გოგონა რომელსაც დამოუკიდებლობა ძლიერ უყვარდა
ევა ქართველიშვილი გოგონა რომელსაც დამოუკიდებლობა ძლიერ უყვარდა შესავალი არც კი ვიცი საიდან დავიწყო, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე -იმდენი ,,ცხოვრებისეული სიბრძნე“ მომდიოდა თავში წერის დაწყებამდე... შემდეგ ისევ დამავიწყდა, თუმცა დიდი იმედი მაქვს - წერის პროცესში, ისევ მეწვევა მუზა და გამახსენებს დავიწყებულს, რათა მკითხველთათვისაც შევძლო მათი გაზიარება. წიგნი მოგვითხრობს - ანასტასია გრინის, მთავარი პერსონაჟის განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვან და საინტერესო მოვლენებზე, რომელიც რეალურ ფაქტებსა ცხოვრებისეულ დეტალებზეა დაფუძვნებული. ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ განსაკუთრებული გოგონა _ ბავშვობიდანვე მკაფიოდ გამოხატული საკუთარი ხასიათით, სურვილებითა და ოცნებებით. მას პოეზია უყვარდა და ხშირად ლექსადაც გადმოსცემდა თავის გულისნადებს. სულ რაღაც აძლევდა მუზას, რაიმე კონკრეტული გარემოება, ფაქტი ან მოვლენა - ძირითადად - ნეგატიური, ამიტომაც მის შემოქმედებასაც უფრო პესიმისტურად აფასებდნენ... გოგონას მხოლოდ მიზნები და იმედი აძლევდა ძალას - სვლის გასაგრძელებლად, თორემ უამრავი რამ უკარგავდა მას წინსვლის მოტივაციას... მათ შორის - ისიც, რომ მისით ყოველთვის უკმაყოფილონი იყვნენ გარშემომყოფნი, იქნებოდა ეს ოჯახი - თუ გარე ნაცნობ-ამხანაგები. რაც ძალიან თრგუნავდა ანასტასიას. მაგრამ გამოხდა ხანი და გოგონაც გაიზარდა, მართალია ოდნავ უკვე შერყეული ფსიქიკით, მაგრამ მაინც... მას ფსიქოლოგიც კი ჰყადა გარკვეული პერიოდით აყვანილი, სულ რაღაც 2-3 სეანსი, რომელმაც გოგონას თვალი აუხილა და საკუთარი მიღწევები დაანახა.. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, სტუდენტობა, სამუშაო გამოცდილებები, გოგონაც ამ ყველაფრით ნელ-ნელა საკუთარ ფასს სწავლობდა. თუმცა ,,ყველაფერი სესხი და ვალიაო“ როგორც ანდაზა ამბობს. ასევე მართლაც ყველაფერი დასწრებასა და ბარტერებზეა ამ ცხოვრებაში, განსაკუთრებით ისეთ პატარა ქვეყანაში - როგორიც - ,,მალტის ორდენი“-ა, რომის ტერიტორიაზე კიდევ ერთი, ძალიან მცირე სახელმწიფო ვატიკანის გარდა - 113 500 მოსახლით, რომელიც სულ 3 შენობაშია განთავსებული, აქედან: 2 რომში და 1-იც მალტის კუნძულზე (მალტის სუვერენული ორდენი ყველაზე პატარა სახელმწიფოა მსოფლიოში). მათი ოფიციალური ენა კი ლათინურია. ანასტასია ზედ საზღვართან, ფორტი სან-ანჯელოს რეგიონში, პროვინციაში ცხოვრობდა და სულ რომში ცხოვრებაზე ოცნებობდა, მაგრამ მხოლოდ სტუდენტობის ხანმოკლე პერიოდით - 6,5 წლით აუხდა ეს ოცნება... თავი 1 ანასტასია არც თუ ისე შეძლებულ, თუმცა სტაბილურ, ეკონომიკურად მყარად მდგომი გრინების ოჯახში დაიბადა. როგორც პირმშო - გოგონას საკმაოდ ანებივრებდნენ და შეიძლება ითქვას - ფუფუნებაში იზრდებოდა... ამიტომ მას საკმაოდ ნებიერა და თამამი ხასიათი ჩამოუყალიბდა. ერთხელაც გოგონამ, როცა მას ბაღში საახალწლო ზეიმი ჰქონდა, სცენარიდან იმპროვიზაცია გადაწყვიტა მასწავლებლის შეთავაზებაზე - კიდევ ვინმეს ხომ არ სურდა ეროვნული ცეკვა და პირველი ის გადახტა, შემდეგ კავალერიც უცებ გამოუჩნდა და მათმა ცეკვამ დადგმულს აჯობა, იქ მყოფი დამსწრე საზოგადოება კი კმაყოფილებით აღაფრთოვანა ამ ექსპრომტმა. უბანში ანასტასია ერთადერთი გოგონა იყო თავის თაობაში და მისი ცოტა ქალაბიჭური ხასიათიც აქედან გამომდინარეობდა... ფეხბურთი, ველო-შეჯიბრი, ,,ომობანა“ და შემდგომ უკვე კომპიუტერული თამაშები ,,GTA-ჯეტია” და ,,ქაუნთერი“ _ ჩამოთვლილთაგან არცერთში ჩამოუვარდებოდა იგი მეზობელ ბიჭებს! შემდეგ იყო სკოლა, თავისი ბარიერებით, მეგობართა ცვლებით... გოგონებთანაც ნელ-ნელა პოულობდა საერთო ენას ანასტასია. პირველი თანამედროვე მობილური - ,,Samsung Corby”- ც მას ჰქონდა კლასში ჯერ კიდევ აიფონების ეპოქის დაწყებამდე, თუმცა სასურველისგან ოდნავ განსხვავებული ფერის - ნარინჯის, სტაფილოსფერი, ვარდისფრის ყიდვა კი მასზე უფრო შეძლებულ კლასელს დაუსწრია. მოკლედ ყველაფერი იყო მუდამ, რასაც გოგონა მოისურვებდა, მაგრამ ბოლომდე არასდროს... ყოველთვის აკლდა მარილი ყველაფერს... ზღვაზე პირველად - 5 წლის ასაკში მოხვდა გოგონა მიუხედავად მასთან ახლოს ცხოვრებისა და მას მერე მოიწამლა ზღვის სიყვარულით ჰოროსკოპითაც - თევზები ანასტასია. იყო დრო, მისი ოჯახი 2 კვირითაც მიდიოდა ხოლმე ზღვაზე, რაც უკვე მოსაბეზრებელიც ხდებოდა, შემდეგ 10 დღით, ხოლო რაც უფრო იზრდებიდა გოგონა, 1 კვირით ზღვაზე წასვლის ღირსება-სიამოვნებაც კი აბედნიერებდა უკვე მას... ზოგადად წლების მატებასთან ერთად ხომ პასუხისმგებლობებიც გვეზრდება ადამიანებს... ჯერ საატესტატო ციებ-ცხელება, შემდეგ აბიტურიენტობა და უნივერსიტეტისთვის მზადება, სტუდენტობა - ჯერ ბაკალავრი, შემდეგ მაგისტრატურა და მაინც... ძალიან იშვიათად თუა ეს ყველაფერი დამსახურებული წარმატებისათვის საკმარისი... ძალიან ძნელი იყო ერთი ციდა გოგონასთვის ამა ცხოვრების უსამართლობებთან ბრძოლა. თუმცა გარკვეული ინტერვალებით მაინც ახერხებდა ფეხზე წამოდგომას და ბრძოლის გაგრელებას ანასტასია... სტუდენტობა - ყველაზე ტკბილი და ლაღი რამ იყო გოგონასთვის, რაც კი ოდესმე განუცდია და თავს გადახდენია მას, ისევე როგორც ბედნიერი ბავშვობა, თავგადასავლებითა და სიახლეებით აღსავსე. ჯერ იყო პირველი კურსი, რომში დამოუკიდებლად გადაცხოვრება, ,,რუმმეითებთან“ თანაცხოვრება, ესენი იყვნენ - კლასელები, კურსელები თუ სრულიად უცხონიც... თავი 2 სიახლეებთან შეგუება არც ისე მარტივია, როგორც ყოველთვის... არც ანასტასიას გაადვილებია, თუმცა მას ძალიან მოწონდა ცხოვრებისეული სიახლეები და მათთან გამკლავება. თავშივე იყო გარკვეული სირთულეები, ჯერ ოთახის მეზობლის პოვნა, შემდეგ მასში გამართლება. პირველი დედას მეგობრის შვილი და თავისი კლასელი უნდა ყოფილიყო, რომელიც ცდის გარეშევე დასრულდა. შემდეგ იყო ანასტასიას კლასელი მერიემი, თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, გოგონები ერთ უნივერსიტეტში, იმავე ფაკულტეტზე - ბიზნესზე სწავლობდნენ, თუმცა როგორც ყოველთვის - ,,თანაცხოვრებაში კიდევ უფრო უკეთ ვლინდება და შეიცნობა ადამიანი“.. აქ კი ყოფითმა პრობლემებმაც იჩინა თავი, პრობლემები ჰიგიენაზე... მერიემს ნაკლებად ადარდებდა მსგავსი პრობლემები, მოვიდოდა სასწავლებლიდან თუ სამუშაოდან და წვებოდა ეგრევე... მოკლედ ანასტასიას თავზე გადადიოდა ეს ყველაფერი და მობეზრებისას გამოთქმული საყვედურები - კომფლიქტებსა და ხანგრძლივ გაბუტვებში გადადიოდა. მოგეხსენებათ რაოდენ რთულია ერთ ჭერ-ქვეშ ცხოვრობდეს ორი ადამიანი და გამარჯობასაც არ ეუბნებოდეს ერთმანეთს. ანასტასიასაც არ ჰქონდა იოლი ხასიათი და ამიტომ ცდილობდა ემოციების მაქსიმალურად გაკონტროლებას და ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას... აი ამ ყოფაში ცხოვრობდა რომის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში 3 წლის განმავლობაში ანასტასია, შემდეგ კი უკვე გაუსაძლისი გახდა ეს ყველაფერი. გოგონას დედა პერიოდულად ჩადიოდა ანასტასიასთან და გოგონებს სახლს ულაგებდა თავისივე კეთილი ნებით და თავის სტუდენტ შვილს შინაური, ოჯახური საკვებითაც ამარაგებდა, რაზეც უმადური, დაუნახავი, არა-მალტის ორდენული სისხლის მქონე მერიემი სულ უკმაყოფილო იყო - ,,ჩემს ნივთებს რატომ ეხებაო?!..“ - მაშინ კეთილი ენება და თავად მიელაგებინა უმისამართოდ მიყრილი ნივთები, ელემენტარულ - თავისი ნაჭამი ჭურჭლის დარეცხვა, მორიგეობისას ნაგვის გატანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ... მაგრამ - ჩემს საფირმო ფრაზას დავესესხები : ,, Karma is Bitch and Life is Boomerng! ” - ო როგორ წესი და ასეც წავიდა ყველაფერი... J შემდეგ იყო გოგონას კურსელი კეტრინი და მისი 2 სიცილიელი ამხანაგი - ერთი ბავშვობის მეგობარი და მეზობელი ნახევრად არაბი - აფი, ბინის მეპატრონე (ვისი ბინაც რომის გარეუბანში მდებარეობდა) და გოგონა მათი მეზობელი რაიონიდან - მერლინი. სიცილიელები საკმაოდ ხმაურიანი და ქოთქოთა ხალხი აღმოჩნდა _ დამოუკიდებლობა-კომფორტის მოყვარული ანასტასიასთვის, თუმცა გოგონამ მათთან მხიარული და შემეცნებითი 2 წელი და 8 თვე დაჰყო. აქ გაიგო ნამდვილი დამოუკიდებლობის პასუხისმგებლობები, ბევრი ისეთი რამეც უწევდა, რაც აქამდე არასდროს ეცადა, მათ შორის - სხვადასხვა კერძის მზადებაც, რაც რაღათქმაუნდა დროულიც იყო... უკვე დიდები იყვნენ გოგონები და სტუდენტობის ნახევარიც თითქმის უკვე გავლილი ჰქონდათ... შემდეგ გოგონა 2 თვე ნათესავთან ცხოვრობდა მეზობელ, უფრო ცენტრალურ უბანში, სრულიად მარტო და ძალიან კარგად. მერე სხვა ბინაც იშოვა, მართალია ოდნავ დაგვიანებით - როცა მანდეთ მუშაობდა - მაშინ ერჩივნა და აწყობდა ის უბანი, მაგრამ იმ დროს სამწუხაროდ ვერ გამოვიდა (რაკი იმ დროისთვის უკვე დაკავებული იყო და მე-4 ბინადარს ვეღარ დაიტევდა საცხოვრისი). ბინის მეპატრონე მისი თანამემამულე იყო, რომელის შვილიც მის მეგობარ ანაბელთან ერთად ცხოვრობდა, მეპატრონის შვილს კი ნინნა ერქვა. 1-2 წელიც ამ ჭკვიან და საყვარელ გოგონებთან დაჰყო, შემდეგ კი ამ საცხოვრისშიც მარტო დარჩა ბოლოს ანასტასია და მისი ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდიც ამ დროს უკავშირდება. მანამდეც იყო რათქმაუნდა სტუდენტური გართობები და კლუბური წვეულებები, როგორიცაა : ,,Welcome Party” და ,,Helloween” - ი, თუმცა გოგონასთვის ახალი, გამოწვევებით სავსე ცხოვრება, მეორე კურსის ბოლოდან შევიდა გადამწყვეტ ფაზაში, როდესაც მან დაიწყო მუშაობა ხან - სად, ხან - სად... ზოგჯერ ,,პრომო გოგონად“ საკმაოდ მსხვილ, საყოფაცხოვრებო თუ - სამშენებლო კომპანიებში, ხანაც - ბანკში - ,,მითერად“, თავის სამშობლოში დაბრუნებისას კი - სხვა ბანკში დისტანციური პრობლემური სესხების ოფიცრად (PLO). თავი 3 ამ პერიოდიდან იწყება ანასტასიას სასიყვარულო თავგადასავლებიც, ხშირად მტკივნეული, ზოგჯერ კი - ფრიად სასიამოვნო და აღმაფრთოვანებელი. მესმის, მკითხველთათვის მეტად საინტერესო თემაა აღნიშნული, თუმცა სიღრმისეულად ვერ შევეხები ამ ნაწილს, მაგრამ შევეცდები ზედაპირულად მაინც მოგითხროთ გარკვეული მომენტები... გოგონა მეტად გატაცებული იყო - ჰოროსკოპით, აკვირდებოდა ბევრ რამეს, განსაკუთრებით - ზოდიაქოებსაც, თავად ის - თევზები გახლდათ, ამ ზოდიაქოს სრული მნიშვნელობით... ამიტომ მას არ უჭირდა საერთო ენის გამონახვა ყველაზე მეტად: თევზებთან და ქვენ წარმოიდგინეთ კუროებთანაც, თუმცა ვერც ერთმა გაუმართლა საბოლოოდ იმედები ანასტასიას და ეს კომფორტ-ჰარმონიულობის შეგრძნებაც დროებითი და წარმავალი აღმოჩნდა, როგორც სიყვარულში, ასევე მეგობრობაშიც. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს კომუნიკაციის მოყვარული გოგონა, სრულიად უმეგობროდ დარჩა, ბევრს ცდილობდა იგი თავად ურთიერთობათა აღდგენა-შენარჩუნებას, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ამაო იყო და დროის ფუჭი ფლანგვა. გვიან გააანალიზა გოგონამ რომ : ,, წამსვლელი წავა (და უნდა წავიდეს კიდეც), მომსვლელი მოვა, დამრჩენი კიდევ - აუცილებლად დარჩება ადრე თუ გვიან!“ გოგონას რომშიც იპყრობდა მელანქოლიური პესიმიზმი და დეპრესია, თუმცა იქ იშვიათად ჰქონდა ამაზე ფიქრის დროც კი... ვიდრე რომიდან ,,გადმობუნძულების“ შემდეგ... ანასტასია ვერ უშვებდა რომაული ბედნიერების წარსულს, თუმცა ის ,,ბედნიერებაც“ არ ყოფილა იოლი და უდარდელი. მან სწორედ ამ პერიოდში გაისიგრძეგანა დამოუკიდებლობის არსი, მთელი თავისი პლიუს-მინუსებით... მეორე კურსის ბოლოდან მუშაობის დაწყებას, თანვე დაერთო თამბაქოსადმი მიზიდულობაც, თუმცა დამოკიდებული არასდროს გამხდარა მასზე ანასტასია. ყოფილა შემთხვევები, რომ 2 კვირა ისე გასულა, არ ახსენდებოდა მას სიგარეტის არსებობაც კი.. თუმცა სტრესული მომენტები, გადაღლილობა და სწავლას თანდართული მუშაობა - ისევ უბიძგებდა ხოლმე მას ამისკენ, მცირეოდენი განტვირთვისთვის... თავისუფალ დროს გოგონას: სერიალებისა და სახალისო გადაცემების ყურება, პაემნებზე სიარული, ცეკვა და გართობა უყვარდა. ამიტომ გადანაწილებული ჰქონდა მას იდეალურად ამ ყველაფრის შეთავსების გრაფიკი და რაც უფრო დატვირთული იყო, მით უფრო ბევრ რამეს ასწრებდა ანასტასია. ორ კვირაში ერთხელ - ოჯახს სტუმრობდა, ორ კვირაში ერთხელ კი გასართობად გადიოდა კლუბსა და ბარებში. რაც შეეხება ჩვეულებრივი კვირის დღეებს, მისი დილა ყავით და გადარბენით იწყებოდა, ჯერ - სამსახურში, შემდეგ კი უნივერსიტეტში. ნამდვილად არ ყოფილა გოგონასთვის ამგვარი რეჟიმი მარტივი. თავი 4 ანასტასია დიდხანს ვერსად ჩერდებოდა, უბრალოდ ვერ ძლებდა... ზოგან უსამართლობას აწყდებოდა, ზოგან დამატებით დაკისრებულ მოვალეობებს. ამ ყველაფერს კი თან ერთვოდა საუნივერსიტეტო, საგამოცდო ციებ-ცხელებებიც. შესაბამისად, ვგონებ, გასაკიცხი არ უნდა იყოს გოგონას იშვიათი გასვლები განსატვირთად, საცეკვაოდ თუ უბრალოდ პაემანზე, მისთვის იმ მომენტისათვის სიმპატიურ და მიმზიდველ მამაკაცთან ერთად სასადილოდ თუ სავახშმოდ, თავისუფალი დროისამებრ... ანასტასიას პირველი სტუდენტობის სიყვარულები - ფრიად გატაცებულნი იყვნენ ფოტოგრაფიით, რაც გოგონასაც ძალიან ართობდა და ახალისებდა... იშვიათ გოგოს თუ არ უყვარს - ფოტოსესიები და გადაღებები, მითუმეტეს თინეიჯერობა-სტუდენტობაში პოპულარობა. ამ ყველფრით იკვებებოდა შემეცნებასთან ერთად ანასტასია. მას არაერთი თავბრუდამხვევი გატაცება ჰქონდა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან... ლამაზი პაემნები, მხიარულება, წვეულებები და გართობა. თითქოს იტენებოდა ამ დროს - რუტინით გადაღლილი ანასტასია. თუმცა მხოლოდ ეს როდია, იყო - დრამებიც, განშორებებიც, ჭრილობათა მოშუშება და სიახლის ძიება, თვითგანკურნება-განახლებებიც _ რაც იმ დროისთვის, არც ისე რთული იყო... დროთა განმავლობაში კი - აქაც ყველაფერი რთულდებოდა: ადვილად ეჩვეოდა, ძნელად ივიწყებდა და ახალსაც რთულად ენდობოდა და ეხსნებოდა ანასტასია. ამ ყველაფერს კი შეუმჩნეველი, თუმცა - ქვეცნობიერი სტრესი მოჰყვებოდა და ილექებოდა სადღაც, შიგნით... თავი 5 არაერთი სამუშაო ადგილი გამოიცვალა გოგონამ, ცუდიც, კარგიც... სასტუმროებშიც, მათ შორის - შერატონშიც, ტურისტულ სერვისშიც, თუმცა ბოლომდე საკმარისად სტაბილურ-დასაყრდნობი, ვერც ერთი აღმოჩნდა მისთვის.. ბაკალავრიატი იდეალურად დაასრულა ანასტასიამ. მისთვის ის პერიოდი: - ,,ოქროს ხანა“, ყველანაირად გაფურჩქვნის ეტაპი იყო. შემდეგ მაგისტრატურა, ცოტაოდენი სილაღის და შანსების გასახანგრძლივებლად. თუმცა პანდემია დაიწყო და ყველაფერი რეგრესისკენ წავიდა... ბოლო ნახევარი სემესტრი საერთოდ - ონლაინ ჩართვებით ჰქონდა და ძირითადად თავისი სამშობლოდან ესწრებოდა ანასტასია ლექციებს, მხოლოდ სამაგისტროს დაცვის მოსამზადებლად უწევდა ადგილზე ჩასვლა გოგონას. იმ პერიოდში გოგონა თან პარალელურად რეზერვებად მუშაობდა - როგორც ,,შერატონის“ ერთ-ერთ სასტუმროში, ასევე საერთაშორისო ქსელურ კომპანიაში - რაიონების ინტერნეტიზაციაზე. ძლივს ჭაობიდან გამოღწეულ ანასტასიას, ისევ მშობლიური მიწა-წყალი იხმობდა და ითრევდა უკან - უხალისო, უღიმღამო პროვინციაში. აქედან იწყება მისი უსასრულო დეპრესიებიც და ,,ბრძოლა გადარჩენისთვის“, ათასგვარ უსამართლობასთან შეჩეხვის პერიოდი პირადსა თუ კარიერაში... ჰომ, ამ პატარა უსუსური, სუსტი, მაგრამ ამავდროულად მაინც გამძლე, ამტანი და ძლიერი გოგონასთვის... დაუარებული, გაბოროტებული საპირისპირო სქესის - შეუმდგარი წარმომადგენლები გოგონას სახელის ლაფში ამოსვრას ლამობდნენ უსამართლო, არაკანონიერი გზებით, თუმცა ანასტასია ამაზე ძლიერიც აღმოჩნდა და ტკბებოდა მისი იმ დროინდელი კურო პარტნიორით, სულ არ აინტერესებდა მტრების ქმედებები, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც განიცდიდა მისკენ მიზანმიმართულ - ამ ბუნძურ, უთანასწორო ბრძოლა-პროვოკაციებს... ესეც ხომ ერთგვარი სტრესი იყო... მაგრამ ცხოვრება ისევ და ისევ გრძელდებოდა... ხან - ისე ხანაც - ასე... დაბრკოლება-ბარიერები კიდევ უფრო აძლიერებდა და წვრთნიდა ანასტასიას. ყველაზე მეტად ის აწუხებდა გოგონას, რომ თავისი ოჯახი არასდროს იყო მისით კმაყოფილი, დაიღალა, მაგრამ ვერაფერს ცვლიდა, ვეღარსად გარბოდა გოგონა. ხელ-ფეხ შეკრული, თუმცა მანც განაგრძობდა ბრძოლას ანასტასია... თავის სამშობლოში, კერძოდ თავის პროვინციაში ახლადგახსნილ სასტუმრო - ,,ორდენ ინნში“ მუშაობისას შეიძინა მან თავისი პირველი ყველაზე ძვირადღირებული საოცნებო მობილური ტელეფონი - ,,iPhone 13 mini” და აიხდინა ეს ოცნებაც თავისი შრომითა და წვალებით. აქ ჯერ ,,Guest Relation” - ანუ სტუმართან ურთიერთობის სპეციალისტად იმუშავა გოგონამ, შემდეგ კი: რუსეთუმე ხელმძღვანელობის მიერ რუსულის დონის დაწუნების -,,не гаматно и не литературно“ – гавариш-ის გამო მინი-ბარების ბარმენად ჩამოაქვეითეს და თავისზე დიდი, სართულ და ნომერ-ნომერ სათრევ-სარბენი ურიკა აჰკიდეს ამ პატარა, სათუთ ანასტასიას... თუმცა რაც შეეძლო, მაქსიმალურად შეეცადა გოგონა დონის გაუმჯობესებას, ემზადა კიდეც რეპეტიტორთან, მაგრამ ამაოდ... რაც არ იყო მისი, არ შეეძლო და მორჩა... შემდეგ იყო სასტუმრო ,,S G Mdina Hotel” მდინას მთებში... 3 დღეში ერთხელ ღამეებს ათენებდა საწყალი ანასტასია. მდინა: აქ საერთოდ არ იყო ზღვა... მდინა კუნძულის ცენტრშია ამოწვერილი, თითქოს ამ პაწაწინა მიწის უპე ან მაღრიბის ხალი იყოს მალტის ქრისტიანულ ნაწილში. არაბთა კვალი მთელ ქვეყანაში იგრძნობოდა, სადღაც მათი შეხება მხოლოდ მსუბუქი შტრიხ-პუნქტირის სახით დარჩა, მაგრამ მდინაში მათი ყოფნა ძალზე შესამჩნევი იყო. ერთ დროს გასაჭირში მყოფ მოსახლეობას არც კი ეშველებოდნენ მეზობელი მუსულმანები, ის კი არა, მოლას შიშით - არც კი ესალმებოდნენ თურმე მათ...შემდეგ კი ის გაუგდიათ და დაძმობილებულან მკვიდრ მოსახლეობასთან. ქუჩის თხელი სანიაღვრე რუები, ხმაურიანი, ბრწყინვალებამდე გათელილი ქვაფენილი, ბუგენვილეას ბუჩქი, რომელიც თეთრ კედელს მჭიდროდ აკრავს გარს – მდინას მალტის ერთ-ერთ ულამაზეს პროვინციას უწოდებენ. აქ სიცარიელეა . მხოლოდ გახუნებული აბრები თუ მიგანიშნებთ, რომ აქ ვიღაც მაინც ცხოვრობს: არ იხმაუროთ, შესვლა აკრძალულია, ნუ შეგვაწუხებთ უახლოესი 500 წლის განმავლობაში. მაგრამ რა ადამიანებზე ვსაუბრობთ, თუ მდინას მთლიანი მოსახლეობა 400 ადამიანს შეადგენს – კატებისა და ძაღლების ჩათვლით. ამ ახალი სასტუმროს ამუშავებაშიც დიდი წვლილი მიუძღვოდა ანასტასიას, ხოლო აქ ნამოღვასწარით მან საბერძნეთში, ათენში მოგზაურობა შეძლო ნათესავის მიწვევით. თავი 6 2023 წლის 17 სექტემბერი არასდროს დაავიწყდება ალბათ ანასტასიას... იმ დღეს ჩაფრინდა გოგონა ათენში, შენობათა და ზოგადად იქაურობის სილამაზით მონუსხულს, ძველმა ამხანაგმა - ნატალიმ - ისეთი თავზარდამცემი, სამწუხარო ამბავი შეატყობინა, თავისი ბავშვობის მეგობრის - ჯორჯის გარდაცვალების შესახებ, შოკში ჩავარდა ანასტასია წამსვე, კანკალმა აიტანა და ვეღარ იგებდა _ დამტკბარიყო და იქაურობით ესიამოვნა თუ მეგობარი ეგლოვა თავისი თანამემამულე და მალტის ორდენში დარჩენილიყო სულიერად... მაგრამ ნათესავები ძალიან დაეხმარნენ ამ დროს ანასტასიას, გამოიყვანეს გასახალისებლად სასეირნოდ და ცოტა განსატვირთად... ანასტასიაც მოერია ამ მშფოთვარე დაძაბულობას და დაბნეულობას, შავებში შეიმოსა, გამოეწყო და ნათესავ დაიკოებს - ტინას და ტატიანას გაჰყვა გასართობად... სასიამოვნო და მართლაც შთამბეჭდავი იყო იქაურობა. ტრადიციულ-ნაციონალური კერძი: ბერძნული ,,გიროც“ დააგემოვნა საქონლის თუ ღორის ხორცით ,,ატტიკის“ ერთ-ერთ, საყვარელი კუთხის კაფეში. უხაროდა, რომ მალტის ორდენელები ყველა ფეხის ნაბიჯზე ხვდებოდნენ იქაც, მათ შორის - იმ კაფეშიც, სადაც გოგონებმა ივახშმეს... სადღეგრძელოთიც აუწიეს ჭიქები თანამემამულენმა ერთმანეთს მეზობელი სუფრებიდან და ყურადღებაც მშვენივრად გადაიტანა და მოხალისდა ანასტასიაც... ატიკიც ერთ-ერთ, ვალეტასეულ უბანს აგონებდა გოგონას.. მომდევნო დღეს, იქაურობის სადგურის მოედანივით უბან - ,,ომონიაზე“ გოგონამ ერთი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინა : იქაური ქათმის ,,გიროსები“ - სწრაფ, ,,junk” კვებაში გაცილებით უფრო გემრიელი აღმოჩნდა, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლები მსგავს სწრაფი კვების ობიექტებს პატივს არ სცემდნენ. ომონია თურმე საკმაოდ საშიში ადგილი იყო ქურდობების მხრივ და გოგონები სულ დაძაბული ატარებდნენ მას, მობილურ და ჩანთა ჩაბღუჯულს :D ,,Vuola”-ს და ასევე ,,Varkiza”- ს სანაპიროებიც განსაკუთრებით ლამაზად დაამახსოვრდა ანასტასიას, მიუხედავად უსეზონობისა და მხოლოდ მოხუცთა სიმრავლით... ხოლო ,,აკროპოლისი“ - საოცრება იყო და გულდასაწყვეტია, რომ მხოლოდ საღამოხანს მოასწრო მან მისი მონახულება და ვერც შიგნით შესვლა 2-მაგი ღირებულებისთვის, მაგრამ მოგვიანებით შეიტყო, რომ ფასი უკვე განახევრებულიყო და მხოლოდ 10 ევრო ღირდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სხვა შანსისას კიდე ერთხელ უნდა წვეულიყო ათენს და კერძოდ დღის აკროპოლისს ანასტასია. შემდეგ იყო საკვირაო ბაზრობებიც, სადაც ქვეყანა სამოსი თუ ქვეშ-საცმელები შეიძინეს გოგონებმა, თუმცა როგორც ყოველთვის, აქაც დაუწუნეს შენაძენი მშობლებმა.. :) იყო მოლშიც და ბერძნული ,,Zara”- ც მოიარა ანასტასიამ, თითო ხელი სამოსი ან რაიმე ნივთი, ყველა ოჯახის წევრს წაუღო საჩუქრად... დედამისი კი ამბობდა რომ ის უკეთ და უფრო სარფიანად მოივლიდა და მოივაჭრებდა იქაურობას... ამ, ყველაფრის მიუხედავად - საოცარი 5 დღის შემდეგ, ეგრევე - მეორე დღესვე, სამუშაოდ და ღამის სათევად დაბრუნდა სასტუმროში გოგონა... თუმცა, რომ არა ეგ სამუშაო, იმ სილამაზეებს ვერ იხილავდა ანასტასიას თვალი. წასვლამდე, ისე სურდა და სჭირდებოდა მას გადაღლილობისგან ეს მცირეოდენი განტვირთვა და გარემოს შეცლა - თვალების დახუჭვისას - ეგეოსის ზღვაში ფეხებით სიარული ელანდებოდა ანასტასიას - და ეს სურვილი იმდენად ძლიერი იყო, მოიზიდა ამით და მართლაც აუხდა გოგონას ეს ოცნება... So.. ,,keep dreaming You guys..” თავი 7 აქაც მკაცრად იცავდა დრესკოდს მენეჯმენტი, ოდნავ ქუსლის ხმიან ფეხსაცმელსაც და ზედმეტ აქსესუარებს, ასევე მკვეთრი შილაკის (ფრჩხილების მოწესრიგება) ფერებსაც უშლიდნენ ანასტასიას... დიდხანს ვერ გაუძლო ამგვარ სტრესულ სამსახურსაც გოგონამ... მხოლოდ სამუშაო სპეციფიკა-მოვალეობებზეც (მაგ.: ჭირვეულ-პრეტენზიული ებრაელი სტუმრების მასპინძლობა, წესების ზედმიწევნით დაცვა-გაცნობასა და ა.შ.) რომ აღარაფერი ვთქვათ, ზოგიერთი თანამშრომლისგან გადაჭარბებულ წნეხს და შევიწროებას განიცდიდა ანასტასია!.. გარდა ამისა, საღამოს საათებში ,,ოვერჯობად (დამატებით სამუშაოდ)“ და ყოველგვარი ბონუსის გარეშე სასტუმროს ლობის/ჰოლის მოწმენდაც ევალებოდა, როდესაც Housekeeping - ის თანამშრომლები, ანუ დიასახლისები, ადგილზე აღარ იმყოფებოდნენ... გოგონას კი მუდამ ამტყუნებდა და კიცხავდა ოჯახი, ამგვარი წნეხების გაძლებაზე რომ უარს ამბობდა და არ ემორჩილებოდა მონა-შნირაობას ანასტასია..! სასტუმრო ,,S G Mdina Hotel” - ის შემდეგ იყო პატარა პროვინციის ძლივს ახლად გახსნილ მოლში, ვერცხლეულ ,,Skivri Jewelry”-ის სტენდთან მუშაობა, სადაც უბრალოდ ერთობოდა და 2 კაპიკსაც შოულობდა საკუთარი ,,ჭიის“ გასახარებლად ანასტასია. ზოგიერთი ნაცნობი თუ ნათესავი ამრეზით, ზემოდანაც კი უყურებდა გოგონას - ,,დახლთან დგომის გამო“, მათ შორის მისი ძველი მეგობრებიც, თუმცა არაფერში ადარდებდა ეს მას... თავი ამაყად ეჭირა და ძველ ბოსს-ებთან შეხვედრისასაც ღიად, ხმამაღლა აცხადებდა, რომ თავისი თავის ბატონ-პატრონი თავად იყო და უფროსი მას არ ჰყავდა და უმცროსი - მიმთითებლად... ეს კი ნამდვილად შვება იყო გოგონასთვის, თუმცა ყველა სამუშაოს თავისი პასუხისმგებლობა-სიძნელეები ახლავს თან როგორც წესი... კოლეგამ აქაც არ ივარგა მხარდამჭერ, ჰუმანურ - უბრალოდ პერსონად, არამც თუ მეგობრად და ვისთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, იმასთანაც კი გაუფუჭა გაუგებრობის გამო საქმე და ცუდად გამოიყვანა გაჭორვებით ანასტაია... ეს ბოლო წვეთი იყო იმ სამუშაოს მისატოვებლად, ისედაც შორ მანძილზე ეძნელებოლდა სიარული გოგონას, მითუმეტეს დილიდან ღამემდე კვირაში ის 3-4 დღეც... თანაც ფულის და სალაროს კონტროლიც ხომ არანაკლები პასუხისმგებლობაა, რამე დანაკლისი თუ აღმოჩნდებოდა, საკუთარი ჯიბიდან უნდა შეევსო ანასტასიას... მცირეოდენი ხარვეზებიც კი აღელვებდა და აფორიაქებდა შესაბამისად მას... მერე იყო პაუზა, ზღვაზე განტვირთვა-დასვენება ოჯახთან ერთად... ,,რესტარტ-რეფრეში“ და რეგენერაცია... ლამაზი, აქამდე უნახავი ადგილების მონახულება და გასაოცარი ზღვის ხედებით ტკბობა... რაც ამ ყველაფრის შემდეგ, ნამდვილად სჭირდებოდა ანასტასიას... თანაც, გასულ წელს, ის ათენის გადარბენითი 5 დღე სულაც არ იყო დიდად გოგონასთვის საკმარისი + ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის გარდაცვალებაც და.. ნუ, უბრალოდ - გარემოს შეცვლა და სტრესული რუტინისგან დროებითი გაქცევა იყო ეს ყველაფერი; ხოლო ეს მშობლიური საზღვაო განტვირთვა კი ნამდვილად დასვენება და სამოთხე იყო მისთვის. ბავშვობის დროინდელი დასვენების ფუფუნებისგან განსხვავებული, თუმცა ათასმაგად საჭირო... ამის შემდეგ გოგონა შორეული ნათესავის დრაივზე მუშაობდა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში, აქაც გასართობად და შილაკის და თამბაქოს ფულისათვის. საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო მისთვის ესეც, ცხოვრებისეული, პროვინციის სახელობის ღონისძიებაში მონაწილეობის ოცნებაც აქ აუხდა ანასტასიას, მაგრამ სიმწრის ოფლით ,,Hot-dog”-ებისა და ყავის მზადებაში... იყო ევროკავშირის სარფიანი ღონისძიებებიც აქ მუშაობის პროცესში.. შემდეგ ისევ დაზამთრდა, ვირუსობანები და ა.შ. და აქაც ვეღარ შეძლო, მობეზრდა კიდეც იქ მუშაობა ანასტასიას, თანაც გაცილებით უკეთესი, სარფიანი სამუშაოსთვის ემზადებოდა იგი... ეს გახლდათ ,,მალტ-სტატი“ - მალტის ორდენის სტატისტიკის ეროვნული კვლევითი ცენტრი - მის პროვინციაში ამ ცენტრის ბიურო, გოგონა კი ამ ბიუროში აღმწერის პოზიციაზე გახლდათ, სადაც აპლიკანტებმა 3-დღიანი ტრენინგი გაიარეს და შეუდგნენ 3-კვირიან ღწვას _ მოსახლეობის დეტალურ აღწერასთან დაკავშირებით. ბევრი თანამოქალაქე-ნაცნობის საცხოვრისიც აღმოაჩინა, ბევრიც იცინა და გაერთო ამ სათავგადასავლო კურიოზებით სავსე სამუშაოთი ანასტასია და ესეც ნერვების საგლეჯ (ერთსა და იმავე ლოკაციაზე 1000-სჯერ გასვლა მოუწია სამსახურის მოთხოვნით), თუმცა მაინც სასიამოვნო მოგონება-გამოცდილებად დარჩა მას... გოგონა საკუთარი ავტომობილისთვის გამალებით აგროვებდა ფულს, ასევე სასურველი სამოსისთვისაც... მართალია, ვაკანსიაში მითითებულზე დაბალი აღმოჩნდა შემოთავაზებული ანაზღაურება, თუმცა ანასტასიასთვის მაინც დამაკმაყოფილებელი. 100$ - მანქანის ანაბარზე შეიტანა თავისი ნამოღვაწარიდან, დანარჩენი კი საოცნებო ფეხსაცმელს და ასევე სასურველ შარვალს მოახმარა ბედნიერად... ახლა კი გაგრძელებაზე იყო ჯერი მიმდგარი... ბევრი იდეა-ჩანაფიქრი მოსდიოდა მას თავში განსახორციელებლად, თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ ქაოტური და არც ისე იოლი იყო... ამას გარდა, ალბათ, დამეთანხმებით - მკითხველო, - ცოდოა ადამიანი თანამოაზრისა და ამყოლი მხარდამჭერის გარეშე, როგორც ეს ძველ ბრძენთ უთქვამთ : -,, მარტო კაცი, ჭამაშიაც ბრალიაო! “.. თავი 8 ახლა ცოტას ისევ ანასტასიას პირადზე მოგითხრობთ... მას პერიოდულად ბეზრდებოდა გასართობი ურთიერთობები და უფრო სერიოზულ მომავალზე ეფიქრებოდა... ყოფილა შემთხვევა, ბიჭის მშობლებიც კი გაუცვნია გოგონას, რომელთაც, რაღა თქმა უნდა, საკმაოდ მოწონებიათ ისიც სარძლოდ, თუმცა იმ პერიოდში საკმაოდ პატარა იყო გოგონა და ზედმეტად გასერიოზულებისას უკან იხევდა ხოლმე ანასტასია... თავისთავად - პრობლემა მხოლოდ ასაკსა და მზაობაში არ ყოფილა, იყო რიგ ინტერესთა სხვაობებიც... ცოტა უფრო მოზრდილ ასაკშიც სხვადასხვა მიზეზით ხდებოდა დაშორებები.. ზედმეტი პასუხისმგებლობებიც საკმაოდ აფრთხობდა ანასტასიას, ასევე ტყუილები მის მოჩვენებით მიმღებლობაზე - ისეთად, როგორიც გახლდათ გოგონა. აქვე იყო მატერიალური პრობლემებიც და არამდგრადობა პარტნიორთა მხრიდან... მიზეზი იყო ასევე პარტნიორთა დამოკიდებულებები რიგ თავშესაქცევებთან მიმართებაში, ესენი იყო : ალკოჰოლი თუ ე.წ. ,,მოსაწევი“, იგივე ,,პლანი“/,,“ ან სხვადასხვაგვარი ნარკოტიკული საშუალებები, ე.წ. - ,,დრაგები“, რომლებიც საკმაოდ აქტუალური იყო იმ დროინდელ, სუსტი ნებისყოფის ახალგაზრდებში... ძალიან სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მართლაც ასე იყო... სტერსზე და ნევროზზე რომ აღარაფერი ვთქვათ, განსაკუთრებით - ადგილობრივ საზოგადოებაში, სადაც თვითგადარჩენაზე იყო გადასული მთელი კაცობრიობა... ამას თან დაერთო მანძილის პრობლემაც, რომიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რაკი გოგონა საერთო ენას ვერ ნახულობდა და ზედაც არ უყურებდა თავის თანამემამულეებს, ის ხომ რომაელ, წარმოსადეგ ყმაწვილზე ოცნებობდა... თუმცა რომშიც არ ყოფილა ყველა - ადგილობრივი. ძირითადად, ასე, მცირე პროვინციებიდან ან ქვეყნებიდან ემიგრირებული სტუდენტობა-ახალგაზრდობა სახლობდა... იქ ცხოვრებისას არ ეცალა გოგონას სერიოზულ ურთიერთობებზე დიდად საფიქრალად; თუმცა, სამშობლოში დაბრუნებისასაც არ გასჭირვებია პარტნიორთა მონახვა ანასტასიას, რადგან, მხოლოდ იდიოტი თუ იტყოდა მისნაირი მომხიბვლელი და მიმზიდველი, საყვარელი გოგონას სანახავად ჩასვლაზე უარს... ასეც იყო ხოლმე... ანასტასიას ძალიან ხიბლავდა, ართობდა და ახალისებდა მრავალფეროვნება, ახალი და საინტერესო ადამიანების გაცნობა, მათთან დამეგობრება... თუმცა მოხდა ისეც, რომ ერთხელაც შეხვდა ადამიანს, რომელმაც მთელი მისი ინტერესების დაპყრობა და თავისთან დატყვევება მოისურვა... -დიახ, სწორედ რომ ,,დატყვევება“, რადგან.. თავიდან გოგონაც აღტაცებული და მოხიბლული იყო იდუმალი ყმაწვილის მამაკაცურობითა და ენთუზიაზმით, თანაც ჯენლტმენობაც ადვილად აითვისა, თითქმის ყველა სურვილს უსრულებდა ანასტასიას, მაგრამ ესეც მოჩვენებითი აღმოჩნდა თუ... უბრალოდ ანასტასიას არ სურდა მისი რეალური სახის დანახვა თავიდან, გაურკვეველია... მას ხომ ამდენად ელამაზებოდა, ესაყვარლებოდა და ესათუთებოდა ეს თავბრუდამხვევი გრძნობა... ეს ახალგაზრდა, მასზე 1 წლით უმცროსი, საკმაოდ ტრადიციული, მალტის ერთ-ერთ კუნძულ -,,გოზო“-დან გახლდათ, მასზე რომში მრავალწლიანმა ცხოვრებამაც ვერ იქონია გავლენა... 2 წლიდან მამის გარდაცვალების მერე, მას მალევე მოუწია დაკაცება და 9 წილიდან დამოუკიდებლად - რომში, დეიდასთან გადაცხოვრება... ადრეული ასაკიდანვე ,,ოჯახის უღელის“ ხელში აღება და მუშაობის დაწყება (არც თუ ისე იშვიათია ჰომ? - მსგავსი შემთხვევები, განსაკუთრებით: ,,თხის რქის“ ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულ ნიშნებში, თითქოს ვიღაცამ დაწყევლაო, ვიცნობდი - ერთ დროს სხვა, მსგავსი ისტორიის მქონე ახალგაზრდა, საკმაოდ წარმატებულ არქიტექტორსაც - ფიქრობდა თავისთვის ანასტასია), შესაძლოა აქედანაც გამომდინარეობდა მისი ეს ხისტი, ნერვიული ხასიათი, ანდაც ,,თხის რქული“ სიჯიუტის გავლენა იყო... (და მართლაც შედიან ისინი ვერძთან და თქვენ წარმოიდგინეთ და კუროსთან ერთადაც, ყველაზე ბრუტალური ზოდიაქოს ნიშნების სამეულში, განა მხოლოდ გოგონას ეჩვენებოდა ასე...) ანასტასიას ვერ წარმოედგინა ,,ვერძზე“ უფრო ჯიუტ მამრს თუ გადაეყრებოდა კიდევ ცხოვრებაში, თუმცა... როგორც ამბობენ: -,, არასოდეს თქვა არასოდეს! “-ო... ვაჟბატონის სახელი და გვარი - ვიტო ვინსენტი გახლდათ... ანასტასიას ის ლამის უკვე თავის მეორე ნახევრად მიაჩნდა, იმდენად, რომ ცოლ-ქმარს უწოდებდნენ ერთმანეთს... საახალწლოდ, ოჯახისთვის გაცნობასაც კი გეგმავდა ანასტასია, თუმცა.. ალბათ, სწორედ აქ ცდებოდა იგი... ტოქსიკურობის, დრამისა და მანიპულაციათა სრული ბუკეტი აღმოჩნდა საბოლოოდ ეს ურთიერთობა ლამაზი ყვავილებისა თუ რომანტიული პაემნების მიუხედავად... თავი 9 ამ თავში - განვაგროძობ - მოკლედ, ზემოთ დაწყებულს და აქვე დავასრულებ -ძვირფასო მეგობარო, ვისაც ასე დაგაინტერესათ ამ ისტორიამ და გადაწყვიტეთ ჩემი წიგნის შეძენა... ვიტომ დაიწყო თავისებურად ანასტასიას გაკონტროლებები... უნდოდა მისი მმართველობა-გავლენის ქვეშ მოექცია გოგონა და მიესაკუთრა საბოლოოდ; თუმცა როგორც ზემოთაც ვახსენეთ, მრავალფეროვნების მოყვარულ ანასტასიას, ეს ყველაფერი ზედმეტად აფრთხობდა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ეფიქრებოდა... ვიტოსთვის რომ გეკითხათ, ეს ასე არ იყო და მხოლოდ გოგონას - ,,დაჩემება“ და ,,გაერთგულება“ სურდა, თუმცა - ხედავთ, სხვაობას ამაში? - მკითხველო... გოგონა ვერ ხედავდა... ფაქტი ჯიუტად _ მისი ,,დასა/მისაკუთრება“ იყო... ერთმანეთთან საუბრისასაც კი, სხვისი ყურადღება და მოწერილი მესიჯები აგიჟებდა, აფსიხებდა და ავეშებდა ვიტუცოს... გოგონა კი სულ პრეტენზიას გამოთქვამდა ამის გამო _ რომ: ,, ქალი საკუთრება და ნივთი არ არის, დაიჩემო და გამოკეტო!..’’ როგორ არ ეცადა ანასტასია ამ ურთიერთობის გადარჩენას, მაგრამ დროულად აეხილა თვალი, გამოიფხიზლა და მიხვდა, რომ სრული აბსურდი იყო - უკვე ისედაც განწირულ ,,ხავსზე მო/ჩაჭიდება..“ ბოლო წვეთი იყო - ვიტოს დაბადების დღე, როდესაც გოგონას, დროის შეგრძნების გამო (ისე გაეპარა დრო, მოგვიანებით მივულოცავო ფიქრობდა იგი), გვიან მოუწია მილოცვა და ამის გამო, რასაც ჰქვია, ყველაფერი ,,დააფარა“ ვიტუცომ ანასტასიას... ,,-შენ მე არ გაინტერესებო და არც არასდროს გაინტერესებდიო“ და ათასი ბრალდება კიდევ.. როცა, არადა.. სულ სხვანაირად უნდა ყოფილიყო ყველაფერი... რომანტიული ვახშმითა და ა.შ. ერთად - პირველად ცხოვრებაში... მართალია, ზოგ რამეს მართლაც უთმენდა და ,,უტარებდა“ იგი ანასტასიას, თუმცა არც ამდენად გაზვიადებულად იყო საქმე... ბიჭი კი, ყველაფერს ზედმეტად ,,აბუქებდა“... ანასტასიაც დაიღალა ამ ყველაფრით... უბრალოდ მობეზრდა მსგავსი დაძაბულობა პირად ურთიერთობაში, როცა ყოველთვის სილაღესა და ჰარმონიულობას ეძებდა მასში... თითქოს ენერგო-ვამპირებად იქცნენ ისინი ერთმანეთისთვის - ურთიერთგამოკვების მაგივრად... ურთიერთობა, ან ურთიერთობები - ზოგადად, უფრო უნდა გვიმარტივებდეს ყოფა-ცხოვრებას, არამც თუ გვირთულებდეს... და ისედაც, როდესაც მსგავს სერიოზულ ნაბიჯზე ფიქრობ ადამიანი, უნდა ეცადო გაიუმჯობესო ცხოვრების დონე და არა - ,, - ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო“ - დაგემართოს ცხოვრებაში სიჩქარით ადამიანს... ამიტომაც, გოგონამ ისევ მარტო, მაგრამ მშვიდად და ლაღად ცხოვრება ამჯობინა შეძლებისდაგვარად, ტოქსიკური, ე.წ. ,,ფსიქოპატი ქმრის“ ყოლას, როგორც ისინი თავად უწოდებდნენ ვიტოს... სულ გადაუნდა გოგონას ამ ურთიერთობის გადამკიდე ოჯახზე ფიქრიც კი... გოგონა ისევ თავის ე.წ. ,,ქრაშებზე“, იგივე - თაყვანისმცემლებზე ცდილობდა გადართვას, თუმცა ჯერაც ვერავინ შეძლო ვიტოს დავიწყებინება გოგონასთვის... რაც - გარკვეულწილად, ანასტასიას ბრალიც იყო, რადგან - მეტად კარგად ასწავლა მას ყველაფერი, ჯერ - სიყვარული და მცირეოდენი ჯენლტმენობა, შემდეგ კი, ასევე - გულგრილობაც და სიძლიერე, რომელიც გოგონასივე ფრაზით გაუჟღერა ვიტომ მას: - ,,კარგი მოსწავლე გაზარდეო...“ _ ასე დასრულდა ეს ისტორიაც... ,,პაკლონიკებს“, რაც შეეხება კიდევ, აქაც დავამატებ ორი სიტყვით, რომ კუროებთან (ანუ კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებთან) ყველაზე ლაღად და ჰარმონიულად გრძნობდა თავს (თევზები) ანასტასია, არა მხოლოდ პირად, ასევე მეგობრულ - ურთიერთობებშიც. თუმცა, საბოლოოდ, არც ერთი მათგანი გამოსდგომია სანდო და ერთგული გოგონას - ამ მოჩვენებითი კომფორტულობის მიუხედავად... ანასტასია ისევ თვითგანვითარებაზე ფიქრობდა, დაიწყო უცხო ენის შესწავლაც... მან აირჩია საკუთარი თავი, რასაც ძალიან ხშირად გვირჩევენ ფსიქოლოგებიც. დააფასეთ საკუთარი თავები - მეგობრებო, - განსაკუთრებით - ქალბატონებმა!.. თუ - რაღა თქმა უნდა, არ გსურთ, რომ - არასრულფასოვნების კომპლექსმა ან მსგავსმა ეჭვიანობამ შეგიპყროთ... რომელიც, როგორც თავადაც ნახეთ, დამანგრეველი აღმოჩნდა - ამ შემთხვევაში - ურთიერთობისთვის... თუმცა ,,აზიატი“, ჩარჩენილი მამრებიZა, ხომ თავად პროგრესული და ცივილური, თანამედროვე ქალია არასრულფასოვანი :D ჰა ჰაჰმ... :დ თავი 10 ,,შეძლებისდაგვარად..“ - ეს სიტყვა იმიტომ მოიხსენიებოდა ანასტასიასთვის, რაკი იგი ჯერ სულ, ისედაც განიცდიდა სულიერ შფოთვებს, საკუთარი სივრცის თავისუფლებასთან დაკავშირებით... თავისი მისაღები - საძინებელი ოთახის ფანჯრის გისოსებს რომ გასცქეროდა, მუდამ ციხის საპატიმროში ეგონა თავი ანასტასიას და თავადაც ტუსაღად გრძნობდა თავს... ის არ იყო მხოლოდ ოჯახის ტყვე, არამედ _ მთელი იქაური საზოგადოება-კაცობრიობის, გაბატონებული დოგმა-სტანდარტებისა თუ მიდგომების - ამა თუ იმ მოსაზრება-საკითხებთან დაკავშირებით... ასევე იმ პასუხისმგებლობათა ტყვე, რომელიც მოზრდილობას ახლავს თან... რაც არანაკლებ ახრჩობდა და გუდავდა მას, ახლა, ასეთივე ურთიერთობაც რომ არ აეტანა და დაეთმინა ანასტასიას!.. ყველაზე დიდი საცოდაობა და უიღბლობა იცით - რა არის? - მკითხველო: - რომ გაგაგიჟებენ ადამიანს და მერე შენ თვითონ გამოდიხარ - გიჟი... ავადმყოფი - სამკურნალო თუ ყველაფერში დამნაშავეც... ცივა, ზამთარია... მაგრამ ფიზიკური სიცივის გარდა, სულშიც სიცივე და სიცარიელეა, რომელიც მოსვენებას უკარგავს ადამიანს... ანასტასიას - სადღაც - გულის სიღრმეში, მუდამ სწამდა, რომ ეს ცხოვრება თავისი არ იყო... რომ მისი მოწოდება: ამ პატარა პროვინციაში ლპობა არ იყო... თუმცა ,,სადაცა ხარ იქაური ქუდი უნდა დაიხურო“-ო როგორც ამბობენ და გოგონაც - გარკვეულწილად - მოქცეული იყო თავისი პატარა პროვინციის გავლენის ქვეშ... თუმცა მას გააქტიურება ესაჭიროებოდა ორგანულად, რაც მხოლოდ, ისეთ დიდ და აქტიურ ქალაქთა რიტმს შეეძლო, როგორიც რომი, ან თუნდაც მილანი იყო... ასეთ მეგაპოლისებში, სასურველ სამსახურში დასაქმების ალბათობაც, გაცილებით უფრო მაღალი იყო, მაგრამ სტუდენტობაში ვერ სცალდებოდა ანასტასიას მთლიანად ამ საქმეზე გადართვა სწავლის საჭიროება-რესურსებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, სტუდენტობაც ხომ უნდა შეერგო ცოტა გოგონას?!.. მშობლები კი, სულ იმას უხსენებდნენ - თუ სხვა, მისმა თანაკლასელებმა ან ამხანაგებმა როგორ შეძლეს და გაართვეს თავი ერთდროულად ორივეს, სწავლასაც და საკუთარი ადგილის პოვნასა და დამკვიდრებას... აი, აქ კი - ერთი რამ ავიწყდებოდათ მათ - რომ ყველას ერთნაირად არ შეუძლია თავის გართმევა რიგ გამოწვევებზე და ზოგადად, ფუნქციონირება... ადამიანი ხომ - ინდივიდია! ამიტომ, ანასტასია სულ თავს იმხნევებდა და ,,შემოუძახებდა“ ხოლმე, რამდენადაც შეეძლო. ი მ ე დ ი ერთადერთი რამ იყო, რაც აძლებინებდა ამ უსამართლო, დაუნდობელ - ცხოვრებისეულ ბრძოლაში ანასტასიას... მან ხომ - გულის სიღრმეში - იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, მის ნიჭიერებას გასაქანიც მიეცემოდა და კიდეც დაუფასდებოდა ეს ამდენი შრომა თუ ტანჯვა-წვალება პატარა დედოფალს... ნამდვილ -,,მე“-ს ხომ არავინ იცნობდა, ესმოდა და უყვარდა საკუთარ თავზე მეტად?!.. თორემ, სხვა შემთხვევაში - ჯერაც მარტოსულს არ მოუწევდა გაგრძელება ანასტასიას... ეგ არაფერი მეგობრებო... - ჰომ იცით, ყველაფერს თავისი დრო აქვს.. დრო, რომელიც ადრე თუ გვიან, ოდესმე - აუცილებლად დადგება. ყველას თავისი მოეთხოვება და - ყველა თავისას მიიღებს, ვისაც რა, როგორი და რამდენი ეკუთვნის!.. წერაშიც კი არ არის, ამ მცირე სახელმწიფოში, ადამიანი ბოლომდე თავისუფალი... ყველაფრის დაწერა რომ შეიძლებოდეს, რაც გვინდა, დარჩენილი ცხოვრება არ გვეყოფოდა მათ მოსათხრობად და გადმოსაცემად - მკითხველო. შესაბამისად, ნამუშევარში - ყველაფერ მნიშვნელოვანზეა გამახვილებული ყურადღებაც... პატივისცემით : ე.ქართველიშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.