როგორ გავუშვათ ადამიანი
დაშორებისას განვიცდით სამ რამეს: დანაკარგს (თითქოს ვნახევრდებით) ტკივილს (გვინდა ტირილი) და დეპრესიას (სურვილისა და მოტივაციის ვარდნა ვაკეთოთ რუტინული საქმეები), პირდაპირ გეტყვი რომ ეს ნორმალური განცდებია და ეს პოპულაციის დიდმა ნაწილმა გამოსცადა სხვადასხვა დროს საკუთარ თავზე. მეც და წინაპრებმაც ჩვენმა. უნდა დასვა მარტივი კითხვა · მას უყვარხარ? თუ პასუხი უარყოფითია, მაშინ საქმე გვაქვს ცალმხრივ სიყვარულთან, ასეთ დროს მთავარი ტკივილი მოდის იმაზე ვისაც უყვარს. სადღაცას აქვს ასეთ ადამიანს იმედები რომ მას მოუბრუნდება ოცნება მისი და შეიყვარებს, შემდეგ ეს იმედი იქცევა დაუმთავრებელ პროცესად, ვუყვარვარ თუ არას სახით, რაც მიგვიყვანს აშლილობამდე, შესაძლებელია ნევროზამდეც, ჯამში კი ფსიქიკურ ტრავმაზე, მაგალითად მასთან ასოცირებულ მოვლენების გახსენებაზე გაგახსენდება განცდილი ტკივილი და სტრესი, ეს ყველაფერი თუ იქნება ორიენტირებული თქვენს ფსიქიკაში ბოლოსდაბოლოს აგრესიულ ქცევებამდე მიგიყვანთ, ბოლოს კი საკმარისი იქნება გაიგოთ რომ მას სხვა შეუყვარდა თქვენ უმძიმეს დარტყმას მიიღებთ და თვეები უბრალოდ ჩაიკეტებით. · რა გავაკეთოთ? უცნაურია თუმცა ცალმხრივ სიყვარულშიც უნდა გაგიმართლოთ, თუ ის ადამიანი რომელიც გიყვართ და გაშვებას ცდილობთ, გასაგებად გიხსნით რომ არ უნდიხართ, გწერთ დიდ წერილებს და ცდილობს ახსნას მისი მდგომარეობის და გადაწყვეტილების მიზეზები, მაშინ კიდევ უფრო გიყვარდებათ ასეთი ადამიანი რადგან ჩვენში ირთვება ზრუნვის მოთხოვნილება, ანუ ვიზრუნოთ მასზე. ასეთი ტიპის ადამიანთან ძალიან გაგიჭირდებათ დაშორება, რადგან მისი გულწრფელობა და სიკეთე მეტად აღაფრთოვენებთ თქვენ. ამიტომ უნდა ეცადოთ მოერიდოთ მას, არა ფიზიკურად არამედ ფსიქიკურად. შეგიძლიათ მის ფოტოებს უყუროთ და შეაჩვიოთ თქვენი თავი “დაშორებულის მდგომარეობას”, თუმცაღა თუ მის ფოტოებში დაინახავთ სურვილს იყოთ მასთან ისევ, მოგიწევთ სპეციალური ვარჯიშების გაკეთება. მეორე, გაუზიარე შენი ისტორია სანდო ადამიანს, ეცადე ყველაფერი ბოლომდე მოყვე იქამდე სანამ არ მოგბეზრდება ამ ისტორიის მოყოლა, დამიჯერე დოფამინი ისე მუშაობს ჩვენს ტვინში რომ დროთა განმავლობაში მობეზრებულობის განცდა დაგრჩებათ ამ ისტორიისაგან და მცირე აგრესია მის და საკუთარი თავისადმი. მესამე, ვინც შენზე უარი თქვა სხვას მისცა დიდებული შანსი შენ გიპოვოს, ანუ, დაიმახსოვრე, როდესაც ერთისგან თავისუფლდები გზა გეხსნება მილიონთან! შესაბამისად ახლა შენ ხარ თავისუფალი და გაქვს შანსი იპოვო სხვა, ის სხვა ვინც ამდენხანს გეძებს და დამიჯერე შენზე ნაკლებ ცუდ დღეში არც ის იქნება. ანუ შევაჯამოთ 1. ფსიქიკური დამოკიდებულების შემცირება ამ ადამიანზე ფიქრების შემცირების გზით (დაკავდი საქმით, ორიენტირდი საქმეზე) 2. სანდო ადამიანთან ისტორიის გაზიარება იმდენჯერ სანამ არ მოგბეზრდება 3. ახალი ადამიანის მონახვის დაწყება, იმ ახალის რომელიც შენც გეძებს 4. ახალ სოციალურ წრეში გაერთიანება, ანუ ახალი მეგობრების პოვნა 5. ჰაერზე დიდი რაოდენობით სეირნობა ვინმესთან ერთად, არავითარ შემთხვევაში მარტო არა 6. ეცადე იპოვე შენაირ დღეში მყოფი ადამიანი და მას დაეხმარო ამავე პრობლემის დაძლევაში 7. ხშირად ელაპარაკე საკუთარ თავს 8. გამოტირება იმდენჯერ სანამ გამოტირების მოთხოვნა იქნება 9. არტ თერაპია… წერე, ხატე, როგორმე გამოხატე შინაგანი სამყარო 10. მიეცი მას თავისუფლება რომ იყო შენც თავისუფალი დანარჩენი შიდა საუბრის თემაა, ანუ აქ ასე ზოგადად ვერ დაიწერება, რთული იქნება რაიმე კონკრეტულზე საუბარი. დაიმახსოვრე იმ ადამიანს არ უნდიხარ რადგან მას თავისი ცხოვრება აქვს, შენი კი შენი ცხოვრება, სადაც გაქვს უნიკალური შანსი იყო ბედნიერი თუ მის ცხოვრებაში შეხვალ მისდა დაუკითხავად ორივე იტკენთ. და ჯერ შენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.