შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სურვილების სია (სრულად)


23-06-2018, 00:19
ავტორი კეროლაინი
ნანახია 12 743

უკვე ორი კვირა გავიდა რაც აქაა. ჯერ-ჯერობით ვერ შეეგუა და გაღვიძებისას, ლამაზი, ჭრელი ფერების ნაცვლად მხოლოდ თეთრს,რომ ხედავს უსიამოვნოდ გაკრავს ხოლმე გულში რაღაც,მაგრამ რა ქნას.. ხვდება,რომ აქ ყოფნა აუცილებელია.. მისი ჯანმრთელობისთვის ასეა საჭირო..
...
-აბა როგორ გრძნობს თავს ჩემი პაციენტი?
პალატაში ლელა შემოვიდა.
ლელა მისი ექიმი,პუტკუნა,მაღალი,ლოყებწითელა,უსაყვარლესი ქალია..
-როგორც ყოველთვის კარგად ლელა ექიმო
მიუგო ღიმილით გოგონამ და გაიზმორა
-და როგორც ყოველთვის პოზიტივს აფრქვევ
თმაზე მიეფერა ლელა
-ლელა ექიმო სახლში როდის წავალ?
-ანალიზების პასუხი მოვიდეს კასიანა..
-ოო მე ხომ ვიცი,რომ კარგად ვარ!
ამოიფრუტუნა გოგონამ
-ეჭვიც არ მეპარება,მაგრამ პასუხს მაინც უნდა დაველოდოთ კარგი?
-კარგი..
-ახლა ეს წამალი დალიე
გაუწოდა წამალი ქალმა
კასიანამ წამალი დალია და მერე ნაღვლიანად ამოიბუტბუტა
-ლელა ექიმო გარეთ მინდა გასვლა
-ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ..
-ვიცი,მაგრამ ძალიან გთხოვთ.. ლამისაა გავგიჟდე!
-არ შეიძლება კასიანა.. ძალიან გთხოვ კარგი?!
-კარგი..
თქვა სევდაშეპარული ხმით და მეორე მხარეს გადაბრუნდა
-ძალიან დამჯერი და კარგი რომ ხარ ვეცდები მალე გაგწერო.
უთხრა ღიმილით ლელამ და ნელა გავიდა პალატიდან.
....
-ლელა დამშვიდდი და პაციენტთან შედი!
-ანგელოზი გოგოა.. ღმერთო რატომ მაინცდამაინც ის?!! რა დააშავა?!
მთელი გულით მოთქვამდა ლელა
-ლელა გთხოვ დამშვიდდი, შენ ექიმი ხარ! ასეთი რაღაცეები ხშირად ხდება.. მოგიწევს შეეგუო.. უნდა შეხვიდე პალატაში,პაციენტი პასუხს ელოდება..
-კარგით ქალბატნო თამარ მაპატიეთ
ცრემლი ხელის გულით მოიწმინდა ქალმა
-ალექსანდრემ რომ დაგინახოს ძალიან გაბრაზდება ხომ იცი?
-დიახ,დიახ მართალი ხართ..
-ძალიან დიდი მნიშვნლობა აქვს როგორ ეტყვი.. ნერიულობა არ უნდა დაგეტყოს თორემ თვითონაც ანერვიულდება! შენ უნდა შეძლო და დაარწმუნო,რომ ყველაფერი კარგად იქნება.. ახლა ღრმად ჩაისუნთქე და პაციენტთან შედი!
....
კასიანა ტელევიზორში რაღაცას უყურებდა და მთელი გულით იცინოდა
-კასინა..ხმადაბლა წამოიწყო ქალმა
-გისმენთ ექიმო
უთხრა სიცილით,ისე რომ ტელევიზორისათვის თვალი არ მოუცილებია
-ანალიზების პასუხი მოვიდა..
-მერე?
-თავის ტვინის სიმსივნე...
ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა ლელამ
-ექიმო..!
-მაგრამ ქიმიოთერაპიებით და სხვადასხვა პროცედურებით შეიძლება ამის განკურნება.. მთავარია,რომ ამ ამბავს გაგებით მოეკიდო და საკუთარ თავს განაჩენი არ გამოუტანო!
-ექიმო!
-აქ უამრავმა პაციენტმა დაამარცხა კიბო.. საშიში არაფერია.. აი ნახავ ყელაფერს როგორ დაძლევ! შენ ხომ პოზიტიური და ყელაზე საყვარელი ხარ! თან ყველაზე ძლიერი...
-ექიმო!
დაიყვირა ბოლოს კასიანამ
-ხო..გისმენ ჩემო გოგონა
-გაიწიეთ,მეფარებით! ან თქვენც უყურეთ ნახეთ ახლა ის მწანე თმიანი რას იზამს
ჩაბჟირდა კასიანა..
ლელა გაოცებული უყურებდა მოხარხარე კასიანას.. "იქნებ ვერ გაიგო რა ვუთხარი?" ფიქრობდა და თვალებში ცრემლებ ჩამდგარი უყურებდა
-კარგი,კარგი მეყოფა ამდენი სიცილი თორემ მუცელი ამტკივდა
თქვა და ტელევიზორი გამორთო.-აბა რამდენი დამრჩა?
იკითხა უდარდელად
-ღმერთო კასიანა რას ამბობ? რა რამდენი.. ჯერ ქიმიოთერაპიებს დავიწყებთ.. მერე კიდევ სხვა პროცედურებს და რამდენიმე ოპერაციას და მორჩა ყველაფერი კარგად იქნება
-ან კარგად..ან ცუდად
მხრები აიჩეჩა კასიანამ
-მე და ჩემი კოლეგები ბოლომდე ვეცდებით რომ ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდეს! აი ნახავ..
-ოხ.. კარგი კარგი..
ამოიფრუტუნა გოგონამ
-კარგი ახლა გავალ პაციენტები მელოდებიან!
ლელა ჩქარი ნაბიჯებით წავიდა კარისაკენ
-ექიმო!
-გისმენ კასიანა
-ახლაც არ შეიძლბა გარეთ გასვლა?
-კასიანა არა... მაგრამ.. იცი.. თუ შენ არავისთან არაფერს იტყვი შემიძლია სულ ცოტა ხნით გაგასეირნო
გაუღიმა ქალმა და წარბები აათამაშა.
-რააა?! მართლაა? რა თქმა უნდა არავისთან ვიტყვი ლელა ექიმო ძალიან დიდი მადლობა
...
ლელამ კასიანას ხელი ჩასჭიდა და პალატის ეზოში გაიყვანა..
გარეთ გასვლა ისე მონატრებია,ლამის დაიხარა და მიწას აკოცა.. გიჟდებოდა სეირნობაზე,სუფთა ჰაერზე,ბუნებაზე...
-კასიანა დავჯდეთ, ამდენი ხნით ფეხზე დგომა არ შეიძლება
-კარგი რა ლელა ექიმო კარგად ვარ,თან ამდენი ხანია პალატაში ვარ მომენატრა სიარული... გთხოვთ რაა!
"კნუტის თვალებით" სთხოვ გოგონამ
-კარგი,მაგრამ მალე უნდა შევიდეთ!
...
კასიანა ნელი ნაბიჯებით დაუყვა საავადმყოფოს ეზოს.
ყველაფერს აკვირდებოდა, ყველას უღიმოდა
...
რამდენიმე წუთში კლინიკის ეზოში დიდი,შავი ჯიპი შემოვიდა.
ეს,რომ ლელამ დაინახა სწრაფად მიირბინა კასიანასთან, ხელი ჩაავლო და კლინიკაში შეარბენინა.
-ლელა ექიმო რა მოხდაა?
კითხა კასიანამ სული,რომ მოითქვა
-დირექტორი მოვიდა იქ,რომ დავენახეთ საყვედური არ აგვცდებოდა,კიდევ კარგი მოვასწარით
თქვა აწითლებულმა ლელამ
-ოო კარგი რა ექიმოო...
-კასიანა ახლა წამალს დაგალევინებ და მერე წვეთოვანა უნდა გაგიკეთო-სუაბარი არ დაასრულებინა ქალმა-ხვალ კი ქიმიოთერაპიებს დაიწყებთ
-ექიმო თმა....
-კასიანა არაუშავს.. გპიდები ულამაზეს პარიკს მოგიტან.. ოპერაციების შემდეგ კი შენი ულამაზესი თმაც დაგიბრუნდება..
მერე კარი გაიღო და პალატაში მაღალი, ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა.
-გამარჯობა ლელა,გეძებდი
დაიწყო მამაკაცმა ბოხი ხმით.
-ბატონო ალექსანდრე გამარჯობაა
აწითლდა ლელა
-საქმე მაქვს შენთან
-დიახ,გისმნენთ
-მოკლედ ბევრი დრო არ მაქვს,ამიტომ პირდაპირ გეტყვი,გერმანიაში მიდიხარ.
-რაა?! რა მინდა გერმანიაში?
თვალები გაუფართოვდა ლელას
-ტრენინგები ტარდება და ამ კლინიკიდან აუცილებლად უნდა წავიდეს რამდენიმე ექიმი. ერთ-ერთი შენ ხარ.რაც შეეხება შენს პაციენტებს მე მივხედავ.შენ კი ხვალ უნდა გაფრინდე საბუთები მოგვარებულია,ბილეთი ნაყიდი.იქ გელოდებიან.. ბედნიერ ფრენას გისურვებ და აბა თქვნ იცით. ახლა უნდა გავიდე. ცოტახანში დავბრუნდები და შენი პაციენტების ისტორიას გავეცნობი.
თქვა და პალატიდან გავიდა.. ლელას სიტყვის თქმის საშუალებაც კი არ მისცა
-ეს ვინ იყო?
-კლინიკის დირექტორი
-ხვალ მიდიხარ?
სევდა შეპარული ხმით ჰკითხა კასიანამ
-ხოო.. მაგრამ ალექსანდრე ძალიან მაგარი ექიმია.. იქიდან გავიგებ შენს ამბებს..
-მაგარი კი არა ზედმეტად უხეში
თქვა გოგონამ სიცილით
-ხო ცოტა უხეში არის
-ცოტა?
წარბები ზემოთ აწია და თვალბი მოჭუტა
-ხო კარგი უხეშია,მაგრამ საუკეთსო ექიმია და თავისი საქმე ძალიან მაგრად იცის! .. კასიანა წავალ ახლა ხვალისთვის მოვემზადები
-მადლობა ლელა ექიმო ყველაფრისთვის
გულწრფელად გაუღიმა გოგონამ
-ყელაფერი კარგად იქნება!
უთხრა ლელამ მთელი ძალით ჩაიკრა გულში და პალატიდან ჩქარი ნაბიჯებით გავიდა.
....
მეორე დღეს ლელა გერმანიში გაფრინდა,არ იცოდა როდის დაბრუნდებოდა. ალექსანდრეც დილიდან გამოცხადდა საავადმყოფოში,გუშინ ყველა პაციენტის ისტორიას გაეცნო.. სერიოზული არავის არაფერი სჭირდა კასიანას გარდა.. ამოტომ პირველი მასთან შესვლა გადაწყვიტა.
...
-გამარჯობა მე თქვენი ახალი ექიმი ალექსანდრე ჯაყელი ვარ
უემოციოდ უთხრა მამაკაცმა.
- კასიანა დოლიძე
ცივად მიუგო გოგონამ..
ლელა ექიმი უნდოდა!! სხვას ვერ ეგუებოდა!
-ქიმიოთერაპია უნდა დავიწყოთ
-ვიცი!
შუბღვირა კასიანამ
-კარგი ..მწარე არ არის, უბრალოდ ვენაში ნემს გაგიკეთებთ.
-ვიცი რაც არის და მალე დავიწყოთ თუ შეიძლება!
-დამშვიდდი ნუ ნერვიულობ
ძალით გაუღიმა ალექსანდრემ.. მიუხედავად იმისა,რომ ესმოდა როგორ ცუდად გრძნობდნენ ამ დროს პაციენტები თავს,მაინც არ მოსწონდა გოგონას სიუხეშე და ზოგადად ვერ იტანდა თავხედ ხალხს!
-საერთოდ არ ვნერვიულობ,მალე მინდა მორჩეს!
ასეთივე ღიმილით მიუგო კასიანამ.
....
ქიმიოთერაპიის შემდეგ ალექსანრემ სისხლის ანალიზი აუღო და პალატამდე მიაცილა.
-შენებმა არ იციან აქ რომ ხარ? დღის განმავლობაში არავინ მოსულა
ჰკითხა მამაკაცმა და წამალი გაუწოდა
-ეს თქვენ არ გეხებათ!
-კასიანა მე შენი ექიმი ვარ...
-მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევთ პირადი სივრცე დამირღვიოთ!
-რას ამბობ, სულაც არ ვარღ...
-ცუდად ვარ გული მერევა
არ დაასრულბინა სათქმელი და ამოიკნავლა
-ეს დალიე და გაგივლის, ერთ-ერთი გვერდითი ეფექტია ქიმიოთერაპიის. არ შეგეშინდეს.
თბილად უთხრა ალექსანდრემ და კიდევ ერთი ტაბლეტი გაუწოდა
...
თავიდან არ სცილდებოდა გოგონას,ანერვიულებდა მისი მდგომარეობა,უკვე მესამე ქიმიოთერაპიის პროცედურას უკეთებდა,გოგონაც აღარ უბღვერდა, დაიღალა...
მშვიდად იწვა პალატაში და ალექსანდრეს მიერ მიწოდებული წამლის გადაყლაპვას ცდილობდა,ბოლოს ძლივს მოახერხა და დალია
-აი ასე კარგი გოგო ხარ.
შეაქო ალექსანდრემ
-აუჰ თითქოს რაიმეს შეცვლა შეძლოს
ცინიკური ღიმილით თქვა დოლიძემ
-რას გულისხმობ?
გაოცება გამოესახა მამაკაცს სახეზე
-თქვნც ხომ იცით რომ ამას აზრი არ აქვს?! ხომ იცით რომ ბოლოს ყველაფერი ცუდად დამთავრდება
-კასიანა ამას ნუ ამბობ!
ხმა ვერ გააკონტროლა ალექსანდრემ. ყველაფერი კარგად იქნება,მთავარია ემოციები აკონროლო!
-გგონიათ სიკვდილის მეშინია?
გაეღიმა გოგონას-არა! არაფრის მეშინია!
-კარგი კასიანა...
ალექსანდრე ვერ ხვდებოდა რა ეთქვა გოგონასთვის
-გახსოვთ რომ მკითხეთ რატომ არავინ არ მოდისო?! .. არავინ მყავს! ყველა დამეღუპა. როგორ უნდა მეშინოდეს სიკვდილის.
-მართლა ძალიან ვწუხვარ კასიანა
სევდაჩამდგარი ხმით უთხრა ექიმმა.-გთხოვ ეს წამალი დალიე და შეეცადე დაიძინო. მე დაგპირდი.. ყველაფერს გავაკეთებ,რომ კარგად იყო!
კასიანას არაფერი უთქვამს, ისევ წვალებით გადაყლაპა წამალი და თვალები დახუჭა.
....
პალატიდან ალექსანდრე გაფითრებული გამოვიდა.. იმოქმედა კასიანას მდგომარეობამ,აპარატიდან წყალი დაისხა და ხელის კანკალით მიიტანა ტუჩებთან. მთელი გულით უნდოდა დახმარებოდა! უნდოდა და გააკეთებდა კიდეც..
....
ალექსანდრე წვეთოვანას უკეთებდა, თავად კი წამლებისგან გაბრუებული ერთ ადგილს მისჩერებოდა.
-პატარა,რომ ვიყავი-დაიწყო მან-სკოლაში,მასწავლმა სიის შედგენა გვთხოვა.. "სურვილების სია" ასე ერქვა. უნდა ჩამოგვეწერა რა გვინდოდა ცხოვრების განმალობაში გაგვეკთებია, რა იყო ჩვენი სურვილი..მერე კი გვითხრა აქედანვე დაიწყეთ ამ სურვიების ასრულება,ბოლომდე იბრძოლეთ საკუთარი მიზნების და ოცნების ასახდენადო..
-მერე შენ რა ქენი დაიწყე?
ღიმილით ჩაეკითხა მამაკაცი
-არაა.. უფრო სწორედ ვერა-სევდიანად გაიღიმა გოგონამ.-შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვერა..
-ვერც ერთი?!
-ვერც ერთი!
ამოიჩურჩულა კასიანამ
-მესმის,რომ შეიშლება ზედმეტად პირადულია და თუ გინდა ნუ მიპასუხებ... მაგრამ მაიმც მინდა გკითხო.. რა მოუვიდათ შენ მშობლებს?
-ავტოკატასტოფაში მოხვდნენ-იმ წამსვე მიუგო გოგონამ-ორი წლის წინ..და მეც დავრჩი ასე 17 წლის ბავშვი მარტო.. ბევრი რამ ვისწავლე ამ ორ წელში..დამოუკიდებლად მომიწია გამეძლო ყველაფრისთვის, ამ ტკივილისთვის.. და შევეგუე! ცუდად ჟღერს არა?! საშინლად ეგოისტურად,მაგრამ რა ვქნა, შევეგუე! ხომ ყველაფერს ეჩვვა ადამიანი,ხოდა მეც შევჩვიე ამ ტკივილის ტარებას...
-მეტყვი რა ეწერა იმ სურვილებში?
ჰკითხა ექიმმა
-აუჰ უამრავ რამ
-იქნებ ჩამოწერო.. თავიდან
-რატომ?
გაეღიმა კასიანას
-უბრალოდ....
-მომეძინა
თვალები დახუჭა გოგონამ
-კარგი ხელს არ შეგიშლი
თგილად გაუღიმა მამაკაცმა და იქვე ჩამოჯდა.
მარტო ვერ დატოვებდა,ეშინოდა, ცუდად რომ გამხდარიყო,ამიტომ იქვე იჯდა და ისე შესცქეროდა მძინარე კასიანას.
...
საღამოს ალექსანდრე სახლში წავიდა და კასიანას მორიგე-ნანა უვლიდა.
-თავს როგორ გრძნობ?
ჰკითხა ნანამ
-ცუდ,...ცუდათ ვარრ...
ამოიკნავლა..
თვალებს ვერ ახელდა... თითქოს ყვლაფერი ტრიალებდა...
პალატაში სამი ექიმი შემოვარდა.. ერთმა ტაბლეტი მიაწოდა,მეორემ წვეთოვანა დაუდგა,მესამემ ნემსის გაკეთება დაიწყო..
ყვლაფერი ისევ ტრიალს აგრძელებდა..
-ალექსანდრე.... ჩემს ექიმს დაურეკეთ!
ამოიბუტბუტა ჩახლეხილი ხმით.
"პაციენტი თავის ექიმს ითხოვს. სასწრაფოდ დაურეკეთ ალექსანდრეს!"
გასცა ბრძანება ერთ-ერთმა.
....
10 წუთი არ იყო გასული,რომ პალატაში გაფითებული,თვალებ ჩაწითლებული ალექსანდრე შემოვარდა..
-კასიანა-მივარდა გოგონასთან-როგორ ხარ კასი?
ასე მხოლოდ დედა მიმართავდა,სხეული დაეჭიმა და ნაძალადევად გაიღიმა
-ახლა უკეთ
-როგორ შემაშინე
თქვა მამაკაცმა ქოშინით..
-უბრალოდ შემეშინა..
თქვა მორცხვად
-ჩვენს უშიშარ კასის შეეშინდა?
ეცადა თბილად ეთქვა და ნერვიულობა არ დასტყობოდა.
-თქვენ არ იყავით..
თვალები დახარა კასიანამ..
-ხოდა აწი აღარ წავალ..
-არა წადით.. ახლა კარგად ვარ! წეღან უბრალოდ შემეშინდა,ხომ გითხარით
-არსად აღარ წავალ კასიანა!
-მადლობა
აწითლა გოგონა და გულუბრუვილოდ გაეღიმა
-დაიძინე კარგი? გვიანია...
კასიანამ თავი დაუქნია და თვალები დახუჭა.
....
პალატაში ფრთხილად შევიდა და მომღიმარ გოგონას დააცქერდა,რომელსაც ხელში კალამი ეჭირა და ფურცელზე რაღაცას წერდა
-როგორც ვხედავ კარგად ხარ
გაუღიმა ნაზად
-ჰოო სურვილბს ვწერ
თვალები უბრწყინავდა გოგონას
-მართლა?
-ჰოო..აქედან რომ წავალ დავიწყებ ასრულებას..
-აი ეს უკვე მომწონს!
თქვა ალექანდრემ და ტაში შემოკრა-ასეთი შემართებით,რომ ხარ მიხარია.-მანახებ?
ცალყბად გაუღიმა
-ჰმმ
წარბები აათამაშა კასიანამ
-გთხოვ!
-არა ვერ განახებ..
გადაიხარხარა გოგონამ
-კასიანა კარგი რა. მაჩვენე!
კოპებ შეკრული დახედა ექიმმა
-არა!
აგრძლებდა სიცილს დოლიძე
-კარგი
წყენით ამოიფრუტუნა ალექსანდრემ და პალატიდან გავიდა.
"ოო სად წავიდა!"
წაიბუტბუტა გოგონამ წყენით და ფურცელი ოთხად მოკეცა,მერე კალამთან ერთად გვერდით დაიდო და თვალები დახუჭა.
"არა რა ეწყინა.." "დიდი ამბავი.. ეწყინა? ეწყინოს!"
ფიქრობდა გულში.
....
შუა ღამე იყო.
კასიანას ეძინა,ალექსანდრე კი თავის კაბინეტში იყო,რაღაც საბუთებს აწესრიგებდა .
ცოტა ხანში მის პალატაში შევიდა,უნდოდა შეემოწმებინა.
ფრთხილად შევიდა,გოგონა საბანს ჩაბღაუჭებოდა და ტუჩებს სასაცილოდ აცმაცუნებდა..იცით როგორი ლამაზი იყო?მისი ულამაზესი თმის გარეშეც ანგელოზს ჰგავდა.. დიდი,ხასხასა წითელი ტუჩები და პატარა,კურნოსა ცხვირი ჰქონდა..
ის იყო უნდა გამოსულიუო პალატიდან,რომ იქვე ოთხად მოკეცილი, თეთრი ფურცელი შენიშნა.. მიხვდა რაც იყო,ამიტომ ბევრი არ უფიქრია,ფრთხილად აიღო ფურცელი და გახსნა.
"სურვილების სია"-ეწერა სათაურად...
1)ვიფრინო პარაშუტით
2)ვნახო ისეთი ლამაზი ადგილი,რომლის დანახვაზეც ცრემლები წამომივა
3)ვისწავლო ველოსიპედის ტარება.
4)წავიდე პარიზში
5)ვჭამო მსოფლიოს უდიდესი შოკოლადი_ამაზე სიცილი ვერ შეიკავა და ერთი გადაიხარხარა,მაგრამ როცა მიხვდა,რომ ზედმეტი მოუვიდა,სასწრაფოდ აიფარა ხელი პირზე.
6)მთელი სახლი მოვრთო გვირილებით
7)შევხვდე უსიმპატიურეს მამაკაცს_ოჰოო.. ამოიბუტბუტა ექიმმა
8)ვიქორწინო ცათამბჯენზე..
ალექსანდრეს გაეღიმა.. ფურცელ ისევ ისე დადო,ცოტახანს კიდევ უყურა გოგონას,მერე კი ფრთხილად გააღო კარი და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა პალატიდან
.....
დილით თვალები ოდნავ გაახილა, გაიღიმა და ისევ დახუჭა..
მერე თითქოს უცებ დაალაგა გონებაში რა ხდებოდა და დაფეთებული წამოჯდა საწოლზე..მთელი პალატა გვირილებით იყო მორთული.
ერთ ხანს ყბა დაღებული ათვალიერებდა ყვლაფერს,მერე კი როცა გააცნობიერა,რომ ალექსანდრემ მისი სია წაიკითხა და ეს მისი გაკეთებული იყო ცოტა არ იყის გაბრაზდა..
....
ალექსანდრემ, გაღიმებული შეაღო კარი
-ეს რა არის?
ჰკითხა წარბშეკრულმა
-ვიცი სახლის მორთვა გინდოდა,მაგრამ ამ ეტაპზე მგონი ესეც არ არის ცუდი არა?
-ალექსანდრე შენ ჩემი სია წაიკითხე!
ხმას აუწია გოგონამ
-ხო.. მოიცა არ მოგეწონა?
კოპები შეკრა და პასუხის მოლოდინში,ზემოდან დაცქერდა გოგონას
-რა მნიშვნლობა აქვს! რატომ წაიკითხე?!
კვლავ აყვირდა კასიანა
-რა გაყვირებს?! _ალექსანდრემაც აუწია ხმა-მინდოდა გამეხარებიე! შენ კიდე ისტერიკა გამიმართე!
-ისტერიკა არ გამი...
-აბა რა გააკეთე?აქედან ყველაფერს გაიტანენ,შენ კი დღეს სხვა ექიმი მოგხედავს!
შეუბღვირა და გაბრაზებულმა "გამოგლიჯა" პალატის კარი
"ალექსანდრე!" დაიძახა კასიანამ,მაგრამ ექიმს არაფერი ესმოდა,გაბრაზებულო მიდიოდა კაბინეტისაკენ...
მიხვდა,რომ ზედმეტი მოუვიდა,ალექსანდრეს მისი გახარება უნდოდა,ეს კიდე მადლობის მაგივრად ეჩხუბა!
....
-ალექსანდრე ექიმი სად არის?
-სახლში წავიდა
თბილად გაუღიმა ქალმა და წვეთოვანას კეთებას შეუდგა
-რაღაც მინდა გთხოვოთ...
-გისმენ
ფრთხილად შეუყვანა გოგონას ნემსი
-შეგიძლიათ ალექსანდრეს ნომერი მომცეთ?
ამოილუღლუღა დარცხვენილმა
ქალს გაკვირვება დაეტყო,მერე უბრალოდ ჩაეღიმა,ბლოკნოტიდან ფურცელი ამოხია,ალექსანდრეს ნომერი დაწერა და გოგონას გაუწოდა..
-გმადლობ
ამოიბუტბუტა გოგონამ
ქალმა გაუღიმა და უსიტყვოდ დატოვა პალატა.

კასიანამ ჯერ ნომერი ატრიალა ხელში,მერე ტელეფონი,ბოლოს კი როგორც იქნა აკრიფა ნომერი.
-გისმენთ
მოესმა,ბოხი ნამძინარევი ხმა.
-ალექსანდრე მე ვარ
ალუღლუღდა გოგონა
-რომელი ხარ?
-კასიანა ვარ
-რაა?!_მამაკაცს გაკვირვება დაეტყო ხმაში.-რამე მოხდა? რატომ მირეკავ?
ჰკითხა მერე ცივად
როგორც სჩანს ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო კასიანას დღევანდელ საქციელზე
-უბრალოდ მინდოდა მეთქვა მადლობა... და კიდევ ბოდიში
უთხრა გოგონამ ხმის კანკალით და ტელეფონი გაუთიშა..
აღარ უნდოდა საუბრის გაგრძელება,ან მეტი რა უნდა ეთქვა.
...
წამალმა თავისი ქნა და მალევე ჩაეძინა.
თვალები,რომ გაახილა თავთან მომღიმარი ალექსანდრე ედგა.
წამით სიხარულსგან სუნთქვა შეეკრა,ასე მისი დანახვა პირველად გაუხარდა,დღეს არელოდა.
-შენთვის არ უსწავლებიათ უფროსებისთვის ტელეფონის გათიშვა რომ უზრდელობაა?
ჰკითხა ჩახლეჩილი ხმით და სასაცილოდ შეჭმუხნა შუბლი
-უფროსებისთვის?
გაეცინა გოგონას
-დიახაც! შენზე 10 წლით უფროსი ვარ
-კარგით ალექსანდრე ბიძია
-არა ეგრეც არა!
ორივეს ხმამაღლა გაეცინა
-აბა რა ბოდიში და მადლობაო..
წამოიწყო ალექსანდრემ ღიმილით
-ოო კარგი ახლა!
ამოიფრუტუნა კასიანამ
-ველოდები მადლობას!.. პირისპირ!
-ალექსანდრე!
თვალები გადაატრიალა გოგონამ
-კასიანა არ გამაბრაზო!
-ხო კარგი მადლობა.. არ უნდა გავბრაზებულიყავი
თქვა მერე..
-ძალიან კარგი
სახე გაებადრა მამაკაცს-ახლა კიდევ რაღაც მინდა გითხრა...
-გისმენ.
-ცოტა ხნით გერმანიში ვაპირებ წასვლას..
სევდა შეეპარა ხმაში
-რაა?_ხმა გაუტყდა გოგონას-შენც?
-აუცილებლად უნდა წავიდე კასი...
-გასაგებია
გულში რაღაც ჩაწყდა გოგონას
ლელა წავიდა,ახლა ესეც..
-მესმის შენთვის რთულია...
-არ არის რთული!
თვალები აატრიალა გაბრაზებულმა
-კასი გპირდები მალე ჩამოვალ.. შენ რამდენიმე ქიმიოთერაპია დაგრჩა გასაკეთებელი...მალე კარგად იქნები...
-კარგი ალექსანდრე.. ნახვამდის!
შეცვლილი ხმა ჰქონდა..
-შენ რა ბრაზდები?
ღიმილით ჰკითხა ექიმმა
-საიდან მოიტანე. ბედნიერ ფრენას გისურვებ!
გვერდი იცვალა გოგონამ
მამაკაცს არაფერი უთქვამს, ცოტახანს უყურა გაბრაზებულ გოგონას მერე კი ნელი ნაბიჯებით გამოვიდა პალატიდან.
....
მეორე დღეს ალექსანდრე არ გამოჩენილა.. არც მესამე დღეს მოსულა.. არც მერე...
წავიდა.. ის წავიდა!
კასიანას ენატრებოდა მისი ექიმი! მოწყენილი იჯდა მთელი დღე.. არა "სხვა თვალით" ვერ უყურებდა ალექსანდრეს,მისთვისის უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი და უმაგრესი ექიმი იყო!
....
ფანჯარასთან იჯდა და საავადმყოფოს ეზოში მოსეირნე ხალხს ღიმილით აკვირდებლდა..
უეცრად პალატის კარი გაიოღო.. არც მიუხედავს ისე უთხრა
-კარგი ვიცი,რომ გავიდა თხუთმეტი წუთი.. ვწვები ხო!
-მეგონა ჯერ მომესალმებოდი
ადგილს "მიეყინა" ნაცნობი ხმა,რომ გაიგონა
ნელა შემოტრიალდა... მუხლბი აუკანკალდა
-ალექსანდრეეეე
იყვირა ,მამაკაცისკენ გაიქცა და გაუაზრებლად ჩამოეკიდა კისერზე
-კასი..
-როგორ ხარ?
-მე კარგად.. შენ როგორ ხარ?
მზრუნვლობა შეპარული ხმით ჰკითხა მამაკაცმა
-კარგად..
-მომენატრა ჩემი პაციენტი!
კასიანას გეღიმა,ბედნიერებიდგან გაიბადრა.. თქმით არაფერი უთქვამს, ნელა დაიძრა საწოლისკენ
-ვრეკავდი და ვიგებდი შენს მდგომარეობას
დაიწყო მამაკაცმა
-მე რატომ არ დამირეკე?!
ჰკითხა გოგონამ.. მართლა არ უნდოდა ამ კითხვის დასმა.
ჰკითხა თუ არა ინანა და სიმწრისგან ტუჩი მოიკვნიტა.
ალექსანდრეს ჯერ გაკვირვბა გამოესახა სახეზე,მერე კი გაეღიმა
-არ ვიცი.... ისე შენ არ მოგენატრე?
-მე....
"ბატონო ალექსანდრე დაბრუნდით? როგორ ხართ?" პალატაში ქალბატონი თამარი შემოვიდა და მათი საუბარიც შეწყდა..
-თამარ.. კარგად შენ როგორ ხარ?
-არამიშავს. როგორ მიდის საქმეები გერმანიაში?
-არაჩვეულებრიბად.
-კიდევ აპირებ წასვლას არა?
ამაზე ყურები "ცქვიტა" კასიანამ
-კი ხვალ მივემგზავრები
"რა თქვა?" "მომესმა?" "ხვალ მიდის?" წამოენთო კასიანა და გაბრაზებისან და მედგაუცრუებისგან ერთიანად ააცახცახა
-ასე მალე მიდიხარ?
თამარმა თითქოს ძალიან დამწუხრებული ხმით ჰკითხა
-კი და ვაპირებ იქ წავიყვანო კასიანა, იმ კლინიკაში!
თქვა მოულოდნლად.. ამაზე კასიანას ფერი წაერთვა და ახლა მეორედ ააცახცახა,ოღონდ ახლა გაოცებისგან
მამაკაცმა ყბა დაღებულ კასიანას თვალი ჩაუკრა და გაუღიმა
-ხოო იქაც ხომ ჩვენი ხაზია და ვერ დავტოვებ აქ,მირჩევნია წავიყვანო და ჩემი ზედამხედვლობის ქვეშ ვუმკრნალოთ!
-მე.. მეე რა თქვი?
ძლივს ამოიღო ხმა გოგონამ
-კარგით მე გავალ პაციეტები მელოდებიან.. ბედნიერ ფრენას გისურვებთ!
თქვა თამარმა და პალატიდან გავიდა
-გაიხუმრე არა?
-არა.. ახლა ვაპირებდი ამის თქმას
-გერმანიაში მივდვართ? ხვალ?!
რობოტივით საუბრობდა კასიანა
-ნუ გეშინია კასი! ჩემთან ერთად იქნები
-არ მეშინია,უბრალოდ გაოცებული ვარ
ამოილუღლუღა გოგონამ
-ყველაფერი კარგად იქნება! გპირდები!
სულ ეს იყო მათი საუბარი..
მეორე დღეს ბარგი ჩაალაგეს და გერმანიაში გაფრინდნენ..
...
კლინიკაში ლელა დახვდა.. ისე გაუხარდა მისი დანახვა და იმხელა ხმაზე იკივლა, კინაღამ მთელი საავადმყოფო დაანგრია..
პალატაში დააწვინეს და ახლა მისი ორი უსაყვალესი ექიმი უვლიდა.
...
-კასი რაღაც მინდა გითხრა ოღონდ არ მინდა ინერვიულო...
უთხრა ალექსანდრემ
-გისმენ
ღიმილით უთხრა კასიანამ.
თითქოს ამ ღიმილით გამუხტა დაძაბულობა
-შენი ორგანიზმი გამოიფიტა,ვერ ჩაგიტარებ ვერც პროცედურებს და ვერც ქიმიოთერაპიებს...
-გასაგებია და რა უნდა ვქნათ
სახის გამომეტყველეგა არ შეცვლია კასიანას
-უნდა დავიცადოთ და ერთ თვეში ოპერაცია უნდა გაგიკეთოთ
საუბარი ძალიან უჭირდა ალექსანდრეს... თვალებში ვერ უყურებდა.. ხმაც უფრო დაძაბული,დაბოხებული და დათრგუნული ჰქონდა.-მძიმე და რთული ოპერაციაა კასი ძალიან და...
-და შეიძლება ცუდად დამთავდეს ..
-არა! ცუდად არ დამთავრდება..
-კარგი რა ალექსანდრე არ გინდა..!
-არ დამთავრდება კასიანა! ბოლომდე ვიბრძოლებ! გესმის?
ხმას აუწია მამაკაცმა
-მესმის...და ეს ერთი თვე რა უნდა გავაკეთოთ?
-ნუ დარდობ საინტერესოდ მაქვს დაგეგმილი
დაძაბულობა მოეხსნა მამაკაცს და სახეზე ბედნიერების ღიმილი გამოესახა.
-რაა?!
წარბები შეკრა კასიანამ
-ხვალ ნახავ,ახლა უნდა გავიდე,შენ დაისვენე.
თვალი ჩაუკრა და გაბადრული დატოვა პალატა
.....
მეორე დღეს კასიანა ხმაურმა გამოაღვიძა,შეშინებული წამოვარდა ფეხზე,
ხმა გაერდან ისმოდა.
ზემოთ აიხედა და გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა,როცა უზარმაზარი ვერტმფრენი დაინახა,სანამ გააზრება მოასწრო რა ხდებოდა, ან რა უნდოდა ვერტმფრენს აქ, უეცრად ალექსანდრე შემოვარდა.
უსიტყიდ მოკიდა ხელი მაჯაში და ლიფტისკენ ჩქარი ნაბიჯებით წაიყვანა
-სად მივდივართ?
იკითხა ქოშნით კასიანამ,თან ეცადა ხმამაღლა ეთქვა,ვერტმფრენის ხმა,რომ გადაეფარა.
-სახურავზე
ამავე ტონალობაში მიუგო ექიმმა
-რა გვინდა სახურავზე?
-ეს ვერტმფრენი იქ ჯდება და უნდა ჩავჯდეთ
-რაა?!
-ხომ გინდოდა პარიზი?
-არ არსეობს!
ლიფტში ბოლო ხმაზე აკივლდა გოგონა.
-იქ გავფრინდებით, სანამ ოპერაციის დრო მოვა..
- ალექსანდრე შენ საუკეთსო ექიმი ხარ!
თქვა და მთელი ძალით ჩაეხუტა. ალექსანდრმაც მოხვია ხელები და ფრთხილად აკოცა შუბლზე.
...
-კეთილი იყოს თქვნი მობრძანება
თბილად გაუღიმა წყვილს სასტუმროს თანამშრომელმა
-გამარჯობათ,ორი ნომერი გვინდა.
-ზუსტად ორი ნომერია დარჩნილი. ნომერი 114 და 115, ერთმანეთის გვერდიგვერთ,ბოლო სართულზე.
თქვა გოგონამ და ორი გასახები დადო დახლზე .-ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.
-ჯერ დავისვენოთ,მერე კი ქალაქი დავათვალიეროდ კარგი?
უთხრა ალექსანდრემ და თითი ლიფტის ღილაკს დააჭირა
-კარგი.. ალექსანერე კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას.
-კარგი რა კასი,რისი მადლობა
თბილად გაუღიმა მამაკაცმა
-ამას რატომ აკეთებ?
ვეღარ მოითმინა და ტუჩის წვალებით ჰკითხა გოგონამ
-უბრალოდ მინდა რომ ჩემი პაციენტი გავახარო არ შეიძლება?
-კი მაგრამ...
-მაგრამ ახლა კარგად დაისვენებ და მერე ქალაქს დავათვალიერებთ
უთხრა ალექსანდრემ და პარიკი ყურზე გადაუწია.
დაბნეული იდგა კასიანა ლიფტში და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. არ იცოდა რა უნდა ეფიქრა. "ამას რატომ აკეთებს?" ეკითხებოდა გონებაში საკუთარ თავს. ფიქრებში გართული ვერ მიხვდა ისე აღმოჩნდა სასტუმროს ნომერში. თვალი მოავლო იქაურობას , ულამაზესი იყო ხედიც კი გასაოცარი ჰქონდა, ეიფელის კოშკს პირდაპირ უყურებდა. მართლა ძალიან იყო დაღლილი ამიტომ ლოგინში ჩაწვა და წამებში ჩაეძინა.
საღამო იყო კარზე კაკუნმა რომ გამოაღვიძა,კარი ზოზინით გამოაღო და წინ გაკრეჭილი ალექსანდრე დახვდა.
-რა დროს ძილია წავედით,ვივახშმოთ და ქალაქში გავიდეთ.
უთხრა მამაკაცმა
-ცოტა ხანი დამელოდე,ახლავე გამოვალ.
მთქნარებით მიუხურა კარი კასიანამ.
-შეხედე ამას როგორ გამითამამდა,კარი მომიჯახუნა! გამოხვალ კასიანა დოლიძე გარეთ!
იყვირა ალექსანდრემ.
კასიანას ხმამაღლა გაეცინა,მერე ლურჯი სარაფანი გადაიცვა და "გაბრაზებულ" ალექსანდრესთან გავიდა.
-ბოდიში ალექსანდრე ბიძია
უთხრა სიცილით და ენა გამოუყო
-კასიანა არ გამაბრაზო,თორემ არსად აღარ წავალთ!
-მუდო!
-ენა!
თვალები სასაცილოდ დაუბრიალა ჯაყელმა
-კარგი კარგი
დანებების ნიშნად ხელები აწია გოგონამ
-ბავშვი!
ამოიბუტბუტა ალექსანდრემ და ლიფტში შევიდა.
...
ივახშმეს და ქალაქის დასათვალიერებლად წავიდნენ, ალექსანდრე უამრავჯერ იყო ნამყოფი პარიზში,ამიტომ ყველაფერი ზეპირად იცოდა,კასიანა კი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, აქეთ-იქით დაბნეული იყურებოდა და დრო და დრო აღტაცებისგან თვალები უფართოვდებოდა. დაღლილ-დაქანცულები მივიდნენ სასტუმროში.
-დაიღალე?
ჰკითხა მზრუნველობა შეპარული ხმით ალექსანდრემ
-ცოტა
-არ გინდა ყავა დავლიოთ?
-მინდა
ღიმილით დაეთანხმა გოგონა.

იქვე კაფეში დასხდნენ და ორი ლატე შეუკვეთეს
-ლამაზი,რომ იყო ვიცოდი მაგრამ პარიზი მართლა საოცრებაა
წამოიწყო კასიანამ
-ჰო მეც მიყვარს პარიზი
დაეთანხმა ალექსანდრე-ოპერაციის მერე კიდევ ჩამოვიდეთ
-რა თქმა უნდა თუ გადავრჩები..
-ახლა მაბრაზებ! არ მენდობი?
-გენდობი,მაგრამ..
-არა! არ მენდობი! ეჭვი გეპარება ჩემს შესაძლებლობებში. მე შენ დაგპირდი,შენ კიდევ წამდაუწუმ იმას მიმეორებ,რომ ვერ გადარჩები!
ხმას აუწია ჯაყელმა
-იმიტომ,რომ ზუსტად არ იცი! ასეთ რამეს ვერ დამპირდები ალექსანდრე!
ამავე ტონალობაში მიუგო გოგონამ.
-რახან გპირდები ესეიგი დარწმუნბული ვარ!
მუშტი მთელი ძალით დაარტყა მაგიდაზე მამაკაცმა.
-არ ხარ! უბრალოდ გინდა,რომ ასე მოხდეს! შენ არ გესმის ალექსანდე! მე..მე..
საუბარი ვეღარ გააგრძელა გოგონამ.. ხმამაღლა ატირდა.
-გთხოვ კასიანა დამშვიდდი..
დამთბარი ხმით უთხრა ალექსანდემ. დოლიძე ნელა წამოდგა და უსიტყვოდ დატოვა კაფე. ნომერში შევიდა და მთელი ხმით ატირდა..
ცოტახანში კარზე კაკუნი გაისმა
-ალექსანდრე წადი!
არ წამომდგარა ისე დაიყვირა
-არ წავალ! გამიღე კარები!
-წადი!
-გთხოვ კასი.. გამიღე კარი!
ღრმად ჩაისუნთქა მამაკაცმა..-შემოვამტვრევ!
ამაზე გოგონა შეკრთა და ფრთხილად გაღო კარი.
-მართალი ხარ,მე მჯერა,რომ ყველაფერი გამომივა ამის იმდენად მჯერა,რომ დარწმუნებული ვარ ყელაფერი კარგად იქნება! მაპატიე კასი თუ რამე გაწყენიე.. თუ დაგაიმედე..გეფიცები არ მინდოდა შენი წყენინება. მინდა,რომ მუდამ იღიმოდე, გთხოვ აღარ იტირო რა!
თქვა ალექსანდრემ და კედელს მიეყრდნო.
-კარგი ამოისუნთქე!
გაეცინა კასიანას.
-ბოროტი ბავშვი ხარ, როგორ მანერვიულე.
გაეღიმა ალექსანდრესაც
-შემოხვალ?
-არა დასვენება გჭირდება..ხვალ გნახავ კარგი?
-კარგი ძილინებისა
-ტკბილი ძილი
ღიმილით მიუხურა კარი მამაკაცს და დასაძინებლად გაეშურა.
....
მომდევნო ერთი კვირა ქალაქს ათვალიერებდნენ. კასიანამ დეტალურად შეისწალა იქაურობა,სიგიჟემდე მოსწონდა პარიზი.
...
-ფრთხილად კასი
-სად მივდივართ?
-მივალთ და ნახავ. თვალები არ გაახილო და ხელი კარგად მომკიდე
-კიდევ ერთი სიურპრიზი?
-კიდევ ერთი სურვილი..შეგიძლია თვალები გაახილო!
მხატვრულად წარმოთქვა ალექსანდრემ და გოგონას რეაქციას დაელოდა
-ალექსანდეე.....გასაოცარია.. ულამაზესიაა.. ღმერთო ასეთი ლამაზი ადგილი არასოდეს მინახავს.
ალუღლუღდა დოლიძე და თვალები ცრემლებით აევსო
-მიხაია რომ მოგწონს კასი.
უთხრა ღიმილით ჯაყელმა-შენ რა ტირი?
ფრთხილად მიუახლოვდა გოგონას.
-მადლობა ალექსანდე ყველაფრისთვის.. ძალიან მაგარი ექიმი ხარ!
-მხოლოდ ექიმი ვარ შენთვის?
ჩაეკითხა ჯაყელი და ზემოდან დააცქერდა
-არა მარტო..
-აბა კიდევ?..
-მეგობარი ხარ.. ძალიან მაგარი მეგობარი!
ლუღლუღებდა კასიაანა
-მოდი აქ
თქვა ალექსანდრემ და მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
-არ იცი როგორ მოხარია შენი გახარება,რომ შევძელი
დაიჩურჩულა მამაკაცმა. კასიანა ხმას ვერ იღებდა,გაქვავებული ეხუტებოდა და ცრემლები სდიოდა.
-დროა კასი!
-რაა?
გაუკვირდა გოგონას
-დროა ისწავლო ველოსიპედის ტარება!
-ახლა?
-ახლა!
-სად?
თვალები გაუფართოვდა დოლიძეს
-აქ.. შეხედე რამდენი ველოსიპედია, ერთ-ერთი ვიქირავოთ და გასწავლი კარგი?
-მე ამ საოცარ ადგილას ვისწავლი ველოსიპედის ტარებას?!
წამოიყვირა კასიანამ
-ვნახოთ როგორი მოსწავლე ხარ!
უთხრა სიცილით ალექსანდრემ
-ვნახოთ როგორი მასწავლებელი ხარ!
ნიშნის მოგებით გადახედა კასიმ.
...
მთელი ორი საათი ასწავლიდა ტარებას,ბოლოს როგორც იქნა გაისმა"ალექსანდრე შემომხედე მე თვითონ დამყავს"
...
დაღლილ-დაქანცულები მივიდნენ სასტუმროში..
კასიანა ზოზინით შევიდა ნომერში,არაფრის თავი არ ჰქონდა,ლოგინში შეწვა და მალევე ჩაეძინა.
ღამის თერთმეტ საათზე გაეღვიძა,ვერ მოისვენა და ბარში ჩასვლა გადაწყვიტა.
...
ბარში წყნარი მუსიკა და არც თუ ისე ცოტა ხალხი იყო. დახლთან ჩამოჯდა და ბარმენს მოჰიტო შეუკვეთა.
ფიქრებში იყო გართული,როცა:
-ქართველი ხარ?
მოესმა ხმა. გაფითრებული მიტრიალდა და გაოცებული აათვალიერა გვერდით მჯდომი მამაკაცი
-დიახ,საიდან მიხვდით?
-მხოლოდ ქართვლებს გვყავს ასეთი მშვენიერი გოგონები!
გაუღიმა უცნობმა
კასიანამ მორცხვად დახარა თავი..
-მე ტატო ნემსაძე ვარ.
ხელი გაუწოდა ტატომ
-კასიანა დოლიძე
-სასაიმოვნოა.. მარტო ხარ?
-არა მე ჩემს ექიმთ...მეგობართან ერთად ვარ!
-კარგია,მე მარტო ჩამოვფრინდი, ყველასგან ვისვენებ!
ორივეს გაეცინა.
-რას შეუკვეთავ?
ჩაეკითხა ტატო ღიმილით
-არაფერს გმადლობ
თქვა კასიმ და მოჰიტო მოსვა.
-მე ერთი ვისკი დამისხით!
-კარგი მე წავალ,მომეძინა
ადგომა დააპირა კასიანამ
-კარგი რა სად წახვალ,ვისაუბროდ! გამიხარდა ქართველის ნახვა.
-კარგი ცოტა ხანს დავრჩები
თვალები სასაცილოდ აატრიალა დოლიძემ და ადგილს დაუბრუნდა
-ძალიან კარგი.. აბა შენზე მომიყევი რამე...
....
ტატო საკმაოდ სიმპატიური 27 წლის ახალგაზრდაა.
მთელი ღამე საუბრობდნენ,იგი კარგი მოსაუბრე და პიროვნება აღმოჩნდა.
გვიან დაიშალნენ,დილის ოთხი იყო საათი ნომერში,რომ ავიდა.
....
დილით კარზე კაკუნმა გააღვიძა,სწრაფად გადაიცვა ტანსაცმელი და კარი გააღო,ალექსანდრეს ელოდა,მაგრამ..
-ტატო..
-გაგაღვიძე?
ღიმილით ჰკითხა მამაკაცმა.
-არა მეღვიძა..
-საღამოს სავახშმოდ მინდა დაგპატიჟო
-ტატო მე...
დასრულებული არ ჰქონდა წინადადება 115 ნომრის კარი,რომ გაიღო და ალექსანდრე გამოვიდა
-კასი უკვე გაიღვიძე?! გამარჯობა...
თქვა მერე,როცა კასიანას გვერდით უცნობი მამაკაცი შენიშნა.
-კარგი ხელს არ შეგიშლით
დააყოლა და ნომერში დაბრუნება დააპირა
-არა ალექსანდრე არ გვიშლი!
წამოიყვირა გოგონამ.-ეს ტატო ნემსაძეა გაიცანი-ტატო ეს ალექსანდრეა.
-სასიამოვნოა!
სახე "წაეშალა" ტატოს.
-ჩემთვისაც
შეუბღვირა ალექსანდრემ.
-კასი სადღაც მინდოდა წამეყვანე,მაგრამ თუ არ გცალია...
წამოიწყო ალექსანდრემ
-რა თქმა უნდა მცალია,წავიდეთ მზად ვარ!
წამოიძახა ღიმილით
-საღამოს...
რაღაცის თქმა დააპირა ტატომ
-ტატო მაპატიე,მაგრამ ვერა..
-კარგი მაშინ წავალ
ძალით გაიღიმა და სახე წაშლილი დატოვა იქაურობა.
-გილოცავ!
-რას?
იკითხა გაოცებულმა
-უსიმპატიურეს მამაკაცსაც შეხვდი.
ცალყბად გაუღიმა ჯაყელმა.
-სისულელეებს ამბობ.
მობეზეებულად აატრიალა თვალები კასიანამ.-მგონი სადღაც უნდა წავსულიყავით.
-სად გაიცანი?
-ალექსანდრე!
წამოიყვირა გაბრაზებულმა
-სად გაიცანი?!
ამავე ტონით მიუგო ალექსანდრემ
-ბარში.
-როდის?
თვალები ბრაზისგან აენთო ჯაყელს
-გუშინ ღამე ვერ დავიძინე და ქვემოთ ჩავედი.
-რატომ არ გამაღვიძე?!
დაიყვირა ხმამაღლა
კასიანა შეცბა..
-რა უფლებით მელაპარაკები ასე?
თქვა ძლივს.
ჯაყელმა მკლავში ხელი ჩაავლო ,ნომერში შეიყვანა და კარი მთელი ძალით მიაჯახუნა
-აქ მე ბიჭების გასაცნობად ჩამოგიყვანე?!
თვალები უელავდა ბრაზისგან.
-ალექსანდრე შენ ვინ გეკითხება ვის გავიცნობ!
აყვირდა კასიანაც
-ჯერ ერთი ხმას ნუ უწევ! და მეორე არ დაგინახო ჩემს გარეშე ღამით სადმე გასულიყავი! გასაგებია?!
გოგონამ ვეღარ მოითმინა და ატირდა.
-შენ..შენ ვინ გეკითხება?
ლუღლუღებდა თავჩახრილი
-რას ქვია ვინ მეკითხება! მე შენ ცუდს არაფერ გეტყვი,ჩემთან ერთად ხარ და ისე მოიქეცი,როგორც გეტყვი!
-ტატოსთან რატომ არაფერი თქვი?
-რა უნდა მეთქვა ტატოსთან?! იქ გინდოდა დამეწყო ჩხუბი?!
დაიყვირა და მთელი ძალით მიარტყა კედელს მუშტი
კასიანა აკანკალდა და კედელთან ჩაიკეცა..
-კასი..
ალექსანდრემ ღრმად ჩაისუნთქა და მისკენ წავიდა
-არ მომეკარო!
დაიყვირა ხმამაღლა
-კასი გთხოვ..
გვერდით მიუჯდა ჯაყელი და თავი მხარზე დაადო.
გოგონა სულ კანკალებდა,ძალიან შეეშინდა.
-მაპატიე
ძლივს გასაგონად ამოიბუტბუტა მამაკაცმა
კასიანამ თავი აწია და ალექსანდრეს შეხედა
-გამიღიმე რა!
დოლიძე უემოციოდ უყურებდა
-გთხოვ რა კასი! გამიღიმე!
კასის ოდნავ გაეღიმა
-აი ასე,კარგი გოგო ხარ
უთხრა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
-წავიდეთ თორემ დავაგვიანეთ.
-სად მივდივართ?
ჩაეკითხა გოგონა
-მივალთ და ნახავ..
მთელი გზა ხმა არცერთს ამოუღია. ცოტა ხანში ერთ ძალიან ლამაზ ადგილას მივიდნენ.
-აქ რა გვინდა?
კასიმ თვალი მოავლო გარემოს
-წამოდი
ხელი ფრთხილად მოკიდა ალექსანდრემ
-სად მივდვართ?
-ქვემოთ ჩაიხედე
-აქ რას ვაკეთებთ?
თვალები გაუფართოვა გოგონას
-უნდა გადავხტეთ!
-გაგიჟდი ალექსანდრე?! არ მეცინება,წავიდეთ აქედან!
შიშისგან მუხლები აუკანკალდა დოლიძეს
-პარაშუტით უნდა გადავხტეთ!
-რაა?!! არ არსებობს!
იკივლა კასიანამ
-ოღონდ ახლა მადლობები არ დაიწყო რა
თავი სასაცილოდ გადააქნია ჯაყელმა
-მარტო ვერ გადავხტები მეშინია..
-მარტო არც გიშვებდი.
ჩაეცინა მამაკაცს-ეს ჩაიცვი!

ცოტა ხანში ორივე მზად იყო.
-სამ თვლაზე მზად ხარ?
-კიი!!!
-1...2...3...
-ააააააა.. ღმერთოო უმაგრესიააა!!!!
კიოდა კასინა.
....
-უმაგრესი იყო აი ძალიან ძალიან მაგარი..მადლ...
-ხომ ვთქვი არავითარი მადლობა
საუბარი შეაწყვეტინა ალექსანდრემ
-გასაოცარი იყო ..
-მიხარია რომ მოგეწონა.. თუმცა ეს ყველაფერი არ არის..
წარბები აათამაშა მამაკაცმა
-რაა?
გაკვირვება დაეტყო გოგონას
-ნომერში ავიდეთ..
ჩაიღიმა ჯაელმა და ლიფტის ღილაკს დააჭირა თითი
კასი გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით.
ნომრის კარებთან ალექსანდრემ წამოიწყო:
-იმისთვის რომ ასე თუ ისე დამჯერი პაციენტი ხარ-აქ გაეცინა და მერე ისევ განაგრძო- და კიდევ იმისთვის,რომ ყველაზე უშიშარი ბავშვი ხარ!
კასიანამ მთელი ძალით უჩქმიტა ხელზე
-გოგო მეტკინა!
წარბები შეკრა ალექსანდრემ
-ბავშვს ნუ მეძახი!
-მოკლედ მთელი ცერემონია ჩაშალე რა
გაბრაზებულმა აატრიალა თვალები და კარი შეაღო
-ეს სპეციალურად შენთვის
თქვა მერე ღიმილით.
მაგიდაზე უზარმაზარი შოკოლადის ფილა იდო. კასიანა ვერაფერს ამბონდა,აღარ იცოდა რა ეთქვა,ხელები თვალებზე აიფარა და ხმადაბლა ატირდა.
-კასი კარგი რა ხომ იცი არ მიყვარს,რომ ტირი
კასანა თავდახრილი მიუახლოვა მამაკაცს და მოეხცია,თავი კისერთან ჩარგო,ტირილი არ შეუწყვიტავს.
-კასი...
ჩახლეჩილი ხმით თქვა ექიმმა
-ალექსანდრე..
კასიანამ და თავი ოდნავ წამოწია
-კასი..
თქვა ხრიწიანი ხმით და ქალი ბაგეებს მხურვალედ დაეწაფა. კასიანას სუნთქვა შეუჩერდა, თვალები გაუფართოვდა და ადგილზე გაიყინა.ალექსანდრე არ გაჩერებულა, რიგ-რიგობით განაგრძობდა ჯერ ზედა,მერე ქვედა ტუჩის დაგემოვნებას,კასიანას კვნესა აღმოხდა,თვალები დახუჭა და მთელი გრძნობით აყვა კოცნაში..
-მენდობი?
ჰკითხა მამაკაცმა.
კასიანამ მორცხვად დაუქნია თავი..
-ნუ გეშინია! უჩურჩულა ალექსანდრემ და ლოგინთან მიიყვანა...
გოგონა სიამოვნების მორევში გადაეშვა და თავისი უბიწოებაც მას ჩააბარა.
....
ერთი თვეც გავიდა... ხვალ გერმანიაში უნდა დაბრუნბულიყვნენ,ზეგ კი ოპერაციის დრო დგებოდა..
კასიანა ანერვიულებული იყო,ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა,აქეთ-იქით დადიოდა,სახეზე ფერი არ ედო
-კარგი რა კასი... ნუ ნერვიულობ!
ღიმილით მიუახლოვდა ალექსანდრე და თავზე აკოცა
კასიანამ ხელები შემოხვია და თავი კისერში ჩარგო
-აქამდე არ მეშინოდა ახლა მეშინია..
-ხოდა ნუ გეშინია,ხომ იცი ყველაფერს გავაკეთებ!
ალექსანდრე არ იმჩნევდა,არ უნდოდა უარესად აენერვიულებია გოგონა,მაგრამ თავადაც ძალიან ნერვიულობდა,მართლა მძიმე ოპერაცია იყო გასაკეთებელი,რამე რომ მომხდარიყო საკუთარ თავს ნამდგილას ვერ აპატიებდა.
-მიყვარხარ!
თავი არ აუწევია ისე უთხრა დოლიძემ
-მეც მიყვარხარ კასი! ძალიან ძალიან მიყვარხარ!
თავზე აკოცა ჯაყელმა
....
მეორე დღეს გერმანიაში დაბრუნდნენ,ყველას გაუხარდა საყვარელი პაციენტის დაბრუნება,განსაკუთრები ლელას.
ხვალინდელ დღეზე ყველა ძალიან ნერვიულობდა..
კასიანა პალატაში შეიყვანეს და წვეთოვანა დაუდგეს,ორგანიზმი უნდა მომზადებულიყო ხვალისთვის.. ნემსი შეუყვანეს თუ არა მალევე ჩაეძინა,რომ გამოეღვიძა თავთან მომღიმარი ლელა ედგა.
-როგორ ხარ ჩემო გოგონა?
თავზე ხელი გადაუსვა ქალმა
-კარგად ვარ ლელა ექიმო..
-უფრო გაზრდილხარ და გალამაზებულხარ
კასის ჩაეცინა
-ალექსანდრე სად არის?
-გარეთ,პაციენტებს ესაუბრება..
-ცოტახნით გავალ,დავიღალე ამდენი წოლით
წამოდგმა დააპირა გოგონამ
-იწექი, არ შეიძლება ადგომა!
უკან დააბრუნა ლელამ
-ლელა ექიმო ახლა,რომ არ ავდგე გაგბიგჟდები,ძალიან გთხოვთ რა!
სასაცილოდ შეჭმუხნა შუბლი გოგონამ
-ხო კარგი,მხოლოდ ათი წუთით!
გაუცინა ლელამ და ადგომაში მიეხმარა..
...
კასიანა ნელა დაუყვა დერეფანს,შორიდანვე იცნო ზურით მდგომი ალექსანდრე და ბედნიერებისგან თვალები აუციმციმდა. ჩქარი ნაბიჯებით მიუახლოვდა,მხოლოდ მერე შენიშნა მასთან მდგომი,მაღალი,ულამაზესი შავგრემანი ქალი..
-ალექსანდრე
დაუძახა ხმადაბლა.
მამაკაცი არ ელოდა კასიანას გამოჩენას,სწრაფად მიტრიალდა და მისკენ წავიდა.
-კასი რატომ ადექი?!
შუბლი შეკრა მამაკაცმა
-დავიღალე წოლით
გაუღიმა გოგონამ
-ვაუუ პაციენტი საქართველოდან!
ტაში შემოკრა უკან მგომმა ქალმა, წეღან ალექსანდრეს,რომ ესაუბრებოდა
-შენი სახელი გოგონა
წარბაწეულმა აათვალიერა კასი
-კასიანა.
ამავე გამომეტყელებით მიუგო გოგონამ.
-ლილიანა შენი წასვლის დროა!
ხმამაღლა თქვა ალექსანდრემ
-კასიანას უნდა გავეცნო
თმა ზურგს უკან გადაიყარა ქალმა და დაამატა-მე ლილიანა ზვიადაური ვარ,ალექსანდრეს ცოლი!
-ლილიანა!
დაიყვირა ჯაყელმა
კასიანას მუხლები აუკანკალდა,თავბრუ დაეხვა,ძირს დაეცემლდა,რომ არა ალექსანდრე
-კასი რა გჭირს! კასიანა ყველაფერს აგიხსნი ასე არაა!
ყვიროდა ალექსანდრე.-ლილიანა აქედან გაეთრიე და შენი ფეხი აღარ ვნახო აქ! დროზე გადი აქედან!!!
დაიღმუილა ხმამაღლა
-მე ჯერ კიდევ შენი ცოლი ვარ!
დაიკივლა ქალმა
-გაეთრიე!
კასიანას ბუნდოვნად ჩაესმოდა მათი ხმა.
ალექსანდრემ გოგონა პალატაში შეიყვანა და ნემსის გაკეთება დაიწყო..
კასიანა ვერ ფხიზლდებოდა..ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა
ცოტა ხანში თვალები გაახილა,თავთან ალექსანდრე ედგა.
-აქ რას აკეთებ?!
დაიყვირა გოგონამ
-კასიანა მომისმინე! ყველაფერს აგიხსნი.
-არც ერთი სიტყვა... არაფერი თქვა ალექსანდრე!! არაფრის ახსნა არ მჭირდება,შენი დანახვაც არ მინდა! უბრალოდ მინდა,რომ აქედან წახვიდე,არასოდეს დამენახო და ოპერაციაც სხვამ გამიკეთოს! რატომ გამოჩნდი?! რა გინდოდა ჩემგან! მეზიზღები! მთელი არსებით მძულხარ!
თან ცრემლების მოწმენას ცდილობდა
-გთხოვ კასი.. უბრალოდ აგიხსნი!
-არა! აქედან გადი!
დაიყვირა ხმამაღლა და მეორე მხარეს გადაბრუნდა.
ექიმი ადგილიდან არ ინძრეოდა..
-ვერრ..ვერ ვსუნთქავვ..
ამოიკნავლა კასიანამ და გული წაუვიდა
ალექსანდრე სასწრაფოდ მივარდა გოგონასთან
-ჩქარა!! ოპერაცია ახლავე უნდა დავიწყოთ!
დაიყვირა და პალატაში სამი ექიმი შემოვარდა...
.....
მთელი 12 საათი უკეთებდნენ ოპერაციას.. მთელი 12 საათი ცდილობდნენ ექიმები მის გადარჩენას.. ცდილობდნენ და გამოუვიდათ კიდეც!
ერთი დღის შემდეგ კასიანამ თვალები გაახილა
-გილოცავ!! შენ ეს შეძელი!
თავთან რამდენიმე ექიმი ედგა ტორტითა და ბუშტებით
-დიდი მადლობა ყველას!!
თქვა და სახეზე ხელები აიფარა..
-მადლობას ბატონ ალექსანდრეს უნდა უხდიდე-თქვა ერთმა-ის,რომ არა ვერაფერს შევძლებდით!
კასის არაფერი უთქვამს,თვალები დაბლა დახარა და გვერდი იცვალა..
მალე პალატიდან ყველა გავიდა.. მხოლოდ ლელა დარჩა
-ჩემო გოგონა..
ცრემლები სდიოდა ქალს და მთელი ძალით იკრავდა გულში
-ლელა ექიმო..
ტიროდა კასიც
-კასიანა რაღაც უნდა გითხრა..
-გისმენთ
-მომიყვა ალექსანდრემ ყველაფერი..კასი.. ის ქალი ალექსანდრეს ყოფილი ცოლია, მხოლოდ განქორწინების საბუთებზე არ მოუწერიათ ხელი,დიდი ხანია ერთად აღარ არიან,ლილიანა აქ ცხოვრობს,იმ დღეს საბუთებთან დაკავშირებით იყო მოსული,შენ რომ დაგინახა იეჭვიანა და სისულელეები გითხრა.. ალექსანდრეს ცხოვრება გაუმწარა..
ქალი ძლივს ლაპარაკობდა
-მაგრამ.. რატომ არ მითხრა რომ ცოლი ჰყავდა?!!
ცრემლების ახალი ნაკადი წამოუვიდა თვალებიდან
-ამას მნიშვნელობა არ აქვს კასიანა! მას შენ უყვარხარ!
-სად არის?
-წავიდა... საქართველოში დაბრუნდა!
-მე რეები ვუთხარი.. არასოდეს მაპატიებს ხომ?
აქვითინდა კასი
ლელამ გულში ჩაიკრა ათრთოლებული გოგონა
-გაპატიებს... აუცილებლად გაპატიებს! ხვალ დილით მიფრინავს თვითმფრონავი, საქართვლოში ვბრუნდებით,მეც ძალიან მომენატრა იქაურობა!
-ყველაფრისთვის დიდი მადლობა!
-კარგი რა.. რისი მადლობა
შუბლზე ფრთხილად აკოცა და ცრემლები მოწმინდა-არ ინერვიულო,ყველაფერი კარგად იქნება!
....
მონატრებია საქართველო. მიწაზე ფეხი დადგა თუ არა იმ წამსვე აუჩქარდა გული..მონატრებულ სახლში,რომ შევიდა ბედნიერებისან თავბრუც დაეხვა.
...
ჩამოსვლიდან ერთი კვირა გავიდა და წამი არ გასულა ალექსანდრეზე რომ არ ეფქირა, საშინლად ენატრებოდა.. ის არ ეხმიანებოდა.. ლელა ყოველ დღე ურეკავდა თუმცა მასზე არაფერს ამბობდა.
ლელა ექიმს ძალიან დაუახლოვდა და შეუყვარდა.
...
ხვალ მისი დაბადების დღეა,ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა ეს დღე,ლელას და სხვა რამდენიმე ექიმის დაპატიჟებას აპირებდა. სახლში პატარა წვეულების მოწყობა უნდოდა.
დილიდან მაღაზიებში წავიდა,სახლში შუადღით,ძალიან დაღლილი დაბრუნდა.
ზოზინით აიარა კიბეები,სახლში შესვლას აპირებდა,როცა თვალი მოგრძო,შავ ყუთს მოკრა. გული აუჩქარდა,ყუთი ხელის კანკალით გახსნა. იქიდან ოთხად მოკეცილი წერილი და ბილეთი მოჩანდა.
წერილი ნელა გახსნა,მხოლოდ სასტუმროს მისამართი ეწერა, ბილეთი კი დუბაის იყო.
სუნთქვა გაუხშირდა,თვალები აუცრემლიანდა, რა თქმა უნდა ალექსანდრეს მიერ გაკეთებული საჩუქარი ეგონა...
ფრენა რამდენიმე საათში იყო..
სირბილით შევარდა სახლში და ჩემოდანში ტამსაცმლის ჩალაგება დაიწყო.
გული ამოვარდნაზე ჰქონდა,არც ერთი წამით არ დაფიქრებულა წასულიყო თუ არა, გონებაც და გულიც შეთანხმებულათ გაჰკიოდნენ-კის!
....
ხანგრძლივი ფრენის შემდეგ,როგორც იქნა დადგა ფეხი დუბაის მიწაზე.
სასტუმროში ტაქსით მივიდა,მის სახელზე ორმოცდამეცხრე სართულზე იყო დაჯავშნილი ნომერი.
მოკლე თმა გვერდით გადაიყარა და ლიფტის ღილაკს დააჭირ თითი. გული ხელით ეჭირა,სადაცაა გონებას დაკარგავდა. კართან წამით გაჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და კარი შეაღო.
-გილოცავთ!!!
წინ ლელა და სხვა რამდენიმე ექიმი იდგა.
-ლელა ექიმო.... თქვენ.. დიდი მადლობა ყველას!
ძლივს მოუყარა თავი სიტყვებს..ალექსანდრეს ნახვას ელოდა..
-მახსოვს ერთხელ მითხარი დუბაიში გინდოდა მოგზაურობა,ხოდა გილოცავ!
ლელამ მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
კასი ვერაფერს ამბობდა,რაღაცნაირად იმედები ჰქონდა გაცრუებული.
მერე გონება მოიკრიბა,სახეზე ღიმილი აიკრა და ყველას გადაეხვია
-თქვენ საუკეთესოები ხართ! გამიმართლა თქვენთან ,რომ მოვხვდი
დააყოლა მერე.
-კასიანა გვინდა ბურჯ ხალიფაზე წაგიყვანოთ.. მსოფლიოს ყვლაზე მაღალ ცათამბჯენზე.
-ძალიან მაგარი იქნება! წავიდეთ!
ტაში შემოკრა გოგონამ
....
ცოტახანში უზარმაზარი შენობის წინ იდგა და მთელი გულით იღიმოდა.
მერე ლიფტში შევიდა და მოთმინებით დაელოდა უმაღლეს მწვერვალზე ასვლას.. მალე ლიფტი გაჩერდა. ნელი ნაბიჯებით წავიდა წინ.
იატაკი გვირილებით იყო მორთული,კასიანა ძალიან დაიბნა ,როცა ნაცნობი სურნელი იგრძნო და მიხვდა ვისაც ეკუთვნოდა აცახცახდა და რომ არა ლელა წაიქცეოდა.. აქეთ-იქით დაბნეული იყურებოდა.. თვალებით ეძებდა..
-კასი
გაიგო უკნიდან ყველაზე მონატრებული და საყვარელი ხმა
კანკალით მიტრიალდა და წინ ალექსანდრე დაინახა, მამაკაცს ხელში უზარმაზარი გვირილების თაიგული ეჭირა.
-ალექსანდრე
იყვირა ბოლო ხმაზე და მამაკაცისკენ გაიქცა.
ალექსანდრემ თაიგული იქვე დადო და თავადაც გაემართა გოგონასაკენ. ხელში აიტაცა და მთელი გრძნობით დაეწაფა მონატრებულ ბაგეებს.
-როგორ მენატრებოდი..
მთელ სახეს უკოცნიდა ჯაყელი.
-მაპატიე ალექსანდრე..
ცრემლებს ვერ იკავებდა დოლიძე
-შენ მაპატიე კასი!
-მიყვარხარ!
-მეც ძალიან.. ძალიან მიყვარხარ .. გილოცავ! უკვე დიდი გოგო ხარ!
უთხრა ღიმილით და თავზე აკოცა.
-იცი იმ შენი სურვილებიდან ყველა არ შეგვისრულებია
წამოიწყო მერე-კასი ცოლად გამომყვები? აქ და ახლავე მოვაწეროთ ხელი!
-ალექსანდრე...
პირზე ხელი აიფარა გოგონამ და ხელის გულით შეიმშრალა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი.-რა თქმა უნდა გამოგყვები!
ხელი მოაწერეს,კასის მეჯვარე ლელა იყო.. დოლიძე ბედნიერებისაგან ფრინავდა..
-კასი კიდევ დარჩა რაღაც
უკნიდან მიუახლოვდა ალექსანდრე და ჩაეხუტა
-ჰმმ კიდევ? არ მახსენდება!
ღიმილით შემობრუნდა გოგონა
-ხომ ვთქვით,რომ როცა გამოჯანმრთელდებოდი კიდევ ვიფრენდით პარაშუტით ხოდა აქიდან პარაშუტით უნდა გადავხტეთ!
-რაა?!
იკივლა კასიმ და კისერზე ჩამოეკიდა ჯაყელს-საუკეთესო ქმარი მყავს!
-მე საუკეთესო ცოლი!
....
ერთად დავითვალოთ
-1..2...3...
-ააააა!
-მიიიყვარხააარ კაისანაააა!
-მიიიყვარხააარ ალეექსანდრეეე!
თითქოს მთელ მსოფლიოს ესმოდა მათი ხმა,თითქოს მათი ბედნიერება ყველას უხაროდა.. თითქოს მთელი სამყარო მათ ერთად ყოფნას აღნიშნავდა!



№1  offline წევრი დარინა

გამათბოოოო ამ ისტორიამ, ჩემზე ძალიან იმოქმედააა ემოციების ზღვა დამატყდააა, ბევრი კი არა ალბათ ალექსანდრეს ნაირი ასიდან ერთი პროცენტი თუ იქნებაა, კასიას ალექსანდრე სურვილებს რომ უსრულებდა მეც ვბედნიერდებოდიიი. ძალიან ძალიან მაგარი ისტორია იყო და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენს სახვაასეთ გემრიელობებს.

 


№2  offline წევრი კეროლაინი

a.bochorishvili
შოკი იყო უბრალოდ

უღრმესი მადლობა ❤️❤️

დარინა
გამათბოოოო ამ ისტორიამ, ჩემზე ძალიან იმოქმედააა ემოციების ზღვა დამატყდააა, ბევრი კი არა ალბათ ალექსანდრეს ნაირი ასიდან ერთი პროცენტი თუ იქნებაა, კასიას ალექსანდრე სურვილებს რომ უსრულებდა მეც ვბედნიერდებოდიიი. ძალიან ძალიან მაგარი ისტორია იყო და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენს სახვაასეთ გემრიელობებს.

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️❤️ მაბედნიერებთ

 


№3 სტუმარი თეკო თურმანიძე

ძალიან მომეწონა ❤️❤️

 


№4  offline წევრი krafinka114

უმაგრესია????❤️❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი კეროლაინი

თეკო თურმანიძე
ძალიან მომეწონა ❤️❤️

მიხარია❤️ უღრმესი მადლობა❤️

krafinka114
უმაგრესია????❤️❤️❤️❤️

დიდი მადლობა❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი კეკე

აღფრთოვანებული ვარ❤️❤️ საოცრებაა❤️❤️❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი კეროლაინი

სტუმარი კეკე
აღფრთოვანებული ვარ❤️❤️ საოცრებაა❤️❤️❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა❤️❤️❤️ მახარებთ❤️❤️

 


№8 სტუმარი ლ.ა

ძალაინ! ძალიაან !ძალიააან! მაგარი იყოო <3 ყოჩაღ <3 <3

 


№9  offline წევრი კეროლაინი

ლ.ა
ძალაინ! ძალიაან !ძალიააან! მაგარი იყოო <3 ყოჩაღ <3 <3

ძალიან ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️

 


№10  offline მოდერი Someone wandering

უსაყვარლესობა იყოოო heart_eyes
ჰოდაა ფოტოზე ეს ცეცხლი ბიჭი ვინაა? innocent

 


№11  offline წევრი კეროლაინი

MaaiKoo
უსაყვარლესობა იყოოო heart_eyes
ჰოდაა ფოტოზე ეს ცეცხლი ბიჭი ვინაა? innocent

დიდი მადლობა <3 ექიმი მიხეილ ვარშავსკია :დ <3 <3

 


№12  offline წევრი Barbare ❤

dzaalian tbili, tkbili da siyvarulit savse istoria iyo ❤️ ratomgac megona, rom kasis moklavdi da winaswar guli mwydeboda, magram operacia kargad damtvrdao, rom gavige gulze momeshva ❤️ dzalian sakvalloba wyvili sheqmeni, romelmac gamibedbiera dgevandeli dge ❤️ cota ararealurad mechvena rom simsivnis miuxedavad kasis mainc amdeni energia qonda da saertod ar iglebida magram mainc mshvenialuroba gamogivid. ❤️ wera ar shewyvito, watmatebebi ❤️

 


№13  offline წევრი კეროლაინი

Barbare ❤
dzaalian tbili, tkbili da siyvarulit savse istoria iyo ❤️ ratomgac megona, rom kasis moklavdi da winaswar guli mwydeboda, magram operacia kargad damtvrdao, rom gavige gulze momeshva ❤️ dzalian sakvalloba wyvili sheqmeni, romelmac gamibedbiera dgevandeli dge ❤️ cota ararealurad mechvena rom simsivnis miuxedavad kasis mainc amdeni energia qonda da saertod ar iglebida magram mainc mshvenialuroba gamogivid. ❤️ wera ar shewyvito, watmatebebi ❤️

უღრმესი მადლობა❤️❤️❤️❤️ მე თქვენმა კომენტარმა გამაბედნიერა❤️❤️❤️ თქვენც ასევე,წარმატებები.❤️❤️❤️

 


№14  offline წევრი Barbare ❤

fotoxelovneba
Barbare ❤
dzaalian tbili, tkbili da siyvarulit savse istoria iyo ❤️ ratomgac megona, rom kasis moklavdi da winaswar guli mwydeboda, magram operacia kargad damtvrdao, rom gavige gulze momeshva ❤️ dzalian sakvalloba wyvili sheqmeni, romelmac gamibedbiera dgevandeli dge ❤️ cota ararealurad mechvena rom simsivnis miuxedavad kasis mainc amdeni energia qonda da saertod ar iglebida magram mainc mshvenialuroba gamogivid. ❤️ wera ar shewyvito, watmatebebi ❤️

უღრმესი მადლობა❤️❤️❤️❤️ მე თქვენმა კომენტარმა გამაბედნიერა❤️❤️❤️ თქვენც ასევე,წარმატებები.❤️❤️❤️
shenc aseve didi madloba sayvarelo ❤️ namdvilad mchirdeba warmatebebi am gamocdebis jams. :/

 


№15  offline წევრი კეროლაინი

Barbare ❤
fotoxelovneba
Barbare ❤
dzaalian tbili, tkbili da siyvarulit savse istoria iyo ❤️ ratomgac megona, rom kasis moklavdi da winaswar guli mwydeboda, magram operacia kargad damtvrdao, rom gavige gulze momeshva ❤️ dzalian sakvalloba wyvili sheqmeni, romelmac gamibedbiera dgevandeli dge ❤️ cota ararealurad mechvena rom simsivnis miuxedavad kasis mainc amdeni energia qonda da saertod ar iglebida magram mainc mshvenialuroba gamogivid. ❤️ wera ar shewyvito, watmatebebi ❤️

უღრმესი მადლობა❤️❤️❤️❤️ მე თქვენმა კომენტარმა გამაბედნიერა❤️❤️❤️ თქვენც ასევე,წარმატებები.❤️❤️❤️
shenc aseve didi madloba sayvarelo ❤️ namdvilad mchirdeba warmatebebi am gamocdebis jams. :/

აბა შენ იცი❤️❤️ ყველაფერი კარგად იქნება❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი ელენე

ძალიან კარგი იყო ❤ყოჩაღ????

სტუმარი ელენე
ძალიან კარგი იყო ❤ყოჩაღ

 


№17  offline წევრი კეროლაინი

სტუმარი ელენე
ძალიან კარგი იყო ❤ყოჩაღ????

სტუმარი ელენე
ძალიან კარგი იყო ❤ყოჩაღ

უღრმესი მადლობა <3

 


№18  offline წევრი Ruska Tsitskishvili

ძალიან კარგი იყო yum

 


№19  offline წევრი კეროლაინი

Ruska Tsitskishvili
ძალიან კარგი იყო yum

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️

 


№20 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან კარგი და სასიამოვნო წასაკითხი ოყო..❤❤

 


№21  offline წევრი კეროლაინი

სტუმარი ნათია
ძალიან კარგი და სასიამოვნო წასაკითხი ოყო..❤❤

უღრმესი მადლობა❤️❤️

 


№22  offline წევრი L i z a

არ ვიცი რა ვთქვა. უუუუძალიანესად მაგარი ისტორიასა. დადებითი ემოციებით ავივსე. ს ა უ კ ე თ ე ს ო ა ! ! !

 


№23  offline წევრი კეროლაინი

უუუუუუძალიანესად გამახარეთ❤️❤️❤️❤️❤️მადლობა❤️❤️❤️❤️
L i z a
არ ვიცი რა ვთქვა. უუუუძალიანესად მაგარი ისტორიასა. დადებითი ემოციებით ავივსე. ს ა უ კ ე თ ე ს ო ა ! ! !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent