იმედგაცრუებული ზეცა,ჩვენს სიყვარულს დაიტირებს...
ერთ უაზროდ გახუნებულ,გაფერმკრთალებულ დღეს,მაშინ,როდესაც იმედგაცრუებული ზეცა ჩვენს სიყვარულს დაიტირებს,შენ შემოაღებ კარებს...მე კი ვიჯდები ჩემს საყვარელ სავარძელში,შენს მოლოდინში გადაქანცული,შენ კი ვერ დაინახავ ჩემს სევდიან თვალებს,სიგარეტის კვამლში,რომ დაბინდულა.სად იყავი მეთქი,გკითხავ მშვიდი,მაგრამ სიბრაზე შეპარული ხმით,შენ კი მიპასუხებ,რომ საქმე გქონდა,ჰო...ასე მომიგდებ სიცრუისგან გაჟღენთილ სიტყვებს,შემდეგ მომიახლოვდები ტუჩებს,გაყინულ შუბლთან მომიტან,მაკოცებ,მე კი შენი ბაგედან ამოსულ,ნაცნობ ღვინის სურნელს შევიგრძნობ,სიბრაზით სავსე,ჩემს ნაჩუქარ პერანგზე ხელს მაგრად მოგიჭერ,შენ კი ისევ და ისევ აუღელვებლად მაჩუქებ ირონიულ ღიმილს.მაშინ,როდესაც იმედგაცრუებული ზეცა ჩვენს სიყვარულს დაიტირებს,მე და შენ ვიწვებით ჩვენს საწოლში,ზურგაღმართულები და სევდიანები.შენ დაელოდები ნაცნობ ხმას,რომელიც ყოველდღე ტკბილძილს გისურვებს,თუმცა იმედგაცრუების გრძნობა შენამდეც მოაღწევს და მთლიანად შეგიპყრობს.შენ დაიძინებ.დუმილს შენი სუნთქვის ხმა დაარღვევს და მხოლოდ,მაშინ გისურვებ მშვიდ საღამოს.გათენებამდე მთვარეს,ჩემი დაუსრულებელი ცრემლებით შევაწუხებ და როდესაც მზე მასზე გაიმარჯვებს,მე შენ დაგტოვებ. და მაშინ,როდესაც ზეცა ჩვენს სიყვარულს დაიტირებს,გაგეღვიძება ცარიელს,უგულოს,გადატრიალდები მარჯვენა მხარეს და ვეღარ დაინახავ ნაცნობ სახეს,სწორედ ამ დროს მარცხენა მკერდთან ელვისებრი სისწრაფით უსიამოვნო შეგრძნება გაგირბენს.და მაშინ,როდესაც ზეცა ჩვენს სიყვარულს დაიტირებს,შენ იგრნობ დანაშაულის მწარე გრძნობას,თუმცა უკვე გვიანი იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.