შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უარყოფილი სინდისის ხმა

15-04-2020, 23:07
ავტორი guroo
ნანახია 1 151

ზურგს უკან მის სახელს ყვირის უცხო ხმა. თვითონ ადგილზე ხევდება და დაძაბული უცდის უცნობის გამოჩენას, რომელიც ქოშინით მიიწევს მისკენ.

-საფულე დაგივარდათ - ძლივს გასაგებად ამბობს იგივე ხმა. ხელში საფულეს აჩეჩებს და ზედ არ უყურებს მესაკუთრეს.

სუნთქვა უჭირს და პირს ისე ფართოდ აღებს, თითქოს არნახულად ბევრი ჟანგბადისგან ფილტვების აფეთქებას ლამობს. მოკუზულია. თავჩაღუნული დგას მუხლებში ოდნავ მოხრილი და ორივე ხელით ფეხებზეა ჩაბღაუჭებული. მერე მშვიდდება, როგორც სიღრმეებში ჩუმად მოფუთფუთე ვითომ წყნარი ტბა. მაგრამ გარშემო აღარავინ არის. სიყვარულის სიტკბოებასავით გაქმრალია საფულის პატრონი.

იქ, სადაც ყველა გაუჩინარებული ერთმანეთს ხვდება და საღებავებივით ურთიერთში იზილება, რომ ერთ მთლიანობად იქცნენ, კვლავ სიცარიელეში ზავდებიან - ამჯერად სამუდამო გაქრობისთვის, რადგან როგორც ზედიზედ დაყრილი ლეშები, ისე შენდებიან მაღალ ზვინებად!

ქუჩის კუთხეში, მზის სხივებისგან განებივრებული კარის ჩრდილზე სანტიმეტრებითღა მეტი სიგანის მქონე მაღაზიაში შედის, რომელიც ზაფხულის შეხუთული დღეებივით გულისგამაწვრილებლად გრძელია და სალაროს სივიწროვეში პროდუქტების ზვინს აყენებს.

- რა იშოვე ამისთანა? - გაბანჯგვლულ ულვაშებს მიღმა კმაყოფილებით აღსავსე ღიმილს მალავს მოლარე.
- მოვიპარე.
- შენ ხო კაცი ვერ დაგაცდენინებს სიტყვას. - ისევ უღიმის და ხუმრობა ჰგონია მისი ნათქვამი. თან ბრაზდება, მაგრამ მიჩვეულია მლიქვნელობას. ცარიელი თვალებით უყურებს, შიგ რაღაც ამოუცნობი ძალით სინათლე უნთია და მაინც ვერაფერს იგებს - ყველა თავგამოდებული მცდელობის მიუხედავად.

ის კი ყველაფერს უკან აბრუნებს და მხოლოდ ყავას ყიდულობს.

- ნახვამდის!

კარის ჩრდილი შოკოლადების დახლიდან სალაროსკენ გადაადგილდება და მოლარის შავ ულვაშებს ზედ ეფინება. სიბნელეში არავინ იცინის. ყველას შიში იპყრობს და გაურკვეველი საფრთხის მოლოდინში ირინდება.

მირბის ფიქრებში გართული და მოლოდინი აქვს მობილურზე ზარის შემოსვლის, რომელსაც მშვიდად უნდა უპასუხოს, რომ მდუმარეა მისი სინდისი და გარიდული შიშისაგან, რადგან ვერ მოუსმენს მის დამსჯელსა და მძიმე ხმას. თუ ერთხელ შეერკინა, სამუდამოდ გაგრძელდება მასთან ომი და სიმშვიდეც სიცოცხლესავით მსწრაფლ გაიძურწება მისი არსებიდან. უღირს სიმშვიდე ამდენ მოჩვენებით უშფოთველობად. ნამდვილად უღირს და არ ეთმობა.

სახლში მისული ისევ ქოშინებს. წყალს ადგამს გაზქურაზე და დუღილის ხმას ელოდება, რომ ადუღებისთანავე სითბო გამოგლიჯოს ჩაიდანს, რათა ზედმეტად არ გადაუყვეს გულში ანთებული არცერთი ნაპერწკალი. ჰგონია, ცეცხლი უგიზგიზებს და სამყაროს გათბობა ძალუძს, მაგრამ ეგოისტია საიმისოდ, რომ თვითონ ჩაიფერფლოს და სხვას ცეცხლი შემოანთოს.

წყალი თუხთუხებს. ფინჯანში ზანტად ასხამს ეგოისტი.
ტრიალებს კოვზი ფინჯანში შაქართან საბრძოლველად და ბრუნავს სითხე ცენტრში გაჩენილი ღრმულის გარშემო, თითქოს სიღრმეში რაღაც ჩაითრია და დახრჩობას უპირებს.
ისიც იხრჩობა. ყავის მდუღარებაში ეთუთქება პირის ღრუ და საყლაპავი მილი. იწვის უცეცხლოდ და ყურთ არ სწვდება სინდისის ხმა, რომელიც მოპარული ფულის ნაცვლად საკუთარი ბედნიერებისა და ნამდვილი ემოციებისგან ძარცვას მისტირის.

უკვე სამუდამოდ ქრება. ლეშია - მორიგი.

№1  offline მოდერი Mary Drey

ეი, დაბრუნებას გილოცავ :დ heart_eyes
როგორც ყოველთვის საშინლად მომწონს შენი ნაწერები.
მომწონს ის თუ როგორ ამახვილებ თითოეულ დეტალზე ყურადღებას.
ისიც მომწონს, რომ შენი ისტორია არასდროს არაა მოსაწყენი და ერთფეროვანი.

№2  offline მოდერი guroo

Natsrisferi_grdznobebi
ეი, დაბრუნებას გილოცავ :დ heart_eyes
როგორც ყოველთვის საშინლად მომწონს შენი ნაწერები.
მომწონს ის თუ როგორ ამახვილებ თითოეულ დეტალზე ყურადღებას.
ისიც მომწონს, რომ შენი ისტორია არასდროს არაა მოსაწყენი და ერთფეროვანი.

ოჰოოო,რა ჩასაფრებულივით შემოვარდი smile smile heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes
ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ნაწერები მოსაწყენია. გაყინული თხრობა, ემოციების დეფიციტი... შეკავებული სუნთქვასავით გაუსაძლისია ბოლომდე ჩასვლა

№3  offline მოდერი Mary Drey

guroo

საწყენია რომ საკუთარ ნაწერს ასე საშინლად აფასებ. მითუმეტეს როცა, ეს შეფასება რეალური არ არის. ყოველშემთხვევაში მე ძალიან მომწონს შენეული ისტორიები. სახელი რომ წააშალონ მივხვდები რომ შენ ხარ :დ

№4  offline მოდერი guroo

ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია, რომ გჯერა, ჩემ ამოცნობას შეძლებ უსახელოდ.

№5  offline მოდერი Catherine Di Perso

"სიყვარულის სიტკბოებასავით გაქმრალია საფულის პატრონი."
ამ ბოლო დროს, მაგრად რომ გვეკაიფები, შემჩნეული გაქვს?
შენ ორჯერ თუ არ წაგიკითხე, პირველ ჯერზე არ მისწორდები. ახლაც ორჯერ წაგიკითხე.
როგორც ყოველთვის, არ მაინტერესებს - რას დებ ნაწარმოებში. აქ სინდისი ძალიან მემეორეხარისხოვნა. გლოვა დავინახე. უემოციობით გაძვალტყავებული ადამიანი დავინახე და მაგრად დავცინე.
კი - ბოროტი ვარ.
გამომიცდია ემოციებისგან უარყოფა და სრული აპათია. ზუსტად ამიტომაც დავცინე, მაგრამ განა არ ვიცი, რომ სადღაც ჩემს მარსზე მაგრად ამეწვა? ვიცი.
ლემოც წავიკითხე.
შემომეკითხინები ხოლმე, რა.
ყოველთვის - ორჯერ.

№6  offline მოდერი guroo

Catherine Di Perso

ჯოკერის პერსონაჟს ოდნავ ჩამოვუვარდები ღიმილის სიგრძეში. უუუუზოოომოოოდდდდ კმაყოფილი ვიღიმი.

№7  offline მოდერი guroo

წავიკითხე და ვერ მოვძებნე ისეთი ფრაზა, რომელიც ფინჯანში დარჩენილი ყავის ნალექივით შემორჩება ჩემს გონებას.

№8 სტუმარი სტუმარი საბა

მებანძა.
არ იყო ჩემთვის კარგი, ძმაო.

№9  offline მოდერი guroo

სტუმარი საბა
მებანძა.
არ იყო ჩემთვის კარგი, ძმაო.

ეგ არაფერი.
მთავარია, წაკითხვას იმდენად არ ნანობ, რომ კომენტარი მაინც დატოვე.
ესეც ხომ რამეა!

№10 სტუმარი მელანქოლია,

დატყვევებული ემოციები. უდროო დროს გამოჩენილი სინდისის ხმა... სულ ასე იცის, როცა არ გინდა მაშინ იჩენს თავს. ცდილობს გაათავისუფლოს ბორკილდადებული ემოციები, მაგრამ არ გინდა....
უკუაგდებ და აგრძელებ უემოციოდ არსებობას. ცხოვრება აღარ ჰქვია მაგას..

№11  offline მოდერი guroo

მელანქოლია,
დატყვევებული ემოციები. უდროო დროს გამოჩენილი სინდისის ხმა... სულ ასე იცის, როცა არ გინდა მაშინ იჩენს თავს. ცდილობს გაათავისუფლოს ბორკილდადებული ემოციები, მაგრამ არ გინდა....
უკუაგდებ და აგრძელებ უემოციოდ არსებობას. ცხოვრება აღარ ჰქვია მაგას..

მგონი, ამჯერად ყველაზე ლამაზი სახელი დაირქვი.
მელანქოლია heart_eyes
გაუბედავი, შეშინებული, კომპლექსიანი ადამიანის ნაწამები ტუსაღი - მე ასე დავარქმევდი ემოციებს, რომელზეც ამ ჩანახატში დავწერე.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent