შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგიძლიათ ადამიანის დავიწყებაში დამეხმაროთ?


4-05-2019, 20:06
ავტორი მეგიანა
ნანახია 195

შეგიძლიათ ადამიანის დავიწყებაში დამეხმაროთ?

გამარჯობა და მადლობა შენ ვინც ამას კითხულობ.დიდი ხანი ვფიქრობდი და მინდოდა ვინმესთვის ჩემი განცდები გამეზიარებინა,თუმცა იმაზე ძნელი აღმოჩნდა ვინმესთან(მეგობართან,ახლობელთან) პირისპირ დადგომა და დალაპარაკებობა ვიდრე წარმოვიდგენდი.ვერ გავბედე,ამიტომაც მინდა აქ უფრო თამამად და შემართებით მოგიყვეთ ჩემი ისტორია.
{წინასწარ მინდა მოგიხადოთ ბოდიში გრამატიკული შეცდომებისა და გაუმართავი წინადადებების,აზრების გამო.წერა არ გამომდის და არც არასდროს დამიწერია,ამიტომ ძალიან ნუ გამკიცხავთ } ამ ნაწერში ჩემი სახელი შეცვლილი იქნება (მეგი)
მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყო,სულ თავიდან.
თამამი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ.სულ ჩემს თავში ვიყავი ჩაკეტილი და გარეთ გასვლაც დიდად არ მიყვარდა.როცა მთელი უბნის ბავშვები ფეხბურთს ან წრეშიბურთს თამაშობდნენ,მე სახლში ვიყავი და უბრალოდ ფილმებს ვუყურებდი,ან მუსიკის მოსმენით ვიყავი გართული(მუსიკა ხომ ცხოვრებაა ).რამდენჯერმე ჩემს მშბლებსაც კი უთქვამთ:- მეგი რატომ ხარ სულ სახლში გადი გარეთ გაერთე ბავშვებთან ერთად,ითამაშე შენც.მე კი რა თქმა უნდა სულ უარზე ვიყავი.არ მინდოდა გარეთ,მე ხომ არავის ვემეგობრებოდი ჩემი ხასიათების გამო.სკოლაშიც არ ვიყავი დიდად აქტიური,თუმცა ვერ ვიტყვი რომ ვერავინ მამჩნევდა,ცნობით თითქმის ყველა მიცნობდა.ახლა რაც სათქმელი მაქვს ერთ მშვენიერ დღესაც მეხუთე კლასში ბევრი ახალი ბავშვი გადმოვიდა ჩემს კლასში,თუმცა ერთი ყველასგან გამოირჩეოდა,მაშინვე მომხვდა თვალში და მას შემდეგ ვეღარც ამოვიგდე ფიქრებიდან.ისიც ჩემსავით ჩაკეტილი და მორიდებული იყო,თითქმის არავის ეკონტაქტენოდა და თან ძალიან ნიჭიერი იყო რამაც მაშინვე მომხიბლა.თვალები კი ისეთი ჰქონდა რომ შეუძლებელი იყო მასში არ ჩაძირულიყავი.ერთი სიტყვით სრულყოფილებასავით იყო,თუმცა სულ ამაოდ.შვიდი წელი გაშმაგებელ ტარიელს ვგავდი მთელი შვიდი წელიი,კი არ მოგესმათ სკოლის ბოლო დღემდე მომწონდა.მაგრამ არასდროს ვიმჩნევდი რადგან ვიცოდი სხვა გოგოზე იყო ყურებამდე შეყვარებული.ძალიან ძნელი იყო,უსაშველოდ ძნელი მე კი სულელი ვიყავი,ვერ შევძელი საკუთარი თვისთვის მეიძულებინა მისი დავიწყება.......თუმცა როგორც ამბობენ ყველაფერი ხდება და არაფერია შეუძლებელიო,მართალი ყოფილა.ვერასდროს ვიფიქრებდი რომ მის გარდა სხვის მოწონებას შევძლებდი ან საერთოდ სხვა ბიჭს თუ დავინახავდი.თუმცა(უკვე მეასედ ვწერ ამ სიტყვას ) ესეც მოხდა.ჩავაბარე უნივერსიტეტში და თითქოს ახალი ფურცლიდან ვცადე ყველაფრის დაწყება,მანძილმაც და სივრცემაც ტავისი ქნა.მისი ნახვა აღარ მიწევდა და თითქოს მთლიანადაც გადამავიწყდა.დაიწყე სწავლა და ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა,უნივერსიტეტში არცერთი ბიჭი არ მესიმპატიურა და ამიტომაც სულაც გადამავიწყდა ბიჭების არსებობის შესახებ.გავიჩიენე მეგობრები მთლიანად მათზე მოვახდინე კონცენტრაცია..თუმცაა(აი კიდევ ) ჰოი საოცრებავ.დავამთავრეთ პირველი სემესტრი და დაიწყო მეორე კარგად მახსოვს პირველი დღე ძალიან აფორიაქებული ვიყავი საახალწლო არდადეგების შემდეგ ამდენი ხნის უნახავ მეგობრებს ვნახავდი. ხო მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ სწავლის დაწყება დიდად არ გამხარებია (ტიპური მე )პირველმა დღემ ძირითადად მოკითხვითი ხასიათ მიიღო და ლექციებიც დიდად არ ჩაგვტარებია,ცხრილი გაგვაცნეს და გვითხრეს რომ ხვალიდან აქტიურად ჩავერთვებოდით სასწავლო პროცესში.
სამშაბათი დილაა და დიდი ენთუსიაზმით გავეშურე პირველივე ლექციაზე,რომელიც 9 საათზე მქონდა(თან ამავდროულად ძალიან კი მესიკვდილებოდა ).შევდივართ,ვსხდებით,ვიცნობთ ლექტორს რომელიც ძალიან საყვარელი აღმოჩნდა ჩემდა გასაკვირად და ვიწყებთ ლექციას.როცა არავისდა გასაკვირად პირველივე ლექციაზე დამგვიანბელი ხალხი შემოდის მათშორის ერთი ძალიან მომხვდა თვალში,რაღაც უცნაურმა გამიელვა თავში.ეს იმ განცდის მსგავსი იყო რაც მეხუთე კლასში ჩემი პირველი სიყვარულის დანახვისას ვიგრძენი.უცბათ თვალები დავახამხამე რეალობიდან სადღაც შორს წასულმა და გონს მოვეგე.რაღაც ძალიან უცნაური ხდებოდა ჩემს თავს და ვერ ვაცნობიერებდი რატომ.ეთ მომენტში რაღაცაზე გაეღიმა და მეც გავშტერდი,მთელი ლექცია ისე სწრაფად გავიდა მის ყურებაში რომ ვერც გავიგე.ეს იყო პირველი ნახვა.ალბათ მიხვდით რომ ადამიანი პირველივე დანახვისას მომწონს ხოლმე და არ ვცნობ მე სიძულვისის შემდეგ მოსულ სიყვარულებს და მსგავს ამბებს ორ თვეზე მეტია უკვე რაც ვხედა ხოლმე ოღონდ მხოლოდ კვირაშ ორი დღე(მეტჯერ არ დაბრძანდება ვაჟბატონი ან მე ვერ ვხედავ სახელი და გვარიც ჩემმა ჯგუფელმა გამიგო თავისი ძმაკაცისგან,რომელიც როგორც ახლა გავიგე ჩემი „CRUSH”ის ჯგუფელი და მეგობარი ყოფილა…იმდღეს ჩემი მეორე ჯგუფელი გოგოსთვისაც კი უკითხავს(რომელიც ამ ბიჭის შეყვარებულია) შენ ჯგუფელს ჩემი ჯგუფელის(მე რომ მომწონს იმის სახელი) სახელი რისთვის აინტერესებდაო..მგონია რომ შეიძლება რამე იეჭვონ და არ მინდა მიხვდნენ რაც ხდება..მგონია რომ ეს ბიჭი არასდროს შემომხედავ და საერთოთ შეიძება მოსწონს კიდევაც ვინმე,ამიტომაც მინდა დავივიწყო და გონებიდან ამოვიგდო რამენაირად.ნუ მარტო ამ მიზეზის გამოც არა,არის კიდევ ერთი უფრო დიდი მიზეზი რაც მაკავებს და მახევინებს უკან,ის თუ რის გამოც არ გავიცანი აქამდე..ამ შემოდგომით სხვა ქვეყანაშ ვაპირებ წასვლას ერთი წლით მაინც და არ ვიცი შემდეგ რა იქნება.ამის მეშინია,არ მინდა დავიწყო და მერე უარესად ვინანო და ვინერვიულო..ორი თვეც აღარ დარჩა სწავლის დამთავრებამდე.ზოგი მეუბნება გარისკე შენ რას კარგავ გაიცანი,იქნებ საერთოდ არც მოგეწონოს და გულიც აღარ გეტკინებაო,ზოგიც კი მეუბნება ტყუილად ნუღარ ფიქრობ მაინც მიდიხარ და რა აზრი აქვსო,მაგრამ ასე მარტივი ხომ არ არის ადამიანის ფიქრებიდან ამოგდება.როცა სულ მას ხედავ ყველგან და მის გარდა ვერავის ამჩნევ.ამიტომაც ვერ ვიგებ რა გავაკეთო და რჩევა მჭირდება რაც შეიძლება მეტი თქვენგანისგან,რომ შემდეგ შევაჯამო და ყველასათვის შესაფერისი გადაწყვეტილება მივიღო.ხვალ ექსკურსიაზე ვაპირებდით მთელი კურსი წასვლას და ვიფიქრე შანსი მექნებოდა გამეცნო ცოტათი მაინც და სხვა კუთხით დამენახა,მაგრამ მომავალი კვირისთვის გადაიდო რაღაც მიზეზების გამო,რამდენჯერაც რამე ვცადე სულ ირევა და არ გამომდის..გთხოვთ დაეხმაროთ თუ ვინმემ იცით რა არის გამოსავალი (რომელიც ვიცი აუცილებლად იარსებეს) უბრალოდ იმდენად გაურკვევლობაშ ვარ ვერ ვხვდები რა ვქნა მართლაც რომ გამომაშტერა ამხელა ბიჭმა,,,წინასწარ დიდი მადლობა ყველას ვინც გამიგებთ და რჩევას მომცემთскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი eremar

სანამ თავად შენ არ გაგიჩნდება იმის სურვილი, რომ გაწყვიტო ამ ადამიანთან ყოველგვარი ურთიერთობა, თუ მასზე ფიქრე, სხვა ვერავინ დაგეხმარება, რაც არ უნდა გითხრას და როგორაც არ უნდა აგიხსნას, ვერ გადაგარწმუნებს. შეიქმენი სათანადო განწყობა, რომ შენ ამას შეძლებ და ყველაფერი გამოგივა. წარმატებას გისურვებ.
--------------------
ცხოვრება უმოწყალოა, ზოგიერთი ადამიანიც. მე მივდივარ...

 


№2 სტუმარი სტუმარი ბარბარე

ვაიმეე არ ვიცი რა გითხრა მეც ეგეთ დღეში ვარ 11 კლასელი ბიჭი მომწონს არ ვიცნობ და მეშინია მერე რო არ მომეწონოს არ ვიცი რა ვქნა ჩემ თავს ყოველდღე ვარწმუნებ რომ მივიდე ა გავიცნო შენც ამას გირჩრჩევ და თუ დაგცინა ან რამე ეგეთი არ იარდო ამაყად შსეხედე და უთხარი რომ შენი ნებით შეიყვარე და თუ მოგინდა ისე გადაიყვარებ რომ მისი არსებობაც აღარ გემახსოვრება. იმედია ყველაფერი გამოგივა მეც იგივეს ვაპირებ. სიყვარულით ბარბარე????????????წარმატებები

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.