10 რამ, რაც ყველა გოგომ უნდა იცოდეს
ხანდახან მარტივი ჭეშმარიტებებიც სადაო ხდება. 1. როგორ მიიღო კომპლიმენტი? შენ გასაოცრად გამოიყურები. თუმცა ამის მიუხედავად როდესაც ვინმე კომპლიმენტს გეუბნება, წარმოდგენა არ გაქვს რა თქვა ან გააკეთო. მთავარია, არ დაიმორცხვო და არ დაიწყო შენს უარყოფით მხარეებზე ლაპარაკი: „ეს კი მიხდება, მაგრამ აი, ცოტა გამხდარი რომ ვიყო… აი, ცოტა მაღალი რომ ვიყო…“ საკმარისია! თუ შენ თავს დაუხრი სხვებს, ისინი აუცილებლად ზედ გადაგივლიან. ასე რომ, ბეჭებში გასწორდი, თავი მაღლა და მიიღე კომპლიმენტი ისე, როგორც ძვირფასი ადამიანის მიერ მოძღვნილი საჩუქარი. 2. როგორ დაიცვა თავი? ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ სტატისტიკით დამტკიცებულია, რომ ქალი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ხშირად ხდება ძალადობის ობიექტი, რასაც არა მარტო ფიზიკური არამედ სულიერი ტრავმებიც მოსდევს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თუ ქალი თავდაცვის ტექნიკას იყენებს და თავდამსხმელს შეებრძოლება ნაკლებად დაშავდება და არც ფსიქოლოგიური ტრავმები ექნება. ასე რომ დროა, ახლო-მახლო მოძებნო კარატეს ან აიკიდოს შემსწავლელი კურსები. სულაც არ არის აუცილებელი შავი ქამრის მფლობელი გახდე, მაგრამ თუ 1-2 კარგ ილეთს ისწავლი, უფრო მშვიდად და დაცულად იგრძნობ თავს. 3. როგორ შეამოწმო გაქვს თუ არა მკერდის კიბო? უპირველეს ყოვლისა, გადახედე ამ სტატიას და თუ აქ ჩამოთვლილთაგან რაიმეს აღმოაჩენ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. 4. როგორ დააღწიო თავი არასასურველ ურთიერთობას? უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ არის ურთიერთობა არასასურველი: თუ შენ თავს ისე გრძნობ როგორც ხაფანგში, დათრგუნულად, განერვიულებული ან სულაც უბედურად, ეს შენს ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე აუცილებლად მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას, ამიტომ ჯობია ამ ურთიერთობას შეეშვა. რეალურად ვის უნდა გაატაროს თავისი ცხოვრება ისეთი ადამიანის გვერდით, რომელთანაც გამუდმებით გრძნობს იმედგაცრუებას? არავის და, მითუმეტეს, ისეთ გოგოს, როგორიც შენ ხარ. დროა, ასეთ ურთიერთობას ბოლო მოუღო, სანამ ის უფრო გართულდება. მოსიყვარულე მეგობრების და ოჯახის გარემოში აუცილებლად მიხვდები შენი თავის ფასს, ისევ ღირებული გახდები და იპოვი ძალას შენში, რომ კვლავ დადგე ფეხზე, იყო იმ ადამიანთან ერთად, ვინც დაგაფასებს. შენ ხომ ამას იმსახურებ?! 5. როდის და როგორ მოითხოვო ხელფასის მომატება? ფიქრობ, რომ იმაზე მეტს იმსახურებ ვიდრე გიხდიან? როდესაც გააკეთებ წარმატებულ პროექტს, კარგად ჩაატარებ კვლევას ან სხვა მიღწევის გამო შეგაქებენ, ეს ზუსტად ის დროა როცა ხელფასის მომატება უნდა ითხოვო. თავი შეიკავე უფროსის შეწუხებისაგან, როცა ის გადატვირთულია, ამას ჯობია ისეთი დრო შეარჩიო, რომელიც ორივესთვის ხელსაყრელია. დაასახელე შენი ფასი და დაამტკიცე, რომ შენ ღირხარ ამად, არ დაგავიწყდეს შენი მიღწევების და ძლიერი მხარეების შეხსენება და იმის თქმაც თუ რამდენად საჭირო კადრი იქნებოდი სხვა კომპანიაში. ნუ იქნება ეს ულტიმატუმი, შეიძლება შენი ხელფასის მომატებას რაღაც პერიოდი დასჭირდეს. სცადე ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენო და შენს უფროსს კარგი შთაბეჭდილება შეუქმნა შენზე. მერწმუნე შედეგით კმაყოფილი დარჩები. 6. როგორ იარო მაღალ ქუსლებზე? ჩემს ბანკეტზე ერთადერთი ვიყავი, ვინც 12 სანტიმეტრიანი ქუსლებით შეძლო და მთელი ღამე იცეკვა. ჩემი კლასელი გოგონები სანდლებით ან კეტებით ცეკვავდნენ, რაც საღამოს კაბებზე მაინცდამაინც ლამაზად არ ჩანდა. უპირველესი წესი, რაც უნდა იცოდე მაღალ ქუსლებზე სიარულისას არის ის, რომ არ დაიხედო დაბლა! შენი მზერა უნდა იყოს სწორი და კისერი ხერხემლის სწორხაზოვანი. მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელში ფეხი უფრო ნაზი და დახვეწილი ჩანს, ფიგურაც – ბევრად უფრო ლამაზი. ვიცი, ბევრი შემედავება, რომ დაბალქუსლიან ან სულაც უქუსლო ფეხსაცმელში თავს კომფორტულად გრძნობს, მაგრამ თანამედროვე ქალის გარდერობში, ვფიქრობ, ერთი გამოსასვლელი კაბა და ერთიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა არსებობდეს. 7. როგორ შეარჩიო მაკიაჟის ფუძე სწორად? მაკიაჟი ჩემი სუსტი წერტილია, მართალია სხვა ბევრი რამეც არ გამომდის, მაგრამ ვსწავლობ. აი მაკიაჟის გაკეთება კი ისევ იმ ეტაპზეა გაყინული საიდანაც დავიწყე. მაკიაჟის გაკეთებისას უმნიშვნელოვანესია ფუძე და იქამდე სანამ მას შეიძენ, აუცილებელია გაარკვიო შენი კანი რომელ ტიპს მიეკუთვნება: მშრალი, ნორმალური, ცხიმიანი თუ კომბინირებული. იმ შემთხვევაში თუ შენ აკნე გაქვს შეიძინე ფუძე სალიცილის მჟავით და თუ შენი კანი მშრალია მაშინ შენ დამატენიანებელი ეფექტით გჭირდება. ამის შემდეგ უნდა გაარკვიო როგორი დაფარვა გჭირდება შენ მსუბუქი თუ საშუალო. აუცილებლად შეამოწმეთ რამოდენიმე ტონი, როგორც სახეზე ასევე კისერზეც და დააკვირდით როგორ ჩანს ის დღის შუქზე ან ღამის განათებებზე, ის აუცილებლად შენს ნატურალურ ფერს უნდა უახლოვდებოდეს. ხოლო ის, რომელიც თითქმის არც კი ეტყობა კანზე, საუკეთესოა იქნება. და გინდა დაიჯერე, გინდ არა ფუძის გაკეთება სულაც არ არის სავალდებულო. ბევრად უფრო სასარგებლოა კანისთვის თუ მას ყოველდღიურად არ ატარებ. თუ კომბინირებული კანი გაქვს ატარე ის წაისვი ის მხოლოდ ცხვირის და ნიკაპის მიდამოში და დარწმუნდი რომ ძილის წინ მას კარგად მოიშორებ. 8. როგორ იყო მარტო? ყველა ქალის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა ის მარტო რჩება. არ ღირს ამის გამო ცრემლების ღვრა და თავის შეცოდება. რომ იცოდე, ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. წარმოიდგინე, არავითარი დათმობებზე წასვლა, წესები და მობოდიშებები (შენი თუ მისი მხრიდან). აკეთებ იმას, რაც მოგწონს და გაბედნიერებს. შეგიძლია წახვიდე სამოგზაუროდ იქ, სადაც ყოველთვის გინდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდი. შეგიძლია ისწავლო ახალი ენა, გაანებივრო შენი თავი და იცოდე, რომ ყოველთვის გაქვს დრო შენთვის. გამოიყენე ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ შენს თავი სოციალურად ღირებული გახადო. 9. როგორ მართო შენი ფულადი სახსრები? ხანდახან ვერ ხვდები როდის და როგორ დახარჯე ფული? ხანდახან მაღაზიიდან გამოსული ფიქრობ და ფული გზაში დაგეკარგა? მართალია, ეს საშინელებაა, ამიტომ ეცადე ბიუჯეტის დაგეგმვას მიჰყო ხელი. ეს შენი პრობლემების მარტივი გადაწყვეტაა. დაადგინე შენი ყოველთვიური შემოსავალი, შემდეგ მის წინააღმდეგ მიუთითე შენი ყოველთვიური გასავალი, იქნება ეს წყლის, გაზის თუ სხვა სახის კომუნალური გადასახადი. შემდეგ რაც დაგრჩება იმ თანხიდან გადადე ცოტა შენი თავისთვის, გასართობად თუ ახალი რამის შესაძენად. გამოიტანე თანხა ბანკომატიდან, თორემ ინტერნეტ ბანკინგით შეიძლება მთელი ხელფასი შოპინგზე დაგეხარჯოს. ხოლო ნაღდი ფულის დანახვა ცოტათი მაინც შეგაჩერებს მისი დახარჯვისაგან. 10. როგორ არ მოიბოდიშო ყველაფრისთვის? თქვა „ბოდიში“ მაშინ, როცა რაღაც შენი ბრალით დაშავდა, კარგია. უფრო მეტიც, ხშირად რაღაც სიტუაციის გამოსასწორებლად ეს აუცილებელიც არის. თუმცა ისეც ხდება, რომ ავტომატურად იხდით ბოდიშს იმის გამო, რაც შენ არ გაგიფუჭებია. პირველ რიგში, ამის გამო აუცილებლად იგრძნობ თავს განაწყენებულად და გაღიზიანებულად. მეორე რიგში, ასეთი ტიპის მობოდიშება აუფასურებს იმ მობოდიშებას, როცა ბოდიშის თქმა მართლა საჭირო და გულწრფელია. ამიტომ კარგად დააკვირდი და გაანალიზე სიტუაცია, გაარკვიე ვინ არის მართლა დამნაშავე და იმოქმედე ამის მიხედვით. შეეცადე თქვა „სამწუხაროა, რომ ასე მოხდა“, რაც აჩვენებს შენს შეშფოთებას და არ გაქცევს „განტევების ვაცად“. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.