შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაბრუნეთ ბავშვობაში


6-03-2018, 18:19
ავტორი ლილიანა
ნანახია 1 633

თუ თქვენ ხართ ადამიანი,რომელმაც ბავშვობა გაატარა 80-იან ან 90-იან წლებში,წარსულის გახსენებისას ძნელია დავიჯეროთ თუ როგორ მოვაღწიეთ აქამდე.
რატომ?
აი რატომაც:
ბავშვობაში მანქანით მგზავრობისას არ ვიყენებდით ღვედს და საერთოდ არც კი გაგვეგო რამე უსაფრთხოების ბალიშზე.
ჩვენი რკინის საწოლები მომწამვლელი საღებავით იყო შეღებილი.
წყალს პირდაპირ ონკანიდან ვსვამდით ეზოში,არც კი გვსმენოდა პლასმასის ბოთლზე რამე.
არცერთ წამალს არ ჰქონდა დამცავი მექანიზმი ბავშვებისთვის,რომ უსაფრთხო ყოფილიყო.
და არასოდეს ვიხურავდით თავზე ჩაფხუტს,როცა ველოსიპედით ვსეირნობდით.
უფრო მეტიც ,ჩვენ თვითნაკეთი გორგოლაჭებითა და „სამაკაჭკებით „ ვთამაშობდით,რომელიც უსარგებლო რკინით ან ხით იყო აწყობილი და სანამ მუხლებს და იდაყვებს არ გადავიყვლეფდით მანამ,მის კარგ მართვას ვერ ვსწავლობდით.
ჩვენ მთელ დღეს ეზოში ვატარებდით თამაშში და სახლში შებინდებისას ვბრუნდებოდით.მთელი ამ დროის მანძილზე უმეტესად არც კი იცოდნენ სახლში თუ სად ვიყავით,იმიტომ,რომ არ არსებობდა მობილური ტელეფონი.
ძნელი დასაჯერებელია,მაგრამ შესაძლოა თამაშში ან ჩხუბში გაგვეჭრა ხელი,მოგტეხოდა ფეხი,ხელი ან კბილი მაგრამ არავინ არავის არ უჩიოდა პოლიციაში ამის გამო.
ვჭამდით ნამცხვრებს და ნაყინს ,ვსვამდით ლიმონათს მაგრამ ამის გამო არავინ სუქდებოდა,იმიტომ,რომ ამ კალორიებს თამაშში ვხარჯავდით.
ერთი ბოთლიდან რამოდენიმე ვსვამდით,მაგრამ ამის გამო არავინ მომკვდარა.
ჩვენ არ გვქონდა,ვიდეო თამაშები,არც კომპიუტერი,არც 100 ტელეარხი,არც კომპაქტდისკები,არც მობილურები და არც ინტერნეტი,თუ რამის ნახვა გვსურდა ამისთვის არსებობდა კინო კლუბები.
მიუხედავად ამისა ჩვენ მეგობრები გვყავდა.მათი პოვნა ეზოში შეგვეძლო.ვსეირნობდით ველოსიპედით,ვთამაშობდით,ფეხბურთს,წრეში ბურთს ან მგელობანას,ან ჩამოვსხდებოდით სადმე და ვლაპარაკობდით ყველაფერზე,რაც კი მოგვესურვებოდა.
როცა ვინმეს ნახვა მოგვინდებოდა,ვაკაკუნებდით კარზე,ან ზარს მივცემდით,ან უბრალოდ შევაღებდით მის კარს.
გახსოვთ?ამ ყველაფერს ჩვენით ვაკეთებდით დაცვის და უფროსების გარეშე.როგორ გადავრჩით საერთოდ?
ვიგონებდით თამაშებს ჯოხებითა და ცარიელი კონსერვის ქილებით.ვიპარავდით ვაშლს და ბალს სხვისი ეხოდან და კურკებიანად ვყლაპავდით.
ან რა ტკბილი იყო სხვის ყანაში მოპარული სიმინდის ღამით ცეცხლზე შეწვა.
ან თუნდაც გავიხსენოთ,როგორ ვწუწაობდით ხოლმე,წყლით ვავსებდით ყველაფერს, რასაც წავაწყდებოდით- ცარიელ ქილას,ჭურჭელს თუ შპრიცს,მაგრამ არ ვინფიცირდებოდით.
და რა ვისწავლეთ?რა გვასწავლა ასეთმა ბავშვობამ?
დამოუკიდებლად მოქმედება,პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება,გაბედულება და ერთმანეთის ნდობა.
და თუ შენ,რომელიც ახლა ამას კითხულობ ერთერთი ჩვენთაგანი ხარ-გილოცავ!
გაგვიმართლა,რომ ჩვენი ბავშობა ან ახალგაზრდობა დასრულდა მანამდე,სანამ ადამიანების თავისუფალი დრო და ნება გაიცვლებოდა მობილურზე,შოუებზე თუ ინტერნეტზე .
და მიკვირს:
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში,სადაც წიგნი ღვინოზე ძვირად ფასობს,სადაც ლუდი უფრო იაფია ვიდრე რძე,სადაც თოვლის ბაბუას გამოძახება უფრო მეტი დაგიჯდებათ ვიდრე ბ... ს.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში,სადაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის 20 წელს უსჯიან,ხოლო ცოლის მკვლელობისთვის 7 წელს.
ჩვენ იქ ვართ,სადაც სახელწიფო სტრუქტურაში მომუშავე ძაღლის ყოველდღიური საკვების რაციონი უფრო მდიდარია ვიდრე ბავშვის.
ჩვენი შვილები ისეთ დროში იზრდებიან,სადაც შეკვეთილი პიცა და სუში უფრო მალე მოდის ,ვიდრე პოლიცია და სასწრაფო.
იქ,სადაც ომის გმირები მონებივით ცხოვრობენ,იქ სადაც მაღაზიის ქურდობისთვის მეტს მოგისჯიან ,ვიდრე პედოფილიისთვის.
შევუქმნად შვილებს უსაფრთხო და ლაღი ბავშობა და მომავალი!!!!



№1  offline წევრი dikunia

მიუხედავად ამდენი გაჩირვების რაც გავლილი გვაქვს მაინც ტკბილი იყო ჩვენთვის ის წლები ,ყველაზე ტკბილი წლები იყო რაც არსდროს აღარ დაბრუნდება სამწუხაროდ ..

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

ლილი პორველ რიგში შენი ნიკის დანახვამ გამახარა ❤
რაც შეეხება ამ ჩანახატს კიდევ ერთხელ მაგრძნობინა რა ბედნიერი ბავშვობა მქონდა ❤

 


№3  offline მოდერი bla.ell

დამაჟრიალა...თავიდან წავიკითხე რადგან მანამდე ვერ მოვახერხე ასე კარგად წამეკიხა...ძალიან კარგი ჩანახატია,მიხარია რომ ბავშვობის ნაწილი მაინც იყო ასეთი თუ ბოლომდე ბავშვობა არა..."წყალს პირდაპირ ონკანიდან ვსვამდით ეზოში" ამაზე გამეცინა იმიტომ რომ ახლაც ასე ვარ და ხშირად მიწევს ამაზე დედას ჩხუბის მოსმენა:დდ კარგია ძალიან❤❤

 


№4  offline მოდერი ლილიანა

dikunia
მიუხედავად ამდენი გაჩირვების რაც გავლილი გვაქვს მაინც ტკბილი იყო ჩვენთვის ის წლები ,ყველაზე ტკბილი წლები იყო რაც არსდროს აღარ დაბრუნდება სამწუხაროდ ..

კი ნამდვილად ასეა heart_eyes
Maiaabuladze
ლილი პორველ რიგში შენი ნიკის დანახვამ გამახარა ❤
რაც შეეხება ამ ჩანახატს კიდევ ერთხელ მაგრძნობინა რა ბედნიერი ბავშვობა მქონდა ❤

მე კიდევ შენი დანახვა გამიხარდა მაი heart_eyes
მახარებს ,რომ ბავშვობა გაგახსენე <3

ლილიანა
dikunia
მიუხედავად ამდენი გაჩირვების რაც გავლილი გვაქვს მაინც ტკბილი იყო ჩვენთვის ის წლები ,ყველაზე ტკბილი წლები იყო რაც არსდროს აღარ დაბრუნდება სამწუხაროდ ..

კი ნამდვილად ასეა heart_eyes
Maiaabuladze
ლილი პორველ რიგში შენი ნიკის დანახვამ გამახარა ❤
რაც შეეხება ამ ჩანახატს კიდევ ერთხელ მაგრძნობინა რა ბედნიერი ბავშვობა მქონდა ❤

მე კიდევ შენი დანახვა გამიხარდა მაი heart_eyes
მახარებს ,რომ ბავშვობა გაგახსენე <3

ბავშვობა საუკეთესო პერიოდია
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent