაც კათარზისის მსგავსი რომ მოხდებოდა ბოლოს და, არც შევმცდარვარ.
ორიგინალური იყო ეს ერთი წელი.
შესაგრძნობი, ტრაგიკული, მტკივნეულიც, ემოციური, თუმცა მაინც განსაკუთრებული და, დიდი ალბათობით განუმეორებელიც.
მე მგონია, რომ ასე ყველასთვის ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე სხვაგვარად.
ირაკლი უკვე იმდენად სავსე იყო შინაგანად ყველა ემოციით, არ ვიცი, ყველაფერი რომც შეენახა მის მეხსიერებას, შეძლებდა კი ისე თავისუფლად ყოფნას, თუნდაც ,,ნამდვილ" სიცილიაში, როგორც ახლაა თუ არა. ))
როგორც არ უნდა იყოს, ამ ფერის ტონალობა ჩემი თვალისთვის მაინც უფრო სასიამოვნოდ აღსაქმელია.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუგას არ თანავუგრძნობ.
მე ის ყოველთვის მიყვარდა და იცი ეს შენ. იმისიც ბოლომდე მჯეროდა, მართლა გადასხვაფერებული რომ არ იყო ის, ვინც მე მიყვარდა.
როგორც ამბობენ, იმაზე დიდი არაფერი მოგევლინებაო, რასაც ვერ გაუძლებ. როგორც არ უნდა იყოს, გუგაც გაუძლებს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი და მესმის, მართლა ძალიან მტკივნეულია ვერგაგებული სითბო.
იმის მიუხედავად, რომ ,,იქ" ცხოვრება ერთობ მრავალფეროვანი იყო, მე მაინც მჯერა, არც ახლა წავა მონოტონურობისაკენ.
ალბათ კიდევ ბევრჯერ დავფიქრდები მათზე, ბევრჯერ გავიხსენებ და,
შეგიძლია ეს შენს გამარჯვებად ჩათვალო.
ერთადერთი, სამწუხარო ალბათ ისაა, რომ არც ჩვენი, რეალური სამყაროა ია-ვარდით მოფენილი, თუმცა,
ალბათ მეტყვი, ისეთები აქვთ ნანახი და გამოვლილი, აქ რამ უნდა შეაშინოთ, ან რისიღა შეიძლება გაუკვირდეთო.
როგორც არის.
მთავარია შედგა.
დასასრულ,
მაინც ვერ ვითმენ და, ეგეც უნდა ვთქვა :დ
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მახსოვს, არ სიამოვნებდა ირაკლის, ლიკა იკას რომ ეძახდა და საერთოდ, რომ ვინმე ასე ეძახდა. პირველი თავის დასაწყის სტრიქონებშივე გვამცნე ეს.
ხოდა, ყველაზე მეტად მაინც მაგაზე დამწყდა გული, იკა-თი რომ გაეცნო შემდგომ.
ირაკლი ჯობდა.
თუ სპეციალურ ჰქენ და, იმ ირაკლის გაქრობაზე მაინც მიგვანიშნე ირიბად, ვგლოვობ, გული მომიკვდა, გუგაზე არანაკლებად მიყვარდა :დ
ხოლო თუ ეს ფაქტი საერთოდ აღარ გახსოვდა და, შემთხვევით ჰქენ, მაგაზე არ ვიცი, ალბათ ლოგიკური იქნება, ნერვები მომეშალოს და არ გაპატიო. ((

მოდი ეს მკითხველისთვის საიდუმლოდ დარჩეს. აბა თუ ავხსენი ყველაფერი რაღა დასასრული ექნება, თან ბუნდოვანების შეგრძნებას დაკარგავს რომ მკითხველს როგორც სურს ისე იფიქროს. მადლობა რომ ბოლომდე გამომყევი. <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent