შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცი წლის შემდეგ


14-10-2016, 17:18
ავტორი murachashvili
ნანახია 2 538

ოცი წლის შემდეგ
ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს
1996
ყოველივე ისე მოხდა, როგორც არაერთხელ მომხდარა. კარგად გვქონდა გაცნობიერებული, რომ ადრე თუ გვიან გავხდებოდით მეთერთმეტე კლასელები და დავამთავრებდით სკოლას. ალბათ, სამუდამოდ დავემშვიდობებოდით ერთმანეთს. მწარე იყო იმის შეგნება, რომ ადრეთუგვიან გავხდებოდით დიდები. თუ სკოლის კედლებში, თავი ისევ პატარები გვეგონა, გამოცდების შემდეგ, თითქოს გავიზარდეთ, მაგრამ გული კვლავ სკოლისკენ მიგვიწევდა. იქ დარჩა ჩვენი უძვირფასესი წლები, რასაც ჩვენ ბავშვობას ვუწოდებდით და რასაც არასოდეს დავივიწყებდით.
ბანკეტზე თვალცრემლიანები დავემშვიდობეთ ერთმანეთს. იმ დღიდან უკვე დიდები ვიყავით. პრობლემებით დატვირთულები ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე ვფიქრობდით.
ასე დაიშალა ჩვენი კლასი და დავშორდით ერთმანეთს ამხანაგები, რომლებმაც თერთმეტი წელი ერთად გავატარეთ. ვტიროდით, რადგან ბავშვები აღარ ვიყავით. აღარასოდეს გვეყოლებოდნენ საყვარელი მასწავლებლები, ვეღარ მოვისმენდით მათ ახსნილ გაკვეთილებს. ყველაზე მკაცრნიც ეხლა თბილად გვეპყროპოდნენ, გვესაუბრებოდნენ და გვამხნევებდნენ.
მაგრამ, როგორც ყველა, რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენს გზას დავადექით, მამის სურვილისამებრ სწავლის გასაგრძელებლად საფრანგეთში წავედი, ხუთი-ექვსი წლით წასული გავთხოვდი და თითქმის ოცი წელი იყო, რაც საფრანგეთში ვიმყოფებოდი. ვიძინებდი და ვიღვიძებდი იმაზე ფიქრით, რომ ადრე თუ გვიან დავბრუნდებოდი უკან.
გაუსაძლისი გახდა ჩემი მდგომარეობა, გულში ვწყევლიდი მამას, რომელმაც იქ სასწავლებლად გამგზავნა და, თითქმის, ოცი წლით მომაშორა მშობლიურ ქალაქს, ყველა მომენატრა, ძილის წინ სურათებს, რომლებსაც თბილისიდან მიგზავნიდნენ, ვიდებდი წინ და დიდხანს ვუმზერდი. სიზმრებში მათთან ვიყავი, ვეფერებოდი უცნობ დისშვილს, რომელიც დეიდას მხოლოდ სურათებიდან იცნობდა. ვეხვეოდი ჩემს დას და ვიხსენებდი გამომშვიდებისას ნათქვამ სიტყვებს.
ერთხელ ქუჩაში მივდიოდი ჩაფიქრებული. მძიმე ფიქრებში ჩაძირული თავს მაღლა არ ვწევდი. აღარ მინდოდა ამ ქალაქის დანახვა, რაც ადრე ასე მხიბლავდა, უკვე მეზიზღებოდა. ჩემი თბილისი მენატრებოდა. მტკვარზე გასეირნება ოცნებად მექცა. როგორ არ გავდა სენა მტკვარს, ის ჩემი მშობლიური მდინარე იყო. ეს კი - უცხო, შორეული. მტკვრის ჩუმი დუდუნი იავნანასავით ჩამესმოდა, მისი მხაური კი გამუდმებით მახსენებდა, რომ უცხო ვიყავი და ჩემი ადგილი შორს, საქართველოში იყო.
მოულოდნელად აფიშას მოვკარი თვალი. ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ვაჟები და ქართულ კაბიანი მანდილოსნები მიღიმოდნენ. მოულოდნელობისგან გავშრი, სიხარულისგან კანკალი დამაწყებინა, როდესაც ერთ-ერთ ვაჟში ჩემი ბავშვობის ამხანაგი და კლასელი შევიცანი. ღმერთო ჩემო, როგორ შეცვლილა! იმ წუთში ყველა მიყვარდა. მათი თვალებიდან ქართული სითბო იღვრებოდა, ის სითბო, რომელსაც მხოლოდ ქართველი თუ შეიგრძნობს, მხოლოდ ის თუ მიხვდება.
ოცი წელი იყო, რაც ქართულად მხოლოდ წერილებს თუ ვწერდი მშობლებს და ძილის წინ სურათებს ველაპარაკებოდი.
ერთ-ერთი, რაც მაშინ მოვისაზრე კონცერტზე წასვლა იყო.
დარბაზი ხალხს ვერ იტევდა, ბევრი ხვეწნის შემდეგ, ვიღაცამ ადგილი გამიცვალა და იქ გადავინაცვლე, რათა რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი მათთან. ისინი ხალხურ სიმღერებს ასრულებდნენ, რაც ბავშვობაში არ მიყვარდა და ასე ულამაზოდ მეჩვენებოდა ეხლა გულში მწვდებოდა. „ჩემო კარგო ქვეყანავ“ რომ იმღერეს ცრემლები გადმომცვივდა. მე მტიროდი სიამაყისა და სიხარულისაგან, რომ მეც ქართველი ვიყავი. დიდი თაიგული მეჭირა ხელში, სცენაზე, როგორც იქნა ავედი. ატირებული გადავეხვიე ყოველ მათგანს და თაიგული ჯგუფის ხელმძღვანელს მივაწოდე. მე თან ვტიროდი და თან ვიღიმებოდი.
აეროპორტში მეუღლესთან ერთად მივედი მათ გასაცილებლად, რა თქმა უნდა, ფორმები აღარ ეცვათ, მაგრამ შორიდანვე მიხვდებოდა კაცი, რომ ისინი ქართველები იყვნენ. გული შემეკუმშა. ვიყავი კი მე ქართველი? შემეძლო კი ჩემი თავისათვის თბილისელი მეწოდებინა, როდესაც საფრანგეთში უფრო დიდხანს ვიცხოვრე, ვიდრე საქართველოში? უკან გამობრუნება მომინდა. მაგრამ გულმა მათთან გამიწია, ვიგრძენი მეუღლე აღარ მომყვებოდა. ჟანს არ სურდა ჩემთვის ხელი შეეშალა. ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი, ისინი ქართულად ლაპარაკობდნენ და მხიარულად იცინოდნენ.
- გამარჯობათ!-აკანკალებული ხმით მივესალმე და ახლოს მივედი.
- გაგიმარჯოს!- გამიღიმეს და ინტერესით ამათვალიერეს. ეტყობა მიცნეს და რაღაც ნაღველი ჩაუდგათ თვალებში. მე ხმას ვეღარ ვიღებდი. ენა დამება, ვიგრძენი ცოტაც და ავტორდებოდი, როცა ჩემმა კლასელმა მიცნო.
- ანა, შენ?!-მის ხმაში უსაზღვრო გაოცება ჩანდა.
- ხო, მე!-ყრუდ ვთქვი და მოვეხვიე.
ჩვენ დიდხანს ვსაუბრობდით. მე ჟანი გავაცანი, მან კი მისი მეუღლე, რომელიც მასთან ერთად მღეროდა გუნდში, ის თბილისის ამბებს მიყვებოდა, მე-პარიზის. იგი კლასელების შესახებ მიამბობდა, მე კი-ვდუმდი. რადგან არაფერი მქონდა სათმელი, გარდა იმისა, რომ ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი თბილისში, თუმცა ვიცოდი, რომ ვერასოდეს ავიხდენდი ოცნებას. რადგან ჩემს მეუღლესაც უყვარდა მისი ქვეყანა და ვერც ის დასთმობდა მას ჩემგამო.
ისინი მიდიოდნენ და მე ვრჩებოდი უსაზღვროდ მოწყენილი და ამავე დროს ბედნიერიც, რომ ვნახე ქართველები და ვესაუბრე მათ.



№1  offline წევრი ნათიანინი

გულში ჩაწვდა :)

 


№2 სტუმარი Guest murachashvili

ნათიანინი
გულში ჩაწვდა :)

❤️

 


№3 სტუმარი ani

Mainteresebs zalian es ubralod chanaxatia tu realurad shens cxovrebas asaxav?

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ani
Mainteresebs zalian es ubralod chanaxatia tu realurad shens cxovrebas asaxav?


ეს ჩანახატი 1996 წელს მაქვს დაწერილი, სკოლაში საატესტატო გამოცდის დროს, თავისუფალ თემად შემოიტანეს დასახელება: "ოცი წლის შემდეგ". მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგებმა გაგვაფრთხილეს, ხუთიანს (მაშინ ხუთ ბალიანი შეფასების სისტემა იყო) თავისუფალ თემაში არ დაწერენო, არადა, მე ოქროს მედლის კანდიდადი ვიყავი, სათაური მომეწონა და ეს პატარა ჩანახატი დავწერე. smile

 


№5 სტუმარი ani

Gilocav zalian magaria martla

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ani
Gilocav zalian magaria martla


მადლობ, ჩემო საყვარელო heart_eyes

 


№7  offline წევრი kakulia

შენ შენ ყველაზე კარგი ხააააააააააააააააააააააარ heart_eyes

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

kakulia
შენ შენ ყველაზე კარგი ხააააააააააააააააააააააარ heart_eyes

smile kissing_heart

 


№9 სტუმარი ლამარა

კარგად წერ, ანი. მომეწონა, გულიც მეტკინა, სამშობლოს მონატრება კარგად გაქვს გადმოცემული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent