შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (48)


4-12-2015, 22:15
ავტორი Keke27
ნანახია 13 494

_გვანცაა! - ისეთი ხმით წარმოსთქვა კაცმა ცოლის სახელი, თითქოს ვიღაცამ ყელში ხელი წაუჭირა.
საბანი ძირს გადააგდო და სწრაფად მივარდა ცოლს.
_გაიღვიძე გვანცა, გაიღვიძე. არ უნდა გძნავდეს ახლა, არ შეიძლება. - მძინარე და ლამის გონდაკარგული გოგონა მთელი ძალით შეანჯღრია, მაგრამ შენგელია არ იღვიძებდა.
უცებ ადგა და ოთახიდან გავარდა, წამებში დაბრუნდა უკან, ხელში კი პურის საჭრელი დანა ეჭირა.
_შენი დაძინება არ შეიძლება ახლა, არ უნდა გეძინოს. - შეშლილის სახით ამბობდა ამას ავალიანი. მერე ცოლის ხელი აიღო და დანა დაუსვა. ტკივილისგან შენგელიას, ოდნავ შესამჩნევად წარბებს შორი ხაზი დაატყო.
_გაიღვიძე, სწრაფად გაიღვიძე. - კიდევ შეაჯანჯღარა გოგონა. იქვე, ზეწარი მოხია და ჭრილობა მაგრად გადაუხვია. გვანცამ თვალების გახელა სცადა. - ყოჩაღ, ყოჩაღ, არ დაიძინო გვანცა, არ დაიძნო. ახლავე წაგიყვან ექიმთან, ყველაფერი კარგად იქნება. ოღონდ არ დაიძნო, გთხოვ. უნდა გღვიძავდეს, უნდა გღვიძავდეს. - იმეორებდა კაცი გაფითრებული ტუჩებით.
შარვალი სრაფად ამოიცვა, მანქანის გასაღები აიღო, გვანცა ხელში აიყვანა და კიბეებზე დაეშვა. ვერაფერს გრძნობდა მაშინ, ვერც დეკემბრის სიცივეს, მოკლესახელოებიანი მაისურის ამარა რომ იყო. ვერც ფეხქვეშ გაყინულ მიწას, ფეხშიშველი რომ იდგა. მხოლოდ სულის ტკივილს გრძნობდა და ამ ტკივილს გვანცა შენგელია ერქვა.
გოგონა მანქანაში ჩასვა და ადგილს გიჟივით მოწყდა.
გზა და გზა, გვანცა თვალების გახელას ცდილობდა. დაძინების საშუალებას არ აძლევდა თორნიკე.
_შენ უნდა იცოცხლო. ჩვენმა შვილმა უნდა იცოცხლოს, გესმის? არ დაიძინო გვანცა. გაიღვიძე, გაიღვიძე.

საბურავების ღრჭიალით გააჩერა მანქანა საავადმყოფოს წინ.
შენგელია ხელში აიატაცა და შენობაში შეიყვანა.
_ჩქარა ექიმი, ცოლ-შვილი მეღუპება, - დაიძახა განწირული ხმით კაცმა. ხმა შენობის ყველა კედელს მიეხეთქა ისეთივე ტკივილით, როგორსაც ავალიანი განიცდიდა იმ წამს. ექომ ყველა, იქ მყოფი ადამიანის სულში გაიარა.
რამდენიმე წამში შენგელია ბორბლებიან საკაცეზე იწვა და საოპერაციო ბლოკისკენ მიაქროლებდნენ.
_რამდენი ხნის ორსულია? როდის შენიშნეთ, რომ დენა ჰქონდა? ტრამვა ხომ არ მიიღო? ვინ არის მისი ექიმი? - გზა და გზა, კითხვებს სვამდა მორიგე ექიმი, თორნიკე კი პასუხობდა. -ხელი რატომ აქვს გაჭრილი?
_მე გავუჭერი. ძილში რომ დაეწყო დენა, დიდი შანსი იყო იმის, რომ გონებაც დაეკარგა, ამიტომ გავუჭერი ხელი, ტკივილმა გონს მოიყვანა. - აუხსნა ექიმს ჭრილობის მიზეზი. ექიმმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ მზერა მოავლო მას.
გვანცა საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს.
„თქვენი შემოსვლა აქ არ შეიძლება და გთხოვთ თავი ხელში აიყვანოთ“ - უთხრეს ავალიან და კარი დახურეს.
კარებს ნახევარმთვარის ფორმის მინა ჰქონდა ჩასმული, რაც შესაძლებელს ხდიდა მშობიარეს ახლობელს თვალყური ედევნებინა ოპერაციის მსვლელობისთვის.
ჩასისხლიანებული თვალებით შეხედა ცოლს ავალიანმა როდესაც საოპერაციო მაგიდაზე გადააწვინეს.
უცებ რაღაც გაახსენდა და ჯიბეზე ხელები გაისვა. ტელეფონს ეძებდა, მაგრამ სიჩქარეში დავიწყებოდა.
იქვე მედდამ ჩაიარა. გიჟივით გადაუდგა მას წინ.
_ტელეფონი მჭირდება, უნდა დავრეკო აუცილებლად.
_მიმღებში მიბრძანდით. - შეშინებული ხმით უთხრა ქალმა.
თორნიკე მაშინვე გაიქცა მიმღებში და ტელეფონზე დარეკვა მოითხოვა.
პაატას ნომერი აკრიბა.
_გისმენთ. - ძილ-ბურანში მყოფი ხმით უპასუხა ახალაძემ ზარს.
_პაატა, თორნიკე ვარ. სასწრაფოდ მოდი საავადმყოფოში, გვანცას სჭირდები. - ერთი ამოსუნთქვით უთხრა კაცმა.
_რა? რა მოხდა? - უცებ მოფხიზლდა ბიჭი.
_სამშობიაროში ვართ. იჩქარე ძალიან გთხოვ. - მუდარა ჩადო ხმაში თორნიკემ. ყურმილი დაკიდა და საოპერაციო ბლოკისკენ წავიდა სირბილით.
ოპერაცია დაწყებულიყო. ბლოკიდან ფუსფუსი, აპარატების წრიპინი და იარაღების ჩხარუნის ხმა ისმოდა.
_სახვევი გაამზადეთ, - თქვა რამდენიმე წუთში ექიმმა.
ავალიანმა მზერა დაძაბა და კარებს აეკრა. წამებში საოცრების მომსწრე გახდა. ექიმს ბავშვი ეჭირა ხელში. კაცს გული ყელში მიებჯინა, სუნთქვა დაავიწყდა. მუხლები აუცახცახდა და ნერწყვი და ცრემლი ერთდროულად გადაყლაპა.
_სწრაფად მიხედეთ ბავშვს, - თქვა ექიმმა შეშფოთებით და ბავშვი მედდას გადასცა.
ახალშობილი ხმას არ იღებდა.
არ ტიროდა...
_ნუ გეშინია პატარავ, გაუძელი, იბრძოლე, იბრძოლე, - ჩურჩულებდა მედდა და ფეხებით დაკიდებულ ბავშვს საჯდომზე უტყაპუნებდა.
თორნიკეს, ამის შემხედვარე ტვინში სისხლი ჩაექცა. პირზე აიფარა ხელი, რომ ბღავილი არ დაეწყო. ცრემლები ლოყებზე ჩამოუცურდა.
ბავშვს ცხვირიდან და პირიდან ტუმბით წყალი ამოუღეს.
ახალშობილი ისევ ჩუმად იყო.
_მიდი, პატარავ, მიდი. არ დანაბდე. კარად იქნები, გადარჩები. - იმეორებდა ქალი და გამეტებით, ისევ უტყაპუნებდა საჯდომზე თავდაყირა დაკიდებულ ბავშვს.
ავალიანმა მეტს ვეღარ გაუძლო. ხელით კედელს მიეყრდნო, თავი ჩაქინდრა და მოგუდული ხმით ატირდა.
_არ წახვიდე, გთხოვ. ოღონდ არ წახვიდე. - ბუტბუტებდა ცრემლით დასველებული ტუჩებით.
ტიროდა ატკივებული სულიდან წამოსული ცრემლებით და არ სურდა გაჩერება და დამალვა მისი ტირილის. არ შეეძლო უბრალოდ.
უცებ საოპერაციო ბლოკი ბავშვის ხმამ აავსო, ისეთი სიმძლავრით დასჭექა პატარა ავალიანმა.
_მადლობა უფალო, - სიცილ-ტირილით თქვა მედდამ და ბავშვს შუბლზე აკოცა. ყოჩაღ პატარავ, ყოჩაღ!
თორნიკეს, ბავშვის ხმის გაგონებამ, მუხლები მოკვეთა, კიდურები მოუდუნა და მოწყვეტით ჩაიკეცა ადგილზე. სიხარულისგან შოკში იყო.
_გადარჩა... გადარჩა...
ახალშობილის ხმა, თანდათან ძლიერდებოდა.
_ნახე, ნახე რა ყოჩაღი ბიჭია, - გახარებული ამბობდა მედდა და ბავშვის გახვევას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. პატარა ავალიანი გამეტებით იქნევდა ხელ-ფეხს.

_ძალიან ბევრ სისხლს კარგავს, ექიმო. - შეშფოთებული ხმით უთხრა ქირურგს მეორე ექიმმა და შენგელიას სისხლიანი მუცელი თეთრი დოლბანდით მოწმინდა.
_დიახ, დიახ. - ანერვიულება დაეტყო ქირურგს, - ამიტომ, ჰისტერექტომია გარდაუვალია, საშვილოსნო გახეულია და უნდა ამოვკვეთოთ, დენა დროზე უნდა შევაჩეროთ, თორემ პაციენტს დავკარგავთ. - თქვა და მედდას ანიშნა ოფლიანი შუბლი მოეწმინდა მისთვის. ცივი ოფლი ასხამდა ექიმს. გაჩაღებული ბრძოლა ჰქონდა სიკვდილთან, რომელიც პაციენტის წართმევას ცდილობდა. ეს კი არ უნდა დაეშვა მას. ეს არ უნდა მომხდარიყო. გამარჯვებული ამ ბრძოლაში ჰიპოკრატეს ფიცის დამდები უნდა გამოსულიყო და ამისთვის ძალისხმევას არ იშურებდა თეთრხალათიანი...

_თორნიკე რა ხდება, რაამბავია. გვანცა სადაა, როგორაა? - არაადამინური გამომეტყველებით მიიჭრა ახალაძე ავალიანთან.
_საოპერაციოშია... ბევრი სისხლი დაკარგა... ბავშვი თითქმის მკვდარი დაიაბადა, გესმის? თითქმის მკვდარი... არ ვიცი გვანცა როგორაა... მას და შენ ხომ ერთნაირი ჯგუფის სისხლი გაქვთ, დასჭირდები მას და აქ იყავი... - ჩაწითლებუი თვალებით და საოცრად შეცვლილი ხმით უთხრა კაცმა პაატას.
_ვაახ ჩემი, რას მეუბნები ტოო, - თავში წაიშინა ხელები ბიჭმა. - ბავშვი როგორაა ახლა?
_მისი ხმა გავიგე წეღან. ცოცხალია... გადარჩა...
_მადლობა ღმერთს. - მაღლა აღაპყრო თვალები ახალაძემ.

საპერაციო ბლოკის კარი გაიღო და იქედან სპეციალურ, შუშის გორგოლაჭებიან, საწოლში ჩაწვენილი ახალშობილი გამოიყვანეს. რომელსაც სახვევებიდან ცალი ხელის გამოყოფა მაინც მოეხერხებინა და სასაცილოთ პარჭყავდა.
ბავშვს ოდნავ მოლურჯო ფერი დაჰკრავდა. შავი ხშირი თმა ჰქნოდა. თვალები შეშუპებებოდა. ცხვირიც გაბურთვოდა. ლოყები კი ლამის ბეჭებზე გადაეწყო, ისეთი ჩაპუტკუნებული იყო.
ავალიანს სუნთქვა შეეკრა. თვალთ დაებინდა უცებ. თავბრუ დაესხა და რომ არ წაქცეულიყო საწოლს ხელებით ჩაებღაუჭა და დაეყრდნო.
_მამიკო, გმირი შვილი გყავს. - ღიმილით უთხრა ექთანმა, - გილოცავთ.
_შვილო. - წარმოსთქვა თორნიკემ ათრთოლებული ხმით და თითით შუბლზე მიეფერა, - რა თბილი ხარ, - თითი ლოყაზე ჩამოაცურა, მერე ხელზე გადაუსვა და თითებზეც მიეფერა. როგორც ყველა ახლაშობის აქვს ჩაჭიდების რეფლექსი, ისე ჰქონდა პატარა ავალიანს. მამის თითი პატარა ხელში მოიქცია და მისი პატარა და ამავე დროს უძეველი ძალით მოუჭირა.
კაცს თვალები ცრემლით აევსო და ბედნიერი ღიმილით გაიღიმა.
ფრთხილად შეახო ტუჩები ბავშვის ხელს და აკოცა.
_მადლობა, მადლობა, რომ იბრძოლე და ასე გამახარე. - უჩურჩულა ყურთან შვილს და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
_გვაპატიეთ, ახლა უნდა წავიყვანოთ მივხედავთ და დედასთან ერთად შემდეგ პალატაში ინახულებთ. - უთხრა ექთანმა და საწოლი გააგორა.

_გილოცავ, ძმაო, გილოცავ! - პაატა ახალბედა მამას გადაეხვია.
საოპერაციო ბლოკში ჩოჩქოლი ატყდა.
_რა ხდება? - კარებს მივარდა თორნიკე, გაფართოვებული თვალებით.
აპარატურის გაბმულმა წრიპინმა ერთიანად გაყინა. გული შეეკუმშა. ყელში რაღაც გაეჩხირა და სუნთქვა დაუხშო. თითქოს დრო განელდა. ხედავდა თეთრხალათიანები ერთმანეთში ნელი მოძრაობით როგორ ირეოდნენ და მხოლოდ, მათი პირის მოძრაობით ხვდებოდა, რომ ლაპრაკობდნენ. ყველა ხმა აპარატის გაბმულ და ავის მომასწავებელ ხმას გადაეფარა.

_ დეფიბრილატორი სასწრაფოდ. - ავალიანის სმენას და მზერას გაწელილად და შენელებული კადრივით მოხვდა ქირურგის სიტყვები.
ბეჭებზე ძლიერი მკლავების მოხვევა იგრძნო.
ახალაძე რაღაცას ეუბნებოდა აცრემლებული თვალებით და შეშლილი სახით, მაგრამ თორნიკეს არც ერთი სიტყვა არ ესმოდა. თითქოს, გარე სამყაროს გამოეთიშა და მხოლოდ სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლის ველად გადაქცეული ოთახის არსებობით არსებობდა იმ წუთებში.
პაატას ზურგს უკან, კარებში ჩასმული, ნახევარმთავრის ფორმის, ფანჯარაში, კარგად დაინახა თუ როგორ შეხტა შენგელიას სხეული, როდესაც ელექტო შოკის დეტექტორი მის გულ-მკერდს შეეხო.
აი მაშინ კი გამოერკვა. გონს მოეგო. დაჭრილი ნადირივთ დაიღმუილა და ხელები გამეტებით აიქნია. ახალაძე კარებს მიენარცხა და ჩაიკეცა.
ძირს დავარდნილ პაატას ფეხი გადააბიჯა, ორივე კარი ფართედ შეაღო და შეშლილი სახით შევიდა საოპერაცო ბლოკში.
მისი შესვლა და ელექტრო შოკის გამეორება ერთი იყო. ისევ შეხტა შენგელიას სხეული.
_რას უშვებით, რა სჭირს? - ხრიალის მსგავსი ხმა ამოუვიდა პირიდან თორნკეს.
პასუხის გაცემის თავი არავის ჰქონდა, მით უმეტეს, ახსნა-განმარტების დრო.
_გაიყვანეთ ეს კაცი ვინმემ, - განწირულის ხმით დაიყვირა ექიმმა.
მედდები რას გახდებოდნენ გამძვინვარებული კაცის წინაშე. ერთმა შორიდან აუარა გვერდი და სირბილით გაიჭრა გარეთ.
_მუხტი გაზარდეთ, - დასჭექა თეთრხალათიანმა. ავალიანისთვის იმდენად მტკივნეული იყო ექიმის სიტყვები, თავშვი წაიშინა ხელები, თითქოს, ეს-ესაა ლურსმანი ჩააჭედეს და მის ბოლომდე ჩაყვანას ცდილობდა ჩაქუჩის სიძლიერე...
წამში მონიტორზე ხაზები დაიკლაკნა. გული ამუშავდა და სიცოცხლის მანიშნებელი ხმა გამოსცა აპარატმა.
_გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ. - შესძახა ქირურგმა ბედნიერი ხმით.
თორნიკემ თავიდან ხელები მოიშორა.
რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ საავადმყოფოს დაცვა მოეყვანა ექთანს უკვე და ის ძალით გამოიყვანეს საოპერაციო ბლოკიდან.
_მითხარით, როგორაა ჩემი ცოლი, - გაუძალიანდა დაცვას და მათგან თავის განთავისუფლება სცადა, მაგრამ ისე მაგრად ჰყავდათ მკლავებში მომწყვეული, ვერაფერს გახდა.
_დამშვიდდი თორნიკე, დამშვიდდი გემუდარები. გვნცაზე იფიქრე... ექიმებზე იფიქრე, გვანცას სიცოცხლე ხომ მათ ხელშია... დამშვიდდი და მიეცი საშუალება რომ გვანცა გადაარჩნონ. - ემუდარებოდა პაატა ათრთოლებული მაგრამ მტკიცე ხმით. თან თორნიკეს სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული და აიძულებდა თვალებში ეყურებინა მისთვის.
ავალიანი ცოტა ჩაცხრა. ნელ-ნელა სნტქვა ჩაიწყნარა, მაგრამ სახე მაინც შეშლილის ჰქონდა.
_გვანცა არ უნდა მოკვდეს, პაატა, ხომ გესმის, არ უნდა მოკვდეს, - კბილებში გამოცრა კაცმა.
_კარგად იქნება. ნუ ფიქრობ ცუდზე, კარგად იქნება. იცოცხლებს გვანცა. იცოცხლებს.


_სისხლი გადაუსხით ახლავე. - გასცა განკარგულება ექიმმა
_ექიმო, მხოლოდ 150 გრამი გვქონდა სისხლის ბანკში მეოთხე ჯგუფი.
_არ იკმარებს. მის მშობლებს შეატყობინონ, დას ან ძმას, სასწრაფოდ მოვიდნენ. დრო არ ითმენს.
_ახლავე. - ექთანი აჩაქარებული ნაბიჯებით გამოვიდა გარეთ.
_როგორაა, ექიმო ჩემი მეგობარი? - მაშინვე მიიჭრა ახალაძე მასთან.
_მდგომარეობა დასტაბილურდა. დანარჩენს მოგვიანებით მოგახსენებთ, ახლა მთავარია, მოვიდეს მისი მშობლები, სისხლი გვჭირდება მისთვის. საკმარისი არ აღმოჩნდა ის მარაგი, რაც ჩვენ გაგვაჩნდა. - აცნობა მედდამ.
_მე, მე ექიმო, მე შემიძლია მივცე მას სისხლი. ჩვენ ერთნაირი სისხლი გვაქვს. მამამისს მოსვლა რა შეუძლია, რაიონშია. ჩემს სისხლს გავიღებ.
_თქვენ?
_დიახ, მე.
_სწრაფად წამომყევით, დასაკარგი დრო არ გვაქვს. - მედდა შებრუნდა.
_თორნიკე, ხომ გაიგონე, კარგადაა გვანცა. სისხლს მივცემ და უფრო კარგად იქნება. არ ინერვიულო შენ. გთხოვ. - ბავშვივით გახარებულმა მოაძახა ავალიანს პაატამ და ექთანს დაედევნ უკან.
დაცვამ თორნიკე გაანთავისუფლა და სკამზე დაჯინა.
ერთ-ერთმა, ჭიქით წყალი მოუტანა. ავალიანმა ძლივს მოსვა ერთი ყლუპი.
_გვესმის მეგობარო შენი, მაგრამ ჩვენც გაგვიგე და ნუ გვიწყენ. - უთხრა მეორემ.
სვანმა თავი დაუქნია, ოდნავ შესამჩნევად და ისევ მოსვა წყალი.

შენგელიას საშვილოსნო ამოკვეთეს.
გულის ცემა დარეგულირდა.
ახლაძემ მას სისხლი გადაუსხა.
შენგელია, საოპერაციოდან ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს, სადაც მასზე დაკვირვებას განაგრძნობდნენ თეთრხალათიანები.
_ძალიან ვწუხვარ ამის გაკეთება რომ მოგვიწია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. პაციენტს დავკარგავდით. - უთხრა ექიმმა თორნიკეს, რომელიც უკვე საკმაოდ დამშვიდებული იყო. რადგან გვანცას, პალატაში გადაყვანისას, თმაზე მიეფერა, დარწმუნდა, რომ საშიშროებამ ჩაიარა და თვალებში, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში გაქრობოდა. - მას საშვილოსნო ამოვკვეთეთ. მეტი შვილის ყოლას ვერ შეძლებს, სამაგიეროდ ცოცხალი დარჩა და დედობის ბედნიერებას გაიზიარებს. - ბოლო სიტყვები იემდიანად წარმოსთქვა ექიმმა.
_ჩემთვის მისი სიცოცხლეა მთავარი და ის, რომ ჩემს შვილს დედა გაზრდის. - თქვა ავალიანმა მტკიცედ, - მადლობას გიხდით თქვენ ამისთვის. - თეთრხალათიანმა თბილად გაუღიმა და მხარზე დაადო ხელი.
_საშიშროებამ ჩაიარა. ცუდი არაფერი მოხდება. რამდენიმე საათი დაკვირვების ქვეშ უნდა გვყავდეს. ნარკოზიდან რომ გამოვა, სავარაუდოდ ნაშუადღევს, გადავიყვათ სხვა პალატაში ახლშობილთან ერთად, სადაც მათ ნახვას შეძლებთ...



№1  offline მოდერი წითური გოგონა

პირველი ვარ! წავალ წავიკითხავ...
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline მოდერი bibo

Vaime es ra iyoooo...kinagam guli wamivida sanam mivedi bolomdeeee atasma perma gadamiaraaaa :D metqi bolos wavikitxav gadarcha tu aratqo magram ver movitminee da normalurad wavikitxe.martla saswauli xar gasagijebeli ise var emociebit ro sheidzleba vipetqooo:*

 


№3  offline წევრი BUBU_2426

Vaimeee roor gamaxaree rom ar gawire da gadaarchine rogor velodebodi da rogor gamixardaa miyvarxardzaan happy endit daamtavre raa gtxoov velodebi shemdegs moutmenlad miyvarxar <3 <3 <3

 


№4  offline წევრი MLM

რამის მოვკვდი სანამ ბოლოში ჩავედი ეს რა იყო? ეხლაც კი შოკი მაქ უზომოდ მაგარი ხარ, ისე ჩავიკითხე არცკი ვსუნთქავდი მგონი. ხვალ ახალ თავს ველოდებით ყველა. უზომოდ ნიჭიერი ხარ :*

bibo
Vaime es ra iyoooo...kinagam guli wamivida sanam mivedi bolomdeeee atasma perma gadamiaraaaa :D metqi bolos wavikitxav gadarcha tu aratqo magram ver movitminee da normalurad wavikitxe.martla saswauli xar gasagijebeli ise var emociebit ro sheidzleba vipetqooo:*

ზუსტად იგივე სურვილი მქონდა მეც :D ვეღარ ვითმენდი მაგრამ ვენდე კეკეს და ბოლომდე ჩავიკითხე :)

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime cudad vaar :(( rogor shemecodnen :( emociit datvirtuli tavi iyoo yochag... male dade raa

 


№6 სტუმარი lizazu

ვაიმე რამდენი ვიტირე, თორნიკეს საცოდაობით დავიწვი. დასანანია რომ მეტი შვილი აღარ ეყოლებათ, მაგრამ პატარა ვაშკაცი ხომ ყავ love თ. მალე დადე რა შემდეგი თავი. უმაგრესი ხარ.

 


№7  offline წევრი teddy))

Dzalian magari gogo xar! Dadzabuli vkitxulobdi. Dzalian gamixarda, rom shemovedi da ,,bedniereba gaziarebit'' davonaxe.

 


№8  offline მოდერი წითური გოგონა

ვაიმე კეკე!
რატომ მანერვიულე?
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№9 სტუმარი mari

rogor vitireee am shuagames ,ra iko es❤️

 


№10  offline წევრი Lana Tomlinson

რა ემოციური თავი იყო :ო აღფრთოვანებული ვარ. ცუდია მეტი შვილის ყოლ რომ არ შეეძლება,თუმცა მთავარია რომ გადარჩა. წარმომიდგენია გვანცას ემოციები როცა მის ერთადერთ ვაჟს რამე დაემართება(თუნდაც გრიპი :დ) . ალბათ ძალიან გაუფრთხილდება და მისი ერთადერთი იმედი იქნება(თორნიკეს შემდეგ:დ) <3

 


№11 სტუმარი hiu

შოკიი ძალიან მაგარიაა! ყველაზე მაგარი ხარრ კეკე წარმატებები შენ love

 


№12 სტუმარი Tamtaaa

ნუ შენი ეს ისტორია და მითუმეტეს ეს თავი,რომ ემოციებით დატვირთული და შეუდარებელი იყო ამაზე ლაპარაკი არ მაქვს. <3 ახლა კი ძალიან მაინტერეს გვანცას რეაქცია,როცა გაიგებს,რომ სამწუხაროდ მეტი შვილი არ ეყოლება <3 სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს. <3

 


№13  offline წევრი masu

ვაიმეეე ისეთი დაძაბული ვკითხულობდი <3 ბრავო მაგარი იყო <3 მთელი ემოციები ჩანდა და მეც გადმომედო <3 ველოდები შემდეგს <3

 


№14  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე კეკე ჩემი სიკვდილი გინდა? მოვკვდი ნერვიულობით ეს რა იყო, მაგრამ რაც იყო უმაგრესი და ემოციურად ძალიან მაგარი იყო.

 


№15 სტუმარი matilda

wassat sad აუ ეს ისტორია რეალურ ამბავზეა?ანუ გვანცა მართლა მოკვდა?

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

არ ვიცი კითხულობთ თუ არა ყველა კომენტარს მაგრამ მაინც მინდა დავწერო დაახლოებით ერთი წელია არ მიტირია მიუხედავად იმისა რომ რეალურად ბევრი ისეთი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში ეხლა კი ეს თავი რომ წავიკითხე ბოლოში დანამული მქონდა ლოყები იმხელა ემოცია მივიღე მეგონა მე მტკიოდა თორნიკესთან ერთად , თითქოს მე ვკარგავდი საყვარელ ადამიანს სხვას ვერაფერს ვიტყვი უბრალოდ მე ვერ შეგაფასებთ უფლებამოსილად ვერ ჩავთვლი თავს

 


№17  offline წევრი meri89

როგორ ველოდები დამთავრებას არ იცი:Dმინდა თავიდან ბოლომდე ჩავიტკბარუნო პირი რადგან კამფეტივით ისტორიააა და რომ დავიწყებ და ბოლომდე ვერ ჩავალ გული დამწყდება:DD:D:D:D::ასე რომ ველოდები დამთავრებას რომ ლარგად ვისიამოვნო... love

 


№18  offline ახალბედა მწერალი Keke27

დიდი მადლობა ჩემო კარგებო. love

ე.ი. ეს თავი რომ დავწერე ისეთი დაღლილი ვიყავი, ძალა გამოცლილი და ემოციურად დაცლილი, მეტი რომ არ შეიძლება.
მე ვიყავი თორნიკე. მე ვიყავი ქირურგიც, მედდაც, დაცვა, ახალაძე და ყველა ვიყავი მე. ვიბრძოდით სიცოცხლის გადასარჩენად და გვეშინოდა საყვარელი ადამიანის დაკარგვის...

მე ამაყი ვარ და ძალიან გახარებული, რომ თქვენამდე, მკითხველამდე მოვიტანე, ის რასაც განვიცდიდით ჩვენ. <3

დიდი მადლობა ყველას. love
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№19  offline წევრი Gvancii♥

ესს რა იყოოო(((( გავგიჯდიი ლამიის ... გამოცდილი მაქვს ეს ყველაფერიი და ტკივილიი თავიდან განმიახლდა))) ძალიან კარგიი ხარ შეენ საყვარელოოო♥

 


№20 სტუმარი Fuckkkkk

Rodiiis dadeeb shemdeg tavss ? Dzaaan magari iyooo

 


№21  offline წევრი Begiashvili 13

ნამდვილი ამბავია ?

 


№22  offline წევრი gvanca jejelava

ეს ისტორია არ უნდა დასრულდეს ცუდად ((((

 


№23  offline მოდერი ჯია

ვაიმე, კეკე... ეს რა იყოოოოოოო.....

 


№24 სტუმარი ფარი

უდაოდ საინტერესოდ წერ, ბევრი წამიკითხავს მაგრამ ასე საინტერესოდ და ყოვლისმომცვლეად ბევრი ვერა, წარმატებები.

 


№25  offline წევრი aannoo

ერთი სიკვდილი მოვკვდი თორნიკეათან ერთად,რა დაძაბული ჩავიკითხე ბოლომდე უნდა გენახა..

 


№26  offline წევრი gvancacuna

Dgess dadeeeb ?

 


№27 სტუმარი keke 27

მაპატიეთ მაგრამ დღეს ვერ დავდებ ახალ თავს. ცოტა დიდი თავის წერას ვარ შეჭიდებული და მერე ერთიანად იგემრიელებთ ^_^ <3

მადლობა ყველას <3

 


№28  offline წევრი Begiashvili 13

ეს ნამდვილიი ისტორიააა ?

 


№29  offline წევრი gvancacuna

Dgesss dadebb? Davelodo ?

 


№30 სტუმარი ფარი

როდის დადებთ ახალ თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent