შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული "ჰეროინის" " წესებით. ( ნაწილი 5 )


15-09-2016, 00:28
ავტორი kaatoo
ნანახია 2 634

9ივნისი. 2016წ

მე დანგრეული ურთიერთობების ერთი მიზეზი ვიცი...
უთქმელობა - ყველაფერი ამით იწყება.
რემარკი - ნასესხები სიცოცხლე.
........
მასთან აღარ მილაპარაკია. ვიცოდი, რომ ეს სწორი იყო, აღარ უნდა დავბრუნდე უკან. შევძლებ და დავივიწყებ, როგორღაც ვახერხებდი აქტიურად დავკავებულიყავი, მუდმივათ რაღაც ახალს და საინტერესოს ვაკეთებდი, რომ აღარ მეფიქრა. გამომდიოდა კიდეც. ისიც აშკარად ახერხებდა და არ მირეკავდა. ეს მაფიქრებდა კიდეც, მაგრამ თან ვხვდებოდი, რომ ასე უკეთესი იყო. დრო მჭირდებოდა, მისგან თავის დასაღწევად. ბევრჯერ ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა, ახლა კი უნდა გამოსულიყო, როგორღაც უნდა მომეხერხებინა. გამოსავალი სწორედ აქტიური ცხოვრება იყო. ეს დამეხმარებოდა, მთავარი იყო დრო არ მქონოდა მასზე ფიქრისთვის.
ვმუშაობდი, როდესაც თავისუფალი დრო მქონდა, სადმე მივდიოდით მე და მარი. ვერთობოდით, დათოს არც კი ვახსენებდით.
...
18:30
სამსახურს მოვჩი და მარის დავურეკე, მინდოდა სადმე წავსულიყავით, მაგრამ უცნაური ხმა ქონდა.
-გისმენ კატო.
-როგორ ხარ? რა ხდება? გცალია?
-კარგად, არაფერი.
-სადმე წავიდეთ? ხომ გცალია?
-ცუდათ ვარ.
-მოხდა რამე?
-არ ვიცი, უნდა გითხრა თუ არა.
-რა მოხდა მარი, მაშინებ.
-დათოს ეხება.
-რა მოუვიდა?
-7ში სასამართლო ქონდა.
-მერე?
- ციხეშია.
ტელეფონი გავთიშე. რა უნდა მეთქვა მისთვის? დამემშვიდებინა? ეს რა ჩავიდინე? დანაშაულის გრძნობა დამეუფლა. ასე როგორ მოვიქეცი დათოს ძალიან უჭირდა, მას უბრალოდ ასეთი მდგომარეობა ქონდა, მე კი არაფერი გამიკეთებია. ახლა რა ვქნა? ერთი წელი ჩემთვის უსასრულობა იქნება, ამდენი კითხვით ვერ ვიცოცხლებ, უბრალოდ ვერ შევძლებ ამის გაკეთებას.
გადავწყვიტე წერილი დამეწერა:
....
დათო...
დათო...
დათო..
რას იზავდი ჩიხში, რომ შესულიყავი და გამოსავალს ვერ პოულობდე? მე მგონია, რომ ასეთ ჩიხში ვარ. თავს ვერ ვაღწევ და მგონი ვერც ვერასოდეს დავაღწევ თავს.
ეს შენ ხარ!
რა შეიძლება დავრქვა იმას რასაც შენს მიმართ ვგრძნობ: შეპყრობილობა, შიში, სურვილი, ეგოიზმი, ბრაზი და კიდევ უამრავი რამ, რაც სიყვარულისგან ძალიანაა აცდენილი, მაგრამ როგორ შეიზლება შემიყვარდეს სხვა, როდესაც შენს მიმართ ამდენ რამეს ვგრძნობ?
არასოდეს მომწონდა იდეალური ბიჭები აი ისეთები ყველა, რომ მომიწონებდა.
არ ვიცი შენ რაზე ხარ ნაწყენი, მაგრამ გეტყვი რას მივიჩნევ ჩემს მთავარ შეცდომათ. როდესაც რამე მწყინდა არ გეუბნებოდი, უბრალოდ ცუდათ გექცეოდი, მეგონა ასე მიხვდებოდი, რომ ნაწყენი ვიყავი.
ახლა, რომ შემეძლოს შენი ნახვა, თუნდაც ხუთი წუთით ყველაფერს დავთმობდი, სწორედ ეს მიკვირდა ყოველთვის. შენ ამბობდი, რომ გენატრებოდი, მაგრამ მე არ ვიყავი გისოსებს მიღმა.
არც ყველაფრის გარკვევას ვცდილობ და მითუმეტეს არ გსაყვედურობ.ძალიან მინდა მხოლოდ დადებითი გავლენა ქონდეს ამ წერილს შენზე. გარეთ უამრავი ადამიანი გელოდება, უამრავი ნათელი და ბედნიერი დღე. ეს კი ტკბილმწარე მოგონება იქნება, რომელიც უფრო გაგაძლიერებს.
რთულია ვინმეს რამე ავუხსნა შენზე და ჩემზე. ჩვენს შესახებ ვინმეს რამე რომ მოვუყვე ალბათ სულელად ჩამთვლიან. როგორ შეიძლება ჩვეენ შორის რამე მოხდეს როდესაც ასე განვსხვავდებით ერთმანეთისგან? მაგრამ როგორ ვერ ვიტან ბიჭებს, რომლებიც შენ არ გგვანან.
შენ არავინ გგავს!
ნეტავ ვიცოდე, რომ ეს წერილი შენამდე მოაღწევს და სწორად გაიგებ ყველაფერს.გთხოვ ძლიერი იყავი. არ შეშინდე , ახალი ძალებით დაიწყე ახალი ცხოვრება. მე ყოველთვის გამიხარდება შენი ბედნიერება.
არ გთხოვ პასუხი მომწერო, ჩემთვის ისიც საკმარისა, რომ ეს წერილი პატარა ფანჯარას გახსნის შენთვის.
მშვიდობით სამუდამოდ. მე მივდივარ შენგან.
დათო...
დათო...
როგორ მინდა მიპასუხო:
-გისმენ კატო.
მე კი გეტყოდი , რომ:
-მიყვარხარ.
"წონასწორობა"
არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი ციხეში, როგორ მივედი იქმდე, მხოლოდ ის მახსოვს, როგორ ათვალერებდა ბადრაგი წერილს, მერე მითხრა, ცოტახანში უკვე ნახავსო. მაშინვე წამოვედი, ჩქარა მოვდიოდი.
გონებაში ერთი აზრი მიტრიალებდა, დათო ჩემი ნარკოტიკია, თავს ვერ ვაღწევ!
ხიდთან მივედი, ტელეფონი ამოვიღე და მარის დავურეკე.
-გისმენ
-როგორ ხარ?
-კარგად
-ანსტასია, როგორაა? ყოველთვის უთხარი, რომ ნათლიას ძალიან უყვარს.
-მთვრალი ხარ?
-კი, შესაძლოა ასეც ითქვას.
-კატო.. ! რა გჭირს? რა ხმა გაქვს?
-მადლობა ყველაფრითვის, მარი!
-რა მოხდა? რატომ მეუბნები ამას ახლა?
-მთელი ცხოვრება გვერდით მყავხარ და ყოველთვის, მაქვს შენი იმედი.
ტელეფონი გავთიშე. ყელში ბურთი მომებჯინა, ხელები მოაჯირს მოვუჭირე, ამჯერად უნდა გავექცე, მას. ის ვეღარ მოვა. მე კი რამდენი კითხვა მაქვს.... რატომ იქცეოდა ასე? მაგრამ პასუხები უფრო მაშინებს, . ლოდინი მკლავს, რომელიც უიმედოაა. მეშინია, რომ პასუხები გამანადგურებს. დავიღალე, ძალა აღარ მყოფნის. სტაბილურობა მჭირდება უნდა გავთავისუფლდე, რომ აღარ დამეწიოს. აღარ შემიძლია, მის გარეშე უფრო და უფრო მიძნელდება ყოფნა. ნეტა თუ ვინანებ, ბოლო წუთებში ვინანებ ალბათ. მოაჯირს ვაბიჯებ და წყალს პირდაპირ ვუყურებ, დინება ჩქარია, ცურვა არ ვიცი, ალბათ რამდენიმე წამში დავიხრჩობი და სრულ თავისუფლებას მოვიპოვებ, ნეტა თუ ვინანებ? ახლა ეს კითხვა მიღრღნის გონებას. არა არასოდეს! ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ალბათ სასიმოვნო იქნება, უნდა გავფრინდე , მე სტაბილურობა მჭირდება. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ გავიხსენო, მარის საძინებელში დაკიდებული ჭაღი, ის ცენტრშია, წონასწორობას იცავს. ვიხსენებ, როგორ მინდოდა მის ადგილას ყოფნა და ვამსხვრევ მას. ნაწილებად იშლება, პატარა წვრილ ნაწილებად, მთელს ოთახში იფანტება, შეუძლებელია მისი აღდგენ, ვერარასოდეს შეძლებს ძველ მდგომარეობაში დაბრუნებას. ვამსხხვრევ ყველა ჭაღს გონებაში , ყველა ოთახში სადაც კი მინახია, ყველა მუზეუმში, ყველა მაღაზიაში. ისინი ვეღარასოდეს შეძლებენ დაუბრუნდნენ უწინდელ მდგომარეობას, მთელი სამყარო მათმა ნაწილებმა მოიცვა ისინი დაიფანტნენ და დაიკარგნენ, ისევე , როგორც მე. მე მხოლოდ ერთი პატარა ნამსხვრევი ვარ დანარჩენი ნაწილები კი სადრაც შორს არიან, მიხმობენ ზოგჯერ მეძახიან, იტანჯებიან უჩემოდ ისევე როგორც მე მათ გარეშე , მაგრამ ახლა შეუძლებელია მათი პოვნა. ჩვენ სამუდამო მარტოობისთვის გაგვწირეს, გაგვანადგურეს. თვალებს ვახელ, დინება კვლავ ჩქარია მთელი სახე ცრემლებით მაქვს დაფარული, მახსენდება სკოლის პერიოდსი დაწერილი ესე. 18 წლის გოგოზე, რომელიც სიყვარულის გამო იკლავდა თავს, მე ის შევქმენი, გამოვიგონე, მაგრამ არასდეს მესმოდა მისი. ახლა კი მესმის , წარმომიდგენია, როგორ იტანჯებოდა. ვტირივარ მის გამოც, თანავუგრძნობ. ვტირივარ ყველა იმ ქალის გამოც , რომელიც ასეთ სასოწარკვეთაში ჩავარდნილა. ვტირივარ მათ გამოც ვისაც იგივე ელის. ო, როგორ მიზიდავს წყალი, როგორ მაჯადოვებს მისი ჩქარი დინება. ნუთუ იქ წონასწორობა?
თვალებს ვხუჭავ, მინდორში ვარ უზარმაზარ მინდორში. გავრბივარ, ის იქ არაა, აღარც არასოდეს იქნება შემიძლია მშვიდათ ვიყო, მე მისგან თავისუფალი ვარ.
...
ეპილოგი
მე მართლა მოვკალი ძველი მე.
აღარ გავრბივარ.
სრულ თავსუფლებამდე კი კიდევ შორია!
......
დასასრული!
......
გაგრძელება, არ ვიცი იქნება, თუ არა :)
...
ძალიან გთხოვთ ვინც წაიკითხეთ და გამოიტანეთ აზრი, მირჩიეთ რამე. დააფიქსირეტ თქვენი აზრი. ეს ისტორია სრული სიმართლეა. მხოლოდ სახელები და მდებარეობაა შეცვლილი.



№1  offline წევრი nini :)

ar vici ra vtqva iseti kargi wyvili iyo megona ertad iqnebodnen....

 


№2  offline წევრი kaatoo

nini :)
ar vici ra vtqva iseti kargi wyvili iyo megona ertad iqnebodnen....

Jer yvelaferi winaa

 


№3  offline წევრი nini :)

unda gaagrdzelo?

 


№4  offline წევრი kaatoo

nini :)
unda gaagrdzelo?

ეს ისტორია ნამდვილია და ზუსტად ამ ეტაპზეა გაცერებული სინამდვილეშიც.

 


№5  offline წევრი nini :)

kaatoo
nini :)
unda gaagrdzelo?

ეს ისტორია ნამდვილია და ზუსტად ამ ეტაპზეა გაცერებული სინამდვილეშიც.

sqinteresoa namdvilad rogor ganvitardeba movlenwbi roca dato am abavs gaigebs

 


№6  offline წევრი kaatoo

Datos amobechdil variants gavugzavni

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ესე დასრულება არ შეიძლება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent