შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის ესთეტიკა აწმყოში


30-10-2020, 15:35
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 047

ზოგჯერ ემოციებისგან დაცლილმა მინდა ერთი ადამიანი მაინც მოვიდეს ჩემთან, რომელიც მეტყვის... მე შენი სულიერი სამყაროს წამკითხველი ვარ, საკუთარი თავი ვიცანი შენში. მინდა ერთი ადამიანი მოვიდეს ჩემთან, უთქმელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და გამომიწოდოს დახმარების ხელი, როდესაც ღრმა, ყელამდე ჭაობში ვარ ჩაფლული. თუმცა არავინ... არავინ აღმოჩნდა ამ სამყაროში ერთი სულიერიც კი, რომელიც შეძლებს ჩემს გადარჩენას. აწმყოში მობრუნებას. თითოეული გათენებული დღე, როდესაც სიამოვნების მაგივრად ტკივილს გაყენებს... როდესაც გრძნობ თუ როგორ გაწვება გულზე საათის ისრები, რომლებიც მუდმივად დაგრიხინობენ მდუღარე სხეულში. მე კი მსურს გავექცე... მსურს ყველა და ყველაფერი ზურგს უკან მოვიტოვო და უმისამართოდ გადავიკარგო.
დამღალა მარტოობამ, რომელიც ამავდროულად გარშემორტყმულია ულევი ხალხით...
მძაგს ჩემი ცხოვრება, რომელიც საშუალებას არ მაძლევს ნორმალური ცხოვრებით ცხოვრებას...
მსურს ერთი სულიერი, რომელიც ტკივილის თანაზიარი გახდება, ჩემი... რომელიც სამყაროს დანაკლის შემივსებს და შემიმსუბუქებს.
დადის... მივათრევ... მიგრიხინობს, ჩემი არაფრისმთქმელი სხეული, თუმცა არ ამჩნევს... არავინ ამჩნევს შენს ზურგს უკან არსებულ იარებს საიდანაც ზღვა სისხლი წვეთავს. არავინ ამჩნევს ამღვრეული სულის ყივილს, რომელიც დატანჯულია ამ ყოველივე ამაოებით.... თითოეული ადამიანის სიცრუითა და სიყალბით.
მე მძულს სამყარო, რომელშიც ადამიანების მაგივრად ზომბები ცხოვრობენ...
მე მძაგს ისეთი არსებობა, სადაც ყოველი დღე თვითმკვლელობის სურვილით იწყება და რომ... და რომ მქონდეს იმდენი გამბედაობა რამდენიც „მას“ ალბათ დიდი ხნის წინ აღმვჩნდებოდი მისი მკლავების შიგ მოქცეული, რომელიც ერთადერთი იყო... ერთადერთი სულიერი, რომელსაც შეეძლო უთქმელი აზრების წაკითხვაც კი.
მე დღეს სული დავკარგე... ისევე, როგორც გუშინ ან თუნდაც გუშინწინ...
მე დღეს სიცოცხლე შემძულდა ისევე, როგორც გასულ წელს ან სულაც რამდენიმე წლის წინ.
ჩემი ცხოვრება დღითიდღე უფრო ემსგავსება უნაყოფო ხეს, რომელმაც თავისი მისია დაკარგა ამ ქვეყნად და თუ მე... ყოველგვარი მიზეზით უქონელი დავრჩები ჩემი ცხოვრებაც შესადარი გახდება გახუნებული, გახრძნილი გვამისა.

ადამიანებმა ადამიანობა დაკარგეს და მე მათ შემყურე ცხოვრების სურვილი, რომლებსაც ერთი სული აქვთ როდის ამოხეთქავს ეს შენი მეწამულისფერი სისხლი, რომ დამშეულნი დაეძგირონ ჩემს ლეშს... მე მძიძგნის საზოგადოების ბასრი ენა... გამგელებული მგლის იმიტაციის მქონე კლანჭები...
მეგობრობამაც დაკარგა ფასი...
ოჯახმაც იცვალა ფერი...
მხოლოდ ნათელი სხივი „მასშია“, რომელიც ფერუცვლელი სარკის წინ მელოდება და სადღაც... მომლოდინე მზერით კვლავ მიცდის იმ ადგილას, სადაც ერთმანეთს პირველად შევხვდით.
და მე დღეს, როდესაც საბოლოოდ დავკარგე წინწკალი სული და შენ, როდესაც საბოლოოდ გამწიე განზე, მსურს მოვიხურო სიკვდილის კაეშანი.
ჩემს ირგვლივ მყოფმა საზოგადოებამ ვერ შეიცნო ტანჯული სული...
ვერ ამოიკითხა იარებს შორის დარჩენილი უნაპირო ნაღველი...
ვერ შეასრულეს თავიანთი მისია, რომლებსაც საკუთარი წილი ადგილი ჰქონდათ დაკავებული ჩემს უბადრუკ ცხოვრებაში.

ადამიანი ზოგადად გვიან ხვდება... მეც გვიან ვიწვნიე სიცხადის სევდა. სხების არ მიკვირს...
მოვა დრო და აუცილებლად შემოვა თქვენთან, ჩემი უსულო მოდგმის წარსული.... !



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ძალიან მომეწონა მართლა...
მე მოვალ.. მარტო მასწავლე სად მოვიდე.. იუმორში და ღადაობაში თუ არ ჩამომართმევ, ყოველთვის მზად ვარ, დავეხმარო კარგ ადამიანებს..
შესანიშნავად წერ.. ბრავო..

 


№2  offline წევრი EllaTriss

ფაქტობრივად ჩემი ფიქრები გაახმოვანე..
ვიცი, მესმის რას ნიშნავს ლოდინი..
ლოდინი ადამიანისა, რომელიც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაგეხმარება..
მეც მოვალ, არაფერია იმაზე კარგი, როცა დახმარება შეგიძლია.
დაე ერთად ვიდგეთ, თუკი ეს შეგვიძლია..

საოცრად წერ.. მიხარია შენი აღმოჩენა ❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

პირველი მე მოვედი )) უსამართლობაა დდდ

 


№4  offline მოდერი Mary Drey

ლაზარე 13
პირველი მე მოვედი )) უსამართლობაა დდდ


მოგწერ, კაი? <333

EllaTriss
ფაქტობრივად ჩემი ფიქრები გაახმოვანე..
ვიცი, მესმის რას ნიშნავს ლოდინი..
ლოდინი ადამიანისა, რომელიც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაგეხმარება..
მეც მოვალ, არაფერია იმაზე კარგი, როცა დახმარება შეგიძლია.
დაე ერთად ვიდგეთ, თუკი ეს შეგვიძლია..

საოცრად წერ.. მიხარია შენი აღმოჩენა ❤



დაბურული დღეების ნათელი სხივი ხარ, შენ უცნობო, მაგრამ კვლავ სულით ნათესავო! <333333

 


№5  offline წევრი EllaTriss

ლაზარე 13
პირველი მე მოვედი )) უსამართლობაა დდდ

არაფერს გართმევ, დამშვიდდი :დ

 


№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

EllaTriss
ლაზარე 13
პირველი მე მოვედი )) უსამართლობაა დდდ

არაფერს გართმევ, დამშვიდდი :დ


დდდ ავღელდი უკვე და როგორღა დავმშვიდდე დდ

 


№7  offline წევრი Debby Ryan

ზოგჯერ ისეა ზოგჯერ ასე.
არის მომენტები, როცა ასეც ვფიქრობ. მაგრამ იცი რა მაძლიერებს? ჩემი მომავალი, რომელსსც ვქმნი მე.
მაგრამ სიცოცხლე კარგია. რთული მაგრამ კარგი. ზოგჯერ ლამაზი და ზოგჯერ სასტიკი.

 


№8  offline მოდერი Mary Drey

Debby Ryan
ზოგჯერ ისეა ზოგჯერ ასე.
არის მომენტები, როცა ასეც ვფიქრობ. მაგრამ იცი რა მაძლიერებს? ჩემი მომავალი, რომელსსც ვქმნი მე.
მაგრამ სიცოცხლე კარგია. რთული მაგრამ კარგი. ზოგჯერ ლამაზი და ზოგჯერ სასტიკი.



ს ა დ დ ა მ ე კ ა რ გ ე ???
განა ასე შეიძლება მოანატრო ადამიანს თავი? <3

 


№9  offline წევრი Nobodyelse

ძალიან ვიგრძენი! ძალიან ახლოს იყო ჩემთან და იმიტომ. ძალიან!! საოცრად მომეწონა!!!

 


№10  offline მოდერი Mary Drey

Nobodyelse
ძალიან ვიგრძენი! ძალიან ახლოს იყო ჩემთან და იმიტომ. ძალიან!! საოცრად მომეწონა!!!


.... ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent