შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოწახურის კანფეტები VII


8-02-2021, 20:06
ავტორი Marry Amm
ნანახია 3 363

მძიმედ სუნთქავდა ზურაბი, ათასობით მილზე იყო შეერთებული, ვიქტორიას გული უწუხდა მისკენ ყოველი გახედვისას. რამდენიმე დღე იბრძოდა, საშინლად დასუსტდა მისი გული, მაგრამ გადარჩენას მაინც ლამობდა. დაახლოებით ერთ კვირაში, როცა ვიქტორია კვლავ თავთან ეჯდა მამაკაცმა მძიმედ გადახედა.
- კიდევ აქ ხარ ვიკი?
- ხო, როგორ ხარ?
- ცუდად ალბათ... სად არიან ისინი?
- ვინ?
- შენი ტყუპები...
- ისინი რატომ გაგახსენდა ახლა?
- ისე ნუ იქცევი, თითქოს არაფერი იცოდე...
- ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები.
- ისინი ხომ ქურდები არიან ვიქტორია, უკვე წლებია იპარავენ...
- რას ამბობ?!
- ხან რას... ხან რას... ხოდა ჩემამდეც მოაღწიეს... შური იძიეს... - ჩაეცინა სიმწრით მამაკაცს.
- მგონი სიცხე გაქვს ზურაბ და ბოდავ!
- ყოველ ახალ წელს... დღეობებზე... ჩავდიოდი თავშესაფარში და ტკბილეული ჩამქონდა... - დაიწყო ზურაბმა, მშვიდად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყვებოდა. - ტყუპები შევამჩნიე... ალბათ ისეთი იყავი შენც პატარაობისას. აღმზრდელმა მითხრა, რომ მათ კოწახურის კანფეტები უყვარდათ... არაფერს იღებდნენ, გარდა იმ ტკბილეულისა... ხოდა მეც... ყველა დღესასწაულზე მათთვის კოწახურის კანფეტები მიმქონდა... ამით ვცდილობდი... ეს აჩერებდა იმ ხმას... თითქოს ცოდვებს ვისყიდდი... მათ უხაროდათ... თვითონ არასდროს დავუნახივარ არცერთს... არ ვიცი საიდან გაიგეს...
- ეს რა შუაშია ამ ამბავთან? შენ მათ აბრალებ შენ გაქურდვას?
- როდესაც ჩემმა ადვოკატმა დამირეკა... მითხრა რომ ამ თვეში თანხა არ ჩაერიცხა... რომ პრობლემა იყო ბაზაში და სანამ ფულს არ ჩავურიცხავდი ვერ მოაგვარებდა... მეგონა ბანკებში ტექნიკური ხარვეზი იყო... სეიფი გამოვაღე... არაფერი იყო, არც ფული, არც სამკაულები, არც მონეტები... იმხელა საცავში მხოლოდ ოთხი პატარა რაღაც იდო... ისინი იყვნენ... მათ დატოვეს... სამი პატარა კოწახურის კანფეტი იყო და ერთიც ბრილიანტი... მეტი არაფერი მახსოვს... მხოლოდ კანფეტები... სხვა ვერ იქნებოდა... ისინი იყვნენ... ისინი... ტყუპები... სამივე...
* * *
რამდენიმე დღე და ისევ არავითარი ზარი ლევანისგან. საშინლად ბრაზობდა კატო, უფრო თავისთავზე, ვიდრე ლევანზე. ორივე ამაყი იყო, იმდენად თავმოყვარეები, რომ არცერთი არ თმობდა გზას. შეეძლოთ უბრალოდ დაევიწყებინათ ყველაფერი და ყოფილიყვნენ ერთად, მიეცათ უფლება გრძნობებისთვის, მაგრამ ჯიუტად იტანჯავდნენ თავს. ის იყო კორპუსში უნდა შესულიყო, რომ სადარბაზოში ვაკანსიების ფურცელი დაინახა. დიდი ხანია რაც არაფერი მოეპარა, ბოლო ფულიც ელეოდა, არ უნდოდა ვიქტორიასთვის ეთხოვა, არც ლევანის შემოთავაზებულ წილს დათანხმდა. იქნებ დაერეკა? ან ისევ მოეპარა? მაგრამ რებეს გარეშე შეეშინდა... ,, საქმის ადგილზე შესწავლა, ასაკი - თვრამეტი წლიდან".
- საოცარია... თითქოს ჩემზე წერია... - ტელეფონი მოიმარჯვა და ნომერი ჩაიწერა. - იმედია კარგი ანაზღაურება აქვთ.
სახლში ასვლისთანავე დარეკა. ახალგაზრდა, სანდომიანი ხმის პატრონმა გოგონამ მეორე დღესვე დაიბარა გასაუბრებაზე.
- ჩვენი მდივანი მიდის, - უხსნიდა ის და ოფისს ათვალიერებინებდა.
- რატომ მიდის?
- უფროსწორად დაწინაურდა, ჩვენს შვილობილ კომპანიაში მენეჯერად გადადის. ჩვენთან გარანტირებულია კარიერული წინსვლა.
- სხვები?
- ვინ?
- სხვებმა არ დარეკეს? ანუ... მაპატიეთ ეჭვი რომ შემაქვს, უბრალოდ ასე დავრეკე და მაშინვე ამიყვანეთ, საქმეს მასწავლით, მასაქმებთ და არც ხელფასია ცოტა...
- ჩათვალეთ გაგიმართლათ. - მაცდურად გაუღიმა გოგონამ და ლიფტში შეუძღვა. - ლანა ყველაფერს დაწვრილებით შეგასწავლით, ძირითადი კონტაქტი თქვენ გევალებათ უფროსსა და დანარჩენ თანამშრომლებს, ან პარტნიორებს შორის. შესაძლოა შეხვედრებზეც მოგიწიოთ წასვლა. ინგლისური იცით?
- ისე რა... უფრო ვლაპარაკობ ვიდრე მათი მესმის...
- არაუშავს... - როგორც იქნა გაჩერდა ლიფტი და გოგონა ღია შესასვლელში გაუძღვა კატოს. - აი ეს არის ლანა.
- გამარჯობა! - გაუღიმა ქალმა.
- გამარჯობა... როდის მიდიხართ? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა კატო.
- ერთ კვირაში. მანამდე ერთად ვიმუშავებთ. ყველაფერს გასწავლით, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. - ასეთმა დახვედრამ კატოს მოუსვენრობა დამართა. თვალი დიდი, შავი კარისკენ გაექცა.
- ეს უფროსის კაბინეტია?
- დიახ.
- აქ არის? - გრძნობდა რომ მახეში ებმეოდა და ყველაფეის უცოდინრად თავის შეყოფა არ უნდოდა.
- დიახ...
- კარგი, შევალ თუ შეიძლება. - მათ პასუხს აღარ დალოდებია ისე წავიდა კარისკენ და ხმაურით შეხსნა. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ იქ ლევანი დახვდებოდა, რომ სპეციალურად გააკრა განცხადება მის სახლთან და აქ ისე მოიტყუა. მამაკაცი სავარძელში იჯდა და რაღაცას წერდა. კარის ხმაზე სწრაფად ამოიხედა.
- უკაცრავად... - მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი კატომ. - კარი შემეშალა...
- აქ ერთადერთი კარია. - ირონიულად გაუღიმა ჭროღა ფერის თვალებით და სავარძელზე გადაწვა.
- მაშინ სართული. - შესცინა კატომ და პასუხს არც დალოდებია ისე გამოკეტა კარები. დარცხვენილი მოუტრიალდა გოგონებს და სანდომიანად გაუღიმა. - როდის ვიწყებ მუშაობას?
ერთი კვირა სწრაფად გავიდა, კატო ყველაფერს უცებ სწავლობდა, უფროსთან შეხვედრა ჯერ სულ რამდენიმეჯერ მოუწია. მას გიორგი ერქვა, კილაძე, დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა. ჩალისფერი თმა და ყოველთვის საშინლად ირონიული, დამცინავი ჭროღა თვალებიდან იყურებოდა. არ მოსწონდა კატოს მისი სიახლოვე, ამ დღეების მანძილზე ცდილობდა სულ ლანა გაეშვა მასთან, მაგრამ იცოდა რომ ქალი მალე წავიდოდა.
ბოლო დღე და მისი სწავლებაც დამთავრდა. ლანამ ქვედა სართულზე ჩაიყვანა, ახლა უკვე შტატში ჩაჯდა, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ქალი გააცილა.
რებე გაოცებული იყო კატოს გადაწყვეტილებით, სიხარულით ცას ეწია.
- აქამდე გავთხოვდებოდი შენ თუ მუშაობას დაიწყებდი რა მეგონა. - იცინოდა გოგონა. - დემე გესმის? - გასძახა ქმარს და ტერასაზე გავიდა. - კატო ნახე რა სილამაზეა! - ზღვისკენ მიატრიალა კამერა.
- გიწონებ ცოლისდა საქმიანობას! - გამოსძახა დემეტრემ და ღვინის ჭიქა დაანახა.
- რა კარგია, თქვენ მანდ ისვენებთ, ერთობით, მე კიდევ ვმუშაობ! ვინ იფიქრებდა? დროზე ჩამოდი რებეკა სანამ უკანასკნელი ფული გამომლევია!
- გეყოს კატო, აიღებ ერთ თვეში ხელფასს და მიხვდები რა მაგარია საკუთარი შრომით ნაშოვნი ფული.
- რა კოშმარია, უკვე ვნანობ. იცი დილით რომელზე ვდგები? რვაზე!
- და რომელზე ამთავრებ?
- ათზე იქ უნდა ვიყო და ექვსზე ვამთავრებ. ერთი საათი შესვენება მაქვს. მოიც ვიქტორია რეკავს, გადმოგირეკავთ! - მიაძახა ბოლოს და დედას ზარს უპასუხა.
- სად ხარ? - საკმაოდ ანერვიულებული ეჩვენა ქალი.
- სახლში სად ვიქნები, შუა კვირაა, ვმუშაობდი და წეღან მოვედი. რა ხდება?
- ამოვალ.
რამდენიმე წუთში ქალი მასთან გაჩნდა. კატომ ჩაი გაუკეთა და დივანზე ჩამოჯდა.
- აღარ იტყვი რა მოხდა?
- რამდენი ხანია მუშაობ?
- ერთი კვირაა.
- მანამდე გეკითხები. სად მუშაობდი, და საერთოდ საიდან გქონდათ იმხელა შემოსავალი რომ ამხელა სახლი გაქვთ და საკმარისი ფული?
- ოჰო, - კატო მიხვდა რომ ვიქტორიამ ყველაფერი იცოდა. - აბა მითხარი ვინ არის შენი წყარო?
- კატო სერიოზულად გეკითხები, საიდან ამხელა ფინანსები?
- ეგ კითხვა აქამდე არ გაგჩენია?
- რატომღაც არა... არ ვიცი... ვერ წარმოვიდგენდი თუ ჩემი შვილები...
- ქურდები იყვნენ?
- ესეიგი მართალია?
- ხო ვიქტორია, მართალია! აბა შენ რა გეგონა?
- უკვე გითხარი რომ ამაზე არ მიფიქრია!
- ხოდა ახლა შეგიძლია იფიქრო რატომ გავხდით იძულებულები რომ ასე მოვქცეულიყავით. რომ ასე გვეცხოვრა, აგვეწყო ცხოვრება, სახლი, კარი და საჭმელი გვქონოდა და ერთი წუთითაც კი არ გაბედო ჩვენი გაკიცხვა!
- არაფერს ნანობ? გგონია ეგ გამართლებაა?
- რა თქმა უნდა, ჩვენ არავინ გვყავდა და არაფერი გაგვაჩნდა, არც გვექნებოდა რომ არ მივხვედრილიყავი თავის დროზე, რომ ცხოვრება ასეთია, რაც გინდა უბრალოდ უნდა მიხვიდე და აიღო, ციდან არაფერი ცვივა!
- შეგეძლოთ...
- დამიჯერე ვიქტორია, სხვა გზა რომ ყოფილიყო, თავის დროზე ჩემზე კეთილი ადამიანი არ არსებობდა და აუცილებლად გამოვნახავდი. მაგრამ ეს იყო ჩვენი წერა, რომელმაც სხვათაშორის შენამდე მოგვიყვანა!
- ამ გზამ მოგიყვანათ ჩემამდე?
- ზუსტად, აბა რა გეგონა, რა მინდოდა თქვენ სახლში პირველად რომ მოვედი?
- ესეიგი ზურაბი მართალია...
- ზურაბმა რა იცის?
- იცის რომ თქვენ გაქურდეთ!
- რა?
- თავს ნუ იშტერებ, კატო!
- ბაზარი არაა, ვაპირებდი, მაგრამ ის მე არ გამიძარცვავს, რაც ჩემი გაკეთებული არაა ნუ მაბრალებ!
ვიქტორიამ სასწრაფოდ ჩამოურაკრაკა ზურაბის მონაყოლი. კატო ყბაჩამოვარდნილი უსმენდა. ბოლოს სულ გადაირია.
- რა კანფეტები, რის კოწახური, მე არ ვყოფილვარ-თქო ვიქტორია. შენი ააზრით ამდენი ფული რო მომეხსნა ახლა სამათხოვროდ ვიწანწალებდი ყოველ დილით სამსახურში? თანაც თუ იქ ბრილიანტიც იდო ეს რაღა შუაშია ჩვენთან?
- ფაქტია, რომ ეს თქვენთანაა კავშირში. ვინ იცოდა ამის შესახებ?
- მე პირველად მესმის ეგ ამბავი!
- ალოგიკურ რაღაცას ამბობ კატო, შენ თუ არ იყავი, იცი მაინც ვინც იყო!
- არაფერიც არ ვიცი და კმარა, ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა. ძალიან დავიღალე, უნდა დავალაგო და დავწვე, დარჩები დღეს ჩემთან?
- არა...
მთელი ღამე ესიზმრებოდა როგორ ჭამდა ზურაბის მოტანილ კანფეტებს და გულისრევის შეგრძნება აღვიძებდა. ნახევრად გამოუძინებელი წავიდა სამსახურში, უკვე ვეღარ იტანდა ქუსლიან ფეხსაცმელს, მაგრამ რა ექნა, დრესკოდი უნდა დაეცვა. ბოლო სართულზე ავიდა, ლანა რომ არ დახვდა ნერვები მოეშალა, აქამდეც არ იყო ადვილი აქ ყოფნა და ახლა სულ მარტო, იმ გველისთვალებიანთან. ჩვეულებისამებრ მოადუღა ყავა ორი კოვზი შაქრით და კაბინეტის კარზე მიაკაკუნა. იმდენად სქელი იყო ძლივს გაიგო შიგნიდან წამოსული ნებართვა. ოთახში შევიდა. გიორგი ფანჯარასთან იდგა და სივრცეს გაჰყურებდა. მის სავარძელში კი ვიღაც იჯდა ზურგშექცევით და სიგარეტს ეწეოდა.
- გამარჯობა, - თქვა ხმადაბლა და მაგიდისკენ წავიდა. - ყავა მოგიტანეთ, ალბათ თქვენს სტუმარსაც უნდა...
- დალევ? - სავარძელში მჯდომს გახედა გიორგიმ, რომელიც წამით არ გატოკებულა, მხოლოდ თავი დაუქნია.
- შაქარი? - ყავა მაგიდაზე დადგა კატომ და შებრუნდა.
- უშაქრო და მაგარი კატერინა, ნუთუ ასე მალე დაგავიწყდა? - სკამიანად შემობრუნდა ლევანი. გოგონამ გაოცებულმა შეხედა. აშკარად უნდოდა რამის თქმა, მაგრამ ენა ვერ მოაბრუნა. - აშკარად გიორგის რეჟიმზე გადართულხარ!
- შენ აქ რა გინდა?
- კატო, - გულიანად გაიცინა ლევანმა. - ჯერ ერთი შენ კი არა თქვენ, უფროსს ასე მიმართავენ ზოგადად.
- მეორეც?
- მეორეც უკვე მეორედ მისმევ ასეთ კითხვას, პირველად ჩემს აგარაკზე, ჩემ საძინებელში. - კატომ გიორგის გადახედა, რომელიც ისევ ისე ირონიულად იღიმოდა თავის გველისთვალებით და წამოწითლდა. - ახლა კი აქ, ჩემს კომპანიაში და საკუთარ კაბინეტში.
- აბა გიორგი ვინაა?
- ბატონი გიორგი ჩვენი კომპანიის პრეზიდენტია, დროებით არ ვიყავი საქართველოში და შემცვალა. ახლა დავბრუნდი და აქ ისევ მე ვარ. - გაუღიმა ლევანმა. - ყავა მალე იქნება?
- ყავა არ ვიცი, მაგრამ ჩემი განცხადება წასვლის შესახებ აუცილებლად მალე იქნება!
- კატო, - ამჯერად გულიანად გაიცინა ლევანმა. - გგონია ამდენი იმიტომ ვიფიქრე შენს აქ მოტყუებაზე რომ ერთი ფარატინა ფურცლის ნაგლეჯით დაგეღწია თავი აქედან?
- ვერ მივხვდი.
- კითხვა რომ არ გეზარებოდეს მაშინვე მიხვდებოდი, როდესაც კონტრაქტს დებდი!
- ანუ?
- ანუ მე შენზე ჭკვიანი ვარ.
- რა წერია კონტრაქტში? - სიმწრით ჩაიცინა კატომ.
- გაქვს ასლი და წაიკითხე. მანამდე კი ყავა მომიტანე, სწრაფად! - კატომ ისევ გიორგის გადახედა. ამჯერად მისი მზერა იყო ,,გამოგიჭირა". ლევანი კმაყოფილი იღიმოდა.
- რისი მიღწევა გინდა? - ხელებით მაგიდას დაეყრდნო გოგონა და მამაკაცს თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა.
- შენი! - უპასუხა დაუფიქრებლად ისე რომ გიორგისი არც მორიდებია.
- გგონია ჩემი აქ ყოფნით ჩვენს შორის რამე შეიცვლება? - ახლა კატოს ღიმილი გახდა დამცინავი.
- მე უბრალოდ არ მოგცემ უფლებას ჩემგან შორს იყო კატერინა. ყოველ დღე უნდა მიყურო, რომ მიხვდე რაზე თქვი უარი!
კატოს აღარაფერი უპასუხია, ყავა მალე იქნებაო, ჩაილაპარაკა თავისთვის და ცხვირაწეული, ქუსლების კაკუნით გავიდა კაბინეტიდან.
მთელი მაგიდა გადაქექა და ძლივს იპოვა თავისი კონტრაქტი. ,,ვადა ერთი წელი, დამრღვევი იხდის ჯარიმას ასი ათასი დოლარის ოდენობით" - უტრიალებდა თავში ერთადერთი ფრაზა კატოს და ნერვები ეშლებოდა აქამდე რომ არ წაიკითხა ეს ოხერი ფურცლები. ,,ასი ათასი... ორმოცდაათი კიდევ ხო, მაგრამ ასი? სპეციალურად ჩაწერა ამხელა თანხა... გამიჩალიჩა..." - ხელები თავში დაიშინა კატომ და ახლაღა გაახსენდა ყავა. როგორ ესიკვდილებოდა ახლა ისევ იქ შესვლა. ,,მხოლოდ სამსახურეობრივი კონტაქტი და მორჩა!" - გადაწყვიტა ბოლოს და კაბინეტში შევიდა. მამაკაცები რაღაც ფურცლებს ჩაჰყურებდნენ და ხმადაბლა მსჯელობდნენ. კატოსთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, ამიტომ სწრაფად დადგა ყავა ლევანთან და ის იყო გატრიალდა ზურგს უკან ჭიქის წაქცევის ხმა რომ მოესმა. მუშტები მაგრად შეკრა სიბრაზე რომ შეეკავებინა და მაგიდაზე დაღვრილ სითხეს გახედა.
- ბოდიში კატო, ხელი გამეკრა. - გაუღიმა ლევანმა. - გადაწმინდე და ახალი მომიტანე.
- არაუშავს, - სიმწრით გაუცინა გოგონამ. - საბედნიეროდ ყავა ბევრი გვაქვს!
- კარგია. მოკლედ ესენი წაიღე, - მიუბრუნდა გიორგის. - თუ კიდევ აიბნა ის შენი ბუღალტერი მოისროლე აქედან!
- საღამოს ვიკრიბებით, რას იზავ?
- წამოვალთ. - კატოს გადახედა ლევანმა. გიორგიც მას მიაჩერდა და უხერხულობა იგრძნო გოგონამ.
- მე გავალ... და მოვალ.
- და საღამოსთვის მოემზადები!
- მე არსად მოვდივარ! - მიუხვდა კატო.
- გიორგი, ვინ არის აქ უფროსი? - სავარძლიანად მიუბრუნდა მამაკაცს.
- თქვენ ბატონო ლევან. - უპასუხა ღიმილით.
- ვის ბრძანებებს ემორჩილება ყველა?
- თქვენსას, ბატონო ლევან!
- ხედავ კატო რა მარტივი წესია? - მოუბრუნდა გოგონას.
- რომელ საათზე? - მოთმინება მოიკრიბა კატომ.
- რვაზე.
- მე ექვსზე ვამთავრებ მუშაობას, სამსახურის გარეთ, თქვენ ჩემი უფროსები არ ხართ! - ნიშნისმოგებით გაუღიმა მამაკაცებს და ოთახიდან ზარზეიმით გავიდა.
- როდიდან გადახვედი ასეთებზე? - ღიმილით ჰკითხა გიორგიმ.
- როგორებზე?
- ბავშვებზე. - ლევანმა მოღრუბლულად ახედა. - შენთვის ძაან პატარაა, თან ბავშვური.
- უბრალოდ ჯიუტია და ნერვებს მიშლის.
- პროსტა ასეთი პატარა შენთან პირველად ვნახე.
- დამიჯერე, მარტო ასაკითაა პატარა. ისე აგაცლის საფულეს რამდენიმე დღე აზრზე ვერ მოხვალ.
- რას ამბობ ტო, ქურდია?
- მაგარი.
- მერე რად გინდა მასეთი, რო მოგპაროს რამე?
- კატომ? - გულიანად გაიცინა ლევანმა. - მასე გავიცანი სხვათაშორის. ჩემ ბაითში შემოიპარა.
- კაი ტო, - გადაიხარხარა გიორგიმ და ლევანის წინ მოკალათდა, - მერე?
- მერე ლარნაკი გაუტყდა... - სწორედ ამ დროს ნაჭრით და ყავით ხელში შემოვიდა კატო და მაგიდისკენ წავიდა. ვერ მიხვდა რატომ იღიმოდნენ მამაკაცები და არაფერს ამბობდნენ სანამ ის დაღვრილ ყავას წმენდდა. მისი გასვლის შემდეგ დიდ ხანს იცინეს ამ ამბავზე, შემდეგ კი ლევანი დასერიოზულდა. - მისმინე... მართლა სერიოზულად ვუყურებ კატოს...
- შევამჩნიე, მერე?
- მერე თითქმის ყველა ჩემი გამოცდა ჩააბარა... ერთის გარდა... ხომ ხვდები რომ აღარ ვარ იმ ასაკში კიდევ დავუშვა შეცდომა...
- რას გულისხმობ?
- არ მინდა ნინას ამბავი გამიმეორდეს.
- ანუ? - ამჯერად გიორგი მოიღრუბლა.
- რასაც ხვდები ის, ანუ...
გიორგი მხიარულად გამოვიდა კაბინეტიდან და კატოს თავზე დაადგა. ტელეფონში იყო ჩამძვრალი და ფეხები მაგიდაზე შემოელაგებინა.
- აბა, როგორ მიდის საქმეები?
- საკაიფოდ. - არც კი ამოუხედავს ისე უპასუხა გოგონამ.
- ჩემი მდივანი ასე რომ ვნახო წამოპლაკული სამსახურიდან გავაგდებ.
- მე ვიაიპი ვარ როგორც ხედავ, წასვლა მინდა და არ მიშვებენ. აშკარად საუკეთესო კადრი ვარ. - თამაშისთვის თვალი არ მოუცილებია ისე აძლევდა პასუხებს.
- სიამოვნებით გავუცვლიდი ლევანს შენნაირ კარგ კადრს! - ბოლო სიტყვები აშკარად ხაზგასმით წარმოთქვა მამაკაცმა. კატო წამოწითლდა, მაგრამ თამაშში აყოლას არ აპირებდა. არც მისი გველისთვალების დანახვა სურდა, ამიტომ მშვიდად გააგრძელა თამაში.
- მერე უთხარი, იქნებ უარი არ გითხრას?
- დღეს წამოდი რა... მეგობრები ვიკრიბებით, დავლევთ, გავერთობით...
- ვწუხვარ, მაგრამ მეზარება.
- სახლში ჯდომას არ გირჩევნია?
- მერე ვინ გითხრა რომ სახლში ვზივარ? - თამაში ჩაკეცა კატომ და მწვანე თვალები გამომცდელად მიანათა.
- სხვა გეგმები გაქვს?
- მაქვს!
- კარგი, - გაუღიმა კაცმა. - იმედი მაქვს ლევანი მოძებნის გზას შენი გეგმების შესაცვლელად. - მიუახლოვდა კატოს და ჭროღა თვალები გაუსწორა. კატოს თავში დიდი ანაკონდა ამოუტივტივდა, რომელსაც ხესთან ჰყავდა მიმწყვდეული ქალი და თავი მის სახესთან მიეტანა. ერთიანად გააჟრჟოლა.
- იმედი კარგი რამეა. - აღმოთქვა როგორც იქნა. თვალი აარიდა და თამაში კვლავ ამოკეცა...
ექვსი საათი მოახლოვდა, დრო საშინლად გაიწელა დღეს. ლევანი კაბინეტიდან გამოვიდა და კარი გადაკეტა.
- მე მივდივარ, საქმე მაქვს.
- მე?
- შენ ექვსამდე იმუშავებ.
- შენ თუ არ იქნები მე რა ვიმუშაო? თანაც მხოლოდ ოცი წუთი დარჩა!
- ექვსამდე აქ იქნები! - მიაძახა თითქმის ლიფტიდან და კატომ ძლივს შეიკავა თავი მაგიდისთვის რომ არ დაერტყა.
- რა ნაგლია ღმერთო! - აღმოხდა გაბრაზებულს, მაგიდას ფეხი ჰკრა და უკან სავარძლიანად გასრიალდა...
სახლში მისულმა დიდ ხანს იწრიალა. იცოდა რომ ლევანი ასე ადვილად არ დანებდებოდა და მოუსვენრობამ შეიპყრო. რამდენჯერმე შეამოწმა ტელეფონი, რვა საათი ახლოვდებოდა, ის კი არც რეკავდა, არც წერდა. გახდა ცხრა... ათი... თერთმეტი... შეტყობინებამ დაიწრიპინა და სასწრაფოდ ეცა.
- ,,რა ქენი, გაემზადე?" - წერდა ლევანი.
- ,,რა თქმა უნდა, არა!" - დაუბრუნა უკან და კმაყოფილი მიწვა დივანზე. ამდენ ხანს ელოდებოდა მის შეხმიანებას და მაინც უარი უთხრა.
- ,,,,ეგოისტში" ვართ, კლუბში, დიდ ხანს არ გავჩერდებით, არ გინდა გაიცნო ჩემი მეგობრები?''
- ,,არავითარი სურვილი არ მაქვს სხვა შენნაირების გაცნობის!"
- ,,როგორც გინდა!" - ამ შეტყობინებამ ერთიანად შეშალა. დიდ ხანს იტრიალა. ბოლოს მაინც გადაწყვიტა წასვლა. ლურჯი, გამოყვანილი კაბა ჩაიცვა. ფეხზე დაბლები შეარჩია, თმა უკან უმისამართოდ დაიმაგრა წვრილი თმისსაჭერებით და ნახევრად ჩაბნელებული კორპუსი აღელვებულმა, რამდენიმე წამში უკან მოიტოვა.
კონტროლი მარტივად გაიარა, მელოდებიანო უბრალოდ უთხრა და მათაც ღიმილით გააცილეს გოგონა. სიგარეტის და ალკოჰოლის მძაფრმა სუნმა სული შეუხუთა. მუსიკამ მთელ სხეულში დაუარა, ბასები აზრიალებდა იქაურობას, შესასვლელშივე მოათვალიერა ხალხი, შემდეგ კი კლუბის სიღრმისკენ წავიდა, ლევანის სილუეტი მარტივად გაარჩია. ზურგით იჯდა, გვერდზე ვიღაც ქალი ჰყავდა აკრული, რომელიც გულიანად კისკისებდა. კატოს ბრაზმა დაუარა მთელ სხეულში, თითქოს გულზე ხელი მოუჭირესო ისე დაუპატარავდა და გაჩერდა. მათ წინ გიორგი იჯდა, გვერდით მჯდომს რაღაცას უხსნიდა, უცებ გამოიხედა, კატო რომ დაინახა სახე გაეხსნა და ფეხზე წამოდგა. ლევანმა მის მზერას თვალი გააყოლა და ქალი ინსტიქტურად მოიცილა.
- მეგონა სხვა გეგმები გქონდა. - გაუცინა გოგონას, ხელი მოკიდა და მაგიდისკენ წაიყვანა.
- რვა საათისთვის მქონდა. - უპასუხა ინსტიქტურად. თან ლევანს განმგმირავ მზერას არ აცილებდა.
- დაჯექი. - ლევანსა და თავის შორის მოუძებნა ადგილი გიორგიმ. - რას დალევ? - როგორ უნდოდა ახლა მთელი მაგიდა თავზე აემხო ლევანის ღიმილიანი სახისთვის და გაქცეულიყო საერთოდ აქედან, მაგრამ ასე ძაან ,,ქაჯი" გამოჩნდებოდა. ამიტომ უბრალოდ ყველას გაუღიმა.
- რამე მაგარს...
- ოჰო, ტეკილას?
- იყოს... - გიორგიმ მიმტანი მოიხმო.
- აბა არ მოვდივარო? - ღრმა ნაპასი დაარტყა ლევანმა და ვისკი მიაყოლა.
- შენს მეგობარს არ გამაცნობ? - შავგვრემან ქალს გადახედა გოგონამ.
- ეს თიკუნაა, გაიცანი, ეს კი კატერინაა.
- რა საინტერესოა, ეს თიკ-უნა, მე კი კატერინა! - ბრაზით წარმოთქვა თავისი სახელი. გიორგიმ ჭიქა მიაწოდა.
- ესეც ლიმონი.
- მადლობა. - მარილი თითით მოწმინდა ჭიქიდან.
- მასე არ უნდა!
- მე უკეთ ვიცი, რა როგორ მინდა!
სასმელმა უცებ გაუთბო სხეული, ერთს მეორე მიყვა, მეორეს მესამე, გიორგის აშკარად მისი დათრობა უნდოდა და არც კატო იყო უარზე. პირველად ეჭვიანობდა ასე, მათი ყველა სიტყვის მოსმენა უნდოდა, უნდოდა გაეგლიჯა შუაზე ეს ქალი და ლევანიც ზედ მიეყოლებინა. სასმელმა ეს გრძნობა უარესად გაუმძაფრა და ალბათ ეცემოდა კიდეც მოულოდნელად გიორგის რომ არ აეყენებინა ფეხზე და საცეკვაოდ წაეყვანა. ამჯერად ლევანმა გამოაყოლა ეჭვიანი მზერა და თიკუნას მოსაფერებლად გაწვდილი ხელი უხეშად მოიცილა. უყურებდა როგორ მიიზიდა მამაკაცმა კატო და თითქმის სხეულზე აიკრა.
- მოგწონს არა? - ჰკითხა თიკუნამ, მაგრამ ლევანს არ უპასუხია, ვეღარ აიტანა გიორგის ხელები გოგონას წელზე, სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და წყვილისკენ გაემართა. შორიდანვე შეამჩნია კატომ, ამიტომ გიორგის ხელები შემოხვია და ის იყო თვალები უნდა მიელულა ერთი სხეულიდან მეორეს რესკად რომ აეკრა.
- ფრთხილად, შენ რა პირუტყვი ხარ?
- შენ მხოლოდ ერთი ადამიანის მკლავებში შეგიძლია ყოფნა და ეს მე ვარ! - მძვინვარედ გადახედა გიორგის, რომელიც მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და მაგიდისკენ წავიდა.
- სამაგიეროდ შენს მკლავებში ბევრ სხვას შეუძლია გაღვიძება, არა?
- ეგ შენზეა დამოკიდებული!
- ადამიანი ან მოღალატეა, ან არა. მნიშვნელობა არ აქვს რას იზავს მეორე ნახევარი! - ლევანი ოდნავ მოშორდა და გოგონას სახეში ჩააშტერდა.
- რისი თქმა გინდა?
- თუ ადამიანი გიყვარს, სხვას ვერ აიტან შენ გვერდით. მარტივი ლოგიკაა.
- ანუ მე შენ მიყვარხარ?
- ნუ თვალთმაქცობ, მშვენივრად გეჯდა ის თინიკო კალთაში!
- მაგრამ მე რომ არ მსიამოვნებდა? - გაუღიმა ლევანმა და კატოს გული ერთიანად აუფართხალდა.
- აბა რატომ გეჯდა?
- ეჭვიანობ?
- ძალიან... - გამოტყდა მთვრალი და გაიცინა. - და ყველაფერს თავზე დაგამხობთ დროზე თუ არ წავალ აქედან.
- წამოდი. - ხელი მოხვია ლევანმა და გასასვლელისკენ წაიყვანა.
- მშიშარა.
- უბრალოდ ვიცნობ შენს ოფოფებს.
- ერთი სული გაქვს თავიდან მომიშორო არა?
ლევანს აღარაფერი უთქვამს. დიდ ხანს იარეს მანქანამდე, სუფთა ჰაერმა სასიამოვნოდ იმოქმედა. კატოს არ უნდოდა ჩაჯდომა, ტაქსით წავალო ჭირვეულობდა, მაგრამ მამაკაცმა ყურადღება არ მიაქცია. ხმაურით მოუკეტა კარები და გვერდით მიუჯდა.
- მაქედან შორია... - ჩაიბურტყუნა თვალებმილულულმა, როცა ლევანმა სანაპიროდან გადაუხვია.
- სადამდე?
- სახლამდე...
- მერე ვინ გითხრა რომ სახლში მიმყავხარ?
- კაი რა ლევან... მიმიყვანე სახლში მეძინება, ხვალ ვმუშაობ დაგავიწყდა?
- შენ ჩემთან მუშაობ კატო. დაგავიწყდა?
- მე სასმსახური მაქვს... პასუხისმგებლობა. - ჩაილაპარაკა ძილისწინ და სავარძელზე უკეთესად მოკალათდა.
დროდადრო გადმოხედავდა გზაში ლევანი და ეღიმებოდა. საიდან სად აღმოჩნდა ან ერთი, ან მეორე. ერთმანეთის გვერდით თავს ორივე კარგად გრძნობდა, მართალია სულ კამათობდნენ, შორდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს უფრო აახლოვებდათ. ფრთხილად გადმოიყვანა კატო მანქანიდან რომ არ გაღვიძებინა, გოგონამ თავი დაადო და მის მკლავებში ღრმად ამოისუნთქა.
- სად ვართ? - იკითხა როცა ლევანმა საწოლზე დააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა.
- ჩემთან ხარ... - შუბლზე ფრთხილად აკოცა, პლედი გაუსწორა და თავის დიდ მსხვილ მკლავებში ეგოისტი ბავშვივით მოიქცია პატარა თოჯინა.
დილით ტელეფონის ზარმა გამოარკვია, თავისი აშკარად არ იყო, თავი ძლივს ასწია და იქვე მდგარ სავარძელს მიაპყრო თვალები. აპარატი აშკარად ლევანის ქურთუკიდან რეკავდა. როგორც იქნა ამოაძვრინა ჯიბიდან, ნომერი ჩაწერილი არ იყო, ამას არასდროს გააკეთებდა, მაგრამ ამჯერად თითქოს გულმა უგრძნოო, პირდაპირ უპასუხა.
- გისმენთ!
- გამარჯობა... - აშკარად დაიბნა ქალი. - ვის ველაპარაკები?
- კატოს, და მე ვის ველაპარაკები?
- ნინას... მე თებეს დედა ვარ. თქვენ ალბათ მისი ძიძა ხართ, არა?
- დიახ...
- ლევანმა მითხრა, თებეს ძალიან შეყვარებიხართ.
- ლევანმა? ხო პრინციპში... იცით ის მალე დაბრუნდება და გადმოგირეკავთ. - სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი და საწოლზე დაგდებულს თავზარდაცემული მიაშტერდა. აქამდე სულ ეგონა რომ მკვდარი იყო, - ,,მკვდრებს გალამაზება აღარ სჭირდებათ" - ამოუტივტივდა მისი ნათქვამი და კვლავ ტუჩი მოიკვნიტა.
- აბა, გაიღვიძა ტეკილას დედოფალმა? - ლევანი დიდი პოდნოსით ხელში შემოვიდა, ზედ წვენები, ყავა და რამდენიმე ლორიანი პური დაეწყო მამაკაცს. კატოს სახე არ ესიამოვნა, მერე მის წინ დაგდებულ ტელეფონს დახედა ჯერ კიდევ რომ ენთო ეკრანი და მზერა ისევ გოგონაზე გადაიტანა. - ხომ შეჭამ?
- არ მშია...
- მაშინ წვენი დალიე. - თასი იქვე დადო და ჭიქა გაუწოდა.
- რომელი საათია?
- დამშვიდდი, დღეს უფროსმა გაგანთავისუფლა!
- კარგია, რადგან სახლში მინდა წასვლა...შეგიძლია ტაქსი გამოიძახო?
- მოხდა რამე? - კატო წამოდგა და სარკესთან მივიდა.
- მნიშვნელოვანი არაფერი. - ლევანმა ტელეფონი გახსნა. - საიქიოდან დაგირეკა შენმა ცოლმა. როდის უშვებ აქეთ ლევანსო.
- ნინამ? - კატომ სიმწრის ღიმილით გადმოხედა და თმა შეისწორა.
- ხო და რატომღაც მკვდარს სულ არ ჰგავდა, წავედი მე, გზამდე ფეხით გავალ...
- რატომ უპასუხე ჩემს ტელეფონს? - მოიღრუბლა ლევანი, ფეხზე წამოდგა და კატო კარადასთან მიიმწყვდია.
- არ ვიცი, გულმა მიკარნახა აქ რაღაც ისე არაა, ვიღაც რაღაცას გატყუებსო და მეც ბევრი აღარ მიფიქრია.
- ვინ მოგცა უფლება გოგო?
- არაფრის უფლება არ მჭირდება როცა საქმე ჩემს ცხოვრებას ეხება, - ხელი მკერდზე ჰკრა მამაკაცს და გასასვლელისკენ წავიდა. - ვხვდებოდი რაღაც ისე რომ არ იყო, მაგრამ ამას როგორ წარმოვიდგენდი!
- რას? - უკან გაყვა მაკაცი.
- მატყუარა რომ იყავი!
- თუ ერთ ადგილას გაჩერდები ყველაფერს მოგიყვები!
- არ მაინტერესებს ლევან, აღარაფერი მაინტერესებს შენი და მითუმეტეს შენი ცოლის. გავა ერთი წელი და საერთოდ წავალ საქართველოდან, სადმე გადაკარგულში!
- ვერსადაც ვერ წახვალ, შენი ადგილი აქაა, ჩემს გვერდით!
- და რისთვის, ყველაფერი რომ მატყუო და რაღაცეები მაიძულო?
- რას გაიძულებ?
- თუნდაც შენთან მუშაობას, - ყვირილით შემოტრიალდა შუა ეზოში. - შენ გინდა რომ მთელი ჩემი ცხოვრება აკონტროლო!
- მე არაფერს გაიძულებ და ეგ მეორედ აღარ გაიმეორო, მე იმას ვაკეთებ რაც ორივეს გვინდა!
- და რა იცი მე რა მინდა?
- შენ ჩემთან ყოფნა გინდა!
- მართალია, მაგრამ მე ოჯახიც მინდა ლევან, შვილები, სიყვარული მინდა... - თვალები ცრემლებით აევსო კატერინას. - მაგრამ შენ ჩემთვის არაფრის მოცემა არ შეგიძლია... ან არ გინდა... შენ... შენ მშიშარა ხარ, უბრალოდ გეშინია შეცდომის, რომელიც ალბათ ერთხელ უკვე დაუშვი...
ლევანს არაფერი უპასუხია, რამდენიმე წამი უხმოდ იდგა და უყურებდა კატოს, მერე შებრუნდა, გოგონაც გატრიალდა. უკან არცერთს არ მოუხედავს...
საშინელი თავსხმა წვიმა წამოვიდა იმ საღამოს, აკანკალებული გოგონა ჯიუტად მიიწევდა წინ, ერთის მხრივ უხაროდა, მის ცრემლებს ამჯერად ვეღარავინ ამჩნევდა. ვერაფერს ხედავდა, ბოლოს გაჩერებასთან აღმოჩნდა და გათოშილი შეეფარა. არაფერი მოძრაობდა, თუ ვინმე გამოივლიდა კი ზედ არავინ უყურებდა. სკამზე საცოდავად მოიკუნტა კატო, არ ადარდებდა, თუ სულაც არავინ წაიყვანდა. მათ ურთიერთობას ამით დიდი წერტილი დაესვა, ანუ რასაც აქამდე მნიშვნელობა გქონდა, ახლა ყველაფერი უაზრო გახდა. საოცრად ეძინებოდა ემოციებით დაღლილს, მაგრამ სველი, აკანკალებული სხეული ამის საშუალებას არ აძლევდა. დიდ ხანს იყო ასე, ბოლოს მის სმენას ვიღაცის ხმა მისწვდა.
- გოგონა, დაგეხმაროთ? - თვალები გაახილა, იმდენად აღარ წვიმდა, ახალგაზრდა მამაკაცი დაჰყურებდა შეშფოთებული. - კარგად ხართ?
- დიახ... მე... თბილისში მივდივარ... - წამოჯდა და გალუმპული კაბა გაისწორა.
- ასე ფილტვების ანთება არ აგცდებათ!
ასე აუხდეს ყველაფერი ამ კეთილ კაცს, მთელი გზა გათბობა ჰქონდა ჩართული, მაგრამ კატოს კანკალს ვერაფრით უშველა. სახლამდე მიაცილა, გოგონა თბილად დაემშვიდობა და კარში გაუჩინარდა. ერთადერთი რაც მოახერხა ის იყო, რომ ყველაფერი გაიძრო, დასველებული ტელეფონიც იქვე მიაგდო და გადასაფარებელში შეიფუთა.
მთელი ღამე ბორგავდა, სიცხისგან იწვოდა, მერე შეეშინდა არ მოვკვდეო და ტელეფონთან მიჩოჩდა, ვერაფრით ვერ მოახერხა ჩართვა, მერე თვალები მიელულა, მერე იყო სიწყნარე, სიმშვიდე და საოცარი უწონადობა...
- კატო, ვის ველაპარაკები?!
- რა? - გამოერკვა სიზმრებიდან.
- ტელეფონს რა უქენი, კინაღამ გავგიჟდი, რა არ ვიფიქრე!
- ჩუმად ლევან გთხოვ, ჩუმად...
- გამოფხიზლდი ახლავე და... - მამაკაცმა ლაპარაკი შეწყვიტა როგორც კი კატოს ხელს შეეხო, შემდეგ შუბლი გაუსინჯა. - კატო!
- ნუ ყვირი გთხოვ, დამაძინე, სულ ცოტა და მერე ვილაპარაკოთ...
- კატო სიცხე გაქვს, რამდენი ხანია ცუდად ხარ?
- არ ვიცი... რაც წამოვედი, დამანებე გთხოვ...
ლევანმა პიჯაკი გაიხადა.
- თერმომეტრი ან წამლების ყუთი გაქვს?
- არ მჭირდები, წადი.
დიდ ხანს ეძება ლევანმა, ბოლოს დიდი აფთიაქის ყუთით დაბრუნდა. სიცხე ოცდაცხრამეტს და ოთხ ხაზს უჩვენებდა. მამაკაცმა კიდურები შეუმოწმა, სრულიად გაყინული ჰქონდა კატოს და მაშინვე დაალევინა სიცხის დამწევი, ერთი ანტიბიოტიკიც დააყოლებინა, ტანზე გაიხადა და გოგონას გვერდით მიუწვა.
- რას აკეთებ? ლევან შიშველი ვარ!
- გეყოფა კატო გაყინული გაქვს ფეხები, თუ არ გაგითბა კეუნჩხვები დაგეწყება.
- მიყვარს ჩურჩხელა... - ლევანი გაოცებული დააშტერდა, მერე ახლოს მიიზიდა გოგონა, მთელ სხეულზე აიკრა გავარვარებული და შუბლზე ფრთხილად აკოცა.
- არ უნდა გამეშვი... იქ, ჩემთან უნდა დამეტოვებინე... სამუამოდ ჩემთან....
მთელი შაბათ-კვირა გვერდიდან არ მოშორებია ლევანი კატოს, მხოლოდ მარკეტში მიდიოდა და სწრაფად ბრუნდებოდა უკან. ყველაზე მეტად ღამე უჭირდა, თანაც კატო რაღაცეებს ბოდავდა, ჭირვეულობდა, არ უჯერებდა და თითოეულ წამალს ხვეწნით ასმევდა. საბოლოოდ სიცხე დამარცხდა, ორგანიზმა ბრძოლა შეწყვიტა და გოგონამაც თვალებში გამოიხედა.
- რა დღეა?
- ორშაბათი. - ჩაი გაუწოდა ლევანმა.
- არ ვმუშაობთ?
- ჩვენ როცა მე მინდა მაშინ ვმუშაობთ.
- უკაცრავად თქვენო უდიდებულესობავ. ღმერთო, რას გავს სახლი? - მოათვალიერა საძინებელი კატომ. - წარმომიდგენია მისაღები და სამზარეულო რა დღეში იქნება!
- დაგილაგებ სანამ წავალ. - ირონია გაეპარა ხმაში.
- მეტი არაა ჩემი მტერი... მომაწოდე რამე, უნდა ავდგე.
- ხალათი გაქვს?
- ჩასაცმელები მინდა...
- ოო, კატო. ხალათს მოგცემ და რაც გინდა ის ჩაიცვი მერე!
- მე ცუდად ვარ, ვერ ხვდები?
- ეგ რა შუაშია?
- რასაც ვამბობ, უნდა შემისრულო!
- მოგხვდება ეხლა. - ჩაიცინა მამაკაცმა, კატოს გარდერობთან მივიდა და პირველივე მაიკა რაც დაინახა გოგოს მიმართულებით ისროლა. - ახლა შარვალი... - ისიც მაიკის გზას გაუყენა და პატარა უჯრა გამოხსნა. - ოჰო, - თქვა ხმამაღლა და კატოს საცვლების არჩევა დაიწყო, გოგონა წამოწითლდა.
- მაგათ მე ავარჩევ.
- ეს კარგი წყვილია. - შავი გიპიური თეთრეული შეარჩია ლევანმა. - ჩაიცვი აბა!
- ისე მეუბნები თითქოს ფეხსაცმელს მაწვდიდე. გადი ოთახიდან და ავდგები.
- რა აზრი აქვს, რამდენიმე კვირაში მაინც მოგიწევს ჩემს წინ ასე სიარული.
- რატო, რა ხდება?
ლევანს აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ გაუღიმა და გაოცებული კატო თავის ფიქრებთან დატოვა.
მომდევნო დღეს ბუსავით იჯდა სამსახურში, არც ლევანი იყო, არც გიორგი, სამაგიეროდ სახლში მისულს დიდი სიურპრიზი დახვდა. რებე და დემე გაბრწყინებული თვალებით შეეგებნენ გოგონას.
- კატო! - შეჰყვირა გოგონამ და მისკენ წავიდა.
- ვაიმე, თქვე დამპლებო! - დაიყვირა მანაც. - არ უნდა გეთქვათ?
- სიურპრიზი! - ჩაეხუტა დემეც მაგრამ კატომ მალევე მოიცილა. - ურო უნდა გირტყათ თავში!
- რამდენი რამე ჩამოგიტანე პროსტა აზრზე არა ხარ! - ჩანთებს მიადგა რებეკა.
- მოიცა რა დროს ეგაა... - ხელი მოკიდა კატომ და მოწყვეტით ჩაიხუტა და. - მომენატრე საშინლად...
მერე... მერე ისევ საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა... ისევ სიმარტოვე იგრძნო გოგონამ... დედას აღარ დაურეკავს, ლევანს ტელეფონი გამორთული გქონდა და რებეც წავიდა. ძილის წინ ყოველთვის საშინლად უჭირდა კატერინას, ახლაც ბევრი იტრიალა. რამდენიმე საათი ძილის მოტყუებას მოუნდა. მერე ისევ ლევანი დაესიზმრა და ისევ უფსკრულის პირას გამოეღვიძა.
მომდევნო რამდენიმე დღეც სრულ უაზრობაში გაატარა, არავინ შეხმიანებია, არავინ უნახავს, ბოლოს ვეღარ აიტანა ეს ყველაფერი და პირდაპირ თებესთან მივიდა. საღამოს შვიდი საათი და ისევ გაბმული ზარი კარზე.
- კატო! - გაჯავრებით გამოხედა ქალმა. - მოდი გასწავლი, - ხელში წვდა გოგონას და ზარის ღილაკზე თითი ერთხელ დააჭერინა. - აი ასე უნდა, გაიგე? - კიდევ გაიმეორა იგივე როცა კატო სიცილით მოკვდა. - აი, ხედავ რა მარტივია?
- თინანო, ისევ ეს ფორმა რატომ გაცვია?
- ასეა აქ წესი, ასე! ბიჯოს, არ დამმართა შაქარი ამ საუკუნეს ძლივს მიღწეულ ქალს?
- ნევროზი ქვია მაგას თინანო, ნევ-რო-ზი!
- რაც არის, ლევანი არაა, თებე ჭამს!
- და შენ ჩემი ნერვები არა გაქვს! - მიულექსა უცებ და სამზარეულოსკენ წავიდა. - რას შვები თებროლე?
- კატო, - შეჰყვირა გოგონამ და მისკენ წავიდა. - რა მაგარი ხარ რომ არ გავიწყდები რა!
- მომენატრე, - ჩაეხუტა ბავშვს და ტკბილეულობის პარკი გაუწოდა. - ყველას ერთად ნუ შეჭამ თორე რამე დაგემართება და მამაშენი ამჯერად მართლა მომკლავს.
- ჯერ ჩამოვიდეს. - გაეცინა გოგონას.
- საიდან?
- არ ვიცი, მგონი მოსკოვშია. რამდენიმე დღეა წასულია, არ უთქვამს?
- არა... - გულში რაღაც ჩასწყდა კატოს, რატომღაც ეს ამბავი ნინას დაუკავშირა. - მარტო წავიდა?
- ხო, ალბათ... აბა ნინას იქ არ წაიყვანდა და... - ქალის სახელზე კატოს ელდა ეცა.
- ვინ ნინას?
- შენთვის არ უთქვამს?
- არა...
- დედაჩემს... უფრო სწორად ვინც მე გამაჩინა... - ნაღვლიანად ჩახარა გოგონამ თავი და სალათს დაუწყო წვალება.
- ცოცხალია? - კატოს უფრო ისტორიის მოსმენა აინტერესებდა, ვიდრე ამ ამბის დაზუსტება.
- ხო... რამდენიმე დღის წინ მოვიდა, გამომიცხადა დედაშენი ვარო, მამაშენმა მოგატყუა და არ მოვმკვდარვარო. - სევდიანად გაიღიმა გოგონამ.
- მერე... არ გაგიხარდა? შენც გყოლია დედა! - გაუღიმა კატომაც.
- ხო მაგრამ... არ უთქვამს რატომ დამტოვა... ან ამდენ ხანს რას ელოდებოდა... მითხრა მამას კითხეო... მას კი ამ თემაზე ლაპარაკი არ უნდა. ამბობს პატარა ხარ მოსასმენადო... აღარ ვიცი რა ვიფიქრო კატო...
- ჩემო პატარავ... - ისე შეეცოდა კატერინას ბავშვი პირდაპირ კალთაში გადმოისვა და ჩაიხუტა. - იცი... უფროსები მეტად უცნაური ხალხია...
- როგორც პატარა უფლისწულში?
- ნამდვილად...
- მამამ ნინა გააგდო...
- ალბათ ჰქონდა მიზეზი, ლევანი იმპულსური ადამიანი არაა...
- ვიცი...
- მამაშენი სამართლიანი კაცია თებე...
- ვიცი...
- ის ალბათ ოდესმე მოგიყვება ნამდვილ მიზეზს.
- ალბათ...
- მე შენთან ვარ იცოდე და ძალიან მიყვარხარ.
- ვიცი... - ძლიერად მიეხუტა გოგონას.
სამსახურში მისვლისას თავის მაგიდასთან ლევანი რომ დაინახა გული სიხარულისგან აუფართხალდა.
- გამარჯობა ბატონო ლევან.
- დააგვიანე!
- სულ სამი წუთით.
- ესეც კმარა.
- მომიტევეთ. ეს ქაღალდები, - თაროდან დიდი დასტა გადმოიღო კატომ და ლევანს წინ დაულაგა. - სულ თქვენია, დაგროვდა სანამ თქვენ მოსკოვში დასეირნობდით.
- კაბინეტში შემომიტანე. - იქით წავიდა მამაკაცი.
- იქნებ გაგეყოლებინათ?
- ეგ შენი საქმეა.
- თებესთან ვიყავი. - ქაღალდებით ხელში აედევნა კატერინა.
- ვიცი, მითხრა. ვეღარ მოითმინე უჩემოდ?
- ნინასთან რა მოხდა?
- არ შეგეძლო რომ იმ წყეულ დღეს დამჯდარიყავი ნორმალურად და ყველაფერი მოგესმინა?!
- არ შემეძლო... შენ მითხარი რომ ის მოკვდა!
- ეგ ჩვენი გაცნობის პირველ დღეს გითხარი, აბა რა გეგონა, დავაღებდი პირს იმავე წამს და ჩემ წარსულს ჩაგიკაკლავდი?
- და მაინც, შენ მე მომატყუე!
- არ მომიტყურბიხარ, ნინა ჩემთვის მკვდარია, უსულო ხორცი! - ზიზღით დამანჭა სახე მამაკაცმა და სავარძელში ჩაეშვა.
- გიღალატა?
- არა, მას მე არ ვყვარებივარ... უბრალოდ ჩემ ძმაკაცთან ერთად წავიდა.
- ბავშვი როგორ დატოვა?
- მას არც თებე უყვარდა, მხოლოდ მისი თავი უყვარს...
- კი მაგრამ შვილი როგორ არ უყვარდა?
- ჩვენ ერთად მანამ ვიყავით, სანამ ცოლად მოვიყვანდი, მთვრალები ვიყავით, მე მისთვის არაფერი დამიძალებია... ის კი სულ იმეორებდა ბავშვი შენი ძალადობის ნაყოფიაო... წარმოგიდგენია?
- და იქნებ ასეც იყო?
- რა? - მოიღრუბლა ლევანი.
- იქნებ მას არ უნდოდა, შენ კი თავი ვერ შეიკავე.
- მასაც უნდოდა!
- ამიტომ გინდა რომ გთხოვო?
- რას იზავ, მწარე გამოცდილება მაქვს ხომ ხედავ?
- რატომ მადარებ მას?
- მე შენ არავის გადარებ კატო, მე ზუსტად არ მახსოვს რა მოხდა იმ დედამო**ნულ დღეს, მაგრამ ვიცი რისი გამკეთებელი ვარ, რაც არ უნდა მთვრალი ვიყო! ერთადერთი რაც კარგი მახსოვს ნინასგან ეს თებეა, მას კი იმდენი გულიც არ აქვს რომ... იტოკში რა, აღარ მინდა ეს თემა!
- არ ვიცი რა გითხრა... - კატოს სულ აერია თავგზა.
- რა უნდა მითხრა და რა ხდებოდა ჩემს აქ არ ყოფნაში?
- სიმშვიდეა, ცოტა შენმა ყოფილმა ნაშებმა გაჭედეს მეშვიდეზე, მაგრამ ერთი ღიმილით გადავხედე და პასუხის ღირსადაც არ ჩავთვალე ცხვირაწეული ამოვედი იქიდან. - ფეხი-ფეხზე გადაიდო გოგონამ.
- ყოჩაღ. - გაეცინა ლევანს. - კიდე?
- კიდე რავი, გიორგი არ გამოჩენილა.
- და შენ ეგ ასე გაღელვებს?
- გაეჭვიანებდი და დაგეთანხმებოდი, მაგრამ გიორგის ზედმეტად ვერ ვიტან მაგისთვის.
- დღეს ხელფასი გერიცხება.
- მართლა, ასე მალე გავიდა ერთი თვე?
- არა, უბრალოდ დაგჭირდება ამ კვირაში.
- ვერ გავიგე...
- სამაგიეროდ მე გავიგე ტრლეფონი როგორ გირეკავს და წადი უპასუხე!
- არ მინდა წასვლა... აქ მომწონს. - გაიღიმა კატომ მაცდურად.
- წადი თორემ დიდ ხანს მოგიწევს აქ დარჩენა! - ვნებიანად აათვალიერა ლევანმა და კატო მაშინვე წამოდგა.
- მე ეხლა ამეებს გადავხედავ და გავდივარ, შენ ექვსამდე აქ იქნები და არავითარი წუწუნი, გასაგებია?
- ოო, ლევან...
- ყავა მინდა!
- მეხი გინდა... - ჩაიდუდუნა თავისთვის და კაბინეტიდან გავიდა.



№1  offline წევრი tamuna.s

ძალიან არაკაცურად მოიქცა ლევანი, კატოს წარსულზე გიორგის რომ მოუყვა და მეგობრის თვალში ასე დაამცირა საყვარელი ქალი. დარწმუნებული ვარ გიორგი მალე გააბაზრებს ამას და კატოს გული ეტკინება. ამხელა კაცს მეტი ტვინი უნდა ქონდეს და უნდა იცოდეს ვისთან რა ილაპარაკოს. საერთოდ რა საჭირო იყო იმის თქმა რომ კატო ქურდია და ასე გაიცნო. მაგ დროს ლევანის ცემა მომინდა. ძალიან მაბრაზებს ეს კაცი, მშვენივრად იცის რომ კატოს უყვარს და მის გრძნობებზე თამაშობს, თან მშვენივრად იცის როგორი გამოუცდელია ურთიერთობებში კატო, ამიტომ ამხელა კაცს მეტი მოეთხოვება. კაი შემოლაწუნება არ აწყენდა ამ დეგენერატ კაცს.

 


№2 სტუმარი maco maco

ვკითხულობდი ამ ისტორია ადრე... კატო როგორც პერსონაჟი ძალიან მომწონს, დალაგებულ-დავარცხნილია:) და კიდევ ძალიან მიყვარს შენი Dandelion :)

 


№3  offline წევრი კატკო

ძალიან მომწონს ეს ისტორია ????

 


№4  offline მოდერი Marry Amm

tamuna.s
ძალიან არაკაცურად მოიქცა ლევანი, კატოს წარსულზე გიორგის რომ მოუყვა და მეგობრის თვალში ასე დაამცირა საყვარელი ქალი. დარწმუნებული ვარ გიორგი მალე გააბაზრებს ამას და კატოს გული ეტკინება. ამხელა კაცს მეტი ტვინი უნდა ქონდეს და უნდა იცოდეს ვისთან რა ილაპარაკოს. საერთოდ რა საჭირო იყო იმის თქმა რომ კატო ქურდია და ასე გაიცნო. მაგ დროს ლევანის ცემა მომინდა. ძალიან მაბრაზებს ეს კაცი, მშვენივრად იცის რომ კატოს უყვარს და მის გრძნობებზე თამაშობს, თან მშვენივრად იცის როგორი გამოუცდელია ურთიერთობებში კატო, ამიტომ ამხელა კაცს მეტი მოეთხოვება. კაი შემოლაწუნება არ აწყენდა ამ დეგენერატ კაცს.

ოიმეე როგორ გაგაბრაზა ამ უსინდისომ :დ ხომ იცი რომ ბანალური არ ვარ ,,ცუდი ძმაკაცი” და რაღაცეები :დ გიორგი თევზივით ჩუმად იქნება :დ <3

maco maco
ვკითხულობდი ამ ისტორია ადრე... კატო როგორც პერსონაჟი ძალიან მომწონს, დალაგებულ-დავარცხნილია:) და კიდევ ძალიან მიყვარს შენი Dandelion :)

Dandelion )) ჩემი ერთერთი ფავორიტია. ცოტა რო მიმავიწყდება ხოლმე თავიდან ვკითხულობ ხოო ნარცისი ვარ :D მიხარია ახალი ისტორიაც რომ მოგწონს <3

კატკო
ძალიან მომწონს ეს ისტორია ????

ასაკში რომ შევალ წიგნად ვაქცევ :დ <3

 


№5  offline წევრი OKI ME

კატოს იუმორი მომწონს :დდდდ ოო, რა საინტერესოდ ვითარდება მოვლენები?! :P და როგორც ყოველთვის, ახლაც განვმეორდები : რა მოიცდის შემდეგ თავამდე? :დდდ

ვიქტორიასი ხო ვერ გავიგე რაა. ჯერ ძლივს იპოვა შვილები და ახლა ისე გამოვიდა რომ პირველივე დაბრკოლების (თუ რავიცუ რა ვუწოდო) დროს გავიდა მომსახურების ზონიდან? გავიგე, რომ გააზრება და დაფიქრება უნდა მაგრამ კარგი რაა. ეს ქალი ჩემთვის თავიდანვე ძალიან ჩამოუყალიბებელი პიროვნება იყო. აი, ჯერ კიდევ იქიდან ზურაბს რომ უბრალო ურთიერთობაზე უარს არ ეუბნებოდა მაშინ როცა რუსეთში შეუვარებული ელოდა, ეს აქ ზურაბს ეფლირტავებოდა. მე, ყოველშემთხვევაში ასე მომეჩვენა. ჩემი აზრით ვიქტორია და ზურაბი ერთმანეთს იმსახურებენ. ყოველ შემთვევაში ახლა, ამ გადმოსახედიდან ასე ვფიქრობ.

უჰ, ამ გიორგისაც ისე აღწერს კატო რავიცი დიდათ არ მეპიტნავება (როგორც ბებიაჩემი ამბობდა) :დდ

თებე, მიყვარს ❤️❤️ ეს, ძალით მოსიყვარულე დედა, ნინაც არ მეპიტნავება, სიმართლე რომ გითხრა. ეგ ისეთი ქალი ჩანს, რამე თუ არ სჭირდება ისე არ გამოჩნდებოდა. ახლა გაიღვიძა ხო მასში დედობრივმა გრძნობამ. დაგიჯერეთ, კი ნინა :დდ კი მოუშალა ნერვები ჩემ კატო და მეც პრინციპში.

ვაიი, ლევაან, რას აპირებ ამ კვირაში? ოხ, შენც კაი მელაკუდა ვიღაც ხარ ლევან.

აუ, კარგი რააა. რატო მიკეთებ ამას? დიდი თავი კი იყო, ვერაფერს ვიტყვი და ვერ მოგედავები, მაგრამ მე, მაინც არ მეყო :დდ აი, უმადური რომ იქნები ადამიანი, ჩემზეა ნათქვამი. :დდ ხო დავლიე სული შემდეგ თავამდე, იმაზე ფიქრით "ამ კვირაში" რას გულისხმობდა ლევანი? არა ჩემი ვერსიები მაქვს მაგრამ მირჩევნია შენსას დაველოდო, მოვუსმინო და წავიკითხო :დდდ ❤️♥️ აბა, მალე დაბრუნებას გისურვებ ახალი თავით :დდ

უიმე, ამასობაში რამხელა კომენტარი დამიწერია :დდ და კიდევ რამდენი რაღაც გამოვტოვე შენ არ იცი :დდ

 


№6  offline მოდერი Marry Amm

Megioki
კატოს იუმორი მომწონს :დდდდ ოო, რა საინტერესოდ ვითარდება მოვლენები?! :P და როგორც ყოველთვის, ახლაც განვმეორდები : რა მოიცდის შემდეგ თავამდე? :დდდ

ვიქტორიასი ხო ვერ გავიგე რაა. ჯერ ძლივს იპოვა შვილები და ახლა ისე გამოვიდა რომ პირველივე დაბრკოლების (თუ რავიცუ რა ვუწოდო) დროს გავიდა მომსახურების ზონიდან? გავიგე, რომ გააზრება და დაფიქრება უნდა მაგრამ კარგი რაა. ეს ქალი ჩემთვის თავიდანვე ძალიან ჩამოუყალიბებელი პიროვნება იყო. აი, ჯერ კიდევ იქიდან ზურაბს რომ უბრალო ურთიერთობაზე უარს არ ეუბნებოდა მაშინ როცა რუსეთში შეუვარებული ელოდა, ეს აქ ზურაბს ეფლირტავებოდა. მე, ყოველშემთხვევაში ასე მომეჩვენა. ჩემი აზრით ვიქტორია და ზურაბი ერთმანეთს იმსახურებენ. ყოველ შემთვევაში ახლა, ამ გადმოსახედიდან ასე ვფიქრობ.

უჰ, ამ გიორგისაც ისე აღწერს კატო რავიცი დიდათ არ მეპიტნავება (როგორც ბებიაჩემი ამბობდა) :დდ

თებე, მიყვარს ❤️❤️ ეს, ძალით მოსიყვარულე დედა, ნინაც არ მეპიტნავება, სიმართლე რომ გითხრა. ეგ ისეთი ქალი ჩანს, რამე თუ არ სჭირდება ისე არ გამოჩნდებოდა. ახლა გაიღვიძა ხო მასში დედობრივმა გრძნობამ. დაგიჯერეთ, კი ნინა :დდ კი მოუშალა ნერვები ჩემ კატო და მეც პრინციპში.

ვაიი, ლევაან, რას აპირებ ამ კვირაში? ოხ, შენც კაი მელაკუდა ვიღაც ხარ ლევან.

აუ, კარგი რააა. რატო მიკეთებ ამას? დიდი თავი კი იყო, ვერაფერს ვიტყვი და ვერ მოგედავები, მაგრამ მე, მაინც არ მეყო :დდ აი, უმადური რომ იქნები ადამიანი, ჩემზეა ნათქვამი. :დდ ხო დავლიე სული შემდეგ თავამდე, იმაზე ფიქრით "ამ კვირაში" რას გულისხმობდა ლევანი? არა ჩემი ვერსიები მაქვს მაგრამ მირჩევნია შენსას დაველოდო, მოვუსმინო და წავიკითხო :დდდ ❤️♥️ აბა, მალე დაბრუნებას გისურვებ ახალი თავით :დდ

უიმე, ამასობაში რამხელა კომენტარი დამიწერია :დდ და კიდევ რამდენი რაღაც გამოვტოვე შენ არ იცი :დდ

მოკლედ შენ ვინ მყავხარ რაა <3 ამხელა კომენტარს მართლა არ ველოდი :დ ჩამოარაკრაკე ყველაფერი.
ერთი თავი დარჩა და მერე რა გიყო მართლა არ ვიცი :დდ

 


№7  offline წევრი Nobodyelse

ლევანის საქციელი ჩემი აზრით არასწორია. რაც შეეცება კატოს... პიროვნება უდავოდ საინტერესოა და მსიამოვნებს, როგორც ისტორიის გმირი. ველოდები გაგრძელებას. <3

 


№8  offline წევრი OKI ME

თუ გაპატიო. აი ეგ არ უნდა გეთქვა. რა ერთი თავი? რის ერთი თავი? (აქ განრისხებულ-აღშფოთებული სმაილი უნდა იყოს)
აუ, კარგი რაა. იმით მაინც დამაიმედე და მითხარი : "ახალი ისტორია დაწყებული მაქვს და მალე დავდებ პირველ თავს". ჰმ, არ მემეტება დასასრულისთვის. ჩემი კატოოოო (((
ან ამ დილაუთენიას რას შემოვდიოდი და ვკითხულობდი, ნეტა რას მოვიშალე ნერვები :დდ

 


№9  offline მოდერი Marry Amm

Nobodyelse
ლევანის საქციელი ჩემი აზრით არასწორია. რაც შეეცება კატოს... პიროვნება უდავოდ საინტერესოა და მსიამოვნებს, როგორც ისტორიის გმირი. ველოდები გაგრძელებას. <3

მესმის ) მაგრამ ის ენდობა გიორგის და როგორც ძმაკაცს ისე მოუყვა, კაცები ამას სულ აკეთებენ, არ გეგონოთ დაქალებივით არ ჭორაობენ :დ <3 კატო ისევ ვიტყვი რომ ჩემი ფავორიტი გმირია <3

Megioki
თუ გაპატიო. აი ეგ არ უნდა გეთქვა. რა ერთი თავი? რის ერთი თავი? (აქ განრისხებულ-აღშფოთებული სმაილი უნდა იყოს)
აუ, კარგი რაა. იმით მაინც დამაიმედე და მითხარი : "ახალი ისტორია დაწყებული მაქვს და მალე დავდებ პირველ თავს". ჰმ, არ მემეტება დასასრულისთვის. ჩემი კატოოოო (((
ან ამ დილაუთენიას რას შემოვდიოდი და ვკითხულობდი, ნეტა რას მოვიშალე ნერვები :დდ

რა ვქნა უაზროდ გავწელო? :) <3

 


№10  offline წევრი OKI ME

არა, მაგრამ შევეჩვიე, რა ჩემი ბრალია? შენი ბრალია რომ შემაყვარე :დდ არ ვიცი მე, მალე დაბრუნდი ახალი ისტორიით :დდდ

 


№11  offline წევრი კატკო

არ დებთ მერვე თაავს?

 


№12  offline მოდერი Marry Amm

ესეთი მოუთმენლები ხართ ხო ? :დ დავდებ სად წავალ :დ ბოლო თავია გაფრთხილებთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent