იმედიანი ვიყავი,ვარ და ვიქნები
რატომ ადამიანო უიმედობა,როცა იმედის უამრავი სხივი არსებობს? რატომ დგამ ნაბიჯს უიმედობისკენ თითქოს მარტოსული იყო,სხვა გზა არ გქონდეს,მეტი შესაძლებლობა არ იყოს.რატომ ირჩევენ ხოლმე ადამიანები უიმედობის გზებს? როცა უკან უხილავი,მაგრამ შესამჩნევი იმედის ნაპერწკალია რომელსაც უნდა ჩაეჭიდო,გამოიყენო ერთგვარ შანსად.არასდროს გაუშვა იმედი ხელიდან,პატარა ჩიტივით გაუფრთხილდი რომელიც ეს ესაა ფრენას სწავლობს. იცი რა ქენი? შენთან ახლოს მყოფ უიმედობას უარი განუცხადე პირდაპირ არა უთხარი რომ მასთან ურთიერთობა,კონტაქტი არ გსურს რომ არანაირი კავშირი არა გაქვთ ერთმანეთთან.თავი შორს დაიჭირე მისგან,განერიდე სხვაგან წადი სხვასთან წადი.არჩევნად ერთ-ერთი უიმედობა,რომ გქონდეს არ შეაჩერო მასზედ ყურადღება რადგან მოულოდნელი ნაბიჯებით ნელი სვლით იცის ცხოვრების ამოყირავება და ყველაფრის არევა.შემდეგ ვეღარ ხვდები რა არის სწორი,საიდან რა დაიწყო როგორ დაალაგო ან დალაგებად ღირს უიმედობისგან გამოწვეული აწეწილი ცხოვრება? აქვე უამრავი კითხვის ნიშანი იჩენს თავს პასუხი სხვადასხვაგვარია.ზოგი ამბობს,მერედა რა ცხოვრებას გასწავლის ძირს დაეცემი,წააგებ მაგრამ მეორე წუთში ფეხზე ადგები მოგებულიც დარჩები.და აზრი? აქვს ამ ყოველივეს აზრი? ან სად ხდება ასე? არსად რადგან ნორმანული ადამიანები თავისით ა რ ითხრიან სამარეს,არ ირთულებენ არსებობას,არ იქმნიან პრობლემებს არ იმატებენ ტკივილს პირიქით ყველას მშვიდობა გვწყურია,ის მშვიდობა რომლისთვისაც წლების მანძილზე ამდენი ხანი ვშრომობთ,ვიბრძვით დაუღალავად ყველაფრისდამიუხედავად. სულით მორწმუნე ადამიანები ოდნავ გაელვებულ ნაპერწკალსაც კი იმედს უწოდებენ...ამას ჯერ განიცდიან შინაგანად,შემდეგ ბევრჯერ იმეორებენ სურვილი აქვთ იმისა,რომ ახდეს ეს ოცნება იმედი მუდამ იმედიანად გარდიქცეს და ასეც ხდება ხოლმე...თუ კარგ რამეს ჩაიფიქრებ მალევე ასრულდება,ფიქრებიც დადებითი მუხტით სავსე იქნება იმედიც სწორედ სუფთა ენერგეტიკისგან მოდის.ყველაფერი კარგს ხომ დადებითი ენერგეტიკა აქვს,ჰოდა ადამიანისგანაც იგივეს მოითხოვს ჰქონდეს კეთილი სურვილები,წრფელი ოცნებები,წმინდა აზრები და უდაოდ ყველაფერი დალაგდება თავისით,ავტომატურად.შენ თუ ყოველდღე საკუთარ თავს უიღბლო,არაფრისმქონე უწოდბდე და იძახოდე "აუ,მე ხო ბედი არა მაქვს" ნეგატივი გამოიწვიო აბა,როგორღა მიაღწევ დადებით სხივამდე? ვერა,რადგან ცუდი ენერგეტიკა გიშლის ხელს,სანამ არ გაიწმინდები არასწორი ფიქრებისგან,აზრებისგან მანამ არ მოვა შენამდე დადებითი მუხტი მანამ არ გეწვევა ცხოვრების აღმშენეობა,მისი მართვა,აყვავება და გამწვანება.ყველაფერს თავისი დრო აქვს,მათ შორის წარმატების მიღწევასაც შესაძლოა ახლო მომავალში ვერ მიაღწიო,მაგრამ გავიდეს წლები და წარმატებული იყო.ეს წარმატება კი დამსახურებული იყოს.სწორედაც ამაშია მთავარი პრინციპი რომ მიაღწიო რაღაცას ან გახდე მნიშვნელოვანი პერსონა და გვრდით თან გქონდეს მომავლის იმედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.