შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ავად ვარ.


15-11-2015, 12:34
ავტორი BvBArMy
ნანახია 3 822

დე,
დავიგვიანებ,
არ
ინერვიულო,
არ
ინერვიულო,
დე,
დავიგვიანებ,
აჰა,
შენ ეს ჩემი ლექსების რვეული,
თვალები,
ხელები
და
გული მთლიანად.
ვიხრჩობი
და
მაინც არ გეტყვი მიშველე,
არ მინდა მოხვიდე,
ჩემს დაფშვნილ მუხლებთან,
თუ მოვკვდი,
იცოდე
პოეტი იშვილე
და
იმას არ მისცე,
სიკვდილის უფლება.
დედა . . .

ავად ვარ.



თქვენ არ იყავით,
არცერთი იყავით,
არავინ იყავით,
მაშინ
როცა
მე
ამ ლექსებს ვწერდი,
როცა
ამ ლექსებს ვკითხულობდი,
როცა
ამ ლექსებს ვხევდი
და
დედაჩემი
დამსკდარი თითებით ბრუნდებოდა სამსხურიდან
და
შარავანდედი
თავზე
კი
არა,
დახეთქილ ხელებზე ეხვია გარს
და
საზღვარგარეთ მყოფ მამაჩემს უნათებდა გზას,
როცა
თენება დღეებს სჭირდებოდათ
და
ღამეები ძილზე გრძელი
და
სიზმრებზე მოკლე იყო,
მაშინ
საკუთარ თავსაც სხვაგვარი ხმა ჰქონდა,
ხმაწართმეული მათხოვრის ფეხებთან
დაგდებულ აბრაზე ამოხრულ სიტყვების,
რომ
დამეხმარეთ,
გთხოვთ
დამეხმარეთ
და
იმედები გვერდს მივლიდნენ გამვლელებივით,
საკუთარ თავებს აიმედებნენ,
რომ
ბოლოს მოკვდებოდნენ,
რომ
ეს ბოლო არ დადგებოდა
და
მე
ვხედავდი,
როგორ
კვდებოდნენ
და
მე
ვამბობდი,
რომ
ყველა არა ვარ
და
ყველა ამას იმეორებდა,
სანამ
ცხოვრებამ სათითაოდ არ გამოგვღადრა,
ყველი,
მაჯები,
თვალები,
გულები
და
ბოლოს
მივხვდი,
რომ
ხანდახან ყველა უნდა ვყოფილიყავი,
ყველაზე მეტიც,
ყველაზე მეტად
და
გადავრჩებოდი,
ან
გადავარჩენდი
ვინმეს
ან
რამეს
და
ახლა შეშლილის პერანგი მაცვია
და
თქვენს წინ ვდგავარ,
მთელი ჩემი უბრალოებით,
ჰო
იმ შეშლილის,
რომელიც
იმაზე
მალე წავიდა ამ ქვეყნიდან,
ვიდრე
თვითონ უნდოდა
და
ეს პერანგი,
ამ
სამყაროს
ყველა
შედევრს მირჩევნია.

რომ
ვენახე,
მეტყოდა - დიდი გაქვს.

აცხოვნე ღმერთო,
ჩემი
სულის
ყველა
ოცნება.

რა
ვქნა,
რომ
იმაზე
არ
სწუხან,
რასაც
თვითონ
არ
ჩაიდენენ
ადამიანები.

თვენ არ იყავით,
ახლა
თქვენ ხართ
და
მე
არსად ვჩანვარ.

ავად ვარ.


თქვენ მეძავები არ ხართ,
თქვენ ბოზები ხართ
და
სულით ვაჭრობთ,
საკუთარი სულით.
რომ შეგეძლოთ ჩემსასაც იხმარდით,
მაგრამ
გიჟი ვარ,
თავისუფლება მირჩევნია,
უფლებას თავის მოკვლის.

ეს ცხოვრება არ არის დილემა,
უკეთესის რა გითხრა
და
უარესი აღარ არსებობს,
როცა
სიგარეტის ღერიც კი
იმდენად სრულყოფილია,
მის საქმეს ბოლომდე აკეთებს,
სხვისი არც არაფერში აინტერესებს.

რამდენჯერ ჩამივლია
ქუჩის განაპირა მდგომი ხეებისთვის
და
არ ჩამივლია ხელი,
ვერ მოადუნებენ ტოტებს,
ქარი მოტეხავს,
ფოთლებმა თავისი გზის იციან.

ახედე ცას
და
დაინახავ,
როგორ მიგაბეს ნერვებმა მიწაზე,
როგორ არ გინდა გიღალატონ,
როგორ გიჭერს ჰაერი
როცა
სიყვარულს სუნთქავ,
როცა სიცოცხლე გინდა,
როცა არ არსებობ.

ავად ვარ.


სად მიდის გზა.
თუ კი ოცნებები კვდებიან,
შემდეგ საფლავიდან დგებიან,
და გამთენიისას,
ბინდ გადაცლილ, გრძელ ქუჩებში,
ჩუმად დადიან.

შეიძლება ეს გზა იყოს ბედნიერების ?
არა.
ეს აფსურდულია.

შეიძლება ეს გზა იყოს უბედურების ?
არა.
ესეც აფსურდულია.

შეიძლება ეს გზა იყოს დრო ?
რომელიც უნდა მოკვდეს,
შემდეგ აღდგეს,
და გადაგარჩინოს.

არ ვიცი.
აფსურდულია.
ყველაფერი.
როდესაც გშია, შეძლებ მოთმენას,
და გადაგივლის.
თუმცა გავა დრო და უფრო აგტკივა კუჭი.

არ ვიცი.
ფასდაუდებელი, მდგომარეობა როდესაც,
დაძინება გსურს და იძინებ.
გაღვიძება გსურს და იღვიძებ.
ფიქრი გსურს და ფიქრობ.
გინდა სიყვარული და გიყვარს.
გინდა დავიწყება და ივიწყებ.
ფასდაუდებელია.
ეს მდგომარეობა გამორიცხავს აფსურდს.

ავად ვარ.


როცა სიჩუმე თავად ვარ
და ყველა შეგრძნებას,
თავად ვკლავ.
გაშტერებული მზერით
ვუყურებ ფანჯრებს.

მაშინ ვხვდები რომ
ავად ვარ,
საკუთარ თავთან
მწყრალად ვარ,
და ყველაფერს,
ყველაფერს
შევცვლიდი !

მაშინ არ ვიქნებოდი,
მოსიარულე ფიქრების ხე,
შენ არ დაუსხამდი წყალს,
ჩემს ფესვებს,
შემდეგ არ შეეცდებოდი,
ჩემს აჩეხვას,
შემდეგ ისევ გახარებას,
და ბოლოს,
არ ვიქნებოდი სიჩუმე თავად,
და გაშტერებული მზერით
არ მოვკლავდი ყველა შეგრძნებას.

ავად ვარ.


შენ ეხლა ცუდად ხარ,
მე არ მნატრობ,
მაგრამ გტკივა რა.
ალბათ სიმარტოვე,

შენი სიმარტოვე,
მკვდარი ემოციები ყრია
შენს გარშემო,
დარწმუნებული ვარ, ასეა.

შენ ეხლა გჭირდები,
მაგრამ მე შორს ვარ.
ვგრძნობ რომ ჩემი სიტყვებითაც
შორს ვარ, რომ კითხულობ.

არ ვიცი, რატომ.
ალბათ იმიტომ რომ
მე შენი მეგობარი არ ვარ.
ჩემი სიყვარულით ნუგეში კი არ გსიამოვნებს.

შენ ეხლა ცუდად ხარ,
და ამის გამო,
კიდევ უფრო ცუდად –
ვარ მე.
რადგან არ შემიძლია
– ჩაგეხუტო,
და უსიტყვოდ გადმოგცე
ბედნიერება.

ავად ვარ.


” რეალობიდან არ უნდა გავირიყოთ.”
და ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდება,
ჩვენი ნამოქმედარი
სისულელეების შედეგია.
რეალობაა დამქანცველი ყოველდღიური ცხოვრებაა,
ყალბი გრძნობებისგან რომ შედგება,
და თუ მისგან გავირიყებით,
მაშინ უნდა შეგვეძლოს სხვა რეალობის შექმნა,
რომელშიც არ ვიქნებით მარტონი.
მიზეზ შედეგობრივი კავშირია,
ორი ჩიტის ჯდომა სარეცხის თოკზე,
რომლიდანაც ერთი მიფრინავს
და მეორეც უკან მიჰყვება.
ეს არის რეალობიდან გაქცევის და შემდგომ გარიყვის
მდგომარეობა.
როდესაც ერთს არ შეუძლია მეორეს გარეშე,
და მეორეს შეუძლია იმ ერთის გარეშე.
თუ მაინც მოხდება,
ჩვენი რეალობიდან გარიყვა,
უნდა შევძლოთ რაიმე ღირებულის შექმნა სხვა სამყაროში,
თორემ დავიღუპებით

ავად ვარ.



არსებობენ ადამიანები,
რომლებიც ყოველ დღე მკვდრები არიან.

ძინავთ და იღვიძებენ ჩვეულებრივ ყოველ დილით,
ჭამენ, სვამენ, დაიდან სასწავლებელში და სამსახურში,
მაგრამ მკვდრები არიან.

ლაპარაკობენ და იღიმიან,
სრულიად უაზროდ,
რადგან ისინი მალავენ თავიანთ გარდაცვლილ სხეულს.

თუ იპოვიან თავისნაირ მკვდარს,
აუცილებლად შეეკედლებიან.
მაგრამ ყველა მკვდარიც არ არის ერთნაირი…

მეც მკვდართა სიაში ვწერივარ
და ყოველი დღე ფარსია ჩემთვის…

მაინც როდისთვის აპირებს ვინმე ჩემთვის,
სულის მოტანას,
არავინ იცის



№1 სტუმარი black

Dejavius grdznoba dameupla kitxvis dros mere chemi dgiuri gadavshale da vnaxe rom aseti mec meweea da eklebma damayara rom vigac titqmis chemnairad piqrobs

 


№2  offline მოდერი წითური გოგონა

მომასულიერეთ!
--------------------
მწვანე ლიმონი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent