მომიყევი, რა მოხდა ?!
ორ კვირიანი იძულებითი შვებულების შემდეგ, როგორც იქნა საქმე გამომიჩნდა და მე სამსახურში გამომიძახეს. სასამართლო ფსიქოლოგობა არც თუ ისეთი ადვილკი საქმეა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა ჩემთვის მთელ სამყაროს წარმოადგენს ჩემი პროფესია. ბავშვებთან უკვე ორი წელია რაც ვმუშაობ და მათ ვეხმარები იმის გახსენებაში, რაც თავს გადახდათ. ორ წლიანი გაუჩერებელი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის პროცენტულმა მაჩვენებელმა საგრძნობლად აიწია. მშობლების დამოკიდებულება შვილების მიმართ აღარ არის ისეთი ტოლერანტული, როგორიც უნდა იყოს, უფროსების ქცევები ბავშვების მიმართ უფრო მეტ უხეშობას ამჟღავნებს, ვიდრე სიყვარულს. ბავშვზე ძალადობა გლობალური პრობლემაა და იგი ბავშვის ფუნდამენტური უფლების სერიოზულ დარღვევას იწვევს. ერთი, ყველაზე ცხადი ფაქტია, რომ ძალადობა ვნებს ბავშვის ჯანმრთელობას, აფერხებს მის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას და ხელს უშლის მისი სოციალური უნარჩვევების ჩამოყალიბებას. სამართალდამცავ სისტემაში, მოწმე და დაზარალებული ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან. სამართალწარმოების პროცესმა, დაწყებული გამოძიებით და დასრულებული სასამართლოში ჩვენების მიცემით, შესაძლოა უკვე არსებული ტრამვული გამოცდილება კიდევ უფრო გაამწვავოს და გააღრმავოს. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, რათა გამოძიების ან ბავშვებისგან ინფორმაციის მიღების პროცესში მათ მიერ განცდილი სტრესი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. უმრავლეს შემთხვევაში, სამართალდამცავ სისტემასთან ბავშვის პირველი კონტაქტი პოლიციელთნ ან/და ბავშვთა დასვის სხვა სპეციალისტთან ( მაგ. სოციალურ მუშაკი) შეხვედრით იწყება, ანუ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებიც საგამოძიებო დაკითხვებს ატარებენ ან იღებენ ინფორმაციას სავარაუდო ან განხორციელებული ძალადობის / დანაშაულის შესახებ. საქართველომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირება 1994 წელს მოახდინა, რითაც სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, რომ დაიცავდა ბავშვთა უფლებებს და ბავშვის ჰარმონიული განვითარებისათვის სათანადო გარემოს შექმნიდა. 2008 წელს, გაეროს კომიტეტის სხდომაზე, საქართველო მესამედ წარდგა მოხსენებით ბავშვის უფლებების შესახებ. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ბავშვთა უფლებების არასათანადო დაცვასთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ ყველა საჭირო ზომა მიიღოს ნაკისრი ვალდებულებებისა და ბავშვის უფლებათა კონვენციის ყველა დებულების სრულად შესასრულებლად. ამასთანავე, ბავშვის უფლებათა კომიტეტმა მკაცრად მოითხოვა მთავრობისგან რეკომენდაცია 41- ის შესრულება, რომელიც ითვალისწინებს:- ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების სპეციალურ მომზადებას ბავშვზე ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და შესაბამისი ზომების მიღების საქმეში; ძალადობისა და უგულვებელყოფის მსხვერპლთათვის მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერებას, რათა შესაბამისი დახმარებები, საკონსულტაციო მომსახურება და რეაბილიტაციის სხვა ფორმები მათთვის უფრო მისაწვდომი გახდეს. გარდა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირებისა, საქართველომ, 2009 წელს, ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს კონვენციას ,, სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“, რომელიც ცნობილია, როგორც ლანსაროტის კონვენცია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, დანერგოს და გაატაროს განსაკუთრებული საკანონმდებლო ღონისძიებები ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის პრევენციისათვის, მსხვერპლი ბავშვის დაცვისათვის და სამართლებრივი დევნის განხორციელებისათვის იმ პირთა მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ბავშვზე სექსუალური ძალადობა. *** მონატრებულ სამსახურში ფეხი შევდგი თუ არა, მაშინვე ვიგრძენი დაძაბული ატმოსფერო. არ გამკვირვებია, დაკითხვა/ გამოკითხვა არ არის ადვილი, აქ უამრავი დანაშაულში ეჭვმიტანილი მოჰყავთ, აგრეთვე დაზარალებულები და მოწმეები, რომლებიც უშუალოდ ან არაუშუალოდ შეესწრნენ მომხდარს. დაცვას აიდი ბარათი ვაჩვენე, მან გადაამოწმა, თერმოსკრინინგი ჩამიტარა და შემიშვა, მეორე დაცვამ, რომელსაც მუშაობა სულ რაღაც სამი თვე იყო რაც დაეწყო, თვალი ჩამიკრა და შესამოწმებლად დადებული ჩემი ჩანთა მომაწოდა. გაკვირვებულმა გავუღიმე და გეზი მაშინვე ნაცნობი კაბინეტისკენ ავიღე. ჯანაშიას კაბინეტი ხანდახან ჩემი ხდებოდა ხოლმე და დღესაც ჩემს სამუშაო ოთახად დავიგულე, შვებულებაში ერთად გავედით და სამსახურშიც ერთადვე გამოვედით, მისი კაბინეტის კარი დაკაკუნების გარეშე შევაღე და დოინჯშემოყრილი, წარბშეკრული ჯანაშია დავინახე. რომ დამინახა ცალი წარბი აწია საყვედურით და ჩემკენ წამოვიდა. პატარა ბავშვივით კისერზე ჩამოვეკიდე მონატრებულ მეგობარს და მთელი სხეულით ავეკარი, მანაც წელზე მკლავები მომხვია და ჰაერში ამიტაცა. - მომენატრე, შე დეგენერატო. მთელი დასვენება ისე გამოიყენე, რომ არც კი მოგიკითხივარ, აბა შენ მეგობარი ხარ?- როგორც კი იატაკზე დამაბრუნა, მაშინვე შევუტიე. - ოჰ, შენ თორემ რას ამბობ დღე არ გაგიმაზავს, რომ არ დაგერეკოს, მარგიანო,- არც ის ჩამომრჩა და თმაზე მომქაჩა,- რას გავს ჩემი კაბინეტი, ვეღარაფერს ვპოულობ. - მე გოგო ვარ და შენ უნდა დაგერეკა პირველს,- შევუბღვირე და ფანჯარა გამოვაღე, ვეღარ ვსუნთქავდი ამ პირბადეში,- კორონა და ჯანდაბა ამას, გავიგუდე უკვე. შენ რატომ არ გიკეთია პირბადე ერთი, ვაჟბატონო?! - თუ ღმერთი გწამს, დამანებე თავი რაა, ჩემს კაბინეტშიც პირბადით რომ ვიარო, გავაფრენ. დაჯექი, მოდი, ყავა უნდა დამელია, გინდა?- ჩემს პასუხს აღარ დაელოდა, კარში გავიდა და წამში აპარატის ყავით დაბრუნდა უკან,- ზურა რას შვება? ეგეც სულ დაიკარგა. - რავი, რა უნდა ქნას, მუშაობს და არის, დაიღალა ეგეც. გუშინ ბრაზობდა, უფროსს უთქვამს აირჩიე ან ხელფასს ჩამოგაკლებ, ან შემცირებაში მოყვებიო. - მაგათი დედაც, ნაბი*ვრები, ბოდიში შენთან. - დაიკიდე. - მერე რაო, რას აპირებს შენი ქმარი. - ამბობს ახალს ვიშოვიო, ისედაც აპირებდა შეცვლას, ძალიან აურევიათ ბოლოში. რა მნიშვნელობა აქვს ?! ორივე ცუდია, გაუკეთა ვითომ შეღავათი თანამშრომლებს. კინკილა ხელფასზე მუშაობას, ჯობს სახლში იყოს დროებით და მერე ახალსაც იშოვის. ზომ იცნობ ზურას, ყოველთვის ყველაფერი გამოსდის. - ხოო, ეგრე აჯობებს, გზაში უფრო მეტი ფული ეხარჯება, ვიდრე ხელფასს იღებს. - აუ ეგ მანქანაც ძალიან ბევრს წვავს, თავის ნათქვამაა ეგეც, თორე ყველა მაგაზე აფრთხილებდა, - ყავა მოვსვი და ისეთი მწარე იყო, გამაჟრჟოლა მთელს სხეულში,- შაქარი არ ჩამიყარე? - როდის მერე ყრი ყავაში შაქარს, გოგო,- წარბი ამიწია,- როდის იყო, რომ მეჩხუბე შაქარი რატომ ჩამიყარეო? - ერთი თვის წინ იყო ეგ, დაჩი, ახლა ბევრი რამ შეიცვალა,- პიჯაკი გადავიხსენი და მუცელზე მოვატარე თითები. - რა არის, რას მაჩვენებ,- მერე წამიერად დაფიქრდა და ერთდროულად გაკვირვებისა და სიხარულისგან წარბები აზიდა ზევით,- რაა?! ღადაობ ხო? მეღადავები?- პირზე აიფარა ხელები და სკამიდან წამოდგა. - ნოპ,- უარის ნიშნად თავი გავაქნიე. - მართლა?- უკვე ჩემს სკამთან იდგა და ზურგიდან მეკვროდა. - მართლა, დაჩი, მართლა, ცოტახნის წინ გავიგე მეც. - ჩემი გოგო, ჩემი რძალი, როგორ გამახარე რომ იცოდე,- თან მკოცნიდა, თან მუცელზე მეფერებოდა. - შენი სუნამო მომწონს. - კიდევ ერთი ჯანაშია იბადება, ეს უნდა ავღნიშნოთ,- ყურადღება არ მიუქცევია ჩემი ნათქვამისთვის. - ხოო, კიდევ ერთი მეგრელი იბადება,- გამეცინა და დავიწყებულზე ყავა ისევ მოვსვი,- ჯანდაბა , რა მწარეა. - გინდა ახალი მოგიტანო? - არა, არ მინდა, მოდი და დაჯექი. - კარგია ჩემი ძმა რომ გაგაცანი მაშინ. - ხოო, აბა რაა... იმ დღიდან ნერვებს მიშლის. - ისე კი დააგვიანეთ, ჰაა?- თვალები მოჭუტა,- ცუდად მუშაობდით მანამდე აშკარად. - ახლა გცეემ,- მაგიდიდან საშლელი ავიღე და ის იყო მისთვის უნდა მესროლა, რომ კარზე დააკაკუნეს. ოთახში თინიკო შემოვიდა, დაჩის დივანი, ტანით პატარა და სუსტი გოგო იყო, მაგრამ ჯერ არ გამიგია დაღლის გამო დაეწუწუნოს. დაჩის ეპრანჭება ხოლმე და ცდილობს უფრო მეტი მონდომება დაანახოს მას. - გამარჯობა, ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, ბატონო დაჩი, ის დოკუმენტები მოგიტანეთ, რომელიც მთხოვეთ. - მადლობა, თინიკო,- მაგიდაზე დადებული საბუთები აიღო და კარისკენ მიმავალ გოგონას თვალი გააყოლა. - დაჩი?! - ჰმმ... - შენ კიდევ უცოლო ხარ? - რავი, ამ დილით რომ გავიღვიძე საწოლში არავინ დამხვედრია და ალბათ ჯერ კიდევ უცოლო ვარ. რა არის? - კარგი კანდიდატურა მყავს, გითხრა? - თინა? - ხოო, ახლა არ მითხრა მეც განვიხილავდი მაგ კანდიდატურასო,- ჩამეცინა და კიდევ ერთხელ მოვსვი გადავიწყებული მწარე ყავს,- ფუუ, კაი რაა. - მომეცი ეგ ჭიქა აქ და ეს დალიე,- ყავა გადამიცვალა და საქაღალდე გადახსნა. - რა საქმეა? - პედოფილია. - როგორც ყოველთვის,- თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე,- ავადმყოფები, როგორ მინდა ყველა სათითაოდ მივახვრიტო კედელთან. რა ცუდია, რომ ეგ სადამსჯელო ამოღებულია სისხლის კოდექსიდან. - ბოროტებას ბოროტებით არ უნდა უპასუხო, კატო, მაგრამ გეთანხმები, დახვრეტის ღირსები არიან ასეთები. ეჰ, ნეტა სტალინი წამოაყენა ახლა,- ხმადაბლა ჩაიფხუკუნა და ფურცელი გამომიწოდა, - შენი საქმეა. - მოიცა, ამას ელექტრონულად არ ვავსებდით? - ხელით შეავსეთო, ახლა დაგვავალეს. - აბა ნაწერს ვერ ვგებულობთო? - გარკვევით წერეთო. - კარგიო რაა...,- თავი გავიქნიე და შევსება დავიწყე,- ბავშვი როდის უნდა ვნახო? - ხვალ, 2 საათზე, გაწყობს? - კი, რა თქმა უნდა. სახელი, გვარი და ასაკი მითხარი? - 9 წლის ლიზა ამაშუკელი, ეჭვია, რომ მამამ სცადა სექსუალურად ეძალადა. - ძაღლიშვილი, - ლამის გული ამერია იმის წარმოდგენაზე, თუ, როგორ ცდილობს მამა, სექსუალურად დაიკმაყოფილოს თავი თავის არასრულწლოვან ქალიშვილთან. გამომკითხველი - ეკატერინე მარგიანი, გამოკითხვა უტარდება- ლიზა ამაშუკელი, ცხრა წლის, ქ. თბილისის პროკურატურაში, 2020 წლის 10 სექტემბერს. - ხოო, მართლა, ბავშვი ბებიასთან ერთად მოვა. - ძალიან კარგი, მაგრამ ისე მინდა დავსვათ, უშუალოდ მას რომ ვერ ხედავდეს გოგონა. - მის უკან? - კართან, და ბავშვი ჩემს ადგილას დაჯდეს. - კიბატონო. - ოთახის აღწერას გააკეთებ? - თინას დავავალე. დღესვე დაიწყებს აღწერას და ხვალ უკვე მზად გვექნება. - ძალიან კარგი. მოკლედ ასეე... *** მეორე დღეს, ჩემის საყვარელი მაზლის ოთახში ერთი საათით ადრე შევაბიჯე, ვიდრე დასაკითხად მოიყვანდნენ გოგონას. შესული რომ დამინახა, მაშინვე წამოდგა და სკამი დამითმო, მერე ჯიბიდან შოკოლადი ამოიღო და გამომიწოდა. - კიდევ რა მოგართვათ, ჩემო საყვარელო რძალო,- კალამი და ფურცელი აიღო შეკვეთის ჩასაწერად. - შენი სუნამო მომწონს, გუშინაც გითხარი და ვერ გაიგე. სახელი მითხარი, ზურას უნდა ვუყიდო. - მაგაზე გაწყენინებ?- საკიდიდან ჩანთა ჩამოხსნა და ჯიბიდან სუნამოს ფლაკონი ამოაძვრინა,- გამომართვი ჩემო კარგო, სულ შენი იყოს. აბანავე მაგ სუნამოში ჩემი ძმა და დატკბი. - ლაზღანდარა ხარ,- დავეჭყანე,- მისმინე, გუშინ ვიფიქრე და ბავშვის ბებია საერთოდ რომ არ შემოვუშვათ ოთახში, არ შიძლება? - ნწ, არ შეიძლება,- თავი უარის ნიშნად გააქნია,- ეს ისედაც ხომ იცი, რაღას მეკითხები? - ბებიები ძალიან ემოციურები არიან, ხომ იცი? არ მინდა მოულოდნელი კომენტარები გააკეთოს და გოგონა დამითრგუნოს. - მესმის შენი, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, სამწუხაროდ. - მაშინ ესე რომ ვქნათ? თუ ტირილსა და მოთქმას დაიწყებს, ორი გაფრთხილების შემდეგ ვთხოვოთ ოთახი დატოვოს,- ვედრება ნარევი თვალებით ავხედე,- ხომ ვიცი, ასე ვერ ვიმუშავებ, დაჩი. - კარგი, ჯერ მოვიდნენ და მერე ვნახოთ,- გამიღიმა და თმაზე გადამისვა ხელი,- დღეს თუ ადრე მოვრჩით დამელოდე და მე წაგიყვან. - შვიდზე ამთავრებ?- თავი დამიქნია. ეს ადამიანი რომ არა, ახლა ეს სამსახური არ მექნებოდა. გამოცხადდა თუ არა ვაკანსია, დაჩიმ მაშინვე გააგზავნა ჩემი სივი, გასაუბრებაზე რომ დამიბარეს, მერე გავიგე რაც გააკეთა. ერთ საათიანი გაწელილი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა დაცვამ შეგვატყობინა, რომ დასაკითხი და მისი წარმომადგენელი უკვე შენობაში იმყოფებოდნენ, მათ თინა შეხვდათ და კაბინეტში მოიყვანა. მოხუცი ქალბატონი თინას შემდეგ პირველი შემოვიდა, ასაკის გამო აკიდებულ დიდ წონას ფეხებზე ემოქმედა და კოჭლობით ძლივ- ძლივს მივიდა დაჩის მიერ გამოწეულ სკამამდე. უკან პატარა გოგონა მოჰყვებოდა, თავი დაბლა დაეხარა და საკუთარ ხელებს უყურებდა, ნერვიულობდა იმაზე, რაც ხდებოდა და მისი დაძაბულობა ნაწილობრივ მეც გადმომედო. პირველად დამემართა ასე, პირველად შევიგრძენი დასაკითხი ბავშვის განცდები ისე, რომ ლამის ცუდად გავხდი. შმოვიდა და დაჯდა, გამხდარი ხელები მუხლებზე დაიდო და დაელოდა სანამ ვინმე რამეს იტყოდა. დაჩიმ ქალს წყალი დაუსხა, მერე გოგონას ჰკითხა რამე ხომ არაფერი უნდოდა, მაგრამ მან უარის ნიშნად თავი გააქნია და მე ამომხედა. ნუშისებრი, მეტყველი შავი ვალები ქონდა, გრძელი წამწამებს ნაზად აფახულებდა და წარბებს საწყლად ზიდავდა ზევით. თვალებში ეტყობოდა რასაც გრძნობდა, რასაც ფიქრობდა, ისე მომნუსხა ჩემი სათქმელი დამავიწყა, თინა რომ არა, კიდევ რამდენი ხანი ვიჯდებოდი ასე მდუმარედ, არავინ იცის. - გამარჯობა,- ბავშვის ყურებას მოვეშვი და ქალზე გადავიტანე ყურადღება, დაღლილობისგან ხმამაღლა სუნთქავდა და წამ და უწუმ ოფლს იწმენდდა სახიდან,- მე ეკატერინე მარგიანი ვარ, ქალაქ თბილისის რაიონული სასამართლოს ფსიქოლოგი. დღეს 2020 წლის ათი სექტემბერია, ახლა არის დღის ორი საათი და მე აქ ვარ, რათა ვესაუბრო ლიზა ამაშუკელს. თქვენ მისი კანონიერი წარმომადგენელი ხართ და ამიტომ გეძლევათ უფლება დაკითხვაზე დასწრებისა, მაგრამ მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენს საუბარში არ ჩაერიოთ. კარგით? - კარგი, შვილო, კარგი, ხმას არ ამოვიღებ, გპირდებით, ოღონდ ჩემი შვილიშვილი კარგად იყოს და... - ძალიან კარგი, მადლობელი ვიქნები თქვენი,- თბილად გავუღიმე და ჩემი საქმე განვაგრძე,- აუცილებლობის გამო, ჩვენ გარდა ოთახში ასევე იქნებიან პროკურორი, დაჩი ჯანაშია და მისი თანაშემწე თინა მაღლაკელიძე,- ქალმა თავის ქნევა დაიწყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემ ნათქვამს ეთანხმებოდა. დაჩის და თინას დაწყება ვანიშნე და ბავშვს მივუბრუნდი,- ჩვენ ვიცით შენი სახელი და გვარი, მაგრამ შენ შეგიძლია გაგვიმეორო? - ლიზა ამაშუკელი,- სრულიად უპრობლემოდ და დაუფიქრებლად მიპასუხა, გამიმართლა ბევრ ბავშვს უჭირს თავიდან გახსნა და უცხო ადამიანთან კომუნიკაციის დამყარება. - ძალიან კარგი, ლიზა, ასაკსაც ხომ ვერ გვეტყოდი? - ცხრის. - კარგი. რომელ სკოლაში დადიხარ? - 117 - ე სკოლაში. - და რომელ კლასში? - მეოთხეში. არა, უკვე მეხუთეში. - ძალიან კარგია. მიხარია, რომ ჩემთან საუბარი არ გიჭირს. ჩემი სამუშაოა გავესაუბრო ბავშვებს იმაზე, რაც მათ თავს გადახდათ. მე ყოველდღიურად უამრავ ბავშვს ვესაუბრები, მათ თავს გადახდენილ რაღაცებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მხოლოდ სიმართლე მითხრა, კარგი? - კარგი. - შენ უნდა მომიყვე მხოლოდ ის, რაც ნამდვილად შეგემთხვა. - კარგი. - თუ მე შენ შეკითხვას დაგისვამ და შენ არ გეცოდინება თუ რას ვგულისხმობ, მითხარი, რომ არ იცი რას ვგულისხმობ და მე სხვანაირად გკითხავ. კარგი? - კარგი. - თუ ისეთ შეკითხვას დაგისვამ, რომელზეც პასუხი არ იცი, ნუ შეეცდები გამოცნობას, უბრალოდ მითხარი, რომ არ იცი, კარგი?- გოგონა თავს მიქნევს,- ძალიან კარგი. მაგალითად, თუ მე გკითხავ: რა ჰქვია ჩემს ძაღლს, რას მიპასუხებ? - არ ვიცის. - სწორია, კარგი გოგო ხარ. შენ მე არ მიცნობ და არც ჩემს ძაღლს იცნობ; და თუ ისეთ რაღაცას ვიტყვი, რაც არასწორი იქნება, მინდა, რომ შემისწორო. კარგი? - კარგი. - თუ მე ვიტყვი, რომ შენ ორი წლის ბიჭი ხარ, რას მიპასუხებ? - მე ცხრა წლის გოგო ვარ. - სწორია. ახლა, უკვე როცა იცი, როგორ უნდა შემისწორო, მინდა, რომ უკეთ გაგიცნო. მითხარი რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად? - მეგობრებთან ერთად ყოფნა მიყვარს, კიდევ ცეკვა მიყვარს და ბებოს გამოცხობილი ნამცხვრები. - უჰ, შენ შემოგევლოს შენი ბებიკონა, გამოგიცხობ, ყოველდღე გამოგიცხობ ნამცხვრებს,- ქალს საყვედურით გადავხედე, ისიც მაშინვე მიხვდა და გულზე მიიდო ხელი ბოდიშის მოხდის მიზნით. - კიდევ რა გიყვარს, ლიზა? - კიდევ ნაყინი და შეიკი მიყვარს. ხანდახან მეგობრებთან ერთად მივდივარ ხოლმე ვენდისში, შეიკს ვყიდულობთ და გემრიელად მივირთმევთ ხლმე. მომწონს ვენდისი. - აჰამ, ძალიან კარგი. მითხარი, შენ რისი შეიკი გიყვარს ყველაზე მეტად? - მარწყვის. ისეთია, შიგნიდან ვარდისფერი, ზევიდან თეთრი და მარწყვის სიროფიც ასხია. ისეთი ცივია, ზოგჯერ შუბლს მატკივებს ხოლმე. ბებოს არ უნდა ყელი გამიცივდეს და ავად გავხდე და მიშლის ხოლმე ბევრის ჭამას. - მაგრამ შენ მაინც ჭაამ ხოლმე, არა? - კი. როცა ფული გვაქვს მე და ჩემს მეგობრებს, სულ მივდივართ ხოლმე. - შენ შემოგევლოს შენი ბებია,- ისევ ჩაერთო ჩვენ საუბარში და თვალზე მომდგარი ცრემლები შეიმშრალა. მივხვდი მასთან იმაზე საუბარს, რომ ჩუმად ყოფილიყო, აზრი არ ჰქონდა. ყველა ბებია ასეთია, გული შესტკივათ და სიცოცხლეზე მეტად უყვართ თავიანთი შვილიშვილები. - შენ მითხარი, რომ მეგობრებთან ერთად ყოფნა გიყვარს, მომიყევი ამის შესახებ. - ორი მეგობარი მყავს, ანა და ნათია. როცა მამა სახლში არ არის, ვპატიჯებ ხოლმე ჩემთან და ბებო ნამცხვარს გვიცხობს და ჩვენ ვჭორაობთ ხოლმე, კიდევ ტელევიზორს ვუყურებთ და ჭადრაკს ვთამაშობთ. ზოგჯერ ვმღერით ხოლმე. - კარგი გასართობები ჩანს. და როცა მამა სახლშია, მაშინ რას აკეთებ ხოლმე?- ბავშვი დუმს, მივხვდი მისთვის არასასურველ თემას ვეხებოდი,- კარგი, მოდი ისეთ რაღაცაზე მომიყევი, რამაც ამ კვირაში გაგახარა. - როცა ცეკვის რეპეტიციაზე ვიყავი, მასწავლებელმა გვითხრა, რომ მალე კონცერტი გვექნებოდა და სამაიას საცეკვავად სამ გოგონას აარჩევდა. რეპეტიციის დასრულების მერე მან სახელები და გვარები ჩამოთვალა, ვინც სამაიას იცეკვებდა კონცერტზე და ერთ- ერთი მე ვიყავი. ძალიან გამიხარდა. - მართლაც ძალიან კარგი ამბავია, მეც მიხარია შენ გამო. დიდი ხანია ცეკვაზე დადიხარ? - ხუთი წლიდან. - როგორი ყოჩაღი გოგონა ყოფილხარ, ალბათ ბებიას და მამასაც უხაროდა ხო? - ბებოს ძალიან გაუხარდა, მაშინვე დედასთან დარეკა სკაიპით და ახარა. - სად არის დედა? - საბერძნეთშია. - საბერძნეთშია, შვილო, წასული, მუშაობს,- ისევ ჩაერთო საუბარში ქალი. - დიდი ხანია?- ახლა მე ავყევი მას. - ორი წლის იყო ლიზიკო, როა ჩემმა გოგომ წასვლა გადაწყვიტა. ჩემმა სიძემ სამსახური დაკარგა და მერე ვეღარსად დაიწყო მუშაობა. ჩემი შვილი იძულებული გახდა, რომ ლიზიკო დაეტოვებინა, თორე ისე კი არ წავიდოდა, შვილო, ბავშვს კი არ დატოვებდა,- ქოშინით ამოთქვა უკანასკნელი სიტყვები და წყალი მოსვა. - მესმის, ძნელია,- თავი დავუქნიე და ჩემ კითხვარში ჩავიხედე, არ მინდოდა რომელიმე კითხვა გამომრჩენოდა,- ლიზა, არაფერი გითქვამს მამაზე, მას რა რეაქცია ჰქონდა შენი ასეთი წარმატების გაგების დროს?- ხმა არ ამოუღია, თავდახრილი დაჰყურებდა საკუთარ ხელებს, მივხვდი, რაღაც არ იყო წესრიგში მამამისთან დაკავშირებით,- კარგი, თუ არ გინდა არ მიპასუხო, შენი ნებაა,- ვუღიმი და შემდეგ კითხვაზე გადავდივარ,- შენ ისეთ რაღაცებზე მომიყევი, რაც გიყვარს და გახარებს. მოდი, ახლა ისეთ რაღაცაზე მომიყევი, რაც ამ ბოლო ხანებში მოხდა და რამაც ცუდ ხასიათზე დაგაყენა,- გოგონა ცოტახნით დადუმდა, მერე ბებიამისს გახედა მოწყენილმა და მოყოლა დაიწყო. - ვცდილობ, მათემატიკა კარგად ვისწავლო, მაგრამ არ გამომდის. სანამ სკოლის არდადეგები დაგვეწყებოდა, მასწავლებელმა დისტანციურად ჩაგვიტარა საკონტროლო და მე ძალიან დაბალი ქულა მივიღე. მინდოდა ბებოსთვის მეთქვა სიმართლე, მაგრამ ვერ გავბედე. ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი, როცა მოვიტყუე. - ტყუილი მართლაც ცუდია, ლიზა, მაგრამ მჯერა, ბებო გაგიგებს და არ გაგიბრაზდება, ხომ ასეა?- ქალს გავხედე, რომელიც თვალებზე ცრემლებს იშრობდა. - არ ვეჩხუბები, არა. მე ხომ ვიცი, რომ ცდილობს, ყველაფერი ხომ არ გამოუვა არა? ჩემო საყვარელო გოგო, არ გიბრაზდები, ბებოს სიხარულო,- ბავშვის სახეზე ღიმილმა გადაირბინა. - მეც მჯერა, რომ ჭკვიანი ხარ და ყველაფერი გამოგივა. კარგი, შეგიძლია კარგი რაღაცებიც მომიყვე და ცუდიც, კარგი? რაც გინდა მომიყევი. - კარგი. - მინდა ცოტა უფრო მეტი გავიგო იმის შესახებ, თუ რას აკეთებ. ვიცი, რომ წინა თვეში შენი დაბადების დღე იყო. მომიყევი ყველაფერი რაც შენს დაბადების დღეზე მოხდა, გაღვიძებიდან დაძინებამდე. - ჩემი დაბადების დღე 5 აგვისტოსაა. ერთადერთი რაც გამიკვირდა, დილით ნამცხვრის სუნი იყო მთელს სახლში. აქამდე ყოველთვის ვყიდულობდით ტორტს, მაგრამ ახლა...,- თავი ჩახარა და აჩუყებული გულით ამოილაპარაკა,- მამამ თქვაა, რომ მე უკვე გავიზარდე. - გაიზარდე? - დიახ. თქვაა, რომ გავიზარდე და ამიტომ ტორტი და ბუშტები საჭირო აღარ იყო, უფრო სწორედ, ფულის ტყუილი ყრა იყო. მაგრამ ბებომ ისე ვერ დამტოვა და სახლში გამომიცხო პატარა ტორტი. - ალბათ მამას ფულის დაზოგვა უნდოდა არა? - კიი, როგორ არა, თვითონ არ მუშაობს და დედას ფულს ვხარჯავთ. - კარგი და შემდეგ რა მოხდა? - მეტი არაფერი, სანთლები ჩავაქრე და ბებოს გამოცხობილი ტორტი ვჭამეთ. მერე ბებოს წასვლა მოუწია და მე და მამა სახლში დავრჩით. - ჩემი ძმა ცუდად არის, შვილო, მიმხედავი არავინ ჰყავს და ხანდახან ვაკითხავ ხოლმე. იქვე არის გვერდზე კორპუსში, შორს კი არ წავსულვარ,- განმარტა ქალმა და თინას ჭიქა გაუწოდა,- შვილო, თუ არ შეწუხდები, ცოტა წყალი დამისხი, შენი ჭირიმე,- თინამაც თავი დაუქნია და წყალი დაუსხა. - კარგი. ახლა, როცა ცოტა უკეთ გაგიცანი, მინდა იმის შესახებ გესაუბრო, რის გამოც დღეს შენ აქ ხარ. შეგიძლია მითხრა აქ რატომ ხარ?- გოგონა ისევ დადუმდა. მამამისის დამნაშავეობა ცხადზე ცხადი იყო, მაგრამ დამატებითი ინფორმაციის მიღება ბავშვისგან იყო აუცილებელი,- მისმინე, ხომ იცი, რომ შეგიძლია მენდო? მე აქ შენ დასახმარებლად ვარ მოსული,- თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად,- ვიცი, შენთვის მტკივნეული თემაა, ძნელია გაიხსენო ის რაც მოხდა, ამიტომაც არ გაძალებ. ნელ- ნელა გავიხსენოთ ყველაფერი, ისე, რომ გული არ გეტკინოს. თუ გინდა, შემიძლია დაგასვენო ან სახლში გაგიშვა და სხვა დროს შევხვდეთ ერთმანეთს,- ბებიამისს გახედა და მერე მე მომიბრუნდა. - შეიძლება ბებო გარეთ რომ გავიდეს? მოხუცია და არ მინდა ცუდად გახდეს,- როგორ შემეძლო მის ამ თხოვნას არ დავთანხმებოდი? თინას ვთხოვე, რომ გარეთ გასვლაში დახმარებოდა. გარეთ რომ გავიდნენ და თინა უკან დაბრუნდა, ისევ განაგრძო,- მამაჩემმა მითხრა, რომ უკვე დიდი გოგო ვიყავი და დრო იყო რაღაც საიდუმლოებები გვქონოდა. - გთხოვ, მომიყევი ამის შესახებ. - ჩემს დაბადების დღეზე, მაშინ, როცა ბებო სახლიდან გავიდა, მამამ მითხრა, რომ დრო იყო საიდუმლო თამაშები დაგვეწყო, რადგან უკვე გავიზარდე. მერე მთხოვა მისთვის საფერფლე მიმეტანა და დივანზე მის გვერდით დავმჯდარიყავი,- წამიერად ისევ დუმილი ჩამოწვა, გოგონამ ჯერ თინას გახედა, მერე დაჩის და მისთვის თვალმოუშორებლად განაგრძო,- ვიცი, პატარა გგონივართ, მაგრამ იმაზე მეტი ვიცი ვიდრე თქვენ გგონიათ. მამაჩემის გვერდით დავჯექი თუ არა, ის ისე შემეხო, თავი უხერხულად ვიგრძენი და მაშინვე წამოვდექი. ამის გამო გაბრაზდა და მიყვირა. - შემდეგ რა მოხდა? - ისიც წამოდგა და მკლავებში ჩამავლო ხელები, ასე მითხრა მე მამაშენი ვარ და რასაც გეტყვი იმას გააკეთებო. მერე თმაში წამავლო ხელი და ჩემს ოთახში ჩამკეტა, სანამ ბოდიშს არ მომიხდი, აქედან ცხვირსაც ვერ გამოყოფო. - შემდეგ რა მოხდა? - ბოდიში არ მომიხდია, მე ხომ არაფერი დამიშავებია? - ოთახიდან როგორ გამოხვედი? - ბებო რომ მოვიდა, გამომიშვა. - მან იცოდა, რომ ოთახში მამაშენმა გამოგკეტა? - არა, მას უბრალოდ ეგონა, რომ ვისვენებდი. - კარგი, და მამამ ოთახიდან გამოსული, რომ დაგინახა რა გითხრა? - მამა სახლში არ იყო, შუა დღისას ყოველთვის სადღაც მიდის ხოლმე. - კარგი. შენ მითხარი, რომ, როცა მის გვერდით დაჯექი, ის ( მამა) ისე შეგეხო, რომ თავი უხერხულად იგრძენი და მაშინვე წამოდექი. მომიყევი ამის შესახებ. - კარგი,- წამით ჩაფიქრდა და შემდეგ განაგრძო,- დედიკოს გამოგზავნილი შვინდისფერი კაბა მეცვა, აქ ( მუხლზე მიუთითებს) ოდნავ ჩახსნილი იყო და რომ დავჯექი შიშველი ფეხი გამომიჩნდა. სანამ დავჯდებოდი, მამაჩემი დივნის საზურგეზე იყო მიყრდნობილი და თავზე ჰქონდა ხელის გულები ჩამოლაგებული. რომ დავჯექი, წინ წამოიწია, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა. ვერ ვიტან სიგარეტის სუნს, მაგრამ ამას ყურადღებას არასდროს აქცევს. - შემდეგ რა მოხდა, როცა უკვე მის გვერდით იჯექი და მან სიგარეტს მოუკიდა? - უცნაურად მიყურებდა, ხან იღიმებოდა, ხან წარბებს კრავდა, რამდენჯერმე ტუჩებიც გაილოკა. მერე შიშველ ფეხზე შემეხო. - ზუსტად რა ადგილას, შეგიძლია მითხრა? - კი. აი აქ,- მუხლის ჩაშკაზე მიმითითებს,- ჯერ თითები ოდნავ შემახო, მერე თეძოზე ამისრიალა. - და შენ მაშინვე ადექი? - კი, მაშინვე. - კარგი, და მერე მან გიყვირა და ოთახში ჩაგკეტა? - დიახ. - კარგი. იმ დღის შემდეგ თუ კიდევ გაუკეთებია მსგავსი რამ? - იმ ღამით, ჩემი დაბადების დღე რომ დაღამდა, მე და ბებო დასაძინებლად დავწექით. მე პატარაობიდან მარტო მძინავს. მამა მაშინ სახლში ჯერ კიდევ არ იყო მოსული, ხშირად აკეთებდა ასე და ჩენ აღარ დავლოდებივართ მას. ძილბურანში კარის ჯახუნის ხმა გავიგე, მივხვდი, რომ მამაჩემი იქნებოდა და აღარ შემშინებია. - შემდეგ რა მოხდა? - ცოტახნის მერე, რაღაცამ გამომაღვიძა. - რა იყო ეს? - მამაჩემი. - რა მოხდა? - ის საწოლზე ამოვიდა და თმაზე ფერება დამიწყო, მე თავი მოვაჩვენე თითქოს მეძინა. - კარგი. შენ თქვი, რომ საწოლზე ამოვიდა, გადასაფარებელზე იწვა თუ მის ქვეშ? - არა, ზემოდან. - კარგი. უფრო მეტი მომიყევი ამის შესახებ. - ის ( მამა) საწოლზე იწვა და თმაზე მეფერებოდა, თან რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ არ მახსოვს, მართლა. საშინელი სასმლის და სიგარეტის სუნი ასდიოდა ერთდროულად, ძალიან მთვრალი იყო, ძალიან. მერე გადასაფარებლის გადახდა დამიწყო, მაგრამ ძლიერად დავიჭირე და ვერ შეძლო. - შემდეგ რა გააკეთა მან? - თავის მხარეს გადასაფარებელი ასწია და შიგნით შემოწვა. მერე პიჟამის ქვეშ შემიცურა ხელი და ზევით აასრიალა. - შეგიძლია მანახო, სად ზევით? - კი, აი ასე ქნა და...,- ხელით მაჩვენა მუცლიდან მკერდისკენ მიმართულება,- მკერდზე რომ შემეხო საწოლიდან წამოვხტი და ოთახიდან გავიქეცი. - კარგი. მან რამე გითხრა, მაშინ, როცა საწოლიდან წამოდექი და ოთახიდან გასასვლელად წახვედი? - მან მითხრა,- ციტირებს,- ,,ახლა თუ არა, ერთ დღეს მაინც ჩემი გახდები, ჩემო პატარა ძუ*კნა“. - კარგი. და შემდეგ რა გააკეთე როცა შენი საძინებლიდან გამოხვედი? - ბებიას საძინებელში შევედი და მას მივუწექი. - გკითხა რამე? - არა. - შენ უთხარი რამე? იის, რაც მამაშენმა გააკეთა, - უარის ნიშნად თავი გააქნია,- არ გაჰკვირვებია იმ დროს, რომ მიხვედი მასთან? - არა, რადგან მანამდეც გამიკეთებია ასე. - კარგი. მაგ დღის შემდეგ, შენი დაბადების დღის შემდეგ, კიდევ იყო ასეთი შემთხვევა? - კი, ერთხელ. - მომიყევი ამის შესახებ. - ორი კვირის წინ, მანამ, სანამ მამას დაიჭერდნენ ერთი დღით ადრე, მე ისევ მარტო დარჩენა მომიწია მასთან და შემეშინდა, რადგან მახსოვდა მან ბოლოს რაც მითხრა,- ისევ ციტირებს,- ,, ახლა თუ არა, ერთ დღეს მაინც ჩემი გახდები, ჩემო პატარა ძუ*კნა“. - რა გააკეთე მაშინ, როცა მასთან მარტო დარჩენა მოგიწია? - მისგან თავს შორს ვიჭერდი, ვცდილობდი ოთახიდან არ გავსულიყავი და თუ გასვლა მომიწევდა, მალე დავბრუნებულიყავი უკან. ჩემი ოთახის კარს შიგნიდან ვკეტავდი, რადგან მეშინოდა,- ტირილს იწყებს. ჩემი ჩანთიდან ერთჯერად ხელსახოცს ვიღებ და ვაწვდი, ველოდები როდის დამშვიდდება, რომ გაგრძელება შეძლოს,- ის მამაჩემია,- ცრემლებს ამოაყოლა,- და მიყვარს, ესე რატომ იქცეოდა, რა დავუშავე?- გული ამიჩუყდა მის შემხედვარეს,- ერთ პერიოდში საპირფარეშოში გავედი და,- განაგრძო ისევ,- უკან რომ ვბრუნდებოდი, ის მისაღებში აღარ იყო. მეგონა სამზარეულოში იყო გასული, არც მიფიქრია, რომ ჩემს ოთახში შევიდოდა. ჩემს ოთახში რომ შევედი, კარის უკნიდან გამოვარდა და პირზე ამაფარა ხელი, მინდოდა მეყვირა, მაგრამ ტუჩებიდან ვერ ვიშორებდი მის ხელს. მერე საწოლზე დამაგდო და ზევიდან დამაჯდა. - შეგიძლია უფრო დაწვრილებით აღმიწერო დროის ის მონაკვეთი, როცა პირზე აგაფარა ხელი, მანამ, სანამ საწოლზე დაგაწვენდა? - მე მას ვუძალიანდებოდი. - როგორ უძალიანდებოდი. - ვცდილობდი მისი ხელებიდან გავმსხლტარიყავი, რომ ვინმესთვის შველა მეთხოვა. - მაგრამ ვერ შეძელი. - ვერ შევძელი რადგან ის დიდია, მე კი პატარა. - კარგი. განაგრძე იქიდან სანამ შეგაწყვეტინებდი. - მან საწოლზე დამაგდო და ზევიდან დამაჯდა. - მაჩვენე სად. - აი აქ,- სხეულის ქვედატანზე იდებს ხელს,- ძალიან მეტკინა, მძიმე იყო. - კარგი, მერე რა მოხდა, როცა ზევიდან დაგაჯდა? - ძალიან მძიმე იყო და მეტკინა. - გასაგებია. - ცალი ხელით ხელები გამიკავა თავს ზევით, მეორე ხელს კი პირზე მაფარებდა. - რომელი ხელით გაგიკავა ხელები? - მარჯვენათი. - რას გეუბნებოდა მაშინ, როცა შენს ხელებს აკავებდა? - მითხრა,- ციტირებს,- ,,ხომ გითხარი, რომ ადრე თუ გვიან მაინც ჩემი გახდებოდი მეთქი“. - კარგი. შემდეგ რა მოხდა? - მე ვცდილობდი გავხცეოდი მას, ფეხებს ვიქნევდი, ხელების გათავისუფლებას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა, ის ძლიერი იყო. - კარგი. - მერე, როგორღაც მოვახერხე და იმ ხელის გულზე ვუკბინე, პირზე რომ ჰქონდა ჩემთვის აფარებული. მან იყვირა და შემდეგ დამარტყა. - სად დაგარტყა? - აი, აქ,- მარჯვენა ლოყაზე უთითებს. - მუშტი თუ გაშლილი ხელი? - არა, გაშლილი ხელი დამარტყა. - კარგი. შემდეგ რა მოხდა? - მერე ყელზე და აქ დამიწყო კოცნა,- ლავიწზე უთითებს,- არ მახსოვს ამას რა ჰქვია. მერე ის ხელი, რომლითაც ხელებს მიჭერდა ყელში წამიჭირა, მეორეთი კი ,, საროჩკის“ ღილების გახსნა დამიწყო. ვეღარ ვსუნთქავდი, ყელი ძალიან მეტკინა. ვიცი, რომ, როდესაც ადამიანს სუნთქვა არ შეუძლია, ის კვდებ, მეც ვიცოდი, რომ მალე მოვკვდებოდი და ლოცვა დავიწყე. გულში მამაოჩვენოს ვიმეორებდი და ღმერთს ვთხოვდი, რომ ჩემი საყვარელი ხალხი დაეცვა ყველანაირი ტკივილისგან,- თვალები ამიცრემლიანდა, ბავშვს თვალი ავარიდე და თინას გავხედე, ფანჯრისკენ მიბრუნებულიყო და ლოყებზე ჩამომავალ ცრემლებს შეუმჩნევლად იწმენდდა,- მე ვიცოდი, რომ ვკვდებოდი და ამიტომ ჩემთვის აღარაფერს ვთხოვდი ღმერთს,- განაგრძო ისევ. ახლა დაჩის გავხედე, დაკითხვის ჩასაწერი ფურცლებში ჰქონდა თავი ჩარგული და ნახევარ სახეზე ხელი აფარებული, მივხვდი არც მის გულს ასცდენია ბავშვის მონაყოლი, თავი ხელში ავიყვანე და გოგონას მივუბრუნდი. - გასაგებია,- ხმაში გაბზარვა მეტყობოდა, ვიგრძენი, როგორ ერთდროულად როგორ შემომხედეს დაჩიმა და თინამ. - ერთადერთი იმის მეშინოდა იმ დროს, ბებო რომ სახლში დაბრუნდებოდა, მისთვისაც არ დაეშავებინა რამე,- მოყოლას მორჩა და ცრემლები მოიწმინდა სახიდან. სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი, ძალიან მიჭირდა გაგრძელება, მაგრამ ამის გარეშეც არაფერი იქნებოდა, ეს ჩემი სამსახური იყო. - კარგი, ლიზა, მინდა დეტალურად გაიხსენო შემდეგ რა მოხდა? - ხელებს ვეღარ ვიმორჩილებდი და უღონოდ მეგდო საწოლზე. დაბურული მხედველობით ძლივს გავარჩიე ეშმაკურად მოღიმარი მამაჩემის სახე და მისი ხელის სწრაფი მოძრაობა, რომელმაც შარვლის ღილი და ,, ზმეიკა“ შემიხსნა და ქვევით ჩამიწია. მერე არ ვიცი, მომეჩვენა, რომ გურამი ბიძია არსაიდან გაჩნდა ანგელოზის ფრთებით და მამა მომაშორა. მერე არ მახსოვს, მეგონა მკვდარი ვიყავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეძინა და საავადმყოფოში ვიყავი. რომ გავიღვიძე ბიძია და ბებო დავინახე და ძალიან გამიხარდა. ექიმმა თქვა ასეთი ყოჩაღი გოგო ჯერ არ მყოლიაო, ისე მალე გამოჯანმრთელდა ვერც კი მოვასწარი მისი გაცნობაო. - კარგია, ძალიან კარგი. გურამი ბიძია ახსენე, მომიყევი მასზე, ვინ არის?! - გურამი ბიძია დედაჩემის ძმა არის, სოფელში ცხოვრობს თავის ცოლთან და ორ შვილთან ერთად და ხშირად ვერ ჩამოდის ხოლმე. იმ დღეს უნდოდა სიურპრიზი მოეწყო ჩვენთვის და ჩუმად დაგვმდგომოდა. ნამდვილი ანგელოზია ჩემი საყვარელი ბიძია,- სახეზე ღიმილმა გადაურბინა, თვალებზე მომდგარი უკანასკნელი ცრემლები მუშტებით მოიწმინდა და უფრო ფართო ღიმილი მიიკერა სახეზე, ეტყობოდა, საყვარელი ხალხის გახსენება ამშვიდებდა და ახარებდა. - კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ, ოდესმე მამას შენთან უხსენებია სხვა გოგონები, რომელთანაც იგივე ნაირად მოიქცა? - არა, არასოდეს. - კარგი. მამას გარდა, კიდევ ვინმეს თუ უცდია შენთვის ისე შეხება, რომელიც უხერხულად გაგრძნობინებდა თავს? - არა, არასოდეს. - კარგი, ახლა ცოტახნით უნდა გავიდე და შევისვენო და სანამ დავბრუნდები, მინდა, რომ დაფიქრდე, კიდევ რამე ხომ არ დაგრჩა ისეთი, რის თქმაც გინდოდა და დაგავიწყდა. კარგი? - კარგი. - თინა აქ იქნება სანამ მე დავბრუნდები, კარგი? მას უთხარი რაც გინდა და მოგიტანს. - კარგი,- თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და თბილად მომღიმარ ქალს გახედა. დაჩი ვიხმე და კაბინეტიდან გავედით, დერეფანში გოგონას ბებია დაგვხვდა, როგორც კი დაგვინახა ფეხზე მის გვერდით მჯდომი დაცვის დახმარებით გაჭირვებით წამოდგა და ჩვენსკენ წამოვიდა. - როგორ არის, შვილო, ჩემი შვილიშვილი? ხომ კარგად არის? ხომ არაფერი სტკივა? მითხარი, შვილო, თორემ დაცვა გადავრიე ჩემი წუწუნით. - ყველაფერი კარგად არის, ქალბატონო, არ ინაღვლოთ, თქვენი შვილიშვილი თავს ძალიან კარგად გრძნობს. - უი შენ გაიხარე, შვილო, ჯანმრთელი იყავი და მუდამ გახარებული, - ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და საკოცნელად დაიხარა. - არა, რას აკეთებთ, არ არის საჭირო. - ჩემი გოგოს ასაკისა იქნები, ღმერთმა არ მოგცეს ის სიმწარე, რაც მე და ჩემმა შვილმა გამოვიარეთ, შვილო. ერთმანეთს ტკბილად შეაბერდით, ისე უხდებით ერთმანეთს, უცხო თვალი ვერ დაგიწუნებთ, - ხელები გაშალა და მე და დაჩი შიგნით მოგვიქცია. - მადლობა ბებო, მაგრამ ჩვენ ცოლ- ქმარი არ ვართ,- თავი იმართლა მისი მკლავიდან დაძვრენილმა დაჩიმ,- ქალბატონი ეკატერინე ჩემი რძალია. - უი, მომიკვდეს თავი, ეს რა გითხარით, მაპატიეთ შვილებო, ისე უხდებით ერთმანეთს ცოლ- ქმარი მეგონეთ მართლა. - კარგით, არაუშავრს. თუ გნებავთ შებრძანდით თქვენს შვილიშვილთან, ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით,- თავი დავუკარი და გვერდით გავდექი რომ გამეტარებინა. გვერდით რომ ეჯდა იმ დაცვამ ხეკავი გამოსდო და დაჩის კაბინეტისკენ წაიყვანა. რამდენიმე წუთით დერეფანში ვიჯექი და ვფიქრობდი იმაზე, რაც მოვისმინე. იმან, რაც გოგონამ მოყვა, ძლიერ იმოქმედა ჩემზე, განსაკუთრებით ბოლო სიტყვებმა, თავის გადასარჩენად კი არა, საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნას შესთხოვდა ღმერთს. ეს ბავშვი ნამდვილი ანგელოზი იყო იმ ჯოჯოხეთში, რომელსაც ოჯახი ქვია, მისი მამა კი ამ ჯოჯოხეთის მმართველი აღმოჩნდა. ჩვეულებრივ, ბევრი საშინელი რამ, რაც ბავშვებს შემთხვევიათ, მოუყოლელი რჩება. ბავშვი ნაკლებად საუბრობს იმის შესახებ, თუ რა დაიმახსოვრეს და რა გაიხსენეს გადატანილ ძალადობასთან დაკავშირებით. ბევრმა ბავშვმა ისეთი რამ გადაიტანა, რომელზეც საუბარი არ სურთ, თუმცა მან შეძლო და მოყვა ის, რისი გახსენებაც მისთვის საკმაოდ მტკივნეული იყო. ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, მხარზე დაჩი, რომ შემეხო და გამომაფხიზლა. მითხრა, რომ შესვენების დრო ამოიწურა და დრო იყო კაბინეტში დავბრუნებულიყავით დასაკითხ ბავშვთან და ბებიამისთან. გზაშე კიდევ ვფიქრო, ხომ არ იყო რაიმე რაც გამომრჩა და რის შესახებაც გოგონას არ ვკითხე, მაგრამ არაფერი გამხსენებია. ამაზე დაჩისაც ვკითხე და მან მიპასუხა : - არ მაქვს რაიმე კითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით, კატო, გოგონამ ისე დაწვრილებით მოგვიყვა ყველაფერი, კითხვა რაღაზე უნდა დაუსვა?- მხრები ავიჩეჩე და კარი შევაღე. დასაკითხი თავის ადგილას იჯდა და მელოდა, ქალს სკამი შვილიშვილთან მიეჩოჩებინა და მხრაბზე ეფერებოდა. ეს ისეთი შესანიშნავი და თბილი სანახაობა იყო, არ მინდოდა ამ იდილიის დარღვევა, მაგრამ დაკითხვას უფრო მეტი ხნით ვეღარ გავწელავდი, ბავშვს დაღლილობა შესტყობოდა თვალებზე. ოთახში შევედი და მათ წინ, ჩემ ადგილას დავჯექი, დაჩი გვერდზე მომიჯდა და კითხვარი ხელში დაიჭირა. - მადლობა, რომ დამელოდე. - არაფრის. - სანამ გასული ვიყავი, რამე ხომ არ გაგხსენებია ისეთი, რისი თქმაც გინდოდა და წეღან დაგავიწყდა? - არა, არაფერი. - კარგი. კიდევ რამდენიმე შეკითხვა მაქვს და მერე გაგიშვებ, კარგი? - კარგი. - ვინმემ გითხრა, დღეს ჩემთვის რა უნდა გელაპარაკა? - კი, გურამი ბიძიამ. მან თქვა,- ციტირებს,- ,, არ მოიტყუო. მოინდომე და რაც შეიძლება მეტი გაიხსენე.“ - კიდევ რამე? - მან მითხრა, რომ ყველაფერი მომეყოლა, რაც ვიცი. - კარგი. მასე მოიქეცი? - კი. - ყველაფერი რაც გახსოვს? კარგი. იცი კიდევ ვინმე, ვისაც რაიმე არასწორი გადახდა თავს? - არა. - კარგი. გინდა რამის თქმა? ან რამის შეკითხვა ხომ არ გინდა? - არა. - კარგი, მაშინ, თუ ჩემთან დალაპარაკება მოგინდება ან რამის თქმა გენდომება ან შეკითხვა გექნება, ბარათს მოგცემ, ჩემი ტელეფონი წერია. შენს ბებიასაც მივცემ ასეთივე ბარათს და ერთს კიდევ შენი ბიძიასთვის გაგატან. მპირდები, რომ დამირეკავ თუ რამის თქმა ან კითხვა მოგინდება ჩემთვის? - გპირდებით,- გაწვდილი ბარათები გამომართვა და ფართოდ გამიღიმა, მის სახეზე ცოტახნის წინანდელი ტკივილი სულმთლად გამქრალიყო, ახლა მხოლოდ დაღლილობა იკითხებოდა მისი თვალებიდან. - მადლობა, რომ ამდენი დრო დამითმე, ბევრი რამე მითხარი და ყურადღებიანი იყავი. - არაფრის. - დღეს აქედან რომ წახვალ, რის გაკეთებას აპირებ? - გურამი ბიძია გარეთ გველოდება მანქანით მე და ბებოს, შემპირდა, რომ შეიკის საჭმელად წამიყვანდა ვენდისში. მერე მე და ბებო ნამცხვრის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან დღეს დედა ჩამოდის და გვინდა სიურპრიზი მოვუწყოთ. გურამი ბიძიამ თავისი ცოლი და შვილები ჩამოიყვანა და სანამ დედა ჩამოვა ჩვენ მულტფილმის ყურებას ვაპირებთ. - კარგი გეგმები გქონია. - კიი, ასეა, შვილო. ჩემი გოგო ჩამოდის და აღარ წავა საერთოდ, ლიზიკოს შეპირდა, რომ აღარასდროს დატოვებს მარტოს. - ძალიან კარგი. მაშინ დაგემშვიდობებით მე, წარმატებები სწავლაში და ცეკვაში, ჩემო საყვარელო გოგონა,- ცდუნებამ წამძლია და ბავშვს ჩავეხუტე. ( ინტერვიუ მთავრდება 2020 წლის 10 სექტემბერს, 15: 30) *** იმ დღეს დაჩი სამსახურიდან ადრე გათავისუფლდა და სახლში წამიყვანა. ზურამ და მან ცოტა ისაუბრეს, დალიეს და მალევე წავიდა. ორი დღე იყო გასული გოგონას დაკითხვიდან და ის აზრი, რომ რაღაც კითხვა დასასმელი დამრჩა, არ მასვენებდა. არც მას დაურეკავს ამ ორი დღის განმავლობაში, არც ბებიამისს და არც ბიძამისს, ეს კი ჩემთვის უსიამოვნო შეგრძნება იყო. მინდოდა დაერეკათ და ეთქვათ, იცით რაა, კატო, ჩვენი ლიზიკო თავს ძალიან კარგად გრძნობს და და მოკითხვას გითვლით, მაგრამ ჩემი ტელეფონი ისევე დუმდა, როგორც მე ვდუმდი ამ საქმეზე. დამნაშავე მამის სასამართლო პროცესამდე ერთი დღე იყო დარჩენილი, რომ დაჩიმ დამირეკა და მითხრა - ,, ყველაფერი კარგად იქნება, კატო, დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება“. მე მას ვკითხე შემეძლო თუ არა მეც დავსწრებოდი სასამართლო პროცესს, ის კი შემპირდა, რომ ამის შესახებ მოსამართლეს დაელაპარაკებოდა. იმ დღემ მშვიდად ჩაიარა ბევრისთვის, მე კი ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი და ნერვიულად დავდიოდი აქეთ- იქეთ. ზურა სახლში არ იყო, რომ მასთან მესაუბრა, გულში ვატრიალებდი ყველაფერს და ვგრძნობდი არ ვიყავი კარგად. ყველაფრის გულთან მიტანა არ მშვევია, მაგრამ ეს თითქოს მე ვიყავი, მე განვიცდიდი ყველაფერ იმას, რასაც ის გრძნობდა სახლში ყოფნისას, თითქოს ის კაცი ლიზას კი არა მე მეხებოდა, ჩემ გაჩუმებას ცდილობდა, ყელზე მიჭერდა ხელს და მგუდავდა. ლიზა მაშინ საყვარელ ადამიანებზე ლოცულობდა და მე რას გავაკეთებდი? ეგოისტურად ჩემი სიცოცხლის გადარჩენას შევთხოვდი, თუ მასსავით ჩემთვის ძვირფასი ადამიანების კარგად ყოფნას ვისურვებდი? რა მოხდებოდა, ბიძამისს რომ ვერ მიესწრო?!- იქნებოდა მსხვერპლი და მე ვერ შევხვდებოდი ლიზას. ჩემი ორსულობის გამო ტოქსიკოზი დამჩემდა. სააბაზანოდან გამოსულმა დივნამდე ძლივს მივაღწიე და გულაღმა გავწექი, იმედი მქონდა, რომ ეს საშინელი შეგრძნება გადამივლიდა. სამსახურიდან გვიან დაბრუნებულმა ზურამ ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ჩანთა გვერდზე მიაგდო და მე მომმარდა. მზრუნველობის გამოჩენაში ბადალი არ ჰყავდა, ამდენი ხანი იყო ბავშვს ნატრობდა და აუხდა კიდეც, ახლა ცდილობდა ყველანაირი კომფორტი შეექმნა ჩემთვის და ცივ ნიავს არ მაკარებდა. ძლივს დავამშვიდე და დავაჯერე, რომ კარგად ვიყავი, არადა თავი ისე ძლიერ მტკიოდა, ლამის გამსკდომოდა, ხელებიც გაყინული მქონდა და მციოდა, მაგრამ არ მინდოდა მისთვის ეს დამენახვებინა. სამზარეულოში ჩემთვის და ზურასთვის ჩაის ვამზადებდი, როცა ჩემმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო. უცხო ნომერი. არანაირი წარმოდგენა, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. ვუპასუხე და იმ ადამიანის ხმა გავიგე, ვისაც ველოდი ამ ორი დღის განმავლობაში. - ქალბატონო ეკატერინე, როგორ ბრძანდებით?- ლიზას ხმა გაისმა ყურმილის მიღმიდან, გულში ჩამეღვარა სითბო, ყველა ის დაძაბულობა, რაც მთელი დღეების განმავლობაში მტანჯავდა სრულიად ჩამომეხსნა. - კარგად ვარ, ლიზა, შენ როგორ ხარ? - მეც კარგად. თქვენ ხომ მითხარით, თუ დალაპარაკება მოგინდება ჩემთან დამირეკეო და მეც გირეკავთ. გურამი ბიძიას ვთხოვე თქვენთან დაერეკა, რომ დაგლაპარაკებოდით. - ძალიან კარგი, მიხარია, რომ გაგახსენდი. ჩემთან რაზე გინდა საუბარი, რამე გაგახსენდა კიდევ? - არა. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ხვალ მამაჩემის სასამართლოა და თუ შეძლებდით მოსვლას, გნახავდით. კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ დედა ჩამოვიდა და შემპირდა, რომ აღარასდროს წავიდოდა ჩემგან. სამსახურს აქ იპოვის და მისი წასვლა აღარ გახდება აუცილებელი. კიდევ მინდოდა მეთქვა, რომ ბიძიამ მე და ჩემს ბიძაშვილებს ლეკვები მოგვიყვანა და მე მას კატო დავარქვი, ხომ არ გეწყინათ? გავიგე თქვენმა მეგობარმა რომ დაგიძახათ კატო და ამიტომ ვქენი,- ბედნიერებისგან ცრემლები წამომივიდა, ბავშვს ისე მოვეწონე, რომ მისი ყოველი სიხარულის ჩემთვის გაზიარება გადაწყვიტა. - არა, ძვირფასო, არ მწყენია,- ძლივს ამოვილაპარაკე ყელში ბურთ გაჩხერილმა. - კიდევ მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ ჩემი ფსიქოლოგი იყავით, თქვენ ისეთი კარგი ხართ... - მადლობა. - მადლობა თქვენ, ქალბატონო ეკატერინე,- ქალის ხმა მომესმა კიდევ. - ბებიაც მადლობას გიხდით. დედას, ბიძიას, ბიცოლასა და ჩემს ბიძაშვილებს მოვუყევი როგორი კარგი ხართ და ისინიც მადლიერები არიან თქვენი. დედას უნდა, რომ ერთ დღეს ჩვენთანაც მობრძანდეთ. - მადლობა დაპატიჟებისთვის, ლიზა, ერთ დღეს აუცილებლა გეწვევით. - ხვალ ხომ მოხვალთ სასამართლოში? - მოვალ, აუცილებლად მოვალ და შენ გვერდით ვიდგები ბოლომდე. - მადლობა. ნახვამდის. - ნახვამდის,- ტელეფონი გავთიშე თუ არა, მაშინვე ტირილი ამიტყდა. ასეთი კარგი, ასეთი თბილი ბავშვი და ის ლამის სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ნუთუ ამდენი მანიაკი უნდა არსებობდეს საქართველოში? ამდენი ავადმყოფი, რომლებიც ჟინს ბავშვებთან იკლავენ. *** მეორე დღეს, თორმეტ საათზე უკვე თბილისის რაიონული სასამართლოს წინ ვიდექი და ლიზას ველოდებოდი. პროცესი პირველის ნახევარზე იყო ჩანიშნული და მე უკვე ნერვიულობას ავეტანე. დაჩი უკვე შენობაში იყო და ემზადებოდა, საჭირო საბუთებს ამზადებდა და სიტყვას იმეორებდა. ხალხს ჰგონია, რომ როცა პროკურორი მოსამართლის წინაშე გამოდის, ის იქვე წერს ტექსტს გონებაში და წამებში ხმამაღლა იმეორებს, თუმცა არც ისეთი ადვილია ეს ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. როგორი გამოცდილი პროკურორი, მოსამართლე ან ადვოკატიც არ უნდა იყოს, წინ შპარგალკა ყველას უდევს. ჩემ წინ მანქანა რომ გაჩერდა, ლიზამ მაშინვე გააღო უკანა კარი, მანქანიდან გადმოხტა და ჩემსკენ გამოიქცა ჩასახუტებლად. ვაღიარებ, მის ამ საქციელს არ ველოდი, დიდი ხნის ნაცნობივით მომეკრო და ჩამეხუტა. მერე დავინახე ახალგაზრდა ქალი რომ მოდიოდა ჩვენკენ და ხელკავით ლიზას ბებია მოჰყავდა, ალბათ გოგონას დედაა, გამიელვა თავში და მათ გავუღიმე. - მადლობა,- მომიახლოვდა თუ არა მაშინვე მითხრა ლიზას დედამ,- მადლობა, რომ ჩემს შვილს დაეხმარეთ. თქვენ მე არ მიცნობთ, მე ლიზას დედა ვარ, თამუნა. - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ქალბატონო თამუნა. მე ეკატერინე მქვია, ალბათ იცით, რომ სასამართლო ფსიქოლოგი ვარ. - კი ვიცი, მიხარია, რომ ლიზას ფსიქოლოგი გახდით,- ღიმილით დავუქნიე თავი და მოვუბოდიშე, რადგან ჩემი ტელეფონი რეკავდა. - ხო, დაჩი... - სად ხარ, არ მოდიხარ? - ლიზას ოჯახთან ერთად ვარ ახლა და შემოვალთ უკვე შენობაში. - შენს პროცესზე დასწრებაზე ვესაუბრე მოსამართლე და უფლება დაგრთო, როგორც მსხვერპლის ფსიქოლოგს. - აუ რა კარგია. მადლობა რაა...,- ტელეფონი გავთიშე და სასამართლოში შემავალ ლისაზ ოჯახს მივყევი,- ახლა ველაპარაკე პროკურორს, რომელიც მონაწილეობას იღებს პროცესში, დაჩი ხომ გახსოვთ, მაშინ ჩემთან ერთად იყო,- ბებიამ და შვილიშვილმა თავი დამიქნიეს,- პროკურორი იქნება განხილვაზე და ეცდება, რომ დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს. - მადლობა, შვილო,- ბებიამ ხელზე ხელი მომკიდა დათბილად გამიღიმა, - შენ, რომ არა არ ვიცი რა გვეშველებოდა. - ყველაფერი კარგად იქნება, შებრძანდით და ადგილები დაიკავეთ. - თქვენ არ მოდიხართ?,- ხელი მომკიდა ლიზამ და თავისკენ შემაბრუნა. - დაჩის ველოდები და მეც მოვალ, შენ გვერდით ადგილი შემინახე, კარგი? - კარგი,- შევიდა და დედამისის გვერდით დაჯდა, გვერდითა სკამზე კი თავისი პატარა ჩანთა დადო ადგილის დასაკავებლად. დაცვა ეჭვისთვალით მიყურებდა. არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე გარეშე პირების დასწრება კატეგორიულად აკრძალული იყო, მე კი გარეშე პირად ვითვლებოდი. ბოლოს, როგორც იქნა დაჩი მოვიდა და დაცვას ჩემ შესახებ უთხრა, მანაც თავი დაგვიქნია და შესვლისთანავე აუდიტორიის კარი დახურა. სასამართლომ მშვიდად ჩაიარა, არ ყოფილა არც ერთი მხარის მიერ საზღვრებს გადაცდენა. დამნაშავე მამა თითქოს ინანიებდა თავის საქციელსო, წარბები საწყალობლად აეზიდა ზევით და ხან ცოლს უყურებდა, ხანაც შვილს. დაჩის სიტყვით გამოსვლა უნაკლო აღმოჩნდა, დამაჯერებელი და დამარწმუნებელი ყველაფერ იმაში რასაც ამბობდა. დამნაშავის ადვოკატი იფიცებოდა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია და ის რაც ლიზამ მოყვა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მან ასევე თქვაა, რომ გოგონას პატარა ასაკის გამო, მისმა დედამ და ბიძამ ისარგებლეს და შთააგონეს ის რაც სინამდვილეში არც კი მომხდარა. მოსამართლის კითხვაზე, თუ საიდან გაჩნდა საავადმყოფოს დასკვნები ბავშვის უგონო მდგომარეობის მიყვანის შესახებ, მან პასუხი არ გასცა და ისევ გაიმეორა წინადადება, რასაც გამუდმებით იმეორებდა- ,, ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ძალიან უყვარს საკუთარი შვილი და მას არასდროს არაფერს დაუშავებდა. შესაბამისად იის, რაც გოგონამ მოყვა არის მტკნარი სიცრუე“. ამაზე მოსამართლემ თავი გაიქნია და ცინიკურად ჩაეღიმა. გამაკვირვა ლიზას თავდაჯერებულობამ, როცა დასაკითხ ტრიბუნასთან გაიხმო მოსამართლემ, ის ამაყად წამოდგა და მხრებში გაშლილი, თავაწეული გავიდა კითხვებზე პასუხის გასაცემად. ერთი წამითაც არ გაუხედავს მამამისისკენ, რადგან ის ახლა უკვე უცნობი მამაკაცი იყო მისთვის და სამუდამოდ ასე იქნებოდა. პროკურორისა და ადვოკატის კითხვებს ისე დამაჯერებლად პასუხობდა, გეგონებოდა, რომ იქ არა ბავშვი, არამედ სრულიად ჩამოყალიბებული ქალი იდგა, რომელიც საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ყველაფერზე იყო წამსვლელი. კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, მოსამართლემ მისი სასამართლო დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა და ისიც ბებიასთან ერთად გარეთ გავიდა. მე და ქალბატონი თამუნა პროცესზე დავრჩით. ადამიანი, რომელიც უშუალოდ შეესწრო მომხდარს, ლიზას ბიძა იყო. მოსამართლემ მოწმე იხმო ტრიბუნასთან და წინა გამოკითხვისთვის საჭირო წვრილმანები გამოჰკითხა. სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი და ა. შ. და შემდეგ დაიწყო მისი დაკითხვა მომხდარის შესახებ, პირველად დაჩი წამოდგა. - როგორც წინა სასამართლო ჩვენებაში აღნიშნეთ, თქვენ ხართ ის ერთადერთი მოწმე, ვინც დაინახა, თუ როგორ ცდილობდა მამა საკუთარი ქალიშვილის გაუპატიურებას. ასეა? - დიახ, ასეა, ბატონო პროკურორო, საკუთარი თალებით დავინახე, როგორ ცდილობდა ჩემი სიძე ჩემი დისშვილისთვის ტანისსამოსი გაეხადა. - შეგიძლიათ დაწვრილებით გვიამბოთ ამის შესახებ? - კი ბატონო. მე რაიონში ვცხოვრობ და ხშირად ვერ ვნახულობდი დედაჩემსა და ჩემს დისშვილს. ამ დღეს რაღაც საქმეზე თბილისში მომიწია ჩამოსვლა და ვიფიქრე გავახარებ ჩემებს და მათ სანახავად მივალ მეთქი. გასაღები ყოველთვის მქონდა. სანამ ჩემი და წავიდოდა იქამდე მომცა ერთი ეგზემპლარი. არ ვიცი რატომ მოიქცა ასე, ალბათ გული უგრძნობდა, რომ ერთ დღესაც ცუდი რამ მოხდებოდა მათ თავს. კარი გავაღე და შევედი. თავიდან თითქოს სიჩუმე იყო, მაგრამ მერე მომესმა რაღაც გაურკვეველი სიტყვები, სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ რა მესმოდა. თავიდან ვერ მივხვდი, მეგონა ტელევიზორი იყო ჩართული, მაგრამ მისაღებში რომ შევედი გათიშული დამხვდა. მოულოდნელად ყვირილის მაგვარი მოგუდული ხმა რომ გავიგე, მივხდი, კარგი არაფერი ხდებოდა ჩვენ თავს. ხმა ბავშვის, ჩემი დისშვილის ოთახიდან გამოდიოდა. კარი შევაღე და რას ვხედავ, ჩემი სიძე ლიზიკოს ზევიდან ეჯდა, ცალი ხელი ყელში ჰქონდა წაჭერილი და ახრჩობდა, მეორეთი კი შარვლის გახდას ცდილობდა. - საკუთარი შარვლის თუ ბავშვის შარვლის. ეს რომ დავაზუსტოთ?- სიტყვა შეაწყვეტინა მოსამართლემ. - ცდილობდა ბავშვისთვის გაეხადა შარვალი,- მოსამართლემ თავი დაუქნია იმის ნიშნად, რომ გაიგო,- ჩემს სიძეს მივვარდი და ძირს გადმოვაგდე, დავარტყი კიდეც. - რამდენჯერ დაარტყით?- ჩაერია დაჩი. - არ ვიცი, არ მახსოვს, ისე დამებინდა გონება არ ვიცი რას ვაკეთებდი. ვაღიარებ, რომ მე მას დავარტყი ერთხელ, რაც მახსოვს, მაგრამ შესაძლოა უფრო მეტჯერაც დამერტყა, მართლა არ მახსოვს. მერე ჩემს დისშვილთნ მივედი, ზევიდან აღარაფერი ეცვა, შარვალი ნახევრად გახდილი ჰქონდა, რაზეც იწვა იმ გადასაფარებელში გავახვიე და დაბლა ჩავიყვანე, საავადმყოფოში მიმყავდა მანქანით. გზიდან 112- ში დავრეკე დამნაშავე ამა და ამ მისამართზეა და დაიჭირეთ მეთქი. საავადმყოფოში რომ მივიყვანე, ექიმმა გასინჯა და დამამშვიდა, რომ სერიოზული არაფერი სჭირდა და სასიცოცხლო ნიშნები ნორმაში ჰქონდა. მაშინვე დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი ფეხი არ გამოედგა ბიძაჩემის სახლიდან, შემეშინდა, რომ შეიძლებოდა მისთვისაც რამე დაეშავებინა, სახლში მისულს. ცოტა ხნის მერე პოლიციამ დამირეკა და მითხრა, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებული იყო და მის ამოსაცნობად განყოფილებაში უნდა მივსულიყავი. ასევე მათი თქმით ჩვენება უნდა მიმეცა, მაგრამ მე ავუხსენი მას, რომ მე ვიმყოფებოდი საავადმყოფოში ჩემს დისშვილთან ერთად, რომელზეც განხორციელდა ძალადობა და მას მარტო ვერ დავტოვებდი, რაზეც ის დამთანხმდა და თავად მომაკითხა საავადმყოფოში კიდევ ერთ პოლიციელთან ერთად. ჩემი სიძე სურათიდან ამოვიცანი, და ყველაფერი ისევ ვუამბე, როგორც ახლა თქვენ გიყვებით,- დაასრულა თხრობა და ბრალდებულს ზიზღნარევი თვალებით გადახედა. - მე კითხვები აღარ მაქვს, ბატონო მოსამართლე. - თუ შეიძლება გვითხარით,- ფეხსე წამოდგა ბრალდებულის ადვოკატი,- როდესაც თქვენ საავადმყოფოში პოლიციამ მოგაკითხათ და ეჭვმიტანილის ფოტო გაჩვენათ, ჩემი დაცვისქვეშ მყოფის სახით,- ის როგორ გამოიყურებოდა? - ვერ ვხვდები, რას მეკითხებით,- თავი გააქნია მოწმემ. - ვგულისხმობ, ნაცემი იყო თუა არა? - კი, ნაცემი იყო. - ძალიან? - საკმაოდ. - ანუ, თქვენ მისთვის, ერთხელ კი არა, რამდენჯერმე დაგირტყიათ, ასე გამოდის? - ალბათ, ვერ გეტყვით, არ მახსოვს. - მოდით კითხვას გაგიმეორებთ, თქვენ ჩემს დაცვისქვეშ მყოფს ერთხელ დაარტყით თუ რამდენჯერმე? - ხომ გითხარით... - ბატონო მოსამართლე, პროტესტს ვაცხადებ,- სიტყვა არ დაასრულებინა დაჩიმ და ფეხზე წამოდგა,- მოწმემ ამ კითხვაზე თავიდანვე უპასუხა, რომ არ ახსოვდა, ერთსა და იმავეს რატომ ამეორებინებთ? ამასთანავე, ის არ უარყოფს, რომ შესაძლოა უფრო მეტჯერაც დაერტყა ბრალდებულისთვის. - პროტესტი მიღებულია,- დათანხმდა მოსამართლე და ადვოკატს მიუტრიალდა,- სხვა კითხვა დასვით. - მეტი კითხვა არ მაქვს, ბატონო მოსამართლე,- აშკარად უკმაყოფილო ადვოკატმა თავი ჩაღუნა და განაჩენს დაელოდა. - კარგით. რადგანაც არც ერთ მხარეს აღარ გაქვთ კითხვები, სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად,- მოსამართლე ფეხზე წამოდგა, ჩვენც წამოვდექით და მანამ ვიყავით ასე, სანამ მოსამართლის მანტია არ გაუჩინარდა სათათბირო ოთახში. დიდი ხანი ლოდინი არ დაგვჭირვებია, ზურას მესიჯს ვწერდი, როცა სასამართლო მდივანი შემოვიდა და თქვა: - გთხოვთ ფეხზე წამოდგეთ, სასამართლო მობრძანდება,- ჩვენც წამოვდექით ფეხზე და მის შემოსვლას დაველოდეთ. მამაკაცი თავის ადგილას დაჯდა, ჯერ ბრალდებულს და მის ადვოკატს გადახედა, მერე დაჩის და ბოლოს ჩვენ გადაგვავლო თვალი და დაიწყო. - სასამართლომ იხელმძღვანელა რა, მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებით და დაადგინა : მსჯავრდებულ მ. ა- ს მიერ ჩადენილი დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, დაკვალიფიცირდეს, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ოჯახის წევრის მიმართ და გაუპატიურების მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლის მე- 3 ნაწილის ,, ე“ ქვეპუნქტისა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე და ამავე კოდექსის მე- 19, 137- ე მუხლის მე- 3 ნაწილის ,, ე“ ქვეპუნქტის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან ცამეტ წლამდე, სასამართლო იყენებს მინიჭებულ უფლებას და ბრალდებული მ. ა- ს წინააღმდეგ გამოაქვს განაჩენი, მას მიესჯება თავისუფლების აღკვეთა თხუთმეტი წლის ვადით. დასასრული 09/12/2020 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.