შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

****

21-09-2020, 22:58
ავტორი შავი ჩაი
ნანახია 763

სად გადის ზღვარი, მწარე რეალობასა და ზღაპრულ სიზმარს შორის? ხშირად გვგონებია ჩვენი თავი სიზმარში, მაშინაც კი, როდესაც რაღაც საშინელის წინ, პირისპირ ვმდგარვართ. გვინატრია, რომ ეს უბრალოდ სიზმარი ყოფილიყო და თვალის გახელის შემთხვევაში, ისე გაჰქრებოდა, როგორც ნისლი...
***
კლარა, პატარა იყო, როდესაც მშობლები, საგზაო შემთხვევის შედეგად დაეღუპა. მასზე ყოველივემ, იმდენად იმოქმედა, რომ ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა. ამიტომ, დეიდამ და ბიძიამ, ის ქალაქის საუკეთესო ფსიქოლოგთან მიიყვანეს.
-გამარჯობა, კლარა. მე დოქტორი ჯეიმსი ვარ, მაგრამ შენ თუ გსურს, იოჰანი დამიძახე. როგორ ხარ?
-გმადლობთ, კარგად.
-იცი, გავიგე, რომ თურმე რაღაცებს ხედავ.
-დიახ-მოკლედ მოუჭრა გოგონამ.
-არ გინდა მესაუბრო?
-არა.
-კარგი, როგორც გენებოს. შოკოლადები თუ გიყვარს?
-მიყვარს.
-რომელს ინატრებდი ახლა გულით?
-შავ შოკოლადს.
-კარგი არჩევანია. გსურს ვითამაშოთ?
-დიახ-თვალები გაუბრწყინდა.
-მაშ კარგი, მხოლოდ ერთი პირობით.
-და რა პირობით?
-შენ, შენი სიზმრები უნდა გამანდო. ყოველ სიზმარზე, მე შოკოლადით დაგასაჩუქრებ.
კლარა ყოყმანებდა. არ იცოდა რა ექნა. უნდა მინსდობა ფსიქოლოგს, თუ არა, წარმოდგენა არ ჰქონდა. ამ ფიქრებიდან, ისევ ფსიქოლოგის ხმამ გამოარკვია:
-კლარა...
-დიახ, კარგი. თანახმა ვარ.
-მაშ დავიწყოთ. გისმენ...
ღრმად ამოისუნთქა კლარამ. თითქოს ყველაფერი ამ ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლაო და დაიწყო:
-ბნელ ბურუსში ვეხვევი ხოლმე. ირგვლივ სიცარიელეა და ქარის ზუზუნიც კი არ ისმის. თითქოს, ირგვლივ ვიღაც არის, მაგრამ იმდენად ვარ ამ ბურუსით მოცული, რომ ვერც კი ვარჩევ. მივდივარ სადღაც, არც კი ვიცი სად და იმის მაგივრად, რომ გავაღწიო, უფრო ვიკარგები. მე შიში მიპყრობს. ვკანკალებ. მინდა ყვირილი და დახმარების თხოვნა, მაგრამ თითქოს ხმა მიწყდება. ვამბობ რაღაც სიტყვებს, მაგრამ ეს მხოლოდ მე და ჩემს ქვეცნობიერს გვესმის, სხვა ამას ვერ იგებს. შემდეგ უეცრად...-აქ შეჩერდა კლარა. ცრემლი წამოუვიდა და დიდრონი თვალები, დოქტორს შეანათა. თითქოს და ევედრებოდა, რომ გაეჩერებინა და აღარ დაეძალებინა ახლა გაგრძელება. იოჰანი, მიუხვდა გუმანს და უთხრა:
-კარგი, კლარა. დღეისთვის საკმარისია. კარგი გოგო ხარ. ხვალ გავნაგრძოთ და ეს შოკოლადი შენ.-თბილად გაუღიმა იოჰანმა.
-გმადლობთ.
მეორე დღეს, ისევ გაგრძელდა მათი შეხვედრა.
-აბა, დღეს როგორ ხარ?
-გმადლობთ, კარგად ვარ-გაუღიმა კლარამ.
-როგორ დაიწყო დღე?
-ნორმალურად.
დოქტორი დროს წელავდა და თან ფიქრობდა, გაეგრძელებინა თუ არა საუბარი . ყოყმანებდა. არ უნდოდა, კლარა ჩაკეტილიყო და დამფრთხალიყო, თუმცა მაინც გადაწყვიტა, რომ ეკითხა:
-კლარა, შეგიძლია რომ მოყოლა განაგრძო?
-დიახ...იცით? მე შემდეგ ჩემი მშობლების სახეს ვხედავ. მიყურებენ დაჟინებით. ვგრნობ, მათ შეხებას ხელზე. თავისკენ მექაჩებიან. მინდა გავჰყვე, მაგრამ თითქოს და ერთ ადგილას ვარ მიყინული. არ მემორჩილებიან ფეხები. ვეძახი მათ, მაგრამ ჩემი არ ესმით. ვევედრები ცრემლმორეული დაბრუნებას, მაგრამ ვერ ხედავენ ისინი ჩემს სახეს. მტკივა, მაგრამ ვერ გრძნობენ...შემდეგ ვხედავ, ნელ-ნელა როგორ იმოსებიან დიდებული ნათელით, ხელს მშიშვებენ და მიიწევენ ზეცისკენ, მაღლა და მაღლა. მე კი ისევ მარტოდ ვრჩები ბურუსში, სადაც სრული სიჩუმის შემდეგ, საშინელი გოდებისა და კივილის ხმები მესმის. მაშინ ვიაზრებ, რომ იმ ავარიის დროს, გაგონილი ხმები, ჩემს სმენას იმდენად ნათლად ახსოვს, რომ სიზმარშიაც გამუდმებით მესმის. მე...მეტი აღარ შემიძლია, დოქტორო.-ფეხზე წამოდგა კლარა და სასწრაფოდ დატოვა ფსიქოლოგის კაბინეტი.

***
ხანდახან, ჩვენს ქვეცნობიერში დალექილი კადრები, ისე გაცოცხლდებიან, თითქოს და ნამდვილნი იყონ. სიზმრად ნანახს, ისე აღვიქვამთ რეალურად, რომ ჩვენც კი გვეკარგება ხოლმე ზღვარი, რეალობასა და სიზმარს შორის. კადრები, სწრაფად ცვლიან ერთმანეთს და საბოლოოდ, ერთ დიდ ზვირთად იქცევიან და შინაგანად გვაცარიელებს. გაანალიზება იმისა, რასაც სიზმრების სამყაოში ვხედავთ, ხანდახან რთულია. ხანდახან, მტკივნეულია ის, რასაც ვხედვათ, მაგრამ ხანდახან იმდენად ტკბილია, რომ არ გვინდა დასრულდეს. საოცარია, არა? ეს იმდენაც ამოუხსნელი ფენომენია, რომ არავის ძალუძს ახსნას სიზმრების რეალური დანიშნულება, ან თუნდაც მიზანი. ყველაფერი თეორიების დონეზეა და ჩვენ ამ თეორიებთან ერთად ვცხოვრობთ. ვინ იცის, იქნებ თეორიებიც მართალია, გარკვეულ ასპექტებში, მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის, ზედმეტად რთულად შესაცნობია ყოველივე...

№1  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
მოგესალმები..მწერალო(!)
კლარა ლამაზი სახელია ძალიან.
ვიცოდი რომ დადებდი, შენი ტემპის გათვალისწინებით.
იმდენად სწრაფად ვითარდები,ალბათ შენც კი ვერ ამჩნევ:)
ახლა მთავარე გადავიდეთ.
მეგობრული რჩევა: "გაჰქრებოდა" - ასეთი სიტყვა ქართულში არ არსებობს. გაქრობა - გაქრებოდა. გაითვალისწინე შემდეგში:)
სასვენი ნიშნები გამოგისწორებია,ყოჩაღ.
ყველაზე ძალიან რაც მომეწონა,შინაარსს თუ არ ჩავთვლით - დიალოგების და თხრობითი ნაწილის პროპორციულობა,ისე კარგად და ოსტატურად გადადიხარ დიალოგიდან მწერლის პოზიციაზე,რომ წყვეტას ვერ ვგრძნობ,ეს ძალიან კარგია.
იცოდე გამადიდებელი შუშით გაკვირდები[ეს ხუმრობით რათქმაუნდა]
განაგრძე წერა,ეს შენი საქმეა,ეს შენი სულია.
წარმატებები.

თქვენგან ასეთი შეფასება, მართლაც რომ დიდი სტიმულია ჩემთვის და უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, ისე მიხარია.. სიტყვას რაც შეეხება, ვიცი რომ არასწორია. ამ თავის რედაქტირებასა და დადებაში, ბევრი პრობლემა შემექმნა, სამწუხაროდ და საბოლოო გადახედვა რომ მინდოდა, უკვე დადებული იყო..
კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ხართ ჩემი მკითხველი)

№2  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
შავი ჩაი

მადლობა თქვენ.
ჩემთვის მართლა ერთი სიამოვნებაა ასეთი საინტერესო და გამართული ჩანახატის კითხვა.
P.s. კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდა.ტყუილად არ დამიდია ფსონი თქვენზე:)

ვეცდები, იმედები არ გაგიცრუოთ და არ ინანოთ, ჩემზე ფსონის დადება..)

№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

- მოხვედი, ჰანს?!
- როგორც ყოველთვის, ჰილდა - გაიღიმა ჰანსმა და ცილინდრი ჩაბნელებულ დარბაზში ნაცნობ სკამზე მიაგდო..
ირგვლივ ყველგან სიბნელე გამეფებულიყო..
მხოლოდ დარბაზის ცენტრში არსებული სცენა იყო განათებული..
- ფსონები.. ფსონები ჩამოდით, ბატონებო! - დაიქუხა უცნობის მჭაქარე ხმამ..
- ათასი ერთი..
- ათასი ორი..
- ათას ხუთასი..
- ხუთი ათასი..
- და.. გაყიდულია.. მივულოცოთ იღბლიანს საოცარი შენაძენი..
ჰანსი ნასიამოვნები ღიმილით წამოუდგა მთრთოლვარე ნათებას, რომელმაც მისი გამარჯვება ამცნო აუდიტორიას..
გოგონები იყიდებოდა...
ქერები..
შავგვრემნები..
ლამაზები..
უნაკლოები..
ქალიშვილები და.. გამოცდილები..
ჰანსს წითური, ლოყებშეფაკლული მორცხვი გოგონა ერგო..
საცოდავს, ყველაფრის ეშინოდა..
- ამას რას უზამ, ჰანს?! - ეშმაკურად ჩაუღიმა ჰილდამ..
- თითებს ჩავიკვნეტ - სატანურად გაუღიმა ჰანსმა - შემდეგ კი.. მომავალ კვირას.. ჩემს ძველ კლიენტს გული სჭირდება.. დანარჩენშიც გადაიდიან..
- აბა ფსონები, ფსონები ჩამოდით, ბატონებო! - ქუხდა უცნობის მჭექარე ხმა..

****
ჩავფიქრდი..
- ადამიანები დიდად არ შეცვლილან, არა, მილორდ?! - დემონური ღიმილი ზურგზე ამომეშანთა.
- გიკვირს, სებასტიან?! - გავუღიმე საპასუხოდ..
- ოჰ, არა, მილორდ - ღიმილი გაქრა - ვწუხვარ რომ ჯერ ვერ მიეჩვიეთ...
- მითხარი, სებასტიან, რა იქნებოდა სამყარო შემოქმედების გარეშე?
- ეგ ხომ სამყაროც არ იქნებოდა, მილორდ - ჩაეღიმა უნებურად - ჩემი მბრძანებელი რაიმეს მავალებს?
- ხალხთა მულტიეთნოსური ლექსიკონი მომაწოდე, სებას - ამჯერად ვგრძნობ საკუთარ თავში დემონს - ანდაც, იყოს.. ლაინუსს უხმე..
ჩია, სათვალიანი სიკვდილის ანგელოზი მშვიდად იდგა ჩემს წინ
- ლაინუს.. - ვკითხე ფიქრიანად - შენ ხომ ყველა ენა იცი?
- საღვთოს გამოკლებით, მესირ - დამიკრა თავი..
- მითხარი, რას ნიშნავს სიტყვა გაჰქრებოდა?! - ლაინუსს ტანში გასცრა ჩემს ღიმილზე
- რაიმე სულიერი ფასეულობის, სულის, ადამიანურობის და მისთანანის ყოფიერებიდან ამოშლას, მესირ..
- რატომ დაინტერესდა მბრძანებელი მოულოდნელად ამ სიტყვის განმარტებით?! - მოწიწებით ამომხედა
- თავისუფალი ხარ - არაბუნებრივად გამომივიდა - ლაინუსი განქარდა
- მბრძანებელო, იქნებ ინებებთ, თქვენს ერთგულ მსახურს.. - დამიკრა თავი
- სა ა ქის - დამარცვლით ამოვთქვი..
- მომიტევეთ, მილორდ, მე - შეცბუნდა მსახური
- დღეს არა, სებასტიან, დღეს არ დაგსჯი..
- განა მიტევება..
- მითხარი, სებას - ავხედე უგუნებოდ - რა უფრო დიდი სასჯელია, ადამიანი დასაჯო თავისი ბიწიერებისთვის თუ აჩვენო საკუთარი სიმდაბლე და შემდეგ მიუტევო ის?!
- მაშ.. - ვეღარ დაასრულა..
ავფეთქდი
- თავი სამოთხეში გგონია, სებასტიან?! ლაკმეს უთხარი გოგირდის აბაზანა მომიმზადოს და ჰო..
ჰანსისთვის აპარტამენტები მოამზადეთ.. გული მიგრძნობს, არც ის იქნება იმის ხასიათზე რომ აპატიონ..

***
- აბა ჰანს, სად წაგიყვანო?! - თავზე ედგა სიკვდილი გოგონას სისხლით მოთხვრილ, გულში დანაგაყრილ ჰანსს..
-მე.. კარგი ა..
- ჰანს, ჰანს.. ადამიანები ფსონებს არ დებენ.. - გაუცინა სიკვდილმა
- წავიდეთ, ჯოჯოხეთში - პირქუშად უთხრა ჰანსმა..

***

ხომ ასე ველოდი..
გადავირიე...

-ღმერთმა დაიფაროს, სამყარო, თქვენი იუმორისაგან, მილორდ - დამიკრა თავი სებასტიანმა და ჰანსის საწამებლად გაეშურა..
ჰმმმმ..
რა კარგია იავნანას ფონზე გოგირდის აბაზანა..
ჰანსი კი ყვიროდა და ყვიროდა..
შეიწყალეთ...

№4  offline წევრი შავი ჩაი

ლაზარე 13

არ ვიცი, ლაზარე..არც კი ვიცი რა გითხრა. ძალიან დიდი მადლობა. ჩანახატი ძალიან მომეწონა და მადლობა, რომ არ ასეთი კარგი ჩანახატებით მავსებ)) დიდი მადლობა❤️

№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ყველაფერი საუკეთესო ერთგული მკითხველისთვის )

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent