შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება


19-01-2021, 23:05
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 1 455

ადამიანების უმეტესობას თუ შეეკითხებით რა აბედნიერებთ გიპასუხებენ:მეგობრები,ოჯახი,
გართობა,კარიერისკენ სწრაფვა.რათქმაუნდა ეს ყველაფერი კარგია და სტანდარტული ბედნიერებაც.
აი მე თუ მკითხავთ რა მაბედნიერებს კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი რადგან ბედნიერება ჩემთვის ყველა წვრილმანშია.წვიმის მოსვლა,თოვა,იმის ცოდნა რო ვიღაცას ვჭირდები თუნდაც მხოლოდ კრიტუკულ დღეებში მთავარია ვჭირდები.მაგრამ მაინც ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემივე ხელით შექმნილი სამყაროა.
ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან,ზედმეტად გულჩათხრობილი ვიყავი.ყველას სატკივარს ვისმენდი მაგრამ ჩემს დარდს არასოდეს არავის ვუზიარებდი.მიყვარდა ადამიანების პრობლემების მოსმენა და მათი დახმარება,მაგრამ ეს ჩემზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენა.ხშირ შემთხევაში მავიწყდებოდა ჩემი თავი და ცხოვრება,რის გამოც ხშირად მეჩხუბებოდნენ და პრობლემაც არაერთხელ შემქმნია მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე.როდესაც მივხვდი რომ ადამიანებს მხოლოდ მაშინ ვჭირდებოდი როცა უჭირდათ,რადგან იცოდნენ უარს ვერასოდეს ვეტყოდი და გვერდში ვედგებოდი თუნდაც ჩემი ცხოვრების ნაცვლად.გადავწყვიტე პატარა სამყარო შემექმნა,ჩემი სამყარო,სადაც მარტო მე ვიქნებოდი და შემოვუშვები მხოლოდ იმ ერთს ვისაც ნამდვილად ვეყვარებოდი,გულს არ მატკენდა,სხვა ადამიანებივით მხოლოდ სარგებლობისთვის არ გამომიყენებდა.დავიწყე პატარა დეტალებში ჩაღრმავერა და ვიპოვე ბედნიერება.მსოფლიოში ყველაზ ბედნიერ ადამიანობამდე ჯერ კიდევ ბევრია,მაგრამ ჩემ სამყაროში უზომოდ ბედნიერი ვარ.ნოსტალგია ეს ის გრძნობაა,რომელიც მაიძულებს ყველა და ყველაფერი დავივიწყო.ფინჯანი ჩაი,კაკლის ხის ქვეშ ჩემი ხელით მყუდროდ მოწყობილი ფაცხა.ეს ჩემი დღის საუკეთესო ნაწილია.ყოველ დილით გაღვიძების თანავე მივდივარ მყუდროდ ვკალათდები თან აუცილებლად მახლავს დღიური,არის დღეები როცა ვერ ვწერ ამ შემთხვევაში ჩემი მეგზური წიგნია.ამ ერთგვარი ნოსტალგიური რიტუალის დასრულების თანავე გადავდივარ ჩემთვის ასევე დღის უმნიშვნელივანეს ნაწილზე,ყვავილების მორწყვა.ყვავილები ჩემთვის ცალკე ბედნიერებაა რადგან მათი შეხებისას ვგრძნობ როგორ ისწრაფიან ცხოვრებისკენ.მესამე და ასევე განუყოფელი დღის ტრადიციაა ტყეში მარტო ხეტიალი.ამ დროს ბუნებას მთლიანად ვერწყმი,ხეების სუნთქვას ყურს ვუგდებ,ვტკბები საამური სურნელით.ეს სამი რიტუალი ჩემი დღის კარგად დაწყების საწინდარია.რაც ბუნებასთან დავახლოვდი,მას შემდეგ ჩემს ერთერთ ყველაზე დიდი ოცნებად სადმე შორს მთაში ჩემივე ხელით აშენებულ პატარა ხის სახლში ცხოვრება გახდა,ბევრ ცხოველებთან ერთად.ყოველთვის დამცინოდნენ ბევრს ნუ ოცნებობო ამ ოცნებას მაინც ვერ აიხდენო მაგრამ მე მჯერა ჩემი თავის და ზუსტად ვიცი როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა ამას აუცილებლად გავაკეთებ.ბუნება ჩემთვის ახალი სამყაროა:სუფთა,წმინდა,სიყვარულით სავსე.ალბათ ის ადამიანი ვინც შემიყვარდება ზუსტად ასეთი იქნება.დღის ამ სამ პუნქტს მეოთხე ნაწილიც შეემატა.წიგნის კითხვა ადრეც მიყვარდა მაგრამ ბოლო წელია რაც გადამეტებით შემიყვარდა.როდესაც წიგნს ვიღებ ხელში ჩემი სული წიგნის პერსონაჟების მაგივრად განაგრძნობს ცხოვრებას ამ დროს მავიწყდება ყველა მათ შორის ჩემი თავიც რაც ძალიან მომწონს.ნუთუ ცუდია შეგვეძლოს ჩვენივე ცხოვრებისგან დასვენება.ბედნიერება თქვენს ხელშია,იპოვეთ ის რაც გაბედნიერებთ ან თუნდაც წამიერად გაგრძნობინებთ თავს ბედნიერად და მაგრად ჩაეჭიდეთ.ეს ერთადერთია რაც შეგიძლიათ იყავით საკუთარი თავების გამბედნიერებლები თავდ თქვენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent