შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშგუ დოშდულ(თავი მეორე)


27-07-2024, 22:25
ავტორი Olivia255
ნანახია 1 463

ვგრძნობდი როგორი გამალებით მიცემდა გული მკერდში. ბადაის უკან მივყვებოდი და სიბნელემ ორივე სქელი სამოსელივით მოგვიცვა. გაუჩერებლად ვკანკალებდი,არამხოლოდ სიცივისგან,არამედ შიშისგან და ბრაზისგან,რომელიც ჩემს ძარღვებში ტრიალებდა. როგორ შეეძლო ამის გაკეთება,როგორ გაბედა ჩემი კოშკში გამოკეტვა,ჩემი მოტაცება? მთებში,სადაც საფრთხე ყველა ჩრდილში იმალებოდა სხვა გზა არ მქონდა,მას უნდა გავყოლოდი. თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი,გაქცევისთვის თუნდაც რაიმე ნიშანს ვეძებდი,მაგრამ ამაღლებული მწვერვალები და უღრანი ტყეები ნუგეშს არ მაძლევდა. სწორედ ამ მომენტში ვიგრძენი თავი სრულიად მარტო.... ბადაი მოულოდნელად გაჩერდა და რომ გავიხედე ცრემლების ახალი ტალღა მომაწვა. დიდი და ძველი სვანური სახლის წინ ვიდექით რომელიც სოფელში ყველა სახლზე დიდი და ლამაზიც იყო...წინ პატარა ბაღი ჰქონდა. გული მომეწურა როცა კარი გაიღო და ბადაიმ შიგნით შეაბიჯა. ხელები გადავიჯვარედინე და ადგილზე გავშეშდი. ცრემლები ლოყებს მისველებდა შეშინებულმა არ ვიცოდი რა მომემოქმედა. არ მინდოდა სახლში შესვლა და არ მინდოდა მისი დანახვა,მერჩივნა მგლებს შევეჭამე ვიდრე ამ კრიმინალთან ერთად ერთ ჭერ ქვეშ მეცხოვრა. მაგრამ მგლის ყმუილმა გამომაფხიზლა და ეზოში მდგარ ბადაის სწრაფი ნაბიჯით ჩავუარე რაზეც ჩუმად ჩაიცინა. უთქმელად მომიახლოვდა,სახლის კარი გააღო და მომაჩერდა. თვალი ავარიდე და ზღურბლს რომ გადავაბიჯე მივხვდი ჩემი თავისუფლება სწორედ იმ მომენტში დამთავრდა. ოთახს თვალი მოვავლე,გულის სიღრმეში მომეწონა ძველებური სტილი. თუმცა ამის ხმამაღლა თქმას არ ვაპირებდი ამის მაგივრად სხვა რაღაც ვკითხე.
-სად არიან ჩემი ანსამბლის წევრები?-ვკითხე ბადაის რომელიც ჩემგან მოშორებით იდგა და თვალს არ მაშორებდა.
-არ მინდოდა შევეწუხებინეთ,ამიტომ მე და რამოდენიმე ჩემი მეგობარი გავესაუბრეთ. შემოსვლას არ აპირებ?-რომ გავაცნობიერე რა მითხრა შოკი მივიღე,თავს დაუცველად ვგრძნობდი მის გარემოცვაში.
-რა უქენი?-ამჯერად გაბრაზებულმა ვკითხე
-მათთვის არაფერი დაგვიშავებია,მხოლოდ იმაში დავრწმუნდი რომ სამუდამოდ წავიდნენ აქედან.-თვალები ავაფახულე, ზურგით კარებს მივეყუდე და ქვემოთ ჩავსრიალდი. თავი ხელებში ჩავმალე და სულ მთლად ავცახცახდი,ტირილისგან დაღლილი უბრალოდ ესე ვიჯექი და თავი მისკდებოდა იმაზე ფიქრით,თუ რა უნდოდა ამ მონსტრს ჩემგან. მისი ნაბიჯების ხმა გავიგე,შემდეგ კი ვიგრძენი როგორ ჩაიმუხლა ჩემს წინ.
-თაია შემომხედე,-ადგილიდან არ ვიძროდი,მისი დანახვაც კი არ მინდოდა.
-მოგწონს ეს თუ არა დღეიდან ჩემთან იცხოვრებ და რაც უფრო მალე შეეგუები ამას შენთვის უკეთესი იქნება.-მკაცრი ტონით მითხრა და გამწარებულმა ზიზღით შევხედე თვალებში. როგორ ბედავს!
-არ შეიძლება ვიღაც ესე უბრალოდ მოიტაცო,პასუხს აგებ ამისთვის!-ამოისუნთქა,თუმცა მზერა დაუმშვიდდა
-მიეჩვევი,-ნაზი მაგრამ მტკიცე ხმით მიპასუხა.
-შენ რა,გგონია ჩემი აქ გამოკეტვით მაიძულებ ამ ყველაფერს დავთანხმდე? მე ამას არასოდეს დავთანხმდები,გამოსავალს მაინც ვიპოვი,რადაც არ უნდა დამიჯდეს.-მტკიცედ ვუთხარი და თვალებში მივაჩერდი. მისი გამომეტყველება უცვლელი დარჩა,მზერა კი ურყევი
-არჩევანი არ გაქვს,მოგწონს წს თუ არა ისწავლი ასე ცხოვრებას,-გამწარებული წამოვიჭერი ფეხზე და ვუყვირე
-არასოდეს გაპატიებ იმას რაც გააკეთე! ყველაფერს ვიღონებ იმისთვის,რომ შენს ცოდვებზე პასუხი აგო,რადაც არ უნდა დამიჯდეს ამას მაინც ვიზამ!-მშვიდად წამოდგა ფეხზე,მომიახლოვდა და ჩემსკენ დაიხარა. შუბლზე მისი თბილი ტუჩების შეხება რომ ვიგრძენი გავშეშდი
-დაიღლებოდი,წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ,-ესღა მითხრა და კიბეებისკენ წავიდა. როგორ აკეთებდა ამას? როგორ შეეძლო ასე მშვიდად ყოფნა,იმის მერე რაც ჩაიდინა. ან როგორ შეეძლო სიმშვიდის შენარჩუნება მაშინ,როცა ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და ვლანძღავდი. ყველაზე მეტად მისმა კოცნამ დამაბნია,შუბლზე ხელი მივიდე,თითქოს ის ადგილი სადაც ტუჩებით შემეხო გამიხურდა. ძალიან მაბნევდა ეს სიტუაცია და მისი ასეთი ქცევები,ჩემსას მაინც მივაღწევდი,სულაც რომ ანგელოზი ყოფილიყო არავის ქონდა იმის უფლება,რომ ასე გამოვეკეტე,თავისუფლებას ვერავინ წამართმევდა მისგან მაინც დავაღწევდი თავს და ამისთვის ყველაფერს ვიღონებდი...მაგრამ იყო რაღაც რაც მაკავებდა ნუთუ მომწონდა? არა...არა შეუძლებელია,მან მე მომიტაცა,კოშკში გამომკეტა,ტელეფონიც კი წამართვა და ახლა ისე იქცეოდა თითქოს არაფერი არ მომხდარა...
*****
კიბეებზე ავედი და მაშინვე შევამჩნიე არცთუ ისე გრძელი დერეფანი,ორივე მხარეს ორ-ორი ოთახი იყო,ბადაი ჩემგან ხელმარცხნივ იდგა და მელოდებოდა. მივუახლოვდი და ოთახში შევიჭყიტე.
-ეს შენი ოთახი იქნება,თუ რამე დაგჭირდეს აქ ვიქნები,-ხელით საპირისპირო ოთახისკენ მანიშნა და დერეფანში მარტო დამტოვა,სანამ ოთახში შევიდოდა ისევ მოტრიალდა ჩემსკენ
-ღამე მშვიდობის თაია.-სიბნელეში გაუჩინარდა. ოთახში ფრთხილად შევაბიჯე. პატარა მაგრამ ძალიან მყუდრო და კომფორტული იყო. საწოლის გვერდით ჩემი დიდი ჩემოდანი დავინახე,მაშინვე ვეცი,ყველა ჯიბე მოვჩხრიკე მაგრამ ტელეფონი ვერსად ვერ ვიპოვე. ამოვიოხრე და საწოლზე ჩამოვჯექი,რომელიც საოცრად რბილი იყო. იმდენად ვიყავი დაღლილი მაშინვე თვალები მიმეხუჭა და ძილმა მშთანთქა. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა,თვალები რომ გავახილე ჯერ კიდევ ბნელოდა,ყელი საშინლად მქონდა გამშრალი და სავარაუდოდ ეს იყო ჩემი გაღვიძების მიზეზი,წამოვჯექი და მიმოვიხედე,სიბნელეში ვერაფერს ვამჩნევდი,ავდექი და კედლებზე ხელის ფათური დავიწყე. კარებთან ახლოს მივაგენი კიდეც რასაც ვეძებდი და ოთახი გავანათე. პატარა მაგიდაზე,რომელიც იქვე იდგა კარებთან შუშის ბოთლი დავინახე წყლით სავსე და პატარა ჭიქა. წყალი დავლიე და შემდეგ ჩემოდანში რაიმე კომფორტულის ძებნა დავიწყე. სანამ გამოვიცვლიდი დავრწმუნდი რომ კარი ჩაკეტილი იყო...შორტებსა და ტოპ მაიკაში შემცივდა,მაგრამ ჩემი ყურადღება სხვა რამემ მიიპყრო. პატარა ფანჯარა რომელიც ეზოს გადაჰყურებდა. გავიჭყიტე და სიბნელის მეტი ვერაფერი დავინახე,გაქცევა თუ მინდოდა ეს დღისით უნდა გამეკეთებინა,ჯერ არ ვიცოდი როგორ,მაგრამ ამას აუცილებლად ვიზამდი. საწოლში დავბრუნდი და დავფიქრდი. თვალს კარისკენ ვაპარებდი,ყოველ წუთს მეგონა რომ ბადაი კარს შემოაღებდა და ვინ იცის რას მიზამდა. მისი სიმშვიდე ჩემზე ძალიან მოქმედებდა,მისი თბილი თვალები და ღიმილი,მისი კოცნა....შუბლზე მოვისვი ხელი. ისე ფრთხილად მაკოცა თითქოს ფაიფურის ვიყავი და გავტყდებოდი ტუჩებით რომ ძლიერად შემხებოდა. იცოდა როგორ დავემშვიდებინე და ეს ძალიან მაღიზიანებდა. მინდოდა შეუდრეკელი ვყოფილიყავი,ძლიერი და ამაყი,მინდოდა მისთვის მეჩვენებინა,რომ ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა,მაგრამ რაღაც უხილავი ძალა მისკენ მექაჩებოდა. ყველაზე მეტად კი მშობლებზე ვდარდობდი. როგორ მინდოდა დამერეკა და მეთქვა რომ მენატრებოდნენ,რომ მჭირდებოდნენ,მინდოდა მოსულიყვნენ და აქედან წავეყვანე,იმის იმედადღა ვიყავი,რომ ანსამბლის წევრებიდან ვინმე მაინც ეტყოდა რამეს და ჩემს საძებნელად ჩამოვიდოდნენ. ისევ კარისკენ გავაპარე თვალი,სამარისებური სიჩუმე იდგა,აქა იქ მგლების ყმუილი არღვევდა სიჩუმეს და გაქცევის სურვილს,ძარღვებში რომ მიტრიალებდა მიკარგავდა. ამდენი სტრესისგან დაღლილს ისევ ძილმა წამიღო,მთელი ღამე კოშმარებს ვნახულობდი,ჩემს სიზმრებში ბადაი ბოროტი ურჩხული იყო,რომელიც კოშკში მამწყვდევდა და ჩემს უმწეობაზე იცინოდა,ვხედავდი მშობლებს,შორიდან რომ მეძახდნენ და მეძებდნენ,მე კი ხმას ვერ ვაწვდენდი მათ და სიბნელეში ვიკარგებოდი. მთელი ღამე მოუსვენრად ყოფნამ შედეგი გამოიღო,დისორიენტირებულმა გავიღვიძე,თანაც ძალიან ადრე,პატარა საათს გავხედე კედელზე რომ ეკიდა დროის გასაგებად. დილის 6 საათი იყო,ყველაფერი მტკიოდა,საბანი თავზე გადავიფარე და ვეცადე ისევ დამეძინა,ალბათ გამომივიდოდა კიდეც რომ არა კარის გაღების და დახურვის ხმა. თვალები ვჭყიტე და საბანი გადავიძრე. ჩემი ოთახის კარი დაკეტილი იყო,აშკარად ბადაიმ გაიღვიძა,გავიგე როგორ ჩავიდა კიბეებზე,შემდეგ კი ისევ კარის გაღების და დახურვის ხმა გავიგე. მაშინვე დავმშვიდდი და ისევ კომფორტულად მოვთავსდი საწოლში,ძილი არ მეყო და მინდოდა ნორმალურად გამომეძინა,თუ გაქცევას ვაპირებდი,ენერგია უნდა მომეკრიბა...
*****
კარზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა,საწოლში წამოვჯექი და ნამძინარებმა გავხედე საათს. შუადღის 3 საათი იყო. ნუთუ ამდენ ხანს მეძინა?
-თავი დამანებე,-გავძახე და ისევ დავწექი. არ გამკვირვებია კარი,რომელიც შიგნიდან ჩავკეტე რომ გაიღო და ოთახში ბადაიმ რომ შემოაბიჯა.
-დილა მშვიდობის დოშდულ,ადგომას არ აპირებ? ხალხი გელოდება.-ზედაც არ შემიხედავს ისე ვუპასუხე
-არავის დანახვა არ მინდა და მითუმეტეს შენი.-რა ჯანდაბას ნიშნავდა ეს დოშდულ. თვალები დავხუჭე. გავიგე როგორ მომიახლოვდა.
-მთელი დღე აქ აპირებ ყოფნას?-პასუხი არ დავუბრუნე. მასთან ლაპარაკს არ ვაპირებდი,ჯერ კიდევ დაღლილი ვიყავი,დასტრესილი და შეშინებული,ის სრულიად უცხო იყო ჩემთვის და არ ვენდობოდი,ნებისმიერ მომენტში შეეძლო ის გაეკეთებინა რაც უნდოდა,მე კი ვიცოდი ვერ გავაჩერებდი და გული მეწურებოდა ამაზე ფიქრით.
-ჩაიცვი და ქვემოთ ჩამოდი,თბილისში აღარ ხარ,აქ სხვა წესებია და ჯობია აქედანვე შეეჩვიო.-წამოვჯექი და გააფთრებულმა ვუთხარი
-ფეხებზე თქვენი წესები,ისე მოვიქცევი როგორც მინდა,ვინ ხარ რომ მიწყვიტავ რა და როგორ გავაკეთო? რა უფლება გაქვს?! ნუთუ დაგავიწყდა რა გააკეთე? შემიძლია შეგახსენო,შენ მე მომიტაცე,მომიტაცე! ვერ ეღირსები ვერც ჩემს ყურადღებას,ვერც მეგობრობას და მითუმეტეს ვერც სიყვარულს! შენ ჩემთვის არავინ არ ხარ,ჩვეულებრივი გამვლელი ხარ რომელსაც ძალიან მალე დავივიწყებ და ჩვეულ რიტმში გავაგრძელებ ცხოვრებას! ახლა კი შეგიძლია მიბრძანდე აქედან!-წარბიც კი არ შეტოკებია,ასეთი უგრძნობი როგორ იყო? როგორ შეეძლო თავის ასე შეკავება? ხელებგადაჯვარედინებული იდგა და ღიმილით მიყურებდა
-დაამთავრე?-მკითხა და კიდევ უფრო მომიახლოვდა. მხრებში მომკიდა ხელები და უპრობლემოდ გადმომსვა საწოლიდან,მაშინვე უკან დავიხიე და მზერა ავარიდე.
-ჩაიცვი,ქვემოთ გელოდები. აღარ ამომიყვანო.-მტკიცე ხმით მითხრა ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა. თავი ვინ ეგონა? არსად ჩასვლას არ ვაპირებდი. დავწექი,საბანი დავიფარე და თვალები დავხუჭე. ვიფიქრე დავიძინებდი,მაგრამ ნახევარ საათიანი ბორგვის შემდეგ მივხვდი ეს შეუძლებელი იყო. ამოვიოხრე და ავდექი,თვალები მოვიფშვნიტე და ჩემოდანს დავწვდი. დიდხანს ვიფიქრე რა ჩამეცვა,ბოლოს გრძელი,შავი კაბა გამოვაძვრინე ტანსაცმლის გორიდან,გრძელი თმა ჩავიწანი,ბოტასები ამოვიცვი და ქვემოთ ჩავედი. სახლში არავინ იყო,ხმა ეზოდან ისმოდა. მეც იქეთ გავწიე და კარი რომ გამოვაღე სუნთქვა შემეკრა. გადამწვანებულ გორებს და პატარა ნაკადულებს მთებიდან რომ მოედინებოდნენ თვალს ვერ ვწყვეტდი. ბადაი გარეთ იდგა და ვიღაცას ესაუბრებოდა,მასთან მისვლა არ მინდოდა,ვიფიქრე სახლში შევბრუნებულიყავი თუმცა უკვე გვიანი იყო უცხო ბიჭმა დამინახა,სხვა გზა არ მქონდა მივესალმე. ბადაიმ შემოიპატიჟა და რომ მომიახლოვდნენ მივხვდი რომ უცნობი დაახლოებით ჩემი ტოლი იქნებოდა. უცნაურად მიყურებდა და საშინლად არ მესიამოვნა.
-თაია ეს გეგია,ჩემი ნაცნობი,გვერდით სოფელში ცხოვრობს და ხშირად გვსტუმრობს.-სუსტად გავუღიმე და თავი დავუკარი.
-ეს ვინ არის?-იკითხა გეგიმ და მუქი ლურჯი თვალებით თავიდან ფეხამდე შემათვალიერა. ბადაიმ ისე შეხედა შესაძლებელი რომ ყოფილიყო ალბათ ადგილზე მოკლავდა. დაბალი იყო,ჩემსიმაღლე იქნებოდა,უფრო რბილი ნაკვთები ჰქონდა,თუმცა მის თვალებში სითბოს მაგივრად სიცივე იკითხებოდა.
-ეს ჩემი ცოლია თაია.-თვალებგაფართოებულმა შევხედე და აღმომხდა
-რა ა?-ისეთი მზერა მტყორცნა ხმა ვეღარ ამოვიღე. გეგის აშკარად არ ესიამოვნა ბადაის პასუხი,უკმაყოფილოდ დაიქნია თავი და ჩაიბურდღუნა
-გასაგებია.-მალევე დაგვემშვიდობა და სოფელში გაუჩინარდა. ბადაიმ თვალი შემავლო და სვანურად რაღაც მითხრა ღიმილიანი სახით
-მა თვალაშ ხი.-წარბშეკრულმა ვკითხე
-ეგ რას ნიშნავს?
-იმას რომ ლამაზი ხარ.-გული გამითბა,მაგრამ წეღანდელ მის ნათქვამზე გავამახვილე ყურადღება
-გეგის რატომ უთხარი რომ შენი ცოლი ვარ? ეგ ხომ ტყუილია? -თვალს არ მაშორებდა ისე მითხრა
-მე ტყუილს არასდროს არ ვამბობ დოშდულ. თუ ვთქვი ესეიგი ასეცაა.-ისევ ეს სვანური სიტყვები,ალბათ ეს იყო იმის მიზეზი რომ ასე მომხიბლა,ამას რათქმაუნდა არ გამოვამჟღავნებდი,მაგრამ ვხვდებოდი რომ ეს ბიჭი ყველაფრის მიუხედავად მაინც მომწონდა. ამოვიოხრე.
-დოშდულ რას ნიშნავს?-ვკითხე ისევ და კიბეებიდან ჩამოვედი.
-მთვარეს.-მოკლედ მიპასუხა და ისეთი სიყვარულით მიყურებდა შეუძლებელი იყო მასზე გაბრაზებული დიდხანს ვყოფილიყავი. თავი გვერდით გადავხარე და ისევ ვკითხე
-მაგას რატომ მეძახი?-გაიღიმა.
-მთვარე სიცოცხლის,მარადისობის და სიყვარულის სიმბოლოა. მე კი ვიცი,რომ შენ ჩემი მთვარე ხარ და თუ ეს სიზმარია,მოვკლავ იმ კაცს ვინც ჩემს გაღვიძებას შეეცდება.-იმ მომენტში არ ვიცი რა ვიგრძენი,მისი სიტყვები მალამოსავით მომედო გულზე,იმდენად იდეალური იყო მისი გაწონასწორებული ხასიათით,სითბოს და სიყვარულის გამოცემით. ნუთუ ვუყვარდი? თუ უბრალოდ მოიხიბლა ჩემით? მაშ რატომ მომიტაცა? იქნებ სულ სხვა რამის გამო? მის გარემოცვაში იმდენად ვმშვიდდებოდი,სხვაგვარად შეუძლებელი იყო. მისი შეუვალი ბუნება,სითბოს და სიმკაცრის ნაზავი მხიბლავდა,აქამდე ისეთს არავის შევხვედრივარ ასე რომ მოვეჯადოვებინე. ბადაი პირველი იყო და გულში ვფიქრობდი,რომ ჩემი აქ წამოსვლა ღმერთის ნიშანი იყო. მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა,შეიძლება გამიტაცა,კოშკში გამომკეტა,მეუხეშა და ისიც კი გამოაცხადა რომ მისი ცოლი ვიყავი...მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინტერესებდა ამ ყველაფრით რას მივაღწევდით და რაც მთავარია გავიგებდი რა უნდოდა ჩემგან. იქნებ იმდენად მომნდობოდა,რომ ერთ დღესაც აქედან გავქცეულიყავი.
-წამოდი,მინდა ვიღაც გაგაცნო.-შეტრიალდა და კარისკენ ისე წავიდა არც კი დამლოდებია. თავი გავიქნიე,ძალიან უცნაური ბიჭი იყო. უკან გავყევი და გადავწყვიტე მასზე ცოტა უფრო მეტი რამ გამეგო.
-რამდენი წლის ხარ?-ვკითხე თან სოფლის ბილიკს გავუყევით
-25-ის.-მიპასუხა. ჰმ,არც ისე დიდია
-მე 22-ის,-ვუთხარი რაზეც გაეცინა
-ეგ ყველაფერი ვიცი.-დავიბენი
-საიდან იცი?
-შენი ტელეფონიდან.
-როდის დამიბრუნებ ტელეფონს?
-ჯერ არა.-მკაცრი ტონით მიპასუხა და რომ გადმომხედა მივხვდი ამაზე ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა,თუმცა მაინც გავაგრძელე.
-ჰო მაგრამ მშობლები ინერვიულებენ,მათ უნდა დავურეკო...
-დაურეკავ როცა საჭირო იქნება,ჯერ არა.-ღმერთო როგორი ხისთავიანი იყო. გავიბუტე და გადავწყვიტე მისთვის ხმა საერთოდ არ გამეცა. უცებ ვიღაც კაცი მიესალმა ერთ-ერთი სახლის ეზოდან გაღიმებული.
-მაგვარდ ხარი ბადაი?-სვანური ჩემთვის ჩინურივით იყო და დარწმუნებული ვიყავი რომ ვერასდროს ვისწავლიდი ისე კარგად რომ მესაუბრა.
-მი ხოჩამდ ხვარი,სი იმჟი ხარი?-ბადაი გაჩერდა და გაესაუბრა. ხან ერთს ვუყურებდი და ხანაც მეორეს დაბნეული.
-ეზარდ ეზარდ.-უპასუხა ხანში შესულმა კაცმა,ღობეს მოუახლოვდა და მე შემომხედა
-ხოჩა ლადეღ.-დავიბენი,ვერ მივხვდი რას ამბობდა სანამ რამეს ვუპასუხებდი უცებვე მოაყოლა
-ლუშნუ ჯიხამა?
-სვანური ჯერ არ იცის.-მიუგო ბადაიმ და კაცმაც თავაზიანად მითხრა
-გამარჯობა გენაცვალე,სადაური ხარ შენ?
-მეგრელი,-ვუპასუხე. კმაყოფილმა გადახედა ბადაის და ახლა მას კითხა
-ვინაა ეს?
-ჩემი ცოლია თაია. თაია ეს აზნაგია.
-სასიამოვნოა.-თავაზიანად ვუთხარი აზნაგს და უხერხულად შევიშმუშნე.
-ხოჩა თოლაშლი.-უთხრა ისევ სვანურად ბადაის რაზეც მას ჩაეღიმა და კმაყოფილმა გამომხედა. შემდეგ კი დაგვემშვიდობა
-აბა ღმერთი თქვენსკენ.
-კარგად აზნაგ.-დაემშვიდობა ბადაიც და ისევ გზას გავუყევით.
-რა გითხრა?-ვერ მოვითმინე და ვკითხე
-შენზე მითხრა მშვენიერიაო.-გამეღიმა,ყველა ესეთი თავაზიანი როგორ იყო
-და მანამდე რა მითხრა?
-მოგესალმა და გკითხა სვანური თუ იციო.-მიპასუხა და ერთ-ერთი პატარა სახლის წინ გაჩერდა.
-აქ რა გვინდა?-ვკითხე და შიგნით შევყევი
-მშობლები უნდა გაგაცნო,მერე კი ქორწილი უნდა დავგეგმოთ.-ადგილზე გავშეშდი. ქორწილი? ის რა ფიქრობდა რომ ცოლად გავყვებოდი?
-არა! ეგ არ მოხდება!-ხმას ავუწიე და რამოდენიმე გამვლელის ყურადღებაც მივიპყარი. უბადაის თვალები თითქოს ჩაუბნელდა ისე მითხრა
-არ გაბედო გარეთ მასეთი ლაპარაკი.
-თორემ რა?-ჯიუტად გავაგრძელე
-ისევ კოშკში ჩამკეტავ? თუ სადმე ხევში გადამაგდებ?
-საჭირო თუ გახდა მაგასაც ვიზამ!-ისეთი ტონით მიპასუხა აშკარად არ ხუმრობდა თან წინ ამესვეტა და წარბშეკრულმა დამხედა.
-მიდი,რას ელოდები? ამას ხომ პირველად არ აკეთებ? გამომკეტე კოშკში. მირჩევნია იქ ვიჯდე სიბნელეში და შიმშილით ამომხდეს სული ვიდრე შენ ოდესმე ცოლად გამოგყვე!-ამჯერად ვუყვირე და სანამ აზრზე მოვიდოდი რა ხდებოდა მაჯაზე დამავლო ხელი და სახლში შემათრია. მართალია ვფიქრობდი მისთვის შანსი მიმეცა,მაგრამ ცოლად გაყოლაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. მოვლენებს უსწრებდა წინ.
-ახლა კარგად დაიმახსოვრე რასაც გეტყვი.-კედელზე ამაკრო ზურგით და გაღიზიანებული თვალებში მიყურებდა
-შენ ხარ სვანეთში,დაივიწყე თბილისი და იქაური ბიჭები ვისთანაც ასეთი ლაპარაკი შეგიძლია. აქ კიდევ გიმეორებ,სხვა წესებია,არ გაბედო ჩემთან ოდესმე ხმას აუწიო მითუმეტეს როცა გარეთ ვართ!-ხელზე ისე მიჭერდა ცოტა ხანში ალბათ მომამტვრევდა
-ბადაი ხელი...-წავიჩურჩულე,თუმცა ყურადღება არ მიუქცევია გააგრძელა
-არ მინდა რამე დაგიშავო,მაგრამ თუ ასე გააგრძელებ მოქცევას მომიწევს ისევ კოშკში ჩაგკეტო. ახლა კი დამშვიდდი,ქორწილი გვაქვს დასაგეგმი.-ხელი მიშვა და დამაჩერდა. აცრემლებული ვიზილავდი ხელს რომელიც ზუსტად ვიცოდი დამილურჯდებოდა...
-მე არასდროს ვიქნები შენი ცოლი...-ამოვისლუკუნე. ურეაქციოდ მიყურებდა
-იქნები,თან ძალიან მალე! ახლა კი წამოდი,მშობლები გველოდებიან. ჩუმად გავყევი უკან და იმაზე ფიქრი დავიწყე მისგან თავი როგორ დამეღწია...



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

რა განსხვავებული და კარგი ისტორიაა, ღრმა და გულში ჩამწვდომი. უკვე გაგრძელებას ველოდები. წარმატებები და მადლობა თქვენ ასეთი სასიამოვნო ისტორიისთვის. მალე გააგრძელეთ გთხოოვთ

 


№2  offline წევრი Olivia255

სტუმარი ნანა
რა განსხვავებული და კარგი ისტორიაა, ღრმა და გულში ჩამწვდომი. უკვე გაგრძელებას ველოდები. წარმატებები და მადლობა თქვენ ასეთი სასიამოვნო ისტორიისთვის. მალე გააგრძელეთ გთხოოვთ

უკვე ვმუშაობ შემდეგ თავებზე და ძალიან მალე ავტვირთავ ❣️

 


№3  offline წევრი La dolce vita

აუ, ძალიან მომწონს დიდიხანია ასე ასე არცერთ ისტორიას არ ჩაუთრევივარ. ძალიან განსხვავებული და ჩამთრევია. ეს ბიჭი ხომ საერთოდ მაგიჟებს. ველი მოუთმენლად ახალ თავს. წარმატებები.❤️

 


№4  offline წევრი Olivia255

La dolce vita
აუ, ძალიან მომწონს დიდიხანია ასე ასე არცერთ ისტორიას არ ჩაუთრევივარ. ძალიან განსხვავებული და ჩამთრევია. ეს ბიჭი ხომ საერთოდ მაგიჟებს. ველი მოუთმენლად ახალ თავს. წარმატებები.❤️

როგორ მიხარია რომ მოგწონთ,ვმუშაობ ახალ თავებზე და ძალიან მალე დავამატებ ❣️❣️

 


№5 სტუმარი Nino

Au agar amatebt axal tavs davigale lodinit super istoria❤❤❤❤

 


№6  offline წევრი Olivia255

Nino
Au agar amatebt axal tavs davigale lodinit super istoria❤❤❤❤

ძალიან მალე დავამატებ ❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent