შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძენია ბუნება!


7-09-2018, 02:05
ნანახია 1 368

"იცით როგორ ირჩევენ დედალი არწივები მეწყვილეს? რა თქმა უნდა არც მე ვიცოდი, ერთ დღეს ჩემმა უსაყვარლესმა ბებომ მომიყვა, მაშინ ვერ ვხვდებოდი რა აზრი იდო ამ მონათხრობში. ახლა ბევრ რამეზე ამიხილა თვალი და გადავწყვიტე ტქვენთვისაც გამეზიარებინა..
- როცა დედალი არწივი გადაწყვეტს, რომ დროა ოჯახი შექმნას, იგი ნისკარტით მოამტვრევს არც ისე დიდი ზომის ტოტს და ასე, ტოტიანად იწყებს მაღალზე ფრენას, მის გარშემო იკრიბებიან მამალი არწივები.
დედალი ავა ძალიან მაღალ ადგილას და უშვებს ნისკარტიდან ამ ტოტს, რომელიც მოახერხებს მის ჰაერშივე დაჭერას, მასთან უკან მიტანას და ნისკარტიდან- ნისკარტში გადაცემას, კონკურსს აგრძელებს მხოლოდ ის მამალი.
დედალი ამ მოქმედებას იმეორებს მეორედაც... მესამედაც... და ასე ძალიან ბევრჯერ, მამალს ერთხელაც არ უნდა ჩაუვარდეს ტოტი დაბლა, თუ თავს გაართმევს - დედალი ირჩევს მას და შეწყვილდებიან.(თავიდან გამიკვირდა, რათქმაუნდა თქვენც ალბათ. მოითმინეთ და გაიგებთ თუ რატომ აკეთებს ამ ყოველივეს.)
ისინი ერთად აფრინდებიან კლდეზე და ირჩევენ ადგილს ბუდისთვის, ბუდეს აკეთებენ ხმელი ტოტებით. ის ძალიან მყარი, მაგრამ ხმელი და უხეშია,(ისეთი დიდი და მაგარია ადამიანსაც კი გაუძლებს,) ამიტომ ორივენი თავისი ნისკარტით საკუთარი სხეულიდან იძრობენ ბუმბულებს ( თუ გავითვალისწინებთ, რამსისხო ღერო აქვს მათ ბუმბულს, ალბათ მტკივნეულია) და იქამდე ამოფენენ , სანამ ბუდე რბილი, თბილი და მოხერხებული არ გახდება. მუშაობით რომ დაიღლებიან, ორივენი მაღლა ადიან ჰაერში და ერთმანეთს ლამაზი ფრენით ხიბლავენ,
აი ასე მომზადებულ ბუდეში დებს კვერცხებს დედალი არწივი და სანამ იგი კვერცხებზე ზის, გამოსაჩეკად, მამალი ახლომახლო ასეთი ლამაზი ფრენით ართობს მას.
ბახალები ტიტვლები და ძალიან უსუსურები იბადებიან, მათ ორივე მშობელი იცავს და იფარავს მზისგან და წვიმისგან, ორივეს მოაქვს მათთვის საჭმელი, ძირითადად თევზი. როცა ბარტყები ბუმბულით შეიმოსებიან და ფრენისთვის მომზადებულად ჩათვლიან მშობლები, რადიკალურად იცვლიან მათდამი დამოკიდებულებას, მამალი არწივი იწყებს ბუდის ნჯღრევას იქამდე, სანამ ყველა ბუმბული არ ჩამოცვივა და ხმელი, მოუხერხებელი ბუდე არ დარჩება, დედალი ბუდესთან ახლოს დაჯდება და იწყებს მოპოვებული საკვების შვილების დასანახად ჭამას, ბარტყები, რომლებიც აქამდე მშობლებისგან ზრუნვას იყვნენ მიჩვეულნი, გაოგნებულები არიან, მაგრამ არ იციან როგორ მოიქცნენ. ბოლოს და ბოლოს შიმშილი აიძულებთ გადმოვიდნენ ბუდიდან, ისინი აკეთებენ იმ მოძრაობებს, რაც მანამდე არასდროს გაუკეთებიათ და ვერც გააკეთებდნენ ვერასდროს, თუკი მშობლები გააგრძელებდნენ მათზე ძველებურად ზრუნვას.
ამოფოფხდებიან ბარტყები და რაკი მათი ბუდე კლდის ქიმზეა,(ადვილად რომ ვერ მიუგეს რომელიმე მტაცებელი), ისინი ვარდებიან დაბლა, რადგან არ იციან ჯერ ფრთების გამოყენება და დანიშნულება, აი სწორედ ამ დროს,ხის ტოტით მრავალჯერ გამოცდილი მამა შურდულივით ეშვება ძირს და მისი ბახალა მამის ზურგზე აღმოჩნდება. მამა დააბრუნებს ისევ ბუდეში და ასე მეორდება ბევრჯერ, მანამ პატარა არწივებში არ ჩაირთვება ფრთების გაშლის და გამოყენების ინსტინქტი, და მამას ერთი ბარტყიც არ უნდა ჩაუვარდეს ძირს, ტყუილად კი არ გამოსცადა დედამ, სანამ ცოლად გაჰყვებოდა.

//////////////////

ბევრ რამეზე აგიხელთ თვალებს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent