შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისტორია


9-06-2021, 01:21
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 1 444

როცა ადამიანს სულიერი მდგომარეობა კრიტიკული აქ მაშინ ის მოსიარულე ბომბს ემსგავსება,არავინ იცის როდის აფეთქდება და რამზხელა იქნება მსხვერპლი. ეს მასზეა დამოკიდებული. შეიძლება არც აფეთქდეს და შეძლონ მისი განეიტრალება მაგრამ,მსხვერპლი მაინც იქნება თანაც არც ის პატარა.როცა წიგნს კითხულობ ახალ სამყაროს უღებ კარს და ცხოვრობ სხვისი ცხოვრებით, შენ სხეულს ტოვებ და იქ იმ წიგნში განაგრძობ არსებობას, თითოეულ წაკითხულ სიტყვას ისისხლხორცლებ,ყველა იმ ემოციასა და განცდას ემონები,რომელიც პერსონაჟს ეუფლება. კითხულობ და გიკვირს როგორ შეიძლება ადამიანებმა ამხელა ტკივილს გაუძლონ. თეორიულად იცი როგორ გაუმკლავდე რადგან ეს უკანასკნელი კითხვის პროცესში შეიმეცნე მაგრამ რეალობა განსხვავდება იმ ცხოვრებისგან რომელიც წიგნებში შელამაზებულადაა მოთხრობილი.პირველად როდესაც წავიკითხე გურამ დოჩანაშვილის „კაცი რომელსაც ლიტერატურა უყვარდა“ პატარა ვიყავი მაშინ ვერც კი ვიაზრებდი მთავარი პერსონაჟის სიტყვებს მაგრამ ცხოვრების ყველა ეტაპზე მისი სიტყვები თავისებურად მახსენდება.ყოველი წაკითხული წიგნი გარდაგვქმნის უკეთესობისკენ, გვაფიქრებს ბევრ რამეზე გვაყალიბებს ახალ და უფრო მეტად ძლიერ პიროვნებებად, მაგრამ ლიტერატურა ვერ გვასწავლის როგორ ვიცხოვროდ უკეტესობისკენ შეცვლილმა ჩვენი თავის ახალ ვერსიებად ჩამოყალიბებულებმა.კი წიგნი თეორიულად გვამზადებს იმისთვის, რაც ცხოვრებაში გველოდება მაგრამ პრაქტიკაში რთულია მოირგო პერსონაჟის როლი. ერთია იყო მიტოვებული, მეორეა შენ თავდ გსურდეს, რომ იგრძო თავი მიტოვებულად. დამეთანხმებით დიდი განსხვავებაა ამ ორ მდგომარეობას შორი.აქამდე ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი ყველაზგან მიტოვებული,დეპრესიული ადამიანი, რომელიც თავისი უცნაურობების და დიდი სიყავრულის უნარის გამო გარიყეს.ეს რათქმაუნდა ასე არიყო მე უბრალოდ მომწონდა როცა საკუთარი თავი მეცოდებოდა ამიტომ ჩემს თავს თავად ვადეპრესიებდი.როცა რეალუარდ ამ პრობლემის წინ დავდექი გავიაზრე ის, რომ არც ისე მარტივია იყო მიტოვებული არც ის ვიცა ახლა სწორია ის რომ ვწერ თუ არა.უბრალოდ ასე ბევრად მარტივია გადმოსცე ის რაც შენს შიგნით ხდება, ის რაც შენი მუდამ მომღიმარი სახის უკანაა.ადამიანებს როგორადაც თავს მოაჩვენებ ზუსტად ისეთსას დაგინახავენ, არც ეცდებიან შენი სამყაროს შეცნობას, არც დააინტერესებთ იქ რახდება. საკმარისია ერთი წამით მაინც გახდე ის ვინც რეალურად ხარ მაშინვე მარტო დარჩები სრულიად მარტო.ამ დამპალ დედმიწაზე კი მარტო ცხოვრება სიკვდილის ტოლფასია ისედაც დამძიმებულ ყოფას მარტოობა ერთიორად ამძიმებს.ამიტომ ხარ ის ვინც ალბათ არასდროს იქნებოდი ,საბოლოოდ კი მორგებულ იმიჯს იმდენად ეჩვევი საკუთარი რეალური სახე თავადვე გავიწყდება და იკარგები. დაკარგულმა არც კი იცი რომელ გზას უნდა დაადგე საკუთარ თავთან დასაბრუნებლად,ან იქნებ ვერც შეძლო დაბრუნება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent