შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოწახურის კანფეტები VI


7-02-2021, 00:54
ავტორი Marry Amm
ნანახია 3 856

- ლევანი მშვიდად და თანაბრად სუნთქავდა. კატოს ჩაეღიმა. ნელა მოუარა საწოლს და გულის ფანცქალით წაიღო ხელი მისი შარვლის ჯიბისკენ. ასე არავის გაქურდვა არ გასჭირვებია. ,,ქურდის ქურდი ცხონდაო" - გაახსენდა რატომღაც. ჯიბეში სანახევროდ ჩაყო ხელი.
- მანდ არა, ცოტა მარჯვნივ! - კატო შეცბა, ხელი სწრაფად გამოსწია უკან და უკუნით თვალებს მიაშტერდა. - რასაც შენ ეძებ, ოდნავ გვერდითაა, პატარავ!
- გასაღები მომეცი, მეძინება!
- მერე დაიძინე, ნახე აქ რამდენი ადგილია!
- შენთან დავწვე?
- პირველი იქნება? - კატო აილეწა. ჯანდაბას შენი თავიო ჩაიბუზღუნა და საწოლს შემოუარა. ლევანი თვალს ადევნებდა აალებულ გოგონას, რომელმაც უხეშად გამოგლიჯა გადასაფარებელი, ბალიში აიღო და მოშორებით მდგარი სვარძლისკენ წავიდა, - მანდ ვერ დაწვები!
- ვითომ რატომ?
- იმიტომ რომ აქაა შენი ადგილი!
- დამანებე თავი! - თეთრეული მიყარა და ფეხსაცმელი გაიხადა. ლევანი გაბრაზებული წამოხტა.
- გითხარი მანდ ვერ დაწვები-თქო! - წამოვიდა კატოსკენ შუბლშეკვრით და გოგონა ერთ ადგილს მიეყინა. - მოდი აქ! - ცალი ხელი მუხლებისქვეშ ამოუდო კატოს და მეორე წელზე მოხვია.
- რას აკეთებ? დამსვი! - ალუღლუღდა კატერინა როცა მამაკაცმა საწოლისკენ წაიყვანა და მოწყვეტით დააგდო ზეწარზე. სუნთქვა აუჩქარდა, შეშინებული თვალებით ახედა თავზე დამდგარ ლევანს და აწეული კაბა ჩამოიწია. - ლევან!
- ერთხელ უკვე გაგაფრთხილე და გაჩვენე, რომ რასაც ვამბობ, ყველაფერი ისე ხდება! - გადასაფარებელი წამოიღო სავარძლიდან, კატოს გვერდით მოიკალათა და საფარი გაასწორა. - გითხარი აქ წვები, ესეიგი აქ წვები! და აღარ მინდა ზედმეტი ტლიკინი! - ცალი ფეხი გადაადო კატოს წვივებს რომ უფრო მშვიდად ეგრძნო თავი და ზემოდან დააჩერდა აღელვებულ გოგონას. სახე ძალიან ახლოს მიუტანა, კატომ თვალები დახუჭა, როგორ უნდოდ ლევანს ეკოცნა, მოფერებოდა, მისი გაეხადა გოგონას სხეული, მაგრამ ძლიერად იკავებდა თავს. - არ გკოცნი. - უთხრა ბოლოს ღიმილით და კატომ დარცხვენილად გაახილა შეურაცხყოფილი თვალები.
- მაგიტო არც დამიხუჭია, ვიძინებდი! - მიახალა გაგულისებულმა და გადატრიალება სცადა თუმცა ოდნავადაც ვერ გაინძრა და ისევ უკუნით თვალებს სთხოვა შველა.
- იცი რა მაინტერესებს, ვინ გყავდა ჩემამდე?
- შენამდე? - გაოცდა გოგონა.
- არ მითხრა, რომ არავინ!
- არც გეტყვი, რა თქმა უნდა მყავდა ვიღაც.
- სერიოზულად კატო... ისე იბნევი ჩემ შეხებაზე... აქამდე მეგონა თამაშობდი, მაგრამ...
- შენი საქმე არაა, გამიშვი! - გაუძალიანდა ისევ.
- სიმართლე მითხარი რომ გეკითხები!
- არავინ, კმაყოფილი ხარ?
- სულ არავინ?
- სულ არავინ, ახლა გამიშვი. - ლევანს არც უფიქრია ხელის შეშვება, დაჟინებით აშტერდებოდა თვალებში და პასუხებს მის სიღრმეში ეძებდა, მერე გაეღიმა.
- ანუ აქამდე არავინ შეგხებია... ამიტომ ხარ ასე...
- ასე როგორ?
- ამიტომ მიზიდავდი... ვერ გეშვებოდი... თურმე ამდენხანს მხოლოდ შენ გეძებდი...
- რატომ? - გული უარესად აუჩქარდა გოგონას, სასიამოვნო ტალღები უვლიდა სხეულში და არ უნდოდა შეწყვეტილიყო.
- იმიტომ რომ შენ ახალი ხარ, ძალიან მგრძნობიარე, სხვებისთვის მიუწვდომელი, ჩემთვის კი ასე ახლო და ადვილი მისაღები! - ათრთოლებულ ტუჩებზე დახედა გოგონას და ხარბად დაეწაფა წითელ ბაგეებს. კატოს ეგონა დრო გაჩერდა, სხეულში იმდენად სასიამოვნო ქაოსმა იწყო არევა, რომ განძრევა ვერ გაბედა. ლევანმა მკერდიდან ქვემოთ, სწრაფად ჩააცურა ხელები, შიშველი ფეხების შეგრძნებაზე გაეღიმა, კაბის ქვეშ ნელა ამოაყოლა ფეხებს ხელები და თეძოებთან მისვლისას გოგონას ყრუ კვნესა აღმოხდა.
- ლევან... ლევან... - იმეორებდა სუნთქვაგახშირებული და ნეტარ ტალღებს ტანით ჰყვებოდა.
- როგორ მინდა ახლა ყველა შენი უშნო საქციელის გამო მაგრად დაგსაჯო! - ფეხებშორის მოექცა და ტუჩებმა მკერდზე გადმოინაცვლა. კაბის ელვა სწრაფად ჩახსნა და ერთი ხელის მოსმით ააძრო გოგონას ტანიდან. შავი, გიპიური საცვლები უფრო მიმზიდველს ხდიდა ქალის სხეულს, ლევანმა ხარბად ააყოლა თვალი. ყელზე ხელი ჩამოუსვა და მკერდთან შეჩერდა. მერე წელზე მოხვია ხელები და კატო ზემოდან მოიქცია. - იცი რა?
- რა? - ამოისუნთქა გოგონამ და თავი მკერდზე დაადო.
- იქამდე დაგტოვებ ასე, სანამ თვითონ არ მთხოვ ჩემი გაგხადო!
......
დილით პირველი რაც იგრძნო კატომ ეს თავის ყრუ ტკივილი იყო. შემდეგ ცხელი სხეული მის ქვემოთ. ფრთხილად ასწია თავი. მამაკაცს ხელები კატოს წელზე ჰქონდა შემოხვეული და მშვიდად ეძინა. ძალიან ნელა გაახსნევინა გოგონამ მკლავები და მშვიდად გადაწვა თავისუფალ ადგილას. საწოლზე რომ წამოჯდა მერეღა გაახსენდა ნახევრად შიშველი რომ იყო და თვალით კაბა მოიძია. ლევანის შარვლიდან გასაღები ამოაძვრინა და ფრთხილად გამოკეტა საძინებლის კარი.
- რებე... რებე... - მიუკაკუნა დას და მოლოდინით გაიყურსა. - რებეკა!
- მოვდივარ. - მოისმა კარს უკან. - რა ხდება? - თვალებს იფშვნეტდა ჯერ კიდევ.
- როგორ ხარ? - აათვალიერა დამ, თუმცა საეჭვო ვერაფერი შეამჩნია იგივე ტანსაცმელში მყოფ ტყუპისცალს.
- კარგად. რომელი საათია?
- წამოდი! - ხელი ჩაკიდა და სააბაზანოში შეათრია. - მიდი მალე გამიცვალე კაბა.
- რა?
- მიდი, მიდი!
- ეხლა რაღა მოიფიქრე? - დაიწყო გახდა რებეკამ.
- ჩქარა სანამ გაუღვიძია ლევანს!
- დემე გაგიჟდება კატო, შენ არ ვეგონო...
- ხოდა სანამ დაინახავს რა გაცვია იქამდე უთხარი რომ კაბები გავცვალეთ და აღარ შეიშლება. აჰა ეს შენ. წუხელ ასე გეძინა?
- როგორ ასე?
- ტანსაცმლით.
- ხო, რა იყო?
- არაფერი. - გაეღიმა კატოს და რებეს კაბა გაისწორა. - კულონიც მომე.
- ნუ გააგიჟებ ახლა მაგ კაცს!
სამზარეულოში იჯდა და კარტოფილს თლიდა. დილით რომ არ ეჭამა არ შეეძლო, რამდენჯერ ამდგარა თავისი მუცლის გამო. ბავშვთა სახლში უთენია ჭამდნენ და მიჩვეული იყო.
- ადრე ამდგარხარ. - მოესმა ლევანის ხმა და დაიძაბა.
- ხო, მიჩვეული ვარ. როგორ ხარ? - შესცინა ისე, როგორც რებემ იცოდა.
- კარგად მადლობ. როგორ გეძინათ?
- კარგად... და თქვენ?
- ჩვენც. სადაა კატო ხო არ იცი?
- ალბათ გარეთ გავიდა... - ეცადა თვალებში არ შეეხედა რომ ლევანს რამე არ შეეტყო. - მარილი ვერ ვნახე ლევან.
- აქაა. - მიუახლოვდა ერთერთ უჯრას და მისი აზრით რებეკას გაუწოდა.
- წუხელ თქვენ... ერთად გეძინათ არა? - დაიწყო კატომ.
- კი.
- მხოლოდ გეძინათ? - გაეღიმა გოგონას.
- ხო. - ლევანი ლაპარაკში არ ყვებოდა და კატოს ნერვები მოეშალა.
- გიყვარს ლევან ჩემი და? - ლევანი არ ელოდა ასე პირდაპირ კითხვას. წყალი მოუშვა და ჭიქა ჩამოიღო.
- მე მასთან თავს კარგად ვგრძნობ.
- აი კატოს კი მგონი უყვარხარ.
- შენ რა იცი?
- ასე მგონია, ჩვენ ხომ ტყუპები ვართ... - უდარდელად აიჩეჩა მხრები და ტაფას შეუნთო.
- მე ვერ ვამჩნევ. - დაჟინებით აკვირდებოდა ლევანი. კატომ იგრძნო საფრთხოს მოახლოვება და გაჩუმდა. - ისე, მგონი კარგად მოვიფიქრე არა?
- რაზე ამბობ?
- რომ შემოგთავაზე გუშინდელი საღამოს მოწყობა. მე რომ არ დამერეკა ალბათ ახლაც არ იქნებოდით ერთად შენ და დემე.
- მართალი ხარ. ამისთვის დიდ მადლობას გიხდი. - შესცინა ისევ გოგონამ. ლევანს გაეღიმა. ფრთხილად წავიდა მისკენ. კატოს ხელები აერია, ძლივს მოახერხა კარტოფილის დაყრა და უცებ გახტა უკან ცხელმა ტაფამ შიშხინი რომ ატეხა. - გავალ მე და...
- კატოს მოძებნი არა? - ისევ უახლოვდებოდა ლევანი და ირონიულად უღიმოდა.
- ხო... მაინც დილაა... არ შესცივდეს... აქ ცოტა არ იყოს გრილა... - ინსტიქტურად მიდიოდა უკან იქამდე სანამ ფანჯარას არ მიეკრო და ხელით აქერცლილი კანი მოიძია ტუჩზე მოსაკვნეტად.
- ანუ ფიქრობ, რომ კატოს უყვარვარ?
- ხო, რა ვიცი...
- და გაინტერესებს მე რას ვფიქრობ მასზე? - ძალიან ახლოს მივიდა მამაკაცი და კატომ უცებ ინანა მისი სულელური გეგმა.
- ხო...
- ვფიქრობ რომ ძალიან უშნო მატყუარა გახდა ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით კი ჩემთან!
- ვერ გავიგე...
- რისი გაგება გინდა კატო, მკითხე პირდაპირ, იქნებ გპასუხობ?
- ლევან რა გჭირს? - უდარდელად გაიცინა გოგონამ. - მე ხომ...
- გეყოფა! - ხელი რაფაზე დაარტყა ლევანმა და კატო ერთიანად შეხტა. - რაში გჭირდება ტყუილები ჩემთან გამაგებინე? - კატო დუმდა, მონუსხული აჰყურებდა გაბრაზებულ მამაკაცს და თავს იწყევლიდა. - აქამდე რაც ნერვები მიშალე არ გეყო?
- მე უბრალოდ...
- ნუ ლუღლუღებ!
- მაინტერესებს რა გინდა! - მოთმინება დაეკარგა კატოს და შეუბღვირა. - ხო, რა იყო, არ მაქვს უფლება ვიცოდე რა გინდა ჩემგან?
- არ იცი რა მინდა?
- არა, არ ვიცი. ხან რას მინამიოკებ, ხან რას. საშინლად მაბნევ შენი ქარაგმებით. იმდენს იზავ, რომ მალე საერთოდ აღარ გნახავ!
- გგონია ეგ შენზეა დამოკიდებული?
- აბა ვისზეა?
- აი, ამაზე! - სწრაფი მოძრაობით რაფაზე შემოსვა კატო და ფეხებს შორის მოექცა.ერთხანს უყურა შეშინებულ, სუნთქვააჩქარებულ გოგონას, დამფრთხალი, ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყივით რომ შეჰყურებდა და მთლიან სხეულზე აიკრა.
- არ გინდა... - ამოიჩურჩულა კატომ, მაგრამ ლევანმა ყურადღება არ მიაქცია. თმაში შეუცურა ერთი ხელი და გოგონას მსხვილ ტუჩებს ვნებამორეული დაეწაფა. კატო არ განძრეულა და ეს უფრო აგიჟებდა, ხვდებოდა, რომ ამ კაცს წინააღმდეგობას ვერასდროს გაუწევდა, მარიონეტივით იყო მის მკლავებში და სიამოვნებისგან ვეღარც კი სუნთქავდა. ორმაგად გამარჯვებული იყო ლევანი, ახლა უკვე დარწმუნებული იყო, რომ კატო მისი მაშინ გახდებოდა, როცა ამას მოინდომებდა. საკუთრების გრძნობა ერთიანად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო აღმოჩნდა მარგიანისთვის. თუმცა ამჯერად არ ჩქარობდა, მოსწონდა ამდენი ვნება, თავშეკავება, კატოს გაგიჟება და ჟინიანად განაგრძობდა თამაშს, რომელსაც რატომღაც სიყვარული ერქვა...
ვიქტორიამ ფარდა გადასწია და ეზოს გახედა, ბავშვები გამაყრუებლად თამაშობდნენ, ერთმანეთს დასდევდნენ და ბოთლებით წყალს ასხავდნენ, ისე ცხელოდა სითხე რამდენიმე წამში ორთქლდებოდა გატიტვლებული პატარების სხეულებიდან. კარზე კაკუნი მოესმა და შეხტა. უსიამოვნო წინათგრძნობამ შეიპყრო ტურჩოვა. ჩაი მაგიდაზე დადგა, უცებ გაახსენდა რომ კარს ჭუჭრუტანა არ ჰქონდა და მოლოდინმა უარესად შეაშინა.
- ვინ არის? - დაიძახა კარზე აკრულმა.
- ზურაბი ვარ, გააღე!
- რა გინდა?
- ვიკი გააღე, გთხოვ... - როგორი გატეხილი ეჩვენა ზურას ხმა, თანაც ეს სახელი, ვიკი, რამდენი ხანია მისთვის ასე აღარ დაუძახია ქმარს. მძიმედ გადაწია საკეტი და კარი გახსნა. მამაკაცი რამდენიმე დღეში უფრო დაბერებულიყო, ფერიც უფრო მკრთალი ეჩვენა ტურჩოვას, ნაოჭებიც მომატებოდა სახეზე თითქოს. შავი თვალები აღარ იმზირებოდნენ ავად. ვიქტორიას სახე გაეხსნა.
- რა მოხდა?
- შეიძლება შემოსვლა? - ქალმა გვერდზე გაიწია. ზურაბი ნელი ნაბიჯებით ათვალიერებდა ბინას. ბოლოს მისაღებში შეაბიჯა. არცერთი იღებდა ხმას. ჩამოსხდნენ. ზურაბმა ფანჯარაში გაიხედა, ხელით სიგარა მოიძია და ნერვიულად მოუკიდა.
- აღარ იტყვი რა მოხდა?
- ლაშა... ლაშა მოხდა...
- რა... რა მოუვიდა?
- არაფერი მოსვლია, დამშვიდდი. უბრალოდ... სულ აიღო ხელი ყველაფერზე, აღარაფრის გაგონება აღარ უნდა. სულ იმას გაიძახის არ მინდა შენ რომ დაგემსგავსოო. აღარც სწავლა, აღარც საქმე... - ვიქტორიას გაეღიმა.
- აღარავინ დაგრჩა ზურაბ? - მამაკაცი შეცბა, სახეზე სილურჯემ დაუარა. თითქოს ეს იყო მისი განაჩენი და ახლა ამას საყვარელი ქალის პირიდან ისმენდა. - რამდენჯერ გითხარი, სულ მარტო დარჩები თქო, რამდენჯერ? მაგრამ დამიჯერე? არა, შენ ისე იქცეოდი რომ სწორად ეს დაიმსახურე, სიმარტოვე, უარყოფა, უძლურობა! - სილურჯე სიწითლემ გადაფარა. - ეს არის შენი კარმა, შენი დათესილი, შენი დამსახურება, რა დაგიცავს მისგან? ავტორიტეტი? სახელი?
- ვიქტორია!
- შენ მარტო მე კი არა, ათასობით ადამიანს დაუნგრიე ცხოვრება, ზედმეტად ბევრი აიღე შენს თავზე, ხოდა ახლა კეთილი ინებე და პასუხიც მოისმინე! ისე დაგაბრმავა ამ ცხოვრების არასწორად ჩამოყალიბებულმა სტერეოტიპებმა და საკუთარმა ეგომ, რომ ყველა ჩამოიშორე, ვისაც უყვარდი, ჩვენ კი არ წამოვედით შენგან, შენ გამოგვიშვი!
- ვისაც ვუყვარდი? - ჩაიცინა ზურაბმა. - და ვის ვუყვარდი, შენ?
- არა, მე არასდროს მყვარებიხარ, მაგრამ ლაშას უყვარდი, დედაშენს უყვარდი, მეგობრებს უყვარდი. ვინ დაგრჩა გვერდით ვინ დაიტოვე? ვის ახსოვს შენგან გაკეთებული სიკეთე? შენ მკვლელი ხარ ზურაბ, შენ ჩემი უსახელო შვილის მკვლელი ხარ!
- კმარა! - ფეხზე წამოდგა ცაბაძე. - გაჩუმდი თორემ... ის ისევ დაბრუნდება! - ცივმა ოფლმა დაასხა...
- ვინ ზურაბ?
- გაჩუმდი! - გულზე მაგრად მიიჭირა ხელი, მძიმედ შებრუნდა და დერეფანს გაუყვა. არაფერი უთქვამს ვიქტორიას, ან რა უნდა ეთქვა. უბრალოდ... ყველაფრის მიუხედავად გული დასწყდა, ხშირად წარმოიდგენდა გამწარებული როგორ ახლიდა პირში ყველაფერს მის ქმარს, როგორ დაჰყურებდა ზემოდან და ეუბნებოდა რასაც იმსახურებდა. ყველაფერი უთხრა თითქოს, მაგრამ შვება ოდნავადაც ვერ ჰპოვა. ნახა ისეთი, როგორსაც ისურვებდა, მაგრამ გული უარესად ჩასწყდა....
დღეები ზლაზვნით მიუყვებოდა ერთმანეთს, არაფერი ხდებოდა, სრული სიმშვიდე, რომელსაც კატო სიგიჟემდე მიჰყავდა. არცერთი ზარი ლევანისგან შემოსული, არცერთი შეტყობინება. იქნებ რამე მოხდა? - არ ასვენებდა ეს კითხვა. ამას რებეკას ქორწილზე ფიქრიც დაემატა. მას სულაც აღარაფერი ადარდებდა, მარტო კაბა, თაიგული, სტუმრები, რესტორანი... გეგმავდა და აზრს წუთში სამოცჯერ იცვლიდა.
- წითელი ბანძი ფერია. რამე უფრო ისეთი მინდა...
- შავს ყველაფერი უხდება რებეკა, რაც გინდა ის აარჩიე ტვინი ამეწვა!
- იქნებ თეთრი?
- იქნებ ვინმე დაიქირაოთ, რომ მაგიდის გადასაფარებელზე უფრო მნიშვნელოვან თემებზე გადაიტანო შენი უმაღლესი ყურადღება?
- მაგალითად? - გაღიზიანებით მიაჩერდა რებე და კალამი დადო.
- მაგალითად რატომ ვარ ეს დღეებია სულ ცხვირჩამოშვებული.
- და რატომ?
- ხედავ? შეამჩნიე, მაგრამ არ გადარდებს, შენთვის ხელსახოცების ფერი უფრო მნიშვნელოვანია!
- ღმერთო, რა ეგოისტია ეს ადამიანი! - თვალები ჭერს მიაპყრო რებეკამ. - სამ დღეში ქორწილი მაქვს, რომელიც მთელ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მექნება და არ შეიძლება, რომ მინდოდეს ყველა წვრილმანი თვითონ შევარჩიო?
- არ ვიცი. - დივანზე მჯდარი გვერდზე მოწყვეტით გადავარდა და თავი ბალისში ჩარგო. - მერე მე ვინ მომხედავს?
- მგონი შენ ჩემზე მეტად დაშტერდი. - გაიცინა რებემ, მაგრამ მალევე დასერიოზულდა. - რა მოხდა?
- ლევანი არც მწერს, არც მირეკავს. დამტოვა ასე უყველაფროდ, უყურადღებოდ. იქნებ ვკვდები, იქნებ ცუდად ვარ, იქნებ რა ჯანდაბა მჭირს?
- შენ თავს რომ არაფერს გაუჭირვებ იცის! - კატომ თავი ამოყო ბალიშიდან და დას დაბღვერილი მიაჩერდა. რებეკა შტორმის მოლოდინში გაიტრუნა.
- ოხ, როგორ მინდა ახლა... - დაიწყო კატომ მაგრამ აღარ დასცალდა. ეკრანზე თებეს ნომერი გამოისახა. წამში იმდენი ცუდი რამ გაიფიქრა გოგონამ, რომ სუნთქვა შეუწყდა.
- რა მოხდა თებე?
- რა მოხდა?
- ანუ... რატო მირეკავ?
- კატო რა გჭირს? - დაიბნა ორივე. - ისე გირეკავ, თან მაინტერესებს მამა შენთან თუა, არ მპასუხობს რომ ვურეკავ, ანუკისთან მინდა წასვლა.
- და... რამდენი ხანია არ გპასუხობს?
- ეხლა ვურეკავდი, დილას სახლში იყო.
- არა, ჩემთან არაა. - დამშვიდდა რადგან ლევანი ჯერ კიდევ ცოცხლებში ჩათვალა. - მეც დავურეკავ და თუ მიპასუხა ან რამე სიახლე იყო დაგირეკავ.
- და წასვლა რომ მინდა?
- მერე მე რა ვქნა? კი არ დამავიწყდა იმდღეს შენს მაგივრად მე რომ გამლანძღა მამაშენმა.
- ო, კაი რაა. წავალ გთხოვ!
- წადი...
- მართლა?
- ჰო, მართლა. ერთ ჩხუბს კიდევ ავიტან!
- მიყვარხარ! - მიაძახა გოგონამ და ტელეფონი გათიშა. კატომ რაღაცნაირად დედად იგრძნო თავი და გაიღიმა.
- რა მაიმუნი ბავშვია.
- სად გაუშვი?
- დაქალთან, იქვე ცხოვრობს, მძღოლი წაიყვანს.
- ლევანი მოგკლავს, რატო გაუშვი, რამე რომ მოხდეს?
- კაი რა, რა უნდა მოხდეს? მოკვლით კი მართლა მომკლავს.
- მერე გეთქვა უარი!
- ჯერ ერთი არ მიყვარს თებესთვის უარის თქმა და მეორეც, ახლა მაინც ხომ დამირეკავს?
- გასალანძღად!
- მერე რა, მთავარია დამირეკავს. ვინ მოგცა უფლება გოგო! - გამოაჯავრა ლევანს თავის ქნევით, ბოხი ხმით და სიცილისგან გადაყირავდა.
- რა გიჟი ხარ იმენა!
- დედიკოს დაურეკე, რომელზეღა მოვა?
- ლაშა უნდა ვნახოვო.
- რატოვო?
- ნუ დამცინი. რავი აუშვია მაგრად. არც სწავლობს, არც საქმეს აკეთებს.
- მეც ასე ვიზავდი!
- ხო, შენ გგავს.
კიდევ დიდ ხანს ილაპარაკეს, კატო ისე გაერთო სულ გადაავიწყდა ლევანთან დარეკვა. უკვე ღამდებოდა მისი ტელეფონი რომ აწკრიალდა.
- რებე, რებე!
- რა იყო, რა?
- რეკავს! - თქვა გამარჯვებული ხმით და ტელეფონს უპასუხა. - გისმენთ!
- ჩამოდი!
- სად? - ისეთი ხმა ჰქონდა ლევანს კატომ უმალ ინანა თებეს გაშვება და დაშაშრული ტუჩიდან კანი მოიკვნიტა.
- ქვემოთ, გელოდები!
- ვა, ვა! რა ჩავიცვა? - ეცადა სანამ შეეძლო და შორს იყო ცოტა მაინც გაებრაზებინა.
- არაფერი, მალე ჩამოდი!
- ტიტველი ჩამოვიდე?
- ახლა ტიტველი ხარ?
- ხო. - იცრუა ურცხვად.
- ხოდა სანამ მე ამოვალ, მალე ჩაიცვი და ჩამოდი, თორემ თუ დააგვიანე, კიდევ დიდხანს იქნები შიშველი! - სანამ კატო კიდევ ეტყოდა რამეს ლევანმა აპარატი გამორთო და გოგონას ფანჯრებს ახედა. - რა უვარგისია, მაინც მომიტყუა! - ჩაილაპარაკა სიცილით. მერე სარკე მისკენ მოაბრუნა და მკაცრი გამომეტყველება მიიღო. - მალე ალბათ კბილები დაგცვივა და სკლეროზი დაგეწყება. - გამოაჯავრა კატოს წრიპინა ხმით და გაეცინა. მერე კბილები დაკრიჭა და სარკეში მოათვალიერა ყველა თუ იყო თავის ადგილას და კატოც გამოჩნდა. ლევანი არ გადასულა, არც გოგონა დალოდებია, კარი გამოაღო და სახეზე აკრული არაბუნებრივი ღიმილით ლევანს მიაჩერდა.
- შეიძლება ბატონო ლევან?
- დაჯექი!
- გმადლობთ დიდად! - სავარძელზე მოიკალათა და ღვედი შეიკრა. - წავედით!
- სად? - დაიბნა ლევანი.
- ზღვაზე.
- სად ზღვაზე გოგო?
- რავი, რუჯი მაქ დასამატებელი ცოტა.
- აა, ღადაობის ხასიათზე ხარ?
- ცოტა.
- შენ გოგო რამდენს იღებ საკუთარ თავზე, ა?
- არ დაიწყო ახლა ვინ მოგცა უფლებაო და რაღაცეები, მაგრად მეზარება თავის მართლება. არ პასუხობდი და წასვლა უნდოდა ბავშვს, მეც გავუშვი, ჩემს გასალანძღად თუ მოხვედი, მე წავედი! - კარისკენ წაიღო ხელი კატომ.
- აბა გაბედე და ერთი ნაბიჯი გადადგი! - კბილებში გამოსცრა ლევანმა. გოგონას გაშვერილი ხელი ჰაერში გაუშეშდა. - რისთვის მოვედი, ეგ მე ვიცი, შენ კიდევ ახლა ჩუმად იჯდები მაგ სიდენიაზე და ხმას არ ამოიღებ იქამდე, სანამ ლაპარაკს არ დავასრულებ, გასაგებია? - კატო მონუსხული მისჩერებოდა და ხმას არ იღებდა. - გასაგებია-თქო გოგო?
- გოგოს ნუ მეძახი, ვერ ვიტან!
- აუ კატო მომაკვლევინებ თავს თებეს ვფიცავარ!
- გასაგებია.
- თებე ჩემი შვილია, სად წავა და სად არა, გადავწყვეტ ყოველთვის მე, ის რომ ოდესღაც მისი ძიძა იყავი, არ გაძლევს უფლებას, რომ გადაწყვეტილებები მიიღო მასზე, თანაც ჩემს გარეშე. არასდროს აღარ გაბედო იგივეს გაკეთება, გაიგე?
- მორჩა?
- მე შენ რა გაგაფრთხილე?
- ხომ დაასრულე? ხოდა ამოვიღე ხმა!
- როგორ მღლის შენთან ლაპარაკი... - მინა დაუშვა ლევანმა და სიგარეტი მოიძია.
- მერე რას მელაპარაკები?
- აღარც დაგელაპარაკებოდი თებე რომ არ გაგეშვა!
- ანუ არ აპირებდი ჩემ ნახვას ან მოკითხვას?
- არა!
- გასაგებია... - დაიჩურჩულა კატომ, ხმამაღლა უნდოდა თქმა, მაგრამ არ გამოუვიდა. ლევანის პასუხმა შეუქცევადად იმოქმედა გოგონაზე, არ ელოდა, ვერც გაიაზრა. ვერ მიხვდა რატომ უპასუხა მამაკაცმა ასე, რატომ აღარ უნდოდა მისი ნახვა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, აგარაკზეც სულ ის იჩენდა ინიციატივას და რა შეიცვალა ასე უცებ? ფრთხილად გააღო მანქანის კარი და უარყოფითი ემოციებით გატენილი გადმოვიდა იქიდან. ყურადღება აღარ მიუქცევია ლევანის ძახილისთვის, სახლში ასვლა არ უნდოდა. ვიწრო გასასვლელი მოძებნა კორპუსებს შორის სადაც ლევანის მანქანა ვერ გაეტეოდა და მხოლოდ მაშინ შენიშნა, რომ თურმე ტიროდა. - ,,სულელი ვარ, სულელი!" იმეორებდა გულში, - ,,როგორ შემოყვარდა ეს უგულო, უსულო კაცი! რა მინდოდა, რატომ არ მომტყდა ფეხები მის სახლში რომ მივეთრეოდი!".
დიდ ხანს იარა, ყველა მის მტირალ, ლურჯ თვალებს უყურებდა გაოცებული და ნერვები უარესად მოეშალა. ვიქტორიას კორპუსს რომ მიადგა, მერეღა გააანალიზა სად მიუწევდა გული, - ,, ნეტავ სახლში იყო..." სწრაფად აირბინა კიბეები, დიდ ხანს აკაკუნა, მაგრამ დედას არ გამოუხედავს.
- დაგელოდები... - ჩაიმუხლა კართან და ფეხის საწმენდზე დაჯდა. მერე გაახსენდა რომ დარეკვა შეეძლო და შორტის ჯიბეები მოისინჯა. - ჯანდაბა, ჯანდაბა... კარგი რაა! - უღონოდ გადააგდო თავი უკან. - როგორ დამრჩა ლევანთან, რა შტერი ვარ... ალბათ მაგიტომ მეძახდა... - ამის გააზრებაზე გული უარესად დასწყდა. დიდ ხანს ელოდა, ბოლოს იფიქრა იქნებ ჩვენთან სახლშიაო და ზანტად წამოდგა. როგორც კი კორპუსიდან გამოვიდა ლევანს წააწყდა. მანქანაზე იყო მიყუდებული და სიგარეტს ეწეოდა. გაბრაზებულმა ისე მოიკვნიტა ტუჩი სისხლმა გამოჟონა. უკან გატრიალება უაზრო იყო, ამიტომ ცხვირი აიბზუა და ჩავლა დააპირა.
- გელოდებოდი, ვისთან იყავი?
- შენი საქმე არაა, თვალით ნუ მენახები! - სიარული გააგრძელა, ლევანი ერთი ნახტომით წამოეწია და მკლავში ხელი მოკიდა.
- გაჩერდი, ვერ ხედავ რომ გელაპარაკები?
- მკ*დია!
- წესიერად გოგო!
- ნუ მეძახი გოგოს-თქო! - ხელი მაგრად დაქაჩა რომ გაეთავისუფლებინა. - რა ჯანდაბა გინდა?
- ტელეფონი დაგრჩა! - შეახსენა ლევანმა და გვერდულად გაიღიმა. როგორ უნდოდა ახლა კატოს სახე დაეკაწრა მისთვის.
- მერე?
- არ გინდა მოგცე?
- მომეცი! - ხელი გაუწოდა გოგონამ.
- ჯერ დაიმსახურე.
- რა? - სახე მოერყა კატოს.
- გაგიმეორო?
- რას მეთამაშები?
- კატა-თაგვობანას. საყვარელი ხარ წრუწუნას როლში.
- მართალი ყოფილა...
- რა? - ინტერესით გადახარა თავი ლევანმა.
- რომ მოხუცდება ადამიანი ბავშვს ემსგავსებაო.
- დაჯექი მანქანაში!
- სახლშიც ხომ არ გამოგყვე? გზა არ დაგავიწყდეს უცებ, ან კიბეებზე ფეხი დაგიცდეს!
- კატო, - გულიანად გაიცინა ლევანმა. როგორ აგიჟებდა გოგონას მისი ღიმილი. - გეყოფა ჭირვეულობა.
- ტელეფონი მომეცი!
- მოგცემ, სახლში რომ მიგიყვან.
- არ მჭირდება, დაიტოვე! - მიახალა გაგულისებულმა და შებრუნდა. ლევანმა სწრაფად მოხვია წელზე ხელი, მეორე მუხლებქვეშ ამოუდო და მანქანისკენ წაიყვანა. - ახლავე დამსვი შე პირუტყვო, - აფართხალდა კატო და სახეზე ხელები ისე მოუჭირა, რომ თავისი პატარა ფრჩხილები ჩაასო.
- რას შვები შე ველურო, წრუწუნა კი არა, კატა ხარ ნამდვილი! - ზურგზე მოიგდო გოგონა რომ მისი ბრჭყალებისგან თავი დაეცვა.
- დამსვი თორემ ქვეყანას შევყრი გესმის? არ გესმის?
- გაჩუმდი, თორემ დაისჯები. - ხელი მსუბუქად მიარტყა გოგონას საჯდომზე და მანქანის გაღებულ კარში შეჩურთა. რომ მოუარა და თვითონაც დაჯდა კატოს ღიმილით გადახედა. - არ მეგონა ასე თუ მოგიხდებოდა, თორემ აქამდე მოგცხებდი!
- შენ... შენ... შენ რა ადამიანი ხარ?! - შეიშალა ერთიანად. - რა ჯანდაბა გინდა გამარკვიე, მთელი საღამო გამიმწარე, ეს რა თამაშია, ჩემ გრძნობებზე რატომ დახტიხარ გამაგებინე?
- რომელ გრძნობებზე? - კატომ ამჯერად ენაზე იკბინა.
- ნერვებზე!
- რატომ არ ტყდები გამაგებინე? - ძრავა ჩართო ლევანმა და მანქანა დაძრა.
- რა გგონია, რომ შენისთანა ხმელი ხე შემიყვარდა?
- კი არ მგონია, ვიცი. თუმცა მინდა შენგან მოვისმინო.
- და თუ მოისმინე, მერე რა მოხდება? - ლევანს ამაზე არ უფიქრია, ამიტომ დაიბნა და თავის დაძვრენა სცადა.
- ჯერ მოვისმინო...
- შენთვის შენი თავმოყვარეობა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე რამე გრძნობა ამ ქვეყნად. როგორც ჩანს მეც ვიქტორიას ბედს ვიზიარებ...
- ანუ?
- ანუ არაფრით განსხვავდები ზურაბისგან! - სიტყვა ძლივს დაამთავრა კატომ ისე მძლავრად დაარტყა ფეხი ლევანმა მიხრუჭს, ღვედი რომ არა, ალბათ მინას შეეხეთქებოდა გოგონა. - გააფრინე?
- ჩადი, თუ გინდა რომ ცოცხალი გადამირჩე დღეს ძალიან ჩქარა გადადი!
- არ მინდა!
- რა?
- მითხარი სახლში მიგიყვანო, მე არ მინდოდა მაგრამ ძალით წამომიყვანე, ახლა გგონია შუა გზაზე ჩამომსვავ? მიმიყვანე სდაც დამპირდი, ტელეფონი მომეცი და საერთოდ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან. რას მიყურებ? ხომ აღარ გინდოდა ჩემთან ლაპარაკი, ხოდა თავისუფალი ხარ, ჯანდაბამდე გქონია გზა!
ლევანმა ერთხანს უყურა, მერე გაეღიმა. მოწყვეტით დაძრა მანქანა ადგილიდან და ისედაც ამტვერებულ, სიცხისგან ამოგუდულ ქუჩას უფრო მეტი ბურუსი და დამწვარი საბურავების სუნი დაუტოვა.
* * *
ორნი იდგნენ საკურთხეველთან, დაძაბული ღიმილით შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ორივეს კარგად ჰქონდა გააზრებული რას ნიშნავდა მათი ტაძარში დგომა და ღვთის კაცის ხმადაბალი საუბარი. იცოდნენ, რომ ამ დღეს, სამუდამოდ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, რომ ორი თითქოს უმნიშვნელო სიტყვა - ,,თანახმა ვარ!", აბსოლუტურად ცვლიდა მათ ცხოვრებას, რომ ეყვარებოდათ ერთმანეთი ჭირშიც და ლხინშიც, უბედურებაშიც და ბედნიერებაშიც, რომ იქნებოდნენ ერთად ერთგულნი უკუნითი უკუნისამდე, სანამ სიკვდილი არ დაშორებდა ერთმანეთს... სიცოცხლეში მხოლოდ ამ დღეს შეეძლო საკურთხეველთან მისვლა რებეკას და არ დაუშვებდა, რომ გაეტეხა სიტყვა, რომელიც დადო ასეთ წმინდა ადგილას. ბედნიერმა შეხედა დემეტრეს, რომელიც ზუსტად იგივეს განიცდიდა რასაც მისი პატარა გული და გაეღიმათ.
- მინდა ჩვენ შვილს ეს ღიმილი ჰქონდეს! - ტუჩებზე დახედა ბიჭმა და რებეს პულსაციამაც მიაღწია ორასს...
რამდენიმე დღე გაგრძელდა ქორწილი, კატო ბედნიერ წყვილს რომ უყურებდა ყველფერი ავიწყდებოდა, თუმცა როგორც კი დაკარგავდა ხედვის არედან, მაშინვე მოუსვენრობა და ეგოისტი მე იჩენდა თავს. დიდ ხანს ეხვეწა ვიქტორიას ჩემთან გადმოდიო, მაგრამ ქალმა მის პირველ აზრს არ გადაუხვია, ხან რას იმიზეზებდა, ხან რას. სინამდვილეში ის ცდილობდა შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი თავისიანებსა და ზურაბს შორის, ეს უკანასკნელი კი აუცილებლად შეახსენებდა მათ თავს. არ უნდოდა ვიქტორიას მათი შეხვედრა, არ იცოდა რას მოიმოქმედებდა ამ შემთხვევაში კატერინა და რა პასუხი ექნებოდა ზურაბს. გაურკვევლობის შიშს, ისევ არასაკმარისი სიმშვიდე არჩია. ბოლოს საუბარი გვარის მიცემაზე გადაიტანა. რებეკა იმ დღიდან ნემსაძე გახდა, კატო კი ტურჩოვა...

რებე წავიდა, ნიცა მისი ოცნება იყო, ამიტომ დემეტრეს დიდ ხანს არც უფიქრია, ბილეთები აიღო და ჯერ კიდევ გაუთენებელი თბილისი ღრუბლებქვეშ დატოვა.
* * *
სექტემბერმა სულ არია ქალაქი, ხალხმა იმატა, ყველას ეჩქარებოდა სადღაც, ტელეფონებზე ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს უთანხმდებოდნენ, კატო დააბიჯებდა მათ შორის და თვალებით მუდამ ნაცნობ სახეს ეძებდა, რომელიც არა და არ ჩნდებოდა. რამდენიმე წვეთი დაეცა სახეზე პატარა ტურჩოვას და მაღლა აიხედა. შავი ღრუბელი შეუმჩნევლად სწრაფად წამოსულიყო დასავლეთიდან. უფრო მეტად ჩამოცხა რამდენიმე წამში მაგრამ ამის საპასუხოდ ისე იხსნა ცამ პირი, რომ ახმაურებული ქალაქი მაშინვე დაცალა. არ აჩქარებულა კატო, პირიქით, მაღლა ახედვას ცდილობდა და მსხვილ წვეთებს სახეს ღიმილით უშვერდა, რამდენიმეჯერ დატრიალდა კიდეც, უნდოდა ენახა მის ყვითელ სარაფნის ბოლოებს ძვრას თუ უზავდა, მაგრამ კაბა ისე იყო სითხით გაჟღენთილი, ერთიანად მიეწება ტანზე და გოგონას სხეულის ყველა დეტალი უფრო მეტად გამოკვეთა, წვიმის ხმაში ტელეფონის ხმა ძლივს გაარჩია.
- ხო დე, რა ხდება?
- სად ხარ, წვიმს საშინლად?
- აქვე სახლთან, მოვყევი მეც და შეფარებული ვარ, ველოდები გადაღებას. მოხდა რამე?
- მოხდა...
- თქვი და!
- ზურაბია საავადმყოფოში, გულმა დაარტყა.
- რა სასიამოვნო ამბავია!
- კატერინა!
- მაპატიეთ ქალბატონო ტურჩოვა სულ რომ არ მებრალება თქვენი მწამებელი და ჩემი სავარაუდოდ დის მკვლელი, ბევრად ადრე რომ მიმხვდარიყო მისი გული რა დამპალ სხეულსაც ამოძრავებდა უკეთესი ნამდვილად იქნებოდა.
- ლაშამ თქვა რომ ეს უმიზეზოდ არ მომხდარა...
- აბა?
- ზურაბი ნულზე დასვეს კატო, ვიღაცამ აბსოლუტურად ყველა ანგარიშიდან ფული მოუხსნა, სეიფშიც კი არ დაუტოვეს რამე რომ... ლაშა გაგიჟებულია... მკურნალობის ფულიც კი არ აქვს... საერთოდ არაფერი გესმის? კიდევ კარგი უძრავი ქონება მაინც დარჩა...
- კიდევ კარგი? შენ გიჟი ხარ დედა, მე მაგასაც არ დავუტოვებდი!
- ის ლაშას მამაა!
- მასეთი მამის ყოლა რაში უნდა?
- უნდა თუ არ უნდა, ასეა და მორჩა. მანქანებს ყიდის ეხლა, გაიკითხე შენც ვინმეს თუ სჭირდება. - ისე გათიშა ვიქტორიამ აღარ დალოდებია შვილის პასუხს.
- ოხ, ლევან! - ხელები სახეზე მოიჭირა კატომ. - მაინც არ დაგირეკავ... არ დაგირეკავ... აი ნახავ... - დიდხანს ელოდა წვიმის გადაღებას კატერინა, მაგრამ სულ ტყუილად, დაიწყო და აღარ დამთავრდა. გალუმპული და აკანკალებული მიადგა სახლის კარს. ძლივს გააღო საკეტი და შიგნით შევარდა. სიგარეტის მძაფრმა სუნმა სული შეუხუთა. შუქი აანთო და შეხტა. ლევანი დივანზე იჯდა, მშვიდად ეწეოდა და მეორე. ხელით ვისკს სვავდა.
- სახლში არ ვეწევით! - სწრაფად მივარდა მამაკაცს, სიგარეტი გამოართვა და საფერფლეში ჩაასრისა. ლევანს არ შეუხედავს ისე მოუკიდა მეორეს და სმა განაგრძო. - არ გესმის შენ?
- კმაყოფილი ხარ?
- არა, მე რატომ არ წამიყვანე?!
- თვალით ნუ მენახებიო არ მითხარი?
- აა, მაგის გამო არ დამენახე? აბა ახლა რას გამომეცხადე?
- მომინდა და მოვედი. - ჩაილაპარაკა ნამთვრალევად და მხოლოდ ახლა აათვალიერა კატო. ყვითელი სარაფანი მჭიდროდ შემოტმასნოდა ტანზე, სითხეს მთლად გამჭვირვალე გაეხადა სამოსი. - ასე იყავი გარეთ?
- წვიმს... - თავი იმართლა გოგონამ და იქვე მიგდებული პლედი აკანკალებულ სხეულზე მოიხვია.
- შენ გაგიჟდი? ბარემ საცვლებით გეარა!
- რომ გავედი არ წვიმდა. მე რატომ არ წამიყვანე მეთქი?
- მარტო უკეთ გავართმევდი თავს.
- ყოჩაღ, მაგრად გადამაგდე. როგორც ზურაბმა მამაშენი, არა? - ლევანს რამდენიმე კუნთი ერთად შეუტოკდა, ჯერ ყბებთან, შემდეგ საფეთქლებთან და ჭიქას ხელი მაგრად მოუჭირა.
- ნუ მადარებ მაგ ახვ*რს, მეორედ აღარ გაგაფრთხილებ იცოდე!
- და რას იზავ?
- კატო ნუ მცდი, არ მოგეწონება როდესაც წყობილებიდან გამოვალ!
- აქ რისთვის მოხვედი?
- წილი არ გინდა?
- რაც არ გამიკეთებია რათ მინდა? თუ გგონია შენ სამადლოდ მოგდებულ ფულს ავიღებ რომელიც ზურაბმა სიბინძურით იშოვა?
- რომელი ფულია სუფთა? ყველა ბინძურია, სისხლიანი და ცოდვიანია!
- ხოდა არ მჭირდება.
- ყველაზე ჯიუტი ხარ, ყველაზე! - მაგიდაზე დაყრილ ბანქოს დასწვდა მამაკაცი და ერთმანეთში აურია. - წადი და გამოიცვალე, ცხელ ყავასაც თუ მოიტან კარგი გოგო იქნები.
- და მეორედ რომ მოხვალ სნიკერსებს მომიტან?
- ქინდერებს. - გაიღიმა ლევანმა.
სანამ გოგონა გამოიცვლიდა და ყავას მოადუღებდა ლევანმა ჭიქით ხელში ყველა მათი კედელზე ჩამოკიდებული სურათი დაათვალიერა. უცნაური იყო, მაგრამ კატოს რებეკასგან მაინც არჩევდა. აბსოლუტურად ერთნაირ ტანსაცმელშიც კი შეეძლო მიხვედრა, მისი მზერა მაინც სხვანაირი იყო, ყველანაირი უყვარდა ლევანს, დიახ, ნამდვილად უყვარდა... თვითონაც უკვირდა როგორ შეძლო ნინას შემდეგ დაევიწყებინა ყველაფერი და უბრალოდ შეყვარებოდა ასეთი პატარა, საოცრად ბავშვური და ჯიუტი გოგონა. ყველაში კატოს ეძებდა, მის მზერას, მის სიცილს, გაბუტვას... ისე დასტრიალებდა კატოზე ფიქრები მის თავს, როგორც ზაფხულში მოფარფატე ფარვანები შიქურას...
- უშაქრო? - გამოსძახა სამზარეულოდან და ფიქრებს მოსწყვიტა.
- როგორ მიხვდი?
- ფიზიკურად ვერ დალევ შენ ტკბილს, აშკარად რამე მაგარი და უშაქრო გიხდება.
- ხო, მაგრად მიხდები, ბაზარი არაა!
- მაგრამ მაინც თან გინდა ჩემი ნახვა, თან არ გინდა ჩემთან ლაპარაკი, არა? - აშკარად დიდი ზომის ჩაჩაჩული სპორტულებით გამოფართხუნდა ჭიქებით ხელში, ჯერ კიდევ სველი თმა წინ გადმოეგდო. დივანზე ჩამოჯდა და ფეხმორთხმით მოსვა მდუღარე სითხე. სხვას ალბათ აქამდე გააგდებდა სახლიდან, მაგრამ ლევანთან სიახლოვე მისთვის იმდენად სასურველი იყო, რომ სულ არ უნდოდა მისი წასვლა. მამაკაცი ნელი ნაბიჯებით წამოვიდა და გვერდზე დაუჯდა. - ჭრელო პეპელა, - წაიმღერა კატომ. - დაფრინავ ნელა, დელია რანუნი. - ცოტა ხანი პაუზა აიღო და მომღიმარ ლევანს თვალი თვალში გაუყარა. - ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, დელია რანუნი. - დაასრულა სიცილით.
- საშინელი მომღერალი ხარ და საოცარი მენამიოკე. - ყავა მოსვა ლევანმა. - სიგარეტი მოუხდებოდა ამას, რომელი საათია?
- შენი წასვლის დროა! - ლევანმა მაჯას დახედა, ისრები ათს უჩვენებდა.
- ჯერ ადრეა. - ისევ შეათამაშა ბანქო ხელში. - ვითამაშოთ?
- დაარიგე.
- ბურა იცი?
- კი.
- კარგად იცი? - აზარტულად დაიწყო გადარჩევა ლევანმა.
- შენ მაინც მოგიგებ. მთელი ბავშვობა მეტი არაფერი გვიკეთებია მე და რებეს. - მოემზადა კატოც, თან გადამცემით მუსიკების არხი ჩართო და თმა უკან გადაიყარა.
- რაზე ვითამაშოთ?
- არ მითხრა გახდაზეო. - გაიცინა გოგონამ.
- მე არასერიოზულ რაღაცეებზე არ ვთამაშობ. - უსარგებლო ნახევარი გვერდზე გადადო მამაკაცმა და რამდენიმეჯერ მოჭრა.
- აბა რაზე თამაშობ?
- დიდ ფულზე, რომელიც შენ არ გაქვს, ან ცხოვრებაზე.
- ცხოვრებაზე?
- ხო.
- ანუ?
- ანუ თერთმეტამდე ვითამაშებთ, და თუ მომიგე მთელი ცხოვრება იმას გავაკეთებ, რასაც მეტყვი, ნებისმიერ რამეს, უსიტყვოდ!
- სერიოზულად ამბობ?
- აბსოლუტურად.
- და თუ წავაგე?
- თუ წააგებ შენ იქნები ჩემი.
- შანსი არაა!
- დაფიქრდი, - გაუღიმა მაცდურად. - შანსი გაქვს მთელი ჩემი ცხოვრება მართო, თანაც ხომ ამბობ მოგიგებო? - კატო მართლა ფიქრობდა, წინადადება საოცრად მიმზიდველი იყო და სახიფათო, ეს კი გოგონას საყვარელი სტიქია გახდა ბოლო ხანებში.
- არა, არა... ვერ გავრისკავ.
- სულ შენ დაარიგე. - ისევ უღიმოდა ლევანი და კატო ლამის ჭკუიდან შეიშალა. - მე ხელს არ მოვკიდებ კარტს.
- გაჩუმდი, ნუ მაცდენ!
- მშიშარა ხარ!
- მშიშარა კი არა ჭკვიანი ვარ!
- ჩემი გეშინია!
- მე ისიც კი არ ვიცი რას მოითხოვ ჩემგან თუ წავაგე.
- ყველაფერს... და ბოლომდე!
- ასე გაგიჟებ?
- შენ წარმოდგენაც არ გაქვს რას გიზავდი ახლა ჩემი რომ იყო! - ლევანმა დაჟინებით ჩახედა თვალებში კატოს. გოგონამ თითქოს მისი სურვილი ცხადად დაინახაო წამოწითლდა და სუნთქვა მოემატა. - რას იტყვი?
- უარს... - დაიჩურჩულა კატომ.
- მშიშარა!
- ისე ვითამაშოთ.
- ისე მეზარება. მოდი აქ. - ბანქო გვერდზე გადადო ლევანმა და კატოსკენ გაიწია.
- რას შვები?
- მოდი-თქო! - წელზე ხელები მოკიდა და კალთაში ჩაისვა. - რატომ არ გინდა ჩემი იყო?
- რატომ უნდა მინდოდეს? - აწითლდა გოგონა.
- იმიტომ რომ გიყვარვარ!
- სამაგიეროდ შენ არ გიყვარვარ, ხომ ასეა? - ვერც კი მიხვდა ისე გამოტყდა.
- ფეხი აქეთ გადმოდე, - თემა გადაიტანა ლევანმა და კატო მუცელზე შემოისვა. - ასე უკეთესია. - ქვემოდან ახედა დაბნეულ გოგონას. - იქნებ ჩემი სურვილის ასასრულებლად შენთვის მოგება არც მჭირდება? შენ ხომ ისედაც ჩემი ხარ!
- მე არავისი არ ვარ.
- მაგრამ ჩემი ნამდვილად ხარ! - ლოყებზე ხელი მოუჭირა კატოს, მისკენ მიიზიდა და გამობურცულ ტუჩებზე დაეწაფა. როგორ მოენატრა კატოს ეს სხეულის გამყინავი ქაოსი მის მუცელში. ძლიერად დაუარა მთელ ნერვებში გოგონას. ინსტიქტურად შეეხო მამაკაცის სახეს და ხელისგულებში მოიქცია. ლევანმა ხელი მძლავრად მოხვია წელზე,მსუბუქი ბიძგით მიიზიდა კატო და მაიკის ქვეშ ხელი შეუცურა.
- გაჩერდი... - ამოიკვნესა გოგონამ თუმცა კოცნა არ შეუწყვიტავს.
- გაჩუმდი! - ერთი ხელით სწრაფად გააძრო ზედა, თავისიც მიაყოლა და შიშველ სხეულზე აიკრა კატო.
- ლევან გთხოვ... - ამხელა ემოციების გაძლება არ შეეძლო კატოს, სიამოვნებისგან ვეღარც კი სუნთქავდა. იცოდა თვითონ ვერ შეძლებდა მის გაჩერებას.
- ჩუმად, თორემ დაისჯები კატერინა!
- ლევან! - ამოიკვნესა ხმამაღლა როგორც კი ლევანი მის მუცელს ქვემოთ დაუყვა. შემდეგ გადააწვინა და ზემოდან მოექცა. დანარჩენი ტანსაცმელიც სხვების გზას გაუყვა. კიდევ დიდ ხანს ათარეშა მძლავრი ხელები მამაკაცმა კატოს სხეულზე, მისი არცერთი ნაწილი შეუსწავლელი არ დარჩენია, მოსწონდა, რომ სიამოვნებისგან გაბრუებული გოგონა ხმასაც კი ვეღარ იღებდა, უბრალოდ სხეულით ჰყვებოდა საოცარ ტალღებს და ხმამაღლა სუნთქავდა.
- გავჩერდე? - ჰკითხა ღიმილით და ზედა საცვალი შეუხსნა. კატომ უარის ნიშნად თავი გააქნია. - გინდა რომ გავაგრძელო? - მთლიანად გაათავისუფლა გოგონა თეთრეულისგან და საკუთარიც მიაყოლა. პარალელურად კოცნას არ წყვეტდა.
- მინდა...
- მთხოვე!
- რა გთხოვო? - სასიამოვნო ბურანიდან გამორკვევა არ უნდოდა კატოს და ინსტიქტურად ლაპარაკობდა.
- რომ ჩემი გაგხადო, მთხოვე კატერინა! - ,,იქამდე იქნები ასე, სანამ არ მთხოვ..." - გაახსენდა კატოს აგარაკზე ნათქვამი და თვალები გაახილა. ლევანი აზარტულად დაჰყურებდა ზემოდან.
- თუ არ გთხოვ?
- გავჩერდები.
- ხოდა არ გთხოვ!
- იცოდე ინანებ! - კბილებში გამოსცრა მამაკაცმა.
- ვიცი... - დაიჩურჩულა გოგონამ.
კოწახურის კანფეტები VI

ვფიქრობ საკმაოდ დიდი თავით გაგანებივრეთ ^_^ იმედია თქვენც გამანებივრებთ :)



№1 სტუმარი სტუმარი ლანა

რა კარგი იყო ძალიან მომეწონა❤❤წარმატებები❤❤❤

 


№2  offline წევრი Emisanthropy

ასეთ განსხვავებულ ისტორიას პირველად ვკითხულობ. წარმატებები❤️

 


№3  offline მოდერი Marry Amm

სტუმარი ლანა
რა კარგი იყო ძალიან მომეწონა❤❤წარმატებები❤❤❤

ყოველ დღე ვდებ ასერომ მალე დასრულდება მიხარია რომ მოგეწონა <3

Emisanthropy
ასეთ განსხვავებულ ისტორიას პირველად ვკითხულობ. წარმატებები❤️

განსხვავებულები არიან ჩემი ტყუპები და რა ქნან :დ კატო ჩემი ფავორიტია რაც კი დამიწერია. და ზოგადად ჩემი ისტორიებს ბანალურობას ვერ დასწამებ ასერომ გადახედე თუ გინდა <3

 


№4 სტუმარი სტუმარი სოფო

მხოლოდ ერთი აკლია❤️❤️❤️ხშირად დადე რაა...????????❤️❤️????

 


№5  offline წევრი დარინა

ჯიუტ კატერინას კი მოტყდა რქებიი, მაგრამ ამაყ ლევანს ვერაფერმა უშველაა, აი ძალიან მინდაა ისე გაგიჟდეს ეჭვიანობისგან რომ ყველაფერი თქვას რასაც გრძნობს, კატოსიი ვიყოო ამდენის უფლებას საერთოდ არ მივცემდიიი, ახლოს უშვებს მაგრამ ლევანი საკუთარ ეგოს სანამ არ დაიკმაყოფილებს არაფერს არ იტყვის, ხოდა დროაა კატომ კიდევ ასწავლოს ჭკუააა, ამათი კატათაგვობანა კი მომწონს, მაგრამ კატერინა გატყდაა და ლევანს მაინც არაფერი ეშველააა :დდდდდ კატოს მხრიდან ველოდებიი აწიი უფრო მეტ შეტევებს. ვნახოთ ეჭვიანობისგან გაგიჟებული ბატონიი რას გააკეთებს. ისტორია კიი მე უკვე მიყვარს.

 


№6 წევრი OKI ME

როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა ❤️❤️ ვაიი, ესენი ერთმანეთს გააგიჟებენ, როგორც მე ვატყობ :დდდ ოხ, ლევაან, რა ცუდი ხარ. როგორ აწვალებს ამ გადარეულს :დდდ ❤️

ისე, ამ თავში ზურაბი სულ ცოტათი შემეცოდა. ვიქტორია, მაინც რომ განიცდის მის ცუდათ ყოფნას? ❤️❤️

 


№7  offline მოდერი Marry Amm

სტუმარი სოფო
მხოლოდ ერთი აკლია❤️❤️❤️ხშირად დადე რაა...????????❤️❤️????

ყოველ დღე ვდებ მეტი ფიზიკურად შეუძლებელია <3 დღეში მხოლოდ ერთი სიახლის ატვირთვის უფლება გვაქვს )

დარინა
ჯიუტ კატერინას კი მოტყდა რქებიი, მაგრამ ამაყ ლევანს ვერაფერმა უშველაა, აი ძალიან მინდაა ისე გაგიჟდეს ეჭვიანობისგან რომ ყველაფერი თქვას რასაც გრძნობს, კატოსიი ვიყოო ამდენის უფლებას საერთოდ არ მივცემდიიი, ახლოს უშვებს მაგრამ ლევანი საკუთარ ეგოს სანამ არ დაიკმაყოფილებს არაფერს არ იტყვის, ხოდა დროაა კატომ კიდევ ასწავლოს ჭკუააა, ამათი კატათაგვობანა კი მომწონს, მაგრამ კატერინა გატყდაა და ლევანს მაინც არაფერი ეშველააა :დდდდდ კატოს მხრიდან ველოდებიი აწიი უფრო მეტ შეტევებს. ვნახოთ ეჭვიანობისგან გაგიჟებული ბატონიი რას გააკეთებს. ისტორია კიი მე უკვე მიყვარს.

რა ვქნა :დ ლევანი ესეთი პერსონაჟია, ყველაფერს ყოველთვის წინასწარ თვლის და სულ ერთი ნაბიჯით წინაა. კარო მასთან შედარებით ბევრად გამოუცდელია ყველანაირ ასპექტში. ვნახოთ რა იქნება :დ

Megioki
როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა ❤️❤️ ვაიი, ესენი ერთმანეთს გააგიჟებენ, როგორც მე ვატყობ :დდდ ოხ, ლევაან, რა ცუდი ხარ. როგორ აწვალებს ამ გადარეულს :დდდ ❤️

ისე, ამ თავში ზურაბი სულ ცოტათი შემეცოდა. ვიქტორია, მაინც რომ განიცდის მის ცუდათ ყოფნას? ❤️❤️

ხო, ყველა პერსონაჟს თავისი გასჭირვებია, ვიქტორია სწორედ მის მენტალიტეტს და ,,ღირსებას” უსმევს ხაზს, როცა მთავარ რამეში, ყველას დაკარგვაში ადანაშაულებს )

და კიდევ, დისლაიქის მნახვლელისგან feedback-ს ველი ;)

 


№8  offline წევრი თ. ა.

დიდი ხნის წინ როცა შენი ისტორიები და ნიკი აღმოვაჩინე მოვიხიბლე ნაწერებით. ხშირად ვამოწმებდი სიახლეებს და ახლა, როცა აღმოვაჩინე ნიკი შემთხვევით ველოდებოდი ბოლომდე დასრულებას, მაგრამ გულმა არ მომითმინა და დავიწყე. ძალიან კარგია. მიხარია რომ გვააბედნიერებბ ნაწერებით.

 


№9  offline მოდერი Marry Amm

თ. ა.
დიდი ხნის წინ როცა შენი ისტორიები და ნიკი აღმოვაჩინე მოვიხიბლე ნაწერებით. ხშირად ვამოწმებდი სიახლეებს და ახლა, როცა აღმოვაჩინე ნიკი შემთხვევით ველოდებოდი ბოლომდე დასრულებას, მაგრამ გულმა არ მომითმინა და დავიწყე. ძალიან კარგია. მიხარია რომ გვააბედნიერებბ ნაწერებით.

მეც მიხარია რომ გაბრდნიერებთ <3 მალე დასრულდება ბევრი არ დარჩა ალბათ ორი თავი <3

 


№10  offline წევრი Nobodyelse

მომეწონა ეს თავიც, როგორც აქამდე ვთქვი ისტორია საინტერესოდ და არაბანალურად ვითარდება. იშვიათად გამოანათებს ხოლმე მსგავსი ისტორიები საიტზე

 


№11  offline მოდერი Marry Amm

Nobodyelse
მომეწონა ეს თავიც, როგორც აქამდე ვთქვი ისტორია საინტერესოდ და არაბანალურად ვითარდება. იშვიათად გამოანათებს ხოლმე მსგავსი ისტორიები საიტზე

ძალიან დიდი მადლობა ასე შეფასებისთვის ) მართლა მახარებთ <3

 


№12 წევრი OKI ME

ორი თავიო? მერე რა ვქნა, რა მეშველება რომ დასრულდება? (((( ისე, ახალ ისტორიაზეც ხო არ დაგიწყია შემთხვევით ფიქრი? :დდ (განაგლებული მკითხველის სმაილი) :დდდ ოო, რა ვქნა მომწონს, როგორც წერ და თან კარგი ისტორიები გაქვს. :დდ დანარჩენს სულ ბოლო თავს რომ დადებ იქ გეწუწუნები :დდდ

 


№13  offline მოდერი Marry Amm

Megioki
ორი თავიო? მერე რა ვქნა, რა მეშველება რომ დასრულდება? (((( ისე, ახალ ისტორიაზეც ხო არ დაგიწყია შემთხვევით ფიქრი? :დდ (განაგლებული მკითხველის სმაილი) :დდდ ოო, რა ვქნა მომწონს, როგორც წერ და თან კარგი ისტორიები გაქვს. :დდ დანარჩენს სულ ბოლო თავს რომ დადებ იქ გეწუწუნები :დდდ

წაიკითხე ჩემი სხვა ისტორუები უკვე? :დ

 


№14 წევრი OKI ME

აბა მაგას გამოვტოვებდი? :დდ დანარჩენს იმათთან დატოვებულ კომენტარებში მოგახსენებ :დდდ

 


№15  offline წევრი კატკო

ძალიან მომწონს,ველოდები მეშვიდე თავს

 


№16  offline მოდერი Marry Amm

კატკო
ძალიან მომწონს,ველოდები მეშვიდე თავს

ვსიო მოფრინავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent