შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშგუ დოშდულ (თავი მეოთხე)


30-07-2024, 13:58
ავტორი Olivia255
ნანახია 1 043

აფორიაქებული ბოლთას ვცემდი ოთახში,უკვე ყველაფერი მზად მქონდა....მთელი ერთი ჩემოდანი საიდანაც ტანსაცმელი არც ამომილაგებია,უბრალოდ ოთახში მქონდა აქა იქ მიმოფანტული რაღაც რაღაცები. მართალია დიდი ხნით არ ვყოფილვარ აქ,მაგრამ თითქოს წლებია აქ ვცხოვრობდი და ერთი სული მქონდა მშობლებს უკან,თბილისში გავყოლოდი და ძველ ცხოვრებას დავბრუნებოდი. რაღაცნაირად გული მწყდებოდა,ვიცოდი რომ ჩემს პატარა ნაწილს აქ დავტოვებდი,მაგრამ აქედან აუცილებლად უნდა წავსულიყავი,მე აქ ვერ გავძლებდი,ეს ბადაიმაც კარგად იცოდა,მაგრამ როგორც ჩიტი გალიაში ისე ვყავდი. კარზე კაკუნის ხმა გავიგე და ბადაი შემოვიდა ოთახში.
-ჩამოვიდნენ?-მაშინვე ვკითხე აღელვებულმა და თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. წამებში გავვარდი ოთახიდან,კიბეები სწრაფად ჩავირბინე და ეზოში გავვარდი,ჩემი მშობლების მანქანა მაშინვე დავინახე,მამა უკვე მანქანიდან გადმოდიოდა
-მამიკო!-გახარებულმა შევყვირე მისკენ გავიქეცი,სწრაფად დავფარე ჩვენს შორის მანძილი და მთელი ძალით ჩავეხუტე.
-ოხ შე მაიმუნო შენა,ეგრე უნდა გოგო გაპარვა არ გრცხვენია?-დამტუქსა და თვითონაც მომხვია ხელები,თავზე მაკოცა. საიდან მოიტანა რომ გავიპარე? თუმცა სხვა რაღაც ვკითხე
-დედა სადაა?-მიმოვიხედე თუმცა არსად ჩანდა,
-სად იქნება?-ერთ-ერთი სასტუმროსკენ მანიშნა და მივხვდი დედა სადაც დაიკარგა.
-როგორ არაფერი არ გვითხარი? ან ტელეფონი სად გაქვს რო გირეკავთ ასეთი ამბავი როგორ უნდა დაუმალო მშობლებს?-სანამ რამეს ვუპასუხებდი ბადაი ამეტუზა გვერდით,წელზე ხელი ისე მომხვია თითქოს ყოველ დღე ესე დავდიოდით ერთმანეთს ჩახუტებულები.
-გაუმარჯოს დავით.-მიესალმა ბადაი ღიმილით და მამაჩემს ხელი გაუწოდა.
-სიძეს გაუმარჯოს სიძეს.-მხიარულად მიესალმა მამაჩემი და ხელი თბილად ჩამოართვა. პირდაღებული ვუყურებდი ჩემს წინ გადაშლილ სცენას და ვერ გამეგო რა ხდებოდა.
-მამა შენ...-ბადაიმ გამაწყვეტინა
-ნანა სად არის? ჩემი მშობლები უკვე გველოდებიან.-დედა გამოვიდა სასტუმროდან,თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი,დიდი თაფლისფერი თვალები გაუბრწყინდა ჩემი დანახვისას და მაშინვე ჩემსკენ გამოქანდა.
-დედა ესე როგორ შეიძლება,რამდენი გვანერვიულე,ესე უნდა ვიგებდეთ?-თბილად ჩამეხუტა და მთელი სახე დამიკოცნა. ბადაი წელიდან ხელს არ მაშორებდა და დედამ რომ მისი ჩახუტება მოინდომა ოთხად მოიკეცა რომ ხელი მოეხვია მისთვის.
-რა კარგი ბიჭია დედა,ამას გვიმალავდი?-გაბრწყინებულმა გადმომხედა დედაჩემმა. აქ რა ხდება?
-დედა ყველაფერი ისე არაა როგორც თქვენ გგონიათ.-წელზე ხელი ისე მომიჭირა სუნთქვა შემეკრა.
-რას ამბობ შვილო,ბადაიმ ყველაფერი მოგვიყვა დეტალებში,როგორ დაგიგეგმავს გასტროლების მერე აქ დარჩენა და გაპარვა.-გადმომხედა მამამ და უკმაყოფილოდ გადამიბრიალა მწვანე თვალები. თუმცა ღიმილი სახიდან არ მოუშორებია
-რა?-წამოვიყვირე და კიდევ ერთხელ დავიმსახურე ბადაისგან უხეში რეაქცია,მოულოდნელობისგან წელში გავსწორდი და ვეცადე მისი ხელი მომეშორებინა და მშობლებისთვის ყველაფერი ამეხსნა თუმცა ამაოდ ამას არაფრით არ მაცდიდა.
-წამოგვყევით მშობლები უკვე გველოდებიან,უკვე დროა გაიცნოთ.-უცოდველი კრავივით ღიმილით მიუგო ბადაიმ და წარბშეკრულმა გადმომხედა.
-ენას ნუ ატლიკინებ,-წაისისინა და სურვილი გამიჩნდა მისთვის სახეში გამეწნა
-შენ სულ გარეკე?-ხმამაღლა ვუთხარი რითაც მშობლების ყურადღება მივიქციეთ.
-მშვიდობა გაქვთ ბავშვებო?-დედამ ეჭვის თვალით გადმოგვხედა
-არა!
-კი!-ერთდროულად ვუპასუხეთ და ამჯერად მე გადავუბრიალე ბადაის თვალები. მშობლებს გაეცინათ ჩვენს საქციელზე
-რა საყვარელი წყვილი ხართ.-დედა იმდენად გახარებული იყო მეეჭვებოდა ამ ერთუჯრედიანს,რომელმაც დღეს სიკვდილისგან მიხსნა რაიმე დასცდენოდა მაინც ჩემს მოტაცებაზე,მე კი გაკვირვებული მივჩერებოდი,ნუთუ ცოტათი მაინც არ ბრაზობდნენ ჩემზე? მერჩივნა ეყვირათ და დავეტუქსე ვიდრე ასე რბილად მიეღოთ ეს ამბავი.

*****
სანამ ბადაის მშობლების სახლთან მივედით რამდენჯერაც რაღაცის მოყოლა დავიწყე,იმდენჯერ ბადაი ჩამეჩხირა ლაპარაკში და ბოლოს ყველაფერი ისე გამოიყვანა,თითქოს ყველაფერი თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა და ერთმანეთი უზომოდ გვიყვარდა. სახლთან მისი მშობლები დაგვხვდნენ,დედას და მამას გაეცნენ შიგნით შევიდნენ. მე კი ვუთხარი რომ 5 წუთში შევუერთდებოდი,ბადაის ხელი დავავლე,ისიც უპრობლემოდ გამომყვა ღობესთან და მეც საქმის გარჩევა დავუწყე
-აბა არასდროს ვიტყუებიო? რას ნიშნავს ეს ყველაფერი?!-ვხვდებოდი რომ ხმას ვუწევდი,მაგრამ ეს საერთოდ არ მადარდებდა. თვალებში მივჩერებოდი და პასუხს ველოდი,ის კი ჩვეული სიმშვიდით მიყურებდა
-მერედა როდის მოვიტყუე?-ნამდვილად აუტანელი იყო!
-რა უთხარი ჩემს მშობლებს? იმის მაგივრად რომ აქედან წამიყვანონ იმას ფიქრობენ ქორწილის გადახდა სვანეთში ჯობია თუ თბილისში!-ხელები ავასავსავე გაღიზიანებულმა და სიბრაზისგან უკვე ვქშინავდი. თავი ოდნავ გვერძე გადახარა და სულ სხვა რაღაცაზე გაამახვილა ყურადღება
-აქედან წასვლა გინდოდა?-თვალებში რაღაც გაუკრთა და ოდნავ მომიახლოვდა, ხელებგადაჯვარედინებული დამჩერებოდა და რომ არ ვუპასუხე აშკარად გაღიზიანდა
-მიპასუხე!-მკაცრი ტონით მითხრა და მეც სიმართლე ვუთხარი.
-მინდოდა არა,ახლაც მინდა აქედან წასვლა და მათ აუცილებლად გავყვები!-წავისისინე და მეც წარბშეკრული მივაჩერდი.
-ფეხს ვერ გაადგამ აქედან!
-მაგასაც ვნახავთ!
-ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ დოშდულ,კარგად არ დამთავრდება!
-შენთან კარგად არაფერი მთავრდება!
-და ცუდად რა დამთავრდა შეგიძლია მითხრა?
-ის რომ შენს გამო კინაღამ დავიხრჩე!-მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე აშკარად გაუკვირდა ამის გაგონება
-მდინარეში ჩავარდნისას თავი ხო არ დაარტყი?
-თავი შენ გაქვს დარტყმული,თუ ფიქრობ რომ ჩემს მშობლებს არ გავყვები!-უკვე ისტერიკაში გადამდიოდა გაბრაზება და ის უარესად მიმატებდა. აქეთ-იქეთ გაიხედა და რომ ვერავის მოკრა თვალი ისევ გააგრძელა
-ჯერ ერთი,ქუჩაში ასეთ ლაპარაკზე უკვე გავაფრთხილე,მაგრამ ამას მერე მივუბრუნდებით. მეორე,მდინარეში იმიტომ ჩავარდი რომ წონასწორობა დაკარგე და ვინ გადაგარჩინა? მე! დაუნახავი ნუ ხარ,თუ გინდა გაგახსენებ როგორ მიხდიდი მადლობას დახრჩობას რომ გადაგარჩინე და მესამე,აქედან ვერსად ვერ წახვალ!-მშვიდად,მაგრამ მტკიცედ ლაპარაკობდა მაგრამ მაინც არ ვთმობდი.
-ყველაფერს მოვუყვები მშობლებს.
-მაგის უნდა შემეშინდეს? მთელს თბილისს რომ უთხრა აქედან ჩემი თანხმობის გარეშე ვერავინ ვერ წაგიყვანს!
-შენს თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს?
-მე ჩემს სიტყვას ყოველთვის ვასრულებ დოშდულ. თუ ვთქვი,რომ აქედან ჩემი თანხმობის გარეშე ვერსად ვერ წახვალ,ესეიგი ვერ წახვალ!-ვხვდებოდი რომ არ იტყუებოდა,სახეზე ეწერა ყველაფერი,მაგრამ მშობლების აქ ყოფნამ თითქოს ძალა შემმატა,როგორც კი მივხვდი,რომ ზურგს ვიღაც მიმაგრებდა გავთამამდი და მთელი ძალებით შევუტიე იმ ხისთავიან არსებას,რომელსაც ბადაი ერქვა,რომელიც წაშლილი სახით დამჩერებოდა და უკვე საშინლად გაღიზიანებულიც იყო.
-წავალ და თანაც ისე,რომ უკან არც კი მოვიხედები! ქვეყანა შენს გარშემო არ ტრიალებს! ერთი ხისთავიანი,ერთუჯრედიანი ადამიანი ხარ რომელსაც ტვინის მაგივრად თავში ცარიელი ფურცელი აქვს!-ირონიულად მიპასუხა გაღიმებულმა
-მდინარესთან რომ მკოცნიდი იქაც მაგას ფიქრობდი?-ღმერთო როგორ ვერ ვიტანდი,როგორ უყვარდა ჩემი გაღიზიანება,მართალია არც მე ვაკლებდი,მაგრამ მე მიზეზი მქონდა მას კი არა!
-არ გკოცნიდი!-ავღშფოთდი და მივხვდი ლოყები რომ ამიწითლდა,კმაყოფილმა გაიღიმა
-ლოყებზე გეტყობა,-გამომაჯავრა და ლოყაზე ოდნავ მიჩქმიტა.
-რა აუტანელი და უცნაური ხარ! ერთ წუთას ლამაზი სიტყვებით მამკობ,მეფერები და მეალერსები,მეორე წუთს კი ურჩხულს ემსგავსები,ძალით მკოცნი და მშობლებს ატყუებ რომ თანახმა ვარ შენთან ქორწილზე იქნებ ჩამოყალიბდე!-ჩაიფხუკუნა და თვალებანთებულმა რომ ავხედე ამაზე უკვე სიცილი აუტყდა. როგორი ლამაზი სიცილი ჰქონდა...არა თაია არ უნდა დაიბნე,შემოვუძახე ჩემს თავს და ისევ გავაგრძელე უკვე აქოშინებულმა.
-ვერ გიტან! შენი დანახვაც კი არ მინდა! შენ რა ადამიანი ხარ,საერთოდ არ გადარდებს მე რა დღეში ვარ. მარტო შენს თავზე ფიქრობ და გკიდია ჩემი ოცნებები და მიზნები,ყველაფერს წყალში მიყრი! ყველაფერს მოვუყვები მამას!-დავემუქრე და სახლისკენ წავედი ხელი რომ დამავლო და თავისკენ შემატრიალა,ხელი ზურგს უკან დამიჭირა და ისეთი ცივი ხმით მიპასუხა ძარღვებში სისხლი გამეყინა...
-მამას კი არა,თუ გინდა მთელს ქვეყანას უთხარი,ჩემი მოკვლა მოუწევთ რომ შენ წაგიყვანონ და გპირდები,სანამ პირში სული მიდგას,ჩემს გვერდით იქნები!-ისედაც ნატკენი და დალურჯებული ხელი ამეწვა და თვალები რომ ამიცრემლიანდა ხელი ოდნავ შემიშვა.
-მოვკვდები და შენი ცოლი არ გავხდები!-მტკიცედ ვუთხარი და თვალები ისე ჩაუშავდა,ფილმებში ნანახ დემონს დაემსგავსა. ხერხემალში დამიარა მისმა მზერამ და მისი ყინულივით ცივი ხმის გაგონებისას გავშრი.
-შენ ხარ მთის ცივი ჰაერი,პირველი თოვლი,ნალექი წვიმის შემდეგ,როგორც ამ ყველაფერს ვერ წამართმევს ვერავინ,ასევე ვერ წამართმევენ შენს თავს. შენი ადგილი ჩემს გვერდითაა და თუნდაც შენს მშობლებს ახლა ყველაფერი მოუყვე,ეს მაინც ვერაფერს შეცვლის! მაინც აქ დარჩები,ჩემს გვერდით!-სანამ რამეს ვუპასუხებდი კარები გაიღო და გაღიმებულმა ქალინამ გამოგვძახა რომ საჭმელი გაცივდებოდა თუ მალე არ შევიდოდით ბადაიმ უთხრა რომ ორ წუთში მივიდოდით,მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაგვიკრა და სახლში შებრუნდა.
-ყველაფერი გავარკვიეთ? თუ კიდევ გაქვს რამე კითხვები?-ხელი მიშვა და გამომცდელად მომაჩერდა.
-ასე თუ გააგრძელებ მოქცევას,იმაზე მეტად შემაძულებ თავს ვიდრე ახლა...
-ორივემ კარგად ვიცით რომ არ გძულვარ.-მშვიდად მიპასუხა. წამებში ეცვლებოდა ხასიათი.
-რატომ მომიტაცე?-თემა შევცვალე
-ასე ჩავთვალე საჭიროდ და იმიტომ!
-მიპასუხე რატომ? უფლება მაქვს ვიცოდე!
-ჯერ შენ მითხარი რომ არ გძულვარ
-ვერ ეღირსები!-წავისისინე,მან კი მხრები აიჩეჩა
-როცა მეტყვი რომ არ გძულვარ,მაშინ გეტყვი რატომ მოგიტაცე,ახლა კი წამოდი,მთელი დღეა არ გიჭამია არ მინდა რომ დაავადმყოფდე.-ისე რომ არც დამელოდა კარისკენ წავიდა. ხეპრე! უკან გავყევი და პირდაპირ იქ წავედი საიდანაც ლაპარაკის ხმა ისმოდა. მშობლებს ყველაფერს მოვუყვებოდი...
*****
ჩემმა მოულოდნელმა შევარდნამ ოთახში დაძაბულობა გამოიწვია,უფროსების თვალები ჩენსკენ მოტრიალდნენ,მათ მზერაში დაბნეულობა და ცნობისმოყვარეობა იკითხებოდა.
-თაია რა ხდება?-მკითხა აღელვებულმა დედაჩემმა და წამოდგა
-მათ მოგატყუეს!-ჩემმა ხმამ ბასრი დანასავით გაჭრა ჰაერი. მშობლებმა გაოგნებული მზერა გადაცვალეს და შემდეგ მამამ იკითხა.
-თაია რას ამბობ? რა მოგვატყუეს?
-აქ ძალით ვყავარ გამოკეტილი,მე ეს ყველაფერი არ მინდა,წამიყვანეთ აქედან გთხოვ,ქალაქში მინდა დაბრუნება!-ცრემლები წამსკდა და სლუკუნით ვთხოვდი მშობლებს აქედან მოვეშორებინე. ბადაი ჩემს უკან იდგა და ხმას არ იღებდა,ვიცოდი გაღიზიანებული იყო,მე კი განადგურებული ვიყავი და მისი დანახვაც კი არ მინდოდა. სიჩუმე ჩამოწვა,გივარგი და ქალინა ხან მე მიყურებდნენ ხანაც ჩემს მშობლებს. ყველანაირი იმედი გამიქრა,როცა მამაჩემის სიტყვები მოვისმინე
-თაია,მთელმა სანათესაომ იცის შენი გათხოვების ამბავი და კარგად იცი ეს რამხელა სირცხვილი იქნება ჩვენი ოჯახისთვის ახლა უკან რომ დაგაბრუნოთ.-ძარღვებში სისხლი გამეყინა. გული ათას ნაწილად დამემსხვრა,თვალები ავაფახულე და შევბარბაცდი
-რა ა?-აღმომხდა და მამაჩემს მივაჩერდი. დედა მომიახლოვდა და მხრებზე ხელი მომკიდა
-შვილო,მამაშენი მართალია,რაც არ უნდა მომხდარიყო ახლა რომ ჩვენთან ერთად ქალაქში დაბრუნდე ოჯახს შეარცხვენ.-რომ გავაცნობიერე რას ამბობდნენ,თითქოს ცივი ტალღა დამეტაკა და სასოწარკვეთაში ჩამაგდო,ბადაის მშობლებს გავხედე,თუმცა მათ თვალებში სინანულის მეტი ვერაფერი ამოვიკითხე. უხეშად გავაშვებინე დედაჩემს ხელი და ნაბიჯი უკან გადავდგი
-ხუმრობთ ხო? მამა..-მამას მივუბრუნდი,ვისი იმედიც ყველაზე მეტად მქონდა თუმცა ის დუმდა
-მაპატიე შვილო...-მხოლოდ ეს თქვა და თვალი ამარიდა.
-თაია დედა მისმინე...-დედაჩემმა დაიწყო და ჩემსკენ წამოვიდა. მე კი უკან დავიხიე და წავისისინე
-არ გაბედო ჩემთან ახლოს მოსვლა!-ადგილზე გაშეშდა,მის თვალებში ტკივილი იკითხებოდა.
-წყეულიმც იყოს ის დღე როცა აქ ჩამოვედი,-ცრემლები მცვიოდა და საშინლად გამოფიტული ბოლო ხმაზე ვყვიროდი. ვიღაც მხარზე შემეხო ნაზად როცა მივხვდი ბადაი იყო ცივად მოვიშორე მისი ხელი
-წყეულიმც იყავი,ვერ გიტან! მეზიზღები! ყველაფერი შენი ბრალია! შენს გამო ვარ ამ სიტუაციაში!-მომიახლოვდა და ეცადა ჩამხუტებოდა მაგრამ მაშინვე გვერდით გავიწიე
-არ მომეკარო შე ხისთავიანო! ვერცერთს ვერ გიტანთ,ყველანი მეზიზღებით განსაკუთრებით კი თქვენ!-მშობლებს მივუბრუნდი ამ სიტყვების თქმისას,შემდეგ კი წამებში დავუსხლტი ბადაის და გარეთ გავიქეცი...ცივი ჰაერი რომ დამეტაკა ცოტა აზრზე მოვედი,გავრბოდი,თუმცა არ ვიცოდი სად,ცრემლები თვალებს მიბინდავდა...რეალობა ლოდივით დამეცა და ტკივილის და დაბნეულობის მორევში ვიძირებოდი...უცებ რაღაც მაგარს დავეტაკე და ძირს დავეცი,თვალები რომ მოვისრისე და ზემოთ ავიხედე ნაცნობი სახე დავინახე. გეგი...ხელი გამომიწოდა და ადგომაში მომეხმარა
-კარგად ხარ?-მშვიდად მკითხა და მიმოიხედა
-შენი ქმარი სადაა?
-ის ჩემი ქმარი არაა,-უხეშად ვუპასუხე და ჯინსები გავიფერთხე. დაბნეულმა თავი ოდნავ გვერდით გადახარა,წამიერად შევნიშნე რომ ამის გაგონებისას თვალები უცნაურად აენთო მაგრამ მალევე გაუქრა და მკითხა
-რატო ტირიხარ? ყველაფერი რიგზეა?
-არა! ყველაფერი რიგზე არ არის! ამ წყეული ადგილიდან წასვლა მინდა და ამაში არავინ მეხმარება,მშობლებიც კი...-გაბრაზებულმა წავისისინე და სახლისკენ წავედი.
-და სად გინდა წასვლა?-მკითხა და გამომყვა
-თბილისში...-უცებ გავჩერდი და მიმოვიხედე...გარშემო არავინ არ ჩანდა ჩემი იდეისგან თვალებგაბრწყინებულმა გეგის გავხედე და გავეკრიჭე
-უცნაურად მიყურებ...-დაბნეულმა მითხრა და მომაჩერდა მისი ლურჯი ირისებით.
-შენ წამიყვან აქედან!-ხელები ერთმანეთს შემოვარტყი და იმედით მივაჩერდი
-მერე ბადაი?....-სანამ ისევ რამეს მეტყოდა დავაშოშმინე
-არ მადარდებს არც ბადაი და არც ეს წყეული სოფელი,აქედან წასვლა მინდა,დამეხმარები თუ არა?-უკვე ჩურჩულზე გადავედი თან აქეთ-იქეთ ვიყურებოდი რომ ჩვენი ლაპარაკი არავის გაეგო
-არ ვიცი თაია...რთული იქნება აქედან თავის დაღწევა-შეყოყმანდა თუმცა მივხვდი მისი დარწმუნება ადვილი იქნებოდა.
-გთხოვ გეგი,დამეხმარე,ერთადერთი ხარ ვისაც ჩემი დახმარება შეუძლია,წამიყვანე აქედან,-თვალებით ვევედრებოდი დამთანხმებოდა და ყურიდან ყურამდე გავიღიმე როცა ამოიოხრა
-კარგი...ერთ საათში მზად იყავი,ბადაის სახლის უკან რომ კაფეა იქ შევხვდეთ.-ჩურჩულით მითხრა და სანამ მადლობას მოვუხდიდი სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს...მე თქვენ გაჩვენებთ როგორ უნდა ოჯახის შერცხვენა...
*****
ბადაის სახლის მისაღებში წინ და უკან დავდიოდი,ყოველი გადადგმული ნაბიჯისას ხის იატაკი ჭრაჭუნობდა და ისედაც განერვიულებულს ნერვებს მიშლიდა. საათს ყოველ ხუთ წუთში ვუყურებდი და გული ლამის საგულედან ამომვარდნოდა როცა ვხვდებოდი რომ სულ რაღაც ნახევარ საათში აქაურობას უკან მოვიტოვებდი...მისი მშობლების სახლიდან რომ გამოვიქეცი უკან არავინ გამომყოლია,ეს კარგიც იყო,სხვა შემთხვევაში გეგის დახმარებას ვერ ვთხოვდი,ჩემოდანი სამზარეულოში მქონდა დამალული და ვფიქრობდი შეუმჩნევლად როგორ გავპარულიყავი. სულ რაღაც 10 წუთი იყო დარჩენილი წასვლამდე და სწორედ ამ დროს გაიღო კარი და ოთახში წარბშეკრული ბადაი შემოვიდა. ზიზღით შევხედე და თვალი ავარიდე,დივანზე დავჯექი ხელებგადაჯვარედინებული და ერთ წერტილს მივაჩერდი. ჯანდაბა,მაინცდამაინც ახლა მოუნდა მოსვლა,გეგი რომ უჩემოდ წასულიყო? რომ დავეტოვებინე? ამას ნამდვილად ვეღარ გადავიტანდი...ბადაი აქედან უნდა წასულიყო და ამისთვის ყველაფერს ვიზამდი. გვერდით მომიჯდა და თვალს არ მაშორებდა. არცერთი არ ვიღებდით ხმას,ბოლოს კი თვითონ დაარღვია სიჩუმე.
-ხომ გითხარი რომ ჩემგან ვერ წახვიდოდი დოშდულ.
-არ ვარ მე შენი დოშდული და ძალიან კარგადაც წავალ!-გაღიზიანებული მაშინვე ავფეთქდი. ჩემსკენ მოტრიალდა და ერთი წარბი ჰაერში აწკიპა
-რომც წახვიდე მაინც უკან დაგაბრუნებ.-ჯიუტად მიპასუხა
-სულელი ხარ თუ გგონია,რომ მე აქ,შენთან დავრჩები,ცოლად გამოგყვები და სახლში ოჯახური იდილია გვექნება.
-შენ კი სულელი ხარ თუ გგონია,რომ ცოლად ვერ მოგიყვან.-ირონიულად მითხრა და თან დივნის საზურგეს მიეყუდა.საათისკენ გავაპარე თვალი. სულ რაღაც ხუთ წუთში უნდა წავსულიყავი აქედან,ის კი ამის საშუალებას არ მაძლევდა.
-მე უარს ვამბობ ვიცხოვრო ამ მახრჩობელი ცხოვრებით,რომელსაც შენ მთავაზობ, არასოდეს გამოგყვები ცოლად,არასოდეს მეყვარები და არასოდეს ვიცხოვრებ შენთან ერთად!-სახე ჩემს სახესთან მოაახლოვა და ისე მიპასუხა
-ცოლადაც გამომყვები,შეგიყვარდები კიდეც და იცხოვრებ კიდეც ჩემთან ერთად,თანაც ძალიან დიდხანს და ბედნიერად.-მის მუქ თვალებს რომ ვუყურებდი ლაპარაკის უნარი მერთმეოდა,არ მინდოდა ასეთი ეფექტი ჰქონოდა ჩემზე,წელში გავსწორდი და ჩავახველე მტკიცე ხმა რომ მქონოდა
-მსგავსი არასდროს არაფერი არ მოხდება და ჯობია აქედანვე შეეგუო მაგას.-კიდევ უფრო მომიახლოვდა სახის ნაკვთებს მოავლო თვალი და თან მშვიდად დაიწყო
-ამბობ რომ ვერ მიტან,თუმცა მოგწონს როცა ასე ახლოს ვარ შენთან,უფლებას მაძლევ გაკოცო,თუნდაც ხელით შეგეხო,მითხარი დოშდულ,რატომ მაძლევ უფლებას ეს ყველაფერი გავაკეთო თუ გძულვარ? რატომ იბნევი როცა შენთან ასე ახლოს ვარ? შენს თვალებში ზიზღს ვერ ვხედავ,აღიარე რომ მოგწონვარ,რადგან მე ვიცი რომ ეს ასეა.-ღმერთო ეს თვალები,მათში ვიძირებოდი,იმხელა სითბოს ვხედავდი,ისე მიყურებდა,ისე ახლოს იყო ჩემთან,ნუთუ მართლა მომწონდა? მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი,თუმცა არ მომწონდა ასეთი ცვალებადი ხასიათი რომ ჰქონდა,ასეთი მესაკუთრე რომ იყო,რომ მის სასარგებლოდ ცდილობდა ჩემი უსუსურობის გამოყენებას
-ესე არ შეიძლება,-წავიჩურჩულე და უკან იქამდე დავიხიე სანამ დივნის სახელურს არ შევეხე ზურგით.
-მაშინ გამაჩერე,-მითხრა და ისევ მომიახლოვდა,გულის სიღრმეში არ მინდოდა გაჩერებულიყო,მინდოდა მომფერებოდა,მის მკლავებში მოვექციე და ასე ჩახუტებულებს დაგვეძინა. მაგრამ ეს ყველაფერი ტოქსიკური იყო,სხვა გარემოებაში ალბათ შევიყვარებდი კიდეც,მაგრამ ის ცდილობდა ძალით მივესაკუთრებინე და ოქროს გალიაში ჩავესვი,მე კი ამას არ დავუშვებდი.
-გაჩერდი გთხოვ,-თავი გვერდით გავწიე და მზერა ავარიდე,ფრთხილად დაიხია უკან აშკარად უკმაყოფილომ მე კი გავაგრძელე.
-ვერ ხვდები რომ ეს ყველაფერი ტოქსიკურია? რამის დაძალებით ჩემთან არაფერი არ გამოვა.
-ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება დოშდულ,ახლა თუ არა ძალიან მალე მაინც შეგიყვარდები,მაინც შეგაცვლევინებ ჩემზე აზრს!-ჯიუტად მიპასუხა,ის ფიქრობდა როგორმე დავეთანხმებინე მასთან დარჩენაზე,მე კი იმას ვფიქრობდი როგორ დამეღწია მისგან თავი...
-ყავა მინდა...-უცებ ვთქვი
-სამზარეულოშია.-მოკლედ მიპასუხა და დივნის საზურგეს მიეყუდა.
-არა,ცივი ყავა მინდა,ბევრი ყინულით და რძით. ნუთუ აქ მსგავსი რამ არ გაქვთ?-გავჯიუტდი და თავი მოვაჩვენე თითქოს გავიბუტე. ცალი თვალით გამომხედა და წამოდგა.
-კარგი დამელოდე და მოგიტან...-კარისკენ წავიდა და როგორც კი დავრწმუნდი რომ შორს იყო მაშინვე ჩემოდანს დავავლე ხელი უკანმოუხედავად გავიქეცი ბადაის სახლის უკან სადაც წესით გეგი მელოდებოდა...როგორც იქნა აქაურობას თავს დავაღწევდი...



№1  offline წევრი La dolce vita

არ ვიცი რა ვთქვა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მოკლედ ძალიან ინტრიგულა და ჩახლართული. მშობელი, რომ ამას გაგიკეთებს სხვისგან რაღას უნდა ელოდო. ეს გეგიც აარ მომწონს. ველი გაგრძელებას.

 


№2  offline წევრი Olivia255

La dolce vita
არ ვიცი რა ვთქვა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მოკლედ ძალიან ინტრიგულა და ჩახლართული. მშობელი, რომ ამას გაგიკეთებს სხვისგან რაღას უნდა ელოდო. ეს გეგიც აარ მომწონს. ველი გაგრძელებას.

შემდეგ თავში ყველაფერს ფარდა აეხდება ❣️

 


№3  offline წევრი La dolce vita

Olivia255
La dolce vita
არ ვიცი რა ვთქვა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მოკლედ ძალიან ინტრიგულა და ჩახლართული. მშობელი, რომ ამას გაგიკეთებს სხვისგან რაღას უნდა ელოდო. ეს გეგიც აარ მომწონს. ველი გაგრძელებას.

შემდეგ თავში ყველაფერს ფარდა აეხდება ❣️

საინტერესოა,რა იმალება ამ ყველაფეისნუკან. ველოდები.❤️

 


№4  offline წევრი Olivia255

La dolce vita
Olivia255
La dolce vita
არ ვიცი რა ვთქვა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მოკლედ ძალიან ინტრიგულა და ჩახლართული. მშობელი, რომ ამას გაგიკეთებს სხვისგან რაღას უნდა ელოდო. ეს გეგიც აარ მომწონს. ველი გაგრძელებას.

შემდეგ თავში ყველაფერს ფარდა აეხდება ❣️

საინტერესოა,რა იმალება ამ ყველაფეისნუკან. ველოდები.❤️

❣️❣️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

ვაიმე რა საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები. როდის დადებთ გაგრძელებას? შგვიბრალეთ

 


№6  offline წევრი Olivia255

სტუმარი ნანა
ვაიმე რა საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები. როდის დადებთ გაგრძელებას? შგვიბრალეთ

ვმუშაობ შემდე თავებზე და ვეცდები ძალიან მალე დავდო ❣️

 


№7 სტუმარი სტუმარი მაია

მალე დადეთ გაგრძელება. საოცრად წერთ. უკვე მოლოფინის რეჟიმში ვარ. წარმატებები

 


№8 სტუმარი Nino

Gtxov male dade da cota gaadide❤❤❤

 


№9  offline წევრი Olivia255

Nino
Gtxov male dade da cota gaadide❤❤❤

შედარებით დიდ თავს დავდებ დღეს ❣️

სტუმარი მაია
მალე დადეთ გაგრძელება. საოცრად წერთ. უკვე მოლოფინის რეჟიმში ვარ. წარმატებები

ძალიან მალე დავამთავრებ და მაშინვე ავტვირთავ საიტზე ❣️

 


№10 სტუმარი ნაესტანი

ეს სიტუაცია არ მომეწონა და არც ეს გეგი თუ ვინ ჯანდაბაა უფრო არ გაეხვიოს შარზე ეს გოგოო...ველიდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️

 


№11  offline წევრი Olivia255

ნაესტანი
ეს სიტუაცია არ მომეწონა და არც ეს გეგი თუ ვინ ჯანდაბაა უფრო არ გაეხვიოს შარზე ეს გოგოო...ველიდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️

დიდი მადლობა ❣️ ძალიან მალე აიტვირთება ახალი თავი ❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent