შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის შემდეგ


28-12-2018, 01:14
ავტორი ულალუმი
ნანახია 1 122

სიკდვილის შემდეგ...
დადგება ზამთარი
ცივი და საზარელი დეკემბრის ბოლო
მოვკვდები ღამით გათენებისას,სრულიად მარტო.
როდესაც გარეთ იქნება ჩემზე ცივი და ფერმკრთალი მთვარე
სიკვდილის წინ მომაგონდება ბორჯომის ცა და შენი სიოს მსგავსად მოშრიალე თმა:
ეს ორი ,,კოცონი’’,რომელიც მე მუდმივად მწვავდა.
ასე...შენით გათავდება შენითვე დაწყებული,მარადიული ძილისკენ მიმვალი ჩემიგზა.
დიახ,არ მოგესმა.
ჩემი სიცოცხლე შენში გათავდება.
ჩემი სხეული კი მტვრად და ფერფლად შეურთდება ამ სამყაროს დაუსაბამო მდუმარებას.
მე წამიაერად ვიგრძნობ ნანატრ მოსვენებას.
მოსვენებას შენი მობრიალე თვალებზე ფიქრისგან.
ჩემი კუბო იქნება უბრალო
პროცესია კი მდუამრე და უცრემლო.
ამ სავსე დედამიწაზე არ აღმოჩნდება ერთი ადამიანი
ვისაც გულსდაწყვეტს ჩემი სამუდამოდ გაქრობა.
მე დასაფლავებენ შუაღამისას,ორ საათზე.
ყველგას მივიწყებულს,მალულად.
ჩემი დაკრძალვის ღამეს დეკემბრის გრიგალი მოულდნელად შეიცვლება
ნაზი სიოთი
ბუნებაც იზეიმებს ჩემს გარდაცვალებას.
პანაშვიდს არავინ გადამიხდის.
არავის შევეცოდები.
არავის ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია.
მხოლოდ ჩემს ლეშთან მდგარ ორიოდე მეგობარს მოაგნდება ჩემი დანისლული ფიქრები
და დასეტყვილი გული.
მოვა უიმედობა.
პანაშვიდე გათავდება ისე სწრაფად,
როგორც სწრაფადაც შენმა ღიმილმა დამიმონა.
ჩემს ლეშს სამარეში ჩაუშვებენ.
მიწას ქარი მომაყრის
რადგან კვლავ არავინ იქნება ამ სავსე დედამიწაზე ისეთი
ვინც ჩემ გამო ხელების გასვრას მოინდომებს.
პროცესია დაიშლება.
ჩემზე სიკვდილის მერეც არავინ ილაპარაკებს.
მე და სიჩუმე კი კვლავ მარტო დავრჩებით.
ჩვენთან დაღამდება
დაღამდება და პირველად შემეშინდება მარტოობის.
კვლავ შენ დაგიძახებ,შენ მომინდები
გიჟივით ვიკივლებ რომ მომეშველო,
რომ დამიფარო,
რომ ჩემთან მოხვიდე
ხელები მომხვიო და ერთადა დავრჩეთ იმ ცივ ორმოში ,
რომელშიც შენ ჩამაგდე,
რომელსაც თავი ვერაფრით დავაღწიე.
თუმცა არავინ იქნება ჩემი მხსნელი.
შენ ისევ არ მოხვალ.
ვერცერთი ძახილი ვერ მოგიყვანს ჩემამდე.
მარტოობას აღარაფერი ეშველება.
პირში სისხლის გემოს ვიგრძნობ,
სისხლის გემოს, რომელიც სინამდვილეში
იმ იმედს მოსდის,
სიკდვილის შემდეგ
შენ დავიწყებას ,რომ მპირდებოდა.
ჩემი დასაფლავებიდან სამი დღის შემდეგ
ზისტად ჩვენს დაბდების დღეზე
თოვლით დაიფარება ჩემი ყველასგან მიტოვებული სამარე.
თეთრად დაიფარება შენი სამყაროც,
რომელშიც შენ მე ვერ შემამჩნიე
რომელიჩ შენ მე არ მაპატიე.
გაივლის ზამთარის ქარები და წვიმები
დადგება გაზაფხული
სადღაც ისევ აყვავებდა ბროწეული და ატამი,
რომლსაც მე მუდამ შენს ტუჩებს ვამსგავსებდი.
ტუჩებს რომელიც ჩემთვის აკრძალალუი იყო
ნებისმიერ ედემის ვაშლზე უფრო აკრძალული
ოღონდ არა ისეთი რომელიც ღმერთს დამაკარვინებდა
პირიქით...
მაგრამ...
მე ვერ შევძელი.
ვერ გავბედე და
სამუდამოდ დავკარგე ღმერთი.
ერთ კვირა დილას
იმ ღმერთის აღდგომის დღეს,
რომელსაც მე ვერაფრით ვხედავ,
ყველა მიცვალებულს მოაკითხავს თავის პატორნი
ჩემ საფლავზე არავინ მოვა.
მე კვლავ მარტოობას ვიგრძნობ
ისევ შენი ღიმილი გამახსენდება
და საფლავიდან ჩემი ცრემლებით დანამული
შენი თვალების ფერი ბალახი ამოხეთქავს.
ჩემი ცრემლები და შენი თვალები...
როგორი აბსურდულია მათი ურთიერთქედება.
ზაფხული მოვა
მე ისევ ის აგვისტოს მწველი დღე მომინდება
პირველად,რომ შევეჩეხე შენ მომაკვდინებელ თვალებს.
კვალვ დაგიძახებ
უკვე აღარ მომინდება იმ დამპალ სამარეში ყოფნა,
რომელიც ვერაფრით გავათბე.
ისევ ის დღე მომინდება
ისევ ის წამები რომელიც შენთან ახლოს
და ამავე დროს შენგან შორს გავატრე,
შემზიზღდები
რადგან მივხვდები რომ არ არსებობს გზა,
რომელიც შენი სურვილისგან დამიხსნის.
და იმ მომენტში აღარ დამრჩება გზა
იმ შემზარავი სამარიდან ამოსასვლელად
გავაცნობირებ რომ,
,,არც სიცოცხლე მინდოდა,
არც სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა.’’
მაგრამ უკეე გვაინი იქნება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent