შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელანქოლია.


6-01-2019, 10:37
ავტორი shemiyvare
ნანახია 8 671

ადამიანების ბრალი კი არაა გულს რომ გტკენენ, შენი ბრალია იმდენს რომ მოელი მათგან რამდენის მოცემაც არ შეუძლიათ.

ვცდილობ არავისგან მოველოდე რამეს, მაგრამ ეგ შეუძლებელია… იმისათვის რომ ისუნთქო მიზეზი უნდა გქონდეს, ეს მიზეზი კი ადამიანები არიან რომლებიც გიყვარს და საპასუხო სიყვარულს თუ არა მინიმუმ იმას მაინც მოელი მათგან რომ ხანდახან შენი არსებობის შესახებ გაახსენდეთ…

რაც უფრო მეტ დროს ვატარებ ადამიანებთან, მით მეტად ვგრძნობ თავს ზედმეტად, მით მეტ განსხვავებას ვხედავ ჩვენს შორის და მეტად ვრწმუნდები რომ აშკარად რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს…

სულ უფრო და უფრო ვარიდებ თავს ყველას, ქუჩაში რომ მივდივარ ვნატრობ ნაცნობი არავინ შემხვდეს, შემხვედრს ვცდილობ მხოლოდ გამარჯობით გადავურჩე, აღარავისთან მინდა ლაპარაკი, მოსაუბრეს ვცდილობ გავუღიმო და არაფერი ვუპასუხო, როცა უცებ ვაანალიზებ რომ რაღაც მკითეს ვცდილობ აღვიდგინო რა გავიგონე….. გამოსავალს მუდმივად მარტო ყოფნაში ვეძებ და სულ რაღაცას გავურბივარ….

ხოლო რაც უფრო მეტხანს ვარ მარტო ვხვდები რომ უფრო და უფრო ვშორდები რეალობას და მეშინია რომ უფრო და უფრო რთული გახდება ოდესმე თავი ვინმეს/რამეს ნაწილად ვიგრძნო.

ნელ-ნელა საუკეთესო მეგობრებთანაც კი გაუცხოებას ვგრძნობ, ადამიანებთან რომელთა გარეშეც ვერც კი წარმომიდგენია როგორ უნდა ვიცხოვრო….

არა, ეს არაა მათი ბრალი….

მელანქოლია.


ხანდახან ვუსმენ მათ ლაპარაკს და ვხვდები რომ არაფერი გამიგია, ან გავიგე მაგრამ სულ არ მაინტერესებს, ვფიქრობ: ეს ხომ უკვე მრავალჯერ უთქვამს? ახლა ჩემს ნათქვამს იმეორებს, ახლა ცდილობს თავი ”კაი ტიპად ” წარმოაჩინოს… რაში სჭირდება ეს ჩემთან?

მელანქოლია არის ფსიქიკური აშლილობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცოტად თუ ბევრად ხანგრძლივი მოდუნება, ნაღვლიანობა.

მელანქოლია ასევე არის რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის აპოკალიფტური დრამა.

ამ რეჟისორს ჭკუიდან გადავყავარ… მისი ყოველი ფილმის შემდეგ ვზივარ და ვფიქრობ როგორ შეიძლება ამდენად ახლოს იყოს შენთან ყველა მისი პერსონაჟი, მიუხედავად იმისა რომ ცხოვრების წესითა და კიდევ უამრავი თვისებით სრულიან განსხვავდებიან შენგან…

ჯერ ვნახე Dancer in the dark– სელმა და მისი არაამქვეყნიურობა, მისი სიტყვები, ვინმეს შეყვარება რომ შემეძლოს ის აუცილებლად შენ იქნებოდიო…. მერე რა რომ ვერ ვხედავ, რა არის დასანახიო?

Jeff: You can’t see, can you?
Selma:What is there to see? ”



მერე Dogville-მა გადამრია, თურმე შენს თვალწინ შეიძლება ადამიანები მონსტრებად გადაიქცნენ და თუკი ამის უფლებას მისცემ მიწასთან გაგასწორონ, არა ეს ზედმეტად რბილად ნათქვამია…. ძაღლი მეტ პატივისცემას იმსახურებს, ის ყეფს მაინც, შენ კი თავდახრილი იტან ყველაფერს მხოლოდ იმიტომ რომ გესმის ადამიანის ბუნება…



Nymphomaniac ….. თურმე თავში გაჩენილმა პატარა იდეამ მთელი შენი ცხოვრება შიეძლება წარმართოს, როცა შენს თავს დიაგნოზს უსვამ, უკვე სხვა გზაც არ გაქვს, ის უნდა იყო რადაც თავი წარმოგიდგენია.



”Perhaps the only difference between me and other people was that I’ve always demanded more from the sunset; more spectacular colors when the sun hit the horizon. That’s perhaps my only sin.”

”Dear everyone, don’t think it’s been easy, but I understand now that we’re not and never will be alike. I’m not like you, who fucks to be validated and might just as well give up putting cocks inside of you. And I’m not like you. All you want is to be filled up and whether it’s by a man or by tons of disgusting slop makes no difference. And I’m definitely not like you. That empathy you claim is a lie because all you are is society’s morality police whose duty is to erase my obscenity from the surface of the earth so that the Bourgeoisie won’t feel sick. I’m not like you. I am a nymphomaniac and I love myself for being one, but above all, I love my cunt and my filthy, dirty lust.”


მეც ხომ იგივეს ვაკეთებ? აი ახლა ამ წუთას, ვწერ პოსტს სახელად მელანქოლია და იმის მაგივრად რომ ფილმი განვიხილო ვსაუბრობ საკუთარ უაზრო ხასიათზე, ვიქექები ტრიერის ყველა პერსონაჟში და მათ ყველაზე საშინელ თვისებებს საკუთრ თავში ვეძებ….




ჰო Melancholia-ს რაც შეეხება, უცნაურია და რამდენჯერაც წარმოვიდგენ რომ ოდესმე შეიძლება ქორწილი მქონდეს ცუდ ხასიათძე ვდგები, არ ვიცი ამაში რა არის კარგი და რა ახარებთ ადამიანებს, ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა პლანეტების შეჯახება, ვიდრე საქორწინო ტორტის დაჭრაა, კაბისა და აფეთქების სილამაზეს აღარც შევადარებ…..

სელმას მეოცნებეობა, გრეისის მოთმინება, ჯოუს სამყაროს აღქმა და თვითდიაგნოსტიკა :დ ჯასტინის მელანქოლია….

და ბოლოს ვნახე ანტიქრისტეც… Antichristპირველივე კადრი და საოცარი პირველი 7 წუთიც საკმარისია რომ მიხვდე რამხელა შედევრთან გაქვს საქმე…



ეს ის შემთხვევაა როცა პერსონაჟებთან თავის შედარებისაც კი გეშინია, მაგრამ რა ვუყოთ იმ დანაშაულის გრძნობას რომელიც ორივე მთავარი გმირის მსგავსად მაწუხებს უკვე დიდი ხანია….

ვასკვნი რომ მეტი ფილმი ჯერ არ უნდა ვნახო მაგრავ არამგონია დიდხანს გავძლო…

ეს ფილმები ისეთია მარტო მუსიკად რომ ღირს და თითოეული წუთი რომ ცალკე შედევრია….



რა მჭირს?

ვითომ ყველაფერი მარტო იმის ბრალია რომ: ”I know things….”




№1 სტუმარი სტუმარი ირაკლი

თქვენ შესაძლოა გიწოდონ "ფსიქოლოგიურად შეშლილი" მაგრამ რეალორად ასე არარის.

 


№2 სტუმარი redheaded-creep

წყარო მაინც მიუთითეთ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent