დაქალის შეყვარებული
ყველაფერი იქიდან დაიწყო რომ ამდენი ხნის შემდეგ ვიღაც მომეწონა, თავიდან ნერვები მეშლებოდა ამდენი ხანია არავინ მომწონებია და ამან როგორ გააკეთა ისე რომ თვალს ვეღარ ვაშორებ-მეთქი, ერთ სკოლაში დავდივართ. მითუმეტეს არც კი გვილაპარაკია და თავს უკანასკნელ დებილად ვთვლიდი ესე რანაირად მომწონს-თქო, სიმართლე რომ ვთქვა ადამიანს გარეგნობით კია არა აურით ვაფასებ თითქოს ყველას რაღაც ნაწილს მძაფრად ვგრძნობ და ზუსტად მაგით მიმიზიდა და დამაინტერესა, აქამადე ყველას ამოხსნა შემეძლო ეგ კიდე ზედმეტად სერიოზული, ჭკვიანი და უემოციო იყო, ვერასდროს გათვლიდი მაგის საქციელებს. ბევრს მოვწონდი მაგრამ ინტერესი საერთოდ არ მიჩნდებოდა, მაგას კიდე რომ გავუღიმე ისეთი შემომხედა საერთოდ ვერაფერი ამოვიკითხე. საქმე გაცილებით ჩაიხლართა როცა მისი მამიდა ჩემი დის მომავალი ნათლია აღმოჩნდა(ოღონდ როცა მომეწონა მაშინ მონათლული არ იყო ჩემი და, ეგ მერე გავიგე რომ ოჯახებით ახლოს ვყოფილვართ და დედაჩემის უახლესი დაქალი მაგ ბიჭის მამიდა ყოფილა) აი იქ უკვე წერტილის დასმა ვცადე, მაგრამ როგორც კი დავინახავდი სუნთქვაც კი მავიწყდებოდა(მე სრულიად უემოციო ადამიანს). ხო და ერთ დღეს ჩემი საუკეთესო დაქალი მეუბნება ერთი ბიჭი მომწონსო საერთოდ ჩემი მეგობარი ცოტა ქარაფშუტაა და ეგეც მორიგ "ქრაშად" გავუტარე, დერეფანში რომ დამანახა ზურგით იდგა და მაშინვე ვიცანი, აქამდეც ვიცინოდით მე და ჩემი მეგობარი ზუსტად ერთნაირი ფიქრები გვქონდა ხოლმე ტვინი გაგვიერთიანდაო, მაგრამ ეს უკვე ნამეტანი იყო, ის ბიჭი მოსწონდა რომლის დავიწყებასაც ამდენი ხანი ვცდილობდი. ვერ ვიტყოდი მომწონს და შენ ვერ მოგეწონება-თქო, სახელიც ჩემი დაქალისგან გავიგე და იქ მივხვდი რამდენად უცნაური იყო ჩემი მოწონება სახელითაც არ დავინტერესებულვარ, თითქოს "ის" იყო. არ ვიცი რა დღეები გადავიტანე ვგიჟდებოდი მინდოდა თქმა მაგრამ არ შემეძლო, ჯერ მარტო ჩემი მშობლები გააფრენდნენ(ოჯახებით ახლოს ვართ და არ მინდა იმაზე ფიქრი ეგ რომ გაეგოთ) მითუმეტეს მაინც არაფერი გამოვიდოდა მალე ნათესავები გავხდებოდით და მე ვერაფერს შევცვლიდი. ერთ დღეს ჩემმა მეგობრმა აიკვიატა უნდა მივწეროო, ხო და მეც ვიფიქრე რომ ყველანაირი გზა უნდა გადამეჭრა მე და მაგ ბიჭს შორის და თუ ეგ და ჩემი საუკეთესო მეგობარი შეყვარებულები იქნებოდნენ მაშინ უკვე არანაირი გზა აღარ იარსებებდა და მეც საბოლოოდ დავნებდებოდი. (ეხლა ვიაზრებ რამხელა შეცდომა იყო მაგრამ რაღა აზრი აქ მაშინ არ ვიცოდი რა შეუძლიათ ნამდვილ გრძნობებს, მეგონა მივხვდებოდი რომ სისულელეა და მეთვითოვე მოვეშვებოდი) ხო და მეგობარმა ყალბი ფბ გააკეთა და ისე მიწერა(იმ ბიჭმა არ იცოდა ვინ წერდა) ხო და მთხოვა სანამ ცოტა დამშვიდდებოდა ლაპარაკი მე დამეწყო მეც ვიფიქრე რომ კარგი აზრი იყო საერთოდ რაც მეტად გავიცნობ ადამიანს მეტად მეკარგება მის მიმართ ინტერესი, არც ველოდებოდი რომ უპასუხებდა მაგრამ დააინტერესა ვინ იყო, თან ლაპარაკი თავიდანვე საინტერესოდ დაიწყო, არც ველოდი ესეთი კარგი მოსაუბრე თუ გამოდგებოდა,ბოლოს ისე გამოვიდა რომ მე ვწერდი ჩემი მეგობარი უბრალოდ ჩათში იყო ხოლმე და კითხულობდა, რამდენჯერაც ვთხოვე რომ თვითონ მიეწერა იმდენჯერ მთხოვდა რომ ჯერ არ შეეძლო ნერვიულიბდა და ცოტაც დავხმარებოდი,ვიცოდი რომ სულელურად ვიქცეოდი მაგრამ ვერ ვთმობდი, ამდენი ხანია მისი გაცნობა მინდოდა ახლა შესაძლებლობა მქონდა და ვერ ვთმობდი. მან როგორ თქვა "ესეთი საინტერესო პიროვნების დაკარგვა" არ მოინდომა და ჩემმა მეგობარმაც მთხოვა რომ მეთქვა უკვე სახელი(მაგრამ რა თქმა უნდა ჩემი სახელი კი არა მეგობრის) ხო და უკვე ჩვეულებრივ მესენჯერში მისწერა სადაც ოფიციალურად იყო დარეგისტრირებული, ჩემმა დაქალმაც დიდის ამბით შეიყვანა ჩემ ტელეფონში თავისი პროფილი და ისევ მე გავაგრძლე ლაპარაკი. ვხვდებოდი რომ უკვე სისულელეში გადამდიოდა მაგრამ თავს ვერ ვანებებდი, შევეჩვიე. გარიდების მაგივრად მეტად მაინტერესდებოდა. მისი სამყაროც ღრმა და ლამაზი იყო, ისეთივე ცივი როგორც გარეგნულად მაგრამ თან ყველაზე თბილი რასაც შევხვედრივარ, ძლიერი სულით მაგრამ თან ულამაზესი და უთბილესი ფიქრებით. ალბათ ფიქრობთ მსგობარს ეგ როგორ გაუკეთაო მაგრამ მართალი გითხრათ მე არაფერს ვითხოვდი უბრალოდ მასთან ლაპარაკი მინდოდა, მინდოდა ის მეგრძნო რომ ახლოს იყო, თუნდაც არ ცოდნოდა რომ მე ვიყავი. ბევრი გამოვიარეთ ერთად, ძალიან ბევრი, ერთად ვუმკლავდებოდით დემონებს (ხანდახან უკვე ჩემი მეგობარიც ელაპარაკებოდა მაგრამ ისეთ გასართობ თემებზე, ფილმებზე ძირითადად) ლაივში დალაპარაკება არც უცდიათ. ხუთი თვის შემდეგ (ვეღარ მოვყვები რამდენი გამოვიარეთ, რამდენი დაბრკოლებით) საბოლოოდ აღიარა სიმპათიები, 8 თებერვალს, ჩემი დის ნათლობამდე ერთი დღით ადრე სანამ საბოლოოდ გავხდებოდით ნათესავები სიყვარული აუხსნა ჩემ მეგობარს,უკვე ლაივში. მივხვდი რომ საბოლოოდ დავკარგე. ყოველ დღე თავიდან ამტკიცებს თავის სიყვარულს, ზრუნავს ჩემს მეგობარზე და გაუჩერებლად უმეორებს რომ ის რომ არ ყოფილიყო არ იცოდა ახლა სად იქნებოდა(საკმაოდ რთულ პერიოდში ვიდექით ერთად და წამითაც არ ვაძლევდი უფლებას დაცემულიყო) ჩემი დაქალი კი საკმაოდ ზერელეა და წუწუნებდა, ამიტომაც მიწევდა შეთავსებით მისი ფსიქოლოგიც ვყოფილიყავი. უკვე ვაცნობიერებ რამხელა შეცდომა დავუშვი, მაგრამ იმაზეც ვფიქრობ რომ აუცილებელი იყი დავდგომოდი მხარში, ვერ აგიხნით მაგრამ ზუსტად ვიცი იმ პერიოდს ვერ გადაიტანდა, პირდაპირ უნდა ვთქვა ჩემი მეგობარი ვერ გადაატანინებდა, იმიტომ რომ არაა ფსიქოლოგიურად იმდენად ძლიერი, უფრო გიჟი, ცოტა ცანცარა თინეიჯერია, ნამდვილი პოზიტივი. პრობლემა იმაშია რომ მიყვარს და ამ ყველაფრისთვის მეცოდება, უყვარდეს ის ვინც, ის არაა ვინც ეგონა, ყველაფერში დამნაშავე მე ვარ, იმდენად მინდოდა არ დატანჯულიყო საბოლოო შედეგებზე არ ვიფიქრე და ჩემი მეგობრის არსებობა ჩვენ შორის საერთოდ დამავიწყდა, გაცნობიერებული მაქვს რომ ერთად ვერ ვიქნებით მაგრამ არ მინდა ტყუილში ცხოვრობდეს, არც კი ვიცი რაში გთხოვთ დახმარებას ეხლა რომ დავწერე ყველაფერი ზღაპარ-ისტორიას გავს მაგრამ არც ერთი სიტყვა არაა გამოგონილი ან ტყუილი ვერც კი გავაცნობიერე ისე გავეხლართე, ჩემს თავს არ ვჩივი უბრალოდ მინდა რომ ჩემი საყვარელი ადამიანი არ დაიტანჯოს, ვერ დავაშორებ რადგან უარესი იქნება ძლიან უყვარს(ვიცი რა სისულეკესაც ვამბობ მეც კარგად ვაცნობიერებ რომ ჩემი დაქალი კი არა მე ვუყვარვარ, ვიცი რადგან ლაივებში მოკლე ჩახუტებებით და უბრალოდ რაღაცეებზე ხუმრობებით შემოიფარგლებიან) და რომ დაშორდნენ ზუსტად ვიცი ვეღარ გადიტანს ამდენს. მეზიზღება ამის თქმა რომ მიწევს მაგრამ შეყვარებული ქალი სისულელებს აკეთებს, ვიცი უმდაბლესი ვარ მაგრამ არავის წყენინება ან ტკენა არ მდომებია, ორივე ბედნიერია ეხლაა ჩემ მეგობარს კიდია ტყუილზე რომაა აგებული ურთიერთობა, როც დაშორდნენ კი გაიძახის რომ უყვარს მაგრამ რამდენიმე დღის წინ აწყენინა და მართლა კი არ მიყვარსო ისეთი ცუდი სიტყვებით იხსენიებდა ლამის ვუყვირე რა უფლება გაქვს რომ ერევი-თქო სამაგიეროდ, რა თქმა უნდა , მე გავარკვიე, თან ვტიროდი და თან ვწერდი, არ ვიცი იმ ერთი შეცდომით, რომელმაც ორივეს გვატკინა სადამდე მისწვდა სიყვარული(ვერ ავღწერ რა გრძნობები იყო, სადამდეა უკვე სიყვარული ვერც კი ვიფიქრებდო რომ ამდენად შეგვეძლო გვეგრძნო) არ ვამბობ იმიტომ რომ თავი გავიმართლო მაგრამ ცალკე ჩემ დაქალს ვეჩხუბებოდი იმდენად ზერელეა რომ იცინოდა კიდევ კარგი მართლა არ მიყვარს, ეხლა უყურე სამაგიერო გადავუხადო ღირსია მივატოვოო. ბოლომდე გამოვტყდები და არ მინდა ჩემი მეგობრის ხელში დავტოვო, სანდო არაა მაგრამ ის მე მენდოდბოდა. ვგიჟდები ჩემ დაქალზე და უკვე ნერვები მეშლება დასკვნები ესე მარტივად რომ გამომაქ იქნებ მართლა უყვარს, ყველას ხომ თავისებური სიყვარული აქ, ყველაფერთან ერთად საზიზღარი მეგობარი ვარ. ვიცი რამდენად ამაზრზენიც ვარ და რაც გავაკეთე. არც ველოდები რომ რამის რჩევის ღირსი ვარ უბრალოდ აღარ შემეძლო ამდენის დატევა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.