უსათაურო ჩანახატი
ფიქრებში გართული კიდევ ერთხელ შემოვრჩი ღამეს... ვწერ და თითქოს წერის თავიც აღარ მაქვს... ყველაფერი მტკივა,ყველაფერს განვიცდი!!! გარედან,აშვებული ძაღლების ყეფა მაფხიზლებს და ვხვდები რომ სადღაც ძილბურანიდან მომატრიალეს ფიქრებმა... მეც არ დავზოგე საკუთარი თავი და წერას შევუდექი, ვწერ არაფერზე ყველაფრის გარდა!!! ვწერ უსუსურ ცხოვრებაზე,სათუთად!!! ვწერ განცდებზე,ფიქრებზე და დამწვარ თაბახის ფურცლებზე!!! ვწერ იშვიათად რაიმე კონკრეტულ თემაზე.... ვწერ მხოლოდ და მხოლოდ გრძნობებზე... ვწერ ჩემს სიყვარულზე...!!! ვეწევი სიგარეტს რომლის კვამლი პირველი სართულის ფანჯრებს ასკდება და ოთახს ნიკოტინის სუნით ჟღინთავს... მივირთმევ ყავას რომელიც დღეს უკვე თვლაარეულმა ბევრჯერ დავლიე : )) მიყვარს სიცივე.... მიყვარს სიცილი... მიყვარს ცხოვრება... მიყვარს შიშველი ხეების ყურება და მხიბლავს შემოდგომა... მიყვარს გოგო რომელიც უბრალოდ მიყვარს და მეტი არაფერი... მიყვარს სიგიჟემდე... მიყვარს ფიქრი მომავალზე არაფრის გულისთვის... მიყვარს ბრენდები მაგრამ ფული არასდროს არ მაქვს მიყვარს ყველაფერი აზრიანი,უაზროს გარდა !!! ესე მივყვები ცხოვრების დინებას მე,ხოლო ჩემი გული კალაპოტიდან დიდი ხანია ამოვარდა და თავის მუღამში იკვლევს ცხოვრების აზრს... მყავს ჩემი მეორე შინაგანი " მე " რომელსაც ყველაფერს უყვები და ისიც გაკვირვებული თავდახრილი დგას ყოველთვის და მისმენს,მისმენს გაოგნებული რადგან არასდროს სმენია ისეთი რამ რასაც მე ვყვები.... შემდგომ მაქცევს ზურგს და ვგრძნობ გულში იძახის " ეჰ,შენ არაფერი გეშველებაო" არ მიყვარს სითბო... არ მიყვარს ტირილი... არ მიყვარს ტრაგიკული ცხოვრება... არ მიყვარს ყურება ხეების რომლებსაც ტოტები ძალით აქვს დატეხილი... არ მიყვარს გოგოები მიყვარს ერთი გოგო !!! არ მიყვარს უაზრო ფიქრი მომავალზე!!!! არ მიყვარს ფული და ამიტომაც არ მაქვს ზმანი ერთი ბრენდის არ მიყვარს უაზრობა,მიყვარს აზრიანი ყველაფერი... და ის ძაღლი მიყვარს გარედან ყეფის მეტს რომ არაფერს აკეთებს და მშვიდად ძილში მიშლის ხელს ... – რა არის შენთვის ცხოვრება ??? –ჩემთვის ცხოვრება???ცოტა არ იყოს სასაცილო კითხვაა ჩემთვის ცხოვრება ჩემი გრძნობებია !!! – გიყვარს ? –კი საკუთარ თავზე მეტად ... ბანალურად ჟღერს მაგრამ მაინც – ოცნებობ? –კი რატომაც არა ყველა სრულყოფილ ადამიანს შეუძლია იოცნებოს... – კონკრეტულად რაზე ??? – ყველაფერზე რასაც შეიძლება ჩემი შთაგონების წყარო გასწვდეს... გარდა სიმდიდრისა და ყალბი სიყვარულისა ... – გემჩნევა ძალიან შეყვარებული ხარ ....უფრო კონკრეტულად შეგიძლია მითხრა ვინ ან რა ?? –მიყვარს სიცივე.... მიყვარს სიცილი... მიყვარს ცხოვრება... მიყვარს შიშველი ხეების ყურება და მხიბლავს შემოდგომა... მიყვარს გოგო რომელიც უბრალოდ მიყვარს და მეტი არაფერი... მიყვარს სიგიჟემდე... მიყვარს ფიქრი მომავალზე არაფრის გულისთვის... მიყვარს ბრენდები მაგრამ ფული არასდროს არ მაქვს... მიყვარს ყველაფერი აზრიანი,უაზროს გარდა... და ის ძაღლი მიყვარს ახლა ამ წუთას სიზმარში გართული და თქვენთან საუბარში შემცდარი რომ გამომაფხიზლა უბრალოდ მიყვარს !!!! ვეწევი სიგარეტს რომლის კვამლი პირველი სართულის ფანჯრებს ასკდება და ოთახს ნიკოტინის სუნით ჟღინთავს... მივირთმევ ყავას რომელიც დღეს უკვე თვლაარეულმა ბევრჯერ დავლიე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.