კოწახურის კანფეტები IV1996... დღეები ზლაზვნით მიყვებოდნენ ერთმანეთს, დაზაფრული ვიქტორია სულ საწოლში იწვა და მინის მიღმა ბუნებას უყურებდა, დროდადრო ტიროდა, მუცელზე ხელს ისმევდა და ემბრიონის ფორმას იღებდა. რა არ გააკეთა ზურამ, გოგონა კი ხმას საერთოდ არ სცემდა. ბიჭის შემოსვლისთანავე თვალებს ხუჭავდა. აი გაძლიერებულ მადას კი ვერაფერი მოუხერხა, ხანდახან შუაღამისას ეღვიძებოდა და მუცელი სამზარეულოში ჩასვლას სთხოვდა. დილის ღებინებასაც უკვე საეჭვოდ უყურებდა. სარკეში ჩაიხედა, წვრილი წელი ისეთი აღარ იყო, როგორიც უწინ. ყველაფერთან ერთად წელის ტკივილიც მოემატა. ამ ამბებს თავიდან შეწყვეტილ ორსულობას აბრალებდა. მუცელი უფრო და უფრო წინ მოიწევდა, ზურასაც არ დარჩენია ცვლილება შეუნიშნავი და შეეშინდა. ბევრი ეხვეწა, იწვალა და საბოლოოდ დაითანხმა ვიქტორია ექიმთან წასვლაზე. შავ-თეთრ მოციმციმე ეკრანზე გოგონამ გამოსახულება მაშინვე შეამჩნია, ერთი დაბლა, მეორე მაღლა. პატარები სასაცილოდ აცეცებდნენ ხელებს და დროდადრო ერთმანეთს ეხებოდნენ. - ტყუპები რომ არიან იცით ხომ? - ღიმილით იკითხა ექიმმა. - რას ამბობთ? - იკითხა ზურამ ჩამწყდარი ხმით, ვიქტორიას ცრემლები წამოუვიდა. - კი მაგრამ, აქამდე არ ყოფილხართ შემოწმებაზე? უკვე სრული ოთხი თვის ხართ... - არა... - საბედნიეროდ ბავშვები კარგად არიან, სივრცე ყოფნით, დიდი ტონუსიც არ შეიმჩნევა, ისინი ორნი არიან ვიქტორია, თქვენ ახლა კარგი კვება და ვიტამინები გჭირდებათ. თუ არ ვცდები... - ექიმი უფრო დააკვირდა გამოსახულებას. - ერთი ნამდვილად გოგოა, მეორე არ გვაჩვენებს - გაიცინა ქალმა. - ეს როგორ შეიძლება... - ჩაილაპარაკა დაფიქრებით ზურამ. - როგორ, კი მაგრამ... - ეს ბუნებრივია, თუმცა... ადგილი როგორ ყოფნით ეს ვერ გამიგია... ძალიან თავისუფლად არიან... ისე, რომ ალბათ მესამეც დაეტეოდა... - მესამე? - ვიქტორიას აქამდე ეგონა, რომ ზურას მოყვანილმა ექიმმა ვერ გაწირა ქალი და ნაყოფი არ მოაშორა, ახლა კი მიხვდა, რაშიც იყო საქმე. მარტო ის კი არა, ზურაც მიხვდა, მან ხომ თავისი თვალით ნახა მოკლული ემბრიონი. ისინი სამნი იყვნენ, სამი პატარა ტყუპი, ხუნწარიამ სამეულს ერთი მოაკლო, შეცდომით მოუვიდა ეს და ვერ გაითვალისწინა რამე თუ სპეციალურად გააკეთა არ იცოდნენ, მაგრამ ფაქტი ის გახლდათ, რომ ვიქტორიას ახლა ორი უსაყვარლესი ტყუპი ჰყავდა სხეულში და ბედნიერებისგან მხოლოდ ის სურდა, რომ დროზე დაეტოვებინა კაბინეტი და სიხარულით ეფრინა ქუჩებში. ზურას ახალი საფიქრალი მიეცა, ტყუპების მოშორება ახლა ძალიან გვიანი იყო და რომც არ ყოფილიყო იგივეს ვეღარ გადაიტანდა. ძლივს დააღწია თავი იმ საზარელ ხრინწიან ხმას, რომელიც ხშირად ხარხარებდა და ცაბაძეს მკველო, მკვლელო-ო, სულში ჩასძახოდა. რა უნდა ექნა? ვერა, ზურა ვერ აიტანდა თავის შერცხვენას, ვერც სხვის ბავშვებს აიტანდა საკუთარ სახლში. გაშორებოდა? ეს იგივე სირცხვილი იყო, ადრე თუ გვიან სიმართლე მაინც იჩენდა თავს. უკვე მერვე თვე იწურებოდა, ვიქტორიას ჩაშავებული თვალები ახლა სიხარულით და სიცოცხლით ანათებდა, მიუხედავად იმისა რომ ზურა და ის თითქმის არ ლაპარაკობდნენ, გოგონასთვის მთავარი ახლა შვილების ყოველი გამოძრავება ნამდვილი ბედნიერება იყო. - ასე დე, ასე... მოეფერეთ ერთმანეთს... - იღიმოდა და უშველებელ მუცელზე ხელს ისმევდა. - რომ გამობრძანდებით მაქედან, მერე დედიკო მოგეფერებათ, გულში ჩაგიკრავთ და სულ ასე მეყოლებით. ჩემო პაწაწინებო... ჩემო გასაოცრებო... - ეფერებოდა ვიქტორია გოგონებს და სიამოვნებით წარმოიდგენდა როგორ უკეთებდა აქეთ-იქით კიკინებს, მერე ერთნაირ, ყვითელ კაბებს აცმევდა და სათამაშოდ უშვებდა.... რა იცოდა, რომ ტყუპებს იმ დღეს ბოლოჯერ შეიგრძნობდა, უკანასკნელად ეფერებოდა და ელაპარაკებოდა თავის პაწაწინა გოგონებს, საბოლოოდ უყვებოდა ძილისწინ ზღაპარს, ქურდბაცაცა პრინცესებზე... დილით კი იყო ტკივილი... სიხარულის ტკივილი, რომელიც უკვე შუაღამისას შვილებმკვდარი დედის მწარე ცრემლებმა, საშინელმა ღრიალმა და გლოვამ შეცვალა... - მკვდრები დაიბადნენ... - არ წყნარდებოდა ხმა... მეორდებოდა და მეორდებოდა... - არც კი უტირიათ... - ამბობდა ექიმი უმოწყალოდ და ტკივილისგან გადაღლილ, ფერდაკარგულ ქალს უგულოდ დაჰყურებდა. - მაჩვენეთ, ახლავე მაჩვენეთ ორივე! - დაიღრიალა ვიქტორიამ და წამოდგომა სცადა. - არ ადგეთ ქალბატონო, არ შეიძლება, არ გესმით? თქვენ ოპერაცია გაგიკეთდათ, სხვანაირად თქვენც აღარ იქნებოდით ცოცხალი! ნუ დგებით, ჭრილობა გაგეხსნებათ! - ფეხებზე მკი.დია, ბავშვები მაჩვენეთ, ჩემი შვილები უნდა ვნახო, მკვდრები თუ ცოცხლები... არ აქვს აზრი, უნდა ვნახო! - დამაწყნარებელი გაუკეთეთ! მერე... მერე იყო სიმშვიდე, საზიზღარი, ტკივილიანი სიწყნარე... და ორი პაწაწინა, უსახელო საფლავი. ნაცრისფერ ქვებზე მხოლოდ და მხოლოდ თითო ნიშანი იყო ამოტიფრული, დაწვენილი რვიანი... საშინელი უსასრულობა... დაუოკებელი ტანჯვა და სულში უსაშველოდ გაწელილი ტკივილი... სახეშეშლილი დაეშვა მუხლებზე ვიქტორია ტურჩოვა... ზურას შეშველებული ხელი ზიზღით მოიშორა, თითქმის მიხოხდა საფლავებთან და ქვები აქეთ-იქიდან ჩაიხუტა. საშინელი სანახავი იყო შავებში ჩაცმული დედის ტირილნარევი ღრიალი და მოთქმა... მერე რა, რომ არასდროს ენახა ისინი... მერე რა რომ ვერ შეძლო მათი ჩახუტება... მერე რა რომ ვერასდროს მისცა მოშიებულ, ატირებულ ბავშვებს რძე... მერე რა, რომ არასდროს უგვრძვნია მათი პატარა, საყვარელი საცეცების შეხება სხეზე... ტურჩოვას ისინი უყვარდა, პირველი გამოძრავების დღიდან მათზე აფანატებდა... ოცნებობდა ტყუპების ჩახუტებაზე... მაგრამ არ მოხდა... არ ახდა მისი უბრალო და სანეტარი ოცნება... უსულო ქვებს ეხუტებოდა და საზარლად ღრიალებდა... - უფალთან ხართ ჩემო ანგელოზებო... ახლა აღარაფერი გაგიჭირდებათ... - თქვა ბოლოს ტირილით დაოსებულმა, ცრემლები შეიმშრალა, კიდევ ერთხელ აკოცა უსულო, სველ ქვებს და მძიმედ წამოდგა. 2015 ქალი აჩქარებით მიუყვებოდა ქუჩებს, მის თავში ახლა უამრავი ფარვანა დაფრინავდა, გულში კი სიბნელეს სინათლე ცვლიდა. ტყპები... მისი პატარა ტყუპები... რა ლამაზები იყვნენ, რა საყვარლები. ზუსტად ისეთები, როგორებიც წარმოედგინა. ვიქტორიას ახალგაზრდობა დაუდგა თვალწინ... ისინი საოცრად გავდნენ დედას, უბრალოდ ქალის თვალებში მაშინ უდიდესი სევდა იგრძნობოდა, კატოს მზერა რისხვას მოეცვა, რებეკასი კი გაურკვევლობას და ტანჯვას. რა უნდა ექნა ახლა? პირველ რიგში ზურაბი უნდა ენახა... - მოხვედი? - მამაკაცი კაბინეტში იჯდა და სიგარას ეწეოდა. - ასე მალე არ გელოდებოდი. ლაშა სადაა? - დილით წავიდა, ადრე... - მაგიდას მიუახლოვდა ქალი და ქმრის წინ სკამზე მოთავსდა. - რაო ნემსაძეებმა? - დემეტრემ თინას ერთი გოგონა გააცნო, რებე... და მისი ტყუპისცალი, კატო. - ტყუპები? - ზურაბმა მაქსიმალური სიმშვიდით წარმოთქვა ეს სიტყვა ისე რომ ქაღალდებისთვის თვალი არ მოუცილებია. - ხო, ტყუპები. ისინი აქაც იყვნენ, შენს კორპორატიულზე. - მერე? - საოცარი დამთხვევაა, თვრამეტი წლისები არიან, იცი? - ამას მე რატომ მეუბნები? - მოთმინება ამოეწურა ცაბაძეს და ქალს რისხვით მიაჩერდა. - მთელი ცხოვრებაა ვტირი და ვგლოვობ, რაც შენ გაგიცანი, მხოლოდ ერთხელ მეცვა თეთრი ფერი, ისიც ქორწილზე და მაშინაც მწარედ შევცდი, ჩემი დაკრძალვა იმ დღეს დაიწყო! - ვიქტორია პირდაპირ მითხარი! - შენ ადამიანი არ ხარ ზურაბ, შენ არც ცხოველი ხარ, ეშმკიც არ იზავდა იმას, რაც შენ მე გამიკეთე! მეუბნებოდი რომ გიყვარდი, ამ დროს კი ჩემ შვილებს ბავშვთა სახლში გზავნიდი... თვალებში მიყურებდი და მამშვიდებდი... - ვიქტორია არ ტიროდა, უკვე აღარ ჰქონდა ამის თავი, მშვიდად, აუღელვებლად იჯდა და წლების ნაგროვები ემოციებისგან თანდათან იცლებოდა. - მგონი გაგიჟდი! - ისე, მართლა მიკვირს აქამდე საღ გონებაზე როგორ ვარ, ლაშას ვუმადლი, ალბათ მან გადამატანინა ჩემი ტყუპების დაკარგვა! - ისინი დაიხოცნენ, გასაგებია? სამივე! - ოხ, ზურაბ... - ცივად გაეღიმა ქალს და ფეხზე წამოდგა. - შენთან ლაპარაკი ტყუილად მოვინდომე, როდის ჰქონდა აზრი, ახლა რომ რამე შეეცვალა. შენ მე არასდროს გყვარებივარ, არასდროს, შენ მხოლოდ შენი თავი გიყვარს... - მე სხვანაირად არ შემეძლო, გესმის?! - მესმის, უბრალოდ ვერ გიგებ. - გასასვლელისკენ წავიდა ქალი. - მე მივდივარ აქედან, შენგან... ლაშა უკვე დიდია, ყველაფერს გაიგებს. - შენ ხომ არ გაგიჟებულხარ, - ფეხზე წამოხტა ზურაბი. - რას ქვია მიდიხარ, სად მიდიხარ? - არ გამომყვე გთხოვ... და არც მეძებო ზურაბ. ერთადერთი რაც აქედან ჩემს წასვლას შეაჩერებს, ეს სიკვდილია, თუ გინდა მომკალი. ცოცხალი შენს გვერდით ერთი წამითაც აღარ გავჩერდები, გასაგებია? - ერთხანს უყურა, შემდეგ კარი გამოაღო და ნელი ნაბიჯებით კიბეებზე დაეშვა. მობილური ამოიღო, დიდ ხანს ეძება სად ჩაწერა კატომ მისი ნომერი, მაშინ ისე იყო დაბნეული, ყურადღება აღარ მიუქცევია. შემდეგ კონტაქტებს დაუყვა. ,,Tyupi 1" ამოიკითხა ეკრანზე და გაეღიმა. - გისმენთ! - გაისმა ზუმერის შემდეგ კატერინას ხმა. - მე ვარ კატო. - რა მალე მოსულხართ გონს! - მისამართი მიკარნახე თუ შეიძლება, მინდა თქვენთან მოვიდე, სახლში და წყნარად ვილაპარაკოთ. - ჩაიწერეთ... - გაისმა რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ. ზაფხულის მშვენიერი საღამო იყო, რადგან უკვე გრილდებოდა, თბილისსაც დატყობოდა გამოცოცხლება ცხელი, მკვდარი შუადღის შემდეგ. შავებში ჩაცმული ვიქტორია მაღაზიაში შევიდა, მისი არჩევანი ყვითელ, მოკლე სარაფანზე შეჩერდა, თვალის ზომით აარჩია ორი ერთნაირი სიგძე, მესამე კი თვითონ მოირგო და ღიმილიანმა მიაშურა ტყუპების სადარბაზო კარს. გული გამალებით აუჩქარდა საკეტმა რომ გაიჩხაკუნა. - მობრძანდით... - თქვა რამდენიმე წამის შემდეგ რებემ და ქალს გაუღიმა. - გმადლობთ... - თვალს არ აშორებდა ბედნიერი. მისაღებისკენ წავიდა. კატო დივანზე იჯდა, ფეხები მაგიდაზე შემოეწყო, სავარაუდოდ პროტესტის ნიშნად. ტელევიზორს უგულოდ მისჩერებოდა და პულტს ნერვიულად აწვალებდა. - ჩამოიღე ფეხები! - გაუჯავრდა რებე და ვიქტორიას ანიშნა დაბრძანდითო. კატომაც ინება ყურადღების მიქცევა და მოღუშული მიაშტერდა სიხარულით სავსე ქალს. - აბა, მოყევით, როგორ გძლიათ ეშმაკმა! - ძალიან ლამაზები ხართ! ორივე ერთნაირები, მაგრამ მე მაინც გარჩევთ, აი შენ კატო ხარ ნამდვილად, შენ კი რებე... - დიახ! - გაუღიმა რებეკამ. ის სულაც არ ბრაზობდა, პირიქით, ერთი სული ჰქონდა ჩახუტებოდა დედას და თავი მის კალთაში ჩაედო. ალბათ ასეც იზავდა კატო რომ არა. ის გრძნობდა, რომ ვიქტორიას რაღაც სხვა ამბავი შეემთხვა და ყველაფერი ასე უგულოდ ვერ განვითარდებოდა. კატომაც იცოდა ეს, მაგრამ თავს ოპტიმიზმის უფლებას არ აძლევდა, ყოველთვის არჩევდა უარესი წარმოედგინა, რადგან შემდეგ იმედი აღარ გაცრუებოდა. - საჩუქრები მოგიტანეთ. - პარკებს დასწვდა ქალი. - არა, არა ვიქტორია! არ გინდათ გთხოვთ, ჩვენ უკვე საკმაოდ დიდები ვართ, რომ ასეთ ფანდებს ვეგებოდეთ! - რებე ეს შენ. - ქალი ყურადღებას არ აქცევდა კატოს მწარე რეპლიკებს. - ეს კი შენია, კატერინა. სულ ვოცნებობდი ასეთ კაბებში მენახეთ ორივე და აქეთ-იქით კიკინები გქონოდათ. - მერე ალბათ ჩუპა-ჩუპსებსაც მოგვიტანთ, რა მაგარია! - შესძახა კატომ მოჩვენებითი სიხარულით. - ხუთი წლისებს ვგავართ ქალბატონო? - კატო გთხოვ, ნუ განმსჯი, სანამ სიმართლეს არ გაიგებ, მე ეს არ დამიმსახურებია. ვიცი რომ შენ გრძნობ ამას, ხომ გრძნობ? - ვგრძნობ? - სევდიანად ჩაიღიმა კატომ და თვალები აემღვრა. - მოდით რაღაცას გაჩვენებთ. - სასწრაფოდ წამოხტა დივნიდან და თავის ოთახს მიაშურა. იქიდან გამწარებული დაბრუნდა, ხელში ცისფერი და სტაფილოსფერი ფურცლები ეკავა. ვიქტორიას წინ დაუდგა და ნაწერები ჰაერში ააფრიალა. - იცით ეს რაებია? ჩვენი გრძნობები ქალბატონო ვიქტორია. ქალი ფურცლებს დასწვდა, თვალი გადაავლო პირველს თუ არა, ცრემლები წამოუვიდა, ნელ-ნელა დაიწყო მათი კითხვა. ტყუპებმა აცადეს, სანამ ბოლომდე არ ჩაიკითხა. - ესენი რომ ადრე მენახა... - ახლა გესმით რას ვგრძნობ? მიტოვებას, დაწუნებას, სიცარიელეს, სიმარტოვეს... რებე რომ არა... საერთოდ რატომ გელაპარაკებით არ მესმის... თქვენ ერთი უგულო და უსულო ქალი ხართ! - კატერინა, შვილო... - მეორედ აღარ გაბედოთ და ეგ სიტყვა არ მიწოდოთ. ლაპარაკი დასრულებულია, არ მინდა თქვენი მოსმენა, ვერ ავიტან კიდევ ერთ ყალბ ღიმილს თქვენგან, წადით, ახლავე წადით, არ გესმით? არ მსურს თქვენი მოსმენა! - კატერინა... ცდები დედი, ძალიან ცდები... - ჩანთიდან დიდი, სქელი რვეული ამოიღო ქალმა და მაგიდაზე დადო. - ეს ჩემი ჩანაწერებია, დამირეკეთ თუ მოგინდათ... სადმე აქვე, სასტუმროში გავჩერდები. - ცრემლები შეიმშრალა ვიქტორიამ, წამოდგა და გაუცილებლად დატოვა ტყუპები თავის მტანჯველ, თვრამეტ წელთან... წყნეთიდან დაბრუნებულმა თებემ მაშინვე მოიკითხა კატო, თინანომ ვერაფერი უპასუხა, მხრები აიჩეჩა, დიდი ხანია აქ არ ყოფილაო. მაშინ მამამისის კაბინეტს მიაშურა, ქაღალდები გადაქექა თუმცა ძიძის ნომერს ვერ მიაგნო. - ნოდარ, მამა სადაა? - თავზე დაადგა ორმოცდაათი წლის მძღოლს. - არ იცოდე მაინც, როდის იყო ანგარიშს მე მაბარებდა. - გახსოვს ერთხელ კატო რომ წაიყვანე სახლში? - კი. - გზა გახსოვს? - მახსოვს თებე მაგრამ ლევანის უნებართვოდ ვერსად ვერ წაგიყვან! - მიუხვდა კაცი. - კარგი რა, როდის იყო ლევანი ასე მაკონტროლებდა. - მანქანაში ჩაუხტა გოგონა. - მიდი, მიდი, დაქოქე! ბევრი იწვალა ლევან მარგიანმა, მაგრამ კატოზე ფიქრებს ვერსად გაექცა. ,,რატომ არ მასვენებს ეს ლაწირაკი? ნუთუ ამდენი წლების მერე მე ისევ... არა რა სისულელეა... რაღა დროს ჩემი ამჩატებაა... უბრალოდ კატო ძალიან მიზიდავს... თან რა გიჟია... სახსრები აგტკივდებაო, არა?" ანგარიში მოითხოვა და ფეხზე წამოდგა. ,, კბილები დაგცვივაო, მე შენ განახებ რამდენად ვარ ბაბუა!" ნელა, დაფიქრებით კითხულობდნენ ტყუპები დედის ჩანაწერებს. რებე ერთიანად კანკალმა აიტანა, კატო ბრაზმა და ზიზღმა. ისე მოუნდა ზურაბის მოკვლა თითები მომუშტა. აცრემლიანებულები მისჩერებოდნენ ერთმანეთს და ხმა ვერცერთს ამოეღო, როცა დაბლიდან ტყუპებს ძახილი შემოესმათ. - კატო! - ბოლო ხმაზე გაჰკიოდა თებე. - გაგიჟდი, რა გაყვირებს? - გადასძახა სიცილით ფანჯრიდან. - არ ვიცი შენი სახლი. ჩამოდი რა! - სულელია ეს ბავშვი. ლევანმა თუ მომიგზავნა მივაბრძანებ ახლავე აქედან! - ბავშვია, წესიერად მოექეცი. - გააფრთხილა რებეკამ და კიდევ ერთხელ გადაშალა დღიური. თებე უკვე პადიეზდის წინ ელოდებოდა კატოს. - ძლივს გიპოვეთ! - სიცილით წავიდა მისკენ და ჩაეხუტა. - მომენატრე! - ძალიან კი გამაკვირვე თებროლე. - გეყოფა, ხომ იცი რომ ვერ ვიტან მაგ სახელს? - შენი სახელია და რას იზავ. - გადავიკეთებ! - აქ ამაზე სალაპარაკოდ არ მოხვიდოდი, სახლში ავიდეთ. აბა რა ხდება, მოყევი? - არაფერი რა უნდა ხდებოდეს, - მხრები აიჩეჩა გოგონამ. - ხომ გითხარი, მომენატრე. შეგიძლია იამაყო, ბევრი არაა განებივრებული ჩემი კეთილგანწყობით. - ოჰო, როგორ დავიმსახურე თქვენი ასეთი სიყვარული? - და არამარტო ჩემი კატო. - კიდევ ვისი? - კარგი რა, ხომ იცი, პატარა აღარ ვარ. - ხო, რა თქმა უნდა, დამავიწყდა რომ ახლა უკვე მთელი ცხრა წლის ხარ! - სახლის კარი შეაღო კატერინამ და ბავშვი მისაღებში შეიყვანა. - გამარჯობა... - გოგონა გაკვირვებული მიაჩერდა რებეს. პირველად ხედავდა მას და საერთოდ ტყუპებს. - ეს რებეკაა, გაიცანი, ჩემი და, რომ გიყვებოდი გახსოვს? - ტყუპები ხართ? - აღფრთოვანდა თებე და თვალიერება დაუწყო. - ხო, ნუ მიაშტერდი, არ უყვარს! - კატო, ნუ აშინებ! - წამოიწია რებე და ხელი გაუწოდა. - აბა ჩემზე პატარააო? - პატარაა, რამდენიმე წუთით. ჯერ მე დავიბადე, მერე ეგ გამომყვა უკან და მას მერე ვეღარ ვიშორებ თავიდან. რა მაქვს ნეტა საშენო, - მაცივარი გამოხსნა კატომ. - რას ჭამ ხოლმე? - ვაიმე... ყველაფერს კატო! - ოლივიეს სალათი გინდა? რებემ გააკეთა. - არა არ მშია საერთოდ, წყალი მინდა მხოლოდ, საშინლად ცხელა გარეთ. ოღონდ ონკანის არა. - აბა? - ნადგომი წყალი არ გაქვს? - ნადგომი? ერთი კვირის წინ კი ავავსეთ მე და რებემ, წყალი დაწყვიტეს ამ გასაწყვეტლებმა და რომ მოვიდა დავიმარაგეთ. - ონკანის მომიტანე მაშინ, ოღონდ ცივი არ იყოს ძალიან. მამაჩემი ნახე? - როდის? - რავი ამ დღეებში. - არა და საერთოდ, ნუ მელაპარაკები მასზე გთხოვ. - კატო, დემეტრე უნდა ვნახო, ხო არ წამოხვალ? - მეტყობა რომ მომენატრა? - ოო, კატო. - აბა რას მეკითხები რა ჯანდაბად მინდა მისი ნახვა! - წავედი რა... ხვალ ვილაპარაკოთ ყველაფერზე. - არ მოხვალ დღეს? - თებეს ჭიქა გაუწოდა და დას ეჭვით შეხედა. - მოვალ, მაგრამ გვიან. - ფეხზე ჩაიცვა რებემ, საფულეს დასწვდა, სასიამოვნო იყოვო მიაძახა თებეს და კარში გავიდა. - სასიამოვნო სახლი გაქვს... რაღაცნაირი მშვიდი. - თებე... - რა? - დედა გენატრება? - გოგონამ მის სიტყვებზე თავი ჩახარა. - არ ვიცი ეგ რას ნიშნავს... მე არასდროს მყოლია ის... მე დავიბადე, ის დაიღუპა... მუცელში ყოფნა კი არ მახსოვს... ბევრი ვეცადე, ვიწვალე, მაგრამ ვერ გავიხსენე რა ვქნა... - მაგას ვერავინ იხსენებს... - შენ გენატრება? - არც მე ვიცი ეგ რას ნიშნავს.... მეც არასდროს მყოლია დედა, თავშესაფარში გავიზარდე... მაგრამ ახლა გამოჩნდა ის ადამიანი, ვინც გამაჩინა და მე არ ვიცი რა ვქნა... - როგორ თუ არ იცი? - ხო, აი ასე, არ ვიცი... - მამას უთხარი? - თებე მე და ლევანი... ვსიო რა! - ხელები გადააჯვარედინა კატომ, რითიც ანიშნა ურთიერთობა გავწყვიტეთო. - ცუდია... მე კი ვიფიქრე რომ... - ხო, ტყუილად იფიქრე. - კატომ კარის მიმართულებით გაიხედა, ვიღაც აკაკუნებდა. - ზარს ვერ ხედავენ იქ? - გაბრაზებული წამოდგა და კარი მოწყვეტით გამოაღო. - ტელეფონზე რატომ არ მპასუხობ? - მშვიდად უღიმოდა ლევანი. - მოდი მიგახვედრებ, - გაუცინა კატომაც. - არ მინდა შენთან ლაპარაკი! - მე მინდა, ხომ არ დაგავიწყდა რომ ჩვენ... - შშშშ... - რა იყო? - სტუმარი მყავს! - ვინ სტუმარი გოგო? - ლევანმა ეჭვით გასწია კატო გვერდზე და მისაღებში შესვლისას თებე რომ დაინახა წარბები უარესად შეკრა. - შენ რა გინდა აქ? მეც არ ვთქვი ეს მანქანა ჩვენსას როგორ გავს-თქო? და მძღოლიც რომ მეცნო? - თებემ გულიანად გადაიკისკისა. - მომენატრა კატო და მოვედი, რა მოხდა მერე? - ჯერ მე უნდა მკითხო და ის მოხდა! - მე ძიძასთან ვარ, პასუხი მას მოსთხოვე! - შენ მოიყვანე? - მიუბრუნდა კატოს. - ხო მე მოვიყვანე, რა ამბავს გვაწევ რა გინდა? - ნებართვა უნდა აგეღო, გაერთიანდით თუ რა ხდება? შეთქმულებას აწყობთ არა? - არ გინდა ეს მოხუცური იუმორი, ჩაი თუ ყავა? დღეები ისე გავიდა, გოგოები დედას არ შეხმიანებიან, მთელ დღეებს ლევანთან ერთად ატარებდნენ და მათი საუბარი ძირითადად საქმეს შეეხებოდა. რამდენიც სიტყვა გადაკრა მამაკაცმა, კატომ ისე უპასუხა ლევანს სიბრაზისგან სახე მოეღრიცა. პარალელურად გოგონა სულ ინტერნეტში იყო და ვიღაცას ღიმილით ემესიჯებოდა. რებემ იცოდა, კატომ სპეციალურად გაიცნო ბიჭი ინტერნეტში და ახლა ლევანს აეჭვიანებდა. - დაგიმტვრევ მაგ ტელეფონს და ეგ იქნება! - ვეღარ მოითმინა კაცმა. - რა გინდა? - შეუღრინა კატომ. - ვის წერ? - შენ ვინ გკითხავს? - ერთი საქმე გვაქვს და უნდა ვიცოდე! - მაპატიეთ ბატონო ლევან, ეს პირადულია და საქმეში არ განიხილება. - კიდევ მოუვიდა შეტყობინება და რომ გახსნა სიცილით მოკვდა. ლევანმა ბრაზით ხელები მომუშტა. მერე უცებ ეცა და ტელეფონი აართვა. - ახლავე დამიბრუნე ლევან თორემ გპირდები ძალიან მწარედ განანებ! - დაწყნარდი პატარავ, სხვისი მესიჯების კითხვა ძაან მეზარება ეხლა, შენგან მაინტერესებს პასუხი, ვინ არის?! - ჩემი საქმრო! - რა? - სიცილისგან გადაყირავდა ლევანი. - რაც გაიგე, დამიბრუნე! - აბა ვნახოთ ვინაა შენი პრინცი. - ეკრანი აანთო მამაკაცმა და ბიჭის საიტზე გადავიდა. - ტელეფონი მომეცი! - მაკოცე და მოგცემ! - ლევან ნუ მამწარებ! - გამწარება შენ ცოტა ხანში ნახე. - გაუცინა ირონიულად და ეკრანს დახედა. - ამას როგორ წერ დედას გაფიცებ? - ხარხარებდა გულიანად. - შეხედე პროსტა რეებს აზიარებს. რამდენი წლისაა? - ოცის, ახალგაზრდაა და სიმპატიური! მომეცი მეთქი ლევან. - ოი, კიდევ მოფრინდა მესიჯი. მაგრამ თავმოყვარეობა გახსნის უფლებას არ მაძლევს. ძალიან კი მაინტერესებს, ამიტომ პირადად მას ვკითხავ! - რაში გაინტერესებს მე ვის ვწერ ან ვის ვხვდები? არ მესმის, შენ ხომ არ გიყვარვარ? - მართალია, მაგრამ საკმარისად მომწონხარ იმისთვის, - ლევანი ძალიან ახლოს მივიდა გოგონასთან და წელზე ხელები შემოხვია. - რომ შენს გვერდით სხვა კაცი ვერ ავიტანო! - მე კი საკმარისად ვეღარ გიტან რომ ჩემს გვერდით აგიტანო! - ტყუი, შენ ის გაგიტყდა, რომ ვთქვი, ცოლს არ მოვიყვან არასდროს-თქო! - გაგინათდა გონება? - ხელით სცადა კატომ მოშორება მაგრამ ლევანმა უარესად აიკრა სხეულზე. - იასნია გამიტყდა, აბა რა გგონია, შენთან ვიქნები, კარგად გაერთობი და რომ მოგბეზრდება ეს ყველაფერი მერე პრაშაი? - და თუ არ მომბეზრდება? - გაუღიმა მამაკაცმა და სახე გოგონას ძალიან ახლოს მიუტანა. მისი სიახლოვით ისედაც დაბნეული კატო ახლა ერთიანად აწითლდა და სუნთქვა აუჩქარდა. - გამიშვი! - ვერ გაგიშვებ... და ვერც შენ გაძლებ უჩემოდ! - გავძლებ, ხომ არ დაგავიწყდა რომ შემცვლელი ვიპოვე?! - შემცვლელი კარგი სიტყვაა, ის ხვალიდან მაინც აღარ მოგწერს კატო. - რატო, დააშინებ? - არა, თითებს დავამტვრევ რომ ტექსტი ვეღარ აკრიფოს! - კიდევ მოვიდა მესიჯი და ლევანს გაეღიმა. - ან ხვალამდე შენით დაახვევინე მაგ შემცვლელს, ან თუ არ გეცოდება ამას მე გავაკეთებ! - ტუჩებით ნაზად შეეხო კატოს ყელს, ოდნავ აკოცა, შემდეგ სიამოვნებისგან თვალებმილულ გოგონას დახედა, სახეზე ხელებით მოეფერა და მშვიდი ნაბიჯებით კარისკენ წავიდა. კატო მოწყვეტით დაეშვა სავარძელზე. ღმერთო როგორ აგიჟებდა ეს კაცი. სხვა არც არავინ უნდოდა, მხოლოდ ლევანი. ეჭვიანობაც ძალიან მოეწონა, ჯერ სად ხარო, ჩაიცინა და ფეხები მხიარულად აათამაშა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.