შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი რომელიც გვასახიჩრებს.! (9-10-11თავი)


28-04-2022, 21:57
ავტორი Phoenix..
ნანახია 4 063

***
-ღმერთო.. ღმერთო..-ქოთქოთი აირბინა კიბეები იაკობიძემ და ხმაურით შევარდა სახლშ.
-გოგო რა მოხდა.. -შეშინებული გამოვარდა სააბაზანოდან წერეთელი.
-არ ვიცი ეს როგორ გითხრა.-გულზე მიიბჯინა მტევანი და ღრმად ჩაისუნთქა.
-წიგნს ეხება?-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-ჩემს სასამართლო პროცეს, სადაც ქალს ვიცამ მოძალადე ქმრისგან..-ონკანიდან წყალი ჭიქაში აავსო და ერთი მოსმით გამოცალა.
-ანი დაღლილი ვარ, თქვი რა დროზე.
-ჩემი მოპასუხე მხარე დემნა თავაგარია..-ყურებში დაიგუგუნა სახელმა და გულის რიტმი საგრძნობლად ააჩქარა. თვალების ცეცებით ჩამოჯდა სკამზე და შუბლით გაშლილ მტევანს დაეყრდნო. მის მუხლებთან ჩამოჯდა იაკობიძე და მავედრებელი მზერით გახედა.
-არ იტირო რა? უნდა მეთქვა. ხომ გესმის ჩემი?! მაპატიე.-ბოლოს ხმა რომ ვერ ამოაღებინა წამოდგა და სახლი უსიტყვოდ დატოვა. უგრძნობი მზერით დაღამებაამდე იჯდა ერთ ადგილას, გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა, თითქოს არც არაფერზე ფიქრობს.სუნთქვვაც საეჭვოა?! საერთოდ აზრზე არ არის რა უნდა ქნას ახლა.?! როცა ის დაბრუნდა! ბოლოს ერთი ამოიკვნესა და მთელი ემოციით ატირდა. გადახლართულ მკალავებში აქვს ჩარგული თავი და მთელი სხეულით ქვითინებს. ასე ბოლოს წლების წინ იტირა. მთელი ემოცია ამოაყოლა და რამის გულიც კი გაიმეტა.
-არ მომძებნო რაა. არ მოხვიდე ჩემამდე თორემ ვერ გავუძლებ დემნაა. ვერ გაუძლებს ეს გული და გამისკდება დარდისგან..
***
-როგორ ხარ?- დილით სამსახურში წასვლამდე შეუარა მეგობარს .
-ცუდად რატომ უნდა ვიყო.? უბრალოდ არ მიყვარს ეს დასვენების დღეები, ჩემი პატარები მენატრებიან ხოლმე. -თხელი კაბა-ხალათი ეცვა და უდარდელად დადიოდა სამზარეულოში. მეგობარს მაგიდაზე ყავა და მისივე გამომცხვარი კრუასანი დაუდო.
-ხო ახლა რა გაუძლებს შენს წუწუნს.-მიუხვდა მეგობარს თემიდან გახვევა უნდოდა და დიდად თვითონაც არ ჩააცივდა.
-მთელი დღე უსაქმურად მომიწევს სახლში ჯდომა. შენც გადარბენები გაქვს.
-დაჯექი და წაიკითხე შენი წიგნი...-გემრიელად ჩაკბიჩა კრუასანი იაკობიძემ.
-სულ არ მჭირდება მაგ წიგნის წაკითხვა.
-არ გაინტერესებს როგორ დასრულდა?
-არა.! -მკაცრად გამოხედა მეგობარს.
-დღეს სასამართლო პროცესი მაქვს.- ქვედაბოლო აიკეცა და კომფორტულად მოეწყო სავარძელში.
-იმ ქალზე რომ მითხარი? -თითქოს და საერთოდ არ ინტერესდებოდა მაგრამ გულის სიღრმეში მაინც უნდოდა სანატრელი სახელის გაგება.
-ჰო, შენ უბრალოდ ვერ ხვდები რამდენი ადამიანი ითხოვს დახმარებას. შენ და ქეთიმ საოცარი საქმე გააკეთეთ. საოცარი გოგოები ხართ. ერთ თვეში შეუძლებელი შეძელით.
-შენ როლს რატომ მალავ. რომელი იურისტი მოიქცა ისე როგორც შენ?
-დღეს დემნას ვნახავ.. იმედი მაქვს საკუთარი აგრესიის დამორჩილებას შევძლებ და შუა პროცესზე არ გავლანძღავ.
-ანა მე მეგონა გავიარეთ უკვე ეს საკითხი.
-ასე ნუ მიბრიალებ მაგ თვალებს და ნუ იცავ იმ ნაბი*ვარს. არა ღირსი.. არც შენი და მითუმეტეს შენი სიყვარულის.!
-რა საყვარელი ხარ ანუშკი..-გულწრფელად გაეცინა იაკობიძის გაბუსხულ სახეზე და გვერდიდან მიეხუტა. -რომ მოიგებ პროცეს მოდი და მომიყევი როგორ გამოიყურებოდა.
-რატომ შვილო მაზოხისტი ხარ?-ყვირილით წამოდგა. ხელები თეძოებზე დაიწყო და მთელი სიბრაზით ჩააჩერდა თვალებში.
-არა უბრალოდ მაინტერესებს როგორია?! მინდა გავიგო ჰგავს თუ არა ჩემ ფანტაძიის ნაყოფს.
-არ მინდა ასე იყო. თებეე არ მინდა ასე იყო წლების მერე. ხომ შეიძლება ვინმე მოგეწონოს, სიცოცხლე არ უნდა გააგრძელო? გავიგე..-ნერვიულად დადის ოთახში და ხელებით ესაუბრება წერეთელს. -მთელი არსებით ვითავისებ შენს მდგომარეობას მაგრა, ხომ უნდა გადალახო? ეს დედააფეთქებული შიშიც ხომ უნდა გადალახო? უამრავი ქალი ვიცი, ვინც ძალადობის შემდეგ მაინც შექმნა ოჯახი.
-ნუ მადარებ მათ! -თვალები სიბრაზისგან აუკიაფდა.
-რატომ? რატომ გგონია რომ მათ ნაკლები გამოიარეს?! -ძლიერად დაუშინა მტევნები მაგიდის ზედაპირს იაკობიძებ.
-იმიტომ რომ.. იმიტომ რომ მე სული მეწვის. ეს სხეული არაფერს გრძნობს, ყველაფერი გონებაში ხდება ანია და არ მაძლევს დავიწყების საშუალებას. ჩემი სულიერი ტკივილი არ ყუჩდება. წლებია ბანაობის დროს საკუთარ თავს ძლივს ვეხები და ისიც ზიზღრს ვგრძნობ! ამის გაგება გინდოდა? მეზიზღბა ყველა ის მომენტი როცა ამ დაგლეჯილი ხორცის შეხება მიწევს. ერთ საათში წამართვა ყველაფერი. მშობლები, ბედნიერი ცხოვრება, სიყვარული და ნათელი მომავალი. როგორ გგონია ჩემი სხვასთან ყოფნა როცა მე თვითნ ვერ ვეკარები ჩემს სხეულს. იმ სხელს რომელიც შვიდმა არაკაცმა აწამა.
-თებე. შენ არ გითქვამს რომ..
-რომ შვიდდნი იყვნენ? რა მნიშვნელობა ჰქონდა ერთი იქნებოდა ანი თუ ორი? -არც ერთი ცრემლი არ გადმოვარდნილა ლამაზი თაფლისფერი სფეროებიდან.
-ბოდიში... უბრალოდ მე მინდა ბედნიერი იყო. ბოდიში თუ ზედმეტი მომივიდა.
-მე ბედნიერი ვარ. შენით, ჩემი პატარა ბავშვებით და ამ ცხოვრებით რაც მაქვს. კმაყოფილი ვარ ანუკი და ამ ცხოვრებაში კაცის ადგილი აღარ არის. გთხოვ ეს გაიგე რა.
-კარგი..-ამოიფრუტუნა და ძლიერად ჩაიკრა გულში წერეთელი.-მოვწესრიგდები და დავეშვები სასამართლოსკენ თორე დამაგვიანდება. თან ჯერ ჩემს გოგოს უნდა შევხვდე. დავარიგო კიდევ რა უნდა თქვას.
-კაი ჩემო პატარაა.-შუბლზე აკოცა და სააბაზანოში შევიდა. ნიჟარას მტევნებით ძლიერად დაეყრდნო, სარკეში საკუთარ ანარეკს შეხედა. მეორე მხრიდან 17 წლის თებეა იდგა, ძალადობის შემდეგ სისხლიანი ტუჩებით. ონკანიდან მოთხრიალე წყალი მუჭში დაიგროვა და ანარეკლი მისი საშვალებით გააქრო პრიალა ზედაპირიდან.
იდუმალია ცხოვრება, მთელი მისი დიდებულებით. როცა გგონია უბრალო მოკვდავს, რომ დასრულდა.! აღარაფერი იქნება კარგად! აი სწორედ მაშინ ამომავალი მზესავით გაბრწყინდება სასწაული ჩვენს ცხოვრებაში და უფერულ, მდორე სიცოცხლეს ააჩქეფებს. მიყვარს როცა ვუფიქრდები რამდენად ამოუცნობია.. რამდენად მიუწვდომელი მისი არსი! თითქოს, ჩაწვდი მიხვდი და ამოხსენი კიდეც მისი ათ განტოლებიანი ამოცანა მაგრამ... არა! წკაპ და საერთოდ სხვაგან ყოფილხარ.!
***
ორ საათზე მეტი გაგრძელდა სასამართლო პროცესი. დაძაბული აურით არის გაჟღენთილი ჰაერი და ყველას მოედო ვინც კი დარბაზში იმყოფება. ორივე მხარე თავის მაქსიმუმს აკეთბს.
ანა იაკობიძე მონდომებით ცდილობს დაარწმუნოს მოსამართლე მისი მხარის სასარგებლოდ გამოიტანოს ვერდიქტი. არ იშურებს მოპასუხესკენ უხეშ სიტყვებს და ბატონ თაბააგარსაც საკმაოდ აგრესიულად ესაუბრება.
მთელი ყურადღებით ელოდება ბოლო სიტყვას ქალბატონი მოსამართლისგან. მშვიდად ზის საკუთარ სკამზე და გვერდით მჯობ ახალგაზრდა ქალს თვალებით ამშვიდებს.
-სასამართლომ ბევრი იმსჯელა. ორივე მხარის მოწმეები და მტიცებულებები განიხი. ბატონი თაბაგარის კლიენტის დამნაშავედ არ სცნობს.-ძლიერად დაჰკრა მოსამართლის ჩაქუჩი და შემდეგ საუბარი განაგრძო. აღარაფერი ესმის,მარცხენა მხარეს ქალის ქვითინი გარდა. მისი ყურადღება მტლიანად გახარებული თაბაგარისკენ გადადის. გამარჯვებულის ღმილი დასთმაშებს ლამაზ სახეზე და ხელის ჩამორთმევით ულოცავს კლიენტს. ერთი კი გამოხედა იაკობიზეს თავის ქნევით დაემშვიდობა და დარბაზი დინჯი ნაბიჯით დატოვა. მაშინვე უკან გაჰყვა ქალი და გვერდით ამოუდგა.
-იმედია ოდესმე მიხვდები შენი საქციელის არასწორობას.-უკნიდან მიაძახა და სწრაფად დაფანა მანძილი მათ შორის.-აი ახლა შენ იცი რა გააკეთე? ისედაც დასახიჩრებულ ქალს უარესად დაუნგრიე ცხოვრება რომელიც წესით, დღეს სუფთა ფურცლიდან უნდა დაეწყო.-ცდილობდა აღლვებული ტონი რამენაირად დაამშვიდოს და ზღვარს არ გაცდეს.
-ქალბატონო..-დაფიქრდა.- დიახ ქალბატონო ანა, და იქნებ თქვენი კლიენტი იტყუებოდა და ცდილობდა ცრუ ბრალდებით ამ კაცისთვის ცხოვრება დაენგრია? რატომ არ ფიქრობთ იმაზე, რომ შეიძლება ქალი კრავის ფორმაში გადაცმული მგელია? რატომ გგონიათ რომ თქვენ რადგანაც სუსტი სქესის ხართ ყველა გჩაგრავთ? - მთელი სხეულით შემოტრიალდა იაკობიძისკენ და მშვიდი მაგრამ მკაცრი ტონით გააგრძელა საუბარი. შავი თვალები უელავს და სიბრაზე შუბლთან აწვება.
-შენისთანა ნაგვებს იცავ.! ალბათ შენც მოძალადე ხარ.!-ვერ მოითმინა. მთელი მონდომება წყალში ჩაყარა. სიბრაზე იმდენად მორეოდა გონებას ვერც კი აცნობიერებდა ნათქვამს.
-აი ესეთ პასუხს კი არ მოველოდი თქვენაირი იურისტისგან. არაფერი პირადული...-დამცინავად დახედა. ჩანთიდან წიგნი ამოიღ, ძლიერად ესროლა.
-აი ეს წიგნი წაიკითხე. ძალიან რომ გეტკინება მერე მიხვდე რა მხეცებიც ხართ კაცები. უფრო სწორად არაკაცები.-მასთან ახლოს მისულმა იაკობიძემ კბილებში გამოსცრა. სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან. ეზიზღბოდა, ეს კაცი. ვერ პატიობდა საყვარელი მეგობრის ტანჯვას. უამრავ ემოციას გრძნობს გულში და ხმამაღლა ტირილი უნდება.
ფრთხილად დაიხარა გადაშლილი წიგნისკენ, წელში გასწორებულმა ყდას დააკვირდა.
-„ტკივილი რომელიც გვასახიჩრებს.“ ავტორი ქეთევან ორჯონიკიძე. -ვერ მიხვდა, რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა ამ წიგნთან.ფრთხილად გადმოატრიალა და უკანა მხარეს დახედა. -წიგნი ეხება ქალს... ძალადობა, ტკივილი რომელიც არ შუშდება, ანგრევს ქალის ცხოვრებას და მთლიანად ისაკუთრებს მის სხეულს. დაკარგული სიყვარული, ოჯახი და საკუთარი თავი.! -მხრების ჩეჩვით ჩაჩურთა ეს უცნაური წიგნი და შენობა კვლავ დინჯი ნაბიჯით დატოვა.
***
-ღმერთ ეს რა სისულელე გავაკეთე.-საფეთქლებს იზელს ნერვიულად და ქუჩაში წინ და უკან დადის. -ჩემი ხელით ჩავუგდე თებე იმ არამზადას. არ მაპატიებს.. თებე რომ გაიგებს არ მაპატიებს.-
-კი მაგრამ რა ჩაიდინე ასეთი?-უკნიდან წერეთელის ხმა მეხივით გავარდა. დანაშაულზე წასწრებული ბავშვის სახით შებრუნდა მისკენ და გაოცებისგან პირი ღია დარჩა.
-ახლა მგონია ყველაზე ბანალურ ფილმში ვართ.
-ანი ხანდახან მგონია ისევ ის სულელი თინეიჯერი ხარ ამხელა ადვოკატი ქალი. -სიცილით მოხვია ხელი და სადარბაზოსკენ წაიყვანა.-იცი რა მაინტერესებს? ჩემს გარდა საქმე არ გაქვს შვილო?! 24 საათი კვირაში აქ რომ აგდიხარ? -კიბეებზე აჰყავდა შოკში მყოფი იაკობიძე.-ოლააა. ენა გადაყლაპე თუ რა ჭირი გჭირს? დარჩები გასათხოვარი და ორი შინაბერა ნამეტანია ამ ქვეყნისთვის.
-რატომ ხარ კარგ ხასიათზე? -ამოიკნავლა საწყალი ხმით.
-დღეს ქეთი უნდა მოვიდეს, ერთ გოგოს უნდა ჩემი ნახვა.
-რა მალე შეგეცვალა ხასიათი.. დღეს წავაგე პროცესი.! შენმა ბიჭმა მაჯობა. -ღია კარში შეყვა წერეთელს და დივანზე წამოწვა.
-მიუხედავად იმისა რომ ეგ ცუდი ამბავია, თურმე კარგი პროფესიონალი ყოფილა. ხო და კიდევ ეგრე აღარ მოიხსენიო.-ფანჯარა გახსნა და თეთრი ოდნავ გამჭირვალე ფარდა ჩამოაფარა. -წვენს დალევ?
-ცეცხლს დავლევ და ნავთს მივაყოლებ.!
-ასე მართლა მარტო პროცესის გამო ხარ?
-არ ვიცი..
-კაი მოიფიქრე და მითხარი. -თავის ქნევით გავიდა სამზარეულოში.
-დარბაზიდან გამოსულები ვიყავით შენი წიგნი რომ ვესროლე თაბაგარს და კარგად მივალანძღე. -წამომჯარმა აღიარა და სიმწრით თვალები დახუჭა.
-რა ქენი? -საკმაოდ მაღალი ტონით მოუვიდა.
-აუ თებე ძალიან გავბრაზდი. ისეთი მედიდური მიდიოდა, ვერ გავუძელი. ის ნაბი*ვარი გაამართლებინა და.. ხომ ხვდები მითუმეტეს როცა შენთან კავშირშია. ჭკუიდან შევიშალე სიბრაზისგან და წიგნი ვესროლე. თან სისულეები ვუთხარი.
-კი მაგრამ ანა.. რატომ არ ფიქრობ? რატომ აკეთბ ეგეთ რაღაცეებს. -ნაწყენი მიეყრდნო კედელს. -კაი არაუშავრს.-მძიმედ ჩაისუნთქა.-აი მგონი მოვიდნენ.-უცნაური ემოციებით დაიმუხტა წამში მისი გონება. ნაწილს ეს ამბავი ახარებდა. ეგოისტურად უნდოდა გაეგო თაბაგარს ყველაფერი მაგრამ მეორე თბეას აშინებდა შეცვლილი მომავალო რომელიც საერთოდ აღარ იქნებოდა მშვიდი და უჩინარი. შეყოვნდა, გონს მოვიდა და კარებიც გახსნა. ზღურბლთან ქეთა იდგა, უკვე მისი მეგობარი, უკან კი შეშინებული ბავშვი დალანდა.
-შემოდით..-განზე გადგა და სტუმრები შეატარა.
-თებე, ნინის შენი გაცნობა უნდოდა. -მის გვერდით მდგარ შეშინებულ გოგოზე მიუთითა.
-სასიამოვნოა ნინი, მოდი მისაღებში დავსხდეთ. სტუმარი წინ გაუშვა და მარტო დარჩა ორჯონიკიძესთან. -რა ხდება ქეთა.
-განადგურებულია, ფსიქიკურად მოშლილი და სანუგეშებლად შენ მოგიყვანე. შენზე უკეთ მას ვერავინ დაეხმარება. გთხოვ უარი არ უთხრა რა. ჯერ პატარაა 15 წლის ამას მარტო ვერ გადაიტანს.
-მოდი შევიდეთ.-დაბნეული მისაღბში შევიდა და გოგონას გვერდით მიუჯდა.-ხომ არ გირჩევნია მე და შენ მარტო ვისაუბროთ? -აცრემლებულმა თავი მორიდებით დაუქნია. -კაი წამომყევი. -საძინებელში შევიდნენ. ოთახი ცისფერ ფერში იყო გაწყობილი, თეთრი ფარდები კი უფრო მშვიდ გარემოს ქმინდა.
-დაიწყებ საუბარს?-ქვევიდან შეხედა სავარძელში მჯარ გოგოს. საკუთრ თავს ხედავდა მასში. ისიც ასეთი შეშინებული იყო, შერცხვენილი და გათელილი. -ნინი ხო? იცი ბევრი წლის წინ, მეც ასე ვიყავი შეშინებული. იმდენი რამის თქმა მინდა ახლა შენთვის...-დაიბნა და ცხვირის ნესტოები აეწვა, მაგრამ ცრემლებს არ მისცა გადმოსვლის უფლება.- უნდა მოემზადო საშნლად რთული ცხოვრეიბისთვის. გეტკინება, ყოველი დღე საშინენი სულის ტკივილით დაიწყება. მაგრამ გაუძლებ! -ტუჩები ერთმანეთს ძლიერად მიაკრა და იმედით შემყურე გოგონას მკრთალად გაუღმა. -საკუთარი ხორცის დაგლეჯვაც მოგინდება, მე კბილებით მიცდია კიდეც.. შენ იგივე არ გააკეთო. მე მარტო ვიყავი, შენ კი მე გყავარ. ადამიანი რომელიც სულის გარეშე დღესაც ცოცხალია და იცი გაღიმებაც შევძელი.
-მეშინია. რო ღამდება ის მოდის და მტკეს. ისევ თავიდან მაწამებს და მე ვერც კი ვყვირი..-ამოიტირა და სირცხვილისგან აწითლებული სახე ხელებში დამალა.
-მე მათთან ერთად ძილს მივეჩვიე და ისინი ხშირად აღარ მოდიან.
-ბევრი შიში გყავს?
-შვიდი შიში მაგრამ ერთი ყველაზე ბოროტია. ნინი, მე ვერ გეტყვი რომ დროსთან ერთად გაქრება, ჩემს შემთხვევაში არ გამქრა მხოლოდ გაყუჩდა. ის ყოველთვის ჩემთან არის და დავიწყების საშუალებას არ მაძლევს. მთავარი იცი რა არის? არ დანებდე, გთხოვ არასდროს იფიქრო,რომ რამე შენი ბრალია.! არასდროს იფიქრო სიკვდილზე რამდგან მაინც ვერ გაქრება ეს საშინელი ლაქა ჩვენი ცხვორებიდან.
-თებეა, მართლა მივეჩვევი ამ ტკივილს? იცი მეწვის გული. თითქოს ცეცხლშია გახვეული და.. ჯანდაბა ვერც კი ვღწერ ამ ტკივილს.
-არ ვიცი ეს დადებითია თუ არა მაგრამ ახლა სამყაროს სულ სხვანაირად ვუყურებ..
-როგორ თებეა.?
-ასე მგონია ცხოვრება ვეღარაფრით მატკენს ისე, რომ უარესი დღეები გამოვიარო. აღარაფერი იქნება ამაზე უარესი.
-გთხოვ შენთან მოვალ ხოლმე რა.. ხშირად არ შეგაწუხებ, მხოლოდ მაშინ როცა ეს შიში დაუძლეველი იქნება.
-ჩათვალე შენი სახლია ნინი. მე და შენ ერთი შიში გვაქვს და დაგეხმარები მის დაძლევაში. შენს გვერდით მიგულე და არასდროს.. გესმის? არასდროს არ შეიზიზღო საკუთარი თავი.-დაბნეული უყურებდა წერეთელს. -ყველაზე გაუსაძლისი იმ ხორცში ცხოვრებაა რომელიც გეზიზღბა. ნინი თუ გინდა ასატანი იყოს ცხოვრება, ეს ლამაზი სხეული არაფრის გამო არ შეიძულო.-ფრთხილად შეახო მტევნები დაბალ გოგოს. თვალებით იკითხა მოხვევა თუ შეიძლებოდა და უკვე იგრძნო წელზე სუსტი მკლავები. გრძნობდა რამდენად საჭირო იყო მის ცხოვრებაში. შეიძლება ბევრი არაფერი მაგრამ ახლა როგორც მონასტერი ისე იყო ნინისთვის წერეთელი. საყრდენი, თავშესაფარი სადაც განადგურებული სულით მივიდა და იგრძნო ყველაზე დიდი სიკეთე. მოიმწყვდია ეს პატარა სხეული მკლავებში, თითქოს საკუთარი სხეულით გადაეფარაო ისე ძლიერად იკრავდა და ცრემლებს გულში იღვრიდა. სტკიოდა წერეთელს კიდევ ერთი დანგრეული სული. საკუთრივით სტკიოდა.
***
უცნობმა ზარმა მიიქცია იაკობიძის ყურადღება, გული უცნაურად აუჩქარდა და საქაღალდე დახურა, ერთხანს ასე უყურა ნომერს რომელიც რეკვას არ წყვეტდა. ბოლოს მაინც გადაწყვიტა მწვანე სენსორს თითი აუსვა და ტელეფონი ყურთან მიიტანა.
-გისმენთ.
-ანა, თაბაგარი ვარ.
-უკაცრავად ვინ?-ნერწყვი მზიმედ გადაყლაპა და ფანჯარას მიუახლოვდა, აშკარად ჰაერი არ ჰყოფნის.
-დემნა თაბაგარი. სასწრაფოდ უნდა გნახო.
-რასთან დაკავშირებით?
-წიგნი წავიკითხე. ხოდა სანამ მთლიანად არ დავაქციე ეს ქალაქი შემხვდი სადმე და პასუხები გამეცი, იმ კითხვებზე რაც გამიჩნდა თორემ დავწვავ მთელ ქალაქს.-ტელეფონის მეორე მხრდან ისმოდა კაცის ღრიალი და უფრო აშინებდა იაკობიძეს.
-20 წუთში იმ მისამართზე იყავი რომელსაც მოგწერ.-პასუხს არ დაელოდა ისე გათიშა და მაშინვე შეტყობინება გაუგზავნა. ჩანთაში ყველა საჭრო ნივთი ჩაყარა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა კაბინეტი. მთელი სხეულით ეშინოდა. არ მოსწონს როგორც იქცევა, არ აქვს უფლება თებეას გაფრთხილების გარეშე შეხვდეს თაბაგარს მაგრამ მასთან დარეკვასაც ვერ ბედავს. ამ რამდენიმე დღეში იმდენჯერ აწყენინა ახლაც იგივეს ვერ გააკეთებს. გზის მეორე მხრიდან უყურებდა უკვე მისულ კაცს, ნერვიულად რომ სცემდა ბოლთას და სიგარეტის ღერს ძლიერად ქაჩავდა გაფითრებული ბაგეებით. ფრთხილად გადაკვეთა ქუჩა და მიუახლოვდა.
-გამარჯობა.-დაიბნა.
-შევიდეთ.-შენობაში ჯერ ქალბატონი შეატარა, თავად კი უკან დაედევნა. მაგიდასთან ისხდნენ. მკაცრ მზერას არ აშორებდა ანას. -წიგნი რომელიც მომეცი..-სანამ წინადადებას დაასრულებდა მძიმედ ჩაისუნთქა.-ნამდვილ ამბავზეა?
-კი, ნამდვილია.
-და ეს ყველაფერი ჩემ თებეას გადახდა თავს?-ყელზე ძარღვები დაებერა, სუნთქვაც კი აღარ შეეძლო იმდენად უჭერდნენ კისერზე.
-შენს? შენს თებეას? აბა შენი თებეა სად არის? -მალევე გადამალა სადღაც შეშინებული ანა და მტაცებელს დაემსგავს.-ერთი არ დაინტერესებულხარ რატომ არ მოვიდა შენამდე..
-შენ არ გაქვს უფლება ასე მელაპარაკო.-მტევანი ძლიერად დაჰკრა მაგიდის ზედაპირს.
-დიახაც მე მაქვს უფლება, რადგან უამრავჯერ გამოვგლიჯე სიკვდილს ხელიდან. იმის მაგიერ რომ შენც მის გვერდით ყოფილიყავი, გაიქეცი. თითქოს მხოლოდ შენ იყავი დაზარალებული ამ ამბიდან. როგორ დავიჯერო რომ აეროპორტში ვერაფერი ვერ შეამჩნიე.?! ჰა? როგორ ?-ტონს უფრო და უფრო უწევდა იაკობიძე.
-ანა.. მინდა ვნახო..
-არავითარ შემთხვევაში.
-გთხოვ უნდა ვნახო. აუცილებლად უნდა ვნახო.
-დემნა შენ არ გესმის... უარესად გახდება ის, ვერ აიტანს შენთან ყოფნას.
-უფლება მომეცი მისი ცხოვრება შევცვალო.. დაელაპარაკე, უთხარი მისი ნახვა მინდა..თორემ უკონტროლო გავხდები და ყველას ვინც ჩემ.. თებეას რამე მაინც დაუშავა დედას მოვუტ**ნავ. გადავბუგავ მთელ ქალას.-მთელი მისი სიცოცხლე შეაზიზღა რამდენიმე ფურცელმა. ასე საათივით აწყობილი ცხოვრება წამებში ჯოოჯოხეთად უქცია სიმართლემ და შურისძიების წყურვილი ისე გაუჯდა ვენებში, ლამის დაუხეთქა. თვალებში ბოროტება ჩაუდგა და უფრო გაუმუქდა. წამითაც არ შეეძლო მისი საყვარელი ქალის წარმოდგენა იმ დღეში რაც თვალებმა წაიკითხეს. სათითაო სიტყვა სხეულში ესობოდა და ძვლებს ერთი-მეორის მონაცვლეობით უმტვრევდა. თურმე ამ გრძნობაზე საშინელი არაფერი ყოფილა. ყველაზე სუსტი კაცი აი სწორედ ასეთ დროსაა, როცა აანალიზებს..ხვდება, რომ საფრთხისგან ვერ დაიცვა მისი საყვარელი ქალი, ქალი რომელიც ცხოვრებას ურჩევნია და ის საწყისია რისთვისაც ეს დამპალი არსებობა ღირს.
-არ ვიცი მე დაველაპარაკები, მაგრამ ვერ გეტყვი რამეს შევძლებ თუ არა. იცოდე მისი სიტყვა შენთვის კანონი იქნება.! -სათქმელი უთხრა და აღელვებული მოშორდა შენობას.
***
დრო ისე ნელა გავიდა, ეგონა ასე გაუნძრევლად საუკუნე იჯდა. თურმე ფიქრიც შუწყვეტავს. ალკოჰოლს სევდიანად დაჰყურებდა და ცრემლები რომლებიც გამოსახულებას უბურავდა უფრო მწვავე აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინა. მკაცრ სახეზე ჩამოგორებული სითხემ დაუთუთქა ნაკვთები და სადღაც გულთან, აი იქ სადაც დემნას თებეს სახელი ჯერ კიდევ სისხლით ეწერა იქ გაუჩინარდა.
-ვიპოვი, ვიპოვი იმ ნაბი*ვარს და.. -გონებაში ყველაზე სასტიკ აზრებს უყრის თავს მაგრამ მაინც არ არის საკმარისი იმისთვის. -დემნას თებე.. დემნას პატარა თებეე.-გულში უამრავჯერ იმეორებს და ტკივილი უარესად უჭერს ორგანოზე ხელს და სისხლისგან წურავს. -მეშინია.. თებეა შენი სასიკვდილოდ მეშინია. -გაშლილი მტევნით მოიმშრალა კიდევ დადენილი ცრემლები და ბარიდან მძიმე ნაბიჯით გავიდა..სიბნელეში მიუყვებოდა ქუჩას, ორივე ხელი შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო. ფიქრობს, ფიქრობს და ვერ ხვდებო რომ ნახავას რას ეტყვის. ვერც კი წარმოიდგენს როგორ შეიძლება ერთმანეთს შეხვდნენ.
-ყველაზე სუსტი კაცი ვყოფილვარ თებე და ამას შენი წყალობით მივხვდი. იმდენად სუსტი რომ შენს თვალებში არც კი ჩავიხედე ისე მოგეცი მარტო ყოფნის უფლება. იმდენად ვიყავი ნაწყენი შენი ტკივილით არ დავინტერესდი და წავედი. გაგექეცი.. გავექეცი შენს სიყვარულს და სად მიმიყვანა ამ ყველაფერმა?! -წინ დაგდებული ქვას უხეშად ჰკრა ფეხი.-დედაშევე*ი. -იქვე ჩაიმუხლა და დიდ ტორებში დამალა სახე. ვეღარ გაძლო, ვერ გაუძლო საყვარელი ქალის გამოსახულებას რომელიც წიგნის წაკითხივს მერე დარჩა მის გონებაში! ატირდა. სიმწრით ატირდა. კაცი ვერასდროს გაუძლებს საყვარელი ქალის სიმწარეს.
***
უკვე შუაღამე იყო დაწყებული, მის ოთახში შუქი კვლავ ენთო, საწოლის საზურგეს მიყრდნობილი, თვალებ დახუჭული ფიქრობდა რა უნდა ექნა.
„პატარავ რატომ არ გძინავს?“- ნომერისგან რომელსაც რამდენი შავი გული აწერია შეტყობინება მოუვიდა.
„ვფიქრობ.“-უცვლელი ემოციით გაუგზავნა. ვერაფერი ვერ იგრძნო ახლა, ადრე კი მისი შეტყობინების მოსვლისთანავე უამრავ ემოცას გრძნობდა.
„ცოტა გვიანი ხომ არაა? რამით შევძლებ დახმარებას?“
„არა, ჩემ დაქალს ეხება. „
„კაი პატარავ, დიდხანს არ დაიტვირთო თავი. დაიძინე და ხვალ ცოტა დასვენებულ გონებაზე უკეთესი აზრები მოგივა.“
„ ძილინებისა.“-ტელეფონი იქვე ტუმბოზე დადო და თხელ საბანში კომფორტულად გაეხვია.
***
მდუმარებაში იჯდა თაბაგარი. ორივე მტევანი პირზე აქვს აკრული და ხმას ვერ იღებს. საერთოდ ვერ საუბრობს ბოლო დროს გავნითარებულ მოვლენებზე. ეშინია მისი ბაგეებიდან გამოსული სასოწარკვეთის.
-დემნა ძმურად ამოიღე ხმა თორემ ყველაფერზე ვფიქრობ უკვე. რა მოხდა ასეთი?- ლუკა ჯიბუტი მის წინ იჯდა სავარძელში, უკვე აუტანელი ხდებოდა მეგობირს და კოლეგის ამ დგომარეობაში ყურება.
-კარგის ტრა** მეტ**ნება ლუკა.-ხმა? საერთოდ არ გავდა ადამიანისას!. უცნაურად შეცვლილი ბგერებ,ი მხოლოდ იმას მიანიშნებდა, რომ ბოლო დროს ხმის იოგები მუდამ დაძაბული იყო.- წლებია ქალზე ვარ გაგიჟებული.. მთელი ეს დრო მისი სიძულვილი და სიყვარული ერთიანად მჭამდა და თურმე ყველაზე დიდი მძ**ნერი მე ვყოფილვარ.
-დემნა რა მოხდა?!-ჯიბუტს დაუმძიმდა სუნთქვა.
-წლების წინ აქ ჩამოსულს უნდა მენახა. უნდა მეთქვა რომ მიყვარდა. მიყვარდა გაგიჟებით და არ მოვიდა. მთელი დღე ველოდებოდი იმ დედააფეთქებულ გამოქვაბულში. სანთლებიც კი მქონდა წაღებული.-სიმწრით გაეცინა თაბაგარს და რამდენიმე ცრემლი ერთიანად დაედინა ტკივილისგან დაჭიმულ ნაკვთებზე. -არ მოვიდა.! ხოდა მე სი**ა, კი არ გავარკვიე რა მოხდა დავადე თავი და წავედი. აეროპორტში დამხვდა. დემნას თებე დასრულდაო და კი არ შევიმჩნიე ტკივილი რომელიც ამოაყოლა. ყლ*სავით მეც იგივე გავუმეორე და წავედი სამუდამოდ..-რამდენიმე ხანს გაჩუმდა.-გუშინწინ კი ეს წიგნი წავიკითხე.-შუშის პატარა მაგიდაზე უხეშად დააგდო სიმართლე, რომელმაც ერთი მოქნევით მოსპო. ნელ-ნელა სუნთქვა უჩქარდეობოდა და ყელზე მოწოლილი ძარღვებიც ლამის გაუსკდა.. -თურმე ჩემთან მომავალი ვიღაც ყ**ემ გააუპატიურეს. -მთელი ცა ჩამოექცა, როცა ეს სიტყვები წარმოსთქვა. იქვე ჩაიკეცა..
-ძმაო წიგნი რა შუაშია? -ჯიბუტი თავიდან ვერაფერს მიხვდა. თან შოკში მყოფი ხმას ვერ იღებს.-დამშვიდი დემნა, ყველაფერს მოვაგარებთ..
-როგორ დავმშვიდდე. მთელი ცხოვრება არ მეყოფა იმისთვის რომ პატიება დავიმსახურო.-იქვე მდგარ კარადას დაუშინა მუჭად შეკრული მტევნები. -მე.. მე უნდა დამეცვა ჩემი ქალი. -გაშლილ ხელს მკერდზე გამეტებით ირტყავს და ტირილს არ ერიდება უკვე.
-შენ არ იცოდი. შენ ვერ შეცვლიდი იმას რაც უკვე მომხდარი იყო. -ძმაკაცს მიუახლოვდა.
-მასთან ერთად უნდა მებრძოლა, მისკენ ნასროლი ყველა ტალახი მე უნდა ამეცილებინა. უნდა ვყოფილიყავი მის გვერდით. ჩემი თებეას გვერდით უნდა ვყოფილიყავი და ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა მისი ტკივილი. მშობლები, რომლებიც არ დაუდნგნენ გვერდით, მე უნდა შემეცვალა. მეე. მეე.. გესმისმ..-არ წყვეტდა ღრიალს. იოგები დასკდომამდე ჰქონდა და ხმაც უკვე აღარ ამოსდიოდა. -არა. არაა. ღმერთო ეს არ უნდა მომხდარი მის ცხოვრებაში..-ხანდახან უჭირს გააზრება სინამდვილის. ვერ უშვებს, რომ მართლა გადაიტანა ყველაფერი. კედალთან ჩამჯდარ მეგობარს მიუახლოვდა ჯიბუტი, ძლიერ მხრებს მკლავი გადახვია და ჩაიხუტა. არ შერცხვენია თაბაგარს სისუსტის გამოვლენა. ბოლო-ბოლო წლებია ერთად მოდიიან, უამრავი განსაცდელი გადაუტანიათ ერთად. ხოდა თამამად მისცა საკუთრ თავს დანებების უფლება და ძმის კალთაში თავჩარგულმა ხმით იტირა. სიჩუმე არცერთს დაურღვევია სანამ არ დამშვიდდა თაბაგარი. წელში გასწორდა და თავი ცივ კედელს მიადო. თვალები დახუჭული აქვს და ხმის კონტროლს ცდილობს.
-ძმურად რაღაცას გთხოვ რა.
-გისმენ დემნა..
-გამიგე სად მუშაობს, ან სად ცხოვრობს. უნდა ვნახო! შორიდან მაინც უნდა ვნახო თორემ მოვკვდები.
-ერთი დღე მომეცი ძმაო და მთელ ქალაქს გადავქექავ. გპირდეპი ვიპოვნი შენს გოგოს.
-ჩემს თებეას, დემნას თებეს.-გულში გაიმეორა და ღრმა ბავშვობაში გადავარდა თავით. გაიხსენა ღიმილი, ლამაზი ატმისფერი ბაგეები სულ რამდენჯერმე, რომ შეხებოდა და ჯოჯოხეთურად წვავდა. ახლაც გრძნობს იმ გემოს, საყვარელი ქალის ბაგეებს რომ ჰქონდათ. იმ ჟრუანტელს ჯერ თებეას სხეული რომ მოიცვა და მისიდან დემნაზეც გადააღწია. კანის სირბილე ისევ ხელებში აქვს გამჯდარი თითქოს ყოველ დღე მის სხეულს ეხება.
„მისი სხეული“-გონებას საზარელი ფიქრები მოაწვა და ცხადად დაინახა როგორ ძალადობდა მის სხეულზე. ისევ მოაწვა ყელზე სიბრაზის ბურთი ლამის დაახრჩო, არ დაინანა მტევნები იატაკისთვის და მთელი ძალით უშენდა... და უშენს. ისევ უშენეს თითქოს იქ სადხაც ის ნაბი*ვარი იყო.
***
გადაწყვიტა რამნიმე დღე მიეცა ანა იაკობიძისთვის. ასე მარტივიც არ იქნებოდა მასთან მიახლოება. სამაგიეროდ მოუთმენლად ელოდა ჯიბუტის ზარს რომელიც იგვიანებს და თაბაგარის ნერვულ დაბოლოებებს ნელ-ნელა წყვეტს.
-როგორც იქნა შე**მა.-გახარებულმა უპასუხა მეგობრის ნომერს.
-საცხოვრებელი ვერ გავარკვიე მაგრამ ნომერიცც გავიგე და ისიც სად მუშაობს.-გახაებული იყო ჯიბუტი, ხმაზე ეტყობოდა. იმ სანახაობის მერე რაც თაბაგარის სახლში ნახა დედამიწას გადადგამდა და მაინც იპოვნიდა იმ გოგოს.
-გისმენ..
-ნომერს მოგწერ, თვითონ კერძო სკოლის მასწავლებელია. სკოლის მისამართსაც მოგწერ და განრიგს.
-საღოლ ძმაო, მიმიქარავს ნებისმიერი აგენტი.
-ძმაო, იბრძოლე შენი გოგოსთვის. ბედნიერებას იმსახურებს შენთან ერთად. წარმატებები. -გაეღიმა ლუკას სიტყვებზე.-რას იზავ მერე შემეხმიანე..
-კაი.. ლუკა.
-ჰოუ.
-მადლობა.
-კაი შე*ება არ ამატირო. მიდი, მიდი საღამოს დამირეკე. -ტელეფონი გაუთშა და მალევე დიდი ტექსტით მოუვიდა შეტყობინება.
-„ქალბატონი მასწავლებელი, ასწავლის 2ბ კლასს. ეს უკვე მეორე სადამრიგებლოა და ყველაზე მეტად მისი ბავშვები უყვართ სკოლაში. როგორც გავარკვიე ძალიან თბილი და სხვანაირი აღზრდის წესი აქვს. მთელ სკოლას უკვირს ასეთი ახალგაზრდა გოგოს საქმიანობა. ხო სკოლას მუდამ ორ საათზე ამთვრებს ბავშვები თვითონ გამოჰყავს ეზოში და მანამ არ ტოვებს შენობას სანამ ყველა მოსწავლეს არ დააბინავებს. „-ამაყად გადაიკითხა ტექსტნი, ნომერი მოინიშნა „დემნას თებე“-ს სახელით და რადგანაც უკვე გვიანი იყო და სკოლაში ვერ მიუსწრებდა მეორე დღისთვის გადადო ნახვა. ახლა უკვე მშვიდად მიუბრუნდა საქმეს რომელიც ძალიან დაუგროვდა.

***
ნერვიოლობისგან ტუჩები დაიჭამა იაკობიძემ. სახლის კარებთან წრიულად დააბიჯებს და ვერ ბედავს სახლში შესვლას.
-გააფრენს თებეა, მოკვდება დარდისგან რომ ვუთხრა.. ვერ ვეტყვი არ შემიძლია. იყოს ასე ის ვაჟბატონი არ იმსახურებს არანაირ შანს.-ბოლოს როგორც იქნა გადაწყვიტა და თამამად დარეკა ზარი.
-გოგო სად დაიკარგე?-მხიარულმა გაუღო კარი და წინსაფარზე შეიწმინდა ხელები..-მოდი, მოდი უცებ ხაჭაპურის გამოცხობა მომინდა და ვტესტავ. ხომ შეჭამ?-არ მიუქცევია მეგობრისთვის ყურადღება ისევ სამზარეულოს და ფქვილს მიუბრუნდა.-ანი რამე ხდება?-კარების ჩარჩოზე მიყრდნობილი მეგობარი არ მოეწონა, მაშინვე გაუშვა ხელი ცომს და წინსაფარიც მაგიდაზე უწესრიგოდ მიაგდო. ფრთხილად მოჰხვია ხელი ანის და სავარძელში გვერდით დაისვა.-ანო ხდება რამე?-კიდევ ერთხელ ჰკითხა და ქვევიდან ახედა.
-თებე, ძალიან ცუდი მეგობარი ვარ.-ვეღარ მოითმინა და ატირდა.
-გოგო არ გამაგიჟო რა მოხდა. ანო მითხარი რა, ნუ ტირი.. ხომ იცი რომ რაც არ უნდა დაგეშავებინა ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ხარ.-სახეზე ეფერება ატირებულ ანის.
-ცუდად გექცევი, ძალიან ცუდად..-ასლუკუნებულს გაუჭირდა ლაპარაკი.
-მაშინებ ანო იცი?
-მომწონს ანოს რომ მეძახი..-გული უარესად აუჩუყდა, მოთქმით განაგრძო ტირილი.
-რა სულელი ხარ გოგო, მიდი ახლა მითხარი რა ხდება. თაბაგარს ეხება ხო?
-ხო..-სიტყვა თქვა თუ არა ტონს უფრო უმატა. არ ვიცი რის გამო, სიმწრით თუ ანოს გამოხტომაზე გაეცინა.
-დამშვიდდი და ვისაუბროთ. -აღაარაფერი უთქვამს წერეთელს, დაელოდა როდის მორჩებოდა დაქალი მოთქმას მაგრამ ახლა თვითონ იმტვრევდა თითებს ნერვილობით.
-შენი ნახვა უნდა.-არც აცია, არც აცხელე პირდაპირ მიახალ სათქმელი.გაკვირვებული სახით წამოდგა წერეთელი, ფანჯარას მიუახლოვდა. წამებში იაკობიძის სმენას ისტერიული სიცილი მისწვდა. გაკვირვებული უყურებდა ფანჯარასთან მდგარ მეგობარს რომელიც გულიანად იცინოდა. უვებ გაჩერდა, მასთან მიახლოვებულ ანოს ხელით ანიშნა გაჩერდიო და ოთახში შეიკეტა. ჯერ კიდევ ვერ მიხვდა. კვლავ სიცილი განაგრძო, საკუთარ ბედნს დასცინის მთელი გულით, უცებ შეეცვალა გამომეტყველება და ტკივილმა მუხლები მოუკვეთა.
-რატომ მიკეთებ ამას? არ გეყო ჩემი ტანჯვა?! თუ ბოლომდე ვერ მომსპე და ახლა დემნათი აპირებ ჩემს სიკვდილს...ჰა რა გინდა? რატომ.. რატომ მიკეთებ ამას.. -ვედრებით გახედა ანოს რომელიც ჩუმად იდგა კარებთან და შესვლას ბოლომდე ვერ ბედავდა. -ანო რატომ მტკენს ასე ძალიან? დავაშავე რამე?
-მაპატიე რა, თებე მაპატიე ყველაფერი ჩემი ბრალია. მე უნდა მეფიქრა..
-შენ რა შუაში ხარ.. უბრალოდ დავიღალე, ვთხოვდი.. ვევედრებოდი ოღონდ ჩემამდე არ მოიყვანო თქო და.. არ მინდა მისი ნახვა. მიყვარს გესმით?! მიყვარს და არ მინდა შემზიზღდეს. ვერ ავიტან მის შეუხებლობას. მოვკვდები მის წინ..წლებია ის კოცნა მაცცოცხლებს წასვლამდე რომ დამიტოვა და ახლა მის წინ ვიდგე, ვუყურებდა და არაფრის უფლება მქონდას? არა.. არა ამას ვერ გადავიტან.
-ვეტყვი და ის არ მოგიახლოვდება.
-გაიგო ყველაფერი ხო?
-გაიგო.
-ჯანდაბა..
-თებე, მას უნდა რომ დაბრუნდეს შენს ცხოვრებაში. მგონი კვლავ უყვარხარ და მაგიტომაც..
-არა.!-იმხელაზე იყვირა შიშისგან შეხტა იაკობიძე.-არავინ მჭირდება. დავიღალე უკვე ბრძოლით, კბილებით მიჭრავს სული, რომ არ გამძვრეს და რომელი ცხოვრება უნდა შემიცვალოს? აღარ არსებობს თებეას ცხვორება.. იმდენს ნუ იზამთ ყველაზე სუსტი ავღმოვჩნდე და თავი მოვიკლა.. უთხარი არ მომეკაროს. არ მომიახლოვდეს.-ფეხზე მდგარი შეშლილი თვალებით უყურებდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა. -ახლა კიდე გთხოვ მარტო დამტოვე. -საწოლზე ჩამოჯდა, სახე მტევნებში ჩამალა.
-კაი.-ჩურჩულით წარმოთქვა. სევდიამა დატოვა წერეთლის სახლი. ჰაერზე გასულმა ნომერი მოძებნა და თაბაგართან დარეკა.. პირველ ზარზე არ უპასუხა, სამაგიეროდ ცოტახანში თავად გადმოურეკა.
-გისმენ..
-დემნა ველაპარაკე.. საშინელი რეაქცია ჰქონდა..
-და?
-არ უნდა შენი ნახვა. კატეგორიულად მოითხოვს არ გაეკარო..
-ანა, რაღაცას გკითხავ და გულწრფელად მიპასუხე.-სუსხავდა თაბაგარის ცივი ხმა.
-გისმენ დემნა.
-ვუყვარვარ? ანა გთხოვ სიმართლე მითხარი და გპირდები მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოლებ.
-რომ უყვარხარ სწორედ მაგიტომ არ უნდა რომ გნახოს..
-მადლობა. ანა ძალიან დიდი მადლობა.-თბილად უთხრა და ტელეფონის მეორე მხრიდან ახლა უკვე გაბმული ზუმერის ხმა ისმოდა მხოლოდ.
„იმედია ოდესმე მაპატიებ, არ მოგცემ უფლებას მთელი ცხოვრება ასე დაიტანჯო. „-გულში გაიფიქრა სევდიანად და გზა გააგრძელა სახისკენ.
***
მაისის ბოლო რიცხვები იყო, საოცრად მოსდებოდა ზაფხულის სურნელი მთელ თბილის. ყველას სიხარულით ავსებდა ყვავილების არომატი, მხოლოდ წერეთლი იყო ისევ მკვდარი. აღარაფერი ახარებდა. არც ბავშვების ლაღი სიცილი შველოდა ბედნიერების სტიმულატორებს. თითქოს ისე შავ-თეთრად შეიღება, მის ტანზე ზაფხულის ფერები საერთოდ აღარ ჩანდა. სახეზე ყველა ტკივილი ერთიანად გამოესახა და თვალებიც კვლავ ძველ ფორმას დაუბრუნდა, როცა მუდამ აწყლიანებული იყო. ნუშის ფორმის სფეროები უსაზღვროდ სევდიანი გახდა. დემნას თებე ისევ ნაწილი იყო, მეორე ნაწილისგან ძალიან შორს. იმდენად რომ სუნთქვაც კი უჭირდა.
სამ სართულიანი პატარა შენობის შორიახლოს შავი მერსედესის მარკის ჯიპი იდგა მინებ აწეული. საჭეზე ჰქონდა ორივე ხელი ძლიერად ჩაჭიდული და თვალებ დახუჭლი ელოდა ზარის დარეკვას. ეზოსთან მშობლებს მოეყარათ თავი. ჩოჩქოლი რომ ატყდა მიხვდა უკვე დრო იყო მხედველობა დაეძაბა. სუნთქვა შეკრული ელოდა რკინის კარების გაღებას და როგორც იქნა ნანატ სხეულს მოჰკრა თვალი.
-თებეა.-ბაგეებს თავისით წამოსცდა სახელი. ძლიერი ტკივილი იგრძნო მკერდში, მტევანით ჩაებღაუჭა ატკიებულ ნაწილს. საქარე მინის იქით სანატრელი სხეული იდგა, უყურებდა და ყველაზე მეტად ახლა მისი შეხება, გულში ჩაკვრა და ყველა იმ ტკივილის გაქრობა უნდოდა ასე რომ უსევდიანებდა ღიმილს. სიბრაზისგან ყბები დაეჭიმა, ნესტოები დაებერა. ამღვრეულ თვალებში ღრმად რომ ჩაგეხედათ საყვარელი ქალის ანარეკლს დაინახავდით, რომელიც ცრემლად იქცა და გამოკეთილ ყვრიმალებზე დაედინა. ცალკე საკუთარი ეგო უყვირის
„შენ ვერ დაიცავი! „ და უარესად აცოფებს!
ხელი ჰქონდა ჩაკიდებული ბავშვებისთვის და მომღიმარი მშობლებს რაღაცას უხსნიდა. ყველას მოატყუებ, დააჯერებ იმას რასაც გინდა მხოლოდ საყვარელი ადამიანს აქვს იმის უნარი სიღრმეებს ჩაწვდდეს და შენი ღიმილის უკან მყოფ ტკივილს თვალებში ჩახედოს. მხოლოდ იმ მეორე ნაწილს აქვს ამის ძალა.! გონებამ შორს წაიყვანა, ღრმა წარსულისკენ...გაშტერებული მზერაში რომ ვეღარ დაინახა წერეთელი მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან, ფრთხილი ნაბიჯით მიმავალს უკან დაედევნა. შორიდან იკლავდა მონატრების წყურვილს, ამღვრეული მზერით ეფერებოდა თებეას და მიახლოების სურვილი ტანჯავდა.
ყურებით გართული თაბაგარი მხოლოდ მაშინ მიხვდა სიტუაციას როცა უკვე თვალებში აშტერდებოდა სიყვარულს.
მის წინ დგას. ლამაზ ნუშისებრ თვალებს უყურებს, აწყლიანებულს და შეშინებულს.ისეთი შეცვლილი დახვდა წლების წინ მიტოვებული სიყვარული. იმდენად დამახინჯებული იყო შინაგანად ეტკინა... შეეკუმშა.
ქალის მზერაში დანახულმა შიშმა ხმმის ამოღების ძალა სრულიად წაართვა. გახევებული ერთ ადგლიას იდგა და ვერც კი ბედავდა მისკენ სულ ცოტა მანძილის გავლას. გაფართოებული თვალებით უყურებდა თებეა.
-იცი პატარავ, თებეს დემნა სამუდამოდ დაბრუნდა.-უზარმაზარი ნერწყვი გადააგორა სასულეში და სასოწარკვეთილად სუსხიანი ხმით ძლივს მოაბა სათქმელს თავი. ხმა ვერ ამოღო წერეთლმა, ძეგლივით დგას მის წინ. უყურებს საყვარელ თვალებს, მზერით ეფერება მონატრებულ ნაკვთბს. ტირილი უნდა. უნდა რომ მთელი ხმით იტიროს მისი უბადრუკი ცხოვრება. სადაც არანაირი უფლება აქვს შეეხოს მის კაცს. მის ნაწილს. იმ გრძნობის ეშინია ასე რომ აქვს გამჯდარი ვენებში, არ უნდა თებეს დემნასაც გადასდოს. ვერ გაუძელბს ამ საშინელი ფერით დასვაროს ცხოვრების სიყვარული.
-დემნას თებე დასრულდა.. სამუდამოდ.!-ძველი საშინლად მტკვინეული ფრაზა გაუმეორა და გზა გადაკვეთა.
-თებეა..-უკან აედევნა.-ჩვენ ვიმსახურებთ ბედნიერ დასასრულს.
-შენ იმსახურებ, მე არა.! გთხოვ თუ ოდნავ მაინც გაგაჩნია ის გრძნობა რაც ბავშვობაში შემეშვი. ჩათვალე მკვდარი ვარ.-ცივი გაუხდა ხმა წერეთელს.
-იმაზე მეტად რომ მიყვარხარ მაგიტომ არ მოგცემ უჩემოდ ყოფნის უფლებს. გთხოვ ვილაპარაკოთ. -მზერა რომელსაც სიკვდილის კარამდე ჩაჰყავდა წერეთელი. მაგრამ სურვილზე დიდი, შიში იყო მისთვის. შიში სიყვარულის დაკარგვის...
-გემუდარები დემნა შემეშვი... ახლა წავალ, წავალ და არ გამომყვები.-ხელები წამოსული თაბაგარისკენ გაიშვირა და შეჩერება აიძულა.-გევედრები..-იმდენად სასოწარკვეთილი ბგერებით წარმოთქვა ბოლო სიტყვა ნაბიჯის გადადგმის სურვილი მთლიანად დაეკარგა კაცს. სახე გაუფითრდა და ნაკვთები დაეჭიმა.
-კარგი.-ხმა რომელიც არაფერერს ამბობდა. ბგერები რომელიც ბაგეებს დასცდა და მალევე გაცამტვერდა. გაქვავებული იდგა, გაყინული მზერით უყურებს სწრაფი ნაბიჯით მიმავალს და გულის ნაწილი, რომელიც ამ საოცარ ქალზეა შეყვარებული ნელ-ნელა იწყებს კვდომას.

***
შუადღის მზე ანათებს სახლს. ფართოდ გაღებული ფანჯარა, მასზე ჩამოფარებული თეთრი გამჭირვალე ფარდა ნელა ირხევა და მზის სხივებს აძლევს საშუალებას ოთახში შემოაღწიოს. კარადიდან გადმოყრილი წიგნები არ იძლევიან თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. საოცარ ქაოს აქვს დაბყრობილი ეს სახლი და სიცოცხლეც რთულია სუნთქვასთან ერთად.
-მარტო ერთი შემოხედვაა საჭირო იმისთვის, რომ შედგეს შენი ფსიქოლოგიური პორტრეტი.-კუთხესა და კარადას შორის მოკუნტულმა წერეთელმა როგორც იქნა ასწია თავი. საფეთქელთან ამოსულ თმებს ორივე ხელით იყო ჩაფრენილი.
-შეძლებ?-დამსკდარი ბაგეებიდან თითქმის უხმოდ აღმოხვდა.
- ძალიან მარტივად..შენ იმასაც კი ვერ ხვდები რა გაუკეთე საკუთარ ცხოვრებას. დააბეტონე ის თებეა წერეთელი რომელსაც დღემდე უუნდა ბედნიერება. პატარა ორმოდან ცდილობს მოგაწვდინოს ხმა, რომ მას სჭირდება! უნდა სიყვარული!
-შენ არ გესმის ჩემი, შენც ვერ მიგებ ხო?-ფეხზე გამძვინვარებული წამოხტა და თაროებზე გადარჩენილი წიგნებიც იმათ გზას გაუყენა, რომლებიც იატაკზე უპატრონოდ ყრიან. -იქ არ იყავი? შენც ხომ ხედავდი როგორ მექცეოდნენ..იქვე კუთხეში იდექი და მიყურებდი როგორ მანაწევრებდნენ!.. ამოიღე ხმა ხომ გვიყურებდი?! სარკესავით გამხდარ თვალებში გიყურებდი და ვხედავდი საკუთარ სიკვდილს.
-შენ გსიამოვნებს ასე ყოფნა. ასე უფრო მარტივია ცხოვრება.შენს უბადრუკ არსებას აძლევ საშუალებას იცხოვროს, არ ხარ იმდენად ძლიერი იბრძოლო ბედნიერებისთვის.. ამის უფლებას მეც არ მაძლევ...
-შენი ბრალია ყველაფერი. შენ მიმიყვანე იმ პოლიციაში.. არც კი გიკითხავს მინდოდა თუ არა ვინმეს გაეგო ეს ყველაფერი..
-მე ეს შენთვის გავაკეთე. რა გერჩივნა იქ, იმ ბინძურ სარდაფში ყოფილიყავი სიცოცხლის ბოლომდე?! სისუტის უფლება არ მოგეცი და დიახ მადლობა მითხარი რომ შენი ვითომ მშობლები ჩამოგაცილე.
-მათზე ასე ნუ ლაპარაკობ.. -ცდილობს მის თავდაჯერებულ მშვიდ ტონს გადააჭარბოს და მთელი ხმით უწევს ყვირილი. თვალები ფართოდ გახელილი, შეშლილივით უყურებს სივრცეს. -შენ წამართვი ყველაფერი. მაიძულე სახლიდან წამოსვლა..
-თებეა, მე მოგეცი ძალა გაგეკეთებინა ის რაც სინამდვილეში.. გულის სიღრმეში გინდოდა. ჩემი დამსახურებაა დღეს შენ ცოცხალი რომ ხარ. მე არ მოგეცი სიკვდლის უფლება იქ.. ნესტიან, ბინძურ სარდაფში..
-და იქნებ მე მინდოდა სიკვდილი..
-არა.. შენზე კარგად ვიცნობ ნამდვილ თებეას.. მას არასდროს მოუნდებოდა ამ მშვენიერი სამყაროდან გაქრობა...
***
შეშინებული უყურებს მეგობარს რომელიც არეული სახლის შუაგულში დგას და რაღაცას, გაურკვევლად ბურტყუნებს.. შეეშინდა, პირველად ხედავდა ასეთ თებეას იაკობიძე. აქამდე კი ჰქონდა პატარა ხასიათის ცვლილებები მაგრამ ასეთ სანახაობას პირველად შეესწრო.
-თებეა, რადღეში ჩაგიგდია სახლი..-ანის ხმამ მთლიანად დაუბრუნა რეალობაში. აწყლიანებული მზერა მოავლო სახლს. უჰაერობა ბოლოს უღებს, საკუთრი ხელები ყელში უჭერს და ახრჩობს. ძლივს მოშორებული მტევნით იქვე მდგარ სავარძელს დაეყრდნო და მოწყვეტით დაეშვა რბილ საფარზე.. -რა გჭრს, რა მოხდა.. -შორიდან სწვდებოდა, უკვე მასთან ახლოს მყოფი ანოს სიტყვები. ფონიც იბურება და სახლში არსებული ყველა ფერი ერთმანეში უწესრიგოდ იზილება. ეს გამოსახულება კი გულსურევს. ხვდება გონებას კარგავს, კეფით სავარძლის საზურგეს დაეყრდნო და უკან გადააგდო თავი. ბაგეები გახსნილი აქვს და ცდილობს ღრმად ისუნთქოს..
-ისუნთქე თებეა.. ხომ ხედავ სიკვდილისაც კი შეგეშინდა... სიცოცხე უნდა თებეას.! ძლივს გადარჩენილს ახლა არ გაქვს სიკვდილის უფლება.. -ესმის ხმა, მაგრამ ეს არაა მეგობრის თბილი ტონი.. ირონიაა გამჯდარი მთლიანად ამ ბგერებში..-გეყოს სისუტე, ნუ იქცევი ჭიანჭველა ადამიანივით რომელსაც ტკივილის ატანა არ შეუძლია..-მარჯვენა ლოყაში ძლიერად იგრძნო ჰაერის შეჯახება. ოდნავ აეწვა კიდეც რბილი კანი.
-დავიღალეე.-ცრემლებს გადმოაყოლა.
-გვამი ხარ... უსულო გვამი ხარ წერეთელო.! გვამი რომელიც მხოლოდ დამარხვას ელოდება... ხოდა ელოდე, რადგან მიწას პირველი მე თავად მოგაყრი! -ტუჩის კუთხე ზიზღით აეწია.
-შემეშვიი.-იოგები მთლიანად დაძაბა და სკამიდანაც ისე წამოდგა ლამის იქვე ჩამუხლული ანოც წააქცია.
-თებე ცუდად ხარ.. წამოდი ექიმთან წავიდეთ.
-მომშორდით ყველა.. არ მინდა არცერთის დანახვა.. თავი დამანებეთ გესმით?!-შეშლილი მზერით უყურებს გარემოს, აკანკალებულ ხელებს უმისამართოდ იქნევვს. გამჭოლი მზერა ესროლა იაკობიძეს მაგრამ.. მას არ უყურებს.
***
ოთახში ქარიშხალივით შევარდა, ისეთი ძალით მოხურა კარები ლამის ჩარჩოიანად ჩამოიღო. შიშისგან შემხტარი ანო გაძეგლებული იდგა და გონებაში კადრებად ახვევდა მოვლენებს. არც კი აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას რომ იმ ბოლო აზრს კვლავ დაუბრუნდეს.
„მგონი შეიშალა..“ ფიქრი რომელმაც გაიელვა ადამიანის გონებაში და შეშინებულმა მალევე გააქრო. ოთახის დალაგება დაიწყო. ყველა გადაშლილი წიგნი ფრთხილად დაკეცა და თაროზე ერთი-მეორეს მიყულებით დააწყო. დამსხვრეული ჩარჩოებიდან ამოიღო ფოტოები და შუშის ნაწილაკები სანაგვისთვის გაიმეტა. უკვე მიწყობილ მისაღებში ჩამოჯდა სურათებით ხელში, იქიდან მომღმარ გოგონებს უყურებს. ვერ ხვდება, ვერანაირი კანონზომიერებით ვერ იგებს რისთვის დაიმსახურა მისმა კეთილმა, ლამაზმა და სიცოცხლით სავსე მეგობარმა ასეთი ჯოჯოხეთი.. ფეხის ხმაზე ფრთხილად შეტრიალდა, საძინებლიდან დამშვიდებული სახით გამოვიდა წერეთელი.
-ბოდიში რომ შეგაშინე.. ჩაის დალევ? გუშინ გემრიელი ნამცხვარიც გამოვაცხე.. -არ შეუხედავს მეგობრისთვის ისე განაგრძო სვლა.
-თებე არ გინდა ვილაპარაკოთ?
-რაზე ანო?
-იმაზე დღეს როგორც იყავი!
-ნუ მიყურებ ასე დამფრთხალი თაგვივით, გთხოვ. ყველაფერი კარგად არის.! -მომღიმარმა დაუდგა წინ შოკოლადის ნამცხვარი და ფინჯანი ჩაი.
-არაფერი არ არის კარგად. დღეს შენ.. არ ვიცი ენა პირში არ მიბრუნდება. ეს როგორ ვთქვა. შენ არანორმაულად იქცეოდი.. გთხოვ ერთ კარგი ფსიქოლოგი ვიცი, ჩემი ახლობელია და არაფერს გამოგართმევს.
-გინდა თქვა რომ გავგიჟდი?!-ღიმილის კუთხე ირონიით აეპრიხა.
-არა, მაგას არ გეუბნები..-ძალიან დაიბნა ასეთი მეგობრის დანახვისას. -უბრალოდ შენ დახმარება გჭირდება.
-ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ დაუფიქრებლად რაღაცეები აკეთე. დღეს სკოლასთან მომაკითხა.. იდგა მიყურებდა და.. არ ვიცი შინაგანად დავინგრიე. კინაღამ მოვკვდი იქ. რატომ არ გესმით რომ არ მინდა არავინ ჩემ ცხოვრებაში ჩაერიოს. მომეცით უფლება მარტო ვიყო..-ეცადა ხმა ეკონტროლებინა, ყელზე ძარღვები ლამის შემოასკდა სიბრაზისგან..
-ვინ ჩვენ?!
-რა? მარტო ეგ გაიგე?
-მაინტერესებს კიდევ ვინ გეჩიჩინება ამაზე.
-თავი დამანებე ანო. არ მინდა რამე ცუდად გითხრა გაბრაზებულზე. მოდი შევირგოთ ეს ნამცხვარი და ბოლო ბოლო ხომ შეიძლება აქ მოსულმა მხოლოდ ჩემსზე არ ვისაუბროთ?-მაგიდასთნ ოლიმპიური სიმშვიდით მჯდარი წერეთელი უფრო აგიჟებდა იაკობიძეს.
-ეს ყველაფერი არ მომწონს თებეა.! დამპირდი რომ ჩემს შემოთავაზებაზე იფიქრებ.
-კაი ხო. მოდი ჭამე.
***
სიცოცხლე ტკივილია.. არ ვიცი ზუსტად ეს იდეალურად შერჩეული სიტყვების წყვილი ვის ეკუთვნის მაგრამ უდაოა ფაქტი, რომ ის ზუსტად ერკვეოდა ცხოვრებაში. „ტკივილი რომელიც გვასახიჩრებს“? ეს სულის კივილივითაა. არ ისმის, ვერ ხედავ მაგრამ, ორგანიზმში ჩახშულ ბიძგებს მთლიანად ადამიანის მოსპობა შეუძლიათ. შიგნიდან იწყებ ხრწნას, ცოცხლად ლპები თან ისე რომ ყველა ჩამოვარდნილ ხორცის ნაწილს ათასმაგად გრძნობ. სარკე ერთადერთია რომელიც ადამიანს აიძულებს ნიღაბი მოიხსნას. როცა გულწრფელად იხედები მასში, გიწევს დასახიჩრებული უკვე ლეშის ყურება და იმ ანარეკლშიც მხოლოდ შენ შეგიძლია ნამდვილი სახის დანახვა...
უკვე მერამდენე დღეა სხვას გადააბარა საკუთარი სადამრიგებლო. ამდენი წლის განმავობაში არცერთი გაცდენილი დღე არ ჰქონია ახლა კი უკვე ზედიზედ მეოთხე დღეა სახლიდან არ გადის.. კარებთან მოსულ იაკობიძეს არ უშვებს და ასე სიბნელეში ჩაკეტილი გონებით იტანჯავს თავს.
-როდემდე უნდა იყო ასე?!- არსაიდან მოსული, ისევ ის ირონიით გაჟღენთილი ხმა.
-არ მინდა შენთან საუბარი...
-მე მეგონა, ოდნავ მაინც მოგიყვანდა ჩემი ლაპარაკი გონს. მაგრამ შენ ხომ ყველაზე დრამატული ქალი ხარ მსოფლიოში... -ზიზღით აწეული ცხვირის წვერი. საშინლად მბრძანებლური ხმა აზანზარებდა იატაკს. -შეხედე შენს თავს რა უბადრუკი ხარ, საცოდავი.. -წამებში სარკესთან გაჩნდა წერეთელი და სიბნელეშიც კი შეძლო ჩავარდნილი თვალების დანახვა. -მე მეგონა ის წიგნი ცოტა გამოგაფხიზლებდა. დაგანახებდა ამ სამყაროში ყველა სხვა მსხვერპლს და ოდნავ მაინც შეწყვეტდი ამ დრამატული სცენების გათამაშებას.
-მე არ მინდოდა იმ წიგნის გამოშვება, შენ მაიძულე..-ატირებულმა ფხუკუნით წარმოსთქვა სიტყვები..
-დავიღალე შენი ცრემლების ყურებით. არ ხარ ამ სამყაროს ღირსი, ხოდა მოიკალი თავი..-მარჯვენა მტევანი ძლიერად იყო ჩაფრენილი ბასრ დანას, რომლის წვერიც საშიშად ელვარებდა. -დაასრულე ტკივილი..-ყურთან ხმა გრგვინავდა.-ან მოიკალი თავი, ან ისწავლე საკუთარი სხეულის სიყვარული.. ნახე რა რბილი კანი გაქვს.-ცარიელი მტევანი ლავიწის ძვალს გადაატარა.
-არაა. არაა. არ მინდა შეხებაა. არ მინდა მიყვარდეს სხეული რომელმაც დანგრია ცხოვრება.
-დებილი გოგო ხარ. სხეულმა კი არა, აი ამ თებეამ დაანგრია ცხოვრება. შენ დაუნგრიე თებეას ცხოვრება შენი უსუსური არსებით. -მშვიდი, დედოფლურად მბრძანებლური ტონი მოედო მთლიანად კედლებს, იატაკს საიდანაც წერეთლის სხეულში შეაღწია და მთელი ტანიც ცივად გასცრაა..
-მე.. მე არ ვიცი..-ხელიდან დანა გაუვარდა. ორივე მტევანი საფეთქლებზე ძლიერად მიიჭირა და ტირილით ჩაიკეცა.
-ღმერთო რისთვის დავიმსახურე ასეთი სხეული.-ხმა ირონია.-რატომ უნდა ფლობდეს ეს საბრალო არსება..-სიბნელეში გაუჩინარებული ბგერები და კვლავ მარტოდ დარჩენილი წერეთელი.

***
-თებე, მოვალ რა შენთან?-ტელეფონის მეორე მხრიდან ლამის ატირებული მეგობრის ხმა გაიგო.
-მოდი ანო მოდი..-სუსტად უთხრა და სამზარეულოში სკამზე მიესვენა. წამები არ იყო გასული კარებზე ზარის ხმა რომ გაიგო. მკრთლად გაეღიმა.-თუ აქ იყავი რაღას მირეკავ?!
-არ მინდოდა უკითხავად მოსვლა.. მაგრამ ისეც ვერ გავძელი..-თავი დაღუნა, უკან აედევნა წერეთელს.
-როგორ ხარ?-ნიკაპით მუშტად შეკრულ ხელს დაეყრდნო.
-მგონი შეყვარებული..-სიცილით ამოხედა.
-მოიცა, მოიცა.. რაო? შეყვარებული ანო?
-კი თებე, ჭკუიდან გადავყავარ ისე ვარ.. -აბრჭყვიალებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.- უფროსი გამომძიებელია.. არ ვიცი როგორ ავხსნა. მისი ერთი შემოხედვა და ვდნები. მუცელში კი ყველაფერი ირევა..
-ანოო რა მაგარია.. ის რას გრძნობს?
-მგონი მოვწონვარ. ყოველ დღე მწერს.. რავი..-თავი ნერვიულად მოიქექა.-ვხვდებით ერთმანეთს.
-უყურე ამას მოყოლა რა შორიდან დაიწყო. მაგარია ჩემო პატარა..ახლა ის თქვი როდის გამაცნობ სიძეს..
-შენ გინდა მისი ნახვა?
-აბა რას მეკითხები, ყველა ჩემ შიშს გადავაგდებ ნაგავში და ბატონ სიძეს მაინც გავიცნობ.. თან მეჯვარეობაც ხომ მომიწევს დაა.
-კაი ახლა დამაქორწილა უკვე რაა. -სიცილში აჰყვა მეგობარს. -კიდევ ერთი ამბავი მაქვს.
-ტონზე გეტყობა თაბაგარს ეხება.
-ხო, კიდევ ერთი ადვოკატია ჩემს გარდა რომელიც ქალებს უსახსროდ ეხმარება..
-ყოველთვის სამართლიანი და კეთილი იყო. იცი შენს წინადადებაზე ვიფიქრე და წამოვალ იმ ფსიქოლოგთან.
-მართლა?
-ჰო, მარტო ვეღარ ვუმკლავდები.
-დღესვე დავურეკავ. -სიღრმიდან ამოისუნთქა და იმედიანად გახედა მეგობარს.
***
საწოლში გულაღმა წევს და სიბნელეში თეთრ ჭერს არის მიშტერებული, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ თბილა სახში, სხეულს სიცივე აქვს გამჯდარი და ტემპერატურას ვერაფრით წევს. თბილი ჟაკეტის მიუხედავად კანი მაინც გაყინული აქვს. თითის ბალიშები გაუხეშებული. ტირილისგან დასიებული თვალები ეხუჭება მაგრამ მთელი ძალით ცდილობს ქუთუთოები არ შეერთდნენ. სიზმარში დაბრუნების ეშინია.
-რატომ მექცევი ასე?
-რატომ გგონია რომ უკეთესის ღირსი ხარ?-ხმა ირონიის.
-მეშინია, მე მათი ძალიან მეშინია.
-ხოდა მომეცი საშუალება დაგეხმარო.
-შენ მატკენ.
-ხომ გეუბნები მშიშარა, მდაბიო არსება ხარ.-ზიზღით აპრეხილი ცხვირსა და ტუჩს შორის არსებული ნაოჭი.
***
გასასვლელად გამზადებული თებეა წერეთელი კარებთან გაიყინა. ზღურბლთან მდგარ თაბაგარს სევდიან ნაცრისფერებში უყურებს. ბედნიერება და შიში ერთმანეთში იზილება და ორგანიზმს ავსებს.
-თებე, ვილაპარაკოთ რა..-კიდევ შეცვლია ხმა. ბავშვობასთან შედარებით ახლა მამაკაცური ბარიტონი აქვს. ხავერდოვანი ბგერები უმოწყალოდ იჭრება სხეულში და გულის ნაწილს სადაც თაბაგარის სიყვარული მხეცივით ჰყავს გამომწყვდეული აღვიძებს. -თებე..-კიდევ ეს ხმა.. არ აძლევს საშუალებას ამოისუნთქოს. თვალები? ეს ნაცრისფერი თვალები კი ისეთი სევდით უყურებს რა ადამიანი უნდა იყოს წერეთელი რომ გადააბიჯოს?! ხო, ისე თაბაგარს ვერასდროს გადააბიჟებს.სუნთქა ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოუშვა და ადგილი გაანთავისუფლა. უხმოდ შეატარა დემნა და კარიც ხელის ნელი მოძრაობით მიკეტა. -ისეთი სახლია, როგორიც გინდოდა...
-დემნა გთხოვ..
-აქ ჩვენი წარსულის გამო ვარ თებე. მინდა გაგახსენო როგორი ბავშვი იყავი. როგორ შეგეძლო წაქცევით გამოწვეული ტკივილის უცრემლოდ ატანა. მითუმეტეს როცა მაკა სპირტით გიმუშავებდა. ჩემზე მაგარი იყავი.-გაეცინა.-მე ტკივილს ვერ ვითმენდი.
-რისი თქმა გინდა დემნა.
-მინდა დაგეხმარო.. მინდა სიყვარული დავაბრუნო ჩვენს შორის..ვკვდები გესმის, ბრაზი და ბოროტება მახრჩობს. მეზიზღბა ჩემი თავი ასე რომ დაგტოვე და წავედი. უშენოდ ვერ ვსუნთქავ გესმის?!- ტონი ნელ-ნელა ეძაბება და ყელზე გამოსახული არტერია უკვე ძალიან შესამჩნევად ფეთქავს.
-დემნა უნდა გაიგო რომ აღარაფერი იქნება ჩვენი, არც სიყვარული. არ მიყვარხარ.
-თებეა გთხოვ ნუ იტყუებ თავს..გემუდარები მომეცი უფლება შენს გზაზე ვიარო შენთან ერთად. -მუდარანარევი ტონი მთლიანად აგრევს წერეთელს.
-შენთან ერთად ერთ გზაზე სიარულს არ ვაპირებ.! რის მოსასმენად მოხვედი დემნა? რა გინდა ჩემგან? ამდენი წელი გავიდა დავიჯერო ახლა როცა ეს ამბავი გაიგე მაშინ გაგახსენდა ჩემი სიყვარული? თავი დამანებე, დაუბრუნდი შენს ცხოვრებას.შენს სინდისს კი გადაეცი რომ დამშვიდდეს.-ზურგი აქცია.
-რა თქვი?
-რომელი ნაწილი ვერ გაიგე?- შემობრუნებულს მზერაც უკვე განსხვავებული ჰქონდა. თაფლისფერ თვალებში დემნას თებეა მოსჩანდა.
-შენ მე მაბრალებ.! ხომ ასეა თებე? მე მადანაშაულებ ხომ?- ისტერიულად აქნევდა თავს და ნაცრისფერი თვალები გიჟისას უგავდა. -ასე ხომ! მე რომ არა იმ დაწყევლილ დილით არ გამოხვიდოდი და ის..
-გაჩუმდი.-ყურებზე მიიჭირა ხელისგულები.-გაჩუმდი და გეყოს ჩემი ტანჯვა.
-მეც ვიტანჯები. ყველაფერი თავზე დამემხო და არც კი ვიცი როგორ რა გავაკეთო! იმ წიგნში ვარ გამოკეტილი და ყოველი სიტყვა ცოცხლად წარმომადგენინა.შენ რომ ჰყვები, მე ვკვდები თებეა. ამ ტკივილს მხოლოდ შენ არ დაუსახიჩრებიხარ. მე.. მე წამართვეს ქალი. მე წამართეს ჩემი სიწმინდე. შენი თავი გამომგლიჯეს ხელიდან და ეს ყველაფერი ახლა გავიგე. -ცდილობს კონტროლი არ დაკარგოს ხმაზე მაგრამ რაც უფრო ღრმად შედის ემოციებში მით უფრო ძლენი ხდება ეს. - სიყვარული, ქალი რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს მე წამართვეს. -გაშლილი მტევანი გულზე ძლიერად მიირტყა და ცრემლებიც გამოჩდნენ.- ამდენი წელია უშენოდ ვარ.
-ძალიან გთხოვ გაჩუმდი თორემ ჭრილობები ისევ გაიხსნება...-კუთხეში სკამზე მჯარმა გახედა წაშლილ თაბაგარს. ნელი ნაბიჯით წავიდა მისკენ. მიახლოვებული დემნას სურნელმა ცხვირის წვერი აუწვა და ფეხზე წამოდგა. შეშინებულს უნდა წამოეყვირა გაჩერდიო მაგრამ მის ბაგეებთამ შეუხებლად გაჩერებულმა საჩვენებელმა თითმა მთლიანად დაადუმა. აცრემლებული უყურებდა ორი თავით მაღალ კაცს და წამში ათასჯერ კვდებოდა. მისკენ წაღებული დემნას არ შეხებული მტევნები ტკიოდა. მზერა ტკიოდა რომელიც სახეზე ხვდებოდოდა და ეფერებოდა. შორიდან უყურებდა როგორ ეფერებოდა თებეას დემნა, დაეფიცება ცოცხლად გრძნობდა სანატრელ შეხებას და ცრემლები შეუწვეტლად ედინება სახის ნაკვთებზე.
უხმოდ შებრუნდა და მძიმე ნაბიჯით წავიდა კარისკენ.
-დემნა.-ბაგეებს დასცდა. მისკენ შეტრიალებული დემნას თვალებში ჩახედა.-შენ არაფერ შუაში ხარ. ერთადერთი ნათელი ბედნიერება იყავი ჩემს ცხოვრებაში. ჩვენთან, ორივესთან ვინც დააშა მხოლოდ ის მხეცები არიან.
- ღმერთო..-გაცრეცილ ბაგეებს აღმოხდა. მაგიდას და სავარძელს შორის ჩაჯდა ხელებში დამალა სახე და ემოციები გამოუშვა. სიკვდილზე უარესი იყო წერეთლისთვის ამ სცენის შორიდან ყურება. მთელი სხეული ექაჩება კაცისკენ.
-დღეს მე თუ ცოცხლარი ვარ მხოლოდ შენს გამო. მიყვარხარ დემნა მაგრამ ამ დამპალ სხეულში იმდენად არის გამჯდარი სიბინძურე რომ არ მინდა შენც გადმოგდო. არ მინდა ამ ბინძური ფერებით დაგსვარო.
- ყველაზე წმინდა ხარ. ამ დამპალ სამყაროში ყველაზე წმინდა ხარ თებეა. ჩემი თებეა ხარ.. ჩემი სამყარო და სუნთქვა ხარ. ნუ მომთხოვ უშენოდ ცხოვრებას. ასე ნუ დამსჯი გთხოვ თებე.. -ამღვრეული თვალებით ამოხედა ქალს და საკუთარი უკვე წყლისფერი სფეროები შეანათა.- არ მოგეკარები, უბრალოდ მომეცი უფლება გადავლახო შენი შიში. შენს თვალებში არსებული ჯოჯოხეთი მინდა გავაქრო..
-დემნა..-სიმწრით გაეცინა.-ჩემმა ტკივილმა როგორ შეგცვალა..-მისკენ გადადგმული ორად-ორი ნაბიჯი და სახისკენ წაღებული მტევანი. -რა სხვანაირად შეგიძლია ჩემი დანახვა. -ხელსა და კანს შორის არსებული ჰაერი თითქოს გამყარდა და თითების ბალიშებით გრძნობდა შეუხებელ კანს. -ჩემი სამოთხე ხარ. დღემდე ვგრძნობ შენს პირველ კოცნას. -გამბედავად შეახო შუა და საჩვენებელი თითები რბილ ბაგეებს. ყურებში სულის კივილი ესმოდა, შეშლილი თებეას წივილი მაგრამ ძლიერად იმორჩილებდა შიშისგან გაგიჟებულ წერეთელს. -მინდა მოვიდე, ისევ ვიგძნო შენი სუნთქვა სახეზე. მინდა ამ დამპალ სხეულს ოდესმე ეღირსოს შენი მოფერება. ხედავ რამდენი რამე მდომებია.-ირონია ჩამდგარი ხმა გაუტყდა. უკან გადადგმული ნაბიჯი. მტევანზე ცხელი ხელის ძლიერი ჩაჭიდება და თვალები არანორმალურად შეშნებული.. -არ მომეკარო.. არაა. არ მომეკარო.. გემუდარები არ შემოხო რა.-ყვირილით აეკრა კედელს და სახეზე აიფარა გაშლილი მტევნები.-ნუ მომკლავ, გთხოვ ნუ გამიმეტებ.. არ შემეხო.
-ათებეა, თებეა არ გეხები დამშვიდდი.-დაბნეული ძლივს უყრიდა თავს სიტყვებს. -შორს ვარ. არც კი გიახლოვდები. დაწყნარდი პატარავ. -გატეხილი ხმით საუბრობდა დემნა და საკუთარ სხეულს ერთ ადგილას ლურსმავდა რომ ნაბიჯიც კი არ გადაედგა ქალისკენ. არადა მთელი გააზრებული გონებით უნდოდა მკლავებში მოემწყვდია რამდენიმე წამის წინ ახლოს მყოფი წერეთელი და სადღაც ჯანდაბაში მოესროლა ყველა მისი შიშ.-შენს სიცოცხლეს ვფიცავარ არასდროს შეგეხები. -განადგურებული ბგერები ყურში საშინელი ზრიალით ჩაუძვრა ქალს და თვალების გახელაც შესძლო.-მომეცი უფლება მხოლოდ მეგობარი ვიყო. ახლო მეგობარი რომელიც მხოლოდ შენს სიახლოვეს იქნება. გემუდარები რაა.
-მპირდები?
-რას?
-რომ არასდროს შემეხები?!-ცრემლებით ავსებული თვალებით ახედა ნახევრადმკვდარ კაცს.
-დემნას თებეას გეფცები.
-კაი..

***
საწოლზე ზის მუხლებზე შემოხვეული ხელებით. წინ და უკან სასოწარკვეთით ქანაობს და ქვედა ბაგეს სიმწრით უჭერს კბილებს.
-ვიგრძენი.
-რა გამიკეთე, ეს რა გამიკეთე.
-ნუ ღრიალებ.! შენს სულში დავლილ ჟრუანტელს ახლაც ვგრძნობ. ხედავ რამდენად დიდი სიამოვნება მოგანიჭე?
-ზიზღი ვიგრძენი. ლამის შემზიზღდა კაცი რომელიც მიყვარს.თავი დამანებე.. თავი დამანებე.. თავი დამანებე.. მომშორდი.
-ისევ ისე გეწვის თითები, ისევ გრძნობ ტუჩების სიმხურვალეს და სურვილი გკლავს წლების წინ გასინჯული გემო კიდევ ერთხელ დააგემოვნო.
-არა.. არა.. არაა.- განწირული ყვირის და საკუთარი ხელებით აფრინდება თმას ძლიერად.
-ზიზღს შენი მდაბიო არსება გრძნობს.. დროა მოშორდეს!
***
გრძელ დერეფანში ანის უკან თითქოს მშვიდი ნაბიჯით მიჰყვება. გარშემო კედლებზე დაკიდებულ უამრავ სურათს ათვალიერებს და ცდილობს უცნაური აჟიტირება დამალოს.
-აქ დამელოდე თებე, შევალ ვნახავ და დაგიძახებ.-პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია და სკამის ნაპირზე ჩამოჯდა. მუხლებზე დაწყობილ ხელებს კი ნერვიულად იმტვრევს. დიდი ხანი არც მოუწია ლოდინი, ღიმილიანი ანის სახე გამოჩნდა ღია კარებში.-თებე მიდი შედი, მე ვერ დაგელოდები უნდა წავიდე საქმე მაქვს, გამოხვალ თუ არა დამირეკე. კაი?
-კაი.-თეთრი კარი ფართოდ გააღო და ნათელ ოთახში შეაბიჯა, მუქი ყავისფერი ავეჯი იდგა, ხის თაროები წიგნებით და სერთიფიკატებით გადაჭედილი და ოთახის ცენტრში ერთ კაციან სავარძელში მჯდარი, თმაშევერცხლილი საკმაოდ სოლიდური მამაკაცი. კალმიანი ხელით მოიხსნა შუშის სათვალე და ღიმილით გახედა წერეთელს.
-გამარჯობა.-ოთახის კედლებს უკვე შეჩვეული ბარიტონი მოედო და მთლიანად ააღელვა თებეა წერეთელი.-დაჯექი და მოდუნდი, ნუ ხარ ასეთი დაძაბული.-მომენტალურად დაემორჩილა მამაკაცის ხმას.-მე ანის მეგობარი ვარ. ერთ ძალიან კარგ საქმეში დამეხმარა..-საუბრით ცდილობდა შეშინებული პაციენტის გაეშინაურებინა. -აბა.. არ გინდა მომიყვე შენზე?
-საერთოდ არ ვიცი აქ რა მესაქმება.. რატომ მოვედი ისიც არ ვიცი..-სევდიანი მზერა ხისფერ იატაკს მიაკო.
-ალბათ ხვდები რომ დახმარება გჭირდება.
-მე ვერავინ დამეხმარება.. უბრალოდ ეს ანას თხოვნით..
-ნუ დააბრალებ ამას ანას. -დამაჯერებელმა ბარიტონმა შეაწყვეტინა.-აქ შენი სურვილით ხარ და არ ცადო ჩემი და რაც მთავარია საკუთარი თავის მოტყუება.
-მოწამლული ვარ.-დიდიხნის პაუზის შემდეგ გაბედა. კაცი დაკვირვებით ათვალიერებდა წერეთლის გამოსახულებას და მის სახის მონაცვლეობას დაწვრილებით წერდა საკუთარ დღიურში. -არა..უნდა წავიდე.-ფეხზე წამოიჭრა და წამებში დატოვა ოთახი. უჰერობა ახრჩობდა, უფრო სწორად საკუთარ სხეულში დაპატრონებული მეორე არსება რომელიც არაფრით აძლევდა სუნთქვის საშუალებას.
***
დემნა თაბაგარის დაბრუნებამ მთლიანად არია ცხოვრება. მუდამ დაძაბული დადიოდა ქუჩებში და ქვეცნობიერით ეძებდა საყვარელ თვალებს. რომ გეკითხათ ამას დიდი მონდომებით უარყოფდა.სკოლის დამთავრების შემდეგ სულ მოწყენილი დაუყვებოდა სახლისკენ მიმავალ გზას და ისე მიადგებოდა კარებს ვერ ხვდებოდა როდის გაიარა ამხელა მანძილი. თითქოს ახლა უფრო მძაფრად განიცდის მომხდარს და ტკივილზე მეტად სირცხვილს გრძნობს. სცხვენია საკუთარი თავის, იმის წარმოდგენაზე რომ იმ „დაწყევლილ“წიგნში არსებული ყველა სიტყვა წაიკითხა თაბაგარმა საშინლად მოქმედებს მასზე.
დაუკითხავად შეაღო კაბინეტის კარები და კაცის სახეზე არანაირი მოულოდნელობის ემოცია არ იყო გამოხატული.ასე უხმოდ ჩამოჯდა პაციენტისთვის განკუთვნილ ადგილას და ახლა გაბედა სახეში შეხედვა.
-ცოტა დააგვიანე მაგრამ მაინც გელოდი..
-აღარ შემიძლია. ამ სხეულში ვარ გამომწყვდეული.-მტევანი ძლიერად მოიჭირა მკლავზე და კანი უმოწყალოდ დაქაჩა.
-ასე გაწუხებს შენი თავი?
-მკლავს, მაწამებს..
-იქნებ შენ თვლი რომ ეს ცუდია, ხოლო სინამდვილეში შენ განთავისუფლებას ცდილობს..
- სულ მაგას მეუბნება.. მაგიჟებს.. ყურებში მუდამ მისი ხმა მესმის..-ხელები ყურებზე აიფარა და ძლიერად მოიჭირა. -აღარ მინდა.. არ მინდა აქ იყოს.-საფეთქელზე ანიშნა.
-ძლიერია ხო?
-ძალია.
-გმართავს..
-მჯობნის.
-შენ ეს არ მოგწონს?
-არ ვიცი.. ის მტკენს.
-იქნებ შენ ტკენ მას.?!
-მე?
-ჰო.. იქნებ ის მართალია?-წამით გაექცა მზერა კაცის გვერდით მედიდურად მჯდარ ირონიაზე. ამაყი სახით უყურებს და სრულიად ანგრევს ამ გამოხედვით. -აქაა ხომ?-უპასუხოდ წამოდგა და კვლავ გავარდა გარეთ.. კიდევ რამდენიმე სიტყვა ჩაიწერა კუთვნილ დღიურში და ხმაურით დახურა.
***
აივანზე იჯდა სიცხისგან შეწუხებული და გადაშლილ წიგნს გულს ვერ უდებდა. ყველაფერზე ფიქრობს გარდა იმისა რასაც გონებით კითხულობს. ბოლოს უხეშად მოათავსა თითქმის ბოოლოში სანიშნი და ხმაურით დადო პატარა ხის მაგიდაზე. გარემოს მოავლო მზერა, რკინის მოაჯირებიდან კარგად მოჩანდა ეზოში მოთამაშე ბავშვები. რათმქინდა წარსულში დაიწყო მოგზაურობა, უცებ მეგობრის ზარმა რომ გამოაფხიზლა.
-ხო ანო.
-როგორ ხარ?
-ჩვეულებრივად შენ?
-ისეთი ამბავი მაქვს..-სიცილმა დაუწვრილა ხმა ტელეფონის მეორე მხარეს მყოფ იაკობიძეს..
-აბა გისმენ.
-ვაიმე თებე,თემომ მიყვარხარო.-დამორჩილებული ხმა ისევ აყვირდა.
-ანი... რა მაგარია ჩემო პატარა.. გილოცავ.-თვალები ბედნიერებით გაუბრწყინდა.-ისე როგორ არ გამაცანი ამდენი ხანი..
-ამ დღეებში დავგეგმავ და გაგაცნობ აუცილებლად..
-აუ ანიი როგორ გამიხარდა იცი.. ბედნიიერი ვარ შენს გამო.
-საღამოს გამოვალ და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები.
-კაი ჩემო ლამაზო გელოდები..-გახარებულმა გათიშა ტელეფონი და სახლში შევიდა. კარებზე ზარია. ცოტა გაკვირვებული იყო.სანამ სახელურს დაწევდა ღრმად ჩაისუნთქა და მოემზადა სავარაუდო სტუმრის დასახვედრად.
-იმედია არ გამიბრაზდები..-საყვარლად ამოხედა ქვევიდან თაბაგარმა კარებთან შეყინულ თებეას და შეუმჩნევლად გაუღიმა.
-არა, შემოდი.
-აღარ მინდა შორს ყოფნა..
-დემნა..
-ჩემი მეგობრისგან შორს ყოფნა.-სავარძელში ჩაეშვა და წიგნს დააკვირდა რომელიც მაგიდაზე იყო უგულოდ მიგდებული.-ამას კითხულობ?
-რავი მგონი კი.. -წინ დაუდგა.-ჩაი, ყავა, წვენი..
-წვენი. მე შოკოლადები მოგიტანე.- პატარა შეკვრაზე ანიშნა.
-მადლობა.-შოკოლადის ფილა გატეხა ნაწილებად და მაგიდაზე დააწყო, იქვე ორი შუშის ლამაზი ფორმის ჭიქაც დადო და სისხლისერი წვენით აავსო.
-მიყვარს ბროწეულის წვენი. -ერთი მოსმით გამოცალა ჭიქა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. თებეა წერეთლი კი ტკბებოდა საყვარელი კაცის ყურებით. უნდა გენახათ რა მზერით ათვალიერებდა მის წინ მჯდარ თაბაგარს. თითოეულ შეხედვაში ტევდა დედამიწის ოდენა სიყვარულს და მონატრებას.
„მენატრები, სიკვდილად მიჯდება შენი შეუხებლობა. მენატრები დემნა და მიყვარხარ უსაზღვროდ. ღმერთო რატომ გამწირე ასე ძალიან. რატომ მიმეტებ ამხელა ტკივილისთვის. რისთვის მსჯი ასე ძალიან. ჯოჯოხეთია აქ მისი ყოფნა და ჩემი უუფლებობა.“ გონებაში სიტყვების კორიანტელი ტრიალებს და აზრს ვერ აწყობს იმდენად გადართულია თაბაგარის შეცვლილ გარეგნობაზე.
-ფსიქოლოგთან ვიყავი.-ვერ მიხვდა როგორ წამოსცდა. სმენად იქცა თაბაგარი, სხეული დაეჭიმა.-ჰო ანამ მიმიყვანა, არ ვიცი რამეში თუ დამეხმარება მაგრამ უარი ვერ ვუთხარი.-იატაკსა და მზერას შორის გაჩხერილ საკუთარ თითებს უყურებს.
-ყველაზე მეტად რა გიჭირს თებეა..
-შენი სიყვარული.
-გიყვარვარ?
-მე არა, ბავშვობის თებეას უყვარს დემნა.
-და შენ?
-მე მეშინია შენი ზიზღის?
-თებეა გეზიზღბი?
-არა.. ვერ მიხვდები დემნა და არ მინდა ამ თემის განხილვა შენთან.
-დღევანდელ დემნას უყვარს თებეა. -უემოციოდ ამოხედა წერეთელმა და მხოლოდ მე შემეძლო სარკის მეორე მხრიდან მისი ბედნიერების დანახვა. მისი გულისცემაში ჩატეული დემნა თაბაგარის სიყვარულით გამოწვეული ბედნიერება.
-მგონი ანი მოვიდა.-ზარის ხმამ ორივე გამოაგდა ბავშვობის მოგონებებიდან. თაბაგარის სმენას კი მისწვდა ძველი მეტოქის ახლა კი კარგი მეგობრის მხიარული ხმა.
-დემნა?-გაუკვირდა. ჯერ თებეას მორიდებულ მზერას გახედა შემნდეგ ისევ თაბაგარს მიუბრუნდა და უკვე ფეხზე წამომდგარს გადაეხვია.-ყველა შეიძლება წარმომედგინა აქ შენს გარდა.-მხიარულად დაჰკრა ხელი მხარზე და მის გვერდით დაიკავა ადგილი.-უყურე ამათ უჩემოდ მოუნდომებიათ დათრობა..-სიცილით ბროწეულის წვეს დახედა.
-მხოლოდ ბროწეულის წვენით მიმასპინძლდება..
- ჰო.. ბავშვობაში მე და თებეა ალკოჰოლის საშუალებად მივიჩნევდით და მაგით „ვთვრებოდით“.-ორივეს აუტყდა სიცილი და მათ წინ ჩუმად მჯდარ თებეას გახედეს.
-მომიყევით თქვენზე რამე.. -ორივეს მონაცვლეობით გახედა თაბაგარმა და მოკფორტულად მოთავსდა სავარძელში.
-გახსოვს აქ რომ იყავი ჩამოსული.. უნდა გენახა როგორი აჟიტირებული იყო შენი კოცნით.
-ანა.-საყვედურ ნარევი ტონით გააწყვეტინა.
-კაი თებეა ახლა რას ვამბობ ახალს.. მოკლედ სულ შენზე ლაპარაკობდა.
-მართლა თებე?-ბედნიერად გამოხედა.
-ანა შენი შეყვარებული როდის უნდა გაგვაცნო?
-მოკლედ რაა. ოსტატია თემის შეცვლაში..
-აუცილებლად დავუბრუნდები ამ თემას თებეა. და ისე ანა როდის უნდა გაგვაცნო მართლა?
-რავი აბა. დავგეგმოთ ერთი დღე და.. -ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა საუბარი.. რამდენიმე წუთით წყვილი კვლავ მარტო დარჩნენ და მზერას არ აშორებდნენ ერთმანეთს.
-ვერ დავიჯერებ რომ ასეთი გამოხედვის შემდეგ არ გიყვარვარ... შევძლებ! გესმის?!
-რა გინდა დემნა?
-შევძლებ შენს დაბრუნდებას. რაც არ უნდა მოხდეს, მაინც შევძლებ ბედნიერების დაბრუნებას.
-რატომ მაძალებ? რა გინდა გამაგებინე?! რატომ არ გინდა შეიგნო რომ არ მჭირდები!მეუბნები რომ გესმის, ინაწილებ ჩემს ტკივილს მაგრამ არაფერი გესმის! მაშინ მითხარი რატომ გადავიტანეთ ამდენი? რატომ? რატომ? რატომ?ვინ მიპასუხებს ამ კითხვაზე?
-გჭირდები...-თითქოს საერთოდ არ გაუგია წერეთელის სიტყები.- ჰაერივით გჭირდები თებეა, ისევე როგორც მე. ჯანდაბა ყველაფერს გავიღებდი ახლა შენი კოცნა, რომ შემეძლოს.. ამ ატმისფერ ფერზე, რომელიც ახლა შენს ტუჩებს აქვს გადაკრული მთელი ცხოვრებაა ჭკუას ვკარგავ გესმის.-მთელი ტანით იყო გაადახრილი ათრთოლებული ქალისკენ და მსუბუქი ჩურჩულით ესაუბრებოდა. -აი ახლაც..-მზერა ოდნავ გახსნილ ბაგეებს დაასო თაბაგარმა, მანაც კარგად შეამჩნია მის გამოხედვას როგორი რეაქციაც მოჰყვა ქალის ტანზე. -ახლაც ვგრძნობ შენი სხეულიდან გამოღწეულ სურვილს. მხოლოდ გადაბიჯებაა საჭირო..-ცალი მუხლით იატაკს დაეყრდნო და უფრო შეამცირა მანძილი მათ შორის.-გადააბიჯე თებეა.. -აცრემლებულ თვალებიდან მზერა მხოლოდ ბაგეებზე გადაჰქონდა და კვლავ სფეროებს უბრუნდებოდა. ხმა? ხმა უცნაურად ჩახლეჩილი და ხავერდოვანი. ეშმაკის ჩურჩულს გავდა!
-თებეა იცი რა ვიფიქრე?! -ანის ხმამ გამოაკრვია წერეთელი და დენდარტყმული წამოვარდა სკამინდა. ზურგი აქცია მეგობარს რომ არ შეემჩნია ალეწილი სახე.
-რა აბა?
-ახლა უნდა მომაკითხოს თემომ და ხომ არ ამოვიყვანო აქ? უცებ გაგაცნობთ და თან ერთად დავგეგმოთ..-სიცილში ეტყობოდა ბედნიერება.
-ამოიყვანე ანა.-ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა უნდოდა, მაგრამ მეგობრის სიხარული არ აძლევდა ამის საშუალებას.
***
სტუმრის მოლოდინში, მისაღებში პატარა შუშის მაგიდა გაიშალა. ბევრი არაფერი რამდენიმე ნაჭერი ნამცხვარი და სასმლისთვის განკუთვნილი ჭიქები ელაგა. ბედნიერებით აჟიტირებული ანა აივანს არ შორდებოდა. ელოდა როდის გაანათბდა ჩაბნელებულ ეზოს ნაცნობი ავტომაქანის ფარები. სამზარეულოში დამალული თებეა კი გმირალ ცდილობდა თაბაგარის მზერას გაქცეოდა, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ სრულიად ავიწყებდა ყველაფერს. თითქოს ისე წარსულში, სიკვდილის დღემდე არსებულ ცხოვრებაში აბრუნებდა.
-თებე მოვიდა..
- კაი დამშვიდდი რა იყო. მიდი და შენ დახვდი მე კიდევ რაღაცეებს გამოვიტან.- სამზარეულოში ხილის დაჭრა დაასრულა თუ არა კარების ხმაც გაისმა.
-თებეე..
-ახლავე.-ხელში ხილით სავსე თეფში დაიჭირა და მისაღბში სტუმრის შესახვედრად გაღმებული გავიდა.. კაცის დანახვაზე მთლიანად ორგანიზმი დაეწვა. ცეცხლი წაეკიდა გულს და საშინელი ტკივილი იგრძნო. ხელის კანკალით, ძლივს მოახერხა მაგიდაზე თეფშის დადგმა. წელში გაიმართა და მზერა შეცვლილმა ჯერ თაბაგარს გახედა, შემდეგ მომღიმარ ანას და არავინ არ შეცოდებია მომავალი სიმართლისთვის.
-თებე ეს თემოა ჩემი შეყვარებული.-მხარზე იყო მიკრული კაცს და ბედნიერი სახით ხან მეგობარს, ხანაც საყვარელ კაცს აკვირდებოდა.
-ანუ თემო..-ხმაც შეცვლილი იყო. -მართალი იყავი თემო.. არასდროს დამვიწყებიხარ..-შეკრული შუბლის ქვემოდან უყურებდა კაცს და ალბათ მტაცებლის მზერით აბნდევდა სახლში ყველას.
-თებე რა ხდება?- ახლა უკვე თაბაგარმა გაბედა ხმის ამოღება.
-თემო...- ამ კაცის გარდა ვერავის ხედავდა და აღიქვამდა გარშემო. -ალბათ არც გახსოვარ.
-მახსოვხარ.-კოშმარებიდან გადმოსულ ხმას გავდა კაცის ბგერები.
-რატომ ?
-ნუ მეკითხები..
-ალბათ გეცოდები კიდეც. ნანობ რაც გააკეთე?!- დუმილი.- ამოიღე ხმა, მითხარი რომ ნანობ.! -გაბოროტებული ნოტებით, უფრო ხავილით ელაპარაკებოდა მის ერთადერთ ჯალათს. ჩასისხლიანებული მზერა იმდენად საზარელი იყო, რომ თაბაგარმა ვერ გაუძლო. ზურგი აქცია ქალს და კედელს შუბლით მიეყრდნო. -მიდი, თქვი რომ გებრალები, გეცოდები. მიდი მითხარი რამე. ამოიღე ხმა შენ ნაბი*ვარო. მითხარი რომ ნანობ და საკუთარ თავს სარკეშიც ვერ უყურებ. თქვი რომ შენც დაკარგე სიმშვიდე.. მიდი..-იყვირა და მტევნები დაუშინა კედელს. ცრემლებით დასველებული სახე, ამწვარი გული და ყველაზე საყვარელი ადამიანების ტკივილი ერთიანად უღებდა ბოლოს. მაგრამ ახლა არ იყო გაჩერების დრო. ახლა ვერ გაჩერდებოდა საკუთარი თავისთვის!-არ შეგიძლია არა? იმიტომ რომ შენ არც კი განიცდიდი ჩემი სიკვდილის ამბავს.
-თებეა..-გაუნძრევლად იდგა კაცი და ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდა.
-დამინგირე ყველაფერი.. გამანადგურე. რის გამო? მიპასუხე რის გამო გამიკეთე ეს? -ყელზე დასკდომამდე მისული ძარღვებდი თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. -რატომ არ იტანჯები ისე როგორც მე დავიტანჯები? რატომ არ დაისაჯა ღმერთო..-ახლა მაღლა აიხედა .-შემეხე..
-რა?
-შემეხე, შემეხე.-მისი მტევანი ძლიერად დაქაჩა და ყელთან მიიდო.-ერთადერთი კაცი ხარ, ამ დამპალ ცხოვრებაში ერთადერთი კაცი ხარ ვისი შეხებისაც არ მეშინია.. არ მეშინია შენი. დიდი ხნის წინ დაგმარხე ჩემს გონებაში.. გსიამოვნებდა ხო?
-თებეა..-მხეცივით იღრიალა თაბაგარმა..თემოსკენ წამოსულ დემნას მკერდძე აეკრა და არ მისცა მასთან შეხების უფლება.
-არ მიეკარო დემნა. არ შეეხო თორე მისი სისხლით დაბინძურდები. სამაგიეროდ ისიც დაკარგავს სიყვარულს. აი ეს იქნება ჩემი შურისძიება. -ბოროტება ჩამდგარმა ვერც კი გააცნობიერა ნათქვამი. -ახლა კი გაეთრიე ჩემი სახლიდან. და იცოდე ყველაზე მტკივნეული ცხოვრება ჯერ წინ გაქვს. აზღვევ ყველა ჩემი დარტყმისთვის. ყველა შეხებისთვის ასმაგად აგებ პასუხს.
-ყველამ აგო პასუხი, მხოლოდ მე დავრჩი და როგორც ჩანს ჩემი დროც მოვიდა..-გაქვავებულ ანის გახედა, რომელიც იქვე სკამზე იჯდა და სახე საერთოდ არ უჩანდა. უხმოდ დატოვა სახლი დამნაშავემ და მაშინვე აედევნა თაბაგარი უკან. სახლში მარტო დარჩენილი გოგონები ერთხანს ჩუმად იყვნენ.
სიჩუმის ზღვარს გასცდენილი მალევე მოიხარა წელში თებეა და იქვე ჩაცურდა კედელთან, ატირდა.
-თითოეულ შეხებაზე ვიწვოდი ანა. უბრალოდ იძულებული ვიყავი ასე დამენახებინა შენთვის სიმართლე ანა.. რადგან მან მომკლა. ღმერთო რატომ არ ტანჯავ მათ ისე როგორც მე დავიტანჯე. რატომ არ სჯი მათ ჩემი გამწარებისთვის და დასახიჩრებისთვის. რატომ? რატომ?-ცრემლები უწყვეტად მოდიოდა ლამაზი თვალებიდან და ყოველი მათგანი გულზე არსებულ იარებს უწვავდა. -რატომ არ ტანჯავ მათ? შენ ხომ ყველაფერი კარგად იცი, ხომ იცი რაც გადამატანინეს რატომ არ სჯი მათ. მე ჩემი სხეული კი არა სული დავკარგე იმ დღეს. სული წამართვეს.. ყველაფერი წამართვეს..- ტირილთან ერთად საუბარი ნელ-ნელა უჭირდა. -რა დავაშავე. ღმერთო რა დავაშავე. რა დავაშავე ისეთი რომ არაფრისთვის დამინდე. სულ მარტო დამტოვა, მხოლოდ შენ მყავდი და შენი უბედურების მიზეზიც მე გამხადა.. -სახით დაეყრდნო რბილ საფარს და მთელი სხეულით აქვითინდა. -არ იციან.. არაფერი იციან. არ იციან მე რა გადავიტანე.. როგორ გამიჭირდა სიცოცხლისთვის ჩაბღაუჭება. ღმეთო, ყველა დამაკრგვინე. ყველა წამართვი, კიდე რას მიმზადებ.. კიდე რითი უნდა მატკინო. კიდევ რამდენჯერ უნდა დანტანჯო.. რამდენჯერ..-თავისთვის ქვითინებდა ანის შეხება რომ იგრძნო მხრებზე. აცრემლებულმა ამოხედა. -მაპატიე რაა. გემუდარები მაპატიე რომ ვარსებობ შენს ცხოვრებაში.. გევრდრები ანი ამ ტკივილისთვის ნუ მიმატოვებ..-მუხლებზე შემოეხვია. -ნუ გამიმეტებ უშენო ცხოვრებისთვის. ჩემი ხომ გჯერა ანი.. ჩემი ხომ გჯერა..-წამებში გაუელვა ფიქრმა რომ ისიც აქცევდა ზურგს. იაკობიძეც მიატოვებდა და ნაბოდვრად ჩათვლიდა მის ტკივილ.
-რას ამბობ თებე.. რა უნდა გაპატიო ჩემო პატარაა.- მასთან ჩაიმუხლა და ნამტირალევი სახე ხელებში მოიქცია. -გეფიცები თებე. შენს თავს ვფიცავარ არცერთი წამით შემპარვია შენს სიმართლეში ეჭვი. უბრალოდ ასე მოხვდა და არ გადანაშაულებ. უბრალოდ ასე უნდა მომხდარიყო.. სამაგიეროდ ახლა ის აგებს პასუხს ყველა დანაშაულისთვის.
-არა ანო, გემუდარები არ მიხვიდე მასთან. გემუდარები არ გაეკარო.. რამე რომ დაგიშავოს. მე მოვკვდები გესმის?! -მხლებში ჩააფრინდა გაგიჟებული.
-ის არაფერ დამიშავებს.-იმდენად მტკივნეულად თქვა ეს სიტყვები უფრო ატირდა წერეთელი. - ვუყვარვარ..-ცრემლები სწრაფად დაეშვნენ იაკობიძის სახეზე. -და ის დაისჯება შენი ტკივილისტვის. ისევე ეტკინება ჩემი დაკარგვა როგორც შენ გტკიოდა დემნა. ათიათასად და უფრო ძვირად დაუჯდება არაკაცობა.-მეგობარს ძლიერად ეხვევა და ცდილობს ცრემლები არ გადმოსცვივდეს.
-დემნა სად წავიდა..
-მას გაყვა.
-დაურეკე რა, გთხოვ დაურეკე და უთხარი მოვიდეს.
-კაი..-ჯიბეში მოიძია ტელეფონი და ზუმერის გასვლისთანავე სახლში დემნას ტელეფონი განათდა. -აქ დარჩენია. -აციმციმებულ მობილურს დახედა და უცებ იქიდან პატარა თებეს სახე გამოჩნდა.-შენი პატარაობის სურათი უყენია თებე..- მეგობრის ნათქვამზე გაეცინა მაგრამ მალევე გადაუვიდა ისტერიულ ტირილში. მკლავებში დამალა სახე.
***
კიბეებზე კი არ ჩარბოდა რამდენიმეს ერთად ახტებოდა. მალევე წამოეწია თემოს და უკნიდან პერანგში წაავლო ხელი, მისკენ შემოატრიალა.
- დღეს შენი სიკვდილის დღეა.- კბილებში გამოსცრა და მთელი ძალით შეალეწა მუშტად შეკრული მტევანი კაცის სახეს. მოწყვეტით დავარდა ქვიშიან ზედაპირზე. პერანგში წაავლო მარცხენა და მისკენ წამოწია.- ყველა შეხებისთვის აგებ პასუხს. ოღონდ ჯერ სიმართლეს იტყვი.! -კბილებში გამოსცრა, მისკენ მიწეულ უკვე სისხლიან სახეს კიდევ ერთხელ შეასკლდა თაბაგარის მარჯვენა. ძალით წამოაყენა და საკუთარ ავტომობილში ჩასვა, ავტომაქანა დარა და მთელი სისწრაფით მოწყვიტა ადგილიდან. ქალაქს რომ გასცდენ ერთ-ერთ შესახვევში გადაუხვია ავტომობილმა და მალევე გაჩერდა. მთელი ტანი დაჭიმული ქონდა დემნა თაბაგარს. ბოროტება დაედინებოდა სხეულში სისხლთან ერთად და როგორც ვამპირს ისე წყუროდა იმ ადამიანის სისხლი ვინც საყვარელი ქალი წაართვა.
-გადმოეთრიე..
-რადგან დამნაშავე ვარ შენს ქალთან.. არ გეგონოს რომ ხელს არ შემოგიბრუნებ.
-მეც ეგ მინდა შე ყ**ო. თავის დაცვა უნდა სცადო და ნახავ როგორი რთულია როცა არ გამოგდის. ახლა კიდე თქვი შენი ხელი ურევია ხომ პოლიციის საქმეში.. - სიბრაზისგან აკანკალებული თითებით ამოაძვრინა სიგარეტის ღერი, ტუჩებში მოიქცია. -ჰა შე სი*ო გისმენ.
-მაშინ უბრალო პატრულის თანამშრომელი ვიყავი. დილით სამსახურში რომ მივედი, ძაან აფორიაქებულები დამხვდნენ...

(ბევრი წლის წინ.)
ნაბახუზევზე საშინელი თავის ტკივილი იცოდა ხურცილავამ. თითქოს ათას ჩაქუჩს ურტყავდნენ თავში ისეთი ტკივილები ჰქონდა. ბუნდოვნად ახსოვდა წინა ღამე, მეგობრებთან ერთად უზომოდ ბევრს სვამდა, მალევე კლუბური ნარკოტიკიც დააყოლეს და მთელი გონებით გავიდნენ დედამიწიდან. მომენტებში ქალის განწირული ვედრება ესმოდა. მძიმე ნაბიჯით შევიდა იმ დღეს სამსახურში.
-გამარჯობა ბიჭებს.-ფორმაში ჩაცმულ კოლეგებს ხელის აწევით მიესალმა.
-ნაბახუსევი თემურ?
-ჰო. თავი მისკდება.. -მალევე ჩამოშორდა და კარგი მეგობრისკენ გაემართა.-რას შვები ვაკო? -მხარზე დაჰკრა ხელი.
-კიდე დალიე ბიჭო?
-აუ არ გაა*რაკო რაა.-ატკიებულ შუბლზე მიიჭირა მტევანი.-რა ხდება აქ რა აურზაურია?
-რავი შე**მა, ვიღაც გოგო მოვიდა, აშკარა ძალადობის კვალი ეტყობა! -წარბებ შეკრულმა თქვა.-ახლა ექიმები სინჯავენ ჩემთან არის კაბინეტში.
-კაი ტო მართა? და რა დაემართა?-ისევ ის ბუნდოვანი მოგონებები ამოტივტივდა გონებაში და სხეულით დაიძაბა.
-რავი ნორმალურად ვერაფერი თქვა გონება დაკარგა.
-წამო აბა ვნახავ რაა. -საშინელმა წინათგრძნობამ ლამის შეუჭამა გული.
-და რათ გინდა?
-წამო, წამო..-წინ გაუძღვა მეგობრას და კიბეები სწრაფად ჩაირბინა, ფანჯარაზე ჩამოფარებულ პლასმასის ფარდა გაწია ორი თითით და შიგნით გონება დაკარგულს დააკვირდა. „ჯანდაბა“ ხმამაღლა იყვირა გონებამ.. -აუ ეს არის ტო..
-იცნობ?-დაეჭვებით დახედა ძმაკაცს ვაკომ.
-ბიჭო..-ნერვიულად მოიქექა თავი. გონებამ მაშინვე სწრაფად დაიწყო ფიქრი საკუთარი თავის გადასარჩენად! - გუშინ ზედმეტი მოგვივიდა ბიჭებს..
***
ისმენდა ამბავს და უსამართლობის შეგრძნებით ევსებოდა სხეული.
-ხვდები რა არაკაცი ხარ?
-მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი... ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი და როცა ფხიზლად დავიწყე ფიქრი უკვე ძალიან გვიანი იყო.
-ხოდა შენი ბინძური ტრა*ი უდანაშაულოს შეაწმინდე შე ახ**რო? !-კბილებში გამოსცრა. კიდევ მოხვდა ხურცილავას გამწარებული კაცის მუშტი.-შენი ლაჩრობით და არაკაცობით საყვარელი ქალი წამართვი.. -ძირს დაგდებულს არ ინდობდა. -დატანჯე და გამინდაგურე. შენი დამპალი ცხოვრებისთვის მისი ლამაზი სიცოცხლე გაიმეტე. შენი დედა მოვ**ან. ამ ხელებით ეხებოდი არა?! ამ ბინძური ხელებით ეხებოდი მის სხეულს ხო? -და საშინელი ჭახანი გაისმა.. ძვლების მტვრევის ხმას კაცის განწირული ყვირილი დაეწია. -ახლა ვერავის ვერ შეეხები შენი.. -მოქნეული წვივი მზისწნულში ძლიერად მოარტყა და უარესად ააყვრილა მოძალადე. - სხვები? ის ნაბი*ვრები სად არიან. -დასისხლიენებული ხელით ბოლო ღერი მოიქცია თითებში და ტუჩებთან მიიტანა.
-დაისაჯნენ..
-სად არიამ მეთქი შე სი*ო.-უღრიალა და უკვე დალილავებულ სახეს კიდევ ერთხელ აგემა მუშტი.
-სამი ციხეშია მოხმარების გამო, ორიც დოზამ მოკლა.. ერთი მონასტერშია. მხოლოდ მე დავრჩი.
-შვიდნი იყავით თქვე მხეცებო?!-ყურებში მხოლოდ წუილის ხმა ესმოდა. -ანი გიყვარს არა?
-ცხოვრებაზე მეტად. -ამოიტირა. ვერ მივხვდი ეს ცრემლები სხეულის ტკივილისგან იყო გამოწვეული თუ გულის.
-ხოდა ცხოვრების ბოლომდე ინვალიდი იქნები და დაიტანჯები უმისობით. გეცონიდება რომ შენი ნაბი*ვრული და არაკაცური საქციელის გამო დაკარგე საყვარელი ქალი. ყოველ დღე...-დასისხლიანებულ ყბაში ჩააფრინდა ძლიერად.-ყოველ დღე მიიღებ მისი ბედნიერების მომენტებს და ასმაგად დაიტანჯები. შორიდან სიყვარული მოგიღბს ბოლოს და საბოლოოდ შენივე ხელით მოისპობ ამ არაკაცულ ცხოვრებას. -ტკივილისგან ატირებულ კაცს ზევიდან დაჰყურებს. გვერდით დაუფურთხა და ასე უპატრონოდ დატოვა სადღაც მიუსავალში.
***
ახლად დასველებულ ასფალტზე საშინელი სისწრაფით მიჰყავდა მანქანა, ყველაფერი ერთმანეთში ეზილებოდა. კადრები ტრიალებდა თვალის ბინდზე, არ ამოსდის ქალის შეცვლილი ხმა. განაგურებული ნოტები.
„შემეხე, შემეხე.!“-ატრიალებს და ატრიალებს.
-ჯანდაბა.. ჯანდაბა.. შენი დედა შე**ცი..-ძლიერად დაარტყა საჭეს მუშტი და სმენას ავტომობილის სიგნალებიც შესწვდა. -სწორედ მოვიქეცი.. დემნა სწორედ მოიქეცი..-გონების ერთი ნაწილი არწმუნებს საკუთარი საქციელის სისწორეში. -ღირსი იყო, უარესი უნდა დამემართ! უნდა მომეკლა ის ნაბი*ვარი.
და ისევ..

„შემეხე, შემეხე. ერთადერთი კაცი ხარ ამ დამპალ ცხოვრებაშ ვისი შეხებისაც არ მეშინია.“-ყურებში უგუგუნებს ქალის განწირული ყვირილი და ყველაზე უსუსურად გრძნობს თავს.
-უნდა მომეკლა.! უნდა მომეკლა.! -დიდხანს იყო გაჩერებული კორპუსის წინ. ვერ ბედავს მის ნახვას. ახლა უფრო უჭირს საყვარელი ქალის შეხედვა. მან საკადრისად არ დასაჯა... დაინდო ის ადამიანი ვინც არაფერს იმსახურებდა..
მძიმე ნაბიჯით აიარა კიბეები და ღია კარებში შევიდა. მისაღებში მხოლოდ აცრემლებული იაკობიძე დახვდა. სავარძელში იყო მოკუნტული და გაშტერებული მზერით ტიროდა.
-ანი, როგორ ხარ?-ფრთხილად მიუახლოვდა.
-არ ვიცი.-ტუჩები ძლიერად მიაკრო ერთმანეთს. -არ მინდოდა მარტო დამეტოვებინა. გთხოვ დღეს მასთან დარჩი ძალიან ცუდად არის და მის გვერდით უნდა იყო. მე წავალ.-გაქვავებული მზერით ახედა თაბაგარს და ფეხზე არამყარად დადგა.
-შენ რგორ იქნები? იქნებ შენც დარჩენილიყავი.
-არა ახლა მარტო მინდა ყოფნა... საკუთარ თავთან უნდა დავრჩე. -დარცხვენილმა ახედა.-ის?
-მან საკადრისი მიიღო.. მაგრამ ცოცხალია.
-სიკვდილის ღირსი არაა.! მისთვის წამალივით იქნებოდა ახლა სიკვდილი.-გულს ნაკუწებად აქცევდა საკუთარი სიტყვებით. ახლა მხოლოდ იაკობიძემ იცოდა რამდენად უჭირდა ცხოვრები სიყვარულზე ასე საუბარი.ჯერ კიდევ ვერ იაზრებს ბოლომდე მომხდარს. -მე წავედი. მადლობა დემნა.
-გთხოვ თავს გაუფრთხილდი. -პასუხად ცრემლიანი ღიმილი და გახურული კარი მიიღო. ღრმად ამოისუნთქა, ნელა გაემართა საძინებლისკენ. სუნთქვა უჭირდა ტკივილისგან. ეშინოდა ბოლომდე გამქარალი თაფლისფერი თვალების. ბაგეები ძლიერად მიაჭირა ერთმანეშ რომ სასოწარკვეთით გაჟღენთილი ნახშირორჟანგი არ გამოეშვა გარეთ.ოდნავ ღია კარიდან უყურებდა სარკესთან ჩაკეცილ ქალს.
***
აუტანელი თვითგემა.. არანაირი ემოცია აღარ გააჩნია. ასე უსიცოცხლო მზერით უყურებს საკუთრ თავს სარკეში.. თვალის დახამხამებასთან ერთად იცვლება გამოსახულება და კვლავ 17 წლის თებეა წერეთელი ჩნდება ანარეკლად. ისევ ის სამოსი, სახეზე შემხმარი სისხლი და გადაჩეხილი მუხლები. ამ სანახაობას ყველაზე შემზარავად კი იცით რა ქმნის? თვალებში დანახული დასახიჩრებული სული. ამ ლამაზ თაფლისფერ თვალებში ვხედავ გამომწყვდეულ მხეცს რომელიც მთელი ძალით კივის, უნდა გააგონოს ხალხს მოახლოებული გარდაცვალების ამბავი. ხელს იშვერს დახმარებას ივედრება... მაგრამ ...
ეს ყველაფერი მხოლოდ მზერაში ჩანს, გარეგნულად კი მხოლოდ პატარა ნაკაწრები.
- არ გამოგდის ხო?- ჩვეული ირონიით დაბრუნებულია წერეთლის გონებაში.-რაც არ უნდა მოინდომო არ გამოდის.! ისევ გტკივა,გგონია რომ ტკივილი გააქრე , ფიქრობ რომ გადარჩი მაგრამ არც ტკივილი გამქრალა და არც შენ გადარჩენილხარ. -მასთანაც სიბრალულის ნოტებია გარეული.-ეს ტკივილი თებეა, ეს ტკივილი რომელიც ყოველ დღე გასახიჩრებს, არასდროს გაივლის.! -დაიგუგუნა ხმამ ყურებთან.
-აღარ შემიძლია, მეტი უბრალოდ აღარ შემიძლია.ჯერ ერთი ჭრილობა არ მაქვს მოშუშებული მეორე ჩნდება.თითქოს იქ ზმოთ ჩემი სიცოცხლით ერთობა ვიღაც.-სახეზე აფარებული ხელები ახშობდა ხმამაღალ ტირილს.
-თებე.-კაცის ბარიტონმა შესძლო წერეთლის გაქრობა და მხოლოდ თებეას დარჩენა ოთხკედელს შორის.
-ვნერვიულობდი.-ფეხზე წამოდგა და მის მოპირდაპირედ დადგა.
-დღეს არ მკრა ხელი რა.. ორივეს გვჭირდება ერთმანეთი.
-ხელებზე რა გჭირს?-გადაყვლეფილ ფალანგებზე ანიშნა.
- შენი კვალი დავუტოვე. თებეა ვილაპარაკოთ რა.
-ჩაის ხომ დალევ?-საძინებლის დატოვება გადაწყვიტა უკვე თითქმის გასულმა უკან რომ მოიხედა.
-ყავას. -მოკლედ მოუჭრა და უკან აედევნა. ნერვებს აყოლილ მტევნებს ძლიელად იმტვრევდა. წყლის ჭავლით და მთელი მონდომებით ცდილობდა ყველაზე საძულველი ადამიანის სისხლი ჩამოერეცხა ფალანგებიდან. მძიმედ დაეყრდნო ნიჟარას. ერთხანს თავჩახრილი იდგა, სუნთქვის დარეგულირებას ცდილობს მაგრამ დღეს მომხდარ მოვლენებს ვერაფრით აქრობს გონებიდან. ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ მძიმედ ამოისუნთქა და როგორც იქნა გაბედა საყვარელ ქალთან პირისპირ დაჯდომა.
-მშურს შენი.
-არ წარმომედგინა ამ დედამიწისზურგზე თუ იარსებებდა ადამიანი რომელსაც ჩემი ამომლპარი ცხოვრების შეშურდებოდა.-ირონიულად აპრიხა ღიმილის კუთხე.
-როგორ შეგიძლია ასე ისაუბრო ყველაფერი იმის შემდეგ რაც დღეს მოხდა.. როგორ ზიხარ აქ მშვიდი უემოციო სახით და ცდილობ დამაჯერო, რომ არაფერს ისეთს არ განიცდი. რომ ეს ყველაფერი აუტანელი არაა. რომ ეს ტკივილი ფილტვებს არ გიკრავს.. რომ შეეგუე უჩემოდ ცხოვრებას.. რომ არ გინდა ჩვენი ცხოვრებისთვის ბრძოლა.-ხმის ბარიტონი უფრო ხმამაღალი, მკაცრი ხდება და სახეც სიბრაზისგან უწითლდება თაბაგარას.-და რომ.. და კიდევ ბერვი რომ თებეა. -ძლიერად დაარტყა გაშლილი მტევანი მაგისდის ზედაპირს.-ნუ იღიმი. ნუ მშლი ჭკუიდან თებეა..
-ტკივილის დროს ტირილი ყველას შეუძლია. მე ჩემი წილი ცრემმლი ალბათ ბოლომდე დავღვარე დღეს. ორგანიზმში აღარ დამრჩა სითხე რომ გადმოცვივდეს ტკივილის ცრემლები..
-ნუ მელაპარაკები ასე თებეა...
-რა გინდა დემნა? რას მოითხოვ ჩემგან.?! ბოლო-ბოლო ხომ დაიკმაყოფილე მამაკაცური ეგო.
-რას ნიშნავს ეგო დავიკმაყოფილე.
-მოსდე ერთი -ორი.
-სულ ნაწილებად რომ არ ავჩეხე მიკვირს ჩემი თავის...-სუნთქვის შეკავებით სცადა აკანკალებული ტემბრის დამალვა.-შენ ვერ ხვდები.. შენ ვერ იგებ იმას რომ ეს ამბავი მეც გადავიტანე. რომ მხოლოდ შენ არ შეგეხო.
-დემნა დროა მორჩე იმ წარმოდგენებს რომ ჩვენი დასასრული რომელიმე ფილმივით იქნება. თეთრ სამოსში გამოწყობილები არ ვირბენთ სანაპიროზე ფეხშიშველები და ერთმანეთს ზღვის ცივ შხეფებს არ შევასხამთ..გაიგე რომ ჩვენ ერთი დასასრული არ გვექნება.!
-და რატომ? -ყვირილს უფრო ჰგავდა.
-იმიტომ რომ...
-რატომ?
-იმიტომ რომ როგორც ქალი აღარ ვარსებობ.. გვამი ვარ. უსულო სხეული. -არ ჩამორჩა ყვირილში. ფეხზე წამოდგა წერეთელი, იქვე დახლს მიეყრდნო, ორივე მტევნით დაეყრდნო მყარად და იატაკს მიაჩერდა როცა მის სიახლოვეს მამაკაცის ფეხსაცმელი დალანდა.
-მაკოცე თებეა.-მეხივით გავარდა, კაცი ჩახლეჩილი ჩუმი ხმა.. -მაკოცე თებეა და თუ ვერაფერს იგრძნობ გავქრები.. გავქრები და პირველი შემხვედრს მოვიყვან ცოლად რომ უკან აღარასდროს დავბრუნდე შენთან. -გაფართოებული, შეშლილი თვალებით უყურებდა კაცის ნაცრისფერებს.-თებეა დღეს გარისკე. გადააბიჯე შენს შიშს.
-გინდა ამ ბინძური ტუჩებით შეგეხო?-ტავის კანტურით ცადა მოშორებოდა თაბაგარს.
-ყველაზე სუფთა ხარ.ყველაზე წმინდა.-არ დაანება წასვლა.
-არა...
-მაკოცე თებეა..-ეშმაკის ჩურჩულს უფრო ჰგავდა დემნა თაბაგარის მკაცრი ტონი. თითქოს გონებაში ჩაუძვრა ეს გამაგიჟებლად მაცდური ნოტები და სხეულში მთლიანად გაუჯდა. იქვე მეც ვიდექი და მისი გონების ყველა ფიქრს თვალებში ვხედავდი. ჯანდაბა როგორ უჭირს უარის თქმა..
„მიდი თება, გარისკე.. თებეა იგემე აკრძალული ხილი.. „
-უღმერთოდ მინდა ახლა, ძლიერად მოგხვიო ხელები. შეგიგრძნო. უღმერთოდ მჭირდება შენი სითბო მაგრამ, ამას არ გავაკეთებ.! -მზერას არ აშორებს ნაცრისფერი სფეროს შიგნით გაფართოებულ სიბნელეს.
- მე უშენოდ აღარ ვარ.! -მის სახესთან დაიჩურჩულა თაბაგარმა. ნიკოტინით და პიტნის არომეტით გაჟღენთილი ჰაერი ზედ ტუჩებზე დააფრქვია. მკვდარი მზერით ჩააჩერდა სევდიან ყავისფერებს და ისევ მარტო დატონა. ნიჟარაში ჩააწყო ჭურჭელი, მაგიდაც მშვიდად მიალაგა და საძინებლისკენ გაფრატუნდა. ბოლომდა იკავა თავი, ბოლომდე სცადა ცრემლების შეკავება.
-რით ვერ დასრულდა, რით ვერ დაასრულე ჩემი წამება..-ამოიხრიალა და კედელს მიეყრდნო.-გეყოს რა, გევედრე გეყოს ჩემი ტანჯვა.-მაღლა აღაპრო მზერა და ტირილს უფრო უმატა.-დაამთავრე ჩემი ცხოვრება, მომსპე ბოლო-ბოლო და დამასვენე. რატომ არ მაძლევ თავისუფლად სუნთქვის უფლებას.. -ორივე ხელი ძლიერად მიაჭირა და მოწყვეტით ჩასრიალდა. -აღარ შემიძლია რაა. აღარ შემიძლია..-ხმით ტირილი უკვე ხავილში გადადის და უჰაეროდ დარჩენილი ფილტვები სტკივდება.



№1 სტუმარი სტუმარი barbare

vkitxulob vkitxulob da amdeni emocia gancda mebadeba dzalian magari xar

 


№2 სტუმარი სტუმარი ლელა

ღმერთო რამდენი ემოციაა. მოვკვდი ქალი ტირილით. სულ ცრემლების ღაპაღუპში წავიკითხე

 


№3  offline წევრი ლელა1306

გამარჯობა
ძალიან კარგია ძალიან კარგად წერ. ვკითხულობა და ვფიქრობ რომ ასე გადმოცემა ტკივილის ან ძალიან ნაცნობი უნდა იყოს შენთვის ან ძალიან მაგარი პიროვნება ხარ და შეგიძლია ადამიანის ტვინში, კანში შეძრომა რომ წარმოიდგინო მისი განცდები და მის ადგილას რომ იყო რას იგრძნობდი და ეს ყველაფერი ჩვენამდე მოიტანო.
და ადმინისტრაციისგან მაინტერესებს შენს პროფილში რომ არ შემოვსულიყავი ეს თავი არ ჩანდა ისე და რატო?

 


№4  offline მოდერი Phoenix..

ლელა1306
გამარჯობა
ძალიან კარგია ძალიან კარგად წერ. ვკითხულობა და ვფიქრობ რომ ასე გადმოცემა ტკივილის ან ძალიან ნაცნობი უნდა იყოს შენთვის ან ძალიან მაგარი პიროვნება ხარ და შეგიძლია ადამიანის ტვინში, კანში შეძრომა რომ წარმოიდგინო მისი განცდები და მის ადგილას რომ იყო რას იგრძნობდი და ეს ყველაფერი ჩვენამდე მოიტანო.
და ადმინისტრაციისგან მაინტერესებს შენს პროფილში რომ არ შემოვსულიყავი ეს თავი არ ჩანდა ისე და რატო?

ძალიან რთულია, გამოკეტილი ვარ ამ ისტორიაში და ვერ ვწყდები 2019წლიდან ვკითხულობ და არც ერთხელ არ დასრულებულა კითხვა ცრემლების გარეშე. ხანდახან გაოცებას ვარ ხოლმე და მიკვირს ეს მე დავწერეთქო?
მადლობა აზრის გაზიარებისთვის და ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ მე ეს შევძელი და ჩემიდან ეს ემოციები თქვენამდე მოვიტანე.

 


№5 სტუმარი სტუმარი sofi

გამანადგურა ამ გოგოს ტკივილმა

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაიმე ასეთი რა დააშავა ამ გოგომ ისე დაიტანჯა ნაფლეთებად მექცა გული რამდენჯერ მივატოვე კითხვა ძალიან მძიმე იყო სამივე დაიტანჯა არაკაცების უსაქციელობით????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent