შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური დრამა


17-06-2016, 23:08
ავტორი ანა♥ანა
ნანახია 1 639

ჩემი პატარა ძმა მამიკოს ეჯდა კალთაში. ორი წუთით ტბის ხიდზე გავიდა და..მოგვტაცეს.
***

თავზარი დაგვეცა.დედა ტიროდა მამა ყვიროდა,მე ვდუმდი.ოჯახის მევალეები აღმოჩნდნენ ჩემი ძმის გამტაცებლები,რომლებმაც ტბაში ჩაახრჩვეს 4 წლის ბავშვი. მამა არ პატიობდა თავს ამ ამბავს. იმის მერე 16 წელი გავიდა და ისევ იმ ფიქრებში დავფრინავთ,რასაც ოჯახური სითბო ერქვა.ყოველი დღე შემოდგომის წვიმას ჰგავდა,ცრემლის წვიმას.
ტყის სახლში.. სავარძელში მოვკალათდი და ფანტაზიებს მივეცი თავი. ჩამეძინა.. უცნაურმა ხმამ გამომაღვიძა. იქვე ახლოს ,საღამოხანს მოყინულ ტბაზე ბავშვი სრიალებდა. ყინული ჩატყდა ,იქ მხოლოდ მე ვიყავი იმ წუთას .შემზარა ამ ამბავმა.. პულსი შეუნელდა და ..მოკვდა. ამოყვანაც ვერ მოვახერხე..1 საათის შემდეგ პოლიცია მოვიდა და დაკითხვა ჩატარდა. დადგინდა რომ,ბავშვი რომელიც ერთი საათის წინ ცოცხალი იყო, ოფიცრის შვილია. ჩემს სახლთან ახლოს დამარხეს ნიშნად იმისა რომ, ტბას ზამთარში არავინ მიუახლოვდებოდა. გარდაცვლილის მამა დარჩა,სხვები კი წავიდნენ. ბიჭი ობოლი იყო, ოფიცერს რაც კი რამ ებადა ისიც დაეკარგა. წარმოდგენა ,რომ როდისმე კიდევ განმეორდებოდა ჩემს ცხოვრებასთან ახლოს ტრაგიკული ამბავი ,არც მქონია.იმ წამს ჩემი ცხოვრების გახრხწნილი ნაკვალევი გამახსენდა... როგორ მივუყვებოდი ქუჩებს ნარკოტიკით ხელში და ვეძებდი შვებას. ადამიანთა მოდგმა ხომ წარმავალია და ჩემი სულიც დამონებული ჰყავდა ცოდვებს. წარსულს ვერსად გაექცევი ..
ოფიცერი იმ საღამოს ჩემთან დავტოვე. შვილს გლოვობდა და არ მინდოდა ზედმეტი კითხვებით შემეწუხებინა,მაგრამ მითხრა:
- დღეიდან აქ აღარ იცხოვრებ.
- რატომ ,ბატონო?
_შენ ბედნიერებას იმსახურებ და არა კაეშანში გატარებულ ოპტიმისტურ დღეებს. შენი თვალები ცრემლებს მალავს,შენი სახე სინანულს ხატავს. წავიდეთ...
გვიან გავაცნობიერე ,რომ ჩემი ბავშვობის ადგილი დამატოვებინეს. მშობლებმა რომ გაიგეს მომხდარის შესახებ ,ტრაგედია დატრიალდა მათ გონებაშიც და ის სახლი ბავშვობის.... აკრძალულ ზონად აქცია პოლიციამ.
მოვიდა მარტი.
ოფიცერს ცოლად გავყევი და გავუჩინე ბიჭი,მიქაელი. მშობლებმა არ მიმიღეს,რადგან მათი არჩევნის წინააღმდეგ წავედი . ჩვენ გავემგზავრეთ მინსკში,სადაც სამართალმცოდნეობის მაგისტრატურას გავდიოდი. ჩემმა ქმარმა,ნიკმა და მე (ელისი) ძიძა ავიყვანეთ შვილისთვის ,რადგან ხელოვნებითაც ვიყავი გატაცებული ნიკი გამოძიებაში მუშაობდა და ფაქტიურად დრო აღარ გვრჩებოდა პატარასთან ყოფნისთვის. საღამოხანს მინი კაფეში შევხვდით ერთმანეთს. ნიკმა გამარტყა.
***
-რა მოხდა ნიკ..
_მოღალატე.
_ არა ნიკ ,არა.
-მოღალატე.
_ბეჭდები მომხსნა,გაიქცა.
სასამართლომ ბავშვი ნიკს დაუტოვა. გული ჩამწყდა. საქართველოსკენ გამოვემგზავრე და ქუჩიდან მამას დავურეკე.
_მამა,მაპატიე.
-გაპატიეთ.
იმ დღიდან მათთან ვცხოვრობ და მთელი დღეები ჩემს შვილზე ფიქრში გადის.მტანჯავს სინანული,რაც მხვდა წილად.კაცმა ,რომელმაც ცხოვრება დამინგრია,უსამართლოა ჩემთან ყველაფრით.მას არ ვუყვარდი და ეგ არის სიმართლე.. არც არავის ვყვარებივარ .დროსაც არ ვყვარებივარ. ერთი მიგდებული პოეტი ვარ ,რომელსაც ,,ფეხებზე კიდია’’ მომავალი. სინდისდაკარგული ქალი ვარ,რომლის კისერზეც გადაიარა უბედურებამ. წამისთვის ვცოცხლობ,რომ ვწერო შთაბეჭდილება,წუთისთვის ვცხოვრობ რომ შევეგუო სულის ობლობას და მაინც რისთვის ვიბრძვი? მარტივია..სიკვდილისთვის .ბავშვობიდან მძულდა ტრაგიკულობა, კივილი სხეულის და სულის ტირილი. რას დავემსგავსე,ვეღარ ვცნობ თავს..და კიდევ...შვილის მონატრების მძიმე ბორკილები მადევს ხელებზე.
ღმერთის მწამს ..რომ ხვალ მზე გამოანათებს და გაიღვიძებს დადუმებული უბანი. ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მოგონება წაააგავს ზღაპარს, უკვდავი ოცნება მქონდა მუდამ.. სიჩუმესთვის მომესმინა. სიცოცხლის წლები მატკბობდა და მე,არხეინს რა მანაღვლებდა. დედას გამოვყავდი საღამოობით ქუჩაში და მასეირნებდა ..ტბაზეც.როდესაც მზე ჩადიოდა ,მთვარე ამოდიოდა და ვტკბებოდით ჩვენ.

მიწამ ჩაყლაპა უსასრულობა და დამთავრდა ომი...თითქოს ყველა გაქრა ჩემს ირგვლივ ...მტკიოდა ჩემი პატარა ,რომელიც მამამისმა შორს ,,ცხრა მთას იქით’’წაიყვანა. სული გამომეცალა და დავსნეულდი. ვერავინ შეიგრძნობს ჩემს გრძნობებს,ჩემი ,,გულის გლოვას’’ და უმიზნო ,,მორევს’’.
იმ ღამეს ავდექი,გამოვიპარე მშობლებისგან და შევიპარე ჩემს საყვარელ ნასახლარზე,ტბის სახლში.
სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრებას ვაპირებ ,კიდევ იცით რას ვაპირებ..? უსუსური ძმის,უმწეო ბავშვისა და ,,მიქაელისადმი’’ მოგონებებით ცხოვრებას..............



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent