დღე,რომელმაც შეცვალა სამყარო.
მზის სხივები მთელს ტანს მითბობდა,შეიძლება მიწვავდა კიდეც,თუმცა რუჯის მიღებაზე უარს მაინც არ ვამბობდი იმ დილას.არადა გასვლასაც კი არ ვაპირებდი პლიაჟზე,საბედნიეროდ მარტივად დასაყოლიებელი აღმოვჩნდი,ერთი შემოძახება დამჭირდა და მაშინვე გამზადებული ვიდექი გასასვლელში ჩემს ორ დაქალთან ერთად.იმდენად ჩვეულებრივი დღე იყო,რომ ღრმად თუ ჩაუფიქრდებოდი არაჩვეულებრივად იქცეოდა,საუკეთესოდ აი ისეთად ყველაფერი რომ დაგაციწყდეს ეს მაინც,რომ გემახსოვრება.აი დღის ბოლოსკი ჩაფიქრება აღარ იყო საჭირო,ნამდვილად საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში... საბოლოოდ გადავწყვიტე,რომ მიუხედავად ჩემი მუქი კანის ფერისა დრო იყო მზის სხივებს დავმალულიყავი,თუმცა ბოლო დღე იყო ,ვერ გავბედე მაინც მზეზე უარის თქმა.უკვე თითქმის ამ სამყაროსგან მოწყვეტილს,არც თუ ისე შორიდან მესმის ხმა,ვცდილობ დავირწმუნო თავი,რომ მე არაფერ შუაში ვარ,ვისაც ვიცნობ აქ, ჩემი ორი დაქალია,ისეთი სექსუალური და მამაკაცური ხმის მქონე ადამიანი კი მე არანაირად არ დამიძახებდა,მითუმეტეს პლიაჟზე ჩემი წოლის პოზის გათვალისწინებით.თუმცა ეს ხომ ის დღეა,რომელმაც სამყარო შეცვალა,ფრთხილად ვახელ თვალს,წითელი და შავი უაზრო ფორმები ერთმანეთშ ირევა,საბოლოოდ კი ბოლომდე გონს მოსვლის შემდეგ,მომინდა ის მზერა,რომელიც ჩემსკენ იყო მომართული მზის სხივებისგან გამოწვეული უაზრო და გაურკვეველი ფორმა ყოფილიყო,თუმცა არა,ასეც არ გამიმართლებდა ზუსტად ვიცოდი.ცბიერი თვალები,თუმცა ამავდროულად სექსუალური(ერთი მეორეს არ გამორიცხავს რეალურად მაგრამ ამ შემთხვევაში ასე იყოს)ზედმეტად რთული ასატანი იყო.დიალოგი იმდენად ბანალური იყო,რომ თვალების მსგავსი გამომეტყველება მის უცოდინრობასა და დაბალ დონეზე მიმანიშნებდა. -სანთებელა მჭირდება. -არ ვიცოდი რა მეთქვა,იმ წამსვე დამეწყო ჩხუბი სანთებელის გამო ჩემი გაღვიძებისთვის თუ ცოტა დრო კიდევ მიმეცა. მოგცემ ახლავე,თუმცა მარკეტი აქვეა შეგეძლო გასულიყავი,გავუკიდე სიგარეტზე და პასუხს მთელი მონდომებით ველოდი. -მადლობა. -გამეცინა,თუმცა რა თქმა უნდა სიმწრისგან ამდენად მდაბიო თუ იქნებოდა მსგავსი თვალების მქონდე ადამიანი ნამდვილად არ მეგონა. ცოტახანში მისი სამეგობრო შემოგვიერთდა ჩემი დაქალების დაკერვა სურდათ,როგორც მივხვდი,მე თამაშ გარე აღმოვჩნდი,რადგან ის ვისაც ველოდი სასტუმროშ ასვლა გადაწყვიტა.ბევრი საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ კლუბში წავსულიყავით საღამოს,თუმცა ის არც იქ არ მოვიდა,აი მანდ დავრწმუნდი,რომ ერთადერთი რაც გვაკავშირებდა ის გერმანული წარმოშბის სანთებელა იყო,რა თქმა უნდა,იმ დღესვე გადავგდე. წამოსვლის დღეც გათენდა,დილით კი მოწვევა მხვდება წვეულებაზე,რომლის ორგანიზატორიც გერმანული სანთებელის ზემოთ ხსენებული ლეგენდარული მეწილე გახლდათ,თუმცა მოწვევა სხვისგან მივიღე,არ ვაპირებდი წასვლას ქალური პრინციპების გამო,თუმცა ვერ მოვითმინე წამოვხტი,შხაპი მივიღე,გავემზადე და ზუსტად 40 წუთში ადგილზე ვიყავი ჩემს დაქალთან ერთად,მასეთი გამბედავიც არ ვარ მარტო,რომ მივსულიყავი.შესვლისთანავე მივხვდი,რომ უკან უნდა წამოვსულიყავი,თუმცა გვერძე შევტრიალდი და ისევ ის თვალები დავინახე,საკმაოდ შორს,მაგრამ მის მზერას მაინც ვგრძნობდი.წამიერად ზედმეტადაც შევტოპე ფიქრებშ,თუმცა მაშინვე გავიხსენე ჩემი პრინციპები და შეხედულებები,თავს შემოვუძახე ამას მაინც ნუ გადააბიჯებ და გამბედავი ნაბიჯებით გადავწყვიტე დაიგნორების ხარჯზე გვერდი ამევლო მისთვის,თუმცა მისი პირველი ბგერის გაგონება და ჩემი შემოტრიალება ერთად მოხდა. -გამარჯობა,სანთებელა მჭირდება. -მე სასმელი. ორივეს გაგვეცინა,უფრო მე,რადგან მას არ ეტყობოდა დიდად სახეზე ემოციები,მომწონდა ეს,თუმცა თან მაშინებდა.თვალებშ მიყურებდა და თან სიგარეტს ეწეოდა,ვთხოვე ნუ მიყურებ თქო,მან კი მკითხა -გაშნებს თუ აგღაგრძნებს? -არც ერთი და ერც მეორე უბრალოდ არ მომწონს დაჟინებით,რომ მაკვირდებიან.რეალურად კი თანახმა ვიყავი იქვე რომ გაეხადა ის თხელი ატლასის კაბა,რომელიც მინიმალურად მიფარავდა სხეულს. ზედმეტად თავშეკავებული აღმოჩნდა ამისთვის გამიხარდა,თუმცა თან შემრცხვა ჩემი ფიქრების.წამოსვლის დროც მოვიდა,გამოსამშვიდობებლად,რომ მივდიოდი მთხოვა,რომ ცოტახანი დამეცადა,რა თმა უნდა,დავთანხმდი.ნელ-ნელა ყველა წავიდა,მათ შორის ჩემი დაქალიც,რომელმაც უდიდესი რჩევა-დარიგეგების ნუსხა დამიტოვა იმის შესახებ,თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი იმ ღამეს.მასთან დარჩენა და საუბარი შემომთავაზა,ძლივს ამოვუში პირიდან უარი,ბოლოს კი მითრა,რომ ხვალაც დასჭირდებოდა სანთებელა,მინდოდა მეყვირა,მეჩხუბა და ყველაფერი სხვა მსგავსი ბავშვური ქცევებისთვის,მინდოდა მეთქვა,რომ დროა ცოტა სერიოზულად მოეკიდოს სიტუაციას,თუმცა შემდეგ გავიაზრე,რომ არაფერი არ ხდებოდა ისეთი<რაც მისი მხრიდან სერიოზულობას მოითხოვდა.გაბრაზებულ გულზე დავემშვიდობე და წამოვედი.აღარ გამოჩენილა დაახლოებით ერთი კვირა.სამშაბათს კი საბოლოოდ მისი ნომერი გამოჩნდა მობილურის ეკრანზე,დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე მეპასუხა და ყურმილის აღებისთანავე მთლიან სხეულში ვიგრძენი მისი ხმის ტემბრი და საუბრის მანერა,შეხვედრას მთხოვდა,მე კი დავპირდი რო მეორე დილას ვეტყოდი პასუხს და ყურმილი დავკიდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.