შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზამთრის სურვილები ჩვენთვის


9-02-2017, 16:28
ავტორი Sunny-Sunny
ნანახია 1 617

სიამოვნებით დავისვენებდი ამ ზამთარს ზღვაზე. იქნებ ზღვას მაინც წაეშალა დარდი ჩემს გულში. იქნებ სანაპიროს ნისლში გახვეულსა და გონდაკარგულს მთლად მომშორებოდა გულს მოფენილი ბურუსი და დარდი. მაინც ვივლიდი მის ტალღებთან ახლოს და ცივი წყალი დამისველებდა ფეხებს, მეც გაყინული შვებას ვიგრძნობდი და თავისუფლად ამოვისუნთაქვდი. ბრიზი ,რომელიც სახეზე დამიბერავდა მაგრძნობინებდა ,რომ შესაძლებელია ადამიანი იყოს თავისუფალი როგორც ქარი, ნაღველისა და დარდის გარეშე გაქრეს ისევე უეცრად როგორც გამოჩნდა ამ ქვეყნად, ისევე როგორც ნაზი სიო,რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ზღვაზე ყოფნისას ცას ავხედავდი,თვალს არ მოვაშორებდი მას. ზეცად მფრენ თოლიებს მომღიმარი სახით მივაცქერდებოდი და შემშურდებოდა მათი თავისუფლების.რატომ? ისინი ხომ ისეთი ლაღები არიან. მიდიან სადაც სურთ,არავის აზრს არ ეკითხებიან და ამავ ედროს არც არაფერს აშავებენ. მეც ვინატრებდი ,თუნდაც ერთი დღე ამ ფრინველად ქცევას,ჰაერში აჭრას და სამყაროს ზემოდან დანახვას.ქართან ერთად ვინავარდებდი ცაში,მაღლა და მაღლა.გავყვებოდი მას იქ,სადაც წამიყვანდა.გრილი სიო ჰაერში ამიტაცებდა,ისევე,როგორც მუსიკოსი იტაცებს და იმორჩილებს როიალის კლავიშებს.



№1 სტუმარი Guest ნატა

აუ ძალიან მომეწონა :)

კარგი ჩანახატია!

 


№2 სტუმარი Giorgi

Dzalian lamazi chanaxatia,:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent