შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელი არ გამიშვა


4-10-2017, 18:38
ავტორი du-da
ნანახია 3 373

ადამიანისთვის ალბათ ყველაზე საშინელი გრძნობა უმოქმედობაა,როცა ცხოვრება თავზე გენგრევა და ვერაფერს შველი, ყვირილი გინდა და ხმა არ გაქვს,სიცოცხლე გინდა და გკლავენ ისე რომ არჩევნის უფლებასაც არ გიტოვებენ,ძალა გეცლება და საბოლოოდ ნებდები,ფარ-ხმალს ყრი და იმ დინებას მიჰყვები, რომელიც აუცილებლად იმდენად შორს წაგიყვანს ნაპირიდან რომ მოხედვასაც აღარ ექნება აზრი.
მეც შევწყვიტე,უეცრად მოვეშვი და დავნებდი როცა მივხვდი რომ ის ადამიანი რომელმაც სულ რაღაც ხუთი წუთის წინ მანქანაში ჩამტენა,ვერაფრით იქნებოდა ის პიროვნება რომლის ნიშნობის ბეჭედსაც არათითზე ვატარებდი,მოვკვდი,დავცარიელდი და ყვირილიც კი შევწყვიტე,ალბათ წაგებულ ომში ბრძოლას რომ აზრი არ აქვს მაგ პრინციპით,არ მახსოვს ან თავს არ ვაძლევ უფლებას იმ კოშმარული დღის ყველა დეტალი მახსოვდეს,ვერაფერს აღვიქვამდი გარდა გულის ტკივილისა და შინაგანი პროტესტისა რომ არასწორად მექცეოდნენ,ბედნიერებას მართმევდნენ და ცოცხლად მკლავდნენ,მინდოდა მთელ ხმაზე მეყვირა და ეს ტკივილი გარეთ გამომეშვა,თუმცა ხავილის მსგავსი ხმაც ვერ გამოვეცი,ბუნდოვნად მაგრამ მაინც მახსოვს როგორ შემაგდეს ოთახში და კარები დამიკეტეს,ინერციით ჩავცურდი კედელთან და ჩემდა გასაკვირად არ მიტირია,ყველაფერმა შემაქცია ზურგი ცრემლმაც კი,ბეჭედს ხელით შევეხე და თითქოს მხოლოდ იმ წამს გავიაზრე რა დავკარგე,გავიაზრე რომ ვერასდროს ვნახავდი მის თვალებს,მის ღიმილს და მე დამერქმეოდა სხვისი,გამაკანკალა და თავი გავაქნიე,მზად ვიყავი მოვმკვდარიყავი და აქ არ ვყოფილიყავი,კარი გაიღო და ის შემოვიდა,სწრაფად მტაცა მკლავში ხელი და ოთახის მეორე მხარეს გამათრია,ვიბრძოდი ბოლომდე სანამ ძალა შემრჩა და ხმის იოგებმაც არ მიმტყუნა,აქაც დავმარცხდი საბოლოოდ გავანადგურე ჩემი თავი და ჩემი სიყვარული, საკუთარზე მეტად მისი ტკივილი მტკიოდა,განადგურებული და დამცირებული ვიწექი ემბრიონის პოზაში საწოლზე და უკვე მერამდენენ ვთხოვდი უფალს გამღვიძებოდა და ეს ტანჯვა დაესრულებინა,მაგრამ რეალობა უკან არ იხევდა,სადღაც მოვეშვი კიდეც და მასზე ფიქრი შევწყვიტე,უკვე აღარ მქონდა უფლება,ნუთუ ასე უნდა დამესრულებინა და მრქმეოდა ამ კაცის ცოლი რომელმაც წამებში დამინგრია ცხოვრება და მომავალი,"ხელი არ გამიშვა არასდროს გესმის?" მისი სიტყვები მიტრიალებდა გონებაში და დანებების უფლებას არ მაძლევდა,ძლივს ავზიდე დამძიმებული სხეული და წამოვდექი,იატაკიდან წამოსულმა სიცივემ სწრაფად მოიცვა სხეული და გამაკანკალა, სადღაც მესიამოვნა კიდეც,უკვე ეგოისტურად მომწონდა საკუთარი თავის ტანჯვა, თითქოს ასე მას ვეჯიბრებოდი რომ მეტი მტკენოდა,დაბინდული მზერა მოვავლე ფანჯრიდან ეზოს და ფრთხილად გამოვხსენი ფანჯარა "რას აკეთებ გგონია მიგიღებს? გინდა ხალხის დასაცინი გახდე?უამრავი ქალია ვინც ასე აგრძენებს ცხოვრებას"მიტევდა ალტერ ეგო
-არა მე არ მინდა მაქ ქალების რიგში ყოფნა,მე სუნთქვა მინდა,თავისუფლება მინდა და არა მონობა თუნდაც,მარტოს
ორი ადამიანი ებრძოდა ერთმანეთს ჩემში,ერთი პირი ფანჯარა მივკეტე და უკან გადავდგი ნაბიჯი ჯოჯოხეთისკენ,თუმცა რაღაც ძალამ ისევ წინ გამწია,ბევრი არ მიფიქრია ფანჯრის რაფაზე ავძვერი და ეზოში გადავხტი,როგორც კი მიწა ვიგრძენი ფეხქვეშ მაშინვე ტყის მიმართულებით გავიქეცი,მივრბოდი და ტოტები სახეში და ხელებზე მხვდებოდა,უამრავი დაბრკოლება იყო წინ მაგრამ იმასაც ვიაზრებდი რომ უკან ვერ მივიხედავდი სულ წინ უნდა მევლო ,გადარჩენისთვის,არ ვიცი რამდენ ხანს ვირბინე მაგრამ ძალა გამომელია,მთავარ გზამდე გავაღწიე და ხესთან ჩავიკეცე.
-"ვცადე მაინც,შენს გამო ვცადე"თვალები დავხუჭე და ბედს მივენდე,რამდენიმე წუთში მანქანის ხმა მისწვდა ჩემს სმენას,მინდოდა წამოვწეულიყავი მაგრამ ვერ შევძელი,ხმაც კი ვერ ამოვიღე და ბოლო იმედიც გავუშვი ხელიდან, გადარჩენის,თუმცა ხმა მიწყდა და რამდენიმე წამში ქარმა ძალიან ნაცნობი და ჩემთვის საყვარელი სურნელი მოიტანა,სადღაც ბუნდოვნად ჩემი სახელიც გავიგე და მისი შეხებაც ვიგრძენი,მაშინვე გავთბი და თითქოს სუნთქვაც დავიწყე,მსუბუქად ამიტაცა ხელში და მანქანისკენ დაიძრა."გადავრჩი ცოცხლად სიკვდილს და მოვკვდი საყვარელი ადამიანისთის"გამიელვა გონებაში და გავითიშე.
აპარატის გაბმულმა წრიპინმა აზრზე მომიყვანა თუმცა თვალის გახელა ვერ გავბედე,ვიცოდი იქ იყო მის სუნს ვგრძნობდი და მელოდა,ისიც ვიცოდი რომ იცოდა არ მეძინა მაგრამ ხმას არ იღებდა,ალბათ იმასაც ხვდებოდა ეხლა რას ვფიქრობდი,არ მინდოდა არა მის თვალებში დამენახა ის იმედგაცრუება რასაც ჩვენი მომავალი ერქვა,გაუბედავად წავიღე ხელი ბეჭდისკენ და თითიდან მოვიძრე,ისე უნდა დამემთავრებდა რომ არ დამენახა
-არ გაბედო,პირველად გავიგე მისი ასეთი მკაცრი ტონი და თვალები დავაჭყიტე, ის იყო ისევ ისე მიყურებდა უსაზღვროდ თბილი თვალებით და უარესად მანადგურებდა.
-ვინ მოგცა უფლება ჩემს მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება?
-მე მე იცი ,ცრემლებმაც არ დააყოვნა და საუბრის გაგრძელების საშუალება არ მომცა
-ვიცი მხოლოდ ერთი რამ,ერთადერთი ვისაც მაგ ბეჭდის მოხსნის უფლება აქვს ეს მე ვარ გასაგებია?არაფერი მომხდარა საერთოდ არაფერი
-ხო მაგრამ
-რა შეიცვალა?იგივე პიროვნება არ ხარ მე რომ შევიყვარე? სახელი და გვარი იგივე არ გაქ?ან ეს გამოხედვა? ეს ტუჩები,თვალები და ეს გული მე რომ მეკუთვნის,სწრაფად წმაოიწია და გულზე ხელი დამადო.ხელი არასდროს გამიშვა.დაიჩურჩულა ზედ ჩემს ყურთან და მაგრად ჩამიკრა გულში,
ფიქრებს ჩემს მუცელში მყოფმა პატარა ონავარმა მომოწყვიტა და თავი შემახსენა, სწრაფად მოვიწმინდე ცრემლები და საათს გავხედე,მისი მოსვლის დრო იყო და დანამდვილებით ვიცოდი ერთადერთი რაზეც ბრაზობდა ჩემი ცრემლების დანახვა იყო,სწრაფად მოვიწესრიგე თავი და ფანჯრიდან გავიხედე,რამდნეიმე წამიც და გამოჩნდა,დანახვის თანავე ამიწია ხელი და იმ ღიმილით გამიღიმა მე რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა,ბენდიერების ტალღამ კიდევ ერთხელ გადამიარა და თვალები დავხუჭე.
1 2 3 4 და კარი გაიღო,ჯერ სურნელი ვიგრძენი,მერე ნაბიჯების ხმა და ბოლოს თბილი ხელების შემოხვევა,იმ ხელების ერთხელ რომ ჩამკიდა და აღარ გაუშვია,ესაა ჩემი ცხოვრება,მძიმე წარსულით და ნათელი მომავლით,,სწორი გადაწყვეტილების და მყარი დასაყრდედნის შემდეგ,ბედნიერი ვტრიალდები მისკენ და თვალებში ვუყურებ,
-მიყვარხარ,მცდება ბაგეებიდან და მეც საპასუხოდ ვხვევ ხელებს....



№1  offline წევრი Mtirala

ეე, რა კარგი იყო ❤ მომეწონა ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№2 სტუმარი კორლეონე

ეს არ არის ჩანახატი.
ეს არის მოკლედ მოყოლილი ისტორია.

 


№3 სტუმარი Guest teresa

რომ მკითხონ, ჩანახატია თუ ისტორიაო, უფრო ისტორიის რიგებს მივაკუთვნებდი.
ისეთი შთაბეჭდილება შემიქმნა, რომ ერთხელ დააწერე და მერე აღარც გადაგიხედია. ბევრი ხარვეზი იყო გრამატიკის მხრივ, მაგრამ სიტყვების მარაგი გაქვს.
თუმცა ყველაფერზე მეტად ჩემს შემთხვევაში შინაარსმა მიიქცია ყურადღება იმიტომ, რომ ''ჩიტების'' ავტორი ვარ და იმიტომ, რომ ჩემმა გმირებმა ეს ვერ შეძლეს.
წარმატებები!

 


აუ ისტორიებს რატომ აღარ წერ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent