შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვითელი ავტობუსი (სრულად)


20-12-2020, 21:18
ავტორი პალომა
ნანახია 2 538

დილის რვა საათი დაიწყო.
გაჩერებაზე ვდგავარ და ველოდები, როდის გავა თოთხმეტი წუთი.
მინდა, დროზე გაჩერდეს ჩემ წინ მოძველებული ყვითელი ავტობუსი და როგორც იქნა-მეთქი ჩავიბურტყუნო უკმაყოფილოდ.
ველოდები.
ერთი, ორი, სამი, ოთხი...ვითვლი წუთებს.
მგონი ყოველ ათ წამში ჩემ წინ აყუდებულ დროის საკონტროლო დაფას ვუყურებ და ნერვები მეშლება ათის ნაცვლად, რატომ ერთი წუთი არ აწერია ჩემი ავტობუსის გასწვრივ. რატომ არ ციმციმებს წარწერა, გაფრთხილებს, რომ მოემზადო. ბოლოს და ბოლოს მოვა ის, რასაც ამდენი ხანია ელოდები.
მგონი, ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როცა ყველაზე ხშირად ვნატრობ, დრო რაც შეიძლება მალე გავიდეს.
მობილურზე ვიხედედები და მხოლოდ ახლა მახსენდება, რომ ნახევარი საათის წინ ტელეფონზე შეერთებული ყურსასმენიდან ჯერაც არ მესმის მუსიკის ხმა. უაზროდ მეღიმება და ჩემს "ფლეილისთს" ვათვალიერებ. ვერცერთ სიმღერაში ვპოულობ იმას, რაც მინდა.
ჯანდაბა, ჯანდაბა, ამაშიც არ მიმართლებს!
საერთოდ რა მინდა?
რას ვაკეთებ?
მერე ვფიქრდები და ვაცნობიერებ, რომ დეპრესიული თინეიჯერივით ვეჩხუბები საკუთარ თავს, წინ მდგომი იასამნუსფერტუჩსაცხიანი გოგონას მზერას თვალს ვარიდებ და ისევ ეკრანს ვაშტერდები.
აჰ! აი, რა მინდოდა.
წამიერად მეღიმება და კმაყოფილი ვიდებ მობილურ ტელეფონს თხელი ჟაკეტის ჯიბეში.
ყურსასმენები¬დან ამერიკული მეტალ-ჯგუფის, Metallica-ს Nothing else matters ჩამძახის.
ოხ, როგორ შემცივდა.
საყელოს ბოლოებს ყელისაკენ ვქაჩავ და მზერა შენობებს შორის ჩაპრესილი ნისლისკენ გადამაქვს. ვიღაცის ფანჯრიდან შუქი მოსჩანს. ეგოისტურად მსიამოვნებს, რომ მარტო მე არ ვარ წასასვლელი სადღაც, ასე დილით და სახელოებს გაცრეცილი თითებისკენ ვექაჩები, იქნებ როგორმე გავთბე.
- არა, მაინც რამ მომაფიქრა ასე თბილად ჩაცმა, ა?_დავცინი ჩემს თავს და ხელებს გემრიელად ვტენი ორივე ჯიბეში. მგონი ცოტა გავთბი, მაგრამ ნისლი ცხვირზე მადნება და ყინულის ელვასავით მივლის მთელს ტანში სიცივე. შეტყობინება მომივიდა. ღმერთო, როგორ მომწყინდა ეს ზარი. საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ როგორცვე სახლში დავბრუნდები, გამოვცვლი რამე უფრო სასიამოვნო მელოდიით. გამთბარი თითებით ადვილად გამოსაცნობ ბლოკს ვხსნი მობილურს და ფართოდ მეღიმება. მეგობარია. მეკითხება, ჭიამაია, როგორ ხარო. მესიამოვნა, ასე დილით რომ გავახსენდი. ვფიქრომ რა მივწერო და თავს მაღლა ვწევ. მოშორებით ყვითელი ავტობუსი დგას და ვიღაც წითელკაშნეში გახვეული ქალი კითხულიბს, თოთხმეტი ნომერი თუ გაივლის იური გაგარინის ქუჩაზე. ვიბნევი, ეს ხომ ჩემი ავტობუსის ნომერია? ძლივს ვასწრებ
ასვლას და დახურულ კარებს ვეყუდები.
- ღმერთო, რა დახუთული ჰაერია?_ ვფიქრობ და ჩანთის ჯიბეში ხელს აქეთ-იქით ვაფათურებ, ბარათს ვეძებ. როგორც იქნა, ამოვიღე. მახსენდება, რომ ანგარიშზე აღარ მაქვს და ახლა, უკვე გვარიანად გაბრაზებული, ნერვიულად ვუწყებ ხურდებს ძებნას. ვერ ვიტან, როცა მოუწესრიგებელ სკოლის მოსწავლეს ვგავარ, რომელიც სკოლაში წინა დღის წიგნებით გატენილი ჩანთით მიდის იმიტომ,რომ დაავიწყდა ახალი დღისთვის მომზადება. ძლივს
ვპოულობ ხურდებს და ჰოპ! ერთი ხელიდან მივარდება. პირდაპირ ჩემ წინ ეცემა.
- დაიხარე და აიღე!_ვეუბნები ჩემს თავს, მაგრამ რამდენიმე წუთია ისევ გაუნძრევლად ვდგავარ. ძირს ჩემი ოცთეთრიანი გდია და დროდადრო ვუყურებ, როცა ვინმეს უსიამივნო მზერას ვიგრძბობ.
- რა თავხედობაა! შენი მშობლები ამ ოცი თეთრისთვის დაუღალავად შრომობენ, _არ ვწყვეტ გულში საუბარს, - აიღე! ვიცი, რომ ძირს მილიონი კი არა, ოცთეთრიანი ჩაგივარდა, მაგრამ მაინც აიღე! პატივი ეცი სხვის შრომას, _სინდისე ვაგდებ საკუთარ თავს და სახეზე უხერხულად ჩამოფარებულ შავ თმის ღერებს სწრაფად ვიწევ ყურზე. გადავწყვიტე, რომ არ ავიღებ. არ ვიცი რატომ, უბრალოდ, არ მინდა.
ოცთეთრიანიდან ყურადღება ავტობუსის ბოლო ნაწილში გადამაქვს.
შეყვარებული წყვილი.
მოკლეთმიან გოგოს თავისი პატარა ცხვირი გრძელწამწამიანი ბიჭის თმებში ჩაურგავს და ვატყობ, ახლა ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს. მის მხარზე ხომ გრძელწამწამებიანს თავი უდევს და ცდილობს ცოტა ხნით მიიძინოს, სანამ მათი გაჩერება მოვა. მათ თვალს ვაშორებ და ფანჯრიდან ძირს ვიყურები. ასფალტზე მიხატული თეთრი ზოლი არა და არ წყდება.
ნეტა რა გრძნობაა, როცა გიყვარს?
კითხვას საარვისოდ ვსვამ, რადგან ვიცი, ისე ვერავინ მიპასუხებს, როგორც მე მინდა და სიმძიმის ცენტრი ერთი ფეხიდან მეორეზე გადამაქვს. ვვარაუდობ, რომ ოც წუთში ჩემი ფილტვები ცივ ჰაერს ჩაისუნთაქვს.
ავტობუში ერთ-ერთ გაჩერებაზე მოწყვეტით ჩერდება.
ამომავალი ხალხისკენ თავის შეტრიალებას ვგეგმავ, როცა ზოლიანქუდიანი რვა-ათი წლის გოგონა ჩემს წინ ფანჯარას უახლოვდება და მთელი ძალით, ორივე ხელით ზედ ასკდება.
- დედა, დე, შეხედე!_ სიცილნარევი ხმით ყვირის. ვატყობ, საუბარი უჭირს და მთელი ძალით სახეს ფანჯრისკენ ვატრიალებ. თვალი მიშტერდება. ახლა მხოლოდ ზოლიანქუდიანის და დედამისის ხმა ჩამესმის.
- დედაა, დე...
- ხო, ანიტა, _პასუხობს უემოციო ხმით ქალი. ბავშვი რაღაცას, ჩემთვის გაურკვეველს ამბობს და
გული მწყდება, რომ მისი გახარების მიზეზს ვერ ვიგებ. ყურსასმენს ვიხსნი, ვკეცავ და ჯიბეში ვიდებ ისე, რომ დედა-შვილს არ ვუყურებ. კისერი დამეძაბა, თითქოს თავის აწევაც კი არ შემიძლია. ასე მაშინ მემართება, როცა ვნერვიულდები.
- კი, მაგრამ რა განერვიულებს?_გონებაში შეკითხვა ამოტივტივდა.
- არ ვიცი!_ პასუხს ვუბრუნებ გონებას და ჩემდაუნებურად ბავშვის ხელებს ვკრავ თვალს.
წითელი ლაქი უსვია.
ალბათ უყვარს წითელი.
მე არ მიყვარს, მაგრამ ანიტა მაინც მომწონს, რომელიც წამში ფანჯარას შორდება და დედას ეხუტება.
უცნაური ხმა მესმის. ნუთუ ტირის?
კი, მაგრამ რატომ ტირის? შიშის გრძნობა მიქრება და ჯერ ბავშვს, მერე კი დედამისს ვუყურებ, რომლის მიმიკებს მოთმინების სუნი აუდის. ბავშვი დედის მოფერებით წყნარდება და ღმერთო! ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება. მე ვუღიმი. წინასწარ
განზრახულად კი არა, მეღიმება. გული დამშვიდაა, ის რომ აღარ ტირის.
- სატვირთომ შეაშინა, _აღნიშნა დედამ, რომელიც ალბათ, ჩემს ღიმილს ამჩევს და უნებურად მიხსნის, თუ რა მოხდა. მეც თავს ვუქნევ ისე, რომ ანიტას და ჩემი თვალები ერთმანეთს არ სცილდება. თითქოს სულში მიყურებს და ეს კი არ მაფორიაქებს ან მაშინებს, პირიქით, ვმშვიდდები. ისე, როგორც არასდროს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ის ისეთი ლამაზი თვალებით მომჩერებია, ახლა უკვე თავადაც მიღიმის და თითქოს მეუბნება: - მერე რა, რომ პლუს
ერთი ქრომოსომა მაქვს? მე მაინც უძლიერესი ვარ ამ ქვეყნად.
იურისტის ჩვევას ვთრგუნავ და დამადასტურებელ ფაქტს არ მოვითხოვ.
განა, მე თავად არ ვნახე როგორ მოერია ეს ერთი ციდა გოგო ცრემლებს? მერე რა, რომ მან სულაც არ იცის რა ჯანდაბაა ეს ქრომოსომა? მე მგონია, რომ ზუსტად ამას მეუბნება და ჯერჯერობით მეტს არაფერს, რადგან ანიტა აღარ მიყურებს, ძირს იყურება. მეწყინა, მგონი ჩემი სულის დამშვიდება მობეზრდა ან იქნებ დიდად არ მოვეწონე. გული მწყდება, მაგრამ მაინც ვუყურებ ზოლიან ქუდს და ისევ ისმის მისი ნათელი ხმა.
- დედაა, დე...
- რა მოხდა, ანიტა? რას უყურებ?_პასუხობს ისევ ქალი და თავადაც ძირს იხრება. გოგონა უკვე სიხარულისგან აქეთ-იქით ირწევა და პატარა ხელებს ერთმანეთს ჩქარ-ჩქარა ურტყამს. როგორ მაინტერესებს ასე რა მოეწონა. ცოტა ისევ მწყინს, რომ მე აღარ მიყურებს, მაგრამ არაუშავს, ისე უხარია რაღაც.
- ოცთეთრიანი იპოვე, დე? ალბათ ვინმეს დაუვარდა, _უხსნის ქალი და მის გამოსართმევად ხელს იწვდის. ალბათ, არ უნდა ბავშვს ხელში ეკავოს. გოგონა დედას ყურადღებას არ აქცევს. ხელს გულისაკენ სწრაფად მიაქანებს და თვალებს ისევ მე მისწორებს. მიღიმის, ღმ¬ერთო! როგორ მიღიმის. ახლა აღარ ვიცი რას მეუბნება, მაგრამ ვიცი, რომ ყველაზე დიდი საოცრებაა, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ.
ჩემი გაჩერება მიახლოვდება. თავში ის აზრიც კი მიტრიალებს, რომ დედამისს ტელეფონის ნომერი გამოვართვა, მაგრამ ვეღარ ვასწრებ, თან თითქოს მრცხვენია. ამიტომ სპონტანურად ვიხრები, ანიტას ლოყაზე სწრაფად ვკოცნი და ვეუბნები: - შეიძლება
ერთით მეტი ქრომოსომა გაქვს, მაგრამ ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ!_წელში ვსწორდები და უკანმოუხედავად ჩავდივარ ავტობუსიდან, სახეზე ფართო ღიმილით.
შეტყობინება მომდის. სწრაფად ვამოწმებ.
- გათოვდა! დღეს საღამოს, მე, შენ და ცხელ-ცხელი კაპუჩინო?
სწრაფადვე ვწერ გულიდან გადმოღვრლ ფიქრებს და ვგზავნი.
- თოვლიანი ცა იმსახურებს ჩვენს პირველ პაემანს, სანდრო,_და ხო, მე დიდი ხანია ვიცი, რა გრძნობაა, როცა ვინმე გიყვარს.


დასასრული


ავტორისგან: გიზიარებთ რეალურ ამბავს, რომელიც რამდენიმე წლის წინ თავს გადამხდა. იმედია, გულში სითბოდ ჩაგეღვრებათ ანიტა, რადგან ჩემი გულიდან არასდროს წაიშლება.
ზოგადად, ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი მახსენდება ავტობუსიდან, და ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ, როცა ვყვები. ვფიქრობ, ჩანახატების სახით ხომ არ გაგიზიაროთ თქვენც, რადგან წინა ციცქნა ისტორიას ძალიან ბევრი ტკბილი კომენტარი მოაყოლეთ და მეც ჩავშაქრდი ეს მკაცრი იურისტი და კიდევ გამიჩნდა უზარმაზარი მოთხოვნა ^^



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

აუცილებლად. კიდევ მოგვიყევი ავტობუსებზე. მეც მიყვარს მსგავსი ამბები.
ანიტა კი ძალიან დიდი სიხარულია. <33

 


№2  offline წევრი პალომა

lullaby
აუცილებლად. კიდევ მოგვიყევი ავტობუსებზე. მეც მიყვარს მსგავსი ამბები.
ანიტა კი ძალიან დიდი სიხარულია. <33


ჰაჰა, დავწერ სხვა ამბებსაც ♡ ანიტა მგონი სხვა არავინ წაიკითხა, შენ გარდა და დიდი მადლობა, რომ ისევ წამიკითხე ^^

 


№3  offline წევრი თამარ ნაგელი

ბედნიერების პატარა ნაპერწკალი, რომელსაც ძალუძს დიდი კოცონი გააჩაღოს.♥️

 


№4  offline წევრი პალომა

თამარ ნაგელი
ბედნიერების პატარა ნაპერწკალი, რომელსაც ძალუძს დიდი კოცონი გააჩაღოს.♥️


მიხარია, რომ სწორად აღიქვით ^^

 


№5 სტუმარი სტუმარი Khatuna

ძალიან კარგად წერთ. მომეწონა ანიტას ისტორია. თბილი ისტორიაა, მითუმეტეს თუ რეალურია. ისე სანდროც იმსახურებს ერთ პატარა ისტორიას.

 


№6  offline წევრი პალომა

სტუმარი Khatuna
ძალიან კარგად წერთ. მომეწონა ანიტას ისტორია. თბილი ისტორიაა, მითუმეტეს თუ რეალურია. ისე სანდროც იმსახურებს ერთ პატარა ისტორიას.


დიდი მადლობა ♡♡♡

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

Ra sasiamovno Ici.
Megobrebi qromosomebs ar itvlian

 


№8  offline წევრი პალომა

terooo
Ra sasiamovno Ici.
Megobrebi qromosomebs ar itvlian

დიდი მადლობა ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent