ნაცრისფერი....
ნაცრისფერ ეს არის ფერი შავსა და თეთრს შორის, მოქცეული ბოროტსა და კეთილს შორის. ეს არის ჭეშმარიტად დაბალანსებული ფერი. აღებული აქვს როგორც შავი, ისე თეთრი ფერის თვისებები. მან შეიძლება გამოხატოს ელეგანტურობა, სისუფთავე, პატივისცემა, სტაბილურობა, სინაზე. ხშირად იგი პესიმიზმთან, სიბერესთან, მოწყენილობასთან, პირქუშ ამინდთან, ძაძასთან, ლპობასთან, ხრწნასთან, დაქვეითებასთან, გაფუჭებასთან ასოცირდება. შავისაგან ნაცრისფერს გლოვისა და მწუხარების ნიშნები აუღია, თუმცა მას შავის არა მხოლოდ უარყოფითი ნიშნები გამოჰყვა, ისევე როგორც შავი, ნაცრისფერიც ელეგანტურობის, საქმიანი ადამიანების ფერია. არ შეიძლება შენს ცხოვრებას ნაცრისფერი მხოლოდ იმიტომ ერქვეს რომ უინტერესო და მოსაწყენია, ნაცრისფერი შეიძლება დაარქვა ისეთ ცხოვრებას, სადაც ადიხარ კიდეც და ეცემი კიდეც. ნაცრისფერიო, ყველა საკუთარ ცხოვრებას ამ ფერს ადარებს, მესმის, მესმის რომ ცხოვრებაა თაად ასეთი, მაგრამ იქნება ამ წუწუნს რომ თავი ანებოთ და ნორმალურად ცხოვრება ისევ გააგრძელოთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.