მწვერვალზე ასვლა არჩევითია, ჩამოსვლა- გარდაუვალობა
ჩემი მამაპაპისეული სახლიმთაში დგას,არაგვის პირას. ერთ დროს დიდ, მჭიდროდ დასახლებულ სოფელში დღეს თითო-ოროლა სახლიღა შემორჩენილა და იმათგანაც ზამთრობით სულ რამდენიმედან ამოდის კვამლი. ჩვენი სახლის უკან კი, უზაარმაზარი მთა დაყუდებულა. მახვილი თვალი უნდა გქონდეს, მის წვერზე შავ წერილად დაჩნეულ;ი მთაწმინდის სალოცავი შეამჩნიაო. ისიც, სხვა მთებივით, ხან შუბლმკერდგადაწმენდილი დასცქერის არაგვის ჭალებს, ხანაც ჩაღრუბლულიუ. მთაწმინდის წვერს არაგვსა და ქალაქთან საცალფეხო ბილიკი აკავშირებს. მისი მწვერვალისკენ მიმავალი გზა აღმართით იწყება. სულ რარაც, ნახევარი კილომეტრი და სოფელს ზევიდან გადმოჰყურებ. ზუსტად აქ მივდივარ! მკაცრი ზამთარი ჩამოწვა მთაში ნაადრევად. ერთბაშად დიდი თოვლი მოვიდა. აქა-ოქ გზებიც ჩაკეტა. ღამის გატევა კი სტუმრად მომიწია. ამ სოფელში სულ რარაც სამი სახლი დგას, ერთმანეთისგან 500-600 ნაბიჯით დაშორებული. სამივე ციცაბო ფერდობზეა. მეც ბილიკთან ყველაზე ახლო სახლი ავირჩიე. მასპინძელი ოთხმოცს გადაცილებული მოხუცია. შინ მეპატიჟება ოთახში ღუმელი გიზგიზებს.მსიამოვნებს თბილი კერა. სკამზე მოწყვეტით ვეცემი. მოხუცი ფუსფუსს განაგრძობს და დროდადრო უჩინარდება, შემდეგ დახუნძლული ბრუნდება უკან. სუფრაც ნელ-ნელა იშლება. ჩანთაში ერთი ბოთლი ჭაწა მიდევს. მის დანახვაზე თვალები უბრწყინდება. ცემი მასპინძელი ენაწყლიანი გამოდგა. მან თავისი გაიხსენა , მეჩემი ვუამბე. დილით ადრე ადგა, მუხარი აანთო და ფანჯარასთან მივიდა, მეზობელ სახლებს გახედა. სულ ზევით მდგომს დიდხანს უცქირა... შეწუხებულმა მოაშორა მზერა და ჩემს გვერდით დაჯდა. ვაგრძელებთ წინა დღით დაწყებულ საუბარს. ხშირა აპარებს თვალს იმ სახლისკენ, უცებ თვალები გაუბრწყინდა და მის მზერას გავაყოლე თვალი. არავინ ჩანდა. მხოლოდ კვამლი ამოდიოდაბუხრიდან. გვიან მივხვდი მის მღელვარების მიზეზს... იმ სახლში ვიღაცამ ბუხარში შეშა შეუკეთა. შეშა ცცეცხლად და კვამლად იქცა. ცეცხლმა იქ ის გაათბო, კვამლმა კი აქ - ჩემი მასპინძელი. როგორც კი გამოიდარა გზა განვაგრძე. გავუყევი ბილიკს და გზადაგზა რამდენიმე სახლი მხვდება. მათაც გასტეხიათ თავხე.კიდევ ნახევარი საათი შეუსვენებლად ვიარე და უკვე ცაბაურთაში შევაბიჯე. ეს ვაჟა-ფშაველას მამაპაპისეული სოფელია. რამდენიმე წლის წინ აქ ერთი კომლი ცხოვრობდა. ახლა ნასახლარებია მხოლოდ... სახლში მხიარული ვაბიჯებ დ ხმამაღლა პაპას გავძახი. ვიხედები ირგვლივ და თედო პაპას გამოსვლას ელოდები. სახლის კარები გაიღო და მოხუცმა გამომძახა... -რომელი ხარ მანდა? -პპაპა, მე ვარ, ევა! -პაპისკაცი მოსულა... გული გამეთბა, პაპამ თავისი შერქმეული სახლი რომ დანიძახა გავთბი... შემოდი პაპი არ გამეყინო. თედო კიბეებთან მხვდება და ძლიერ მეხუტება. უკვე სიცივე ძვალ-რბილში ატანს.სოფლად კი ყინვასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ბუხარია... შეშის ნაჭრებს ვუკეთებ და მაშით ვცდილობ მათ გასწორებას რომ კარგად აგიზგიზდეს. არ გამომდის, აგიზგიზებული ცეცხლი მინელებას იწყებს. -გული გამოუღე პაპისკაცო,გული. მარიგებს ძველი ტახტის კიდეზე ჩამომჯდარი პაპაჩემი. ვერ ვერევი საუკუნეების წინ გამოჭედილ მაშის სიმძიმეს და ვერც პაპაცემის დარიგებას. ეს ყველაფერი კი სახეზე მაწერია. თედო დგება და ჩემკენ ნელი ნაიჯებით მოდის... მაშის ერთი ოსტატური მოძრაობით ცეცხლს გულს უღებს და კმაყოფილი სახით მიბრუნებს უკან. ისევ თავის ადგილს უბრუნდება და თითქოს თავისთის ამბობს ,,ცეცხლს უგულობა ახლებსო"... მონატრებულ პაპასთან დიდიხანი ვისაბრე. მოსაღამოვდა და დამშეულები სუფრას მივუსხედით. პაპას საყვარელი მაწკატები გამოვუცხვე და მხიარულად შევექცევით. შემდეგ საძინებელს მაჩვენებს და თვითონ თავის ოთახში შედის. გადაურებლად თოვს. დილით ვიფიქრე პაპა უვე ამდგარი იქნება და ბუხარი დენთებული მეთქიო მაგრამ შევცდი. მისმაგვირად ცეცხლი დავანტე და მოთმინებით დაველოე როდის გამოვიდოდა... ავნერვიულდი პაპა არ ჩანს. მის ოთახში შევიხედე და გული გამისკდა... პაპას ბებოს სურაათი ჩაეკრა გულში და გაყინულა... ჩემი თედო პაპა გაყინულა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.