ჩანაწერი სადაც ყველა ამოიცნობს საკუთარ თავს
XXX ყოველთვის მაინტერესებდა, რა მოხდება თუ კი შენ ერთხელ მაინც მიხვდები იმას, თუ როგორ ძალიან მიყვარხარ... როგორ მინდა რომ ჩაგეხუტო, როგორ მინდა რომ გიყვარდე, როგორ მინდა რომ გამომყვე, და ზოგადად როგორ მინდა რომ ერთად ვიყოთ. ყოვილა ცხოვრებაში ისეთი მომენტები როდესაც, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და მარტო ფიქრი გვჭირდებოდა (გვეგონა). მაგრამ ეს ასე არარის, ყოველთვის რაც არ უნდა მოხდეს უნდა გაუზიარო მეგობარს... ეს შენ მითხარი, რომ “ყველაფერი მეგობარს უნდა მოყვე, რათა ერთად დასძლიოღ ეს სირთულეები”. მართალიც ხარ, მაგრამ ხანდახან ნებისმიერი მცირე კამათიც კი ნერვებს გიშლის და შიგნიდან განგრევს. უბრალოდ გინდა, რომ შენთვის აი ასე დაჯდე და იტირო. მერე რა რომ დიდი ხარ, მერე რა რომ სატირალი არარის უბრალოდ დაჯექი და იტირე ამაზე დიდი შვება არარსებოდს. გაატან შენს ცრემლებს დარდს, ანდაც მაინც მცირედ მაგრამ მაინც,შეგიმსუბუქებს ტკივილს. მე ბევრჯერ მიფიქრია შენზე, მე ბევრჯერ მიფიქრია ჩემზე, მე ბევრჯერ მიფიქრია ჩვენზე. მაგრამ რაცარუნდა მოხდეს უნდა იცოდე, რომ ყოველთვის მეყვარები... XXXXX XXX მერწმუნე, შენს ცხოვრებაში დადგება ის დრო და მომენტი, როდესაც მარტომ დარჩები. არ გეყოლება ნამდვილი მეგობრები გვერდით. მხოლოდ ყალბი ურთიერთობის ქვეშ იქნები მოქცეული. და ეს სიყალბე ყველაფერში აისახება: ურთიერთობაშიც, ცხოვრებაშიც, საუბარშიც, ქცევებშიც. მოგინდება რომ ნამდვილი მეგობარი გყავდეს გვერდით, რომელსაც ყოველთვის ესმის შენი, იქნება სამართლიანი, რომელიც დაუღალავად დაგეხმარება, რომ რეალობას თვალი გაუსწორო და დაინახო. ყალბი გრძნობები, ყალბი სიყვარული, ყალბი შეცოდვებები. რასაჭიროა გყავდეს ისეთი ადამიანი გვერდით, რომელსაც არასდროს იცის თუ როგორი ხარ. არიცის რა არის შენი “წიკები”. როდესაც მეგობარს ესაუბრები, უნდა იყო დარწმუნებული მის ერთგულებაში. ყველას არშეუძლია გადმოგცეს სიყვარული სიტყვებით, მაგრამ ყველაზე მთავარი მისი შეგრძნებაა. რავიქნებით ჩვენ ყველანი სიყვარულის გარეშე(?) თუკი არავინ გვეყვარება, არავის გამო არ ჩავიდენთ სიგიჟეებს, არგავიღვიძებთ დილით ბედნიერები, როდესაც გარეთ საშინელი ამინდია(?) სიყვარული მარადიულია, შესაძლოა დროთა გამნავლობაში შეიცვალოს მისი გადმოცემის ხერხები, მაგრამ სიყვარული მარადიულია. რადგან სიყვარული თითოეულ ადამიანშია. ყველას აქვს ის პატარა წერტილი რომელსაც მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა დაისაკუთროს. ბევრი რომანია იმის დასამტკიცებლად, რომ ავღნიშნოთ როგორია რეალური სიყვარული, მოდის კი ის ჩვენს ცხოვრებაში? თუკი მოდის არის მარადიული? ერთხელ მოდის? ეს ყველაფერი წიგნებში კიარა საკუთარ თავში უნდა ეძიოთ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. “ყველას თავისი რომანტიკააქვს”. ყველას თავისი ცხოვრებააქვს, მოდი თვითონ გადაწვიტოს ვინ შევა და ვინ არა მის ცხოვრებაში. ერთხელ მაინც გიფიქრიათ, თუ როგორი იქნებოდა თითოეული ადამიანის ან თუნდაც შენი ცხოვრება, თუკი არც შენ ჩაერევი და არც ისინი ჩაერევიან შენს ცხოვრებაში? მაგრამ სამწუხაროდ ზურგსუკან საუბარი და ჭორაობა სიყვარულის მსგავსია. მარადიულია და ამას ვერავინ ვერ გააკონტროლებს... “ზოგჯერ მგონია, რომ არავინ და არაფერი უნდა გიყვარდეს, რასაც შეიყვარებ სწორედ იმას კარგავ."-მერლინ მონრო გახსოვდეს ეს სიტყვები, ჩემო მეგობარო. და ყოველთვის როდესაც მარტომ დარჩები ამხელა სამყაროში დაე გაგახსენდეს, ჩვენი მეგობრობა. ჩვენი მოგონებები. და დარწმუნებული ვარ ყოველთვის გექნება გულში ის პააატარა წერტილი, რომელიც მთელი ცხოვრება დაგტანჯავს, დაგღრღნის, გაგანადგურებს, ჩემსკენ წამოგიყვანს, მაგრამ იცი რა? მე არ მიგიღებ რადგან შენ საკმარისად მატკინე გული, საკმარისად მტანჯე, მე ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ახალ ეტაპზე გადავდივარ, უშენოდ... მე უკვე გავიარე ის ეტაპი, რომელსაც შენ ახლა გადიხარ და მთელი ცხოვრება მოგიწევს ამის გავლა. XXXXXX იცით რა? არასდროს არ მიგვრძნია ადამიანისგან განსხვავებული სიყვარული არა როგორც მეგობრული ან რაიმე ნათესავური... ნუ შეიძლება ვიგრძენი მაგრამ არ მინდა რომ ვიგრძნო. ნუ ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო. ეგოიზმი ადამიანს ახრჩობს. ფსკერზე მიყავს, ძირავს,გონებას უკარგავს. საბოლოოდ ადამიანი ისეთ შედეგამდე მიდის, რომ საკუთარ თავს ვერარ სცნობს. მის თავს არარაობად მიიჩვნევს. და არის კიდეც ვერ გაამტყუვნებ. ეგოისტობა ყველას ბოლოს მოგვიღებს. ყოველ შემთხვევაში მე და ჩემნაირებს, ანუ ეგოისტებს . ვერავინ გაგვიგებს, თუ საბოლოოდ რაგვინდა ჩვენ. არადა უბრალოდ იმ ადამიანისგან გვინდა სათანადო ყურადღების მიღება, ვისგამოს ეგოისტი გავხდით. ყველა ადამიანი განსხვავებულია, ამ განსხვავებულიბით გვანან უბრალოდ ერთმანეთს. შესაბამისად ყველას განსხვავებული ფსიქიკა აქვს. მე განსაკუთრებით საშინელი ვარ მაგ მხრივ. შემიძლია ადამიანს ბევრი რამ ვაპატიო, ბევრ რამეზე თვალი დავხუჭო, მაგრამ თუკი ჩემით მანიპილირება დაიწყო უკვე იქ საზღვარი აღარ მაქვს. ეგრევე მწარდები ისე, რომ არც საკუთარ თავზე არც გარშემომყოფებზე არ ვფიქრობ.არც ქცევებზე, არც მოსალოდნელ მომენტებზე, არც მომავალზე. ალბათ ეს არის ყველაზე დიდი მიზეზი რისგამოც “ეგოისტს” მიწოდებენ. მემგონი არარსებობს ამ ქვეყნად ისეთი ადამიანი რომელიც ზუსტად ჩემი გონების თუარ იქნება, უბრალოდ ყველაფერში გამიგებს. უბრალოდ ისეთი ადამიანი ჭირდება ყველას, რომელიც მხოლოდ მოუსმენს. თითქოსდა მარტო ყურები ექნება. ენა მწარეცაა და ტკბილიც ვერ გაუგებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.