შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ნუთუ ჩემი ხმა არ გესმით?!"


9-09-2019, 15:53
ავტორი Yagam
ნანახია 1 321

ხმაურიანი კლუბის გარშემო ორმოციოდე კვარტალში მუსიკის ხმა მთელ მიდამოს აყრუებდა და ფერად, ციმციმა განათებებს უხვად ასხივებდა შენობის ცენტრში და მის მიმდებარე ტერიტორიასაც არ ინდობდა, კლუბის მოპირდაპირე მხარეს მთლიან სიგრძეზე ნაძვების და სხვა ძალიან ბევრი ჯიშის ხეებს მოეყარათ თავი... თუმცა ეს ყველაზე უიმტერესო და ნაკლებად პრიორიტეტული იყო კლუბში დროებით შესახლებული წყვილებისთვის თუ უბრალოდ გართობის მოყვარული ახალგაზრდებისთვის...
ტანის სექსუალური რხევით დაიძრა, კლუბის ბინძური საპირფარეშოსკენ და ცისფერი აბი სწრაფი მოძრაობით ჩაიცურა ენის ქვეშ აბიX, მალევე დაეხვა თავბრუ რასაც კლუბოს რახა რუხა სიმღერებიც ემატებოდა, პირველად იყო, წამალს ასე მალე ემოქმედა, მითუმეტეს არასროს ყოფილა ექსტაზის ხშირი მომხარებელი, ახლა კი ცივი ოფლი ასხამდა და კლუბის კედლები სწრაფი მოძრაობით ტრიალებედა მის თავთან, კლუბის ამაღლებულ ბართან მივიდა და წყალი დალია, იმ მომენტში სხვა არაფერინუნდოდა გარდა სუფთა ჰაერე გასვლისა, სწრაფად გააცეცა თვალები აბიგაელოს საპოვნად, რომელიც მალევე შეამჩნია, უცხო ტატუაინ ქერა ბიჭზე ვაზის ფოთოლივით იყო შემოხვეული უცნაური ბიჭი იყო, მის ყელზე თითქოს ბევრი ადამიანისსხეული იყო ერთმანეთში ახლართული და არა მარტო ყელზე ,გოგონას გაეცინადა სწრაფად დატოვა კლუბი და მეგობრის შეწუხების იდეას ხელი დაუქნია, შორიდან.
კლუბის ცენტრალურ გზაზე გავიდა და დასამშვიდებლად, ორო გზის იქით, ამაყად მდგარ ტყის მშვიდ და იდუმალ გარემოს მყარად გაუსწორა მზერა და გაეღიმა, თითქოს დამშვიდდა... სიმშვიდეს კლუბის ხმაურიანი ატმოსფერო არღვევდა თუმცა ქლოე ასეთ ხმაურში მსინც ამჩნევდა მიკიოტის სუსტ ჩხავილს.
გარეთ ძალიან ბნელოდა, ცენტრალური გზის მცას აწვდელინი სანათები უზრუნველყოფდა გარემოს განათებას და ამ განათებამ განაპირობა მის ფეხებთან მყოფი პატარა თაბახის ფურცლის ბაგლეჯი, თავიდან რა თქმა უნდა არ დააინტერესებდა, რომ არა კიდევ სამი ზუსტად მისი ზომის უწყინარი ფურცელი. დაიხარა და რიგრიგობით გახსნა, გულში ეცინებოდა, რატომ ანიჭებდა ამხელა ყურადღებას ვიღაცის მიერ დაგდებული ქაღალდები, რომელსაც იმის შეგნებაც კიარ ქონდა, რომ ქაღალდი ნაგვის ურნაში უნდა ჩაეგდო და არა ცენტრალურ გზაზე მის ფეხებთან...
- ქლოე...- მისი სახელის წაკითხვისას, წარბები შეჭმიხნა და ცოტა არიყოს დაიძაბა ესეც რომარ ყოფილიყო ისე სენტიმენტალურად ეწერა მისი სახელი... შეეშინდა და ქონდა კდეც მიზეზი.
- ნუთუ ჩემი ხმა არ გესმის? - არ იცოდა მაგრამ გონებაში წარმოედგიმა ამ ნაჯღაბნის ავტორს როგორი მანიაკალური გადახრები ექნებოდა.- სად არის აბიგაელი?
ეწერა იქვე პატატა წარწერით.
ქლოეს სხეული აუთრთოლდა, აკანკალდა, ფურცლები იქვე დაყარა, კლუბში შევარდა, აკანკალებული, თვალებით ეძებდა ნაცნობ სხეულს დაუკვე ყიროდა, როდესაც მის ფეხებთან თეთრ საგანს მოავლო თვალი.
ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მისი თითოეული ნაბიჯი ზეპირად იცოდა ავტორმა...
იმ წამს თავის საშინელი წვა იგრძნო და უღონოდ ჩამოჯდა მაღალ სკამზე.
- ნუთუ ჩემს სახეს ვერ ხედავ? გინდა დაგეხმარო, იარე! - ქლოე დაიხარა და კიდევ ერთი ნაგლეჯი აიღო ასფალტიდან, როდესაც განათების შუქი ვიღაცა დაუჩრდილა.
- ქლოე?- გაიგონა მისთვის ნაცნობი ხმა და იმედის მომცემად აიხედა მაღლა.
- ჯეისონ?- დაიკივლა სიხარისგამ ქლოემ და მის სკოლის მეგობარს გახარებული მოეხვია.
- აწ რას აკეთებ რამდენი ხანია არ მონახიხარ.- ჯეისონიც არანაკლებ გახარებული ჩანდა.
- ჯეისონ იცი? საქმე ცუდად მაქვს.
- აბა რა ხდება?.- ეჭვით შეხედა ჯეისონმა . ქლოეს ჯეისონისთვის არაფერი დაუმალავს ხომ შეეძლო პოლიციაში დაერეკა ან ვინმესთვოს დასახმარებლად, თუმცა ტელეფონი უკვე ნოლ პროცენტზე ჰქონდა. ჯეისონი კი ის ადამიანი იყო, ვისაც ყოველთვის ძალიან ენდობოდა.
- რა ჯანდაბაა? ვიღაც პარანოიკია?- გაცოფებუკი ჩანდა ჯეისონი.
- არვიცი ჯეი, უბრალოდ ვგრძნობ რომ ძალიამ მეშინია.
- ნუ გეშინია, მისმინე!- მისი სახე ხელებს შორის მოწიცია და თვალებში ჩახედა.- მოდი მის მინიშნებებს მივყვეთ, მე შენთან ვარ.
- ვითომ ასე ჯობია?
- მენდობი?
- რა თქმა უნდა.
- მაშინ კარგი.
- ხო მაგრამ შენი მეგობრები რას იფიწრებენ თუ მიატოვებ?
- სინსისმა არ შეგაწუხოს .ვგრძნობ მალე დავასრულებთ და ისინიც აღარ გაბრაზდებიან. გუღინა ჯეისონმა და ხელი ძლიერად ჩასჭიდა. ქეროლაინს თავის ტკივილები ემატებოდა და ვერ ხვდებოდა რატომ. ასეთი რამ პირველად მოსდიოდა და უბრალოდ უკვირდა, მის მდგომარეობას აბრალებდა თუმც მაინც ფიქრობდა, ეგონა მის გონებაში ვიღაც განზრახ შემოვიდა და აზროვნების უნარი სრულიად გაუთიშა, თუმცა ეს როგორ მოახერხა ჯერ ვერ ხვდებოდა. სადღაც უკუნით სიბნელეში ჯეისონზე აკრულს მიაბიჯებდა, როდესაც მან შეაჩერა.
- აქ დამელოდე. აქედან მე გავაგრძელებ.
- რატომ?- წარბები შეჭმუხნა ქეროლაინმა.
- ვერხედავ ქლოე? უკუნითინსიბნელეა საშიშია, არმინდა რომ შეგეშინდეა, უბრალოდ დარჩი, მე და აბიგაელი მალე დავბრნდებით.
- სანათს ავანთებთ.- არ ეშვებოდა ის.
- ქლოე, უბრალოდ დარჩი კარგი?- ხმაში შიში შეპარა ბიჭს და ქლოეც დანებდა, იქ მაეტოდარჩენა არ უნდოდა, მაგრ ვერც ვერაფერს აკეთებდა.
ქვის ცივ ზედაპირზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
ტვინი სადაც იყო დადნებოდა და ყურებიდან დაიწყებდა დენას, თვალებიან პირიდა და ცხვისი ნესტოებიდან.
ეგონა სულ რაღაც ხუთწუთში შაბრუნდებოდა ჯეისონი, აბიგაელთან ერთად თუმცა ისინი რატომღაც იგვიანებდნენ.
შეშლილი ფსიქოპატის თამაშიც შეწყებოდა რომელიც პატარა გოგონების შეშინებით ირთობდა თავს და რა უნდოდა თვოთონაც არ იცოდა.
- ქეროლაინ!- დაიღრიალა აშკარად ჯეისონის ხმამ და სიბნელის დიდი ბურუსიდან, ჯეისონის დასისხლიანებული პერანგო და შემდეგ მისი გაგიჟებული სახე გამოჩნდა.
- ჯანდაბა, ჯეისონ!- აკანკალდა და არც დაფიქრებულა ისე გაიქცა, სიბნელეში...
ქუჩის ცენრალურ გაზაზე, სად სიბნელის მეტი არაფერი სუფევდა, მხოლოდ ერთი სანათი მუშაობდა და სწორედ ამ სანათია ქვემოთ სადაც მისი მოყავოსფრო შუქი სივნელეს ფანტავდა და მრგავლი ფორმით ეცემოდა ასფალტის ზედაპირს, აბიგაელის, მისი ბავშვობის მეგობრის სხეული იწვა, რომელიც სისხლისგან დაცლილიყო და მისი სხეული ტანსაცმლიანად, მთლიანად დაეჩეხა მკვლელს.
პანიკის შეტევის შეჩერებას ვერაფრით ვერ ახერხებდა და მხოლოდ ეს სცენა უტრიალებდა თავში კინოს კადრებივით.
- ეს შენ გააკეთე?- ამოიხავლა წართმეული ხმით და ჯეისონს მიაშტერდა.
- რა? ჯანდაბა რას მეუბნები ქეროლაინ.- ჯეოსონს მართლა არ ეჯერა ქლოეს ნათქვამი და გაოცებას ვერ მალავდა.
- ჯანდაბა შენს თავს.- დაიღრიალა ბოლო ხმაზე და უმისამართოდ სადაც ფეხებმა უკანრახეს იმ გზისკენ გაიქცა სადაც პაკეტში შეხვეული ხუთი ცალი აბიX დაინახა და აქვითინებულმა უკან უკან დაიწყო სვლა.
- ეს ჯეისონს არ გაუკეთებია, ეს ჯეისონს არ გაუკეთებია.- თითქოს რაღაც გაახსენდაო, შუედულივით გავარდა...
ეს შეცდომა იყო, საერთოდ ყველაფერი შეცდომაა...


იმ საღამოს ფედერალებმა, სამი გვამი გამოიტანეს შემთხვევის ადგილიდან. რაც ყველაზე საკვირველი იყო, საგამოძიებო ექსპერტიზამ, შემთხვევის ადგილზე ვერანაირი, კვალი აღმოაჩინა.
თუმცა გვამებს სზვადასვა აგდილას მიყენებულ ღრმა ჭრილობებში, თეთრი თაბახის ფურცლის ნაგლეჯები უპოვეს სადაც. "ნუთუ ვერ მხედავთ" ეწერა...
ეს ყველაფერი ჩემს წინ მოხდა და რატომღაც გადავწყვიტე ჩემს სხეულს კიდევ სამი ადამიანის ერთმანეთში ახლართული სხეული შევმატო...



№1  offline წევრი martosuli-25

კარგად წერ.. ასე გააგრძელე...

 


№2  offline წევრი Yagam

martosuli-25
კარგად წერ.. ასე გააგრძელე...
მადლობა <3

 


№3 სტუმარი სტუმარი თათული

უმაგრესი გოგო ხარ სულ ვკითხულობ შენს "ჰორორებს" და იმედი არცერთს გაუცრუებია ძალიან მომწონს ახალს ველოდები მოუთმენლად. რაც შეეხება ბრალდებებს არ ინერვიულო ასე იციან ყოველთვის აქ:დდდ წარმატებები შენ.

Namdvilad kargad wer.. warmatebebi i
Maxarebs saitze axali da nichieri xalxis gamochena..

 


№4  offline წევრი Yagam

სტუმარი თათული
უმაგრესი გოგო ხარ სულ ვკითხულობ შენს "ჰორორებს" და იმედი არცერთს გაუცრუებია ძალიან მომწონს ახალს ველოდები მოუთმენლად. რაც შეეხება ბრალდებებს არ ინერვიულო ასე იციან ყოველთვის აქ:დდდ წარმატებები შენ.

Namdvilad kargad wer.. warmatebebi i
Maxarebs saitze axali da nichieri xalxis gamochena..
დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent