შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დევნა (სრულად)


დღეს, 20:25
ავტორი პენელოპე
ნანახია 717

დევნა - სრულად

პირველი ნაწილი
არხეინად შეაბიჯა სამინისტროს შენობაში. იშვიათად სტუმრობდა ყველაზე საძულველ ადგილს, მაგრამ მაინც ცნობდნენ სახეზე თანამშრომლები. დიდად არავის უყვარდა მისი იქ ხილვა, მით უმეტეს მაშინ, როცა თავისი უშველებელი ძაღლიც მოჰყავდა. ხშირად ისმოდა მისი წყალობით მინისტრის კაბინეტიდან გამომავალი ხმამაღალი საუბარი. თან ეს უდარდელი გამომეტყველება არ შორდებოდა სახიდან. მობეზრებულმა გაჰხედა კარზე მიმაგრებულ აბრას, სადაც დიდი ასოებით ეწერა: „გივი დანელია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“
– გამომიძახეთ, ბატონო ჩემო? – დაუპატიჟებლად ჩამოჯდა ტყავის სავარძელზე და ხელში შეათამაშა მაგიდაზე უმოწყალოდ დადებული ცარიელი ლარნაკი.
– დალევ რამეს? – წარბი მოიფხანა კაცმა, შეათვალიერა სახეზე ნათლული და თავისუფლად მიშვებული ცხოველი, ერთ ადგილას რომ გაქვავებულიყო პატრონის მითითებისამებრ. – გაგიხსნი თუ გინდა ირლანდიურ ვისკს…
– არ მინდა. – ჩაეცინა. – პირდაპირ საქმეზე გადადი.
– ისე მაინც მკითხე, როგორ ვარ. არ გაინტერესებს ნათლიას როგორ მისდის საქმეები?
– როგორ მიგდის საქმეები?
– ახ.. – ხელი ჩაიქნია გივიმ. – რაღაც თხოვნა მაქვს შენთან, სანდრო.
– ამჯერად რა?!
– ერთ ჩემს ახლობელს..
– ნათლია. – გააქნია თავი ღიმილით. – ვერა.
– მათქმევინე მაინც!
– არ მიყვარს სისულელეებზე წინ და უკან სიარული, ხომ იცი. ნუ შემაწუხებ.
– ჩემი ძმაკაცის შვილია. შენს სფეროში უნდა გზის გაკვალვა, დიდი ამბავი თუ გვერდით მოისვამ მანქანაში და ასწავლი რაღაცებს!
– მეზარება. – ლამის გაეღიმა კიდეც გივის სახის დანახვისას.
– შენ ვინ დაგეხმარა ერთი, როცა იწყებდი კარიერას? მეორე კურსელი ბიჭია, განათლებული, თავაზიანი, ერთი – ორი თვე ატარე შენთან ერთად და გავუშვებთ მერე..
– ასე შემომტენე ბოლოსაც ბენდელიანების საქმე და ჩემი კოლეგების ჩასმა მომიწია ციხეში.
– ოცი წლის ბიჭის მკვლელობის გამო?! – გაახსენდა გივის და სიმწრით გაეღიმა. – არ თქვა, რომ არ იყვნენ ღირსები. არც კი შეუხედავთ, ისე ჩაცხრილეს ახალგაზრდა ბიჭი საწოლში. როგორ ეძახი მაგათ საერთოდ შენს კოლეგებს?
– ნუ მგზავნი შენი ნაცნობების საქმეებზე. იცი ძალიან კარგად, რომ არ მიყვარს და მაინც მიჩალიჩებ. – ხმა გაებზარა სანდროს.
– შენი დაყოლიება ხომ კაცს არ შეუძლია. – ხმაურიანად გაასრიალა კალამი მაგიდაზე კაცმა. ჩაესვენა სავარძელში და მსუბუქად დატრიალდა. – რას შვრება მამაშენი?
– არ ვიცი. – თვალებში უყურებდა გივის, თითქოს რაღაცის ამოცნობას ცდილობსო. ისეთი მზერა ჰქონდა სანდრო მატაბელს, ეშმაკსაც კი გადმოიბირებდა თავის მხარეს, თუ ასე ჩააცივდებოდა თვალებში.
– არ დადიხარ სახლში?
– არა.
– არ მოგწყინდა ეს მარტო ცხოვრება? – გადაიწია ოდნავ მისკენ დანელია.
– რამეს მთავაზობ? – გაეღიმა და დააბრუნა მაგიდაზე მიმზიდველი ლარნაკი.
– არ აპირებ დაოჯახებას? არ გინდა ცოლის მოყვანა?
– ხომ მყავდა. – გადმოანათა შავი თვალები ნათლიას, ფეხზე წამოდგა უსიამოვნო თემით შეწუხებული.
– მერე ხომ გაცილდი საქვეყნოდ. ასე უნდა იყო ცხოვრების ბოლომდე?
– ამ თემაზე სასაუბროდ დამიბარე?
– უარით გამისტუმრე უკვე… სხვა რაზე გელაპარაკო?
– რატომ გადაეკიდე ამ ჩემს პირად ცხოვრებას? – ფანჯრიდან გადაიხედა ჭკვიანი თვალებით, ლამის ყველა დეტალი შეისწავლა ამ ოთახში, გივი ხომ თავიდან ბოლომდე გაშიფრა წამიერად.
– ისევ გიყვარს ის გოგო? თათა..
– ჩემი ცოლი? – პირველად გაეღიმა ამ საუბრის მანძილზე ასე გულახდილად. – რატომ? ისევ ის მოვიყვანო?
– მის მერე კახპების გარდა არც არავინ გყოლია. რას დაცილდი, თუ მას უნდა უერთგულო მთელი ცხოვრება.
– რა გინდა, გივი? – გაეცინა სანდროს. – მითხარი პირდაპირ და წავალ.
– როგორც გავიგე, მისი და ჟურნალისტია. ის პატარა გოგო. – დაატრიალა ნერვიულად კალამი გივიმ ხელებში. – უკვე ორი წელია. შენი ყოფილ ცოლი ზუსტად იმ ხსენებული ბენდელიანების კომპანიაში მუშაობს ასისტენტად. დედაც ჩამოუყვანია ემიგრაციიდან..
სანდროს ფართოდ გაეღიმა.
– მერე?
– თათასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, მიყვარდა კიდეც ძალიან, ეს იცი. მისი მოუსვენარი და ენას არ აჩერებს რატომღაც…
– ანუ?
– ფრთხილად იყოს. – თვალი თვალში გაუყარა ნათლულს. – გადაეცი.
შორი მანძილიდან გადმოხედა კაცს. მიაშტერდა სახეში ადამიანს, რომელმაც მხოლოდ ამ ორი სიტყვის სათქმელად დაიბარა სინამდვილეში.
– ჩვენ რომ ცოლ – ქმარი აღარ ვართ, სულაც არ ნიშნავს, რომ ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ნათლია. – ბოლო სიტყვა გარკვევით წარმოთქვა მატაბელმა. – არ იფიქრო, რომ მას ყურადღებას არ ვაქცევ.. მეტიც… ზედმეტადაც კი ვინტერესდები ზოგჯერ მისი ცხოვრებით. ფრთხილად ყველაზე მეტად ის იყოს, ვინც ეს სიტყვები დაგაბარა ჩემთან.
– არავის დაუბარებია. მე გაფრთხილებ.
– მერე რა საჭირო იყო ეგ შესავალი, რატომ გაინტერესებს მიყვარს თუ არა ისევ? – ნელ – ნელა მიუახლოვდა და დაუბრუნდა თავის ადგილს. – ან რა შუაშია ჩემი ცოლის სიფრთხილესთან მისი დის პროფესია?
– შვილო, ცხვირს ჰყოფს თითქმის ყველაფერში. ლამის ყველგან ჩნდება, სადაც მთავრობის პირები. ახლა ეს როგორ არ მინდა ხომ იცი შენც.. ეს აურზაური. დარწმუნებული ვარ, თათასაც არ მოეწონება ეს ყველაფერი…
– მე ეგ არ მიკითხავს. – ცივად გაუცვალა მზერა.
– რა გინდა, სანდრო?! ვიკითხე უბრალოდ, მაინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის შენი ყოფილი მეუღლე.
– მიყვარს თუ არა, ის მაინც ჩემს ცოლად დარჩება სულ, ეს იცოდე. არ შეუშალო არაფერში ხელი არც ერთს, აკეთონ თავიანთი საქმე უპრობლემოდ. ხელი არ ახლოს ვინმემ რომელიმეს სამსახურს…
– თორემ რა მოხდება? – ჩაეღიმა გივის.
– საერთოდ არ მიცნობ? – თვითონაც დაუბრუნა ავი ღიმილი მატაბელმა. – შენი სულელური თხოვნების გამო, თუ შემიძლია სამყაროს შეწუხება, წარმოგიდგენია იმის გამო რას ვიზამ, ვინც ოდესღაც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა?
– ისევ ის გიყვარს. – ხელებით დაეყრდნო მაგიდას გივი. – ამიტომ არ გინდა სხვა, ამიტომ ვერ ჩერდები ერთ ქალთან. დაქორწინდი ისევ მასზე, რა გიშლის ხელს, ვერ გამიგია?
– ეგრე გაწყობს შენ? – არ იშორებდა სახიდან ამ დამცინავ ღიმილის მატაბელი. უყურებდა კაცს და თითქოს წინასწარ იცოდა, რა სიტყვებსაც ამოუშვებდა პირიდან ოჯახის ყველაზე ახლობელი ადამიანი.
– წაგიკითხავს მაინც, რას წერს ის ბავშვი ჩემს კოლეგებზე? – აუფრიალა თვალწინ გაზეთი.
– რომელია ტყუილი თითი დაადე უბრალოდ. – გადაშალა უგულოდ სანდრომ. – რომელი არ არის მართალი, მითხარი, და გავაქრობინებ.
– შენ ვის მხარეს ხარ, შვილო? – სახეზე მოუთათუნა ხელები კაცს. აღარ ედგა ის ბიჭი, ვისაც ავალებდა ხოლმე საქმეებს, ვისაც ასწავლა ლამის ყველაფერი.
– ვის მხარეს უნდა ვიყო?! – მოიშორა უხეშად ხელები. – ჩემი საყვარელი ნათლიის და ქვეყნის ყველაზე ღირსეული მინისტრის!
– გააჩუმე ეგ ენა! – წამოიყვირა ჩუმად. – კედლებსაც ყურები აქვს აქ, მეტად არ იცი? შენი ირონიაღა მაკლია აქ.
– მკ.იდია. – ჩაავლო ძაღლს ხელი მოულოდნელად, წამოაყოლა მაინც მიგდებული ჟურნალი გზად და კარგად მოათვალიერა სახეზე დანელია.
– ყველაფერი გკიდია შენ! – თავისას იძახდა მაინც კაცი. – მამაც, დედაც, მე ხომ საერთოდ! ამ შენი ცხოველის გარდა არავინ გინდა ქვეყანაზე! – ანიშნა ძაღლისკენ.
– ეს ყველას გჯობიათ.. – მოუთათუნა ხელი თავის ძაღლს. – შენ მით უმეტეს.
– სანდრო!
– აქ მოსვლა მეზიზღება. – ამოიხედა გულცივი თვალებით. – თუ რამე მოგინდება მომავალში, თავად მესტუმრე.
– წინასწარაც ხომ არ ჩავეწერო შენს სანახავად? ვის დავუკავშირდე, იმ შენს… მდივანს თუ საყვარელს… ვინცაა…
– ხო, მაგას.
– ვერ გადამირჩები ერთხელაც! დავივიწყებ, რომ მე გაგზარდე! ხვალ ის ბიჭი წაიყვანე იცოდე!
ხელი აუწია დამშვიდობების ნიშნად და თავის ერთადერთ მეგობართან ერთად დატოვა ყბადაღებული გივი კარს მიღმა.
.
ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი გაისმა ცარიელ სადარბაზოში. ნაჩქარევად შეაღო ღია სახლის კარი ღრმა ამოსუნთქვასთან ერთად. მანქანის გასაღები და ჩანთა ჩამოდო ტუმბოზე, ფეხზეც გაიხადა საყვარელი ფეხსაცმელი. თავზე წამოადგა დივანზე წამოკოტრიალებულ პატარა დას. ტელევიზორი გამოურთო ყურადღების დასამსახურებლად.
– მოხვედი, თათ? – ოდნავ წამოიწია გოგონა. – გამოიწიე, მაყურებინე!
– რას აკეთებ? – ხმას აუწია თათამ. – რას აკეთებ, საერთოდ თუ გესმის, ნია?
– რა ხდება? – თვალები აატრიალა გოგონამ.
– მე შენ რამდენჯერ გითხარი.. რამდენჯერ გაგაფრთხილე, ისეთს ნურაფერს გააკეთებ, რაც რამენაირად მაინც დამაკავშირებს მატაბელებთან – მეთქი! რამდენჯერ!
– რა გავაკეთე ასეთი? – ფეხზე წამოდგა გაჯიუტებული ბავშვი.
– ეს რა არის? – მიუგდო გადაშლილი გაზეთი ზუსტად იმ გვერდზე, სადაც გივი დანელიასა და მისი თანაგუნდელების ფოტო იყო გამოჭიმული.
– ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე დავწერე. – აიმაღლა ხმა ნიამაც. – ის, რაც მევალება ზოგადად. მე რა გავაკეთო, თუ ეს კაცი… – გივის ფოტოსურათს მიადო თითი. – სანდროს ახლობელია.
– არაფერი არ უნდა გააკეთო, ნია! – ხელები ჩამოყარა თათამ. – არაფერი! საქმეც ესაა. იციან იმათმა, შენი სახელი და გვარის მიღმა მე რომ ვდგავარ!
– რისი გეშინია შენ, თათა? – გაეღიმა ნიას, წყენაზე მეტად გულისტკივილი გაერია ხმაში. – რა გგონია, რას იტყვიან მატაბელები, ჩვენი ყურადღების მისაქცევად იქცევაო ასე თათა?
– გაჩუმდი!
– შენ ხომ ყოველთვის ეს გაწუხებდა. – განაგრძო მაინც ნიამ. – არ გინდა, სანდროს აფიქრებინო რამე.
– სანდრო რა შუაშია? მე იმ ხალხს პატივს ვცემ. ვიცი, რასაც ნიშნავს მათთვის დანელიების მთელი ოჯახი. ნუ მაიძულებ, საერთოდ აგიკრძალონ სტატიების გამოქვეყნება.
– ძალიან შემაშინე, – ფეხი ფეხზე გადაიდო ნიამ. ტელევიზორიც ჩართო ბონუსად. – შენზე მეტი დამცველი არ ჰყავს გივი დანელიას, შენღა აკლდი მხოლოდ!
– საიდან მოგაქვს ეს ინფორმაციები? – ჩამოუჯდა გვერდით და ნაუცბათევად გადაავლო თვალი დაწერილ ამბავს. – ვინ გაწვდის?
– ყველას გვყავს ჩვენ ჩვენი შიკრიკები რედაქციაში.
– ფრთხილად საერთოდ არ ხარ? – მკაცრად შეხედა თავის უმცროს დას. – ვინმემ არ გამოგიყენოს, ნია. პატარა ხარ ჯერ შენ..
– ვინ გაბედავს. – მხარი გაჰკრა თათას. – ნუ მიბრაზდები, თათ.. ამისთვის არ დამაწყებინე მუშაობა? განვითარებისთვის. იმას ვწერ, რაც მევალება. ვიღაც თუ უკმაყოფილოა მაგით, ესე იგი სწორადაც ვიქცევი.
– ჯერ არ დაურეკავს სესილის. თან ისიც ხომ შენნაირი ინტრიგანია… – გადააქნია თავი. – მაგრამ, დარწმუნებული ვარ, უკვე ყველამ ნახა ალბათ.
– სანდროს ვუყვარვარ, ხო იცი. – თვალი ჩაუკრა ნიამ. – არ გამიბრაზდება.
– სანდრო არც ჩაერევა. – ამოიოხრა თათამ.
– ჩამოვიდა? წასული ხო იყო სადღაც?
– არ ვიცი. – საკუთარ თითებს დააშტერდა ქალი. – არ მინახავს თვეებია..
– მაინც ვერ გავიგე, რატომ დაშორდით. – ბუტბუტებდა თავისთვის გოგონა. – ან რომელი ყოფილი ქმარი უგზავნის დაბადების დღეზე ყოფილ ცოლებს საჩუქრებს…
– საჭმელი გვაქვს რამე? – ყურადღების გადატანას ცდილობდა თათა. არ უყვარდა დიდად სანდროზე საუბარი.
– გვაქვს, კი, მარა შენ ნუ ცდილობ თემის შეცვლას! იმას თუ მემილიონე ქალი ჰყავს უკვე, შენ რატომ არ იჩენ არავის?
– ვინ გავიჩინო? მომიძებნე შენ. – თან გაეღიმა და თან გული შეუტოკდა „იმის მემილიონე“ ქალზე.
– ჩემი მოძებნილი ყველა დაიწუნე, გენაცვალე. – გამოჰყვა უფროს დას სამზარეულოში. – შენი არჩეული კი, როგორც გავიგეთ, ცოლ – შვილიანი აღმოჩნდა ბოლოს.. კიდევ კარგი გავიგეთ მაგის ამბავი, თორემ იქნებოდი ახლა მეორედ გათხოვილი თან ვისზე!
– გეყოფა. – გაიცინა თათას.
– ხუთი წელი გავიდა, ხო? – ჩამოჯდა სამზარეულოს მაგიდასთან ნია. – თითქოს გაფრინდა წლები, თათ..
– ჰო, დიდი დრო გავიდა. – უგულოდ ჩამოისხა თავისთვის ყავა. – სწორედ ამიტომ არ მინდა, რომ დაიძაბოს ჩემი ურთიერთობა მათთან კიდევ უფრო მეტად..
– მე ისეთს არაფერს ვაკეთებ, რაც შენ გაზარალებს. ან სანდროს.. მიყვარს ძალიან ეგ არანორმალური. აი, ის გივი კიდევ…!
– გაჩუმდი ახლა! უნივერსიტეტში რა ხდება?
– არაფერი ისეთი.. დათა ვნახე დღეს, მომაცილა სახლამდე ბიჭმა. – თვალების ტრიალით ამბობდა ამ სიტყვებს.
– ეუფ. მერე?
– რაღაც იბოდიალა, ჩემი დის დაბადების დღეა და წამოდიო. ვიცი მე, რა სარჩულიც ჰქონდა მაგ წინადადებას..
– მიჰყვები ანუ?
– გავყვები, ხო, ცოტას გავერთობი. მსიამოვნებს, რომ ვაწვალებ..
– ნია.. – ეღიმებოდა თათას. – ძალიან ნუ შეტოპე, არ დარჩე ყურებამდე შეყვარებული.
– აი, ესაა შენი პრობლემა, თათა. – დიდი ქალივით წამოიწყო ნიამ. – ეს შიში.. ნაბიჯის გადადგმის. რა არის ცუდი მაგაში, თუ შემიყვარდა? გული მეტკინება? – გაეღიმა. – მეტკინოს.
– არ შემიძლია, ასე როცა ლაპარაკობ.
– ეგ არის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, რომ იცოდე! შენც გყავდა იდეალური ქმარი, მაგრამ მაინც გეტკინა გული, რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება!
– არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, რამდენჯერ გითხრა?
– ბევრჯერ. არ მესმის მაინც.
– ნია!
– ისეთი სტატია უნდა დავწერო.. ისეთი, რომ პირდაპირ შემოანგრიოს კარები შენმა ქმარმა. უნდა შეგარიგოთ…
– არ არის სასაცილო, – მოუქნია იქვე დადებული მაგიდის ტილო და თვითონ გაეცინა პირველს.
– ძალიანაც სასაც… ვაიმე! – ამღერებულ ტელეფონს დახედა განცვიფრებულმა. მაშინვე დაანახა თათას ეკრანზე გამოსახული სახელი და გვარი: სანდრო მატაბელი.
– უპასუხე. – თვალი თვალში გაუყარა თათამ.
– მე რატომ მირეკავს? – ადრე თუ წარბი არ შეხრია თათას საყვედურებზე, ახლა ნამდვილად დაასხა ცივმა ოფლმა ნიას. – დამერხა?
საყვარლად დაბრიცა ტუჩები. ხმამაღალზე ჩართო ტელეფონი თავისი დის გასახარებლად. ამოავსო ოთახი მონატრებულმა ხმამ. მონატრებულმა ადამიანმა.
– ნიაკო.. – ღიმილი იგრძნობოდა ტონში. თათას უცნაურად დაუარა ჟრუანტელმა ტანზე, რამდენი ხანია არ გაუგია მისი ხმა.
– საან… რა სიურპრიზია!
– როგორ ხარ, მეტიჩარავ?
– ძველებურად. – არ აშორებდა თვალებს თათას, ასე პასუხობდა სიძის კითხვებს. – შენ როგორ ხარ? არ ვიცოდი, საქართველოში თუ იყავი.
– ჩემი არ ყოფნა ასეთი შესამჩნევი იყო? მოგაკლდა ყურადღება, ნი?
– შენი ყურადღება არასდროსაა საკმარისი, ხომ იცი. – უპასუხა დაუფიქრებლად და მიიღო კიდეც დამსახურებული ხელი გვერდებზე. – გავიგე უბრალოდ, რომ წასული იყავი. კარგია, თუ დაბრუნდი ასე მალე.
– ჰო, სამსახურებრივი საქმე იყო რაღაც. სულ დამავიწყდა, რომ ჟურნალისტი ხარ და გაიგებდი…
– არ თქვა.. – აჰყვა თვითონაც ხუმრობაში. – მეტი რა ხდება?
– თათა როგორ არის? – ისე სხვანაირად წარმოსთქვა ცოლის სახელი, მაშინვე ძირს დახარა თვალები თათამ. მისი ხმაც კი სხვანაირად უძგერებდა გულს.
– კარგად არის. – მოათვალიერა და ნიამ.
– სად არის?
– აქ.
– აქ.. სად? – გაეღიმა სანდროს. თვალები დაუბრიალა თათამ გოგონას.
– აქ.. ანუ თბილისში.
– მომისმინე, ნია. – და დაიწყო ის საუბარი, რაც ასე ძალიან არ უნდოდათ გოგოებს. სახე შეეცვალა ნიას, დასერიოზულდა. თათაც დაიძაბა თავისებურად, მაგრამ ზუსტად იცოდა, ისეთს არაფერს იტყოდა მატაბელი, ნიას პატარა გული რომ სტკენოდა.
– გისმენ.
– ვკითხულობ მე შენს ნაწერებს. არავის გამო არ გადაუხვიო იმ გზას, რომელზეც ახლა დგახარ – სიმართლეს. ის გააკეთე, რაც სწორი მიგაჩნია, მაგრამ ფრთხილად. შევთანხმდით?
– შევთანხმდით. – უპასუხა ხმაწართმეულმა ძლივს. – გეწყინა, ნათლიაშენზე რაც გამოვაქვეყნე?
ხმაურიანად გაეცინა სანდროს.
– მე არ მწყენია, თუმცა მიზანს მოარტყი ნამდვილად.
– არ იცოდა თათამ. გამიბრაზდა. – ფეხზე წამოდგა მაშინე დის ხელების მოსაგერიებლად.
– ჰოო?!
– მენატრები, სან. მოდი ჩვენთან. – საბოლოოდ დააბრეხვა ყველაზე უარესი, თათამ ლამის გულის შეტევა მიიღო.
– მეც, მეტიჩარავ. თუ მოვახერხე, გინახულებ ამ დღეებში.
– კარგი, დაგელოდები მაშინ. შერიფიც მოიყვანე.
– რა სისულელეებს ლაპარაკობ, ნია? – როგორც კი გამოირთო მობილური, მაშინვე წამოიყვირა თათამ. – რას ნიშნავდა ეს ჩემი მართლება, რომ არაფერი ვიცოდი? ან რას ნიშნავს „მოდი ჩვენთან“?
– რა ვუთხარი ტყუილი? – წარბები აზიდა მეტიჩრულად. – შენ თუ არა, მე ნამდვილად მენატრება სანდრო. და შენ მართლა არ იცოდი, რომ ვაქვეყნებდი მაგ ამბავს.
– სახლში დაპატიჟე!
– არ დახვდე შენ! – დაიგესლა გაბრაზებული.
– ჩემს გასაბრაზებლად თუ იქცევი ასე, გილოცავ, ძალიან გაბრაზებული ვარ. – ყინული გადაეფინა ქალის ხმას. ნიას ბრაზის ნაცვლად სინანული გამოესახა სახეზე იმ წამსვე, როგორც კი გაჟღერდა გულნატკენი დის სიტყვები.
– არ ვიქცევი შენს გასაბრაზებლად, თათა.
– შენი აზრით რატომ დაგირეკა სანდრომ? – ცივად გაიღიმა თათამ. – გგონია, იმის უფლებას მოგცემს ეგ, რომ რაღაც სისულელეები გამოაქვეყნო ხოლმე? სისულელეები, რომლებიც საფრთხეს შეგიქმნის შენ.. მე… იმიტომ დაგირეკა, რომ გითხრა, გხედავო, თვალყურს გადევნებო, ნია.
– და რა არის ამაში ცუდი?!
– იმ ადამიანის არ გეშინია, ვისაც ძალაუფლება აქვს ხელში, სანდროს ზარმა კი კინაღამ ჭკუიდან გადაგიყვანა. – გაეღიმა თათას. – რატომ, ნია?
– არ მინდა, რომ ეწყინოს რამე ჩემგან.. – დაიბუტბუტა თავისთვის.
– და შენ წარმოგიდგენია, მე როგორ არ მინდა… ცხრამეტი წლის ბავშვის ნაჯღაპნის გამო, შენი მეამბოხური ხასიათის გამო მის თვალში პატივისცემას ვერ დავკარგავ. არ მინდა, მისი დასაცავი გავხდეთ მე და შენ.. არ მინდა ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში, როცა ვიცი, რასაც მიზამს ეს… ისევ მასთან ურთიერთობა… არ აქვს მნიშვნელობა როგორი ფორმით.
– მაპატიე, კარგი. – დანებდა ნია. – მართალი ხარ. ცუდად მოვიქეცი, არავინ გავითვალისწინე.
არაფერი უპასუხა თათამ. ცოტა ხანი დადუმდა. ქმრის გამოჩენამ იმოქმედა მის გუნება – განწყობაზე. კარგად იცოდა ეს ყოველივე ნიამ, აღარ დაასხა მეტად ცეცხლზე ნავთი.
– აქ ხართ, ბავშვებო?! – კარი შემოაღო მაკამ, გოგონების დედამ. პარკებით დატვირთული შევიდა სამზარეულოში, მერე დადუმებულ შვილებს გადმოხედა ეჭვნარევად.
– ისევ იჩხუბეთ? ამჯერად რა დააშავე, ქალბატონო ნია?

სანდრომ და თათამ ერთმანეთი ექვსი წლის წინ გაიცნეს. მაშინ თათა ცხრამეტი წლის იყო, ნიას ასაკის – პირველი კურსელი. სანდრო მაგისტრანანტი იყო იურიდიული განხრით, თანდათან უკვე ჩამოყალიბებული აზროვნება და ცხოვრების აწყობის სურვილი ჰქონდა. ნათლიამისი და მამა ეხმარებოდნენ გზა გაეკვლია რთულ პროფესიულ გზაზე. გივის წყალობით დაასაქმა კიდეც თავისი განხრით. ხშირად გზავნიდნენ წვრილ – წვრილ დავალებებზე სანდრო მატაბელს თავისი მოხერხებულობისა და ეშმაკურობის დამსახურებით. ჭკვიანი და ცბიერი იყო ბავშვობიდან, ნებისმიერი ადამიანის მართვა შეეძლო – დამნაშავის მით უმეტეს. მარტივად შეაყვარა თავი უფროსებს, მათი ნდობაც დაიმსახურა და იმ დღესაც, როცა შეხვდა თავის მეუღლეს, სწორედ ასეთ დავალებაზე მიდიოდა სამეგრელოში.
როგორც კი შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ჩახტა თბილისისკენ მომავალ ავტობუსში, საკუთარით ერიდებოდა სიარულს მაინც. შუა გზაზე მოუწია ჩამოსვლა. ისევ დაურეკეს. ისევ სამეგრელო. მაშინ შერიფი პატარა ძაღლი იყო და ყველგან თან დაატარებდა. არ უყოყმანია, თან ძალიან მოეწონა იქაურობა, გაკვირვებული მგზავრები უკან მოიტოვა და ერთ – ერთი მაღაზიის მეპატრონეს მიაშურა დასახმარებლად.
სწორედ ამ დროს მიუყვებოდა ბებია-ბაბუისკენ მიმავალ გზას თათა. კურსის წარმატებით დახურვის შემდეგ მონატრებულ სამეგრელოს მიაშურა. ნია სკოლის დამთავრებისთანავე გაეშურა სოფელში, თვითონ კი ახლა უერთდებოდა მას. ერთი სული ჰქონდა, როდის მივიდოდა, ძალიან ეჩქარებოდა მათი ნახვა. დუღდა იმ დღეს ქალაქი.
გზად გააჩერა ავტომობილი. ცივი წყალი მისწრება იყო ასეთი სიცხის დროს.
– შვილო, საით მიდიხარ? – გვერდიდან წამოეწია მოხუცი კაცი.
– რატომ? – უნდობლად მოათვალიერა მოხუცი კაცი თათამ.
– სამეგრელოს თუ გაივლი გზად, ეს ახალგაზრდა კაცი გაიყოლე, სიკეთედ ჩაგეთვლება. – გაუღიმა გოგონას მოხუცმა და ანიშნა ხსენებულ ახალგაზრდა კაცისკენ.
– არ გავივლი. – როგორც კი მოათვალიერა სახეზე პოტენციური თანამგზავრი, მაშინვე მოიტყუა თათამ, თუმცა საშინლად.
– ეჰ, – ხელი ჩაიქნია მოხუცმა. – რა გაეწყობა… ყველას ეშინია დღეს სიკეთის გაკეთების.
თვალი შეავლო მაინც იმ ბიჭს თათამ. მხარზე ზურგჩანთა მოემაგრებინა, თავზე კეპი ეხურა და კარგად ვერ ხედავდა მის სახეს. ცოტა საშიში გარეგნობა ჰქონდა. ძაღლთან ერთად იყო წარმოდგენილი. სად უნდა წაეყვანა ეს უცნობი ადამიანი ამხელა გზაზე?!
დანაშაულით სავსე მიუჯდა საჭეს. მინიდან გადმოხედა მაინც მოხუცთან მოლაპარაკე ბიჭს და თავს დააჯერა, რომ არა უშავდა მისი დატოვება. ორი მეტრი არ ჰქონდა გავლილი მანქანას, უცნაური ხმა რომ გამოუშვა ძრავმა. ნამდვილად ღმერთმა გამოუგზავნა განსაცდელი იმ მოხუცი კაცის სახით და აი, შედეგიც!
– დავიღუპე! – ლამის ატირდა მანქანაში, როცა არაფრის დიდებით არ დაიქოქა წყეული ავტომობილი. კიდევ კარგი ზედ ტრასაზე მაინც არ გაფუჭდა. თან იშვიათად მიდიოდა ამხელა გზაზე მარტო, ლამის პანიკაში ჩავარდა. ვერც იგრძნო, ისე გაიღო კარი მგზავრის ადგილას. ჩამოწეული კეპიდანაც კი გაარჩევდა კაცი ლურჯად მოკიაფე თვალებს.
– დახმარება ხომ არ გჭირდება? – ღიმილ შეპარული ხმა ჰქონდა კაცს.
– არ ვიცი. – ამოიოხრა თათამ. – არ ვიცი რა დაემართა..
– გადმოდი, მივხედავ. – ანიშნა ხელით და გამოუღო კარი თავად. ძაღლის საბელი დაუკითხავად ჩააბარა გოგონას. იქვე დაეყუდა თათა ინტერესით, თან მოხუცთან მისვლაც ვერ გაბედა, ისე უყურებდა კაცი შორიდან. ეს ძაღლიც უცნაურად აცეცებდა თვალებს.
კაპოტს ახადა თავი უცნობმა მამაკაცმა. წინ და უკან დადიოდა, ხან საჭეს მიუჯდებოდა, ხან ისევ ძრავის შესამოწმებლად გადავიდოდა, ლამის მზის დარტყმა მიიღო თათამ. გაიყვანა ძაღლი და ხის ძირას ჩამოჯდა, იმ მოხუცი კაცის მაღაზიის გვერდით.
– არ წაიყვანე შენ, მარა გეხმარება მაინც.. აი, ესაა სიკეთე, შვილო! – ანიშნა მოხუცმა.
– პირველად ვხედავ დღეს, სად უნდა წამოყვანა, ბაბუ? – გაჯიუტდა თათა. – იქნებ, მანიაკი და მკვლელია, მერე?
– შენს მანქანას რომ არემონტებს, მაშინ არ არის მანიაკი და მკვლელი?
– ეგ რა შუაშია?! სამეგრელომდე კიდევ ოთხი საათის გზაა და უცხოსთან ერთად ვერ ვიმგზავრებ.
– აკი, სამეგრელოში არ მივდივარო? – გაეღიმა მოხუცს. დაუბრუნა ღიმილი თათამაც. ძაღლს მიეალერსა ყელზე, თითქოს ამას ელოდა ცხოველიც, მაშინვე მიესვენა მოდუნებული გოგონას ფეხებთან და თვალებიც მიხუჭა.
დაიქოქა როგორც იქნა ავტომობილი. დასვრილი ხელები მიუშვირა ონკანს ბიჭმა, კეპიც მოიხსნა თავიდან და მაშინ კი ნამდვილად აღარ ჰგავდა საშიშს თათას თვალში. ახალგაზრდასთან ერთად სიმპათიურიც ყოფილა ეს ადამიანი, ლურჯად მოციმციმე თვალები და კოხტა წვერი უმშვენებდა სახეს. გაუღიმა მოხუცს ბიჭმა, გამოწვდილი წყალიც დალია და ბოლოს ჩამოუჯდა თავის ძაღლს, რომელიც გოგონას ფეხებთან ისვენებდა.
– ადე, შერიფ. – გააღვიძა ძაღლი.
– მორჩა? – მორცხვად იკითხა თათამ. თავი დაუქნია უბრალოდ ბიჭმა. ჩაავლო საყელოში ხელი ძაღლს და წასვლა დააპირა.
– ასე უნდა მადლობის გადახდა? – არ მოეშვა ეს მოხუცი თათას.
– მოიცადე, – წამოეწია გოგონა. – წაგიყვან. გავივლი სამეგრელოს. უფრო სწორედ, მეც სამეგრელოში მივდივარ.
– არ მინდა. – უდარდელად უპასუხა და განაგრძო გზა.
– არ გინდა? – ლამის დაიყვირა თათამ. – ხომ გინდოდა ერთი საათის წინ, ახლა რა შეიცვალა?
– შენთვის შეიცვალა რამე? – მოუტრიალდა გოგონას ახლო მანძილზე. – შენ რატომ გადაიფიქრე?
– მადლობა ხომ უნდა გადაგიხადო დახმარებისთვის. არ მიყვარს ვალში ყოფნა. ამდენი იწვალე ჩემთვის, ასე როგორ დაგტოვო შუა გზაზე?
– მკვლელი და მანიაკი რომ ვიყო მერე რას იზამ? – შეერია ღიმილი და წარბაწევით გაახსენა მოსმენილი. – როგორ გამექცევი?
– გგონია, შეგეხვეწები? – თავი დაიძვრინა თათამ. – იყავი, თუ არ გინდა.
– მომისმინე. – ჯიბეში ჩაიყო მოულოდნელად ხელი და პირადობის მაგვარი რაღაც ამოიღო, სადაც ეწერა მისი სახელი და გვარი: სანდრო მატაბელი. – პოლიციელი ვარ, დავალებაზე ვარ და შენი დახმარება მჭირდება გადაადგილებაში.
– დავალებაზე ხარ? – წარბები აზიდა თათამ. – რა დავალებაზე?
– ვალდებული ხარ ასეთ დროს დამეხმარო. – ცოტათი გაეღიმა სანდროს. – დაგაპატიმრებ მერე, როცა მოვიცლი, თუ არ დამთანხმდები ახლა.
– ძალიან შემეშინდა, – გადაატრიალა თვალები გოგონამ. – საერთოდ არ ვარ ვალდებული, მაგრამ წაგიყვან, სათანადოდ რომ გადაგიხადო მადლობა დახმარებისთვის.
– სათანადოდ? – ნაბიჯით მიიწია მისკენ მატაბელი. – მაინც როგორ?
– დანიშნულების ადგილზე მიყვანით.
თავი დაუქნია მაცდურად. უცნაურად მიუჯდა მგზავრის ადგილს, მოისვა ფეხებზე ძაღლიც და ხელი აუწია მომღიმარ მოხუცს, ვინც თითქოს წინასწარ მიხვდა მათი ცხოვრების გაგრძელების შესაძლო თეორიას.
მგზავრობა საშინლად გაგრძელდა. ისედაც დაძაბულ თათას, ლამის ჭკუიდან გადაჰყავდა შერიფის თითოეული გამოძრავება. თუ ადრე მშვიდად იჯდა ეს ძაღლი, ახლა ყოველ ორ წუთში იღრინებოდა. ცალი თვალი გააპარა მისკენ, როცა ტყავის სავარძელს ჩამოუსვა თათი.
– იქნებ დაამშვიდო შენი ძაღლი. – თქვა ბოლოს.
– მშვიდად არის.
– ვერ არის რაღაც. – დაიგესლა თათა და მაშინვე დაიყეფა შერიფმაც. მოულოდნელად დაამუხრუჭა შუა ტრასაზე, ნერვიულად გადაიყვანა მანქანა გზის სხვა მხარეს და ამოისუნთქა.
– ასე ვერ ვატარებ. – თქვა ბოლოს. – აშკარად შეწუხებულია და ეს ჩემზე მოქმედებს.
– მე დავჯდები. თუ დაისვამ კალთაში… – ანიშნა შერიფისკენ.
– უკან დავსვათ. – საწყლად შეხედა თვალებში ბიჭს.
– არ გიკბენს. გრძნობს, რომ დაძაბული ხარ და მაგიტომ იღრინება.
– მის გამო ვარ დაძაბული!
– ნუთუ. – ჩაეცინა სანდროს. – შეშინებული ხარ და გრძნობენ ცხოველები. დამშვიდდი, შენს მოტაცებას არ ვაპირებ.
– უცებ დამამშვიდე. – სისინით გადმოვიდა მანქანიდან. არც გადმოსულა თავად მატაბელი, ისე გადაძვრა საჭესთან. შეშფოთებულმა გააყოლა ამ საქციელს თვალი თათამ, ძლივს დაჯდა ძაღლთან ერთად ერთ სავარძელში და ფრთხილად მოისვა კალთაში ცხოველი. როგორც კი მოეფერა ზურგზე, მაშინვე დამშვიდდა შერიფიც. მოდუნდა თათას ფეხებზე, ერთი ორჯერ დაიწკმუტუნა და თვალები მიყუჩა.
თათაც დამშვიდდა.
ქუდი მოიხადა გზაში სანდრომ. მაშინვე აალდნენ მისი ლურჯი თვალები. ცოტა ხანი უყურა თათამ, როგორ ატარებდა თლილ თითებს საჭეზე, როგორ იყურებოდა საქარე მინაში დაკვირვებით, როგორ არ რჩებოდა არც ერთი დეტალი ყურადღების გარეშე. ისე მოულოდნელად გადმოხედა თათას, მაშინვე მოარიდა თვალები გოგონამ. გაეღიმა სანდროს. რაღაცის თქმა და მისი დამშვიდება მოუნდა, მაგრამ მაინც ვერ დაუშალა საკუთარ თავს იმის სიამოვნება, როგორი დარცხვენილი იყო ახლა თანამგზავრი.
თვითონ თუ ოთხ საათში გეგმავდა ჩასვლას თათა, ორ საათ ნახევარში უკვე დანიშნულების ადგილას იყვნენ. ძაღლთან ერთად მიძინებული გოგონა არ გააღვიძა სანდრომ, პირდაპირ თავისი საქმისკენ აიღო გეზი. ავტომობილი გააჩერა და მანქანაში ჩაკეტა თათაც და თავისი ძაღლიც. როცა გაეღვიძა, ვერც ადგილი იცნო და ვერც მიხვდა, რას აკეთებდა მარტო საკუთარ მანქანაში…
გაგიჟებულმა მაშინვე შეამოწმა ტელეფონი. სახლისგან მოშორებით არ იყო, მაგრამ მაინც ვერაფერს მიხვდა, თან ძაღლის გაღიზიანებაც არ უნდოდა.
– სად არის შენი პატრონი, შერიფ? – სახეზე ჩამოუსვა ხელები და შეშინებულმა გაიხედა გარეთ. მაშინვე აინთო მოპირდაპირე სახლის აივანზე შუქი.
გამოჩნდა საეჭვოდ ბევრი ადამიანი ეზოში. პოლიციის ფორმაში იყო თითქმის ყველა გამოწყობილი, მხოლოდ მატაბელი იდგა უბრალოდ, შავებში, ცალკე. მასპინძელმა როგორც კი დაინახა სტუმრები და მათი ვინაობა, მაშინვე ორივე ხელი მოისვა სახეზე.
ქალმა ტრადიციული მეგრული შეძახილი წარმოთქვა. მეზობლები მაშინვე გადმოვიდნენ დასახმარებლად. ბორკილებდადებული კაცი გამოიყვანეს სახლიდან პოლიციელებმა. მატაბელს ორივე ხელი ზურგსუკან გადაეჯვარედინებინა და თვალს აყოლებდა ყველაფერს, რაც გარშემო მოძრაობდა.
არასდროს დავიწყებია თათას ის საღამო.
ვიღაცის დასაკავებლად ჩამოყვანილი მატაბელი.
– ეს რა საქციელია? – წამოიყვირა თათამ, როცა არხეინად მიუჯდა საჭეს სანდრო.
– რომელი?
– ჩემს მანქანაში ჩამკეტე და სადღაც გადაბრძანდი?!
– გეძინა და არ გაგაღვიძე. მოვრჩი ყველაფერს, მითხარი სად ცხოვრობ და მიგიყვან.
– ბატონო?! – გაეცინა თათას. – ყველაფერს მორჩი? ამისთვის ჩამოხვედი? – ხელით ანიშნა სახლისკენ, სადაც ჯერ კიდევ არ წყდებოდა აურზაური.
– მერე?
– რა დააშავა ასეთი? – თვალი გააყოლა ცრემლიან ოჯახს. ოჯახს, სადაც ვიღაც სადღაც მიდიოდა…
– სამსახურზე საუბარი არ მიყვარს. და არც შეიძლება.
– შენ გარდა სხვა პოლიციელი არ არის ამ ქალაქში? დედაქალაქიდან რატომ იყო ასეთი საჩქარო შენი ჩამოსვლა?
– ჯერ ერთი, პოლიციელი არ ვარ. – გაეღიმა სანდროს. – და ამის განხილვას შენთან არ ვაპირებ. მითხარი სად ცხოვრობ და მიგიყვან.
– რატომ მომატყუე? – ნელა შეუშვა ხელი ძაღლს გოგონამ. თითქოს, გაქცევას აპირებდა ისე ცივად ჟღერდა მატაბელის სერიოზული ხმა.
– რა მოგატყუე? – მისწია მისკენ თავი სანდრომ.
– პოლიციელი ვარო..
– მითხარი სად ცხოვრობ. – ჩუმად განაგრძო სანდრომ, თითქოს მისი დაჰიპნოზება უნდოდა.
– მე თვითონ წავალ, შენ გადადი ჩემი მანქანიდან.
არც მოუსმენია ისე დაქოქა მანქანა.
– მთელი ღამე ასე ვივლი, თუ არ მეტყვი მისამართს. არ მეზარება.
სახლს ჩაუარეს მანქანით. გაიხედა თათამ მათკენ, ახალგაზრდა გოგონა ემშვიდობებოდა მამას ცრემლიანი. თვალი მოარიდა ამ სანახაობას, გულთან გაიარა ლამის დანახულმა. მოაწვა წარსულის აჩრდილები თვალებზე, ტუჩებზე იკბინა თავის შესაკავებლად. ეს ყველაფერი დაინახა და იგრძნო მაინცდამაინც მაშინ, როცა ბებია – ბაბუასთან ჩამოდიოდა. გულქვად გადახედა მატაბელს, უკარნახა მისამართი და მიაყენეს ავტომობილიც ნაცნობ სახლს.
თვითონ სანდროს კი არ გამორჩენია გოგონას შეცვლილი სახე, მზერა და ის ცრემლიანი თვალები.
.
– მოხვედი, თათა, ბაბუ?! – გამოხსნა კარი მძღოლის მხარეს კაცმა. – ვუი! სტუმარი მოიყვანე? ესაა ის, ნია რომ ყვება შეყვარებულიო…
– არა! – ისე წამოიყვირა, ძაღლი შეკრთა გოგონას ფეხებთან. – ბაბუ, იცი.. ჩემი ჯგუფელია. ერთად ჩამოვედით, ახლა არ სცალია და მიდის.
– სად გავუშვებ ასე შორ გზაზე მოსულს? გადმოდი, გენაცვალე, შემოდი სახლში!
– გამარჯობა. – ძლიერად ჩამოართვა ხელი კაცს. ძაღლი მოიმარჯვა მეორე მხარეს, მერე თათას ბებოსაც მიეალერსა ხელებზე. ნიაც არ დარჩენია უყურადღებოდ… ლოყაზე უჩქმიტა ყურებდაცქვეტილს და ასე მოულოდნელად აღმოჩნდა მათთან სუფრაზე.
ტრადიციული ქართული მაგიდა იყო გაშლილი, ტრადიციული სადღეგრძელოებით, დალოცვებით, ერთმანეთის გაცნობით. ბევრი რამ გაიგო მასზე თათამ. მამა ექიმი ყოფილა, დედას საკუთარი ატელიე ჰქონია. ერთი წლის დისშვილი მყავსო, პატარების სადღეგრძელოში ახსენა ოსტატურად. აკვირდებოდნენ თათას ის საშიში ლურჯი თვალები მთელი საღამო…
მეზობლებიც შემოუერთდნენ მაგიდას მოგვიანებით. ყველას შეაყვარა თავი სანდრომ, თუმცა თათას ნდობა მაინც ვერაფრით დაიმსახურა იმ დღეს. ვერაფრით დაითანხმა მასპინძლები წასვლაზე სტუმარმა. როგორღაც ისე მოახერხეს, რომ იმ ღამეს სტუმრად გაათევდა მათთან. დიდად არ მოეწონა ეს ფაქტი თათას, თუმცა რას იზამდა.
ეზოში გავიდა მატაბელი სიგარეტის მოსაწევად. შერიფიც იქვე დასეირნობდა ახლო მახლო. თათაც აღმოჩნდა მანდვე სრულიად შემთხვევით.
– ისევ მითვალთვალებ? – ჩუმად უთხრა ზურგსუკან მდგარ თათას.
– არ გითვალთვალებ.
– მთელი გზა თვალები არ მოგიშორებია.
– არ გენდობი.
– რატომ უნდა მენდობოდე, – გაეღიმა მატაბელს. – პირიქით, არც უნდა მიახლოვდებოდე. მით უმეტეს ახლა.
– მით უმეტეს ახლა რატომ? – გვერდით დაუდგა და თვითონაც მიანათა ლურჯად მოელვარე გუგები. დაასაჩუქრა ღიმილით მატაბელმა.
– ნასვამი ვარ ძალიან… და უფრო ლამაზი მეჩვენები, ვიდრე სინამდვილეში ხარ.
– ეს როგორ გავიგო? – გულახდილად გაიცინა თათამ. – არ ჟღერს მაინცდამაინც კარგად.
– ცოლად უნდა მოგიყვანო. – სიგარეტის ბოლს გააყოლა ეს სიტყვები სანდრომ. ძალიან თვითდაჯერებული იყო, მერეც, როცა გადაიკისკისა საპასუხოდ თათამ.
– ნუ მაცინებ.
– მართლა გეუბნები, – თვალი ჩაუკრა სანდრომ. – საერთოდ სხვა სტატუსით დავჯდები მაგ მაგიდასთან ბაბუაშენის გვერდით.
– სტუმრის სტატუსიც არ დაკარგო შემთხვევით, ჯობია.
– არა, ჯერ არ მეჩქარება. – ჩაიმუხლა შერიფთან. – დაგაცდი სწავლის დამთავრებას.
– მართლა შეშლილი ყოფილხარ. – ინსტიქტურად ჩაიმუხლა თათაც ძაღლთან. მოდუნდა მაშინვე შერიფი გოგონას ფეხებთან, თან პატრონის თბილი თითებიც ხელს უწყობდა ამ ყველაფერს.
– გესმის, რას ამბობს, შერიფ? – მოუთათუნა ცხოველს ხელი. – თბილისში როდის ბრუნდები?
– არ ვიცი. რატომ მეკითხები? – დაეტყო დაინტერესება თათას, იმას ამ კითხვის მიზეზი. ორივე მიხვდა საითკენ მიდიოდა ეს საინტერესო საუბარი.
– გნახავ მერე.
– ძალიან თავდაჯერებული ხარ, იცი? – წამოდგა ფეხზე გოგონა.
– ვიცი.
– არ ვარგა ზედმეტი თავდაჯერებულობა, არ გაგიცრუვდეს იმედები.
– იმედები არ მაქვს. – გაიღიმა. – მხოლოდ მიზნები.
– და თუ ვერ აღწევ მაგ მიზანს, მაშინ?
– და თუ ყოველთვის ვაღწევ…? – დაიხელთა თავისკენ შერიფი, თანდათან მიდიოდნენ ბაღისკენ.
– ვნახოთ. – მრავლისმთქმელად აზიდა წარბები თათამ. – არ ივარგებს ჩემზე ეს ტაქტიკა. ამბიციური ბიჭის მონოლოგები…
– რომელი ტაქტიკა ივარგებს მაშინ? რომელს მივაწვე? – მთვრალი თვალებით მოათვალიერა მისივე სახლის ეზოში თათა. გარუჯული ფეხები მიმზიდველად ლივლივებდნენ მოკლე შორტიდან. მკლავით ჩამოეყრდნო ვაშლის ხეს სანდრო, ასე უყურებდა თვალებში გამოყოლილ გოგონას. თავის მომავალ მეუღლეს.
– არც ერთი. ღამე მშვიდობის.
– თათა. – ნელა მოტრიალდა ამ უჩვეულო დაძახებაზე გოგონა. – იმ ოჯახში, სადაც შვილივით მიმიღეს და შემიფარეს, თვალს არ დაგადგამ. არაკაცივით არ მოვიქცევი.
არაფერი უპასუხა თათამ. თვითონ დაეტყო სახეზე იმედის გაცრუება. ისეთი მზერა დაუტოვა პასუხად, ალბათ არც იყო საჭირო სიტყვების თქმა. ეს მათი პირველი წაკინკლავება იყო მაშინ. პირველი და ალბათ ყველაზე ნაკლებად მტკივნეული იმათ შორის, რაც შემდეგ მოხდა.
.
თათა როცა დაქორწინდა, მაშინვე ჩამოვიდა ისრაელიდან მაკა. ნიას მარტო ვერ დატოვებდა. შემდეგ როცა ისევ სახლში დაბრუნება მოუწია თათას, წავიდა. ნიას უჭირდა უდედობა, თათა კი მიჩვეული იყო მშობლების გარეშე ყოფნას. იმდენი იშრომა, რომ დედას დაბრუნება აიძულა, დაასაქმა და შვილებთან დროის გატარება აიძულა ფაქტობრივად. თვითონ ვერ უძლებდა დედასთან ერთად ცხოვრებას. განშორების მერე მით უმეტეს. იმ მზერას ვერ უძლებდა, როცა გიყურებენ, როგორც დამნაშავეს, საკუთარი დედა განსაკუთრებით. ამიტომაც ცალკე გადავიდა. თანდათან დაუბრუნდა თავის ცხოვრებას – თავისუფალსა და დამოუკიდებელს.
სადრო ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა. ყოველთვის იცოდა, რას აკეთებდა თავისი ყოფილი მეუღლე; ვის გარშემო ტრიალებდა, სად მუშაობდა, ვინმე თუ ჰყავდა – ეს ხომ ყველაზე მეტად. ხშირად ათვალიერებდა იმ ადამიანებს, ვისთანაც ურთიერთობდა თათა. ზოგჯერ ვერც იაზრებდა გოგონა, ისე მოაშორებდნენ ხოლმე არასასურველ ინდივიდებს მისი ცხოვრებიდან. მატაბელს არაფერი გამოეპარებოდა და საერთოდ არ თვლიდა თავს დამნაშავედ, რომ ერეოდა ყოფილი ცოლის ცხოვრებაში. ამას გაუაზრებლად აკეთებდა.
საერთო სამეგობრო წრის გამო ხშირად ხედავდნენ ერთმანეთს. მათი ურთიერთობა ბევრისთვის გაუგებარიც კი იყო. სანდროს უყვარდა ყურადღების გამოჩენა, ულოცავდა დაბადების დღეს თათას, უგზავნიდა საჩუქრებს, ისე იქცეოდა თითქოს მეგობრები იყვნენ.
თუმცა სინამდვილეში ასეთი უცხოები ადრე არასდროს ყოფილან ერთმანეთისთვის.
არავინ იცოდა მათი დაშორების მიზეზი. ყოველთვის პატარა ასაკში ქორწინებას გადააბრალებდნენ ხოლმე.
თუკი იკრიბებოდნენ, ყოველთვის ეკითხებოდნენ ბიჭები სანდროს, თვითონ წაიყვანდა თუ არა თათას სახლში, ყოველთვის მისგან იღებდნენ ნებართვას, თითქოს ეს ასე უნდა ყოფილიყო.
ხუთი წლის მანძილზე არასდროს უსაუბრიათ ალბათ პირისპირ. არასდროს გულწრფელად. არ გაუხსენებიათ მათი თანაცხოვრების არც ერთი დღე, არ უთქვამთ ერთმანეთისთვის, რომ არაუშავს, რომ მაინც კარგი იყო ეს ყველაფერი, ისინი უბრალოდ გაცივდნენ. და ის წლებიც გონებიდან წაიშალა.
.
მთელი ზაფხული გონებიდან არ ამოვარდნია სანდრო მატაბელი თათას. წაჰკბენდა ხოლმე მეტიჩარა ნია, ეკითხებოდა უფროს დას ვინ იყო ის ბიჭი, ბაბუასთან სახლში რომ მოიყვანა. არ აკმაყოფილებდა „უბრალოდ ჯგუფელი“ მის ცნობისმოყვარეობას. იხტიბარს არ იტეხდა თვითონაც, თუმცა გულის სიღრმეში ძალიან აინტერესებდა იმ იდუმალი ბიჭის ისტორია. სოციალურ ქსელი არ ჰქონდა, ყველაფერი გადაქექა, მაგრამ ვერსად მიაგნო მაინც.
ცოტა ხანი მიავიწყდა მის გონებას მატაბელი, როცა დაბრუნდა თბილისში და სტუდენტური ცხოვრება გააგრძელა. სწავლაც დაიწყო და თავს გადახდენილი ამბავი სესილის გაუზიარა. სესილისთან ერთად ინგლისურის ჯგუფში დადიოდა, უნივერსიტეტში მის მეტი მაინც არავინ ეგულებოდა და დროს მასთან ატარებდა მხოლოდ.
ეს ისტორიის საგანი მაგრა დაეზარა იმ დღეს… ძალიან მოსაწყენი ლექტორი ჰყავდა, ვისაც პოლიტიკაზე საუბრის გარდა სხვა არაფერი უყვარდა. თუმცა გაცდენის გამო სტუდენტებს ქულებს არ უწერდა, ამიტომ ფეხის თრევით, მაგრამ მაინც მივიდა თათა მის ლექციაზე.
ყველაზე ბოლოს იპოვა ადგილი უზარმაზარ აუდიტორიაში და უხასიათოდ ჩამოჯდა.
ისტორია არ გიყვარს? – თითქოს ნაცნობი ხმა გაიგონა გვერდიდან. გაკვირვებისგან პირი დააღო, თუმცა მოასწრო მისი მოთვალიერება. საჭიროზე მეტად მიმზიდველი იყო ნაცრისფერ ფერში გამოწყობილი მატაბელი.
თითქოს გამიზნულად გამოიყურებოდა ასე კარგად.
– აქ რას აკეთებ? – დაიჩურჩულა. ბუზის გაფრენა არ ისმოდა აუდიტორიაში, ნამდვილად მოისვრიდა ლექტორი გარეთ.
– გითვალთვალებ. – მისწია სახე და ყურში უჩურჩულა. გააჟრიალა, როცა იგრძნო ის სურნელი, რომელიც დღემდე ტრიალებდა მის მანქანაში.
– არ გამიკვირდება. – წარბაწევით შეიფერა თათამ.
– და ძალიანაც გესიამოვნება.
– რა მოხდა? ამჯერად ვის დასაჭერად ხარ მოსული? – დამცინავად აიბზუა ცხვირი თათამ. სანდროს ფართოდ გაეღიმა მის ქცევაზე, მერე სიტყვების შინაარსზე.
– შენს მოსატაცებლად, მაგრამ ვიცი, ნებით გამომყვები მერე.
– აჰ, სულ დამავიწყდა, რომ ცოლად უნდა მომიყვანო. – გაახსენდა თათას.
– დაგიმახსოვრებია. – ჩაეღიმა მატაბელს, ხელი გადასდო თათას სკამს და კარგად მოათვალიერა შემოგარენი. ეს ჭკვიანი თვალები ყველაფერს აკვირდებოდნენ ტრადიციულად.
– ჯერ არ დამიმთავრებია სწავლა… – გააგრძელა კეკლუცური საუბარი.
– მაინც არ უსმენ ლექციებს.
– ეს ლექცია არ მიყვარს, – უნებურად იმართლა თავი. არ უნდოდა მის წინაშე რეპუტაცია შელახვოდა.
– არც წინაზე ამოგიღია ხმა. – თვალი ჩაუკრა და თავად გადაშალა გოგონას ხელუხლებელი ბლოკნოტი.
– იქაც იყავი? – თვალები შუბლზე აუვიდა თათას.
– ნუ ღელავ, ნანახი მაქვს შენი „ჯიპიაის“ ქულა.
– შენ რა… მანიაკი ხარ?! – ჩუმად ამოიყვირა და ხელიდან წაგლიჯა ბლოკნოტი. ჩანთაში ჩაილაგა ყველაფერი და შეშინებული გაემართა გასასვლელისკენ. ნამდვილად არ იყო კარგი იდეა, მით უმეტეს ბატონი ივანეს ლექციის დროს!
– სად მიგეჩქარებათ, ახალგაზრდავ? – კარამდე არ იყო მისული, მაშინვე უკან შემოტრიალდა.
– შეიძლება.. წავიდე, ბატონო ივანე? თავს კარგად არ ვგრძნობ.
– სანდრო! – არც კი გაუგონია გოგონას სიტყვები, ხელები ფართოდ გაშალა კაცმა. მთელმა კურსმა პირველად ნახა გაღიმებული ლექტორი იმ დღეს.
– ბატონო ივანე, როგორ გიკითხოთ?! – ძლიერად ჩამოართვა ხელი კაცს, იმან ორივე ლოყა დაუკოცნა ბედნიერმა. თათას ყბა ჩამოუვარდა.
– აქამდე რატომ არ მომესალმე? თავი მოგვანატრე!
ცოტა ხანი ყურს უგდებდა მათ საუბარს. ლამის მთელი თავისი ცხოვრება მოაყოლა სანდროს. ბოლოს ღიმილით დაემშვიდობა და სულ არ შეუმჩნევია აწურული თათა კართან, რომელიც ნებართვას ელოდა. მსუბუქად უბიძგა სანდრომ, თავად გაიყოლა გასვლისას და ღიმილი დაახვედრა მის გაკვირვებულ სახეს.
– ვინ ხარ? – წინ გაიჭრა თათა.
– ისტორიას მიკითხავდა მეც. – აუწყო ფეხი გოგონას ნაბიჯებს. – ბრაზდები?
– ძალიან! – გაჩერდა და მიახალა პირში. – რატომ მომყვები? თავი დამანებე!
გასასვლელ კართან შეჩერდა თათა. გარეთ ისეთი თავსხმა წვიმა იყო, ახლა ნამდვილად ვერ გავიდოდა გარეთ. აღელვებული, ცოტა შეშინებულიც და სულ ცოტაზე შერცხვენილი ჩამოდგა ფანჯარასთან. მოწყენილად დაეხარა ქუთუთოები, თავადაც ვერ მიხვდა, რატომ იმოქმედა მისმა ნახვამ ასე ძალიან.
– მანიაკი არ ვარ. – კედელს მიეყრდნო მასთან ძალიან ახლოს. – შენით დაინტერესებული ვარ.
– ეუფ. – ჩაეცინა თათას. – მეორეჯერ მხედავ დღეს.
– არ გხედავ მეორეჯერ. – გაეპარა ღიმილი.
– სასაცილო არ არის ეს. – ხელით გასწია მისი მოახლებული სხეული და გვერდზე გასრიალდა ფანჯრის რაფაზე. – ამის გამო შემიძლია გიჩივლო.
წარბები აზიდა პასუხად მატაბელმა.
– ნუ მაცინებ.
მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები საპასუხოდ. ტაქსის გამოძახებას უშედეგოდ ცდილობდა, საერთოდ ვერ პოულობდა აპლიკაცია თავისუფალ მძღოლს. ცოტა ხანს ითმინა მისი მწვალებლობა სანდრომ.
– საბურთალოზე მივდივარ მაინც და წაგიყვან. – სპეციალურად არჩევდა ასეთ წინადადებებს მის გასაბრაზებლად.
– რატომ იცი, რომ საბურთალოზე ვცხოვრობ? – მობილურიდან მასზე გადაიტანა თვალები.
– შენებმა ახსენეს ვახშმისას. დამამახსოვრდა.
– ალბათ ჩემი ლექციების ცხრილი ბაბუას წამოცდა, ხო?
– არა. საქმის გამო მოვედი, შენ გამო არ მოვსულვარ. – არ მოუცილებია მზერა სანდროს, კარგად დაინახა იმედგაცრუება მის თვალებში და უკვე მიხვდა, რამხელა შანსი ჰქონდა ამ გოგოსთან.
– რა საქმის გამო?
– სამსახურზე საუბარი არ შეიძლება. მოდიხარ? – გადადგა წინ ნაბიჯი. არ გაუშვა სიამაყემ თათამ. ჯიუტად დარჩა ფანჯარასთან, წვიმა გაჩერებას არ აპირებდა.
– გადაიღებს მალე და ჩემით წავალ.
– არ გადაიღებს ეს. სად გყავს შენი მანქანა?
– უნივერისტეტში მანქანით არ დავდივარ. – ცხვირი აიბზუა თათამ.
– ვითომ რატომ? – უკან დაიხია სანდრომ და ისევ მიეყრდნო კედელს მასთან. თითქოს თავად გადაიფიქრა წასვლა.
– სად დავაპარკინგო მერე ვაკეში? სტუდენტებისთვის არ აქვს უნივერსიტეტს პარკინგი.
– ჩაგიწყო საქმე? – აათამაშა წარბები მატაბელმა.
– არაფერში მჭირდება.
– ნუ ანჩხლობ. – გაიღიმა. – და წავიდეთ, მერე საქმეები მაქვს.
– წადი შენ.
– ეს არის შენი ჩანთა? – ხელი დაავლო ხელჩანთას და მასთან ერთად წავიდა კარისკენ.
– მოიცადე! – აედევნა მაშინვე კუდში თათა. წვიმიან ეზოში გადაუხვია პარკინგისკენ სანდრომ, თათაც უკან მოჰყვებოდა მისი სახელის ძახილით. მაშინვე ჩახტა მანქანაში და გოგონაც იძულებული გახდა იგივე გაემეორებინა.
– რას აკეთებ? – გადაიწია სველი თმა სახეზე და გამოგლიჯა ხელიდან ხელჩანთა.
თანდათან ეზოდანაც გავიდა ავტომობილი.
– სახლში მიმყავხარ. – მშვიდად უპასუხა და შეისწორა ვარცხნილობა გადაპარსულ თავზე.
ხსენებული უნივერსიტეტის პარკინგზე დაცვლას ხელის აწევით დაემშვიდობა და ყბადაღებულ თათას თვალი ჩაუკრა ეშმაკურად.
ხმა გაკმენდილი იჯდა სახლამდე. მისამართი არც კი უთქვამს, თავად მივიდა სანდრო დანიშნულების ადგილისკენ. უკვე აღარაფერი აკვირვებდა თათას. იცოდა, ვისთანაც ჰქონდა საქმე, იმასაც მიხვდა, რომ ყველაფერი გაეგო უკვე მასზე მარტივად და დეტალურად. ბრაზისგან მალე ბოლი აუვიდოდა, ისე იკავებდა მოწყურებულ სიტყვებს პირში.
სადარბაზოსთან გააჩერა სანდრომ. ოდნავ გადმოიხარა ნაწყენი, გაწითლებული გოგონასკენ და გაანალიზა, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა.
– მისმინე.. – წამოიწყო, მაგრამ არ დააცალა თათამ.
– შენ არ გაქვს ასე მოქცევის უფლება. – განრისხებულმა ძლივს დაიმორჩილა ხმა. – შეიძლება სხვებთან მიჩვეული ხარ, მაგრამ ჩემთან არა. ვერ მომხიბლავს ეს ყველაფრის ცოდნა, უნივერსიტეტში მოსვლები, ინტრიგანული საუბრები. სახლში მოცილებაც არ მჭირდება. შენგან არაფერი მინდა, სანდრო. თავი დამანებე.
– რატომ? – ისე მოულოდნელად მისწია თავი, სუნთქვა შეეკრა თათას. – არ მოგწონვარ?
– არა. – დაუფიქრებლად უპასუხა და გასწია თითით წინ წამოსული.
– მიზეზი? – გაეღიმა, თითქოს არც გაუგონია წეღანდელი ლექცია ყოფა – ქცევაზე.
– რამე კონკრეტული მიზეზი უნდა მქონდეს მაინცდამაინც?
– ვინმე გყავს? – გადაწვა სავარძელზე და მოაცილა თვალები გოგონას. – მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მიზეზი. შენ არავინ გყავს.
– შენ რა იცი?! – აიმაღლა ხმა თათამ.
წარბები აუწია პასუხად.
– ვცდები?
– სანდრო.
– თავს დაგანებებ. შენ თუ ასე შეგაწუხე ორჯერ შეხვედრით, მართლა დაგანებებ თავს. გინდა? – ისეთი მოულოდნელი იყო ეს უეცარი დათმობა, ლამის უკან წაიღო თავისი სიტყვები თათამ. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ უპასუხა მხოლოდ.
– მინდა.
– კარგი. გადადი მაშინ.
– როგორი უტაქტო ხარ, – ჩაიქირქილა, სწრაფად მოფხიკა თავისი ნივთები. – უზრდელი!
– შენთვის მართლა არ მოვსულვარ დღეს. – დააწია, სანამ გადავიდოდა. – არც შენი შეშინება მიფიქრია არასდროს. უბრალოდ იმ აუდიტორიებში აღმოჩნდი, სადაც ჩემი ინტერესის ობიექტი. შენთვის სხვა დღის გამოყოფას ვაპირებდი, მაგრამ არაუშავს, უკვე ისედაც გადავიფიქრე.
ბოლომდე მოუსმინა მაინც, ხმაურიანად გაიჯახუნა კარი და გალუმპული ავიდა სახლის კიბეებზე. დღის გამოყოფას აპირებდა თურმე, თათამ კი გადააფიქრებინა! ნამდვილი იდიოტი!
.
მაგდა კასრაძისთვის პომპეზური დაბადების დღეები იყო დამახასიათებელი. წინა წელს თუ მთელი თავისი სამეგობრო იტალიაში წააბრძანა, ახლა როგორღაც დასჯერდა დედაქალაქს. უკვე მობეზრებული ჰქონდა სანდროს მეგობრის უჩვეულო ახირებები, თათა კი კარგა ხნის მიჩვეული იყო მისი მეტიჩრობით.
არჩილ ბენდელიანის კაბინეტის კარი შეაღო გაკრეჭილი ღიმილით. ეს კაცი უფროსი კი არა, მამა იყო მისთვის – ის, ვინც აკლდა ამდენი წელი ასე ძალიან.
– რაო, თათუ? – მაშინვე შეუშვა ხელი საქაღალდეებს კაცმა. მთელი ყურადღება მასზე გადმოიტანა.
– სათხოვარი მაქვს, ბატონო არჩილ. – ჩამოდგა შეპარული ღიმილით და მორიდებით თათა.
– რამდენი დღით? – წარბები აზიდა კაცმა.
– არც ერთი. ერთი საათით ადრე მხოლოდ…
– ბევრია, მაგრამ კარგი. – გაეცინა კაცს. – საით გაგიწევია?
– ჩემი მეგობარი ხომ გახსოვთ, მაგდა. დაბადების დღე აქვს საღამოს…
– აჰ, ეს ალბათ ის, წინა წელს მილანი რომ მოგატარათ! – სავარძელზე გადაწვა არჩილი.
– დიახ.
შვილით შეხედა თათას თვალებში, ყველაფერს მიუხვდა თითქოს.
– ისიც იქნება? შენი ყოფილი მეუღლე..
– იქნება.
– მან ისეთი საქმე გამიკეთა რამდენიმე წლის წინ, მთელი ცხოვრება უნდა ვუმადლოდე. მოკითხვა გადაეცი.
– გადავცემ. წავალ მაშინ.
– სად მიდიხარ? – ღია კარში ჩამოდგა უტა ბენდელიანი. არჩილის ძმისშვილი და თათას ყველაზე საყვარელი თანამშრომელი.
– საქეიფოდ მიდის ქალბატონი, – თავის ქაღალდებს მიუბრუნდა არჩილი, სათვალე შეისწორა ცხვირზე.
– უშვებ მერე? – შეეპარა ღიმილი, თან თათა გადაკოცნა.
– სხვა რა გზა მაქვს. თავისი დაქალის დაბადების დღეს თუ არ დაესწრო, ისე როგორ იქნება.
– კარგი, რა, ბატონო არჩილ… – აწითლდა ყიფშიძე, არ უყვარდა, როცა მსგავსი არასერიოზული თხოვნებით მოდიოდა არჩილთან.
ერთად გამოიხურეს უფროსი ბენდელიანის კარი. ეჭვნარევად აათვალიერა ქალის აღელვებული სხეული უტამ. თითქმის ორი წელი შესრულდა, რაც მათთან მუშაობდა თათა, თუმცა იცნობდა უკვე. და უყვარდა ძალიან ეს გოგონა.
– წავედი, აბა. შენ გიტოვებ კომპანიას. – დასცინა თათამ და ანიშნა მიმოფანტული ხალხისკენ.
– აქაურობას ისევ ვენახში ყოფნა მირჩევნია. – თვალი გადაავლო ხალხს. – რამე ხომ არ გჭირდება შენ? გაგიყვან, თუ გინდა.
– იყოს, გამიყოლებს რომელიმე, დროებით! – მიაძახა და გაღიმებულმა შეირბინა ლიფტში.
მათე ხურცილავასთან ერთად მივიდა წვეულებაზე. ხურცილავა განსაკუთრებით უყვარდათ სამეგობროში და მასთან სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდა თათასაც. მისი ძმა, თორნიკე მაგდას მეუღლე იყო, ამიტომაც ერთი ოჯახივით იყვნენ ოდითგანვე. სანდროს მეჯვარეობაც სწორედ მათეს ერგო ქორწილშიც. ახსოვს, როგორ აწყობდა გეგმებს ნათელ-მირონობაზე, რა უნდა ესწავლებინა მათი შვილისთვის, რამდენ რაღაცას გააკეთებდა მის გამო… უზომოდ თბილი იყო ხურცილავა და უფრო მეტად დათბა თათას მიმართ განქორწინების მერეც.
– მარტო არ იქნება დღეს. – შუა გზაზე წამოიწყო მათემ.
– არ მაინტერესებს. მართლა. – გაიღიმა თათამ.
– არ დამვიწყებია შენი სახე რამდენიმე წლის წინ, როცა გამოგვეცხადა იმ გოგოსთან ერთად.
– თავისი უფლებაა, მათე. რაც უნდა, ის ქნას. მაშინ მადარდებდა, ახლა არა.
– მართლა? – თითქოს ეწყინა ხურცილავას. – მართლა აღარ გადარდებს?
– მეღადავები? ხუთი წელი უნდა მეგლოვა?
– არ უნდა გეგლოვა, მაგრამ თქვენი დაშორების მიზეზი უსიყვარულობა ხომ არ ყოფილა. არც ერთის მხრიდან.
– არ მიყვარს ამაზე საუბარი… – გაიხედა სხვა მხარეს. ღამის თბილისს გაუშტერდა თვალი მანქანიდან.
– როგორი პატარა იყავი მაშინ.. – საოცარი თბილი სხივები წამოვიდა კაცისგან. – საერთოდ არ ყოფილხარ მზად ყოფილიყავი ცოლი, მით უმეტეს მისი ცოლი. და მაინც თავი გაართვი მაგ ყველაფერს. მე არაფერში გადანაშაულებ, თათა.. მხოლოდ მესმის.
– ვიცი. – ამოაყოლა სუნთქვას ეს სიტყვები. – ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც გვერდით დამიდგა მაშინ. უბრალოდ გახსენებაც არ მინდა.
– არავინ გყავს ახლა? – მაცდურად გადმოხედა მეგობარს მათემ. – ნუ გეშინია, სანდროს არ გამოვუგზავნივარ.
– ვიცი, მაგას ისედაც ეცოდინება, როცა მეყოლება ვინმე.
– კონტროლი უყვარს. შენს მერე უფრო მეტად. ყველას თავის დაკრულზე გვატარებს, – გაეცინა ბიჭს და აიყოლია თათა. – არავინ მოგწონს?
– დაიწყე შენც ახლა მაკასავით. არავინ მჭირდება.
– ვითომ რატომ? – ეწყინა მათეს. – ასე აპირებ ცხოვრების ბოლომდე?
– ჯერჯერობით კი. თუ მაშინ არ ვიყავი მზად, ახლა მით უმეტეს.. ახლა არც მინდა.
– დიდი ხანია, რაც არ გინახავს, ხო? – გზას გაუშტერა თვალი კაცმა. – შეცვლილია.
– იქნება. – ჩაიჩურჩულა ქალმა.
– გადაჰყვება მის მოძებნას ალბათ. – ირიბად ახსენა იმის სახელი, ვის გამოც ერქვა თათას ახლა განქორწინებული. – მთელი თავისი კარიერა მაგ არამზადას მიუძღვნა. დარწმუნებული ვარ იპოვის ერთ დღესაც. და უფრო მეტიც, მგონია, რომ იცის სადაც არის, უბრალოდ მომენტს ელოდება.
– რომ იცოდეს, უკვე ციხეში იქნებოდა ჩაყუდებული. – უგულოდ თქვა თათამ.
– დემეტრე მეორე კლასშია უკვე, კაცია! ბიძამისს ჰგავს. – გაიღიმა მათემ. – მირანდაც გამოკეთდა საბოლოოდ. ძალიან მეცოდება ოჯახის გარეშე.. ქმრის გარეშე.. დემეტრე მამის გარეშე.
– ეგეთი მამა რათ უნდა, ან ეგეთი ქმარი. – სისინებდა თათა. – თურმე, რა მარტივია ქალის მოტყუება, მათე, როგორი ადვილი.
– ხუთი წელი გავიდა. არ მჯერა. – თავს აქნევდა მალიმალ ხურცილავა. – თითქოს გუშინ იყო თქვენი ქორწილი!
– ახხხ! – გადააქნია თავი თათამ. – რა ვერ მოინელეთ თქვენ ეს ჩვენი ქორწილი. ყოველ შეხვედრაზე ამის გახსენება რაღა საჭიროა?
– მოგვენატრა, გენაცვალე, სამეგობროს ქორწილები, ოჯახის შექმნები, შვილები..
– მერე რას უცდი შენ..
– იმ ერთადერთს.
ორივეს გაეღიმათ და საბოლოოდ უხმოდ გაუყვნენ თბილისის ვიწრო, ულამაზეს ქუჩებს.
.
მაგდას დაბადების დღეს არავის ჰქონდა უფლება მოწყენილი ყოფილიყო. სანდროსაც და თათასაც ცალ-ცალკე აძლევდნენ ქცევის წესების შესახებ ინფორმაციას. სანდროს დიდად არც აინტერესებდა მსგავსი შეხვედრები ყოფილ მეუღლესთან, ის მაინც ზუსტად ისეთივე იქნებოდა მასთან, როგორც მოისურვებდა თავად – ცივილური. დისტანციური. გაუცხოებული.
ეს დაბადების დღეც მაინცდამაინც იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ახალი შეყვარებული ჰყავდა გვერდით. როგორც მათე ეძახდა ხოლმე – მორიგი თავისტკივილი. არასდროს ჰყვარებია მატაბელს ქალების ხშირი გამოცვლა, მაგრამ განქორწინების მერე იცვალა ამ მხრივ ზნე. იმ საღამოსაც სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა წაეყვანა თეო თავისი მეგობრების გასაცნობად.
თათა ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებული წავიდა ამ საერთო შეკრებაზე. იშვიათად ნახულობდა ყოფილ ქმარს, მაგრამ ყოველთვის გრძნობდა მის არსებობას საკუთარ ცხოვრებაში – თითქოს ყოველთვის თან დაჰყვებოდა კაცის თვალები, ხანდახან ასე ფიქრი თავად უნდოდა კიდეც.
სანდროს გარეშე არ დაიწყებოდა ქეიფი, რა თქმა უნდა. ყველაზე ბოლოს გამოჩნდა გვერდით ულამაზესი ქალით დამშვენებული. მალულად გააპარა თვალი მათემ, მხარდაჭერა გამოხატა თითქოს მაგ მზერით, თუმცა არ დაემჩნა სახეზე თათას ის, რაც ხდებოდა სინამდვილეში მის გულში. მათეს სიტყვები მის გრძნობებთან დაკავშირებით სააშკარაოზე გამოიტანა საკუთარ თავთან, როცა იგრძნო რას ნიშნავდა საყვარელი კაცის გვერდით დამდგარი სხვა ქალი.
სანდრო ბედნიერი ჩანდა.
მოწიწებით მოაცილა მაგიდასთან თეო, გააცნო თავის მეგობრებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოიცალა თავად მისალმებოდა დანარჩენებს. მიუახლოვდა თათასაც, მსუბუქად აკოცა ლოყაზე, გაუღიმა ისე, როგორც სხვებს, ჩვეულებრივად.
თეო არაჩვეულებრივი მოსაუბრე აღმოჩნდა. მარტივად დაამყარა კომუნიკაცია ახალგაცნობილ ხალხთან, ლამაზიც იყო და ახალგაზრდაც, სანდროზე ერთი წლით უმცროსი.
როცა საცეკვაოდ მიმოიფანტნენ სხვები, მხოლოდ მაშინ წამოდგა ფეხზე თათა. ვეღარ გაუძლო და აივანზე გავიდა. ბოლომდე ითმინა მაგიდასთან ყოფნა, რომ არ მოსჩვენებოდა ვინმეს რამე, რომ არ ეფიქრათ თითქოს ისევ უყვარდა თავისი ქმარი. და ისიც გამოჩნდა კარებში გაჩხერილი…. ალბათ თავადაც ელოდა ამ მომენტს – თათას დამარტოხელებისას.
– ვერ ერთობი? – სიგარეტს წაუკიდა ცეცხლი, გვერდით დაუდგა ცოლს ძველი თბილისის განსაცვიფრებელი ხედის ფონზე.
– ჰაერზე გამოვედი უბრალოდ. – ცივი ჰაერი გაელამუნა ყელზე, ხელის გულით დაიზილა კისერი ნერვიულობის დასაფარად. – შედი, არ გახდეს შესამჩნევი შენი არ ყოფნა…
– მაგალითად ვისთვის გახდება შესამჩნევი? – სულ ოდნავ წამოიწია მისკენ. – ვისთვისაც ყველაზე შესამჩნევი ვარ, ის გვერდით მიდგას ახლა.
– ნუთუ? – ცივად გაიღიმა თათამ. – რაღაც არა მგონია.
– არ გინდა ეს თავდაცვითი ირონია… – გადააქნია თავი და რგოლებად გაუშვა კვამლი ჰაერში. – მოგეყვანა შენც ვინმე.
– რატომ? შენთვის რომ მეჩვენებინა? – ღიმილით უთხრა და მოტრიალდა თვითონაც მისკენ.
– ჯერ ეგეთი არავინ მინახავს შენ გვერდით, რომ ღირდეს საჩვენებლად, თან ჩემთვის.
– შენ ხომ გყოლია შენი შესაფერისი, თან ბავშვიც არ არის და სულელურ შეცდომებსაც ვერ დაუშვებს. – ცივად გასცა პასუხი, არ შეიმჩნია, რომ გულზე მოხვდა მისი ნათქვამი.
– ჰო, ბავშვი არ არის ნამდვილად, ქალია.
– მშვენიერი, ძალიან მიხარია.
– რა გიხარია? – გაეღიმა სანდროს.
– შენი ბედნიერება. – თვითონაც დაუბრუნა ღიმილი.
– კარგი რა, – საეჭვოდ გადმოდგა ნაბიჯი მისკენ. – ძალიან იშვიათად, თუ ვინმეს ყოფილის ბედნიერება გაუხარდეს. დარწმუნებული ვარ, შენ მაგ იშვიათობის ნაწილი არ ხარ.
მომზადებული ჰქონდა პასუხი თათას, აპირებდა მისთვის საკმაოდ სოლიდური შეურაცხყოფის მიყენებას, თუმცა ამღერდა თავისი მობილური. მაინცდამაინც იმ დროს დარეკა მისმა მომაბეზრებელმა თაყვანისმცემელმა სამსახურიდან. ეკრანს დააშტერდა სანდროც მცირე მანძილით დაშორებული. ხმა გაუთიშა მობილურს თათამ, პირველად შეხედა ქმრის თვალებს ასე თამამად, ეძებდა მასში პასუხს ასეთი სიცივის.
– უპასუხე. – დაემჩნა მატაბელს ნაკავები ეჭვიანობის ალი თვალებში.
– მერე დავურეკავ.
– არ გაჰყვე მაგას ცოლად, თათა…. – და ამოღერღა როგორღაც, თუმცა ჩვეული დისტანციით, შეფარული სიცივით.
– ვის?
– სხვას ყველას კი, მაგრამ მაგას არა.
– ვერ გავიგე რას ლაპარაკობ, თუმცა შენ ნამდვილად აღარ გეხება ჩემი პირადი ცხოვრება. მეგობრებს დავუბრუნდეთ, – გაიწია კარისაკენ, მაგრამ ჩაავლო ხელი იდაყვში, უკან მოატრიალა.
– არ მინდოდა მისი მოყვანა. – ამიოხრა უკმაყოფილოდ. – არ მინდოდა გენახე შენ სხვის გვერდით. არ მინდა იცოდე, როგორი ვარ, როცა ისეთი ქალის გვერდით ვარ, ვინც არ მიყვარს.
– მაშინ რატომ მოგყავს, სანდრო? – ჩურჩულით აგრძნობინა ყველა ტკივილი თათამ. – ჩემს გასამწარებლად?! არ მიხარია ნამდვილად, მაგრამ არც მწყინს, არ ვბრაზდები…
– მე ვბრაზდები…. – მიადო შუბლი შუბლზე. – როცა შენ ვიღაც გირეკავს… ვიღაც გეჩალიჩება.. ისევ ჩემი მგონიხარ…
– გეყოფა! ნასვამი ხარ და ეს საქციელიც არასწორია თეოსთან…
– იცის თეომ, ჯერ კიდევ შენი ქმრის როლში რომ ვარ. – ღიმილით შეუშვა ხელი და მიეყრდნო აივნის კიდეს. – მოგეწონა ახლა ეს პასუხი?
– სულ გაგიჟებულხარ. – დაასკვნა თათამ. – რაღაც აღარ გაქვს ადეკვატური საქციელები.
– ჩემი მდივანი რომ მომეყვანა თეოს ნაცვლად, შენც არ იქნებოდი ადეკვატური. – თვალი ჩაუკრა თათას.
– შემდეგ წელს მასთან ერთად იქნები ალბათ წარმოდგენილი.
– შენ არ აღმოჩნდე შემდეგში მაგ ადგილას…
– ჩემს გვერდით იქნება შემდეგში სხვა. – დაუბარა ღიმილით და გასვლა დააპირა, თუმცა არ ეშვებოდა მატაბელი, ორივეს უნდოდა თუნდაც ეს ჩხუბი სამუდამოდ გაგრძელებულიყო.
– ვინ? წეღან ვინც დაგირეკა?
– თუნდაც.
– მაგ ტიპს არაფერი გააჩნია. არაფერი. თამაშის მიმართ არის დამოკიდებული და ფრთხილად იყავი… ფეხი არ დაგიცდეს.
– შენ რატომ ერევი, რატომ? – ამიოხრა თათამ. – ინფორმაციას აგროვებ იმ ხალხზე, ვისაც დაველაპარაკები? ჩემით ვერ მივხვდები ვინ მატყუებს და ვინ არა?
– თურმე ვერ ხვდები, თა…თა. – ჩააქრო სიგარეტი და გაუთავისუფლა გზაც მეუღლეს. – ეს ხომ პირველი შემთხვევა არაა.
– არ არის საჭირო შეხსენება. ისედაც ამომადინე ყელში ჩემი დანაშაული საკმარისად. ხომ დავილაპარაკეთ ამაზე დიდი ხნის წინ? ხომ თქვი შენ შენი სიტყვა? რაღა გინდა…
– აღარ მაინტერესებდე… ეს მინდა. მაგრამ არ გამოდის. – დააყოლა ღიმილით. – არ მინდა სულელური არჩევანი გააკეთო, უმაქნისი ქმარი არ მინდა გყავდეს.
– აუფ, რამდენს დარდობ თურმე ჩემზე… – ღიმილისას დაემჩნა სევდა თვალებზე. – არ ვთხოვდები, შეგიძლია დამშვიდდე. არც შენნაირი ყალბი შეყვარებული არ მყავს.
– ხოდა, ძალიან კარგი.
– დაბრუნდი შიგნით…
– ჩემთან ერთად არ გინდა შესვლა? – გამოაღო კარი სანდრომ. – ნუ გეშინია, არავინ მოგცემს შენიშვნას.
– მიბრძანდი, ძალიან გთხოვ. – ოდნავ აუწია ხმას თათამ, უკვე მობეზრდა ეს მიკიბულ-მოკიბულით საუბარი.
– მივდივარ უკვე ისედაც. დაგემშვიდობები მაშინ, ნიას მოკითხვა გადაეცი.
არაფერი უპასუხა თათამ. კარგა ხანს იდგა სანდრო იქ, უყურებდა ცოლის ზურგს, ოდნავ აცახცახებულ მხრებს, გმირულად ცდილობდა ცრემლის შეკავებას. არ დაუნახავს მისი ატირებული თვალები, მაგრამ ზუსტად იცოდა, რაც ხდებოდა ახლა ქალის სახეზე. სულმა წასძლია…. ვერ შეიკავა თავი და გადაუწია თმა მკერდზე. ზუსტად იმ მხარზე აკოცა, რომელსაც უყურებდა ასე დაჟინებით. გაიყინა თათა.
– მე შენ არ გაკონტროლებ, არც არაფერში ვაპირებ ჩარევას. მხოლოდ ვიცი და მეცოდინება რა მოხდება შენს ცხოვრებაში. თუ უფრო მეტი გაინტერესებს, იცოდე, რომ შენი გათხოვების კი არა…. სხვა კაცის გვერდით სუნთქვისაც კი წინააღმდეგი ვარ. ახლაც, მერეც, ყოველთვის. – მიადო შუბლი მხარზე, თითქოს დამშვიდებას ცდილობდა. ნელა გადაუტარა ცივი თითები ნაკოცნ ადგილას, კვალის წაშლას აპირებდა ალბათ ამ მოქმედებით. არ განძრეულა თათა, არც კი მოუხედავს მისკენ. უფლება მისცა, მაგრამ ამით უფრო მეტად აგრძნობინა თავი დამნაშავედ მატაბელს.

– შეჭამე რამე და მერე გაიქეცი ამ შენს სამსახურში! – გადმოალაგა მაგიდაზე საჭმელი ქალბატონმა ნანიმ, სანდროს ძვირფასმა დედამ.
– მალხაზი სად ბრძანდება? – მოიკითხა მამაც, არ აწყენინა მაინც დედა და მიუჯდა გაშლილ სუფრას.
– საავადმყოფოში, სად იქნება! – ხელები აღაპყრო ცაში ქალმა. – ერთი შვილი პოლიციელი, მეორე საკუთარ თავში ჩაკეტილი… რა ვუყო ამ გოგოს, ჰა, დედი?!
– რა უნდა იყო, დედა. არაფერი. არ უნდა ეს გათხოვება და თავი დაანებე.
– არავის იკარებს. – ხელი ჩაიქნია ქალმა. – დემეტრეს არ შევუქმნი პრობლემებსო, იძახის. ახალგაზრდაა ჯერ. იმ დეგენერატს რატომ უნდა მიუძღვნას თავისი ცხოვრება?
– მაგის სახელს ნუ ახსენებ. – ლუკმა ძლივს გადაყლაპა სანდრომ. – და ნუ ჩააცივდა ჩემს დას. თავისი ცხოვრებაა და შეეშვი შენ.
– როცა შევეშვი, ხომ ნახე, რაც მოხდა.
– ვნახე. – გარკვევით ამოილაპარაკა. – და არ მინდა ეს საუბარი… ამიტომ არ დავდივარ აქ, ტვინს მიჭამ.
– ბატონო?! – პირი ღია დარჩა ქალს. – კიდევ რას ეტყვი დედაშენს?
– ამჟავებულია ეს სალათი. ახლა გასაგებია, რატომ არ არის მამა არასდროს სახლში…
– უზრდელო! – ბრაზიანად წაართვა კუთვნილი თეფში, სანდროს ფართოდ გაეღიმა დედის განრისხებულ მზერაზე.
– გეწყინა?!
– შენმა ცოლმა გაგიკეთოს უკეთესი. ააა, თუ შენ ცოლი არ გყავს…
– რა ცოლი მყავდა… – ხელი გადაადო სკამს დანანებით. – გამიქციეთ!
– კარგი კაცო, – ხმაურიანად გაიცინა ნანიმ. – რამდენიც არ უნდა ეძებო, მასზე უკეთესს მაინც ვერ იპოვი.
– არავის ვეძებ, დედა.
– გვერდით გყავს და ვინ უნდა ეძებო, ან რატომ..
– ვერ ვხვდები, ასე ძალიან როდის შეგაყვარა თავი. – საინტერესოდ შეხედა ქალს თვალებში. ლოყაზე ამოიდო ცალი ხელი, დაეტყო მზერაზე, როგორ უყვარდა დედამისი.
– ბავშვი იყო, დედა, როცა მოიყვანე. პატარა ბავშვი, ვისაც არასდროს მიუღია ის, რასაც უნდა იღებდეს მშობლისგან – სითბო. დედა თითქმის არ ჰყავდა აქ, მამა ხომ საერთოდ. რომ დაინახა, როგორი ოჯახი გვქონდა, როგორი კონტრასტული მასთან შედარებით… ეგ იცი როგორ სტკენდა ხოლმე გულს? შენ ეს შეგიმჩნევია?
– შემიმჩნევია. ყველაფერს ვამჩნევდი. – ჩუმად უპასუხა, თითქოს დაფიქრდა და გაახსენდა კიდეც. დასერიოზულდა მაშინვე, როგორც კი გაისმა დედის ძლიერი და იშვიათი ხმა.
– რთული გადასატანია გოგოსთვის მსგავსი რაღაცები. მით უმეტეს, ისეთ ასაკშიც, როგორშიც იყო თათა მაშინ. ახლა ვერ ხედავ, რა ქალი დადგა? შემდგარი. ძლიერი. თავდაჯერებული. ახლა მაგას არც არავინ სჭირდება გვერდით, ისე მყარად დგას თავის ადგილას.
– არც ეყოლება. – ნიშნისმოგებით თქვა და რატომღაც სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან იმ წამსვე.
– რა იყო, ანერვიულდი? შეგაცია? – არ გაუშვა ხელიდან ეს საუბარი ქალმა.
– არა. – უდარდელად გასცა პასუხი პროვოკაციულ კითხვას.
– არავინ ჰყოლია ამ დრომდე. ეს იცი და ამიტომ ხარ ასეთი თავდაჯერებული.
– შენ რა იცი, რომ არავინ ჰყოლია? – ღიმილი შეერია მატაბელს.
– კარგი რა… აუცილებლად მოვიდოდა ჩემს ყურამდე თათას ამბავი…
– გენატრება? – ვერც მიხვდა, ისე ჰკითხა დედამისს. – მიუხედავად იმისა, რაც გაგიკეთა… რაც გაუკეთა მირანდას… მაინც გინდა, რომ ჩემი ცოლი იყოს ისევ?
– შვილო. – ხმა დაათბო ქალმა.
– არ მინდა დარიგება. – გააწყვეტინა, უცებ გადაიფიქრა საერთოდ ეს საუბარი. – ის თუ პატარა იყო, მე საკმარისად დიდი ვიყავი ოჯახის შესაქმნელად. სრულიად გააზრებული მქონდა ყველა ნაბიჯი, რაც გადამიდგამს მაშინ. ყველაფერი მივეცი, რაც შემეძლო.
– შენ რომ კარიერის მწვერვალზე იყავი, ის მაშინ იწყებდა სწავლას. შენთან ერთად იჯდა მაგიდასთან და უსმენდა მისთვის უინტერესო თემებს, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ცოლი იყო. შენ ოდესმე წასულხარ მის მეგობრებთან.. კურსელებთან, როცა თავად მიდიოდა? არა. რატომ?! საქმე გქონდა. მუშაობდი. მისთვის ეგეთი საღამოები, იცი, როგორი მოსაწყენი იყო? ვერ ერთობოდა, თავს უფლებას ვერ აძლევდა შენს გარეშე… რამდენჯერ მინახავს მოწყენილი, როგორ ჩაწვებოდა ცარიელ ლოგინში, გელოდებოდა…
– დაიწყო შეგონებანი დილისანი…
– ყველაფერში მართალი ვერ იქნები. – ჩუმად თქვა. – და ყველაფერში დამნაშავე ვერც თათა იქნება.
– სამაგიეროდ შენ ხარ საუკეთესო. – შუბლზე აკოცა დედას. – ნუ მიტრაკებ ხოლმე. ამიტომ არ მოვდივარ. ადე, შერიფ, ბებიაშენი ცუდ განწყობაზეა.
– ბებიას მოგცემ მე შენ! – მაინც გაეცინა ბოლოს, მოეფერა დავარცხნილ და მოწესრიგებულ ძაღლს ყელზე. – მიხედე შენს პატრონს, შერიფ…
– მამა მომიკითხე…
.
საათზე იხედებოდა მალიმალ. ეს ახალი სტაჟიორი უკვე იმითაც ნერვებს უშლიდა, რომ არ აგვიანებდა, მიზეზს ვერ იტყოდა ვერაფერს, რის გამოც ჩამოიშორებდა გვერდიდან. ძალიან ეზარებოდა გივის ნაცნობების მდიდარი, ყეყეჩი შვილები…
– ბატონო სანდრო! ხომ არ დავაგვიანე? – უცებ გაიღო კარი და ახალგაზრდა ბიჭი ჩასკუპდა მგზავრის ადგილას.
მოათვალიერა მაშინვე გამჭირვალედ მატაბელმა. დავარცხნილი, მოწესრიგებული, საკმაოდ სიმპათიური და სანდომიანი ტიპის შთაბეჭდილება დატოვა, საერთოდ არ ჰგავდა გივის სანაცნობო წრიდან მომავალს.
– სამწუხაროდ, არ დაგიგვიანია. – მანქანა დაქოქა და კიდევ ერთხელ შეხედა ბიჭს.
– სამწუხაროდ რატომ, ბატონო სანდრო?
– ეს „ბატონო“ რა მაფიაა? – ჩაეცინა მატაბელს. – დამიძახე სახელი უბრალოდ.
– ჰოო?
– ჰოო, რა იყო? – გადმოხედა ირიბად. – „შეჩ.ემას“ ნუ დამიძახებ და სხვაზე არ მაქვს გართულება.
– არა, როგორ გეკადრებათ. – ძალიან გალანტურად გაიღიმა ბიჭმა.
– შენ არ გაქვს სახელი?!
– კი, როგორ არ მექნება. ნიკუშა ერისთავი.
– რაღაც ძალიან არიფული სახელი გქვია, – ახედ-დახედა ბიჭს. უხერხულად შეიშმუშნა ნიკუშა. – აბა, მომიყევი, რას შვრები, ვინ ხარ…
– ჰო, ნამდვილად, მე თითქმის ყველაფერი ვიცი თქვენზე..
– ჩემზე? – გაეცინა სანდროს. – და რა იცი?
– ბევრს საუბრობენ თქვენზე ოფისში.
– საუბრობენ თუ ჭორაობენ? რაო, რას ამბობენ?
– სამართლიანიაო… – ღიმილი შეერია ნიკუშას. უკვე დაეტყო სანდროს ტიპაჟით აღფრთოვანება, დაეტყო იმედების გამართლება სახეზე. – არავის გამო გადააბიჯებსო კანონს, სიძეც არ დაინდოო..
ჩუმად ჩაამთავრა ბოლო წინადადება ნიკუშამ, მორიდებით შეხედა კაცს.
– ეს არ უნდა მეთქვა მგონი.. – დააყოლა და სხვაგან გაიხედა.
– გააგრძელე, გააგრძელე, – დაისისინა მატაბელმა.
– მართლა?
– ხო, რაო მეტი? რას ჭამს და სვამსო სახლში?
– ძალიან უყვარხართ თანამშრომლებს. თქვენზე იმდენი რაღაც ითქვა, არც ერთი დამიჯერებია დიდად. არც ცუდი, არც კარგი, ახლა უკვე ვხედავ, რომ კარგადაც მოვიქეცი.
– მომისმინე, ნიკუშ. – ხმა შეეცვალა სანდროს, უფრო დასერიოზულდა. – რამდენიმე თვე ჩემ გვერდით მოგიწევს მუშაობა. მე ჩემი წესები და მიდგომები მაქვს საქმესთან დაკავშირებით. ჩემთან ვერ გიშველის შენი გვარიშვილობა. გასაგებია?!
– რა თქმა უნდა.
– მარტივ დავალებას მოგცემ. ერთი პატარა ჟურნალისტია, ყურადღება უნდა მიაქციო….
.
იმ დღის შემდეგ აუდიტორიაში დაეძებდა მატაბელს. არ გამოჩენილა. თავისი სიტყვა გადაფიქრებული დღის დათმობის შესახებ პირნათლად შეასრულა. გულდაწყვეტილი იყო აშკარად, არ უტყდებოდა თავს, მაგრამ ძალიან უნდოდა ისევ ყოფილიყო რაიმის ინიციატორი მატაბელი. მასზე ფიქრში გავიდა ერთი თვე. ხშირად ამოწმებდა მის არარსებულ სოციალურ ქსელს, ბოლოს უნივერსიტეტის ბაზაც კი გადაქექა. აი, აქ კი ნამდვილად აღმოაჩინა ფრიადოსანი სანდრო მატაბელის დოსიე.
ბოლო ლექციიდან გამოსული ტელეფონით ესაუბრებოდა მამას. იშვიათად რეკავდა ბატონი გიორგი, თათას კი ყოველთვის უნდა ეპასუხა. როგორც კი მორჩა მამასთან კითხვა – პასუხის რეჟიმს, გასასვლელისკენ დაიძრა. რატომღაც თვითონაც იმ მიმართულებით გაიხედა, საითკენაც მთელი უნივერსიტეტის ყურადღება იყო მიპყრობილი.
„პორშეზე“ მიყრდნობილიყო დაჩი დანელია, იმ პერიოდში ყველაზე პოპულარული ბიჭი მთელს თბილისში. ახალი ჩამოსული იყო ამერიკიდან, ამიტომ აშტერდებოდა დიდი და პატარა. თათა საერთოდ არ მიაქცევდა ყურადღებას ალბათ, რომ არა ის, ვინც ედგა ახლა გვერდით ხსენებულ დანელიას.
სანდრო მატაბელი.
უჩინმაჩინივით სურდა გავლა, თან ისიც უნდოდა შეემჩნია, როგორმე მატაბელის ჭკვიან თვალებს. სხვა გზა არ იყო, ჭიშკრიდან გავიდოდა აუცილებლად. მის გადადგმულ ნაბიჯს დაუხვდა სანდრო მაშინვე.
– გამარჯობა, თათა. – თვალისმომჭრელად გაუღიმა. სუსტად ათამაშდნენ მის თვალებზე მზის სხივები.
– გამარჯობა..
– როგორ ხარ? – თან მოიკითხა და თან აწრიალებულ ძაღლს გამოუღო უკანა კარი, გაათავისუფლა.
– კარგად, შენ? – შერიფთან ჩაიმუხლა გოგონა.
– შენი უარის მერე ვერ ვარ რაღაც. – ისეთი მაცდური იყო ეს წინადადება, უნებლიეთ გადაეფინა თათას სახეს შვების ღიმილი.
– ასე იმოქმედა?
– ძალიან. ლამის დეპრესიაში ჩავვარდი. – ამ სიტყვებზე დაჩიმ ჩუმად ჩაიფხუკუნა.
– ჰო, გეტყობა სახეზე, ალბათ გრძელვადიანი დეპრესია გქონდა.
– რატომ მეძებდი უნივერსიტეტის ბაზაში? – წინ წამოიწია სანდრო. დანელიების ბიჭი თავის ძველ მეგობრებში გაერია.
– არ გეძებდი. – თვალები მოარიდა თათამ.
– ნახე, როგორი ბეჯითი ბიჭი ვიყავი? დამშვიდდი?
– ამის გასაგებად მოხვედი?! – თვალი თვალში გაუყარა ამჯერად.
– არა. ისევ საქმის გამო ვარ.
– რა საქმე გაქვს ასეთი დაუმთავრებელი?
– წუთი წუთზე ავიყვანთ დამნაშავეს და აღარ ვივლი მერე სამსახურის საქმეზე, მხოლოდ პირადზე.
– აქედან უნდა აიყვანო დამნაშავე? – ჩაეცინა თათას. – ჩემი ისტორიის ლექტორი წაიყვანე… ვინ რას უნდა აშავებდეს უნივერსიტეტში..
– ჩაჯექი, ჩაჯექი, აურზაური იქნება წუთი – წუთზე. – მანქანის კარი გამოუღო და ანიშნა. სასაცილოდ არ ეყო თათას ჯერ მისი სიტყვები და მერე ეს მოქმედება. შერიფს მოეფერა კიდევ ერთხელ, სანდროს ხელი აუწია დამშვიდობების ნიშნად და ნაბიჯიც გადადგა, თუმცა მართლა ისეთი ხმაური ატყდა, იმდენი ადამიანი გაჩნდა ერთდროულად, ვერც კი გაინძრა.
წარბები აზიდა მატაბელმა საპასუხოდ.
საკუთარი ხელით ჩასვა თავის საყვარელ შერიფთან ერთად ავტომობილში და საჭეს მიუჯდა.
– რა მოხდა? – დაძრული მანქანაც კი არ გაუპროტესტებია თათას, ეზოში იხედებოდა ფანჯრიდან.
– რატო შეეცი ამ ჩემს უნივერსიტეტს? – სიცილით იკითხა დაჩიმ.
– რა იყო, რეპუტაცია შეგილახე თვრამეტი წლის გოგოებში? – ირიბად გადმოხედა სანდრომ.
– დაევასეთ შენც. ჩათვალე, ხვალ უკვე ყველაფერი ეცოდინებათ..
– ხო, ერთი – ორი ბაზაშიც მეძებდა თურმე. – მინიდან მიანათა თვალები თათას. უსიტყვოდ გაიხედა სხვა მიმართულებით გოგონამ.
– აჰ, შენ აქ ხარ? – დაჩიმ ახლაღა შეამჩნია გოგონა. ნაუცბათევად გაუღიმა ბიჭს და მერე საკუთარ თავს ჰკითხა რას აკეთებდა ამ მანქანაში ამ ხალხთან.
– რაო, რას ამბობდი, ვინ გეძებდა? ან შენი მონაცემები წაშლილი აღარაა უკვე?
– ისწავლეთ ჩემნაირად და შეინახავენ საგულდაგულოდ.
– სადმე გამიჩერე. – ძლივს მოახერხა სიტყვის ჩაკვეხება თათამ.
– რატომ? – გამოეპასუხა მატაბელი.
– თვითონ წავალ, ხელს არ შეგიშლით.
– მე გამიჩერე აქ და შენ გადმოდი წინ. – დაჩიმ გადმოხედა ღიმილით. – მოდი.
სახლთან გაუჩერა დანელიას. დაელოდა დაჩი, მართლა ჩაჯდებოდა თუ არა თათა მითითებულ ადგილას. ასეც მოხდა. ხელის აწევით დაემშვიდობა წყვილს. თათმ შერიფიც მოისვა ფეხებთან, ზუსტად ისე, როგორც მაშინ. პირველად შეხედა მთელი დროის მანძილზე ასე აშკარად სანდრომ, თითქოს გულწრფელად.
– ისევ ბრაზობ? – ჩუმად წამოიწყო და საჭე გაასწორა.
– რაზე?
– ჩემზე. ჩემს საქციელებზე.
– არ გაქვს საამაყო ქცევები. რა გინდა, სანდრო?
– ვერ ხვდები? – წამიერად მოატრიალა თავი. – თუ იმას უფრო ვერ ხვდები, შენ რა გინდა.
– არ ვიცი, რას გულისხმობ. – მიატრიალა სახე.
– შემაწუხებელი ვარ? – უბრალო კითხვებს სვამდა მატაბელი თითქოს, მაგრამ იმდენად ახლოს მოდიოდა ეს ყველაფერი თათასთან, ვერ პოულობდა პასუხებს.
– არა. – ამოღერღა ცოტა ხნის მერე. – უბრალოდ არ გენდობი.
– რა გავაკეთო ნდობის დასამსახურებლად? ბიბლიაზე დავიფიცო?
– არაა სასაცილო.
– რამე გაკავებს? – ისევ გააგრძელა ეს…. შეუძლებელი კითხვები, ზედმეტად ახლობლური და უპასუხო.
– მაგალითად, რა? – გაღიზიანებულმა შეხედა კაცს.
– რა ვიცი, ჩემი ასაკი. – გაიღიმა. თათაც გაყიდა იმ ჩაღიმებამ.
– რატომ, რამდენი წლის ხარ? – მეტიჩრულად იკითხა თათამ.
– არ ეწერა ჩემს დოსიეში? – წარბები აზიდა სანდრომ. – ოცდაოთხი. ხუთი წელი არაა დიდი, თათა… და შენ ეს ისედაც იცოდი.
– ასაკი რა შუაშია…
– დედასთან ერთად ცხოვრობ? – გადაიტანა ყურადღება და როგორღაც მოახერხა შემდგარიყო მათ შორის პირველი ადამიანური საუბარი.
– დედა ისრაელშია.
– დიდი ხანია?
– კი. შენ?
– მარტო ვცხოვრობ, კი, არ ინერვიულო მაგაზე, მაგრამ კარგი მშობლები მყავს. მოეწონები.
– როდის უნდა გამაცნო? – აჰყვა ხუმრობაში თათა.
– ახლავე თუნდაც.
– არ ვიჩქაროთ ჯერ.
– ჰო, ჯერ მეც არ მინდა, ადრეა.
– და – ძმა არ გყავს? – გულზე მიიხუტა თბილი შერიფი.
– და მყავს. დის შვილიც. – გაეღიმა. – ერთი წლისაა.
– ბიჭია?
– ჰო, დემეტრე ჰქვია…
– შენს დას რა ჰქვია?
– მირანდა. შენთან ახლოს მუშაობს სხვათა შორის, გავუაროთ?
ასე დაიწყო ქორწინებამდე მისასვლელი გზა, მათი ტკბილ – მწარე ურთიერთობის ყველაზე განსაკუთრებული დღეები.
.
ნიკუშასთან ერთად დღის გაზიარება არც ისეთი კატასტროფული აღმოჩნდა, როგორსაც ფიქრობდა თავიდან სანდრო. პირიქით, ასე სასიამოვნოდ არასდროს გაუტარებია დრო იძულებით მიმაგრებულ სტაჟიორთან. საოცრად ჭკვიანი და წინდახედული ბიჭი აღმოჩნდა ერისთავი. ყოველი დღის ბოლოს ერთად მიდიოდნენ სავახშმოდ ის და სანდრო. ხან სად დაატარებდა ამ ბიჭს, ხან სად. ხშირად უყვებოდა თავისი გამოცდილების შესახებ მატაბელი, შვილივით არიგებდა, ელაპარაკებოდა იმაზე, რაზეც არ ლაპარაკობდა სხვებთან არასდროს, დიდი ხნის თანამშრომლებთანაც კი.
სახლისკენ მიჰყავდა ერთ დღესაც ნიკუშა, საეჭვოდ შემომავალი ზარი რომ დაფიქსირდა მის ტელეფონზე.
– სანდრო! – იცნო გივის ხმა. უნებურად დაეძაბა სხეული.
– რა მოხდა?
– შენ ჩარევას მაქსიმალურად აირიდებენ ახლა თავიდან, მაგრამ რომ არ გითხრა, მერე გაგიჟდები. იცოდე, არ ჩაერიო არაფერში და შენს სამსახურზე იფიქრე, შრომით მიღწეული რაღაცის გამო არ დაანგრიო..
– იტყვი ოდესმე თუ რას აპირებ? – მოთმინების ფიალა გაევსო მატაბელს.
– გუშინ გვიან ღამით, ახალგაზრდა ბიჭი სასიკვდილოდ დაიჭრა ლისის მიდამოებში. მოერიდე ამ საქმეს..
– რატომ? რამე განსაკუთრებული ცხედარია?
– განსაკუთრებული მკვლელია.
– მაინც ვინ? ამჯერად რომელი ჩინოვნიკის შვილი?
– შენი ძმაკაცი. – ამოიოხრა კაცმა. – თორნიკე. თორნიკე ხურცილავა.
ცოტა ხანი აზრებს ვერ მოუყარა თავი. არც გაუგია მერე რა ილაპარაკა კაცმა, ვინც არასდროს ურეკავდა კარგი ამბის სათქმელად. არასდროს. მიყინულმა გადმოხედა გაკვირვებულ ნიკუშას. ხმაურიანად მიარტყა საჭეს ხელი, მერე შუბლი გაურახუნა და შეიკურთხა გემრიელად.
– რა მოხდა? – როგორღაც იკითხა ნიკუშამ.
სანდროს უკვე მობილური ჰქონდა ხელებში მოქცეული, მათესთან რეკავდა.
– არ ვიცი, სად არის, თუ ამის გამო მირეკავ. – დაშლილი ხმა გაისმა მობილურიდან. ყველაზე მეტად ატკინა ამ სიტყვებმა გული, თითქოს მის დასაჭერად მიდიოდა მართლა, თითქოს ეს იყო მხოლოდ მნიშვნელოვანი.
– ამის გამო გირეკავ რა ყლ.ეობას ნიშნავს? – ამოიყვირა. – რის გამო უნდა გირეკავდა მე შენ, მათე?! რა მოხდა?!
– არ ვიცი. არ ვიცი, სად არის, რატომ გააკეთა, არ ვიცი, სანდრო.
– არ იცი, რატომ გააკეთა? – ნერვიულად გაეცინა კაცს. – შენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი ლისის ტყეებში შუაღამის ბოდიალის, მათე? რა?!
– სანდრო…
– გამოჩნდება და დამირეკე. მე თვითონ მოვკლავ.
ხმაურიანად მიაგდო მობილური, უცებ გადაამოწმა გივის ჩაგდებული მოკლე ინფორმაცია მკვლელობასთან დაკავშირებით. ისეთი ვერაფერი იპოვა, რაც საინტერესო ჩანდა გარდა მკვლელის სახელი და გვარისა.
– ძმაკაცია? – რაღაცის თქმას შეეცადა ნიკუშა.
– სად შეიძლება იყოს… – შუბლი მოისრისა სანდრომ.
– იქნებ, შენთან.. – ჩუმად უპასუხა ბიჭმა. – ხომ იცის, ვინც ხარ, ალბათ იმედი აქვს, რომ დაეხმარები. შენთან დაიმალებოდა, იქ არავინ დაუწყებს ძებნას.
– ჭკვიანი ხარ. – სწრაფად დაქოქა მანქანა. – ვიცი, სადაც იქნება.
რამდენი წელია ეს კიბეები არ აუვლია მატაბელს. ხუთი. ცოტა მეტიც. ზუსტად ახსოვს სადარბაზოც, სართულიც, კარის ფერიც. მიაკაკუნა ერთ დროს საყვარელი ქალის კარებზე და შუბლით მიეყრდნო ლოდინის ჟამს. იქვე იდგა ნიკუშაც ამ ყველაფერში შემთხვევით გარეული.
გამოჩნდა კარებში გამოუძინებელი, ხალათში გახვეული ყოფილი ცოლი.
– აქაა? – ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა ცოლს, ისედაც დაეტყო პასუხი სახეზე თათას.
– რა მოხდა, სანდრო? რა უჭირს? – ხელით გააჩერა, სანამ შევიდოდა სახლში.
– კარი ჩაკეტე. და გამოიცვალე ეს…. რაღაც. – ხელით შეუსწორა მოღეღილი ქსოვილი და წინ გაიჭრა ჭკუიდან შეშლილი მატაბელი. მორიდებული სალამი უბოძა ნიკუშამ მასპინძელს, ზედმეტად არც კი შეუხედავს მისთვის.
დივანზე ესვენა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყველაზე ხიფათია ხურცილავა. შემხმარი სისხლი ეტყობოდა ხელებზე, დასვრილი პერანგი და შარვალი ჯერ კიდევ არ გამოეცვალა. გაეცინა სანდროს. ავად. დაელოდა, სანამ გამოფხიზლდებოდა, საკუთარი თავიც შეამზადა ამ საუბრისთვის, მით უმეტეს ამ სახლში.
ტანზე ჩაეცვა უკვე თათას.
– რა მოხდა, იტყვი? ამას ვერაფერი დავაცდევინე პირიდან… – მიუთითა მისვენებული ბიჭისკენ.
– როდის მოვიდა? – ანიშნა სანდრომ.
– გუშინ, გვიან ღამით. ვიჩხუბე და სახლში ვერ დავენახვებიო მაგდას. მომატყუა? – თავზე წაადგა თორნიკეს, მრისხანედ დაასო მზერა მის გაღვიძებულ სახეს. გააჟრიალა სანდროს დანახვაზე კაცს.
– ხომ გთხოვე, არავისთვის გეთქვა? – წამოიწია ბიჭი და თათას მიაშტერდა ნაწყენი თვალებით.
– პრეტენზიები გაქვს? – სანდრომ გასცა პასუხი ამ შეკითხვას. ატმოსფერო საშინლად დაიძაბა გარშემო, თათამ მთელი სხეულით იგრძნო მოსალოდნელი უბედურება.
– სანდრო, არ გინდა ახლა…
– მე შენ რამდენჯერ გაგაფრთხილე… რამდენჯერ, შეეშვი – მეთქი, მაგ სისულელეებს.. მითხარი! რა გჭირს, ბიჭო? რა? რა გაგიკეთოს მეტი შენმა ძმამ, რომ გონს მოხვიდე? შენს ცოლს რა პასუხს გასცემ ახლა?
– ციხეში არ მინდა. – თვალები ცრემლებით გაევსო თორნიკეს. თათამ ლამის ნიკუშას მოსთხოვა ახსნა – განმარტება.
– ნუთუ? – ცივად შეხედა სანდრომ. – სად ინებებ წასვლას? სად გინდა სასჯელის მოხდა, მალდივებზე?
– არ არის შენი ირონიის დრო ახლა! ხომ ხედავ, ნეხვში ვარ!
– მერამდენედ! – დაიყვირა. – შენ არავინ გიყვარს, თოკო, არავინ. არც ცოლი, არც ძმა, არც მშობლები. მხოლოდ საკუთარი თავი…
– არ გინდა…
– ციხეში ჩაჯდები. – ამოიყვირა. – სასჯელს მოიხდი.
– მოვკვდები. ციხეში მოვკვდები. – მონოტონურად იმეორებდა.
– ციხეში რა უნდა? რა ხდება, ამიხსნის ვინმე? – წინ დაუდგა სანდროს გაგიჟებული მეუღლე.
– შემომაკვდა. – ამოიოხრა ცრემლიანმა. – ფული არ მქონდა, ისე მივედი. ვიფიქრე, წავართმევ – მეთქი. დანა ამოიღო საიდანღაც. თავს ვიცავდი..
– მოგკლავ. – გაგიჟდა სანდრო. – ჩემგან დაიცავი შენ თავი, მე მოგკლავ, გეფიცები! – მივარდა მის ისედაც დაბეჩავებულ სხეულს, თუმცა უკან გამოათრია ნიკუშამ. თათა ახსნას ვერ უძებნიდა ვერაფერს, არასდროს უნახავს ერთმანეთში მოჩხუბარი ძმაკაცები, არც თორნიკეს ნარკოდამოკიდებულებაზე სმენია რამე.
გული მოეწურა ასეთი თორნიკეს დანახვისას. და ის?! ის, ვინც იმუქრებოდა მოკვლით… ის უფრო განსაცდელში იყო თითქოს.
– რა მექნა?! – ამოიყვირა ბიჭმა. – შემთხვევით გავუყარე… დაიცალა..
– იქვე მიაგდე და იმიტომ! – ყვიროდა სანდრო. – დაგერეკა. დაგერეკა… სანამ წახვიდოდი… მერე მაინც, როცა მიხვედი… რა გჭირს, ბიჭო? რა გემართება?
– ხელს შეგიშლიდი.
– რაში, თოკო, რაში?! – ჯერ კიდევ ნიკუშას ჰყავდა გამომწყვდეული. – ვერაფერი შეირგე, იდეალური ცოლი ვერ შეირგე, ოჯახი… სასიკვდილო შენ ხარ მხოლოდ ამ ამბავში, მეტი არავინ.
– ვიცი. – უხეშად მოიწმინდა ცრემლი. – ციხეში წასვლას სიკვდილი მირჩევნია მართლა, გთხოვ, სანდრო…
– სანდრო… – თათამ ვერ გაუძლო ასეთ თორნიკეს, ასეთ უჩვეულოსა და უცნაურს. მისი ხელები მოიქცია თავისაში, სანდროს თავად შეევედრებოდა ალბათ ყველაფერს, იმდენად საცოდავი იყო გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ხურცილავა.
– შეგაცოდა თავი? – გაუღიმა ცივად ქალს. – რომ მისცე უფლება, ისევ იგივეს იზამს.
– სანდრო!
– დაურეკე მათეს! – არანაკლები ტონით დაუბრუნა პასუხი. – მოვიდეს… მომაშოროს.
– არა, თათ, გთხოვ.. – ხელებში ჩააფრინდა ბიჭი. – არ მინდა მათე. არავინ მინდა.
– აქ რამ მოგიყვანა? აქ რა გინდოდა, თათას რატომ მირევ ამ სიბინძურეში, შე გამოს.ირებულო?! – მოულოდნელად წამოფრინდა ადგილიდან, ძლივს დაიჭირა ერისთავმა მკლავებით. თუმცა მოიშორა მისი ხელები სანდრომ, შეძლო თავის გაკონტროლება.
– არ ვიცოდი, რა მექნა. არ ვიცოდი, ვინ მიმიღებდა ასეთს… შენთან ვერ მოვიდოდი…
– რა ჰქვია მერე კაცს, რომელსაც ოჯახთანაც ვერ მიესვლება? – ჩამოუჯდა პირისპირ და მიანათა მოწითალო თვალები. – რა გიყო, თოკო, მეტი, რა გავაკეთო..
– არაფერი. ციხეში არ გამიშვა.
– სად გაგიშვა, სად დედის ტრაკში, კაცის მკვლელობისთვის?
– არ ვიცი. – მხარზე ჩამოადო თავი. – გთხოვ, ციხეში მოვკვდები…
– არ მოკვდები. ყველა უძლებს. შენც გაძლებ როგორმე.
– სანდრო… – სიტყვა ჩაკერება სცადა თათამ.
– რაც გთხოვე, ის გააკეთე. მათე მოიყვანე. – როგორც კი ჩაასრულა წინადადება, მაშინვე ბორკილები დაადო ხელებზე თორნიკეს. იმდენად მოულოდნელი იყო ეს საქციელი, ყველამ გაკმინდა ოთახში ხმა. თვით დამნაშავემაც კი. ნიკუშამ უბრალოდ თვალებს ვერ დაუჯერა. სმენოდა ლეგენდები მატაბელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ მთლად ასეთი?! ძმაკაციც?!
– ჩაიყვანე და ჩამოვალ. – არც კი დასცალდა თორნიკეს რამის თქმა, გადააბარა ნიკუშას მისი გამომწყვდეული სხეული.
– შენ მტერი ყოფილხარ… – ცრემლიანი და შეშლილი უყვიროდა სანდროს. – ძმაკაცი კი არა ჩემი ყველაზე დიდი მტერი ყოფილხარ…
– გაათრიე. – დაიყვირა ხელის აქნევით და აივანზე გავიდა ჰაერის სასუნთქად. უკვე უჭირდა სუნთქვა, ვეღარ უძლებდა ამ ყველაფერს. ძლიერად ჩაეჭიდა აივნის სახელურს, გალურჯებულ ხელებზე დაიხედა და თვალებზე მოისვა ხელი.
– დავიღალე. – შესჩივლა გვერდით დამდგარ ცოლს, თავისი დარდის გამზიარებელს ოდითგანვე. – ამ ყველაფრით დავიღალე… ყველა როგორ მღალატობს? – მიანათა ზღვისფერი თვალები თათას. – ყველა როგორ მატყუებს მე? ცოლმა მომატყუა, დამ მომატყუა, სიძემ მომატყუა, ჩემმა ძმაკაცმა საერთოდ… ერთხელაც არ გამითვალისწინა! ამ პროფესიამ… სამართალი კი არა, ყველაზე დიდი უსამართლობა მომიტანა ცხოვრებაში. შენ გგონია, გულქვა ვარ ყველაფრის მიმართ, მაგრამ ზუსტად ამიტომ ვარ ასეთი, თათა, რადგან მუდმივად ვიღაც მღალატობს. – მისი ცრემლები როგორც კი დაინახა, მაშინვე ინანა ეს სიტყვები, მაგრამ ვერ გაუძლო უთქმელობას.
– ძალიან ვწუხვვარ. – სხვა ვერაფერი თქვა თათამ. პირი მოკუმა, რომ არ დასცდენოდა რამე.
– მეც ძალიან. – მოაშორა ჩამოგორებული ცრემლი კანიდან. ორივემ დაინახა, როგორ წაიყვანა ნიკუშამ თორნიკე, ღმერთმა იცის, სად.
– გაიმეტებ? – დაიჩურჩულა გოგონამ. – ციხეში ჩასვამ?
– შენ რას მირჩევ? – დამცინავი და ირონიული იყო ერთდროულად.
– როდიდან არის დამოკიდებული? დიდი ხანია?
– საკმაოდ.
– რა ბედი ელის ახლა? რას გააკეთებ?
– დავსჯი. – კბილებში გამოსცა. – კანონის უმკაცრესი ზომით. არ დავინდობ. აი, ამას იმსახურებს.
– არ იზამ ამას. – თავი გააქნია თათამ და თავად მოიწმინდა ცრემლები. – თუ რამით შეგიძლია მისთვის შემსუბუქება, დაეხმარე. შენ ასეთი არ ხარ.
– ასეთი როგორი, თათა? – წელში გასწორდა მატაბელი.
– შეუბრალებელი. მაგდა ორსულად არის… – ამ სიტყვებზე თვალები დახუჭა სანდრომ.
– იცოდა? – ხელი გაიშვირა უმისამართოდ. – იმ… სამარცხვინომ.. იცოდა ეს?
– კი. – ხმა დაადაბლა. ვერ უძლებდა ისეთი ქმრის ყურებას, ვინც გაბრაზებულზე მეტად ნაწყენი იყო ყველა სულიერზე.
– მაგის შებრალებას მთხოვ მერე? არაფერი თქვა. – ხელი ასწია მის გასაჩუმებლად. – ქვეყანა რომ დაიქცეს, სასჯელს მოიხდის.
– უკვე იპოვე? – მათეს ხმა გაისმა ჩუმად. აივნის კართან ჩამოდგა და თვალებში შეხედა მატაბელს. გამოუძინებელი, დაღლილი მზერა ჰქონდა. თათამ უხეშად მოიწმინდა ცრემლი, რომელიც მხოლოდ მაშინ გადმოუვარდა, როცა დაინახა ასეთი განადგურებული ხურცილავა.
– აქ იყო. – თათამ უპასუხა მის შეკითხვას. – გუშინ გვიან მოვიდა, მეგონა ეჩხუბა ვიღაცას.
– არ გიფიქრია, რომ კაცს მოკლავდა, არა? – გაიღიმა მათემ და მსუბუქად მიარახუნა თავი კარზე. – არც მე, თათ.
– შემოდით შიგნით. – წინ გავიდა თათა. ორივე შემოიყვანა და ფარდაც გადააფარა კარს.
– წაიყვანეს უკვე? – თავდახრილი იდგა მათე.
– შენ იცოდი? – წამოიწყო სანდრომ. – იცოდი, რომ ისევ აგრძელებდა? რომ ვერ უშველა იმან, რაც ვაიძულეთ მე და შენ?
– ვიცოდი. აზრი არ ჰქონდა თქმას..
– ნუთუ? – გაეცინა სანდროს. – თურმე ჰქონია, მათე, აზრი ყველაფერს. ეს არ მოხდებოდა…
– მაინც მოხდებოდა.
– რაც უნდა გაუკეთო შენს ძმას, მაინც უკმაყოფილოა ბოლოს. მაინც მეტი უნდა.
– ხოდა, ჩაჯდება ახლა, დაგასვენებს. ხელს არაფერში შეგიშლის..
– გაჩუმდი, სანამ სისულელეს იტყვი. – ხმა დაეძაბა სანდროს. თათა მოემზადა ჩარეულიყო მათ შორის. – ვერავინ შემიშლის ხელს, თორნიკე მით უმეტეს. თქვენ რომ მიყურებდეთ მე, როგორც თქვენს ძმაკაცს, ახლა არ მეტყოდი ამ სისულელეს.
– რაღა აზრი აქვს რამეს, სანდრო? – მოარიდა თვალები. – მაგდას ვინ ეტყვის? რა გავაკეთო მეტი მეც, დამღალა და გაგვანადგურა ყველა.
– მაგდამ იცის ეს.. მისი ავადმყოფობა? – ჩამოჯდა დივანზე თათა.
– არა.
– თქვენ იცოდით მხოლოდ? – ორივეს შეხედა ცალ – ცალკე.
– მშობლებმაც. – ჩუმად უპასუხა მათემ.
– და რატომ გადაწყვიტეთ, რომ მაგდას არაფერი სცოდნოდა? – ხმას აუწია თათამ. – ასეთი რაღაცის დამალვა როგორ შეიძლება ცოლისთვის?
– არ შეიძლება, მართალი ხარ. – ფეხზე წამოდგა მათე. – წავალ მე, ვეტყვი ჩემებს. ადვოკატი დასჭირდება, ხო, იმას? მონახულებას შევძლებ? – უცხოსავით შეხედა სანდროს. თითქოს, ბავშვობის ძმაკაცი კი არა, რიგითი პოლიციელი ედგა თვალწინ. რამდენჯერმე დაუქნია თავი საპასუხოდ მატაბელმა. უხმოდ დატოვა სახლი მათემ.
ჩაესვენა სავარძელზე თავად. კეფაზე მოისვა ცივი თითები. შენიშნა, როგორ მიუჯდა გვერდით ნაცნობი სხეული. გაელამუნა ცხვირში მისი ნანატრი, ნაცნობი და საყვარელი სურნელი. უნებურად დამშვიდდა აღელვებული, როცა იგრძნო ზურგზე ქალის თბილი თითები. მისი მხარდაჭერა ამ სიტუაციაში.
– რა იყო, სან? – მოეფერა ნაწვალებ კეფაზე და მიადო მხარზე თავი თათამ. – რა გჭირს..
– როგორ მოვიქცე.. – მოჰხვია ხელები წელზე, ის თუ დაამშვიდებდა ახლა მხოლოდ. – რა გავაკეთო, რომ ყველა კმაყოფილი იყოს..
– არ ვიცი. შენ უნდა გადაწყვიტო.
– ათასი შანსი მივეცი. – ჩურჩულებდა მატაბელი. – მილიონჯერ შეეძლო შეეცვალა თავისი ცხოვრება. ხმა არ ამომიღია, როცა ჩემთვის ძვირფასი გოგო შეირთო ცოლად… ვიცოდი, დაუნგრევდა ცხოვრებას ერთხელაც, მაგრამ გადავაბიჯე ყველაფერს. ამის მერე მოდის და კიდევ… რაღაცას მიბედავს! – ამოიყვირა ბოლოს მსუბუქად.
– დამშვიდდი… – გაჰკრა თავი მსუბუქად. – ახლა ისეთი ჩახლართულია ეს სიტუაცია, პასუხს ვერ მოსთხოვ ვერავის.
– ხანდახან ეგეც მოსაბეზრებელია, რომ ყველაფერში მართალი ვარ. და თან უკვე აღარ ვიცი, ვარ თუ არა… ყველასთან… – თვალებში შეხედა მეუღლეს, იმან სხვაგან გაატრიალა თავი მაშინვე. წამოიწია მოსაშორებლად, როცა საშიში გახდა ეს სიახლოვე და ეს სიტყვები. დაიჭირა გასაქცევად მომზადებული, თავადაც წამოდგა ფეხზე.
– მადლობა. – ხელის გულებზე აკოცა რიგ – რიგობით. შეისწორა ტანისამოსი, მიგდებული მობილურიც ჩაიდო ჯიბეში და ისევ მიუტრიალდა გაკვირვებულ ქალს. – კარი არავის გაუღო ხოლმე ეგრე მარტივად. მით უმეტეს ამ დღეებში და მით უმეტეს – ეგეთ ფორმაში. წავედი.
.
– რატომ არის სახლი ნაომარი? – ნიამ მოათვალიერა გარემო, პირდაპირ თათას ოთახში შეიჭრა. – ან შენ სად მიდიხარ?
– თორნიკე დაიჭირეს. მაგდასთან მივდივარ..
– თორნიკე? ხურცილავა? რატომ?
– შემოაკვდა ადამიანი. მეც არ ვიცი ნორმალურად, ახლა მივდივარ.
– სანდრომ იცის? – აედევნა უკან ნია.
– თავად ჩააბარა პოლიციას. – ჩუმად თქვა თათამ.
– ლისის მკვლელობაზე იძახი? – კართან გაჩერდა ამ კითხვაზე ქალი.
– ხო. იცი შენ რამე?
– მე მინდოდა…
– ნია! – კატეგორიული იყო თათა. – უბრალოდ არაფერს გეტყვი და მეტს არ გავიმეორებ!
– ვიცი, ხო. გიჟი ხომ არ ვარ!
გაღიზიანებული მიუჯდა საჭეს თათა. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა ახლა მაგდასთვის, თორნიკეს მშობლებისთვის, საერთოდ რომელი სიტყვა იქნებოდა ამ სიტუაციაში ღირებული.
ხურცილავები კერძო სახლში ცხოვრობდნენ. ხშირად იყო ეს სახლი მათი შეკრების ადგილი, ძალიან უყვარდა ბიჭების მშობლები, მაგდას გათხოვების მერე ხომ უფრო მეტად. ჭიშკართან უკვე იდგა სანდროს მანქანა. იქვე იდგა ნიკუშაც ტელეფონით ხელში, ახლო მახლო დასეირნობდა შერიფიც. დაინახა თუ არა თავისი ძველი პატრონი, მაშინვე გამოიქცა თათასკენ. კოცნით მიიხუტა ცხოველი გულში, თავზე სასაცილოდ წაეთამაშა ძაღლს. გაეღიმა ნიკუშას ამ სცენის დანახვისას.
– სალამი. – მიესალმა თათას და წელში გასწორდა. ძალიან თავაზიანი ბიჭი იყო.
– სალამი.
– ახლახან შევიდა. – თავით ანიშნა ბიჭმა. მიხვდა, ვისზეც იყო საუბარი და თავადაც შეაღო ჭიშკარი.
კართან იდგა სანდრო. კართან იდგა თორნიკეს დედაც – ლალი. ცრემლიანი, ტკივილიანი, გაგიჟებული და გულნატკენი.
– შვილივით მიყვარდი, – გაიგონა თუ არა ქალის ხმა, ინანა საერთოდ მოსვლა თათამ. – ჩემს შვილს დაადე ბორკილები? ასე გაიმეტე? ხომ იცი, რაც სჭირს. ხომ იცი, რომ ასეთი არაა…
– მაგდა შიგნით არის? – ვერ უპასუხა ქალს სანდრომ. – ორი წუთით ვნახავ.
– რათ გინდა მაგდა? რა უნდ უთხრა შენ? როგორ დაენახვები მას მერე, რაც წაიყვანე მისი ქმარი..
– ლალი დეიდა, მე… დაგიბრუნებ შენს შვილს, თუ ეგრე ძალიან გინდა. – ხმა ჩაიწმინდა სანდრომ. – მოგიგდებ აქ, მაგრამ ისევ იგივეს იზამს ეგ. ისევ გააგრძელებს იმას, რასაც აქამდე და უფრო უარესად შეარცხვენს თქვენი ოჯახის სახელს. ნუ დაგაბრმავებთ ის, რომ შვილია თქვენი. ჩემი ძმაკაციცაა, ძმაა, მაგრამ… პასუხი უნდა აგოს. ოცდახუთი წლისაა ის ბიჭი, ვისაც გაუყარა დანა მუცელში. მაგის მშობლებმა რა თქვან მაშინ? ისინიც მოვიდნენ და მეხვეწონ, შვილი გამიცოცხლეო?
მიიღო სილა სახეში საპასუხოდ. გული მოუკვდა თათას ქალბატონი ლალის მდგომარეობაზე. სანდროს ზურგს უკან დადგა და ითმინა ყველაფერი, ყველა ცეცხლმოკიდებული ისარი მისი გულისკენ დაუნდობლად მომავალი.
– გული არ გაქვს, შვილო, რა გჭირს? – გაეტირა ქალს ყვირილით. – რას მეუბნები? რას მარიგებ შენ მე… დედის ამბავი არ იცი მეტად? მთელი ცხოვრებაა მასზე მიწევს ფიქრი, არ მძინავს ღამე მშვიდად და შენ მეუბნები მე… რა გავაკეთო… მოშორდი აქედან!
– გამოდი აქეთ, ლალი. – ხელი ჩასჭიდა მეუღლეს უფროსმა ხურცილავამ. სანდროს გაუყარა თვალი თვალში. იმედგაცრუებაც იკითხებოდა ამ მზერაშიც და სადღაც პატარა საყვედურიც.
– ძმები ხართ თქვენ, სანდრო. – ამ სიტყვებში ჩაატია სათქმელი კაცმა.
– სანდრო! – მაგდაც გამოჩნდა კარებთან განადგურებული. ამას ნამდვილად ვერ გაუძლო სანდრომ, ვერ შეხედა. – მითხარი, რომ ეს ტყუილია.. ყველაფერი…
ხელებში მოიქცია მისი თავი სანდრომ. მოეფერა სახეზე, მოსწმინდა გადმოღვრილი ცრემლები და დაუკოცნა ორივე თვალი.
– შენ არაფერზე ინერვიულო, კარგი? – ეჩურჩულებოდა ხმადაბლა.
– აბა, რა გავაკეთო? – ატირდა და ჩაიკარგა მის ხელებში. – რა ვქნა ახლა…
– ბავშვზე იზრუნო უნდა. საკუთარ თავზეც პირველ რიგში. წაგიყვან დედასთან სიმშვიდეში, გინდა?
– არა. მარტო ხომ ვერ დავტოვებ ჩემებს. თათ… ხედავ, რა დამემართა? – გადაინაცვლა თათასკენ და ამჯერად მას მიეხუტა დაღონებული.
კრახით დამთავრებული შეხვედრის შემდეგ გარეთ გავიდა მატაბელი. სიგარეტი გამოძებნა მაშინვე და თვითონაც მიეყრდნო მანქანას ნიკუშას გვერდით. შერიფმაც მონახა ადგილი პატრონის ფეხებთან.
– ცუდად ჩაიარა? – თვითონ მოუკიდა სანდროს სიგარეტს ნიკუშამ.
– ვიცოდი.
– და მაინც მოხვედი? – გაეღიმა ბიჭს. – რას აპირებ?
– არ ვიცი. ვერ მოვიცლი ეს დღეები შენთვის, სხვას მიგაბარებ თუ გინდა.
– არ მინდა. – მაშინვე იუარა ერისთავმა. – აქ მირჩევნია. თან იქნებ რამეში დაგეხმარო.
– რაში უნდა დამეხმარო? – პირველად გაეღიმა სანდროს. – რას მთავაზობ?
– დარდის გაზიარებას. – წარბები აზიდა მრავლისმთქმელად. – ვხედავ, არავის ესმის შენი.
– შენ გესმის? – რგოლებად გაუშვა კვამლი ჰაერში, თითქოს მართალიც იყო ეს ბიჭი.
– მეც ხისთავიანი ძმაკაცები მყავს. უკვე ვეგუები იმ აზრს, რომ ოდესღაც მომიწევს მათ გამო ჩემს პრინციპებზე გადაბიჯება, მინდა თუ არა ეს. ეგ ალბათ ვალდებულებაცაა…
– ჩემს მთელ კარიერას წყალს გავატანდი, რომ ვიცოდე, გამოსწორდება. – ჩაეღიმა სანდროს.
– მშობლებისთვის ამის გაგება რთულია, ვიცი.
რამდენიმე წუთიანი სიჩუმე ჩამოდგა მათ შორის. არავის ელოდებოდნენ, უბრალოდ იდგნენ. თვალი გააყოლა კაცის თვალებს ნიკუშამ, ყოფილი ცოლის მანქანას უყურებდა რატომღაც.
– ის.. ისაა, ხო? – ვერაფრით შეიკავა თავი ბიჭმა.
– ის.. ვინ? – მიტრიალდა ბიჭისკენ.
– ცოლი. ყოფილი ცოლი. იმ გოგოს უფროსი და, ვისი თვალთვალიც მე მევალება? – ნიშნისმოგებით იკითხა ნიკუშამ.
– უკვე მოასწარი გაგება?
– როგორც კი დამავალეთ, იმ დღესვე მოვიძიე ნია ყიფშიძეზე ინფორმაცია. ხშირად დადის იმ სახლში, ამ დილით რომ ვიყავით. ანუ თავის დასთან…
– ეს ისედაც ვიცი, ნიკო, მისი უსაფრთხოება გევალება შენ მხოლოდ.
– დღეს დილით მისული ყოფილა ლისზე. მკვლელობის ადგილას. – ტელეფონით დაანახა სურათი ნიკუშამ, მართლაც იდგა ახლომახლო ნია ფოტოაპარატით ხელში.
– ეს.. საიდან?! – დაეძაბა გონება მატაბელს, მთელი დრო ერთად იყვნენ ის და ნიკუშა, როდის მოასწრო?
– მეც მაქვს რაღაც კავშირები. – გაეღიმა ბიჭს. – ხომ იცის, ვინც არის ბრალდებული?
– იცის, იცის… – დაისისინა სანდრომ. სახლის ეზოში შებრუნებას აპირებდა, თავად რომ გამოვიდა თათა.
– არ წასულხარ? – უცნაურად მოათვალიერა კაცი.
– ნია სად არის?
– სახლში დავტოვე. რატომ?
თავზე ხელი გადაისვა კაცმა. მაშინვე ხელებში ჩაუდო ტელეფონი ნიკუშამ, როგორც კი ანიშნა რაღაც მატაბელმა. დაანახა აღბეჭდილი ფოტო თათას, მერე ისევ დაუბრუნა მობილური თავის პატრონს.
– არ იცოდა, თორნიკე რომ იყო დამნაშავე. ვუთხარი დილით. შეეშვება. – მოკლედ აუხსნა თათამ.
– შეეშვას. ამასაც და სხვა დანარჩენსაც. ახლა ვერ ვიცლი მისთვის. ხომ ხედავ, მთელ დედამიწას უნდა გავუმკლავდე!
– ავუხსენი უკვე, სანდრო.
– შენ მაინც ნუ გამაგიჟებ. – უნებურად ჩამოადო ხელი მხარზე. – სახლში მიდიხარ?
– არა, დავრჩები ცოტა ხანი.
– როცა გეტყვი, მაგდას გამომიყვან? – თვალები დაიწვრილა სანდრომ, თითქოს ამოწმებდა ენდობოდა თუ არა ჯერ კიდევ ყოფილი ცოლი.
– შევეცდები. რას აპირებ?
– არაფერს. დაველაპარაკები.
– კარგი, შემატყობინე მერე, რა იქნება.
– მიდი. – უბიძგა ხელით შინისაკენ. ადგილიდან ვერ დაიძრა თათა, შერიფი შემოეხვია ფეხზე.
– კარგი, შერიფ, გამიშვი ახლა… – ღიმილით დაუკოცნა ყელი ძაღლს.
– დაიტოვებ? – იქვე ჩაიმუხლა სანდრო. – ვერ ვატარებ ეს დრო, გეყოლება?
– დავიტოვებ, კარგი.
– ყველაფერზე რატომ მთანხმდები? – ხელი გადაუსვა ძაღლის ზურგს. ენანებოდა დასატოვებლად.
– რა არ მოგწონს?
– შვილს გაბარებ და მოუარე. – ფეხზე წამოდგა, ჩააბარა ძაღლის საბელიც ქალს.
– პირველად ხომ არ ვიტოვებ.
– ჰო, შენ მისი დედინაცვალი ხარ. – თვალი ჩაუკრა მაინც დაღლილმა და მიუჯდა მგზავრის ადგილს. ახლა ვერ დაჯდებოდა საჭესთან. დიდი მოწიწებით დაემშვიდობა ნიკუშაც, თავად დაიკავა მძღოლის სავარძელი.
– კარგი წყვილი ყოფილხართ. – სასხვათაშორისოდ თქვა გზაში.
– ატ.რაკებ. – ჩაეცინა სანდროს, თან ტელეფონში ამოწმებდა რაღაცებს. – გადაუხვიე აქ, არ მივდივართ განყოფილებაში..
.
მაგდას ოთახის კარი ფრთხილად გამოიხურა. ძლივს დაიძინა ამდენი დამამშვიდებელი წამლის მერეც. ქალბატონ ლალის თავისი მეუღლე უზომავდა წნევას. მათე მოსულა ამასობაში სახლში. გარეთ გასვლა ანიშნა თათას. ბაღის სარწეველა სკამზე ჩამოსხდნენ გასაჭირში მყოფი მეგობრები, უკვე გაზრდილები და შეცვლილები ბევრად.
– ნახე? – წამოიწყო თათამ.
– არა. არ იყო განყოფილებაში, არ დამხვდა.
– ეს როგორ? – ენიშნა თათას.
– არ ვიცი, სად წაიყვანა სანდრომ. ვერ გავიგე, სად ჰყავთ.
– ცოტა ხნის წინ წავიდა, აქ იყო. – დააყოლა ჩუმად თათამ.
– ვიცი, თქვა დედამ. არ უთქვამს რამე?
– როდის ამბობს ეგ რამეს. – სხვაგან გაიხედა.
– მართალია. – დანანებით ჩაილაპარაკა ხურცილავამ. – არ მაქვს საყვედურის თქმის უფლება, მართალია ყველაფერში. ასეთ დროს არც უნდა იკადრო დახმარების თხოვნა. არ ღირს ჩემი ძმა ამდენად..
– მკურნალობამ არ უშველა?
– რამდენჯერაც დავაწვინეთ, იმდენჯერ გამოიქცა. ვერ უძლებდა. ბევრჯერ დაიხსნა სანდრომ ციხისგან, ისეთ სისულელეებს აკეთებდა. დარწმუნებული ვარ, ესეც სულელურად დაემართა… გათიშულს… მაგდამ რაო? – მოიკითხა რძალი მათემ.
– დაიძინა როგორღაც. ახლა ისედაც პირველი თვეები აქვს, ყველაზე საფრთხილო. შენ მაინც გაარიდე ამ სიტუაციას… არ შეიძლება ასეთი დაძაბულობა მისთვის. სახლში წავიყვანდი, მაგრამ შენების დატოვება არ უნდა.
– ესენი უფრო გააგიჟებენ. მოვიფიქრებ რამეს. ახ…. – მოისვა სახეზე ხელები. მიეხუტა თათა მეგობარს, ახლობელს, ყველაზე საიმედოს მათ სამეგობროში.
– გთხოვ, შენ არ უნდა გატყდე. – კეფაზე აკოცა თვალცრემლიანს, განადგურებულს. – დაუნდობელია ხანდახან შენი ძმაკაცი, მაგრამ, ხომ იცი, გამოსავალს იპოვის. რამეს იზამს.
– არ არის ვალდებული.
– მისთვის ძმასავით ხარ. – თვითონაც გაუტყდა ხმა თათას. – ვერ გამოხატავს ხანდახან, თუმცა ასეა. ალბათ ერთადერთი ხარ შენ, ვისაც ანდობს თავის ცხოვრებას, თავის საყვარელ ხალხს. ისიც მართალია ზოგჯერ, როცა ბრაზდება, შენ ხომ იცი, რამდენჯერ არ დაუფასდა, რასაც აკეთებს, რამდენჯერ აქცია საყვარელმა ადამიანმა ზურგი. უფლება აქვს, უბრაზდებოდეს თორნიკეს, მაგრამ უფლება არ აქვს მარტო დატოვოს ასეთ დროს. ეს მან იცის.
– და მერე იტყვი, აღარ მიყვარსო. – ჩუმად უპასუხა მის სიტყვებს მათემ. შუბლზე აკოცა თავად თათას. – თუ გაგიმხილა შენ მაინც ჩემი ძმის ადგილსამყოფელი, გამაგებინე. ერთი რომ არ ვუთავაზო, ეგრე არ გავუშვებ იმ ჯოჯოხეთში…
.
რამდენიმე დღე არ გამოჩენილა სანდრო. არ პასუხობდა ზარებს, არ დადიოდა სახლში, თითქოს აორთქლა. უკვე სერიოზულად ნერვიულობდა თათა, როცა არ ირეკებოდა მასთან. შერიფიც კი არ მოუკითხავს, როცა მაქსიმუმ ერთი საათით ტოვებდა პატრონი სხვასთან. არ უნდოდა მისი მშობლების აღელვება, ნანის ვერ ააფორიაქებდა ტყუილ – უბრალოდ, ამიტომ ისევ დალოდება არჩია. მათეც ვერ პოულობდა ადგილს, ვერც ძმას. თათაც მოჩვენებასავით დადიოდა სამსახურში, მხოლოდ მოვალეობის მოსახდელად.
შებინდებული იყო, როცა გამოვიდა ოფისიდან. მის ფეხებთან გააჩერა ნაცნობმა მანქანამ, სარკეც ჩამოიწია მძღოლის მხარეს.
– ცოცხალი ხარ? – ესღა ჰკითხა ყიფშიძემ და ჩამოიწია მისი სახის სანახავად. მარტო იყო.
– დაახლოებით. ჩაჯექი, წაგიყვან.
– მანქანით ვარ.
– ჩამიჯექი ცოტა ხანი. – ანიშნა თავით და შიგნიდან გამოუღო კარი. დაჯდომისთანავე აიწია რამდენიმე სანტიმეტრით მოკლე ქვედაბოლომ, ჩანთა დაიდო ოსტატურად მუხლებზე. არაფერი გამოჰპარვია სანდროს მაინც, გვერდულად გადმოიწია ცოლის დასათვალიერებლად.
– სად დაიკარგე? მშვიდობაა? – წამოიწყო თათამ. ამ მანქანაში კარგა ხანია არ ყოფილა. აღარ იყო მისი ტუჩის ფანქრები მიმოფანტული აქა – იქ.
– ამას ეძებ? – საიდანღაც გაჩნდა სანდროს თითებზე თათას ძირძველი წითელი პომადა. მხოლოდ ამან შეძლო ქალის გაღიმება, უნებურად მოდუნდა საკმაოდ დაძაბული.
– ინახავდი? – ცალი წარბი აზიდა მაცდურად.
– იმდენი იყო, ყოველ დღე ახალს ვპოულობდი.
– რა ხდება, არ იტყვი? – ააცალა ხელიდან თავისი ნივთი და მაშინვე შეინახა ჩანთაში. – სად გადამალე თორნიკე, ვერავინ რომ ვერ მიაგნო?
– არავინ გადამიმალავს. ციხეშია.
– ციხეში? მერე არ აქვს უფლება მათეს მოინახულოს?
– აუფ, ცოლმა გამიხურა… – ჩაილაპარაკა თავისთვის. – შერიფი სად არის?
– სანდრო!
– რა, საყვარელო, რა? – გაეღიმა და მკლავები შემოულაგა საჭეს. გვერდულად მოხედა სერიოზულ, დაქალებულ, გაწონასწორებულ ყოფილ ცოლს.
– მაგდა ნერვიულობს. ძლივს იძინებდა ეს დღეები..
– რატომ შემომჩივი მერე მე? – თვითონაც არ ჰქონდა დალხენილი ხმა სანდროს. – მე საერთოდ არ მიძინია, შემიცოდა ვინმემ?
– კარგი, რომ მორჩები ამ დამცინავ საუბარს, მერე ვილაპარაკოთ. – მანქანის კარის გაღება სცადა, მაგრამ მაშინვე ჩაირაზა ოთხივე ერთდროულად. ამოისუნთქა თათამ, არ უყვარდა ეს მომენტი – მოსალოდნელი კამათის.
– ქალი ხარ უკვე, მაგრამ მაინც შეგრჩა ეს ორწუთიანი ისტერიკები.
– შენ როდის მოიშლი ასეთ საუბარს? გამომწვევს..
– გოგო, რაში მჭირდება შენი გამოწვევა? აი, რაში?
– ისტერიკები კარგა ხანია არ მახასიათებს. არ იყო ამის შეხსენება საჭირო, როგორმე გაუშვი შანსი ხელიდან, რომ…
– ისევ გიყვარვარ? – გააწყვეტინა ხმადაბლა, თუმცა აშკარად ბევრჯერ გაისმა ეს კითხვა ქალის გონებაში.
– შენ? – თვითონაც ოდნავ მიტრიალდა მისკენ, თავადაც ზუსტად ისე მოათვალიერა მატაბელი, როგორც ის არ აშორებდა თვალებს.
– მოსწრებული პასუხები გისწავლია ჩემგან. – გაეღიმა სანდროს. – ასეთი უფრო მომწონხარ..
– მორჩა სისულელეებზე საუბარი თუ ვაგრძელებთ?
– გეპასუხა ჩემს კითხვაზე… – არ ნებდებოდა სანდრო. – საერთოდ არ გიყვარვარ? ოდნავადაც მაინც?
– არა. – ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა თათამ. – დაკმაყოფილდი?
– რატომ არ გყავდა არავინ მაშინ? – თვალი გააყოლა იმ ჩანთას, ძლივს რომ ფარავდა ქალის მოშიშვლებულ ფეხებს.
– შენ რომ გყავდა ძალიან ბევრი, გიყვარდა ისინი? – მიანათა მონაცრისფრო თვალები სანდროს ზღვისფერს, თითქოს ეს კითხვა დიდი ხანი აწუხებდა მის სულს.
– არც ერთი. არასდროს.
– მერე?
– ყველაში გეძებდი. – ღიმილით ამბობდა ამ ყველაფერს. – არც ერთი იყავი შენ.
– რად გინდა ეს საუბარი, ვერ ვხვდები…
– მჭირდება. ზოგჯერ მჭირდები იყო ჩემს გვერდით.
– ზოგჯერ?
– ისინი ყველა ზურგს მაქცევს ერთ დროს. – თავით ანიშნა სადღაც. – მაგრამ შენ, თათ… შენ რას იზამ?
– რა გააკეთე ასეთი, ამას რომ მეკითხები?
– რა მნიშვნელობა აქვს? – გადაარჩინა ის ფარ – ხმალივით მომარჯვებული ჩანთა გადავარდნას, შეუსწორა ფეხებზე მეუღლეს.
– რა გინდა, რომ გავაკეთო? რის გასაგებად მოაწყვე ეს საუბარი?
– ციხეში უნდა ჩავსვა. სხვა გზა არ მაქვს. – ამოღერღა როგორღაც ბოლოს. კარგად დააკვირდა მის რეაქციას.
– არ ვიცი, რა ვთქვა. – თითები ახლართა ერთმანეთში. – დიდი ხნით?
– მაგდა გამოიყვანე ხვალ დილით სახლიდან, მთელმა დინასტიამ რომ არ გაიგოს ისე ოღონდ. შევახვედრებ მის ქმარს.
– ასე გასაიდუმლოებულად რატომ? ნორმალურად ვერ ინახულებს საკანში?
– საკანში არ მყავს, თათა. – გაეღიმ სანდროს. – კლინიკაში დავაწვინე.
– კლინიკაში? – დაიჩურჩულა შვებისგან. ისე გაუხარდა, თვალები აუწყლიანდა.
– ამოვქექეთ კამერების ჩანაწერები, იმ ტიპის დანა იყო, პირველი ის დაესხა თავს. იმკურნალებს და იქვე მოიხდის სასჯელს. არ მკითხო, როგორ და რა ვქენი. უბრალოდ იცოდე, რომ ასეა.
– არ ეტყვი ლალის? – შეაპარა ხმადაბლა.
– თუ დამიკოცნის ნატკენ ლოყას, კი. – გულახდილად გაეცინა თათას. – ასე შენც არასდროს დაგირტყამს ჩემთვის.
– როდის დაგარტყი ერთი?
– როცა უაზროდ იეჭვიანე ჩემს თანამშრომელზე.
– რომელზე? ახლა რომ დაატარებ, იმაზე? – აათამაშა წარბები თათამ.
– ტყუილად არ გიეჭვიანია, ხედავ შენ? – აჰყვა თვითონაც ღიმილით. ძალიან დაღლილი იყო, ეს საუბარი კი უხსნიდა ყოველგვარ სტრესს.
– ჰო, თურმე მართალი ვყოფილვარ…
– არ მაქვს მაგასთან არაფერი. აქეთ ვევასები.
– მჯერა.
– რატომ ხარ სიტყვაძუნწი ჩემ მიმართ? – მოულოდნელად წაიღო ხელი და ჩამოიცილა ის ჩანთა, თათას მოსვლისთანავე რომ დაადგა თვალი. – ან ჩემს მერე რატომ დაამოკლე ეს კაბის სიგრძე?
– ეუფ. – გაეცინა თათას და ორი თითით გასწია მისი მტევანი. – აიღე შენი ხელები აქედან.
– საიდან? – ისევ დააბრუნა შიშველ მუხლზე და გამომწვევად შეანათა თვალები.
– სანდრო!
– ვიცი, რომ არავინ მიგიკარებია…
– სანდრო!
– მითხარი, რატომ. რატომ არასდროს გყოლია არავინ.
– შენ რა იცი? – ხელი დაადო მის თითებს გაღიზიანებულმა.
– შენ ის მკითხე, რა არ ვიცი მე შენზე. – მოეფერა რამდენიც შეძლო, ბოლომდე მაინც ვერ გაუბედა ისე, როგორც უნდოდა იმ საღამოს.
– ბევრი რამე არ იცი. – ცივად უპასუხა თათამ. ის ხელიც შეუშვა სანდროს თითებს, თითქოს არც ადარდებდა.
– მაინც? – დისტანცია დაიტოვა თავისთვის მატაბელმა.
– გგონია, რომ მაკონტროლებ ყველგან, ეგ ყველაფრის ცოდნას ნიშნავს?
– არ გაკონტროლებ.
– თუ ღმერთი გწამს…
– არ მწამს, არ იცი მეტად?
– კანონის უზენაესობა ხომ გწამს?
– არა, დავარღვიე დღეს. გავტეხე ფიცი.
– იდიოტი ხარ, – პირველად გაიგონა თათას კისკისი სანდრომ. ის ნატკენი ადგილი ამოავსო გულში ამ ხმამ, რომელიც სადღაც მიმალულად იყო ქალის მიერ დატოვებული.
– მითხარი, რა არ ვიცი…
– არაფერი, ყველაფერი იცი ჩემზე. მეტი ფიზიკურად არ არსებობს. – დანებდა თათა, არ უნდოდა ეს საუბარი გაგრძელებულიყო სხვანაირად, ისედაც მთელი ღამე მასზე ფიქრი უწევდა დღეს.
– რატომ არ თხოვდები? – წამოიწყო ისევ იგივე სანდრომ.
– რა პასუხს ელოდები ძალიან მაინტერესებს, ისევ მიყვარხარ – მეთქი, გინდა გითხრა?
– არა?!
– არა. – გაეღიმა თათას. – არავინ მაინტერესებს, მართლა. ვარ ჩემთვის. მშვიდად. არ მაწუხებს არც ქმარი, არც არავინ.
– არც მაშინ გაწუხებდა ქმარი. – ხაზი გაუსვა ბოლო სიტყვას.
– ეს არ მიგულისხმია.
– მეწყინა უკვე, ვერ უშველი.
– გაგივლის.
– ვერა. – გადმოხარა თავი მისკენ სანდრომ, ძალიან უნდოდა ახლა რამე გაეკეთებინა, რაც დაამშვიდებდა საბოლოოდ იმ ღამით. – არ მიშუშდება შენი დატოვებული იარები, თათ…
– დაღლილი არ ხარ? დაისვენე. წავალ მეც სახლში.
– თავს ნუ მარიდებ. დატკბი ცოტათი ჩემ მიმართ…
– პირდაპირ მითხარი, რა გინდა? – ღიმილით მიუტრიალდა თათა. – მართლა.
– შენი ბედნიერება. მართლა. – ხელის გულზე აკოცა ისევ, როგორც მაშინ. – შენ რომ არ გწყინდეს, ჩემი დანახვა, არ გახსენდებოდეს ის, რის გამოც მერიდები ხოლმე. არ უნდა მჭირდებოდეს ამის თქმა, მაგრამ ისეთი გაციებული ხარ ჩემ მიმართ… მგონია, რომ უკანასკნელი კაცი ვარ, ვისაც ოდესმე დაუკავშირდები, თუ რამე დაგჭირდება. მინდა, პირველი ვიყო. გესმის ახლა რა მინდა?! – ოდნავ გადაიხარა მისკენ. ყელზე აკოცა გაძეგლებულ ქალს, მოასწორა ყველაფრის გახსენება მისთვის და საკუთარი თავისთვისაც. თმაზეც ჩაავლო მოალერსე ხელი და მსუბუქად გადაუწია ზურგზე უკეთ დასანახად. ყველა მონატრება ჩააქსოვა იმ უბრალოდ შეხებაში და ისე მოიქცა, თითქოს ამის უფლება ჰქონდა. თითქოს, ამაშიც მართალი იყო…
უსიტყვოდ გაიხსნა დაკეტილი კარები. უსიტყვოდ გადავიდა თათაც. მანამ უყურა, სანამ არ დაიქოქა მანქანა, სანამ არ გაუშვა წინ. ცოტა ხანი მიჰყვებოდა მაინც, შეუმჩნევლად მიაცილა სახლამდე. დარჩა იქვე მის სადარბაზოსთან საპატიო ყარაულივით და დიდ ხანს იფიქრა თავად თათასთვის დასმული კითხვის პასუხზე: რატომ არ ჰყავდა არც ერთს არავინ……



ნაწილი მეორე
სანდროს დადებული პირობა, თითქოს დააცდიდა თათა სწავლის დამთავრებას, ფუჭი აღმოჩნდა. რამდენიმე თვეში რატომღაც აუცილებლად უნდა ჰყოლოდა ცოლი. ოცდახუთ წელს მიახლოებულ ბიჭებს ხომ ზოგადად ეგეთი სენი აქვთ – წლის ბოლოს არ უნდა გადააცილონ. მატაბელიც დაემგვანა ამ მხრივ სხვებს, თუმცა ერთ – ერთი მიზეზი, რატომაც უნდოდა ასე საჩქაროდ დაოჯახება, სიყვარული იყო.
ვერც კი გაიაზრა ისე იქცა მის ყოველდღიურობად თათა ყიფშიძე. იცოდა, მისი ლექციების განრიგი, გამოცდების დრო, გეგმები, – ყველაფერი, რაზეც ულაპარაკიათ. ხშირად დაჰყავდა თვითონ უნივერსიტეტში, მასთან ატარებდა თავისუფალ დროს, იცნობდა მის მეგობრებს, ოჯახს, ქალბატონ მაკასა და ნიას გულიც მარტივად მოიგო.
თავის მხრივ ხშირად დაატარებდა მის წრეშიც გოგონას. სწორედ მაშინ გაიცნო ხურცილავები, მაგდა და სხვა დანარჩენები. ამ წრეში ყოფნა უყვარდა თათას, ხშირად თვითონ სთავაზობდა სანდროს მათთან ერთად გასვლას გარეთ. აი, მისი სამსახურის ხალხი…. ის სისინა მდივანი და სხვა დანარჩენები დასანახად არ უნდოდა.
მათი ქორწილიც მეგობრებისა და ახლო ნათესავების წრეში აღინიშნა. ძლივს დაითანხმეს სანდრო „ვიწრო წრეზე“, ლამის მთელი დედაქალის მოპატიჟება უნდოდა, თუმცა აქაც გაჭრა თათას ხვეწნამ, როგორც ყოველთვის.
ქორწინებამ სულ რაღაც ორიოდე წელი გაძლო. ბოლო რამდენიმე თვე თითქოს გაგრძელება შეიძლებოდა. სანდრო უფრო და უფრო იძირებოდა თავის საქმეში, სამსახურში, ზოგჯერ ვერც იცლიდა დრო დაეთმო თავისი ცოლისთვის, ამის ფონზე კი ცხრამეტი წლის გათხოვილ გოგონას ხასიათი უფუჭდებოდა, მარტივად ბრაზდებოდა, ღიზიანდებოდა. ეს მარტოობაც ნერვებზე მოქმედებდა. მეგობრებთან როცა გავიდოდა, მუდმივად ამოწმებდა ტელეფონს, იქნებ ძველებურად გამოევლო სანდროს წასაყვანად, იქნებ ახლა მაინც გამოენახა დრო.
მერე დაიწყო საყვედურები.
ეჭვიანობები.
ის სისინა მდივანი ხომ პირს არ აჩერებდა არასდროს. თათასაც მეტი რა უნდოდა, ისედაც ეძებდა რამეს, რის გამოც ერთს კარგად გამოლანძღავდა. სინამდვილეში ამ ყველაფერს სულ თავიდან ჩაეყარა საფუძველი, როცა დაინახა, როგორი იდეალური ოჯახი ჰქონდა სანდროს.
ნანი დედამთილი კი არა, საუკეთესო მეგობარი გახდა მისთვის. მირანდა და დემეტრე – მეორე ოჯახი. სანდროს მამა ხომ საერთოდ ყველაზე მეტად უფრთხილდებოდა. ხშირად ფიქრობდა მამამისზე იმ პერიოდში, დედაზეც, არასდროს უნახავს ასეთი მოსიყვარულე მშობლები, როგორიც ჰყავდა თავის მეუღლეს. ეს ოჯახური იდილია იმდენად უცხო იყო მისთვის, ზოგჯერ თავს ზედმეტადაც კი გრძნობდა მათ შორის. გულს სტკენდა ის ფაქტი, რომ თვითონ ამ ყველაფრის ნაწილი იყო, ნია კი კარგი მამის ყოლის სურვილით იწვოდა.
იცოდა სანდრომ, რაც აწუხებდა ცოლს. იცოდა, რომ პატარა იყო ამ ყველაფრის გასაგებად. ერთხელაც, როცა მოვიდა გვიან სახლში, ანთებული დახვდა ოთახში სინათლე. ეს ის პერიოდი იყო, როცა თათა სულელურ ისტერიკებს აწყობდა სანდროს მოსალოდნელ ღალატთან დაკავშირებით.
საეჭვოდ მშვიდი იყო გოგონას სუნთქვა. მიუწვა გვერდით მონატრებულს, თუმცა განზე გაიწია თათამ.
– იკადრე მოსვლა? – უხეშად გააშვებინა ხელი და ბალიში ჩადო იმ პატარა მანძილზე.
– არ დაიწყო, გთხოვ.. – იმ ბალიშშივე ჩარგო თავი მატაბელმა. – ძალიან დაღლილი ვარ.
– რას ინებებ? ცხელი აბაზანა ხომ არ გესიამოვნება?
– თათა… – გაეღიმა მაინც, სცადა არიდება ამ კამათის. – გამეცი პასუხი.
– რა გინდა?
– საუბარი.
– რაზე? – მოტრიალდა გაღიზიანებული. – რაზე გინდა საუბარი? რატომ ვარ გაბრაზებული? იცი მშვენივრად რატომაც.
– აააახ… – ბალიშში თავჩარგულმა ამოიოხრა უკმაყოფილოდ. – გატარებ თუ გინდა ჩემთან ერთად და დაისვენებ. გინდა ეგრე?
– მერე იმ შენს მდივანს რა ეშველება..
– რატომ შეეცი მაგ ჩემს მდივანს? ვინ გითხრა ან საიდან მოიტანე?
არაფერი უპასუხა თათამ. მიტრიალდა მეორე მხარეს და თვალები დახუჭა.
– ბავშვივით ნუ იქცევი. – გაეპარა სიტყვები სანდროს. – ნუ მათქმევინებ ისეთ რამეს, რაც არ მოგვეწონება არც ერთს.
– დიდივით მოქცევა როგორ უნდა? – დაეტყო ცრემლები შესუსტებულ ხმაზე. – რატომ მომიყვანე მაშინ ცოლად, თუ ბავშვი ვარ შენთვის?
– თათა, უკვე სისულელეს ამბობ.
– სისულელეს ვამბობ, ბავშვივით ვიქცევი, მხოლოდ შენ ხარ სწორი..
– ყველაზე არასწორი ვარ. – მიადო თავი წელზე. – ვცდილობ დროის გამონახვას, მაგრამ ის დრო მაინც სულ მეჩხუბები.
– მე მქონია ბოდიში მოსახდელი… – უხეშად მოიწმინდა ჩამოგორებული ცრემლი. – მაპატიე, სან, აღარ ამოვიღებ აწი ხმას..
– ნუ ტირი, გეხვეწები. – წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც აეკრა ზურგზე. თავისკენ მოსწია გაბრაზებული ცოლი და კისერში აკოცა ღრმად. – რამდენ ბოდიშზე მომეტევება ეს უღმერთო საქციელები?
– არც ერთზე. – დაისლუკუნა და მაინც ქმრის მკლავებში ჩაესვენა დასაძინებლად.
..
სანდროზე გაბრაზებულმა მირანდას მიაშურა მაშინვე. ის არასდროს თაკილობდა ძმაზე საყვედურების მოსმენას, ნანის კი ვერ უბედავდა თათა შვილის მსგავსი სიტყვებით დახასიათებას. გაუფრთხილებლად მიადგა მის კარებს.
ისედაც ღია კარი დემეტრემ გააღო.
– დემე? – უნებურად გადაავიწყდა ყველა ბრაზი ბავშვის დანახვისას, უჩვეულოდ მოწყენილი და დაღვრემილი ეჩვენა თათას.
– თათუ. – დაიბუტბუტა ორი წლის დემეტრემ და პატარა თითები შემოჰხვია ბიცოლას კისერს.
– დედა სად არის? გაბრაზებული რატომ ხარ ან?
– თათა? – გამოჩნდა სამზარეულოს კარში მირანდა. თმა უფარავდა თითქმის ნახევარ სახეს, ენიშნა თათას მის უცნაური მდგომარეობა – თითქოს არ გახარებია რძლის დანახვა.
– როგორ ხარ, მირა? – ბავშვიანად გაიწია მისკენ, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიწია ქალმა.
– კარგად. რამ მოგიყვანა? ხდება რამე? – ნერვიულად მიმოფანტა ნივთები სამზარეულოში, ზურგით დადგა ონკანთან და ჭურჭლის რეცხვა დაიწყო.
ძირს დასვა ბავშვი თათამ. სათამაშოებისკენ დააკვალიანა და თვითონ გვერდით ჩამოუდგა ქალს.
– რა გჭირს? – ფრთხილად გადაუწია თმა სახეზე. გამოჩნდა მისი ნაწვალები ლოყა, ნატკენი კანი და ცრემლიანი თვალები. გული მოუკვდა თათას. მოეფერა თითებით დაკაწრულ ლოყაზე და მსუბუქად აკოცა დასაამებლად.
– არაფერი. კარგად ვარ…
– სად არის? სად არის დიტო? – ჩურჩულებდა გოგონა, არასდროს უფიქრია, რომ დიტოს ამის გაკეთება შეეძლო, რომ ის მირანდას.. სხვას ყველას, მაგრამ მირანდას ავნებდა რამეს.
– სამსახურში.
– რამდენი ხანია ეს გრძელდება? – გადაუკეტა ონკანი, ძალით ჩამოსვა სკამზე.
– რამდენიმე თვე.
– რაა?! – ამოიყვირა გოგონამ. – კი მაგრამ, რატომ? რა უნდა?
– არ ვიცი, თათ.. გთხოვ, სანდროს არაფერი უთხრა. ხომ იცი, მოკლავს.
– რას ნიშნავს, არაფერი ვუთხრა? ახლავე დავურეკავ და მოვიყვან. შენ კი განქორწინების საბუთებზე ხელის მოსაწერად მოემზადე… – ტელეფონი მოიმარჯვა ხელთ, ეგრევე აპირებდა სანდროსთან დარეკვას, თუმცა თავად გადაიფიქრა.
თვალები გადმოსცვივდა კინაღამ მირანდას, იმდენად შეაშინა სანდროს სახელმაც კი. გულზე მიიდო ხელი, სუნთქვის დარეგულირებას უშედეგოდ ცდილობდა, ცრემლები წამოუვიდა, კანკალი აუვარდა… თათა კარი მოხურა, დემეტრეს რომ არ დაენახა ეს ყველაფერი.
– მირა! არ დავრეკავ.. არსად დავრეკავ, უბრალოდ გამოფხიზლდი.. – ხელი მიუტყაპუნა ლოყაზე მსუბუქად კრუნჩხვებში ჩავარდნილ ქალს.
– არ უთხრა სანდროს… მოკლავს… – ბურტყუნებდა შიგადაშიგ.
– არ ვეტყვი. არაფერს ვეტყვი. – წყლით მოუსუფთავა სახე, ნელ – ნელა ფერიც დაუბრუნდა თითქოს. დაალევინა ჭიქით ხელში. ცხელმა ოფლმა დაასხა, ორივეს გულისცემა ისმოდა ოთახში.
– აქ დავრჩები ამ საღამოს. – თავისას იძახდა თათა. – ყოველ დღე აქ ვიქნები. არსად წავალ. გთხოვ, გაცილდი… ვუჩივლოთ… – ჩაიმუხლა მასთან, მოიქცია მისი ხელები თავისაში, ატირდა ცალკე მირანდა, ცალკე თათა, ცალკე დემეტრემ მორთო ზლუქუნი მეორე ოთახში მარტო დარჩენილმა.
– დემე… – გამოვიდა მის დასამშვიდებლად თათა, თუმცა უკვე მამამისს ჰყავდა მკლავებში მოქცეული.
– თათა? შენ ხარ? – ღიმილით მიესალმა დიტო. გაქვავებული გოგონა გადაკოცნა, ვითომ არაფერი და ცოლს გადააბარა პატარა დემეტრე.
– ხო, მე ვარ. – ცივად მიუგდო ორი სიტყვა. მარტო დარჩენას ელოდებოდა თავდასასხმელად.
– როგორ ხარ, საყვარელო? – შუბლზე აკოცა მირანდას. თვალებს ვერ უჯერებდა თათა, რას შვრებოდა ეს მანიაკი?!
– კარგად, მადლობა. – დაიბუტბუტა მირანდამ, მკერდზე მიიხუტა დემეტრე და ცალკე ოთახში გავიდა.
დიტო სანდროს საყვარელი ნათესავი იყო, საყვარელი სიძე. ალბათ ამიტომ უფრო გაუჭირდა დაეჯერებინა თათას მირანდას სახეზე დაჩნეული მისი ხელი.
– წამოდი, ვილაპარაკოთ. – თავად გამოიჩინა ინიციატივა დიტომ. აივნის კარი გამოაღო და გაატარა გოგონა.
– ნამდვილად გვაქვს სალაპარაკო. რას ნიშნავს.. მირანდას მდგომარეობა? – ჯერ კიდევ ნამტირალევი ხმა ჰქონდა თათას. დიტოს თბილად გაეღიმა მის მბრძანებულ კილოზე.
– ძალიან ვაფასებ, ასე რომ იცავ. და არ მინდოდა გაეგო ვინმეს ეს ყველაფერი, მაგრამ, რადგან ნახე ასეთ მდგომარეობაში, მოგიყვები.
– რა უნდა მომიყვე, დიტო? რატომ დაარტყი ხელი შენი შვილის დედას?
– არასდროს ამიწევია მასზე ხელი. – კატეგორიულად იუარა კაცმა. – თავად გააკეთა. გჯერა?
– რაა?! – გაეცინა თათას.
– მირას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, თათუ. მძიმე ფსიქიკური პრობლემები, არ იცის, რას რატომ აკეთებს. საკუთარ თავს იზიანებს და მე მაბრალებს. ექიმთან ძლივს წავიყვანე, როგორღაც მოვახერხე და დავითანხმე. ახლახან დავიწყეთ კურსი, წამლები დაუნიშნა, თუმცა როცა მე არ ვარ, არ სვამს და ხდება ეს.. – თავით ანიშნა იმ ოთახისკენ, სადაც იყო ახლა მირანდა. – სამსახურს თავს ვანებებ, მინდა, მასთან ვიყო ხშირად. არ მინდა ეს ვინმემ იცოდეს… ხომ იცი, მერე მთელი სანათესაო უნდა ჩაერიოს და არ არის ეს მისთვის კარგი. მეცოდინება მე, მის ქმარს და ახლა უკვე შენც… სანდროს ველაპარაკე დღეს, მაგრამ არ მითქვამს, არც ვაპირებ, არ არის საჭირო ვინმემ იცოდეს ის პრობლემები, რასაც მალე მოვაგვარებ. ვუთხარი, რომ ცოტა ხნით დასასვენებლად მივდივართ… გესმის ახლა?
– შენ.. ამას სერიოზულად ამბობ? – უფრო მეტად ატკივდა გული თათას. გახარებოდა თუ სწყენოდა ვერ გაეგო, რომ მოძალადე არ აღმოჩნდა დიტო. – არასდროს მსმენია მირანდას თუ რამე დარღვევები ჰქონდა… რამ გამოიწვია?
– არ ვიცი. ეს.. ბუნებრივად მოხდა მის ორგანიზმში. რაო, რა გითხრა? მე დამაბრალა? – სევდიანად გააქნია თავი და მოუკიდა სიგარეტს. თათას გული მოეწურა ამ სიტუაციაზე.
– ჰოო. მეგონა…
– კარგი რა, – გაეღიმა დიტოს. – ეგეთი გგონივარ?
– არ მგონიხარ და ამიტომაც… სანდროს ვუთხრათ მაინც დიტო, მისი დაა.
– სანდროს გადამეტებული მზრუნველობა უფროა შეაშინებს ახლა მირანდას, ხომ იცი ეს.
– ჰო, სანდრო მართლა გაგიჟდება. არ ვიცი, არ მსიამოვნებს, რომ ეს ფაქტი უნდა დავმალო.
– შეხედე, – ანიშნა ოთახში გამოსული მირანდასკენ, ვისაც აღარ ეჭირა დემეტრე მკლავებში, მაგრამ ხელები ისე ჰქონდა მოქცეული, თითქოს კვლავ ეკავა ბავშვი. რაღაცებს ეჩურჩულებოდა ცარიელ სივრცეს, ეფერებოდა არარსებულს…
– ღმერთო ჩემო, – უნებურად დასცდა გოგონას. – ეს რას ნიშნავს?
– ელანდება რაღაცები. გთხოვ, არ გინდა ეს… არ მინდა, ასეთი ვინმემ ნახოს.
– კარგი. – დათანხმდა უნებურად. მოიწმინდა ცრემლები. – არ შემიძლია ამის ყურება. მეტყვი ყველაფერს, რასაც ექიმი იტყვის?
– რა თქმა უნდა. შეგატყობინებ.
– კარგი, წავალ მე.. აქ იქნები?
– ნუ გეშინია, არ მოვცილდები გვერდიდან.
– თათუ, მიდიხარ? – ღიმილით გამოვიდა ოთახში მირანდა. – ნამცხვარი გამოგიცხვე!
– მართლა? – გაუხარდა თათას გულწრფელად, შეაბიჯა სამზარეულოში. ცარიელი თეფში მოემარჯვებინა ქალს ხელებში.
– შენ რომ გიყვარს ისაა.. შოკოლადის..
– ჰო, ზუსტად ისაა. – დაიჩურჩულა ტირილით და ვითომ მართლა აიღო ერთი ნაჭერი. – წავალ მე, გინახულებ ამ დღეებში ისევ.
– მოიცადე, გაგატან და სანდროს წაუღე. ხომ იცი, როგორ უყვარს ჩემი გაკეთებული საჭმელები…
– კარგი, წავუღებ. – გამოართვა პარკში ჩადებული ცარიელი თეფში და გულდაწყვეტილი გაუდგა გზას.
ასეთი რამ არასდროს უნახავს. ასე არასდროს სტკენია გული.
იმ დღეს ყველაფერი უჩვეულო ხდებოდა – სანდრო სახლში დახვდა დივანზე მიწოლილი. გადაავიწყდა ყველა ბრაზი, დამწუხრებული მიუწვა გვერდით და ზურგზე მიეხუტა.
– მეჩვენება? – გაეღიმა მატაბელს და გულმკერდზე დაიწვინა ცოლი. – რა მოხდა?
– არაფერი. მომენატრე. – ყელში შეუძვრა ქმარს, გულზე დაადო თავი და თვალები მიხუჭა.
– გუშინ ღამით საზღვრებს ვინ მიწესებდა? – ჩამოუშალა თმა და ახლართა თითები მასში.
– რატომ ხარ სახლში?
– ადრე გამოვედი დღეს, გავითვალისწინე შენი შენიშვნები.
– სამართლიანი შენიშვნები.
– წავიდეთ სადმე? – თბილად კოცნიდა შიგადაშიგ თავზე. – არ გშია?
– მეზარება. ვიყოთ სახლში. – უფრო მეტად გაეხვია მის მკლავებში, გასვლა კი არა, საერთოდ არ უნდოდა არაფერი თათას.
– კარგი, ვიყოთ… – ოდნავ ააწევინა სახე, მაგრამ გაუძალიანდა თათა. – რა გჭირს, პატარავ, რამე მოხდა?
– არაფერი. გამოცდებზე ვნერვიულობ.
– ნუ მატყუებ.
– არ გატყუებ.
– მატყუებ და ჯობია, მითხრა.
– ოოო, ნუ გაუბერე ახლა შენებურად. დღეში ერთხელ გხედავ და მაშინაც მეჩხუბები.
– გეჩხუბები? მე? – ოდნავ წამოდგა სანდრო ღიმილით. – ჩვენს შორის ყველაზე დაჩაგრული ვარ…
– მაინც რითი ხარ დაჩაგრული? – გადმოედო მისი სითბო თათას, ასე ხდებოდა ყოველთვის, მხოლოდ სანდროს შეეძლო მისი დამშვიდება.
– მოფერების უფლება არ მომეცი გუშინ. – გაახსენდა და სიგარეტი ამოიღო კოლოფიდან.
– დაიმსახურე.
– რატომ, თათ? წამოვალ სამსახურიდან და დაგიჯდები სახლში, ერთად ვიაროთ ვაკეში და დავესწროთ შენს ლექციებს. მერე სესილისთან ერთად ყავაზეც ჩავიაროთ და…
– უკვე მაბრაზებ. – გააწყვეტინა შუაში წინადადება.
– მეც. – აღარ იყო სანდროს ხმაც ძველებურად თავაზიანი, თითქოს უცაბედად გადავიდა სერიოზულ საუბარზე მათი დიალოგი.
– რაში გჭირდება ისეთი სამსახური, რომელიც ხელს გიშლის ყველაფერში? – თავად წამოჭრა ეს თემა თათამ, სანდრომ შუბლი მოისრისა სიგარეტიანი ხელით. როგორ არ უყვარდა ეს თემა, ეს ახსნა – განმარტება.
– ხელს მიშლის რაში… შენთვის კარგი ქმრობის გაწევაში? – გადმოხედა გვერდულად მეუღლეს.
– თუნდაც.
– რითი ხარ მაინც უკმაყოფილო? ხომ აგიხსენი, რომ სერიოზული საქმე მაქვს აღებული, ერთი – ორი თვე გადარბენები მექნება, მერე ძველებურად დავუბრუნდები ჩვეულ რეჟიმს.
– შენი საქმეები არასდროს ილევა, სანდრო.
– ჩემი საქმეები ასე განერვიულებს? – სულ ოდნავ აუწია ტონს, მიანიშნა თათას ბეწვი ხიდთან სიახლოვე. – თუ სხვა ვინმე უფრო გაღელვებს შენ? შენი გამოგონილი ვარაუდები..
– მე არაფერს ვიგონებ.
– მშვენივრად იცოდი, ვისაც მიჰყვებოდი ცოლად. – დააფერფლა საფერფლეზე ნამწვი და კარგა ხანი გაწელა წინადადების გაგრძელება. – ხომ მოგიყევი ჩემს ცხოვრებაზე ყველაფერი… იცოდი, რომ ასეთი დღეებიც გელოდება…
– კარგი, არ მინდა ამაზე საუბარი. – წამოდგომას აპირებდა, მაგრამ ისევ დააბრუნა ადგილზე.
– არა, ვისაუბროთ. ამდენი ტყუილად ხომ არ იწუწუნე? ამ საუბარს არ ელოდებოდი შენც?
– ვიჩხუბებთ ტყუილად. შენ არ გესმის მე რა მაწუხებს. – ჩაიბურტყუნა თავისთვის, მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები.
– მომიყევი მაშინ. გამაგებინე. რას ვაშავებ… – ვერ გაუძლო და მოჰხვია ხელები ფეხებზე, ჩაისვა კალთაში გულნატკენი ცოლი. მსუბუქად აკოცა ლოყაზე.
– არასდროს მიმატოვო. – დაიჩურჩულა მის ყელთან. – მამაჩემივით არ მოიქცე. ზურგი არ მაქციო.
– დაწყნარდი, – მიეალერსა ზურგზე. – და ნურავის მადარებ. იმის უფრო მეშინია, რომ შენ მიმატოვებ, ისე მემუქრები ხოლმე.
– ტყუილად ვარახუნებ, ხო, მაგ სიტყვებს? – სლუკუნით ამოილაპარაკა თათამ.
– არა, ვიმახსოვრებ, მერე გამომადგება სადმე.
– დამპალი ხარ. – მსუბუქად მიარტყა ხელი. – რატომ სარგებლობ ჩემით…
– მეტყვი, რა გჭირდა ხუთი წუთის წინ თუ გავიგო ჩემით?
– როგორ გაიგებ? ტვინში შემომიძვრები? – გამომწვევად აათამაშა წარბები თათამ.
– ტვინში არა, მაგრამ მაგ მაისურში შემოვძვრები ნამდვილად.
– თან მშიერიც ხარ.. – გაახსენდა თათას და აჰყვა მის „დახვეწილ“ იუმორს.
– და თან გაუმაძღარი…
– ცუდი შემთხვევაა.
– არაფერი გვაქვს საჭმელი? – წამოდგა ფეხზე და თან გაიყოლა ცალი ხელით პოტენციური „ვახშამი“. – არაფერს შემომთავაზებ?
იმ დღეს ალბათ ბოლოჯერ გაუღიმეს ერთმანეთს.
.
მომდევნო რამდენიმე დღე აკითხავდა მირანდას. ზოგჯერ ჩვეულებრივ მდგომარეობაში ხვდებოდა, ზოგჯერ იმ არარსებულ საჭმელებს გამოუტანდა ხოლმე. დიტოსთან ხშირად საუბრობდა თათა, დეტალურად ეკითხებოდა მისი მკურნალობის ამბებს. შეაპარებდა ხოლმე სანდროს ინფორმირების შესახებ, მაგრამ კატეგორიულად წინააღმდეგი იყო თავად დიტო. არ სურდა თავისი ოჯახური პრობლემები ვინმეს ცოდნოდა, ვერაფერით დაითანხმა თათამ და შეეშვა ბოლოს.
ეს ყველაფერი რამდენიმე კვირას გაგრძელდა. მატაბელი დატვირთული გრაფიკის გამო მოსანახულებლად კი არა, დასარეკადაც ვერ იცლიდა დისთვის, კარგა ხნის გამგზავრებული ეგულებოდა.
ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო მატაბელების სახლში. ნანის ესტუმრნენ, იქ დარჩენა გადაწყვიტეს იმ ღამით. სანდროს გვერდით იჯდა თათა, ტელევიზორს უყურებდნენ ერთად, ტელეფონი როცა განათდა და გამოჩნდა მასზე სახელი: მირა. თვალი გააყოლა აივანზე გასულ მეუღლეს სანდრომ, ბოლო დროს უჩვეულო საქციელებით დაჯილდოებულს. ჩუმად უპასუხა „საზღვარგარეთ“ წასულ მულს.
– თათა… მიშველე… – ტიროდა მირანდა. – მიშველე, მომკლავს..
– რა ხდება, მირა? რა გჭირს? – გულზე მიიდო ხელი თათამ, როგორ ვერ უძლებდა მის ასეთ მდგომარეობას.
– დემეტრე წაიყვანე.. მოდი, გთხოვ, გევედრები, არ ვიცი რა ვქნა.. მომდევს..
– საყვარელო, არაფერია, დამშვიდდი. ღრმად ისუნთქე… – არიგებდა მობილურად თათა, თან მალიმალ იხედებოდა შინისაკენ, ვაითუ გაეგო ეს საუბარი ვინმეს.
– შენ არ იცი.. შენ არაფერი იცი. – ტიროდა მირანდა.
– დედუ, რა გჭირს სახეზე? გტკივა? – გაისმა დემეტრეს ატირებული ხმა. შუბლზე მოისვა ორივე ხელი თათამ.
– მამი, აქ რა გინდა? – გაჟღერდა დიტოს მშვიდი, ტკბილი ხმა. თათას რაღაცის იმედი მიეცა, თითქოს მისი გამოჩენით მაშინვე კარგად გახდებოდა მირანდა.
– გაეთრიე! – დაიყვირა მირანდამ. – ბავშვს ხელი გაუშვი!
– რა გჭირს, პატარავ? – ტელეფონის შრიალის ხმა გაჟღერდა. – რა გატირებს?
– დიტო? – იმედიანად შესძახა თათამ.
– ჰო, თათუ, მე ვარ.. – კარის საკეტი გადატრიალდა, დემეტრეც აღარ ტიროდა მეტს. დიტო გარეთ გავიდა. – დღეს არ მიუღია წამლები და ცუდად გახდა.
– იქნებ, წამლები საკმარისი არაა.. იქნებ, ნორმალური მკურნალობა სჭირდება, სადმე ექიმების გარემოცვაში.
– ეს უფრო ცუდად იმოქმედებს მასზე. ველაპარაკე მის ექიმს, სახლში ყოფნა მირჩია.
– ღმერთო, ჩვენებთან ვარ და არ ვიცი.. საშინლად ვგრძნობ თავს, ამას რომ ვმალავ!
– ძალიან გთხოვ, თათ.. .ეს არ არის ისეთი ამბავი, ყველამ რომ იცოდეს. მით უმეტეს ისეთმა ემოციურმა ქალმა, როგორიც დედამისია.
– ჰო, ვიცი. უბრალოდ… სანდროს მოტყუება არ მიყვარს. – ჩაამატა და გაჰხედა ქმრის ზურგს.
– ისედაც თავზე საყრელად აქვს საქმეები, გონებას ვერ გავუფანტავთ ახლა… ღამე მშვიდობის, თათა.
– აბა, შენ იცი, დიტო. ყველაზე ძვირფასი გაბარია.
შეუმჩნევლად გაიპარა აბაზანაში. კარგად მოიოხა გული ტირილისგან, ბევრჯერ შეამოწმა სარკეში საკუთარი თავი და დასაძინებლად შეწვა. მალევე გაიღო ოთახის კარიც. შემოიტანა ნაცნობი სურნელი ოთახში მატაბელმა და დაწვა ცოლის გვერდით.
– ვის ელაპარაკებოდი წეღან? – იშვიათი ტონი ჰქონდა, თითქოს ცოლთან კი არა დამნაშავესთან საუბრობდა დაკითხვაზე.
– სესილის.
– სესილის. – გაიმეორა სანდრომ ცივად. – რომ მატყუებ, ამას უკვე ვხვდები.
– არ გატყუებ.
– ორი წუთი არ დამჭირდება იმის გასაგებად, ვისთან გააბი ეგ ზედმეტად ემოციური საუბარი წეღან. უბრალოდ შენ მინდა ამბობდე. შენით.
– ჩემი არ გჯერა? – წყენით გააყოლა სიტყვებს ცრემლი.
გადმოიხარა მისკენ სანდრო. მოაშორა ცრემლები თვალებზე და შუბლზე აკოცა თბილად.
– არა.
.
გათენდა თუ არა, არც გახსენებია უნივერსიტეტის გამოცდა, ისე აიღო გეზი მირას სახლისაკენ. სანდრო, რა თქმა უნდა, დილიდან სამსახურში იყო წასული და ხელს არ შეუშლიდა. გზად გაიყოლა მირანდას საყვარელი ორცხობილები, დემეტრეს პატარა მანქანაც უყიდა უცებ მარკეტში და კართან დადგა იმის იმედით, რომ დღეს ყველაფერი უკეთ იქნებოდა.
კარი ღია აღმოჩნდა.
ნელა შევიდა მისაღებ ოთახში. თითქოს არავინ იყო სახლში, მაგრამ თან ვიღაცის მძიმე სუნთქვა ესმოდა. ხელიდან გაუვარდა ის ორცხობილებიც და ის საყვარელი მანქანაც სისხლის გუბეს შეერია იატაკზე.
– თათუ, შენ ხარ? – გაისმა დემეტრეს წრიპინა ხმა. დედის სისხლიან ფეხებთან იჯდა და სათამაშო გემს დაატარებდა იმ სისხლიან გუბეში.
– მირა.. – ბავშვი ერთი ხელის მოსმით გასწია გვერდზე. მირანდას ჩაავლო სახეში ხელები და მის გამოფხიზლებას შეეცადა. – მირა!
– თათა? – და ზურგს უკან გაჟღერა მისი სახელი ყველაზე სხვანაირად იმ დღეს. ფერგადასული სანდრო მატაბელი გაჩხერილიყო კედლებს შორის და დის ცოცხალ – მკვდარ სხეულს უყურებდა დაშტერებული.
– სასწრაფოში დარეკე… სასწრაფო… სასწრაფო გვინდა… – ჩურჩულებდა თათა.
– რა ჯანდაბააა? – ამოიყვირა სანდრომ. პულსი შეუმოწმა მაშინვე თავის დას, ვენები ჰქონდა გადახსნილი. – ეს რა არის, ღმერთო, რა?!
ძლივს აკრიფა სამი ციფრი მობილურზე თათამ. დემეტრე სხვა ოთახში გაიყვანა მაშინვე, გაგიჟებული სანდრო რაღაცებს ადებდა მაჯაზე თავის საყვარელ, ერთადერთ დედმამიშვილს. სასწრაფომ გაიყვანა ულამაზესი მირანდას ყველაზე დამახინჯებული სხეული. უკან გაჰყვა სანდრო. თათამ სააბაზანოს მიაშურა დემეტრეს პაწაწინა ხელებისთვის სისხლის მოსაშორებლად. მერე სარკეში ჩაიხედა თავად. იქვე იდო მირანდას წამლები… აკანკალებულმა მოძებნა ინტერნეტში რამდენიმეს დასახელება. მიხვდა, როგორ გამოაშტერეს. მიხვდა, რომ მირანდას ფსიქოლოგიური პრობლემები ხელოვნურად გამოგონილი ამბავი იყო..

იმ დილით სპეციალურად გამოჰყვა თავის ცოლს სანდრო. აინტერესებდა, რას მალავდა ასე საგულდაგულოდ გოგონა. ასე აღმოჩნდა თავისი დის სახლში მის გამოფიტულ სხეულთან მგლოვიარე.
საავადმყოფოში ყველა ყირაზე დადგა. მალხაზი არც ექიმად ვარგოდა იმ დღეს, არც ადამიანად. ნანი ხომ საერთოდ ფეხზე ვერ დგებოდა. ვერავინ გააანალიზა, ამდენი რაღაც როდის ან როგორ მოხდა. სანდროს რაზე უნდა ეფიქრა ამასაც ვერ ხვდებოდა, გონებაში ერთდროულად იჭედებოდა რამდენიმე ადამიანის სახელი. არ შორდებოდა გონებიდან მირანდას ვენებ გადახსნილი სხეული, მისი დალურჯებული სახე.
თათაც შეუერთდა ოჯახს. დედამთილთან ჩამოჯდა ატირებული, ხელები დაუკოცნა ქალს. სანდრომ პირველად იგრძნო ასეთი ზიზღი ცოლის მიმართ, ასეთი იმედგაცრუება.
– დემეტრე სად წაიყვანე, თათა? – ძლივს მოაბა თავი ამ წინადადებას ნანიმ.
– ჩემს დასთან დავტოვე.
– ვაი, საცოდავი დედაშენი, მირა… – ატირდა ქალი. – მეგონა, დასასვენებლად იყო წასული.. მეგონა ბედნიერი იყო…
– მატაბელი მირანდა, – დაიძახა ექიმმა და პირდაპირ ხელი ჩამოართვა მალხაზს. – შენი შვილია ის გოგო, მახო?
– მითხარი ახლა… მითხარი, რომ კარგად არის.
– კარგად გახდება აუცილებლად. მოძლიერება სჭირდება ორგანიზმს. დაზიანებული ვენებიდან სისხლდენა შევაჩერეთ შემდგომი გართულებების პრევენციით. ამჟამად სტაბილური მდგომარეობაა. რაც შეეხება სხვა ფიზიკურად დაზიანებებს… – ჩაახველა კაცმა.
– რა დაზიანებებს? – ვერ გაიგო მახომ. სანდროს მიეშველა გაკვირვებული. – მეტი რა დაზიანება აქვს?
– თვალისა და მუცლის არეში, ზურგზე რამდენჯერმე ფიზიკური შეხების კვალი. არც ერთი არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და სრულად აღდგება ქსოვილი გარკვეული დროის განმავლობაში. ანალიზებმა მიჩვენა, რომ ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა. იცოდი ამის შესახებ?
– რას მეუბნება ეს ხალხი, სანდრო? – გულზე მიიდო ხელი კაცმა. – არ ვიცოდი, საერთოდ არაფერი ვიცოდი…
– რა გავლენას მოახდენს ეს წამლები? – ჩაერია სანდრო.
– როგორც ჩანს, პაციენტი იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ჰალუცინაციებს იწვევდა. ამჟამად მედიკამენტური თერაპია შეჩერებულია, რა საკვირველია, ასეთი წამლების თვითნებურად მიღება კატეგორიულად აკრძალულია, მით უმეტეს ჯანმრთელი ადამიანისთვის. პაციენტი ამჟამად იმყოფება დაკვირვების ქვეშ, მაგრამ მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისთვის საშიში ფაქტორები გამორიცხულია. მოტეხილობები და შინაგანი დაზიანებები არ აღინიშნება. შემდგომი რეაბილიტაციისთვის რეკომენდირებულია… უფრო სწორედ აუცილებელია ფსიქოლოგთან კონსულტაცია, აგრეთვე რეგულარული სამედიცინო კონტროლი. რამდენიმე დღით დავიტოვებთ თქვენს გოგონას, აქ ლოდინს კი აზრი არ აქვს. დილით მობრძანდით, პალატაში გადავიყვანთ.
– მადლობა. – კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი მახომ, მერე სანდროს მიუბრუნდა გაგიჟებული.
– სად არის მისი ქმარი? და რა ხდება საერთოდ? – აუწია ხმას. თათამ თავი ჩახარა.
– სახლში წავიდეთ. – ჩუმად თქვა სანდრომ. – მეც ერთი სული მაქვს გავიგო, რა ხდება.
ასე მძიმედ არასდროს უმგზავრია თათას. არავინ იღებდა ხმას. ყველა რატომღაც სანდროს ელოდა, მის განაჩენს. ჩუმად მოთქვამდა ნანი, ცალკე არ ჩერდებოდა სანდროს ტელეფონი.
– დღეს დილით დატოვა საზღვრები. – ხმაურიანად მიარტყა საჭეს ხელი ამ წინადადების გაგებისას.
– სად დედისტრაკში წავიდა? – სიჩქარესაც უმატა აღელვებულმა.
– სავარაუდოდ, რუსეთში. კვალი იკარგება…
გაუთიშა მაშინვე მოსაუბრეს. თათას გადმოხედა ცივად, მრისხანედ. თითქოს, აგრძნობინა ყველაფერი, თითქოს ის დაადანაშაულა ამ ყველაფერში.
მოვიდნენ სახლში. დასხდნენ მისაღებ ოთახში ერთი ოჯახივით, მაგრამ არა ძველებურად.
– რა იცოდი? – წამოიწყო სანდრომ. მაგიდაზე ხმაურიანად მიაგდო იარაღი, მობილური, ყველაფერი მოიშორა. – თავიდან ბოლომდე მოყევი, რა იცოდი შენ ამის შესახებ.
– მომატყუა. – გატყდა საბოლოოდ ყიფშიძე. – მითხრა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა მირას, რომ ეჩვენებოდა…
– ვინ გითხრა, გოგო, ვინ? – წამში გაჩნდა მასთან. – იმ არარაობამ?
– ჩემი თვალით ვნახე, როგორ იყო მირა… ცარიელი თეფშს მატანდა შენთვის, ამბობდა, რომ ნამცხვარი გამოაცხო; ეგონა დემეტრე ეჭირა ხელში, როცა მეორე ოთახში თამაშობდა სინამდვილეში… რა მექნა? დავუჯერე…
– საჭიროდ რატომ არ ჩათვალე მცოდნოდა მე, რა სჭირდა ჩემს დას? რატომ არ მითხარი ერთხელ მაინც, თუ ასეთ განსაცდელში მყავდა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი? შენ რა უფლებით……. – ღრმად ჩაისუნთქა. – მითხარი, რა უფლებით!
– მთხოვა, სანდრო… მთხოვა და გამასულელა, დამაჯერა, რომ დაეხმარებოდა თავად…
– მის სილურჯეებზე რა ისტორია მოგითხრო? რით გაგასულელა? – ხმას ვერ აკონტროლებდა. – შენთვის რომ დამეკარებინა თითი, ასე მოიქცეოდა მირანდა შენს ადგილას? მითხარი!
– კარგი, გეყოფა! – მალხაზმა სცადა მისი მორიდება თათასთვის, მაგრამ არც კი გაინძრა.
– შენზე აწეულ ხელს ძირში მომაჭრიდა დედაჩემი, შენ რა გაუკეთე მის შვილს….. – გამოსახულებას ვერ არჩევდა თათა, ისე ატკივდა გული ამ სიტყვების მოსმენისას. – ყველაფერი იცოდი და ხმა არ მოიღე, ქალი არ ხარ? არ შეგეცოდა საერთოდ?
– საკმარისია, ბიჭო, რას უშველის აწი ეს… – ძლივს წაათრია და ჩამოსვა დივანზე ვაჟიშვილი მახომ. მერე თავად მიუბრუნდა თათას – ცრემლებში ჩამხრჩვალს.
– აღარაფერი შველის ამ ამბავს და ჩემი სიტყვებიც არ არის საჭირო, მაგრამ სხვა დროს ასე არ მოიქცე, შვილო. სხვა დროს უბრალოდ ხმა ამოიღე.
ასე სანდროს სიტყვებს არ უტკენია მისთვის გული. მორიდებით შეათვალიერა ნანიც, იქნებ მასაც ჰქონდა რამე სათქმელი და მერე აორთქლდებოდა იქიდან. სიტყვა არ დასცდენია ქალს. მხოლოდ აგრძნობინა ყველაფერი. ფეხზე წამოდგა უსიტყვოდ, გასასვლელისკენ აიღო გეზი. დაინახა, როგორ ჩაეხუტა სანდროს ორივე მშობელი, როგორ ანუგეშეს ის ამ რთულ სიტუაციაში. თითქოს, მართლა ზედმეტი იყო მათ შორის…
.
დილაადრიან იცდიდა თათა ხურცილავების სახლთან. სანდროს დარიგებისამებრ, ზუსტად დილის ექვსს საათზე უნდა მოეყვანა დანიშნულების ადგილას მაგდა. ქურდივით გამოიპარა გოგონა საკუთარი სახლიდან და აღელვებული ჩაუჯდა მანქანაში მეგობარს.
ტირილისგან დასიებული ჰქონდა თვალები. მაშინვე მისცა შენიშვნა თათამ თავის გაფრთხილებასთან დაკავშირებით, შემდეგ უხმოდ იმგზავრეს, სანამ არ გამოჩნდა მატაბელის მანქანა და თავად ის გზის პირას.
– რას აპირებს, იცი, რამე? – გაეტირა მაგდას. – ძალიან გაბრაზებულია თორნიკეზე…
– მაგრამ შენზე არა. – გაუღიმა თათამ. – გადმოდი და ცოტა აიყვანე თავი ხელში. უკვე დედა ხარ.
თბილად ჩაეხუტა გოგონას სანდრო. დაუკოცნა ის ნატკენი თვალები, შეუსწორა დაბურდული თმაც და თათას მადლობა გადაუხადა მზერით. სამივე ერთად შევიდა შენობაში. ჯერ ნორმალურად გათენებული არ იყო, მზე ნელ – ნელა ანაწილებდა სხივებს.
– რა ადგილია ეს? ციხეა? – იკითხა მაგდამ.
– დაახლოებით. აქ დაიცადე. – ჩამოსვა ხის სკამზე სანდრომ. საათზე დაიხედა და რაღაც მიიწერა ტელეფონით. თათას არ მოსწონდა ეს ადგილი, წამლებისა და საავადმყოფოს სუნი გამოდიოდა. მირანდას მერე საერთოდ ეზიზღებოდა ყველაფერი მკურნალობასთან დაკავშირებული.
გამოჩნდა თორნიკე. ცისფერი ტანსაცმელი ეცვა ტანზე, ავადმყოფის შესაფერისი. ცალ ხელზე ეკეთა რაღაც სამაჯური, რითაც აკონტროლებდა სანდრო მის ადგილმდებარეობას.
– მაგდა?! – წაილუღლუღა ბიჭმა, იქვე ჩაიმუხლა ქალის ფეხებთან მონანიების ნიშნად.
თვალები აატრიალა მატაბელმა, არ შეეძლო ასეთი რაღაცები, ეს მოჩვენებითო სინანული ხომ მით უმეტეს. ხელი ჩაავლო მაისურზე და ჩამოსვა სკამზე ცოდვილი ძმაკაცი. მარტო დატოვა ცოლთან. თვითონ თავისი წამოიყვანა მანქანისაკენ. იქვე ჩამოდგნენ გვერდიგვერდ.
– არ აპირებ დანარჩენებისთვის თქმას? – დაიწყო თათამ. თხლად ეცვა და ციოდა დილაადრიან.
– უთხრას მაგდამ მერე, ახლა არ მაქვს მაგათი თავი.
– დაგიამებს ლალი ლოყას, დარწმუნებული ვარ.
– ლალისგან არ მინდა, – გამოჰხედა და აანთო ღერი. – გცივა?
– არც ისე. – მოისვა მკლავებზე ხელი. სუსხიანი დილა იყო სექტემბრის დასაწყისისთვის. მანქანიდან გადმოუტანა მოსაცმელი მეუღლეს. ორივეს ის პერიოდი გაახსენდა, როცა ყოველთვის სანდროს ტანსაცმელი ეცვა თათას – ქმრის სურნელით გაჟღენთილი. საკუთარი ხელებიც მოახურა მხრებზე, თმაც გადმოუყარა ზურგზე უმნიშვნელო შეხებით. განზე გადგა უხმოდ, დაუბრუნდა თავის ადგილს.
– მადლობა. – უხერხულობის განსამუხტად თქვა თათამ.
– ნიამ რაო?! – გაახსენდა მატაბელს პატარა თავისტკივილი.
– არაფერი. შეეშვა მაგ ამბავს. არ იცოდა, თორემ არ ჩაერეოდა.
– გიორგი გირეკავს ხოლმე? – უცნაურად იძახდა ამ შეკითხვებს რიგ – რიგობით, ენიშნა თათას.
– რამ გაგახსნა ამ დილაუთენია მამაჩემი? – თვალები აატრიალა კაცის ხსენებაზე. – მირეკავს, კი. ინტერესდება ბატონი..
– სად არის?
– არასდროს ამბობს, არ ვიცი. არ მაინტერესებს.
– ჩამოსვლას არ აპირებს? – ჩაამთავრა ის ღერი, ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და წინ დაუდგა თათას.
– არ ვიცი, სანდრო. რატომ მეკითხები?
– ისე. არ შეიძლება მოვიკითხო შენი ამბავი?
– შენ რატომ არ დადიხარ ნანისთან და მალხაზისთან? – ცალი წარბი აზიდა ქალმა, ახლა თვითონ აიღო სადავეები ხელში.
– ნანიმ გითხრა, დაარიგეო? – ჩაეღიმა სანდროს.
– როგორ მეტყოდა?
– რა ვიცი, არ გირეკავს? – მოისრისა თვალები. – ცხოვრება გამიმწარე, მაგრამ შენ გარდა არავინ უნდა ჩემ გვერდით მაინც.
– არ არის სასაცილო… – გადაიჯვარედინა მკერდზე ხელები, ტუჩები შეერხა უმნიშვნელოდ.
– მაგ სახლში გაჩერება არ შემიძლია. – მოულოდნელად შეეცვალა ხმა. – შვილიშვილს ითხოვს დედაჩემი, მე კი ცოლი არ მყავს…
– მოიყვანე მერე. – გაეღიმა თათას.
– წამომყევი შენ.
– მეორედ გავყვე ვინმეს ცოლად და ისევ შენ? არა, მადლობა.
– ჰოო?! – ისეთი ხმით იკითხა, აშკარად დაეტყო უკმაყოფილება სახეზე.
– დიახ. – პირდაპირ სახეში მიახალა კაცს.
– ეგრე ძალიან გატკინე გული? – შეიცვალა საუბრის ატმოსფეროც, შინაარსიც, თითქოს ორივე ერთდროულად დაიძაბა ერთმანეთის პირისპირ.
– პირველად მეკითხები ამას. მეგონა, ჩვენ შორის მხოლოდ შენ იყავი გულნატკენი. – ამ ერთი წინადადებით დაამთავრა სანდროს მრავალწლიანი ბრაზი თითქოს, ისე შეეცვა მიმიკები ცოლის სევდიანი ხმის გაგებისას.
თმაზე გადაიტარა ხელი უკმაყოფილოდ, ასე არასდროს გასჭირვებია პასუხის გაცემა.
– როგორ გაიზარდე. ქალივით მელაპარაკები.
– ქალი ვარ და იმიტომ. – გაიღიმა თათამ. – გახსოვს, მკითხე, როგორ დამიმალეო? ქალი არ ხარო?
– არ გინდა…
– ქალი რომ ვარ და ასე მოვიქეცი, მაგიტომ ვერ ვუსწორებ დღემდე თვალებს შენს დას. შენი სიტყვები მართალიც იყო მაშინ, ვიცი, რომ დავიმსახურე, მაგრამ მაგ დღეს… და ზოგადად იმ ყველაფერს… ვერასდროს დავივიწყებ.
– ვერ მაპატიებ? – გაუგრძელა წინადადებას სანდრომ. – ამას გულისხმობ?
– საპატიებელიც მე რა მაქვს, ალბათ… – თვალებს არ აცილებდა მატაბელს, ყველა წლის დარდი ამოიღო იმ დილით მის წინაშე. – ეს შენ ხარ, ვისგანაც უნდა მოველოდო, არა?
– თურმე რამდენი რამ გაქვს სათქმელი. – ბინდი მოსცილდა სანდროს თვალებს, რეალურ თათას უყურებდა ახლა, ისეთს, რომელსაც არასდროს შეხვედრია აქამდე.
– ცხრამეტი წლის ვიყავი… მხოლოდ ცხრამეტის და მაინცდამაინც შენნაირი კაცის ცოლობა მერგო ბედად. პირველივე შეცდომა ეგ იყო, რომ მაგ ასაკში გავთხოვდი, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე…
– ასეთი როგორი… მცდარი? – არ ელეოდა მატაბელს კითხვები.
– ნაადრევი.
– მართალია. – დაეთანხმა ჩუმად.
– დაკმაყოფილდი ახლა? – წამოიწია თათა, ამჯერად თვითონ დაუდგა წინ ღიმილით.
– ამ დიალოგით, კი… – შეუსწორა თავისივე გადასაცმელი ყელზე. – სხვითი, რა მოგახსენო..
– რაღა გინდა მეტი? – კარგად ხანს უყურა მეუღლეს, მის საყვარელ და მონატრებულ ნაკვთებს. ფრთხილად მიიწია კაცისკენ და ზუსტად იმ ნატკენ ლოყაზე აკოცა, ასე ძალიან რომელიც ეჯავრებოდი სანდროს. იქვე მიადო შუბლიც წამიერად. თითქოს, სამუდამოდ დატკბა ამ შეხებით, დაიმახსოვრა სამომავლოდ. არ ელოდა მატაბელი. აპირებდა მის მიხმარებას, ამ შეხების სხვანაირად გაგრძელებას გეგმავდა, თუმცა განზე გადგა თათა.
– მადლობა. – დაასწრო სიტყვის თქმა მატაბელს. – იმისთვის, რაც ჩვენი მეგობრებისთვის გააკეთე.
ერთად გაუყვნენ შესასვლელისკენ მიმავალ გზას. მაგდას ფეხებთან ჩამუხლულიყო თორნიკე, მუცელს უკოცნიდა ქალს. სანდრომ პირველად იგრძნო სიბრალული მის მიმართ, თითქოს რაღაც იმედი გაუჩნდა, რომ ჰქონდა ამ ადამიანს შანსი გამოესწორებინა თავისი ცხოვრება.
– თათ.. – ფეხზე წამოდგა თორნიკე. – მაპატიე რა.
– დაივიწყე. – მხარზე მოუთათუნა ხელი და მსუბუქად აკოცა მეგობარს. – არ უნდა დანებდე, ხომ იცი?
– ვეცდები. – თვითონაც დაუბრუნა შუბლზე კოცნა. მერე სანდროს შეხედა გაუბედავად.
– ჩემებს ეტყვის მაგდა. დედაჩემი მოკვდება, თუ არ მნახავს ხოლმე. – თავდახრილი იდგა მის წინაშე, რცხვენოდა ყველა სიტყვის, რასაც ამბობდა ახლა.
– შენ გამო გამილაწუნა ლალი დეიდამ. – ვერ მოინელა ის სილა მატაბელმა. – ქალმა, რომელსაც შენზე მეტად ვუყვარვარ.
– აიტანე მისგან ერთი, არაუშავს. – ჩაიდუდღუნა თორნიკემ.
– რა პრობლემაა, მომარჩინეს თან უკვე. – ძველებურად სისინებდა სანდრო. თათამ წარბები აზიდა უკმეხად, არ უყვარდა ქმრის უადგილო მწარე ირონია. თათას ანიშნა მაგდას წაყვანა მანქანისკენ, თვითონ მარტო დარჩა ბავშვობის მეგობართან. უნდა ეთქვა რამე აუცილებლად მისთვის.
– ასე თავდახრილი რომ არ მოგიწიოს დანარჩენი ცხოვრება დგომა, ამიტომ ხარ ახლა აქ. – წამოიწყო და ხმა ჩაიწმინდა. – მეზარება თავიდან იმის გამეორება, რასაც მთელი ეს დრო ისედაც გეუბნებოდი. ერთხელ მაინც რომ მოგესმინა ჩემთვის, დაესწრებოდი შენი შვილის დაბადებას. ყველაფერი მეცოდინება შენზე, თოკო. ერთი არასწორი ნაბიჯი და იქ გაგზავნი, სადაც ყველაზე მეტად არ გინდა. მერე ნამდვილად შენი მტერი გავხდები, ავასრულებ შენს სიტყვას…
– ვიცი. – დადუმდა თორნიკე. – მართალიც იქნები. ბოდიში ამ… ყველაფრისთვის.
არ მოსწონდა ძმაკაცის სუსტი ხმა, მისი დაუძლურებული სხეული. ვერ უყურა დიდხანს, მხარზე ჩამოადო ხელი და მსუბუქად შეანჯღრია.
– გელოდებით. აბა, შენ იცი.
დიდხანს უყურა მის მიმავალ სილუეტს თორნიკემ. თურმე რამდენი ადამიანი დარდობს მასზე.
.
მაგდა დატოვეს სახლში. შემოპატიჟების მიუხედავად, არ ინება შესვლა სანდრომ. წინასწარ იცოდა თათამ, არაფრის დიდებით აღარ შევიდოდა ამ სახლში აწი.
– ვეტყვი ამ ყველაფრის შესახებ ჩემებს, კარგი, სან? – ჩამოდგა მაგდა კაცის ღია ფანჯარასთან აწყლიანებული თვალებით.
– კვირაში ერთხელ შეძლებ შენ მონახულებას. – თავი დაუქნია სანდრომ. – ისინი თვეში ერთხელ მხოლოდ.
ამ სიტყვებზე გაეპარა ღიმილი თათას. ზუსტად იცოდა, არ დატოვებდა დაუსჯელად მათეს, ლალისაც კი. გაკვირვებული დაეთანხმა მაგდა წამოყენებულ პირობას. მადლობა გადაუხადა მეგობრებს, სახლისაკენ დაღვრემილი გაემართა. გულგრილად მოატრიალა მანქანა სანდრომ, არც გარეთ გამოსულ მათეს მიაქცია ყურადღება და ისე აიღო გეზი თათას სახლისაკენ.
– მათესთან ნაჩხუბარი ხარ? – შუა გზაში იკითხა თათამ.
– არა.
– მათე სულ სხვაა, სანდრო. – თავისთვის ჩაილაპარაკა ქალმა.
– იმან ლალის მიუშვირეო მეორე ლოყა, შენ მათეს იცავ… მე არაფერი დამიშავებია და გადამეკიდა ხურცილავების კლანი ეგრევე. ეს მე ვარ…. ვისაც უნდა სთხოვონ ამათმა პატიება. – ცივად გაიშვირა ხელი სახლისაკენ. მოიოხა გული მაგ სიტყვებით.
– თავიდანვე უნდა გეთქვა, თუ ამას აპირებდი. – იცოდა, რომ მართალი იყო მატაბელი, მაგრამ მაინც არ მოსწონდა ეს დაძაბულობა მეგობრებს შორის.
– რა უნდა მეთქვა? არ ინერვიულოთ, რა პრობლემაა, ვის არ მოუკლავს კაცი, ციხეში ხომ არ ჩავსვამ ჩემს ძმაკაცს – მეთქი?
– ნუ დაიწყე ახლა…
– იცი რატომაც ვარ გაბრაზებული. არ სჭირდება იმათ შენი დაცვა. არ მუშაობ დღეს? – უცებ გადავიდა სხვა თემაზე, არ სურდა ეს კამათი ამ დილაუთენია.
– კვირაა. არა.
– სახლში წაგიყვანო ანუ?
– ჰო.
შერიფი ჰყავდა წამოსაყვანი მაინც მატაბელს. ამ ვიწრო ლიფტში ხომ ეზიზღებოდა თათას მგზავრობა, თავის ყოფილ ქმართან ერთად ხომ მით უმეტეს. გრძნობდა მატაბელი მათ შორის ჩამოწოლილ დაძაბულობას, თუმცა არაფერი უთქვამს.
კარი ნიამ გააღო. როგორც კი დაინახა საყვარელი სიძე, ყელზე ჩამოეკიდა მაშინვე. დაუკოცნა ორივე ლოყა, ისეთი ბედნიერი ჩანდა, სიცილის ტალღამ გადაუარა სამივეს. შერიფმაც იყნოსა პატრონის მოსვლა, ადგილს ვერ ჰპოულობდა სახლში.
– შემოდი სახლში, – ფართოდ გააღო კარი ნიამ. – ყავა დავლიოთ.
– შენი მოდუღებული? – გადააბიჯა ზღურბლს, თათას გასამწარებლად შედგა სახლში დაუგეგმავი ნაბიჯები.
– დიახ, ვისწავლე უკვე თან. დავსპეცდი. – აღარ იცოდა რა ექნა ნიას, ბედნიერი ჩანდა კაცის დანახვით.
– საინტერესოა… – მოათვალიერა სახლი მატაბელმა. საკუთარ კვალს ეძებდა სადმე, თუმცა არ ჩანდა არაფერი. მისი მოსაცმელი დაკიდა მისაღებში თათამ, თავადაც შევიდა სამზარეულოში, ტკბილეული და ხილი გამოიტანა მაგიდასთან.
– სად იყავით?! – ჩაიდანი ჩართო ნიამ, მომლოდინედ შეაციცინდა ორივეს რიგ – რიგობით. კართან იყო ცალი მხრით მიყრდნობილი მატაბელი, უცნაურად გრძნობდა თავს, თითქოს ამ სახლში მისი ადგილი არ იყო.
– ხურცილავები ვინახულეთ. – მშვიდად უპასუხა სანდრომ.
– ანუ ციხეშია?
– კი. – თვალებში უყურებდა სანდრო. არ ენდობოდა მაინც… არ გაუმხილა არაფერი, თათამაც გაკმინდა ხმა.
– სამწუხაროა. – ჩამოასხა ცხელი სითხე ჭიქაში, მხიარულად დააკავა სანდროს ხელებში ყავა და მოუთმენლად დაელოდა მის რეაქციას.
– მშიერი არ ხარ? თათა, გაუკეთე რამე… – არ აჩერებდა პირს.
– არ მშია, არა. – ღიმილით გამოიყვანა გოგოები მისაღებში, დივანზე ჩამოჯდა დაღლილი და გამოუძინებელი. არ შეუწუხებია თავი თათას, არც ჩააცივდა, სიტყვაც არ უთქვამს.
– რას შვრები შენ? – მოისვა გვერდით ნია. – როგორ მიდის ნათლიაჩემის გაშავების ამბავი?
– ნუ გადამაყოლეთ… – თვალები აატრიალა გოგონამ.
– რა გინდოდა იმ დღეს ლისზე? – ჩამოდო ჭიქა მაგიდაზე, კომფორტულად მოთავსდა დივანზე და მომთხოვნი თვალებით განსჭვრიტა პერიმეტრი.
– არ ვიცოდი, თორნიკე…
– რა გინდოდა – მეთქი, იცოდი თუ არა არ მიკითხავს. – გააწყვეტინა სულ ოდნავ აწეული ტონით. შუბლი მოისრისა თათამ. ეს ჩარევა…. თუნდაც ასეთი… ეს საუბარი არ შეეძლო, ამის მოსმენა არ შეეძლო.
– ექსკლუზივი მჭირდებოდა. – გაუბედავად გააჟღერა პასუხი გოგონამ, თითქოს ნაღმზე დააბიჯებდა ფეხებს.
– ექსკლუზიურად გამოვეცხადები მაგ შენს უფროსს, თუ არ შეწყვეტს შენს გამოყენებას…
– არავინ მიყენებს.
– კარგი ერთი, – ჩაეცინა სანდროს. – საიდან გაიგე მკვლელობაზე? დილის ექვს საათზე ვინ გითხრა შენ, ან ვინ გაგიშვა მანდ…
– დაკითხვას მიწყობ? – თვალი თვალში გაუყარა ბიჭს. თათას სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა, როცა დაინახა, როგორი თამამი იყო სანდროს წინაშე თავისი და. ისიც ხომ ასეთი იყო მის ასაკში…
– ჰო, დაკითხვას გიწყობ. ვგრძნობ უკვე, როგორ ერევა შენი ადვოკატი. ამეწვა მარჯვენა პროფილი…
– თავი დაანებე ჩემს დას. – ჩაერია ხსენებული ადვოკატი და სიტყვასიტყვით აასრულა სანდროს სურვილი მოსალოდნელ ჩარევაზე. ნიამ ძლივს შეიკავა ტუჩები ღიმილის შესაკავებლად. მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები და სავარაუდო აურზაურს უდარდელად დაელოდა.
– თორემ რა დამემართება? – გადმოიწია ოდნავ მატაბელი, იდაყვებით დაეყრდნო მუხლებს. – შენც არ ასწიო ჩემზე ხელი, ვერ გადავიტან…
– ვინ გაგიბედა? – ჩააკვეხა შუაში ნიამ.
– ნუ გაახსენებ, მოთქვამს ორი დღეა. – ირონიულად გასცა თათამ პასუხი, მერე ისევ მიუბრუნდა მატაბელს. – თუ მორჩი გამოკითხვას, გაგაცილებ. წასასვლელი ვარ…
ისეთი ცივი ღიმილით დაასაჩუქრა ყოფილი ქმარი, ნიას ფერი გადაუვიდა სახეზე. მსგავსად დაძაბული დიალოგი არასდროს გაუგია მათ შორის, ვერც მიხვდა, რატომ ჰქონდა ორივეს ასეთი მტრული მზერა. ვერც დაუჯერა ყურებს, დის სიტყვების გაგებისას.
– შენ რა საჭირო ხარ მერე აქ? – ლამის მიიძინა მაგ დივანზე. – ნიამ მომიპატიჟა, ნია გამაცილებს…
– ჩემი სახლიდან? – ფეხზე წამოდგა თათა ღიმილით.
– სად ხარ წასასვლელი? – ჩაერია ნია.
– რა მნიშვნელობა აქვს. ჩემი შავა კაბა შენ გეცვა? – გამოსძახა ოთახიდან.
– მანდ იქნება სადმე.
ფეხზე წამოდგა სანდრო. დაამაგრა ძაღლს ყელზე საბელი. მოუთათუნა თავზე ხელი, მაგრად აკოცა ყელზე თავის ერთადერთ და შეუცვლელ მეგობარს. შიგადაშიგ ესმოდა გოგოების ერთმანეთში საუბარი, გაეღიმა კიდეც თათას სიცივეზე, რომელიც ნამდვილად დაიმსახურა იმ დღეს. თვალი გააყოლა პატარა კუთხეს, სპეციალურად შერიფისთვის იყო იმ სახლში მოწყობილი. გამოვიდა მისაღებში ცხოველთან ერთად, თვალი გააპარა იმ ოთახისკენ, სადაც ემზადებოდა თათა სადღაც წასასვლელად.
– მიდიხარ? – მოწყენილი გამოვიდა ნია.
– სანამ გამაგდეს, წავალ. – ჩუმად უჩურჩულა ყურში და ლოყაზეც აკოცა. – ჭკვიანად იყავი. ათასი თვალი გიყურებს..
– შენი ერთიც საკმარისია. – დაეთანხმა სიცილით გოგონა. მერე შეთქმულივით გააგრძელა ჩურჩული. – თუ გინდა, გავიგებ სად მიდის ჩემი და…
– არ მინდა. – გაეღიმა სანდროს.
– შერიფ… – ინება გამოჩენა თათამ, ძაღლი ჩაიკრა გულში და სევდიანად დაემშვიდობა. მერე მიუბრუნდა სანდროს. ნიაც სადღაც გაუჩინარდა ოთახში. ალბათ დამშვიდობების დრო იყო. აწი აღარ მოუწევდათ არანაირი მიზეზის გამო ერთმანეთის ნახვა.
– ნახვამდის. – ამოიღო ხმა თათამ. უხერხულობამ პიკს მიაღწია, როცა არაფერს ამბობდა მატაბელი. თითქოს, ახსნას უძებნიდა ამ საქციელს.. ამ სიცივეს.
– შენ.. მე ვიღაც ნუ გგონივარ. – ამოთქვა როგორც იქნა სადარდებელი კაცმა. – ნუ გავიწყდება, ვინ ვიყავი და ვინ ვარ შენთვის.
– არ მავიწყდება ისედაც. ყოველ დღე მახსენებ. – კარის სახელურს ჩაეჭიდა ძლიერად. ვერავინ გაიგებდა, რას გრძნობდა სინამდვილეში თათა, რატომ უჭირდა თუნდაც ეს უბრალო კომუნიკაცია კაცთან, ვის გამოც იყო ახლა ასეთი გულცივი.
– ჩემთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა ასეთი გამაღიზიანებელია შენთვის? – ახადა ფარდა ყველაფერს.
– დაიწყე ისევ?
– მითხარი პასუხი და მაგის შესაბამისად მოვიქცევი მერე.
– მაინც როგორ მოიქცევი?
– სად მიდიხარ? – უეცრად დაუბრუნა კითხვაზე კითხვითი პასუხი და ნაბიჯით მიიწია მისკენ. – ვისთვის იცვამ მაგ შავ კაბას?
– რა განერვიულებს? შენთვის ხომ არ ვიცვამ. – გაეღიმა თათას. თითით გასწია მისკენ წამოსული მატაბელი.
– რა გიხარია მერე? – თვითონაც დაუბრუნა ღიმილი. – გგონია, ეგ კარგია?
– არ მიდიხარ?
– შენ სად მიდიხარ? – ისე მოულოდნელად მიადო შუბლი შუბლზე, შერიფმაც კი გაკმინდა ხმა.
– შენ ვინ გეკითხება… – იქვე დაიჩურჩულა მის ტუჩებთან. – გეყოფა, გთხოვ. დამასვენე… ხომ მორჩა ჩვენ შორის ყველაფერი…
– მართლა გგონია შენ, რომ მორჩა? – ღიმილით მოეფერა ლოყაზე და გაიწია უკან იძულებით.
– რა ვიცი, არა? ხუთი წელი არ დაინტერესებულხარ სად მივდიოდი, დღეს რა შეიცვალა?
– ეგ იმიტომ, რომ შენ ფიქრობდი ეგრე. თუ გინდა, ზეპირად გეტყვი ეს ხუთი წელი ვის შეხვდი, სად და რამდენჯერ.
– სანდრო!
– ეგ ცოლ – შვილიანი ტიპი არ მახსენებინო ოღონდ… – არ შორდებოდა ღიმილი პირიდან.
– საიდან იცი?! – ლამის შუბლზე აუვიდა თვალები, განცვიფრებისგან აუწია ხმას.
– თურმე ვინტერესდებოდი ეს წლები. – ნიშნისმოგებით უთხრა და დაიწყო კიბეებზე ჩასვლა თავდაჯერებული ნაბიჯებით. – ის შენი სუპერ სი.რიკო თანამშრომელი ღირს სახსენებლად თუ გადავახტე?
– ნორმალური არ ხარ. – დადგა კიბის თავში თათა, მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული ხელები.
– ნორმალური ისინი არ იყო არც ერთი. ტყუილად ეცადე ჩემს შეცვლას. ხომ იცი, ერთადერთი ვარ…
– იდიოტების სიაში ნამდვილად პირველი ადგილი გიკავია. – დაეთანხმა თათა.
– ჩემი ფავორიტი მაინც ჩემი ჩინური ვერსიაა.. ადვოკატი ზურა…
– მოგკლავ! – ლამის გამოეკიდა თათა, ისეთი დამცინავი იყო ყოველი სიტყვა სანდროს მიერ წარმოთქმული.
– ხედავ, როგორ ვერკვევი შენს თაყვანისმცემლებში?! – დადგა ბოლოში და ამოხედა საოცრად საყვარელი თვალებით. მიუხედავად სახლიდან გაგდებულისა, მაინც თბილად შესცქეროდა განრისხებულ ყოფილ ცოლს.
– მეტი საქმე არ გაქვს? ჩემი ცხოვრებაში ძრომიალის გარდა საქმე არ გაგაჩნია? – ყურებს ვერ უჯერებდა ყიფშიძე.
– არა.
– ასე არავინ ერევა ყოფილი ცოლების ცხოვრებაში. – დააწია და გააჩერა კიდეც წინ წასული.
– როდის იგრძენი შენ ჩემი ჩარევა? როდესმე რამეში ხელი შეგეშალა?
– კარგად იყავი!
– მომიკითხე დღეს სესილი… – ბოლო აკორდიც დაასვა თათას განადგურებულ ნერვებს და თვითკმაყოფილი გაემართა თავისი მანქანისკენ. უჩვეულოდ ბედნიერი ჩანდა სახლიდან გაგდებულის კვალობაზე. მოისვა შერიფი გვერდით, მგზავრის ადგილას. ცოტა ხანი უყურა ძაღლს თვალებში, მერე შუბლზე აკოცა და თვალიც ჩაუკრა გაკვირვებულს.
– დედაშენმა საქმე გამიტრაკა, შერიფ. შავ კაბას იცვამს გოგო….

– აუ, შაურმას გადაირტყამდა კაცი… – გაიზმორა მანქანაში ნიკუშა. – დაგპატიჟებ!
– მე დაგპატიჟებ სახინკლეში, მოვრჩეთ ამ საქმეს ჯერ.
– სად მივდივართ? – მოათვალიერა მინიდან არე – მარე ბიჭმა. გააჩერა მანქანა სანდრომ ერთ – ერთ სადარბაზოსთან. დააყენა ავტომობილი იქ, სადაც არავის შეუშლიდა ხელს და საიდანაც პირდაპირ მოსჩანდა მისთვის საინტერესო სადარბაზო.
– იმ ტიპის კორპუსია, ვისაც შეხვდა თორნიკე ლისზე.
– მერე?
– დედა არ ჰყავს, მამის ნახვა მინდა ცალკე. რაღაც კითხვები მინდა დავუსვა.
– რა აზრი აქვს? ხომ ისე ჰგონია, თითქოს ციხეშია თავისი შვილის მკვლელი.
– რატომღაც ძალიან სოლიდური თანხა დაირიცხა მაგის ანგარიშზე იმ ღამით. – წამოიწყო სანდრომ და უკანა სავარძლიდან გადმოყარა ქაღალდები. სასიამოვნოდ გააყოლა თვალი ნიკუშამ კაცის მოქმედებას, ეს უხილავი ნდობა უფრო მეტად ამაღლდება სანდროს მის თვალში.
– გგონია, ვიღაცამ გაუჩალიჩა თორნიკეს?
– შეიძლება. ეს ტიპი მამამისია… – მიუთითა ხის სკამზე წამოწოლილ კაცზე. აშკარად არა ფხიზელ მდგომარეობაში იყო, ძველმანები ეცვა. ნიკუშამ შორიდანაც კი იგრძნო მისი შარდის სუნი. სასწრაფოდ ასწია ფანჯარა.
– ადარდე ახლა ამას შვილი ან რამე საერთოდ..
– ასეთი სიღარიბის მერე რატომ ან როგორ ჩნდება ამხელა თანხა მის ანგარიშზე? – თითქოს თავის თავს ჰკითხა სანდრომ. – ის დანაც არ იყო უბრალოდ დანა, არც ის საღამო უბრალოდ შემთხვევითი. რაღაც რიგზე ვერ არის.
– თანხა ცოტა ხანში ისევ ქრება… – თვალი გააყოლა ნაწერებს ნიკუშამ. – ანუ, გადააგდეს.
– ანუ ეს იყო გეგმა. რომ მოეკლა თორნიკეს…
– მტერი ჰყავდა ვინმე?
ჩაეცინა ამ კითხვაზე სანდროს.
– კი, საკუთარი თავი.
– ეგ ვიცი, მაგრამ… იქნებ, სულ არ ყოფილა დამკვეთის მიზანი თორნიკე. იქნებ, სულ სხვა… მაგალითად, შენ.
– ჰო, მეც ეგ ვიფიქრე. – ჩუმად დაეთანხმა ბიჭს და დაქოქა მანქანა. წამიერად შეავლო თვალი სადარბაზოსთან მძინარე კაცს, გაუბედურებულს, უფუნქციოს ამ ცხოვრებაში. გულის სიღრმეში იგრძნო პატარა დანაშაული მისი მდგომარეობის გამო, მაგრამ გულცივად გაშორდა მაინც უბანს.
– რახან ვერ მიაღწია თავისას, ისევ ეცდება რამეს. – დააბრუნა თავის ადგილას ქაღალდები ნიკუშამ, თვითონაც ჩააფიქრა ამ ამბის ჩახლართულობამ.
– კარგი, დაიკიდე ეს. ვჭამოთ ხინკალი?
– ვჭამოთ. მე გეპატიჟები…
სულს ითქვამდა ნიკუშა, სანამ მოვიდოდა შეკვეთა. სანდროს ეღიმებოდა მის ქცევებზე, საოცრად გულწრფელი და ალალი იყო ამ ბავშვის თვალები, თითქოს ძალიან საიმედო.
– შეყვარებული არ გყავს? – იმ წამს მოტანილ ლუდს გაუსინჯა გემო მატაბელმა.
– არა.
– რატომ?
– რავი, რად მინდა? – გაეცინა ბიჭს. – არც ცოლი არ მინდა, მაგრამ მამაჩემი გარეკვას, ისე რომ დავტოვო…
– ცოლი რატომ არ გინდა? – ცალი წარბი აზიდა სანდრომ. – პასუხისგებლობებს უშინდები?
– არა. უბრალოდ არ ვიცი, რამდენად თავსებადი იქნება ჩემი პროფესია და ჩემი ოჯახი ერთმანეთთან. მთელი ცხოვრება ხომ ეს მომიწევს, ვიღაცების დევნა. არა მგონია, ეს ვინმეს მოეწონოს. შენთან ასე არ ყოფილა?
– არ გითხრეს ოფისში ჩემთან რა ხდებოდა? არ გადაგიშალეს წიგნი?
– არ დამიჯერებია არაფერი. – გაეღიმა ნიკუშას. – მე შენგან მოსმენილი სიმართლე მაინტერესებს.
– და რატომ გადაწყვიტე, რომ ჩემს პირადზე მოგიყვები შენ? – თვალები მოჭუტა მატაბელმა, მის შესწავლას გეგმავდა იმ საღამოს. თითქოს, წერტილს დაუსვამდა ამ ბიჭის გარშემო არსებულ კითხვებს.
– რადგან შენი საყვარელი ხალხი მანდე. თან არა ერთი. – ნიშნისმოგებით უპასუხა ერისთავმა.
– ოჯახის შექმნას თავისი ასაკი აქვს. – წამოიწყო დინჯად. სმენად იქცა ნიკუშა, ისედაც ელოდა მსგავს საუბარს ოდესღაც. – მე ცოტა ვიჩქარე. დავაჩქარე ჩემი ცოლიც და ჩემი თავიც. მეგონა, ყველაფერი მქონდა და ერთადერთი, რაც აკლდა ჩემს ცხოვრებას ქორწინება იყო. თავით საქმეში ვიყავი მაშინაც, როგორც ახლა. ზოგჯერ ვერც ვიცლიდი მასთან სასაუბროდაც კი. არ უნდა გადადგა ასეთი ნაბიჯი, თუ ზუსტად არ იცი, შეძლებ თუ არა გამკლავებას…
– არადა, ძალიან უხდებით ერთმანეთს. – გაეღიმა ბიჭს. – თითქოს, ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილი.
– ახხ… – გადააქნია თავი სიცილით. – მართლა შაურმის ღირსი ყოფილხარ!
– და შენი სიძე… – გაუბედავად შეაცურა ყველაზე საინტერესო ამბავი სანდროს ბიოგრაფიიდან. წარბები შეერხა მატაბელს, ეს ნაცვალსახელიც კი საკმარისი იყო ჭკუიდან გადასასვლელად.
– გულის გადაშლის საღამო გვაქვს? – უკმაყოფილოდ იკითხა.
– ბოდიში, თუ ისეთ თემას შევეხე…
– ასე ვიჯექი მასთანაც ერთ მაგიდასთან, ვსვამდი ლუდს და ველაპარაკებოდი ზუსტად ისე, როგორც შენ. ახლა მემალება, რადგან მოსაკლავად დავდევ. ისტორიის დასასრული.
– გასაგებია. – უხერხულად მიეყრდნო სკამს ნიკუშა. ერიდებოდა მისი უფროსის, მაგრამ ზუსტად იცოდა, ენდობოდა სანდრო, ამიტომ ლაპარაკობდა ასე პირდაპირ მასთან.
– მომისმინე. – მოულოდნელად წამოიწყო სანდრომ. – შეიძლება, ხანდახან ზედმეტად შეუვალი და მკაცრი ვარ შენ მიმართ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ შენი საქმის პროფესიონალი დადგე. შენ რომ ადგე და ყველას შეატყობინო, რაც გაგაკეთებინე თორნიკეს ამბავზე, არ გამიკვირდება, რადგან მიჩვეული ვარ მე ასეთ ღალატს.
– ამას არასდროს გავაკეთებ.
– ვიცი. – ლუდის კათხა მიუჭახუნა თავისას. – თუ გააკეთებ, მოგკლავ.
– აუ, კარგი, რა, ბატონო სანდრო! – გადასცდა ის ლუდი ერისთავს.
– არ გჯერა?! – გამომწვევად იკითხა და უდარდელად ჩაკბიჩა ხინკლის ცომი.
– ისე.. ვინმე მოგიკლავთ?
– შენ იქნები პირველი, თუ არ შეწყვეტ ამ სისულელეებს..
– რა ვიკითხე ისეთი…
– ჭამე, ჭამე, თორემ შევუკვეთე ის სამას ლარიანი არაყი…
.
მირას მკურნალობის გეგმა მეორე დღესვე შედგენილი ჰქონდა მალხაზს. თავად ჩაერია ყველაფერში, სანდრო ლამის ჯადოსნური წამლის ძიებას შეუდგა, იმდენად ეუცხოებოდა ჭკუიდან შეშლილი, არაადეკვატური უფროსი და. მატაბელების სახლში ამინდი საკმაოდ შეიცვალა. თათა ამჯერად სრულიად შეუმჩნეველი რჩებოდა, მთელი ყურადღება მხოლოდ დემეტრეზე და მირაზე იყო გადატანილი. არც აპროტესტებდა თავად, იაზრებდა საკუთარ დანაშაულს ამ ოჯახის წინაშე.
დემეტრე ბებია – ბაბუასთან რჩებოდა. მაქსიმალურად ცდილობდა ყიფშიძე, სახლში დიდხანს არ გაჩერებულიყო. არ შეეძლო უბედური დედამთილ – მამამთილის ყურება. სანდრო ხომ საერთოდ შეიცვალა მის მიმართ… ზოგჯერ არც კი ეძინა მის გვერდით, ან თუ ეძინა, დილით გადიოდა მანამ, სანამ მოასწრებდა მის დანახვას გოგონა.
მირანდას კონკრეტული კურსი დაენიშნა გაურკვეველი ვადით. ვერ შეჰბედა ვერც ერთს მონახულების თხოვნა. თითქმის საერთოდ არ ელაპარაკებოდა არავის სახლში. დადიოდა უნივერსიტეტში და გვიან ბრუნდებოდა. უკვე გრძნობდა თავადაც, როგორ ეცლებოდა მყარი ნიადაგი თავის საყვარელ ქორწინებას…
როცა უკვე შეუძლებელი გახდა ამ სახლში გაჩერება, დედასთან გადაწყვიტა წასვლა. მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა მაკამ. სამზარეულოში შევიდა ნანისთვის რომ დაებარებინა სახლიდან გასვლის ამბავი, მაგრამ არც კი გაუგია მისი სიტყვები ქალს. დემეტრეს ეხვეწებოდა საჭმლის ჭამას, სხვას ვერაფერს ამჩნევდა. სევდიანად გამოიხურა კარი სახლიდან თათამ. უკანასკნელად…
საკუთარ ოთახში წამოწვა ლოგინზე. დედის კალთაზე ჩამოდო თავი. მიხვდა ქალი, რაღაც ცუდი ხდებოდა თავისი გოგონას თავს, მოწყვეტით აკოცა შუბლზე. ეფერებოდა თმაზე და ათბობდა ამ შეხებით თავის საყვარელ თათას.
– რა გჭირს, დე.. რა გაწუხებს? – გადაუსვა ხელი სახეზე და მის ცრემლები მოაშორა უნაკლო კანს.
– ყველაფერი. – დაიჩურჩულა. – ცუდად ვარ.
– რა მოხდა? სანდროსთან იჩხუბე?
– მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდა? – განაგრძო ხმადაბლა საუბარი, გაუტყდა ხმაც. – რატომ გადაწყვიტა სახლიდან წასვლა.. ჩვენი მიტოვება? რა იყო ამის მიზეზი?
– უსიყვარულობა. – გაეღიმა მაკას. – ნაადრევი ქორწინება. მისი თავქარიანობა…
– უსიყვარულობის გამო გაუჩინე ორი შვილი? – უხეშად მოიწმინდა ცრემლები თათამ.
– თქვენ სხვა ხართ, დედი. ის, რაც ჩვენ გვქონდა, არ იყო ისეთი ძლიერი, რომ დროს გაეძლო. ვფიქრობდი, რომ სიყვარულს დროსთან ერთად ვისწავლიდით, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა, შენ და შენი და… თქვენ არასდროს იყავით შეცდომა.
– რამდენი წელია მხოლოდ დარეკვით შემოიფარგლება. მოდის მხოლოდ მაშინ, როცა თავად უნდა… მყიდულობს მანქანას, სახლს, ყველაფერს, მაგრამ სითბოს ვერ მაძლევს. მამად არ ვარგა. არ მიცავს… – გაეპარა ბოლოს ყველაზე მტკივნეული საკითხი თავისივე ცხოვრების და ჩარგო თავი ქალის მუხლებში უსუსურად.
– რისგან გჭირდება დაცვა? დედაშენი საკმარისი არ არის?
– ჩემს ქმარსაც კი არ იცნობს. არ ინება, არ გაიცნო..
– ახლა გწყდება ამაზე გული? – გაეღიმა ქალს.
– არ გენატრება?
– არა. უკვე გადავლახე.
– რთული იყო? რთულია ეს… დაშორება?!
– მამაშენი…ის უბრალოდ ასეთია. ვერასდროს გახდება ისეთი, როგორიც გჭირდება. ზოგჯერ ადამიანები თავიანთ როლებს ვერ ითავსებენ ისე, როგორც ველით, როგორც უნდა იყოს. იცი, მიტოვებული ადამიანი ყველაზე საცოდავია ამ ქვეყნად… მით უმეტეს, ისე მიტოვებული, როგორც მე. საშინელი განცდაა, იმდენად რთული, რომ სიტყვებსაც ვერ ვპოულობ გადმოვცე. – მზერა ფანჯრისკენ გაექცა, თითქოს ჩაიძირა შორეულ მოგონებებში. – როცა ადამიანი, რომელსაც ენდობი, რომელსაც შენი სიცოცხლე ანდე, უბრალოდ მიდის… ეს სიცარიელე… იმედია, შენ ამას ვერასდროს გაიგებ.
– არ უყვარდი? – უფრო და უფრო სტკიოდა დედის ხმა თათას. ამაზე არასდროს უსაუბრიათ აქამდე, კიდევ რამდენი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა გოგონას. დედის სევდიანმა ხმამ უფრო აუჩუყა გული, თითქოს ორივემ ერთი ბედი გაიზიარა.
– ვუყვარდი. ვუყვარდი, მაგრამ სიყვარული საკმარისი არ არის ზოგჯერ ურთიერთობების დასალაგებლად. მამაშენი ცუდი ადამიანი არ ყოფილა, დედი, არც ახლაა.
– არ ეცადა მოგვარებას? ასე უბრალოდ ადგა და დაგშორდა?
– მას არ შეეძლო იმის დაჯერება, რომ ოჯახი, ქორწინება, პასუხისმგებლობა შეიძლება დიდი სიყვარულის და სითბოს ნაწილი ყოფილიყო. მისთვის ეს ყველაფერი, უბრალოდ, მოვალეობად იქცა… და ამან დააფრთხო. – ღრმად ჩაისუნთქა, მთელი წარსული გადმოალაგა შვილის წინაშე. – თითქოს, თავისუფლება წავართვი… ვცდილობდი, მისთვის საკმარისი ვყოფილიყავი, მაგრამ როცა ადამიანს გრძნობები აღარ აქვს, ის კედლებს აშენებს, და მე ამ კედლების გადალახვა არ შემეძლო.
– დღემდე გიყვარს? – ყველა სიტყვა გაიაზრა თათამ.
– იცი, არა. გატეხილი ვიყავი, როცა წავიდა, მაგრამ ამის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება მარტო ის არ იყო. იყავით თქვენ… რთული იყო ეს ყველაფერი, ხანდახან მეგონა, აღარაფერს ვგრძნობდი. – თბილი და ტკბილი იყო ქალის ხმა ყველაფრის მიუხედავად. – მეტყვი ახლა რა მოხდა… რა გაწუხებს.
– აქ დავრჩები დღეს. მარტო ყოფნა მინდა…
– კარგი, დე. – აკოცა კიდევ ერთხელ ქალიშვილს. – აქ ვარ, ხომ იცი.
კარი გაიხურა მაკამ. როგორ არ უნდოდა თათასაც იგივე დღეები დასდგომოდა, როგორიც გადალახა თავად. მოიმარჯვა ტელეფონი სიძესთან დასარეკად, ამბის გასაგებად, მაგრამ თავად მოვიდა სანდრო სახლში.
საოცრად შეცვლილი მზერა და თვალები ჰქონდა. აღარ იყო ძველებურად მხიარული, მოსიყვარულე და თბილი.
– აქ არის თათა? – არც მისალმებია ქალს, ისე ჩამოდგა ოთახში.
– რა სახე გაქვს? რა მოხდა?
– აქ არის? – ვერ ითმენდა სანდრო.
– ოთახშია. რა ხდება, შვილო, მშვიდობა გაქვთ? – განერვიულდა მაკა, ოდნავ მოლბა მატაბელი ქალის წამხდარ ხმაზე.
– არ ვიცი, მაკა. – ამოისუნთქა. – საუბარი მინდა, შეგიძლია ჩვენი მარტო დატოვება?
– მაღაზიაში ვიყავი მაინც ჩასასვლელი. როცა ამოვალ, შერიგებულები იყავით… – თბილად გაუღიმა კაცს. იმედიანად გაიხურა კარი.
მოკუნტული იწვა ლოგინში თათა. ცრემლებს უკვე დაესველებინა ბალიში, ჩუმად სრუტუნებდა თავისთვის. იგრძნო, როგორ ჩაიზნიქა ლოგინი მის გვერდით. არ მოტრიალებულა, მაგრამ ზუსტად მიხვდა, რის სათქმელად მოაკითხა ახლა სანდრომ.
– რატომ არ დაუბარე დედას, სად მიდიოდი? – წამოიწყო და მიაშტერდა მის ზურგს. – გაგიჟდა ლამის ქალი..
– ვუთხარი, ალბათ არ გაუგია. – სვენებ – სვენებით უპასუხა მის კითხვას.
– რა გატირებს? – უმალვე განაგრძო საუბარი, თითქოს ძალიან ეჩქარებოდა ეს დიალოგი მასთან.
– სახლიდან გაქცევა უნდა დამჭირვებოდა, შენ რომ შეგემჩნიე? – შემოტრიალდა ქმრისკენ. დაესველებინა ცრემლებს უკვე ულამაზესი ნაკვთები.
– მოგაკლდა ჩემი ყურადღება? – ცივად შეხედა ქალს. – აღარ ვარ კარგი ქმარი? აღარ მოგწონს ეს ქორწინება? აღმოაჩინე უკვე, მხოლოდ სიყვარული საკმარისი რომ არ არის?
– რა ვერ გავაკეთე? რა არ აღმოჩნდა ჩემი მხრიდან საკმარისი, სან? – წამოჯდა და მთელი ძალისხმევით მოემზადა ამ საუბრისთვის.
– ცოლობა ვერ გამიწიე. – დაუფიქრებლად გასცა პასუხი. – ყველაზე რთულ მომენტში ყველაზე ცუდად მიღალატე. მომატყუე… სხვა თუ არაფერი, თვალებში მიყურებდი და ისე გამასულელე. შენ რომ მშვიდად გეძინა ჩემ გვერდით, მაგ დროს ის არარაობა ჩემს დას აწამებდა. რა მნიშვნელობა აქვს სხვა ყველაფერს, როცა იცოდი, რომ უჭირდა მირანდას… ყველანაირი გაგებით უჭირდა თავის ცხოვრებაში, შენ კი მაგ დროს ეჭვიანობის სცენებს მიდგამდი, ეს იყო შენი სადარდებელი მარტო? ეს იყო შენთვის მნიშვნელოვანი? – გადმოიღო ყველაფერი ლამის ცოლის წინაშე, დაუფარავად და ღიად გაანდო სათქმელი თათას.
– შენ არ გინახავს ის, რაც მე ვნახე იმ სახლში. შენთვის არავის არაფერი უთხოვია… შენ ვერ გაიგებ…
– რატომ? რას ვერ ვიგებ? გთხოვეს, რომ დაგემალა მთელი ოჯახისთვის იმ გოგოს ჯანმრთელობის ამბავი, ვის გამოც ტყვიას დაუდგება წინ ნებისმიერი მატაბელი. შენ, გოგო… შენ ისიც კი არ შეგიმოწმებია, რა წამლებს ასმევდა ის არაკაცი, ისე ბრმად ენდე. არ დაინტერესდი მაინც? არ იფიქრე, იმდენი ვერ მოტვინე, ასეთ რთულ პაციენტს სახლში რომ არ დაუნიშნავდნენ მკურნალობას? ნუ მაგიჟებ.
– შევცდი. – ამოიტირა თათამ. – რა გავაკეთო, ღმერთო, შევცდი.
– ახლაც კი ის გადარდებს, რომ ყურადღებას არ გაქცევ. რომ გაბრაზებული ვარ. ის არ გაღელვებს, რა ბედი ელის მირანდას, დემეტრეს…შენს ოჯახს. შენ გააზრებული არ გქონია არაფერი და ისე გამხდარხარ ჩემი ცოლი. რა სამწუხაროა.
– მთელი ცხოვრება მეყოფა ის დღე, სანდრო. არ იდარდო. არასდროს დამავიწყდება ჩემი დანაშაული, არასდროს დამავიწყდება მირანდას სისხლიანი სხეულიც. ყველაფერი შეგიძლია დამაბრალო, გარდა იმისა, რომ არ მადარდებს.
– მე და შენ ერთმანეთის სიყვარული არ გამოგვდის. – აგრძელებდა თავის მონოლოგს სანდრო. – საერთოდ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ თურმე. ამ ყველაფრის მერე… ამ ყველაფრის მერე ისევ ჩემზე ბრაზდები და ისიც კი გეზარება, დედაჩემს დემეტრეს მიხედვაში მიეხმარო. თურმე შენი მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია ახლა… თურმე ქმარი არ გიმჩნევს, შენ კი ამდენ ტკივილს დაატარებ და მე არაფერი ვიცი…
– გეყოფა…
– მე არ უნდა გეუბნებოდე ასეთ რაღაცებს შენი ასაკის გოგოს. არ უნდა იყოს შენთვის მისათითებელი, როგორ უნდა მოიქცე ოჯახში, სადაც ახლა გასაჭირია.
– შენც ხომ ენდობოდი დიტოს? შენც ხომ გიყვარდა ძალიან? შენ რას იზამდი ჩემს ადგილას, ასე რომ ეთხოვა… იქნებ, ეცადო ცოტათი, გამიგო მეც.
– რა გაგიგო, თათა? რა? ნიას რომ შემთხვეოდა მსგავსი რაღაც….. რას მალაპარაკებ! – ამოთქვა დაღლილმა. – რას მახსნევინებ… შენს მსგავს მდგომარეობას დავუმალავდი დედაშენს ოდესმე? ქალს, რომელმაც მარტო გაგზარდა ეს წლები?! მე ვინ ვარ დედაშენთან შედარებით… ვინ, რომ ასეთი რაღაც მარტოს გადამეწყვიტა… შენ ხომ ყველაზე მეტად იცი, რას ნიშნავს მშობლის სიყვარული, ყველაზე მეტად იცი, რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ასეთ დროს. რა გემართება? საკუთარი თავი მაინც არ გაგახსენდა?
– შენსავით ჭკვიანი არ აღმოვჩნდი. შენსავით ვერ შევიტანე ყველაფერში ეჭვი…
– არ გჭირდება შენ ჩემსავით ჭკვიანი იყო. ჩამოყალიბებული ქალები თავიანთ დანაშაულს აცნობიერებენ, აი შენ ისევ მართალი გგონია თავი.. გგონია, რომ გასამართლებელი მიზეზები გაქვს…
არაფერი უპასუხა ამ ბრალდებებს თათამ. უბრალოდ დადუმდა. გაახსენდა რამდენიმე წუთის წინ დიალოგი დედასთან, ზოგადად ოჯახის მნიშვნელობა და ფასი. საკუთარ ოჯახს ხედავდა ადრე სანდროში, ახლა მხოლოდ იმედგაცრუებულ, გულნატკენ კაცს.
– დავასვენოთ მაშინ ერთმანეთი. – თავისთვის თქვა თათამ. თითქოს დაასწრო… და სანდრომაც გაუტარა ეს, ამით ცოტათი უკეთ აგრძნობინა თავი, რომ თვითონ იყო ინიციატორი დაშორების, რომ თვითონ დაასწრო ისედაც გარდაუვალი მიტოვება.
– მეც ეგრე მგონია უკეთესი. – უპასუხა ხმადაბლა, ცივად. – ბევრ რამეს მიხვდები. ახლა შეიძლება ვერა, მაგრამ მერე გაიგებ, რასაც გეუბნები. იმასაც მიხვდები, რომ იდეალური ქმარი არ ვარ, არც იდეალური კაცი… იცი, ყველა ჩანაწერს მოვუსმინე. – გადაუხვია ბოლოს მაინც და ვერ გაძლო ამის თქმის გარეშე. – ახლაც ჩამესმის მირანდას ხმა, როგორ გთხოვა შველა იმ ღამით…
თვალებზე ხელი აიფარა თათამ მაშინვე. ისედაც იცოდა, რომ ყველაფერს გამოიძიებდა სანდრო, არაფერს დატოვებდა უყურადღებოდ და ამან უფრო დაამძიმა მისი გული. წამებში ჩამოიშალა მათი იდეალური ურთიერთობა ამ საუბრის შემდეგ. თათას ცრემლებს მოჰყვა სანდროს შეკავებული სუნთქვა, იძულებითი ნაბიჯი ისტორიის დასასრულებლად, წერტილის დასასმელად, თითქოს მთელი სამყარო დააწვა მხრებზე.
თბილად აკოცა შუბლზე მეუღლეს დამშვიდობების ნიშნად. სწორედ მაშინ, როცა სანდრო ოთახიდან გავიდა, ორივე თავის გზაზე დადგა ერთმანეთის პარალელურად. ალბათ არასდროს გადაკვეთდნენ მათი ხაზები ერთმანეთს, ასეთი დამარცხებულები ვერ ივლიდნენ დიდხანს. საბოლოოდ წერტილს მიაღწია ორივემ ლამის, რის შემდეგაც აღარ იყო გზა ერთმანეთისკენ. მხოლოდ უსასრულო სიცარიელე.
.
არხეინად მოაბიჯებდა ქუჩაში ნია ყიფშიძე. უნივერსიტეტის მერე სამსახურში წასვლა მაგრად ეზარებოდა, თან ფეხით. ამ თავის დას ხომ არასდროს ეცალა წასაყვანად, ამ მანქანასაც არავინ ყიდულობდა თავად…
ნიას მამასთან ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონდა. რამდენჯერად მოინდომა გიორგიმ მასთან დაკავშირებდა, იმდენჯერ იუარა. დანასახად არ უნდოდა მამამისი თათასგან განსხვავებით. თათაც ხომ იყო გაბრაზებული კაცზე, მაგრამ რიდი მაინც ჰქონდა მისი. ალბათ იმიტომ, რომ ახსოვდა, როგორიც იყო, ნიას კი არა.
მეილზე მოუვიდა მოულოდნელად შეტყობინა. ანანიმური გამომგზავნისგან იყო, რომელიც ხშირად უგზავნიდა ხოლმე საინტერესო იდეებს სტატიების დასაწერად.
ფოტოზე მათე ხურცილავა იცნო. მის გვერდით მაგდა კასრაძე. ეს ხალხი რა შუაში იყო ახლა?! მეორე სურათზე თვითონ სანდრო მატაბელი აღებეჭდა კამერებს. შუბლი მოისრისა ნიამ. დეტალების გასაგებად მისამართი ჰქონდათ მითითებული. არც უფიქრია, ისე გააჩერა წამოსული ტაქსი და გაეშურა მითითებულ ადგილზე. ხანდახან ძალიან არაპროგნოზირებადი იყო, რის გამოც ეხვეოდა ყველაზე მეტად ხიფათში. საიდან იცოდა გამომგზავნმა, ნია რომ იცნობდა ამ ხალხს?! სანდროს გამოსახულებამ არ მოასვენა მაინც ყველაზე მეტად. ეშმაკივით შეუჩნდა ეს ინტერესი…
ტაქსიმ უჩვეულო ადგილას გაუჩერა. ნაძვებში იყო ჩაფლული ის შენობა, რომელიც ფოტოზე იყო აღბეჭდილი. იქვე იდგა მათეს მანქანაც. მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე ნია, როცა დალანდა ამ შენობის სახელი. ჩაეცინა სანდროზე, ამ სიტუაციზე, იმაზე, რომ არ გაუმხილა მაინც მატაებლმა, როცა მოიკითხა ხურცილავების ამბავი. მერე ისევ შემოსულ შეტყობინებას დახედა. ანუ ვიღაცამ იცოდა უკვე სანდროს ნამოქმედარი.
მაშინვე მოიმარჯვა ტელეფონი მასთან დასარეკად, მოულოდნელად რომ აღმოჩნდა კედელთან აყუდებული.
ამ დღეს მიხვდა, რასაც ეუბნებოდა თავისი და სიფრთხილესთან დაკავშირებით, რასაც გულისხმობდა თათა, რასაც გაიძახო ასე დაჟინებით.
დანა მიადეს ყელზე. ისეთი გალესილი იყო, პრიალებდა მზის შუქზე. პირიც გაუკავეს ყვირილისგან თავის ასარიდებლად.
– შენი ძვირფასი სიძე ყველაფრის გამო აგებს პასუხს. პირველ რიგში, სამსახურს დაკარგავს. – წამოიწყო კაცმა. ვერ ხედავდა მის სახეს ნია, ჩამოფარებული ჰქონდა შავი ნიღაბი. მხოლოდ თვალებს არჩევდა შავს. – ან ეს ამბავი თავად გამოაქვეყნე, ან ხომ იცი რაც დაგემართება. – ოდნავ მიაჭირა კანზე საშიში საგანი, თუმცა ისეთი ბასრი ბასრი იყო, მაშინვე წამოუვიდა სისხლი ნიას.
აეტირა.
და პირველად შეეშინდა ასე ძალიან.
– გასაგებია?! – განმეორდა კაცი, ნიღაბი შეისწორა სახეში და შეშინებულ გოგონას ოდნავ შეუშვა ხელი. – ინსტურქცია მოგივა მეილზე. შენი არჩვენია მიჰყვე მაგ ყველაფერს, თორემ… – კიდევ ერთხელ დაანახა პატარა დანა, მერე ჯიბეში ჩაიდო ოსტატურად.
იქვე მიატოვა შუა ქუჩაზე ნია.
ყელზე მიიდო გოგონამ ხელი. ჩაიკეცა. ასეთი რამ არასდროს დამართნია. არც გაუგია, რა ელაპარაკა იმ საზიზღარმა.
ერთი ხელის მოსმით წამოაყენეს ფეხზე. ვიღაცის ძლიერი ხელები ჩაეჭიდა მკლავებზე, ფეხზე დააყენეს ღონემიხდილი.
– კარგად ხარ? – მაშინვე მოუსინჯა ყელი ნიკუშამ. არე – მარე მოათვალიერა დაჟინებული თვალებით, თუმცა იქ უკვე აღარავინ იყო.
– შენ ვინღა ხარ? – ცივად შეუშვა ხელი ნიამ. ატირებულმა მოიწმინდა თვალები, თუმცა ვერ ჩერდებოდა მაინც შეშინებული.
– სანდროს ახლობელი ვარ. – მაშინვე დაანახა თავისი ძვირფასი საბუთი ამის დასამტკიცებლად. არც შეუხედავს ნიას. – წამოდი, წაგიყვან სახლში. იქით მიყენია მანქანა.
– სანდროს ყველა ახლობელს ვიცნობ. – დაიხია რამდენიმე ნაბიჯით და სრულიად საპირისპიროდ დაიწყო სიარული.
– თანამშრომლები ვართ მე და სანდრო. – აუწყო ფეხი მის ნაბიჯებს ბიჭმა. – სისხლი მოგდის, ჩაჯექი მანქანაში.
– არ მინდა. – გაეპარა სისუსტე ხმაში. გაუაზრებლად მიიდო ყელზე დასვრილი ხელები.
– შეგამჩნევენ ახლა ხურცილავები და გინდა ეს? – ანიშნა იმ მანქანისკენ, სადაც მიყრდნობილყო მათე. დაეტყო ნიკუშას იმაზე მეტად ბევრი იცოდა, ვიდრე ნიას შეეძლო წარმოდგენა. უნებურად დათანხმა მის გამოწვდილ ხელს, გაჰყვა მანქანისაკენ.
– აქ რა გინდოდა? – თავად მიადო ხელსახოცი ყელზე, როგორც კი ჩასხდნენ მანქანაში.
– საქმე მქონდა.
– ვინ გითხრა ეს… ყველაფერი? – ანიშნა საავადმყოფოსკენ, ხელი შეუშა ბოლოს და დაქოქა მანქანა.
– არ უთხრა სანდროს. – ჩუმად წამოოწყო ნიამ. – მერე დამინიშნავს ვინმეს მეთვალყურედ და ამის თავი არ მაქვს.
ჩაეცინა ნიკუშას. აბა, თავად ვინ იყო?!
– ვინ დაგესხა თავს? – უცებ მოათვალიერა, თან დაუფიქრებლად დაადგა თათას სახლისაკენ მიმავალ გზას. – იცნობ?
– შენი აზრით?
– რა გინდოდა აქ?
– დაკითხვაა?
– კი, ნია. – დაეთანხმა მშვიდად. – ისედაც მოგელის ეს დაკითხვა, ჯობია ჩემთან გაიარო მსუბუქად.
– ახხხხ… – გაღიზიანებულმა მოაცილა მზერა ბიჭს. – არ დაუმალავ, ხო, არაფერს იმას?
– არანაირად.
– ჩემი სახელი საიდან იცი? – თან ცრემლები მოიწმინდა და თან გაკვირვებული მიაჩერდა ბიჭს. – ან რატომ იცი, საით არის ჩემი სახლი?
– შენი სახლი საბურთალოშია, თათასთან მივდივართ, დიღომში.
– ბატონო?! – განცვიფრებულმა გადმოხედა ბიჭს.
– რამდენი წლის იქნებოდა დაახლოებით? – ისევ თავის სტიქიაში გადაერთო ნიკუშა. – მოფარებული ჰქონდა სახეზე რამე თუ?
– თვალები უჩანდა მხოლოდ. ახალგაზრდა იყო. შენხელა. – უცებ მოათვალიერა სახეზე ბიჭი. ცივად გაიხედა სხვაგან, უკვე წინასწარ ეზარებოდა სანდროსთან საუბარი.
– რატომ იყავი შენ აქ? – შეანელა სვლა და გაუნაწილა ცოტათი მზერა აღელვებულ გოგონას. – საიდან გაიგე.. ან რა გაიგე..
– შეტყობინება მომივიდა, როგორც ყოველთვის. ფოტო იყო სანდროსი.. ამიტომ წამოვედი…
– შეტყობინება მოგივიდა… ვისგან? – თვალებს აცეცებდა საქარე მინებისაკენ ნიკუშა. – ან რას ნიშნავს „როგორც ყოველთვის“?
– შენღა მაკლდი. – შუბლი მოისრისა გოგონამ. – რა გაუძლებს ახლა სანდროს, მერე ჩემს დას.. არ უთხრა, ადამიანი არ ხარ?
– არა. – გაეღიმა ბიჭს. – გტკივა ეგ ყელი? ღრმადაა?
– არ უთხრა სანდროს, თუ ვინმესთვის გინდა მაინცდამაინც თქმა, ჩემს დას უთხარი და დამსჯიან ისედაც!
– უკვე გზაშია სანდრო. – ჩუმად თქვა ნიკუშამ. – ასე რომ…
.
თათას მისაღებში ჩამომსხდარიყვნენ ყველანი. დივანზე იჯდა ნია, ცალი ხელი ყელზე ჰქონდა მიბჯენილი. იქვე ეჯდა თათაც წყლის ჭიქით ხელში. მორიდებით მიყრდნობოდა აივნის კარს ნიკუშა. შემოაღო სანდრომ კარი. შემოდგმული არ ჰქონდა ფეხი, უკვე მზად ჰქონდა სიტყვა.
– რატომ მაგიჟებ? – პირდაპირ დაადგა ნიას თავზე. – რატომ არ ისვენებ, გოგო, ჰა?
– გეყოფა ახლა. – ცივად შეხედა თათამ. თვალებით ანიშნა განზე გაწევა და მოეფერა ისედაც მოწყენილ, მოკუნტულ დას.
– რა დაგემართა? – გააწევინა ხელი და შეუმოწმა სულ ოდნავი განაკაწრი ყელზე. საპირისპიროდ ჩამოჯდა დივანზე, მერე ნიკუშასაც ახედა მაინც. – და რა მოხდა საერთოდ თავიდან ბოლომდე.
– უნიდან მოვდიოდი. მესიჯი მომივიდა ტელეფონზე. – წამოიწყო ნიამ და გასწორდა დივანზე. – შენი ფოტო იყო.
– მერე?
– მერე მისამართი იყო მითითებული, მეც ავდექი და წავედი. მათეს მანქანა დავინახე, უეცრად კი ვიღაც ტიპი მომმვარდა.
– მერე რაო მაგ ტიპმა?
– გამოაქვეყნეო. სამსახურს დაკარგავსო შენი სიძე. დამემუქრა ერთი სიტყვით.
– რა ფოტო გამოგიგზავნა? – წამოიწია ოდნავ სანდრო. ორი თითით ანიშნა მობილურისაკენ. – დროზე ახლა!
გაუწოდა მობილური ნიამ. მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე იყო, მაინც თამამად უყურებდა ამ ხალხს თვალებში.
– ადრეც მოუწერია მსგავსი რამ? – კარგა ხანს უყურა საკუთარ გამოსახულებას მატაბელმა. – იცი, შენ ვინ არის ეს ხალხი?
– გივიზე სტატია სწორედ მათი დახმარებით დავწერე. – ჩუმად თქვა ნიამ. თათამ ამოიოხრა ამ სიტყვებზე. სანდრომ თავზე გადაისვა ხელი.
– ვიღაც გიგზავნის სისულელეებს და შენც მაგათ დაკრულზე ცეკვავ? – გაღიზიანებული წამოდგა ფეხზე. – მერე მაგას აქვეყნებ და შენი უფროსიც კმაყოფილია, ხო? ხედავ, რა მოგიტანა მაგ შენმა სტატიებმა, ნია?!
– ნუ მიყვირი. – ამოხედა ქვევიდან ცრემლიანი თვალებით. – შენ არ გეხება ჩემი ცხოვრება.
– როგორ? – ლამის გაეცინა მატაბელს. – კარგი, ვის ეხება მაშინ?
– არავის. მე მიხვედავ როგორმე ჩემს პრობლემებს. შენი საყვედურები შეგიძლია შენთვის დაიტოვო…
– კონკრეტულად რომელ ცხოვრებას გულისხმობ, შენს ჟურნალისტურ კარიერას? – ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ფეხზე წამოჭიმულ გოგონას. თათა მოემზადა ჩასარევად, თუმცა ისე მომართული ჰქონდა ორივეს სხეული, აღარ თქვა ჯერჯერობით არაფერი. დაელოდა.
– ყველანაირს. – ხმა აიმაღლა და მოიშორა ის ნაჭერიც კისრიდან. – პატარა ბავშვი არ ვარ, რომ მოხვიდე და მისაყვედურო. რომ მომიჩინო ვიღაცები სათვალთვალოდ… მამაჩემი არ ხარ!
– ტონი გააკონტროლე. – მშვიდად უპასუხა სანდრომ. – მე ვარ ძალიან დიდი და ეგრე არ დამელაპარაკო.
– რატომ იცოდა შენმა თანამშრომელმა ჩემი ადგილსამყოფელი? მითვალთალებდი?
– დიახ. – წარბები აზიდა მაფრთხილებლად. – გაკონტროლებდი. ეს სიტყვა გინდა გაიგონო მაინცდამაინც?
– რის გამო? ასე გულზე მოგხვდა ნათლიაშენზე დაწერილი სიმართლე? – უკვე უმისამართოდ ისვრიდა სიტყვებს ნია. საერთოდ არ მიუქცევია ამ კითხვისთვის ყურადღება სანდროს.
– ამის გამოქვეყნებას აპირებ? – ტელეფონი დაანახა გოგონას. ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა ნიამ, ისეთი უცნაური იყო ცივი მატაბელი. – თუ არა, დავიტოვებ.
ჯიბეში ჩაიდო ნიას მობილური. ზედმეტი ხმა არავის ამოუღია, თუმცა ემჩნეოდა უკმაყოფილება სახეზე ორივე დას.
– რისთვის გინდა? ხომ განახე უკვე ყველაფერი… – იმედიანად გაიშვირა ხელი ნიამ.
– რამე გაქვს სათქმელი? – სანდრომ ეჭვანერვად მოავლო თვალი გოგონას. – ან დასამალი?
– არა.
– ჰოდა, რა პრობლემაა?
– კარგი, წაიღე სადაც გინდა. გაჩხრიკე.
– მომისმინე ახლა კარგად. – ამოისუნთქა დაღლილმა სანდრომ. – მეთვალყურეს კი არა, მთელს ქვეყნიერებას დავავალებ შენზე ზრუნვას, თუ ეს გახდება საჭირო. ეს თუ შენს ცხოვრებაში ჩარევად ჩამეთვლება, არაუშავს, ჩავერევი მაინც. ასეთ ანონიმურ მესიჯებს მეტად აღარ უპასუხო, არ წამოეგო მათ ინტერესებს, ხომ ხედავ ცუდად გიბრუნდება. ვიღაცას შენი გამოყენება უნდა, მე რომ ხელი შემიშალოს. შენ რომ დაგაზიანოს… ასეთ დროს, ხომ იცი, როგორიც ვარ. ზედმეტად ფრთხილი. – თვალებში შეხედა გოგონას, იმ წამსვე მოალბო მისი გული, როგორც კი დაიწყო ეს მონოლოგი სანდრომ. ნიასაც თავისი ბავშვური შენიშვნები უმალ გადაავიწყდა. თავი ჩახარა მოწყენილმა, გასვლა უნდოდა იქიდან და აორთქლება საერთოდ. მისთვის ხომ უცხო იყო ეს – მამაშვილური მზრუნველობა. უხმოდ გავიდა სხვა ოთახში.
ნიკუშამაც მანქანაში დალოდება არჩია და ჩაუყვა კიბეებს.
თათა ხმას არ იღებდა მაინც. სანდროს არ უნდოდა საუბრის წამოწყება. კარგა ხანს უყურა მდუმარე ცოლს.
– რამეში ვცდები? – წამოიწყო და ჩაეცინა კიდეც. – მართლა მაინტერესებს.
– ჩემგან? – ძლიერი ხმა ჰქონდა თათას, აშკარა და ზუსტი.
– დიახ, ჩემო ცოლო, შენგან. – მსგავად გასცა პასუხი სანდრომაც.
– შენი ცოლი არ ვარ. – გაიხადა პიჯაკი თათამ, სამსახურიდან გამოქცეული იყო ამ ამბის გამო. – და რა ხდება ამიხსენი. ვინ არის ეს ხალხი, რა უნდათ შენგან ან ჩემი დისგან.
– არ ვიცი. დაურეკე სესილის, როგორმე ჩამოაშორენ ეს ყველაფერს. არ გაუშვა სამსახურში, არ გაუშვა გარეთ..
– სანდრო… – გამაფრთხილებად გაჰხედა თათამ.
– ცოტა ხანი, თათა. ნიკუშა წაიყვანს ყველგან, სადაც მოუნდება.
– რამე გაქვს დაშავებული? – ცოლის ასეთი ცივი ხმა პირდაპირ ნერვულ სისტემაზე ურტყამდა სანდროს. – ვინმე მტერი გყავს?
– მეყოლება ვინმე, მილიონი კაცი მყავს ციხეში გაშვებული. – ირონიულად გასცა პასუხი და წამოდგა ფეხზე. უკან გამოჰყვა გასაცილებლად თათაც.
– მიდიხარ? – დადგა ღია კართან ქალი.
– სანამ გამაგდებ. – თვითონაც გაუცივდა ხმა მატაბელს. ლამის მიეჩვია ასეთ სუსხიან საუბარს ერთმანეთში.
– თუ გაარკევ რამეს, მითხარი. – შეეცვალა ტონალობა. – არ შემიძლია, როცა ასეთი მოწყენილია. სახლში ვერ გამოვკეტავ.
– არაუშავს დროებით. როგორმე გადაიტანს. ნუ მოერიდები მასთან სიმკაცრეს, მისივე უსაფრთოხებისთვის… – ღრმად ამოისუნთქა. შუბლით მიეყრდნო კარის ძგიდეს, უჭირდა საუბარი და ზოგადად ეს გაურკვეველი, დაუძლეველი ურთიერთობა მასთან. – მომისმინე..
– გისმენ. – მიიწია მისკენ თათა, უფრო კარგად რომ გაეგო რას ამბობდა ქმარი.
– ჩემგამო არ შეექმნება არავის პრობლემა. მით უმეტეს თქვენ. თუ ეს გადარდებს მხოლოდ… მე არ ვიქნები მიზეზი შენი გულის ტკენის მეტად. – შეხედა თვალებში და სუსტად გაეღიმა ქალის მზერაზე.
– მხოლოდ ეს არ მადარდებს. უბრალოდ არ მინდა ჩაერიო ჩვენს ცხოვრებაში, გეგონოს, რომ ამის უფლება გაქვს..
– ჩემზე მეტი ახლობელი გყავს ვინმე? – ჯიბეში ჩაიწყო ხელები, აღარ აპირებდა მასთან სიტყვების შერჩევას უკვე. – მაინცდამაინც ქორწინების მოწმობა გვჭირდება, ერთმანეთზე რომ ვიზრუნოთ, თათ?
– არ გვჭირდება. არც განქორწინების მოწმობა ყოფილა საკმარისი, შენ რომ გამოხვიდე ამ როლიდან.
– რომელი როლიდან? – გაეღიმა და სპეციალურად შედგა ფეხი ისევ სახლში. – რომელიც ასე ძალიან მიხდება?
– გეყოფა. – მიაჭირა მკერდზე ხელი და უკან გასწია წინ წამოსული. – ნუ ალოდინებ ნიკუშას, წადი.
– როგორც მიბრძანებ. – დაემორჩილა მაშინვე და უკუსვლილთ გავიდა სადარბაზოში. თვალი არ მოუცილებია ქალისთვის, თითქოს ეძება მასში ხეჩასაჭიდს, იმედს. უბრალო სიცარიელეს ხედავდა ცოლის თვალებში, ზუსტად ისეთს, როგორიც თავად ჰქონდა წლების წინ, თვითონაც როცა ატკინეს გული.
.
ნიკუშა ერისთავი კერძო სახლში ცხოვრობდა. მაგრად ეზარებოდა ხოლმე მისი ტარება სახლში სანდროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ათასი საფიქრალი ჰქონდა. გვიან ღამით გააჩერა მანქანა უფრო სასახლესთან, ვიდრე სახლთან. მორიდებით გადმოხედა ნიკუშამ უფროსს, აჭიანურებდა თითქოს გასვლას.
– მილიონერია მამაშენი? – ცალყბად ჩაეცინა სანდროს, თან სიგარეტს მოუკიდა. თვითონაც არ უნდოდა ნიკუშას გადასვლა, თითქოს უნდა ეთქვა მისთვის რამე.
– სამინისტროაშია ესეც, როგორც გივი. მან გთხოვა, ხო, ჩემზე?
– ხო.
– ალბათ არ გინდოდა. – ჩუმად თქვა ნიკუშამ. – დარწმუნებული ვარ, ახვეწნინე.
– მერე?
– მერე არ გიხარია, ცხოვრებაში პირველად რომ შეცდი ადამიანში? – გაიკრიჭა და მოაგროვა ქაღალდები ერთად, დღეს გრძელი ღამე ელოდა.
– გადადი, გადადი და საქმეს მიხედე.
გადასვლას აპირებდა ისედაც ნიკუშა, თუმცა ცოტა ხანი გაიყინა ადგილზე. სახლიდან გამოვიდა მამამისი. შენიშნა სანდრომ, როგორ დაეძაბა სხეული ბიჭს. არ გამოჰპარვია მის მახვილ თვალს უფროსი ერისთავის მზერა, მზვერავი და ეჭვიანი.
დაუფიქრებლად გადაჰყვა ნიკუშას.
– სალამი. – ხელი გაუწოდა გარეთ გამოსულ კაცს. ნიკუშაც ამოუდგა გვერდით დაძაბული.
– სალამი. თქვენ ალბათ სანდრო მატაბელი, – ოფიციალური იყო კაცი, ცოტათი ცივი ურთიერთობისას.
– თქვენ ალბათ ნიკუშას მამა… ირაკლი. – თან ბიჭს გადახედა, თან უცებ მოათვალიერა კაცი გარეგნულად.
– როგორ მიდის საქმეები? აკეთებს რამეს ეს? – ანიშნა კაცმა შვილისაკენ. გულზე მოხვდა სანდროს ეს ტონი, ეს სიტყვათშეთანხმება, საერთოდ ნიკუშას მდგომარეობა იმ მომენტში. დაუფიქრებალდ ჩამოადო მხარზე ხელი ბიჭს.
– ასეთი მოსწავლე არასდროს მყოლია. საუკეთესოა თავის საქმეში. თქვენს ადგილას მისით ძალიან ვიამაყებდი. – ისეთი გულწრფელი იყო მატაბელის თითოეული სიტყვა, მზერა შეეცვალა ირაკლის. უცნაურად მოათვალიერა შვილიც, ეს სანდრო მატაბელიც. ნიკუშას ხომ ცეცხლი წაეკიდა სახეზე.
– მშვენიერი. სახლში ხომ არ შემოხვიდოდით? – განზე გადგა ირაკლი.
– სხვა დროს აუცილებლად. – კიდევ ერთხელ დაჰკრა ხელი მხრებზე ნიკუშას. დაემშვიდობა ირაკლის და მანქანისაკენ წავიდა.
– სანდრო. – დაეწია მაშინვე პატარა ერისთავი.
– შედი ახლა სახლში. – არც მოტრიალებულა სანდრო, ისე მიუჯდა საჭეს.
– მადლობა. ძმა ხარ!
იმ საღამოს დაუფიქრებლად აიღო გეზი სახლისაკენ. იმ სახლისაკენ, სადაც ყოველთვის ელოდა დედა, მამა, თავისი უფროსი და და დემეტრე. რატომღაც ძალიან მოუნდა თავის ძვირფას ოჯახთან ყოფნა, მათმა მონატრებამ არ მოასვენა შინაგანად. როგორი ოჯახი ჰქონდა თვითონ და როგორი ჰქონდათ სხვებს მის გარემოცვაში. ალბათ, იმ დღეს მიხვდა მხოლოდ, რას გრძნობდა ზოგჯერ თათა, რას გრძნობა ნია, თვითონ რომ იჩენდა მისი დაცვის ინიციატივას, რას გრძობდა ნიკუშა რამდენიმე წამის წინ…
– შერიფ. – გადმოხედა გვერდით ამომჯდარ დობერმანს სანდრომ. – მე კარგი მამა ვარ შენთვის?!
.
მანქანიდან უყურებდა, როგორ უღიმოდა თავისი ცოლი სხვას. ზუსტად იმ „ჩინურ ვერსიასთან“ ერთად იჯდა თათა, ვინც სასაცილოდ არ ჰყოფნიდა სანდროს. კაფეს ვერანდაზე ჩამომსხდარიყვნენ ორივენი, თათაც და ზურა ბარათელიც, წითელ ღვინოს ეახლებოდნენ ერთმანეთს.
ტვინში სისხლი ჩაექცა მატაბელს. არ უნდოდა შემჩნევა, მაგრამ არაფერი გამოჰპარვია გვერდით ამოსკუპებულ ნიკუშას, ვისი დამსახურებაც იყო ახლა სანდროს ყოფნა იქ. მან დაასმინა თათა.
პირველად ნახა ცოლის პაემანი. პირველად უყურა საერთოდ ვიღაც კაცთან ერთად ასე ახლოს დამჯდარ ცოლს.
– გამოვიძახოთ სპეცრაზმი? – სიტუაციის განმუხტვა სცადა ნიკუშამ.
– თავს გაგიხეთქავ. – არ ეხუმრებოდა მატაბელს საერთოდ. – როდიდან არიან აქ?
– აუფ. – ხელი აიქნია ბიჭმა. – კაი ხანია. უკვე მეორე ბოთლს სცლის ის.. ჩვენი კოლეგა.
– რამდენს ტლიკინებ. – სიგარეტს წაუკიდა სანდრომ. – რა გგონია, შევუვარდები ახლა მაგათ?
– ცოტა გაკლია.
– ეს ტიპი… – ანიშნა სანდრომ ზურასკენ. – არც მახსოვდა, თუ არსებობდა მის ცხოვრებაში.
– ჭკვიანი ვინმეა. – უცებ ჩაიხედა მობილურში ბიჭმა. – მინიმალური რაოდენობის წაგებული საქმე სასამართლოში, ფულიანიც არის, სახლიც აქვს. ერთი ცოლი არ ჰყავს მგონი..
– როდის მოასწარი? – გაეღიმა მატაბელს და გამოართვა მობილური. დამცინავად დაჰხედა კაცის გამოჭიმულ სურათს, სადაც შარვალ – კოსტუმში იყო წარმოდგენილი.
– სანამ მოხვიდოდი…
– ცოლი არ ჰყავს და რა უნდა… ჩემი? – ცივად შეუშვა ხელი ტელეფონს, ისევ დაუბრუნდა ინტერესის ობიექტს.
თათა იღიმოდა.
მის ღიმილზე ლამის ერისთავსაც კი მოეშალა ნერვები, სანდროზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
– ბედნიერი ჩანს, არა? – გაეპარა სიტყვები უნებურად მატაბელს. ატმოსფეროც შეიცვალა მანქანაში, დაძაბულობა აშკარა გახდა, სანდროს ეჭვიანობა ხომ დუღდა საერთოდ.
– ჰო, ასე ჩანს.
რაღაცის თქმას აპირებდა კვლავ მატაბელი, თუმცა შეაშრა სიტყვები. წითელი ვარდები მოართვეს თათას. აქედანვე დაინახა, როგორ უხერხულად გამოართვა მიმტანს მოტანილი საჩუქარი, თითქოს ჩაეჭიდა ქალის უკმაყოფილებას, მაგრამ მერე მისი ტუჩების მოძრაობით გაშიფრა, როგორ გადაუხადა მადლობა ამ საჩუქრისთვის.
გული აერეოდა, რომ ეყურებინა კიდევ.
საჭეს მიადო შუბლი და მსუბუქად მიარახუნა. დაიმსახურა.
– გიყვარს. – დაასკვნა ნიკუშამ. – ასეთი არაფერი მინახავს. ერთმანეთი გიყვართ და ერთად არ ხართ.
– ამას ეტყობა ახლა….. – ხელი გაიშვირა წყვილისკენ სანდრომ, თუმცა უკვე მეორედ დადუმდა. – სად წავიდნენ?
– ჰა? – გონს მოვიდა ბიჭიც. – მართლა სად წავიდნენ?
– რომელია იმის მანქანა? – უხეშად იკითხა მატაბელმა, დაქოქა მაშინვე თავისი ავტომობილი და გზად გაიყვანა.
– არ ვიცი. ხომ გითხარი, როცა მოვედი, უკვე აქ იყვნენ.
– იმედია, სახლში წაიყვანს… – თავისთვის ჩაილაპარაკა მატაბელმა, ცოტა ხანს დაიცადა შესასვლელთან, მაგრამ მერე აიღო ცოლის სახლისკენ გეზი.
იქ არავინ გამოჩენილა. მიესაჯა იმ საღამოს ნიკუშასაც ყარაულის პოზიცია, ლამის ორი საათი იცდიდნენ თათას სადარბაზოსთან.
– ასე არაფერი გამოვა. – მობეზრდა ბოლოს ბიჭს. – დაურეკე, ან რამე გააკეთე, რას ელოდები?
– რა იყო, აღარ გინდა ჩემი დარდის გაზიარება? – მერამდენე ღერს მოუკიდა ვინ იცის.
– ნიას მივწერ მესიჯს. – დააბრეხვა მოულოდნელად, მერე კი ინანა, როცა გადმოხედა სანდრომ მკვლელი თვალებით.
– რას მიწერ მაინც ნიას? – გამოკვეთა სახელი საკმაოდ.
– ვკითხავ, როგორ არის იმ დღის მერე. რამე ხომ არ ჭირდება.. თათასთვის მოკითხვას დავაბარებ და თუ მითხრა, შენც მოგიკითხაო, ანუ მასთან არის.
– დედა, დედა, რა მიხვედრილი სტაჟიორი მყავს…. – წაისისინა თავისებურად. – პირდაპირ თათასაც დაურეკავ შენ, ისეთი გაბედული მყავხარ.
– არ მომცემ უფლებას, თორემ რატომაც არა.
– ანუ ნიას მოიკითხავ… – წამოიწყო და გაუსვა ხელები ერთმანეთს.
– რას აპირებ? – შიშით შეხედა მის მოქმედებას ნიკუშამ.
– მომისმინე, შენ, ვაჟბატონო, – კეფაზე მოჰხვია ცალი ხელი, ცივმა ოფლმა გადაასხა ერისთავს. – ხომ ხედავ, როგორი გაღიზიანებული ვარ ისედაც.
– ვხედავ და ვგრძნობ კისრის არეში…
პასუხის გაცემას აპირებდა სანდრო, უცნაურად რომ მოვიდა მესიჯი ნიკუშას მობილურზე. უკვე მოესწრო ნიას ნომერის ჩაწერა ბიჭს, თავად ის წერდა აქეთ.
– გადავხტე თუ გადამიშვებ? – კარის სახელურს ჩაეჭიდა ყოველი შემთხვევისთვის.
– გახსენი, გახსენი, – ინტერესით დააკვირდა ტექსტს მატაბელი.
„მადლობა ვერ გადაგიხადე ნორმალურად მაშინ. ბოდიში ჩემი უხეშობისათვის“
– რა მივწერო? – შეაციცინდა თვალებში სანდროს.
– როგორ?! – წარბები აზიდა მატაბელმა.
– არ გავიგო თათას ამბავი?
– გადაეთრიე მანქანიდან. – მოთმინების ფიალა აევსო კაცს. – დროზე!
– სად წავიდე ასეთ დროს!
– მოდი აქ, წადი სახლში. – გადავიდა თვითონ მანქანიდან. ძალით დასვა საჭესთან და მიუხურა კარი ხმაურიანად. ახლა არ ეცალა ცამეტი წლის ბავშვებისთვის, მაგათ ცალკე მიხედავდა მერე. შიშით მოსწყდა ნიკუშა ადგილს, სანდრომ კი ცოლის კორპუსს იმედიანად ახედა.
ბოლო კიბის საფეხურზე ჩამოჯდა ცოლის კართან. ლამის გაეცინა კიდეც თავის საქციელზე, მაგრამ ახლა უნდა გაეგო ყველაფერი, ახლავე უნდა ეგრძნო მის თვალებში სიცარიელე და არა ის დიდი სიყვარული, რაც ყოველთვის იკითხებოდა იმ საყვარელ ნაცრისფერებში. გაისმა ღამის სიჩუმეში ქუსლების კაკუნი, ნაცნობი სუნამოს სუნიც წითელი ვარდების სურნელებამ ჩაანაცვლა.
ბოლო საფეხურზე გაჩერდა თათა. ალკოჰოლს სულ ცოტათი დაეთრო ყიფშიძე. სახელურს ჩაეჭიდა და ისე ამოიარა დანარჩენი მანძილი.
– აქ რას აკეთებ? – წამოადგა თავზე ყოფილ ქმარს.
– შენ გელოდები.
– რატომ? – გაეცინა თათას. უდარდელად ჩაუარა გვერდი მატაბელს, კარის გაღებას შეეცადა უშედეგოდ.
– ნასვამი ხარ? – წამოდგა სანდროც. თავად გადაატრიალა გასაღები, თავად გააღო კარიც და საჩუქრებით დატვირთული მეუღლე შიგნით შეუშვა.
– ცოტა.
არაფრის დიდებით არ გაუშვა ხელი იმ ვარდებს თათამ. მისვლისთანავე პირველი ის ჩადო ლარნაკში, მერე გაიხადა მანტო, ფეხსაცმელი, დადო ჩანთა..
– არ იტყვი, რა გინდა აქ? – დაღლილი ჩაჯდა სავარძელში. ფეხები აიკეცა მაშინვე და ოდნავ მოდუნდა დამღლელი დღის მერე.
– სად იყავი? – ჩამოუჯდა იქვე სანდრო.
– ჩემს კითხვებს ოდესმე უპასუხებ? – უკმაყოფილოდ შეჰხედა თათამ.
– ეს მინდა. გაგება, თუ სად იყავი. – გასცა ზუსტად კონკრეტული პასუხი. სიამოვნების ელფერმა გადაურბინა სახეზე ყიფშიძეს, სანდროს ეჭვიანი მზერა უფროდაუფრო ართობდა თითქოს.
– არ მითხრა, რომ არ იცი. – გაეცინა თათას. ხელისგული ამოიდო ლოყაზე, ასე შეაცქერდა ქმარს. – როგორ მოხდა…
– რაო იმან? გაამზადა უკვე წითელი ვარდები პანაშვიდისთვის? – ანიშნა ლარნაკისკენ, ზედმეტად მოწიწებით რომ დაედგა თათას მისაღებში.
– ამას მაინც რა უწუნებ? არც უსაქმურია, არც ცოლ – შვილიანი…
– მშვენივრად ვიცი, ვინც არის. – გააწყვეტინა აგდებით, არ მოსწონდა არც ერთი სიტყვა თათას პირიდან გამომავალი.
– მერე? როგორ მოგეწონა მისი დოსიე? არის სუფთა?
– ზედმეტად სუფთაც კია. აი, ისეთი.. აუცილებლად გასაფუჭებელი…
– სანდრო!
– მოგწონს?! – თვალი თვალში გაუყარა მეუღლეს.
– მომწონს, მერე?
– არ მჯერა. – გააქნია თავი სიცილით. – მეორედ შეხვდი დღეს საერთოდ, როდის მოასწარი მოწონება?
– შემიძლია შეხვედრებზე ისე სიარული, შენ რომ ვერ გაიგო. დღეს როგორ მოახერხე გაგება? იცოდი, სად ვიყავი? – გამომწვევად ჩამოსწია ის ფეხები ძირს, სანდროს შუბლზე ვენები გამოებერა ბრაზისგან. – ვერაფერი უპოვე ზურას და ამიტომ ხარ ახლა ასეთი აღრენილი. ვეღარ მეტყვი, მასთან ბედნიერი ვერ იქნებიო…
– ანუ მოგწონს. – თავისთვის ჩაილაპარაკა სანდრომ.
– დიახ.
– მასთან აპირებ ყოფნას..
– არ ვიცი ჯერ, შეიძლება…
– არ შეიძლება. – გაეღიმა და ფრთხილად გადაუწია თმა ყელზე. მანამ მოასწრო კოცნის დატოვება, სანამ გიმოძრავდებოდა საერთოდ თათა. ქალის სხეულის რეაქცია საერთოდ არ პასუხობდა იმ სიტყვებს, რასაც გაიძახოდა წეღან. მაშინვე მოდუნდა მატაბელი, როგორც კი იგრძნო ამ სხეულის მიმღებლობა, სიამოვნების ჟრუანტელი ცოლის კანზე.
– გეყოფა… – უბიძგა, თუმცა უფრო მეტად მიიწია მისკენ სანდრო. ლოყაზე მოეფერა ხელის ზურგით, მის ნამთვრალევ თვალებს დაეპატრონა ტუჩებით რიგ – რიგობით. მალე ცრემლებიც გადმოიღვრებოდა ალბათ…
– არ შემიძლია შენი ყურება სხვასთან. ნუ უღიმი იმას.. ნუ ელაპარაკები.. ნუ მომაკვლევინებ. – გაეპარა ღიმილი ბოლოს მაინც.
– შენი წარმოდგენა მაინც თუ გაქვს.. მე რას ვგრძნობდი ხოლმე, როცა მეცხადებოდი ყოველ თვე ახალ – ახალით? ერთხელ წავყევი ვიღაცას და შენ ეს გეტკინა მხოლოდ? – უკვე მერამდენედ ანადგურებდა სიტყვებით ვინ იცის. მაშინვე ჩახარა თავი მატაბელმა, მხოლოდ მასთან იყო ასე უძლური, უსიტყვო, არაფერი ეთქმოდა ახლა საპასუხოდ, ვერ იმართლებდა თავს.
– ხოდა ღმერთი მსჯის ახლა… – გააგრძელა თავისთვის, თითქოს ახლა დაფიქრდა მხოლოდ.
– შენ ხომ ამბობდი, არ გამოგვდისო ერთმანეთის სიყვარული… ეს არ მითხარი იმ დღეს, განაჩენი როცა გამოუტანე ჩვენს ქორწინებას?! სხვაგან ვცდილობ ამ სიყვარულის პოვნას… იმასთან, ვისთანაც გამომივა….
– ხელს გიშლი? მე ვარ დაბრკოლება ამ ძიებაში?
– ყველაზე დიდი თან! ყველაზე სახიფათო!
– ვინ არის მერე ამ ძიების შედეგი? ის ადვოკატი?
– თუნდაც. შენ რამე პრობლემა გაქვს?
– დიახ! ყველაზე დიდი და სახიფათო პრობლემა! – აუწია ხმას სულ ოდნავ. – შენს პოტენციურ მომავალ ქმრებზე ნუ მომიყვები, ისედაც იცი, რომ ყველაზე რეალური ისევ მე ვარ. როცა აღარ მოგიწევს სუნთქვის შეკავება, მე რომ ასე ახლოს გიდგავარ, მხოლოდ მაშინ იფიქრე მაგათზე… გესმის ახლა რა პრობლემას ვგულისხმობ?
– უფრო კონკრეტულად რა ჰქვია ამ პრობლემას? ეჭვიანობა?
– სიყვარული. – ცივად გაეღიმა მატაბელს.
– ნუთუ? – თავადაც გაუცივდა ღიმილი თათას. – როდიდან?
– ნასვამი ხარ, დაწექი და დაიძინე, მერე ვისაუბროთ. – ფეხზე წამოდგა სანდრო, თუმცა თათაც წამოჰყვა მის ნაბიჯებს.
– არა, რატომ, რა გვიშლის ხელს?
– შენი მდგომარეობა.
– აზრებს მოვუყრი როგორმე თავს, არ დამაბნევს შენი ტემპერამენტი.
– თათა. არ მეხუმრება.
– რატომ უნდა გეხუმრებოდეს? ადრე გეთქვა ეს ყველაფერი, კი არ წავიდოდი დღეს. არ გაგაბრაზებდი…
– ჰო, არა?
– ჰო, შემდეგ შეხვედრაზე სხვასთან ვაპირებ პაემანზე წასვლას, მერე იმაზე ვისაუბროთ ცალკე, იმაზე გაბრაზდი…
– რა ცუდად მიხდი სამაგიეროს. – დანანებით ჩაილაპარაკა სანდრომ, თან იქვე დადებული ლარნაკიდან დაყნოსა ერთი ცალი ვარდი.
– ჩემი აზრით, სწორედ მანდ ცდები, რომ ეს სამაგიერო გგონია. – ისევ ჩამოჯდა დივანზე თათა. თითქოს, მასთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა.
– რა მოგეწონა მასში გაფიცებ? – ჩაეცინა მატაბელს. სულ გადაავიწყდა ის ბრაზიც, როცა შეჰყურებდა ამ საცოდავ ვარდებს.
– დასცინი?
– კი. სრულიად.
თვალები აატრიალა თათამ, როცა დაიწყო ვარდების დათვლა სათითაოდ სანდრომ.
– სულ გაგიჟდი. – თავს აქნევდა სიცილით. – ნორმალური არ ხარ.
– ოც ცალ ვარდზე პირველად გამყიდა ქალმა. – განზე გასწია ლარნაკი უკმაყოფილოდ. – საერთოდ არ ყოფილხარ გასაბრაზებელი.
– რა ვიცი, ბოლი აგივა მალე, ასე მგონია.
– ჰოდა მოუკელი ცოტა პაემნებზე სიარულს, – ფეხზე წამოდგა მოულოდნელად. ორივე ხელი ამოსდო ფეხებქვეშ მეუღლეს და ნაცნობი ოთახისკენ აიღო გეზი. არც კი უყოყმანია თათას, მსუბუქად მიეყრდნო გულ – მკერდზე. დააწვინეს ლოგინზე დაღლილი, ოდნავ ნასვამი და მონატრებული ქალი. იქვე ჩამოჯდა სანდროც.
– რა მოგიხერხო… – დაიჩურჩულა თათამ. იმ სიბნელეში სუსტად ჩანდა ერთმანეთის სახეები, თუმცა გრძნობები იყო დღესავით ნათელი.
– მაპატიე. ყველაფერი. – დაუბრუნა მშვიდად პასუხი.
– არ იმსახურებ. – დაჰყვა მის ნებას ტანსაცმლის გამოცვლასთან დაკავშირებით. გაუხსნა სათითაოდ ყველა ღილი მატაბელმა.
– ვიცი. – აკოცა მკერდზე მაშინვე, როგორც კი მოაშორა ქსოვილი ტანს. – მაგრამ შენ ხომ გიყვარვარ..
– საპატიებლად არ არის საკმარისი… – მოაშორებინა სახე მკერდიდან. ქვედაბოლოსგანაც გაათავისუფლეს მისი ფეხები. ნაზად მოეფერა ფეხებზე ქალს. ასეთი სევდიანი და ასეთი სანატრელი არც ერთი შეხება არ ყოფილა მათ შორის. გააკანკალა თათას, სანდროსაც კი გააცია ამ სიახლოვისას.
– ანუ გიყვარვარ მაინც? რაღაც დოზით… – ცალი ფეხით ჩამოდგა ქალის ფეხებს შორის, ჩამოუშალა თმა მხრებზე, გადააწვინა ლოგინზე კომფორტულად და ამჯერად მუცელზე მიაკრო ტუჩები ამ სიყვარულის გასახსენებლად.
– ჩამაცვი რამე. – ჩაეჭიდა ყელზე კაცს.
– ჯერ მოიცადე. – გაეღიმა და მაგ ხელისგულზე აკოცა ზუსტად, რომლითაც შეეხო იმ წამს. გაუყვა რიგ – რიგობით ყველაფერს, მიადგა სახესაც თბილი მზერით.
– სანდრო…
– იცი, როგორ მენატრები? – თვალებში უყურებდა ამ სიტყვებისას სანდრო. ცხვირით გაელამუნა ლოყაზე გაფითრებულ მეუღლეს. – ან როგორ მაკლიხარ… ან რას მიკეთებ, როცა ასე მექცევი.. ხომ იცი, რომ მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის.
– ჩემ გარდა ყველა იყოს შენთვის ეს წლები. – გაეპარა ეს სიტყვები თათას. – ყველა…
– შენ რატომ არ გყავდა არავინ? დაგიშალა ვინმემ?
– წეღანდელი დიალოგი შეგახსენო?
– თუ გინდა, შეხვდი ისევ ხვალ. – ხელი გადაუსვა ამ სიტყვებთან ერთად მკერდზე. – მაგრამ ამის მერე? ცოტა უხერხულია…
– ასეთი გაიძვერა… რატომ ხარ, სან… რატომ… – ლამის ბალიშში ჩარგო თავი, თუმცა ძველებურად თავისუფალი იყო ქმართან, მოდუნებული. შეამჩნია ეს სანდრომ.
– რატომ უერთგულე მერე ასეთ გაიძვერას, ჰა? – თავისივე ხელებით მოისვა მუხლებზე უკვე კარგად შემთვრალი ალერსისგან, ნაზად მოეფერა ზურგზეც და ყელზე აკოცა ბევრჯერ იმ საღამოს გაგიჟებით.
– ვერ გიტან. – თავად მიიწია მისკენ და მიადო ცხვირი ლოყაზე. – როგორ ვერ გიტან, შენ არ იცი…
– ვხედავ… – გაეღიმა სანდროს. – სულ ზიზღის გამო მიზიხარ კალთაში… ის ჩინური სანდრო კიდევ ფიქრობს, რომ დაგკერა…
– ნუ ახსენებ! – მიადო ტუჩებზე ხელები.
– რატომ? იმას არ ეძებდი შენი სიყვარულის გასაზიარებლად?
– დაგიმახსოვრებია უცებ!
– იმ ოც ცალ ვარდს ვერ დამავიწყებ ვერასდროს… – წამოდგა მის სხეულთან ერთად. ამჯერად ბოლოჯერ გადააწვინა და შეასრულა მისი თხოვნა, მოაცვა თხელი ხალათი მხრებზე. უკანასკნელად შეავლო თვალი თვალებდახუჭულს. ტუჩებზე დაუტოვა საბოლოო კოცნა მსუბუქად, შეუსწორა გადმოყრილი თმაც და გაეღიმა. როგორღაც ხომ დაეტყო ამ ქალს, სიცივის მიღმა რამდენ სიყვარულს ინახავს…
.
ცხელი ყავის ჭიქას შემოალაგა თითები აივანზე. მაკა მოსულა დილაადრიან, სამზარეულოში უკვე დაუყენებია მადისაღმძვრელი სუნი. გიჟდებოდა ამ სტუმრობაზე თათა. დედასთან ერთად ცხოვრებაზე უარი თქმა მაშინ, მაგრამ ახლა სანატრელიც კი ჰქონდა მისი ნახვა ზოგჯერ. გუშინდელი ღამის დეტალების გახსენება არ სურდა, დროული იყო მაკას გამოჩენა იმ დილით.
– დედა, შევხდი იმ ადვოკატს? – ჯამით ხელში გამოვიდა ქალი. აივნის მაგიდაზე ჩამოდო და იქ დაიწყო ცომის მოზელა.
– ნუ მახსენებ. მეპრანჭება და ნერვებს მიშლის უკვე. – თვალები აატრიალა.
– აბა, ერთ – ერთი საუკეთესოაო?
– თავის საქმეში, კი. დღეს უნდა შევხვდე ისევ და მეტყვის საბოლოო დეტალებს. ხვალ დავარეგისტრირებთ და საბოლოოდ გადმოვა კაფე ჩემს მფლობელობაში. მერე მაშინ შეგიძლია დაისვენო ხოლმე, როცა მოგინდება… შენი იქნები უფროსი. – თბილად გაუღიმა დედას.
– ის ვარდები მაგან მოგართვა? – გაჰხედა ლარნაკში სანდროს მიერ ნაწვალებ ყვავილებს.
– ხო. რესტორანში დამიბარა გუშინ…
– არ მოგწონს? – ეჭვნარევად აათვალიერა ქალიშვილი.
– არა, რა თქმა უნდა. ასეთი აშკარა ტიპები არ მომწონს…
– ჰო, შენ ხომ სხვანაირი მიდგომა გჭირდება. – გაეღიმა მაკას. – სანდროსებური.
– შენ მიანც ნუ დაიწყე. ჩინურ სანდროს ეძახის ის.
– დაიბარე დღეს აქ. გავიცნობ მეც და გეტყვი ჩინური სანდროა თუ ორიგინალი.
– კარგი რა, – გაეღიმა თათას. ისე კი ეზარებოდა ზურასთან ერთად მორიგ ძვირადღირებულ რესტორანში ტყუილ – უბრალოდ წასვლა. თან დედაც აქ ეყოლებოდა და ვერაფერზე დაელაპარაკებოდა ზურა საქმის გარდა.
– ჰო, რა მოხდა? საჭმელსაც გავაკეთებ. გავიცნობ…
– არ მოგეწონება.
– ვიცი. – ისევ გაეღიმა ქალს. – ჯერ არავინ მომწონებია იმის გარდა, ვისაც ცოლად გაჰყევი.
– ვინმაც გული მატკინა… – გააგრძელა თავისთვის თათამ.
– თქვენ ერთმანეთი არ დაინდეთ და ჯერ კიდევ ვერ მიხვდით. მომეხმარე ცოტა და დაპატიჟე ის..
საღამოსთვის ყველაფერი მზად ჰქონდათ ქალებს. იმ კაფეს შეძენას აპირებდა თათა, სადაც მუშაობდა დედამისი. ამიტომ სჭირდებოდა ადვოკატი საქმის დეტალებში გასაცნობად. გუშინაც საქმიან შეხვედრას ელოდა ყიფშიძე, თუმცა რომანტიკული ვახშამი მიიღო სიურპრიზად, რომელიც სათავისოდ გამოიყენა და შური იძია ერთ – ერთ ინდივიდზე. გაეღიმა გახსენებისას. სანდროზე ფიქრებით გართულმა გაუღო კარი ზურას. ეს თბილი ღიმილიც კი არ ეკუთვნოდა მას, აბსტრაქტული სივრციდანაც კი სჯობნიდა თითქოს მატაბელი.
გალანტურად მიესალმა მაკას კაცი. შამპანური და ტკბილეული დადო მაგიდასთან. ყოველგვარ შეწუხებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, მხოლოდ ყავით დაკმაყოფილდა და საქმიანად გააგრძელა თათასთან საუბარი.
კარზე მეორე ზარიც გაისმა.
თვალი თვალში გაუყარა დედას ზურასთან ჩამომჯდარმა. ეცა უსიამოვნების სუნი და თვალებით ანიშნა მაკას ყველაფერი. კარის გაღებამდე გაიგონა სიძის ხმა მაკამ.
– გამიღე კარი, თათ. ოცდაერთი ვარდი მოვიტანე. – ქალის დანახვაზე მოიშორა ღიმილიანი სახე. არც ვარდები ეკავა ხელებში და აღარც ჩანდა ლაზღანდარობის ხასიათზე. რამდენი ხანია არ უნახავს მაკა. ალბათ რამდენიმე წელი.
– მობრძანდი, – განზე გადგა ქალი. შემოსულ სტუმარს ახედა მონატრებით. ხელები დაუკოცნა სიდედრს სანდრომ. ამ ხელებში მოიქციეს მისი სახე და თავადაც აკოცეს ორივე ლოყაზე. მისაღებიდან ხედავდა ამ სცენას თათა, უკვე აღარც ესმოდა რას ლაპარაკობდა ზურა თავისი მონოტონური ხმით. იქ უნდოდა ყოფნა. იმათ შორის.
– სალამი. – უცებ მოათვალიერა პერიმეტრი მატაბელმა. ისეთი სიამოვნება იგრძნო მისი გაკვირვებული სახის დანახვისას თათამ, უღირდა პოტენციური აურზაური ამ სიფათის დასანახად.
– გამარჯობა, – ფეხზე წამოდგა ზურა და ჩამოართვა ხელი. – ზურა ბარათელი.
– სანდრო მატაბელი. – წამიერად შეავლო თათასაც თვალი და მაკას გაჰყვა სამზარეულოში უდარდელი ნაბიჯებით. მაგიდაზე დადებული ყურძენი ჩაიგორა მაშინვე პირში, ონკანიდანაც მოუშვა წყალი და ჭიქა გამოიტანა კარადიდან. არ აცილებდა მის მოქმედებებს თვალს მაკა, ზუსტად ახსოვდა, სად რა იდო ამ სამზარეულოში. საკუთარი სახლივით იქცეოდა…
– აბა, როგორ ხარ, ქალბატონო მაკა? – ღიმილით ჩამოუდგა იქვე და ცალი მხრით მიეყრდნო ავეჯს.
– ძველებურად. შენ?
– არამიშავს მეც. საჭმელი გაქვს რამე? – დადებითი პასუხის მოლოდინში დაჯდა მაგიდასთან.
– მაქვს… – სასიამოვნოდ გაწელა ქალმა და გადაფარებული ღომი დაანახა შორიდან. – ჩვენმა სტუმარმა უარი თქვა ყველაფერზე, იმდენი რაღაც გავაკეთე არადა.
– ყველაფერი დამილაგე, მე მივხედავ. – გაიღიმა და დაიდგა ყველით გატენილი ღომი თავისთან. – ნია სად არის?
– მოვა ისიც მალე. მომიყევი შენი ამბავი, როგორ მიდის საქმეები… როგორ არიან ნანი და მირანდა?
– რატომ არ ნახულობ ნანის? – გაეღიმა ამ კითხვის დასმისას. – ხშირად გკითხულობს.
– მეც სულ ვეკითხები თათას… მირანდა რას შვრება?
– დაუბრუნდა სამსახურს. კარგად არის ახლა. ჩვენი დაოჯახების გარდა სხვა სადარდებელი არაფერი აქვთ მალხაზის და შენს დაქალს.
– მართალია, მერე, როდემდე დაიცდი? ახალგაზრდა ბიჭი ხარ..
– გამომყვეს შენი გოგო. – პირგამოტენილმა ძლივს მოაბა სიტყვებს თავი.
– რომ გამოგყვა, რა? – ცალი წარბი აზიდა მაკამ. – ჭამე ახლა შენი საჭმელი.
– არ გააყოლო იმას. – თავით ანიშნა მეორე ოთახისკენ. – შენს გაკეთებულ საჭმელს იწუნებს, მერე რას იზამს საერთოდ…
ხმაურიანად გაეცინა ქალს. გავიდა ხმა იქითაც. ერთი სული ჰქონდა თათას დაემთავრებინა ეს გაუთავებელი საუბარი ზურას.
– რას უწუნებ, მშვენიერი ბიჭია… – მალულად გაჰხედა ქალმა ზურას. თვითონაც გააყოლა თვალები მის მზერას, დაეტყო ყველაფერი სახეზე მატაბელს. – სიმპათიურია..განათლებული…
– როგორც დანარჩენი მამაკაცების უმრავლესობა. – დაასრულა არხეინად და მოსწყვიტა როგორღაც მზერა მეორე ოთხას.
გაეღიმა მაკას. ჯერ კიდევ ემჩნეოდა სანდროს ფარული ეჭვიანობა, თათას კი ფარული ინტერესი გვერდითა ოთახიდან. ფეხზე წამოდგა და ყავის მოდუღება დაიწყო, ზუსტად ახსოვდა, როგორი უყვარდა სანდროს – ტკბილი.
– ნალექიანი გამიკეთე, – გვერდით დაუდგა მატაბელი. – მერე გადავაქცევ და მიმკითავე. არ გაინტერესებს ჩემი ბედ – იღბალი?
– არ შეიცვლები არასდროს. – ღიმილით გადმოიღო სხვა ყავა სანდროს თხოვნისამებრ.
– ბოლოს როდის შეხვდი გიორგის? – წამოიწყო მისთვის საინტერესო თემა სანდრომ. – გირეკავს საერთოდ?
– რამ გაგახსენა? რამდენიმე წლის წინ ვნახე, როცა თათას სახლი აჩუქა დაბადების დღეზე. რატომ?
– უბრალოდ. ნია რატომ არ მოდის? ჩემი ხომ არ სრცხვენია? – ღიმილით გადაიტანა საუბარი და სწორედ მაგ დროს შემოვიდა ხსენებულიც სამზარეულოში.
უხერხულად აიწურა კართან. გადაკოცნა დედა, მორიდებით დადგა სანდროს თვალწინ. თავზე აკოცა გახევებულს, ნაზად მოეფერა ნატკენ ყელზეც დედის შეუმჩნევლად. როგორ უყვარდა ნიას ასეთი მატაბელი – თბილი და მოსიყვარულე.
– იმ ორმა რატომ გააჩაღა გამწარებული საუბარი? – დედას ანიშნა ოთახისაკენ. – ვიღაცას არ აწაპნონ ცოლი…
– რომელი ცოლი? ის, ვინც არ მყავს? – მოხრუპა ხმაურიანად ყავა და თვალი ჩაუკრა მაკას მოწონების ნიშნად.
– მიდის, დედა, ზურა. – თავი შემოყო კარში თათამ. მაგიდასთან მისკუპებულ მატაბელს წარბიც არ შეურხია, უდარდელად განაგრძო ყავის დალავა, თან ტელეფონში ათვალიერებდა რაღაცას.
ზურა მხოლოდ მაკამ გააცილა. ნიასაც არ ადარდებდა სტუმართ – მასპინძოლობის წესები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საყვარელი სიძე გვერდით ეჯდა. უკმაყოფილოდ მიხურა კარი თათამ. მაგიდის ალაგებაში მიეხმარა მაკასაც. არაფერს იმჩნევდა სანდრო, არადა ყველა ელოდა როდის იტყოდა იქ ყოფნის მიზეზს.
როგოღაც ინება და გავიდა აივანზე მოსაწევად. სამზარეულოში მიატოვა ოჯახის წევრები თათამ, ქმრის ნაბიჯებს გაჰყვა თავადაც. მიხურა კარი, ფარდა ფარავდა მაინც ყველაფერს, ნია ვერაფრის დანახვასა და გაგებას ვერ შეძლებდა.
– რა ხდება? – წამოიწყო მოუთმენლად და მოიხვია ჟაკეტი მხრებზე.
– მოაგვარე საქმეები? – გაეღიმა სანდროს, ულამაზესი იყო ამ უბრალო ტანსაცმელშიც თათა.
– მოვაგვარე. ერთი საქმე დამრჩა გადაუჭრელი…
– რომელი? სანდრო მატაბელი?
– დიახ. ზედმეტად რთული შემთვევაა.
– ძლიერი ადვოკატი ხომ დაიქირავე? – რგოლებად გაუშვა სიგარეტი, ნიშნისმოგებით გადმოხედა ცოლს. – არ ამართლებს? ვერ მოერია ისიც კი ამ ადამიანს?
– ჯერ არ ჩამირევია და არ ვიცი. – შეტრიალდა ხედისკენ თათა. – იქნებ, თვითონაც შევძლო მასთან გამკლავება.
– ვერ შეძლებ. – დაუფიქრებალად უპასუხა სანდრომ. – არ გამოგივა.
– ამდენი ხანი ამის სათქმელად დაიცადე? – ხელი აიქია კვამლის გასაფანტან, ეზიზღებოდა სიგარეტის სუნი.
– შენ რატომ გაწელე ეს დრო, ჩემს გასამწარებლად? – ღიმილით მიაფრქვია ბოლი სპეციალურად, ცოტათი მიუახლოვდა კიდეც.
– ეგრე მოითხოვა საქმემ.
– კარგი რა, – გაეცინა სანდროს. – რატომ არ მითხარი, საქმიანი შეხვედრა თუ გქონდა? მეგონა, მართლა მიღალატე…
– როგორ გავბედავდი… ღალატი უფრო შენკენ არის მოსაკითხი. როგორ არის თეო?
– არ ვართ ერთად წლები გავიდა უკვე. – ღიმილით უპასუხა და მორჩა როგორღაც მოწევას.
– სამწუხაროა.
– თხოვნა დამაბარეს შენთან. – უცებ შეცვალა საუბრის თემა სანდრომ. – უფრო მოპატიჟება.
– ვინ ან სად?
– ჩემთან. ჩვენთან. ნანი და მირანდა გელოდებიან. დემეტრეს დაბადების დღეა..
– სანდრო… – ამოისუნთქა და ამას ამოაყოლა ეს სახელიც. ძველებური თათა დაუდგა თვალწინ მატაბელს. აღელდა მაშინვე, როგორც კი გაიგონა ნაცნობი სახელები.
– არ აწყენინო. ყოველ წელს გეპატიჟებოდნენ ისედაც, შენ არასდროს მოდიოდი.
– არ შემიძლია. – მოაცილა მზერა. – მართლა.
– გთხოვ. – მოულოდნელად მოჰხვია წელზე ხელი, თავისაკენ მიიხუტა ქალის სხეული, ახლა თვითონ უფრო სჭირდებოდა ეს სიახლოვე, ვიდრე თავად თათას.
– ახლა ზუსტად გაგახსენებდი იმ სიტყვებს… – წამოიწყო და გაჩერდა შუა გზაზე თათა. დაეტყო, როგორი რთული და ძნელი იყო მისთვის იმ დიალოგზე საუბარი. – მე ხომ არ მადარდებდა მირანდა.. ხომ მეზარებოდა დემეტრეს მიხედვა… ჩათვალე, ახლაც ასეა ყველაფერი.
– მიდი, მითხარი ყველაფერი, რასაც ინახავ მანდ. – მიაჭირა თითი გულზე.
– რას შეცვლის ეს? ისევ უნდა ვებრძოლოთ ერთმანეთს ამ სიტყვებით?
– შენ არასდროს დაგცენია საყვედური ჩემ მიმართ. ახლაც მიმანიშნევ რაღაცებს, ისიც ზოგჯერ. ბოლომდე მითხარი…
– არ მინდა. მართლა. – გაიღიმა თათამ და განზე გაიწია აზრების დასალაგებლად. – რატომ უნდა გითხრა ის, რამაც უკვე ჩაიარა, გამიარა? ამის გამო გაწყენინო?
– ჩემს გულს უფრთხილდები? – დაუბრუნა ღიმილი სანდრომ. – ნუ გეშინია, ძლიერია, გაგიძლებს.
– ვიცი. – მოაცილა მზერა ქალმა. – ყოველთვის ჩემზე უფრო მეტად ძლიერი იყავი მაგ ამბავში. არასდროს გწყინდა, პირიქით, მარტივად აღიქვამდი ყველაფერს. ჩემგანაც ამას ითხოვდი სულ. არ გამომდიოდა მე, არ ვიყავი ბუნებით ეგეთი მტკიცე. არავის უსწავლებია, მამა არ მყოლია, ხომ იცი… – ისე ყვებოდა ამ ამბავს, თითქოს ერთი ჩვეულებრივ ისტორიას, საერთოდ არ ემჩნეოდა სახეზე ის ტკივილი, რაც გამოუვლია. ზუსტად ახლა ჩანდა მისი სანატრელი სიმტკიცე.
– მერე, თათ.. განაგრძე.
– ისეთი შეშინებული ვიყავი, როცა დავინახე მირანდა ასეთ მდგომარეობაში, პირველი რაც გავიფიქრე, შენთან დარეკვა იყო. მარტივად მომატყუა დიტომ, იმოქმედა ჩემზე, ჩემი სისუსტეებით ისარგებლა. იმდენი ქნა, გადამარწმუნა, მეც ვენდე. ხანდახან ვცდებით ადამიანები მარტივად, შენც ხომ შეცდი მასში? შენ არ გააყოლე თავად შენი და, შენ არ გამოიძიე მასზე ყველაფერი დეტალურად, რატომ ვერ მიხვდი, რომ ნაძირალა მატყუარა იყო?! მეც ამიტომ ვერ მივხვდი, სან, ვენდობოდი და იმიტომ. – მძიმედ ამოისუნთქა, საერთოდ არ ფიქრობდა ამ თემაზე თუ მოუწევდა საუბარი, მით უმეტეს ასეთ დროს. არაფერი თქვა სანდრომ, უსმენდა მხოლოდ ყურადღებით.
– როგორ მიყვარდი, იცი?! ხომ მკითხე, ჩემზე ახლობელი ვინმე გყავსო? იმდენად ძალიან მიყვარდი, რომ ახლაც კი შენზე ახლობელი არავინ მყავს. ხომ მაგას მთხოვ სულ, პირველი მინდა ვიყო, ვისაც გასაჭირში დაუძახებო, ასეც იქნება. ამდენად ძალიან. მე შეიძლება შევცდი… მარტო მირანდასთან არა, საერთოდ ყვეალფერში. შენთან ურთიერთობაში.. ვერ გაგიწიე ის ნანატრი ცოლობა…
– არ გინდა… – მოარიდა თვალები მეუღლეს სანდრომ.
– შენ არ გაქვს რამე სათქმელი? – მოიწმინდა ის ერთადერთი ცრემლი. – ბარემ გავუთანაბრდეთ ერთმანეთს, ეს არ არის ჩვენს ურთიერთობაში მთავარი, როგორმე ერთმანეთი გავამწაროთ.
– ბევრი სათქმელი მაქვს. არც ერთს არ გეტყვი.
– რატომ?
– გიფრთხილდები. – გაეღიმა სანდროს. – შენც გამიფრთხილდი. არ მომატყუო, რომ პაემანია, როცა საქმიანი შეხვედრა გაქვს…
– თორემ რას იზამ? – თვითონაც გადაჰკრა ღიმილმა, ისეთი ბუნებრივი იყო მატაბელი, ისეთი ძველებური.
– ცოლად მოგიყვან. ამჯერად სამუდამოდ. – თვალი ჩაუკრა და გამოაღო აივნის კარი. იქვე ატუზულ ნიას თმა აუჩეჩა დამშვიდობების ნიშნად, ხელები დაუკოცნა მაკას. კარამდე მიაცილა ძველმა ოჯახმა, დამძიმებულმა ჩაირბინა კიბეები.
ეს მანქანაც რაღას გააყოლა ნიკუშას დღეს. ტაქსის გამოსაძახებლად ჩამოდგა ქუჩაზე. კორპუსის შესახვევთან ანათებდა მანქანის ფარები. ქუჩაში გასასვლელად აუცილებლად სანდროსთვის უნდა ჩაევლო ავტომობილს. მოსწყვიტა მობილურს მზერა, იქვე გაეყინა თითები ეკრანზე, როგორც კი ნაცნობი სახეები დალანდა.
იმ სიბნელეშიც მარტივი გასარჩევი იყო სანდროს ფერები სახეზე.
გაფითრდა.
თავისი სიძე, დიტო და, თათას ძვირფასი მამა, – გიორგი ყიფშიძე ერთმანეთის გვერდით ისხდნენ. საჭეს დიტო მართავდა. სანდროს აუარეს გვერდი. ალბათ წარმოდგენა არ ჰქონდა არც ერთს, იქ რომ იდგა ახლა მათი ძაღლივით მაძებარი მატაბელი.
თბილისში დევნა გამოცხადდა.


მესამე ნაწილი
შერიფის წამოსაყვანად აიღო გეზი სახლისაკენ. იშვიათად ტოვებდა დედასთან ძაღლს, ცხოველების მოყვარული არასდროს ყოფილა ნანი, თუმცა შვილივით უყვარდა მაინც ეს მოუსვენარი დობერმანი. მიაკაკუნა კარებზე. ღია კარში დახვდა მამა. ღიმილით გადაეხვია მალხაზი მონატრებულ შვილს, ვისაც ხანდახან თვეში ერთხელ ძლივს ხედავდა.
– დღესასწაულია რამე თუ რამ გაგახსენა ჩვენი თავი? – გამოჰყვა უკან შინ შემოსულ ვაჟიშვილს.
– მონატრებამ მძლია. – მსუბუქად შემოარტყა ზურგში ხელი და კომპიუტერთან მისკუპებულ დემეტრეს თმა აუჩეჩა. ლამის პირი დააღო, როცა შუა თითი აუწია ბავშვმა საპასუხოდ.
– დემეტრე! – თვალებს ვერ დაუჯერა ნანიმ.
– რაა? – შეშფოთებულმა იკითხა ბავშვმაც. – საბამ მითხრა, ასე ესალმებიან ერთმანეთს დიდი კაცებიო…
– საბამ გითხრა? – ჩაიმუხლა მასთან სანდრო, ჩამოაწევინა ის ავადსახსენებელი თითი. – საბას უთხარი..
– სანდრო! – გაისმა ოთახში ყველაზე საყვარელი ხმა. გამოანათა ოთახში ლურჯთვალა გოგონამ, გრძელი მკლავები მოჰხვია ძმას ყელზე. გულში ჩაიკრა. – როგორ მომენატრე!
– რა დღეშია შენი შვილი? – დაუკოცნა ორივე ლოყა. დივანზე მოისვა გვერდით მონატრებული.
– რა იყო, დედი, საიდან მოგაქვს ასეთები? – წყენით მიუტრიალდა შვილს მირა. – მაგიჟებს..
– ისევ ოროსანია? – ცალი ხელით დაიჭირა გარესამყაროს მოწყვეტილი ბიჭი და მოისვა კალთაში. – აბრაზებ დედას? შენ საცემად ვარ მოსული….
– არა, დავჭკვიანდი. – თვალი ჩაუკრა ბიძას. – თამაში მაქვს ზეგ. მოხვალ სკოლაში, სან?
– მოვალ. – დაუფიქრებლად აკოცა ყელზე, როგორ ენატრებოდა ზოგჯერ დემეტრე. – თუ წააგებ, დაგერხევა.. რა პოზიციაზე თამაშობ?
– მეკარე ვარ, ბიძია. – მკერდთან გადაიჯვარედინა ხელები. – დაგავიწყდა?
– ხო, არ მახსოვდა… – უცებ მოარიდა თვალები ბავშვს. შუბლი მოისრისა. მამის მზერას ვერ გაექცა ვერსაით, საყვედურებით სავსე ჰქონდა ნანისაც სახე. ყურადღების გადასატანად შერიფს მიესალმა დიდის ამბით. მისთვის ცალკე კუთხე იყო მოწყობილი ამ სახლშიც, როგორც დანარჩენებში, მათ შორის თათასთან.
– მთელი დღეა მოწყენილია. – მოეფერა ზურგზე მირა.
– აბრაზებს ალბათ შენი შვილი. – არ ეშვებოდა დემეტრეს იმ დღეს, გიჟდებოდა მის ნერვების მოშლაზე.
– ბიძიააა! – საჩვენებელი თითი დაუქნია ამჯერად ბავშვმა.
– ეგ თითი დამიქნიე, არაა პრობლემაა… – გახალისდა მოულოდნელად, ზურგზე მოიკიდა დისშვილი. – შეყვარებული კიდევ არ გყავს?
– დამსვი…..
– არ გაამართლა იმ ყვავილებმა? თუ დაგადეს, მილიონი გაშვებული გოლის მერე?
– დაიწყეს. – თვალები აატრიალა მირამ. ღიმილით შეჰყვა დედას სამზარეულოში. მალხაზმა ტელევიზორს აუწია. სახლი გათბა.
სანამ შერიფს ეთამაშებოდა შოკოლადში ამოსვრილი დემეტრე, მანამ დაიმარტოხელა თავისი და სანდრომ. ცივ ყავას მიირთმევდა აივანზე გამოსული, ფეხები შემოალაგა მოაჯირზე, თვალს არ აშორებდა ქალს.
– ასე რატომ მიყურებ? – ღიმილით შეჰყურებდა ძმას. – უფრო სწორედ, ყოველთვის ასე მიყურებ. თითქოს, ეჭვი გეპარება…
– მართალია, მეპარება. – დაუბრუნა ღიმილი სანდრომ, ხმაურიანად ახვრიპა დარჩენილი სითხე საწრუპით. – როგორ ხარ?
– კარგად. შენ როგორ ხარ?
– ცუდად. – გაეღიმათ ორივეს. – რა გაცინებს? მართლა ვერ ვარ.
– ვიცი ეს ისედაც, ყველამ ვიცით. რა ხდება?
– არაფერი. რომელ საათზეა დემეტრეს თამაში ზეგ?
– ხუთზე. მოხვალ მართლა?
– რატომ არ მოვალ? – უხალისოდ შეუშვა ჭიქას ხელი. – როდის არ მოვედი?
– ხშირად მეკითხება მამამისზე. – ჩუმად წამოიწყო ქალმა. – სულ ეს აინტერესებს.. სად არის და რატომ არ არის ჩვენთან.
– გაიზრდება და გაიგებს. – ცივად უპასუხა სანდრომ. – გაიგებს, რომ მკვდარია.
– სან..
– რა?! – შეშლილივით მოხედა დას. – სიტყვა არ თქვა ახლა, არ გაბედო… თვალით არ ანახო ბავშვი არასდროს, არ დაენახო შენც. არ დამიმალო, მირა, არაფერი, თორემ შენც ისე გაქრები ჩემი ცხოვრებიდან, როგორც მრავალი სხვა. – მაშინვე მოსცილდა მის ხმას ჩვეული ცინიზმი, როგორც კი ამ თემაზე მიდგა საუბარი. გაევსო თვალები ტკივილით გოგონას, გაჰხედა შერიფთან ჩამოსკუპებულ შვილს შორიდან.
– ხუთი წელია არ მინახავს. გგონია, ოდესმე გამოჩნდება?!
– შენ როგორ გგონია? – მოტრიალდა მთელი სხეულით. ხელში შეათამაშა იქვე დადებული ყვავილის ქოთანი. – არ მოუნდება დემეტრეს ნახვა? შენი გამწარება…
– არ ვიცი.
– არ გყავს ვინმე? – მოულოდნელად შეცვალა თემა. თვალებში უყურებდა პირდაპირ, არ აცილებდა მზერას, ვერ უძლებდა ქალი ასეთ დაჟინებულ ჩაციებას.
– ვინ უნდა მყავდეს?
– იმას უნდა მიუძღვნა დარჩენილი ცხოვრება? რამდენი წლის ხარ? – სუსხიანი იყო სანდროს ხმა, ეკალივით ერჭობოდა გულზე დას.
– რატომ გგონია, რომ მის გამო ვიკავებ თავს? – ძმასავით მკაცრი და ძლიერი გაუხდა ხმა. – შენ რატომ არ გყავს არავინ? შენ გიშლის ვინმე ხელს?
– დიახ, მიშლის. – მსუბუქად ამოიყვირა. – შენ არავინ უნდა გაბრკოლებდეს.
– არაფერს ვგრძნობ. ხანდახან ისიც მავიწყდება, რომ ჩემი შვილის მამაა. არ არსებობს. ასეთი რაღაცას ცოლს კი არა, ადამიანს არ გაუკეთებს არავინ. გიჟი მე კი არა, ისაა, სანდრო. დამაკმაყოფილებელია ჩემი პასუხი?! დამირწმუნდი ახლა, რომ არ მიყვარს კაცი, ვინც მცემდა?!
– გაჩუმდი. – თავი გააქნია მოულოდნელად. იშვიათად საუბრობდა დასთან ამ თემაზე, თითქმის არასდროს.
– შენთან რა ხდება? – ფეხზე წამოდგა ქალი, ჩამოდგა მის საპირისპიროდ. – როდის უნდა დაიბრუნო დაკარგული ტერიტორიები?
– ოჰ, ჩაგიბულბულა დედაჩვენმა ყველაფერი? – გაღიზიანებულმა წაუკიდა სიგარეტს.
– ნანიმ იცის და მე არა? – გულზე მიიდო ხელი მირამ. იმ ხელზე აკოცა დაუფიქრებლად სანდრომ. მაშინვე გაუთბა გაყინული ნაწილი მირას, მაშინვე მოლბა ძმის ხელებში.
– რისი ცოდნა გინდა? – ხელი გადახვია და ასე განაგრძო სიგარეტის მოწევა.
– ცოდნა არაფრის. თქვენი შერიგება მინდა. – ჩუმად თქვა და ხელით გაფანტა გამაღიზიანებელი კვამლი ჰაერში.
– მერე მომიგვარე შენ, შენი დაქალი ხომ იყო… – ძალიან ცდილობდა ხუმრობაში გატარებას სანდრო, თუმცა მოსვენებას არ აძლევდა უფროსი და.
– მგონი ჩემთანაც შემოსარიგებელია… – სევდიანად გააყოლა თვალი თბილისის ხედს მირამ. – ცუდად მოვექეცით ყველანი მაშინ. ხელი ვკარით…
– შენ არაფერი გიქნია.
– მე.. მე საერთოდ თავიდანვე რომ მეთქვა შენთვის, როცა აზრზე ვიყავი ყველაფრის, როცა ადეკვატური ვიყავი, არაფერი არ მოხდებოდა. ხმა არ ამოვიღე და თათას დაბრალდა… მის უთქმელობას…
– ჩემი შეგეშინდა? – ლოყაზე მიადო ხელისგული სანდრომ. – პირველივე აწეულ ხელზე უნდა გამოქცეულიყავი ჩემთან, მირა, პირველივეზე…
– მიყვარდა… – მოჰხვია თავისივე თითები ძმის ხელს. – ზედმეტ ალკოჰოლს გადავაბრალე… სულელი ქალი აღმოვჩნდი. ბრიყვი და უძლური… მის ბოდიშებს დავუჯერე..
– გეყოფა. – თავი გააქნია სანდრომ.
– რაში სჭირდებოდა? უბრალოდ ვერ ამოვხსენი ამდენი წელი. ან როგორ ვერ შევამჩნიეთ ადრე ვერც ერთმა, ასეთი შეშლილი რომ იყო. შენ ხომ არ გამოგრჩებოდა… დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაარკვევდი.
– არაფერი იყო. სუფთა იყო. – მონოტონურად გაიმეორა სანდრომ. – არ ვიცი.
– ერთადერთი ეს მინდა, რომ არასდროს გამოჩნდეს ჩვენს ცხოვრებაში. მხოლოდ ეს.
– ასეც იქნება. – ფრთხილად აკოცა სათუთ კანზე დას. თმაზე ჩამოუსვა ხელი მოსიყვარულედ.
– და კიდევ ის, რომ თავი არ დაიდანაშაულოთ არც ერთმა. ეს მე ვარ ერთადერთი დამნაშავე ამ ამბავში, თავიდანვე უნდა მეთქვა…
მოჰხვია მკლავები თავის დას, სწორედ მაშინ გამოვიდა შეშინებული დემეტრე აივანზე.
– ბიძია…
– რა გააფუჭე? – თვალები აატრიალა სანდრომ.
– მგონი შერიფს შოკოლადი არ მოეწონა…
.
გვიან ღამით იდგა ვეტერინალურ კლინიკასთან სანდროს მანქანა. საჭესთან ნახევრად მძინარე ნიკუშა იჯდა, ნელ-ნელა ეხუჭებოდა თვალები. სანდრო ჩუმად ფიქრობდა თავისთვის, ხან გარეთ გაიხედავდა, ხან თავის თანამზრახველს გადახედავდა მობეზრებით.
– არ შეიძლება ძაღლებისთვის შოკოლადი? – ამოიბურტყუნა ბიჭმა. – კიდევ კაი არ მყავს.
– გააჩერე ტაქსი, წადი სახლში.
– ერთხელ დამითმე მანქანა და მაშინაც უკან მომაყვანინე. – ბუზღუნებდა ერისთავი. უფროსის მზერაზე გააჩუმა პირი, ენიშნა თავადაც რაღაც. – რამე მოხდა?
ღრმად ამოისუნთქა მატაბელმა. თავზე გადაისვა ნერვიულად ხელი.
– თათასთან ვიყავი დღეს. სადარბაზოსთან იდგა მანქანა, მამამისი და ჩემი სიძე ისხდნენ გვერდიგვერდ.
სიჩუმე ჩამოწვა ცოტა ხანი, ვერაფერი თქვა ნიკუშამ.
– ეს რას ნიშნავს? ერთმანეთს იცნობენ?
– თურმე. – ავად ჩაისისინა სანდრომ. – ჯერ არ ვიცი რა ხდება.
– თათას არ უთქვამს, რომ ჩამოსულია?
– არა. მირამაც არ იცის.
– ანუ არ დაკავშირებიან. ან ეს ორი ერთად… რა მაფიაა?
– არ ვიცი. – სახეზე მოისვა ხელი. – ცოტა ხანი ჩამოგაცილებ სხვა საქმეებს. ნიას მიხედე, ყველგან ატარე, რომც გაგიჟდეს მაინც. არ ვიცი, ვინც საიდან დამდევს… ჯერ უნდა გავარკვიო ვის უნდა ვებრძოლო თავად.
– თუ თორნიკეს ამბავი დადგმულია… და ეს ნიას ფარული შიკრიკიც შენ დასაზიანებლად.. ისინი არიან ამის უკან? – ერთიანად გამოფხიზლდა ბიჭი, თითქოს ცივი წყალი გადაასხეს მოულოდნელად. – დიტოს შეიძლება აწყობდეს ეს, რადგან იცის, რომ არ დაინდობ, როცა ნახავ, მაგრამ ის… შენი სიმამრი?! იცნობ საერთოდ?
– შორიდან. – ბევრს ფიქრობდა იმ ღამით მატაბელი, სათქმელიც არ ჰქონდა არაფერი, პირველად იყო ასე უსიტყვოდ. – მობილურიდან. ისიც რამდენჯერმე.
– ნიას ტელეფონში არაფერი გიპოვია? – შემოტრიალდა კაცისკენ ერისთავი.
– მამამისზე აგროვებს ინფორმაციას. – ჩაეცინა სანდროს. – მისი ყველა შავ-ბნელი საქმე აქვს შესწავლილი.
– სერიოზულად? მერე?
– მერე არაფერი, ნიკო, ისედაც ვიცოდი მანამდეც.
– და არაფერი მოიმოქმედე? არ მჯერა. – გაეღიმა ნიკუშას.
– არაფერი მოვიმოქმედე, რადგან აქ არ იყო. – ნიშნისმოგებით გადმოხედა ბიჭს. – ახლა ჩემს ტერიტორიაზე აღმოჩნდა რატომღაც.. საინტერესოა, რა უნდა.
– ამდენი წელია არ ჩამოსულა, მაინცდამაინც ახლა რატომ ინება მოსვლა? – ვერ იგებდა ვერაფერს ერისთავი, დაბნეულად აქნევდა აქეთ-იქით თავს.
– ჩამოდიოდა ხოლმე. – თითქოს ახლა დაფიქრდა ყველაფერზე სანდრო. – უბრალოდ არ იცოდა არავინ.
– შენ გარდა. – დაამატა ჩუმად ნიკომ.
– ჰო.
– არ ეუბნებოდი თათას? – უნებურად ახსენა მისი სახელი ბიჭმა, მზერა შეეცვალა სანდროს მაშინვე.
– აზრი არ ჰქონდა. გული ეტკინებოდა.
– უფრო ეტკინება, თუ გაიგებს ახლა… რატომ არ ნახულობდა თავის შვილებს?
– შენ რომ იყო სახიფათო ბიზნესში ჩართული, მოინახულებდი შენს შვილებს? – სიგარეტს მოუკიდა და დაუფიქრებლად გაუწოდა ბიჭსაც კოლოფი. სანამ მოასწრებდა ამოღებას ბიჭი, მანამ გააბრუნა უკან წარბების აწევით.
– მომაწევინე მეც. – შეეხვეწა ლამის ერისთავი.
– როდიდან ეწევი? – მხოლოდ თავისთვის მოუკიდა სანდრომ.
– იმ წამიდან, როცა ჩემს უფროს უხილავი საფრთხე ემუქრება… – გემრიელად გადაწვა სავარძელზე და დაუკითხავად ააცალა ღერი პირიდან სანდროს. – ან იმ წამიდან, როცა შერიფის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშა აღმოჩნდა…
– შერიფთან ფრთხილად. – კონკრეტულად გააჟღერა ეს სიტყვები მატაბელმა, ჩაანაცვლა ძველი ღერი ახლით. ნიკუშას გაეღიმა.
– შერიფს დავაგლეჯინოთ შენი სიძე. – განაგრძო ხუმრობა ნიკუშამ, არ უყვარდა ზედმეტად სერიოზული მატაბელი. – თან იმ ექიმმა ხომ თქვა, ვიტამინების ნაკლებობა აქვსო.. ადამიანის სისხლი სჭირდება ალბათ…
– ახალგაზრდა ძვლები გვაწყობს, – თვითონაც ჩაესვენა სავარძელში სანდრო. – მაგალითად შენი.
– არა, მე არ გამოვდგები. – ხელი ჩაიქნია. – როდემდე ველოდოთ მართლა? დილით მოვიდეთ და წავიყვანოთ.
– მოვაყვანინებ ვინმეს, დილით საქმე გვექნება. დაქოქე, წავიდეთ სახლში.
– სახლში.. ჩემთან თუ შენთან? ტაქსით არ გამიშვა, მეშინია.
– ჩემს მშობლებთან. – ცოტა ხნის მერე თქვა კარგად ნაფიქრი სიტყვები. – დარჩი შენც.
– კარგი… – ნერვიულად მოატარა ხელები საჭეზე. – რა ბიზნესზე საუბრობდი წეღან? რაშია ჩართული შენი სიმამრი?
– შენი აზრით, რას საქმიანობას ეწევა რუსეთში ნაცხოვრები კაცი აქ?!
– ნარკოტიკები?!
– მკვლელობები. – ძლივს მოუხვია ამ სიტყვების გაგებისას ნიკუშამ.
– სერიოზულად?
– ახალგაზრდა იყო, როცა აღმოჩნდა მაგ ამბავში. ადამიანი შემოაკვდა ნარკოტიკების გამო, ისე როგორც თორნიკეს. მაგის მერე სცადა ცხოვრების გაგრძელება, როგორღაც ააცილეს ციხეს და ვინც ააცილა მაგ ყველაფერს, მაგ ტიპმა აურია ისევ თავგზა. ცოლი მოიყვანა, შვილები გაუჩნდა.. როცა მიატოვა ოჯახი, უკვე შეტოპილი ჰქონდა ძალიან. ალბათ ემუქრებოდნენ და სხვა გზა არ ჰქონდა, სახლიდან წავიდა.
– ეს.. ეს იციან იმათმა? – თავით ანიშნა სადღაც ნიკუშამ.
– მაკას ეცოდინება რაღაც. – ნერვიულად შეათამაშა ტელეფონი. – თათამაც იცის, რომ მთლად საამაყო საქმეებით არ არის დაკავებული მამამისი, მაგრამ ასე დეტალებში არა.
– და შენ საიდან?…. – ისე შეხედა ამ კითხვისას სანდრომ, ყველაფერი გასაგები გახდა.-კარგი, ჰო. და ის ტიპი ვინ არის, ვინც მის უკან დგას?
-ეგ ტიპი.. ოხ, ეგ ტიპი… – ჩაისისინა ავად, თითქოს ახლა აანალიზებდა ყველაფერს.
-ჰა, რა მოხდა?
-როცა გავიცანი საერთოდ თათა, იმ დღეს დავიჭირე. ვინმე ბაჩო ქირია. სამეგრელოში ჰქონდა მაშინ სახლი, პერიოდულად ჩამოდიოდა რუსეთიდან. იარაღებს ყიდიდა ქართველებში, რამდენიმე ტიპიც გაგორებული ჰყავდა უკვე, მთავარი ძალა იყო ვაჭრობაში, შუამავალივით. ერთ-ერთი პირველი სერიოზული საქმე იყო ჩემთვის. დავიჭირე. მაგის მერე შვიდი წელი გავიდა ალბათ, როგორღაც გამოაღწია.
– როდის გამოუშვეს? – უცებ იკითხა ნიკუშამ.
– რამდენიმე თვის წინ. – ჩაამთავრა ჩუმად სანდრომ.
– შენ როდის გაიგე, რომ გიორგისთან იყო კავშირში ის ტიპი, ვინც დაიჭირე?
– მალევე, როცა თათაზე გავარკვიე ყველაფერი. არც მინდოდა თათასთან რამე ამის მერე…. უბრალოდ თავი ვერ შევიკავე.
– გიორგიმ თუ იცოდა შენი ნამოქმედარი რომ იყო, მისი უფროსის დაკავება? და საერთოდ.. თუ გიცნობდა?!
– მიცნობდა. ამიტომ არ ჩნდებოდა შვილების ცხოვრებაში არასდროს. ყურმილს ჰკიდებდა, როცა დამინახავდა თათას გვერდით.
– თათამ არ იცოდა…
– მამამისს რომ ხელს ვუშლიდი? არა. ზოგადად, რასაც წარმოადგენდა გიორგი – ეგ კი.
– და ახლა რა უნდა? რადგან დასცილდით ერთმანეთს და ის ტიპიც თავისუფალია, უნდა გადაგეკიდოს?
– რა სასოწარკვეთილი ხარ, – ჩაეცინა სანდროს. – ნუ გეშინია, არ მოგიკლავენ უფროსს. შენ უნდა დამიცვა…
– თითსაც არ გავანძრევ. – მაგრად მოეჭიდა საჭეს დაძაბული ნიკუშა. – შერიფმა მოგხედოს.
– ჯერ მივცეთ ის ვიტამინები და არაა პრობლემა.
– რთული ამბავია. – წარბი მოიფხანა ერისთავმა. – ნია რას უპირებს მამამისს, გაიგო რამე?
– გაიგებს. ხელი არ შეუშალო, თუ დააპირა სიღრმეებში შესვლა. იცოდეს. – ჩუმად ამბობდა მატაბელი.
– კარგი, მაგრამ ის სტატია… ასე გაიმეტა საკუთარი შვილი? ვიღაც ნაბიჭვარს შეაშენებინა?
– ეგ არ ჰგავს მის ხელწერას. – გადმოვიდა გაჩერებული მანქანიდან სანდრო. ერთად აუყვნენ სახლისაკენ კიბეებს. – თავისი შვილები უყვარს. ან დიტოს ნამოქმედარია ან კიდევ ვიღაც მებრძვის… უნდა გავიგო ვინ და რატომ.
– დავალება მიღებულია. – გაეღიმა ერისთავს. – და ისიც უნდა გავიგოთ, რა კავშირშია ის ორი ერთმანეთთან..
– რაც არ უნდა იყოს…
– ჩვენ შორის დარჩება. – მიეხმარა წინადადების დასრულებაში ბიჭი.
– ორივე ჩაჯდება. მნიშვნელობა არ აქვს ცოცხლები თუ მკვდრები. – თვალი ჩაუკრა გახევებულ ბიჭს და მიაკაკუნა სახლის კარზე.
-სანდრო?! – ფართოდ გააღო კარი ნანიმ. არც კი უფიქრია, უკან თუ მობრუნდებოდა შვილი იმ ღამით. – როგორ არის შერიფი?
– როდის მინახულებსო ბებიაჩემი? – არხეინად შეაბიჯა სახლში და შემოიპატიჟა ნიკუშაც. – სად არის დემეტრე, მისნაირი ოროსანი მოსწავლე უნდა გავაცნო!
– შემოდი, შვილო, ნუ უსმენ ამას! – მიეალერსა მკლავზე მორცხვად დამდგარ სტუმარს ნანი.
– ვაა, სტუმარი გვყავს? – გამოჩნდა მახლაზიც ასპარეზზე.
– სძინავს, დემეს. დარდობდა მთელი ღამე, სად გყავთ შერიფი? – მირამ გაუღიმა ნიკუშას საოცარი თვალებით. გული ეტკინა ამ ქალის დანახვაზე ერისთავს.
მთელი ღამე სითბოში გაატარა. სიამოვნებდა სულ სხვანაირი სანდრო მატაბელის გაცნობა. არასდროს ყოფილა ასეთ ოჯახში, სადაც ამდენი სიყვარული ტრიალებდა. თავად არასდროს უვახშმია ასე თბილად საკუთარ სახლში. არასდროს მოსწონებია დედის გაკეთებული საჭმელი, ისე როგორც ნანის მორთმეული ცხელი ღომი. ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი სიყვარულით იყო შექმნილი. თვალს აპარებდა მირასკენ, გაგებული ჰქონდა მისი ტრაგიკული ბედი კარგა ხნის წინ. ძმასავით უხაროდა მისი დამშვიდებული თვალები.
არ იყო მაინც სანდრო ბოლომდე ბედნიერი თავისი შვილის გარეშე.
შერიფი აკლდა მხოლოდ სუფრას.
.
– ტელევიზიაში მომიწვიეს დღეს! – გაიზმორა დის ლოგინში ნია. ბოლო დროს მასთან რჩებოდა ხშირად, მაკა თავისი კაფეს ამბებში იყო თავქვე ჩართული.
– რაზე უნდა ისაუბრო? – კარადას ალაგებდა თათა.
– როგორ ვარ ასეთი წარმატებული პატარა ასაკში… რაზე და რა დაბრკოლებებს გადავაწყდი კარიერის დაწყებისას და მსგავსი სისულელეები, პირდაპირი ეთერი იქნება.
– პირდაპირი ეთერი? – გაკვირვებული მოტრიალდა თათა. – არ მოემზადები მერე?
– ისეთს რას მკითხავენ? ვიცი, რაზეც უნდა ვისაუბრო.
– შენ ყველაფერი იცი. – ჩაეცინა თათას. – პირდაპირ ეთერში გადიხარ მას მერე, რაც ვიღაც შუა ქუჩაში დაგესხა თავს?
– თავს დამესხა შენი ყოფილი ქმრის გამო, სხვათა შორის. – გამოკვეთა ბგერები ნიამ.
– ისე იქცევი, თითქოს არ გადარდებს. – წამით შეხედა დას.
– მამაჩვენი რომ მობრძანებულა, იცი? – ფეხზე წამოდგა ნია. ცოტა ხანი ადგილზე გაიყინა თათა. ერთიანად შეუშვა ხელი ყველაფერს.
– საიდან მოიტანე? – მიუახლოვდა ნიას, შემოატრიალა კარისაკენ წასული.
– ვნახე. ყოველ ღამით მოდის ჩვენს კორპუსთან, აქაც – შენთან. მოგენატრებოდა შენ ალბათ, დაურეკე, მოიპატიჟე…
– რა ირონიული ხარ. – ჩაეცინა თათას. ისე იქცეოდა, თითქოს არც უგრძვნია არაფერი მამის სახელის გაგებისას. – შენ უფრო იწვი მისი მოპატიჟების სურვილით მგონი.
– აბა, ლამის ჩავეხუტო მონატრებისგან…
– არ დაურეკავს. – მხრები აიჩეჩა თათამ. – ალბათ, რამე საქმე აქვს.
– ჰო, ალბათ ვინმეს უნდა დახვდეს ციხის კარებთან… – გაეღიმა ნიას. – ერთი ეს როგორ ვერ დაიჭირა ამ სანდრომ, გამაგებინა…
– დაეხმარე შენ როგორმე. – გაეღიმა თათასაც. – დაისვენებ.
– არა, მე არაფერში მიშლის ხელს, მისთვის ხომ არც ვარსებობ. შენ გიკითხავს მაინც.
– რამდენჯერაც მოინდომა შენთან საუბარი, იმდენჯერ იუარე, ნია!
– ნეტავ, რატომ?! იმიტომ ხომ არა, რომ მიგვაგდო აქ მთელი ოჯახი… მაგის მერე საერთოდ როგორ ელაპარაკები? დარეკვაც ეზარება ზოგჯერ, ნახვის ფუფუნებაზე ხომ საუბარი ზედმეტია…
– და შენ რატომ ინტერესდები მისი ცხოვრებით, თუ არ გადარდებს? – კარი მიხურა ფრთხილად და ნამდვილად იქცა ახლა მისთვის უფროს დად. – მეც მაგიტომ ვპასუხობ მის ზარებს. ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ მისი შვილები ვართ. საერთოდ არ მაბედნიერებს ეს ფაქტი, მაგრამ ასეა. მამაჩვენია.
– არ არის.
– ის რომ გვყავდეს ახლა გვერდით, არ იწანწალებდი ასე აქეთ-იქით. ვერ გადააბიჯებდი ვერავის სიტყვას, ჩემსას რომ არ ითვალისწინებ არასდროს. არ შეგეშინდებოდა არაფრის…
– რაში მადანაშაულებ? – ცივად გაიღიმა.
– არაფერში. მიბრძანდი მაგ ტელევიზიაში, რაც გინდა ის ქენი.
– არა, მართლა ვერ ვხვდები, რატომ ბრაზობ ჩემზე? – ენას არ აჩერებდა ნია. – ნუ გეშინია, დამყვება შენი ქმრის დამქაში მაინც კუდში. მის გარეშე ტუალეტშიც ვერ შევდივარ, არ იდარდო.
– არანაირი ტელევიზია არ გამაგონო. – ხმას აუწია თათამ. – ბრძანდებოდე აქ, იყავი ფრთხილად. ყველაფერი ეგრე მარტივი ნუ გგონია. ბავშვი არ ხარ.
– უკაცრავად?! – ყურებს ვერ დაუჯერა ნიამ. – სადაც მინდა, იქ წავალ. შენ არ შეგეკ…
წინადადებაც კი ვერ დაასრულა ბოლომდე, ისე ჩაკეტეს ოთახში. ხმაურიანად ეჯაჯგურებოდა დიდი ხანი, იმუქრებოდა აივნიდან გადახტომით, თუმცა ყურიც არ ათხოვა თათამ. გაბრაზებულმა და კმაყოფილმა ჩაიცვა ტანზე, უდარდელად ჩამოიარა სახლის კიბეები.
– ნიკა?! – გაეღიმა ბიჭის დანახვაზე. სადარბაზოსთან აყუდებულიყო მანქანასთან, ალბათ ნიას ელოდებოდა.
– თათა? – დაუბრუნა თვალისმომჭრელი ღიმილი, გადაკოცნა საყვარელი რძალი ნიკომ. – ნია არ მოდის?
– სად მიგყავს? – წარბები აზიდა მკაცრად. ახლა ზუსტად სანდროს ჰგავდა.
– სამსახურში… არა? – საცოდავად დაბრიცა ტუჩები, მაშინვე მიხვდა, რომ მოატყუეს.
– პირდაპირი ეთერი ჰქონდა გოგოს. სახლში ჩავკეტე. – დაუკითხავად ჩაჯდა თვითონ მგზავრის ადგილას. – მეზარება ჩემით წასვლა, მაგდას სანახავად მივდივარ და შენ გამიყვანე ბარემ.
– რა პრობლემაა, დიდი სიამოვნებით. – გაბედნიერდა მაშინვე ბიჭი, საერთოდ არ დაეტყო, როგორ გააწბილა ნიას არ არსებობამ იმ დილას.
– გატყუებს, ხო, შენც? – შინაურულად ესაუბრებოდა თათა, უფრო და უფრო მოეშვა ნიკუშა გზაში. რა სასიამოვნო ქალიაო, გაიფიქრა.
– მეგონა, სამსახურში მიდიოდა. არაუშავს, მაინც გავიგებდი როგორმე.
– ვერაფერს ვუხერხებ… დაუჯერებელია..
– ბარემ შერიფს გამოვიყვან კლინიკიდან და მერე წავიდეთ, ხომ არ გეჩქარებათ?
– კლინიკიდან? რა სჭირს შერიფს? – ლამის მთელი სხეულით მოტრიალდა ბიჭისკენ.
– დემეტრემ შოკოლადი აჭამა. – გაეცინა გახსენებისას ნიკუშას, თათას სახე მოეღრიცა ბავშვის სახელის გაგებისას. – სერიოზული არაფერია, კარგად იყო გუშინაც, მარა დავტოვეთ მაინც.
– კარგი, წავიდეთ პირდაპირ მანდ.
მიაჩერა მანქანა კლინიკასთან ნიკომ. ნაჩქარევად გადმოვიდა თათა თავისი შვილობილის სანახავად, ერთად შევიდნენ შენობაში. შერიფი უკვე გამზადებული ჰყავდათ და მისკუპებულიყო კუთხეში პატრონის მოლოდინში.
– შერიფ… – მაშინვე ჩაიმუხლა მასთან ქალი. – რა მოგივიდა, ჰა? – ბევრჯერ აკოცა ლოყაზე, თვალებზე მიეფერა მოწყენილ ცხოველს.
– მოხვედი, სანდ…. – სიტყვა შეაშრა პირზე ოთახში შემოსულ ადამიანს. – თათა?
კლინიკის ფორმაში იყო გამოწყობილი თეო. ის ქალი, ვისაც შეხვდა თათას მაგდას დაბადების დღეზე. ფეხზე წამოდგა წარბის შეურხევლად თათა, არც კი უმოქმედია ლამის მის დანახვას.
– თეო. – ღიმილით გაუწოდა ხელი. ნიკუშა აიწურა იქვე, უკვე მოესწრო მისთვის მატაბელს თეოს ვინაობის გამხელა.
– როგორ ხარ? – თბილად მოიკითხა გოგონამ. თან შერიფს გადაუსვა ხელი. გულზე გაკაწრა რაღაც თათას, როგორც კი დაედო უცხო ქალის ხელი შერიფს ზურგზე.
– ძველებურად. შერიფი მზადაა წასაყვანად? – ღიმილით ამბობდა ამ ყველაფერს.
– მზად არის. ისეთი არაფერია, უბრალოდ ცოტა მოთენთილია, გარეთ ყოფნა და ფიზიკური აქტივობა სჭირდება. ვარჯიშებზეც ვეღარ დაჰყავს თურმე სანდროს, ალბათ არ სცალია…
– ჰო, ალბათ.. – ცივად თქვა თათამ. – კარგი, წავიყვან მაშინ.
– კარგი, გამიხარდა შენი ნახვა.
– მეც ძალიან. – გაუწოდა ხელი და უკან მოუხედავად გაიყვანა ძაღლი გზაში.
აქამდე არასდროს სმენია, თეო თუ მუშაობდა იმ ვეტ-კლინიკაში, სადაც დადიოდა შერიფი. უსიამოვნო ემოციები გაუღვიძა ამ შეხვედრა, საერთო წარსულმა, სანდრომ…
უღიმღამოდ ჩაჯდა მანქანაში, მოისვა ძაღლი ფეხებთან. წამიერად დადუმდა, თან ეს ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. სახლიდან გამოსვლა უნდოდა ნიას.
– წავიდეთ? – ჩუმად იკითხა ნიკომ. – თუ გინდა, სადმე სხვაგან წაგიყვან.
– მაინც სად? – გაეღიმა თათას. მოდუნდა მაშინვე, როცა ასეთი თბილი ხმით შესთავაზა ნიკუშამ. – ახლა არ თქვა, სანდროსთანო..
– არა, სანდროს არ სცალია. შერიფი მყავდა დასატოვებელი მირასთვის…
– არა. – თავი გააქნია უმალვე. – მე დამსვი ხურცილავებთან, შენ მერე წაიყვანე შერიფი.
– კარგი. – თავი დაუქნია და მსუბუქად შემოჰკრა ხელი საჭეს.
.
ნია მაინც გამოვიდა პირდაპირ ეთერში. ვახშამს მიირთმევდა მაგდასთან სახლში, როცა გადაირთო ტელევიზორი შუა დღის ეთერზე. მთელი სხეულით დაიძაბა თათა. თათას პიჯაკი მოუცვია ტანზე ნიას, თათას ოთახიდან და ლეპტოპიდან ჩაერთო სტუდიაში. გულმა უგრძნო ალბათ ყიფშიძეს, ფეხზე წამოდგა აღელვებული. არარად ჩააგდო ლალის აღფრთოვანება, ტელევიზორში რომ ხედავდა საყვარელ გოგონას. ხმას აუწია დიდის ამბით ქალმა.
რამდენიმე კითხვა ჩვეულებრივი იყო, მერე რატომღაც ოჯახზე დაუსვეს შეკითხვები.
პირველად ზუსტად მაშინ შეეცვალა სახე ნიას.
იკითხეს სანდრო მატაბელიც. მასთან დამოკიდებულება, სიახლოვე, გივი დანელია, ბოლოს ფოტოები გამოჩნდა ეკრანზე. ზუსტად ის ფოტოები, რაც დაუგზავნა ანონიმურმა ადამიანმა მეილზე. დაბნეული ნია სიტყვას ვერ აბამდა, ეთერი შეწყდა.
არც ახსოვს, როგორ აიღო ჩანთა, როგორ გამოვიდა სახლიდან. უმანქანოდ დარჩენილმა ვერც მოახერხა ტაქსის გამოძახება. მათე სახლში არ იყო, მაგდა გაგიჟებული მოსდევდა უკან. სანდრო მიუწვდომელი აღმოჩნდა.
უკან მოაბრუნა ნიკუშა.
მაგდასთვის სალამის თქმა ძლივს მოასწრო ბიჭმა, ისე ჩქარა მოატრიალა ავტომობილი.
– მოვკლავ… – სისინებდა თათა. – ხომ ვუთხარი, არ გინდა ასეთ დროს-მეთქი! მისმენს?! არა!
– საით წავიდე? – დაბნეულად გადმოხედა ბიჭმა.
– საით მიდიოდი?
– ქალბატონ ნანისთან. ვერ მოვასწარი შერიფის დატოვება. – ერთდროულად მიიხედეს საწყლად მოკუნტული ძაღლისკენ, რომელსაც ენა ჰქონდა გადმოყოფილი.
– სახლში დამტოვე.. მაპატიე, რომ გაწუხებ, ხომ ხედავ რა გიჟი მყავს!
– არაუშავს, არ მეზარება არაფერი. – დაემორჩილა მაშინვე და რამდენიმე წუთში მიაჩერა თათასთან.
თვითონაც აჰყვა ქალს.
კარიც თავად გაუღო.
ოთახიდან ჩუმი სრუტუნი გამოდიოდა.
ადრე თუ გული უთბებოდა დის მსგავს არაპროგნოზირებად საქციელებზე, ახლა ვულკანივით მძვინვარებდა უფროსი ყიფშიძე. საბანი გადახსნა მაშინვე, ნიკუშა მისაღებში გაიპარა. შერიფი ძველ პატრონს გაჰყვა ფეხდაფეხ..
– ადექი, ადექი, რა გატირებს? – სისინებდა თათა. – ადექი-მეთქი, დროზე!
– რა გინდა? – ამოიყვირა ნამტირალევმა.
– გოგო, შენ ადამიანური ენა არ გესმის? ჩემი არ გესმის?
– არ დაიწყო ახლა, თათ, ცუდად ვარ ისედაც…
– ცუდად ხარ? მადლობა თქვი, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ! ვერ ხედავ, ვიღაც რაღაცას აწყობს, ვიღაცას უნდა, რომ დაგვაზიანოს, რა გინდა მეტი? – დაიყვირა სასოწარკვეთილმა. წარბები შეჭმუხნა ნიკომ მეორე ოთახში. ძაღლიც ანერვიულდა.
– გავიგე, გავიგე…. დამტოვე მარტო…
– რამდენჯერ გითხარი, არც ერთხელ გაიგონე! დაკმაყოფილდი ახლა? – ხელს იქნევდა თათა.- ილაპარაკე შენს ჟურნალისტურ კარიერაზე? ყოფილხარ მზად მაგ ყველაფრისთვის? ამოღერღე!
-არა. არ ვყოფილვარ. მორჩა?! – წამოწია ოდნავ და უხეშად მოიწმინდა ცრემლი.
– არა. არ დაგინახო სახლიდან გასული. მომეცი ტელეფონი, – ხელი გაუწოდა მკაცრად. მერამდენედ ართმევდნენ ამ ტელეფონს.
– თათა..
– სად არის ჩემი ლეპტოპი? – ხელს გააყოლა ნოუთბუქიც, ნიას მობილურიც და კარი ხმაურიანად გაიჯახუნა.
ამოისუნთქა.
მიყარა ყველაფერი ერთ ადგილას და დივანზე ჩამოჯდა დაღლილი. შუბლი მოისრისა ხელის გულით.
– კარგად ხარ? – ოდნავ წამოიწია ნიკო.
– კი. – ამოიჩურჩულა თათამ. – სანდრო სად არის?
– არ ვიცი. არ მპასუხობს.
– არ უთქვამს დღეს, სად იქნება?
– დემეტრეს ფეხბურთის თამაშია. წესით უკვე მორჩა. თან დღეს დაბადების დღეც აქვს..
– ხო, მახსოვს. – დაჰხედა თარიღს უმნიშვნელოდ.
– თუ გინდა.. – გაუბედავად წამოიწყო. – მე აქ დავრჩები, ყურადღებას მივაქცევ. – ანიშნა იმ კარისკენ, სადაც იჯდა ახლა თვითგვემაში მყოფი პატარა ჟურნალისტი.
– ჰოო?! – გააყოლა მზერა ბიჭის თვალებს. – გენდო?
– რა თქმა უნდა.. – გაეღიმა ქალის მზერაზე. – ყოველთვის.
– დიდად არავის ვენდობი. მაგრამ შენ დაგიჯერებ. – წამოდგა ფეხზე. ჩანთა გადაიკიდა და თავის გასაღებს დაუწყო ძებნა.
– მე წაგიყვან… – მაშინე წამოიჭიმა ნიკუშა.
– იჯექი შენ მანდ. იმას კარი არ გაუღო. არ დაელაპარაკო. – ბრაზობდა თათა ჯერ კიდევ. – უბრალოდ… შენ იცი.
– ნუ ღელავ. – მიაცილა კარამდე ნიკუშამ. – აქ ვიქნები.
– მადლობა. ყველაფრისთვის. – მსუბუქად მიეფერა მკლავზე ბიჭს. იმედიანად გამოიხურა კარი შერიფთან ერთად.
ხელში ეჭირა მირას საყვარელი ტკბილეული და დემეტრეს საყვარელი სათამაშო მანქანა, ზუსტად ისე, როგორც მაშინ. განსხვავებული შეგრძნებებით, თუმცა იგივე სიყვარულით მათ მიმართ, აიარა კიბეები.
დიდი ხანია არ შეხვედრია მირას. დიდი ხანია არ დაუკოცნია მისთვის ხელები მალხაზს, არ მოუყოლია სამეზობლოს ჭორები ნანის. არ შესულა ამ სახლში… ლამის გამობრუნდა უკან ძლივს წამოსული, თუმცა თავისით გაჩერდა, როცა იგრძნო ის ნანატრი და საყვარელი ხელები ზურგზე. ათრთოლებული ჩაეჭიდა სახელურს თათა, მიეხმარნენ ქმრის თითები დაუკითხავად, მოასწრო თბილი სალამის თქმაც მატაბელმა ტუჩებით ლოყაზე.
– მადლობა, რომ მოხვედი. – დაიჩურჩულა სანდრომ მის ყურებთან. ოჯახმა კარი გააღო. ადგილზე გაიყინა ნანი.
– თათა, შვილო?! – ვერ დაუჯერა თვალებს. ხელები გაშალა მაშინვე, ხელიდან გასცვივდებოდა ყველაფერი ქალს, რომ არა სანდროს სწრაფი რეაგირება. ნანის ხმაზე მოირბინა დემეტრემ, ყვირილით ამცნო დედას – ბიცოლა დაბრუნდაო სახლში.
გულზე მიიხუტა მახომ რძალი.
მირანდა იდგა გაყინული მხოლოდ მისაღებში.
სევდიანად ჩამოდგა თათაც. დემეტრე არ შორდებოდა მის ფეხებს.
– არ ჩამეხუტები? – მირამ ამოიღო ხმა. გაებზარა ხმა, თვალებიც გაევსო ნაკავები სევდით.
– შენ? – გაეღიმა თათას და პირველი მას ჩამოუგორდა სწორედაც ეს მრავალწლიანი ცრემლი.
თბილმა ჩახუტებამ ამოავსო ოთახი. თითქოს ერთიანად გამთლიანდა ის, რაც აკლდა ამ სახლს.
მხიარულად გაგრძელდა საღამო. პირს არ აჩერებდა დემეტრე, ოჯახის წევრებს შორის დაჰქონდა ეს ოქროს წყალში ამოვლებული მედალი. შეწუხებულმა სანდრომ კბილიც კი გაუსინჯა ბოლოს, იმდენს ტიტინებდა ბავშვი. გამოიკითხა ნანიმ დეტალურად თათას დღის განრიგი. ირიბად ახსენა ვინმეს არსებობა მის ცხოვრებაში, თუმცა წაუყრუა მის კითხვას თათამ. შორიდან ჩაუკრა თვალი სანდრომ.
ყველას ეღიმებოდა.
ისიც გადაავიწყდა თათას, რისთვის იყო მოსული. არც კი გახსენებია ნიას გამობრძანება ტელევიზორში.
– ტორტის ჩაქრობის დროაააა…. – ფეხზე წამოდგა მირა. ტაში შემოკრა ბედნიერმა დემეტრე. ყელზე ეკიდებოდა თათას.
– შეეშვი, ბებო, დაასვენე ადამიანი… – გამოგლიჯა და ბიძასკენ მოისროლა ბავშვი ნანიმ.
შუა გზაზე გაჩერდა ტორტით ხელში მირა, როცა დაირეკა კარზე ზარი.
რატომღაც სანდრო წამოემართა ყველაზე მეტად. მოუთმენლად ელოდნენ ვის გაუღებდა ნანი კარს.
ოთახში სასურველი სტუმარი შემოვიდა.
მათე.
თათას დანახვამ გააბედნიერა ყველაზე მეტად. დემეტრეს თითოეული ოჯახის წევრის მიერ გამოგზავნილი საჩუქარი ჩაუდო ხელებში, გადაეხვია მირასა და მახოს. თათა ხომ სიყვარულით გადაკოცნა.
– ვიყავი დღეს თქვენთან… – უთხრა თათამ.
– ვიცი და ვერ მოგისწარი.
თვალი გააპარა ქმრისკენ თათამ. ძლივს წამოდგა ფეხზე სანდრო. პატიება ხომ უჭირდა ზოგადად ურთიერთობებში, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგამ ყველაზე მეტად. დაუბრიალა დედამ თვალები, ცალკე ცოლმა ანიშნა უსიტყვოდ რაღაც. გადაკოცნა როგორღაც ძმაკაცი და მათი წაკინკლავებაც იმ ღამემ დაამსხვრია.
სანთლებიც ჩააქრო დემეტრემ ყველასთან ერთად.
საბედნიეროდ არც ერთს არ ჰქონდათ ნანახი ნიას სასახელო დებიუტი ტელევიზიაში, კიდევ კარგი, არ ეცალა მალხაზს არასდროს ტელევიზორისთვის.
ეს სახლი… მოათვალიერა გაუბედავად თათამ. ფეხზე წამოდგა გადაღლილი, სამზარეულოში შევიდა ინსტიქტურად წყლის დასალევად. ფრთხილად მიიხურა კარი მის ზურგს უკან.
– ეგრე უსიტყვოდ ნუ მიმითითებ. – წამოიწყო სანდრომ და მიუახლოვდა ნაბიჯით. – თორემ ეგრევე გემორჩილები…
– შერიფს ყურადღებას რატომ არ აქცევ? – უკუაგდო მისი ინტრიგული წინადადება თათამ. – ექიმმა თქვა, რომ აკლია ფიზიკური დატვირთა…
– ექიმმა? თუ თეომ. – გაეღიმა სანდროს.
– ჰო, შენმა თეომ. – თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. – ეწყინა, მე რომ მივედი წამოსაყვანად.
– და შენც გეწყინა, ის რომ დაგხვდა? ქალები დამღუპავს…
პირველად გაეცინა თათას ასე გულიანად. ცოტა მალხაზის ღვინომაც შეაგულიანა იმ ღამით.
– მე რომ ესეთები მწყინდეს… – ნიშნის მოგებით აზიდა წარბები. სანდროს აგრძნობინა ბევრი რამ როგორც, ყოველთვის.
– მანდ გავიცანი. ეგ ბევრი წლის წინ იყო. შერიფის ექიმია მხოლოდ, მეტი არაფერი.
– რა საჭიროა ეს ახსნა-განმარტება. არ მადარდებს, ვინ არის.
– უნდა გადარდებდეს შენი შვილის ექიმი ვინ არის. – გაეღიმა და ზუსტად თათას თავთან არსებული კარადის კარი გამოაღო. ჭიქა გამოიტანა.
– ვერ უვლი შვილს კარგად. – თავი გასწია ქალმა მობეზრებით. – ერთი ეგ გყავს მისახედი მხოლოდ…
– რატომ სისინებ. – ღიმილით ჩაცალა ის ჭიქა. – ჩემს გასაკრიტიკებლად მოხვედი?
– არა, შენთან სალაპარაკოდ.
– შერიფის ჯანმრთელობაზე? არ იდარდო, მოარჩინეს ექიმებმა.
– სანდრო… – თვალების ტრიალით გააწყვეტინა თათამ. – არ გინახავს ნიას გამოსვლა ტელევიზორში?
– მინახავს, მერე?
– მერე? რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
– არ ვიცი, თათა, რას უნდა ნიშნავდეს?
– არ იცი?! – ახლა თვითონ მიუახლოვდა. – არ იცი, ვინ აწყობს მსგავს რაღაცას.. ვინ არცხვენს ჩემს დას ამდენი ხალხის წინაშე…. ვის უნდა, რომ მახე დაგიგოს…
– ჯერ არა. – ჩაიდანი გაავსო წყლით, თითქოს ჩვეულებრივ ამბავზე ლაპარაკობდა ცოლთან.
– ჯერ არა, თუ ჯერ არ გინდა, მითხრა.
– როდის მითქვამს შენთვის ისეთი რამ, რაც ეხებოდა ჩემს სამსახურს? – გადმოხედა და შეაერთა ეს დაწყევლილი ჩაიდანი. ისევ გამოაღო ის კარადა თათას გასამწარებლად, ამჯერად ყავის ჭიქები გადმოალაგა.
– შენს სამსახურს არ ეხება. ჩვენ გვეხება. – გაღიზიანებული გაიწია გვერდით.-ჩემს დას…
– არ შეგეხება. არასდროს. შაქარი რამდენი?
– არ მინდა ყავა.
– გამახსენდა, უშაქრო! შენ ხომ მწარე გიყვარს ყველაფერი.
– მოდი, მე წავალ, შენ გემრიელად მიირთვი. – ფეხზე წამოდგა განრისხებული. კარის გაღებას აპირებდა, თუმცა დააბრუნა უკან სანდრომ.
– ერთხელ ამყევი ამ იუმორში, რა იქნება? – თბილად ჩამოუსვა მკლავზე ხელი. – სულ რატომ ბრაზობ..
– არ ვბრაზობ. ვნერვიულობ და შენ..
– ნუ ნერვიულობ. – გადაუწია თმა ზურგზე. – ნურაფერზე.
– რაღაც ხდება, ვგრძნობ…
– მეც. – გულზე მიადო თითი სპეციალურად. – განსაკუთრებით აქ.
– სამსახურში არ გითხრეს არაფერი? – მოაშორებინა ის ხელი დაუყოვნებლივ.
– გამათავისუფლეს. – დაიჩურჩულა და გაუღიმა ერთდროულად ცოლს.
– რაა?! – ისე შეიცხადა, უფრო მეტად გაეღიმა სანდროს. – მართლა?
– ჰო, თათ, მართლა.
– ამის გამო?
– რა მნიშვნელო აქვს, რის გამო. აგიხდა ოცნება… ახლა სრულიად თავისუფალი კაცი ვარ…
– ნუ სულელობ. ანუ ეს უნდოდა ვიღაცას, ვინმაც მოაწყო, შენი სამსახურიდან გათავისუფლება…
– დაგეტყო უკვე, ვისი ცოლიც ხარ.
– შენ ხვდები… ხვდები, რომ სერიოზულია ეს ყველაფერი? – ყურებს ვერ უჯერებდა თათა. ხელით გასწია წინ წამოსული მატაბელი, ტელეფონი მოიმარჯვა რატომღაც.
– რას აკეთებ? – მაშინვე დააშტერდა ეკრანს სანდრო.
– მამაჩემს ვურეკავ!
– რატომ?! – ისე გაუცივდა ხმა… ისე გაუცივდა ის მზერაც… იმ წამსვე მორჩა ყველანაირ ლაზღანდარობას.
– მოვიდეს და მიაქციოს ყურადღება ჩემს დას, ერთხელ მაინც იყოს მამა, როცა საფრთხეში ვართ ჩვენ.
– ნუ გამაგიჟებ ახლა. – დაუჭირა ტელეფონი, როგორც კი მიიდო ყურთან. ლამის ხელში შემოეფშვნა, ისე ძლიერად მოიქცია ხელში მოწყობილობა. – და ნუ მათქმევინებ მეორედ არას.
– რა იყო? არ შეიძლება მამაჩემს დავურეკო?
– არა. მე მოვაგვარებ ყველაფერს.
– არ მინდა. – გაეცინა თათას სიმწრით. – არ მინდა ვინმეს მოგვარებული, ჩემით..
– მე ვინმე ვარ?! – ზუსტად ის ხელი მიიდო მკერდზე, რომლითაც ეჭირა ცოლის მობილური.
– სანდრო!
– ვინმე ვარ შენთვის? – გადახარა თავი გვერდზე. – თუ ასეა, გადი აქედან.
– მივდიოდი ისედაც. დამიბრუნე ჩემი ტელეფონი. – მომლოდინედ გაუწოდა ხელი.
– მამაშენს რატომ ურეკავ? – გააქნია ხელი და არ მისცა არაფრით. – ჩამოსულია?
– ვითომ არ იცი?! – მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები. – რატომ მისვამ მე მაინც ამ კითხვებს? მცდი?
– კი.
– რატომ? გგონია, მოგატყუებ?
– არა?! – გაეღიმა და მოწრუპა თავისი გაკეთებული ყავა. – რა მწარეა, მგონი შენი დავლიე…
– შენ ნორმალური არ ხარ. – დასკვნა გამოიტანა თათამ. – და არც მამაჩემია დალაგებული. კიდევ კარგი ერთმანეთი ვერ გაიცანით.
– გეთანხმები. რა გაგვიძლებდა მერე სიძე-სიმამრს…
– იცი რა? – კართან დადგა თათა.
– რა, თათ?
– შენს თავს მიხედე. ჩვენ როგორმე ვიზრუნებთ ერთმანეთზე.
– ცოტა ფრთხილად, არ წამოგცდეს ნასვამზე ისევ რამე. – ხელში ჩაუდო მობილური, ამჯერად თავისი ყავა მოსვა.
– ამ სახლში არაფერი წამომცდება. – გაეყინა თათას ხმა. – შენთან განსაკუთრებით.
– რატომ? გახსენებს რამეს?
– კი, იმას, რატომაც მივდივარ ახლა სახლში. – ისე გაუღიმა სანდროს, პირდაპირ შეაშრა ღიმილი სახეზე თავად. უხალისოდ ჩამოდო ჭიქა მაგიდაზე, კარგად დააკვირდა ცოლის ღია ფერის თვალებს, თავისი ლურჯი ირისებიც გაუფერულდა რატომღაც. მოენატრა… თვითონაც და ამ სახლსაც, ეს იყო ყველაზე მთავარი. არ დაელოდა მის პასუხს თათა, თავისი სათქმელი დაუტოვა მხოლოდ.
მოეხვია დემეტრეს მაგრად, ყველა დანარჩენსაც დაუტოვა თბილი დამშვიდობება. მათეს გაჰყვებოდა სახლში. პირველად არ წაიყვანდა სანდრო თვითონ ამ სახლიდან. გაუცვალა გაუგებარი მზერა ძმაკაცმა, ბოლო წამამდე ელოდა, რომ იტყოდა რამეს მატაბელი, როგორც ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ არა.
თითქოს, ესეც შეიცვალა.
ყველასთან სიცარიელემ დაისადგურა თათას წასვლის მერე.
შერიფმა იპოვა მხოლოდ ადგილი პატრონის კალთაში. თავი ჩამოადო ზურგზე ძაღლს სანდრომ, თბილად მოიხუტა მკერდზე.
– მეგონა, უყვარდა შოკოლადი… – მორიდებით მიუჯდა შერიფსა და ბიძას დემეტრე.
– შენნაირი ღორმუცელა არაა.. – გაშალა ხელები და მეორე მხარეს მოისვა დისშვილი კაცმა.-ამას მხოლოდ ქალები ევასება.
– ჰოო? როგორი?
– დიდი ძუძუები ვისაც აქვს.
– სანდრო! – ყურებს ვერ დაუჯერა ნანიმ.
– რა იყო, დედა, მაინც ჩემი წასაყვანი გახდება…
– რატომ არ წაიყვანე შენი წასაყვანი ამ წამს? – დოინჯი შემოირტყა მირანდამ. წინ დაუდგა ძმას უკმაყოფილო.
– ჰო, რატომ? – ნანიც ამოუდგა ქალიშვილს გვერდით.
– თქვენ ახალი დუეტი ხართ? – ორი თითით ანიშნა.
– რა ქალი დადგა…. – სევდიანად შემოადო თეფშები ერთმანეთზე ნანიმ. სანდრომ თავზე აკოცა დემეტრეს, მერე შერიფს, მერე თავის გონებაში იმ ყველაზე საყვარელ ქალს, ვისზეც ლაპარაკობდნენ ახლა ოჯახის წევრები.
ვინმე კი არა…. ყველაფერი იყო მისთვის.
მოენატრა.
.
პარკებით დახუნძლულმა შეაღო ღია კარი. გაკვირვებით ჩაუარა ღია კარს, შემოსაცმელი დაკიდა საჩქაროდ შემოსასვლელში და მისაღებში შევიდა სიტყვით მომზადებული ნიკუშა. სახლში ბოლო ხმაზე ისმოდა კენდრიკ ლამარის მჭახე, წრიპინა ხმა. ტანზევით შიშველ სანდროს ტუჩებს შორის გაეჩხირა სიგარეტი, არხეინად მუსაიფობდა სამზარეულოში. ნიკუშას ხელის აწევით მიესალმა. უდარდელად განაგრძო ტაფის აქეთ-იქით წრიალი.
– ცოტა დაუწიე ამ სიმღერას. – პარკები დაალაგა მაგიდაზე, უშედეგოდ დაუწყო ტელევიზორის პულტს ძებნა.
– ხელი არ ახლო. – თითი დაუქნია სანდრომ. ცეკვა-ცეკვით გამოიღო მაცივრიდან კვერცხი.
– მეტკინა ყური! – ხელები აიქნია ბიჭმა. არაფერი ეტყობოდა მატაბელს სამსახურიდან გაგდებულის, პირიქით ძალიან კარგ ხასიათზე იდგა.
როგორღაც გაჩერდა მუსიკა და კენდრიკიც დადუმდა.
– არ გევასება რეპი? – მოტრიალდა სანდრო, სანამ პასუხს დააპირებდა ნიკუშამ, მანამ ისევ გააგრძელებინა სიმღერას აყალმაყალი.
ამიოხრა ბიჭმა.
რატომ შეხვდა ასეთი შეშლილი უფროსი?!
ცოტა ხანში გააჩუმა ტელევიზორი. პულტი ჩაიდო უკანა ჯიბეში და ამჯერად უხმაუროდ განაგრძო საქმიანობა.
– გევასება თუ არა? – ამოიყვირა მოულოდნელად.
– კი, მევასება. ტრევის სკოტი.
– გადარჩი! – მოღერილი დანა დაანახა. – მეტი…
– ლექსენი! – ფეხი ფეხზე გადაიდო ნიკუშამ. – რას აკეთებ?
– შენს პოტენციურ გოგოს, ტეილორ სვიფტი რომ მოსწონს, იცი ეგ? – არც გაუგია თითქოს ბიჭის კითხვა, თავისას უბერავდა მაინც.
– ვინაა ჩემი პოტენციური გოგო? – გაეღიმა ერისთავს, რა იშვიათი იყო ასეთი მშვიდი სანდრო ნიაზე საუბრისას.
– ის, ვის გამოც ცხვირში მოგხვდება მალე. უბრალოდ ახლა არ მცალია, საჭმელს ვაკეთებ.
– ააა, გასაგებია. გათავისუფლებული რომ ხარ, შენ თუ იცი ეგ ამბავი? – თან პარკიდან ამოალაგა ნივთები, თან ეკითხებოდა უფროსს რაღაცებს.
– აბა, შენი აზრით, რა მიხარია? – გაეღიმა და იდეალურად დაჭრა ერთი გამოძრავებით ხახვი. შიშით გააყოლა ამ მოქმედებას თვალი ნიკუშამ.
– რატომ გიხარია?
– ვალდებულებების გარეშე გავაკეთებ იმას, რაც მინდა.
– მაინც რას?
– ყველაფერს. – შიგადაშიგ ღიღინებდა სიმღერას. – მოემზადე ყურები, უნდა ჩავრთო ისევ… – პულტი მიუშვირა ტელევიზორს, თუმცა ააცალა ხელიდან ბიჭმა.
– რა გჭირს?! – გაღიზიანებული და გაკვირვებული დაუდგა წინ. – გაგიჟდი?
– კი!
– შენთან ნორმალური საუბარი როდის გამოვა? – ხელები ჩამოყარა ნიკუშამ.
– რა გაინტერესებს?
– რა გეგმა გაქვს.. რას აპირებ..
– შენ ნუ გაინტერესებს. – მიუშვირა დანიანი ხელი მისათითებლად. – მიხედე შენს ამბავს, სწავლას, მე თავი დამანებე.
– არა. მეც ხომ ვარ ნაწილი რაღაც მხრივ ამ საქმის. მინდა, დაგეხმარო.
– არც იფიქრო. – გააქნია თავი სანდრომ, წამიერად დაბრუნდა თითქოს ძველებური, მკაცრი და კონკრეტული ნიკუშასთან. – შენ არაფერ შუაში ხარ.
– მე მინდა, რომ დაგეხმარო. – შეუვალი იყო თავის მხრივ ერისთავი.- მინდა, რომ შენ გვერდით ვიყო ასეთ დროს, როცა შენ შენი ოჯახის წევრებზე აპირებ გამოძიების ჩატარებას.
– ისინი ჩემი ოჯახი არ არიან. – ხმა გაუცივდა მატაბელს. – არც ერთი.
– მაგრამ შენი საყვარელი ხალხის არიან.. – შეაპარა და დადუმდა ოთახიც. – განსაკუთრებით თათასთვის.
– არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის.
– აქვს. აქვს და ამიტომაც ხარ ახლა ასეთი შეშლილიც.
– და მერე?
– მარტო აპირებ ამ ყველაფერში გარკვევას?
– ბიჭო, რა არ გასვენებს? ამისთვის გცალია?
– სრულებით!
– არა-მეთქი, ნიკო, მომშორდი ახლა აქედან! არ ჩაგაბარეს ახალ უფროსს?
– კი. ვინმე რენე მაისურაძეს.
– ტიპს რა ბედი აქვს და კიდე წუწუნებს. – ხელები ასწია ცაში სანდრომ.
– კარგი ტიპია, კი. დაისაკუთრებს შენი ძმაკაცის როლს და გინდა შენ ეს?
– არ აგიკრძალა ეს დახეული ჯინსები? – ანიშნა შარვლისაკენ. – არ გატარებს თეთრ პერანგებში? გავაწურინო შენი თავი…
– მომეცი უფლება ამ საქმეში ჩართვის… – კუდში აედევნა ნიკუშა, არც გაუგონია სანდროს მუქარები. შეშლილივით გადმოხედა ჩაციკლულ ერისთავს.
ამოიოხრა ბოლოს მაინც. მარტო ხომ ვერ შეძლებდა. სჭირდებოდა ადამიანური მხარდაჭერა, სჭირდებოდა ნიკო ამ ამბავს.
– იცი… – წამოიწყო გაუბედავად ნიკუშამ. – ფული თუ არ გაქვს, შემიძლია..
სიცილი წასკდა სანდროს ამ სიტყვებს გაგებისას.
– ის ჭაღი გაყიდე, შენს სასახლეში რომ ჰკიდია. – მოაგონდა მატაბელს ერთადერთხელ ნანახი. – კი გავმდიდრდებით ეგრევე…
– აუფ, საფრანგეთიდან ჩამოიტანა ირაკლიმ. ჩემი სიკვდილი გინდა?
– გეშინია მამაშენის? – დაუფარავად, პირდაპირ ჰკითხა, როგორც ყოველთვის.
– არა, რატომ?
– ხსენებაზეც კი გეცვლება მზერა. ცუდი ურთიერთობა გაქვს?
– ცოტა ჩახლართული. – ჩუმად დაილაპარაკა და უხალისოდ მოხსნა წვენს თავსახური.
– მაინც როგორი?
– ისე არ მკითხავდი ამას შენ… რა გაიგე? რა მიქარა? – გაეღიმა ნიკუშას.
– ჩემს თანამზრახველობას გეგმავ, შენზე უნდა ვიცოდე ყველაფერი.
– ისედაც იცი. გექნება მოპოვებული დეტალური ინფორმაცია.
– მერე მაინტერესებს რამდენად თავსებადია შენს მოყოლილთან. – თვალი ჩაუკრა ნიკუშას, უმალვე დაბრუნდა ძველებური, უშუალო, ისეთი როგორიც უყვარდა თავის მოსწავლეს.
– არ ვიცი, რატომ ჩერდებიან დედაჩემისნაირი იდეალური ქალები მამაჩემისნაირ კაცებთან. – თვალი არ მოუცილებია ამ სიტყვების წარმოთქმისას სანდროსთვის. – შენი მშობლები რომ გავიცანი, იცი როგორ მესიამოვნა მამაშენის.. კაი კაცობა. დედაც როგორი საყვარელი გყავს.. აი, შენს მშობლებს რომ გაიცნობს ადამიანი, უკვე წარმოდგენა ექმნებათ, როგორი იქნები შენ. აი, მამაჩემს ვინც შეხვდება… და ვინც იცნობს საერთოდ…
– რეპუტაციას გილახავს? – ჩაურთო სანდრომ, დეტალურად აკვირდებოდა ერისთავის მიმიკებსაც კი.
– უბრალოდ ცივი კაცია. თან ახლა არჩევნებიც მოახლოებულია და საერთოდ არაფერი აინტერესებს მაგის გარდა. ისე… დედაჩემმა დაგპატიჟა ჩვენთან. მივაკითხოთ საღამოს, რას იტყვი?
– არ მცალია. – გაეღიმა ბიჭის მზერაზე. – თან ახლა ამის დრო არც არის.
– მანქანით არ მოვსულვარ და შენ უნდა გამიყვანო მაინც სახლში. – გემრიელად ჩაცალა წვენი, თვალი ჩაუკრა წარბ აწეულ მატაბელს. – ხომ იცი, ტაქსების როგორ მეშინია….
როგორღაც მორჩნენ მუსაიფს. სანდროც დანაყრდა საბოლოოდ. გადაინაცვლეს მისაღებში ბიჭებმა. უკვე ჩაცმული იყო ტანზე მატაბელი, შავი სვიტერი უფარავდა ელეგანტურ გულ-მკერდს. ნიკუშა სიგარეტს აბოლებდა ბუხართან.
– გაილახები მაგის გამო. – ანიშნა სანდრომ.
– დედას არ უთხრა. – გაეღიმა ერისთავს. – ნია ნახე მაგის მერე?
– არა. რატომ?
– სახლიდან არ გამოდის. არსად წაყვანა არ უთხოვია. მგონი, დასაჯა თათამ ძალიან…
– ჰოოო?! – სასიამოვნოდ გაწელა და კმაყოფილი ჩამოჯდა სავარძელზე.
– არ გამახსენო, ლამის მეც მიმალანძღა იმ დღეს. არაფერი გაგირკვევია სხვა?
– ხვალ საღამოს არის მასშტაბური წვეულება. გიორგის უწყობენ დახვედრას. იქ უნდა მოვხვდე.
– მარტო? – მაშინვე წამოენთო ნიკო. – სახიფათოა.
– ყველაფერი უნდა დავათვალიერო, ყველა უნდა ვნახო, ვინ და რატომ არის მისული. სავარაუდოდ, იქნება ისიც…
– ჰოდა, მით უმეტეს ეგ არის სახიფათო. არ წახვიდე შენ, მე წავალ და გავარკვევ ყველაფერს.
– შენ გაგიშვა?! შენ?! – თვითონაც მოუკიდა სიგარეტს.
– ახლა არ მუშაობ, უფლებამოსილება წაგერთვა რაღაც-რაღაცების, ისე თავისუფლად ვეღარ იქნები. საშიშია..
– დამიჯერე, ასე თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ.
– მარტო არ უნდა წახვიდე. ისეთი ვინმე უნდა გაიყოლო, ვის გამოც არ დაგაკარებს თითს არავინ, განსაკუთრებით შენი სიმამრი.
– არც იფიქრო. – ცივად შეხედა სახეში ბიჭს. – არა!
– არადა, ყველაზე კარგი ვარიანტია. წაიყვანე, როგორც შენი ცოლი… და არა, როგორც მისი შვილი. თუ აქამდე თავს იმიტომ გარიდებდა, რომ ცოლ-ქმარი იყავით, ახლა არაფერი შეუშლის ხელს დაგაზარალოს. ალბათ ამიტომ გერიდებოდა, რომ უყვარს თავისი შვილები… თუ ახლაც დაინახავს მაგ ყველაფერს…
სახე მოისრისა სანდრომ. არაფერი თქვა ცოტა ხანი.
– ამაზე უკვე იფიქრე, არა? – ჩუმად თქვა ნიკუშამ.
– ძალიან ბევრი თან.
– თხოვნა არ გინდა… თუ რატომ იკავებ თავს?
– მისი გარევა არ მინდა.
– ისედაც გარეულია. მამამისია…
– ხო. ვიცი ეს დედამოტ.ყნული.
– ჯანდაბა… – ამოიოხრა ერისთავმა. – ძალიან რთულია. და თან უკვე ვიზიარებ შენ მდგომარეობას, როცა შენც ნიასავით დაგსჯიან.
– ხედავ, რა დღეში მაგდებენ ქალები? – ფეხზე წამოდგა და უცნაურად შეათამაშა მობილური.
– ქალები ვერა და ცოლი კი.
– სიაში ვწერივარ უკვე. – ჩაიხედა მობილურში სანდრომ. – მხოლოდ თათას დათანხმება დამრჩა.
– წამოვა? – გაეღიმა ნიკუშას. – საოცარია რა…
– რა არის საოცარი?!
– ყველას დამორჩილება შეგიძლია მის გარდა. – სიცილით აქნევდა თავს აქეთ-იქით.
– მორჩილება ცუდი სიტყვაა.
– აღიარე, აღიარე, ნუ გიტყდება…
– საქმეს მიხედე.
– ამიტომ ვამბობ ერთმანეთისთვის ხართ-მეთქი და არ მიჯერებ…..
.
კიბეებთან დახვდა ყოფილი ქმარი თათას. თავში ჩამომჯდარიყო სანდრო, იდაყვებით მუხლებს ეყრდნობოდა, ცალი ხელი ამოედო ლოყაზე.
– რამდენს მალოდინებ. – არც კი განძრეულა, თავიდან-ფეხებამდე აათვალიერა ულამაზესი მეუღლე. შავი, ტანზე მომდგარი კაბა ეცვა თათას. ხარბი მზერა აჩუქა მატაბელმა ღია გულ-მკერდს.
– რაღაც დაეჩვიე აქ ჯდომას. – ჩაეცინა თათას, უდარდელად აუარა გვერდი.
– მომე მერე გასაღები და შიგნით დავიცდი ხოლმე.
– რამე მოხდა? – ჩამოკიდა მოსაცმელი მისაღებში, უცებ შეათვალიერა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მეუღლე. კარი თავად მიხურა სანდრომ.
– არაფერი. მოგიკითხე.
– გუშინ ხომ მნახე.
– არ მეყო გუშინდელი.
– ძალიან დაღლილი ვარ, – ჩამოჯდა დივანზე და გაუაზრებლად ჩამოდო ფეხები ჟურნალის მაგიდაზე. – დასვენება მინდა.
– სახლიდან გაგდების წინაპირობაა ეს?… ნია არ არის?
– მაკასთან წავიდა. არ მელაპარაკება მე.
– ხვალ მუშაობ? – ოსტატურად მიუახლოვდა და ჩამოჯდა ზუსტად იმ მაგიდაზე, სადაც ელაგა თათას ფეხები.
– კი. რატომ?
– რომლამდე? – ფრთხილად მოიქცია ქალის ფეხები თავის კალთაში, ნაზად გადააწევინა სხვა მხარეს.
– ხელები გაწიე. – მიაჭირა ტერფი მკერდზე, სუსტად გაეღიმა სანდროს. – და თავადაც გაიწიე.
– მჭირდები ხვალ. – შეუსრულა თხოვნა, თუმცა ადგილზე დარჩა მაინც. ამჯერად სახე მისწია ქალისაკენ, დაღლილი იყო თათა და აღარ დაუწყო წვალება სანდრომ.
– რა ხდება ხვალ?
– ცოლი უნდა მახლდეს ერთ ადგილას.
– რა ადგილას?
– ახსნის გარეშე არ შეგიძლია ერთხელ მაინც… მხოლოდ ერთხელ… მითხარი – კი. – თავის ჩასწია ოდნავ, არ უნდოდა დეტალების გამხელა მისთვის.
– არა. – ზუსტად იმ ინტონაციით უპასუხა, როგორადაც სანდრო ამბობდა ამ სიტყვას. – იტყვი რა ხდება?
– არა.
– კარგი. – უფრო მეტად ჩაიწია და თვალებიც მიხუჭა დასასვენებლად. ჩაეღიმა მატაბელს, ნაზად მოეფერა ხელის გულით ლოყაზე მეუღლეს. მისი ხელი მოიქცია საკუთარ თითებში, თვალდახუჭულს უყურებდა ზედმეტად დაჟინებით. როგორც კი დაიწყო საუბარი კაცმა, მაშინვე გაახილა თვალები თათამ.
– არ ვიცი, რა საერთო აქვთ მამაშენს და დიტოს ერთმანეთთან, მაგრამ რაც არ უნდა იყოს… მე არავის დანდობას ვაპირებ. იმ ნაბიჭვრის გამო, შენც ხომ იცი, როგორ აირია ჩემი ცხოვრება. საერთოდ სხვა ადამიანად ჩამომაყალიბა მომხდარმა. ოჯახი დამინგრია. მხოლოდ მას კი არა, მასთან დაკავშირებულ თითოეულ არსებას…. ვინც არ უნდა იყოს ეს… თუნდაც მამაშენს… არ გავითვალისწინებ. ამიტომ მჭირდები ხვალ. ამიტომ მინდა იყო იქ, სადაც მე ვარ. – ფეხზე წამოდგა მოულოდნელად. მაშინვე დაეწია მის ნაბიჯებს თათა.
– რას ნიშნავს ეს? რა შუაშია მამაჩემი დიტოსთან?
– თუ დამეხმარები, გავიგებ ხვალ.
– სანდრო, რას ლაპარაკობ?
– შენს სახლთან მოდის ხოლმე? – მიაშტერდა ქალის გაქვავებულ სახეს. – რატომ არ ამოდის აქ? რატომ არ გეუბნება, რომ ჩამოსულია?
– არ ვიცი. ალბათ არ უნდა ჩემი ნახვა.
– მასთან ერთად იყო. დიტოსთან ერთად ვნახე შენს სადარბაზოსთან. – ჩუმად ამბობდა ამ ყველაფერს, თითქოს მიანიშნა თათას, როგორი მნიშვნელოვანი იყო მისთვის ხვალინდელი დღე.
-რაა… – ხელები ჩამოყარა თათამ. – დიტოსთან რა უნდა…
– იცი, რა ვიგრძენი? – თითი მიიდო გულთან. თვითონაც ატკივდა ის ადგილი ქალს. – ან იცი, ვინ გამახსენდა პირველი მათი ერთად დანახვისას? შენ. შენ ხომ ისევ გული გეტკინება, როცა პასუხს მოვთხოვ ორივეს.
– რა შუაშია გიორგი.. საიდან იცნობს… შენც კი არ გიცნობს ნორმალურად, დიტოს სად გადაეყარა ეს კაცი, გამაგებინე!
– რა მნიშვნელობა აქვს.
– ის ხლართავს ამ საქმეებს? ვინ დაემუქრა ჩემს დას, დიტო თუ მამამისი? სანდრო… – სახეზე მოისვა ორივე ხელი. – რა უნდა მაგ საზიზღართან, რა? – წამოიყვირა და ჩამოჯდა ისევ სავარძელზე. იქვე ჩამოუჯდა სანდროც.
– ხვალ საღამოს მოვალ. არაუშავს, თუ არ გენდომება, მე მაინც ვცდი.
ხელის გულებზე აკოცა რიგ-რიგობით. მოსწმინდა თვალებიდან უმნიშვნელო ცრემლები ნამტირალევ მეუღლეს.
– შენი აზრით, რა ხდება. – ჩუმად თქვა თათამ, აღარც ჰქონდა წინააღმდეგობის ძალა. – რას ფიქრობ შენ. რა გაარკვიე, მითხარი, გთხოვ.
– არ ვიცი.
– როგორ არ იცი… ვინ რამდენჯერ სვამს დღეში წყალს ეგ იცი და ეს არა?! – ამოიყვირა ქალმა, ძალიან აღელდა ჯერ მამის სახელის გაგებისას, მერე დიტოს არსებობამ გააგიჟა საერთოდ.
– რატომ მეჩხუბები? – გაეღიმა სანდროს. – რა დავაშავე?
– ყოველთვის იცოდი ვინ იყო მამაჩემი. ყოველთვის ცდილობდი არ დაგენახებინა ჩემთვის, როგორ აგროვებდი მასზე ინფორმაციას, მე რომ არ მწყენოდა რამე. საქმე საქმეზე მიდგა ალბათ ახლა… რას აპირებ? რამდენი წლით უნდა გაისტუმრო?
– რამდენითაც დაიმსახურებს. – ცივად გასცა პასუხი.
– ყველასთვის ანაწილებ მაინც ამ შენს სამართლიანობას. – შეუვალი იყო თათა. – შეიძლება ყველაზე ახლობელის თხოვნა შეასრულო, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ. არ ივიწყებ, ვინ ხარ, არასდროს, არავის გამო… არ მაინტერესებს, რას უზამ გიორგის. – თვალი თვალში გაუყარა მეუღლეს. – თუ ამის გასაგებად მოხვედი, არ მეწყინება, არ გავბრაზდები, რაც გინდა ის….
– ჩვენ ხომ იმ კაცზე ვსაუბრობთ, ვინც მიგატოვა. – გააწყვეტინა სანდრომ. – ვის გამოც გაწუხებს დღემდე კომპლექსები, მიტოვების შიშები..
– ყველა კომპლექსი გადალახული მაქვს. შენი წყალობით. – გაეღიმა და წამით არ მოუშორებია ის ტკივილიანი მზერა, გულს რომ უსერავდა სანდროს.
– ნებართვის გამო არ მოვსულვარ. მაინც იმას გავაკეთებ, რასაც მოითხოვს ჩემი საქმე. რაც იყო ჩემი მიზანი საერთოდ დასაბამიდან…
– იცნობდი მანამდე? – სევდიანად შეაგება სიტყვები სანდროს. – ყოველთვის იცოდი მისი შავ-ბნელი ამბები? გინახავს ოდესმე?
– როცა გაგიცანი, იმ დღეს დავიჭირე მისი უფროსი. მოგვიანებით გავიგე შენზეც…
– და მერე? მერე რატომ არ შემეშვი? – თითქოს დიდი ხნის კითხვა და ეჭვები გააჟღერა თათამ.
– შენ როგორ ფიქრობ? – მიიწია ნაბიჯით ცოლისკენ.
– ან რატომ არ მითხარი…. – აქ უკვე ძალები შეემატა თათას. ისედაც ხომ ყოველთვის თვითონ იყო გადამწყვეტი სანდროსთან დიალოგისას, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად. – თურმე შენც რამდენს მალავ… თურმე შენც გიწევს რაღაცების გადაბიჯება, დათმობა, გათვალისწინება…
– ნუ შეადარებ.
– მამაჩემია. – გაეყინა ხმა. – ისევე როგორც მირაა შენი და.
– ისეთი არაფერი დამიმალავს, რაც არ იცოდი.
– არ ვიცოდი, შენ თუ იძიებდი მასზე ამბებს. არ მქონდა ცოდნის უფლება?
– როდის მილაპარაკია შენთან ჩემს სამსახურზე? გახსენდება ეგეთი რამე ჩვენი თანაცხოვრებიდან?
– ეს გამართლებაა?!
– მიზეზია.
– ახლა უფრო მეტკინა გული. – თითქოს არაფერი, ისე თქვა ქალმა. – როგორ შეგძლებია გაგეგო ჩემთვის და შეგნებულად არ მოგისმენია. ეს მართლაც სამწუხაროა ძალიან…
– შესანიშნავი შანსი მოგეცა გული მოიოხო. – ელოდა ამ საუბარს მატაბელი, მაგრამ მსგავს სუსხიან ტონს არა.
– არა. მე შენ არ გგავარ.
– რას გულისხმობ? – გადაჰკრა გულახდილმა ღიმილმა ცოლის სიტყვებზე.
– უკვე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე ოჯახში, სადაც გასაჭირია. მაგრამ შენ ჩემი ოჯახი აღარ ხარ, და არ ვარ ვალდებული რამეში დაგეხმარო. მით უმეტეს მამაჩემის წინააღმდეგ ბრძოლაში.
– გასაგებია. – თავი გააქნია უკმაყოფილოდ. კარგად შეათვალიერა ცოლი, რაღაცაში დარწმუნდა თითქოს.
– რაც გინდა ის უქენი. მართლა. სამუდამოდ ჩააყუდე, არ იქნება პრობლემა.
– ვიცი. – დაეთანხმა ადგილზე გახევებული, მოუჭირა მოგონებებმა შიგნიდან, თავს ძლივს იკავებდა სიტყვის სათქმელად. – ვიცი, რომ ჩემგან არაფერი გაგიკვირდება.
– არასდროს გაუწევია მამობა, არ მაქვს იმედი, რომ ახლა გადაწყვეტს ამ როლის მორგებას. იმ კაცის გვერდით თუ არის, ვის გამოც მე… ყველამ გადამიარა… მართლა ღირსია შენგან დაედოს ეგ ბორკილები, სანდრო.
– ხანდახან მგონია, რომ მართალი მხოლოდ შენ ხარ. – ჩუმად თქვა და გააქნია თავი. – მერე მახსენდება… ახლა ძველებურად ვაპირებ საუბარს და მზად იყავი, შემთხვევით არ დაგწყდეს ისევ გული.
– ნუ ნერვიულობ.
– ვნერვიულობ. როგორ შეიძლება არ მაღელვებდეს ქალი, ვისზეც ვფიქრობ მთელი ცხოვრება?! ერთადერთი, ვინც მყვარებია შენ ხარ, თათა. ამის გაგება ასეთი შეუძლებელი რატომ არის? ან იმის გაგება რატომ არ შეგიძლია, რომ მხოლოდ ჩემი ბრალი არ ყოფილა ჩვენი დაშორება. შენი არ იყო სულ ცოტათი მაინც? – გაეღიმა. – ოცდაერთი წლის იყავი მაგ დროს, მთლად პატარაც არ ყოფილხარ, ეს რომ ჰგონია ყველას მიზეზი…
– რას ემსახურება ეს დიალოგი? ის უნდა განვიხილოთ ვინ რამდენი დააშავა?
– ჩემს პოზიციას ვიცავ. ჩემს სიმართლეს…
– არსად დაგეკარგოს შენი სიმართლე. სულ დამავიწყდა, რომ სამართლის მაძიებელი კაცი ხარ…
– მირამდე… მირამდნე იცი რამდენი რამ გამიტარებია შენთვის? – დადუმდა ამ კითხვისას თათა. – ჩვენი ურთიერთობა ისე აეწყო, აუცილებლად დასრულდებოდა სადმე. საჭიროც კი იყო სერიოზული მიზეზი, რომ მოვშორებოდით ერთმანეთს. არ დავიწყებ ჩამოთვლას, ეგეთი არაკაცი არ ვარ, ხომ იცი….
– არ მაქვს არანაირი პრეტენზია. სათქმელი მართლა არაფერი მაქვს. ხომ დასრულდა…
– როგორც ჩანს, არ დასრულდა. – გააგრძელა ჩვეულ ტონში. – არ გესმის ჩემი.
– მერე ხომ ხარ მიჩვეული მაგას… როცა არ ესმით შენი.
– მიჩვეული კი არა… უკვე მობეზრებული მაქვს ეს. – სუსტად გაიღიმა მწარე რეპლიკაზე, სინამდვილეში კი თავი შეიკავა საკადრისი პასუხისგან. – ანუ არ დამეხმარები. ეს ნამდვილად გავიგე შენი ნათქვამიდან.
– სწორად გაგიგია. ახლა დასვენების უფლება მომეცი.
– როგორც ინებებ. – შეატოვა სახეზე ის მზერა, ყველაზე მეტად რომ ვერ იტანდა თათა. იმედგაცრუების კი არა, პირიქით, ზედმეტად მოსალოდნელი შედეგის. იცოდა სანდრომ, ასე რომ დასრულდებოდა მათი დიალოგი, ეს შეხვედრა.
ხმაურიანად გაიჯახუნა კარი. მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ ჩამოუგორდა თვალებიდან ცრემლები თათას. ამ დღეზე არ ოცნებობდა სულ?! როცა გასცემდა საკადრის პასუხს ყოფილს ქმარს, როცა გაისტუმრებდა ცივი უარით… მაშინ რატომ გრძნობდა თავს ისევ დამნაშავედ? რატომ არ იყო კმაყოფილი საკუთარი თავით?
მიუჯდა საჭეს უარყოფილი მატაბელი. სახლშიც მსგავსი სახით შევიდა. თავის საწოლში იწვა შერიფი, ადგილს ვერ პოულობდა დაღონებული, დეპრესიაში ჩავარდნილი ძაღლი. ცალი ხელით გადმოისვა კალთაში და თვითონაც იატაკზე ჩამოჯდა. ზურგზე აკოცა ძაღლს, მოეფერა ცხვირზე და ცოტა ხანი თვალებში შეაციცინდა.
ერთად გაზარდეს შერიფი თათამ და სანდრომ.
მორიგი დიალოგის წამოწყებას აპირებდა ძაღლთან, ტელეფონმა რომ დაიწრიპინა თავისთვის.
“გამოვიდა?” – ნიკუშას მესიჯზე გაიღიმა კაცმა.
„სასმელი ამოიყოლე“ – დაუბრუნა პასუხი და გახევებულ შერიფს თვალი ჩაუკრა.
.
ქალბატონი ნია დასვა სახლთან. არაფრის დიდებით არ მიდიოდა თათასთან, მაკასთან რჩებოდა იმ დღის მერე. ნიკუშა მიეჩვია მის ტარებას წარა-მარა, ეს გზებიც დაიზეპირა უკვე, თუმცა იმ დღეს პირველად ნახა თათა ძველი სახლის სადარბაზოსთან. უგულოდ აუარა გვერდი უფროს დას ნიამ, ჩაეცინა მის მოქმედებაზე ქალს, ნიკუშას მიესალმა მოსიყვარულედ.
– ხომ არ გაბრაზებს? – თვალი ააყოლა ნიას თათამ. – მე არც მიმჩნევს.
– მგონი არც მე. – გაიღიმა ნიკომ. – როგორ ხარ?
– მშვენივრად. ამოდი სახლში, ვივახშმოთ.
– არა, მეჩქარება. სანდრო მელოდება. – ვერც წარმოიდგენდა ასეთ უხერხულობას თუ გამოიწვევდა კაცის სახელის ხსენება.
– დაგელოდოს მერე. ყავასაც დაგალევინებს დედაჩემი.
– ჩემი რძალი თუ მომიდუღებს, დავრჩები.
– შენი რძალი არ ვარ. – წარბაწევით გაჰკრა მუჯლუგუნი, ხელკავი გაუყარა ბიჭს და ასე აიარა კიბეები.
– მართლა არ მცალია, თათა. – ფრთხილად გააშვებინა ქალს ხელი. ისე თბილად შეხედა თათას, ცოტა აკლდა დათანხმებოდა დარჩენის თხოვნას.
– შენც ჩაგრთო გიორგის დაჭერის სპეცოპერაციაში? – სიცილით გააჟღერა სიტყვები, თითქოს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ეს ამბავი.
– გავიგე შენ უარზე. – ჯიბეებში ჩაიწყო ხელები. – არადა, ძალიან გვჭირდებოდით ახლა.
– არაუშავს. ისეთი ჭკვიანია, რამეს მოიფიქრებს.
– ჭკვიანი არის ნამდვილად. რაღაცასაც მოახერხებს შენ გარეშეც, მით უმეტეს მაშინ, როცა ისედაც არ უნდოდა რამეში გარეულიყავი. მაგრამ..
– მაგრამ რა, ნიკო? რაღა უნდა?
– არაფერი. მე მინდა გთხოვო.
– კარგი რა… – გააქნია თავი და თვალებში მიაშტერდა ბიჭს. დაჟინებული ცქერა იცოდა ყიფშიძემ, ყველას უნდობლად უცქერდა ზუსტად ისე, როგორც თავისი ქმარი.
– მარტო აპირებს წასვლას. – ჩუმად თქვა ბიჭმა. – შეიძლება, რამე დაემართოს.
– არ იმოქმედებს ეს ჩემზე, ტყუილად ცდილობ. – შეუსუსტდა ხმა თათას, მიხვდა, რომ არ ხუმრობდა ნიკუშა ასეთ საკითხზე.
– არაფერს ვცდილობ. რომ იცოდე, მაგიტომ გეუბნები. შენ გიორგისთვის ახლა ერთადერთი შემაკავებელი ხარ, ვის გამოც შეიძლება არ გაიწიოს სანდროსკენ. მე ასე მგონია. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია მაინც. ღამე მშვიდობის.
– ღამე მშვიდობის.
თვალი არ მოუცილებია, სანამ არ დატოვა შემოგარენი ერისთავმა. ხასიათწამხდარმა აირბინა კიბეები. ეს სახლი…. მაკას სახლი…. ხომ ზუსტად ის ადგილი იყო, სადაც შედგა მათი ბოლო შეხვედრა ცოლ-ქმრის სტატუსით. ზუსტად იმ ოთახს გაუშტერდა თვალი, ზედმიწევნით გაახსენდა მათი ყველა დიალოგი და ყველა გულისტკენა.
ნიკუშას სიტყვები არ შორდებოდა გონებას მაინც.
რამე რომ დაემართოს?! მერე რა იქნება..
.
დაპირებისამებრ მაინც სცადა სანდრომ. მოერგო ტანზე შავი პერანგი, კლასიკურად ეცვა, შესაფერისად. ყელზე შეეხსნა სულ რამდენიმე ღილი, მოუჩანდა კეფაზე დატანილი მელანი, წვრილ-წვრილი ფიგურებით მოეხატა შოკოლადისფერი კანი.
კარი ნიამ გაუღო.
არ უნახავს საერთო ინციდენტის მერე. დაიმორცხვა გოგონა, ჩამოდგა შერცხვენილი და დანაშაულით სავსე. ნიკაპი ააწევინა სანდრომ. ორივე ლოყაზე აკოცა დადუმებუს.
– ბოდიშის მოხდა თუ გიშველის, მოვიხდი. – წამოიწყო ნიამ, სანდროს ჩაეცინა ბავშვის სისულელეებზე.
– არ ვაპირებ საყვედურს, შენს დას არ ვგავარ.
– მერამდენედ მინდობ? მართლა არ ჰგავხარ იმას…
– აქ რატომ ხარ? შეურიგდი?
– დახმარება მთხოვა მომზადებაში. – თვალები აატრიალა გოგონამ. – ამიტომ წამოვედი, თორემ ასი წელი არ..
– მომზადებაში? სადმე მიდის? – არც გაუგონია დანარჩენი სანდროს, პირდაპირ შეაბიჯა მისაღებში. აედევნა კუდში ნია, შერიფიც გაიჭრა წინ ნაცნობ სახლში.
თათა იდგა სარკესთან.
ულამაზესი მოკლე კაბა ეცვა, შავი. გამოეკვეთა ამ კაბას მისი ლავიწები კიდევ უფრო მეტად, თავისუფლად მოუჩანდა შიშველი მხრები, გულ-მკერდი, გარუჯული ფეხები. სანდრომ ხმაურიანად გადაყლაპა პირს მომდგარი ნერწყვი.
– სადმე მიდიხარ? – არც უფიქრია, ისე მიიწია მისკენ. გააგიჟა ასეთ ფორმაში დახვედრილმა მეუღლემ, მით უმეტეს იმ საღამოს.
– შენ არ მოგყვება? – ჩაერია ნია, ძლივს აკავებდა შერიფს, რომელსაც თათასთან უნდოდა მისვლა სალამის სათქმელად.
– არ ვიცი, მომყვება? – დაჟინებული მზერა სტყორცნა ქალს. სარკესთან იდგა და ოქროსფერ საყურეებს იმაგრებდა ყურზე. იქვე ჩამოუდგა სანდროც. ნიამ შერიფი გაიყვანა თავის ოთახში, ოსტატურად დატოვა ისინი მარტო.
– ჩამოჯექი შენ. ჯერ არ ვარ მზად. – ხმა ამოიღო თათამ. წარბები აწკიპა მატაბელმა, ასეთ ოფიციალურობასაც არ ელოდა მისგან.
– რამ გადაგაფიქრებინა? – არაფერიც არ ჩამოჯდა, თვითონ მიაწოდა მეორე საყურე გასაკეთებლად.
– მოციქულების გამოგზავნამ შედეგი გამოიღო.
– არავინ გამომიგზავნია. ვინ შეგაწუხა შენ?
– არავის შევუწუხებივარ. უბრალოდ არ მინდა რამე დაგემართოს და მერე მე დამბრალდეს ისევ.
– იყავი, აღარ შეგაწუხებ. – ნაბიჯი გადადგა წინ, თუმცა გააჩერა თათამ.
– ნუ სულელობ ახლა.
– არაფერს გაიძულებ. – გააშვებინა ხელი ცივად, ახლა თათას არ მოეწონა მისი ეს მოქმედება. – არ გინდა, ნუ გინდა.
– რაღაზე მოხვედი მაშინ? – გაღიზიანებული მიუტრიალდა ისევ სარკეს. საოცრად მშვიდი ხომ იყო ყოველთვის ეს ქალი, მაგრამ მხოლოდ სანდროს გამოჰყავდა მწყობრიდან, მის ქცევებს.
– რაღაზე მოვედი კი არა… შენ რატომ დამხვდი საერთოდ ასე? – მიიწია და ხელი ჩამოადო ჩარჩოს. თვითონ შეუკრა საყურე, საჩვენებელი თითით დააბზრიალა მსუბუქად და გადაუწია ხელის შემშლელი თმაც ზურგზე.
– არ ვიჩხუბოთ დღეს. უბრალოდ წავიდეთ და მოვიდეთ. გაარკვიე, რაც გასარკვევი გაქვს.
– მორჩი? – ააყოლა მზერა, სპეციალურად გადაუტარა ხელიც წელზე. უკან დაუდგა და ერთადაც გამოჩნდნენ სარკეში ცოლ-ქმარი. – მგონი გაკლია რაღაც დეტალი…
– რა დეტალი? – თმაზე მოისვა ხელი თათამ. სანდრომ ჯიბიდან ამოიღო პატარა ყუთი. განზე გაიწია ნაცნობი ნივთის დანახვისას ქალმა, თუმცა დაიჭირეს. მოიქცა მისი თითები თავის ხელისგულზე, თვალი არ მოუცილებია ბეჭდის გაკეთების პროცესში.
– დღეს ცოლ-ქმრის როლი უნდა შევასრულოთ. – გაეღიმა და დააბრუნა ოქროს რგოლი თავის ადგილზე, ცოლის არათითზე. თვითონაც გაიკეთა ნაუცბათევად, წამიერად დაცქერდა მხოლოდ თავის ხელს.
– რა საჭიროა ეს? – გაეყინა თვალები ქალს.
– რამდენიმე საათი ვერ გაუძლებ ჩემს ცოლობას? ორი წელი ხომ უძლებდი.
– ვაუუუ…. – გამოჩნდა შერიფთან ერთად ნია. სიამაყით შეხედა ოჯახის წევრებს. აღფრთოვანება ვერაფრით დამალა მათი ერთად ხილვისას. – აი, ეს მესმის… კარგად დაიმაგრე ეგ კაბა, არ გაგიხიონ შენც იმასავით…
– ვისავით?! – წარბები აზიდა სანდრომ. თათაც გაუგებრად მიაჩერდა დას.
– ერთი სერიალის გმირივით.
– შერიფს დაიტოვებ? – თათამ თვალები აატრიალა დის სულელურ კომენტარზე.
– ნიკუშა გელოდება ქვევით. – სანდრომაც ამოიღო ხმა. – მაკასთან წადი ამ საღამოს, შერიფიც შენ გყავდეს.
– კარგი… – უცნაურად უპასუხა ბავშვმა. – რა დღესასწაულია ასეთი, სიტყვას რომ არ ამბობთ არც ერთი?
– შენთვის საიდუმლოს გამხელა, როგორი საშიშია, ხომ იცი. – გაეღიმა სანდროს. ნიშნისმოგებით მოეფერა ლოყაზე ხმაჩავარდნილ ნიას.
– აბა, არ ვარ გაბრაზებულიო… ან ნიკუშა რა საჭირო იყო ამ საღამოს, ჩემით ვერ წავიდოდი?
– ვერა. – უდარდელად გაეპასუხა და ანიშნა თათას წინ წასვლა. – ნიკუშაზე მერე ვისაუბროთ, როცა მოვიცლი. საფუძვლიანად თან.
– რა არის სასაუბრო….
– არ ვიცი, მეც მაინტერესებს…
– რამე ხდება? – ჩაახველა თათამ და მიუჯდა მგზავრის ადგილს. იქვე იდგა ნიკოს მანქანა, აანთო ფარები მისალმების ნიშნად.
– რაზე? – გაიყვანა ავტომობილი გზაზე მატაბელმა. თავის თანამზრახველს დაუპიპინა რამდენჯერმე ჩუმად.
– წეღან რაზეც ისაუბრე. ნიაზე და ნიკუშაზე…
– სულ ერთად არიან, რაღაც ხდება ალბათ.
– კარგი ბიჭია ნიკო. – ფანჯრიდან გაიხედა თათამ. არ უნდოდა დაძაბულობის შემჩნევა, მაგრამ მოსალოდნელი შეხვედრა ანერვიულებდა ძალიან.
– ნერვიულობ? – წამიერად შეავლო მზერა მეუღლეს.
– არა.
– ბიზნესმენების შეხვედრით შენიღბეს, სინამდვილეში მამაშენის დახვედრის წვეულებაა. ხომ იცი, როგორი ავტორიტეტით სარგებლობს იმ წრეში, სადაც იცხოვრა ამდენი წელი.
– არ მაინტერესებს. რაც გასაკეთებელი გაქვს, ეგ მოაგვარე და უკან დავბრუნდეთ.
– ნერვიულობ. – სუსტი ღიმილით თქვა სანდრომ. – და გეშინია.
– და რა მერე? – ცივად გადმოხედა თათამ.
– ადრე ყოველთვის ამბობდი შენს განცდებს, ახლა გამოცნობა მჭირდება იმის მისახვედრად, თუ რას გრძნობ.
– რით ვერ შეიგნე, რომ ისე არაფერი არ არის, როგორც ადრე.
– როგორ მივხვდე, გიყვარვარ თუ არა ისევ. – არ შორდებოდა ეს დამპალი ღიმილი პირიდან. პირდაპირ ნერვებზე უკაკუნებდა ისედაც აღელვებულ თათას, თუმცა ისეთი გულახდილი და ქარიზმატული იყო ერთდროულად, უნებურად მოდუნდა ქალიც. ყოველთვის ასე ხდებოდა. სანდროს სითავისუფლე აბალანსებდა მათ შორის გაჩენილ ცეცხლოვან გაუგებრობას.
– ყველაზე ნაკლებად უნდა გადარდებდეს ეს ახლა.
– ყველაზე მეტად მაღელვებ ზოგადად შენ. – განზრახ მოატარა ხელები საჭეზე, თვალი გააპარა შიშველი ფეხებისაკენ, რუჯი რომ ლივლივებდა კანზე.
– თუ სამსახურიდან გაგათავისუფლეს, თორნიკეს რა ბედი ელის? ციხეში დააბრუნებენ?
– თორნიკეს დამამტკიცებელი საბუთი აქვს თავისი ჯანმრთელობის შესახებ. მალხაზის კომპეტენციაში არ ჩაერევიან, – თვალი ჩაუკრა გახევებულ ცოლს. – და მეც არ გავუთავისუფლებივარ არავის სამსახურიდან…
– რა?! – მოტრიალდა ქალი მისკენ.
– რა გეგონა? ვინ გაბედავდა ჩემს გათავისუფლებას? – წარბები აათამაშა მაცდურად.
– ღმერთო, ჩემო! აბა, რაზე გვანერვიულე ტყუილად?!
– ასე მაწყობს ამ ეტაპზე. მერე დავბრუნდები გრანდიოზულად.
– ნიკუშამ იცოდა ეს, გუშინ რომ გამომეცხადა სიტყვით?
– რატომ გადაეკიდე მაგ ბავშვს? არ იცოდა. რა გითხრა, რაო?
– რამე რომ მოუვიდეს სანდროს, მერე ხომ ვერაფერს იტყვიო. ნამუსზე ამაგდო.
– ხედავ, როგორი გამოზრდილი მყავს? ნამდვილი პროფესიონალია.
– რას ხლართავ, სანდრო… რას აკეთებ…. – სევდიანი ბგერები გაეპარა ხმაში, იმ წამსვე დაუარა სიამოვნების ჟრუანტელმა კაცს.
– ნერვიულობ? – განმეორდა კვლავ. – ღელავ ჩემზე?
– რატომ გადაეკიდე ჩემს ნერვიულობას?! რას მოგცემს ეს?
– შენი გულის კარის გასაღებს. – ჩაეღიმა და მთაწმინდისაკენ აიღო გეზი.
– არ დაგეკარგა ეგ გასაღები და არ მოგიწევდა ეს ხვეწნა-მუდარა ახლა…
– არადა, ძალიან გვსიამოვნებს ორივეს ეს ხვეწნა-მუდარა. შენ განსაკუთრებით…
– ვითომ რატომ?
– მერე დამაბრალებენ, თითქოს მე ვარ კონტროლის მოყვარული. ხელებში გყავარ მოქცეული და არავის სჯერა…
– თუ ღმერთი გწამს…
– ნამდვილად ვიწამებ ღმერთის, შენ თუ მოლბები ოდესმე. – თვალისმომჭრელად გაუღიმა და გააჩერა ავტომობილი რესტორნის წინ. – ახლა უნდა დაივიწყო ყველა წყენა. ძველებური უნდა იყო ჩემ გვერდით, კარგი, თათ?
– თუ ეს რამეში დაგეხმარება… კარგი. – ჩაკიდა ხელი ქმარს. კარიც გამოუღო სანდრომ. ხელკავი გაუყარა მატაბელს, მასთან ერთად გამოცხადდა სტუმრებით სავსე დარბაზში, სადაც ყველას ყურადღება მიიპყრეს რატომღაც.
დაძაბულობის გასანეიტრალებლად მსუბუქად მოეფერა წელზე ქალს. თვითონ საოცრად მშვიდად და თავისუფლად დადიოდა მაგიდებს შორის, შამპანურსაც წრუპავდა უდარდელად, თუმცა თათას მოლოდინი, რომ მამას ნახავდა იმ დღეს, ამძიმებდა სიტუაციას. ამძიმებდა სანდროს.
– დაწყნარდი ცოტა. – მხარზე აკოცა მოსადუნებლად კაცმა, უფრო მეტად ააფორიაქა ამ შეხებით.
– ასე უნდა ვიდგეთ?
– ვიცეკვოთ? – დაუფიქრებლად გააყოლა მიმტანს შამპანურის ჭიქები, საცეკვაოდ გაიყოლა ქალი და გაერია ხალხში.
– სანდრო…
– ეს ხელები ასე… – შემოალაგა ქალის ხელები მხრებზე, თვითონ წელზე მოჰხვია თბილად. – ჩემ მერე სულ დაგავიწყდა, როგორ უნდა მოიქცე კაცის გვერდით.
– არ აჩერებდი არც ერთ კაცს ჩემთან და დამავიწყდებოდა.
– არ ვაჩერებდი კი არა, შენ არ გინდოდა არც ერთი. – თვალებში შეხედა ამ სიტყვებისას. – თუმცა, რაც შენ თქვი, ეგეც არაა ტყუილი.
– ასე მშვიდად როგორ ხარ? – თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით თათა.
– მომენტით ვტკბები. – დაიახლოვა მაშინვე, მის თმაში ჩარგო თავი და მართლაც დატკბა ამ მომენტით. ერთი ხელით მოეფერა თმაზე, შუბლიც მიადო საფეთქელთან, მთლიანად შეისუნთქა ქალის სურნელი. – მე ხომ არ მაქვს შენთან სიახლოვის ფუფუნება… ხომ არ მაძლევ არაფრის უფლებას…
– არ…
– არ ვიმსახურებ, ვიცი. – გაიღიმა და დაატრიალა ხელებში. – დაგათრობ დღეს და ვისარგებლებ მომენტით, როგორც ბოლოს.
– ნუ გაიხსენებ.
– ჰო, ნამდვილად არ ღირს გასახსენებლად. ვარდებს გადააყოლე ჩემი სიყვარული…
– მომშორდა უკვე ზურა, აღარ გაქვს სანერვიულო. – პირველად გაიღიმა თათამ. – მორჩა ჩვენი საქმიანი მოლაპარაკებები, ისევ თავისუფალი ქალი ვარ…
– არ ხარ თავისუფალი ქალი… ჩემი ხარ. – ორივეს ერთდროულად გადაჰკრა გამყიდველმა ღიმილმა ამ სიტყვებზე. თვითონ გაეხვია მის ხელებში თათა, თვითონ გახდა ცეკვის გაგრძელების ინიციატორი.
შორიდან უყურებდა ამ სცენას გიორგი ყიფშიძე. ხელში შეახმა ლამის ის შამპანურის ჭიქა, ყველაზე არასასურველი სტუმრების დანახვისას. ნაჩქარევად ჩამოიარა კიბეები, გაერია საზოგადოებაში და იქვე ჩამოდგა. დააცადა წყვილს ცეკვის დასრულება. ოქროს ბეჭდები ამდენი განათების ფონზე მიმზიდველად ირეკლავდა შუქს, თვალი მოჭრა გიორგის სიძის ირონიულმა გაღიმებამ.
– თათა? – ხელი გაშალა ფართოდ. მხოლოდ თვითონ მიიხუტა ქალიშვილი, არც კი განძრეულა ქალი მამის მკლავებში.
– მამა. – ცივად თქვა თათამ. – რა სიურპრიზია, აქ რა გინდა?
– მე რა მინდა აქ? – გაიღიმა კაცმა. სანდროს ჩამოართვა ძლიერად ხელი. – თუ შენ რას აკეთებ აქ ყოფილ ქმართან ერთად…
ზუსტად ამ ყოფილ ქმარს გადახედა თათამ პასუხის გასაცემად. სპეციალურად აიღო იმ ხელით შამპანური სანდრომ, რომელზედაც ეკეთა საყვარელი ბეჭედი.
– ჩამორჩით მოვლენებს, ბატონო გიორგი. – ეს ტონი და ეს სახის გამომეტყველება ეცნო თათას. კარგს არაფერს უქადდა სანდროს სიმშვიდე შექმნილ სიტუაციას.
– და რა მოვლენა გამომრჩა ასეთი? თქვენი შერიგება? – ორი თითით ანიშნა წყვილს. – ეს არ არის ის ტიპი, მისი დანახვა რომ არ გინდოდა, თათუ?
– ასე ამბობდი? – გაეცინა სანდროს, ცოლს გადმოხედა. – ადრე უნდა მცოდნოდა, არ შევურიგდებოდი.
– ჰო, ასე ამბობდა. ისეთი ნაწყენი იყო, მიკვირს, როგორ დგახარ ახლა მის გვერდით. ასე მარტივად გაპატია? – თვალი თვალში გაუყარა მატაბელს.
წარბები აზიდა სანდრომ.
თათამ ღრმად ამოისუნთქა. არასდროს უფიქრია, რომ ასეთი იქნებოდა მათი პირველი შეხვედრა.
– მერე შენ მამა არ ხარ, პასუხი რომ მომთხოვო მისი წყენინებისთვის? – სულ ღიმილით ჰკითხა აღელვებულ კაცს და საეჭვოდ მიიწია მისკენ.
– სანდრო! – ჩუმად თქვა თათამ. თითებით ანიშნა ადგილზე დარჩენა, საკმაოდ დაიძაბა ატმოსფერო გარშემო.
– აქ რას აკეთებ, ბატონო პოლიციელო? – ნიშნისმოგებით წარმოთქვა ეს სიტყვები კაცმა, სულ არ იმჩნევდა გვერდით დამდგარ შვილს.
– ჩემს საქმეს. – მსგავსად უპასუხა სანდრომ. – მოვალეობას.
– ჭკვიანურად შეგისრულებია, ვხედავ. – უცებ შეავლო მზერა თათას. – ჩემი შვილი გამოგიყენებია…
– შენი შვილი… ანუ ჩემი ცოლი… იმიტომ მოვიყვანე, რომ ბოლოჯერ გნახოს. მერე ვერასდროს იხილავ ვერც შვილს, ვერც დღის სინათლეს.
– აქ მოსვლა რა საჭირო იყო, თვითონ მოგიკითხავდით… – ცალი ხელით დაეყრდნო პატარა მაგიდას, მისი ყველა ქცევა აღიზიანებდა თათას.
– როდის მოგვაკითხავდი მაინც? – ჩაეცინა თათას. – საერთოდ გაინტერესებს შენი შვილები?
– რატომ შეურიგდი შენს ქმარს? – ჩუმად თქვა კაცმა.
– მიყვარს და იმიტომ. – ცივად მიახალა პირში მამას, სანდრომ ძლივს შეიკავა თავი გაღიმებისაგან. – შენ რატომ ხარ ჩამოსული? ამჯერად, რა ბიზნეს გეგმა გაქვს განსახორციელებელი?
– რამდენ კითხვას მისვამ. – შუბლი მოისრისა კაცმა. – დედა როგორ არის?
– მამა!
– რა გინდა, შვილო? – მსუბუქად აიქნია ხელი. – არ მცალია ახლა, მოგვიანებით დავილაპარაკოთ მშვიდ გარემოცვაში, თორემ ისე მიყურებს შენი ძვირფასი მეუღლე, ერთი სული აქვს ბორკილები დამადოს…
– დიტო საითაა? მივესალმები. – საპასუხოდ იკითხა სანდრომ. მაშინვე შეიცვალა სამივეს სახე ამ სახელის გაჟღერებისას. გაკვირვებულმა აზიდა წარბები გიორგიმ, თათამ მზერა მოარიდა ყველას.
– დიტო ვინ არის? – გაუგებრად შეხედა კაცმა.
– სწორი კითხვაა, ვინ არის? – შამპანური მოწრუპა ხმაურიანად, მერე თათას გადახედა ნაუცბათევად. – შენ დაჯექი დღეს საჭესთან, საყვარელო…
– რას ლაპარაკობ ვერ გავიგე, ან რანაირად იქცევი? – ჯიბეებში ჩაიწყო ხელები კაცმა. – ვინ დიტოზე მელაპარაკები?
– ვის გვერდითაც იჯექი რამდენიმე დღის წინ მანქანაში. ჩემს ნაბოზარ სიძეზე.
– შენი სიძე ჩემთან რა შუაშია, სანდრო? – მხრები აიჩეჩა გიორგიმ. – ამის გასაგებად თუ მოხვედი, ტყუილად დაგიკარგავს დრო. რაღაც გეშლება.
– რა უნდა შემეშალოს?! – წამიერად შეეცვალა გამომეტყველება. – ან ვინ უნდა შემეშალოს მე?!
– მე არანაირ დიტოს ან შენს სიძეს არ ვიცნობ.
– დარწმუნებული ხარ, რომ ის იყო, სანდრო? – თათამ მოჰხვია მკლავზე ხელი. ისე სუსხიანად გადმოხედა იმ მომენტში მეუღლეს, განზე გაიწია ქალი.
– არ მიგვიპატიჟებ მაგიდასთან? – ჭკვიანური ნაბიჯების გადადგმას აგრძელებდა სანდრო, წინასწარ გათვლილ სიტყვებს აფრქვევდა ირონიულად.
– რა თქმა უნდა. აქეთ მობრძანდით. – გალანტურად მიიდო ხელი პიჯაკზე გიორგიმ, წინ გაუძღვა ოჯახის წევრებს.
– რას აკეთებ? – გზად უჩურჩულა თათამ ქმარს.
– ჩვენს ცოლ-ქმრობას დავალოცვინებ. ქორწილში ხომ ვერ მოვიდა…
– ნუ გააგიჟებ. – მოხდენილად ჩამოჯდა გამოწვდილ სკამზე. ყველაფრისთვის იცლიდა მაინც მატაბელი, არც სტუმრებს აკლებდა ყურადღებასა და ეჭვიან თვალებს, არც თათას – მოსიყვარულეს.
წრიულ მაგიდასთან უკვე ადგილი აღარ იყო. გიორგიც იქვე ჩამოჯდა, გარშემო კლასიკური მუსიკა უკრავდა, ვიოლინოს ხმა კენდრიკ ლამარის რეპივით ჩაესმოდა სანდროს ყურში. გადაადო ხელი თათას სკამს, ყველასთვის შესამჩნევად მოეფერა თითებით მკლავზე ქალს. აკოცა მხარზეც ძველებურად.
– ცუდად არ მოვიქცევი. ნუ გეშინია.
– შენთან საშიშია საერთოდ გვერდით დაჯდომაც. – ნიშნის მოგებით თქვა და წყალი დალია.
– მოშიშვლებული თუ იქნები, ბაზარი არაა.
– ვინ არის ეს ხალხი? – არ მიაქცია ყურადღება მის რეპლიკას, ოსტატურად გაისწორა მკერდზე კაბა.
– აი, ეგ ტიპი… ვინც თვალს არ გაშორებს… – პირდაპირ გაიხედა ქმრის სიტყვებზე თათამ, პირველად შეამჩნია, რომ ასე დაჟინებით უყურებდნენ. – მამაშენის ხელქვეითია. ის აგვარებს საქართველოში საქმეებს, რუსების აგენტივითაა. – ჩაეცინა სანდროს. – ცოლიანი ტიპია, მაგრამ ქალები უყვარს. შენ რატომ გიყურებს, გითხრა თუ მიხვდი?
– ერთხელ შემომხედა, აზვიადებ. – უხერხულად გაიღიმა თათამ.
– რომ შემოვედით მაშინ შემოგხედა პირველად, მერე საცეკვაოდ რომ გავედით, მერე..
– კარგი, მჯერა.
– რატომ მალაპარაკებ ამდენს, ხომ იცი, ყველგან მაქვს თვალები…
– ხელებიც. – შეუმჩნევლად მოიშორა თავის ფეხზე დასვენებული ხელი თათამ.
– ეს ჩემი სიძეა, სანდრო მატაბელი. ჩემი ქალიშვილი, თათა ყიფშიძე. – მოკლედ გააცნო საზოგადოებას გიორგიმ მოსული სტუმრები.
– ის მეორე… – თვითონ შამპანურს გაუგრძელა სანდრომ. არც უგდებდა სიმამრს ყურს. – გიორგის უფროსია, ბაჩო ქირია. ახლახან გამოვიდა ციხიდან, შენ რომ გაგიცანი იმ დღეს დავიჭირე.
– რაა?! – შეშფოთებულმა მოიხედა ქმრისაკენ თათამ. ახლა ნამდვილად შეეშინდა, ვერც გადახარშა ბოლომდე ამდენი ინფორმაცია.
– ალბათ შურისძიება უნდა ჩემზე. ისეთი საქმეები გამოვჩხრიკე, თვითონაც რომ არ ახსოვდა. მისი მთელი ბიზნესი ჩამოვშალე. ვალებს ციხიდან ვეღარ გადაიხდიდა, მის ოჯახს ავიწროებდნენ, დედა გარდაეცვალა. ჩემი ბრალია ჰგონია ეგ ყველაფერი…
– სანდრო, არ დაგვილევ ერთ ჭიქას? – იკითხა გიორგიმ. სანდროს თათასთვის არ მოუშორებია თვალები, ისე გაუწოდა სასმისი კაცს.
– და მშვიდად ითმენს, შენ აქ ჯდომას? – შიშით გააპარა მზერა „მშვიდი“ კაცისკენ თათამ.
– მამაშენთან ერთად ცდილობს ფეხზე წამოდგომას. ითვალისწინებს, რომ შენი ქმარი ვარ. ხედავ, როგორი ავტორიტეტული ხარ ამ სუფრაზე?!
– რას აპირებ?! ასე გაგიშვებს, გგონია?
– რა უნდა ვქნა. დავლევ, ელემენტარული ზრდილობის ამბავია…
– სანდრო, სასაცილო საერთოდ არ არის ეს ყველაფერი….
– კიდევ შემოგხედა იმან. – გაეღიმა მატაბელს. – ახლა სასმელს შემოგთავაზებს.
ზუსტად ისე მოიქცა, როგორც იწინასწარმეტყველა სანდრომ. თათას აღარ აკვირვებდა ქმრის ყოვლისმცოდნეობა მსგავს საკითხებში, რიგ-რიგობით გაანაწილა ინფორმაცია გონებაში. მამას უყურებდა ყველაზე მეტად მაინც. რა უნდოდა ამ საზოგადოებაში?!
თავად გაუწოდა ცოლის ჭიქა სანდრომ. თავადაც გადაწყვიტა, რამდენი უნდა ჩამოესხა კაცს. თავად იყო უპირატესობაში იმ მაგიდასთან.
– ლამაზი ხარ და იმიტომ გიყურებს ყველა. – განაგრძო ცოლთან საუბარი სანდრომ. არ ადარდებდა ვინმემ თუ დაუგდებდა ყურს ამ საუბარს, მით უმეტეს, როცა ისედაც თითოეულის ყურადღება მათკენ იყო მომართული.
– არა მგონია რაღაც. – ძლივს გადაიღო ვიღაცის მოწოდებული საჭმელი თათამ, სამაგიეროდ სანდრო ილუკმებოდა ძალიან ბედნიერი გვერდით. – მერე დიტო რა შუაშია ამ ყველაფერთან?
– ნათლიამისია ეს ტიპი. – ანიშნა ბაჩო ქირიასკენ სანდრომ. ის ერთადერთი ლუკმა გადასცდა თათას, ძლივს რომ გადაწყვიტა მირთმევა. ჩაწითლებული თვალებით მოხედა მეუღლეს.
– იცოდე, ბოლოჯერ მოგყვები სადღაც. ბოლოჯერ ვასრულებ შენს თხოვნას…
– რისი გეშინია? ვერ ხედავ, როგორი ხელშეუხებელი ვარ შენი ქმრის სტატუსით?
– რამეს დაგმართებს ეს ხალხი, სანდრო. – ჩუმად თქვა თათამ. – წავიდეთ, გთხოვ.
– არ გაინძრე. და იმას გაუღიმე ერთხელ, უკვე ძალიან მეცოდება. – ანიშნა მოპირდაპირე მაგიდისაკენ. მართლაც საცოდავად გამოიყურებოდა იმ დაჟინებული მზერით.
ყველაფერი გემრიელად მიირთვა სანდრომ. ცოტაც დალია. თუკი თათა ნერვიულობისგან თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით, მატაბელი მშვიდად, წყნარად აჰყვა სტუმრების სურვილებს.
საეჭვოდ ათვალიერებდა მის საქციელს გიორგი, თათამაც ვერაფერი გაუგო ქმარს. ბაჩო ქირია ხომ ეკლებზე იჯდა იმ საღამოს.
როცა ფეხზე წამოდგა სასმისის შესავსებად სანდრო, მხოლოდ მაშინ შეამჩნია თათამ ქმრის შარვალში გაჩხერილი იარაღი. ადრეც ხომ ჰყავდა სანდრო ასეთ ფორმაში ნანახი, მაგრამ… აქ და ახლა ეს ისეთი მოულოდნელი იყო, ისეთი უადგილო, უფრო მეტად გაფითრდა ისედაც ფერდაკარგული ქალი. თათას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ იმ მაგიდის გარშემო ყველას იარაღი ჰქონდა მომარჯვებული ზუსტად ისე, როგორც სანდროს.
გიორგის უყურებდა მხოლოდ თავისივე ქალიშვილი. ახლა პატარა თათას ჰგავდა მართლაც. გოგონად გადაიქცა იმ რამდენიმე წუთში, ისევ დაუცველ ბავშვად, ვისაც არასდროს მიუღია თბილი კომპლიმენტი, მზრუნველობა მამისგან. ისევ მამასა და ქმარს შორის გაიჩხირა… ისევ მათ იმედად იჯდა გახევებული, უიმედო, შეშინებული.
– რა კარგი სიძე გყოლია, გიორგი. – ხმა ამოიღო პირველად ბაჩო ქირიამ. წარბაწევით ანიშნა უფროს ყიფშიძეს სათქმელი.
– მეგონა დაცილებულები იყავით. – ხმა ამოიღო სანდროს საყვარელმა ობიექტმაც, მისი ცოდვით რომ დაიწვა ლამის.
– შერიგებულან, ლადო. – ყალბი ღიმილით თქვა გიორგიმ. – მეც ახლახან შევიტყვე, ჩემთვისაც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა… – განაგრძო კაცმა, თითქოს თავს იცავდა მაგ სიტყვებით.
– ქალიშვილი რომ ქმარს შეურიგდა, ახალხან როგორ გაიგე, გიორგი? – გაეცინა ბაჩოს. – რანაირი კაცი ხარ შენ, ვერ გავიგე.
– მეც მაგას ვამბობ. – მოულოდნელად ჩაერთო სანდრო. თათა ლამის აორთქლდა იქიდან. – განა დასამალი ვარ?
– პირიქით. ძალიან გამოსასვლელი კაცი ხარ. – ცივად გაეღიმა ბაჩოს. თვალებით შეჭამა ლამის მატაბელი. – რას საქმიანობ?
– უსაქმური ვარ ამჯერად. – ყალბ ღიმილს გულახდილით უპასუხა სანდრომ. – სამსახურიდან გამათავისუფლეს.
– რომელი სამსახურიდან?
– აი, თქვენ რომ ძალიან გაღელვებთ ყველას… – თითით მოხაზა წრე სანდრომ.
– ავიბარგოთ, ჯობია. – დაიჩურჩულა თათამ.
– თუ მომკლავენ, ლადოსთან ნუ მიღალატებ მაინცდამაინც. – მოასწრო მაინც თავისებურად საუბარი, ცოლის სკამზე გადახვეული ხელი არ აიღო არაფრით.
– რა სამსახურია ასეთი, რომ გვაღელვებდეს? ან ვინ ხარ შენ ასეთი? – ეშმაკურად შეათამაშა ჭიქა ხელებში ლადომ.
– რამდენჯერ უნდა შეხედო ჩემს ცოლს? – საეჭვოდ დაიძაბა სანდროს ხმა. – ხომ ხედავ, არ აინტერესებ.
– ყოფილ ცოლს. – შეუსწორა ლადომ უტიფრად.
– ლადო. – გიორგიმ ჩაახველა გამაფრთხილებლად.
– ეს საიდან მოიყვანე? – ანიშნა სანდრომ გიორგის სიცილით. – ჩამაშხამა მთელი საღამო.
– გავაგრძელოთ, ბატონებო, არ გვინდა ეს დაძაბულობა… – უშედეგოდ ცდილობდა ყიფშიძე სიტუაციის განეიტრალებას.
ფეხზე წამოდგა მატაბელი.
წამოჰყვა თათაც.
ყურზე მიიდო ხელი სანდრომ. ესეც ახლა შენიშნა თათამ – მოსასმენი აპარატი.
– ყველაფერი გაჩხრიკეთ. ყველა საეჭვო პირი დააკავეთ. ჩემი სიმამრი დიდად არ შემიწუხოთ…. – მხიარულად ჩასძახა ვიღაცას ყურზე თითის მიდებით, უდარდელად აიღო ბოლო ლუკმა თავისი თეფშიდან. ცოლსაც მოჰხვია თბილად ხელი.
დარბაზში მუსიკა შეწყდა. ათობით შეიარაღებული ადამიანი შემოიჭრა შენობაში, წამიერ სიჩუმეს ხანგრძლივი აყალმაყალი მოჰყვა.
წინ გადადგმული ნაბიჯი უკან დააბრუნა სანდრომ. ლადოსთან ჩამოდგა წამიერად. ქვევიდან ამოხედა სკამზე მიწებებულმა კაცმა უცნაურად მაცქერალ მატაბელს.
– შემდეგში თვალების გარეშე დაგტოვებ, ახლა ესეც საკმარისია. – ერთი ხელის გამოძრავებით დაარტყმევინა თავი ცარიელ თეფშზე ხმაურიანად, ნატეხები მიმოიფანტა იატაკზე. აღარ ჰქონდა მხიარული სახე სანდროს, საშიში და კონკრეტული იყო მისი ყველა საქციელი.
ზურგს უკან მოიტოვა ყბადაღებული გიორგი ყიფშიძე, ლადო და დანარჩენები. ბაჩო ქირიამ გააყოლა უცნაური მზერა, თითქოს რაღაცაში დარწმუნებული.
.
მანქანაში ჩაჯდომისთანავე ჩადო უჯარში იარაღი. ყელზე შეიხსნა შემაწუხებელი პერანგის ღილები, მერე თბილად შეამოწმა თათაც.
– არ მომცე ახლა შენიშვნა. – თქვა ჩუმად სანდრომ.
– ამ აჟიოტაჟის მოსაწყობად წამომიყვანე? – მსგავსად უპასუხა თათამ. – ამ გზით როგორ იპოვი დიტოს?
– თვითონ მიპოვის თავისი ძვირფასი ნათლიის შეწუხების გამო.
– გიორგის რა როლი აქვს ამ ყველაფერში? – სევდიანად გაიხედა სხვა მიმართულებით. ნაკავებმა ემოციებმა იმ წამს შეახსენა მაინცდამაინც თავი. – ვისი კაცია… ვის მხარესაა…
– ჩემკენ არაა. – გაეღიმა და მოატრიალებინა თათას თავი. – სახლში წავიდეთ, მერე ვისაუბროთ ამაზე.
– მერე როდის? ან იმას რას ერჩოდი, თავი რომ გაუხეთქე.
– ვის, გოგო?! იმ ნახევარაკაცას? – შეშლილივით გადმოხედა მეუღლეს, თან მანქანაც დაქოქა.
– რა გინდა, სიმპათიური იყო…
– მართალია იყო, ახლა აღარ არის.
– პასუხს მოგთხოვს ოდესმე ვინმე ასეთი საქციელებისთვის, ცოტა ადამიანის დანდობა ისწავლე.
– თვალებით გაგაშიშვლა ტიპმა, როცა გვერდით გეჯექი. ან რა ბედი გაქვს მაინც, რა სახელებით მოძრაობენ ეს შენი თაყვანისმცემლები? ზურა, ლადო… შემახსენე კიდევ.
– ვერ ხარ. – გააცინა მაინც მეუღლე. საუბრის გადატანის ოსტატი ხომ იყო ისედაც. – ნიკუშასაც ნუ გადარევ მთლად.
– ნიკუშას არ იცნობ. – საეჭვო ღიმილით გაიყვანა მანქანა ტრასაზე. – უბედურის ერთია.
– ეგღა გვაკლია ოჯახში მხოლოდ…
– მე ხომ არ ვარ შენი ოჯახი. – გაახსენა ნიშნისმოგებით, მოსიყვარულე მზერა არ დავიწყებია. – მეწყინა ეგ სიტყვები სხვათა შორის.
– ახლა ეს არის საუბრის თემა?!
– ულამაზესი ხარ, თათ. – ამოისუნთქა სანდრომ. – ამაზე შემიძლია დაუსრულებლად საუბარი ამ წამს.
– არ მინდა გაცილება… – გადავიდა მანქანიდან ქუსლების კაკუნით. მაინც გამოჰყვა სანდრო. ტრადიციულად აჰყვა, თვითონაც გააღო კარი. შიგნით შევიდა თათა. დამღლელი ღამის მერე მშვიდად უნდოდა დაძინება თავის საწოლში, დასვენება და მოდუნება, მაგრამ ეს მზერა ეცნო ქმრის.
ერთი ნაბიჯით შემოიწია სახლში სანდრო.
ორივე ხელში მოიქცია ცოლის სახე. კარიც ფეხით მიხურა უკან.
– ბოლომდე შევასრულოთ დღეს ცოლ-ქმრული მოვალეობა. – ღიმილის ფონზე აკოცა ხმაურიანად ლოყაზე თათას.
– წადი ახლა სახლში… მორჩა სპექტაკლი. – მის ხელებშივე ამოთქვა თათამ, თუმცა ცოტათი გაკრთა მის თვალებშიც სურვილის სხივი, მაგ სხივს ჩაეჭიდა სანდრო.
– არ გაწუხებს ეს ფეხსაცმელი? – მოულოდნელად ჩაიმუხლა ქალის ფეხებთან, ორივე ფეხზე გახადა დამღლელი ფეხსაცმელი, ნაზად მოეფერა ტერფზე თათას. ნელ-ნელა აუყვა თბილი თითებით ქალის ფეხებს, კაბის ბოლოსთან გაჩერდა ბოლოს. – ან ეს კაბა…
– მხოლოდ შენ.
– მენატრები. – მარტივად იპოვა კაბის ელვა, ერთი მოძრაობით ჩამოსწია ბოლომდე. შეტრიალდა ქმრის ხელებში თათა, თუმცა უკნიდან მოეხვია მატაბელი. – როგორც შენ.
– წადი აქედან. არასწორია…
– ყველაზე სწორია. – დაიჩურჩულა და გადაუწია თმა ყელიდან, თავისუფლად აკოცა იქვე. შემოატრიალა ქალი, შუბლით მიეყრდნო მის შუბლს და ჩუმად ამოისუნთქა.
– ჩემ გარეშე როგორ ძლებ? – სევდიანი ხმით დასვა ეს შეკითხვა სანდრომ, სასმელიც ასრულებდა თავის როლს, თათას გაუტეხავი მზერა ხომ საერთოდ. – რადგან მე ვერ…
– როდიდან, სან? – თვითონაც მოეფერა თათა სახეზე. – ეს წლები ხომ გასძელი უპრობლემოდ.
– უპრობლემოდ? შენს დევნაში, კი.
– გაჩუმდი ახლა…
– აღსარებას თუ ჩაგაბარებ, მომცემ შეხების უფლებას? – ნელა ჩამოსწია ის კაბა, გააშიშვლა ყოფილი ცოლი, თუმცა სრულიად თავისუფლად იდგა თათა მის წინ იმ წამს. არ ადარდებდა ეს. ისედაც მხოლოდ სანდროს ჰყავდა ასეთ მდგომარეობაში ნანახი.
– შენ ახლაც მეხები, მაგრამ ეს შეხება არაფერს ნიშნავს….
– ჩემთვის ყველაფერს ნიშნავ. – ფრთხილად აკოცა ლავიწებზე. – თუ ჩემი აღიარება ასე გსიამოვნებს, დღემდე შენთან მინდა. მაშინაც შენთან მინდოდა, როცა დავშორდით, სულ შენთან მინდოდა, სულ შენ მიყვარდი…
– გეყოფა…
– მე სხვა ცოლი არასდროს მეყოლება. სხვა ქალი არ მეყვარება… მხოლოდ შენ. – სათითაოდ დაუკოცნა ცრემლიანი თვალები, თავისებური სიყვარულის გამჟღავნება ხომ იცოდა ისედაც, მაგრამ ასეთი არასდროს ყოფილა თათასთან, მსგავსად გულახდილი და ღია. უცებ მოათვალიერა მოშიშვლებული ცოლი, თბილად აკოცა მუცელთან, გულთან ყველაზე მეტად… აჩქარებულს მიადო ხელი და ასე შეხედა ნაცრისფერ, წყლიან თვალებში ქალს.
მოლურჯოდ მოკიაფე გუგებს თავისი დაუკავშირა თათამ. რამდენი ხანია არ გაუცვლიათ ასეთი მოსიყვარულე მზერა.
თვითონ მიიწია მისკენ.
მიეხმარა სანდროც კოცნის განხორციელებაში. უცებ მოისვა წელზე მოთენთილი ცოლი და ზეპირად გაიარა მისი ოთახისკენ მიმავალი გზა.
– ისევ არაფერს ნიშნავს ჩემი შეხება? – ამ კითხვასთან ერთად შეუხსნა ბიუსჰალტერი, სიამაყით მოავლო თვალი შიშველ მკერდს. ძველებური ღიმილი დაუბრუნდა სახეზე, მაგრამ მაინც სხვანაირი იყო მათი პირველი სიახლოვე. ოქროს ბეჭდები ლივლივებდნენ მთვარის შუქზე…
– არ უნდა დამელია ის ერთი ჭიქა… – გაიხსნა საბოლოოდ თათაც, კომფორტულად მოკალათდა ქმრის კალთაში.
– მკერდი გაგზრდია. – ნაზად გადაუტარა თითები ცოლის მკერდზე, სათითაოდ აკოცა ორივეს, ღიმილიანად გადააწევინა ყელი და იქაც დაუტოვა სამახსოვრო საჩუქარი. – დანარჩენი ყველაფერი ისევ ისეა…
– რადგან შენ გარდა არავინ შემხებია. – ჩუმად თქვა თათამ. პერანგის ღილი შეუხსნა ნელ-ნელა.
– რატომ მიერთგულე… თუ არაფერს ვნიშნავ… – გადააწვინა ლოგინზე და ზევიდან დააცქერდა ეშმაკურად მოელვარე მეუღლეს. გაიხადა თვითონაც ტანზე, გამოუჩნდა შოკოლადისფერი კანი, თათას საყვარელი ფიგურები ზურგსა და კეფაზე, ეს საოცარი ღიმილი ხომ არასდროს შორდებოდა პირიდან….
– არ ვიცი მეც, შეცდომა დავუშვი აშკარად.
– თა…თა…. – გააჟღერა გამაფრთხილებლად. – არ მოგცემდი მაგ შეცდომის დაშვების უფლებას.
– შენ ხომ დაუშვი ყველა შეცდომა. – მაინც წაჰკბინა ისედაც ბოლომდე განადგურებულ მატაბელს.
– შენ რატომ მომეცი მერე უფლება? ოდესმე ხელი რატომ არ შემიშალე, თუ ასე გადარდებდა? და რომ იცოდე მაინც, არც ერთი შეცდომა არ დამიშვია. – თვალი ჩაუკრა გახევებულ ცოლს, მკერდის ღარზე დაეკონა და წვალებ-წვალებით მიაღწია დანიშნულების ადგილას – ტუჩებთან. თუკი აქამდე თამამი იყო ქალბატონი, ახლა სულ ცოტათი დაიმორცხვა. გაეღიმა სანდროს მის ქცევაზე, სახის გამომეტყველებაზე, მათი პირველი სიახლოვე გაახსენდა მაშინვე. თვალებით კონტაქტს არ წყვეტდა არაფრით, ყველა დეტალი უნდოდა დაემახსოვრებინა, გახსენებოდა, მოფერებოდა…
თითქოს ორივეს სხეულებს შორის მოჭარბებულმა მღელვარებამ საკუთარი ენა ჰპოვა.
მშვიდად გაათია ღამე მთვარემ, რომელიც ჰორიზონტთან ახალ იმედს ეალერსებოდა.
.
აივანს დაეყრდნო სიგარეტით ხელში მატაბელი. აქამდე არასდროს უნახავს ეს მანქანა ამ უბანში. აშკარად დაქოქილი იყო შუა ღამისას. ტანზევით შიშველი იდგა თვითონ მოაჯირს დაყრდნობილი, თვითკმაყოფილი აბოლებდა ღამის თბილისის ფონზე. იგრძნო ალბათ მძღოლმა კაცის ავი მზერა, მშვიდი ნაბიჯებით გადმოვიდა და თვითონაც მოუკიდა სიგარეტს.
იცნო სახეზე ინტერესის ობიექტი.
ავტომობილის კარს მიეყრდნო დიტო. მშვიდად განაგრძო სიგარეტის მოწევა, მშვიდად იდგა თათას სადარბაზოსთან, მშვიდად აჰყურებდა მატაბელს მაღალ სართულზე.
ორივეს ეტყობოდა სახეზე ერთმანეთის შესახებ აზრები.
ანიშნა მაგ მზერით დიტომ, რასაც ნიშნავდა მისი ყოფნა კონკრეტულად ამ სახლის კარებთან. ეს მოსვლა და ეს თავისუფალი დგომაც მაინცდამაინც თათას სადარბაზოსთან უკვე ღია ნაბიჯი იყო ომის დაწყებისათვის.
ჩაეცინა სანდროს.
ყველაზე ძვირფასით ემუქრებოდა ამ წამს დიტო.
– თვითონ გიპოვე. – ამოიძახა ქვევიდან დიტომ. მისი ხმაც კი არ შეცვლილა საერთოდ.
– არ ამოხვალ?! – მისი მიმართულებით გადააგდო სიგარეტის ღერი აივნიდან.
– სხვა დროს იყოს. მერე ჩავეხუტოთ ერთმანეთს მონატრებისგან, ახლა შენს ცოლს მოესიყვარულე, სანამ დრო გაქვს.
– დამელოდე, გავიმეტებ შენთვის თბილ ჩახუტებას.
– ძალიან ჭკვიანი ხარ. – თავისთვის ამბობდა დიტო. – სანამ შენსას ეალერსები, მე ჩემის წამოყვანა მოვასწარი.
თვალი თვალში გაუყარა ქვევიდან. მხოლოდ ამ წინადადების მერე გასწორდა წელში მატაბელი.
– ხელი. არ. ახლო. – ნაწილ-ნაწილ წარმოთქვა და ლამის აივნიდან გადმოხტა მის შესაჩერებლად.
– არა, თვალის ჩინივით გავუფრთხილდები. ხომ გახსოვს, როგორი მზრუნველი ქმარი ვარ….
მისმა ღრიალმა გააღვიძა თათა. გამოეკიდა ხალათმოხვეული ელვის სისწრაფით გაქცეულ მეუღლეს, გზად რომ იცვამდა შარვალს. ნიკუშას სახელს იძახდა შიგადაშიგ, ხან ტელეფონს ჩასძახებდა რამეს, ხანაც საკუთარ თავს.
– რა ხდება, სანდრო, რა?! – ამოიტირა თათამ დაღლილობისგან.
მოულოდნელად დააკაკუნეს კარზეც. თათა გაიქცა შესამოწმებლად, სანდრო აედევნა კუდში. ძლივს სუნთქავდა ნიკუშა.
– რაა?! – გაუქნია თავი ქალმა.
ხელი რაღაცას მიარტყა სანდრომ.
– მეტი ვინ? – ცივად და უხეშად იკითხა მატაბელმა. – ჩემი დის გარდა, მეტი ვინ?!
– ყველა. შერიფიც კი.
მდუმარედ განაგრძო ძილი ცამ, თითქოს უსიტყვოდ ემშვიდობებოდა ღამის საიდუმლოებებს, რომელიც მხოლოდ თავად იცოდა.




დევნა – ნაწილი მეოთხე
მატაბელების ცარიელ სახლში იჯდა სანდრო.
ღრმად ჩაფიქრებულს შავი ღრუბელი გადაჰფენოდა სახეზე. უჩვეულოდ მოქუფრული, მოდუნებული ჰქონდა სახის ნაკვთები. არ ჰგავდა ძველს, ტიპურს, მწარეს. ახლა უფრო შურისმაძიებელი ეთქმოდა მის მზერას, სიმშვიდეს – ავისმომასწავებელი. დუმდა.
უხმოდ ჩამომდგარიყო მის თავთან ერისთავი. სიტყვებს ვერ უყრიდა თავს, თვითონაც ჩაჩუმება არჩია ამ რთულ ჟამს, მაგრამ რაღაც მაინც უნდა ეთქვა უფროსისთვის.
– ჩემი ბრალია. – წამოიწყო და დააბრეხვა ყველაზე უარესი ნიკუშამ. – მხოლოდ მე ვიცოდი ვინ სად გვყავდა დაყენებული, ალბათ როგორღაც გაჟონა ინფორმაციამ.
ხმა არ გაუღია სანდროს. სულ ოდნავ ჩაეცინა ბიჭის სიტყვებზე ირონიულად.
– ენა ჩაიგდე. – შეცვლოდა ტემბრიც მატაბელს, ახლა ნამდვილად უფროსივით ელაპარაკებოდა ისედაც მოსწავლესავით დასჯილ ბიჭს.
– ყველაფერი გათვლილი მქონდა. არ ვიცი, რა მოხდა…
– აგრძელებ კიდე? – ცივად გაწყვეტინა სანდრომ. – ბარემ დამიჩოქე.
– კარგი, რა, სანდრო… ტრაკში ვართ.
– თუ დამაცდი ფიქრს, როგორმე ვიპოვი გზას. შენი უაზრო თავის მართლებღა მაკლდა…
– რას აპირებ?
– ზუსტად არ ვიცი. – სიგარეტს წაუკიდა დიდი ხნის მერე. – მალხაზი როდის ამთავრებსო მორიგეობას, რა გაიგე?
– ერთ საათში წესით. – საათზე დაიხედა ნიკუშამ. – ეტყვი?
– შეაყოვნონ კიდევ ცოტა ხანს, არ მინდა აქ მოვიდეს. დემეტრე სკოლაში ვის გააყოლე?
– თავად წავიყვანე დილას. ხომ გითხარი. დემეტრე როგორ დაგიტოვა, ჰა…
– შვილი უყვარს. – ზიზღით წარმოთქვა ეს სიტყვები. – ალბათ აწამებს ჩემს დას და არ უნდა ეს დაანახოს, გეგმები ექნება დემეტრესთვის… დგას სკოლასთან ვინმე?
– კლასის კარებთანაც.
– წამოიყვანონ. თათას მიუყვანონ.
– კარგი. ნია რაში სჭირდება დიტოს?
– ჩემი გოგოები წაიყვანა ჩემს გასაგიჟებლად. ნია მთავარი კოზირია გიორგის წინააღმდეგ, ჰგონია რომ არაფერს მომიყვება ჩემი სიმამრი, თუ ნია ეყოლება მანდ.
– არ მჯერა, რომ არ გიფიქრია მაგაზე, ასეთი ამბავი რო მოჰყვებოდა შენს საქციელს.
– შენი დაყენებული დაცვა… – თითი გაიშვირა ბიჭისკენ, ფეხზეც წამოდგა გადაღლილი. – მაგათ იმედად არ უნდა გადამედგა ეგ ნაბიჯები, მარა არაუშავს. უკეთეს კვალზე დავდექი.
– რას გულისხმობ?
– არ მინდოდა შენი გარევა, მაგრამ დაიჟინე. ახლა როგორც ჩემი მოსწავლე და პოლიციელი კი არა, როგორც ძმა ისე უნდა დამიდგე გვერდით. სიტყვა არ თქვა იმაზე, რასაც დაინახავ, რასაც მოისმენ, არ შემიშალო ხელი.
– რას აპირებ? – ნერვიულად გაეცინა ნიკუშას. – კაცს არ მოგაკვლევინებ.
– ატ.რაკებ. – თვითონაც გაეცინა პირველად იმ დღეს. კარისკენ გაიხედა ხმაურიანად, რომელსაც არახუნებდნენ. – მიდი, გააღე.
– ვინ არის? და რას აკეთებ, სანდრო? – ლამის შეიშალა ბიჭი, გიჟივით გავარდა იმ კარების გასაღებად, რომელიც ლამის ჩამოანგრიეს.
გიორგი ყიფშიძე იდგა ზღურბლზე. თეთრი ფერის ჰქონდა სახე. შეშინებული, შეძრწუნებული და მორიდებულიც კი იყო ერთდროულად. ორ ზორბა კაცი ედგა უკან, კულტურულად მოაცილეს სახლამდე. შიგნით შემოიყვანა ნიკუშამ. გაუძღვა მისაღებში და ზუსტად იმ ოთახში შეიყვანა, სადაც ელოდა მძვინვარე მხეცი, მსხვერპლის სისხლს მოწყურებული.
ცივად გაეღიმა მატაბელს სიმამრის დანახვისას. თავით ანიშნა სადაც უნდა ჩამომჯდარიყო კაცი, სად უნდა დამდგარიყო ნიკუშა, კედლებმაც კი იგრძნეს, რაც მოხდებოდა ახლა იქ.
ბორკილები სულ ღიღინ – ღიღინით დაადო ცალ ხელზე. ხალისიანად მიაჯაჭვა კაცი სკამს, ამაყად დაუჭირა თავი და ვარცხნილობაც კარგი სტილისტივით შეუსწორა.
– ეს რას ნიშნავს? – გაარახუნა ცალი ხელი კაცმა. ვერ ინძრეოდა თითქმის. ყური არ ათხოვა მის პროტესტს სანდრომ, ფეხებიც შეუკრა ომახიანად.
– ლესი არ მოგიყვანია? – წყენით სავსე სახით ახედა ნიკუშას უფროსმა.
– ვინ?! – უცნაურად მოათვალიერა კაცი ბიჭმა.
– ლესი! – დაიძახა სანდრომ და მის ფეხებთან მოცუნცულდა გერმანული ნაგაზი, ლამის ერთი ადამიანის ხელა. საეჭვოდ გადაავლო ცხოველს თვალი გიორგიმ, ნიკუშას შეიშმუშნა ადგილზე, უცხო ძაღლი არასდროს უნახავს ამ სახლში შერიფის გარდა. არც სანდრო იჩენდა დიდად ინიციატივას სხვა ძაღლების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნიკუშამ ლეგენდები, როგორ ესმოდა მატაბელს ცხოველთან ენა, განსაკუთრებით განყოფილებაში მცხოვრები ძაღლების მორჩილება გამოსდიოდა ოსტატურად.
– რა საქციელია? ჭკუა საერთოდ დაკარგული გაქვს, ბიჭო? – ტყუილად აბრახუნებდა ხელებს გიორგი. ამ ფეხსაც ვერ ანძრევდა. მალე წაიქცეოდა სკამიანად.
– შენს ადგილას ფრთხილად ვიმოძრავებდი. არ წაიქცე შემთხვევით.
– ჩემი შვილი სად არის? თათა! – იმედიანად დაიძახა შვილის სახელი.
– კარგა ხანია შენი შვილი აქ არ ცხოვრობს. – თან ძაღლს ეფერებოდა, თან თვალებს არ აცილებდა კაცს. ფეხით გააჩერა წასაქცევად მომზადებული სკამი, მზერა მიეყინა თათასნაირ ნაცრისფერ თვალებზე.
– რა გინდა?! – ამოიოხრა კაცმა. – რატომ გადამეკიდე? ხელს გიშლი რამეში?
– შენი შვილი ახლა რომ საფრთხეშია, ხომ იცი? – ფეხებშუა მოიქცია ლესი. ეშვები ელავდნენ მზის სინათლეზე, ნიკუშა ალბათ მალე გაიქცეოდა იქიდან.
– რას გულისხმობ? არაფერი ვიცი.
– მომატყუებ და ხელს მოგაჭამს ლესი, ხომ ასეა? – დაეკითხა ძაღლს და მერე ისევ სიმამრს მიუბრუნდა. – იცი თუ არა, რომ საფრთხეშია შენი ქალიშვილი?
– ვიცი. – შეშინებულმა სახე გასწია მოშორებით, თითქოს ამით დაიცავდა თავს ცხოველისგან.
– ვინ არის დიტო და რატომ არის შენთან?
– არ ვიცი, ადამიანო, ეს დიტო, რატომ ჩაიციკლე? მე საიდან უნდა ვიცოდე, შენი სიძის ამბავი, შენც არ გიცნობ სათანადოდ!
– ეგ კარგი გამახსენე, შენი შვილის ამბავი რომ არც ერთხელ გიკითხავს. – ცალი ხელით გაათავისუფლა ცხოველი, დივნის კიდეზე ჩამოჯდა და ფეხით დაიჭირა ამჯერად ცხოველი. ნერვებზე მოქმედებდა მატაბელი, ფსიქოლოგიურად ძალადობდა იმ ოთახში არსებულ ადამიანებზე.
ნიკუშას გულის ცემაც ისმოდა ხმამაღლა.
– ამდენი წელი იმიტომ დაგაცადე, რომ ჩემი ცოლი იყო შენი შვილი. მე უფრო გავუწიე მამობა ნიას, ვიდრე შენ თავად ორივეს ერთად. არავინ დაგსჯიდა შენ იმის გამო, რომ მოგეკითხა ერთხელ მაინც გოგოების ამბავი, მაგრამ თქვენ ხომ ადამიანები არ ხართ. სი.რთა ხროვა ხართ და დიტოც სიამაყით მიიღეთ კლანში. საიდან გაჩნდა თქვენთან?
– ბაჩოს შვილია. – ჩუმად თქვა კაცმა, მზერა მოარიდა დაჟინებით მაცქერალ სანდროს.
თითქოს იცოდა ეს მატაბელმა უკვე. მხოლოდ ნიკუშას ჰქონდა ყბა დაღებული.
– მერე?
– გადამალული ჰყავდა ბაჩოს, ხომ იცი, რა საქმეებშიც იყო ჩართული. ერთადერთი ვაჟი ჰყავდა და არ უნდოდა ვინმეს გაეგო. ბავშობიდან მიატოვა ისიც და დედამისიც, გააშვილა. მასზე ყველანაირი ინფორმაცია გააქრო, ამიტომ ვერ იპოვე შენ ვერაფერი საეჭვო მასზე. ამიტომაც მიათხოვე შენი და.
– როცა მოვიყვანე თათა ცოლად, იცოდი შენ ამის შესახებ? იცოდი, რომ ფსიქოპატთან ცხოვრება მირანდა? – თავი გადახარა გვერდზე სანდრომ. თითქოს ამ კითხვის პასუხზე იყო დამოკიდებული გაუშვებდა თუ არა ძაღლს ხელს. მიუსევდა თუ არა მოწყურებულ ცხოველს კაცს.
არაფერი თქვა გიორგიმ.
– მიდი, მითხარი, ნუ გეშინია. – დაატკბო ხმა სანდრომ. – ჯერ არ დამვიწყებია ვისი მამა ხარ. არაუშავს, მე ვუპასუხებ, იცოდი. ისიც ხომ იცოდი, რას ვიზამდი ამის გაგებისას? – და პირველად შეახო იარაღის ლულა სახეზე.
ნიკუშამ თვალები დახუჭა წამიერად. ძაღლსაც მიუშვა ხელი, მაგრამ იგი მორჩილად გაჩერდა პატრონის ფეხებთან, მის ბრძანებას ელოდა მხოლოდ.
იარაღიანი სანდრო იშვიათი იყო მაინც. საშიში და უცნაური ერთდროულად. თითქოს ყველაფერზე წამსვლელი, არაფერი ჰქონდა დასაკარგი ლამის.
– რას აკეთებ?
– პასუხს გთხოვ. – ყელთან მიადო გადატენილი პისტოლეტი, თვალებში უყურებდა ჯიუტად. – როდის გაიგო მამის შესახებ დიტომ?
– როცა გამოეკიდე შენ მოსაკლავად. ყურადღებას აქცევდა ბაჩო ყოველთვის, იცოდა მისი თითოეული ნაბიჯი, შეიფარა მაშინ.
– მანამდე მის საქმეებზე არ დარბოდა? მანამდე რას აკეთებდა ჩემს ცხოვრებაში, რა ჯანდაბა უნდოდა?! – ხმაურიანად მიურახუნა შუბლთან კაცს. ცოტაღა აკლდა ნიკოს ჩასარევად.
– ციხე ვერ გააჩერებდა ბაჩოს, ტყუილად ჩასვი მაშინ. ციხიდანაც აგვარებდა ყველაფერს, იქიდან უფრო მეტად აკონტროლებდა სიტუაციას ლამის. თუ მანამდე ერეოდნენ შენი მეშვეობით მთავრობაში, მას მერე რაც დაგაწინაურეს, კიდევ უფრო მეტად. დიტო აგენტივით იყო შენს ცხოვრებაში, მაგრამ შენი და მართლა უყვარდა…
პირველი მუშტიც მაშინ მიიღო.
სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა ნიკუშას და თავად სანდროსაც, როცა ეს გააკეთა.
რაღაცის თქმას აპირებდა ისევ, მეორედ რომ უთავაზა სახეში, ზუსტად იმავე ტრაექტორიით. ბოლოს იარაღიც მოარტყა ნიკაპზე და კანიც გაუხეთქა. სისხლი ჩამოუვიდა ყელზე კაცს, სახეზე დაეტყო დათვლილი დღეები.
– სულ სიყვარულით სცემდა, არა? – წამოიღრიალა შეშლილმა. – შენც სიყვარულის გამო მიატოვე მაკა და შენი შვილები? მოსაკლავი ხარ. – ხელები ჩამოისვა სახეზე სანდრომ. იარაღიც გადადო გვერდით თავის კონტროლის მიზნით.
– გითხარი ყველაფერი, მეტი რაღა გინდა?
– შენი შვილი ახლა იმ შეშლილს ჰყავს. – დაიყვირა გაგიჟებულმა, წამში გაჩნდა მასთან და ლამის შეუძვრა სახეში. – რა გარანტია გაქვს, რომ არაფერს დაუშავებს? მშვიდად როგორ ხარ?
– შენ რომ არა, არც ერთი შვილი არ მეყოლებოდა საფრთხეში. – ამოიხრიალა სისხლიანმა. – მე მთელი ცხოვრებაა ვემსახურები მაგათ, შენ ებრძვი. რაში გჭირდება ასეთი სამართალი, თუ ასე უნდა გაგიწამონ საყვარელი ხალხი? მე ასე ვიცავ.
– როგორ? მონობის სანაცვლოდ გჩუქნიან ოჯახის წევრების თავისუფლებას?
– მე კაცი მოვკალი მაშინ. ბაჩომ ხელი გადამაფარა. ვალში ვიყავი, მის შავ საქმეებს ვაკეთებდი, ერთ – ერთ გავლენიან კაცად მაქცია მთელს კავკასიაში. და შენ რა გადარდებს? პირადი შურისძიება. შენს შეცდომებზე აგებენ ჩემი შვილები პასუხს. შენი ბრალია ეგ, სანდრო. სულელია თათა. ისევ დაგიბრუნდა, ვერ ხედავ? შენ არ მოიყვანე ცხრამეტი წლის გოგო ცოლად, რას ელოდებოდი მისგან, იდეალურ ცოლს? როცა ნახე, რომ ვერ აკმაყოფილებდა შენს სტანდარტებს, უკან გამოაბრუნე ნივთივით. მეტს იმსახურებს, ისევ რომ უყვარხარ…
– გაჩუმდი, გიორგი, გაჩუმდი, თორემ აღარ გექნება ეგ პირის აპარატი. – ცივად გააქნია თავი. – მერე ადექი და მაგებინე პასუხი, ეგრე თუ გაგიბრაზე ქალიშვილი. ამდენი წელი ერთხელ ვერ მოიცალე ჩემთვის, ვერ გამიერთიანე სახე მისი წყენინებისთვის? რას ელოდებოდი?
– უყვარდი თათას.
– უყვარდი მაკასაც, მაგრამ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მოსაკლავი არ ხარ? – წარბები აზიდა ნიშნისმოგებით. – ამოღერღე ახლა სად ჰყავს ჩემი ოჯახი იმ ნაბიჭვარს.
– არ ვიცი.
– დაფიქრდი კარგად.
– არ ვიცი – მეთქი, ადამიანო!
– მართალი იყო ნია. – თვალი თვალში გაუყარა კაცს. – მამა კი არა, არაფერი ხარ.
უხალისოდ ჩაარტყა მსუბუქი ხელი, თუმცა მაინც გადაყირავდა ისედაც სკამზე მიბმული კაცი.
– თუ გაინძრევი, ლესი ნაკუწებად გაქცევს. აქ დავტოვებ. ეს შერიფივით შემწყნარებელი არ არის, მკაცრად მყავს გაზრდილი.
– რა?! სანდრო! – აფართხალდა იატაკზე კაცი. გულიანად გაეცინებოდა ამ სანახაობაზე სხვა დროს, მაგრამ ახლა მხოლოდ ნერვები მოეშალა. იარაღს იდებდა ქამარში, ნიკუშაც მიჰყვა მის ნაბიჯებს, თუმცა ადგილზე შედგნენ ორივენი ნაცნობი სხეულის დანახვისას.
მზერა გაეყინა თათას მამის სისხლიანი სხეულის დანახვისას. მერე სანდროს იარაღიანი ხელის გამოც.
აქამდე არ უნახავს ასეთი დაბეჩავებული, უსუსური მამა. თავმოკვეთილი ქათამივით ფართხალებდა იატაკზე, შველას ითხოვა მაშინვე, როგორც კი დაინახა უფროსი ქალიშვილი. ცრემლები დაუკითხავად წამოვიდა ქალის თვალებიდან, სანდროს გადმოხედა მრისხანედ და გამაფრთხილებლად.
– სახლიდან რატომ გამოხვედი? – არც უცდია ახსნა სანდროს. მხოლოდ ნიკუშა გადაეფარა წინ თათას, ხედის დასაფარად.
– იმის გასაგებად თუ რას აკეთებ. თურმე რისთვის გცალია…. – ცივად გააყოლა თვალი მამას, მერე სანდროს შეხედა წყენით.
– არ მიეკარო. – ხელი ასწია მაღლა ცოლის გასაჩერებლად. ყინულად ექცა ეს თვალები, ეს ხმა. – და გადი აქედან.
– ეს მხეცი მოაშორე. – ანიშნა ძაღლისკენ, გიორგის რომ დატრიალებდა თავზე და სისხლს ყნოსავდა მადისაღმძვრელად.
– ხომ გითხარი, არ გახვიდე – მეთქი სახლიდან, არ გესმის ადამიანური ენა? – გადაუდგა წინ ამჯერად თავად და არ მისცა არაფრის უფლება.
– შენ მოქცეულხარ ზედმეტად ადამიანურად. გითხა მაინც ის, რის გამოც ჩააგდე ასეთ მდგომარეობაში? გითხრა, ვინ არის დიტო და რა უნდა ჩვენგან? მიაღწიე საწადელს? გაგიყვანა ჩვენი ოჯახის დასაბრუნებელი გზისაკენ, სანდრო? – ყველა სიტყვა გულზე ესობოდა მატაბელს. ყველა ტკივილიანი ბგერა ტკენდა თვითონაც გულს, მაგრამ ახლა უფლებას არ აძლევდა თავს ამაზე ეფიქრა.
– მითხრა. ყველაფერი. – ჩუმად თქვა და მიადო შუბლი შუბლზე. – ახლა წამოდი ჩემთან.
– არსად წამოვალ. წაიყვანე ეს ძაღლი, რა საჭიროა? უნდა დააგლეჯინო? – გაეტირა ბოლოს მაინც. მოიქცია ცოლის სახე ხელებში სანდრომ.
– გამიშვი ხელი! – და მოიშორა ქმარი მაშინვე თათამ. – მამა…
– ნუ ეძახი მამას. – დაიჭირა მშობლისკენ წასული სანდრომ. – არავინაა შენთვის.
– თათუ.. – ცრემლიანი თვალებით გამოჰხედა ძირს დაგდებულმა შვილს. არ უშვებდა ხელს სანდრო. – მიშველე, თათუ…
– ხელი გამიშვი, სანდრო! ხელი გამიშვი! – ამოიყვირა თათამ, მაგრამ არაფერი გაუგონია მატაბელს. ცალ ხელში მოიქცია ცოლის სხეული და ასე გაიყვანა სახლიდან. ძალით და ტირილით. ძლივს მოახერხა მისი მანქანაში ჩასმა, ჩაკეტვაც მოასწრო და საჭესთან დაჯდომაც. ძაღლიანად ჩაჯდა მგზავრის ადგილას ნიკუშა.
– ეს სად მოგყავს? – ამოიყვირა სანდრომ. მორიდებით გაჰხედა რძალს ბიჭმა. ოდნავ გული დაუმშვიდდა თათას. – გამახსენე მერე ეს საქციელი პასუხი გაგებინო. – დაიმუქრა მაინც თავისთვის და მანქანაც დაქოქა.
ჯიუტად იჯდა უკან თათა. უკან რჩებოდა თვალები, გული, მაინც უყვარდა მამა.
– არ მოკვდება. – როგორღაც გაიმეტა სიტყვები სანდრომ. – არაფერი გამიკეთებია განსაკუთრებული.
– ხელი დაარტყი. მამაჩემს. – მკაცრად გაუსვა ხაზი ბოლო სიტყვას.
– მამაშენს, რომელსაც არ ადარდებს როგორ არის ნია. როგორ ხარ შენ. გეყოფა ახლა.
– აისრულე უკვე ერთი მიზანი, გამოიჭირე გიორგი. დიტო დაგრჩა მხოლოდ. მიუსვი მერე ერთმანეთს გვერდით და საბოლოოდ დაკმაყოფილდები.
– რა პრობლემა გაქვს? – პერიფერიული სარკიდან შეხედა ცოლს. – წინააღმდეგი ხარ შენ რამის?
– დიახ. ყველაფრის, რასაც აკეთებ. ხომ ხედავ, რა შედეგამდე მივედით ამ შენი უაზრო დევნით…
– უაზრო დევნით? – ცივად ჩაეცინა სანდროს. – უაზრო რომ გეგონა თავის დროზე ეგ ყველაფერი, მაგიტომაც გქვია ახლა ჩემი ყოფილი ცოლი. არ ფიქრობდი ხოლმე საქმის სერიოზულობაზე, შენით გადაწყვეტი რა იყო მნიშვნელოვანი ჩემთვის და რა არა, არ ხარ ახლა ჩემი ცოლი და დამაცადე საქმის კეთება, თათა! – ბოლოს მიაყარა ყველაფერი ერთმანეთს, ხმაურიანად დაიწკმუტუნა ლესიმ კაცის ყვირილზე. ნიკუშა ორთქლად იქცეოდა მალე.
– დაწყნარდი. – ჩააკვეხა სადღაც შუაში ბიჭმა, მაგრამ თათას უკვე მზად ჰქონდა სიტყვა.
– თავზე გენგრევა ყველაფერი. – ჩუმად ამბობდა ყიფშიძე. – ვინ საიდან გებრძვის თავადაც არ იცი. მამაჩემის დატყვევებას გირჩევნია სხვა საქმით დაკავდე.
– გულზე მოგხვდა ასე ძალიან ნაცემი მამაშენი? – ჩუმად ისვროდნენ ერთმანეთისკენ ცეცხლწაკიდებულ ისრებს. არც ერთს უნდოდა, მაგრამ ასე გამოსდიოდათ.
– ჰო, მეწყინა, თუ ამას მეკითხები. თუ ეს გაგახარებს.
– ცოტახანი მეყოლება და მერე ციხეში გავისტუმრებ, დიდი ხანია სუფთა ჰაერს სუნთქავს. იქ მოინახულე და მოესიყვარულე რამდენიც გინდა, ჩემ თვალწინ ვერა უბრალოდ.
– რაც გინდა, ის ქენი.
– ზუსტად ეგ მინდა. ვინ მოგიყვანა შენ?
– ჩემით მოვედი.
– შენით მოხვედი?! არ დაგხვდა კარებთან ვინმე?!
– გამოვექეცი. – მკერდთან გადაიჯვარედინა ხელები. მრისხანედ გადახედეს ნიკუშას, მისი დაყენებული იყო კართან ის, ვისაც გამოექცა თათა.
– ამასაც გაგახსენებ მერე, კარგი. – მიეშველა წინადადებაში ნიკუშა. – ოღონდ ახლა არა.
– სად მიდიხარ? – შუაში გამოყო თავი თათამ.
– მე სად მივდივარ ეგ შენ არ გეხება, შენ მიმყავხარ ახლა უსაფრთხო ადგილას.
– რომელია უსაფრთხო ადგილი? მატაბელების რომელი რეზიდენცია?
– არც ერთი. განყოფილებაში დამელოდე დღის ბოლომდე.
– სანდრო!
– რა გიყო, აბა! რა! – მსუბუქად წამოიყვირა. – დამიჯერე დღეს. მერე არა..
– გეყოფათ… – ჩუმად თქვა ნიკუშამ. ამ სიჩუმემ გამოაფხიზლა ლამის ორივე, ისეთი სხვანაირი იყო ბიჭის სიტყვები. – და დაუჯერე სანდროს, თათა, ძალიან გთხოვ.
– იცის რამე იმან? – დაიბურტყუნა თავისთვის თათამ. სამართლიანი შენიშვნის მერე მიყუჩდა ორივე.
– ბაჩოს შვილი ყოფილა დიტო, ნათლული კი არა. შემოგზავნილი ყოფილა. – აუხსნა ნიკომ მოკლედ.
– ეს ყველაფერი… რისთვის?! – სიტყვები ვერ იპოვა თათამ.
– გადმოდი. – თავზე დაადგა ცოლს, ის ავადსახსენებელი ძაღლიც გადმოიყვანა ლამის ყურით.
– რა მინდა აქ, სანდრო, გავგიჟდები მარტო…
– არ იქნები მარტო, ჩემს მდივანი გაგართობს. – ხელკავი გაუყარა და ელვის სისწრაფით შეიყვანა განყოფილებაში. თითქოს სადღაც ძალიან მიეჩქარებოდა. არ უშვებდა ხელს ქმარს. არ უნდოდა იქ დარჩენა და მთელი დღე ლოდინი უპასუხოდ. მისი ცრემლიანი სახე მოიქცა ხელებში სანდრომ, გაბრაზებული იყო, მართალია, მაგრამ ვეღარ გაუძლო ამ სევდას, ის წყენინებას. უცებ და უხეშად მოიშორა მისი ხელები თათამ. ბიჭებს ორიოდე სიტყვა დაუბარა მხოლოდ და უკან მოუხედავად დატოვა ცოლი იქვე.
მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ ჩამოუგორდა ნაზ სახეზე ცრემლები.
ამ უბედურებას დასასრული არ ჰქონდა.
.
ერთმანეთის პირისპირ დააყენეს მანქანები. სანდროს ნიკუშა მოჰყავდა, დიტოს ის ავადმყოფი ლადო, თათას რომ არ აცილებდა თვალებს რესტორანში. მის გატეხილ თავს ამაყად ფარავდა თეთრი საფენი, მაზოხისტური სიამოვნებით მოათვალიერა უცებ შურისძიებით აღსავსე კაცი.
მანქანის კაპოტს მიეყრდნო მატაბელი. არც ჩაუთვლია საჭიროდ მიახლოებოდა იმ არსებებს, ახლა რომ ედგნენ თვალწინ. ნიკუშაც გვერდით დაუდგა და ჯიბეში ჩაიწყო ხელები. იარაღები ორივეს გადატენილი ჰქონდათ მაინც.
– გადამკოცნე მაინც. – ჩაეცინა დიტოს. თავადაც გაიმეორა სანდროს ჟესტი და მიეყუდა ავტომობილს. ლადო მომართული შურდულივით აშოლტილიყო ერთ ადგილას.
– მოდი და ჩაგეხუტები კიდეც. – თავით ანიშნა და თვითონაც ჩაიწყო ჯიბეში ხელები. იდეალურ პარტნიორებს ჰგავდნენ იმ წამს ის და ნიკუშა, ერთი მიზნისაკენ გაერთიანებულებს, ძმებს.
– აჰ, არა. ჩემი ცოლის ჩახუტება მირჩევნია, ისედაც მელოდება სახლში უკვე.
– . – დაუნდობლად გადაუგდო სიტყვა.
– არა, ის პატარა ჟურნალისტი მაგარი გყავთ მაინც. ენა ვერ გავაჩერებინე. თათა ასეთი არ არის, ეს ვის ჰგავს? რა პატარა მახსოვს, არადა.
– სიკვდილი რატომ გინდა ასე ძალიან? – გამოკვეთილი იყო ყველა სიტყვა, რასაც ამბობდა მატაბელი.
– შენი ხელით მაინც არ მოვკვდები. გიცნობ უკვე, სანდრო. ჩემი წამებაა შენი ოცნება, მაგრამ არ გერგება ეგ სიამოვნება ტყუილად.
– რა გინდა? – არ მიაქცია ყურადღება მის მონოლოგს, უხეშად გაეპასუხა.
– არაფერი. პრობლემაც ეგ არის შენთვის, რომ არაფერი მინდა. მშვიდად ცხოვრება მსურდა და ტყუილად გააჩინე ცეცხლი. ან ჩემს ძმას რას ერჩოდი? – ხელი გადასდო თავგატეხილ ლადოს. წარბები აზიდა სანდრომ ამ კითხვაზე, გაეცინა კიდევაც გულწრფელად.
– აჰ, სულ დამავიწყდა, ახლა რომ აღმოაჩინე მამაშენი. რა სამწუხაროა, რომ მისნაირ ჭკვიან კაცს თქვენნაირი ყლ.ეები ჰყავს. – თავი გააქნია დანანებით. გაყინულ ნიკუშასაც კი გადაჰკრა ღიმილმა სახეზე.
– სიტყვებს შევარჩევდი შენ ადგილას. შენი სამივე მე მყავს, ხომ იცი. – საეჭვოდ წამოიწია წინ დიტომ. ლადომაც გაიმეორა მისი ნაბიჯები. ეს ლადო ძალიან აწუხებდა სანდროს, უყურებდა და ვერ იკავებდა ღიმილს.
– სამაგიეროდ მე მყავს შენი ერთადერთი. ეს იცი თავად?! – მიიწია მისკენ მატაბელი. საერთოდ შეეცვალა მზერა, დაიძაბა ნიკუშაც ამ სიტყვებზე.
– ვის გულისხმობ? – ლადომ ამოიღო ხმა. – რას ამბობს, დიტო, ეს?
– თქვენ მართლა გეგონათ, რომ მე… თქვენ გამო ჩემს ოჯახს საფრთხეში ჩავაგდებდი?! თურმე რა ცუდად მიცნობ, დი – ტო. – თითი მიუჭირა გახევებულ კაცს მკერდზე. ეს შეხებაც კი ისეთი საძულველი იყო, მოგონებებმა იფეთქა ორივეს თავში. – დააბრუნე სამივე თავის ადგილას, სანამ ასეთი კეთილი ვარ. კანონის დაცვასთან ერთად მისი დარღვევაც მშვენივრად გამომდის, პირდაპირ ოსტატი ვარ მაგ საკითხში და არ გირჩევთ ეგეთი ჩემი თავის ნახვას. თქვენს ძვირფას მამიკოსთან ერთად ჩემი სიმამრიც მე მყავს. აი, მამათქვენი კი გაერთობოდა ძალიან ლესისთან… ჰო, ლესიზე გამახსენდა, შერიფი რაღაზე წაიყვანე, შე გამოსი.რებულო? – ისე მოულოდნელად დაარტყა სახეში, გაკვირვებისგან ვერავინ მოვიდა აზრზე. შერიფის გამო აღმართულ ხელს შეურაცხყოფილმა დახედა დიტომ. ლადო ხომ თავზე იდებდა ხელს, ვაი და გარღვეოდა ის ნაკერები.
იმას ნიკომ მიართვა გემრიელად.
გახეთქილ თავზე უფრო მეტად ყელში სწვდა ერისთავი და მიახრჩო წამიერად. ერთმანეთს გადახედეს ბიჭებმა, რაღაც ანიშნა სანდრომ მოულოდნელად. ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა ნიკოს, მისი ჯიბიდან ამოიღო იარაღი მატაბელმა, შუბლზე მიადო სიძეს.
ნანატრი დღე დაუდგა თითქოს, მაგრამ არ იყო ის, რაც უნდოდა, ვერ წაიყვანდა ახლა.
იარაღი მიადო შუბლზე, მერე თავისივე ხელს მიადო თავი.
– ოჯახში შემოგიშვი. – სიტყვები იყო ძალიან დროული და დაგვიანებულიც ერთდროულად. – ყველაფერი მოგეცი იმისთვის, რომ გეცხოვრა. ჩემი სულის ნაწილი ჩაგაბარე, შე ნაბოზარო და რა გაუკეთე?!
მკლავებში ჰყავდა ლადო ნიკუშას, არავინ უშლიდა ხელს მატაბელს საქმის კეთებაში. ზიზღი უტრიალებდა თვალებში სანდროს, თითქოს აზრი არ ჰქონდა ამ საუბარს, მაგრამ სჭირდებოდა, რათა დაცლილიყო ერთხელ და სამუდამოდ. ამდენი წელი ხომ ინახავდა ყველა ბრაზს.
– სად არის მამაჩემი? – ძლივს მოახერხა სიტყვების ჩაკვეხება იმ შუალედში, როცა სუნთქვის უფლებას აძლევდა სანდრო. – ხელი არ ახლო, თორემ შენს…
– ვერც ერთს. ჩემს ვერც ერთს ვერ ახლებ ხელს მეტად. – მიუკაკუნა შუბლზე გადატენილი ფისტოლეტი. – ავადმყოფი ხარ, მაგრამ გონებრივ თამაშებს მაინც ვერ იგებ ჩემთან. ცხოველების ენა კარგად მესმის და იმიტომ. თქვენი ნაბიჯები წინასწარ ვიცი ხოლმე.
– ავადმყოფი თავად შენ ხარ. – უკვე ჩახრინწვოდა ხმა დიტოს. უშედეგოდ უჭერდა ხელებს სანდროს. ეს იარაღიც აშინებდა ცოტათი. ლადო ხომ ფართხალებდა ნიკუშას მკლავებში, იქით ცალკე კონცერტი იყო გამართული. შუბლიდანაც მოსცილდა სისხლიანი ბინტი ლადოს და საცოდავად ჩამოეკიდა კისერზე ძვირფასი ყელსაბამივით.
– ეს პიდარასტი მართლა შენი ძმაა? – უმოწყალოდ გადახედა ლადოს მატაბელმა. – საოცარი ოჯახი ხართ. პირდაპირ საისტორიო.
– ვერ გაისვრი მაინც და დასწიე ეს იარაღი, – ხელი აუქნია მოულოდნელად დიტომ. ჩაეცინა მატაბელს ამ საქციელზე, როგორ გაბედეს და შეეხნენ მის იარაღს?
– ვერ გავისვრი?! ვითომ რატომ?! – ტყვიის ხმაზე შეხტა ნიკო. რას აკეთებდა დღეს თავისი უფროსი? იქვე ჩაიკეცა დიტო. მისი იარაღიც ფეხით გაისროლა სხვაგან სანდრომ. თავზე დაადგე ფეხში დაჭრილ სიძეს.
– შენ მე შენი ძმაკაცი ნუ გგონივარ. – იმ დაჭრილ ფეხზე დაადო თავისი მოურიდებლად. – და არც მთლად ბოლომდე კანონის სახელით მიყვარს მოქმედება. არ გახსოვს? თქვენი წესებითაც შემიძლია თამაში.
– მოგკლავ, ….! – მეორე ფლანგიდან აყვირდა ლადო. უფრო მეტად მოუჭირა მკლავები ნიკომ, ის ხმა ჰაერში აორთქლდა საერთოდ. ახლა ნამდვილად ჩაიგდო ენა.
– შენ ნუ გამახსენებ, რატომ გაქვს ეგ თავი გატეხილი, ძლივს დამავიწყდა. – გაუქნია იარაღიანი ხელი და მერე მიუბრუნდა თავის ინტერესის ობიექტს.
– სად ვიდექი, შემახსენე? აჰ, ხო! – გასრისა მისი დაჭრილი ფეხი მტკივნეულად. – ერთხელაც არ დაუძინია ჩემს ძაღლს ჩემ გარეშე. ახლა სხვა თემაზე გადავალ, მერე თავად მოგთხოვს შერიფი პასუხს ამ საქციელისთვის…
– გიჟი ხარ. შეშლილი მანიაკი შენ ხარ და არა მე. – ჭიაყელასავით დაიკლაკნა ასფალტზე დიტო.
– ბიჭო, დედაჩემი…!!! – ჩააჭირა წიხლი მუცელზე ისედაც დაჭრილ დიტოს. – დედაჩემი გაჭმევდა და გასმევდა. ხელებს გიკოცნიდა… შვილს გეძახდა! ასეთი ქალს თითი დააკარე?! მისით გადაწყვიტე ჩემზე მანიპულირება?
– სხვა გზა არ დამიტოვე… დაანებე თავი ჩვენ დევნას ერთხელ და სამუდამოდ…
– მომისმინე კარგად, ძვირფასო სიძევ. – ჩაიმუხლა მასთან. ლადოს წკმუტუნი ნერვებს უშლიდა მატაბელს. – ეს გამიჩუმე ორი წუთით, ნიკუშ.
– არ ჩუმდება ეს . – თვითონაც მოეშალა ნერვები ნიკუშას, დაუფიქრებლად მიარტყმევინა თავი მანქანის მინაზე. იმ წამსვე გაითიშა ისედაც თავ ნატკენი კაცი. გამხმარი ფოთოლივით მოდრკა და ჩაიკეცა ადგილზე. – ძლივს დავისვენე!
– არ აღდგეს მკვდრეთით. – მაინც გადაამოწმა სანდრომ. – ხომ არ მოკვდა საერთოდ?
– არა, რა მოკლავს ამას. ადგება ორ წუთში ისეთი მოუსვენარია.
– ცვეტში. ვის ჰგავს, ვერ ხედავ მისი უფროსი ძმა რა დასტოინად არის მიწვენილი?
– სანდრო!!!! – დაიღრიალა დაჭრილი მხეცივით დიტომ. – პასუხს მოგთხოვ ამისთვის!! შენთვის ყველზე ძვირფასს…. შენს საყვარელ ცოლს….
– ჩემს საყვარელ ცოლს… რა, დი – ტო?! – წამში გაჩნდა მასთან და იქვე ჩამოუჯდა დაჭრილს თავთან. სიგარეტიც ამოიღო პარალელურად. – რა გინდა, ბიჭო, ჰა?
– არაფერი. გავცვალოთ ერთმანეთში ოჯახის წევრები და დავიშალოთ.
– ზავიც გექნება შენ გამზადებული უკვე, როდის მოვილაპარაკოთ? – ჩაეცინა მატაბელს. – მოწევ? გინდა სიგარეტი? – ძალით ჩაუდო პირში ღერი, უძლურად აუქნია ხელი დიტომ.
– მე მოვწევ. – აართვა ხელიდან ნიკუშამ.
– ეს მართლა შენი ძმაა? – თავით ანიშნა ლადოს უსულო სხეულისაკენ დიტოს მატაბელმა. – სად შეიკარით ეს ოჯახი, ცოტა ვერ დავეწიე მოვლენებს.
– თუ მოვკვდები…. ვერასდროს ნახავ… ვერც ერთს.
– ლესი მაგარი მკაცრად გავზარდე. – თავისას უბერავდა სანდრო. – აი, იმენა განყოფილების ძაღლია რა… ტელეფონით რომ დავრეკო ახლა და ვუთხრა, ყელში ეცი ბაჩო ქირიას – მეთქი, დაუფიქრებლად გაიწევს მისკენ. ხმით მცნობს, გესმის?
– გაზღვევინებ ამისთვის…..
– ეს იმენა შერიფს უნდა შეაჭმევინო. – უდარდელად გააბოლა სიგარეტი ნიკუშამ. ზევიდან დაჰყურებდა მწოლიარე დიტოს და მის თავთან ჩამომჯდარ მატაბელს.
– შერიფს ადამიანი არასდროს მოუკლავს. პრინციპში.. ეს ხომ ადამიანი არ არის.
– უნდა მომეკალი თავის დროზე…. – ზუზუნებდა დიტო, ოფლი ჩამოდიოდა შუბლიდან ნელ – ნელა.
– ათ წუთს გაძლევ მხოლოდ. – მისი მობილური დაუდო თავთან. – სახლში დაბრუნდეს ოთხივე ხელუხლებელი.
– შევთანხმდეთ…
– რასაც გეუბნები ეგ გააკეთე, მამაშენს გამოვუშვებ, თუ არ გადაქცეულა ჯერ ლესის გემრიელ ლუკმად. ისე ძალიან ტეხავს ძაღლი რომ შეგჭამს, რომელსაც „ლესი“ ჰქვია….
– დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები, სანდრო! ამ დღეს არ დაგივიწყებ!
– შევხვდებით ჩვენ ერთი – ერთზე, დიტო. მაშინ გავსწორდეთ სამართლიანად.
– მამაჩემი გამოუშვი, თუ გინდა იცოცხლო საერთოდ!
– ცხრა წუთი დაგრჩა. და საერთოდ არ ვხუმრობ.
დღის ბოლოს შეასრულა დიტომ ბრძანება. მხოლოდ შერიფის ფეხს ემჩნეოდა მწარედ გადახდილი სამაგიერო.
.
დედასთან ჩახუტებულ დემეტრეს შეცქეროდა სანდრო. თვალებს აცეცებდა უცნაურად ბავშვი. ვერ გაეგო, რატომ იყო ახლა სახლში ამდენი ადამიანი ერთდროულად, რატომ ჩამოსტიროდა სახე ბებიას, ან ბიძა რატომ იდგა გაქვავებული ერთ ადგილას.
მირანდა თვალებს ვერ უსწორებდა ძმას, თითქოს ისევ თავისი ბრალი იყო მომხდარი. უხმოდ იჯდა თათაც. ბრაზი ახრჩობდა ყველაფრის მიმართ, ქმრის ინიციატივას ელოდა რატომღაც. მალხაზმა ვერც გაანალიზა, როდის აწაპნეს ცოლი და როგორ დატრიალდა ეს ყველაფერი ერთ ღამეში, განსაკუთრებით მისი მორიგეობისას.
სამზარეულოში ცხელ ჩაის სვამდა ნია.
ნიკუშაც ელოდა დაპირებულ ყავას. ერთად გამოვიდნენ ჭიქებით ხელში მისაღებში. დანარჩენებს შეუერთდნენ. მახვილი მზერა გააყოლა მათ აწყობილ ნაბიჯებს სანდრომ, მისი მზერის თანხლებით ჩამოსხდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ.
– რა ხდება გაგვაგებინებ ოდესმე, შვილო, თუ ვისხდეთ ასე დილამდე? – ხმა ამოიღო მახომ. გაფითრებული იყო კაცი.
– ვინ გადაგემტერა ამჯერად? – ნანიმაც აიმაღლა ხმა. – რით ვერ დამთავრდა ეს შენი გამოძიებები, სანდრო, მეშინია უკვე, დედი, დავიღალე….
– შეხვდი შენ?! – არც გაუგონია მშობლების საყვედურები, მირანდას უყურებდა პირდაპირ. დემეტრემ წამოსწია თავი, თუმცა მითითებისამებრ გაუშვეს საკუთარ ოთახში.
– ვის უნდა შეხვედროდა? – ვერაფერი გაიგო მახომ.
– რა გითხრა? რა მინდაო? – ცივად გაირხა სანდროს ტანი. თათას უხეშად გაელამუნა ყურზე ქმრის ბგერები.
– არაფერი. – დაიბურტყუნა მირანდამ, თითები ახლართა ერთმანეთში. უხერხულობას ქმნიდა ამდენი ადამიანის თვალწინ ეს დაკითხვა.
– რას ჩააცივდი ბავშვს, რა მოხდა? – წამოდგა ფეხზე მალხაზი.
– შენი ძვირფასი სიძე დაგვიბრუნდა. – მკვახედ თქვა სანდრომ. ცოლს ჩამოუჯდა გვერდით და სიგარეტს მოუკიდა. – დღეიდან არსად გახვიდეთ მარტო. დაცვის გარეშე. არც შენ მამა. – გააჩერა სათქმელად წამოწეული კაცი სანდრომ. – ახლა თქვენზე ვერ ვიფიქრებ, იმდენი საქმე მაქვს. არ დამიმატოთ სადარდებელი, ერთი კვირა იქნება თუ ერთი თვე, არაფერი დაშავდება, რომ სახლში გაჩერდეთ უსაფრთხოდ. – სიჩუმე მოჰყვა სანდროს განჩინებას.
– მიზეზი რა არის? ჩემი სიძე? – სინანული დაეტყო მახოს, შეცვლილი თვალებით გაჰხედა ატუზულ და შერცხვენილ ქალიშვილს.
– დიახ, გახლავს. – ირონიულად გაეპასუხა მამას. – ჩემი სიმამრი მასზედ დამატებული ამ ყველაფერს. არც ერთი არაფერს ნიშნავს ჩემთვის, თუ ვინმესთვის ღირებულ ადმიანებზე ვსაუბრობ და ჩემი გადაწყვეტილებები არ მოსწონს, აქედან შეუძლია გავიდეს.
– და რა ხდება? რა უნდა ერთს ან მეორეს?
– არ ვიცი, მამა. ციხის თავიდან აცილება, პირადი შურისძიება, ყველაფერი ერთად.
– შეეშვი მერე შენც, დედა, რაც უნდათ, ის უქნიათ! – ამოიტირა ნანიმ. – ვერ ხედავ, რა დღეში ჩაგვაგდეს?
– ვიღაცის თხოვნით ისეთი ხალხი დამიჭერია, თქვენ მართლა გგონიათ, რომ ამათ დავინდობ? რომელიმეს?! – გაეღიმა. – აღარ გვინდა ახლა მეტი, იყავით სახლში ცოტა ხანი.
– მაინც რამდენი ხანი? რამდენ ხანში დაიჭერ კაცს, რომელმაც ყველა შენი სისუსტე იცის. – მრავლის მთქმელი იყო მალხაზის სიტყვები. რატომღაც ყველამ თათასკენ გაიხედა იმ წამს.
– რატომ უყურებთ ჩემს ცოლს? – გაიღიმა სანდრომ. თათამ წარბაწევით გადმოხედა ამ სიტყვებზე. ჯერ კიდევ უმშვენებდათ ორივეს ოქროს ბეჭდები არათითზე, არც გახსენებიათ მოშორება იმ ღამის შემდეგ.
– შენი ცოლის მამაა ის კაცი, ვისზეც იმუქრები ეგრე გაწაფულად. ცოტა იცოდე რას ლაპარაკობ. – მკაცრი იყო მალხაზი. – მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან ნუ უყურებ სიტუაციას.
– და რომელი გადმოსახედი არსებობს მეტი? იცოდა მაგან ყველაფერი დიტოს შესახებ, მისი მერყევი ფსიქიკის და დამოკიდებულების შესახებ, საქმიანობაზეც, ყველაფერზე და არაფერი თქვა. არაფერი. საკუთარი შვილიც გაიმეტა, მეც და ჩემი დაც. ჩანერგილ ვირთხაზე გამითხოვებია მირანდა და ეს სცოდნია იმას….
– მორჩი უკვე. – ჩუმად თქვა თათამ. – გეყოფა.
– სამუდამოდ ჩააყუდე. მე თანახმა ვარ. – ნიაც ჩაერია მაშინვე უგულოდ. – იცოდა მაგან, მე სადაც ვიყავი? იცოდა, რომ იმას ვყავდით წაყვანილი? არაფერი გააკეთა საერთოდ?
ცრემლები შეერია თანდათან გოგონას ხმას. ნიკუშამ გამოსწია უკან და დააბრუნა თავის ადგილზე. ფრთხილად მოეფერა მხარზე შეუმჩნევლად.
– ასეთი მამა რად გინდა, თათა? – არ ჩუმდებოდა მაინც. – ასეთი უგულო.
– დამშვიდდი, საყვარელო. – თმაზე მოეფერა ნანი. – რა გატირებს შენ, მორჩა უკვე ყველაფერი, მოდი ჩემთან…
– თათა… – რაღაცის თქმა დააპირა მირანდამ, თითქოს ის იყო ყველაფერში დამნაშავე და ახლა ბოდიში უნდა მოეხადა. ფეხზე წამოდგა თათა. ნაზად მოეფერა ნამტირალევ თვალებზე გოგონას და გასასვლელისკენ აიღო გეზი.
არც გახსენებია ქმრის გაფრთხილება უსაფრთხოების შესახებ.
მის თამამ ნაბიჯებს გაჰყვა სანდრო. მოაბრუნა იდაყვით იმ წამსვე.
– შენ არ გეხებოდა წეღანდელი შეგონებანი? თუ ცალკე გჭირდება გამონაკლისის სახით? – ჩამოუსრიალა ის თითები იდაყვიდან ვიდრე ხელისგულამდე და მოსწია თავისკენ გაბრაზებული მეუღლე.
– ყველაფერი გასაგები იყო. სახლში მივდივარ, რომ იქ დავრჩე დარჩენილი ცხოვრება. – შეუვალი იყო მაინც ყიფშიძე. გაბრაზებული ხომ მით უმეტეს ყველაზე დაუმორჩილებელი.
– წაგიყვან, თუ გინდა მამაშენის სანახავად. ნუ გეშინია, თბილ საკანში მიზის ჯერჯერობით.
– ნუ ხუმრობ ამ საკითხზე, სანდრო. – მოიშორა მისი ხელი და სერიოზულად წამოიწყო თათამ. – მესმის, რომ ბრაზობ. იცი, მეც გაბრაზებული ვარ. მხოლოდ შენ არ ხარ ის, ვისაც უღალატეს, აწყენინეს, გადაუარეს. შენთვის თუ არავინაა ის კაცი, ჩემთვის მშობელია. შენ ალბათ ვერასდროს გაიგებ, რას ნიშნავს გყავდეს ისეთი მამა, როგორიც მე, რადგან იდეალური ხალხია შენები. გგონია, ყველა მათნაირია? – ანიშნა მეორე ოთახისაკენ. – არა. არავინაა მათნაირი, საქმეც ეგაა. ამიტომ გირთულდება ასე ძალიან ჩემი გაგება? საერთოდ არ ფიქრობ იმაზე, როგორ მტკივა გული, როცა ვუყურებ მათ და ამის ფონზე მესმის მამაჩემზე როგორც საუბრობ. მოკლედ, არა უშავს.
წინ წავიდა ისევ იმედგაცრუებული, თუმცა დაიჭირა სანდრომ. უკნიდან აეკრო გაყინულ მეუღლეს, თბილი სხეულის შეხებამ ოდნავ შეარხია თათას გაძეგლებული ტანი, მაგრამ არ მოდრკა მაინც. მუცელზე შეუსრიალა ორივე ხელი კაცმა, კისერში ჩარგო მისი თავი და კარგა ხანს იდგა ასე.
– როგორ გითხრა სხვანაირად… როგორ გაგრძნობინო, რომ მეზიზღება ის ხალხი, ვინც შენი გულის ტკივილის მიზეზია. მათ შორის ჩემი თავიც.
– არ გინდა ახლა…
– სად მიდიხარ? ნუ მიდიხარ. – მოეხვია უფრო მეტად და აკოცა კისერში მოწყვეტით, ძალით. – დარჩი სახლში ერთხელ მაინც. იყავი აქ.
– არ მინდა.
– ვიცი. – ამოისუნთქა იქვე სანდრომ. – არ დამტოვო ნანისთან მარტო, ვერ მოვერევი.
– ყველას გაუმკლავდები მარტოც, გამიშვი ახლა ხელი.
– შერიფიც არ მყავს, საერთოდ მარტო ვარ. ნიას რატომ ტოვებ?
– მიხედავს ნიას ნიკუშა. მოიყვანს მოგვიანებით. შერიფსაც მიხედავს შენი ძვირფასი ექიმი.
– ჩემი ძვირფასი მხოლოდ შენ ხარ. – გაეღიმა გულწრფელად სანდროს. სიამოვნების ჟრუანტელმაც დაუარა ტანზე. – და ჩემი ცოლიც შენ და არა ის. – ბეჭედიც აუფრიალა თვალწინ.
– სულ დამავიწყდა ეს ბეჭედი, დაიბრუნე… – მოხსნას აპირებდა, ისევ რომ შეუშალეს ხელი იმის გაკეთებაში, რაც უნდოდა.
– ასე ძალიან გინდა ამის მოშორება? – ხელში ჩაიდო ცოლის თითები. – გაწუხებს? გამძიმებს?
– მახსენებს. – გაეღიმა თათას. – ვერ გავჩერდები აქ, სან. გამიშვი. გთხოვ. – თავად მიადო შუბლი შუბზე და იქ ამოისუნთქა. ცრემლებით გაევსო ეს თვალებიც, ყველაფერი დააწვა მხრებზე. ქმრის მკლავებში ჰპოვა შვება, ყველასგან მარტო დარჩენილმა ისევ მასთან აღმოაჩინა სახლი, სიმშვიდე, უსაფრთხოება. ჩაიკრა გულში მეუღლე სანდრომ. მოჰხვია ხელები თმაზე და მასთან ერთად დაიმშვიდა თვითონაც აღელვებული სუნთქვა.
– იქნებ, მოვახერხო ისე, რომ სხვაგან ვერ გაჩერდე ვერასდროს ამ სახლის გარდა. – დაიჩურჩულა მის ყელში თავჩარგულმა სანდრომ. – თუ მომიშვებ ცოტათი მაინც…
– მეტი რაღა მოგიშვა… მეტი რა გინდა…
– შენი დაბრუნება მინდა. სრულფასოვნად, მთლიანად, სამუდამოდ. – გაეღიმა ბოლო სიტყვაზე. – მერე ვისაუბროთ ამაზე უფრო დეტალურად, მერე მითხარი ეს გამზადებული უარი, ახლა არა, თათ. – ლოყაზე აკოცა თბილად. – ახლა ჩემ გვერდით, ხომ იცი?
არაფერი უთხრა თათამ. ნელა მოშორდა კაცის სხეულს. გააღო კარი და დამძიმებული გაუყვა კიბეებს. მაშინვე გაჰყვნენ უკან ფორმანი ახალგაზრდები. წარბაწევით შემობრუნდა მათკენ თათა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ზევიდან დაჰყურებდათ მათი უფროსი. წამიერად გაცვალეს ერთმანეთში ცოლ – ქმრული შეთანხმების ფარული მზერა.
ნანის ჰყავდა მიხუტებული დივანზე წამოწოლილი ნია. მალხაზი ქალიშვილს ეფერებოდა თმაზე. ნიკუშა იქვე იდგა ოჯახის წევრივით.
ასე მხოლოდ ამ სახლში ხდებოდა, იგრძნო სანდრომ.
ცოტათი მიხვდა კიდეც, რას ნიშნავდა თათას სიტყვები მშობელზე, მამაზე, ოჯახზე.
არავინ იყო ამ ხალხის მსგავსი.
უკან გადადგა ნაბიჯი. დემეტრეს ოთახის კარი შეაღო. კომპიუტერის მაგიდაზე ჩამოედო ბავშვს თავი, მოწყენილი და დაღვრემილი სახე ჰქონდა. იქვე ჩაიმუხლა სანდრო. როგორ ინანა, რომ არ ჰქონდა არასდროს დრო ამ ბავშვისთვის ძველებურად, როგორ ინანა, რომ ვერ უწევდა მამობას, ვერც ბიძის როლს ხანდახან.
– ძალიან უყვარხარ ბიძიას, დემე. – დაიჩურჩულა და თავზე აკოცა გემრიელად. – ნუ გაუბრაზდები, კაი? ხანდახან ვერ არის.
– მხოლოდ ხანდახან? – დაიჩურჩულა თავისთვის და მიატრიალა მეორე მხარეს სახეს.
– როგორ გამოვასწორო? როგორ მაპატიებ? – გაეღიმა ოდნავ და ზურგზე აკოცა შემოსატრიალებლად. თუმცა ისევ არაფერი.
– მამაჩემი იპოვე და დამიბრუნე. აი, როგორ.
– ოხ….. – ამოიოხრა სანდრომ. მოატრიალა ორივე ხელით და მოჰხვია კეფაზე თითები. – პატარავ, ხომ გყავს ყველა, არ ვართ ჩვენ საკმარისები?
– ფეხბურთზე ყველას დაჰყვება დედ – მამა. მე მხოლოდ დედა. შენ არასდროს მოდიხარ.
– ხომ მოვედი.
– ერთხელ!
– მოვალ კიდევ! გეფიცები! გე – ფი – ცე – ბი! – დამაცვლა და მუჭი ჩამოჰკრა მაგიდაზე მსუბუქად. – აი, კაცურ სიტყვას გაძლევ! ყველა თამაშზე მოვალ!
– ხვალ არის!
– რაა?! – წამოიყვირა სანდრომ. – ხვალინდელის გარდა ყველაზე.
– აუ, ბიძია, რა გჭირს…. – მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები ბავშვმა, უფრო მეტად გაუბრაზდა კაცს.
– აუ, შენ რა გჭირს, რა ჭირვეული ბავშვივით იქცევი… კაცურად გთხოვ და გამისწორე, რა. – გაბრაზდა სანდროც თავის მხრივ. – ხომ იცი, რომ პირობას, როცა ვიძლევი…
– არასდროს ასრულებ. – დაასრულა თავისთვის დემეტრემ. – ეგ ვიცი, კი, ასეა.
– შენ მაგარი მაიმუნი ბავშვი ხარ, დემეტრე. – თითი დაუქნია სანდრომ. – აი, მოვალ მაგ თამაშებზე და ჩემს ცოლსაც გამოვიყოლებ.
ფეხზე წამოდგა და გალანტურად ჩაიხედა სარკეში სანდრომ.
– რომელსაც ჯერ არ შერიგებიხარ? – ცალყბად ჩაეცინა ბავშვს.
– არ გინახავს, როგორ მიყურებდა? კვდება, ისე უნდა ჩემთან.
– არადა გაბრაზებული ჩანდა. არც კი გამიღიმა.
– რა გააღიმებს? ეჭვიანობისგან ჭკუიდან გადადის.
– მართლა? ვისზე ეჭვიანობს? – დააინტრიგა დემეტრე.
– შერიფის ექიმზე. ქალებს ვერაფერს გაუგებ, ჩემო დემეტრე. ხვალის მერე როდის არის შენი თამაში, შემახსენე?
– ზეგ. – ეშმაკურად გახედა კარში გამავალ ბიძას.
– აი, ძალიან ცუდი ბავშვი ხარ და მოგხვდება, გეფიცები….
– მათე ყველა თამაშზე დამყვება, იცი? – თავისთვის თქვა ბავშვმა. ადგილზე გაჩერდა სანდრო. რამდენი ხანია არ გაუგია ძმაკაცის ხმა, არ უნახავს, არ გახსენებია. არც იცოდა ეს. უფრო მეტად დაამძიმა დემეტრემ, ვიდრე დაამშვიდა იმ საღამოს.
– ჰოო?!
– ხო, როცა სცალია, სულ მოდის.
– მაპატიე რა. – ცალი ხელი მიადო კედელს და ჩამოდო თავი. – ბრაზობ ძალიან? საგიჟეთი მაქვს ცხოვრებაში, იმენა სრული პიზდეცი.
– რა სიტყვებს ეუბნები ბავშვს, სანდრო?! – ნანიმ გამოსწია შვილის სხეული უკან. – შენი გაფუჭებულია ეს, მერე რომ სასწაულებს იძახის…
– აუ, ნუ გამიტრაკეთ საქმე ამ ქალებმა. – გაღიზიანებული შეტრიალდა მისაღებისკენ. ნიას თავთან ჩამომჯდარიყო ნიკუშა, გაება საუბარი დიდის ამბით.
– რა რომანტიჩესკი რაზგავორები მომიწყვეთ თქვენ შუა ოთახში? – იქვე დაადგა თავზე. წამში ააგდო ნიკუშა დივნიდან, თვითონ დაჯდა მის ადგილას და დაიდო ნიას თავიც მუხლებზე.
– ნუ სულელობ. – დაიბურტყუნა ნიამ. – სახლში არ წამიყვანთ?
– წაგიყვანოს შენმა რაინდმა, მაინც ყველგან ეს დაგყვება კუდში.
– შენი ბრძანებით…….
– ხო, ჩემი ბრალია, მე გავაბი ეს სიყვარულის ხიდი თქვენ შორის.
– დაიწყო ისევ. – თავი მოიქექა ნიკომ. ფეხზე წამოდგა საკმაოდ შერცხვენილი. – გავდივარ მე და გაგიყვან, თუ გინდა. – მიაჩერდა ნიას.
– არ წამოფრინდე უცებ, აწვალე ცოტა. – ანიშნა სანდრომ გოგონას.
– ეს ვერ არის. – ფეხზე წამოდგა ნია. – ვერ ხარ.
– მადლობთ. – თავი დაუქნია რამდენჯერმე და გაჰყვა კარისაკენ. – დღეს მეასე ხარ უკვე, ვინც ამას მეუბნება.
– მომისმინე. – კართან გაჩერდა გოგონა. ნიკოც მოტრიალდა სანდროსაკენ. – არ ვიცი, რა გითხრა თათამ, მაგრამ ძალიან, ძალიან გთხოვ, თუ არის შესაძლებელი, სამუდამოდ გაისტუმრე ის კაცი, ვისაც ჩემი და მამას ეძახის, ჩვენი ცხოვრებიდან. კარგი?!
– ჩემი ცოლი რასაც მეტყვის, იმას გავაკეთებ. – გაეღიმა ბავშვის სახეზე.
– საუკეთესო ხარ. – ცოტა ხნის მერე უპასუხა ნიამ. ყელზე ჩამოეკიდა სანდროს და მაგრად აკოცა ლოყაზე. – და მადლობა, რომ წამოგვიყვანე იქიდან. მადლობა, რომ არსებობ საერთოდ.
– გეყოფა, წადი ახლა. ვერ გიხსნის ეს ლაქუცი ჩემი რისხვისგან.
– რას ერჩი? მშვენიერი ბიჭია. – დაიჩურჩულა მის ყურთან ნიამ.
– ზედმეტია შენთვის. – თვალი ჩაუკრა და ძალით უბიძგა წასვლისაკენ. დაეჯღანა წინ მიმავალი. რაღაცის თქმა უნდოდა ნიკუშას, ვერ იპოვა გზა წასასვლელად, ვერც მოსაბრუნებლად.
– ამოღერღე. – მიეხმარა სანდრო.
– ნიასთან მოწერილი მეილები და ის ტიპი, ვინც დახვდა საავადმყოფოსთან, არაფერ კავშირში არ არის არც დიტოსთან, არც გიორგისთან. ვიღაც მესამე ტიპი ჩანს შენი მტრების სიაში.
– და რა უნდა მაგ მესამე ტიპს, რა დედისტყვნა? – გაღიზიანდა მატაბელი.
– არ ვიცი. გავიგოთ უნდა.
– მაგის გასაგებად ცოტა არალეგალურ ინფორმაციები მჭირდება, არ მაქვს მე წვდომა ასეთ რაღაცებზე…
– რა გინდა? – გაეღიმა სანდროს.
– წვდომა. ყველაფერზე.
– კარგი, მერე დავილაპარაკოთ.
– კენდრიკმა ახალი ალბომი დადროპა ისე. მაგის ფონზე ხომ არ გესიამოვნებოდა რამის გაკეთება?
– მე რა მესიამოვნება ეგ, შენი საქმე არ არის. მიბრძანდი ახლა და მიიყვანე ბავშვი სახლში. და ცოტა ჭკვიანად იყავი, მთლად ნუ გადამახტი თავზე.
– შენი მოსაწონი ვერაფერი გავაკეთე. ლესი დააბრუნე?
– მაგარი დებილი ძაღლია. შერიფი ევასება მგონი.
– ღადაობ? რა იცი? – შეშფოთდა ნიკუშა.
– აი, შენ რომ ნიას უყურებ და ყლ.ევდები, ეგრე აკეთებს ეგეც შერიფის დანახვისას. მიხვდი ახლა?!
შუა თითის ფონზე მიხურა კარი.
ბევრი საქმე, ოჯახური ვალდებულებები.
გრძელი ღამე ელოდა.
.
საკუთარ სადარბაზოს უყურებდა ნია. სახლში ასვლა არ უნდოდა თითქოს, დედისთვის თვალის გასწორების ეშინოდა. სწორედ აქედან წაიყვანე იმ საღამოს შერიფთან ერთად, ვერც მოასწრო მაკასთვის სალამის თქმა. უხმოდ ითმენდა ნიკუშაც გოგონას ყოყმანს, სიტყვა არ დაუძრავს.
გაწვიმდა.
საწმენდის წინდაუკან სიარული არღვევდა მხოლოდ სიჩუმეს. გოგონას პროფილს შესცქეროდა ნიკო, ლამაზი ხედი გადაშლილიყო მისთვის.
– რამე გაწუხებს? – ნელა წამოიღო ხელი ერისთავმა, ხელის შემშლელი თმა გადაუწია მხარზე და კარგად დაინახა მისი გაწითლებული ლოყა.
– არა. – მოგუდული ხმით უპასუხა, ასე არასდროს გასჭირვებია თავის შეკავება.
– დარწმუნებული ხარ? – გაეღიმა ნიკოს ოდნავ, ოსტატურად შეუსრიალა ხელი სახეზე და გახურებულ ლოყაზე მოეფერა ხელის ზურგით. – მგონია, რაღაცის თქმა გინდა.
– სახლში წასვლა არ მინდა. – დაიჩურჩულა და თავისი ნებით მიადო თავიც ბიჭის ლოყას. – ეს მაწუხებს. დედაჩემის ნახვა.
– რატომ?
– უნდა მოვატყუო ისევ, რომ თათასთან ვიყავი. რომ არაფერი მომხდარა. როგორ ვუთხრა, რომ მამაჩემია გარეული იმ ყველაფერში, რაც ჩვენ ყველას გვაზიანებს?
– არ უთხრა. – საბოლოოდ გადმოსწია თავისკენ ატირებული გოგონა და მიიხუტა გულზე. – თუ ეს გაწუხებს, დროებით არაუშავს, რომ მოატყუო. ისედაც ხომ ოსტატი ხარ ტყუილების.
– უკაცრავად?! – მაშინვე წამოსწია თავი ნიამ.
– არა?! სანდროს მოტყუებაში ბადალი არ გყავს.
– არც შენში, რომ იცოდე. ვერც ამჩნევ ხოლმე…
– არაა საამაყო ეს ამბავი მერე. და ბევრ რამეს ვამჩნევ, უბრალოდ ვატარებ.
– ნუთუ?! მაინც რას ატარებ?
– რომ მოგწონვარ იმას მაგალითად. – გაეღიმა ნიკუშას. – უარი უნდა გითხრა. სანდროსი მეშინია.
– აააა, კაი მაშინ. – თავი დაუქნია ნიამ, მშვიდად მოსცილდა ბიჭის გულმკერდს.
– ჰო, აბა, რა გეგონა?! დაჩაგრული ვარ შენი სიძის ხელში.
– რაღაც არა მგონია, მაინც მე გამიბრაზდება ბოლოს. თან არაფერია სანდროსთვის სათქმელი, არ მომწონხარ მე….
– ადი ახლა სახლში, – გულწრფელად გაეღიმა ბიჭს. – მერე გავარკვიოთ ვის ვინ მოსწონს…
– მე ჩემ თავში დარწმუნებული ვარ. – მოულოდნელად გამხიარულებული გადავიდა მანქანიდან, სულ არ შეუმჩნევია როგორ დარჩა მობილური სავარძელზე. სამაგიეროდ არ გამოჰპარვია ნიკოს, არ შეუხსენებია სპეციალურად.
– მჯერა. – მიაშველა ბოლოს, ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად და ბოლომდე უყურა, სანამ არ შევიდა სადარბაზოში.
მერე გოგონას ტელეფონს დახედა.
არ უყვარდა ასე მოქცევა, მაგრამ სხვა გზა არ იყო.
საქმემ მოითხოვა.

სანდრო მატაბელებთან ათევდა ღამეს. საკუთარ სახლში აღარ წასულა მომხდარის მერე. დემეტრეს სკოლაში არ უშვებდნენ, არც ნანის ჰქონდა უფლება სამეზობლოში გასვლის, მირანდაზე ხომ საუბარი ზედმეტია. უჩინმაჩინივით დადიოდა ოთახებს შორის.
თათამ კუთვნილი შვებულება სთხოვა არჩილ ბენდელიანს. საეჭვოდ კი შემოჰხედეს ბენდელიანების თვალებმა, მაგრამ არ ჩასძიებია კაცი. ნიაც კი მოარჯულა ვითარებამ, ცხვირს არ ჰყოფდა სახლიდან დაუკითხავად. ყველაფერი სანდროს სასარგებლოდ გადაწყდა იმ განსხავებით, რომ ვეღარ ხედავდა ცოლს, მისვლის მიზეზს ვერ ჰპოულობდა.
აივნის მაგიდაზე დაულაგა მირანდამ ყავა ბიჭებს. ღამის თბილისის ცაზე ვარსკვლავები ანათებდნენ. ცას უყურებდა სანდრო. კვამლი შეერია გრილ ჰაერს.
– არ ჩანან რაღაც. – წამოიწყო ნიკომ. – არჩევნებს ხომ არ ელოდებიან?
– გივიც არ რეკავს. – გააყოლა წინადადებას სანდრომ. – იცის, რომ მაგასაც იგივე მოელის, რაც დანარჩენებს.
– ჩასვამ, რო რამე? – ჩაეკითხა ბიჭი. დამცინავად გადმოხედა სანდრომ ბიჭს. – ხო… არ უნდა მეკითხა.
– ნიასთან რა ხდება? – თქვა თუ არა პირდაპირ შეხედა ბიჭს მატაბელმა. არ მოუცილებია თვალი ერისთავს, აგრძნობინა, რომ არ ჰქონდა თავი დასახრელი ამ დიალოგისას.
– არაფერი არ ხდება ჯერჯერობით. – სარწმუნოდ ჟღერდა მისი სიტყვები.
– ცოლის მოყვანას არ ვაპირებო, შენ არ გაიძახოდი? – უფრო და უფრო მომთხოვნი გაუხდა სანდროს ხმა. ეს უეცარი გადახვევაც დიალოგისა მეტად სერიოზულს ხდიდა მათ საუბარს.
– რა გინდა ახლა, სანდრო? რა პირობა უნდა დამადებინო?
– არანაირი საერთოდ. – მაშინვე გასცა პასუხი მატაბელმა. – რატო უნდა გქონდეს შენ პირობა დასადები ჩემთან? ისე არ იცი, რა გაქვს გასაკეთებელი, მე რომ არ მიგითითო?
– ყველაფერი ვიცი. – ჩაიბურტყუნა თავისთვის, უხერხული იყო ამ თემაზე საუბარი მისთვის. – არ დამინდობ მეც, თუ რამეს არასწორად გავაკეთებ, ხო?
– არ ვაპირებდი არადა არაფრის თქმას. – ჩაეცინა მატაბელს. – ხომ გახსოვს, როგორ დამწყვიტეს გული საყვარელმა ადამიანებმა. – ღიმილით განაგრძო საუბარი, თითქოს გულწრფელიც და ირონიულიც იყო ერთდროულად. – მე პირობას ვერავისზე დავდებ, ვერავისზე ვიტყვი, ეს სანდოა და ჩემ თავზე ვიღებ – მეთქი. ბიჭო, ნია პატარა დასავითაა ჩემთვის, შვილია იგივე ჩათვალე. უმამო ბავშვია, რომელსაც ბევრი მზრუნველი ჰყავს, მაგრამ მაინც ის ერთი უნდა, ვისაც ფეხებს ჰკიდია. მამამისი. არ აღიარებს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს მისი ყურადღების დასამსახურებლად, ხომ ამჩნევ შენც, როგორ უნდა, რომ ზრუნავდეს მასზე გიორგი, ის კი ერთხელაც არ მიდის ბავშვის სანახავად. პატარები ხართ და არაფერში ჩავერევი, მართლა. არ ვიცი, შეიძლება ისევ შევცდე ადამიანში, მაგრამ რატომღაც მჯერა, რომ შენში მაინც არა.
ხმა ვერ ამოიღო ნიკომ. დადუმებული უსმენდა ჩვეულ მატაბელს, თავისი სიტყვებით რომ შეეძლო ადამიანზე წარუშლელი კვალის დატოვება. წარსულის გამოცდილება ალაპარაკებდა იმ წამს ალბათ, მაგრამ უფრო მეტი დაინახა მასში ნიკომ – სიყვარული.
– ჩემს რძალს მოვწონვარ. – ცოტა ხნის შემდეგ თქვა ჩუმად. – მაინც მისი იქნება ბოლო სიტყვა.
– შენი რძალი ნერვებს მიშლის. – მაშინვე წაუკიდა ცეცხლი სიგარეტს, როგორც კი ახსენეს ის ერთადერთი, ვისზეც არ შორდებოდა ფიქრი გონებას.
– გაიგნორებს?
– მაპაშოლებს. – ფეხზე წამოდგა შეფიქრიანებული. – კულტურულად მახვევინებს.
– რთულია მაინც, ასეთ მდგომარეობაში რომ ნახა მამამისი. თან შენი ნაცემი. თან ხელბორკილდადებული..
– ეწყინა. – ჩაეღიმა სანდროს. – ეგონა, არაფერს ვავნებდი მის გამო.
– რას უპირებ გიორგის? როდემდე გეყოლება გამოკეტილი?
– რაღაც იცის და არ ამბობს. შენ რას ფიქრობ?
– იმ მესამე ტიპზე? არ ვიცი. თვითონ რომ იყოს, ეგეც არ იქნება გამორიცხული. მაგრამ ნიასთან….
– ასეთი გაიძვერაც არაა. შერიფია ხვალ მოსაყვანი, ისე რომ იცოდე.
– მე ვარ მისი პატრონი თუ შენ? – ფეხზე წამოდგა გაღიზიანებული ბიჭი. – პირადი მძღოლი ვარ იმენა.
– გოგოს გატანა ეგრე კი არაა, აბა. – თვალი ჩაუკრა შეშფოთებულ ბიჭს. შიგნით შესასვლელად გამოაღო აივნის კარი, მობილურმა დაურეკა ზუსტად იმ დროს. განყოფილებიდან ურეკავდნენ.
თათა დაუჭერიათ.
.
დიდის ამბით შევიდა შენობაში. სახეზე ბევრი კითხვის ნიშანი და გაღიზიანება ეტყობოდა. არავის მიესალმა ვინც გზად გადაეღობა. ნიკოს მორჩილი მონასავით აედევნა კუდში. ხმაურიანად გამოხსნა კარი. ოთხ კედელში ბევრი ადამიანი უნახავს გამომწყვდეული, მაგრამ ცოლი არასდროს.
– სერიოზულად?! – საკმაოდ ხმამაღლა და გარკვევით წამოიწყო სანდრომ. ხელით გასწია შემოგებებული დაცვა, ერთი მზერა აჩუქა უკან დასახევი და ისიც იქიდან გაუჩინარდა. ნიკოც მას მიყვა თავისი ნებით. წყვილს ძვირფასი დრო აჩუქა.
– რა?! – გაგულისებულმა გასცა პასუხი თათამ. არ წამომდგარა ფეხზე, გისოსებს მიღმა იჯდა დატყვევებული.
– რა გინდა აქ? – ჯიბეებში ჩაიწყო ხელი სანდრომ, არც კი განძრეულა კარის გამოსაღებად.
– არ ვიცი. შენმა ბიჭებმა წამომიყვანეს.
– რა დააშავე? – მიიწია ოდნავ. სვეტებს შორის დაინახა მისი ბასრი მზერა ქალმა.
– ჩემს ადვოკატს დაველოდები.
– რომელ ადვოკატს? ჩემს საყვარელ ორეულს? – ჩაეცინა ირონიულად.
– ხო, უნდა მიხსნას შენგან.
– წააგებს მაგ პროცესს, ამიტომ ნუ ეცდები.
– გამომიშვი. – შეეცვალა ხმის ტემბრი თათას. – რას მედავებიან, ვერ გავიგე. არაფერი დამიშავებია, გარდა იმისა, რომ შენი ცოლი ვიყავი ერთ დროს.
– მერე არ იცი, რომ სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს ჩემი ცოლობა? – გაეღიმა და უდარდელად ჩამოადო ცალი ხელი გისოსებს.
– მართლაც მარადიული სასჯელი ყოფილა, ახლა ნამდვილად გავიგე.
– გველივით ნუ სისინებ მანდედან, თორემ დაგტოვებ მთელი ღამე.
– არ გაგიძლებს გული. – ახლა ნამდვილად დაისისინა თათამ, მწარე და თავდაჯერებული იყო ერთდროულად ეს სიტყვები.
– ეგრე გგონია? ღამე მშვიდობის მაშინ. – კარისაკენ წავიდა სანდრო, შუქის ჩასაქრობ ღილაკსაც მისწვდა უგულოდ და ჩააქრო კიდეც სიტყვის უთქმელად.
– სანდრო! – გაჟღერდა შეშინებული და მკაცრი სიტყვები ერთდროულად. ნასიამოვნებმა ღიმილმა გადაჰკრა მატაბელს, სულ დაავიწყდა მისი აქ ყოფნის მიზეზი.
– რაო, პატარავ? შეამოწმე ჩემი გულის სიმძლავრე?
– არ გააღებ ამ დაწყევლილ კარს თუ გეხვეწო მთელი ღამე? – ფეხზე წამოდგა თათა და მიუახლოვდა ზუსტად იმ კარს, რომლის მიღმაც იდგა სანდრო.
– შენს ადვოკატს ველოდები. მის გარეშე ხომ ვერ დგამ მაინც ნაბიჯს.
– არ მყავს ადვოკატი. – ცივად გაეპასუხა თათა. – შენ ბედად ვარ დარჩენილი, თუ ეს სიამოვნებას მოგანიჭებს.
– თან როგორ სიამოვნებას. – გაეღიმა სანდროს. – გამოდი, გამოდი. შენღა მაკლდი ახლა ციხეში.
– რატომ დამიჭირეს? – გზად ჩაეკითხა მეუღლეს. დამნაშავესავით გაეყარა ხელკავი სანდროს, დასაკითხი ოთახისაკენ მიჰყავდა ცოლი.
– არ ვიცი. გავიგებთ…
– არაფერი დამიშავებია…
– ჰოო? – წამიერად შეხედა ცოლის შეშინებულ სახეს. – რაღაც არა მგონია..
პირველი შეუშვა პატარა ოთახში, მერე შეჰყვა თვითონ. ნიკო ჩამოჯდა თათას გვერდით, მხოლოდ სანდრო იდგა ფეხზე მეთვალყურესავით. თავს დასტრიალებდა მეუღლეს.
– შენს სახელზე არის გადმოფორმებული ის საწყობი, სადაც ინახება მამაშენის ყველაზე დიდი მარაგი ნარკოტიკების. – უცებ გადაავლო ქაღალდებს თვალი სანდრომ. – ეს რას ნიშნავს?
– არ ვიცი….? – ეჭვნარევად ჩაჰხედა თვითონაც საბუთებს თათამ, თუმცა ვერაფერი გაიგო.
– თათა.
– რამდენიმე წლის წინ მთხოვა რაღაც ფართის გადმოფორმება. დახმარება მთხოვა უბრალოდ და შევასრულე, არ მიფიქრია…
– რამდენიმე წლის წინ, მაინც როდის? – უცებ დაიბრუნა თავისი საბუთები სანდრომ, თათას გაუსწორა თვალი თვალში.
– ოთხი წლის წინ ალბათ, ზუსტად არ მახსოვს. დაცილებულები ვიყავით მაშინ, ეს თუ არის შენი კითხვა.
– იცი, ეს როგორი დანაშაულია? – ხმა შეეცვალა სანდროს. – იცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
– მაინც როგორი? შენ რომ ვერ მიხსნი, ისეთი?
– ირონიის დროა ახლა?!
– არ ვარ ირონიული. გკითხე. თუ დამნაშავე ვარ, ჩავჯდები ციხეში, არაა პრობლემა. შენ მაინც არ გეტკინება გული, ხომ მიჩვეული ხარ მაგ ყველაფერს.
– გაჩუმდი, შენთვის აჯობებს.
– არ გავჩუმდები, დავიღალე. მამაჩემი ჩემს ზურგს უკან ხლართავს რაღაც საზიზღრობებს თურმე. გათვლი ჰქონდა ალბათ, იცოდა, რომ ვერასდროს დამაკავებდი შენ… ჩემზე გადმოაფორმა, რადგან უსაფრთხოდ იყოს თავად… მართლა ციხე მირჩევნია ასეთ რეალობას.
– წყალი დალიე. – ფრთხილად მოეფერა ზურგზე ნიკუშა. წყლის ჭიქაც თავად მიუტანა პირთან.
– ხელი როგორ მოუწერე, რატომ დათანხმდი. ხომ იცოდი, რომ არ ენდომებოდა ეს რამე კარგი საქმისთვის.
– მაგ პერიოდში არაფერი მაინტერესებდა, სანდრო. არ მადარდებდა მსგავსი საკითხები. ოჯახის დანგრევის შემდგომ გამოწვეულ დეპრესიას ვუმკლავდებოდი.
– უნდა გამოვუშვა მაშინ. – თავისთვის ამბობდა სანდრო. არ მიაქცია ქალის მწარე სიტყვებს ყურადღება. – თორემ შენ შეგაწმენდს ხელს. შენით დამემუქრება ვინმე.
იქვე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა ცოტა ხანი.
იმ წამს გამორთო ოთახში დამონტაჟებული კამერა ნიკომ. ფარდაც ჩამოაფარა სარკეს. თვითონ დარჩა ფეხზე. ერთმანეთს მაცქერალ წყვილს გადახედა შეფიქრიანებულმა.
– ანუ თუ მე ჩავჯდები ახლა ციხეში, შენ მშვიდად შეძლებ გამოძიებას? – გააჟღერა თათამ სიტყვები. – მამაჩემიც ოჯდება თავისთვის და ყველაფერს მოაგვარებ შენ ამასობაში?
– კი. – მაშინვე უპასუხა სანდრომ. ხელები ჩამოადო სკამს და ნიკაპით დაეყრდნო ამ ხელებსაც. ცოლს უყურებდა პირდაპირ.
– და რას აპირებ? – ჩუმად თქვა თათამ.
– ჩაჯდები? – ანალოგიური ტემბრი ჰქონდა მატაბელს. ნიკუშაც კი დაიძაბა ამ დიალოგის მოსმენისას. – ჩემ გამო.. ცოტა ხანი ჩაჯდები?
– ციხეში?!
– დიახ.
– არა. – მკაცრად თქვა თათამ. – არაფერი დამიშავებია.
– შენი საწყობიდან არის ამოღებული სოლიდური რაოდენობის ნარკოტიკი, რომ იცოდე მაინც.
– ჩემი საწყობი არ არის.
– შენი საწყობია. შენს საკუთრებაშია.
– მართლა აპირებ ჩემ დაკავებას? – თავი გადახარა გვერდზე. თითქოს ვერ იჯერებდა ამ დიალოგს.
– მე ხომ სამართლის მაძიებელი კაცი ვარ. – შეახსენა მისი სიტყვები და წამოდგა ფეხზე. – ადექი, ქალბატონო. – ხელკავი გაუყარა ისევ. ნაზად გამოიყვანა დაკითხვის ოთახიდან, ისევ საკნისაკენ აიღო გეზი.
ახლა მართლა შეეშინდა თათას.
ნიკუშასაც გადაუვიდა ფერი სახეზე.
– სანდრო, იქნებ დაფიქრდე ცოტა. – დაეწია შუა გზაზე, მაგრამ ღიმილით მოიშორა ბიჭი.
გამოაღო საპყრობილის კარი. თვითონ ჩაეჭიდა ქმრის ხელებს თათა. ახლა თავად არ გაუშვა ხელი.
– სერიოზულად აპირებ ამას? – სულ ოდნავ შეერია შიში ხმას. – ამად გიღირს?
– რას გულისხმობ? – შემოიყვანა შიგნით და ხმაურით გააღო გისოსებიანი კარი.
– არაფერი. დაივიწყე. – ჩუმად თქვა თათამ, ნაბიჯი გადადგა შინ შესასვლელად, თუმცა დაიჭირა სანდრომ.
– ჩანთა დაგრჩა. – ხელში შეაჩეჩა მეუღლეს. – და არა. არაფერი არ მიღირს შენ ფასად. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ.
ისევ დახურა ხმაურით კარი და ისევ გამოიყვანა ცოლი იმ ოთახიდან.
სახლამდე უხმოდ იმგზავრეს.
არაფერს ამბობდა თათა, არაფერს ეუბნებოდა სანდროც. მიხვდა ქალი, როგორ ჩაყარა წყალში ყველაფერი ცოლის გამო. თითქის გახსნილი საქმე ისევ საწყის წერტილამდე მიაყვანინა გიორგის წინასწარ გათვლილმა დეტალებმა. სადარბაზოსთან მიაჩერა მანქანა მატაბელმა. ერთგული ყარაულივით აჰყვა სახლის კარებამდე.
იმ დღეს შინ არ შესულა დაუკითხავად. იქვე გაჩერდა პატიოსანი სტუმარივით.
– ცუდად ხომ არ მოგექცნენ? – დაიჭირა თითებით წინ წასული მეუღლე და მოატრიალა თავისკენ. გასციებოდა ხელები.
– არა. – დაიჩურჩულა მასთან ახლოს თათამ, თვითონაც არ უნდოდა ეს განშორება. – შერიფი გამოიყვანე?
– ხვალ უნდა წამოვიყვანო.
– რას ამბობენ ექიმები? – ენა გაექცა თათას. ორივეს ერთდროულად გაეღიმათ ამ კითხვაზე.
– დედ – მამამ კარგად უნდა მოუაროთო შვილს. – გაეპასუხა თავისებურად, სულ ოდნავ მოსწია თავისკენ ცოლი. მხოლოდ თითებზე ეხებოდა ჯერ. ვერ ბედავდა მეტს სანდრო.
– დედის სიყვარულის ნაკლებობას განიცდის ალბათ. ვერ უვლის მამა კარგად.
– მამაც განიცდის სიყვარულის ნაკლებობას. – გაეღიმა სანდროს. – საერთოდ… უსიყვარულობას განიცდის ეგ. დაჩაგრულია.
– გამორიცხულია დაჩაგრული იყოს…
– მონატრებულია… – ამ სიტყვის ფონზე ეამბორა ყელზე მეუღლეს მატაბელი. – ოჯახი ენატრება..
ნაზად მიადო ხელისგული ლოყაზე სანდროს. თვითონ უფრო დაეტყო მონატრება თათას, ისე ღრმად ამოისუნთქა მის მკლავებში.
– მითხარი რამე, თათ… იმედი მომეცი.
– რისი იმედი? – გაეღიმა თათას. – რა იმედი გინდა შენ, მაინც იმას იზამ, რასაც გადაწყვეტ.
– ატ.რაკებ. – გადაუწია თმა სახიდან, ფრთხილად აკოცა ლოყაზე. – და ნუ მიჭედავ ხოლმე, მეც ადამიანი ვარ.
– მეგონა, მართლა აპირებდი ჩემს დაპატიმრებას…
– მაქვს მაგის კანონიერი უფლება, ამიტომ ჭკვიანად იყავი.
– მეც მაქვს შენი საწინააღმდეგო სამხილები. არაკეთილსინდისიერად იყენებ უფლებამოსილებას…
– შედი სახლში, თორემ შემოგყვები მეც. – მის ზურგს უკან გამოღო კარი და შიგნით შეუშვა. – და დავრჩები..
– მაშინებ? დარჩი, არაა პრობლემა, დივანი თავისუფალია.
– არა, ნია სახლშია და მერიდება. ხომ არ შევაწუხებთ ამ საღამოს.
– არაფერს გავაკეთებთ შემაწუხებელს. – წარბები აზიდა თათამ.
– ჩემ მაგივრად რატომ ლაპარაკობ? – გაეღიმა სანდროს. – აბა, ისე რა გამაჩერებს შენთან უსაქმოდ.
– ერთხელ მაინც ამოგივიდეს რამე ნორმალური მაგ პირიდან. – თავი გააქნია უკმაყოფილოდ თათამ. – ღამე მშვიდობის.
– რა ხმაურია ამ შუა ღამეს, თათა? – თვალებს იფშვნეტდა ხალათში გამოწყობილი მაკა.
გულახდილი ღიმილი გადაეფინა სანდროს სახეს, როგორც კი დაინახა სიდედრი. ასეთი თბილი შეხვედრა არასდროს უნახავს თათას. მაშინვე გამოფხიზლდა მაკა, როგორც კი დაინახა საყვარელი სიძე კარებთან.
– შემოიყვანე კაცი შიგნით, რატომ დგახარ გარეთ? – გაუწყრა ქალიშვილს ქალი.
– არა, მივდივარ უკვე. მოგაკითხავ ამ დღეებში და რამე გემრიელობა გამიჩითე. – თვალი ჩაუკრა ქალს სანდრომ, მერე თათა მოათვალიერა მაინც.
– იცოდე, დაგელოდები… – გადაკოცნა კაცი და მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული ჩამოდგა გაბადრული მაკა.
ცოლიც გადაკოცნა სანდრომ. ნაზად დაუტოვა კოცნა ლოყაზე. თვალებით უთხრა ყველა სათქმელი, კოხტად შეუსწორა მკერდზე ჩამოწეული მაისური. თითით მოფერებაც მოასწრო მოშიშვლებული კანის.
– ღამე მშვიდობის, თათა.
– ღამე მშვიდობის.
თითქოს სიყვარული გაცვალეს ერთმანეთში. ორივეს ერთად ყოფნა უნდოდათ, მაგრამ მაინც მიდიოდნენ ერთმანეთისგან.
მაკა თვალებს ვერ უჯერებდა.
.
სანდროსთვის შეპირებულ ვახშამს ამზადებდნენ ერისთავების სახლში. ამ შეხვედრისთვის ყველაზე ნაკლებად ეცალა ახლა სანდროს, თუმცა არ მოეშვა ნიკუშა. ისედაც მთელ დღეს ერთად ატარებდნენ განყოფილებაში თუ რომელიმესთან სახლში, ამიტომ დიდად თავპატიჟი არ დაუწყია. ხელდამშვენებული მივიდა ირაკლი ერისთავის სასახლეში, დიასახლისს მიართვა მინდვრის ყვავილები და ხელზე ეამბორა უფროსი შვილივით.
ოჯახის უფროსით შინ გახლდათ.
უკვე გამზადებულ მაგიდას მიუსხდნენ შეკრებილები. ოდნავ დაძაბული ეჩვენებოდა ნიკო სანდროს. გვერდით მოისვა და ხმაურიანად შემოჰკრა ზურგზე ხელი. თავი გაუქნია მოსწავლეს.
– რას ჩამოგტირის სახე? – მოურიდებლად გადაიღო მოწოდებული საჭმელი სანდრომ. – მოხდა რამე?
– რა მოხდებოდა? მიირთვი. – გაეღიმა ნიკოს. – ხედავ, რა დედა მყავს?
– ეს რატომ გვიყურებს გაბრაზებული? – ანიშნა ირაკლისკენ სანდრომ. ჩუმად ჩაიფხუკუნა პატარა ერისთავმა.
– როგორ მინდოდა შენი გაცნობა, სანდრო. – ნაზი ღიმილით მიუჯდა მაგიდას ქალბატონი ქეთო. – ნიკო სულ შენ ხსენებაშია. მართალია, სულ დაკავებულია ეს ბოლო პერიოდი, მაგრამ მაინც.
– რითია დაკავებული? – ხმა ჩაიწმინდა ირაკლიმ და როგორღაც მოსწყდა თავის პლანშეტს. სათვალეც შეისწორა ცხვირთან.
– საქმით. – ღიმილით უპასუხა სანდრომ. – რაღაც მომრავლდნენ დედაქალაქში უღირსი ადამიანები. თან ეს არჩევნებიც მოახლოვდა და პოლიტიკოსები ბევრ რამეს კადრულობენ.
– ჰოო?! – დაინტერესდა დიალოგით ირაკლი. – და თქვენ ორნი აპირებთ სისტემასთან დაპირისპირებას?
– და რა პრობლემაა ჩვენ ორში? – ვერ იშორებდა ამ ღიმილს მატაბელი, თან ძალიან უნდოდა ამ კაცთან დაპირისპირება. თითქოს ამის გამო მოვიდა აქ. – არადა, ძალიან მაგარი დუეტი ვართ. ჯერ არ არსებობს საქმე, რომელიც არ გაგვიხსნია.
– ნუ მაცინებ. – ჩაეცინა ირაკლის. – შენ კიდევ, ჰო, რაღაც გამოცდილება მაინც გაქვს, მაგრამ ნიკომ რა საქმე უნდა გამოიძიოს, თან პოლიტიკასთან დაკავშირებული?
– ცუდად იცნობთ თქვენ შვილს. – ახლა ნამდვილად მოსცილდა ღიმილი სახიდან სადროს. ვერ იტანდა ასეთ საუბარს, მით უმეტეს ნიკუშასთან დაკავშირებულ უსამართლო ცილისწამებას. ქეთიმ წყალი მოსვა ნერვიულად, არც ნიკოს ედო ნორმალური ადამიანის ფერი.
– პირიქით, შენ აფასებ ზედმეტად მას. – უდარდელად გაეპასუხა სტუმარს ირაკლი.
– სხვათა შორის, თქვენი პარტიის მაღალჩინოსნების საქმე უნდა გადავცე ახლა. – კოხტად მოიწმინდა პირი მატაბელმა, მადა დაეკარგა რატომღაც. იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას და ჩვეული ირონია დაიბრუნა სახეზე.
– რა პრობლემაა ჩემს პარტიასთან? – დაინტერესდა კაცი და პლანშეტიც გვერდით გადადო.
– ადრე უნდა მეხსენებინა ალბათ ეს, მიხარია, რომ როგორღაც დავიმსახურე თქვენი ყურადღება.
– ძალიან ირონიული კაცი ხარ. რამე კონკრეტული პრობლემა გაქვს ჩემთან?
– მგონი თქვენ არ გაგიხარდათ ჩემი სტუმრობა საერთოდ. – გაიღიმა სანდრომ. – თქვენ ხომ არ გაქვთ პრობლემა ჩემთან ან ჩემ საქმესთან?
– არანაირი, ბატონო. – შეისწორა სათვალე ირაკლიმ. – ეს შენ აპირებ გამოძიებას ჩემს კოლეგებზე.
– არა მარტო. თქვენზეც მათ შორის. – სულ ღიმილით ჩამოასხა იქვე დადებული ღვინო დაუკითხავად. ნიკოსაც შეუვსო სასმისი და ირაკლისაც დაუსხა, საერთოდ რომ არ უკითხავს ეგრე.
– მე დავასხამ. – შეეცილა ნიკუშა.
– იჯექი მანდ შენ. – არ დაანება სანდრომ. – ერთს დავილოცები და წავალ, აღარ შეგაწუხებთ.
– რას ამბობ, შვილო? დარჩი ცოტა ხანი, ეს რა გამოვიდა? – აღელდა ქეთო.
– პერსონალურად თქვენ გესტუმრებით უახლოს მომავალში, ქალბატონო ქეთო, ახლა ნამდვილად არ არის შესაფერისი დრო. თან თქვენი მეუღლეს კეთილგანწყობა არ მაქვს და ცოტა უხერხულად ვარ სუფრასთან.
– რა ხდება, ირაკლი? – ხმა აიმაღლა ქალმა. – როგორ იქცევი?
– მე რა შუაში ვარ? – ცივად გაიღიმა კაცმა. – თვითონ მემუქრება რაღაც სისულელეებით და კიდევ მე მოვიქეცი უპატივცემულოდ?
– მამა! – ჩუმად დაიყვირა ნიკუშამ.
– ხომ გეუბნებოდი, აგამხედრებენ ჩემ წინააღმდეგ – მეთქი. – თითი გაიშვირა შვილისკენ ირაკლიმ.
– ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს, ბატონებო. – არც მოუსმენია კაცის გაღიზიანებული სიტყვები სანდროს, უდარდელად მიუჭახუნა მაგიდაზე დადებულ ჭიქებს. – ქალბატონო ქეთო… – ნაზად გაუღიმა ქალს. – აბა, ღამე მშვიდობის. მადლობა იდეალური საღამოსთვის. ყველაფერი გემრიელი იყო.
მაგიდას შემოუარა ნაჩქარევად. ხელები დაუკოცნა ქალს და გაუღიმა.
– არ ინერვიულოთ რა, კიდევ შემოვივლი.
– შვილო… – გულდაწყვეტით წამოდგა ფეხზე ქალი.
– შეხვედრამდე, ბატონო ირაკლი. – თავთან წაადგა კაცს სანდრო. ხელი გაუწოდა და თავიც გადახარა ღიმილით.
ჩამოართვეს ხელი, რა თქმა უნდა. ფეხზეც წამოდგა ირაკლი.
– წარმატებებს გისურვებ. – უგულოდ მოათვალიერა სახეზე სტუმარი უფროსმა ერისთავმა.
თავი დაუქნია კაცს სანდრომ. უდარდელად დაიძრა გასასვლელისკენ. ნიკუშა გაჰყვა მაშინვე, სევდიანად მოიტოვა დედის ნაწყენი სახე ზურგსუკან.
– ბოდიში რა… – დასჯილი ბავშვივით ჩამოდგა მანქანასთან ნიკუშა. ღრმად ამოისუნთქა სანდრომ, უკან გადმოვიდა ისევ მანქანაში ჩამჯდარი. მხარზე ჩამოადო ხელი დაღვრემილ ბიჭს.
– ცოტა მეტი დრო გაატარე დედაშენთან, ნიკო. – უთხრა და მოუთათუნა ხელი მხარზე. – არ მოხვიდე ხვალ სამსახურში საერთოდ.
– მოიცდის დედაჩემი, ახლა არ არის ეს მნიშვნელოვანი.
– ცუდად ექცევა? – ასეთი მორიდებული არასდროს ყოფილა სანდრო, როცა ეკითხებოდა რამეს ნიკუშას. შეამჩნია მის ხმაში ზღვარი და პატივისცემა ნიკომ. ყოველთვის აძლევდა საბაბს მეტად დაფასებისას სანდრო, ეს უფრო უზრდიდა პატივისცემას მის მიმართ.
– არა. – გააქნია თავი და სახლისაკენ გაიხედა იმედიანად. – არ ვიცი. უკვე ესეც აღარ ვიცი.
– შედი სახლში და მოეფერე დედას ახლა. მაგას კიდევ არაფერი უთხრა, ისედაც გავაბრაზე უკვე სათანადოდ.
– წააგებს ამ არჩევნებს და ამოალპობენ ციხეში, იცის ეს, და გიჟდება ამის გამო.
– მიქარული ექნება საკმაოდ. – დაეთანხმა სანდრო. – არც მიფიქრია თავის დროზე, გივი რომ ნორმალურად ადამიანთან იძმაკაცებდა. ერთი მასტია ორივე. დაიკიდე რა…
– შერიფი ნახე? – დაეყრდნო მანქანის კარს ნიკო, ჩამოსწია თავი მძღოლის მხარეს.
– ჰო, მიგიყვანია სახლში, მადლობა.
– გიკითხა თეომ. – შეეპარა ღიმილი ბიჭს. – გული დასწყდა, მე რომ მივედი.
– მიგეყვანა ჩემი ცოლი და მერე გენახა შენ.
– არაა ცუდი გოგო, მაგრამ ის მაინც…
– შენი რძალი?! – დაქოქა მანქანა და გადაეფინა მის სახეს სიყვარული ცოლის ხსენებისას.
– ჰო, ჩემი რძალი მაინც ერთადერთია.
– კარგი გამახსენე. მშიერს მიშვებ და იქნებ, მან მაინც მაჭამოს რამე. წავედი, მივაკითხო.
– შენ იცი.
ხელი აუწია კართან დატოვებულ ბიჭს და მსუბუქად დაუპიპინა სიბნელეში ჩამომდგარს. იმ საღამოს მერე უფრო მეტად მოენატრა თავისი დალაგებული ოჯახი.
.
თათას შვებულების დღეებმა ზაფხულის ნიავივით ჩაიქროლა. სანდროს მიერ გაფრთხილებულ ოჯახის წევრებს მოთმინება გამოელიათ. ამ კარჩაკეტილობას ბოლო არ უჩანდა საერთოდ. მოიწყინა ნიამ სახლში, მაკაც გაუგებრად აქნევდა თავს, გარეთ გასვლის უფლებას რომ არ აძლევდნენ შვილები. როგორღაც მოახერხეს ქალის მოტყუება, ხან რას მიედებოდნენ, ხან რას. მეორე დილას უკვე სამსახური უწევდა თათას. სანდროსთან დარეკვაც აღარ უნდოდა, თვითონ არ ჩანდა ეს დღეები, არც ნიკოს ხედავდა ნიას გვერდით.
კარზე ზარი დაირეკა.
კუდში აედევნა დედას კარის გასაღებად. რატომღაც დიდი იმედი ჰქონდა, რომ იქ იდგებოდა ჩვეული ღიმილით სანდრო მატაბელი, მაგრამ სრულიად სხვა ადამიანი დახვდა.
მამა.
დიდი ხანია არ შეხვედრია მაკას. არ შემოსულა ამ სახლში. არ შეუსრულებია მამის როლი ზოგადად. ნიაც იქვე ჩამოდგა, ცოტა არ იყოს, შეურაცხყოფილი ამ სანახაობით.
– ვინმე ადამიანი მეგონა, – ხელი ჩაიქნია პირველმა და საკუთარ ოთახში შევიდა უდარდელად. მწარედ ჩაეცინა გიორგის, მაკამ თვალი გააყოლა ქალიშვილის მოქმედებას.
– რა გინდა?! – დედას გადაეღობა თათა. მაგრად ჩაეჭიდა სახელურს. მისი სახლში შემოშვება არ უნდოდა.
– თქვენი ნახვა. – პარკები დადო ძირს გიორგიმ. სახეზე ემჩნეოდა სანდროს ხელები, ყელზეც ბევრი სილურჯე მის მიერ დატოვებული.
– დაგაგვიანდა. შეგიძლია მიბრძანდე, – მიუხურა ქალიშვილმა კარი ცხვირწინ, მაგრამ მოასწრო დაჭერა.
– საუბარი მინდა, შემომიშვი, თათა. – ნაზად, მამაშვილურად განაგრძო საუბარი.
– წადი აქედან, გიორგი. – ცივი ხმა გაისმა მათ შორის. მაკამ თვალი თვალში გაუყარა ყოფილ მეუღლეს.
– შენც, მაკა?
– მეც კი არა, მე. – გაეღიმა ქალს. – ხომ გაიხურე ერთხელ უკვე კარი, ახლაც მარტივად შეგიძლია იპოვო წასასვლელი გზა. არ გვიხარია მე და ჩემს შვილებს შენი ნახვა, მიბრძანდი აქედან.
– შენი შვილები გაგიჟდნენ. – წამოიწია კაცი. – ერთი სამარეს მითხრის, მეორე კიდევ თავის შეშლილ ქმარს აცემინებს ჩემ თავს!
– შეშლილი შენ ხარ. – ხმას აუწია ქალმა. – მიზეზი ჰკითხე ერთი შენ თავს, რატომ არ უყვარხარ შვილებს და რატომ გადაგეკიდა სანდროც. იქნებ, იპოვო პასუხი.
დადუმდა თათა. იმაზე მეტი იცოდა მაკამ, ვიდრე წარმოედგინა. არასდროს უნახავს ასეთი დედა: კედელივით მაღალი და შეურყეველი.
– ქვეყნიდან წასვლას ვაპირებ. – სევდიანად გადააქნია თავი კაცმა. – ბოლოჯერ მინდოდა თქვენი ნახვა და დამშვიდობება.
– ეუფ. – ხმაურიანად გაიცინა თათამ. – დამშვიდობება გინდოდა?! და როდის მოსულხარ ერთი, როდის გითქვამს ჩვენთვის სალამი? წადი აქედან, მამა. არ გვაინტერესებს სად მიდიხარ, სად დაბერდები, სად მოკვდები, არ მაინტერესებს. თავი დაგვანებე.
– შენი ქმარი არ სიმშვიდეს მიკარგავს. უთხარი, რომ წასვლის უფლება მომცეს.
ამჯერად მაკას გაეცინა ცინიკურად.
– აი, თურმე რისთვის მოსულხარ. – დანანებით შეხედა კაცს თვალებში. – ჩვენ სანახავად კი არა, შეწყალების სათხოვნელად მობრძანებულხარ. სანდროს პირადად მე ვეტყვი, რომ დარჩენილი ცხოვრება ოთხ კედელში გაგატარებინოს.
– კიდევ არ წასულხარ? – ნიამ გამოიხედა პიჟამოებში გამოწყობილმა. ზუსტად ისეთი იყო ახლა, როგორიც დატოვა გიორგიმ. ისევ ისეთი პატარა. – რატომ კარგავთ ამდენ დროს ამ არსებასთან საუბრით? მიხურე კარი, თათა!
– ნიაკო…
– დახურეთ ეს წყეული, კარი! – გიჟივით მივარდა სახელურს და ხმაურიანად მიაჯახუნა კარიც. ღრმად ამოისუნთქა სამივემ. კედელს მიღმა გაისმა კაცის ჩუმი ოხვრა.
– კიდევ გეცოდება… – თითი გაიქნია უფროსი დისკენ ნიამ. – შენი კეთილგანწყობით სარგებლობს… ხედავ, რა გთხოვა?! ხედავ, რა უნდა სინამდვილეში შენგან?! სარგებელი. მეტი არაფერი.
– რა გავაკეთო მერე? – მიეყრდნო კედელს დაღლილი თათა. – რას ითხოვ ჩემგან, ნი?
– ნუ გეცოდება. ამას.
– არ მეცოდება. მართლა. – ჩუმად თქვა თათამ. – რა ვქნა, შენსავით თუ ვერ ვნიღბავ მაინც იმ სიყვარულს, რაც გვაკავშირებს ჩვენ ორივეს მასთან? შენ არ გახსოვს, მაგრამ მე მახსოვს ყველაფერი, როგორი იყო ჩვენ მიმართ.
– მე არანაირი სიყვარული არ მაკავშირებს… – ტყუილად არახუნებდა ამ სიტყვებს, ხმამ გაყიდა მაინც პატარა ნია.
– მაგიტომ ცდილობდი მასზე ინფორმაციების შეგროვებას? მაგიტომ იქეცი მის აჩრდილად, ყველაფერი გაიგე, რაც გაინტერესებდა, თან დეტალურად…
– გაჩუმდი! – დაიყვირა ბავშვმა და ჩაერია მაშინვე დედაც მათ შორის.
– გეყოფათ ახლა ორივეს!
– რაღაც ყველას უადვილებდა ჩემთვის დაბრალება იმის, რაც მართალი არ არის. – ცივად გაიღიმა თათამ. – მე რა გავაკეთო, თუ უვარგისი მამა გვყავდა. ასეთია და მორჩა.
– რა უნდა გააკეთო და პრეტენზიები არ უნდა გქონდეს, როცა ვიღაც ცდილობს პასუხი აგებინოს.
– არ მჭირდება ვინმემ პასუხი მოსთხოვოს ჩემ მაგივრად. – ხმა აიმაღლა და დასჭექა ძველებურად. ნამდვილად მობეზრებული ჰქონდა უკვე მსგავსი შინაარსის დიალოგი. – რა სიამოვნება უნდა მომანიჭოს იმან, რომ ამცირებენ კაცს, ვისაც მამა ჰქვია?! ეს უნდა გამიხარდეს?! ბედნიერი უნდა ვიყო მაგ საქციელით?!
– დიახ! – ცრემლები მოერია ნიას. – შენთვის ყველაზე რთულ დროს არ იყო შენთან ეგ კაცი, ვისაც მამა ჰქვია! ვერავინ შეგივსეთ სიცარიელე, ვერავინ დაგეხმარეთ მაშინ…
– გაჩუმდი. ენა ჩაიგდე. – ისე ჩუმად დაუყვირა თავის დას, წამიერად გაიყინა მაკა თავის ადგილას. ასეთი თათაა არავის უნახავს აქამდე. – გაჩუმდი და ნუ ახსენებ, ნუ ლაპარაკობ იმას, რაც არ იცი.
– შენი შეცდომები იმ კაცის ბრალია, თათა. შენი უაზრო ეჭვიანობებით იმიტომ აწყობდი ისტერიკებს, რომ მამაშენის გამოცდილება გალაპარაკებდა. მის ბრალია ყველაფერი, მხოლოდ მისი!
უკან მოიტოვა მოყაყანე და.
ხელი აუქნია მის შესაჩერებლად წამოსულ დედას. პალტო მოიცვა და გაიხურა კარი.
ავტომობილი თითქოს თავისით გაჩერდა მატაბელების სახლთან. ის კიბეებიც ნელა, მაგრამ გააზრებულად აიარა. კარი ნანიმ გაუღო. შვილივით მიეხუტა ქალის გაშლილ ხელებს, ძლივს შეძლო თვალებზე მომდგარი ცრემლის შეკავება. ხმაური გამოდიოდა მისაღებიდან. მაგიდა იყო გაშლილი, როგორც ყოველთვის.
ყველა სუფრასთან იჯდა. იქვე ჩამოდგა უხერხულად თათა. უცებ მიესალმა ფეხზე შემოხვეულ დემეტრესა და შერიფს.
– მოდი, შვილო, დაჯექი! – მალხაზი წამოდგა ფეხზე და მიუთითა ქალიშვილს სანდროს გვერდით ადგილისაკენ.
– არა, მადლობა. – მოახერხა კაცისთვის გაღიმება თათამ. – ორი წუთით მოხვალ? – სანდროს გაუსწორა თვალები. ყველა მიჩუმდა ოთახში უჩვეულოდ სევდიანი ქალის დანახვისას. იმ წამსვე წამოდგა ფეხზე მატაბელი. ისედაც შეატყო ცრემლიანი მზერა ცოლს. მიეფერა წელზე მაშინვე და გაიყვანა თავის ოთახში.
მათ ძველ საძინებელში.
– რა იყო? – ხმა დაატკბო სანდრომ. ხელისგულით გაათბო ქალის გაყინული კანი სახეზე. – რა გჭირს?
ვერ წამოიწყო საუბარი. ენა გაუსქელდა პირში. მოათვალიერა ოთახი ცრემლებით გავსებული თვალებით და ზუსტად მაშინ ჩამოუგორდა სახეზეც, როცა ტუმბოზე დადებული თავიანთი ფოტო შენიშნა. დაიჭირა ხელით სანდრომ. მკერდზე აიკრა არასტაბილური, მოდუნებული და ემოციური მეუღლე.
– რა გიჭირს, თათ… მითხარი… – მოეფერა თმაზე და ააწევინა სველი სახე. შეიმშრალა თვალები თათამ, თითქოს გადაავიწყდა მიზეზიც რატომაც მოვიდა აქ, რატომ გაახსენდა პირველი სანდრო, საერთოდ რა უნდოდა.
– ხომ მითხარი, როცა რამე დაგჭირდება…
– რა. ხდება. მითხარი. – დაუმარცვლა ცალ – ცალკე და შუაზე გააწყვეტინა წინადადებაც. თან ცოტათი გაუღიმა კიდეც.
– ისედაც სულ შენ მახსენდები პირველი. – გაუგრძელა მაინც გაწყვეტილ წინადადებას თათამ. – მაშინაც, როცა არაფერი მჭირდება. არ იყო ეგ ჩემთვის მისათითებელი და არც მინდოდა, რომ ეგ მითითება დაგვჭირვებოდა ჩვენ ოდესმე. უბრალოდ… ჩვენ შორის რომ დაუკითხავად აღიმართა კედელი, მე მაგ კედლის მიღმა ვარჩიე დადგომა. ხელი არაფერში შეგიშალე. ხომ გახსოვს, როგორ ვიქცეოდი?! ყველაფერზე პრობლემას გიქმნიდი. როცა სადმე გადიოდი, მილიონჯერ გირეკავდი. ისე ვიქცეოდი, თითქოს არ გენდობოდი, არადა დღემდე… ერთადერთი ხარ… ყველაფერში. წეღან გიორგი იყო მოსული სახლში. – ამოისუნთქა და მალევე გააგრძელა საუბარი სანდროს წაშლილი სახის მიუხედავად. – ნიამ გააგდო. ბრაზდება, როცა ხედავს, რომ მე არ შემიძლია ისე მოქცევა, როგორც თავად. ალბათ არ ვარ საკმარისად ძლიერი, რომ სახლიდან გავაგდო მამა, ვცემო, დავასისხლიანო… პასუხი ვაგებინო…. შური ვიძიო…
– თათა…
– ძალიან მიყვარდი… ალბათ მაშინაც არ ვიყავი საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ მეღიარებინა როგორ შევცდი. მარტო მირასთან კი არა… საერთოდ ყველაფერში. ასაკი ვერ ამართლებს ეგეთ რაღაცებს, ჩემს ტრავმებს… – გაეღიმა ცივად. – ჩემს ყოველდღიურ გამოსვლებს, რომ თითქოს მღალატობდი, არადა… ჩემთვის ასე ძალიან არავის უერთგულია. მართალი ხარ ზოგჯერ, რომ დასცინი ჩემს თაყვანისმცემლებს. რადგან გაცილებული ვარ ქმარს, ჰგონიათ, რომ მარტივია ჩემთან დაახლოება, რომ მარტივია ჩემთვის თავის მოწონება, არადა წარმოდგენა არ აქვთ სინამდვილეში რა ხდება ჩემში. მხოლოდ შენ იცი ეს. ჩემი ყველა შიში, ყველა შეცდომა, ყველაფერი ჩემზე.. შენ რომ ახლა ამდენს საუბრობ იმედზე.. ურთიერთობის აღდგენაზე… იცი, რას მიზამს ეს ურთიერთობა, როცა ისევ იგივე შედეგით დასრულდება?! მომკლავს.
– ვიცი. – მიადო თითები ტუჩებზე და მაშინვე მიიწია მისკენ სანდრომ. – მეც.
– შენ ვერასდროს მოგდრეკს ვერაფერი, სან. – ცრემლიანი იღიმოდა თათა. – უფრო გაძლიერებს ეგ. მე მანადგურებს…
– მე რომ ვიცოდე შენ არ გინდივარ, მაშინ ნახავდი რაც დამემართებოდა. – გადაუტარა ხელის ზურგი ლოყაზე. – უბრალოდ ვიცი, ისევ გიყვარვარ და მაგიტომ ვარ ასეთი მაგარი ბიჭი.
– არ გამოვა ჩვენ შორის არაფერი.. და თუ გამოვა, დასრულდება მაინც.
– რატომ? – მოაცილა თვალებიდან უკანასკნელი ცრემლები. – და რატომ მოხვედი ამის სასაუბროდ ახლა? მე ხომ არაფერი მიკითხავს ჯერ შენთვის, არაფერი შემომითავაზებია..
– არ გაჭრის შენი თამაშები ამჯერად. არ ვარ მაგის ხასიათზე. ისედაც გამჭირვალეა ჩვენ შორის ყველაფერი… ხომ ხედავ, საითაც მივდივართ.
– მაინც საით?! ვერ ვხვდები უარს რატომ მეუბნები.
– უარს არ გეუბნები… – ამოიტირა და ჩამოისვა სახეზე ხელი. – არ მივიდეთ მაქამდე საერთოდ. არ მივიყვანოთ ჩვენი ამბავი იქამდე, რომ უარის თქმა მოგვიწიოს რომელიმეს.
– ჩემი პასუხი ყოველთვის დადებითი იქნება. ახლაც და ათასი წლის მერეც.
– სანდრო!
– რ?! და რას აპირებ მაინტერესებს, სხვას უნდა გაჰყვე ცოლად, როცა მე გიყვარვარ? ან მე როგორ უნდა მოვიყვანო სხვა ცოლი, როცა შენ ხარ ჩემი?! ამიხსენი ეს მოცემულობა და გაგიშვებ სახლში.
– ხედავ, როგორ არ გვესმის ერთმანეთის? – გაეღიმა და ტუმბოზე ჩამოჯდა დაღლილი. ის სურათიც თავისით გაიწია გვერდზე.
– ჯერ ის მითხარი, რამ მოგიყვანა ჩემთან. – ჩაიმუხლა მასთან სანდრო. – იმან ხომ არა, რომ მე მესმის მხოლოდ შენი?
– მაგანაც. – დაილუღლუღა ჩუმად, თუმცა მზერა არ მოაცილა მეუღლეს. – და საერთოდ მინდა, რომ რაღაც დასასრული მივცეთ ამ ყველაფერს. ქვეყნიდან წასვლა უნდა გიორგის…
– მერე?
– თხოვნა დამაბარა შენთან. ამიტომ იყო მოსული. წასვლის უფლებას ითხოვს.
– ეუფ. – ჩაეცინა სანდროს. – თვით მე მთხოვს უკვე ნებართვას?!
– გაუშვი. წავიდეს.
– აჰ, მე რომ შენგან მაქვს ნებართვა ასაღები, ეგ სულ გადამავიწყდა. – ხელები შემოარტყა ერთმანეთს. – როგორ მოვიქცე, მიკარნახე.
– როგორც გინდა. – თავი მიადო ტუმბოს გვერდით აყუდებულ კარადას და ცოტა ხანი დახუჭა თვალები.
– მე როგორც მინდა ეგ შენ არ მოგწონს. – ხმა დაადაბლა სანდრომ. – არადა შენი გულის მოგება, როგორ ძალიან მინდა ახლა…
– ავადმყოფი რატომ ხარ. – მაინც გაეღიმა თათას. მაშინვე იგრძნო მაგ ღიმილზე ქმრის ტუჩები.
– გამომყევი ცოლად… რა გჭირს… – თვითონაც გაეღიმა სანდროს და ყველა მილიმეტრი დაუკოცნა სახეზე. – დაიძინე ამ ოთახში, მომიწექი გვერდით, გამიკეთე საჭმელი, გამიჩინე შვილი…
– გრძელი სიაა. – გასწია ცალი ხელით კაცის მონდომებული სხეული და ფეხზე წამოდგა თათა.
– „გამიკეთე საჭმელი“ ამოვიღოთ. მაინც არ იცი დიდად განსაკუთრებული არაფერი.
– ხოდა, ვნახავ რას გაგიკეთებს შენი მომავალი მეუღლე…
– შენ ვერ ნახავ მაგას. – გაჰყვა მის ნაბიჯებს სანდრო. – თუ ეგეთი იქნება ჩვენი მომავალი.
– ჰო, მაშინ არც დამაინტერესებს, მართალი ხარ.
– არადა, ყველაფერი დაგაინტერესებს. ნუ წარმოიდგენ ეგეთ მოვლენების განვითარებას, გული გეტკინება, თათა.
– არაუშავს, მივეჩვევი თანდათან…
– რას მიეჩვევი? ამ ოთახში რომ სხვა დაიძინებს? – ხელით მიანიშნა შემოგარენისაკენ და პირდაპირ იმ ფოტოს დაასო მზერა, რომელიც ასე აწუხებდა თათას შემოსვლის წამიდან. ახლა მართლა გაუჭირდა სუნთქვა თათას.
– ხომ მოუწევს ოდესღაც ვიღაცას. – თქვა ბოლოს ჩუმად.
– საშინელი სცენარია. – გაიცინა სანდრომ. – მე ვერ წარმოვიდგენ შენთან… ვერავის.
– შენც მოგიწევს ოდესღაც, ამიტომ..
– რა, გოგო? – ღიმილით გაუსწორა თმა ზურგზე. ფრთხილად გადაუწია მაისური და ამობურცულ ლავიწზე აკოცა მონატრებულად. – ვინ უნდა იყო შენ გვერდით ჩემ გარდა, ვინ შეიძლება განვიხილო, უბრალოდ მითხარი და უკან დავიხევ.
– შემეშვი, რა იქნება… – ჩაეჭიდა ქმრის სახეს თათა. – იყავი ისევ გაბრაზებული ჩემზე… რატომ მაპატიე…
– სულ ნაპატიები იყავი ჩემგან. – აკოცა ლოყაზე მაშინვე. – უბრალოდ გაზრდის საშუალება მოგეცი. დაფიქრების და ცხოვრების გაგრძელების, ისე როგორც გინდოდა შენ.
– ბრაზობდი მაინც ჩემზე..
– ვბრაზობდი, რადგან არ ტყდებოდი. – ცხვირით გაელამუნა ყელზე. – არ აღიარებდი არაფერს. მაბრალებდი სისულელეებს… ეჭვი შეგქონდა ჩემს სიყვარულში.
– არ გინდა…
– შენ თავად არ წაიკითხე წეღან მოხსენება, როგორ ტერორშიც მაცხოვრებდი?!
– არაფრით გამოგრჩეს..
– ხომ აღიარე ყველაფერი, მე მეტი სათქმელი და საჩივარი არაფერზე მაქვს. ჩვენი ტანჯული თანაცხოვრების გადამეორება აღარ არის საჭირო. ახლა ნანგრევებზე უნდა დავაშენოთ ახალი მომავალი…
– გაიძვერა ხარ! საერთოდ რისთვის მოვედი… – წინ წაიწია გასაქცევად მომზადებული, თუმცა სიცილით აიკრეს მკერდზე.
– რისთვის და ჩემთვის, ჩემო პატარავ. ჩემი ხელში ჩაგდება გინდა ოსტატურად, ვითომ არაფერ შუაში ხარ.
– არ მინდა სახლში წასვლა. – დაიჩურჩულა მის მკლავებში თათამ და შემოტრიალდა უეცრად მოდუნებული.
– მაგრამ აქ დარჩენაც არ გინდა, არა? – გაეღიმა სანდროს და გაუსწორა თმა.
– რა თქმა უნდა, არა.
– ჩემთან წავიდეთ… ჩვენს სახლში. – მიადო შუბლი შუბლზე.
– ვერა.
– აბა, რა გიყო… სად წაგიყვანო…
– ხურცილავებთან დამტოვე. მაგდასაც ვინახულებ.
– მერე ლალიმ რომ მცემოს?! – დაიჩურჩულა და ხელებზე აკოცა საყვარელ მეუღლეს.
– დაგიამებ ისევ.
– არ მეყოფა ეგ. არაა საკმარისი. მეტი მინდა.
– წამიყვან თუ წავიდე ჩემით?!
– ეგ სულ არ გამხსენებია, რომ შენით მოხვედი აქამდე… მე რა გითხარი სახლიდან გასვლაზე, ჩემო ძვირფასო მეუღლევ?!
– არ დაიწყო ახლა…
– არა, ვასრულებ, პირიქით. ჩამოგერთმევა ეგ ძვირფასი მანქანის გასაღები…
– უკაცრავად?!
– მე არაფერ შუაში ვარ. მამაშენის ნაყიდია და მაგას ქონება უნდა დავუყადაღოთ.
– სანდრო!!!!
– სახლსაც საფრთხე ემუქრება. თუ ერთხელ მაკოცებ, შეიძლება გადავიფიქრო.
.
მაგდას გამობერილმა მუცელმა ცოტათი გაახალისა თათა. თორნიკეც დაადგა გამოსწორების გზას, როგორც ამბობდნენ ოჯახის წევრები. მათეს სახლში დახვედრამ ხომ საერთოდ შეუცვალა მთელი დღის განწყობა. ასე არასდროს დასჭირვებია მისი ჩახუტება, ეს თბილი ღიმილი და მზერა, რომელმაც ყველაფერი იცოდა წინასწარ. სანდროს მანქანა არ გამოჰპარვია მათეს. როგორც კი შეაცილა სახლში მეგობარი, მაშინვე გამოვიდა სანდროსთან მისასალმებლად.
ტრადიციულად, სახლში არ შევიდა მატაბელი.
არც ერთს დაუვიწყებდა მაშინდელ სიტყვებს, ამიტომ ჯერ კიდევ ზურგშექცევით იდგა ხურცილავების კლანისგან, როგორც თავად ეძახდა ხოლმე.
თვალი გააყოლეს გოგოებმა ერთად ჩამომდგარ ძმაკაცებს. სიგარეტს ეწეოდნენ ეზოში, სახლისკენ არ იხედებოდნენ.
– როდის დაივიწყებს? რა ჯიუტია! – ტუჩები მოკუმა მაგდამ. – ველური და თავნება!
– ხომ იცნობ. – გაიღიმა თათამ. – დაგიბრუნდებათ მერე პომპეზურად.
– ხო, ახასიათებს ეგეთი სიურპრიზები. თორნიკე ჩემზე ხშირად მას კითხულობს ხოლმე. – საბოლოოდ გაიღიმა მაგდამაც. – თავს დამნაშავედ გრძნობს ისედაც.
– დამნაშავეა და იმიტომ. – ჩაერთო ლალი და კუთვნილი ყავა დაუდო მაგიდაზე თათას. იქვე ჩამოჯდა გოგოებს შორის, რომლებიც დიდი ფანჯრიდან უყურებდნენ ერთმანეთში მოლაპარაკე კაცებს.
– ხდება ხოლმე, არაუშავს. – უხერხულად მოსვა პირველი ყლუპი თათამ.
– ჩემზე ბრაზობს, არა?! – ანიშნა სანდროსკენ ლალიმ. – ასე ძალიან ეტკინა ჩემი ხელი?
– ნუ იტყვი. არასდროს დაივიწყებს ალბათ. – გულახდილად გაიცინა თათამ.
– დედის ხელი საწყენი არ არის, ასე გადაეცი, ასე თქვა – თქო, შენმა ლალი დეიდამ.
– გადავცემ.
– ზედმეტი მომივიდა. არასდროს შეუქცევია ჩვენთვის ზურგი, მე კი მადლობის ნაცვლად სხვანაირად მოვიქეცი საერთოდ. მათე დღემდე ბრაზობს მაგის გამო. ბიჭებსაც ავურიე ურთიერთობა. შემოიყვანე სახლში, თათა.
სევდიანად და თან მტკიცედ ჩაასრულა ქალმა წინადადება.
– შემოვა თვითონ. ნუ ღელავთ ამაზე, ახლა არ სცალია უბრალოდ.
– გოგო, რატომ არ უნდა მეუბნებოდეს სალამს მე სანდრო?! შვილებისგან რომ არ ვარჩევ, ისეთი ბიჭი!
– კარგი, რა ლალი, თათას რას ეუბნები, მიდი და დაელაპარაკე შენ… – ანიშნა მაგდამ დედამთილს. – ნახავ, რა პასუხსაც გაგცემს… თავის ნათქვამაა, არ იცი მეტად?
– შერიგდით თქვენ? – მიუტრიალდა ისევ თათას ქალი.
– არა.
– რას ელოდებით? – ჩაეცინა. – ცალ – ცალკე თქვენი ყოფნა საცოდაობაა.
– იცის ქალმა. – თვალი ჩაუკრა მაგდამ.
ღამე იქ გაათია თათამ. მაგდას თბილ პიჟამოში და ხალათში იყო გახვეული, მათე რომ მიუჯდა დივანზე გვერდით. დაადო მხარზე თავი ისე, როგორც წლების წინ. ხშირად დაჰყვებოდა განერვიულებულ თათას გამოცდებზე მათე, სანდროს არ ეცალა და იმიტომ.
– ვინ გაგაბრაზა… – გაეღიმა ბიჭს და გადახვია ხელი მოკუნტულ თათას. – ვერ ვიჯერებ, რომ სანდრომ არა…
– შეარიგე ეგ დედაშენს, თორემ შეგვჭამა წეღან მე და მაგდა.
– აუფ, ის ორი არ მიხსენო. – მოისრისა შუბლი მათემ. – ის დრო გამახსენდა ახლა, სანდროზე გაბრაზებული რომ მოდიოდი ჩვენთან. გახსოვს?!
– სულ მაბრაზებდა. – მრავლისმთქმელად ჩაილაპარაკა ქალმა და გადაიხარა დივანზე. – უფრო სწორედ, ჩემ თავს ვაბრაზებდი სულ ტყუილად.
– პატარა იყავი… – გააგრძელა მათემ. არ უყვარდა ასეთი საუბარი თათას.
– ჰო, ყველა მაგას აბრალებს ახლა. სრული გაუგებრობა გვქონდა ურთიერთობაში, ყველაფერი ერთმანეთს მიემატა.. მაინც დასრულდებოდა ოდესმე.
– ისე დაასრულეთ, ერთმანეთის სიყვარული არ შეგიწყვეტიათ. – გაეღიმა კაცს. – იცი, მგონია, რომ საუკეთესოდ დაშორდით ერთმანეთს.
– კარგი რა… – გადაიკისკისა, ამოავსო ცარიელი ოთახი თათას ხმამ.
– მე ჯერ არ მინახავს წყვილი ერთმანეთს დაშორებოდა და კიდევ უფრო მეტად შეჰყვარებოდა ერთმანეთი. ერთადერთები ხართ. საერთოდ ყველაფერში.
ბევრი მოგონება გადმოიღეს იმ დღეს სკივრიდან. მთელი წარსული თვალწინ გადაიშალა თითქოს. კაცის სიტყვებზე დაფიქრდა თათა. იქნებ, მართლა ასე იყო საჭირო..

გაუმართლა თათას, მეორე დილით რომ ისვენებდა სამსახურში. მაგდას გაჰყვა დილით თორნიკეს სანახავად, მერე ექიმთანაც შეაცილა. თვითონ გარეთ იჯდა მომლოდინედ. მალხაზი დალანდა მიმღებში აქეთ – იქით მოსიარულე.
– თათა? – ხელები ფართოდ გაშალა კაცმა. – აქ რა გინდა?
– მადგას გამოვყევი. თქვენ რა გინდათ აქ? – გაეღიმა ქალს. – მეგონა, ყველას აკრძალული გვქონდა გარეთ სიარული..
– დავეხსენი ტყვეობას როგორც იქნა. შენ რაღატომ არღვევ წესებს?
– მოგვყვება პირადი დაცვა მათეს სახით. საქმეზე გავიდა და მოგვაკითხავს მალე.
– ჯერ არ გამოუშვებენ სავარაუდოდ მაგდას, წამოდი, ვისადილოთ. – ხელკავი გაუყარა თავის საყვარელ რძალს და გამოატარა სიამაყით კოლეგებს შორის. წაბორძიკდა უეცრად გზად მიმავალი თათა, ძლივს მოასწრო მისი დაჭერა მახომ.
– არ მშია მართლა, რაღაც ვერ ვარ კარგად. – შუბლი მოისრისა ქალმა, იქვე ჩამოჯდა სკამზე. აღელდა მალხაზი მაშინვე. არაფრით არ დაანება თავი მახომ, თავისივე ხელებით შეიყვანა პალატაში და სისხლის ანალიზი აუღო.
– ჰემოგლობინი გექნება დაბალი. კარგად გძინავს ღამე? მოთენთილი ხომ არ ხარ მთელი დღე?
– არაფერი მჭირს… უბრალოდ გადავიღალე. რა საჭიროა ეს… – დაიხედა ხელებზე შეწუხებულმა თათამ.
– როდის იყავი ერთი ბოლოს ექიმთან? ჩემ მერე სულ მოგაკლდა ყურადღება…
– ოხ, შენ და შენი შვილის ტრაბახმა დამღალა. – თვალები აატრიალა ღიმილით. – არ მჭირს არაფერი, დარწმუნდები შენც.
– ფერი არ გადევს რაღაც. – შუბლი შეუმოწმა კაცმა. – მართლა კარგად ხარ, თათუ? ხომ იცი, რომ აქ ვარ. მამა ვარ შენი, ჩათვალე..
– არ არის მაგის შეხსენება საჭირო, მართლა.
– დაგმართნია ასე ამ დღეებშიც? – საეჭვოდ მოათვალიერა სახეზე ქალი.
– არა. ალბათ, ბევრი ვინერვიულე, სულ ესაა.
– წამოდი, წამოდი, მათეს დავაბარო მშვიდობით მიგიყვანოს შინ.
– არ უთხრა შენს შვილს არაფერი, თორემ ხომ იცი მერე..
– ვიცი, ჰო. – გაეცინა კაცს. – ანალიზის პასუხებზე დაგირეკავ მერე.
– კარგი. მადლობა.
– არანაირი მადლობა. მხოლოდ ნახვამდის. – შუბლზე აკოცა და შვილივით გააყოლა თვალი მაგდასთან ერთად გამავალს.
მისთვის ყოველთვის იმ პატარა გოგოდ დარჩებოდა, სანდრომ რომ მოიყვანა სახლში.
.
– რას ვაპირებთ? – წამოიწყო ნიკომ. მანქანაში ისხდნენ ძველებურად. სახლიდან გამოპარულ ნიას უთვალთვალებდნენ უნივერსიტეტის კარებთან.
– ერთხელ ვთხოვე ამ ხალხს რაღაც და არაფერი გაითვალისწინეს. – მრისხანედ დაილაპარაკა სანდრომ.
– გადაგიარეს… თავს ლაფი დაგასხეს.
– მიაყენე შენ თორე, ლაფი იქნება მერე მუშტი თუ მოგხვდება მაგ სიპატიაგა სახეზე.
– რას მერჩი მე? – სარკეში ჩაიხედა ნიკუშამ. – უყოყმანოდ დაგყვები ყველგან და მაინც არ მაფასებ.
– რატო გაგექცა გოგო? – ანიშნა შენობისაკენ. – ასე მიხედავ მომავალშიც?
– შენ თუ მაცდი პირად ცხოვრებას, არ გამექცევა არსად. – ამჯერად თვითონ გადმოხედა უფროსს მრისხანედ. – შენი ცოლიც რომ არღვევს წესებს, იცი?
– ვიცი, ჰო. – მაშინვე მოლბა სანდრო, როგორც კი ახსენეს “თავისი ცოლი“.
– მარა მაგას ვერ უბედავ ვერაფერს..
– ნიკოოო…. – თითი დააქნია გამაფრთხილებლად. – გამოვიდა ქალბატონი, მომგვარე ახლავე!
– ნებითა მისითა თუ?! – გააღო მანქანის კარი და დაემორჩილა ბრძანებას.
– თუ არა. – წარბები აუწია მრავლისმთქმელად. ფერი გადაუვიდა სახეზე ნიას, როგორც კი დალანდა ბიჭები ერთი მეორეზე მიყოლებით. დასჯილი ბავშვივით ჩაჯდა უკანა სავარძელში. ნიკო ატარებდა მანქანას, გზას უყურებდა, სანდრო – ნიას.
– ნუ მიყურებ ასე. – დაილაპარაკა ბოლოს თავად ბავშვმა. – დავიღალე სახლში ჯდომით.
– შენთვის ოდესმე რამე მითხოვია? – თვალს არ სწყვეტდა სანდრო.
– კი.
– რა?!
– იმის გაგება, ჰყავდა თუ არა თათას ვინმე…
– ეგ ისედაც ვიცოდი მე, უბრალოდ მინდოდა თათას გაეგო, რომ გეკითხებოდი მასზე.
– რა დამპალი კაცი ხარ! – კბილებში გამოსცა ნიამ.
– სერიოზულად?! – ნიკუშამაც კი გაკვირვებით მოათვალიერა მატაბელი.
– ხო, რა იყო, რა მოხდა?! – გაუგებრად მიაჩერდა ბავშვებს სანდრო. – რას გეუბნებოდი შენ?
– რატომ გამოვედი სახლიდან…
– ჰო, ბარემ უპასუხე მაგ კითხვას. რა გეუნივერსიტეტება ახლა ასეთ დროს?
– წავიდა მამაჩემი. რა საფრთხე მემუქრება მეტი? – მხრები აიჩეჩა ნიამ. – გავიდა, ხო, ქვეყნიდან?
– არ ვიცი. – გზისკენ შეტრიალდა სანდრო. – ჯერ არ ვიცი ვინ სად არის.
– თავის დროზე უნდა დაგეჭირა. გავა წლები და მოვა ისევ ახალი გეგმებით..
– მამაშენი ყველაზე ნაკლებად სადარდებელია ახლა. გაცილებით დიდი მტერი მყავს და დაიჯერე ადამიანური ნათქვამი. არ დაგინახო გარეთ. თუ ვერ ითმენ, დაგვირეკე და გაგიყვანთ ჩვენ სადაც გინდა.
– კარგი, წამიყვანე მაშინ სესილისთან, სამსახურის საქმეები მაქვს მოსაგვარებელი.
– ნია! – მსუბუქად ამოიყვირა სანდრომ. – სამსახურიდან წამოსული ხარ.
– არ ვარ!
– ხარ! – არ დაუთმო და ამოისუნთქა ბოლოს. – დამიჯერე ერთხელ, გოგო, რა გჭირს?
– კარგი, დამსვით სახლში და ცხვირს არ გამოვყოფ გარეთ, სანამ თქვენ ვიღაც არ არსებულ მტერთან პრობლემებს არ მოაგვარებთ. დამღალეთ!
– ბოდიში ბატონო, – გაეცინა სანდროს და თვითონაც მიაბრახუნა მანქანის კარი. – დამელოდე, ნია!
– გაბრაზებული ვარ, მაგრამ იცოდე მაინც… – შუა გზაში გაჩერდა ბავშვი. – თათას გული წაუვიდა გუშინ საავადმყოფოში.
– მერე? – მაშინვე შეეცვალა ხმის ტემბრი სანდროს.
– კარგად არის ახლა. მარტო ყოფნა უნდოდა და შეგიძლია დაურღვიო სიმყუდროვე. თავის სახლშია…
– გაპატიებ მაშინ დღევანდელ საქციელს. გაიქეცი ახლა…
ხელი დაუქნია ორივეს და უდარდელად აიარა კიბეები. ყოველთვის იცოდა, როგორ მოეგო სანდროს გული, თუნდაც ბოროტული გზით.
.
კარგა ხანს უყურა ტელეფონს, როცა დაასრულა საუბარი მალხაზთან. ანალიზების პასუხის გაგების მერე არც ზარის ხმა და არც კარზე ბრახუნი არ გაუგონია. ინსტინქტურად მიიდო ხელი მუცელზე, ჟრუანტელმა დაუარა, როგორც კი წარმოიდგინა ვისი შვილიც ბინადრობა ახლა მანდ. თვალებიც გაევსო ცრემლებით, ყველაფერმა თვალწინ გადაუარა.
– ჩამოვიღო ეს დედა აფეთქებული კარი?! – სანდროს ყვირილი როგორც კი მოესმა, მაშინვე მოვიდა გონს. კარის გასაღებად გაემართა აფორიაქებული, აღელვებული.
– რა გინდა?! – გასძახა შორიდან, ვერ ბედავდა ახლა მასთან შეხვედრას.
– უკაცრავად?! – შეშფოთდა სანდრო. – არ შემომიშვებ?
– არა.
– რატომ? – შუბლით მიეყრდნო კარს მატაბელი. – ამჯერად რას ვაშავებ..
– წადი, გთხოვ. არ მაქვს ახლა შენთან ჩხუბის თავი.
– რატომ წაგივიდა გული გუშინ? – ამაოდ ცდილობდა ჭუჭრუტანაში გახედვას სანდრო, ვერაფერს ხედავდა.
– ვინ მოგახსენა?
– რა დაგემართა? რა გჭირს? – არ მოეშვა მაინც. – დამენახე და წავალ.
– არ მინდა არავის ნახვა. რა იქნება, უბრალოდ წახვიდე. – თვითონაც მიეყრდნო კარს თათა. ცოცხალი თავით არ აპირებდა მის ნახვას იმ წამს.
– რისი გეშინია, თითს არ დაგაკარებ.. – სისინებდა სანდრო. – ცუდად თუ გამოიყურები, ეგეც არაა პრობლემა..
– არ მეცინება. – გაეღიმა სუსტად თათას. – რატომ მოხვედი?
– გული წაგსვლია. მიზეზი მაინტერესებს.
– გადაღლილობა, მეტი არაფერი.
– არ გამიღებ კარს?
– არა.
– მშიერი ვარ. – დაიბურტყუნა სანდრომ. – ყველანაირი გაგებით.
– წადი ახლა, გვიანია უკვე.
– მე წამივა გული შიმშილისგან და იქნები მერე ქვრივი. – არ იშლიდა თავისას სანდრო. დაეჯაჯგურა სახელურს მაინც. – გამიღე.
– აჰა, გაგიღე. რა გინდა? – დადგა ზღურბლზე თათა. უცებ მოათვალიერა სახეზე მეუღლე სანდრომ. დარწმუნდა, რომ კარგად ჰქონდა ყველაფერი. ცოტა ხანი უყურა თვალებში და კიბეებზე დაიწყო ჩასვლა.
– შენ ნორმალური თუ ხარ? – გამოვიდა გარეთ თათა.
გაჩერდა ბოლო საფეხურზე მატაბელი. ქვევიდან გამოჰხედა ცოლს.
– მე არ უნდა ვიგებდე ყველაზე ბოლოს, შენ თუ ცუდად ხარ.
– მაპატიე, ეგრევე თუ არ შეგატყობინე… ყველა დეტალი უნდა შეგითანხმო?!
– რას მიმალავ?! – მხოლოდ ერთი საფეხურით ამოიწია სანდრომ. – თქვი.
– არაფერს. – ნერწყვი ძლივს გადაყლაპა თათამ.
– არა, რაღაცას მალავ. ვგრძნობ. თან ვიცი…
– რა იცი?! – თვალები დაჭყიტა მაშინვე.
– მაგ რაღაცის გამხელის რომ გეშინია, ეგ. არ არსებობს ისეთი რამ, რისი მიღებაც და გაგებაც მე არ შემიძლია, თათა. მით უმეტეს, შენთან დაკავშირებული…
– მაცდი ცოტა ხანს? – კედელს მიეყრდნო თათა. – შეგიძლია მადროვო და თავად გადავწყვიტო, მოგიყვე თუ არა საერთოდ რამე?
– დავინტრიგდი უკვე. – გაეღიმა სანდროს. – მართლა კარგად ხარ?
– არ ვარ კარგად. დაღლილი ვარ. მობეზრებული ამ რეალობას. გული არ წამსვლია, გააბუქა ალბათ მახომ..
– მახომ?! – ახლა მართლა მთელი სხეულით მოტრიალდა სანდრო. – მამაჩემმა რა იცის?
– მასთან ერთად ვიყავი საავადმყოფოში, მაგდას გავყევი.
– მტერია ეგ კაცი ჩემი თუ მამა! – ვერ დაუჯერა მოსმენილს სანდრომ. – რატომ არ მითხრა?
– მე ვთხოვე და იმიტომ.
– ან რა უნდოდა საავადმყოფოში, რატომ გავიდა სახლიდან? – მრისხანედ მოისვა სახეზე ხელი. – ან შენ რას დადიხარ საავადმყოფოებში, რატომ არ წახვედი პირდაპირ სახლში?
– ბოდიში?!
– რა გაწუხებს. მითხარი. – მაშინვე გაჩნდა მასთან და მონატრებულად მოუსვა სახეზე ხელი. – როგორ შემიძლია დაგეხმარო.. როგორ შეგიმსუბუქო ის, რაც გაწუხებს, ცოტათი მიმანიშნე…
– უბრალოდ წადი ახლა. – დაიჩურჩულა და თავად აკოცა იმ ხელზე, რომლითაც ეფერებოდა სანდრო. – მარტო ყოფნის საშუალება მომეცი.
– ოცდაერთი ვარდი რომ მოვიტანო, მაინც ვერა? – მსუბუქად აკოცა ლოყაზე. – ეგეც არ გაათბობს შენს გაყინულ გულს?
– ოცდაერთი ცოტაა.
– ოც ვარდზე არ გამყიდე მაშინ? ჩემ თვალწინ რომ მოწრუპე ის წითელი ღვინო…
– იეჭვიანე?! – გაეღიმა თათას. – შენ ხომ არ გახასიათებს უაზრო ეჭვიანობა.
– ვიეჭვიანე და გაგახარე. გაგისწორე…
– კარგი რა… – გადაიკისკისა თათამ. მოღერღილ ყელზე დაეკონა ქმარი ტუჩებით.
– შევიდეთ შიგნით, დავრჩები შენთან…
– სახლი ხომ გაქვს. – გაუღიმა და უკუსვლით დაიწყო თავად სიარული. შიგნით შეჰყვა სანდროც, ისე რომ ხელი არ გაუშვია მისვთის.
– სახლი შენც გაქვს, მაგრამ მაინც აქ ცხოვრობ მარტო.
– გაგცემ ახლა მაგის პასუხს და მერე…
– გამომყევი ცოლად. – იქვე ჩამოდგა სანდრო. – სერიოზულად გეუბნები. სერიოზულად გთხოვ. გახდი ჩემი ისევ.
– სანდრო…
– როცა ყვლაფერი ჩაივლის, მერე მოვაგვაროთ ოფიციალური მხარე. ახლა უბრალოდ ჩემთან იცხოვრე. არ მოიხსნა ეგ ბეჭედი.. – ანიშნი ხელისაკენ, თვითონაც ადგილზე ჰქონდა შერჩენილი ბოლოს გაკეთებული.
– მე რა გთხოვე და შენ რას ლაპარაკობ. ხომ მიდიოდი?!
– ხომ არ მიშვებდი სახლში? – მიუახლოვდა მაშინვე. – განსხვავებულად ვიქცევით ორივე, მაგრამ ერთი რამ გვინდა მაინც: ერთმანეთი.
ჩამოდგა სიჩუმე მათ შორის. ბოლოჯერ დაუბარა ყველა სათქმელი სანდრომ. უხმაუროდ გაიხურა ძლივს გაღებული კარი.
ყველაფერზე დაფიქრდა თათა. მიხვდა, რომ მეტად აღარ შეაწუხებდნენ თხოვნებით, მეტად არავინ შესთავაზებდა რამეს, ახლა თავისი სიტყვის ჯერი იყო.
კარგა ხანი უყურა დახურულ კარს. თითქოს, გამოფხიზლდა ბოლოს, უკან გაჰყვა ქმრის ნაბიჯებს. მისი სახელის დაძახებას აპირებდა, ყველაფრის მოყოლას, მამობის სიხარულის გაზიარებას. გასული იყო მატაბელის ავტომობილი ტრასაზე. ვეღარ ხედავდა ქუჩაში გამოსულ მეუღლეს – მასზედ ადევნებულს.
– ვინმეს ელოდები, თა – თუ?! – გაისმა მოძველებული, დავიწყებული ხმა. ვერ გაბედა უკან მოტრიალება თათამ, ტანში გააცია გაცნობიერებისას. – კიდევ ვერ მოაბით თავი ამ შერიგებას?
– თავი დამანებე! – ხელი აუქნია ახლოს მოსულ დიტოს, შეურყევლად განაგრძო სახლისკენ მისასვლელი გზისკენ სიარული.
– მომესალმე მაინც… გადამკოცნე ან ჩამეხუტე, რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი.
– ნუ მოდიხარ! – გაეყინა ხმა ქალს. მიტრიალდა მისკენ და თვალებში შეხედა ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა დაინახა მირას დალურჯებული თვალი. – არ გიცნობ მე შენ! არ ვიცი ვინ ხარ!
– არ გინდა ახლა ეს პათეტიკური საუბარი… დამპატიჟე სახლში და დავილაპარაკოთ ადამიანურად.
– არ გაბედო. – ხელი აუქნია წამოსულ კაცს. – ის ბავშვი აღარ ვარ, ისევ რომ მომატყუო. წადი საიდანაც მოხვედი, დიტო, თუ გინდა ცოცხალი გაგიშვან აქედან.
– სანდროს სახელით მემუქრები? – გაეღიმა დიტოს. – მაშინაც გინდოდა სანდროს ჩარევა, მაგრამ გადაგაფიქრებინე.
– ვიცი, გამასულელე. გამოგივიდა, მომილოცავს. როგორც კი გაიგო სანდრომ, მაშინვე არ მოკურცხლე კურდღელივით? რა იყო, შეგეშინდა ეგრე ძალიან?
– როგორ გაზრდილხარ. – გაეღიმა დიტოს. საერთოდ არ ეტყობოდა მის სახეს ზიზღი, ან ბოროტული განზრახვა რამე, ისევ ძველებურად უყურებდა თათას – დიდი სიყვარულით.
სადარბაზოსკენ აიღო გეზი, თუმცა წინ აეხვეტა დიტო.
– ჯერ არ დამისრულებია…
– ხელი გაწიე! – პირდაპირ სახეში გაუქანა გაშლილი ხელი თათამ. სწორედ მაშინ ჩამოუგორდა ერთადერთი ცრემლი თვალიდან. – გამომიყენე! ცხოვრება დამინგრიე! ჩემი საყვარელი ხალხისთვის თვალი ვერ გამისწორებია დღემდე შენ გამო! შენი შვილის დედას გული გაუტეხე… სხვა თუ არაფერი, დემეტრე მაინც არ იყო შენი შვილი? შვილი როგორ გაიმეტე?
– ჩემს შვილს თქვენგან წავიყვან. – ნელა მოისვა ხელი გაწითლებულ ლოყაზე და სახე მიუტანა ახლოს თათას. – შენ ქმარს არასდროს გავახარებ. არც ჩემ ცოლს დავინდობ, ენას რომ ვერ აჩერებს. აი, შენ… შენ არ ვიცი რა ბედი გელის ჯერ. ძალიან საჭირო კოზირი ხარ…
ისევ მიიღო მეორე სილა. იგივე ლოყაზე. გაეღიმა დიტოს, თათას სახე ჰქონდა წაშლილი, თვითონ უფრო ჰგავდა სილა გაწნულს. გაქვავებული იდგა და ისმენდა ამ უაზრო ლაყბობას.
– შენ გგონია ჩემი გამოყენების უფლება გაქვს? – ამოიყვირა და ხელით გასწია წინ წამოსული კაცი. – ვინ გგონია შენი თავი? ვინ ხარ საერთოდ, რა გინდა, გაქრი ჩვენი ცხოვრებიდან!
– ჩაჯექი მანქანაში. წამომყევი და ყველაფერი დასრულდება. სანდრო ქვეყნიდან წასვლის უფლებას მოგვცემს და მოვრიგდებით.
– მეტი რა გინდა? – გაეღიმა და კიბეებზე დაიწყო ასვლა. მაშინვე მოატრიალეს. დაუჭირა ხელები დიტომ, ისევ აპირებდა მისთვის გალაწუნებას თათა.
– მეტინა, თათუ, შემიცოდე ცოტა..
– ხელი გამიშვი, ავადმყოფო! – ამოიყვირა და გაუძალიანდა.
სულ ტყუილად დაიძახა მეზობლების სახელი, პირზე აუფარეს ხელი და მისი ხმა შარშანდელი თოვლივით აორთქლდა.
ხანგრძლივი ღამე ჩამოწვა დედაქალაქში. რატომღაც უკან ექაჩებოდა მატაბელს გული. პირველად იყო ასე – სახლში წასვლა არ უნდოდა. სახლის კარი არ ჰქონდა გაღებული ნანის, ისევ რომ დაახურინა სანდრომ გარედან. მხოლოდ შერიფმა მოასწრო კარში გაძრომა და პატრონის ფეხებთან მოკალათება.
– ამჯერად რაღა მოხდა, რითი უნდა გამიხეთქო გული? – ანიშნა სანდრომ თავით. მორიდებული იდგა ნიკო, თავს ვერ სწევდა ზევით, ხმასაც ვერ იღებდა.
– ამოღერღე, თორემ მოგხვდება! – შეაგულიანა სანდრომ, შერიფთან ჩაიმუხლა თავად.
– ნიას დარჩა ერთხელ ტელეფონი ჩემთან. მაშინ წვდომა მოვიპოვე და ძველი მესიჯებით იმ ტიპის კვალზე გავედი, ვინც შენ გიგებდა მახეს, ვინც ავალებდა მთელი ეს ერთი წელი სტატიების დაწერას.
– მერე?
– არ ვიცი, როგორ, როგორღაც, საიდანღაც კვალი ერთადერთ ადამიანს უკავშირდება. არც გიორგია, არც დიტო…
– და რომელი ჩემი მტერია სხვა? – გაეღიმა მატაბელს, თითქოს არც ადარდებდა.
– ირაკლი ერისთავი. მამაჩემი.
შერიფმაც კი ამოიხედა ამ სიტყვების გაჟღერებისას. ცოტა ხანი არაფერი თქვა სანდრომ, მხოლოდ თვალებში უყურებდა ნიკოს, მთლიან სახეზე რომ ალმური ეკიდა. თავი ჩახარა სანდრომ დანანებით, მოეფერა ძაღლს ზურგზე და ფეხზე წამოდგა მშვიდად. დინჯად მიუახლოვდა თავის მოსწავლეს, რომელსაც სხვა თუ არაფერი, ერთგულება მაინც ვერ ასწავლა თვითონ, რადგან მას ეს თვისება უკვე ჰქონდა.
მხარზე შემოჰკრა ძველებურად ხელები. თავი ააწევინა ძალით. კეფაზე მოჰხვია ცალი ხელი.
– რა ვუყო?! – დაასწრო ნიკომ კითხვა.
– რაც გინდა. – შეანჯღრია ონდავ ბიჭის სხეული სანდრომ. – შენი გადასაწყვეტია.
– მაგრამ შენ გეხება. შენი მტერი ყოფილა, ეს….. ჯანდაბა! – ამოიყვირა და კედელს მიარტყა ფეხი გაღიზიანებულმა. – თურმე რატომ შეუკიკინა გივის, შენთან რომ მივემაგრებინეთ მაინცდამაინც. თურმე რატომ იწვალა ამდენი.. მეგონა მართლა ჩემს მომავალზე დარდობდა, მეგონა აღელვებდა ის ფაქტი, რომ მე ეს საქმე მიყვარდა, მეგონა ხელს მიწყობდა…! ხომ გესმოდა, როგორი დამცინავი იყო ჩემ მიმართ? ხომ გაიგონე შენც, რას ლაპარაკობდა?! ვერ ნახულობდა ჩემგან სარგებელს და იმიტომ… არ გავუმხილე არც ერთი საქმის არც ერთი დეტალი და მაგიტომ გახდა ასეთი აგრესიული ჩემი საქმის მიმართ…
– დამშვიდდი ახლა! – მოაშორა მაგ კედელს სანდრომ ერთი ხელის მოსმით. – დაწყნარდი – მეთქი, ნიკო! კარგი! დაწყნარდი!
– როგორ დავწყნარდე? როგორ? – სახეზე მოისვა ნერვიულად ხელი. – ნიას რას უკეთებდა… ვიღაცეები მიუქცია ბავშვს შესაშინებლად… მთელი ქვეყნის თვალწინ გამოჭიმა ტელევიზიაში.. შენ საქმეებში ცხვირს ჰყოფდა..
– მე საერთოდ არ მიცნობს. ვისთან მუშაობს?
– გივის ხომ იცნობს სამაგიეროდ. მისი მოშორება უნდა. ერთ პარტიაში არიან, მაგრამ მისი ადგილის დაკავებას ცდილობს. იცის, რომ ყველაზე ძლიერი ადამიანი ჩვენ საქმეში შენ ხარ და გივიც ნათლიაშენია. ხედავ, რაები აქვს გათვლილი ტიპს? შეშლილია.
– ვააახ… – ხელი შეუშვა ბიჭს და იქვე ჩამოჯდა შეფიქრიანებული. – ანუ უნდა გადამეფარებინა ის მაგიდა იმ დღეს მისთვის, ხო? ადრე წამოვედი.
– პოლიტიკური ამბიცია ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ასეთი დოზით… არასდროს. გააბოროტა ფულმა. დააბრმავა.
– ნეტავ, ჩვენ გვქონდეს მაგდენი ფული. – ჩაეცინა სანდროს. – ხომ დავაწვენდი შერიფს „ვიაპ“ კლინიკაში, ახლა სად დამყავს?! სადღაც საბურთალოზე!
– მომაწევინე… – მიუჯდა ნიკოც გვერდით. – ტრაკში ვარ იმენა.
– ნუ დაიწყე ახლა მოთქმა. ხომ იცოდი ისედაც, რომ წაჰკრავდა ფეხს სადღაც მამაშენი.
– მაინცდამაინც ჩემთან?! და შენთან. და ნიასთან. იმენა, ყველგან გამიფუჭა საქმე!
– კარგი, ნუ ტირი, გაპატიებ ამ ერთხელ.
– მე რა მჭირს საპატიებელი? რა ვუყო ახლა, ციხეში როგორ გავუშვა? – გაღიზიანებულმა წაუკიდა ცეცხლი სიგარეტს. თავი ჩახარა ჩამომჯდარმა.
– არ იმსახურებს ციხეს თუ რატომ? – მომთხოვნად შეხედა სანდრომ, თან მხარიც გაჰკრა. – ვიცი, რომ მამაშენია, მაგრამ სასჯელს მოიხდის ყველა ყველაფრის გამო. შენი შვილიც რომ იყოს მაინც, ეგ სამართლიანობა არ უნდა დაკარგო.
– ვიცი. უბრალოდ…
– გერიდება? ბორკილს ვერ დაადებ? მე ვიზამ, თუ გინდა.
– დამაცადე ჯერ შეჩვევა. – მიახალა პირში სანდროს. ცოტა დაფიქრდა სანდრო, რატომ უჭირდა ასე ძალიან ამ ფაქტთან შეგუება ნიკოს. მერე გაახსენდა თავისი ცოლი, როგორ აუხსნა ოჯახის მნიშვნელობა ერთ დღეს, როცა შეადარა ყველა სხვა მშობელი და სანდროს მშობლები ერთმანეთს.
– დაგაცდი ყველაფერს. შენზე იყოს ეს ამბავი.
– მგონი, ვხვდები, რატომ არ გესმის თათასი ზოგჯერ. – გააბოლა ღერი ნიკომ. თან შერიფის მოეფერა ორივე ხელით. – ვერ იჯერებ, ასეთი მშობლები რომ არსებობენ.
– ჩემმა ცოლმა და შენ ერთად იმოძრავეთ. გულგატეხილი შვილების საუბრებმა შემაწუხა. – გაეღიმა სუსტად. – კაი მშობლები მყავს, ხო ჯანდაბას, მარა მე ვარ ცუდი შვილი. ან ერთი იქნება, ან მეორე.
– ნუ ატ.რაკებ ახლა ძალით. იმენა სერიოზულ პიზდეცში ვარ. – დაასრისა სიგარეტის ღერი კიბის საფეხურზე ბიჭმა. – შერიფ, რა ვქნა, ჰა?
– მხოლოდ ჩემი ესმის ჩემს ძაღლს.
– რომელსაც კვირაში ერთხელ ხედავ და მაშინაც მე მისვამ მანქანაში ექიმთან წასაყვანად?! კი, აბა რა.
– ბევრს წუწუნებ რაღაც.
– გასაჭირში ვარ და შენ ღადაობ. ან რა არის საღადაო, არ გაღელვებს ეს ამბავი?
– და რა მოხდა ასეთი დაუჯერებელი? კაცს სახლში ვესტუმრე და კულტურულად გამომლანძღა, ამახვევინა პირდაპირ. არ მიკვირს მისგან არაფერი. – ცოტა ხანი არაფერი თქვა სანდრომ.
– იცოდი, არა? – გამოხედა საეჭვოდ ნიკომ.
– ვხვდებოდი რაღაცას.
– რატომ არ მითხარი?
– რა უნდა მეთქვა? ჩემი ვარაუდი?
– ვარაუდი, რომელიც ყოველთვის მართლდება?! კი, სანდრო, უნდა გეთქვა!
– ხომ გაგირკვევია შენით, რა გინდა მეტი? არ ვიცოდი მე ასე დეტალურად, უბრალოდ ჩემით გავიფიქრე და ჯერ არ მეცალა მისახედად.
– უნდა მოგეცალა. ჩემთვის მნიშნელოვანი იყო და უნდა გეთქვა შენი ვარაუდიც კი.
– გეყოფა ახლა!
– რა იყო, დამტესტე გეტყოდი თუ არა, როცა გავიგებდი თუ რატომ არ იღებდი ხმას აქამდე?
– გცემო ამ საღამოს თუ რატომ არ აჩერებ პირს? – მრისხანედ მიადეს შუბლი შუბლზე და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ასე არსაიდან, მუდამ ერთგული თანამშრომლები.
– რას შვრებით, ბიჭებო, გარეთ? – ნანი გამოვიდა სადარბაზოში და თავზე დაადგა ბიჭებს. – შემოიყვანე ბავშვი სახლში, სანდრო! სად ზიხართ, არ გცივათ მაინც?
– სალამი, ქალბატონო ნანი. მივდიოდი უკვე სახლში ისედაც. – ხელები დაუკოცნა ქალს ნიკომ. – მოგაკითხავთ ამ დღეებში, ახლა უნდა გავიქცე.
– გაგყინვია ეს ხელები, – მაშინვე გაუთბო თბილი ხელისგულით და დედობრივი ღიმილით ნანიმ. – გელოდები იცოდე, არ შეგაყოვნებ მაშინ!
უკვე მეორედ გაიხურა კარი ქალმა.
– წამოდი ერთი, გავსწორეთ უკეთესად. – თავით ანიშნა სანდრომ გარეთ გასვლისაკენ.
– ბაზარი არაა. მაგრად გაწვრთნილი ვარ იცოდე, მერე არ მოიმიზეზო ასაკი.
– ვინ, ბიჭო მე? – შეშფოთდა სანდრო. თან შერიფის საბელი დაიხვია ხელზე, მასთან ერთად გაუდგა საჩხუბრად მიმავალ გზას. მისულები არ იყვნენ მანქანასთან, გიორგი ყიფშიძე რომ აესვეტა თვალწინ სანდროს.
ღრმად ამოისუნთქა. ამ კაცის დანახვაზე მეტად არაფერი ეზიზღებოდა დედამიწაზე.
– რა ჯანდაბა გინდა? – მიუახლოვდა წამში. ნიკუშამ უეცრად გადავიწყდა უფროსისთვის გამზადებული მუშტი და მის გვერდით აესვეტა.
– ახლა არ არის ამის დრო, სანდრო. – ხელი აუწია გიორგიმ. სახეზე ფერი არ ედო ლამის. – დიტო თათასთან იყო მისული.
– რა? – ცოტა ვერ გაიგო სანდრომ ეს სიტყვები. ვერ დაუშვა უფრო სწორედ.
– იქვე ვიჯექი მანქანაში, შენ რომ გახვედი, თათა გამოვიდა. შენ დაგედევნა ალბათ. რომ ვერ გიპოვა, სახლში აპირებდა შებრუნებას, როცა მოვიდა ის …
– და მერე რა მოხდა? – მოთმინება გამოელია მატაბელს.
– ძალით ჩასვა მანქანაში. – ვერც გააგრძელა წინადადების გაგრძელება, ვერ დაეწია ჩქარი ნაბიჯით მოსიარულე მატაბელს. – მომისმინე! არ არის სახუმარო ამბავი ეს, არ გაჭრის შენი თამაშები, ფსიქიკურ ავადმყოფთან გაქვს საქმე! გააკეთე ის, რასაც გეტყვის თორემ არ გაახარებს თათას… გაგიწამებს….
– შენ რას აკეთებდი? იქ თუ იდექი, რატომ არ გადმოხვედი და ტყვია არ დააჭედე შუბლში იმ ნაბოზარს? – მთელი ჯავრი მასზე იყარა სანდრომ. მიაწება ლამის კედელს, ისე იყო გაღიზიანებული.
– შეეშვი ამას, მივხედოთ საქმეს… – ძლივს მოაშორა ნიკუშამ.
– ეს ხალხი…. ერთი დიდი სისტემაა. ნუ ებრძვი იმას, ვისაც შენზე მეტი ძალა აქვს. ჩემი ქალიშვილი დააბრუნე, სანდრო. მისი სიცოცხლე საფრთხეშია ახლა.
– მოგკლავ! – დაიყვირა მართლაც რომ სასოწარკვეთილმა. – მოგკლავ, გეფიცები! იმასაც ზედ მიგაყოლებ! ბიჭო, რა ხალხი ხართ თქვენ… საიდან მოხვედით!
– წამოდი – სანდრო! – გამოგლიჯა ბოლოჯერ უფრო ნიკუშამ. ძლივს ჩააგდო მგზავრის ადგილას. – წამოდი შენც! – ამჯერად გიორგის მიუბრუნდა და ისიც ძალით ჩატენა მანქანაში. ხელბორკილებიც დაადო ბონუსად. ტრადიციულად, საჭეს მიუჯდა თავად.
– აბა, რა გეგმა გვაქვს? – საჭეს შემოჰკრა ხელები. თითქოს საერთოდ გადაავიწყდა სანდროსთან წაკამათება, ახლა მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ სამივეს: თათას გადარჩენა.
როგორც ნიკუშა იტყოდა, საუკეთესო ქალი იყო თათა ყიფშიძე. სანდრო კი არა, ნებისმიერი გაწირავდა მის გამო თავს. ისეთი უნარი ჰქონდა, რომ ყველას ამახსოვრებდა თავს თავისი ბუნებრივი შარმითა და სიმშვიდით. კეთილგანწყობილი, ბუნებრივი, ლამაზი და ქალური იყო ერთდროულად. სანდროს თვალწინ გადაურბინა მისი გაცნობის დღიდან დღემდე ყველა დიალოგმა, ყველა სიახლოვემ, ყველაფერმა საერთოდ. სიყვარულმა ხომ თავი პირველად შეახსენა.
ახსენდებოდა ის დღეები, როცა ავიწყდებოდა თავისი პრობლემები თუკი ცოლის გვერდით იყო. პრობლემები, რომლებიც არასდროს ილეოდა. ეს ურთიერთობა აღარ იყო მხოლოდ სიყვარულის გრძნობაზე დამყარებული.
ბევრი ფიქრის მერე მიუტრიალდა სიმამრს სანდო. ასეთი ჩასისხლიანებული თვალები არასდროს ჰქონია მატაბელს.
– თუკი რამე მოუვა ჩემს ცოლს, პირველ რიგში შენ მოგთხოვ პასუხს და მერე სხვა დანარჩენს.
ხმაც კი შეეცვალა თითქოს. მიხვდა საბოლოოდ ყველაფერს მატაბელი. აღარ იყო საჭირო სიტყვები, არც შეგრძნება, რომ სხვა რამ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ერთმანეთი.




დევნა - დასასრული


ლისის ტბასთან ეყენა შავი მერსედესი. წინა საგაბარიტო სინათლები ბაცად ბჟუტავდა და ირეკლებოდა ტბის ზედაპირზე. მანქანას იყო მიყრდნობილი წყვილი, გულ-მკერდზე აეკრა ზურგიდან შეყვარებული სანდროს. იმ ღამით პირველად დაფიქრდა მათ საერთო მომავალზე.
- ცოლად მოყვანაზე არ მიხუმრია მაშინ. - მატაბელმა დააღვია სასიამოვნო, სიყვარულით გაჟღენთილი სიჩუმე. ხმაც დაუსერიოზულდა.
- საიდან გაგახსენდა ახლა? - უბრალოდ გაეღიმა თათას, არც მიუღია ეს წინადადება სერიოზულად.
- გგონია, ვხუმრობ? - ეშმაკურად მოჭუთა თვალები სანდრომ, შემოატრიალა მის მკლავებშივე და ნაზად აკოცა ცხვირის წვერზე.
- შენგან ყველაფერია მოსალოდნელი. - მიეყრდნო თათაც თავისუფლად. თითქოს, ის იყო მშვიდი სახლი.
- რა თქმა უნდა. განსაკუთრებით, შენი მოტაცება...
- უფ, გაჩუმდი. ჯერ ძალიან ადრეა.
- მაინც რატომ? ისედაც გარდაუვალი იქნება ჩვენი დაქორწინება, რა მნიშვნელობა აქვს ახლა იქნება თუ ხუთი წლის მერე.
- რამდენი წლის ვარ, ხომ არ გავიწყდება? - კეკლუცად აზიდა მხრები გოგონამ, ისევ მიტრიალდა ჰორიზონტისკენ. მთვარეს გახედა: გათენება ეჩქარებოდაო, იფიქრებდი.
- და ოცდახუთის რომ იქნები, რა, აღარ გეყვარები?
- რა თქმა უნდა, მეყვარები, მაგრამ უფრო სხვანაირი ვიქნები...
- რანაირი?! - გამოაჯავრა მისი ხმით და თავი ვერ შეიკავა, რომ არ ეკოცნა. არც ერთს ეგონა მაშინ, ასე სიტყვასიტყვით თუ აუსრულდებოდათ თავიანთი წინასწარმეტყველება.
- გაზრდილი... დამოუკიდებელი.. .ახლა რომ გამოგყვე ცოლად, შენ უნდა მარჩინო?
- მერე რა. - უდარდელად აიჩეჩა მხრები სანდრომ, თვითონ საკუთარ თავში ღრმად იყო დარწმუნებული და „ცოლის რჩენაც“ არ ეთაკილებოდა დიდად.
- იმოქმედებს ეგ ჩემს თვითშეფასებაზე... - ხუმრობით კი თქვა თათამ, თუმცა გულის სიღრმეში დაეტყო გაურკვეველი მომავლის შიში.
- არ იმოქმედებს. ერთად ვიცხოვრებთ, უნივერისტეტს დაამთავრებ, იმუშავებ, ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ახლა.
- არ იქნება ისე. - გაეღიმა თათას. - არ მჯერა.
- რატომ? რა გაწუხებს ყველაზე ძალიან მითხარი და გაგცემ მაგ კითხვაზე პასუხს.
- არაფერი მაწუხებს. - წამოწითლდა სახეზე, სანდროს სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა მის სიმორცხვეზე.
- რაღაც აშკარად არ გასვენებს. რისი გეშინია? ვინმეს ხომ არ მადარებ შემთხვევით?
- არა! უბრალოდ..
- რაო, თათ, რა... - ღიმილით დაუკოცნა ყელი და ცოტათი მიეხმარა წინადადების დასრულებაში. თავი უსაფრთხოდ აგრძნობინა.
- ნაადრევად შექმნილი ოჯახი არ მინდა. ახლა რომ მივიღო გადაწყვეტილება, არ მინდა.
- მესმის. - გაეღიმა სანდროს. - არაფერს დაგაძალებ.
- მაგრამ არც დაიცდი? - ძალიან გაუჭირდა ამ კითხვის დასმა, თავი გამოაჩინა ლამის და მაინც თქვა ის, რაც ასე არ აძლევდა მოსვენებას.
- დაცდა რას ნიშნავს? - მიხუტებული ცოტათი მოიცილა სანდრომ, მის ნაცრისფერ, სევდიან თვალებს შეხედა თბილად. - რანაირად მიყვარხარ მაშინ, მე თუ შენი გაგება არ შემიძლია?
- არ ვიცი, მგონია, რომ ძალიან სწრაფად მივდივართ... სულ შენზე ვფიქრობ, კონცენტრაციას ვერაფერზე ვახდენ, გამოცდები მაქვს...
დაიწყო თავისი დარდის მოყოლა თათამ. სანდრო უსმენდა ჩუმად. ეს ყველაფერი იცოდა თავადაც, მაქსიმალურად ცდილობდა არ დაერეკა მისთვის მაშინ, როცა იცოდა მეცადინეობდა, ხელს არაფერში უშლიდა, ახლა კი დაოჯახების შიშმა არარსებული მიზეზები მოაფიქრებინა თათას.
მაშინ მიხვდა მატაბელი, არც ისე მარტივი იქნებოდა ის მომავალი, რაც წარმოედგინა მასთან.
ბოლომდე მოუსმინა გოგონას ჩივილს, მიზეზებს და მერე თავისებურად დაამშვიდა, როგორც ყოველთვის.
- არ ვიქნები ეს კვირა თბილისში. შეგიძლია, მშვიდად მოემზადო გამოცდებისთვის. თუ გინდა, არ დაგირეკავ საერთოდ.
- სად მიდიხარ? - მაშინვე წამოენთო თათა, ბავშვური სინანული გაუკრთა თვალებში, სანდროს კი სიამოვნების ღიმილი გადაეფინა სახეზე.
- ხომ თქვი, ხელს მიშლიო.
- ეგრე არ მითქვამს.
- ჩემო პატარავ, - ნაზად მოეფერა თმაზე და ხელისგული მიადო მის გაწითლებულ ლოყას. - ცოტა დაფიქრდი, რა გინდა.
ტკბილი სიმკაცრე შეერია მის მტკიცე ხმას. ეს ალბათ პირველი შეფარული შეკამათება იყო მათ შორის, სადაც მიანიშნეს თათას, მისი ბავშური თამაშების დრო თანდათან რომ სრულდებოდა.

.

სამი დღე უშედეგოდ ეძებდა ცოლს. არც ერთხელ არ უძინია სანდრო მატაბელს იმ დღეების განმავლობაში, ცოცხალ-მკდარს დაემგავსა მისი მუდამ მომღიმარი და ხალისიანი სახე. ერთხელაც არ უთქვამს თავისი ჩვეული ირონიით დამახასიათებელი ბასრი სიტყვები, საერთოდ სხვა პიროვნებად გადაიქცა მოულოდნელად.
შერიფი ერთგული მეგობარივით დაჰყვებოდა პატრონის ნაბიჯებს. თვითონაც არ იძინებდა, როცა სანდროს ხედავდა ასეთ განადგურებულს, გაღიზიანებულსა და გულმოკლულს.
დიდი ხნის მერე დააკაკუნა სახლის კარებზე. შუა ღამეს გააღო კარი მალხაზმა. მოიფშვნიტა თვალები კაცმა, სანდროს დანახვაზე მეტად ზურგს უკან ატუზული ნიკუშა გაუკვირდა. ორივეს ჩაშავებული თვალებით მიხვდა, რომ ვერ იყო კარგი ამბავი.
- რაშია საქმე? - ჩაიწმინდა ხმა მახომ. - რას დამადექი შუა ღამისას?
- რა იყო თათას ანალიზების პასუხი? - მიახალა პირდაპირ და ცალი ხელით მიეყრდნო კედელს. თვალები გაუწითლდა მატაბელს.
- რას ჰგავხარ, ბიჭო, მოწეული გაქვს რამე? - ხელი მოჰკიდა სახეზე კაცმა. - რა გჭირს?
- რა იყო თათას ანალიზების პასუხები? რამე სჭირს?... - ისეთი ხმით ჰკითხა მამას, გული მოუკვდა მახოს ასეთი შვილის დანახვისას.
- ვერ გეტყვი მე ვერაფერს, თავად თუ არ უთქვამს. ექიმი ვარ, ის კი არა...
- მამა. ახლა. არა. - ძლივს დაიმშვიდა თავი. - მითხარი რა სჭირს და წავალ.
- სად წახვალ ასე? რა მოხდა, შვილო, შენ მაინც გამაგებინე.. - ცალი ხელით გასწია სანდრო და ნიკუშას მიუბრუნდა. მასაც არ ჰქონდა მთლად დალაგებული სახე, დაღლილობა და ნერვიულობა იკითხებოდა მის თვალებშიც.
- არ წავა, თუ არ ეტყვით. - ანიშნა ნიკომ. - რამე სერიოზულია?
- ძალიან სერიოზულია თან! - ხმას აუწია მალხაზმა. - აქ უნდა გავარჩიო ჩემი რძლის ჯანმრთელობის ამბავი? შემოდით სახლში!
- მა..მაა... - მხრებზე ჩამოადო ხელები სანდრომ. - ამოღეღრე, გემუდარები, და წავალ.
- ორსულად არის, შვილო. შენს შვილს ატარებს მუცლით. - ამოიოხრა ერთი კარგად და ასე ამცნო ახალი ამბავი ვაჟს.
ხელით გახდა დასამაგრებელი სანდრო. ურეაქციოდ, უსიტყვოდ მოტრიალდა კიბისკენ. მერე ისევ დაბრუნდა მამასთან.
- მართლა? ორსულად არის? ახლა? - ნელ-ნელა მიაყარა კითხვები გაკვირვებულ მამას და მსუბუქად მიარტყა ხელი კარს.
- წამოდი, წავიდეთ. - ხელი ჩაავლო ნიკომ უფროსს და მოატრიალა ისევ.
- სად მიდიხართ? რა ხდება ამ შუაღამეს, ხალხი არ ხართ!
- მამა.... - გაიყინა სანდროს ხმაზე ჯერ ნიკო, ვინც მიათრევდა საერთოდ, და მერე ამ წინადადების ადრესატი.
- რა, მამი, რა?! - გამოვიდა გარეთ ხალათიანი მალხაზი. - რა გიჭირს... რა გაწუხებს...
- რა ბედი მაქვს ასეთი! - მიარტყა ხმაურიანად მოაჯირს ფეხი. - რამე დააშავა ჩვენმა გვარმა წინა ცხოვრებაში და არ ვიცი? ყველას მაგივრად რატომ ვისჯები, მითხარი, მამა!
- სასჯელია შვილის ყოლა? სასჯელია? - მრისხანედ წამოვიდა ხელგაშლილი მალხაზი შვილის საცემად. შუაში ჩადგა მაშინვე ნიკო.
- თათა არის წაყვანილი... - ამოიოხრა მძიმედ ბიჭმა. - ამიტომ არის ასე.
- სად არის წაყვანილი? ვინ სად წაიყვანა?
- დიტომ. - მორიდებით თქვა ბიჭმა. - არ ვიცით ჯერ არაფერი.
- მომხედე აქეთ! - ჩაეჭიდა თავის შვილს მახო. - მომხედე და მოდი ახლა გონს! გამოფხიზლდი! - მიარტყა მსუბუქად სახეში.
- თავი დამანებე! ხომ გეუბნებოდი მაშინ, არ მომწდა ის დედამოტ.ყნული დიტო, არ დამანებეთ შენ და დედამ! არ ჩაერიოო, ხომ მითხარი! ძმად მივიღე! ხელი ჩამოვართვი! შევიყვარე! სამსახური ვუშოვე.. ყველაფერი გავაკეთე. - ყვიროდა სადარბაზოში გაგიჟებული. - ხედავ?! ხედავ, რა დაგვემართა?!
- ამის დრო გაქვს ახლა? - ახლა ნამდვილად შეანჯღრია გემრიელად მამამ შვილი. - ადექი და მოიყვანე თათა სახლში! მერე მითხარი ეს საყვედურები...
- საიდან მოვიყვანო? - საოცრად დაურბილდა ხმა. - სად არის? აორთქლდა ყველა და ყველაფერი.
- რა ხდება, ხალხო, რა გაყვირებთ? - მოპირდაპირედ გაააღო მეზობელმა კარი. - მალხაზ, ჭირს რამე?
- არ მკითხო, რეზო. - ხელი ჩაიქნია კაცმა. აღარ ედო ფერი სახეზე, ძლივს ჩაეჭიდა კარის სახელურს. - შედი, დაისვენე, ბოდიში ამ არეულობისთვის..
- კარგად ხარ, სანდრო? - სანდროს მიუტრიალდა კაცი.
- არა! - მიახალა უხეშად კაცს და კიბეებზე დაიწყო ჩასვლა ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა.
- სად მიდიხარ? - გამოეკიდა მალხაზი.
- შედი, მამა, სახლში. დედას მიხედე.
- ჭკვიანად იყავი, იცოდე, არ დამიმატო სანერვიულო... ორი ადამიანის სიცოცხლე უნდა იხსნა, ხომ იცი ეს...
- მირას არ გააგებინო. - ამოხედა ბოლოს მაინც. არასდროს დაავიწყდებოდა მალხაზს შვილის გაწითლებული თვალები, სიყვარულთან ერთად შიში რომ იკითხებოდა ყველაზე მეტად - საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში.


მანქანაში იჯდა უხმოდ მატებელი. საჭესთან მოკალათებულიყო ნიკუშა. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა ახლა, როგორ დახმარებოდა, არსიადან როგორ გაეჩინა თავისი საყვარელი რძალი საყვარელ უფროსთან.
- ჩემთვის უნდოდა ეთქვა იმ საღამოს. - წამოიწყო სანდრომ. - მაგიტომ გამოვიდა სახლიდან.
- მაინც მონახავდა გზას დიტო. შენი ბრალი არ არის.
- რა მნიშვნელობა აქვს. სამი დღეა... ვეძებ. - ამოიოხრა და ხელებიც გაეყინა მოულოდნელად. - ვერ ვპოულობ. სად არის.
- სარგებელი უნდა რაღაც, უფლება აქედან წასვლის. გამოვა კონტაქტზე, დარწმუნებული ვარ. - იმედს არ ჰკარგავდა ნიკუშა.
- ყველაფერზე წავალ. - ისეთი უცნაური იყო ეს სიტყვები სანდროსგან, ნიკუშას ჟრუანტელმაც კი დაუარა ტანზე. - არასდროს დამუქრებია საფრთხე თათას, მაშინაც კი, როცა ჩემთან ცხოვრობდა. ახლა... და ბავშვი საერთოდ... მაპოვნინე, ნიკო.
- გაპოვნინებ. - ახლა თვითონ მოეჭიდა კეფაზე ნიკუშა. თვითონ იყო ამჯერად დამრიგებელი, სანდრო კი უსმენდა. - გპირდები.

სულ სხვანაირად გაახილა მატაბელმა თვალები. გასაკვირი იყო, რომ მრისხანების ნაცვლად სევდა ჩამდგარიყო მის ლურჯ გუგებში. არასდროს ყოფილა დანაღლვიანებული, არავის გამო, ყოველთვის მხოლოდ გაბრაზებული, განცვიფრებული, ახლა თითქოს ცარიელი და უფუნქციო.
მთლიანად გატეხილი.

.

- ასე მგონია, ბავშვობა წავართვი. - ხელში ეჭირა ვერცხლისფერი მათარა მატაბელს. როგორც კი გაუჭირდა ამ ცხოვრებაში, მაშინვე მათეს მიაშურა. სახლის სახურავზე ისხდნენ ძველი მეგობრები და გადაჰყურებდნენ წყნეთიდან თბილისს. ხურცილავების სახლი ინახავდა მოგონებებს მათი საერთო ცხოვრებიდან, ამ სახლში გაიზარდნენ თითქოს სანდრო და თათა.
- არ მეგონა რამე თუ მოგდრეკდა. - თვითონაც მოსვა ალკოჰოლი მათემ. თათა მაინც სხვანაირად უყვარდა მათ სამეგობროში - დასავით.
- ხომ მხედავ ახლა. - უხეშად მოქაჩა სიგარეტი, წითელ თვალებს ვერ უფარავდა დაღამებული ცა, პირიქით - უფრო კაშკაშაშებდა ჩამკვდარიც კი.
- გივიც გაიგებდა ალბათ, არა? - უჭირდა საუბარი მათეს. მეგობრის ყურადღების გადასატანად ხარ რას მიედებოდა, ხან რას.
- მაგას... მაგას მივხედავ მერე, ჯერ არ მცალია. გაიგო და მირეკავს გაუჩერებლად, გივის ყლ.ეობების თავი არ მაქვს.
- ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთს. ვინ საიდან გებრძის, ვეღარ გამიგია. - შეფიქრიანებულმა გადმოხედა ძმაკაცს და მხარზე დაადო ძველებურად ხელი. - ყველას გადარჩენა შენ გიწევს ბოლოს მაინც, სანდრო. ალბათ ეგეთია შენი ბედი.
- ახლა თვითონ გავხდი გადასარჩენი. რამე რომ დაემართოს... - თვითონაც დაადო მხარზე ხელი სანდრომ, თითქოს ძალის მოპარვა უნდოდა მისგან, ისე სუსტად იყო თავად. ხმაც გაუტყდა. - ხომ იცი.. მოვკვდები მის გარეშე.
- ვიცი.
- ეს პერიოდი მხოლოდ იმიტომ ვიყავი კარგად, რომ ვიცოდი, ვუყვარდი, ვიცოდი, ჩემთან უნდოდა... მეც ეს მინდოდა. ერთად გვინდოდა და ერთად ვერ ვიყავით.
- და რატომ ვერ იყავით ერთად, ნეტავი? - ჩაეცინა მათეს, კარგა ხანი ელოდა ამ დღეს. - საკუთარ თავს ვერ გადააბიჯე. ვერ აღიარე, რომ არაუშავდა, თუ შეცდა ბავშვი, ვინც ცოლად მოიყვანე ზრდასრულმა კაცმა.
- ჰო, დროული იყო ახლა ეს. - თვითონაც დაუბრუნა სიმწრის ღიმილი სანდრომ. - მოგეცა საშუალება გადამიარო, დაგიდგა ეს დღე.
- გახსოვს, თორნიკეს ამბები რომ იყო, მითხარი, ძმაკაცად რომ აღმიქვამდე, არ მეტყოდიო ამ სიტყვებს...
- მათე, არ მინდა ეს საუბარი ახლა..
- ძმაკაცი კი არა, ძმა ხარ. მემგონი შენ უნდა აღმიქვამდე ასე. პირველი შეცდომისას არ უნდა მკრა ხელი არც მე, არც სხვას, სანანებელი არ უნდა გაგიხდეს ეგ უპატიებლობაც. აი, ამის თქმა მინდოდა ყოველთვის. ახლა ადექი და წავიდეთ. ცოტა საკუთარ თავს შეახსენე, ვინ ხარ და რა შეგიძლია.
- ეუფ. - გაკვირვებით აათვალიერა ფეხზე წამომდგარი მათე. - ჩემ გამო არ გაანძრევდი თითს, რატომ უყვარს ყველას თათა უფრო?
- აეგდე, თორემ გავაღვიძებ ლალის, სილას გაგაწნის და გამოგაფხიზლებს.
- ეგ დღემდე ვერ მომინელებია.
- გამწარებულ დედას პირში მიახალე მწარე სიმართლე, რას ელოდებოდი?
- თავზე ხელის გადასმას.
- კაი ერთი, მუხლმოდრეკილ ბოდიშსაც ხომ არ ინებებ?
- შუბლზე კოცნაც საკმარისი იქნება. - გაეღიმა სანდროს, როგორც კი ძველებური სითბო დატრიალდა მათ შორის.
- მათე! - ერთდროულად მოტრიალდნენ ბიჭები. შემოსასვლელში სინათლე აანთო ლალიმ, შეშინებულმა შეხედა ორივეს გამოუძინებელი თვალებით. ჯერ კიდევ შუა ღამე იყო.
- დაიძინე, დედა, მივდივართ უკვე.
- სად მიდიხართ ასეთ დროს? რა ხდება? - მაშინვე სანდროს მიაშურა და მოუსინჯა სახე ხელისგულებით. მის ნაწვალებს თვალებს თავისი თბილი თითები მიადო ლალიმ.
- რამე გიჭირს, შვილო? - ზუსტად იმ ლეგენდარულ ლოყაზე მიეფერა ქალი. დაუფიქრებლად გაეღიმა მათეს, სანდრომაც ვერ მოთოკა თვალი და მიინაბა მშობელივით მაცქერალი ლალის ხელებში.
- მაპატიე მაშინდელი სიტყვები, ლალი დეიდა. - ორივე ხელი დაუკოცნა სანდრომ. მათემ წარბები აზიდა გაკვირვებისგან.
- რა სულელი ხარ, - თავზე აკოცა კაცს და გაუღიმა. - შენც მაპატიე.. გვაპატიე ჩვენ ყველას.. ყველაფერი.
- დაისვენე ახლა, გინახულებ მერე. - დაადო მის ხელებს თავისი და თვალებით ანიშნა ოთახისაკენ.
- მარტო არ მიგიღებ. მხოლოდ მეუღლესთან ერთად.
- შენც თათა უფრო გიყვარს? - შეატრიალა ოთახისაკენ და ლამის მიაცილა კიდეც, ისე სწრაფად უნდოდა იქიდან წასვლა.
- რას ხლართავთ თქვენ ორნი? - დადგა ღია კარში, ეჭვნარევად შეათვალიერა ორივე. - თორნიკეს დაემართა ისევ რამე?
- მაგას რა უჭირს, თავზე ევლებიან, ეს ჩვენ ვიკითხოთ უცოლო ხალხმა..
- წამოდი, ახლა, სანდრო! - ხმა ამოიღო მათემ. - დაიძინე, დედა, ნუ უსმენ ამას!
- გელოდები იცოდე! - მიაძახა ლალიმ და კარიც მიიხურა სხვანაირად ბედნიერმა.
- რას დაუწყე ჭორაობა, დაგავიწყდა რა ხდება ჩვენ თავს? - გაბრაზებულმა გამოართვა მანქანის გასაღები მათემ.
- არ მომცე შენ მოდუნების უფლება როგორმე...
მუშტი მოუღერა მათემ საპასუხოდ, მანქანაც დაქოქა და სანამ დაიძრებოდა სანდროს გადმოხედა კარგად დაფიქრებულმა.
- არა, შენ მართლა არ ხარ ნორმალური.

.

ცხელი ყავის ჭიქა დაუდო უხალისოდ სტუმრად მოსულ ნიკუშას. უკვე აღარ ეთქმოდა სტუმარი, მით უმეტეს, ბოლო დღეები ვერავინ გაიგო რა ხდებოდა ამ სახლში, ისე მიდი-მოდიოდა ხალხი. მაკას გმირულად უმალავდნენ მომხდარს, თათას არ ყოფნის ამბავი სამსახურის საქმეებს გადააბრალეს.
- სანდრო რას ამბობს? - დივანზე აიკეცა ფეხები გოგონამ. უკვე დაეტყოა მას უფროსი დის გარეშე ცხოვრება, შიში.
- არაფერს. ცდილობს მხოლოდ.
- ასეთი არასდროს მინახავს. - ჩურჩულებდა ნია. - განადგურებულია თითქოს. არც იცის, რას აკეთებს.
- წესით, უკვე უნდა გამოჩნდეს რამე კვალი. ყველაფერი გადავატრიალეთ... ასე როგორ აორთქლდებოდა.
- სად არის თვითონ?
- განყოფილებაში. მილიონჯერ გადახვეულ კამერებს უყურებს. შენ მოსაკითხად გამომიშვა, მალე უნდა წავიდე.
- მე რა მიჭირს. - სიმწრით გაეცინა ნიას და სწორედ მაშინ გაეპარა ხმაში კანკალი. - ორსულად რომ ყოფილა, იცი?
გაუტყდა ბგერებიც და ამჯერად ბავშვური ცრემლების ნაცვლად, ყველაზე გულწრფელი გადმოუგორდა თვალებიდან.
- კარგი, დამშვიდდი... - მოეხვია მაშინვე ნიკუშა, თავზე აკოცა მოწყვეტით მოკუნტულ ბავშვს. თავი ყველაზე უპატრნო და უსუსურად იგრძნი უფროსი დის გარეშე. ყოველთვის ვიღაც „სხვის“ დასაცავი ხდებოდნენ დები, ახლა კი საერთოდ მარტო დარჩა თათას გარეშე.
- როცა დაბრუნდება თათა, თავზე დააფარებს ყველაფერს სანდროს. არ დაუბრუნებდა ამის შემდეგ, თავის თავს ფეხებზე დაიკიდებს ეგ, ბავშვის გამო უარს იტყვის ყველაფერზე...
- ამის დრო არ არის ახლა, მაგას მერე მოაგვარებენ თვითონ.
- იცის სანდრომ ასე რომ იქნება, მაგიტომ არის კიდევ უფრო ცუდად. გული ეტკინება ყველას. იპოვოს ჩემი და ურჩვენია...
- იპოვის. ვიპოვით, ხომ იცი?
- არ ვიცი. - ამოიყვირა ჩუმად. - როგორ შეიძლება ადამიანი აორთქლდეს ასე არსაიდან? თან რის გამო.... ყოველთვის ყველას გამო ზარალდება ჩემი და, ყოველთვის ის...
- ძალიან ვწუხხვარ, ნია. - ოთახში სანდროს გატეხილი და ცოტათი ბრაზიანი ხმა გაისმა. იქ არ უნდა ყოფილიყო წესით, თუმცა არც თვითონ ჰქონდა წასასვლელი და უკვე აღარც იცოდა რა ექნა.
- დარწმუნებული ვარ. - გაგულისებულმა მიუგო. მობუზული მოშორდა მორიდებით ნიკუშას, მუხლებს დაადო ნიკაპი და ცრემლები მოიწმინდა.
იქვე ჩამოუჯდა სანდრო.
- დაგისივდება ასე სახე - წამოიწყო და წამოღებული ხელი შუა გზაზე გააჩერა ნიას წინააღმდეგობის შემდეგ.
- არაუშავს.
- მიბრაზდები?! - თავი გადახარა გვერდზე მატაბელმა, პატარა დასავით შეხედა ნიას და მერე მის გვერდით პირადი მცველივით დაყუდებულ ნიკოს გაუსწორა თვალები. - გაბრაზებულია?
- ალბათ. - თავი დააქნია ნიკუშამ.
- გაიგე რამე? - ძალით ცდილობდა უხეშობას ნია. - არის სიახლე რამე? არაფერი გაგიგია?
ბავშის მუხლებს მიადო შუბლი და ამოიხვნეშა იქვე ამდენი კითხვის მერე. გული ეტკინა ნიას საშინლად და მისი მოფერება მოუნდა, მხარდაჭერა ან რამე, რაც შეამსუბუქებდა სანდროს ასეთ უცნაურ მდგომარეობას, მაგრამ თვითონ უფრო სჭირდებოდა ახლა ის მამობრივი სიყვარული, რასაც იმეტებდა მთელი ეს წლები მატაბელი მის მიართ.
- ოხ, ნია.. ოხ..
- დარმწუნებული ვარ, იპოვი მალე. ორივეს.. - მოულოდნელად დატკბა. თავდახრილ თავზე აკოცა სიძეს.
კარი ხმაურიანად გააღეს და დაკეტეს კიდევაც. სახლში მაკა და გიორგი შემოვიდნენ. ეხამუშა მათი ერთად დანახვა ნიას, მაგრამ ძველებურ ისტერიკას თავი მოარიდა, მით უფრო მაშინ, როცა დედის გაცეცხლებული სახე დაინახა. შემოსული არ იყო, სანდროს რომ მიართვეს სახეში გაშლილი ხელი.
გული მოეწურა ნიას, დიდი ლოდი გაეჩხირა ყელში და ყველაფერი აეწვა ამ სცენის დანახვისას.
ყველაზე მტკივნეული ყოფილა დედის ხელი.
სხვისი დედის განსაკუთრებით.
- წლების წინ ხომ ჩაგაბარე ჩემი შვილი, - ამოიყვირა მაკამ. ასეთი არასდროს არავის უნახავს. - ხომ გაგაყოლე უმამო ბავშვი, პატარა და გამოუცდელი. ხომ მომიყვანე ისევ უკან... ახლა რაღა გინდა, სანდრო?! რით ვერ დამთავრდა ეს შენი მტრები... ეს შენი დიტო... ისევ მის გამო უნდა დაისაჯოს ჩემი შვილი, გამაგებინე!
- კარგი ახლ, მაკა... - მკლავში ჩაავლო ხელი ყოფილ ცოლს გიორგიმ, თუმცა არ მისცა მიკარების უფლება.
- შენ საერთოდ ჩაიგდე ენა! - სასოწარკვეთილმა ამოიყვირა. - შენ ხარ ყველაფრის თავი და ბოლო... გეთქვა თავის დროზე ყველაფერი, ახლა არ მომიწევდა ჩემი შვილის კარდაკარ ძებნა. თქვენ მე გამაგიჟებთ... - უღონოდ ჩამოჯდა სკამზე. - თქვენ მე ბოლოს მომიღებთ... მე რომ უბედური ცხოვრება მქონდა, მეგონა ჩემს შვილებს მაინც ეყოლებოდა წესიერი ოჯახი. მეგონა, არასდროს მოვიდოდა ჩემთან თვალცრემლიანი თათა, როგორც მე მიწევდა წინ და უკან სიარული...
- დედა, დამშვიდდი, გეხვეწები.. - მასთან გაჩნდა ნია.
- რატომ დამიმალე, ამდენი დღე თუ არის დაკარგული თათა? რატომ არ მითხარით არავინ, რომ გამიქრა შვილი? როდის მეტყოდი, შენ, ვაჟბატონო? - მიუტრიალდა ისევ სანდროს და ხელი გაიშვირა უმისამართოდ. - მაგ უთქმელობის გამო არ იყო, ერთი ამბავი რომ დაატრიალე წინათ... მაგის გამო არ დაანგრიე ოჯახი? ეგ ხომ ვერ აპატიე ჩემს შვილს... როდის აპირებდი თქმას? რა მოხდა... შეგრცხვა ჩემი?
- კი. - დაუფიქრებლად უპასუხა სანდრომ.
- მართლა?! უნდა გრცხვენოდეს კიდეც. შერიგება ხომ გინდოდა? გამაყოლეო ისევ, ხომ მეუბნებოდი სიხარულით? იცოდა თათამ, რაც ელოდა შენთან, მაგიტომ იყო უარზე სულ. ისევ პრობლემები, ისევ შენი საქმეები, ისევ სამსახურეობრივი მოვალეობები, ყოველთვის სამსახური და არასდროს თათა. გესმის ახლა?!
- მესმის.
- დააბრუნებინე ჩემი შვილი თავის სახლში, თორემ... დავივიწყებ როგორ მიყვარხარ. როგორ უყვარხარ ჩემს შვილს. ყველაფერს დავივიწყებ.

თავი დააქნია რამდენჯერმე თანხმობის ნიშანად და ნაბიჯი გადაგდა წასასვლელად. რაღაც გაახსენდაო თითქოს, გიორგის მიუტრიალდა მხრებში გაშლილი.
- გამოადგი ფეხი. - თავით ანიშნა წინ გაყოლა კაცს. მის ნაცვლად ნიკუშას შერცხვა მსგავსი დამოკიდებულების.
- რა გინდა?
- დაუკავშირდი იმ შენს ბაჩოს. უთხარი, რომ აახვიოს ამ ქვეყნიდან. არავინ შეუქმნის პრობელმას საზღვარზე, წაათრიოს თავისი შვილებიც და წავიდეს.
- შენ აძლევ მაგის უფლებას? - დაინტერესდა გიორგი წინადადებით. - შენზე არ დგას ეს სისტემა, სანდრო.
- რასაც გეუბნები, ის გააკეთე. თუ გინდა, შენც მიჰყევი უკან, არ მაინტერესებს ციხეში იქნები, თუ ციმბირში, ჯანდაბაშიც წასულხარ.
- ეს არ გაუშვა არსად... - გამოცოცხლდა ნია. - სამუდამოდ ციხეში! უვადოდ!
- მე ვერ დავუკავშირდები ვერავის.. გაქრა ყველა იმ დღის მერე, რაც თათა წაიყვანა დიტომ.
- შენ მე სულელი ხომ არ გგონივარ? - წამში გაჩნდა მასთან მატაბელი. - შენგან ისიც არ გამიკვირდება, რომ იცოდე ახლა თათა სად არის... შენ.. მამა კი არა სრული არარაობა ხარ.
- სიტყვები შეარჩიე, ყმაწვილო, ნუ გავიწყდება ვინ ვარ.
- რომ არ მავიწყდება, მაგიტომ სუნთქავ ამ წამს. ამ სახლში. რა იყო, მაკას მოუყევი ყველაფერი და გგონია ჩემს დარმწუნებას შეძლებს? შენი გეგმაც ხომ ეს არ იყო შემთხვევით?
- რა გეგმაზე საუბრობ?!
- სად არი თათა... - ამოიოხრა სანდრომ. - რა გეგმა შეიმუშავე.. რაზე შეუთანხმდი..
- რას ბოდავ?! რა გელანდება?
- უარესს დაგმართებ. - ჩაეცინა ცივად. - იმაზე უარესს, რაც ბოლოს. ამჯერად შერიფს დაგიტოვებ ოთახში, ისედაც არ ევასები დიდად.
ანიშნა ძაღლისკენ, ლამის კბილებს რომ ილესავდა პატრონის ბრძანების მოლოდინში.
- შეშლილი ხარ. - დასკვნა გამოიტანა გიორგიმ. - ჩემს შვილს როგორ გავიმეტებდი?
- მეც ეგ მაინტერესებს, როგორ გაიმეტე ნია?! - ამოიყვირა სანდრომ, უკვე აღარ აიტერესებდა ამ ყველაფერს რომ ისმენდა ბავშვი. - შენ არ შეუთანხმდი ირაკლი ერისთავს, ჩემთვის ხელის შეშლის მიზნით, მის გამოყენებაზე... მე დავზარალდებოდი, ის კი გივის მოიშორებდა პოლიტიკური გზიდან.. შენ.... - ხელი გაჰკრა უხეშად და უკან გააგდო. - ბავშვი ვიღაც ნაბიჭვარს შეაშინებინე!
- არ ვიცოდი...!
- რა არ იცოდი?! - გაეყინა ხმა სანდროს. - ყელზე რომ დაუტოვა სამუდამო ნაიარევი თუ შიშით გული რომ გაუხეთქა?! რა გელაპარაკო, არ ვიცი.
- რას ლაპარაკობთ თქვენ ორნი? - ვერ გაიგო ვერაფერი მაკამ. - რას ამბობ, სანდრო, რა უნდა ამ არარაობას მეტი?
- სად იპოვე ეს კაცი, მაკა? - ცივად გაჰხედა ქალს. - ამას რატომ გაჰყევი ცოლად?
- ანუ შენ გამო.. შენ გამო.. - დივნიდან წამოფრინდა ნია მამის მიმართულებით.
- ახლა არა. - გააჩერა მაშინვე სანდრომ. - მერე.
- არ მჯერა. - ისე გულწრფელად გაეტირა ნიას, თამამად მოჰხვია ხელი ნიკუშამ მაშინვე. გააჩუმა და გააჩერა კიდეც საბრძოლველად გამზადებული. უკვე იმდენი რამე გაიგო ერთდროულად, ვერც დააკავშირა ნორმალურად მოვლენები.
ყველაფრის გარკვევა მოესწრო სანდროს უკვე. ყველა და ყველფერი გამჭვირვალე გამხდარა მისთვის.
- წამოდი. - ანიშნა კიდევ ერთხელ სიმამრს. - წამოდი და წამიყვანე იქ, სადაც არის ახლა ჩემი ცოლი.
- არ ვიცი, სად არის!
- ეს ქალი... - უეცრად ჯიბიდან ამოიღო მობილური და სურათი დაანახა სანდრომ. - ეს ხომ გელოდება იქ, ახლობელ ჩრდილოეთში? - არ უნდოდა მაკას თვალწინ ამ ამბის მოყოლა, თუმცა არავის ითვალისწინებდა საერთოდ. - მის სახელზე ხომ არის ყველა ის ბიზნესი, რის გამოც მიგეჩქარება ასე ძალიან. იცი, ახლა მარკეტშია შესული და პურს ყიდულობს...
- მოგკლავ.. - მისკენ წამოიწია კაცი, სანდრომ მოულოდენლად გადაიხარხარა.
- ამაზე უფრო დარდობ, ვიდრე შენს შვილზე?! შვილზე, რომელსაც დღემდე უყვარხარ! ახლაც კი არ მაძლევს უფლებას ერთი ზედმეტი სიტყვა ვთქვა შენზე, ასეთ გოგოზე არ გედარდება საერთოდ?! რა არსება ხარ.
- რა გაიძვერა და ჩუმჩუმელა ყოფილხარ!
- ვერასდროს შემიშლი შენ ჩემს საქმეში ხელს. ვერც ახლა, ვერც მერე. ვერც ვერასდროს შემიშალე. წარმოგიდგენია, სამყაროს რომ მირჩვენია ისეთი ქალის მამა ხარ, მაგრამ მაინც ვახერხებ ბალანსი ვიპოვო და შენ არ მოგცე გახარების უფლება, თან ისე, რომ თათას გული არ ვატკინო. გესმის, რამდენად ჭკვიანი ვარ?! - თითქოს კიდევ ჰქონდა რამე სათქმელი გიორგის. ვეღარ გაუძლო ამ დაპირისპირებას ნიკუშამ, საერთოდ შეეცვალა წარმოდგენა მართლაც, რომ არსებაზე, როგორც სანდრო ეძახდა. თვითონ ჩაავლო მკლავში ხელი კაცს, მამამისის თანამზრახველს, როგორც დამნაშავე ისე გაუყოლა გასასვლელისკენ გზას.
- მამა... - უკან აედევნა ნია ბიჭებს. - ეს სიმართლეა?! იცოდი შენ, მე რომ მავიწროვებდნენ? იცოდი, რომ შემაშინეს იმ დღეს... შენ დაავალე?
- ნია, შედი შიგნით. - არ გამოუშვა სადარბაზოში სანდრომ.
- არ ვიცოდი... ასე არ ვიცოდი... - სევდიანად გამოჰხედა შვილს და დასჯილი პატიმარივით გაჰყვა ნიკოს გაკვალულ გზას.
- მეზიზღები! არასდროს მყვარებიხარ! ყოველთვის მეზიზღებოდი! შენ მამაჩემი არ ხარ!
ამ სიტყვების ფონზე ჩაასვენეს ავტომობილის უკანა სავარძელზე. იქვე მიუსვეს შერიფიც, რომელიც საეჭვოდ ყნოსავდა კაცის პერანგს. ენა ჰქონდა გადმოგდებული ავის მოლოდინში.
ამჯერად მატაბელი მუჯდა საჭეს. სანამ დაქოქავდა, ერთი გამოხედა სიმამრს და გზას გაუყენა მანქანა.
- საით? - დაინტერესდა ნიკუშა. იმედი მიეცა. უკვე დარწმუნებულიც კი იყო, რომ იპოვიდნენ საყვარელ რძალს.
- საით? - გაიმეორა მისი კითხვა სანდრომ, გიორგის გადმოხედა მინიდან.
- კარგად არის. - ჩუმად თქვა კაცმა. - ხელი არ უხლიათ.
- კარგი ერთი, - გაეცინა სანდროს. - მადლობა დიდი!
- მე რომ არ ვყოფილიყავი მის ცხოვრებაში, აქამდე ათასჯერ მოგტაცებდნენ მის თავს.
- ენა ჩაიგდე! შენ რომ არ ყოფილიყავი, არც არავის მოსატაცებელი გახდებოდა. სად არის ახლა, ამოღერღე თუ ამოგაცალო ეგ ენა?!
- წყნეთისკენ აიღე გეზი, გიკარნახებ.
- წყნეთი. რა გვინდოდა წყნეთში, ვისი მამული გვეგულება?
- ბაჩოს ძველი სახლია.
- ეს ბაჩო შენი ძმაკაცია თუ რას წარმოადგენს, ერთი კარგად ამიხსენი. ძალიან გავალდებულებს, არა, ციხისგან რომ გიხსნა?
- შენ დაბადებულიც არ იქნებოდი მაშინ, სანდრო, ამიტომ არ იცი რა დრო და რა მდგომარეობა გამოვიარე.
- შესაბრალებელი ყოფილხარ. - ჩაეცინა ცივად. - საკუთარი ტრ.აკის გადასარჩენად არ მიატოვე ორ შვილთან ერთად მაკა?!
- საყვადურების მოსმენას არ ვაპირებ. მარჯვნივ შეუხვიე აქ.
- გყავს მანდ სხვა შვილი? - თავისი განაგრძო სანდრო. ისე ეკითხებოდა, თითქოს უკვე არ იცოდა პასუხი.
- არა. გეცოდინება უკვე.
- რატომ არ? - გამოიხედა მინიდან. - ქალს ხომ გაჰყევი უკან. ნაწილობრივ იმ ქალის გამოც ხომ დატოვე ოჯახი.
- შვილის ყოლა არც არასდროს მინდოდა. მაგრამ ჩემები ძალიან მიყვარს.
გაკვირვებულმა გადმოხედა ნიკუშამ. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა.
- ამ ბიჭს უყვარს შენი უმცროსი, ნია. - არსაიდან მოიტანა საუბრის თემა სანდრომ. ახლა პირიც გააღო ნიკომ, ისეთი მოულოდნელი იყო ეს დიალოგი.
- ნუთუ? - ცინიკურად გაიცინა გიორგიმ.
- ხო, დათანხმებას ვაპირებ. შენ არავინ გკითხავს აზრს, მაგრამ მაინც იცოდე.
- რა დროს ნიას შეყვარებულია ან ქმარი. დისნაირი შეცდომა არ დაუშავას მანაც.
- შეცდომა თუ მე ვარ, წარმომიდგენია, სწორი არჩევანი როგორი შეიძლება იყოს მაშინ.
- არ არის საჭირო ადრეულ ასაკში ქორწინება.
- არც ქორწინდებიან ჯერ, მე მომავალზე ვიძახი. ხუთი, ათი წლის მერე, როცა მოუნდებათ. შენ როცა არ იქნები.
- ვინ იცის, სად ვიქნები. რამდენი წლის ხარ, შვილო? - მიუტრიალდა ნიკოს გიორგი.
- ოცდაორის. - ძლივს გადააბა ორი სიტყვა. სანდროს უცნაურ საქციელებს მიჩვეული იყო, მაგრამ მსგავს გარდასახვას არ ელოდა მაინც. მით უმეტეს ამ სიტუაციაში.
- შენც მამაშენთან დაპირისპირებას აპირებ? - ცოტათი გადმოიხარა წინ კაცი, შერიფიც გამოჰყვა მის მოქმედებას. ამაყი მშობელივით გადმოხედა მის საქცელს სანდრომ.
- მის ციხეში ჩასმას ვაპირებ. - პირში მიახალა ბიჭმა სათქმელი. - ჩემი გამოყენებისთვის. მერე ღალატისთვის, და ნიას შეწუხებისთვის. საკუთარი მეგობარსაც კი უღალატა მაგან.. ეგ კაცი მამაჩემი არ არის.
- ოხ, ეს დღევანდელი ბავშვები.. როგორი მამები გინდათ ერთი თქვენ? გივი პატარა პაიკია ამ ამბავში. მარტივად მოსაშორებელი იქნებოდა, რომ არა ეს ვაჟბატონი. მის გამო ვერ ახლო ხელი ვერავინ, იციან იქაც.. - თავით ანიშნა სადღაც. - ყველაფრის ამოთხრა რომ შეუძლია.
- რუსულ მაფიას ჩემი ეშინია? - გაეცინა სანდროს. - მე ვყოფილვარ მთავარი მაფიოზი.
- რა მნიშვნელობა აქვს. მსგავს სისტემასთან ბრძოლა არავის მოუგია, შენ მარტო მით უფრო ვერ შეძლებ, სანდრო. მიხედე ჩემს გოგოებს.. ჩვენ კი ჩვენ გზას განვაგრძობთ.
- ჯერ რატომ მემშვიდობები? იქნებ, საერთოდ არ ვაპირებ შენ გაშვებას..
- თათას რომ ნახავ, ყველაფრის დათმობა მოგინდება, ეს ხომ ორივემ ვიცით? - თითქოს სითბო იკითხებოდა კაცის თვალებში. დიდად არაფერზე ღელავდა, იცოდა სანდო ხელში ჰყავდა ქალიშვილი.
- რანირი კაცი ხარ, გიორგი?! - შეცვლილი ტონით ჰკითხა სანდრომ. - მამაჩემიც ხომ მამაა, მაგრამ ერთი პროცენტითაც არ ჰგავხარ. მასთან შედარებით ცარიელი ადგილი ხარ. - ისე სხარტად დაილაპარაკა ეს წინადადება, ნიკოს ღიმილი გაეპარა სახეზე. მაშინ იგრძნო, რომ თანდათან ბრუდებოდა თავისი უფროსი დედამიწაზე. მიხვდა, რა ძალა ჰქონდა თათას არსებობას მის ცხოვრებაში.

...

დივანზე იჯდა ხელუხლებელი თათა. მის ფეხთან წამოწოლილიყო გერმანული ნაგაზი. უცხო სტუმრების შემოსვლისთანავე დაუღრინა ყველას ცხოველმა, განსაკუთრებით კი შერიფს დაარჭო მახვილი თვალი. ხელით ანიშნა დამშვიდება დიტომ ცხოველს. თავის მხრივ თავი შეიკავა დობერმანმაც. ადამინებს შორის გაჩენილ დაძაბულობას უნებურად დაემატა ძაღლების ფარული პაექრობაც.
ცოლ-ქმრული მზერაც გადაიკვეთა მაშინვე. არ განძრეულა ადგილიდან თათა. იმედგაცრუება გამოესახა დაღლილ სახეზე და მამას აჩუქა დამსახურებული ზიზღიანი გამოხედვა.
- ცოტა შეგაგვიანდა. - საათზე დაიხედა დიტომ. გამომწვევად ჩამოჯდა სავარძელზე და ხელით ანიშნა სტუმრებს მოპატიჟება ამ უზარმაზარ ვილაში.
- ადექი. - თითებით ანიშნა ცოლს სანდრომ, მისკენ წამოვიდა თამამი ნაბიჯებით, თუმცა ძაღლმა არ მიუშვა არაფრით.
- შჩჩ... მშვიდად. - ხელი ასწია დიტომ. - გადადგი ეგ ნაბიჯი უკან, თორემ დაგასახიჩრებს ჩემი ბიჭი, შენსას არ ჰგავს, რთული ხასიათი აქვს.
- საიდან მოიყვანე? - სუსტად გააქნია ფეხი ძაღლის მოსაშორებლად სანდრომ. უნებურად მოიკუნტა მის ფეხებთან რამდენიმე წამის წინ კბილებალესილი ნაგაზი. უჩვეულოდ დაემორჩილა მატაბელს. თავზე მოეფერა ძაღლს თვითონაც, მასთან ჩაიმუხლა, ლამის მეგობრობის ფიციც დაუდო ყველას თვალწინ. ნიშნის მოგებით აჰხედა შეურაცხყოფილ დიტოს.
- ცხოველების ენა კარგად გესმის. - დაიგესლა ბოროტულად. - მერე იტყვიან შენზე, დალაგებულიაო.
- კარგად ხარ? - არც მიაქცია მის ყეფას ყურადღება, ცოლისკენ გაიწია მაშინვე. ხელი გაუწოდა.
- თავი დაანებე ჩემს რძალს. - ღიმილით წამოდგა ფეხზე მასპინძელი. - ძალიან მოეწონა ჩვენთან, შეუძლია დარჩეს კიდევ ცოტა ხანს.
დაუფიქრებლად გაულაწუნა სახეში მაგარი მუშტი. ელოდა კიდეც ამ დარტყმას დიტო, ბეჯითად მოიწმინდა ტუჩზე უეცრად გაჩენილი სისხლი და მაინც გამომწვევად დაუდგა წინ მატაბელს.
- შეეშვი. - ხმა ამოიღო თათამ. იდააყვში ჩაავლო ხელი ქმარს, თუმცა გაითავისუფლა თავი და ნიკომაც ოსტატურად გამოაშორა მეუღლეს.
- მოეთრიე აქ, - ყბაში წაავლო ხელი სანატრელ მტერს და უმისამართოდ მოისროლა სასიკვიდლოდ გამეტებული. - რამ გაფიქრებინა მისი გარევა ამ ყველაფერში? რამ...
- შენი გაგიჟების სურვილმა. - ამოიოხრა და გამოიქნია ხელი. - მინდა, რომ გაგამწარო. გაგანადგურო. ზუსტად ასეთი მინდოდა ყოფილიყავი, ცარიელი და გატეხილი, როგორიც მე ვიყავი მაშინ.
- ჩვენ შედარებას ცდილობ? - ხელით ანიშნა სანდრომ და ცოტა გაეცინა. - მე და შენ რა გვაქვს საერთო? წარსულის გახსენება გინდა? გინდა, გაგახსენო რატომ მოხიე დედამოტ.ყნულ რუსეთში... რატომ მემალებოდი ეს წლები... რატომ გეშინოდა ჩემი.. ეგ გინდა გაგახსენო?
- იმიტომ, რომ შენ დას ვცემდი. - სულ ღიმილით უთხრა ეს წინადადება. თათამ თვალები დახუჭა ამ სიტყვებისას, მისი გაყვანა უნდოდა ნიკუშას, მაგრამ არ დაანება.
- ჩაიგდე ეგ წყეული ენა. - ამოიოხრა თათამ. - და შენც წამოეგე ახლა როგორმე!
მათ შორის ჩადგა და არც ერთს არ მისცა ერთმანეთთან მიკარების უფლება.
- გაიყვანე ეს. - ნიკოს ანიშნა სანდრომ.
- არ მომყვება, რა ვქნა, დავაძალო?!
- ხო, დააძალე! გადი, თათა. - ანიშნა თავით, მაგრამ არაფრის დიდებით არ გაინძრა.
- დავიღალე, იცი? - მიუტრიალდა ქმარს. - სამი დღეა ამ იდიოტის სისულეებს ვისმენ. გაუშვი აქედან და დაგანენებს თავს შენც და ყველას. წაეთრიოს, სადაც უნდა.
- აჰა, ანუ შენც დაგარწმუნა, რომ ზავი საუკეთესო გამოსავალია? - ცინიკურად გაეცინა სანდროს. - მერე როგორ მოვიქცე, მიკარნახე, შენ უკეთ გექნება დაგეგმილი!
- ამის დროა ახლა? - შუაში გამოყო თავი ნიკუშამ.
- აცადე, ძალიან საყვარლები არიან. - ხელით ანიშნა დიტომ.
- გაჩუმდი ეს დედა მოტ.ყნული! - თავში ჩაარტყა დაუფიქრებლად მოღერებული იარაღი. - გგონია, დამავიწყდა რამე?
- სანდრო!
- გადი-მეთქი, თათა, აქედან, გადი, დამაცადე! - ამოიყვირა და ისეთი სხვანაირი იყო მისი ასეთი ვერსია... იმედგაცრუებული, შურისმაძიებელი, წერტილდასმული.
- გამოდი, შვილო, აქეთ. - ხელით გამოსწია გიორგიმ ქალიშვილი. - მოგვარდებიან თვითონ.
- ერთმანეთის დახოცვით? - ხელით ანიშნა ერთმანეთზე გადაკიდებული ბიჭებისკენ.
- მაინც ვერ მომკლავ, ტყუილად მირტყამ ამდენს... - აგრძელებდა მის გაღიზიანებას დიტო.
- შენი სიკვდილი რა ჯანდაბად მინდა? - გაეცინა სანდროს და გემრიალად ამოარტყა მუცელში. - ისედაც არ მიმაჩნიხარ ცოცხლად. ისედაც მკვდარი ხარ ყველასთვის. საკუთარი შვილისთვისაც კი. არავის მამა და შვილი შენ არ ხარ. ნული ხარ. გესმის ეგ?
- ჩემს შვილს შენ არ დაგიტოვებ...
- შენ ვინ გკითხავს... - წაეპოტინა კეფაზა დასისხილანებულს. - მის ბედს შენ ვინ დაგეკითხება... დემეტრესთვის მამაც მე ვარ და ყველაფერიც, შენი არსებობაც კი არ ახსოვს. არ იცის, რომ სამარცხვინო მამის შვილია!
- ჩემს შვილს... - სისხლი გადმოაფურთხა და ძლივს წამობობღდა ფეხზე. თათას გული ეტკინა ამ სცენაზე. - ჩემს ბიჭს.. შენ არ.. დაგითმობ! წავიყვან!
- შენ სადაც მიდიხარ, იქ არავის წაყვანა არ შეგიძლია. მით უმეტეს, დემეტრეს ვერ წაიყვან ვერსად. ვერასდროს.
- გაიზრდება და მოგეკითხება მაინც... - თითქოს ცოტა სევდა შეერია ხმაში. - ხომ იკითხავს, რა დაემართა მამას...
- მამა მოკვდა... - ბედნიერად ჰყვებოდა ამბავს სანდრო. - არა, თავი მოიკლა... არა, მოკვდა.. რომელი ჯობია? - გიორგის შეხედა რატომღაც ყველაზე დიდხანს. - ან.. ოჯახი მიატოვა, პასუხისმგებლობებს ვერ გაუძლო, სხვა ქალს აეკიდა... ბიზნესი დაიწყო მოსკოვებში, იქვე გარდაიცვალა... ეს უკეთესია, არა, გიორგი?
- შეშლილია. - ანიშნა ქალიშვილს გიორგიმ.
- რა მნიშვნელობა აქვს, რა! - აიქნია იარაღიანი ხელი სანდრომ. - მთავარია, რომ ყველა ისტორიაში ბოლოს მაინც კვდები.
- მამაჩემი ამ ამბავს ისე არ დატოვებს..
- მამაშენი საერთოდ ვინ არის და რა უნდა ამ ცხოვრებაში. - გაიღიმა და პირდაპირ შუბლზე მიადო იარაღის ლულა. - მე მასთან პრობლემა არ გამაჩნია. არ ვიცნობ. მე შენ გიცნობ.
- გაისროლე, თუ მაგარი ბიჭი ხარ.
- მაგიტომაც არ გავისვრი ზუსტად, რომ მაგარი ბიჭი ვარ. ჩემი ძმაკაცი იყავი, შენ, ჩემი ოჯახის წევრი. - ზუსტად ისეთი მზერა ჰქონდა ახლა, თორნიკეს რომ ელაპარაკა სულ თავიდან ცოლის სახლში. მხოლოდ თათამ დაიჭირა მსგავსება იმ მომენტში, ზუსტად იცოდა, რასაც ნიშნავდა ეს დიალოგი სანდროსთვის - დაცლას.
- გული გატკინე? - განაგრძო ცინიზმი დიტომ.
- თავი დაიღუპე. - გაიღიმა. - საფლავი გაითხარე.
- ვიცი. მეტყობა უკვე. ხომ იცი, ცოტა ვერ ვარ... ძალით არ მინდოდა.
- რა, ბიჭო? ეგ სპექტაკლი? მირანდას აბები დაალევინე. - ჩამოსწია ეგ იარაღი და იქვე ჩამოჯდა მასთან.
- თავს ვერ ვაკონტროლებდი. ჭკუიდან ვიყავი შეშლილი და ის არასდროს აჩერებდა პირს. ჩემი დახმარება უნდოდა. შენი ეშინოდა. ვუყვარდი. წამლები მაშინ დავუწყე, როცა მივხვდი, რომ ყველაფერს მოგიყვებოდა. მერე შენი ძვირფასი ცოლი მოვიდა... შენი სახელით მემუქრებოდა. - გაეღიმა დიტოს და თათას გადმოხედა ძირს დაგდებულმა. სანდრო ჩუმად ისმენდა ამ ნებაყოფლობით აღიარებას.
გიორგი თავისთვის ეწეოდა სიგარეტს. ნიკუშა რძალს არ შორდებოდა.
- რა ყლ.ეობის მოყოლა გინდა? - სიგარეტს მოუკიდა სანდრომ. - აზრი ვერ გამოვიტანე რაღაც.
- მისი ბრალი არ არის, რომ არ გითხრა. ეს მე ვთხოვე ეგრე. მე დავაჯერე. ტყუილად დაშორდი მაშინ.
- შენ გამო არავის დავშორებივარ. - ვერ მოინელა ის ფიქრი, რომ რატომღაც დიტოს ბრალიც იყო მათი განშორება სანდრომ. თითქოს პირველად შერცხვა.
- გიტყდება, არა? - მაზოხისტივით ესიამოვნა დიტოს კაცის შეშლილი ხმა.
- აეთრიე!
- თავი დამანებე! - ხელი აიქნია დანებებულმა. - შენ თუ გგონია, მე აქედან ვერ წავალ... თუ გგონია, დამამარცხე, ცდები.
- რატომ დგახართ ჯერ კიდევ აქ? - ცოლსა და მოსწავლეს მიუტრიალდა სანდრო, შეაღონა დიტოსთან დაუსრულებელმა პაექრობამ. - გადით.
- არ გავალ არსად. - მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები თათამ. - და გეყოფა შენც! - ნიკოს გამოწვდილ ხელს მრისხანედ დახედა ქალმა.
მისკენ წამოვიდა მაშინვე სანდრო. სულ ძალით ჩააკიდებინა ნიკოსთვის ხელი და ზურგზე უბიძგა ოდნავ. ამ გაწამაწიის დროს საეჭვოდ ამღერდა ნიკუშას ტელეფონი.
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს.
ერთადერთი სიტყვა, რაც წამოსცდა ნიკოს იყო „დედა“.
- რა უქენი? რა უქენი? - დაუყვირა დიტოს და თვითონ გახდა დასაკავებელი.
- რა ხდება? - უკან გამოათრია სანდრომ ბიჭი. - ვინ დაგირეკა?
- დედაჩემს ემუქრებიან... ეს და მამაჩემი! - დაიყვირა შეშლილმა. - უნდა წავიდე, მაპატიე, სანდრო, უნდა წავიდე...
მარტო გაიჭრა კარისკენ. თვალები ჩაუწითლდა მაშინვე, როგორც კი წარმოიდგინა უსუსური და მარტო დარჩენილი დედა, ვისაც არც ერთი ბედნიერი დღე არ ღირსებია მისი ქმრის დამსახურებით.
შუბლზე მოისვა ხელი სანდრომ. ჩიხში შესულმა აღარ იცოდა, რა ექნა. დიტოს გამარჯვების ღიმილს უგულოდ მიაშტერდა.
- შენი საყვარელი ხალხის გამწარება ჩემი საყვარელი სპორტია, - ფეხზე წამოდგა დიტო. - ახლა მე წავალ, ჩემს ხალხს თან გავიყოლებ და შენ მშვიდად უყურებ ამ ყველაფერს. ის პატარა ბიჭი მანამ ვერ იპოვის დედამის, სანამ მე ქვეყანას არ დავტოვებ.
- წამოდი, - არც მოუსმენია მისთვის, ხელი ჩაავლო თათას. სირბილით დაედევნა წინ გაჭრილ ნიკუშას და თავად დაჯდა საჭესთან. თათა უკან ჩაჯდა, ტრადიციულად, მათ შორის გამოყო თავი.
- მეგონა, რჩებოდი. - ჩუმად თქვა ნიკომ. - აქ დატოვებ?
- დედაც მოსტყვნიათ. ვინ დაგირეკა შენ?
- ირაკლიმ.
- მამაშენმა? - წარბები აზიდა. - თავად მას ჰყავს?
- ხო. ასე გამოდის.
- რა ხდება, ვინმე გამაგებინებთ? - ხან ერთს მიუტრიალდა თათა, ხან მეორეს.
- თათა სახლში დავსვათ და მივხედოთ ჩვენ საქმეს. - მაშინვე იპოვა გამოსავალი სანდრომ, მერე ცოლს მიუტრიალდა. - არაფერი არ ხდება, წერტილი უნდა დავუსვათ უკვე ამ ყველაფერს, ეგაა და მორჩა.
- ასე მიატოვებ ამათ? - ანიშნა სახლისაკენ, მანქანა უკვე დაიძრა და გაშორდა ადგილს.
- ვერ გამექცევიან მაინც. ახლა ისინი არ არიან მნიშვნელოვანნი.
- დედაჩემი წაიყვანეს. - აუხსნა ნიკუშამ და ცოტათი ცრემლიანი თვალით მიუტრიალდა თათას.
- რაა? - მაშინვე მოეფერა ზურგზე ბიჭს. - დედაშენისგან მაინც რა უნდათ?! არ ინერვიულო შენ, არაფერი დაემართება დედას.
ამ სიტყვების გამო აკოცა ხელზე ნიკომ, იმედიანად მიხუჭა თვალები.

.

ქალბატონი ქეთოს ადგილსამყოფელი მხოლოდ გვიან ღამით გახდა ცნობილი. არაფრით მოშორდა თათა ბიჭებს. თვალცრემლიანმა უყურა დედისა და შვილის შეხვედრას. ნიკოს საოცრად თბილი სიტყვები დედის მიმართ გულს უწვავდა თათას. ხომ არაფერი დაუშავებიაო, მალიმალ ეკითხებოდა დედას. გვერდით მიუსვეს ქალი თათას. მაშინვე მოჰხვია ხელი და ნატკენი თვალები საკუთარი თითებით მოსწმინდა დედასვით თბილ ქალს.
- მიხარია, რომ კარგად ხართ. ძალიან ინერვიულა ნიკუშამ. - ნაზად გადაუწია შევერცხლილი თმა თათამ.
- თქვენც განერვიულეთ. ალბათ ხელი შეგიშალე ყველაფერში, სანდრო. - მიუტრიალდა კაცს სევდიანად.
- თქვენ თუ კარგად ხართ, ანუ არაფერში შემშლია ხელი. ასეც უნდა ყოფილიყო.
- გაქცევაზე საუბრობდა ირაკლი. ჯანდაბაშიც წასულა! იმედია აღარ დაბრუნდება არც ის და არც მისი კლანი უკან.
ამოისუნთქა სანდრომ ამ სიტყვებზე. ყველას რატომ უხარია მათი გაქცევა?! რატომ არავინ ოცნებობს მათ დასჯაზე, დაჭერაზე მის გარდა?!
- შენ არ იფიქრო მაგაზე, დე. - აღელდა ნიკოც. - რა გავაკეთოთ?
- არაფერი. სახლში წავიდეთ. - უეცრად მოდუნდა სანდრო.
- სახლში?! - წარბი ასწია ბიჭმა. - დარწმუნებული ხარ?
- ისედაც ერთი კვირაა გარეთ ვარ. ჩემი ცოლის ნახვა მინდა. - გადმოხედა პერიფერიული სარკიდან დაღლილი თვალებით. თათამ მზერა მოარიდა.

თითქოს გული ეტკინა, თავად რომ იყო მიზეზი ასეთი განადგურებული ქმრის დანახვით.

გვიანობამდე ისხდნენ მატაბელებთან ყველანი ერთად. მოვლენების დალაგებას ცდილობდა მაკა, ნია ჩაერეოდა შიგადაშიგ მამამისის სალანძღავი სიტყვებით. ქალბატონი ქეთო მორიდებით იჯდა დივანზე, სრცხვენოდა ქმრის გამო და ერიდებოდა სანდროსი. ხელები დაუკოცნა ქალს სანდრომ.
- თქვენი ბრალი არაფერია. - მოეფერა მაჯებზე. - ახლა უფრო თამამად მოვალ თქვენი უგემრიელესი საჭმელების დასაგემოვნებლად, არ დამაყვედრის არავინ.
- პირი გაუხმეს იმას, ვინც შენ რამე დაგაყვედროს. - თავზე გადაუსვა ხელი ქეთომ. ღიმილით გამოშორდა ქალს და იდაყვში ჩაავლო მეუღლეს ხელი. ძლივს დაიმორტოხელა, გაიყვანა „თავიანთ“ ოთახში და კარიც მიხურა ხმაურის გასანეიტრალებლად.
შუბლით მიეყრდნო კედელს.
- დავიღალე. - აღმოხდა, მართლაც რომ, დაღლილს.
ზურგიდან მიეხუტა ნანატრი, საყვარელი ცოლი. კეფაზე აკოცა ყველაზე სასურველს თათამ და შემოატრიალა.
- როგორ მომენატრე. - დაიჩურჩულა თვითონ, მისი სახეც თვითონ მოიქცია ხელებში. - როგორ მინდოდა შენთან.
- რატომ არ შემომიშვი სახლში. - დაიჭირა, დაუკოცნა სახე და თვალები. - რატომ არ მითხარი...
და გაუბედავად მოეფერა მუცელზე ქალს.
- რატომ არ მომეცი უფლება მცოდნოდა პირველს...
- შენთვის გამოვბრუნდი.
- ვიცი. - ჩაეღიმა სანდროს. ჩაიმუხლა იქვე და აუწია მაისური, მუცელი რომ დაენახა თავისუფლად. ბევრჯერ აკოცა იქვე, თვალები აუცრემლიანდა თათას.
- როდის წავიდეთ ექიმთან? - ჩამოსვა სავარძლეზე და თვითონაც მის წინ მოთავსდა.
- დავისვენებ ცოტას და წავალ. მალხაზმა გითხრა?
- ხვეწნა-მუდარის მერე, კი. მაგას თქმა არ ერქვა.
- მე ვთხოვე.
- მაინც არ მეტყოდა. ეგ ეგეთია.. მტკიცე.
- შენსავით. - გაეღიმა თათას. - სხვებში არასდროს მოგწონს ის თვისებები, რაც შენ გახასიათებს.
- კარგი გამახსენე, კამათის დრო რომ დაგვიდგა. რაო გიორგიმ?
- რა, რაო?
- რამდენიმე შეკითხვა მაქვს შენთან. - წამოიწყო და შეეცვალა ტემბრიც. - დილამდე ვერ მოვიცდი, შენ დასვენებას ვერ დაველოდები, მაპატიე.
- არაუშავს. ამას ხომ მივეჩვიე. მიდი, დამკითხე, რა გაწუხებს ამჯერად, რაში გეპარება ეჭვი?
- ჩემთან დასაკავშირებელი ყველა გზა სცადე და მაინც ვერ დამიკავშირდი? - თქვა თუ არა შეისწავლა მაშინვე ქალის მიმიკები. წარბები აზიდა გაოცებისგან თათამ.
- რას გულისხმობ? ტელეფონი არ მქონდა.
- რამე სცადე? გინდოდა, მცოდნოდა მე, შენ სად იყავი თუ გინდოდა, დამეთმო ჩემი შურისძიება და ასე დასრულებულიყო ყველაფერი?
- რა უნდა მეცადა, სანდრო? საკუთარი თავის გარდა, სხვაზეც ვიყავი პასუხისმგებელი... - ხელი მიიდო მუცელზე.
- გინდოდა, მცოდნოდა თუ არა... - ისე ახლოს მიუტანა სახე, სუნთქვა შეეკრა თათას. ზუსტად იცოდა, რომ ელოდა ეს საუბარი.
- რა გინდა მათქმევინო, ვერ ვხვდები?!
- გამოტყდე მინდა. ახლა მაინც.
- სიმშვიდე მინდა. - წარმოთქვა და ამაყად გაუსწორა თვალი. - მე არ მაინტერესებს, შენ დაიჭერ თუ არა იმათ, უბრალოდ მინდა, რომ არ არსებობდნენ ჩვენს ცხოვრებაში.
- რატომ არ გაინტერესებს, როცა მთელი ცხოვრება მის დევნას შევალიე? არ გაინტერესებს ის, რაც ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანია?
- ჩემი ბრალია, რომ შუა ქუჩიდან მომიტაცა? - ამოიყვირა თათამ. - რაზე ბრაზდები?
- იმაზე, რომ გიორგის უჯერებ. რა გითხრა, შენ გამო აუცილებლად წამოვა დათმობაზე და მშვიდობიანად დავასრულოთო ყველაფერიო?
- კი, ასე მითხრა! - ხელი გაიქნია უნებურად და ფეხზე წამოდგა. - მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მე ასე მინდოდა...რომ მე ბედნიერი ვარ, შენ თუ დათმობაზე გიწევს წასვლა ჩემ გამო.
- მაგრამ დიდად წინააღმდეგიც არ ყოფილხარ. შენ ხელი შეუწყვე... - მიუახლოვდა და გამოსცადა მაგ მზერით.
- სანდრო, ინანებ ამ სიტყევბსაც, იცოდე! - ოდნავ გაეღიმა თათას.
- არაუშავს, დავიცდი კიდევ ხუთი წელი და შემოგირიგებ. აი, აქ მიჭერს... - ყელზე მიიდო ხელი. - არ შემიძლია, რომ არ ვთქვა.
- მიდი, გადმოანთხიე ძველებურად, მე მზად ვარ, გაგიძლო.
- ჩემი დამარცხება არავის შეუძლია. - წამოიწყო და გაეცინა. თათასაც გადაჰკრა ღიმილმა. - შენ გარდა.
- კარგი ერთი!
- შენ გამო ცოცხალ-მკვდარი გავხდი. ისეთი ადამიანები შევაწუხე, არაფრის დიდებით რომ არ მივიდოდი ჩემი ცნობილი სიამაყის გამო. მე თავს უფლებას არ ვაძლევდი შეცდომა დამეშვა... შენთვის ოდნავი საფრთხე შემექმნა.. ყველანაირ პირობას დავთანხმდი ლამის. შენ... ჩემი სისუსტე ხარ. - თბილად აკოცა ხელის გულზე. - რამდენი დღეა გეძებ, შენ კი იმას ელოდები თურმე, რომ მე უარს ვიტყვი ამ ყველაფერზე და ასე ბედნიერად დასრულდება ყველაფერი. ჩემი სიყვარული იმათ რატომ გამოაყენებინე?!
- მე არაფერი მითქვამს.
- არაფერი მოგიმოქმედებია. არ სცადე. იცოდი, მოვიდოდი და იმიტომ.
- რამდენიმე დღეში წავლენ ლარსიდან. - თავი გააქნია თათამ. ისედაც აპირებდა ამის მოყოლას, უბრალოდ დააცადა სანდროს სათქმელი. მისი ბრაზიანი სიტყვების მოსმენა მოუნდა რატომღაც. - გიორგიმ მომიყვა ყველაფერი, დავარწმუნე, რომ არაფერს გეტყოდი, რომ მე მისი მოშორება მინდოდა და არა სიკვდილი, ციხე. შენ გამო მოვიტყუე. - თვალებში ჩახედა სანდროს. - ეს საკმაირისი მიზეზია, რომ დარწმუნდე ვის მხარეს ვარ, ვინ მიყვარს, ვინ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი? - მხარზე გაჰკრა ხელი გაღიზიანებულმა, ნაწყენმა. არ მოიკარა.
- მეტი რა გითხრა?
- ყველანი ერთად მიდიან, ირაკლიც უნდა გაიყოლონ, თორემ აქ დაიღუპებაო, ამტკიცებდა მამაჩემი. ეს ერთმანეთში ილაპარაკეს, იქნებ უნდოდათ სპეციალურად გამეგო, არ ვიცი, მაგრამ როცა მარტო იყო გიორგი ჩემთან..
- რა ხდებოდა?!
- თითქოს გულწრფელი იყო. მეორე ცოლი ჰყოლია, იცოდი? - ცივად გაიღიმა. - რა თქმა უნდა, გაიგებდი.
- შვილი არ ჰყავს სხვა.
- არ ეყოლება, არც ჩვენი ყოფნით არის დიდად გახარებული. - მუცელზე მიიდო ხელი ინსტინქტურად. რაღაცის თქმა დააპირა კიდევ, მაგრამ მოკუმა პირი.
- რა იყო? რისი თქმა გინდა? - მიუახლოვდა სანდრო. - ახლა არ შემადარო მამაშენს, არ მკითხო რამე სისულელე შვილზე, თორემ აქედან გადავხტები და...
- არ შეგადარებ. - გააქნია თავი თათამ. - შენ ის არ ხარ.
- მამაჩემივით არ მოიქცეო, რომ მითხარი, ეგ სიტყვები არ მომშორებია არასდროს... არასდროს მიმიტოვებიხარ.
- ვიცი. მიტოვების გადაწყვეტილებაც მე მივიღე, თავი რომ უკეთ მეგრძნო. სინამდვილეში...
- არ მიმიტოვებიხარ. აჩრდილივით დაგყვებოდი. - თავი ჩახარა სანდრომ.
- მაშინაც, ხან თეოს რომ დაატარებდი, ხან შენს მდივანს?
- შენც ხომ დადიოდი პაემნებზე.. ცოლ-შვილიან კაცს არ მიეცი შანსი კინაღამ?
- ვის გამოაგზავნინე ის ფოტოები ჩემს ნომერზე? - გაახსენდა თათას.
- მე თავად გამოვაგზავნე. - გაეღიმა სანდროს. - უბრალოდ ანონიმურად.
- თავად რატომ არ მითხარი? არ გინდოდა, მეფიქრა, რომ ისევ გაინტერესებდი?
- დიახ. - გამომწვევად მოჰხვია ხელი და თავისკენ მოიზიდა. - არ მინდოდა, რომ არასწორად მოვქცეულიყავი მე პირადად... მერე შენ.. მინდოდა თვითონ გყავრებოდი, თავისით, ჩემი ძალისხმევის გარეშე. თავისუფლება მინდოდა მომეცა შენთვის, მაგრამ არასდროს გამომდიოდა. ჩემ თავსაც ვერასდროს მივეცი თავისუფლად ყოფნის უფლება. სულ შენთან მინდოდა. შენი ნახვა... შეხება.. - თბილად აკოცა ყელზე.
- მე ვერასდროს გხედავდი... ასე ეგოისტურად რატომ, სან?
- სულ შენთან ვიყავი, არადა. სამსახურში რომ აგიყვანეს იმ დღესაც... უნივერსიტეტის გამოსაშვებზეც.. ჩემს მერე პირველ პაემანზეც.
ღიმილმა დაუსერა სახე თათას.
- ნუთუ?!
- ბედნიერი ჩანდი. - თვალები დააწვრილა მატაბელმა. - ბედნიერის როლი ითამაშე. გული მეტკინა იმ დღეს.
- კარგი რა.
- გეფიცები. - გაეღიმა თავადაც. - მერჩივნა, გულწრფელი ყოფილიყავი, ვიდრე ეგეთი მენახე. მაშინ მივხვდი, რომ დამნაშავე მეც ვიყავი.
- არ გინდა.. დაღლილი ვარ ძალიან.
- დარჩები ჩემთან?
- მაკას და ნიას ვჭირდები.
- მე მჭირდები ყველაზე მეტად. - ამოისუნთქა უკმაყოფილოდ. - ერთხელ მაინც იფიქრე ქმარზე, ერთხელ მაინც მოუარე სათანადოდ...
- მოსავლელი აქ მგონი ისევ მე ვარ. - უკან გადასწია თავი და მოშვერილ ყელზე ეამბორა სანდროც მაშინვე.
- მზად ვარ, მთელი ცხოვრება გემსახურო. - ნელ-ნელა დაუკოცნა შველივით კისერი, თვალებს შეაგება მოწყურებული, მონატრებული მზერა. - ყველაფერი დავთმო...
- არ მჯერა..
- შენ მზად ხარ დათმო რამე ჩემთვის? - ფრთხილად მოაშორა მის ტანს ატლასის კრემისფერი პერანგი და ხელისგული აუსვა მკერდის ღარზე.
- მაგალითად, რა?
- შენი სიამაყე. - ჩაეღიმა მატაბელს.
- არ ვიცი. - თავად წაეპოტინა კაცის მაისურს. ოსტატურად, მაცდურად ჩაავლო თითი მის ოქროსფერ ყელსაბამს და თავისკენ მოსწია გაგიჟებული, მოელვარე ლურჯი თვალებით მაცქერალი ქმარი.
- თა..თა.. - გააშიშვლა სააბოლოდ და ნაზად აკოცა ლოყაზე. - რაო ექიმმა, ხო არ აუკრძალავს რამე ჩვენთვის?
ხმაურიანად გაეცინა თათას.
- მალხაზისთვის არ მიკითხავს....
- გავალ და ვკითხავ, თუ გინდა. - განაგრძო სიცილი სანდრომ.
- მოდი აქ, - ორივე ხელი კეფაზე შემოალაგა თათამ. - ყველაფერი შეიძლება, თუ კარგად მოგექცევაო პარტნიორი..
- პარტნიორი რა სიტყვაა? - ნელა წაიყვანა საწოლისკენ ვნებამორეული ქალბატონი. - ან როდის მოგექცაო ცუდად...


თბილად დაღამდა.

.

- ეს საზოგადეობა არ ხუმრობს. - ცნობისმოყვარე თვალებით გადახედა შეკრებილ ხალხს ნიკუშამ. ღია კარში ეწეოდა სიგარეტს სანდრო მატაბელი. დივანზე მოკეცილი ფეხით ჩამომჯდარიყო დაჩი დანელია. რენე მაისურაძეს თეთრი პერანგი აეკაპიძებინა ხელებზე და ლეპტოპს ჩაჰყურებდა ცნობისმოყვარე თვალებით.
- ველოდებით კიდევ ვინმეს? - დაჩიმ დაიხედა საათზე.
- არ მოდის დაშნიანი? - ნიკუშამ სანდროს გაჰხედა.
- მოსვლით ვერ მოდის, მაგრამ გვეხმარება.
- აუ, დავლიოთ რა... - უეცრად წამოიჭრა ფეხზე დაჩი. - არ მოგვილოცავს სათანადოდ შენთვის, სანდრო, ბავშვს ელოდები.. სახუმარო ხომ არაა ეს ამბავი?
- თანახმა ვარ. - გაიკრიჭა მაშინვე ნიკუშა, თავისიანი იპოვა დანელიას სახით.
- ეს ორი ერთად არ იყო კარგი აზრი. - რენეს ანიშნა თავით სანდრომ.
- გახსენი ეგ გივის შოტლადიური ვისკი, - გაეცინა დაჩის და მხრებში ჩაავლო ხელი ნათესავს. - თორემ დავურეკავ და თვითონ მოვატანინებ.
- ოღონდ ეგ არა. - ხმაურიანი სიცილით გამოაღო იმ ჩარჩოს კარი, სადაც ინახავდა ყველაზე ძვირფას სასმელებს. მთელი კოლექცია გადაიშალა სტუმრების თვალწინ. ბიჭებს მიანდო სასმლის არჩევა.
- გრძელი ღამე გველის. - წარბები აათამაშა რენემ. - თან დიდი ხანია არ დამილევია.
- ეს ხომ არ გაბრაზებდა ჩემ არ ყოფნაში? - ნიკოსკენ ანიშნა მატაბელმა.
- წუთში ოცჯერ გახსენებდა. - მობეზრებით მოისრისა შუბლი. - დამისხი ახლა!
- აუ, თითქოს ვიღაც მაკლია სუფრაზე... - ვერ ისვენებდა დაჩი. - აი, ქალი აკლია რა მაგიდას! მოიყვანე ცოლი, მოიყვანე თათა!
- მეც მაგას ვეუბნები. - ჭიქა მიუჭახუნა ნიკომ.

რენეს უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. თითქოს რაღაც ან ვიღაც გაახსენდა. მერე სადღეგრძელოს შეურთდა და თვითონაც დაილოცა.


საკმაოდ შეთვრნენ იმ ღამით. აივანიდან უყურებდა განათებულ დედაქალაქს სანდრო. დაჩიც იქვე იჯდა უხმაურაოდ, სიგარეტი გამოართვა კაცს.
- როდიდან ეწევი შენ? - არ გამოჰპარვია მატაბელს.
- მხოლოდ სიმთვრალეში. ხომ იცი, სპორტული კაცი ვარ. - ღიმილით წამოიმართა ფეხზე, გვერდით დაუდგა სანდროს. - რას ჩაფიქრებულხარ, რა იყო?
- არაფერი. მაინტერესებს, მართლა ლარსიდან აპირებენ წასვლას თუ უბრალოდ ჩემ მოსატყუებლად მოუყვა თათას... კვალიც გაქრა. არ ვიცი, სად არიან.
- დემეტრესთვის დაბრუნდება. - დასერიოზულდა დაჩი. - ეგ ისე არ დაისვენებს, შვილის გამო ხომ ჩამოვიდა ისედაც.
- მე სხვა უფრო მადარდებს ამჯერად. - უცნაურად გადმოხედა ბიჭს. - მამამისი.
- ის ვინმე დაქლიავებული ბაჩო ქირია?!
- ამდენი წელი ფეხებზე ეკიდა თავისი შვილი, ახლა რატომ ჩამოიყვანდა?!
- შენი ყურადღების გასაფანტად? - მიუხვდა წინადადებას დაჩი. - გასაგებია. რაღაც ისე ვერაა, არა?!
- დაიკიდე ეგ. რას შვრები შენ, რაო გივიმ?
- აუ, რას ახსენებ მაგ კაცს. - სახე წაუხდა დაჩის. - მოიკითხე, ვერ გიბედავს დარეკავს მემგონი.
- მეტი საქმე არ მაქვს. - ჩაეცინა სანდროს.
- მე კი არა... შენ რას აკეთებ ერთი? - სასიამოვნოდ გაწელა წინადადება დაჩიმ და მხარი გაჰკრა გვერდით დამდგარს. - მეორედ არ მოვიტაცოთ თათა? თუ გინდა, მოვაყენებ ისევ „პორშეს“ ჭავჭავაძის გამზირზე...
- დამიტოვე „პორშე“ ცოტა ხანი მერე.
- მე რითი ვიმოძრაო, პოლიციის მანქანით?
„ლექსუსის“ გასაღები დაანახა სანდრომ.
- ეს სხვა ამბავია.. - სიხარულით ჩამოართვა მანქანის გასაღები.
- არასდროს შეიცვლები იმენა. - თავი გადააქნია სანდრომ. ცალი მხარი გადასდო და სასაცილოდ ამოიგდო იღლიაში. - დაურეკე შენს სიძეს, გამირკვიოს ფსოუდან ხომ არ აპირებს ვინმე გადაპარვას.
- ოჰოოო... - გაკვირვებით აჰხედა სერიოზულ მატაბელს. - ეს რამ გაფიქრებინა?
- მხოლოდ ეს ორი ვარიანტი გვაქვს. რომელიმე ადგილას უნდა დავიჭირო.
- და რა გარანტია გაქვს, რომ ეცოდინება?!
- არ ეცოდინება, შენი აზრით? - გაიღიმა სანდრომ. - რა იყო, გიტყდება თხოვნა ჩემ გამო?
- არ მიტყდება. - შეიშმუშნა დაჩი. - ვეძმაკაცები, ხომ იცი.
- თუ გინდა, მე დავურეკავ თვითონ. - სპეციალურად ელაპარაკებოდა ასე სანდრო. - არ ითანამშრომლებს ჩემთან?
- ეგ სიტყვა არ ახსენო. - გაიცინა ბიჭმა. - გამომძიებლური ენით ნუ ელაპარაკები ყველას, მით უმეტეს მაგას.
- რაც გითხარი, ეგ გააკეთე. აღარ გავწელოთ.
- როგორც მეტყვი. - ამოიღო ტელეფონი და კარგა ხანს უყურა ეკრანს. მოსვენებას უკარგავდა თითქოს რაღაც, ვერ გადადგა თამამი ნაბიჯი.
- რა გვაწუხებს? - პატარა ძმასავით გაჰხედა სანდრომ.
- მართალია შენი ცოლი. - მიანათა თავისი ნაცრისფერი, კაშკაშა თვალები სანდროს ლურჯს. - მშვიდი ცხოვრება გჭირდება და არა ასეთი მუდმივად დაძაბული.
- შენღა აკლდი თათას მხარდამჭერთა წრეს.
- არ გაგიჩერდება სამუდამოდ ქალი, ვინც დედა უნდა გახდეს მალე. თავის შვილს არასდროს გაიმეტებს ამ ცხოვრებისთვის, თავის თავს, შენ გამო კი, მარა შვილს არა.

ორივემ ერთდროულად მოუკიდეს სიგარეტს ცეცხლი.

.

დედის კარს მოადგა ნია. მორცხვად იდგა მის უკან ნიკუშა ტკბილეულით ხელში. ღიმილით შეუშვა სახლში სტუმრები ქალმა, თან უფროსი ქალიშვილიც შინ ჰყავდა და მეტი არც უნდოდა არაფერი ბედნიერებისთვის. მაშინვე სამზარეულოში გაიქცა საჭმლის გასაკეთებლად გახარებული.
- ოჰ, რა სტუმარი მოსულა! - ფეხზე წამოდგა თათა და თბილად გადაკოცნა ბიჭი.
- როგორ ხარ...თ? - ღიმილით აზიდა ზარბები, თბილად მოათვალიერა მუცელზე, თუმცა ჯერჯერობით არაფერი ეტყობოდა თათას.
- ძალიან კარგად. დაჯექი, მოდი. სად იყავით?
- სამსახურში. სესილიც აპირებს გამოსვლას. - ნიამ გასცა პასუხი, თან ლარნაკში ჩალაგებული წითელი ვარდები შეათვალიერა ეჭვნარევად.
- ჰო, ვიცი, ველაპარაკე.
- ეს სანდრომ გამოგიგზავნა? - წარბშეკრულმა იკითხა.
- არამგონია. - ჩაეცინა ნიკუშას.
- ჰო, არ არის მისი ხელწერა ყვავილები. - უკმეხად ჩაილაპარაკა თათამ თვალების ტრიალით. - იმ ზურამ გამომიგზავნა და თან სადღაც დამპატიჟა.
- ვაი. - აღმოხდა ერისთავს.
- არ დაძრათ კრინტი იმასთან, თორემ დაიწყებს მერე..!
პირზე კლიტე დაიდო ნიკუშამ.
- შენ გეხება ზუსტად, ხო, - არ დავიწყებია თათას წარსული. - წინაზეც შენ მოახსენე, სადაც ვიყავი, მახსოვს!
- ვალდებული ვიყავი!
- რანაირი უღიმღამო ვარდებია... - შეათვალიერა ნიამ ყვავილები. - რაღაც უსიცოცხლო.
- რამდენი ცალია? - ჩაერია ნიკუშაც და თვალით დაუწყო დათვლა.
თათას გულწრფელმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე.
სესილიც შემოურთდათ საღამოს. მაკამ აღარ იცოდა უკვე რა ექნა. მაგიდას აწყობდა ბედნიერი, კარზე რომ დაირეკა მოულოდნელი ზარი. თვითონ წავიდა მორიგი სტუმრის დასახვედრად.
იქვე დახვდა თავდახრილი სანდრო. გვერდს მათე ხურცილავა უმშვენებდა.
- ოხ. - ცივად გაიღიმა მაკამ. - მობრძანდით!
მხოლოდ მათეს აჩუქა თბილი სალამი და ისიც მხრებგაშლილი შევიდა სახლში. შერიფი პატრონის ფეხებთან დარჩა ერთგულად. მატაბელი თვალებში უყურებდა სიდედრს კარგა ხანი.
- შეგიძლია მცემო. - წამოიწყო და თავად მიუშვირა ლოყა.
- ლაზღანდარობის ხასიათზე ყოფილხარ. - არ მოდრკა მაკა, კარგა ხანს ეჭირა კარი სახელურით, თითქოს მართლა ფიქრობდა, შემოეშვა თუ არა.
- წავიდე თუ მაქვს უფლება შემოვდგა ფეხი?
- ამდენი ხანი რატომ არ მოხვედი ჩემთან? - წაბრბები აზიდა ქალმა და ოდნავ მოუშვა ხელი სახელურს.
- მეშინია შენი, მაკა, რა გავაკეთო?
- რომ მოსულიყავი, გაიგებდი, შენ ცოლს რომ საჩუქრებს უგზავნიან დღეგამოშვებით.
ამ სიტყვებზე წარბები აზიდა გაკვირვებისგან, მხიარული მიმიკაც მოშორდა სახიდან.
- ვინ გაბედა? - გაიღიმა მაინც უდარდელად. - ვის აქვს ფუჭი იმედი?
- შენ ჩინურ ვერსიას.
- ახ, რაღა დროს ეგაა? ვინმე ახალი მაინც იყოს.
- შემოდი, შემოდი, მე არაფერი მითქვამს...
- რა თქმა უნდა, შენ ნალექიანი ყავა მომიდუღე მხოლოდ.
ხელებგაშლილი შევიდა მისაღებში. სესილის მიესალმა პომპეზურად, ორჯერ გადაკოცნა ზედიზედ და მერე სხვა დანარჩენებს გაუყო თავისი შესაშური ყურადღება.
- თქვენ ცალ-ცალკე საერთოდ არ დადიხართ? - ნიას აკოცა შუბლზე და ნიკუშას ძლიერად ჩამოართვა ხელი.
- დასხედით მაგიდასთან, თითქმის მზადაა ყველაფერი. - ჩაერთო მაკა დიალოგისას. ცოლს ზერელად აკოცა ლოყაზე, გზად წაეთამაშა ლარნაკში ჩალაგებულ ვარდებს.
- დავთვალო?! - უჩურჩულა ყურში და ნაზად მიადო ხელი მუცელს, თითქოს იქაც მიაესალმა ვიღაცას.
- ორმოცდაათი იყო. ნაწილი საძინებელში გავიტანე.
- გადაყარე. - ძალიან მშვიდად უთხრა. - მაინც დაჭკნება.
- სამი დღეა აქ დევს, ისევ ისეთია.
- მე რომ შევხედავ, ხომ იცი, ხესაც გავახმობ. ვინ გამოგიგზავნა?
- არ ვიცი.
ჩაეცინა მის უნიჭო ტყუილზე. მაგიდას მიუჯდა უეცრად გახალისებული და რატომღაც თავად გადაწყვიტა სად დამსხდარიყვნენ მათე და სესილი: გვერდიგვერდ.
- რას შვრები, სანდრო, როგორ ხარ? - სესილის თავისებურმა სითბომ მოიარა სუფრა.
- ძალიან კარგად. რას აფუჭებთ ამჯერად შენ და ნია? ჩემზე არ უნდა დაწეროთ ერთი ხოშიანი სტატია?
- შენ ოღონდ ისურვე!
- ბავშვს ნუ მიფუჭებ.
- ერთად მუშაობთ? - შეურთდა დიალოგს მათე. მზერა გაცვალეს ძმაკაცებმა ერთმანეთში. თათას ჩაეღიმა.
- დიახ, ჩემი უფროსია. - ნიამ უპასუხა კითხვას.
- არ დალევთ? - თათა ჩაერია, სანამ რამე სისულელეს იტყოდა თავისი და.
- ვინმეს თუ ვინმე გასაცილებელი ჰყავს, არ დალიოს. - პირს არ აჩერებდა მატაბელი.
- აუ, მე არსად ვაპირებ შენ გაყვანას. - მაშინვე თავის თავზე მიიღო ნიკუშამ. - ვსვამ!
- რა პრობლემაა, დალიე, აგერ მათე გაგვიყვანს, მაინც ვერ სვამს, ხვალ კახეთში მიდის საქმეზე! - არსაიდან დააბრეხვა ტყუილი და მათეს ლამის გადასცდა ის წყალი.
- რა საქმე გაქვს კახეთში, მათე? - სერიოზული სახით იკითხა თათამ, ქმართან პაექრობა მოუნდა ძალიან.
- შენი უფროსის, არჩილ ბენდელიანის მამული უნდა მოინახულოს, რა საქმე ექნება, თათა?! - სულ ღიმილ-ღიმილით დაიწყო ჭამა და თან სხარტად მიუგო მეუღლეს. - არ იცი, როგორი მშრომელი გვყავს, ობიექტს უნდა მიაკითხოს.
- კვირა დღეს არ ისვენებ ხოლმე? - პირდაპირ მათეს ჰკითხა ამჯერად.
- ზოგჯერ კვირასაც ვმუშაობ. - ოდნავ დაეყრდნო მაგიდას იდაყვით და ასე უპასუხა კაცმა. - სხვათა შორის, შენი უფროსის კომპანიის დაკვეთაა ერთი პროექტი. სტადიონს უშენებენ ერთ-ერთ სოფელს.
- შეიძლება, არჩილს ახასიათებს ასეთები. - გაიღიმა თათამ.
- გააშუქეთ ჟურნალისტებმა კეთილი საქმეები, სულ ნეგატივზე რომ საუბრობთ. - შანსი არ გამოტოვა სანდრომ. - წაიყვანე რომელიმე აქედან ხვალ და კი გამოვა კარგი რეპორტაჟი.
- არჩილს არ უყვარს კამერები. მართლა. - დასერიოზულდა თათა. - არც უტას, ასე რომ, არ გამოვა.
- შემოგვთავაზებ რამეს? - ანიშნა ნიკუშას დანებებულმა სანდრომ და ჭიქა ასწია ჰაერში. - გამიშრა ყელი!


სამზარეულოში ადუღებდა ყავას, ნელა რომ მიიხურა კარი უკან. წინასწარ გაეღიმა ნასვამი სანდროს სიტყვებზე, სპეციალურად არ შემოტრიალდა კარგა ხანი.
- ყველგან ვარდების სუნია. გულს მირევს. - წამოიწყო ტრადიციული დიალოგი და უკნიდან მიეხუტა ქალს.
- ერთხელ მოგეტანა შენც მინდვრის ყვავილები მაინც და იქნებ, არ აგრეოდა გული.
- მე ყვავილებზე უფრო ღირებული რაღაცების შემოთავაზება შემიძლია. - შემოატრიალა მკლავებში და ნასვამი თვალებით მოუთვალიერა უნაკლო სახე.
- ყველა ქალს სიამოვნებს თაიგული.
- გამომგზავნს მნიშვნელობა არ აქვს? ყველასგან გაგიხარდება მაინც?
- დიახ.
- რატომ ვერ გაიგონა მაგან ერთხელ ნათქვამი უარი? - მისი პასუხით უკმაყოფილომ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
- უარი არ მითქვამს. ჯერ არ გაუმხელია, რა უნდა.
- თა - თა. - ცივად გაიღიმა სანდრომ. - ვხუმრობ, მაგრამ საერთოდ არ მეხურება თან. მოიშორე, თორემ მოვაშორებ.
- პირდაპირ ხომ არ ვეტყვი, როცა არაფერი უთქვამს ჯერ. როცა წამოიწყებს, გაიგებს ჩემს აზრს.
- და შენი აზრით ეს ვარდები რას ნიშნავს, არაფერს გეუბნება მისი საქციელი?
- რა გავაკეთო?
- არ გამოგიგზვანოს.
- უთხარი შენ. - წარბები აზიდა თათამ. - როდიდან მაწუხებ მე ასეთ საკითხებზე, შენ არ აგვარებდი მთელი ეს დრო?
- მეზარება თავის შეწუხება. - თავად გამორთო მადუღარა და სამზარეულოს ზედაპირიც გადაარჩინა ცხელ ნალექს.
- აა, გეზარება? - თათამ ღიმილით გადაანაწილა ყავა ჭიქებში. - კაი მაშინ, შენ თუ გეზარება.
- მე ვერ ავიტან მაგ ტიპის არსებობას შენ ცხოვრებაში. არც მანამდე მომითმენია, არც ახლა მოვითმენ. არ მინდა ცუდად დაველაპარაკო, მეზარება რაღაცები ავუხსნა, როცა ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. შეუგნებელი ტიპი არ ჩანს. - აღიარა მაინც, არ უნდოდა ამის თქმა. - თუ არ გაიგებს, მერე მივხედავ. შევთანხმდით?!
- უკვე გავაფრთხილე. არ იდარდო. - თვალი ჩაუკრა გაავებულ მეუღლეს და სხეულის ნაზი რხევით გაიტანა ფინჯანი სუფრასთან.
უკვე ძალიან ბევრჯერ დიალოგში დამარცხებული მატაბელი გამწარებული მიეყრდნო კარის ჩარჩოს. შეფიქრიანებული აკვირდებოდა ცოლის ყოველ გასვლა-გამოსვლას. მერე სუფრის წევრებს მოავლო თვალი, ყველა რომ თავისას უბერავდა. ერთი ცალი ვარდი ამოიღო ლარნაკიდან, ყველაზე ლამაზი. თათას თვალწინ დაყნოსა სპეციალურად.
- მიდიხარ? - ფეხზე წამომდგარ სესილის მიუტრიალდა სანდრო.
- კი, ტაქსის გამოვიძახებ, გვიანია.
მაშინვე ჩაახველა სანდრომ და მათემ ოსტატურად ჩააგდო სიტყვა. ბედნიერი ღიმილით გაისტუმრეს წყვილი, მერე დივანზე მიწვენილ ნიკუშას მიუტრიალდა.
- დარჩეს. - უთხრა თათამ, თუმცა უკვე აღვიძებდა სანდრო.
- ვერ დარჩება, დედამისი ელოდება, მარტოა.
- საწყალი ქალი, - დაიჩურჩულა მაკამ. - არაფერი ისმის, არა, მამამისისგან?
- შენ ქმართან ერთად არის გადამალული, - თვალი ჩაუკრა მაკას, ძლივს ააყენა დივნიდან მიძინებული ბიჭი და კარისაკენ დაიძრა შერიფთან ერთად.
- აი, ასეთი ქმარი მტერს, რა! - ნიას გასაგონად შეანჯღრია ბიჭი. - საწყალი ამის მომავალი ცოლი...
- ბოროტი და ავსული ხარ! სესისლის და მათეს წყვილი როდისღა მოიფიქრე? - დაიგესალა ნია. სამივე ქალი კარში ჩამოდგა ბიჭების გასაცილებლად.
- რას ერჩი მათეს, არ მოგწონს შენი უფროსისთვის? მე კი მეზარება ამდენი ჟურნალისტი, მარა...
- საჭესთან ხომ არ დაჯდები? - რამდენიმე საფეხურით გამოჰყვა ბიჭებს თათა. ნია და მაკამ კარი მიხურეს.
- არ ვარ მანქანით, მათეს მოვყევი. არ ინერვიულო. ტაქსით წავალ.
- მე წაგიყვან, თუ გინდა.
- ხომ იცი, რომ არ მინდა. - გაიღიმა სანდრომ. - შენ დაისვენე.
- სანდრო... არაფერია ახალი? არ გაგიგია რამე?
- ჯერ არ წასულან. - ამოიოხრა და ამოჰხედა ქვევიდან. - მხოლოდ ეს.
- კარგი. მომწერე, რომ მიხვალ.
- კარგი.
- სანდრო..
- რაო? - ღიმილით გაჩერდა ბოლოჯერ. შერიფმაც დაცქვიტა ყურები.
- ხვალ ექიმთან ვარ ჩაწერილი. თუ გინდა, წამოდი.
- დილას?
- თორმეტზე.
- გამოგივლი.
- კარგი.

ჩააბარა ქალბატონ ქეთოს გალეშილი შვილი. დაცვის ბიჭებს ხელის აწევით მიესალმა. სანამ არ დაიჭერდნენ ირაკლის, უსაფრთხოების მიზნით დააყენა მაინც სანდრომ. ნიკუშასაც გული მშვიდად ჰქონდა.
თითქოს ცხოვრება ლაგდებოდა სანდროსთვის. მალხაზთან და ნანისთან ავიდა ღამის გასათევად, პიჟამოებში გამოწყობილი დემეტრე შემოისვა მაშინვე მხრებზე, დასაც აკოცა თბილად.
ტკბილად დაეძინა.

.


გვიან ღამით გამოვიდა სახლიდან. სადარბაზოსთან დაპარგინგებულ მანქანაში აპირებდა ჩაჯდომას, საზიზღარი ხმა და სიცილი რომ მოესმა. დიტო იდგა მანქანასთან მიყრდონიბილი, ფეხი ფეხზე გადაეჯვარიდებინა და ელოდა სანდროს გამოჩენას.
- კიდევ არ წასულხარ? - ენიშნა მატაბელს მისი იქ ყოფნა, თუმცა დამცინავი ტონი მაინც არ მოიშორა.
- დაუმშვიდობებლად ხომ არ წავიდოდი?
- მოდი, ჩაგეხუტები. - ნაბიჯით მიიწია მისკენ სანდრო. - მაგრად გაკოცებ და წადი მერე მშვიდად.
- არ შეწუხდე, მანდ იდექი. - მაშინვე დაანახა მომართული იარაღი დიტომ, ეშმაკურად და ცივად გაუღიმა.
სანდრომ თავი ჩახარა სასაცილოდ, მერე ეჭვნარევად შეჰხედა კაცს, ძმას რომ ეძახდა ერთი პერიოდი.
- რა გინდა? - არ შეუშინდა დამიზნებულ ცეცხლსასროლს. - რა არ გასვენებს? ხომ შეგიწყალე, რატომ არ წახვედი?
- შემიწყალე? - თითქოს შეშლილი ხმა ჰქონდა დიტოს. - შენ შემიწყალე მე?! ეს მე გაგატანე ხელუხელებელი ჩემი და შენი ცოლი... ეს მე ვარ აქ, ვინც შეგიწყალა შენ საერთოდ..
- ენა ჩაიგდე! - დაიყვირა სანდრომ. წამში გაჩნდა მასთან და ფისტოლეტს თავად მიუშვირა გულ-მკერდი. - სროლა თუ გინდა, ისროლე, ამით არაფერი შეიცვლება. ხომ იცი ისედაც, წლების მერე დემეტრე მაინც გიპოვის და ტვინს მიგასხმევინებს.
- მოკეტე!
- ჰო, რა იყო? გგონია, ეყვარები? ვინ შეიძლება ასწავლოს დემეტერეს შენი სიყვარული? ჩემს ღირებულებებზე გაიზრდება, ჩემი გვარი ექნება, მამა მე ვიქნები მისთვის.
- შენ მისთვის არაფერი ხარ... - ჭკუიდან შეიშალა ლამის დიტო შვილის ხსენებაზე. ძლიერად მოუჭირა იარაღს ხელი, რომ არ გავარდნოდა ხელიდან.
- ხშირად მეკითხება შენზე, იცი? - განაგრძო სანდრომ, მიხვდა რაც იყო დიტოსთვის სუსტი წერტილი. - აინტერესებს, რატომ წავიდა მამა, სად წავიდა.. ადრე რაღაც ისტორიებს ვიგონებდი, მაგრამ ახლა უკვე იცის, რომ ერთი მხდალი კაცი იყო, ცხოვრებისგან გაბოროტებული და მოღალატე.
- მოგკლავ!
- არ მეშინია მე სიკვდილის, დიტო. - გაეღიმა სანდროს. - უბედნიერესი კაცი ვარ და საერთოდ არაა პრობლემა, თუ მოვკვდები. მთელ დინასტიას ვტოვებ, ვინც ჩემს სიკვდილს არ შეგარჩენს. პირიქით, უფრო გამისწორდება, დემეტრე რომ იძიებს შურს ჩემ გამო...
- ასე არ იქნება! - მიარტყა იარაღიანი ხელი მხარზე სანდროს. - მან ჩემ გამო უნდა იძიოს შური... ჩემ გამო!
- შენ მის ცხოვრებაში არ არსებობ. - მაინც მივიდა ახლოს მატაბელი, ისევ მიუახლოვდა შეშლილ, იარაღიან დიტოს, მოკლვას რომ უპირებდა ახლა, მაგრამ არ მოისვენა სანდრომ... თითქოს გულიდან ამოიღო ყველაფერი, რაც სათქმელი დარჩა.
- სად არის ჩემი შვილი? უნდა წავიყვანო აქედან... მოიყვანე, თორემ გესვრი! - დაუმიზნა დაუფიქრებლად და თვალებიც გაევსო ცრემლებით.
აი, ეს უკვე ნამდვილად სხვა საქმე იყო.
სანდროს გაეღიმა.
- იარაღით ვერ შემაშინებ, ეს ხომ იცი. - ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და თავის მონოლოგს მიუბრუნდა. - დემეტრეს არსად გაგატან, ესეც ხომ იცი. რომც ჩამოვიყვანო, არ გამოგყვება, ვერ გიცნობს..
- სანდრო!
- შეყვარებული ჰყავს, იცი? - ღიმილით უთხრა და დააკვირდა კაცის სახეს. მაშინვე მოდუნდა დიტო, ცრემლები გადმოუვიდა თვალებიდან.
- მართლა?
- ჰო, მაშო ჰქვია. ერთ მერხთან სხედან კლასში.
- მართლა ამბობ? - უნებურად დაულბა ხმა, ჩამოუშვა იარაღიც. - მერე? კარგად იქცევა სკოლაში, ფეხბურთზე დადის?
- მეკარეა.
- მეკარე? - ჩუმად გაიმეორა. ორივე ხელი თავზე მიიდო, უხეშად მოიშორა ცრემლი. - ყველაფერი შენი ბრალია... შენ გამო დავშორდი ჩემ შვილს...
- ჰო, აბა, მე ვცემდი და ვაშტერებდი ჩემს ცოლს, მე ვაყურებინებდი დემეტრეს ნაცემ დედას.
აღარ იყო სანდროს ხმა დამცინავი, ახლა უფრო შემზარავს ჰგავდა ეს წინადადება. ოსტატურად აუქნია ხელი მოდუნებულ სიძეს და იარაღიც სადღაც გადავარდა. ერთმანეთის პირისპირ დადგენ, როგორც იქნა, არავინ იყო ჩამრევი, მშველელი ან ხელის შემშლელი იმ წამს. მხოლოდ ის ორი.
პირველი დარტყმა სანდრომ მიიღო თავის თავზე. ღიმილით მოიწმინდა სისხლი გახლეჩილი ტუჩიდან და პირდაპირ იდაყვი მიართვა ატირებულ სიფათში დიტოს. სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა, როგორც კი წასკდა სისხლი ცხვირიდან კაცს.
- შენი ფეხით მოხვედი ჩემთან? - უკვე მეორედ უთავაზა მუცელში და ძველი ჭრილობებიც გაახსენა. - გაგიშვი და არ წახვედი. შეგიბრალე და არ შეირგე. ახლა სადღა წამიხვალ? ადექი!!!
- ჩემი შვილის წასაყვანად მოვედი! - მოიქნია ხელი, თუმცა ლამის ჰაერშივე მოსტყდა, ისე დაახვედრა სანდრომ თავისი. სახეზეც მოულამაზა ცოტათი მატაბელმა, თავი არტყმევინა თავისივე მანქანის კაპოტზე.
- თავი დაანებე შვილის ხსენებას, არ გყავს შენ შვილი!
- დემეტრეეე!!! - დაჭრილი მხეცივით აიყვირდა დიტო.
მეზობლება ფანჯრებიდან გადმოიხედეს.
მალხაზი აივნიდან უყურებდა ამ სანახაობას.
კიბეებზე მირანდამ ჩამოირბინა.
დაუნდობლად არტყმევინებდა თავს დიტოს, რიტმულად და მშვიდად თითქოს, თუმცა მაინც განცვიფრებული, დაკმაყოფილებული და წერტილდასმული მატაბელი.
- რა უნდა უთხრა დემეტრეს, რა? - უმოწყალოდ აბრახუნებდა მის თავს სანდრო, შეშლილივით ეჯაჯგურებოდა და ელაპარაკებოდა მის განადგურებულ სახეს. - რაღა დაგრჩა სათქმელი და გასაკეთებელი, მაინცდამაინც ჩემი ხელიდან უნდა მოკვდე?
- სანდრო! - დაიყვირა მირანდამ და პირზე აიფარა ხელი.
- სახლში ადი, სასწრაფოდ! - ხელი აუწია დას სანდრომ. - არ გამაგონო ზედმეტი სიტყვა!
- შემოგაკვდება! - დაუფიქრებლად წამოვიდა მათკენ მაინც.
- მირა...
- ხმა!!! - ყბაში ჩაავლო ხელი სანდრომ, როგორც კი დაიძახა ცოლის სახელი. - არ გაქვს მაგ სახელის თქმის უფლება. შენ... შენ სიკვდილის უფლებაც კი აღარ დაგრჩა, მხოლოდ უნდა დაიტანჯო.
- მომიყვანე, მირა, შვილი.. ერთხელ მაინც ვნახავ.
გული მოეწურა მირანდას ამ სიტყვებზე. სანდროს შეშლილმა სახემ ვერ გადაადგემვინა ნაბიჯები, თორემ მართლა დაანახებდა დემეტრეს, ისე სთხოვა.
- ეს გეცოდება? - თავმოჭრილი ქათამივით დააკონწიალა მისი თავი სანდრომ. დას დაანახა სისხლიანი, სახეგადახსნილი ქმარი. - ეს არსება... შენ კიდევ გეცოდება, მითხარი?!
- გეყოფა. მოკვლას უპირებ?
- არა, მაინტერესებს, კიდევ რატომ გეცოდება? შვილი უნდა ანახო? შვილი უნდა ანახო კაცს, რომელმაც ყველანაირად დაგანდგირა? მირანდა!!!!
- არა, არ უნდა ვანახო! დაანებე თავი! - მიხვდა მირა, სანდროც რომ არ იყო ჯანსაღად იმ მომენტში, მიხვდა, რომ თვითონაც უჭირდა ძმას ახლა ყველაზე მეტად.
- ბიძია? - სიბნელეში გაისმა ყველაზე უცოდველი, თბილი ხმა. - ბიძია, რა ხდება, ვის ეჩხუბები?
- მამი... - უღონოდ ასწია ცალი ხელი დიტომ.
ხელი შეუშვა მაშინვე სანდრომ მას. საერთოდ მიტრიალდა მეორე მხარეს, უფლება არ მისცა თვალებით მოეძებნა შვილი, მისი სახე დაენახა. ხელებში მოიქცია ბავშვი მირანდამ.
- სახლში აიყვანე. ორივე ადით. - თითით ანიშნა დას. მეორე ხელით დიტოს თავი ეჭირა უკან მაცქარელი, არაფრის დიდებით არ მისცა უფლება, მზერა გაეყოლებინა მათთივის.
შვილის ნახვის უფლებაც წაართვა.
- ბიძია, ვის ეჩხუბები, მეც მოგეხმარები..
- მერე მოგიყვები, დემე, მერე ყველაფერეს მოგიყვები...
- დემეტრე... - უიმედოდ ეძახდა დიტო თავის შვილს. - არ წახვიდე...
ღრმად ამოისუნთქა სანდრომ.
მალხაზი არც კი განძრეულა. აივნიდან უყურებდა ამ საოცარ სცენას და თითქოს აცლიდა შვილს თავისივე საქმის გაკეთებასაც.
- ახლა მამაჩემის სახელითაც დაგარტყმა ერთი-ორს და მერე პოლიციის მანქანა გაგიტანს აქედან. - ჩაიმუხლა მასთან სანდრო. აასრულა სიტყვა მალხაზის სახელით, ბორბალთან მიაგდო დანაწევრებული კაცის ტანი.
- მშვიდობაა? - ნიკუშა გადმოვიდა მანქანიდან. - ვერ მოვახერხე უცებ გამოსვლა, რომ დამირეკე.
- მშვიდობაა, კი. ეს მოეთრია და ვერ მოვიცალე. - ანიშნა მისავათებული უსულო სხეულისაკენ და სისხლიანი ხელები მაისურზე შეიწმინდა.
- ეს საიდან გაჩნდა? არ წაშავებულა?
- არა, შვილის ნახვა მოიმდომა ბატონმა.
- სანდრო!!!!! - ზევიდან გაისმა მოულოდნელად მალხაზის ღრიალი.
მხოლოდ ნიკუშამ შეამჩნია დიტოს მომარჯვებული სანდროსივე იარაღი, შეუმჩნევლად რომ დავარდონა ძირს.
დაუფიქრებლად გადაუდგა ზურგით თავის საყვარელ მასწავლებელს, მენტორს, დამრიგებელს, ძმას...
გასროლის ხმაზე შეკრთა კიბეებზე ამავალი მირანდას გული. მალხაზი ლამის აივნიდან გადმოხტა ამ ყველაფრის დანახვისას.
მიეხუტა სანდროს ზურგზე ტყვია მოხვედრილი ნიკუშა.
აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო მატაბელმა, თანდათან ჩაიკეცა ბიჭის სხეულთან ერთად. მეორე გასროლას აპირებდა დიტო, თუმცა სახლიდან გამოვარდინილი შერიფი დაესხა თავს და დაუფიქრებლად დაასო ეშვები ყელზე.
ისედაც ნაცემი და განადგურებული დიტო, ძაღლისთვის ორი ლუკმა აღმოჩნდა.
შერიფმა აღასრულა ნანატრი შურისძიება მისი დაუნდობელი დასახიჩრებით.

ყველას სანაცვლოდ შუაზე გადახსნა დიტოს თავი.

- ნიკო? - სახეზე მიადო ხელი სანდრომ. - ნიკო!!!
- დიდი პატივია... - თითქოს გაეღიმა ნიკუშას. - შენ გამო.. ეს დიდი პატივია...

ხელით მოუსინჯა ზურგი სანდრომ, ხელისგულით უნდოდა ნიაღვარივით წამოსული სისხლის შეჩერება. ყველა თავზე დააადგა იმ წამს, მალხაზის ძახილმა მოიყვანა მხოლოდ გონზე.
საჭეს მიუჯდა კაცი. სანდრომ უკანა სავარძელზე მიაწვინა თავგანწირული ბიჭის სხეული და თვითონაც იქ ჩაჯდა. მირანდა ყვიროდა რიგ-რიგობით ყველას სახელს და ბოლოს თავმოჭული ქმართან დარჩა მარტო.
იქვე ჩაიკეცა.
შერიფი დასჯილი ბავშვივით ჩაიმუხლა გოგონასთან, თავი მიადო ატირებულს და ლამის ბოდიშიც მოიხედა.
პოლიციის სირენების ხმა, ნანის კივილი, თათას შოკირებული სახე ამდენი სისხლის დანახვისას...
დასჯილი და ენაგადმოგდებული შერიფი დატოვეს მარტო გვამთან მოდარაჯედ.

.

ცარიელ პალატაში საწოლზე ჩამომჯდარიყო სანდრო. კარის გაღების ხმამ და ნაცნობმა სურნელმა მოიყვანა მხოლოდ აზრზე. როგორც კი მოეხვია ცოლის თბილი ხელები, მაშინვე ამოისუნთქა და მინაბა თავი.
- ყველაფერი კარგად იქნება, - თავზე აკოცა თათამ. - გადარჩება, ექიმები ოპერაციას უკეთებენ.
- თავი გაწირა. ჩემ გამო თავი გაწირა ოცი წლის ბიჭმა. - შეუსწორა სახეზე ჩამოყრილი თმა გაბრაზბეულ, ნაჩხუბარ ცოლს, ვინც მაინც გვერდით დაუდგა ახლა.
- კარგად იქნება, ვიცი. - შუბლი მიადო შუბლზე თათამ. - მალხაზი გაუკეთებს ოპერაციას. ხომ იცი, გადაარჩენს.
- დედამისს როგორ შევხედო თვალებში. - დაიჩურჩულა სხვანაირი, დაცლილი ხმით. - როგორ ვუთხრა, ჩაბარებული ბავშვი, ვერ დავიცავი-მეთქი! ვერვინ ვერ დავიცავი ვერასდროს! ყველას დავსდევ, ყველას დახმარებას ვცდილობ, მაგრამ ბოლოს ყოველთვის აქეთ ვარ დასახმარებელი... გადასარჩენი...
- დამშვიდდი, გთხოვ..
- დასამშვიდებელი, გასაჩერებელი... აღარ შემიძლია! - ამ სიტყვებზე ის დღე გაახსენდა თათას, თორნიკეს გამო რომ მოვიდა სახლში. მაშინაც ასეთი დაღლილი იყო, მაგრამ ახლა.. ახლა თითქოს სულიერად დაჭრილი. - ძმასავით დამიდგა გვერდით ნიკუშა, ვერავინ რომ ვერ შეძლო ის გვერდით დგომა დამანახა, ჩემ გამო სიკვდილსაც არ შუეშინდა, მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე იმ ს ნამდვილი სახე ვერ დავინახე!
- კარგი.. კარგი... - მისი დამშვიდება სცადა თათამ, თუმცა წინ და უკან დადიოდა სანდრო. ადგილს ვერ პოულობდა. - კარგი, ბოლოსდაბოლოს, დამშვიდდი! - ამოიყვირა დაღლილმა და ინსტინქტურად მიიდო მუცელზე ხელი.
- რა იყო? - მაშინვე მასთან გაჩნდა სანდრო. - გტკივა?
- ცოტა. - შუბლი მოისრისა თათამ. საწოლზე ჩამოჯდა. - ალბათ დავიღალე.
- წამოდი, ექიმთან მივიდეთ.
- არაა საჭირო. ნერვიულობის ბრალია.
- ნერვიულობის ბრალია. - გაიმეორა და ჩაიმუხლა მასთან. ფრთხილად აკოცა გარედან მუცელზე. თითებით ეფერებოდა ბავშვს. - თუ მამამისის?
- ხო, მამა სულ გვანერვიულებს. - თვითონაც მიიდო მუცელზე ხელი თათამ, გული მოეწურა სანდროს ქმედებებზე.
- ბიჭია თუ გოგო? - მოულოდნელად არსაიდან მოიტანა ეს თემა და ქვევიდან ამოხედა ცოლს. ზღვისფერი თვალები სულ ოდნავ გაუნათდა ამ თემაზე საუბრისას.
- არ ვიცი ჯერ.
- შენ რომელი გინდა? - სუსტად გაეღიმა მატაბელს.
- რა მნიშვნელობა აქვს, სანდრო? - უნებურად მოეფერა თმაზე თათა.
- არანაირი. უბრალოდ მაინტერესებს.
- შენ?
- მე ბიჭიც მინდა და გოგოც. - ფეხზე წამომდგარმა მოიქცია მკლავებში ცოლი. ნაზად აკოცა ლოყაზე.
- იმედები უნდა გაგიცრუო, ერთია მხოლოდ აქ.
- ვიცი. თუმცა ხომ იქნება, მეორე, მესამე, მეხუთე..
- კარგი რა, - გაეღიმა თათას. - ეს ერთიც ისეთი მოულოდნელი იყო..
- ძალიან მოვინდომე.
- ნამდვილად, ძალ-ღონე არ დაიშურე..
- არ გიკვირს შენც? - გვერდით მიუჯდა თვითონაც. - ახლა რომ მოხდა მაინცდამაინც.
- ასე იყო ალბათ საჭირო.
- ასე უნდოდა ღმერთს. - შეუსწორა სანდრომ.
- შენ ხომ ღმერთის არ გწამს.
- როგორ არ მწამს. - გაეღიმა მატაბელს. - ვერ ხედავ, როგორ მსჯის ცუდისთვის და როგორ მასაჩუქრებს ხანდახან?
- ოპერაცია დასრულდა. - თავი გამოყო პალატაში მათემ. - ნიკოს დედაც მოვიდა, სანდრო.
- ახლავე გამოვალ. - მხრებში გასწორდა მატაბელი.
- მოწესრიგდი, რას ჰგავხარ? - სისხლიან მაისურზე ანიშნა კაცს.
- ცოლი არ მყავს და ვინ მომხედავს... - ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა გაიარა კარებში. თათამ თვალები აატრიალა მის სიტყევბზე.
- ხმა! - თვითონაც გვერდი აუარა მათეს და საჩვენებელი თითით გააჩუმა რაღაცის სათქმელად წამოწეული.


- ქალბატონო ქეთო, - მაშინვე გაშალა მკლავები სანდრომ, გულში ჩაიკრა ატირებული ქალი.
- ჩემი საბრალო შვილი... - დაიწყო თუ არა მოთქმა, უკვე ჰაერი აღარ ეყო მატაბელს. ცოლმა აჩუქა მზერა, რომ უნდა გაეძლო მაგ ყველაფრისთვის, თითქოს ტრადიციულად მიუთითა, როგორ უნდა მოქცეულიყო.
- თქვენი შვილი კარგად იქნება. - მოიქცია მისი სახე ხელებში სანდრომ. - ამის პირობას მე გაძლევთ. რომ გაიღვიძებს, აი მერე როგორ იქნება მაგის პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. მაგრად უნდა ვცემო და წინასწარ მაპატიეთ.

.

პალატაში იყო შეკრებილი ყველა. ნია ვერ ბედავდა ამდენი ხალხის წინაშე მისვლას, სანდროსთან მიხუტებული თვალებით ესაუბრებოდა გონს ახალხან მოსულ ბიჭს. დედამისის ხელი ეჭირა ნიკოს, ნელ-ნელა მოათვალიერა გარემო.
- თავს როგორ გრძნობ, ნიკუშ? - მალხაზმა გაუღიმა პირველმა ბიჭს. - გილოცავ დაბრუნებას, ნამდვილად ძლიერი ბიჭი ყოფილხარ!
- ყველა აქ ხართ? - სვენებ-სვენებით წარმოთქვა სიტყვები.
- ბევრი ხალხია პალატაში, არ შეიძლება ასე..
- კარგი, რა, მამა! - მიიწია ბიჭისკენ სანდრო, თან ნიას არ იშორებდა გვერდიდან. - აბა, როგორ ხარ?
- კარგად. - გაიღიმა. - მიხარია, რომ შენც კარგად ხარ.
- შენი წყალობით. - წარბები აზიდა სანდრომ. - მაგაზე მერე მოგხვდება, როცა გამოჯანმრთელდები, ახლა უბრალოდ მადლობა.
- არ არსებობს... - გაეცინა ნიკოს და თვალებით თათა მოძებნა. - ხედავ? რას მოვესწარი.
- უფლებას გაძლევ ისევ რეანიმაციაში დააბრუნო. - მამას მიუთითა სანდრომ.
- თავი გაანებეთ ამ ბიჭს, დაასვენეთ.
- შენ რას შვრები? - ფარულად მოეფერა ხელზე ნიას. ძალით დახუჭა თვალები სანდრომ, თითქოს ვერაფერი შეამჩნია.
- აბა, დავიშალეთ! - ტაში შემოჰკრა მალხაზმა. - დაეძინება მაინც მალე, უნდა დაისვენოს. კოცნა-გადახვევები შემდეგისთვის შემოინახეთ, ყველას ჩემთან გელოდებით მაინც..
- ეუფ. - წარბები აუზიდა ნიას სანდრომ და ყურში ჩასჩურჩულა. - ნანი ვერ გააწყობს ამდენი ადამიანის მაგიდას მარტო...
- დავეხმარები, ჰო, ნუ გეშინია.
- შენ რაში მჭირდები, - ჩაეღიმა და კედელს მიყრდონიბილი ქალისკენ ანიშნა გოგონას.
- ორსულად არის, სანდრო.
- მერე ვინ გეუბნება, საქმის გასაკეთებლად მოიყვანე-თქო.
- შენც მაგარი ხარ, რა. მოკიდე ხელი და მოიტაცე, დიდი ამბავი.
- ძალადობა არ მიყვარს.

ჩუმად ჩაიფხუკუნა ამ სიტყვებზე ნიამ, ნიკოსაც გადაჰკრა მონატრებულმა ღიმილმა. სიყვარულმა გაიარა იმ პალატაში, ყველას მოედო თანდათან.

.


ერთ-ერთი ის იშვიათი საღამო იყო, განყოფილებაში რომ იმყოფებოდა სანდრო მატაბელი. ყოველთვის თავის ხუშტურებზე მოსიარულე ყველაზე თავნება თანამშრომელი ყველაზე გვიან გამოვიდა ოფისიდან. ეზოში დახვდა მანქანას მიყრდნობილი დაჩი დანელია.
- რამ შეგვაწუხა? - ენიშნა მისი ნახვა სანდროს.
- ნამდვილად შეწუხებული ვარ, შენი თანამზრახველი რომ გამხადე. - გამოწვდილი სიგარეტის ღერი გამოართვა და სანდროს უკმაყოფილების ფონზე გააფრქვია კვამლი ჰაერში. გვერდით დაუდგა მატაბელიც, ისიც კარს მიეკედლა ზურგით.
- რა ხდება, იტყვი?
- ველაპარაკე ენგურს გაღმა ჩვენს ნათესავებს. არ აპირებენ ფსოუდან წასვლას.
- მერე?
- მოკლედ, ასეთი რამ შემოგითვალა ლევანმა. ბაჩო კარგი კაციაო. - ფრთხილად თქვა დაჩიმ.
- როგორო? - ცივად გაეღიმა მატაბელს.
- მოვუყევი როგორ იყო ყველაფერი, მირას ამბავიც ვახსენე. ბაჩოს არ ეცოდინებოდა ასეთი შვილი რომ ჰყავდა, თორემ არ დააფარებდა ხელსო. სიტყვის კაცია, საკუთარ შვილსაც არ დაინდობდაო. მითხრა, რომ შეგახვედრებს.
- შემახვედრებს? - წარბები აზიდა მატაბელმა. - შემახვედროს კაი, ხომ იცის როგორც დასრულდება ეს შეხვედრა?
- ასე თქვა, დარწმუნდებაო ჩემ სიტყვებში.
სახეზე ჩამოისვა ხელი სანდრომ, ხომ იყო შენახვედრი ამ კაცს იმ წვეულებაზე, ცოლთან ერთად რომ წავიდა. ახსოვს, მისი ჭკვიანი თვალები და მზერა, სანდროს ყველა მოქმედებას თვალ-ყურს ადევნებდა. თავად არ დაჰკითხა ბევრი წლის წინ, როცა დაიჭირა თათას გაცნობის დღეს?! თავი ასტკივდა.
მძიმედ ამოიოხრა სანდრომ.
- ეს შეხვედრა.. ამათ გარეშე უნდა იყოს, სან, სიტყვა მივეცი. - ანიშნა განყოფილებისაკენ დაჩიმ.
- ვიცი. ვერკვევი მაგათ საქმეებში. - ჩაეცინა. - რატომ იცნობს ის ყველას და ყველაფერს? ხომ ამბობდი, არ ერევაო.
- არ ერევა, უბრალოდ იცის. - მხრები აიჩეჩა დაჩიმ. - მოკლედ რა...
- როდის იქნება ეს შეხვედრა? - რაღაცნაირად სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ეს ყველაფერი მატაბელს, თითქოს დარწმუნებული იყო რომ აზრს ვერავინ შეაცვლევინებდა.
- დღესვე. მე წაგიყვან.
- კაი ბატონო. - გამოაღო კარი და თბილი თვალებით შეხედა დამწუხრებულ დაჩის. მთელი ეს დრო გვერდით დაუდგა, არაფერი დაიზარა მისთვის.
- ჩემი პატარა ძმა ხარ შენ. - შუბლზე დაუტოვა იშვიათი კოცნა, არასდროს რომ არ ახასიათებდა ეგეთი. - წავედით.

გამბედავად გადმოვიდა მანქანიდან. დაჩი იქვე დარჩა და ოდნავ მოშორებით იცდიდა. მხრებში გაშლილი მატაბელი უდარდელად მიიწევდა წინ, სულ გადაავიწყდა, შერიფის მიერ მოკლული კაცის მამასთან თუ მიდიოდა.
ხელჯოხით ხელში იდგა ბაჩო ქირია. უკან ორი შეიარაღებული ტიპი იცავდა, ერთ - ერთი სანდროს ფავორიტი ლადო გახლდათ. კინაღამ გაეცინა მის დანახვაზე, მხოლოდ მანქანის ბაცი სინათლე ანათებდა იქაურობას.
ჯიბეებში ჩაიწყო მატაბელმა ხელები, სალამის სათქმელად თავი არ შეიწუხა.
- მამაშენის ასაკის ვარ. ცოტა პატივისცემა გმართებს. - უცნაური კილო ჰქონდა ბაჩოს, თითქოს მამაშვილური.
- უზრდელი ვარ. - მსუბუქად აიჩეჩა მხრები. - ხომ გახსოვთ?!
- ნამდვილი ძაღლი ხარ. - ჩაეცინა ბაჩოს. - აი, ძალიან შესაფერისი შენი პროფესიისთვის. სხვა ვერც წარმომიდგენია..
- საქმეზე გადავიდეთ. - გააწყვეტინა სანდრომ. - რატომ გინდოდა შეხვედრა?
- სხვა ვერც წარმომიდგენია... - მაინც გააგრძელა კაცმა. - აქ იდგეს და ცოცხალი იყოს.
- ნუთუ? - გაიღიმა სანდრომ. - ასეთი განსაკუთრებული რით ვარ?
- ღირსეული ადამიანი ხარ. - დაუბრუნა ღიმილი კაცმა. - მე ასეთ ხალხს ვაფასებ.
- ღირსეულ ხალხს თუ აფასებ, რატომ არის შენ გარშემო ყველა ასეთი ? - მიუტრიალდა თამამად და ოდნავ მიიწია ნაბიჯით. - შენი შვილით დავიწყო ჩამოთვლა?
- ჩემი შვილი მოკვდა. - უეცრად შეეცვალა გამომეტყველება ქირიას.
- ეგ სულ არ გამხსენებია, - თავი მოიქექა. - მე ეს ვიგულისხმე...
იქვე აწურულ ლადოს მიაშტერდა, განსაკუთრებით მის ჯერ კიდევ შეხვეულ თავს.
- რით ვერ მოირჩინე? - განაგრძო ღიმილით, უბრალოდ თავი ვერ შეიკავა.
- მამა... - გადახედა მამამის ლადომ, თითქოს ნებართვას ელოდა თავდასასხმელად.
- მანდ დადექი. - უხეშად მიუგდო შვილს. - საერთოდ, მოშორდით ორივე აქედან, არ მჭირდება თქვენი დაცვა.
მაშინვე მოაშორა ორივე იქაურობას, მარტო დარჩენილებმა კი უცნაურად გადახედეს ერთმანეთს.
- იმ მანქანაში ირაკლი და გიორგი სხედან. - ანიშნა განათებული მანქანისკენ სანდროს. - არ ელიან, რომ მე გავცემ. ჩაშვება ჩემი სტილი არ არის. ჰგონიათ, რომ შენთან დავალაგებ სიტუაციას და თავისუფლად წავალთ ქვეყნიდან. დიტო ეს წლები ვერ ბედავდა ჩამოსვლას შენი შიშით, ვერც გიორგი, რადგან აღარ გყავდა შენ მისი გოგო..
- რისი თქმა გინდა? - ვერ ითმენდა სანდრო. გიორგის ხსნებამ თავგზა აურია.
- ქალზე ძალადობაც არ არის ჩემი სტილი. - თავისი წინადადება დაასრულა ბაჩომ და ნიშნის მოგებით შეხედა მატაბელს. - არ ვიცოდი მე ჩემი შვილის და შენი დის ამბავი.
- ეს არაფერს ცვლის.
- ვიცი. მე ასე მომიყვეს, რომ შენ იმიტომ დევნიდი დიტოს, გაიგე, ჩემი შვილი იყო. მაგიტომაც, რომ გიჟი იყო.. არ ვიცოდი, თუ ძალადობდა თავის ცოლსა და შვილზე. თუ გღალატობდა...
- არ მინდა ეს საუბარი! - ხელი ასწია აღელვებულმა სანდრომ. ხმასაც აუწია. - რა შეიცვლება ამით, მადლობა, რომ არ იცოდი და სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი?
- არ დამიჯერებ, მაგრამ კი. მეც შენსავით მოტყუებული და დაღალატებული ვარ. იმ ორისგან განსაკუთრებით... - ანიშნა მანქანისაკენ. - გიორგის ხმა არასდროს ამოუღია, არ უთქვამს ჩემთვის სიმართე.
- რისთვის ჩამოხვედი? რა გინდოდა?
- დიტო შენი ყურადღების გადასატანად მოვიყვანე. გიორგიც მაგიტომ... თქვენი მტრობისთვის მინდოდა მომეღო ბოლო, მეგონა ჩემი ჯინი გჭირდა და ამიტომ დევნიდი მას, სიმართლე არ ვიცოდი და შენი დასჯა მინდოდა. ამას პლუს, ჩემი საქმეები მქონდა დასასრულებელი.
- და ახლა რა გინდა? - უცნაურად გაიხედა მის ზურგს უკან. მანქანას არ აცილებდა თვალებს.
- პირველ რიგში, ბოდიშის მოხდა შენთვის.
გაკვირვებულმა შეანათა ლურჯი თვალები სანდრომ.
- ნუ იყურები ეგრე, ხომ გითხარი, ღირსეულ ხალხს ვაფასებ. შენი საქციელიც ძალიან ღირსეული იყო იმ დღეს, ლადოს რომ თავი არტყმევინე მაგიდაზე. ასეთები იმიტომ არიან ჩემი შვილები, რომ მე არ გამიზრდია არც ერთი. - გაიღიმა და გაეღიმა სანდროსაც. - თუ გინდა დამაპატიმრე, მე მაინც არაფერი დამრჩენია აქ, არც საქმე მაქვს, არც ოჯახი. მხოლოდ ცოლი მელოდება რუსეთში და პატარა ქალიშვილი, ვისაც ალბათ არც დასწყდება გული თუ არ მივალ. მაგრამ გულახდილად რომ გითხრა, ციხეში უფრო თავისფალი ვარ ხოლმე, ვიდრე გარეთ, ხომ იცი შენ როგორ არის ეგ ამბავი. აი, ეს ორი კი... - გააყოლა თვალი ხსენებულ ავტომობილს. - შენი იყოს. მე მხდალი ხალხი არ მიყვარს, მხოლოდ გამბედავი და ჭკვიანი, როგორიც შენ ხარ. შენნაირი იქნებოდა დიტოც, მე რომ გამეზარდა.
- საოცარი ოჯახი ხართ. - ამოისუნთქა და ამოილაპარაკა მძიმედ. - დედამისი ცოცხალია? ჰყავს დედა?
- არა. ჩემმა მტრებმა ესროლეს თავის დროზე. მაშინ საქართველოში გამოვაგზავნე დიტო, იქ გაზარდეს.
- ხო, ეგ ისტორია ვიცი. - გაახსენდა სანდროს მისი ამოქექილი არქივი. - მაგრამ არსად არ ყოფილა შენი სახელი არასდროს.
- ნორმალური ოჯახის შექმნა რომ შესძლებოდა, იმიტომ. შენნაირებს რომ ეჭვი არ მიეტანათ..
- გასაგებია. - მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები. - ახლა ნამდვილად გასაგებია ყველაფერი.
- დაურეკე ეკიპაჟს? - ღიმილით ამბობდა და თან აბოლებდა სიგარეტს. - მზადყოფნაში გეყოლება შენ ყველა.
- აქვე არიან ისედაც. - გაიღიმა. - მაგრამ სიტყვა მივეცი ერთ ადამიანს, რომ შენ არ შეგეხები.
- გავიგე მაგ სიტყვის შესახებ, ვიცი.
- კანონის დარღვევა არ მიყვარს. - ამოიოხრა მატაბელმა. - მაგრამ არც კანონის სახელით სიარული ყოველთვის. შენი ბოდიში მიღებულია. შემდეგში ისე ქენი, რომ შენს პატარა ქალიშვილს გული დასწყდეს, თუ არ მიხვალ.
სევდიანად გაეღიმა ბაჩო ქირიას.
- როცა გაიზრდება, დემეტრე აუცილებლად გააცანი. მე არ ვიქნები მაშინ ცოცხალი ალბათ.
- დემეტრე არავის გაიცნობს, ვინც მამისის ოდნავ მაინც უკავშირდება.
- ჩემი თხოვნა იქნება. - ხელი გამოუწოდა ბაჩომ, თან პოლიციის მანქანამ შემოარტყა ალყა შეკრებილ ხალხს. დაჩი დანელიას ფერი გადაუვიდა.
ჩამოართვა ხელი სანდრომ.
- ვერ დაგპირდები. ვნახოთ.
- იმას მე გავზრდი, კარგი შვილი იქნება. შენ შვილიშვილს მიმიხედე, თურმე არაჩვეულებრივი მეკარეა, შორიდან ვუყურებდი გუშინ.
თავი გააქნია რამდენჯერმე სანდრომ, მოულოდნელად გაუცივდა სახის ნაკვთები და პირდაპირ ირაკლი ერისთავის მხარეს გამოგლიჯა კარი.
- გადმობრძანდით ბატონებო, - რევერანსი გაუკეთა ირონიულად და ძალით გადმოათრია მისი ფერწასული სხეული. - შენც დამელოდო სიმამრო, არ გააღო შენით კარი, არ შეწუხდე.
- რა ხდება, ბაჩო? - სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა ირაკლის.
- შენი ახვრული საქციელის გამო... ლამის შვილი მოგიკვდა. - ყელში წაუჭირა ორივე ხელი. ძალიან მოუნდა გაელამაზებინა მისთვის სახე, მაგრამ თავი შეიკავა. თითქოს, ამის ღირსად არც ერთი ჩათვალა.
თავისივე ხელებით დაადო ბორკილები გიორგის. თავს აკანტურებდა პროცესის დროს საწადელს მიღწეული.
- გოგოებს მიმიხედე. - ჩუმად თქვა გიორგიმ.
მრისხანე მზერით უპასუხა მის დანაბარებს, უხეშად ჰკრა ხელი და გადაულოცა წამოწეულ ბიჭებს.
მერე მიუტრიალდა გაუგებრად მაცქერალ დანელიას, ბაჩო ქირიას.
- რა ხდება, ვერ გავიგე? - ხელები გააქნია დაჩიმ.
- სანდრო, ესეც მიგვყავს? - რომელიღაცამ დაუძახა მატაბელს და ანიშნა ბაჩო ქირიასკენ, ვინც სიგარეტს ეწეოდა არხეინად.
- არა. - დაჩის შეხედა თვალებში და ისე უპასუხა. - ის სუფთაა.
- ოხ, სანდრო...! - ამოსუნთქა დანელიამ.
- პირობას ყოველთვის ვასრულებ. არ აქვს მნიშვნელობა ის ჩემ სტანდარტებში ჯდება თუ არა.
-სანდრო! - დაიძახა ბაჩომ ქირიამ. ორი თითით ანიშნა დრო დაჩის, მასთან მივიდა ისევ.- შენი მეგობრის სახელი შემახსენე, ხურცილავასი..
-მათე?!
-არა, მეორე, მისი ძმა. აი, საავადმყოფოში რომ წევს ახლა.
-თორნიკე. თორნიკე... - თითქოს რაღაცას მიხვდა მატაბელი, ბევრჯერ გაიმეორა მეგობრის სახელი.- რა ხდება?
-არ მოუკლავს მაგას არავინ. ცოცხალი იყო, ირაკლიმ მოაწყო უბრალოდ ასე.
-ირაკლიმ?-ცივად ახსენა მისი სახელი და გაიხედა იქითკენ, საითაც მიჰყავდათ ახლა ხსენებული.
-დიახ. წავალ მე, დღეიდან აღარ შეგაწუხებთ არც მე, არც ჩემი შვილები. თავს მიხედე და ცოლს შეურიგდი!


ის ღამე საიდუმდლოდ დარჩებოდა მთელი ცხოვრება, მასთან და თავის ბიჭებთან მხოლოდ.

.

მათე ხურცილავა ხილით დატვირთული პარკით მოადგა თათას სახლს. ბედნიერი ღიმილით გაუღეს კარი. სამსახურში მიმავალი ნია ყელზე ჩამოეკიდა, გაბუსხულმა უსურვა კარგი დროის გატარება დარჩენილებს.
- რას შვრებით შენ და ჩემი ნათლული? - უჩვეულოდ კარგ ხასიათზე მყოფმა გადაიდო ფეხი ფეხზე, დივანზე ჩამოჯდა.
- რატომ ხარ ასეთი ბედნიერი, რა ხდება?
- ზუსტად ის, რაც გაიფიქრე, ჩემო თათა. პაემანზე მივდივარ!
- ეუფ. - გულიანად გაიცინა ქალმა. - და ეს მოვლენა საუკუნეში რამდენჯერ ხდება, შემახსენე?
- ესე კარგად მაცვია? - დატრიალდა მის თვალწინ. ლურჯი პერანგი და ღია ფერის ჯინსი ეცვა.
- შესანიშნავად. მოსწონხარ სესილისაც, არ გაქვს სანერვიულო.
- არ ვნერვიულობ, ვიცი ეგ, დაეტყო.
- აჰა, ესეც მაგას მწერს, რა ჩავიცვაო... - სიცილით დაანახა მონაწერი მათეს. ასე არავისთან იქცეოდა თათა, მხოლოდ მათესთან.
ზარი დაირეკა კარზე.
- ეს სახლი „პრახადნოი დვერი“ რატომაა? - შეწუხდა კაცი და წამოდგა ფეხზე. - ესე იგი, მარტო ვერ დარჩები ადამიანი, რომ გინდოდეს! ოხ, შენ ხარ? - შემოატარა სახეწაშლილი სანდრო.
- ხო, სხვას ელოდით ვინმეს? - მოათვალიერა გამოპრანჭული მეგობარი. - ქორწილში მიდიხარ?
- პაემანზე. მანქანას მათხოვებ? გაფუჭდა ჩემი.
- მე თავად ვითხოვე. - აწკიპა წარბები სანდრომ. - დაჯექი, ჯერ არსად მიდიხარ.
- ჯერ ადრეა, ვიცი, საღამოს მაქვს ჩანიშნული.
- რამე მოხდა? - მიაჩერდა თათა ორივეს რიგ-რიგობით.
- ირაკლი და გიორგი ავიყვანეთ. ფორმალური ნაწილი დარჩა, დაკითხვა და ასე შემდეგ. დაგვჭირდები შენც. - თათას შეხედა ძალიან დიდხანს. - ვიცი, არ გინდა, მაგრამ უნდა დაგკითხო, შენც და ნიაც. მაკაც..
- სად იყვნენ? გარბოდნენ?
- რაღაც მასეთი. მათე, - მძიმედ ჩამოჯდა დივანზე. - ამ არეულობის ჟამს გაირკვა, რომ ჩვენი ძვირფასი ძმა, ბატონი თორნიკე, დამნაშავე სულაც არ ყოფილა.
- როგორ? - ნერვიულად გაიცინა მათემ.
- მას არ მოუკლავს, მან მხოლოდ დააზიანა. ირაკლის მოწყობილი ყოფილა.
- ღმერთო ჩემო, - ხელზე აიფარა ხელი თათამ. - ანუ თავისუფალი იქნება?
- მათემ გადაწყვიტოს. - მხრები აიჩეჩა და ვიღაცის ჭიქიდან დალია წყალი.
- თუ არავინ მოუკლავს, რაღას გაჩერდეს ციხეში? - აღელდა თათა.
- ციხეში ხომ ისედაც არ არის, თათა. - გაეღიმა სანდროს.
- ჯობია დარჩეს. - ამოიოხრა მათემ. - მაგ აზრით იყოს, რომ დააშავა. გამოჯანმრთელდეს და მერე ვუთხრათ სიმართლე. მინდა, რომ ეგრე დაისაჯოს...
- დღე დღეზე ელოდება მაგდა ბავშვს.. - არ დანებდა თათა.
- შენ ხმა არავისთან ამოიღო. - თითი დაუქნია სანდრომ, კმაყოფილი იყო მათეს გადაწყვეტილებით. - მაგდა გაიქცევა და ეტყვის ეგრევე, ამიტომ ჯობია არავინ იცოდეს ჩვენ გარდა. ეს მისი ცხოვრებისეული გაკვეთილი იქნება...
- ვახ.. - თავზე ხელი გადაისვა ხურცილავამ. - წავედი, ადრე მინდა პაემანზე წასვლა რაღაც. მთხოვნი ამ მანქანას?
- წაიყვანე, ხო, აჰა! - ჩაუგდო ხელში გასაღები. - მათე..
- მეც თუ უნდა გამაფრთხილო, იცოდე აი ამ გასაღებს....
- ლალის ვუთხრათ რა. - ფეხზე წამოდგა სანდრო და ისე შეხედა მეგობარს. თათას გულწრფელად გაეღიმა, ცოტა არ იყოს აუჩუყდა გული.
- ჩემო თათა, - მიაჩერდა ქალს მათე. - აი, ასეთი რაღაცები ხდება საუკუნეში ერთხელ.

.



ლისის ტბასთან დარბოდნენ დილის ექვს საათზე სანდრო და შერიფი. ალბათ საუკუნე გავიდა, რაც ბოლოს ავარჯიშა დობერმანი თავად. ფიზიკური დატვირთვა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო შერიფისთვის, ინციდენტის მერე მითუმეტეს. საოცრად აქტიური და ხალისიანი შერიფი, ახლა მოწყენილი და თავდახრილი დადიოდა. არც ვარჯიში ახალისებდა და არც პატრონის მზრუნველობა. ექიმების დარიგებისამებრ, მას სითბო, ყურადღება და უსაფრთხოება სჭირდებოდა.
დაღლილი ჩამოჯდა მინდორზე სანდო. ხელზე დაიხვია საბელი და გვერდით მოისვა საყვარელი ცხოველი, თავისი ერთგული და საიმედო მეგობარი.
თავზე ჩამოუსვა ხელი, იქვე აკოცა ხმაურიანად.
- ჩემი გასაკეთებელი გააკეთე. - მოუთათუნა ხელი ზურგზე. - მადლობა, რომ მკვლელი არ გამხადე, შერიფ.
სანამ საბოლოოდ არ ამოვიდა მზე, მანამ ფეხი არ დაუძრავს არც ერთს. ერთად დატკბნენ უჩვეულოდ უხმაურო თბილისით გარიჟრაჟზე. ხალხის მატებისთანავე გაეცალნენ იქაურობას, საპატიოდ დაიკავა მგზავრის ადგილი შერიფმა, საჭეს კი პატრონი მიუჯდა თავად.
დღეიდან ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმობოდა მას, ადამიანების მცველსა და სანდროს ყველაზე საიმედო თანამზრახველს.

.


მანქანაში იჯდა მატაბელი. მირანდა მოიყვანა საფეხბურთო სკოლაში, დემეტრე უნდა გამოეყვანათ ვარჯიშიდან. არ გადაჰყოლია თავად, ისედაც უკვე ყოველ ვარჯიშზე თავად დაჰყვებოდა ოჯახს, სხვა საქმე მაინც არ ჰქონდა. რატომღაც თვალი გააყოლა დის მოხდენილ, ლამაზ მიხვრა-მოხვრას მოურიდებლად რომ გადაკოცნა შვილის მწვრთნელი.
დაიძაბა სანდრო.
კინაღამ მანქანიდან გადავიდა, როცა დაინახა იმ კაცის თვალები: ბედნიერებისგან უბრწყინავდა ქალის ყურებისას. დემეტრეც, ვითომც არაფერი, ჩამომდგარიყო მათ შორის და უდარდელად ეჭირა დედის ხელი. თბილი დამშიდობებისა და გადაკოცნების მერე ჩასხდნენ მანქანაში.
- ანუ?! - ჯერ დას გაჰხედა, მერე დისშვილს.
- რა ანუ? - თავი გააქნია მირამ.
- ანუ არაფერი?
- რას მეკითხები, ვერ გავიგე?
- მგონი, უჩა მასწს დედაჩემი მოეწონა, ძია... - წაუსტვინა დემეტრემ. თითი აუქნია შვილს მირამ, სანდრო მთელი სხეულით მიუტრიალდა ბავშვს.
- მერე რატომ იდექი მანდ, იმასავით?
- რასავით? - გაუგებრად შეხედა კაცს.
- დედაშენი თუ მოეწონა, შენ რას იკრიჭებოდი?
- რა უნდა მექნა?
- სიფათი მოგენგრია!
- სანდრო! - შემოატრიალა აღელვებული ძმა მირამ. - ნუ უსმენ სისულელეებს, არ მოვწონვარ უჩას, უბრალოდ დიდი ხანია ვიცნობ და დემეტრეზე მიყვებოდა რაღაცებს.
- კაი ერთი, - ჩაეცინა სანდროს. - სულ დემეტრეზე გიყვებოდა ასეთი გაბრწყინებული!
- ვერ გავიგე, რა პრობლემა გაქვს. დავუშვათ მოვწონვარ, მერე შენ რა?
- ჰო, მერე მე რა. - გაგულისებულმა დაქოქა მანქანა. - შენ კიდევ... - დემეს გადახედა მინიდან განრისხებულმა. - არ არის სასაცილო, ნუ იცი, დემეტრე.
- სასაცილოა.. მერე რა მოხდა თუ მოეწონა, მამიკო მეყოლება, შენც აღარ მოგიწევს ჩვენი წინ და უკან წაყვანა, თათასთვის უფრო მეტი დრო გექნება, არ დაიღლები.
- დემეტრე! - ორივე და-ძმამ ერთდროულად შესძახა და მანქანაც გაჩერდა შუა გზაზე.
- დაკმაყოფილდი? - ცივად მიუგო მირამ. - მიიღე პასუხი?
- შენ გგონია, რომ მე ვიღლები თქვენ გამო? - ამჯერად სერიოზულად მოუტრიალდა ბავშვს და იდენტურ, ლურჯ თვალებს მიაშტერდა. - ან რამე მეზარება, ან დრო არ მექნება... გგონია, მე რამეში ხელს მიშლით შენ და დედაშენი, ასე ფიქრობ?
- არა.
- საიდან მოაქვს ასეთი ფიქრები? - მირანდას მიუტრილადა. ისე ახლოს იყო, განძრევის უფლება არ მისცა დას.
- მე არ ვუნერგავ, თუ ამის თქმა გინდა.
- მირანდა!!!! - ამოიყვირა და საჭეს დაარტყა მსუბუქად ხელი. მიაჩერა ავტომობილი სადარბაზოსთან, სახლში ასვლა სთხოვა დემეს, თვითონ კი დასთან მარტო დარჩენა განიზრახა.
- გისმენ. - დაიწყო სანდრომ.
- არ მინდა. - დაიჩურჩულა. - შენ მე არ მომისმენ.
- როგორ არა. - გაეღიმა მატაბელს და თვალიდან ჩამოგორებული ცრემლი თითებით მოსწმინდა დას. - მე თუ არა, ვინ მოგისმენს შენ, მირა.
- მეშინია. - მის ხელებში ჩადო თავი. მუხლებზე გადაიწვინა სანდრომ დის დაღლილი სხეული და ნაზად მოეფერა ლამაზ სახეზე.
- იგივე რომ არ მოხდეს?
- ჰო.
- იცის?
- კი. - კანკალით ამოთქვა ეს სიტყვები და თვალები ძმის ხელებით დაიფარა. - ვისაუბრეთ. შენზეც ვისაუბრეთ. შენი გაცნობა უნდა.
- უკვე ასეა საქმე? - ძლივს მოთოკა თავი სანდრომ. - აქამდე რატომ არ მითხარი?
- არ ვიცოდი, როგორ მეთქვა. მე თვითონ არ ვიცოდი, რა ხდებოდა. გეტყოდი, ხომ იცი.
- როდის? როცა ხელს გთხოვდა?
- გეყოფა. - უფრო მეტად ატირდა ქალი. - ამის გამო არ გითხარი.
- გოგოო! - თვალები დააბრიალა. - ვინ იცის ჩემ გარდა?
- თათამ.
- ჰო, რა თქმა უნდა. მეტი ვის ეცოდინებოდა.
- მიდი, წადი ახლა და გუაბრაზდი როგორმე!
- დიახაც, წავალ! მადლობა, რომ მიმანიშნე.
- შენ გეყოფა... ასეთი მოქცევები!
- სახელი გავიგე, რა გვარია?
- შენ თვითონ გაარკვიე. თუმცა, თათამ უკვე გაარკვევინა ნიას ყველაფერი, არაფერი საეჭვო არ ფიქსირდება, ტყუილად არ გახარჯო დრო.
- ნიამ როგორ გაარკვია ერთი? - სასაცილოდ არ ეყო სანდროს.
- ნიკუშას სთხოვა.
- თქვენ მე... - მუშტი მოიღერა მატაბელმა. - სათითაოდ... ყველას...
- მიდი, მიდი... შენი ცოლით დაიწყე.
- არ მჭირდება მითითება, საბაბი მომეცა, შტურმით რომ დავადგე თავზე. ჯერ შენი ჯერია.
- თავი გამანებე. ამოხვალ სახლში თუ საქმეები გაქვს?
- თვითონაც ჰყოლია ოჯახი?! - მოულოდენლად დაარბილა ხმა და უფრო სერიოზული გახდა სანდრო. ფრთხილად შეარჩია ეს წინადადებაც.
- ცოლს თუ გულისხმობ, არა. არც შვილი ჰყავს. მის მშობლებს არ ვიცნობ, არ ვიცი, უნდათ თუ არა მისი სრულყოფილი შვილისთვის შვილიანი გოგო. გაინტერესებს მეტი კიდევ რამე?
- სრულყოფილი შენ ხარ. ის არა. - მაშინვე წამოიწია სანდრო და შუბლზე აკოცა განაწყენებულ დას. - მე შენს წყნენინებას ვერ გადავიტან. უფლებას მიცემაზე არ მაქვს საუბარი, ჩემს მდგომარეობას გისახავ, თუ კი ასე მოხდება, იცი?! აი, ასე, უბრალოდ მოვკვდები.
- სანდრო..
- გგონია, გეხუმრები?! ან გგონია, არ მინდა დაოჯახდე მას შემდეგ, რაც თავს გადაგხდა? შენზე მეტად ვინ იმსახურებს ბედნიერებას, ალბათ, არც არავინ. ჩვენს მშობლებს გული უსკდებათ, როცა უყურებენ ამდენ დანგრეულ ოჯახებს. ჩემი ხომ საერთოდ ტრაგი-კომედიაა, მაგრამ შენ... შენ მაინც პრინცესასავით გაგზარდეს და ყველაზე დიდი ურჩხული შეგხვდა. მხოლოდ ის მინდა, დარწმუნებული იყო. შენ გინდოდეს. ის კარგად მოგექცეს..
- კარგად მომექცევა. - გაეტირა მირანდას. - შემიყვარდა.
სანდროს გაეღიმა ამ სიტყვებზე, ცრემლები მოსწმინდა დას.
- როდის გამაცნობ?
- არ ვიცი. ჯერ ცოტა ხანი მაცადე. შენ თვითონ არ გაიცნო.
- უხერხულობა იქნება მაინც, ჯობია მე თვითონ..
- არა.
- შენ არ გეტყვი წინასწარ, არ ინერვიულო.
- სანდრო!!!
- ნუ გეშინია, არ ვეტყვი, რომ შერიფი შეჭამს, თუ რამეს დააშავებს.
- ნუ ხუმრობ-მეთქი, მაგ თემაზე, რამდენჯერ გითხრა!
- რა გინდა, ასი წელი დავსდევდი დიტოს და მაინცდამაინც შერიფმა მოუტყნა კარგის ტრ.აკი. ცოტა მეშინია ჩემი ძაღლის მაგის მერე.
- არ შეიძლება ადამიანის სიკვდილზე ასე ხუმრობა.
- ადამიანის სიკვდილზე არ ვხუმრობ. - სულ ღიმილით გაუღო კარი დას. - ადამიანი არც მიხსენებია. გადადი ახლა, ნერვებს მიშლი.
- დემეტრეს მე თვითონ ავუხსნი, შენ ნუ დაუწყობ კაცურ საუბრებს პირდაპირ.
- მაგას ცოტა უნდა....ეგრე მარტივად თმობს დედამისს?! შეაქეს ვარჯიშზე და მოლბა ბიჭი.
- ერთს გეუბნები და მეორეს გაიძახი მაინც! - გაეღიმა და მიხურა კარი.
მანამ უყურა, სანამ არ ჩაყლაპა ჰორიზონტმა დის სილუეტი, მერე მშვიდად გაუყვა შინისაკენ გზას.

.


თუკი აქამდე შტურმით აიღებდა ამ კარებს, ახლა სადაბრაზოს კიბესთან ჩამოჯდა. ის ღამე გაახსენდა, პაემნიდან მომავალ თათას რომ ელოდა. ხილის პარკით ხელში ამოიოდა ქალი კიბეებზე, შეფიქრიანებულმა მოათვალიერა სანდროს დამშვიდებული, შუბლშეკრული მზერა. შერიფს დედაშვილურად აკოცა შუბლზე.
- რაშია საქმე? - გაეცინა მის დანახვაზე. იქვე ჩამოჯდა ერთი საფეხურით დაბლა და ქვევიდან აჰხედა მეუღლეს.
- საქმის გასარჩევად მოვედი. - დაიწყო თავისებურად და მისი პარკიდან ამოიღო ვაშლი. გემრიელადაც ჩაკბიჩა.
- გასარეცხია.
- არ მომკლავს. - პირგამოტენილმა უპასუხა. - მკვახეა.
- არ შემოხვალ სახლში?
- არ გაცივდები მანდ? - ანიშნა სანდრომ და ხელით მოსინჯა ბეტონის სიცივე.
- თუ ადამიანურად გინდა საუბარი, შიგნით შევიდეთ.
- საუბარი არ მინდა. - კიდევ ერთხელ გაუსინჯა გემო წითელ ვაშლს. - საერთოდ არ ვიცი რისთვის მოვედი. მემგონი შენ სანახავად.
- რისთვის უნდა გამირჩიო საქმე, რა დავაშავე? - ღიმილით დაადო მუხლებს თავი, ფეხები შეატყუპა კარგად. მოსწონდა, თვითონ რომ იყო დომინანტი მათი დიალოგისას, თავად რომ გადაუწყვეტდა სანდროს სიტყვას.
- ახლა უნდა გკითხო, რატომ არ მითხარი, მირანდას დემეტრეს მწვრთნელი რომ ჰყვარებია-მეთქი, მაგრამ ვიცი რასაც მიპასუხებ. წარსულს გამახსენებ. მანანებინებ. პარალელს გაავლებ.
- მერე?
- იცი, მართალი ხარ. - ძლივს მორჩა იმ ვაშლის ჭამას და მოიწმინდა პირი. - მეც ეგრე მოვიქცეოდი. ეგრეც მოვიქეცი. მაგდასთვის არასდროს მითქვამს, მისი ქმარი რასაც აკეთებდა. პირიქით, ვიცოდი და ეგრე დავუშვი მათი დაქორწინება, მეგონა ოჯახი შეცვლიდა.
- მეგონა ჩემთვის აპირებდი საქმის გარჩევას, თურმე საკუთარი თავი გიგულისხმია.
- ირაკლი ერისთავზე ვეჭვობდი თავიდანვე, ბიჭებს დავავალე გამოძიება, ნიკუშას რომ არაფერი გაეგო. არ მინდოდა ემოქმედა მასზე ამ ამბავს, არ მინდოდა ჰგონებოდა, რომ არ ვენდობოდი.
- არ გინდოდა გული ტკენოდა. - დაასრულა წინადადება თათამ. - შენნაირი იმედგაცრუება ეგრძნო.
- ჰო, ალბათ. - ჩუმად უპასუხა.
- მამაჩემის ამბავი დაგიმალავს ჩემთვის, ნიასთვის.. ყველასთვის. ესეც ხომ მიეთვლება ამ ცოდვებს?
- არ დაგავიწყდეს შენ არაფერი.
- საბოლოოდ რომელი უფრო მეტია, სან? მაინც ვერ გადაწონის ჩემი დაშავებული შენსას?
- შენ არაფერი დაგიშავებია. - თვალებში შეხედა ღიმილით. - გავიაროთ ეს თემა როგორმე.
- რატომ ერთხელ არ მოხვედი ჩემთან ეს წლები და არ მითხარი ეს? იცი, როგორ დავწყნარდებოდი... შენ რომ უბრალოდ გეთქვა, არ მაბრალებდი არაფერს, ყველაფრის მარტივად გადატანას შევძლებდი.
- გენატრებოდი ხოლმე? - გადაურბინა ღიმილმა ტუჩებზე და წეღანდელ ბრალდებებს ოსტატურად წაუყრუა. - ხან ვისთან დაიდოდა გოგო პაემნებზე, ხან ვისთან, მარა ქმარი არ ავიწყდებოდა არასდროს...
- არ აძლევდა საშუალებას დავიწყების და იმიტომ...
- სქესს როდის გავიგებთ? - წამოდგა და წამოაყენა თათაც. მუცელზე მიადო ხელის გული.
- ორ თვეში.
- ბევრია. - ამოიოხრა. - ვერ მოვითმენ.
- ვერაფერს იზამ.
- შენ ვინ გგონია? - სახლის კარიც გაიღო. - ან ვინ გინდა იყოს?
- რამდენჯერ უნდა გითხრა, არ აქვს მნიშვნელობა.
- საჭმელი გვაქვს რამე? მშიერი ვარ.
- მე ხომ საჭმლის გაკეთება არ ვიცი. - წარბები აათამაშა თათამ.
- ისე მშია, შენს გაკეთებულსაც კი შევჭამ.


.



ხურცილავებთან პატარა პრინცესა - ნიცა დაიბადა.
ბავშვი დაბადებული არ იყო, სანდროს უკვე ყბაში ჰქონდა გაგდებული ღვინის ბოთლი. მათე ხომ სიხარულით ადგილს ვერ პოულობდა საავადმყოფოში, მაშინვე დაავლო ბიჭებს ხელი და იქვე ეზოში, სანდროს ნათხოვარ „პორშეს“ შემოალაგა პურ-მარილი. გამთენიამდე დალიეს ლამის, სახლში ტაქსის მძღოლმა მიიყვანა მატაბელების საამაყო ვაჟკაცი.
სახლში დახვდა დედა, და, დის შვილი და მალხაზი, საყვარელი მამა. მალხაზთან ერთად ძალიან უყვარდა სიგარეტის მოწევა, ის ტუქსავდა ორგანიზმის მოწამვლის გამო, თვითონ კი მხიარულად აგრძელებდა მაინც ბოლით ტკბობას.
- მამა. - ღიმილით დაიწყო შემთვრალმა და ფეხები შემოალაგა აივნის კიდეს. - მიდი რა, დალიე ერთი ჭიქა.
- მერე დავლევ, როცა მივალ მისალოცად. ახლა მარტო რას დავლიო, ლოთი ხომ არ ვარ?
- მეც დავლევ, რა პრობლემაა?
- მეტი არ დალიო შენ, ინტოქსიკაცია არ დაგემართოს.
- აუ, კაი რა... - გადაიხარხარა თავისებურად, გულიანად. - მიდი ახლა, თორემ დემეტრეს დავალევინებ და მერე ნახეთ თქვენ!
- ვახ, ფზიხელი ხომ აუტანელი ხარ... მთვრალი საერთოდ... - ფეხზე წამოდგა და პირდაპირ ბოთლიდან დალია „ბენდელიანი“.
- ეს საიდან მოიტანე? - ანიშნა ბოთლზე სანდრომ, თვალში მოხვდა გვარი.
- ჩემმა რძალმა მაჩუქა. - თვალი ჩაუკრა კაცმა. - მაგაზე გამახსენდა, როდის უნდა გადმოვიდეს აქეთ? აღარ არის დრო?
- აქ მაინც არ გადმოვალთ. - გაეღიმა სანდროს. - სახლი ხომ მაქვს.
- და ეს სახლი ვისია, შენი არაა?
- არა. ეს დემეტრესია. ის ჩემია... - ხელით მიუთითა სადღაც. - აქ სტუმრად მოვალთ ხოლმე, როგორც ადრე.
- სადაც გინდა იქ იყავით, ოღონდ იყავით რა. - მოწრუპა თეთრი ღვინო, ვაჟს გადმოხედა ირიბად. - ის რას შვრება, ხომ არ იცი, ჩემი ქალიშვილი?
- ჯერ ზუსტად არ ვიცი. გავიგებ.
- არ შეუშალო ხელი. - ამოთქვა დუმილის შემდეგ. - თავისი გზა თვითონ იპოვოს. იქნებ, მაშინ უფრო გაუმართლოს, თვითონ თუ გაიცნობს, სხვისი ნაკარნახევის გარეშე.
- მართალი ხარ. - იშვიათი იყო სანდროსგან ეს სიტყვები. - საერთოდ არაფერს გავაკეთებ. აქეთ მოვიდეს და გამიცნოს.
- ჩვენს ნიკუშას ანუშკისკენ აქვს თვალები, არა? - განაგრძო დაკითხვა მალხაზმა.
- შენ რა დღეში ყოფილხარ, მალხაზ, ყველგან გქონია თვალები!
- მარტო შენ არ ხარ ჭკუისკოლოფი. კარგი ბიჭია ნიკუშა, კარგი არჩევანიც გაუკეთებია.
- ეს ჟურნალისტები არ შემიძლია, - ცხვირი შეჭმუხნა სანდრომ. - მაგრამ ავიტან როგორმე იმ მატრაკვეცას. მეტი რა გაინტერესებს, რა ჭორი მოგიყვე?
- როგორ იპოვე გიორგი და ირაკლი, საიდან გაიგე?
- სამსახუროებრივი საიდუმლოებაა. - თვალი ჩაუკრა მამას და გვერდულად გადმოტრიალდა მისკენ. - ვერ გეტყვი.
- სამსახური სამსახურია, იცოდე, ყველაფერზე ნუ წახვალ მის გამო. არ დაგავიწყდეს, რომ ადამიანი ხარ.
- მე და შენ... - ხელით ანიშნა სანდრომ. - ორივე ერთ საქმეს ვაკეთებთ, უბრალოდ სხვანაირი ტაქტიკით. შენი სახელი არასდროს შემირცხვენია. მე რომ ვუყურებ, როგორი მშობლები ჰყავთ ჩემ გარშემო ჩემს საყვარელ ადამიანებს, ასმაგად უფრო მადლიერი ვარ ღმერთის, შენ რომ ხარ მამაჩემი. ყველას ასე არ უმართლებს. - თავზე აკოცა ფეხზე წამომდგარმა და თბილი თვალებით შეხედა მალხაზს.
- მიხარია, ამას თუ მიხვდი. შენ ჩემზე უკეთესი მამა უნდა გახდე.
- შენზე უკეთესი ვერ ვიქნები ვერანაირად. ცოტათი თუ დაგემსგავსები, ეგეც საკმარისი იქნება ჩემთვის.
- დაისვენე, მიდი. ხვალ სტუმრებს ველოდებით, ხომ გახსოვს?
- მახსოვს.
- უთხარი მირანდას, მოიყვანოს აქეთ ის ბიჭი.
- ცალკე არ გირჩევნია?
- ეგეც იქნება, მაგრამ დაჯდეს სუფრასთან, ბარემ ყველა გაიცნოს.
-გასაგებია. ძილი ნებისა.

გზად შეიარა დედის ოთახში. უკვე დასაწოლად გამზადებულს შუბლზე აკოცა და ტკბილად შეისუნთქა დედის სურნელი. ალკოჰოლი მაინც თავისას შვრებოდა, უფრო ემოციურს და თბილს ხდიდა ისედაც გულღია მატაბელს.
- მიგაცილო ოთახში? - გაეღიმა ნანის.
- წამოდი, ჩემთან დაიძინე საერთოდ. - გადაჰხვია ხელი დედას. - თუ მამა არ გაბრაზდება... თუ რამე არ გაქვთ დაგეგმილი...
- უზრდელო! - მაშინვე გაჰკრა ხელი გვერდებზე ქალმა. კორიდორში შემოხვდათ მირანდა და სპაიდერმენის პიჟამოში გამოწყობილი დემეტრე.
- ეს რა არის?! - ლამის დაიყვირა სანდრომ, ხელი შეუშვა დედას. - დავაი, წესეირი ტანსაცმელი...
- ხომ გეუბნებოდი! - მიუტრიალდა დედას ბავშვი. - სანდროისნაირად ტრუსიკით მინდა დაძინება!
- რაღა დროს ამის სპაიდერმენია, მირანდა? - შეუღრინა დას. - აკვანშიც ხომ არ აძინებ შემთხვევით?
- წაიყვანე, საერთოდ შენთან დაიძინოს. - გაბრაზდა ქალი და მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები. - ყველაფერში შენ გბაძავს მაინც.
- აუ, ბიძია, დღეს ცამეტი „სეივი“ მქონდა! - მხიარულად გაუყვა გზას ძიას ოთახისაკენ. ნანიმ და მირანდამ ერთმანეთს გადახედეს.
- მიდი, ბიძიასნაირად დაწექი და მოვალ მეც. - სიცილით გააყოლა სიტყვები და მოუტრიალდა ქალებს, განსაკუთრებით თავის დას. - ხვალ სტუმრები მოდიან.
- ვიცი, დედი, ცხრაჯერ გვითხრა მამაშენმა უკვე.
- ვინმე თუ უნდა გაგვაცნო ოჯახს, ხვალ მოიყვანე. - არ მიაქცია დედას ყურადღება, თვალებს არ აშორებდა მირანდას.
- აქ? - მიუთითა ქალმა. - ყველასთან?
- ასე ბრძანა ოჯახის უფროსმა. - გაიღიმა სანდრომ. - ვერ გადავალთ მის სიტყვას.
- ვინ უნდა გაგვაცნო? - აფორიაქდა ნანი.
- მეძინება მე, წავედი. - ხელებზე აკოცა დედას, მერე მირანდას ორივე ლოყაზე. - აბა, მოუყევი დედას, თორემ ვერ დაიძინებს ამ საღამოს...
სიცილ-სიცილით გაუყვა ოთახისაკენ გზას.
გზად გაიხადა ტანსაცმელი, წამოკოტრიალებულ დემეტრეს კი მხრებში ჩაავლო ხელები და ცოტახანი ეჭიდავა.
- რა უნდა დაარქვათ შვილს, ბიძია? - ცოტა ხნის მერე თქვა დემეტრემ და მისკენ გადმოტრიალდა.
- ჯერ სქესიც არ ვიცით, დემე. უფროსი ძმა იქნები მისთვის, ვინც არ უნდა იყოს.
- უფროსი ძმა როგორია.. რა უნდა გავაკეთო? უნდა დავიცვა? დედას როგორც უფრთხილდები, ისე უნდა გავუფრთხილდე?
- როგორ ვუფრთხილდები დედას? - გაიღიმა სანდრომ.
- ყველაფერში ეხმარები, იცავ, თბილად ექცევი, სულ ეფერები და გინდა, რომ კარგად იყოს. ყურადღებას აქცევ, მამასავით ხარ ჩემთვის....
პატარა ბიჭის გულწრფელმა სიტყვებდა გული დაუსერა მატაბელს.
- „სავით“ არა. ვარ.
- ნეტა, უჩა როგორ მოექცევა დედას...
- ბევრს ფიქრობ მაგაზე? ნერვიულობ?
- დიდად არა. მხოლოდ ის მანერვიულებს, რომ აქ აღარ ვიცხოვებთ ალბათ. მე კი თქვენგან შორს ყოფნა არ მინდა.
- ეგ ამბავი ჯერ ძალიან შორია. თან მაშინ მოხვალ, როცა მოგესურვება, თუ გინდა, სულ აქ იყავი.
- დედას არ დავტოვებ. - გაიღიმა დემემ. - ხომ უნდა დავიცვა?!
- მაგ სპაიდერმენის ფორმით ვერავის დაიცავ. - ჩაიფხუკუნა სანდრომ, მიუხედავად იმისა, რომ ჟრუანტელი მოჰგვარა ბავშვთან დიალოგმა. - დაიძინე, სკოლაში მიდიხარ დილას.
- კვირაა ხვალ.
- მაინც დაიძინე.
- ბიძია..
- ჰმ...
- ორშაბათს მაშოს დაბადების დღეა. საჩუქრის ყიდვა მინდა, ფულს მომცემ? დედას არ მინდა ვთხოვო.
- შემახსენე და კი. რა უნდა აჩუქო?
- მინდვრის ყვავილები...
- ოხ, ეს ქალები....

ძალიან მოუნდა ბიჭი შვილი. ასე, ეგოისტურად.

.


პირველი, ვინც მოადგა მატაბელების კარებს, მათე ხურცილავა იყო სესილისთან ერთად. ფართოდ გაშალა ხელები მალხაზმა, ცნობისმოყვარე თვალები გააყოლა ნაცნობ გოგონას და მათეს არჩევანი მოიწონა. შემდეგ ხელჯოხით მოსიარულე ნიკუშა ამოიყვანა კიბეებზე სანდრომ დედასთან ერთად. ნია მოჰყვებოდა კუდში ბიჭებს.
თათა ტრადიციულად იგვიანებდა სამსახურიდან. მაგდა ჯერ გამოწერილი არ იყო, თუმცა უკვე დაგეგმილი ჰქონდათ შემდეგი შეკრების თარიღი ხურცილავებთან.
თითქოს ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ირეკებოდა ზარი.
მაკას გამოჩენას არ ელოდა არავინ.
წლებმა ჩაყლაპა ის დისტანცია, რაც ჰქონდა მატაბელების ოჯახთან.
სანდრო იდგა და ელოდა, როდის შემოაღებდა ცოლი კარებს. არ მიწერა არაფრით, არ დაურეკა თვითონ, არ გამოიჩინა ინიციატივა, უნდოდა, რომ ერთხელ მაინც მოსულიყო თავისი სურვილით.
ვერ მოითმინა.
მოიგდო მოსაცმელი მხრებზე და გასვლას აპირებდა, ისე შემოხვდა ზუსტად ლიფტიდან გამომავალი თათა.
- სად მიდიხარ? - წარბები შეჰკრა და გადასაკოცნელად გადმოიწია, თუმცა არ მოიკარა სანდრომ.
- რატომ ცდი ჩემს ნერვებს? - სახე მოუთვალიერა უცებ.- სად ხარ ამდენი ხანი?
- სამსახურში ვიყავი და შემაგვაინდა. რა იყო?
- არ ვიცი. მეგონა, არ აპირებდი მოსვლას და წამოვედი შენ მოსატაცებლად...
- ნებით მოვედი, არ არის საჭირო. შევიდეთ?
- არა, აქ ვიყოთ. - უეცრად შეუძვრა ყელში და შეისუნთქა მისი სურნელი. - არ მინდა ეს აყალმაყალი, შენ მინდიხარ მარტო. უნდა დავლიო მერე და ვინ მომივლის, გუშინ ძლივს მივაგენი ოთახის კარს, არავინ იყო ჩემი პატრონი..
- გეყოფა, მომიყვეს უკვე, როგორც იყავი.
- შენები შიგნით არიან, - წაუყრუა ტყუილზე გამოჭერას და გააღო კარი.
- უჩაც მოვიდა?
- გზაშიაო. ვარდებით ხელში მოვა ალბათ ისიც, - დამცინავად გაშალა ხელები სანდრომ. თათს ცალყბად ჩაეცინა მის ხუმრობაზე.
- არ მჯერა, რომ არ იცნობ და ისე მიეცი სახლში მოსვლის უფლება. - ამ სიტყვებისას გამოჩნდა მათ შორის ნიკუშა, საპირფარეშოში აპირებდა შესვლას. თვალი ჩაუკრა სანდრომ.
- რძალიც მოვიდა...
- კარგად ყოფილხარ! - ორივე ლოყაზე აკოცა რძალმა. სტუმრებს შეუერთდა მისაღებ ოთახში.
- რა?! - ჰკითხა სანდრო, როცა თვალი არ მოაცილა ბიჭმა.
- უკვე გაიცანი, ხომ? არ დაანებე მაინც, არა? - თავს აქნევდა ნიკუშა.
- შენ რატომ გაგასულელეს ქალებმა, მეტყვი? რაო, რა გითხრა მაგ მატრაკვეცამ, ვისთვის ვიძიებო უჩას ვინაობას?
- რა მნიშნელობა აქვს. არ ვიცოდი, თორემ გეტყოდი.
- ვიცი. - ლოყაზე მოუთათუნა ხელი უცნაურად. დიდი ძმასავით. - და კი, შევხვდი უკვე.
- ანუ იმსახურებს აქ შემოსვლას.
- ჯერ კი და მერე ვნახოთ.
- წავედი, თორემ ჩავიფსამ.
სიცილით შეურთდა აყალმაყალს და სპეციალურად ჩამოჯდა ნიას თავზე, ვინც სავარძელში ისვენებდა თავადურად.
- მიეხმარე ხალხს, რას ჩამომიჯექი აქ? - დააშტერდა ზევიდან მატაბელი.
- გამომიშვა აქეთ ნანი დეიდამ, შენ დაისვენეო. შერიფი სად არის?
- შერიფს ხმაური აწუხებს. - დემეტრე გაეპასუხა და როგორღაც თავი ამოყო პლანშეტიდან.
- რატომ უჭირს ამ ბავშვს პლანშეტი ოცდაოთხი საათი, მირანდა? - მაშინვე აყვირდა სანდრო.
- ვაიმე, შემეშვი! - ლამის გამოუქანა ნანის საბჭოთა კავშირის დროინდელი ძვირადღირებული ჭურჭელი ქალმა. - ადექი და გამოართვი მერე!
- კარზე ზარია... - ფეხზე წამოდგა მათე.
- უჩა იქნება. - მოსიყვარულე ხმით წამოსცდა მირანდას, მაშინვე გადაიკვეთა მასთან ძმის ბასრი მზერა.
- როდის შეეჩვევი? - გაეღიმა ნიას. - გაგიფრინდებიან გოგოები, სან, მალე.
- ერთი აპირებს ჩემკენ გამოფრენას და მაგით დავკმაყოფილდები. - თვალი ჩაუკრა, გადახედა სამზარეულოში მოფუსფუსე მეუღლეს. როგორ უხდებოდა ეს სახლი.
- ფრთამოტეხილია... ვერ გამოფრინდება დამოუკიდებლად..
- ფრთამოტეხილი ვინც არის კი ვხედავთ.. - ანიშნა ყავარჯნიანი ნიკუშასკენ.- შენი სათრევი გახდა.
- ჩემზე ჭორაობთ? - გაეღიმა ბიჭს.
ამასობაში უჩა შემოვიდა სასმლით ხელში. მაშინვე შეხედა ქმარს თათამ, როცა ბანალური ვარდების გარეშე დაინახა კაცი. ისეთივე ლამაზი და სათნო ღიმილი ჰქონდა, როგორიც გარეგნობა - უბრალო, სანდომიანი.
კეთილშობილება - ეს პირველი თვისება იყო, რაც მირას მშობლებმა დაინახეს მასში. პირველი დემეტრე მიესალმა საოცარი სითბოთი, მაშინვე ყელზე ჩამოეკიდა მასწავლებელს. თავშეკავებით მიესალმა ბავშვს, მერე სხვა დანარჩენებს. სანდროსთანაც ისე მოიქცა, ვითომ პირველად ხედავდა კაცს. თითქოს, საიდუმლოს შენახვაშიც გამოცადა მატაბელმა...
- გაიარა ყველა გამოცდა? - ყურში უჩურჩულა თათამ. - მოიგო შენი ქვასავით გული?
- უნდა დავლიო, მომხედავ? სიმთვრალეშიც გამოვცადოთ ბარემ.
ინსტინქტურად მიიდო ხელი მუცელზე თათამ.
- გაინძრა? - დაიჩურჩულა და მაშინვე მიაწება თითები ქალის ხელს.
- არა.. უბრალოდ..
- რა მოხდა, ცუდად ხომ არ ხარ?
- არა. - ღიმილით უთხრა. - თითქოს, თანდათან ვგრძნობ, რომ აქ არის. ასე მხოლოდ მაშინ ხდება, თუ შენც ჩემთან ხარ.
- ძალიან მინდა შვილი. - თითქოს, უკვე ნასვამი იყო სანდრო, საოცრად დატკბა იმ ღამით. - შვილები. იცი, როგორი კარგი მამა ვიქნები?
- არ დასხდებით? გელოდებათ ხალხი. - მალხაზი დაადგა ორივეს თავზე. - სანდრო, მამა, რა წესია!
- ბოდიში! - ხელები ასწია. - მობრძანდით, გთხოვთ.
უჩას დაადო მხარზე ხელი და თავად მიიპატიჟა მაგიდასთან. გვერდით დაისვა საერთოდ. მირამ და თათამ ერთმანეთს გადახედეს. მეორე მხარეს ცოლი დაპატიჟა მატაბელმა, წინ ნია და ნიკუშა. ეღიმებოდა მის საქციელზე თათას.
- დაჯექი, მირა, შენც. - არ გაუშვა უკან თავისი და, თავისივე ხელით მიუთითა სად უნდა დამჯდარიყო - უჩას გვერდით. უხერხულობას ფანტავდა მატაბელი, როცა ყველაზე დიდ აყალმაყალს მისგან ელოდა ოჯახი. სიმშვიდე, თავისუფლება, სითბო მოიტანა მაგიდასთან მისმა დამოკიდებულებამ.

სიმთვრალეც ისეთივე თავშეკავებული ჰქონია უჩას, როგორც სიფხიზლე. თავისი მოზომილი, ნაფიქრი პასუხებით მალხაზის კეთილგანწყობა მალევე დაიმსახურა. ნანისაც გამოუყო ნაკავები სითბო და ხელები დაუკოცნა ქალს, თითქოს რაღაცას შეჰპირდა ამ საქციელით. გატანჯული ქალიშვილის ცოდვამ მაინც აატირა დედა, თუმცა მაშინვე მოსწმინდეს ცრემლები. ვერ იტანდა დედის ატირებულ სახეს სანდრო.
- რაღა გატირებს? დაულაგდათ შვილებს ოჯახები. - ხმაურიანად აკოცა დედას.
- შენ დალაგებულს ვერ ვხედავ ჯერ. სხვაგან არ უნდა მიდიოდეს შენი ცოლი, აქ უნდა რჩებოდეს.
- ცუდად ექცევი შენ და არ რჩებ, ბოროტი დედამთილი ხარ. - ხმაურიანად გაიცინა მის შეშფოთებულ სახეზე. აივნის კარი გამოაღო სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად.
იატაკზე ჩამომჯდარიყო თათა, შერიფს ეთამაშებოდა. ღიმილით მიუახლოვდა ცოლსა და შვილებს მატაბელი, ისიც მანდ ჩამოჯდა: ჯერ ერთს აკოცა თავზე, მერე მეორეს.
- სულ ასეთი მოწყენილია? - ჰკითხა თათამ. გულზე მიიხუტა სევდიანი შერიფი.
- ვმკურნალობთ და დაუბრუნდება ძველ მდგომარეობას. იმოქმედა...
- შენი ბრძანების გარეშე არასდროს გადაუდგამს ნაბიჯი, განიცდის..
- ზოგადად ეგეთები არიან დობერმანები. თავს ესხმიან იმათ, ვინც მათ საყვარელ ხალხს ავნებს.
- შენც დობერმანი გამოდიხარ. - შეანათა ნაცრისფერი თვალები სანდროს ზღვასავით ლურჯს, კამკამას.
- თათ...
- რაო, სან... - გაიმეორა იმავე ტონით და გაანათა იმ ღიმილით დაღამებული თბილისი.
- რამე კარგი მითხარი. - შერიფი მოიქცია ფეხებშუა და ჩამოადო თავი მას, ისე რომ პირდაპირ უყურებდა ცოლს.
- ძალიან მიყვარხარ. - დაიჩურჩულა თათამ, გვერდით მიუჯდა სანდროს და მას ჩამოადო მხარი. ჟრუანტელმა დაუარა მატაბელს ცოლის სიტყვებზე, წლები გავიდა, რაც ეს წინადადება მოისმინა ბოლოს.
- კიდევ. - ხელი გადაჰხვია, საფეთქლებით ეხებოდნენ ერთმანეთს ჩახუტებულები.
- შენი ჯერია. შენ უნდა გეთქვა, მეც მიყვარხარო.
- მე უფრო მეტად მიყვარხარ. - გაიღიმა და მის ყელში ჰპოვა მშვიდი სახლი. თვითონ იყო ახლა ჩასახუტებელი, დასამშვიდებელი, მოსაფერებელი და ასე დაუსრულებლად.
- შენ ზოგადად ეგრე გჯერა ყველაფერი, რომ „შენ უფრო...“
- მართლა გეუბნები. სიყვარულზე მეტად - მჭირდები. ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნება, შენ თუ არ იარსებებ. მნიშვნელობა არ აქვს ჩემთან იცხოვრებ, ჩემი ცოლი იქნები თუ... ვერ ვამბობ მაგ სიტყვას... უბრალოდ რომ არსებობ, მაგით უფრო მშვენიერს ხდი ჩემს ცხოვრებას, თან ვერც კი წარმოიდგენ როგორ. რა გგონია შენ, მე რამ გამაძლებინა? შენმა არსებობამ. იმან, რომ გიყვარდი ყველაფრის მიუხედავად, ჩემთან გინდოდა ყოფნა, ჩემზე ფიქრობდი... ერთი წუთით რომ ეჭვი შემპარვოდა, სხვა გყავდა... ვერ ვიცოცხლებდი... გაგიშვებდი, გაგათავისუფლებდი ჩემგან, მაგრამ მე მოვკვდებოდი, თათ. ჩემი თავი მხოლოდ შენთან მინდა. ჩემი შვილის დედა მხოლოდ შენ მინდა იყო. მხოლოდ შენ მინდა გესმოდეს ჩემი ასეთი სიტყვები, ასეთს მხედავდე... - ამოისუნთქა და თვითონაც გაიღიმა ცოლის ბედნიერი სახის დანახვისას. - მითხარი ახლა კიდევ რამე კარგი...
- მგონია, რომ ბიჭი გვეყოლება...
- რატომ გგონია ეგრე?
- მივხვდი, რომ ბიჭი გინდა შენ.
- საიდან მიხვდი ერთი?
- დემეტრეს უყურებ სხვანაირი თვალებით...
- ჩემი იმედი აქვს დემეტრეს. ჩვენი შვილიც ასე უნდა ენდობოდეს მამას, ასე უნდა უფრთხილდებოდეს დედის გრძნობებს.
- მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ყველაზე ძლიერი მცველი ეყოლება შენი სახით, სან...
- წავიდეთ ჩვენს სახლში...
- წავიდეთ.
- ყადაღა დაედება მაინც შენსას. ყველაფერს ჩამოგართმევენ, მაგრამ ყველაფერს გიყიდი.
- არ მინდა შენი ნაყიდი. - ყელი მოიღერა თათამ. - მე თვითონ.
- კარგი, „შენ თვითონ.“ - გაიმეორა დამცინავად, ისე როგორც წეღან თათამ. - მანქანასაც...
- რაააა? - ამოიყვირა გაგიჟებულმა, შერიფი შეშინებული შეჰხტა ქალის ხმაზე.
- მაგასაც იზამ შენ თვითონ თუ იკადრებ ჩემსას?
- მიყიდე, არაა პრობლემა, სად მაქვს მაგის ფული.
- ფული მეც არ მაქვს. - შორს გაიხედა სანდრომ. - ახლა ცოლიც დამემატა და შვილიც, აუფ.
- სანდრო!
- რაა?! ჩვენი ბინა ხომ არ გავყიდოთ და მალხაზთან გადმოვიდეთ საცხოვრებლად?!
- მე მშვენივრად ვიცხოვრებ აქ, ეგ შენ გაგიტყდება მშობლებთან ყოფნა თორემ.
- ეგ ენა რომ არ გქონდეს, რა გეშველებოდა! ყველაფერს მოვახერხებ, პრემიას ველოდები!
- მაინც არ მეტყვი, რა საქმიანობას ეწევი მაგ შენ სამსახურში, არა? - ღიმილით გადმოიბარა შერიფი და ფეხებთან მიიწვინა მოთენთილი, ნახევრად მძინარე ძაღლი.
- რა გაინტერესებს? რისი გეშინია შენ... ისევ გადარბენები ხომ არ მექნება?
- ამ ეტაპზე ის მაინტერესებს, ასეთი ერთგული რატომ ხარ მაგ საქმის, ჩემი კუთვნილი ბინისა და მანქანის გადარჩენა რომ არ შეგიძლია?
- შემიძლია. უბრალოდ არ მინდა. მაგ კაცისგან არაფერი არ გვინდა.
- კარგი.
- და რაც შეეხება ჩემ საქმეს.. ისეთი არაფერი. სანერვიულო არაფერი.
- პოლიციელს რომ გეძახიან, ღიზიანდები. გამომძიებელი არ ხარ...
- ძაღლი დამიძახეს რამდენიმე დღის წინ. - გაეცინა სანდროს. - ეგეთი კომპლიმენტი ცხოვრებაში არ მიმიღია.
- რაც არ უნდა იყოს, არასდროს მოგთხოვ იმ საქმიანობის შეწყვეტას, რაც ასე ძალიან გიყვარს. რა უფლება მაქვს...
- ყველაფრის უფლება გაქვს, მაგრამ ეგ არ გამიკეთო, რადგან შენ აგირჩევ.
- ვიცი. - გული შეეკუმშა ქმრის სიტყვებზე, ახლა ნამდვილად გამოჩნდა „ვის უფრო“.
გაეტირა და თვალებზე აიფარა ხელები. ნამტირალევ თვალებზევე აკოცა სანდრომ. მოეფერა მშვენიერ სახეზე, ტუჩებზე აკოცა ფრთხილად, დიდი სიყვარულით.
- ნუ ტირი.. შენთვის არ შეიძლება...
- ნუ მატირებ... რატომ აგიტყდა გულწრფელობის საღამო...
- ვეღარ ვიტევდი შიგნით, ეს უთქმელობა არ შემიძლია, არ იცი როგორი ვარ?
- საშინელი!
- ხმას დაუწიე, არ წამოხტეს შერიფი, ეგ არავის პატიობს ჩემზე აწეულ ხელებს...
- რა პატარა იყო, გახსოვს? - ხელი გადაუსვა თათამ ძაღლს. - მაშინაც ესე ეძინა ჩემს ფეხებზე..
- თავიდან გეშინოდა. - არ დავიწყებია სანდროს, ნიშნის მოგებით გადმოხედა. - ცხოველს ეძახდი.
- არ დაივიწყო არაფრით.
- გულში ღრმად ვიცი ჩამარხვა წყენის. მეკეკლუცებოდი.
- შენც არანაკლებ.
- მე გეპრანჭებოდი თათ, დასაკერი მყავდი.
- აუდიტორიაში რომ მოხვედი?! ნერვები მომიშალე.
- არადა ძალიან გაგისწორდა.
- კარგი იყო ეგ დღეები...
- აწი უფრო კარგი იქნება. - ხელის გულებზე აკოცა თბილად. - ყველა დღე კარგი იქნება.
აუწია მაისური და მუცელზე მიაწება ტუჩები, ჩაიჩოჩა. თითებით ეფერებოდა სულ ოდნავ გამობზეკილ მუცელს, თან თათას უკოცნიდა გაწითლებულ ტუჩებს ხარბად შიგადაშიგ.
- სახელზე როდის უნდა ვიჩხუბოთ?
- შეგვიძლია ახლავე...
- დამიანე, დანიეილი, ვაჩე და მისთათანანი არ გამაგონო, გოგოებს რომ ძალიან უყვართ.
- შენ რა იცი?! ან საიდან მოიტანე?
- ნიამ მომახსენა. რამე კონკრეტული და სერიოზული გვინდა... მაგალითად, დუდა.
- იყოს დუდა.
- ეგრე მარტივად? არა, მეჩხუბე, მიდი.
- არა, იყოს, მაგაზე გაწყენინებ?
- კი, დარწმუნებული ვარ, მაწყენინებ.
- უკვე ვბრაზდები...
- გაბრაზდი... - ყელში აკოცა ხმაურიანად მართლა გაბრაზებულ ცოლს. - და საერთოდ, დემეტრესნაირად პლანშეტს არ მივაჩვიოთ, მაგას თავს გავუტეხავ, რომ შევალ სახლში! - გაახსენდა მოულოდნელად და შეიხედა აივნის დიდი ფანჯრიდან ოთახში. პლანშეტს არა, მაგრამ უჩასთან ერთად მალულად ეტანებოდა წითელ ღვინოს.
რაღაც უცნაური იგრძნო სანდრომ.
- ეჭვიანობა ცუდი ჩვევაა. - ჩააკვეხა თათამ და მოატრიალებინა სახე. - არავინ შეუცვლის შენ თავს, მაგრამ ის მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება დღეიდან.
- შენ რომ არ მყავდე, ვინ გამიძღვებოდა ამ ცხოვრებაში, ვინ მიმითითებდა... ეგრევე რომ მიმორჩილებ.
- შევიდეთ შიგნით, სტუმრებს ყურადღება სჭირდებათ.
- როგორც მეტყვი, თათ. - წამოდგა და წამოაყენა მეუღლე, შერიფს კი თავისი პლედი გადააფარა. ის მაინც პირველი შვილი იქნებოდა სულ...
შესვლა არ დასცალდა წყვილს, აქეთ გამოვიდა ნიკუშა წვალებ-წვალებით.
ჯერ სანდროს შეხედა, მერე თათას.
- რაა?! - მიეხმარა მატაბელი სიტყვის დაწყებაში.
- უნდა გავიდე? - გადაიჯვარედინა ხელები მკერდთან თათამ.
- კარგი იქნება.
- არ გავალ.
- არ გავა მაინც, თქვი. - ხელი ჩაიქნია სანდრომ.
- უფროსმა დარეკა. საქმე გვაქვს.
ღიმილი ვერ შეიკავა თათამ.
სანდრომ გინება.

- საქმე მოიცდის, ოჯახი ვერა. დილას გავიდეთ, ახლა მკ.იდია .

ხმაურით მიიჯახუნა კარი. დემეტრეს პლანშეტი ააცალა ხელიდან და ღვინის ჭიქა დააჭერინა ხელში, რომელიც წეღან გადამალა ძიას დანახვისას.
სამსახურის დრო ნამდვილად არ ჰქონდა ახლა მატაბელს.
დევნას დილას დაიწყებდა - მზის ამოსვლისთანავე.

დასასრული



№1  offline წევრი Etuna_9391

აუუ როგორ გამიხარდა თქვენი დანახვა. ჯერ არ წამიკითხავს,მაგრამ ვიცი სასწაული იქნება.ვგიჟდები ყველა თქვენს ისტორიაზე. წარმატებები

 


№2 სტუმარი ნი-კე

უნიჭიერესი გოგონა რომ ხარ ბევრჯერ ვთქვი და უამრავჯერ გავიმეორებ კიდევ..შენი პერსონაჟები ყოველთვის ცხოვრების გაკვეთილებს რომ გვიჩვენებენ სულ ესეც საუკეთესოდ გაქვს გადმოცემული.როგორ უნდა უყვარდეს,სად გადის ზღვარი ,ოჯახური სითბო და სიყვარული,მეგობრობის იდეალურობა,ზრუნვა,ურთიერთპატივისცემა....ყველაფერი ისე ლამაზად გაქვს გადმოცემული,რომ ვკითხულობ და მინდა არ დასრულდეს..პერსონაჟებს ძალიან ლამაზი კვეთა და არამხოლოდ საკუთარის...წარმატებები უამრავი❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent