შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული

გუშინ, 00:03
ავტორი Ni♥♥
ნანახია 69

თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა რომ ბევრი კარგი მეგობარი მყავს და ხშირად ვუზიარებ მათ ჩემს ემოციებს მაინც არ აროს ეს საკმარისი, ზოგჯერ მგონია რომ არავინ არის ისეთი ვინც მართლა მომისმენს, მთელი არსებით და დამეხმარება ფეხზე წამოდგომაში. რეალურად ვიცი რომ პრობლემა ჩემშია, თავად ვუქმნი საკუთარ თავს პრობლემებს, ვენდობი ისეთ ადამიანებს ვისაც არ უნდა ვენდო, იმაზე მეტ თვისებებს ვაწერ ვიდრე მათ ერგებათ და როცა ისინი გულს მტკენენ ვცარიელდები, ძალიან მინდა ვაიძულო თავი ასე აღარ მოიქცეს მაგრამ არ გამომდის. მინდა რომ ბოლო ხმაზე ვიტირო და მთლიანად ამოვიღო გულიდან დაგროვილი ყველა განცდა, მაგრამ ესეც არ გამომდის, ნორმალურადაც ვერ ვტირი. არ ვიცი საკუთარი თავის გარდა რას შეიძლება დავაბრალო ჩემი ასეთი უიღბლობა, სასაცილოა სიყვარულში არასდროს არ მიმართლებს სულ არასწორ ადამიანებს ვირჩევ, როდესაც პირველად შევიყვარე პატარა ვიყავი, ბევფი არაფერი გამეგებოდა არც მეგობრები მყავდა, ისეთი არავინ იყო ვისაც დახმარებას ვთხოვდი, დიახ დახმარებას რადგან საყვარელი ადამიანისგან თავის დაცვა მჭირდებოდა, ფსიქოლოგიურად გამანადგურა. ესეც გადავლახე, წლების შემდეგ ისევ შევიყვარე ადამიანი, რომელიც მუდამ ზრუნავდა ჩემზე და მეც მუდამ გვერდით ვედექი თუმცა წლების შემდეგ ისე გაცივდა და ისე უეცრად მიმატოვა დღემდე ბოლომდე ვერ ვიგებ რატომ მომექცა ასე. ყველაფერ ამას სხვა პრობლემებიც ემატება, წლენია მარტო ვცხოვრობ, ვმუშაობ და თავს დამოუკიდებლად ვირჩენ მაგრამ ძალიან მირთულდება ხელფასის ნახევარზე მეტი ვალდებულებებში მიდის და საჭმლის ფულიც კი აღარ მრჩება, კარიერასაც ვერ ვიწყობ ნორმალურად საკუთარ თავს ვერ ვპოულობ და რისი კეთებაც მიყვარს ვერ ვანხორციელებ ფინანსების არ ქონის გამო, ეგეც რომ არა მუდმივი შიში მაქვს დამარცხების, რომ არ გამოვა ისე როგორც მე მინდა. უბრალოდ არ ვიცი საით წავიდე რა გავაკეთო რომ თავს ვუშველო. მინდა რომ ჩემ ცხოვრებაში ბედნიერი დღეები ჭარბობდეს. ეს ყველაფერი აქ იმიტომ დავწერე, რომ უბრალოდ მომისმინოთ, ძალიან ბევრჯერ დამეხმარა აქაურობა და უცხო ადამისნების ნუგეში და როცა ეს ძალიან მჭირდება მხოლოდ ეს მშველის.

№1  offline წევრი La dolce vita

არ ვიცი, ჩემი კომენტარი, თუ დაგეხმარებათ ან გაგამხნევებთ, მაგრამ მე მაინც ვცდი.
რადგან რაც წავიკითხე ნაწილობრივ მეც იგივე მჭირს, პირველ რიგში არ ენდოთ ადამიამებს ბრმად და იმაზე ახლოს ნუ მოეშვებთ, გულთან ახლოს ვიდრე უნდა იყვნენ, ახლა ისეთი დროა არავინ არის სანდო.
მარტო არასდროს ხართ, გახსოვდეთ,რომ თქვენს გვერდით უხილავად უფალი დგას, შეილება გარს ბევრი ადამიანი გეხვიოთ, მაგრამ მაინც ვერ იქნებიან თქვენს გვერდით სულ. ამიტომ ერთადერთი ვინც უსასრულოდ არის ჩვენთან ეს არის უფალი..ის არის ერთგული და უღალატო მეგობარი მარტო, როდესაც ეს განცდა გექნებათ გულით და გონებით მოუხმეთ უფალს და იგრძნობთ, რომ მარტო არ ხართ ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც ერთი მეგობარიც კი არ ჰყავს, მაგრამ ამის მიუხედავად მარტოსულად სულაც არ ვგრძნობ თავს, როდესაც გულის გადაშლა.მინდა ყოველთვის უფალს.მივმართავ ხოლმე.
ახლა რაც შეეხება სიყვარულს არ ვიცი რამდენი წლის ხართ, მაგრამ ის ვინც წასასვლელი იყო ისედაც წავიდოდა, ისეგი ჯერ დრო არ მოსულა, ამის და უფალმა უკეთ იცის, როდის გვეწვევა სიყვარული,მთავარია გული არ გაიტეხოთ ყველაფერს თავის დრო აქვს და როდესაც დრო მოვა, გამოჩნდება ის ერთადერთი ადამიანი,რომელიც ბოლომდე გიერთგულებთ.❤️❤️

№2  offline წევრი Ni♥♥

La dolce vita

ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ და თქვენი აზრი გამიზიარეთ ❤️ ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე საუკეთესო რჩევაა რაც კი მომისმენია და ყველაფერში გეთანხმებით ❤️ ყველაზე მეტად უფალთან საუბარი მიყვარს და ხშირად ვგრძნობ მის სიახლოვეს, უბრალოდ იმდენად ავირიე და დავიკარგე ყველაფერი ძალიან რთულად მეჩვენება და ძალას ვკარგავ

№3  offline წევრი La dolce vita

Ni♥♥

არ დანებდეთ, რა სიტუავიაშიც არ უნდა იყოთ, უფლის წყალობით გამოსავალს აუცილებლად იპოვით, როგორ მესმის იცი ზუსტად ასე ვარ მეც ხან მგონია, უკვე აღარაფერს ეშველება, მაგრამ სწორედ მაშინ გამოიდარებს, როდესაც აღარაფერს მოელი ამ ცხოვრებისგან. უფალს თხოვეთ ძალა მოგცეთ. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა მოთმინებით და მისი იმედით ყველაფერი დალაგდება, იმ ადამიანების გამო, გულს ნუ გაიტეხთ, ვინც არ ღირს ნერვიულობად.
მოდი ასე ვთქვათ, ყოველი ადამიანი, რომელიც მოდის და მიდის ჩვენი ცხოვრებიდან ყველა ცხოვრების გაკვეთილს გვაძლევს ყველა სხვა და სხვა მიზეზით ჩამოგშორდება ზოგს ვერ გაუგებ ზოგი თქვენ ვერ გაგიგებთ და მაგრამ ამ შეცდომების მეშვეობით ისწავლით, რომ შემდეგში აღარ ენდოთ ბრად ადამიამებს, ნუ ყველას არა, მაგრამ ვინც მართლა იმსახურებს და არის ერთგული იმათ კი, ოღონდ სანამ გულთან ახლოს მოუშვებთ, მანამდე დააკვირდი მათ და მერე თუ ნახავთ, რომ სანდოა,მერე დაუახლოვდით უფრო ახლოს.

ილოცეთ რაც შეიძლება მეტი თუმდაც თქვენი სიტყვებით ასე უფრო აქვს ძალა, ვიდრე დაზეპირებულ ტექსტს.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent