შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი

25-09-2020, 14:18
ავტორი შავი ჩაი
ნანახია 1 830

კარგად ხარ?-ალბათ ბევრჯერ გნდომებია, რომ ვინმე დაინტერესებულიყო იმით, თუ როგორ ხარ. უბრალოდ დამჯდარიყო და მოესმინა. ეტირა შენთან ერთად, ეცინა შენთან ერთად და გადაგეტანათ ყველა სირთულე ერთად, მაგრამ ყოველთვის ხომ მაშინ გეცლება ყველა, როდესაც შენ, მათი უბრალოდ ერთი თბილი გამოხედვა გჭირდება. მაშინ მოგაყრიან ნაცარს და სულს ამოგაცლიან, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება. „ადამიანისთვის, ადამიანი მზეა“-ეს ცნება ისეთი სუფთა, ისეთი საოცარია...მაგრამ იცით რა არის მტკივნეული? ხანდახან, მზეც კი ქრება და ნათელს, წყვდიადი შთანთქავს...

***
-ჯულია...-სადღაც შორიდან ესმოდა ხმა გოგონას-ჯულია...
-ვინ ხარ?-ძილბურანში იყო ისევ ჯულია-რა გინდა?
-წამომყევი...-ნელ-ნელა ხმა წყდებოდა.
-რა? სად?
-წამოდი...
ჯულია ადგა და ნელი ნაბიჯებით გაჰყვა ხმას. არც კი იცოდა სად მიიყვანდა ეს ხმა, მაგრამ მიჰყვებოდა. მშვიდად, აუღელვებლად...თანდათან, ხმა წყდებოდა. სადღაც მიდიოდა და ბოლოს სულ გაქრა. ერთ ადგილას იდგა გოგონა და ელოდა ვიღაცას, თუმცა არ იცოდა ვის. მოლოდინი გამართლდა და ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი:
-დედა?
-ჯულია...შვილო, ჩემო საყვარელო.
-ნუთუ...ნუთუ ეს შენ ხარ?
-მე ვარ. მოდი ჩემთან.
ერთი ნაბიჯიც კი არ ჰქონდა გადადგმული, რომ შეჩერდა ჯულია და მის წინ მდგარ სილუეტს თვალი გაუსწორა.
-მოვიდე? ახლა მოვიდე? როდესაც მჭირდებოდი, მაშინ სად იყავი? შენ მე მარტო დამტოვე. ეს როგორ შეგეძლო? როგორ გამიკეთე დედა? როგორ დამტოვე? მითხარი!-ტირილნარევი ხმით უყვირა ჯულიამ.
-შვილო, მე სხვა გზა არ მქონდა.
-ყოველთვის არსებობს სხვა გზა, გესმის? შენ მე მარტოდ ტანჯვისთვის გამიმეტე. მიმაგდე ისე, თითქოს არც ვიყავი. შენ მე მომკალი, დედა. გამანადგურე და ახლა მოდიხარ და დაბრუნებას ცდილობ.
-ვეცდები, ვეცდები რომ ისევ მოვიპოვო შენი ნდობა და სიყვარული, შვილო.
-მე შენი შვილი აღარ ვარ. იმ დღეს მოკვდი ჩემთვის, როდესაც ისე წახვედი, რომ არც კი მომისმინე და დამტოვე. მე ვისწავლე შენს გარეშე ცხოვრება, ახლა კი აღარ მჭირდები...-უეცრად სილუეტი გაქრა, როგორც ნისლი და გოგონას გამოეღვიძა.
-ისევ სიზმრები და ისევ კოშმარები. ნეტავ დასრულდეს სამუდამოდ ყველაფერი,-თქვა ჯულიამ და წასასვლელად მოემზადა...

***
ყოველ დღე ვიღაცას, რაღაცა სტკივა. ეს უწყვეტი პროცესია. ტკივილი გაძლიერებს, მაგრამ ამავე დროს, გჭამს, შიგნიდან. გტკივა სული და იმდენად, რომ ცრემლიც კი შრება. ისე გტკივა, რომ ვერაფერი ვეღარ აყუჩებს ამ ტკივილს. გინდა გამოუშვა ყველაფერი, რაც შიგნით არსებულია, მაგრამ როდესაც ამას მოინდომებ და მოგინდება ვინმეს გაუზიარო სულში ჩაღვრილი ცრემლის გოდება, სწორედ მაშინ რჩები მარტო. ყველას სურს მხოლოდ ღიმილი დაინახოს შენს სახეზე, მაგრამ ვაი, რომ სულ ვერ იღიმის ხორციც კი...სული იმდენად დამძიმებულია გამოუთქმელი გრძნობებით, რომ ხორცს არ შესწევს ძალა, ღიმილიანმა განაგრძოს სიცოცხლე. ამბობენ, დროებითია ყველაფერიო და ისე გაქრება, აღარც გემახსოვრებაო, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ დრო არაფერს ცვლის. ეს უბრალოდ ცნებაა, რომელსაც ვიყენებთ იმისთვის, რომ თავი დავიმშვიდოთ. სიმშვიდეც პირობით ცნებაა და მხოლოდ სიკვიდლის შემდეგ ჰპოვებს სული...

დღემშვიდობისა..) მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს ჩანახატებს და ასე თუ ისე, მოგწონთ კიდევაც და აზრის გამოხატვაც არ გეზარებათ, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩანახატები არის უპირველეს ყოვლისა ჩემი შინაგანი ბუნების გამოხატულება, რაც ვფიქრობ, ბევრსითვის მძიმეა..) სამყარო, ყოველთვის ნათელი ფერებით არ არის მოცული და ამის თქმას ვცდილობ მეც. ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოხარული ვარ, თუ კითხულობთ და იგებთ ჩემს სათქმელს. პატივისცემით, შავი ჩაი))

№1  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
შესანიშნავია.
მომწონს ძალიან რასაც წერ, როგორც წერ, რითიც წერ.
შენი ფურცელი სველია, შენი კალამი ცხელია,თითებს გწვავს,თუმცა არ დანებდე.
ყოჩაღ.
მიხარია,რომ კიდევ ერთი სიტყვით მხატვარი აღმოვაჩინე და მიხარია რომ თუმცა გვიან,მაგრამ მაინც შემოუერთდი აქაურობას.
წარმატებები მწერალო,გისრვებ ფურცლის გაშრობას.

მეც მიხარია, რომ საბოლოოდ, მაინც გადავწყვიტე აქ მოსვლა და საოცარი გარემო დამხვდა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.

№2  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
შავი ჩაი

მადლობა არ არის საჭირო, ეს ისაა რასაც იმსახურებ.
გელოდები ახალი ჩანახატით და "გაფრთხილებ" - მოთმინების ძაფი ძალიან წვრილი მაქვს:)

ვფიქრობ, დიდ ხანს ლოდინი არ უნდა გიწევდეთ..) და ვეცდები, არც გალოდინოთ.

№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

იასუუუ..
იასუუუ..
არაფერი შემშლია, მკითხველო..
ეს არ არის ამბავი იესოს შესახებ..
ქრისტესშობამდე მეშვიდე საუკუნე..
ასუს ჩრდილოეთი საზღვარი..
მინ ძინის დაბა..

***
ყველაფერი აქ, ანტიკური ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა სამეფო ასუს საზღვრისპირა დაბაში დაიწყო..
გავა კიდევ სამი საუკუნე და მინ ძინის მივიწყებული დაბა შიშის ზარს დასცემს მთელ ჩინეთს..
ის დიდ ხანს აღარ დაავიწყდებათ, ისევე, როგორც ამ დაბის ბინადარს არ დავიწყებია მეწამული ლილიები..
მიზეზი იმ უბედურებისა, რაც ამ პატარა სამეფოს დაატყდა თავს..
ადრეული ზაფხულის გრილ სიოს მოჰქონდა ჯერ კიდევ ვერმოღწეული უბედურების კორიანტელი პატარა, მშვიდობიანი სამეფოსკენ, რომლის საზღვარს ერთი ციხექალაქი და ხუთი
დაბა შეადგენდა..
ჯერ ისევ გრილოდა მინ ძინში.. ეს დაბა უხუცეს ოისის ეკუთვნოდა, სამეფოს დამაარსებლის ბიძას. უკვე ოთხმოცდა ხუთი წლის იყო ოისი, თეთრი, სპეტაკი წვერი მუხლამდე
სცემდა, თვალები თითქო სულ მთლად დაეხუჭა და ნელი, მოზომილი ნაბიჯებით დააბიჯებდა.. უზომოდ ბევრი ენახა და გაეგონა მოხუცს. სამოც წლამდე ორმოცდაცამეტი ბრძოლა და ექვსი ომი გამოევლო,
ამიტომ მისი დაბა ყველაზე კარგად იყო დაცული მთელს ასუში. დაბა აბურცულ ვაკობზე გაეშენებინათ. გარეშემო ჯერ წყლიანი თხრილი შემოევლოთ, შემდეგ ხის ბარიკადები და ბოლოს ქვის გალავანი
შემოერტყათ, რაც სოფელს შესანიშნავად დაცულს ხდიდა მოულოდნელი თავდასხმისაგან. აქ სულ ხუთი ათასი ოჯახი ცხოვრობდა. გალავანზე სათვალთვალო კოშკურები ოთხივე მხარეს იყო დატანებული და
საუკეთესო მონადირეები დარაჯობდნენ. ჰო.. სოფელს არ ჰყავდა არმია, ბრძოლა ყვველამ იცოდა, მაგრამ ძირითადად სანადიროდ იყენებდნენ თავიაანთ უნარებს. მეზობელ სამეფოებში კი ხმები დადიოდა
რომ აქ ცნობილი ხმლის ოსტატები ცხოვრობდნენ. თვითონ ოისი, ჩინებული მოფარიკავე და მჭედელი იყო.. ასაკის მიუხედავად ქარივით მარჯვედ დაჰქროდა ხმლით და ახალგაზრდებს არ ეპუებოდა.
ჩვენ მოდი ნუ დავუჯერებთ ჭორებს, მხოლოდ ის ვთქვათ რომ სოფელი კარგად იყო დაცული..
პატარა შვილთაშვილი ჰყავდა ოისის, იასუ, ნადირობის ქალღმერთის ვაჟის საპატივსაცემოდ დაარქვეს პატარას სახელი. ერთობ მოუსვენარი ვინმე იყო ეს იასუ, საწყალ დედას სულ აქეთ იქით დაარბენინებდა,
თავად კი დაიჭერდა პაპის გამოთლილ ხმალუკას და ებრძოდა სამყაროს..
თავისნაირი ცელქი მეგობარი ყავდა ონვარს, სუ.. გოგონა.. თუმცა ნამდვილი ალქაჯი იყო, როგორც დედამისი ეძახდა. ერთი თვალი წითელი ჰქონდა, მეორე კი მთლიანად თეთრი. თეთრი თმა ქარში ალამივით
უფრიალებდა ხოლმე.. ასე იყო თუ ისე, სხვა მეგობარი არ ჰყავდა იასუს. ჰოდა სწორედ იმ ადრიან ზაფზულის დილას, როცა ნიავს უბედურების სურნელი მოჰქონდა, იასუ, თავის განუყრელ მეგობართან ერთად
მახლობელ ტყეში მდებარე ქვაბულებში თევზაობდა..

საღამო ხანი იყო..
მზე დიდი ხანია ცის თაღიდან გადახრილიყო და ჩრდილები ეტორტმანებოდნენ ამწვანებულ დედამიწას თავიაანთი ბნელი ხელებით.
გუშაგების მახვილ თვალ ადვილად გამოეპარა მოძრავი აჩრდილები, რომელთაც თხრილის გარშემო გამოჩნდნენ..
სამმა მათგანმა ბნელ, ჭუჭყიან წყალში ჩუმად შეცურა, სადაც მათ მოულოდნელი სიურპრიზი დახვდათ.. პირანიები..
თხრილი სისხლით შეიღება და განწირულთა გმინვაზე განგაშიც ატყდა...
იასუმ გაიგონა ბრძოლის ხმები და გადაწყვიტა სოფლისკენ გაქცეულიყო, მაგრამ თავში რაღაც მძიმე მოხვდა და თვალთ დაუბნელდა..
***
მამაცურად იბრძოლა სოფელმა, მაგრამ მრავალრიცხოვან მტერთან ვერაფერს გახდა.. დაბა დაეცა და სამ დღეში დაეცა ასუს სამეფოც... იმ ადგილას მათი მკვლელები დასახლდნენ.. გავიდა ათი წელი და
მკვლელებს მსხვერპლად შეწირულთა ხსოვნა თითქმის დაავიწყდათ. დაბაში ასი ათასი სული დასახლდა და ცხოვრობდა მშვიდად..
ერთ მშვენიერ დილას, ასორმოცდაათი მონადირე მახლობელ ტყეში სანადიროდ წავიდა და აღარ დაბრუნდა... ას ორმოცდაათი კაცი უკვალოდ გაქრა..
შეშინდა ხალხი, დემონზე ალაპარაკდა ყველა.. ორი კვირა აღარაფერი მომხდარა..
შემდეგ კიდევ დაიკარგა ხალხი..
გადიოდა დრო და ადამიანები ქრებოდნენ.. ერთ წელიწადში ათას ხუთასი ადამიანი დაიკარგა უკვალოდ...
ყველა შეშინდა.. ან კი როგორ არ შეშინებოდათ, როცა ვერავის კვალს ირგვლივ ვერ პოულობდნენ?!
გავიდა სამი წელი და ოცდაათი ათასამდე ადამიანი გაუჩინარდა..
დაბა დაცარიელდა..
ყველამ დატოვა იქაურობა..
მხოლოდ ერთი ოჯახი არ წასულა..
ოჯახი რომელიც ოისის სახლში ცხოვრობდა.. ეზოში ისევ ხარობდა ლილიები..
ღამით საშინელება დატრიალდა..
ადამიანური სხეულის მქონე არსებამ ჯერ გარეთ მყოფი მცველები შეჭამა, მერე ოჯახის უფროსი,
შემდეგ კი ლილიებთან მოფუსფუსე მოხუცს ჩაასო ყელში კლანჭები..
- იასუ - გაეღიმა მოხუცებულს და სული ამოხდა..
ბაააა - ბღაოდა უცნაური არსება..
ბაა ნი მუუ - ეუბნებოდა მეორე თეთრთმიანი ალქაჯი..
შუაღამე იყო..
დილამ წითლად შეღება ლილიები და ასე გახდნენ ლილიები მეწამული..

№4  offline წევრი შავი ჩაი

ლაზარე 13

მართლაც რომ უცნაური ჩანახატია..თუმცა, როგორც ყოველთვის ძალიან ლამაზია. ლილიები..) ვერც კი წარმოიდგენ, ლილიების ხილვამ, როგორ გამახარა ამ ჩანახატში. ძალიან დიდი მადლობა ლაზარე, რომ დროსა და ენერგიას ხარჯავ და ასეთი საოცარი ჩანახატებით მხვდები ხოლმე))

№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მადლობა შენ რომ ასე კარგად წერ.. ბევრი ვიფიქრე ღირდა თუ არა.. ბოლოს მაინც დავდე...

№6  offline წევრი შავი ჩაი

ლაზარე 13
მადლობა შენ რომ ასე კარგად წერ.. ბევრი ვიფიქრე ღირდა თუ არა.. ბოლოს მაინც დავდე...

მიხარია, რომ დადე..ნამდვილად ღირდა)

№7  offline წევრი შავი ჩაი

ელპინი
ჩაი.
ჩაი ისეთია, რომ მე პერსონაჟად მყავს.
ჩაის ვერ გაუგებენ, თუ არ უყვართ.
ერთი ცალი ფერი და რამდენიმე კოვზი შაქარი, ან სულაც უშაქრო, მხოლოდ ეს ჰგონიათ ჩაი და ამ დროს, ფინჯანში თბილი სითხე ნაპირისკენ იწევს და ძირს რომ იღვრება, პროტესტს გამოხატავს. ამიტომ არ ესმით - ჩაის.

რამდენიმე დღეა პანელში შენს სიახლეებს მე ვტვირთავ - თითქმის ყველას. არ ვიცი, თუ გამომრჩა. შენს სახელზე დიდხანს ვფიქრობდი. ვინც მიცნობს, იცის ჩემი და ჩაის არაპლატონური სიყვარული. გადავწყვიტე, უნდა წამეკითხე. რომელიღაც ჩანახატზე იმერლიშვილის კომენტარს წავაწყდი და, მით უმეტეს. ქეთი ტყუილად არ კითხულობს, როგორც მე.

ყველაფერი დაიწყო შენი ნიკით. აი, ეს წითელი ფერი რომ აქვს, არ მომწონს. გააშავე. ღირს, არა?

აქ ჩანახატებს არ კითხულობენ, თუ არ ამოგიჩემეს. ანუ, თუ არ გიგრძნეს. კარგი გაგებით, ჰო? მხოლოდ ეს ბოლო წავიკითხე, დანარჩენებს თვალი გადავავლე - მხოლოდ. სადღაც დაფრინავ და რაღაცას ცდილობ. ზოგადად, ვინც ჩანახატს წერს, შინაგანად უზარმაზარი პრობლემა აქვს. ჩანახატი სულიერი სამყაროა. ახლა ზოგი იფიქრებს რა შუაში იყო ან ის დიალოგი დედასთანო, ან... კიდევ ან... და გესმის, ხომ?
მიხარია, რომ შენთვის წერ. ვერ ვიტყვი, რომ სრულყოფილია და სავსე. მართლა ვერ. მე ვიცი, რომ შენ ბოლომდე არ იცლები. აი, ეს ყოველდღიურობა ისე გაგიჟებს და იმდენი სათქმელი გაქვს, აღარ იცი რომელში რა ჩაატიო. ხშირად გრძნობები გვერევა ერთმანეთში. შენ ობობა ხარ. ბევრფეხიანი. და სათითაოდ რომ დაგაბიჯებენ, ზუსტად ისაა ეს შენი ჩანახატებიც. გესმის - ვითომ? როგორმე უნდა გაიგო. ჩემი რომ არ გაიგო, ისე ვერ იქნება. მხოლოდ - ჩანახატისთვის. რომ შენ ამას წერ, ბევრს ნიშნავს.

ოღონდ...
ოღონდ ნუ ამძიმებ სასვენი ნიშნებით, კარგი? არ არის მსუბუქი. ვერ იქნება. იცი - რატომ? უადგილოდ ეჯახებიან ერთმანეთს მძიმეები. მძიმეს მძიმე ტყუილად არ ჰქვია. საერთოდ - სახელი უმიზეზოდ არაფერს აქვს შერჩეული. უნდა გაყვე და წაიკითხო მსუბუქად და უცებ გეჩხირება ეს მძიმე, გაწვება შენც და მერე ფიქრობ ბევრს - ვინ დაწერა: ავტორმა, თუ თვითონ მძიმემ, რომ მკითხველისთვის რაღაც ეთქვა. არ შეიძლება ასე. ვიცი, რომ ეს მართლა გესმის. იატაკზე დაყრილი ბრინჯის ნამცეცებივით არიან. ეს ყველაფერი კარგი, ჰო? მიხედავ შენ - მჯერა.

სულ არ ვარ კითხვის ხასიათზე. ზოგჯერ შევხვდებით.
თუ რამე, ჰაიკოს ჰკითხე ჩემზე, მოგიყვება.
აბა, არივედერჩი.
:)

ვიცი რომ არ არის სრულყოფილი. ვფიქრობ, ძალიან კარგად ხვდებით, რომ რთულია გადმოსცე ყველა გრძნობა, რაც შიგნიდან ნელ-ნელა, მაგრამ მტკივნეულად გაცლის სასიცოცხლო ძალებს. ისიც რთულია, რომ ერთ აზრად გადმოსცე ყველაფერი ის, რასაც გული გრძნობს და განიცდის და დიახ, მესმის თქვენი..
თანდათან, უფრო გამოვასწორებ ყველაფერს..დილეტანტი ვარ ამ საქმეში და..)
დიდი მადლობა თქვენ❤️ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.

№8  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
შავი ჩაი
ჰაიკო
შავი ჩაი
ჰაიკო
შესანიშნავია.
მომწონს ძალიან რასაც წერ, როგორც წერ, რითიც წერ.
შენი ფურცელი სველია, შენი კალამი ცხელია,თითებს გწვავს,თუმცა არ დანებდე.
ყოჩაღ.
მიხარია,რომ კიდევ ერთი სიტყვით მხატვარი აღმოვაჩინე და მიხარია რომ თუმცა გვიან,მაგრამ მაინც შემოუერთდი აქაურობას.
წარმატებები მწერალო,გისრვებ ფურცლის გაშრობას.

მეც მიხარია, რომ საბოლოოდ, მაინც გადავწყვიტე აქ მოსვლა და საოცარი გარემო დამხვდა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.

მადლობა არ არის საჭირო, ეს ისაა რასაც იმსახურებ.
გელოდები ახალი ჩანახატით და "გაფრთხილებ" - მოთმინების ძაფი ძალიან წვრილი მაქვს:)

ვფიქრობ, დიდ ხანს ლოდინი არ უნდა გიწევდეთ..) და ვეცდები, არც გალოდინოთ.

..იყო სევდა,
მწერალს თან სდევდა,
იყო ყვირილი,
სულის ტკივილი,
და იყო ჩაიც - სასმელი თბილი,
თბილი და რბილი,
ზამთარი სუსხით - ტკივილის ნუსხით..
იყო კლასიკა - შოპენი თანაც,
სულის სიმშვიდე მოვა შენთანაც!

ნეტავ იცოდეთ, როგორ ძალიან მომეწონა და გამახარა ამ ერთმა პატარა, მაგრამ საოცარმა კუპლეტმა..უდიდესი მადლობა))❤️

№9  offline წევრი შავი ჩაი

მწერალი ქალი
ადამიანი ინდივიდია...გადმოსცემს იმას რასაც გრძნობს.ჩაი...ეს შენ ხარ ასეთი.შენ წერ ისე როგორც გრძნობ...სიტყვა ხომ გრძნობაა,ისედაც ცხადია...ხოდა წერე❤️

ბანანიკო❤️ძალიან დიდი მადლობა. გულწრფელად მოხარული ვარ, რომ გესმის ჩემი..)

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent