ეშმაკი და ანგელოზი
“ჩვენი ამბავი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ცა დედამიწასთან ჭიდილში ჩაება, ანდაც მანამ სანამ ეს ყველაფერი საერთოდ იარსებებდა. ჩვენი ერთიანობა დასაბამიდან შეუძლებელი იყო და ახლაც ასეა, მაგრამ უკვე ყველაფერმა დაკარგა აზრი ანგელოზისთვის, ეშმაკის გარდა...” უბრალო, ჩვეულებრივი მთვარიანი ღამეა. მთვარესთან ერთად ცას ვარსკვლავებიც ასხივოსნებენ და ღამით ქუჩებში მოხეტიალეს ზემოდან დაჰნათიან... ისიც ალბათ თავს ქალღმერთად მიიჩნევს და კვლავ აგრძელებს სიჩუმეში ნავარდს. მიიწევს წინ და არ იცის სად მიდის. უბრალოდ მიუყვება ერთ ქუჩას, შემდეგ ჩიხში შეუხვევს და იქიდან განაგრძობს იგივე სვლების კეთებას. ზემოთ აღუმართავს თავი და ლურჯ სივრცეს მთვრალი ღიმილით უღიმის... აი ასე უბრალოდ მიდის ღამით ქუჩაში მარტო პატარა გოგო, მოწყვეტილა ამ სამყაროს და ყველაფრის შეგრძნების უნარი დაჰკარგვია სიამოვნების გარდა. ვერც ქარის მიერ მონაბერი სიო იგრძნო, ვერც ფოთლების ხრიალი მოხრიოკებულ გზაზე, არც წელზე დაუდევრად დაყრილი კულულები ადარდებდა, არც ის რომ ვიღაცამ მანქანით გვერდით ჩაუარა. უბრალოდ მიიწევდა იქით საითაც გული გაუწევდა და ვერ ამჩნევდა გარშემო დატრიალებულ ცვლილებათა კორიანტელს. არც სურნელი შეუმჩნევია. სურნელი, რომელიც საკუთარსა და მიწისას ნაზად ერწყმოდა საოცარ ჰარმონიას ქმნიდა. მიწა, ორქიდეა და .... რაღაცნაირი სიგრილის სურნელი... ვერ ფხიზლდებოდა, ან არ ფხიზლდებოდა. გრძნობდა, იცოდა რომ გვერდით ყავდა, ის ყავდა გვერდით ვის გამოც ამხელა მანძილზე იბორიალა. იცოდა მივიდოდა, არ დატოვებდა, მაინც მიაკითხავდა და მის გვერდით იქნებოდა. არ იყო სიტყვები საჭირო, ისინი ერთმანეთს დასაბამიდან იცნობდნენ. ერთად დაიბადნენ, ერთად გაიზარდნენ, ერთად იცხოვრებდნენ და არსებობასაც ერთად შეწყვეტდნენ. ბიჭი ოცნებებში მოფარფატეს არ აშორებდა თვალს, გოგო კი მთვარეს. ისე შეჰყურებდა თითქოს ერთი დღეღა დარჩენოდა ამ ქვეყნად და უნდოდა დიდი კვალი დაეტოვებინა მის გონებაში. არ ვიცი რა დრო იქნებდა გასული, ალბათ 2წამი, 2წუთი ან იქნებ 2საათიც ფრთხილად, რომ მოაშორა ცას თვალები და მას გაუსწორა მზერა. ისევ იღიმოდა, ისევ მთვრალი ღიმილით, ოღონდ ახლა ლურჯი სფეროებიც ბობოქრობდნენ. გრძელ თმას ქარი ურხევდა და სახეზე ელამუნებოდა ორივეს. შავი, უფსკრულის მსგავსი თვალებით დასცქეროდა ზემოდან, სახეზე ამოუცნობი ემოცია გამოსახვოდა, ყველა კუნთი დაჭიმვოდა და ორქიდეის სახეზე ხელების შეხებას ლამობდა. “მოგესალმები ლუციფერ...” “და აი შენი ოცნებაც ახდა, ანგელოზო”- ხელები გაშალა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. არ გაუღიმია, მაგრამ თვალები იცინოდნენ. თავი ვეღარ შეიკავა და შავ სამოსში გამოწყობილს სიფრიფანა მკლავები ძლიერად შემოხვია. ლუციფერი მის გულისცემას გრძნობდა საკუთარი სხეულით და ხვდებოდა, რომ უფრო და უფრო იცვლებოდა მასში რაღაც, რაღაც ნაწილი რის შესახებაც მანამ არაფერი სმენოდა... “იცი? უკვე საკმარისია დამალობანას თამაში! მგონი ორივემ გავაცნობიერეთ, რომ უერთმანრთოდ არაფერია.” “სამყაროს გარდასახვა დაიწყება. შენ - ანგელოზი, მე ეშმაკი. მზად ხარ?” “ვერ ხვდები? ულუციფეროდ გავერთფეროვნდი... მჯერა მთვარეც გაგვიგებს, მანაც ხომ ჩვენსავით დაკარგა ცხოვრების მეგზური, მისი სიყვარულიც ხომ ჩვენსავით დაუშვებელი იყო.” “ანგელოზის გარეშე ეშმაკი არაფერია...” “ჩვენს ამბავს შენ მოყვები თუ მე მოვყვე?” “თხრობა ქალებს გეხერხებათ.” “როგორც შენ იტყვი. ჩვენი ამბავი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ცა დედამიწასთან ჭიდილში ჩაება, ანდაც მანამ სანამ ეს ყველაფერი საერთოდ იარსებებდა. ჩვენი ერთიანობა დასაბამიდან შეუძლებელი იყო და ახლაც ასეა, მაგრამ უკვე ყველაფერმა დაკარგა აზრი ანგელოზისთვის, ეშმაკის გარდა...” |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.