შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედობა - ინსტიქტი თუ არჩევანი?


17-03-2018, 03:26
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 2 105

"აბორტი დანაშაულია" - არსებობს ცნება რომ ყველა დანაშაულის გამართლება შეიძლება.
"აბორტი ქალის უფლებაა" - ყველა ადამიანი თავისუფალია და ყველა ქალს აქვს უფლება გაიკეთოს აბორტი, არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ როგორ შიძლება თავისუფლების სახელით მოკლა ვინმე. მითუმეტეს თუ ეს "ვინმე" შენი შვილია, შვილი რომელიც უცოდველია. რა მისი ბრალია თუ შენ დაუშვი "შეცდომა"?! თუ შენ, ხარ თავისუფალი და გაქვს უფლება რომ ჯერ არ დაბადებულ ადამიანს მოუსწრაფო სიცოცხლე, ისიც თავისუფალია, მასაც აქვს უფლება რომ გაჩნდეს, გაიზარდოს და თავად გადაწყვიტოს მომავალში როგორ მოიქცეს.
ახლა ვიღაც სამართლის მცოდნე ქალი რომელმაც უკვე შეუზღუდა თავის შვილს დაბადების უფლება გამოვა და მეტყვის რომ საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლის თანახმად „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია."
"დაბადებით" აი მთავარი შეცდომა ჩვენი კონსტიტუციის, ვკრძალავთ აბორტს, ვითხოვთ შეიტანონ აკრძალვა კონსტიტუციაში მაგრამ არასოდეს ვაკვირდებით ჩვენივე ჩაწერილ კანონს რომლის მიხედვითაც ჯერ არ დაბადებულ ცოცხალ არსებას ვუჭრით ყველა გზას რომ მისი უფლებებისთვის იბრძლოს მხოლოდ იმიტომ რომ ის ჯერ არ დაბადებულა და ვერც ვერასოდეს დაიბადება რადგან მისმა "დედამ" გადაწვიტა, თავისი თავისუფლების სახელით წაართვას ბავშვს სიცოცხლე. ვინ დაიცავს იმ პატარებს რომლებსაც მათი თავისუფლების სახელით "დედებმა" სიცოცხლის და არსებობის უფლება წაართვეს?! ვერავინ რადგან არ არსებობს კანონი რომელიც მათ დაიცავს.
ვთქვათ და კანონი არ გიკრძლავს ან გიკრძალავს მაგრამ შენ, შენი თავისუფლების სახელით ამართლებ შენს "დანაშაულს"... მაშინ რაღას იტყვი რელიგიაზე რომელიც გიკრძალავს რომ მოკლა შენი ჯერ არ დაბადებული შვილი. არცერთი რელიგია არ ემხრობა იმას რომ ცოცხალი არსება მოკლა, ერთნაირ ცოდვათ გეთვლება ისიც რომ მოკლა უკვე ზრდასრული ჩამოყალიბებული ადამიანი და პატარა უსუსური არსება რომელიც მთლიანად შენზეა მონდობილი. რელიგია აშკარად მიგითითებს და გეუბნება რომ არ გაქვს უფლება ხელყო უფლის მიერ ბოძებული სიცოცხლე, ამის უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს ანუ კანონის მიხედვით ჩადიხარ "დანაშაულს" და რელიგიის მიხრედვით კი "ცოდვას".
როგორც ზემოთ ავღნიშნე არსებობს ცნება რომ ყველა დანაშაულის გამართლება შეიძლება. ხო აბორტის გამართლებაც შეიძლება მაგრამ მხოლოდ იმ ერთადერთ შემთხვევაში როცა დედის და ბავშვის სიხოცხლეს ემუქრება საფრხე და დედას სახლში შვილები ელოდებიან, რომელთაც ისევე ჭირდებათ დედა როგორც იმ პატარას რომლის გადარჩენაც შეუძლებელი იქნებოდა.
არსებობს ასევე დედების მეორე კატეგორია რომელიც შვილებს აძლევენ დაბადების უფლებას მაგრამ მერე ტოვებენ, მარტო ბედის ანაბარა. მე არ მესმის ცნების რომ დედა უმიზეზოდ არასოდეს მიატოვებს შვილს, არასოდეს მესმოდა და ვერც ვერასოდეს გავიგებ იმ ქალის ფიქრებს რომლებიც შვილებს ტოვებენ ან უფრო უარესი კლავენ.
როგორ შეიძლება მოსაკლავად გაიმეტო საკუთარი შვილი?! არსება რომლის მოძრაობასაც შენში გრძნობდი, მისი გული შენს გულთან ერთად ცემდა, მთელი ცხრა თვე შენი სხეულით ატარე?! რით განსხვავდებიან ის დედები რომლებმაც გაიკეთეს აბორტი და დედები რომლებიც უპატრონოდ ტოვებენ ან უარეს შემთხევაში კლავენ საკუთარ შვილებს?! ვფიქრობ რომ არაფრით, რადგან ორივე შენთხვევაში უხეშად რომ ვთქვათ შენივე "ნაშიერს" რომელსაც ცხოველიც კი უფრთხილდება შენ იმეტებ მოსაკლავად... მეორე შემთხვევას გამართლებაც კი არ აქვს ან როგორ უნდა გაამართლო უკვე დაბადებული, სიცოცხლისთვის მებრძოლი არსების მოკვლა.
ვიღაც მეტყვის რომ ჯერ არ ხარ დედა, არც გაჭირვება გამოგიცდია და იმიტომ ასე მარტივად მკიცხავო... შენ რომ ჩემს გზას გამოივლი მხოლოდ მაშინ გამამართლებო, ვიცი რომ არასოდეს უნდა ვთქვა არასოდეს მაგრამ მე თამამად ვამბობ რომ არასოდეს არ მივატოვებ ჩემს შვილს და სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდებს ჩემს გვერიდით მეყოლება.
რაც შეეხება "დედებს" რომლებიც კლავენ ან ნაგავსაყრელზე ტოვებენ შვილებს მათ საქციელს არ აქვს გამართლება. არანაირი მშობიარობის შემდეგი დეპრესია და გონებრივი აშლილობა არ ამართლებს დედას რომელსაც არ ადარდებს მისი შვილის ჯანმრთელობა... არ ადარდებს როგორ იქნება იცოცხლებს თუ მოკვდება.
ვფიქრობ ასეთი დედა არ არის საერთოდ ღირსი რომ ყავდეს შვილი, მაშინ როდესაც უამრავი ქალი ისე კვდება გულშიც კი ვერ იკრავს იმ პატარა არსებას რომელიც სიცოცხლის ძალას და იმედს მიცემს, ისე კვდება რომ ვერასოდეს გრძნობს როგორია იყო დედა, შენში გაიზარდოს პატარა არსება რომელიც შენზეა დამოკიდებული. შიგნიდან იგრძნო მისი მოძრაობა და გაბედნიერდე.
ვიღაც მეტყვის რომ უფლის საქმეში ვერევი მისი გადაწყვეტილებაა და მან იცის ვინ არის ღირსი დედობის და ვინ არა...
ჰო, თუ თქვენ თვლით რომ მე ვერევი უფლის საქმეში, გეტყვით რომ მგონია ზოგჯერ უფალიც ცდება, როცა ასეთ დედებს თუ შიძლება მათ საერთოდ ეწოდოთ "დედა" ჩუქნის შვილს.
ერთადერთი როცა შვილის გაჩენას და სხვისთვის მიცემას ან "სუროგაციას" ვართლებ, ეს მხოლოდ ის შემთხევაა როცა სუროგატი დედა არ იღებს ფულს იმაში რომ მისი შვილი სხვამ გაზარდოს. ჩემთვის თითოეული სუროგატი დედა რომელიც სხვა ოჯახს აბედნიერებს რაიმე სარგებელის გარეშე არის გმირი, უპირობოდ გმირია ყველა ის ქალი ვინც ყოველგვარი სარგებლის გარეშე თავის შვილზე ყველანაირი უფლებას აძლევს სხვას. გმირობად ვთვლი იმიტომ რომ ყველაზე დიდი სიძლიერეა გააბედნიერო ქალი და გახადო ის დედა. ვიღაც ძალიან მორწმუნე იმასაც მეტყვის რომ როგორ შიძლება, ქალი რომელიც უფლის გადაწყვეტილებას წინ აღუდგა და ვიღაცას შვილი მიცა, გმირი იყოს... მე მათ გმირებად მხოლოდ იმიტომ ვთვლი რომ თავად, ჩემი ეგოიზმი არასოდეს მომცემს უფლებას ვუყურო და მოვისმინო როგორ ეძახის დედას ან ეფერება "ჩემი შვილი" სხვა ქალს. ხოლო სუროგატი დედები რომლებიც ფულს იღებენ შვილში არაფრით განსხვავდებიან მკვლელი დედებისგან. ასევე ქალები რომლებიც ფეხმძიმობის დროს არ უფრთხილდებიან ნაყოფს ჩემი აზრით პოტენციური მკველელები არიან.

შენ ვინც უკვე გამოცადე რას ნიშნავს დედობა ჩემზე უკეთ იცი რომ არსება რომელიც იზრდება შენში იმ წამიდანვე გიყვარდება როგორც კი მისი არსებობის შესახებ იგებ. შენც და მეც ვიცით რომ როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ამ ბავშვის "გამკეთებელი" ის უდანაშაულოა და მაინც გიყვარს. შენ დედამ რომელმაც ერთხელ უკვე ჩაიკარი შენი პატარა გულში და იგრძენი მისი მოფერება, მისი სურნელი, არ მესმის როგორ უნდა გაიმეტო შენი ნაწილი მოსაკლავად.
ზოგიერთი ქალი ახშობს ინსტიქტს რომელსაც ქვია დედობა და წინა პლანზე აყენებს გონებას რომელიც აკეთებინებს არჩევანს იყოს თუ არა დედა..
ჩვენ ადამიანები იმით ვჯობივართ ცხოველებს რომ გონება გვაქვს განვითარებული მაგრამ როცა ზოგიერთ "ადამიანს" ვუყურებ მიჩნდება სურვილი ვიყო ცხოველი და ჩემში უფრო მეტად იყოს განვითარებული ინსტიქტები და არა არჩევანის უფლება, რადგან ცხოველი უფრო მეტად იცავს თავის ნაშიერს ვიდრე ადამიანი...
მე მაინც მგონია რომ დედობა ინსტიქტია და ყველა ქალს იმ წამიდან როგორც კი პატარა არსება მასზე დამოკიდებული ხდება ეს ინსტიქტი უმძაფრდება და ის უკვე ორმაგად იბრძვის ყველაფრისთვის... ხოლო ქალებს რომლებიც კლავენ თავიანთ შვილებს საერთოდ არ გააჩნიათ ინსტიქტი და ცხოველებზე დაბალ საფეხურზე დგანან.
ჰო მე არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ იმ დედებისას ვინც საკუთარ ნაწილს იმეტებენ მოსაკლავად... არასოდეს გავუგებ იმ ადამიანს ვინც მოკლავს თავის შვილს, არსოდეს მოვუსმენ და არ ვაპატიებ იმ ადამიანს ვინც ერთხელ უკვე იგემა დედობის ბედნიერება და მაინც მოიშორა შვილი... შეიძლება ვინმემ სასტიკად შემრაცხოს მაგრამ მე ვფიქრობ რომ ყველა ის დედა ვინც შვილი მიატოვა ან მოკლა ისე უნდა დასაჯო როგორც ჰიტლერი სჯიდა ებრაელებს. ვიცი რომ რელიგია მიკრძალავს განვსაჯო ადამიანები მაგრამ ამ შემთხევევაში მე მხოლოდ ის მინდა რომ ამ განსჯით ვინმე მაინც დავაფიქრო რამდენად დიდი სისასტიკეა საკუთარი შვილის მოკვლა.
შენ ხომ უფალი გაძლევს შანს გააგრძელო შენი სიცოცხლე იმ არსებით შენში რომ იზრდება... რატომ ადამიანო?! რატომ გახდი იმდენად სასტიკი რომ იმეტებ საკუთას შვილს.
ყოველ დღე ვრწმუნდები რამდენად უსაზღვროა ადამიანის სისასტიკე, ყოველ დღე მესმის ტელევიზორში და ვკითხულობ სოციალურ ქსელში თუ როგორ მოკლა ან სადღაც დააგდო დედამ შვილი. ყოველ დღე უფრო მძაფრად მიჩნდება პროტესტის გრძნობა ამ თემის მიმართ და მიჩნდება სურვული ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენეს ჩავახედო იმ მკვდარი ბავშვების თვალებში და ჩავუტოვო მათი სახეები გონებაში რომ აღარასოდეს მოკლან უცოდველი არსება.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჩემი აზრი იცი საყვარელო და მიხარია რომ გადაწყვიტე ამ თემას შეხებოდი.ნამდვილად მტკივნეულია იმის მოსმენა თუ როგორ გაწირა დედამ საკუთარი შვილი.საკუთარი სისხლი და ხორცი,რომელსაც 9 თვე მუცლით ატარებს და ყოველ მის მოძრაობას გრძნობ.უგულო უნდა იყო ადამიანი
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent