ვარსკვლავი, რომელიც აღარ ანათებს
უიმედო ადამიანი რომ მკვდარია ალბათ იცი არა? ახლა მეც მკვდარი ვარ... როგორღაც მოახერხე და ჩემში საბოლოო იმედის ნაპერწკალიც ჩააქვრე. სულ ოდნავ ციმციმებდა, მაგრამ ჩემთვის საკმარისი იყო, რომ მეარსება. შენ კიდევ ჩემი იმედის სანთელი ჯერ მიანელე და ახლა უკვე საბოლოოდ შეუბერე სული... სრულ სიბნელეში ვარ, მარტო და გზის გაგნება რომც შემეძლოს, უკვე ძალა აღარ მაქვს ფეხზე წამოვდგე. ორი დღის წინ გეუბნებოდი, შენგან საბოლოოდ მივდივარ, ფრთებს ვშლი და ვთავისუფლდები-მეთქი. ახლა კიდევ ვზივარ და საკითარ თავზე მეცინება. ეგეც იმედი იყო, იმედი რომ თავს დაგაღწევდი. თუმცა, თავი როგორ გავითავისუფლო იქიდან, სადაც რეალურად არც კი მიარსებია? შენთან ჩემი ადგილი სრც არასდროს ყოფილა, არც არის და არც იქნება. მაშასადამე, გამოდის რომ არც ჩემი თავისუფლებაა შენთან. თუმცა, მაინც შენი ბრალია! საკუთარი თავი მყავს იმ მოგონებებში გამომწყვდეული რომელიც შენ დამიტოვე... არც კი გიფიქრია, ისე უგულოდ მომიგდე ყველა კოცნა, ყველა ჩახუტება, თითოეული გამოხედვა და სიტყვა. არ გიფიქრია რომ ბოლოს, როცა ადგებოდი და ისე გაუჩინარდებოდი თითქოს არც კი გიარსებია, მე მარტოს დამტოვებდი იმ მოგონებებთან, რომლებიც არასდროს მომცემდნენ იარების მოშუშების საშუალებას. ასე რომ, შენი ბრალია. არასდროს მიგრძვნია თავი ასე მარტოსულად. ახლა როცა ყველაზე მეტად უნდა ვბრწყინავდე, ჩავქრი. ახლა, როცა ბედნიერებისგან უნდა ვანათებდე, ვტირი-უბედურებისგან. მთელი ცხოვრება თავზე მენგრევა და ამ ყველაფერში შენი დანაშაული ის არის, რომ ჩემს გვერდით არ ხარ. როცა ასე ძალიან მჭირდები, არ ხარ. გესმის? მე კიდევ არც ძალა მაქვს და უკვე აღარც სურვილი შენსკენ ნაბიჯი გადმოვდგა. ან რა აზრი აქვს? შენ ვერ მხედავ. არც ჩემი ხმა გესმის და ვერც ჩემს შეხებას გრძნობ. ვიტანჯები. აღარ ვიცი როგორ წამოვდგე ფეხზე. შენ მე ბედნიერება მომპარე. წამართვი. ჯერ დამაჯერე, რომ შემეძლო შენს გვერდით მეციმციმა, ბოლოს კი სიტყვის უთქმელად მთელი სითბო მომაშორე. ვერ გპატიობ. ჩემს ოცნებეში ჯერ კიდევ არის შენი ის ნაწილი შემორჩენილი, რომელმაც მე სიყვარული მასწავლა. ალბათ გეცინება, ფიქრობ, რომ შენ ჩემთვის ეს ყველაფერი არასდროს მოგიცია არა ? შენ ხომ არც არასდროს გვყარებივარ და არც ერთხელ გითქვამს ჩემთვის ამაზე რამე, გადაკვრითაც კი. მაგრამ შენი ქცევები, უცნაურად რომ გამოხატავდი სითბოს, მეგონა რომ ნიშანი იყო. სულელი ვარ, არა?! მე ისტორიას ვწერ, ისტორიას გოგონაზე, რომელმაც მთელი სიყვარული ილუზიებით შექმნა. ისტორის გოგონაზე, რომელიც აღარ ანათებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.