შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უაზრო სამყარო


20-02-2019, 17:35
ავტორი Hellarosse
ნანახია 1 132

აქ ხარ თუ არ ხარ, ეგეც კი არ იცი...
არც ის იცი რა უნდა თქვა, ან როდის...
აუარებელ ხალხს შორისაც რომ სრულ მარტოობას გრძნობ
უაზრო არაა ის სამყარო?!
როდესაც გტკივა, ხელს იწვდი და მაინც,
არავინ იქნება ვინც მას ჩაკიდებს.
მომავალზე ფიქრს და ოცნებას გთხოვენ ან მოითხოვენ,
გაიძულებენ იყო ის ვინც უბრალოდ ვერ იქნები, რადგან აწმყოც კი არა გაქვს...
დაღლილობისგან თავის აწევაც კი რომ გტკივა, თითები გიკანკალებს შინაგანი სიცივისაგან
და მაინც იღიმი... ყველასთან "ბედნიერი" ხარ...
როდესაც ყველა ეგუება ასეთ სამყაროს
ცხოვრობს, ოცნებებს იხდენს და ბედნიერია,
შენ კი დამკვირვებლის პოზიცია მოგირგია და ადგილს ვერ პოულობ.
შენსას ეძახი და შენ რამე თუ გეკუთვნის აქ, იმასაც კი ვეღარ ხვდები...
ძლივს სუნთქავ ამხელა ჯვრისგან თან რომ დაგაქვს მთელი ცხოვრება,
გტკივა, გსურს ყველაფერი მოიგლიჯო, დააგდო ძირს, მაგრამ ამდენი გაძლების შემდეგ დანებებაც კი უაზროდ მიგაჩნია ამ მართლაც რომ უაზრო ცხოვრებაში.
რა არის აბა ცხოვრება შენ მითხარი,
მე აღარ ვიცი ან რა ვწერო ან რა ვიფიქრო,
რატომაა ასეთი უსამართლო ზოგიერთების მიმართ
ეს მართლაც რომ უაზრო სამყარო?! ხშირად ვფიქრობ ხოლმე მაგაზეც...
მტკივა ყველას გამო ვისაც ესმის ამის და მინდა მოვხსნა მთელი ტკივილი და მე ავიკიდო...
სადაც ამდენია მაგის სიმძიმეს ვეღარც ვიგრძნობთქო ხშირად გამიფიქრია,
თუმცა ხშირად ჩემი ფიქრებიც კი რაღაც შორეულად მეჩვენება.
მინდა ზოგისთვის გაუგებარი, ზოგისთვის ზედმეტად გასაგები სიტყვები ვწერო და ვწერო დაუსრულებლად...
თან მსურს ყველაფრის დასრულება, მაგრამ თან ვერ ვასრულებ.
ამდენს გავუძელი და ამ უაზრო სამყარომ როგორ უნდა მაჯობოსთქო..
ასე ვაგრძელებ გზას, გვერდებზე არავინაა და თან უამრავი ადამიანია და მე ისევ და ისევ ვაგრძელებ მოძრაობას. ველოდები გზის დასასრულს, რომელიც ჰორიზონტზე ჯერ კიდევ არ გამოჩენილა...
თან ვფიქრობ და ვფიქრობ და ვფიქრობ დაუსრულებლად...
ბოლოს იმაზეც ვიფიქრე, რომ არ არსებობს არაფერი რაც გაქვს და სულ გექნება,
ვერც ტკივილი, ვერც ბედნიერება, ვერც სიხარული.
მუდმივად რომ გქონდეს ასეთი სიხარულო, მოულოდნელი, გასაოცებელიც აღარ იქნებოდა..
და ბედნიერებასაც არ დაუძახებდი...
ასე რომ ალბათ ღირს ამდენი ბრძოლა, ტკივილი, სულიერი სიმძიმე სულ პატარა ბედნიერებისთვისაც კი...
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი გაგრძელდება ეს დიდი ხნის ნანატრი ბედნიერება - ერთი წელი, ერთი თვე თუ სულ რამდენიმე წამი...
მთავარია არა ბედნიერების გრძნობა, არამედ გზა რომელსაც იქამდე გავდივართ...
ნუ ამას ცოტახნის წინ ვფიქრობდი ესეც რამდენი ხანი გამყვება ეგეც არ ვიცი...
თუმცა ამის შემდეგ რომ ჩემი უდაბურ ველზე გამავალი გზა ძალიან, ძალიან მაღალი მწვერვალით შეიცვალა მაგას კი მივხვდი...
ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვარ, საიდანაც მწვერვალიც კი არ მოჩანს, თუმცა ოდესმე ხომ ავალ, ავალ და... მოდი მაგაზე უკვე მერე ვიფიქრებ, მართლაც რომ უაზროზე უაზრო სამყაროვ...
ერთს გეტყვი შენ, ჩემი უაზრო სიტყვების გამგებო, ბრძოლის გარეშე ეს სამყარო ასეთი უაზრო და თან აზრიანიც რომ ვერ იქნებოდა ეგეც ვიცი.
ბრძოლის გარეშე დანებებას რომ არ ვაპირებ და უკანასკნელ წამამდე მთის მწვერვალამდე ახოხებას რომ ვგეგმავ ეგეც ვიცი...
ჯიუტად რომ დავიბადე და ჯიუტად რომ ვსუნთქავ ეგეც ვიცი...
შენც იმავეს გირჩევ...
ცოცხლობ ნიშნავს იბრძვიო, მითხრა მან და მეც თავი დავუქნიე, უაზროა ეს სამყაროთქო...



№1 სტუმარი სტუმარი ნატალი

ასე ზუსტად ჩემი აზრები და ფიქრები არავის გადმოუცია ჯერ))) ერთი ნაკლიც კი ვერ ვიპოვნე. რამდენჯერ წავიკითხე უკვე ????

 


№2  offline წევრი Hellarosse

სტუმარი ნატალი
ასე ზუსტად ჩემი აზრები და ფიქრები არავის გადმოუცია ჯერ))) ერთი ნაკლიც კი ვერ ვიპოვნე. რამდენჯერ წავიკითხე უკვე ????

მადლობა დიდი. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვები <3

 


№3 სტუმარი სტუმარი უბრალოდ

საუკეთესო ხარ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent